You are on page 1of 4

დანართი

სასკოლო კვირეულის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“

საკონკურსო პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წლების გასვლასა და თაობების ცვლასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ


იცოდეს აფხაზეთის შესახებ, როგორც მისი ისტორიული წარსული, კულტურა, ტრადიცია,
ეთნოგრაფია, ასევე შეძლებისდაგვარად - თანამედროვე ყოფა. ძალზე მნიშვნელოვანია,
მოსწავლეებისთვის ისეთი საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზება, რომლებიც ხელს
შეუწყობს აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან პოზიტიური ურთიერთობების
დამყარებას, „მეგობრული ხიდების მშენებლობას“.

შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ -


სამინისტრო), საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს სასკოლო კვირეულს,
სახელწოდებით „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“.

სასკოლო კვირეულში მონაწილეობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო


დაწესებულებების მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული პროექტების სახით
წარმოადგინონ თავიანთი ხედვა აფხაზეთის კულტურის, ტრადიციების, ლიტერატურის,
ხელოვნებისა და სხვა დარგების მიმართულებებით.

სასკოლო კვირეულის ფარგლებში მომზადდება აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან


დაკავშირებული პროექტები, რაც პოზიტიური გზავნილი იქნება ქართველი ახალგაზრდების
მხრიდან აფხაზი ახალგაზრდებისთვის ნიშნად იმისა, რომ ჩვენი მიზანი მშვიდობიანი და
პროგრესზე ორიენტირებული თანაცხოვრებაა.

მუხლი 2. სასკოლო კვირეულის მიზანი

სასკოლო კვირეულის მიზანია აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს,


ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.
მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, საინტერესო პროექტების სახით წარმოადგინონ თავიანთი
ხედვა აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, მოსწავლეებს ექნებათ
შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და განვითარების საშუალება.

აფხაზეთის ტერიტორიაზე უამრავი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლია,


რომელთა შესახებაც ნაკლები ინფორმაცია აქვს ახალ თაობას. კიდევ უფრო ნაკლებად იცნობენ
აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებს, განსაკუთრებით კი მათ თანამედროვე მდგომარეობას.
მოსწავლეები, კონკრეტული ადგილის/ძეგლის შერჩევისა და მის შესახებ ინფორმაციის
დამუშავების შედეგად შეიძენენ ცოდნას ისტორიული, გეოგრაფიული თუ ეკონომიკური
თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

კონკრეტულ ადგილთან/ძეგლთან მიმართებით ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვითა


და მაკეტის/ვირტუალური სახით განხორციელებით, ისინი განივითარებენ დაგეგმვის,
ალგორითმული აზროვნების, შემოქმედობითობის, ბიუჯეტირებისა და სხვა უნარებს.

მუხლი 3. სასკოლო კვირეულის განხორციელების სტრატეგია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აფხაზეთის შესახებ წარმოადგენენ სხვადასხვა


ფორმისა და შინაარსის მატარებელ პროექტებს, რომლებშიც ნაჩვენები იქნება მოსწავლეთა
ხედვა აფხაზეთის კულტურული, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული განვითარების
კუთხით.
პროექტი შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ ქალაქს, ქალაქის უბანს, დაბას, შენობას,
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლს, ლანდშაფტს (მათ
შორის სანაპირო ზოლს) ა.შ. და მოსწავლეების ხედვას მისი შემდგომი შენარჩუნების და/ან
განვითარების კუთხით.
პროექტი ასევე შეიძლება იყოს ზოგადი სახის და ეხებოდეს აფხაზურ კულტურას,
ლიტერატურას, ენას, ტრადიციებსა და სხვ.

მუხლი 4. პროექტის ტიპები

1. პროექტის ტიპებია:
ა) მატერიალურად შესრულებული პროექტები მაკეტის ფორმით, ან/და სხვადასხვა
კომპიუტერულ პროგრამაში შექმნილი ინსტალაციები, რომლებიც წარმოადგენენ
მატერიალური და ელექტრონული ფორმატის ჰიბრიდს;
ბ) ნებისმიერი მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პროექტები:
საინფორმაციო ბროშურა, ბუკლეტი, ხელნაკეთი წიგნი, ნახატი, ესე, ბლოგი, ანიმაცია,
ვიდეორგოლი, კომპიუტერული თამაში, თეატრალური კომპოზიცია და სხვა.
2. მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით შემუშავებულ თითოეულ პროექტს უნდა
ახლდეს პროექტის შესახებ აღწერილობა/განმარტება, კერძოდ:
ა) ზოგადი ინფორმაცია შერჩეული ადგილის/ძეგლის/შენობის/ტრადიციის და ა.შ. შესახებ;
ბ) პროექტის აღწერა და მისი მნიშვნელობის დასაბუთება ადგილობრივი მოსახლეობისთვის
კულტურული, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა კუთხით განვითარების მიმართულებით.

მუხლი 5. შეფასების კრიტერიუმები

შეფასების კრიტერიუმებია:

ა) პროექტის შინაარსის თემასთან შესაბამისობა;


ბ) პროექტის შესრულების ტექნიკა;
გ) იდეის ორიგინალურად გადმოცემის უნარი.

მუხლი 6. სასკოლო კვირეულის განხორციელების ეტაპები

სასკოლო კვირეული ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.

1. სასკოლო ტური - სასკოლო ტურს ორგანიზებას უწევს სკოლის ადმინისტრაცია


(მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის საკონკურსო პირობებისა და ვადების გაცნობა, სასკოლო
კვირეულის ფარგლებში გამოცხადებული პროექტების საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება
და სასკოლო კვირეულის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა). საკონკურსო კომისია გამოავლენს
არაუმეტეს 1 საუკეთესო პროექტს. სკოლა, სასკოლო კვირეულის ფარგლებში გამარჯვებულ
ერთ პროექტს წარადგენს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში -
საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომ - რესურსცენტრი). პროექტი წარმოდგენილი
უნდა იყოს ფოტო-ვიდეოს სახით (ნებისმიერი ელექტრონული მატარებლის სახით), ასევე,
სკოლის მიერ, ელექტრონული ფორმით, რესურსცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს
პროექტის აღწერილობა/განმარტება.

სკოლის ადმინისტრაცია, კვირეულის მონაწილე მოსწავლეების წახალისების მიზნით, სასკოლო


კვირეულის ფარგლებში შემუშავებული ყველა პროექტის შესახებ ინფორმაციას (ვიდეო და
ფოტომასალები) განათავსებს სოციალურ მედიასა და ასევე, ელექტრონულ
პლატფორმაზე, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით. ინფორმაციას ელექტრონულ პლატფორმაზე განათავსებს საჯარო და კერძო სკოლის
დირექტორი, ან შესაბამისი პასუხისმგებელი პირი.

(შენიშვნა: სამინისტროს მიერ ელექტრონული პლატფორმის მისამართის შესახებ ინფორმაცია


რესურსცენტრებს მიეწოდებათ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის eflow-ს
საშუალებით)

2. მუნიციპალური ტური - მუნიციპალური ტურის მიზანია მუნიციპალიტეტის დონეზე 10


გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. რესურსცენტრის უფროსის ბრძანებით შეიქმნება
კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევა რესურსცენტრის წარმომადგენელი/
წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები, რომელიც შეფასების კრიტერიუმების
შესაბამისად, შეარჩევს არაუმეტეს 10 საუკეთესო პროექტს. რესურსცენტრი, მუნიციპალური
ტურის გამარჯვებული 10 პროექტის შესახებ ინფორმაციას (ვიდეო და ფოტომასალები)
ატვირთავს Microsoft Onedrive-ზე. ამასთან, რესურსცენტრი, ელექტრონული
დოკუმენტბრუნვის სისტემის eflow-ს საშუალებით, წარმოადგენს სამინისტროში ინფორმაციას
გამარჯვებული სკოლების შესახებ და Microsoft Onedrive-ზე ატვირთული ვიდეო და
ფოტომასალების ბმულებს;

3. დასკვნითი ტური - დასკვნით ტურში გამარჯვებულებს გამოავლენს სასკოლო კვირეულის


ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების შეფასების კომისია (შემდგომ - კომისია), რომელსაც
ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება

1. კომისია განიხილავს სასკოლო კვირეულის ფარგლებში შექმნილ პროექტებს და გამოავლენს


გამარჯვებულებს.

2. პრიზები დაწესდება შემდეგნაირად:

I ადგილზე გასული პროექტი - სკოლას გადაეცემა დიპლომი და 3,000 ლარის ღირებულების


კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი;

II ადგილზე გასული პროექტი - სკოლას გადაეცემა დიპლომი და 2,500 ლარის ღირებულების


კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი;

III ადგილზე გასული პროექტი - სკოლას გადაეცემა დიპლომი და 2,000 ლარის


ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი;

ჟიურის 10 რჩეული პროექტი - სკოლებს გადაეცემათ დიპლომები და 500 ლარის ღირებულების


წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები.

3. კომისია უფლებამოსილია, პროექტების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, რომელიმე


საპრიზო ადგილზე არ წარადგინოს გამარჯვებული;
4. პარტნიორი ორგანიზაცია - საქართველოს საპატრიარქო უფლებამოსილია, I, II და III
საპრიზო ადგილზე გასული სკოლებისთვის/მოსწავლეებისთვის დააწესოს წამახალისებელი
პრიზები.

მუხლი 8. საკონკურსო ვადები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროექტების შემუშავება, ვიდეო


ჩანაწერებისა და პროექტის შესახებ განმარტებების შესაბამის რესურსცენტრისთვის მიწოდება -
არაუგვიანეს 2023 წლის 30 აპრილისა;

2. რესურსცენტრის მიერ მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული 10 საუკეთესო პროექტის


გამოვლენა და ვიდეო ჩანაწერებისა და პროექტების შესახებ განმარტებების მიწოდება
სამინისტროსთვის - არაუგვიანეს 2023 წლის 15 მაისისა.

You might also like