You are on page 1of 4

პეიზაჟი და მხატვრული ფოტოგრაფია

პროექტის გეგმა

სახელი, გვარი-ირინა კვირიკაშვილი

ქალაქი/სოფელი/დაბა,სოფელი- ბაღდათის რ-ნი სოფელი წითელხევი

სკოლა- ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა

საგანი/საგნები ხელოვნება ბუნებისმეტყველება

საფეხური/კლასი- დაწყებითი VI

პროექტის განხორციელების დრო 5 კვირა

პროექტის სასწავლო მიზნები/ სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:

 მხატვრული ნამუშევრების აღქმას.


 სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის შეჯერებას.
 საუბარს ნამუშევარში გადმოცემულ განწყობილებაზე, ავტორის ჩანაფიქრზე.
 მსჯელობას ხელოვნებაზე, როგორც გატაცებასა და პროფესიაზე.
 შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას გარემოს დაცვის შესახებ პლაკატების
სახით.
 საერთო ჯგუფთან ეფექტური მუშაობის დემონსტრირებას გამოფენა-განხილვა

პროექტის მონახაზი

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქის ყველაზე


ცნობილი პეიზაჟისტი მხატვრების ნამუშევრებს, მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას
პეიზაჟის ჟანრის შესახებ.ეტაპობრივად დაამუშავებენ ზოგად, თემატურ და
შინაარსობრივ კითხვებს. გამოხატავენ მათთვის ყველაზე საინტერესო ნამუშევრების
მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას. გააკეთებენ ფერწერის შედარებას მხატვრულ
ფოტოგრაფიასთან. მოიპოვებენ ინფორმაციას ქართულ ფოტოგრაფისტების შესახებ
და გაეცნობიან მათ შემოქმედებას. მათთან ერთად იმოგზაურებენ ბუნების
სილამაზით საინტერესო ადგილებში. გააკეთებენ სათანადო დასკვნებს თუ რატომ
უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას. მოძიებული მასალის გაგების ხარისხის
შესაფასებლად მოეწყობა მოსწავლეთა კონფერენცია. გამოყენებული იქნება
დაკვირვება და ჩანაწერების მეთოდი. შეფასების ინსტრუმენტი კი იქნება
კონფერენციის კითხვარი. მაგალითად 1) რომელი პეიზაჟისტი მხატვრების და
მხატვრული ფოტოგრაფისტების ნამუშევრებს გაეცანით? 2) როგორ ფიქრობთ რა
აქვთ საერთ მხატვრულ ფოტოგრაფიას ფერწერასთან. 3) რა ცვლილებები შეიტანა
პლენერმა პეიზაჯში 4) რა ფაქტორებს აქცევს ყურადებას ფოტოგრაფი სურათის
გადაღებისას? 5) როგორ ფიქრობთ რა ღირებულება აქვს ფოტოგრაფიას? 6) რა
მნიშვნელობა აქვს დაცულ ტერიტორიებს?
მოსწავლეები ეტაპობრივად აქცევენ ბუნებას ხელოვნების ნაწარმოების მთავარ
მოქმედ პირად.. პროექტიდან მიღებული შთაბეჭდილებების საფუზველზე შექმნიან
პეიზაჟებს, სადაც გადმოცემული იქნება მათი ხედვა. ნამუშევრები უპასუხებს
კითხვას - რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას? მოსწავლეები შეძლებენ
ფოტოპეიზაჟებისა და ესეების, ასევე გარემოს დაცვის შესახებ პლაკატების
მომზადებასა და წარდგენას. განიხილავენ ფოტოგრაფიის მნიშვნელობას ადამიანის
მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში: მოდის ინდუსტრია, რეკლამა, სპორტი, ჟურნალ-
გაზეთები და სხვა. ასევე აზრს გამოთქვამენ ფოტოგრაფიის ისტორიულ
ღირებულებაზე. მუშაობის დასრულებოისას მოსწავლეები დაარიგებენ
საინფორმაციო ბუკლეტებს, მოაწყობენ გამოფენას და ჯგუფურად განიხილავენ მათ
ნამუშევრებს, გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და შეიტანენ კორეტივებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:


ზოგადი კითხვა:1)რას გვაძლევს, რაში გვჭირდება ხელოვნება.
თემატური კითხვები: 1) რა მნიშვნელობა აქვს ფოტოგრაფიას? 2) როგორ ფიქრობთ
რა აქვს საერთო მხატვრულ ფოტოგრაფიას ფერწერასთან? რა განასხვავებთ მათ?
შინაარსობრივი კითხვები: 1) რა არის ჟანრი? 2) დაასახელეთ XX ს-ის ცნობილი
ქართველი პეიზაჟის აღიარებული ოსტატი, რომლის შემოქმედებაში დიდი ადგილი
უჭირავს ძველი თბილისის უბნების მრავალფეროვან კოლორიტს.

პროექტის ხედვა:

პრქექტზე მუშაობით მე მინდა მოსწავლეებმა:


1) გაიაზრონ ხელოვნების როლის მნიშვნელობა ჯანსაღი ცხოვრების წესზე
დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში.
2) ისწავლონ მეთოდები რომლითაც შესაძლებელია ფერწერული ჟანრი
პეიზაჟის დაკავშირება ფოტოგრაფიის განსხვავებულ დარგთან მხატვრულ
ფოტოგრაფიასთან.
3) გამოიყენონ ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევები
ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაციისათვის.
4) გამოავლინონ შემოქმედებითი შესაძლებლობები და ინტერესები.
პროექტის მიდგომა

თემაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები: აკავშირებენ სხვადასხვა ეპოქისა და


მხატვრის შემოქმედებით ნიმუშებს, ასევე ფერწერას მხატვრულ ფოტოგრაფიასთან
და ნასწავლ მასალას ინტერნეტით მოძიებულ მასალასთან.
ქმნიან პროდუქტს, იღებენ საფუძვლიან ცოდნას , აწყობენ გამოფენას, უზიარებენ
თავის ცოდნას მეგობრებს, თანატოლებს, მშობლებს ყველა დაინტერესებულ პირს.

სწავლა 21-ე საუკუნეში

პროექტი დაეხმარებ აჩემს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების


განვითარებაში შემდეგ აქტივობებში მონაწილეობის გზით:
1) თანატოლებთან თანამშრომლობა
2) მხატვრული ნაწარმოებების შესახებ მონაცემების ანალიზი და შინაარსობრივი
შეკითხვების მიხედვით დასკვნების გაკეთება.
3) სირთულეების გადაჭრა და დასკვნების გაკეთება.
4) კომუნიკაცია საინფორმაციო ბუკლეტების მომზადების, ასევე ნახატების გამოფენა-
განხილვის პროცესში.

შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები ძალია კარგი საშუალო დაბალი



კარგი
მასალის დამოუკიდებლად მოძიება/შექმნა
და სათანადო სახით გამოყენება

მონაწილეობა გუნდურ
მუშაობაში((შესასრულებელი სამუშაოს
დაგეგმვა, გადაწყვეწილებების მიღება,
დაკისრებული ფუნქციის შესრულება.)
სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული
ინფორმაციის შეჯერებით და მხატვრული
ნამუშევრების აღქმით მიღებული
შემოქმედებითი ხედვის ნამუშევარში
რეალიზაცია.
მონაწილეობა პროექტის შედეგების
განხილვაში. საკუთარი პოზიციის
გამოხატვა.

You might also like