You are on page 1of 2

გაკვეთილის გეგმა მუსიკაში

მასწავლებელი - მაია ჟღენტი


საგანი - მუსიკა
გაკვეთილის ჩატარების თარიღი- 21.05.2021

1 გაკვეთილის გეგმა „ვენის კლასიკოსები“

2 სწავლების საფეხური და IV დ
კლასი

3 მოსწავლეთა რაოდენობა 29

4 მიზნები ბავშვებს გავაცნო ახალი მუსიკალური მიმდინარეობა და მათი


წარმომადგენლები

5 ესგ გამსაზღვრული შედეგები მუს.IV.10. მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ მუსიკა/ხელოვნება


თვითგამოხატვის საშუალებაა.
მუს.IV.13. მოსწავლეს შეუძ₾ია განასხვავოს ერთმანეთისგან
მუსიკალური საკრავები.
მუს.IV.12. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს მოსმენილი
მუსიკალური მასალები.

6 შეფასება მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი მეთოდის


შეფასებით.
გაკვეთილზე ჩართულობა და აქტიურობა; სხვადასხვა ატივობების
პროცესში იცავს დისციპლინას, გუნდური მუშაობისას მოქმედებს
საერთო მიზნის მისაღწევად.

7 თანმიმდევრობა აქტივობა და აქტივობების დანმიმდევრობა:


დრო 1. ცხრილის ამოკითხვა, ამოცანების გაცნობა.
2. გამოწვევა დაეთმობა თემასთან დაკავშრებული
ნაწარმოებების,საოპერო პერსონაჟებისა და
კომპოზიტორების გახსენებას.
3. სახალისო თოჯინებით (წინდებისგან დამზადებული
ხელთათმანი თოჯინები) ვასრულებთ პაპაგენოსა და
პაპაგენას დუეტს მოცარტის ოპერიდან - „ჯადოსნური
ფლეიტა“
4. დავამზადეთ კლასიციზმის ეპოქისთვის დამახასიათებელი
ატრიბუტი - იმიტირებული პარიკები.

8 სასწავლო რესურსი წიგნი, რვეული, თაბახის ფურცლები, წებო, მაკრატელი,


საქსოვი ძაფი, ვიდეო და აუდიო მასალა, პროექტორი,დინამიკი.
რეფლექსია

გაკვეთლი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად. გაკვეთლის მიზანი იყო


მოსწავლეები გაცნობოდნენ ვენის კლასიკოს კომპოზიტორებს, ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ
სტილისტურ თავისებურებებს. გაკვეთილზე სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ბავშვებმა
გაიაზრეს და პრაქტიკული სახალისო აქტივობებით განამტკიცეს მიღებული ცოდნა ვენის
კლასიკოსებზე და აღნიშNული ეპოქის სტილისტურ მახასიათებლებზე.
ვფიქრობ, გაკვეთილი მიზნის შესაბამისად იყო დაგეგმილი და შედეგზე
ორიენტირებული.

მაია ჟღენტი

28.05.2023 წ.

You might also like