You are on page 1of 6

შ პ ს ,,კ ა ნ დიდი ’’ ს ა შ უა ლო ს კ ოლა 2019-2020 წ.

სასწავლო პროგრამა

კინოხელოვნება

XIIკლასი

1 საგნობრივი კათედრები - საგნის სასწავლო პროგრამები


შ პ ს ,,კ ა ნ დიდი ’’ ს ა შ უა ლო ს კ ოლა 2019-2020 წ.

სასწავლო საგნის დასახელება კინოხელოვნება

მასწავლებლის სახელი,გვარი მარიამ ჩორგოლიანი

ტელეფონის ნომერი 591620340

ელ-ფოსტა marichorgo@gmail.com

სწავლების კლასი XII კლასი

სასწავლო საგნის ხანგრძლივობა სასწავლო წლის პირველი სემესტრი

სასწავლო საგნის საათების კვირაში 1 საათი;


რაოდენობა

სასწავლო საგნის სტატუსი ერთმოდულიანი არჩევითი საგანი

გამოყენებული სახელმძღვანელო : ესგ გათვალისწინებული პროგრამა


გრიფირებული/დამხმარე
სახელმძღვანელო

სასწავლო საგნის ზოგადი აღწერა კინოხელოვნების–კინემატოგრაფიის წარმოშობამ არსობრივი ცვლილებები გამოიწვია არა მარტო
თანამედროვე (XX საუკუნის) კულტურის გაგებაში, არამედ კომუნიკაციის ფორმებსა და ზოგადად
მოდერნულ სამყაროში, რომელსაც ვიზუალური კომუნიკაციის ერადაც მოიხსენიებენ. ამდენად ძალიან
მნიშვნელოვანია, მოსწავლე უკვე სკოლაშივე ეზიაროს სამყაროს აღქმისა და რეფლექსიის ამ სპეციფიკურ
სისტემას.
ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იძენენ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კინოხელოვნებაში,
უვითარდებათ რეალურ სამყაროზე დაკვირვების, მოძრავი ვიზუალური სახეებით აზროვნების, მისი
გრძნობადი აღქმისა და გააზრების უნარი; ეცნობიან კინოტექსტის სტრუქტურას და ელემენტების
ფუნქციას, კინოხელოვნების სინთეზურ ბუნებას და გამომსახველობას, კინოს ენას და ძირითად
ტერმინოლოგიას. უყურებენ და აანალიზებენ ქართული და უცხოური ფილმების ნიმუშებს ისტორიულ
კონტექსტში. პრაქტიკულად გაივლიან კინოს შექმნის ყველა ეტაპს, რომლის დროსაც პრაქტიკული უნარ-
ჩვევების მიღებასთან ერთად უყალიბდებათ ადამიანებთან ურთიერთობის, განსხვავებული აზრისა და
მსოფლმხედველობის მოსმენისა და გაგების უნარი.

2 საგნობრივი კათედრები - საგნის სასწავლო პროგრამები


შ პ ს ,,კ ა ნ დიდი ’’ ს ა შ უა ლო ს კ ოლა 2019-2020 წ.

საგნის ორგანიზაცია ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა, ჯგუფური მუშაობა.

სასწავლო საგნის ამოცანები კონოხელოვნების შესწავლის შედეგად მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ და გაიაზრონ
კინოისტორიის ძირითადი ეტაპები, შეისწავლონ კინოხელოვნების ენა და გამომსახველობითი
საშუალებების თავისებურებები, გამოიმუშაონ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარ-ჩვევები. ამ
მიზნით თეორიული კურსი იყოფა ორ მიმართულებად: 1. კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია; 2. ხელოვნების
აღქმა კონტექსტში.

1. ხელოვნების აღქმა კონტექსტში


ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან კინემატოგრაფის თეორიულ და ისტორიულ
ასპექტებს, მისი წარმოშობის წინაპირობებსა და განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს, გამომსახველობით
საშუალებებს, ტერმინოლოგიას, კინოთხრობის ელემენტებსა და პრინციპებს, თანამედროვე
ტექნოლოგიებს. განიხილავენ, თუ რამდენად განისაზღვრება ფილმი ისტორიულ-კულტურული თუ
სოციალური კონტექსტით და პირიქით, ახდენს თუ არა კინო ზეგავლენას საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.

2. კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები უყურებენ ფილმს, წერენ რეცენზიას, განიხილავენ მას და
მართავენ დისკუსიებს, რომლის დროსაც სწავლობენ საკუთარი შეფასება/შეხედულებების მკაფიოდ
არტიკულირებას და ეუფლებიან საჯაროდ აზრის გამოთქმის კულტურას, ამავე დროს სხვისი აზრის
მოსმენასა და გაგებას.

სასწავლო საგნის მიზნები კინოხელვნების შესწავლის მიზანია: რეალურ სამყაროზე დაკვირვების, წარმოსახვის, მოძრავი ვიზუალური
სახეებით აზროვნების, მისი გრძნობადი აღქმისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
 კინოს უნივერსალური ენის შესწავლა, მისი საშუალებით ქართულ და მსოფლიო კინონამუშევრებთან
ზიარება;
 სამყაროს ერთიანობის აღქმის უნარის ჩამოყალიბება;
კინოხელოვნების ნიმუშების აღქმისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება;
კინოხელოვნების ნიმუშების მსოფლიო კულტურის კონტექსტში გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
გადაღებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების გაცნობა-დაუფლება.

სასწავლო საგნის სტანდარტი: მიმართულება: კინოხელოვნების აღქმა კონტექსტში


მიმართულებები და შედეგები

3 საგნობრივი კათედრები - საგნის სასწავლო პროგრამები


შ პ ს ,,კ ა ნ დიდი ’’ ს ა შ უა ლო ს კ ოლა 2019-2020 წ.

არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII..1. მოსწავლე ირჩევს და იკვლევს მსოფლიო კინოხელოვნების რომელიმე ეტაპს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:


 ასაბუთებს თავის არჩევანს;
 აგროვებს ინფორმაციას ამა თუ იმ ეტაპის შესახებ და აწყობს პრეზენტაციას (ინდივიდუალურად ან
ჯგუფთან ერთად);
 აანალიზებს არჩეული ეტაპის ისტორიულ, სოციალურ-პოლიტიკურ, კულტურულ კონტექსტს
(მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური პროცესები და მათი გავლენა ზოგად კულტურულ
ატმოსფეროზე);
 მსჯელობაში გამოყოფს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ გამომსახველობით საშუალებებს
(კადრის კომპოზიცია, ხედები, რაკურსები, განათება, ფილმის რიტმი და სხვა);
 ირჩევს მისთვის საინტერესო კინემატოგრაფისტს და იკვლევს მის შემოქმედებას;
 ირჩევს და მსჯელობს ქართული კინოს რომელიმე ეტაპის (უხმო პერიოდი, 20-იანი წლები, 60-იანი
წლები და სხვა) ისტორიული და კულტურული კონტექსტის შესახებ;
 ადარებს ქართული კინოს არჩეულ პერიოდს მსოფლიო კინემატოგრაფში პარალელურად მიმდინარე
პროცესთან;
 აგროვებს ინფორმაციას და გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას თანამედროვე კინოპროცესში
ახალი ტექნოლოგიების როლზე.
არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII.2. მოსწავლე იკვლევს და შეუძლია გააანალიზოს კინოხელოვნების როლი საკუთარ და
საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 მსჯელობს კინოხელოვნების როლზე საკუთარ ცხოვრებაში;
 მსჯელობს შემოქმედის (რეჟისორის, დრამატურგის, მსახიობის) მოქალაქეობრივ როლზე
საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
 მსჯელობს კინოხელოვნების ზეგავლენაზე საზოგადოებრივი ცნობიერების და ცხოვრების სტილის
ჩამოყალიბებაზე;
 განმარტავს როგორ შეუძლია გამოიყენოს კინოხელოვნების შესწავლით მიღებული ცოდნა და
უნარები მომავალ პროფესიულ საქმიანობაში;
 საუბრობს უმაღლესი განათლების და პროფესიული დასაქმების შესაძლებლობაზე კინოხელოვნებასა
და მის მომიჯნავე დარგებში (ტელევიზია, სარეკლამო საქმე, თეატრი).

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია


არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII.3. მოსწავლეს შეუძლია ფილმების გაანალიზება.

4 საგნობრივი კათედრები - საგნის სასწავლო პროგრამები


შ პ ს ,,კ ა ნ დიდი ’’ ს ა შ უა ლო ს კ ოლა 2019-2020 წ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:


 გამოყოფს არჩეული ეტაპის ფარგლებში მისთვის საინტერესო ფილმის იდეასა და თემატიკას,
გამოთქვამს საკუთარ შეხედულებასა და დამოკიდებულებას მის მიმართ (წერითი ფორმით და
დისკუსიისას);
 განსაზღვრავს ფილმის ჟანრს და ახასიათებს მის თავისებურებას და გადმოგვცემს საკუთარ
დამოკიდებულებას ამ კონკრეტული ჟანრისადმი;
 ახდენს სამსახიობო შესრულების თავისებურების ანალიზს: აღწერს, თუ რამდენად დამაჯერებელი
და უშუალოა მსახიობი, რამდენად ახერხებს პერსონაჟის ფსიქოლოგიური ნიუანსების გამოვლენასა
და მხატვრული სახის შექმნას;
 ახდენს ფილმის სტრუქტურის მარტივ ანალიზს: მიუთითებს, თუ რა საშუალებებს იყენებს
რეჟისორი ჩანაფიქრის მხატვრულად გადმოცემისთვის - როგორ აწყობს დრამატურგიულად,
როგორია კადრის კომპოზიცია, ხედები, რაკურსები, განათება, ფილმის რიტმი და ა.შ.;
 ახდენს აუდიო სტრუქტურის მარტივ ანალიზს: განსაზღვრავს რამდენად დიდია ხმის მხატვრული
დატვირთვა, როგორ იყენებს რეჟისორი დიალოგს, ხმოვან პაუზებს, მუსიკას და ა.შ.;
 განსაზღვრავს კინოენის ძირითად ელემენტებს: (კადრი, კომპოზიცია, მონტაჟის ელემენტები და
სხვა);
 საუბრისა და წერის დროს იყენებს კინოტერმინოლოგიას (მსხვილი ხედი, რაკურსი, დეტალი,
პანორამა და სხვ.).
არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII.4. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს და გააანალიზოს თანამედროვე კინოპროცესი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:


 ნახულობს კინოთეატრში (ან მოიძიებს ინტერნეტის მეშვეობით) ფილმებს მიმდინარე
რეპერტუარიდან და თანაკლასელებთან ერთად აწყობს მათ განხილვას;
 ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას დისკუსიაში;
 წერს რეცენზიას და განიხილავს მას თანაკლასელებთან ერთად;
 დამუშავებულ მასალას წარადგენს თანაკასელების წინაშე (პრეზენტაცია).

სასწავლო საგნის მეთოდები: ზეპირი და წერილობითი ნამუშევრების განხილვა ანალიზი

სასკოლო მენეჯმენტის ხერხები სასწავლო კურსში გამოყენებული იქნება შემდეგი ორგანიზაციული ხერხები:

ჯგუფები,
ინდივიდუალური,

5 საგნობრივი კათედრები - საგნის სასწავლო პროგრამები


შ პ ს ,,კ ა ნ დიდი ’’ ს ა შ უა ლო ს კ ოლა 2019-2020 წ.

წყვილები,
მთელი კლასი.

მეცადინეობის ფორმები მუშაობა კინოპროექტზე, პრაქტიკული სავარჯიშოები.

სასწავლო საგნის შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება წარმოადგენს რჩევებს ან რეკომენდაციებს წერილობითი ან ზეპირი სახით.

განმსაზღვრელი შეფასება წარმოადგენს მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრას, სხვადასხვა


რუბრიკების გამოყენებით. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.

შეფასების ფორმები

 თვითშეფასება
 ურთიერთშეფასება
 სიტყვიერი კომენტარი
 ნიშანი

რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ლექსიკონი

6 საგნობრივი კათედრები - საგნის სასწავლო პროგრამები

You might also like