You are on page 1of 325

1

გიიომ მიუსო

მთარგმნელი
ეკატერინე სუმბათაშვილი

2
ვუძღვნი
სიუზის

3
პროლოგი

კუნძული ნანტაკეტი

მასაჩუსეტსი

1972 წლის შემოდგომა

კუნძულის აღმოსავლეთით, ჭაობით დაფარული შტოშის პლან-


ტაციის უკან, ტბა გადაჭიმულიყო. დარი იდგა.
რამდენიმედღიანი სიცივის შემდეგ ისევ დათბა და წყლის ზედა-
პირი ადრეული შემოდგომის კაშკაშა ფერებს ირეკლავდა.
– ჰეი, მოდი, ნახე!
პატარა ბიჭი ნაპირს მიუახლოვდა და იქით გაიხედა, საითაც გო-
გონა მიუთითებდა ფოთლების შუაგულში დიდი ფრინველი დაცუ-
რავდა: მისი დიდებული ბუმბული, გიშერივით შავი ნისკარტი და
წაგრძელებული კისერი უნაკლო მშვენიერებას გამოხატავდა.
ეს გედი იყო.
ბავშვებისგან მხოლოდ რამდენიმე მეტრით იყო დაშორებული,
როდესაც ფრინველმა თავი და კისერი წყალში ჩაყო. შემდეგ მოყ-
ვინთა და გაბმული, ნაზი და მელოდიური ხმა გამოსცა. ეს სრულე-
ბით არ ჰგავდა ქალაქის პარკების ყვითელნისკარტა გედების ყი-
ვილს.
– მოვეფერები!
გოგონა წყალთან სულ ახლოს მივიდა და ხელი გაიწვდინა.
უეცრად დაშინებულმა ფრინველმა ფრთები ისე სწრაფად აიქნია
რომ პატარას წონასწორობა დააკარგვინა. გოგონა წყალში ჩავარ-
და, გედი კი ფრთების ძლიერი ტყლაშუნით ჰაერში აფრინდა.
სიცივემ ბავშვს სუნთქვა მაშინვე შეუკრა თითქოს გულმკერდზე
სალტე შემოუჭირესო. თავისი ასაკისთვის კარგი მოცურავე იყო.
ზღვაზე ბრასით რამდენიმე ასეული მეტრიც კი გაუცურავს, მაგრამ

4
ტბის წყალი ყინულივით ცივი იყო, ნაპირი კი მიუწვდომლად შორე-
ული. მთელი ძალით ფართხალებდა, შემდეგ ნებისყოფა დაკარგა,
რადგან მიხვდა, ნაპირზე ასვლას ვერ მოახერხებდა თავს პაწაწინა
არსებად გრძნობდა,რომელიც უზარმაზარ სითხეში ჩაიძირა.
როდესაც მეგობრის გასაჭირი დაინახა, ბიჭს არ უყოყმანია: მა-
შინვე ფეხსაცმელი გაიხადა და წყალში ტანსაცმლიანად შევიდა.
– ჩამეჭიდე, ნუ გეშინია.
გოგონა ჩაეჭიდა და დიდი გაჭირვებით, როგორც იქნა, ორივენი
ნაპირს მიუახლოვდნენ. წყალში თავჩარგულმა, მთელი ძალები მო-
იკრიბა და გოგონა ასწია. მისი დახმარებით გოგონამ ნაპირზე ას-
ვლა მოახერხა.
და იმ დროს, როცა ბიჭი თავადაც ნაპირზე უნდა აცოცებულიყო,
სისუსტე იგრძნო, თითქოს ორი ძლიერი ხელი უკან, ტბის სიღრმის-
კენ ეწეოდა. სუნთქვა შეეკრა; გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო, ხოლო სა-
შინელი წნევა თავის ტვინს მიაწვა.
იქამდე ფართხალებდა, ვიდრე არ იგრძნო, რომ ფილტვები
წყლით ევსებოდა. მეტი აღარაფერი შეეძლო, დანებდა და ჩაიძირა.
ყურის დაფის აპკი გასკდა და ირგვლივ ყველაფერი გაშავდა. წყვდი-
ადით გარემოცული მიხვდა, რომ სავარაუდოდ, ეს დასასრულს ნიშ-
ნავდა.
სხვა აღარაფერი არსებობდა, მხოლოდ ცივი და საზარელი სიშა-
ვე.
სიშავე.
სიშავე.
შემდეგ, უეცრად...
სინათლე.

5
„არიან ადამიანები, რომლებიც დიადნი იბადებიან...
და ისეთებიც, რომლებიც პატივისცემას
ძალით მოიპოვებენ”.

უილიამ შექსპირი

6
მანჰეტენი

თანამედროვე ეპოქა

9 დეკემბერი

სხვა დღეების მსგავსად, ნათან დელ ამიკო ორი მაღვიძარას ერ-


თდროულად დარეკილმა ზარმა გააღვიძა. ის ყოველთვის ორ მაღ-
ვიძარას აყენებდა: ერთი ელექტროქსელში იყო ჩართული, მეორე
ელემენტებზე მუშაობდა. მელორის ეს სასაცილოდ მიაჩნდა.
მას შემდეგ, რაც ნახევარი თასი შვრიის ფანტელის ფაფა საჩქა-
როდ შეჭამა, „რიბოკის” გაცვეთილი ბოტასები და ქურთუკი ჩაიცვა
და ყოველდღიური გარბენისთვის სახლიდან გავიდა.
ლიფტის სარკიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგ-
ნობის მამაკაცი უმზერდა, თუმცა დაღლილი სახე ჰქონდა.
„დასვენება გჭირდება, ჩემო პატარა ნათან”, ‒ გაიფიქრა და უძი-
ლო ღამის შემდეგ ჩაშავებული თვალები დაკვირვებით შეათვალი-
ერა.
ქურთუკის ელვა შესაკრავი ბოლომდე შეიკრა, ბეწვის ხელთათ-
მანები ჩაიცვა და თავზე შალის ქუდი დაიხურა, რომელსაც „იანკი-
სის” ლოგო ამშვენებდა.
ნათანი ზემო ვესტ-საიდის ერთ-ერთი მდიდრული შენობის, სან-
რემო-ბილდინგის 23-ე სართულზე ცხოვრობდა. სახლი პირდაპირ
ცენტრალური პარკის დასავლეთ მხარეს უყურებდა.
გარეთ გავიდა თუ არა, თეთრი და ცივი ორთქლი ამოისუნთქა.
კიდევ თითქმის ღამე იყო და ქუჩაზე ჩამწკრივებული კერძო რეზი-
დენციები ნისლში ძლივს მოჩანდა. წინა დღის ამინდის პროგნოზი
თოვლს იუწყებოდა, თუმცა ჯერ არ წამოსულიყო.
ქუჩას სწრაფი ნაბიჯით აუყვა. საშობაო განათებებისა და სახლე-
ბის კარზე მიმაგრებული ბაძგის გვირგვინები მთელ უბანს სადღე-
სასწაულო ელფერს სძენდა. ნათანმა ბუნების ისტორიის მუზეუმს ჩა-

7
უარა და ასი მეტრის გავლის შემდეგ ცენტრალურ პარკში შევიდა.
დროისა და სიცივის გათვალისწინებით, პარკში არავინ იყო.
პარკის შუაში გადაშლილი ხელოვნური ტბის რეზერვუარის გარშე-
მო მოწყობილ სარბენ ბილიკზე ჰუდსონიდან გამყინავი ქარი უბე-
რავდა.
ჯერ კიდევ არ იყო გათენებული და ალბათ, ამ ბილიკზე სირბილი
არ ღირდა, მაგრამ ნათანი უყოყმანოდ სწორედ მისკენ გაემართა.
უკვე რამდენიმე წელი იყო, აქ დარბოდა და რაიმე საგანგაშო არა-
სოდეს შემთხვევია. ნათანმა სირბილი ჩვეული რიტმით დაიწყო. ძა-
ლიან სუსხიანი ჰაერის მიუხედავად, არავითარ შემთხვევაში არ
სურდა, ყოველდღიურ ვარჯიშზე უარი ეთქვა.
ორმოცდახუთი წუთის შემდეგ, როცა ტრავერს-როუდს გაუს-
წორდა, წყალი უხვად დალია და ცოტა ხნით ბალახზე ჩამოჯდა.
მაშინ გაახსენდა კალიფორნიის თბილი ზამთარი და სან-დიეგოს
სანაპირო, სადაც ათობით კილომეტრზე გადაჭიმული პლაჟი მორ-
ბენლისთვის იდეალურია. სულ ერთი წამით თავისი გოგონას – ბო-
ნის სიცილი ჩაესმა.
ბონი ძალიან ენატრებოდა.
გონებაში ცოლის, მელორის სახე და მისი დიდი, ოკეანისფერი
თვალები ამოუტივტივდა, მაგრამ თავი აიძულა, ამაზე აღარ ეფიქრა.
„მოეშვი ჭრილობის დანით წვალებას”.
თუმცა, ბალახზე მჯდომმა იგრძნო, ისეგ დაეუფლა ის სიცარი-
ელე, პირველად მისი წასვლის შემდეგ რომ შემოაწვა. სიცარიელე,
რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, შიგნიდან ღრღნიდა. ვერასოდეს
წარმოიდგენდა, თუ ტკივილი ასეთ ფორმას მიიღებდა. თავს მარტო-
სულად და არარაობად გრძნობდა. სულ ერთი წამით თვალები
ცრემლებმა დაუნამა, მაგრამ სუსხიანმა ქარმა მაშინვე შეუშრო.
კიდევ დალია წყალი. გაღვიძების შემდეგ მკერდში შემაწუხებელ
ტკივილს გრძნობდა, თითქოს ჭვალი იყო, რომელიც სუნთქვაში
ხელს უშლიდა.მიწაზე პირველი ფიფქები დაეცა. მხოლოდ მაშინ ად-
გა და უკან, სან-რემოსკენ ჩქარი ნაბიჯით გაუყვა გზას, რომ სამსა-
ხურში წასვლამდე შხაპის მიღება მოესწრო.

8
ნათანმა ტაქსის კარი მიხურა.
მუქ კოსტიუმში გამოწყობილმა და ახლად გაპარსულმა პარკ-
ავენიუსა და 52-ე ქუჩის კუთხეში მდებარე მინის ცათამბჯენში შეაბი-
ჯა, სადაც „მარბლ-ენდ-მარჩის” საადვოკატო კაბინეტის ოფისები
იყო.
ქალაქის დანარჩენ საადვოკატო კაბინეტებს შორის „მარბლი”
ყველაზე საუკეთესო და წარმატებული იყო. მისთვის მთელ აშშ-ში
ცხრაასი მოხელე მუშაობდა და მათი თითქმის ნახევარი – ნიუ-იორ-
კში.
ნათანმა კარიერა სან-დიეგოს ოფისში დაიწყო და მალე ისეთი
სახელი მოიხვეჭა, რომ მთავარმა კომპანიონმა, ეშლი აგორდანმა,
დანარჩენებს მისი მოწილედ აყვანა შესთავაზა.
ნიუ-იორკის ოფისი ჯერ კიდევ ყალიბდებოდა, ამიტომ ოცდა-
თერთმეტი წლის ნათანმა ბარგი შეკრა და ბავშვობის ქალაქს დაუბ-
რუნდა, სადაც შერწყმა-შეძენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის
მოადგილის თანამდებობა ელოდა.
მისი ასაკისთვის შესაშური კარიერა ჰქონდა.
ნათანმა დასახული ამბიციური მიზანი, თავისი პროფესიის ყვე-
ლაზე ახალგაზრდა და სახელოვანი წარმომადგენელი –rianmaker
გამხდარიყო, განახორციელა. მან ცხოვრებაში წარმატებას მიაღ-
წია. და ეს არ მომხდარა ბირჟაზე სპეკულაციით ან ოჯახური კავში-
რების წყალობით. არა, მან ფული საკუთარი შრომით იშოვა. ის კერ-
ძო პირებსა და ორგანიზაციებს იცავდა, დამრღვევებს კანონის დაც-
ვას აიძულებდა.
ბრწყინვალე, მდიდარი, საკუთარი თავით კმაყოფილი! აი, ასეთი
იყო ნათან დელ ამიკო უცხოებისთვის.
ნათანი მთელი დილა ხელქვეით თანამშრომლებს ხვდებოდა.
მათთან ერთად მოუნდა განეხილა წარმოებაში არსებული საქმეები
ნაშუადღევისთვის ებიმ ყავა სეზამმოყრილი პრეცელები და cream
cheese მიუტანა.
უკვე რამდენიმე წელია, ები მის ასისტენტად მუშაობდა. იგი წარ-
მოშობით კალიფორნიიდან იყო და მათი შეწყობილი მუშაობის გა-

9
მო ნიუ-იორკში გადასვლას დათანხმდა. ის საშუალო ასაკის, გაუთ-
ხოვარი ქალი გახლდათ. ები მუშაობაში ძალიან ეხმარებოდა და ნა-
თანიც მას სრულად ენდობოდა, უყოყმანოდ აკისრებდა სამუშაოს.
უნდა ითქვას, რომ ების მუშაობის იშვიათი უნარი ჰქონდა, რაც უფ-
როსის მიერ მოთხოვნილი ტემპით სამუშაოს შესრულებასა და უფ-
რო მეტი, მის დაჩქარებასაც კი უზრუნველყოფდა. თუმცა, ამ ტემპის-
თვის რომ გაეძლო, ები ხშირად ხილის წვენში ვიტამინებსა და კო-
ფეინს ურევდა.
რაკი უახლოესი ერთი საათი შეხვედრებისგან თავისუფალი იყო,
ნათანმა თავს უფლება მისცა და ჰალსტუხი მოუშვა. მკერდში მომა-
ბეზრებელი ტკივილი მაინც არ ცხრებოდა. საფეთქლები დაიზილა
და სახეზე ცივი წყალი შეისხა.
„შეწყვიტე მელორიზე ფიქრი”.
– ნათან?
ები დაუკაკუნებლად შემოვიდა ოთახში. ასეთი ჩვევა ჰქონდა,
როცა ოფისში უცხო არავინ იყო. ახალგაზრდა ქალმა ნაშუადღევის
განრიგი გადაამოწმა და დაამატა:
‒ დილით ეშლი ჯორდანის მეგობარმა დარეკა, სასწრაფო შეხ-
ვედრა სურს. ვინმე გარეტ გუდრიჩი...
– გუდრიჩი? მასზე არაფერი მსმენია.
‒ როგორც მივხვდი, მისი ბავშვობის მეგობარია, ცნობილი ექი-
მი.
‒ და, რა საქმე აქვს ამ ბატონს ჩემთან? ‒ შეეკითხა წარბშეკრუ-
ლი.
– არ ვიცი, არ დაუზუსტებია. მხოლოდ ის თქვა, რომ ჯორდანის
რეკომენდაციით თქვენ საუკეთესო ხართ.
„ეს მართალია: არც ერთი წაგებული პროცესი მთელი კარიერის
განმავლობაში. არც ერთი”.
– იქნებ სცადოთ და ეშლის დამაკავშიროთ.
‒ ერთი საათის წინ ბალტიმორში წავიდა. ხომ იცით, კილის საქ-
მე...
‒ ჰო! დიახ, რა თქმა უნდა... ეს გუდრიჩი როდის უნდა მოვიდეს?

10
– ჩვიდმეტი საათი შევთავაზე.
ები ოთახიდან გადიოდა, მაგრამ კარის მიხურვამდე ჭრილში შე-
მოიხედა.
– ალბათ, მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელია შეტანი-
ლი, – ივარაუდა მან.
– უეჭველი ასე იქნება, – დაუდასტურა ნათანმა და საბუთებს ჩა-
უღრმავდა. – თუ ასეა, მეოთხე სართულის დეპარტამენტში გავუშ-
ვებთ.
გუდრიჩი დანიშნულ დროზე რამდენიმე წუთით ადრე მოვიდა.
ები დაუყოვნებლივ კაბინეტში შეუძღვა.
მოწიფული, დიდი და ჩასკვნილი მამაკაცი იყო. უზადო გრძელი
ნიკაპი და ანტრაციტისფერი კოსტიუმი უფრო ხაზგასმით წარმოა-
ჩენდა მის სიმაღლეს. კაბინეტში მტკიცე ნაბიჯით შევიდა, ოთახის
შუაში ისე დადგა, თითქოს რინგზე მოწინააღმდეგეს ელოდა.
დაუდევრად, ხელის ერთი მოსმით გაიხსნა ღილები და პალტო
ების გადააწოდა. შემდეგ საკმაოდ აწეწილ შეჭაღარავებულ თმაზე
ხელი გადაისვა – სამოცი წლის იქნებოდა, თუმცა ასაკს მისთვის
კვალი ჯერ არ დაეტყო ‒ მოკლე წვერზე ხელი ჩამოისვა და ცოცხა-
ლი, გამჭოლი თვალებით ნათანს დააცქერდა.
როგორც კი მისი მზერა გუდრიჩისას შეხვდა, ნათანმა თავი შე-
ბოჭილად იგრძნო. სუნთქვა უცნაურად აუჩქარდა და ერთ წამში გო-
ნებაში ყველაფერი აირია.

11
2

„და ვიხილე ანგელოზი ერთი, მზეზე მდგომარე”.

გამოცხადება, 19:17

– თავს კარგად გრძნობთ, ბატონო დელ ამიკო?


„ეშმაკმა დალახვროს, რა მემართება?”
– დიახ, დიახ... უბრალოდ, თავბრუ დამეხვა, – გონება მოიკრიბა
და გაეპასუხა ნათანი. – უეჭველია, გადაღლილობის ბრალია...
ჩანდა, რომ გუდრიჩი პასუხმა ვერ დაარწმუნა.
‒ ექიმი ვარ, თუ გსურთ, სიამოვნებით გაგსინჯავთ, – შესთავაზა
თავისი მჟღერი ხმით.
ნათანმა თავს ძალა დაატანა და გაიღიმა.
– გმადლობთ, კარგად ვარ.
– ნამდვილად?
– გარწმუნებთ.
მიპატიჟებას არ დალოდებია, გუდრიჩი ტყავის ერთ-ერთ სავარ-
ძელში ჩაჯდა და ყურადღებით მოავლო თვალი კაბინეტს. კედლები
თაროებს ეკავა და მათზე ძველი წიგნები გაემწკრივებინათ. ცენ-
ტრში უზარმაზარ საწერ მაგიდასთან კაკლის ხის მასიური, შეხვედ-
რებისთვის საჭირო მეორე მაგიდა იდგა, რომელიც ელეგანტურ პა-
ტარა დივანთან ერთად მდიდრულ ატმოსფეროს ქმნიდა.
‒ ექიმო გუდრიჩ, რით შემიძლია გემსახუროთ? ‒ შეეკითხა ნა-
თანი მცირე პაუზის შემდეგ.
ექიმმა, ვიდრე პასუხს გასცემდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სავარ-
ძელში ცოტათი შექანდა:
‒ თქვენი დახმარება არ მჭირდება, ნათან...შემიძლია ნათანი
დაგიძახოთ, ასე არ არის?
მისი ნათქვამი უფრო მტკიცებითი წინადადება იყო, ვიდრე შე-
კითხვა.
‒ ჩემი პროფესიის გამო არ მოხვედით? ალბათ, იცით, ჩვენ იმ

12
ექიმებს ვიცავთ, რომლებსაც პაციენტები უჩივიან...
– საბედნიეროდ, ეს მე არ მეხება. – შეაწყვეტინა გუდრიჩმა. – თუ
ოდნავ მეტი დავლიე, ოპერაციას არ ვაკეთებ. საშინელებაა, როცა
პაციენტს მარჯვენა ფეხს აჭრი, მტკივანი კი მარცხენაა, ხომ მეთან-
ხმებით?
ნათანმა ნაძალადევად გაიღიმა.
– მაშ, რა გაწუხებთ, ექიმო გუდრიჩ?
– მართალი გითხრათ, ცოტათი მოვიმატე...
– ... მაგრამ ამისთვის ადვოკატის შეწუხება არ ღირს, იმედია, მე-
თანხმებით.
– მართალია.
„ამ ტიპს იდიოტი ვგონივარ”.
ოთახში დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოწვა თუმცა დიდი დაძაბუ-
ლობა არ იგრძნობოდა. ნათანზე შთაბეჭდილების მოხდენა იოლი
არ იყო. პროფესიული გამოცდილების წყალობით, შესაშურ მომლა-
პარაკებლად ჩამოყალიბდა და მისი წყობიდან გამოყვანა საუბრის
დროს არც ისე ადვილი გახლდათ.
იგი დაჟინებით დააცქერდა თანამოსაუბრეს. სად უნახავს ადრე
ეს ფართო და მაღალი შუბლი, ღონიერი ყბები, სქელი და თითქმის
გადაბმული წარბები? გუდრიჩის მზერაში მტრობის ნატამალიც კი
არ ჩანდა, თუმცა ადვოკატი თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობ-
და.
‒ რამეს ხომ არ დალევდით? ‒ ისეთი ტონით ჰკითხა, თანამოსა-
უბრისთვის ეჩვენებინა, რომ მშვიდად იყო.
– სიამოვნებით. ერთი ჭიქა სან პერეგრინო, თუ შესაძლებელია.
‒ წესით, უნდა შევძლოთ მისი მოძიება, ‒ დაარწმუნა და ებისთან
დასაკავშირებლად ტელეფონის ყურმილი აიღო.
სასმელის შემოტანამდე გუდრიჩი წამოდგა და დაინტერესებულ-
მა ბიბლიოთეკას გადაავლო თვალი.
„ისე იქცევა როგორც საკუთარ სახლში”, - გაიფიქრა გაღიზიანე-
ბულმა ნათანმა.
გუდრიჩი სავარძელს დაუბრუნდა და ყურადღებით შეხედა მაგი-

13
დაზე დადებულ პრესპაპიეს – ვერცხლის გედს.
– ამ ნივთით შეიძლება ადამიანი მოკლა, – თქვა მან, როცა ის
ხელით მოსინჯა.
– უეჭველად, – ნაძალადევად გაუღიმა ნათანმა.
‒ ძველ კელტურ ტექსტებში ბევრი გედი გვხვდება, – ჩაილაპა-
რაკა გუდრიჩმა.
– კელტური კულტურა გაინტერესებთ?
– დედაჩემის ოჯახი წარმოშობით ირლანდიიდანაა.
– ჩემი ცოლისაც.
– გინდოდათ გეთქვათ, თქვენი ყოფილი ცოლის.
ნათანი დაჟინებით მიაცქერდა თანამოსაუბრეს.
‒ ეშლიმ მითხრა, რომ გაყრილი ხართ, ‒ მშვიდად აუხსნა გუდ-
რიჩმა, თან სავარძლის აქეთ-იქით ტრიალს აგრძელებდა.
„ჭკუას ისწავლი და ამ არამზადას შენს თავზე აღარაფერს მოუყ-
ვები”.
– კელტურ ტექსტებში, ‒ განაგრძო გუდრიჩმა, ‒ საიქიოს ბინა-
დარნი მიწაზე ხშირად სწორედ გედის სახით ბრუნდებიან.
– ძალიან პოეტურია, მაგრამ იქნებ ამიხსნათ...
ამ დროს ოთახში ები შემოვიდა დიდი ლანგრით, რომელზეც
ბოთლი და შუშხუნა წყლით სავსე ორი ჭიქა იდო.
ექიმმა პრესპაპიე საწერ მაგიდაზე დააბრუნა და მთელი ჭიქა ისე
დალია, თითქოს ყოველ ყლუპს გულდასმით უსინჯავდა გემოს.
‒ გაიჭერით? ‒ ჰკითხა ადვოკატს და მარცხენა ხელის განაკაწ-
რზე ანიშნა.
მან მხრები აიჩეჩა.
– არაფერია, სირბილის დროს მესერს გამოვედე.
გუდრიჩმა ჭიქა დადო და პროფესიონალის საქმიანი კილოთი
განაგრძო.
– ახლა, ამ წუთს, როცა ვსაუბრობთ, თქვენი კანის ასობით უჯრე-
დი ხელახლა წარმოიქმნება. როდესაც ერთი უჯრედი კვდება მეორე
გამოიყოფა, რათა ის ჩაანაცვლოს: ეს ქსოვილური ჰომეოსტაზის
ფენომენია.

14
– მოხარული ვარ, რომ შევიტყვე.
– პარალელურად, თქვენი ტვინის მრავალი ნეირონი მას შემ-
დეგ, რაც ოცი წელი შეგისრულდათ, ყოველდღიურად კვდება...
‒ ვფიქრობ, ეს ყველა ადამიანის ხვედრია.
‒ სწორედაც, ეს მუდმივი აიწონა-დაიწონაა შექმნასა და განად-
გურებას შორის.
„ეს ტიპი შექანებულია”.
– ამ ყველაფერს რატომ მეუბნებით?
‒ იმიტომ, რომ სიკვდილი ყველგანაა. ყოველი ადამიანის სი-
ცოცხლის ყოველ ეტაპზე მუდმივი დაძაბულობაა ორ საპირისპირო
‒ სიცოცხლისა და სიკვდილის – ძალებს შორის.
ნათანი წამოდგა და კარზე მიანიშნა.
– ნებას მომცემთ, ცოტა ხნით დაგტოვოთ?
– რასაკვირველია.
ოთახიდან გავიდა და სამდივნოში ოპერატორის ცარიელ მაგი-
დასთან მოკალათდა. მაშინვე ინტერნეტში მოძებნა ნიუ-იორკის სა-
ავადმყოფოები.
მის კაბინეტში მჯდომი ადამიანი თვითმარქვია ნამდვილად არ
იყო. ის არც ქადაგს ან სულით ავადმყოფთა სამკურნალო დაწესე-
ბულებიდან გაქცეულ პაციენტს ჰგავდა. მას ნამდვილად გარეტ გუდ-
რიჩი ერქვა, ონკოლოგიური ქირურგიის დოქტორი, ბოსტონის ცენ-
ტრალური საავადმყოფოს ყოფილი პრაქტიკანტი, აილენდის შტა-
ტის საავადმყოფოს ექიმი და ამავე საავადმყოფოს პალიატიური
მზრუნველობის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.
იგი მედიცინის სფეროში სახელიან და გავლენიან პირს წარმო-
ადგენდა. ეჭვის შეტანაც არ შეიძლებოდა: მისი ფოტოც იყო, რომე-
ლიც ზუსტად შეესატყვისებოდა მეზობელ ოთახში მომლოდინე სა-
მოციოდე წლის მამაკაცის სახეს.
ნათანმა უფრო დაკვირვებით წაიკითხა თავისი სტუმრის ავტობი-
ოგრაფია. როგორც იცოდა, ჩამოთვლილ საავადმყოფოთაგან არც
ერთში არასოდეს ყოფილა, მაშ ასე რატომ ეცნობოდა მისი გარეგ-
ნობა?

15
გონებაში ეს კითხვა უტრიალებდა, როცა კაბინეტში დაბრუნდა.
– მაშ, გარეტ, სიკვდილზე მელაპარაკებოდით, ასე არ არის? ხომ
ნებას მაძლევთ, გარეტი დაგიძახოთ?
– სიცოცხლეზე გესაუბრებოდით, დელ ამიკო, სიცოცხლეზე და
დროზე, რომელიც მიდის.
ნათანმა ამ სიტყვებით ისარგებლა და საათს დახედა, რომ სტუმ-
რისთვის ეგრძნობინებინა, მართლაც „დრო მიდის” და მისი დრო კი
ძვირად ფასობს.
– ძალიან ბევრს მუშაობთ, ‒ მხოლოდ ეს უთხრა გუდრიჩმა.
– ნამდვილად გულს მიჩუყებს, ჩემს ჯანმრთელობაზე რომ ვიღაც
ზრუნავს, სიმართლეს გეუბნებით.
ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ეს სიჩუმე ერთდროულად ინტიმურიც
იყო და დამთრგუნველიც. შემდეგ მღელვარებამ იმატა:
‒ უკანასკნელად გეკითხებით, რით შემიძლია დაგეხმაროთ, ბა-
ტონო გუდრიჩ?
– ვფიქრობ, მე შემიძლია, დაგეხმაროთ, ნათან.
– ვერ წარმომიდგენია, როგორ.
– ამის დროც მოვა, ნათან, მოვა. ზოგიერთი განსაცდელი მეტად
მძიმე გადასატანია, თავად მიხვდებით.
– რაზე მიანიშნებთ, დააზუსტეთ.
– იმაზე, რომ კარგად მომზადება აუცილებელია.
– არ მესმის.
‒ ვინ იცის, ხვალ რა მოხდება? არასოდეს უნდა დაივიწყო, რა
არის ცხოვრებაში მთავარი.
‒ ძალიან შთამბეჭდავი აზრია, ‒ ჩაიცინა ადვოკატმა. – ეს მუქა-
რაა?
– არა, ნათან, ეს გზავნილია.
„გზავნილი?”
გუდრიჩის გამოხედვაში მტრული დამოკიდებულების ნატამალი
ისევ არ ჩანდა თუმცა ნათანი ამას არ დაუმშვიდებია.
„გარეთ გააგდე, ნათ, ამ ტიპმა მუხრუჭებს მოუშვა. თამაშში არ
აჰყვე!”

16
‒ შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ეშლი ჯორდანის მე-
გობარი რომ არ იყოთ, დაცვას გამოვიძახებდი და გარეთ გაგაგდებ-
დით.
– ეჭვიც არ მეპარება, – გაიღიმა გუდრიჩმა. – ისე გეტყვით, რომ
ეშლი ჯორდანს არ ვიცნობ.
– მეგონა, მისი მეგობარი იყავით!
– ეს მხოლოდ თქვენთან შესახვედრად გამოვიგონე.
‒ მოითმინეთ, თუ ჯორდანს არ იცნობთ, საიდან იცით, გაყრილი
რომ ვარ?
– სახეზე გაწერიათ.
ეს ბოლო წვეთი იყო... ადვოკატი წამოხტა და თავშეუკავებელი
გაშმაგებით გამოაღო კაბინეტის კარი.
– სამუშაო მაქვს!
‒ ეს შესანიშნავად მაგრძნობინეთ და ამიტომ გტოვებთ... მხო-
ლოდ დროებით.
გუდრიჩი სავარძლიდან წამოდგა. სინათლის საწინააღმდეგოდ
მდგარი მისი მასიური სილუეტი დაუმარცხებელი, ჩასკვნილი ბუმბე-
რაზის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კარისკენ გაემართა და ზღურბლს
უკანმოუხედავად გადააბიჯა.
– კი მაგრამ, მაინც რა გინდათ ჩემგან? – დაბნეულად დაადევნა
კითხვა ნათანმა.
– ასე მგონია, ეს თქვენც იცით, ნათან. ასე მგონია, ეს თქვენც
იცით, – გაიმეორა დერეფანში გასულმა გუდრიჩმა.
– არაფერიც არ ვიცი! – უპასუხა გაგულისებულმა ადვოკატმა.
კაბინეტის კარი მიაჯახუნა, შემდეგ ისევ გამოაღო და დერეფანში იყ-
ვირა:
– ისიც კი არ ვიცი, ვინ ხართ!
მაგრამ გარეტ გუდრიჩი უკვე შორს იყო.

17
3

„წარმატებული კარიერა შესანიშნავი რამაა, მაგრამ მას ვერ ჩა-


ეხუტები ღამით, როცა გცივა”.

მერილინ მონრო

ნათანმა კარი მიხურა, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამით


შუბლზე ცივი ჭიქა მიიდო. ბუნდოვნად გრძნობდა, ეს ინციდენტი უკ-
ვალოდ არ ჩაივლიდა და გარეტ გუდრიჩის სახელს კიდევ გაიგონებ-
და.
მუშაობის განახლება გაუჭირდა. სხეული უხურდა, ხოლო ტკივი-
ლი მკერდში სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა, რაც ყურად-
ღების მოკრებაში ხელს უშლიდა.
წყლიანი ჭიქით ხელში სკამიდან წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი
ფანჯრისკენ გადადგა და ჰელმსი-ბილდინგის ცისფერ ანარეკლს
მოჰკრა თვალი. მეტ-ლაიფის უზარმაზარი და უსახური ფასადის
გვერდით ეს ნორმალური სიმაღლის ცათამბჯენი თავისი ელეგანტუ-
რი, პირამიდის ფორმის სახურავით ნამდვილი სამკაული იყო.
რამდენიმე წუთს მანქანების ნაკადს უმზერდა, რომელიც სამ-
ხრეთისკენ მიემართებოდა და პროსპექტის სიახლოვეს მდებარე
ორი უზარმაზარი ჭიშკრიდან გადიოდა.
ისევ გადაუღებლად თოვდა, ქალაქი თეთრისა და ნაცრისფერის
სხვადასხვა ტონებით შეიღება.
როცა ამ ფანჯარასთან იდგა, დარდი შემოაწვებოდა ხოლმე. 11
სექტემბრის თავდასხმისას, პირველი შეჯახება რომ მოხდა, კომპიუ-
ტერთან იჯდა და მუშაობდა. არასოდეს დაავიწყდება ის საზარელი
დღე, შავი კვამლის სვეტები, რომლებმაც მოწმენდილი ცა დაფარა,
შემდეგ კი კოშკების ჩამოქცევის შედეგად წარმოქმნილი მტვრისა
და ნარჩენების შემაძრწუნებელი ღრუბელი გაჩნდა. პირველად მოხ-
და, რომ მანჰეტენი და მისი ცათამბჯენები პატარა, მოწყვლადი და
ეფემერული მოეჩვენა.

18
კოლეგების უმეტესობის მსგავსად ცლილობდა, მალე დაევიწყე-
ბინა გადატანილი კოშმარი. ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
Business as usual თუმცა, როგორც აქაურები ამბობდნენ, ნიუ-იორკი
აღარ ჰგავდა თავის თავს, ის სინამდვილეში ვეღარასოდეს დაემგვა-
ნებოდა ძველ ნიუ-იორკს.
„არა, არაფერი გამომივა”.
რამდენიმე მნიშვნელოვანი საქაღალდე გადაარჩია, შემდეგ,
ების გაკვირვების მიუხედავად, გადაწყვიტა, შინ დროზე ადრე წასუ-
ლიყო და იქ ემუშავა.
დიდი ხანია ასე ადრიანად ოფისი არ დაუტოვებია. ჩვეულებრივ,
კვირის ექვს დღეში თოთხმეტ საათს სამსახურში ატარებდა, ხოლო
გაყრის შემდეგ კვირაობითაც ხშირად მიდიოდა. დანარჩენ ასოცი-
რებულ წევრებს შორის მას ყოველთვის ყველაზე მეტი საათები უგ-
როვდებოდა. ამას დაემატა მისი უკანასკნელი გამარჯვების პრესტი-
ჟი: მისი ყველა კოლეგა მეტად დელიკატურ ამოცანად მიიჩნევდა
დაუნისა და ნიუვაქსის საწარმოთა შერწყმის ზედმეტად გახმაურე-
ბულ საქმეს, რასაც ყველაზე სახელგანთქმული პროფესიული გამო-
ცემა National Lawyer სახოტბო წერილით გამოეხმაურა. ნათანს კო-
ლეგების უმრავლესობა ვერ იტანდა. ის ზედმეტად მისაბაძი, მეტის-
მეტად უნაკლო იყო. მიმზიდველი ფიზიკური გარეგნობის გარდა,
არასოდეს ავიწყდებოდა, მისალმებოდა მდივნებს, მადლობა გა-
დაეხადა პორტიესთვის ტაქსის გამოძახების გამო, ხოლო თვეში
რამდენიმე საათს უსასყიდლოდ უთმობდა ფინანსურად შეჭირვებუ-
ლი კლიენტების კონსულტაციას.
ქუჩის გრილმა ჰაერმა მასზე სასიკეთოდ იმოქმედა. თოვა შეწ-
ყდა და მოსული ნალექი მოძრაობას ხელს არ უშლიდა.
ტაქსის მოლოდინში სიმღერას მიუგდო ყური, რომელსაც წმინდა
ბართლომეს ეკლესიის წინ მდგარი, უნაკლო თეთრ სამოსში გამოწ-
ყობილი ბავშვების გუნდი ასრულებდა. Ave verum corpus-ს მღეროდ-
ნენ. მუსიკის ჰანგებში ერთდროულად სიმშვიდეც იგრძნობოდა და
შეშფოთებაც.
სან-რემოზე მდებარე ბინაში ექვსი საათის შემდეგ მივიდა, ცხელი

19
ჩაი მოიმზადა და ტელეფონი მოიმარჯვა.
სან-დიეგოში ახლა მხოლოდ თხუთმეტი საათი იქნებოდა, მაგ-
რამ ბონი და მელორი შინ უნდა ყოფილიკყვნენ. საჭირო იყო, არდა-
დეგებზე გოგონას ჩამოსვლის დეტალები წინასწარ შეეთანხმებინა.
ნომერი გულის ფანცქალით აკრიფა. სამი ზარის შემდეგ ავტო-
მოპასუხე ჩაირთო.
„თქვენ დაუკავშირდით მელორი უექსლერს. ამჟამად არ შემიძ-
ლია გიპასუხოთ, მაგრამ...”
მისი ხმის გაგონებისთანავე გულზე მოეშვა. თითქოს ჟანგბადი
მიაწოდეს, რომელიც ამდენი ხანი აკლდა. აი, რა მდგომარეობაში
ჩაიგდო თავი, მაშინ როდესაც ასეთი მცირედი არასოდეს აკმაყოფი-
ლებდა.
უეცრად ავტომოპასუხის ხმა შეწყდა.
– ალო?
ნათანს არნახული ძალისხმევა დასჭირდა, რომ მხიარულად მო-
ეჩვენებინა თავი, მისი ძველი სულელური რეფლექსი ამოქმედდა:
არასოდეს დაანახო სხვას შენი სისუსტე, თუნდაც ქალს, რომელიც
ბავშვობიდან გიცნობს.
– გამარჯობა, მელორი.
რამდენი ხანია, აღარ წარმოუთქვამს „ჩემო საყვარელო”?
– გაგიმარჯოს, – უპასუხა მან უღიმღამოდ.
– კარგად ხარ?
მან გაღიზიანებული ტონით უპასუხა:
– რა გინდა, ნათან?
„გასაგებია, მივხვდი: დღეს ნამდვილად არ გსურს ჩემთან ნორმა-
ლურად საუბარი”.
‒ მინდოდა, ბონის მოგზაურობის შესახებ ყველაფერი შემეთან-
ხმებინა. ბონი მანდ არის?
– ვიოლინოს გაკვეთილზეა. ერთ საათში დაბრუნდება.
‒ შეგიძლია უკვე მითხრა, რომელ საათზე მოფრინავს თვით-
მფრინავი, ‒ შესთავაზა მან. ‒ თუ არ ვცდები, საღამოს ადრიანად
ჩამოდის...

20
– ერთ საათში დაბრუნდება, – გაიმეორა მელორიმ, რომელსაც
ამ საუბრის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურდა.
– ძალიან კარგი, გასაგებია, დროე...
მაგრამ მელორიმ ყურმილი უკვე დაკიდა.
ვერასოდეს იფიქრებდა, თუ მათი ურთიერთობა ასეთი ცივი იქ-
ნებოდა. როგორ შეიძლება ორი ადამიანი, რომელიც ასე ახლოს
იყო ერთმანეთთან, ერთმანეთისთვის უცხოებად იქცნენ? მისაღებ
ოთახში დივანზე ჩამოჯდა და ჭერს მიაჩერდა.
რა მიამიტი იყო! რა თქმა უნდა, შეიძლება! საკმარისი იყო, გარ-
შემო მიმოეხედა: განქორწინებები, ტყუილები, ზიზღი... მისი პრო-
ფესია უმძაფრესი კონკურენციით გამოირჩევა. წარმატებას მხო-
ლოდ ისინი აღწევდნენ, ვინც ოჯახური ცხოვრებისა და თავისუფალი
დროის ნაწილს სამსახურის სასარგებლოდ თმობდა. ფირმის თი-
თოეული კლიენტი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ღირდა,
ეს კი ადვოკატების ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობას მოითხოვ-
და. ეს იყო უფროსების წრეში მიღებული თამაშის წესი, იქ მოსახ-
ვედრად გაღებული საფასური. და ნათანიც ამ წესებს დათანხმდა.
სანაცვლოდ, მისი ხელფასი ახლა თვეში 45 000 დოლარი იყო, რა-
საც სარგებელი ემატებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ როგორც ასო-
ცირებული წევრი, წლიურ პრემიას – ნახევარ მილიონ დოლარს
იღებდა. ბანკში მისმა ანგარიშმა პირველად გადააჭარბა მილიონი-
ან ნიშნულს. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
მაგრამ მისი პირადი ცხოვრების ტრაექტორია, პროფესიულის
საპირისპიროდ, დაღმა ეშვებოდა. უკანასკნელ წლებში წყვილი ერ-
თმანეთს ვეღარ უგებდა. თანდათან სამსახური მთელი მისი ცხოვ-
რება გახდა. დრო აღარ რჩებოდა ოჯახის წევრებთან ერთად საუზ-
მობისა და პატარა გოგონას დავალებების შესამოწმებლად. როდე-
საც კატასტროფის მასშტაბი გაიაზრა, მდგომარეობის გამოსასწო-
რებლად უკან დაბრუნება უკვე ძალიან გვიანი იყო, სასამართლომ
გაყრის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ გამოიტანა.
რასაკვირველია, ის გამონაკლისი არ ყოფილა, ფირმაში კოლ-
გეგების ნახევარზე მეტი ცოლს გაცილებული იყო, მაგრამ ეს სრულ-

21
ებით არ ამშვიდებდა.
ნათანს ძალიან ადარდებდა ბონის მდგომარეობა, რადგან გო-
გონაზე ამ მოვლენებმა მძიმედ იმოქმედა. შვიდი წლის იყო, მაგრამ
ღამ-ღამობით ხანდახან, ჯერ კიდევ ისველებდა საწოლში და, დედა-
მისის თქმით, უიმედობის შეტევებიც მრავალჯერ ჰქონდა. ნათანი
შვილს ყოველ საღამოს ურეკავდა, მაგრამ მასთან მეტი სიახლოვე
სურდა.
„არა”, – გაიფიქრა მან და დივანზე ჩამოჯდა, ‒ მამაკაცმა, რომ-
ლის გვერდით არავის სძინავს და რომელსაც სამი თვეა თავისი პა-
ტარა გოგონა არ უნახავს, ნამდვილად ვერ მიაღწია ცხოვრებაში
წარმატებას, თუნდაც ის მილიონერი იყოს”.
ნათანმა თითიდან საქორწინო ბეჭედი მოიხსნა, რომელსაც ისევ
ჯიუტად ატარებდა და მის შიდა მხარეზე სოლომონის „ქებათა-ქები-
დან” ნაწყვეტი ამოიკითხა. ეს ნაწყვეტი მელორიმ მათი ქორწინების
აღსანიშნავად ამოაკვეთინა:
„სიყვარული სიკვდილივით ძლიერია”.

მას კარგად ახსოვდა გაგრძელება:


„ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ
წარხოცავს მას”.
სისულელეა ეს ყველაფერი! სენტიმენტალური სისულელე ნორ-
ჩი შეყვარებულებისთვის. სიყვარული სრულებით არ არის ისეთი
აბსოლუტური რამ, დროის მდინარებასა და გამოცდას რომ გაუძ-
ლოს.
თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მა-
თი წყვილი გამორჩეული, ჯერ კიდევ ბავშვობისდროინდელი, აუხ-
სნელი, იდუმალი და ირაციონალური კავშირით იყო გაერთიანებუ-
ლი. ის და მელორი ერთმანეთს რვა წლიდან იცნობდნენ. დასაწყი-
სიდანვე მათ შორის უხილავი ძაფი გაიბა, თითქოს ბედისწერას სურ-
და, ისინი ცხოვრების ყველა სირთულის წინაშე ერთმანეთის ბუნებ-
რივი მოკავშირეები ყოფილიყვნენ.
კომოდზე ჩამორიგებულ ჩარჩოებში ჩასმულ ყოფილი ცოლის

22
ფოტოებს შეავლო თვალი. მზერა ყველაზე დიდხანს სულ ცოტა ხნის
წინათ გადაღებულზე შეაჩერა ‒ ეს ფოტო ბონის დახმარებით მო-
იპოვა.
რასაკვირველია, მელორის ფერმკრთალი სახე გაყრასთან და-
კავშირებულ სირთულეზე მიუთითებდა, მაგრამ მას ისევ გრძელი
წამწამები, ნატიფი ცხვირი და თეთრი კბილები ჰქონდა. ვერცხლის-
ფერი ნიჟარებით მოფენილ „ვერცხლისფერ სანაპიროზე” გასეირ-
ნებისას გადაღებულ ამ ფოტოზე კეფაზე აკეცილი ნაწნავები კუს ბაკ-
ნისგან დამზადებული სამაგრით დაემაგრებინა. ფოლადის ჩარჩოი-
ანი პაწია სათვალე ნიკოლ კიდმანის პერსონაჟს ამსგავსებდა ფილ-
მიდან „ფართოდ დახუჭული თვალები”, იმის მიუხედავად, რომ თა-
ვად მელორის კიდმანთან შედარება აღიზიანებდა. უნებურად გა-
ეღიმა, რადგან ფოტოზე მელორის თავისივე მოქსოვილი ჭრელა-
ჭრულა პულოვერი ეცვა და მასში გამოწყობილს ერთდროულად
დახვეწილი და უდარდელი იერი ჰქონდა.
გარემოს ეკონომიკის დოქტორის ტიტულის მქონე მელორი ერ-
თხანს უნივერსიტეტში ასწავლიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სან-
დიეგოს სიახლოვეს მდებარე ბებიამისის პატარა სახლში გადავიდა,
ლექციების კითხვას თავი დაანება და ღარიბების დასახმარებლად
მოქმედ სხვადასხვა ასოციაციასთან უანგაროდ თანამშრომლობდა.
შინ არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდისთვის მუშაობდა;
გარდა ამისა, აკვარელით ხატავდა და ნიჟარებით მორთულ მცირე
ზომის ავეჯს ამზადებდა, ამ ყველაფერს კი ზაფხულობით ნანტაკეტ-
ში ჩასულ ტურისტებზე ყიდდა. მელორის მოქმედების მოტივაცია
არასოდეს ყოფილა ფული ან სოციალური წარმატება. ის ხშირად
იმეორებდა, რომ ტყეში ან პლაჟზე გასეირნება ერთი დოლარიც კი
არ ღირდა, მაგრამ ნათანი ამგვარ გამარტივებულ შეხედულებას
სრულიად არ იზიარებდა.
„ეს იოლია, თუ ცხოვრებაში არასოდეს გიცხოვრია გაჭირვება-
ში!”
მელორი მდიდარ და პრესტიჟულ ოჯახში დაიბადა. მამამისი
ბოსტონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იურიდიული ოფისის

23
ძირითადი ასოცირებული წევრი იყო. მელორის არასოდეს დასჭირ-
ვებია პროფესიაში წარმატების მიღწევა სოციალური სტატუსის მი-
საღებად ‒ ის მას დაბადებიდანვე ჰქონდა.
სულ ერთი წუთით ნათანმა გონებაში მის სხეულზე გაფანტული
ყველა ხალი აღიდგინა. შემდეგ თავს ძალა დაატანა, რომ ეს მოგო-
ნება დაევიწყებინა და სამსახურიდან წამოღებული ერთ-ერთი დო-
სიე გადაშალა. ლეპტოპი გახსნა, შენიშვნები ჩაიწერა და ების რამ-
დენიმე წერილის ტექსტი უკარნახა.
როგორც იქნა, რვის ნახევარზე ის ზარი გაისმა, ასე რომ ელოდა.
– გამარჯობა, მამიკო.
– გაგიმარჯოს, ციყვუნია.
როგორც ყოველთვის, მათი ყოველდღიური საუბრების დროს,
ბონი ახლაც დაწვრილებით მოუყვა მთელი თავისი დღის შესახებ.
ასევე ბილბოას პარკში სასკოლო ექსკურსიის დროს ნანახ ვეფხვებ-
სა და ჰიპოპოტამებზეც ესაუბრა. ნათანმა სკოლისა და წინა დღით
გამართული ფეხბურთის მატჩის შესახებ ჰკითხა. გასაოცარია, მაგ-
რამ ნათანი შვილთან ამდენს მას შემდეგ საუბრობდა, რაც ის საც-
ხოვრებლად სამი ათასი კილომეტრის დაშორებით გადავიდა.
უეცრად, ბონის ხმაში შეშფოთება შეეპარა:
– რაღაც მინდა გთხოვო.
– რაც გინდა მთხოვე, საყვარელო.
‒ თვითმფრინავით მარტო მგზავრობის მეშინია. შაბათს ჩემს წა-
მოსაყვანად ჩამოდი.
– ეს ხომ სისულელეა, ბონი, შენ უკვე დიდი გოგონა ხარ.
იმ შაბათს მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეხვედრა ჰქონდა:
უკვე თვეები იყო, ორი ფირმის შერწყმის საქმეზე მუშაობდა და ახლა
ერთ-ერთი საბოლოო შეხვედრა უნდა შემდგარიყო. შაბათს შეხვედ-
რა თავადვე მოითხოვა დაჟინებით!
– ძალიან გთხოვ, მამიკო, ჩამოდი, რა!
კარგად გაარჩია მისი გოგონა ცრემლების შეკავებას ცდილობ-
და. ბონი სრულებითაც არ იყო პატარა ჭირვეული გოგონა. თვით-
მფრინავით მარტო მგზავრობაზე უარი მის ნამდვილ შიშზე მიუთით-

24
ებდა. ნათანს მისთვის ასეთი ტკივილის მიყენება არაფრის ფასად
არ სურდა. განსაკუთრებით, ახლა.
‒ კარგი, არ არის პრობლემა, საყვარელო. მანდ ვიქნები. გპირ-
დები.
გოგონა დამშვიდდა, კიდევ რამდენიმე წუთს ისაუბრეს. მის და-
საწყნარებლად და გასამხიარულებლად ამბავი მოუყვა და ხმით და-
თუნია ვინის მიბაძა, რომელიც თაფლის ქილას ითხოვს – ეს ყოველ-
თვის კარგად გამოსდიოდა.
„მიყვარხარ, პატარავ”.
როდესაც ტელეფონი გათიშა, რამდენიმე წუთით იმაზე ჩაფიქ-
რდა, რა შედეგს მოიტანდა შაბათის შეხვედრის გადადება. რასაკ-
ვირველია, ყოველთვის შეიძლებოდა ვინმეს გამონახვა, რომელიც
სათანადო ანაზღაურების საფასურად, კალიფორნიიდან მის გოგო-
ნას ჩამოიყვანდა. მაგრამ ეს სულელური აზრი მაშინვე უკუაგდო. ამ-
გვარ საქციელს მელორი არასოდეს აპატიებდა. გარდა ამისა, ბონის
დაჰპირდა, რომ თავად ჩავიდოდა და მისი იმედის გაცრუებას სრუ-
ლებით არ აპირებდა. რას იზამ, გამოსავალი ამჯერადაც უნდა ეპო-
ვა.
დიქტოფონზე კიდევ რამდენიმე შენიშვნა ჩაიწერა და დივანზევე
ჩაეძინა, ფეხსაცმელი არ გაუხდია და შუქიც ჩართული დატოვა.
ნათანი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა.
პიტერი ‒ მცველი ვესტიბიულში მდებარე თავისი პოსტიდან რე-
კავდა:
– ბატონო, თქვენთან სტუმარია, ექიმი გარეტ გუდრიჩი.
ნათანმა საათს დახედა: „ჯანდაბა, უკვე ცხრა საათია!” სრულე-
ბით არ სურდა, ამ ტიპს ახლა შინ მოებეზრებინა თავი.
– არ შემოუშვათ, პიტერ, ამ ბატონს არ ვიცნობ.
– სისულელეებს ნუ მიედ-მოედებით, ‒ დაიყვირა გუდრიჩმა, რო-
მელმაც, როგორც ჩანს, პიტერს ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა, –
ეს მნიშვნელოვანია!
„ღმერთო ჩემო, რა დაგიშავე, ნუთუ ეს დავიმსახურე?”
ერთი წამით შეისვენა და ქუთუთოები მოისრისა. სულის სიღრმე-

25
ში კარგად იცოდა, მხოლოდ მაშინ მოისვენებდა, როცა გუდრიჩთან
ყველაფერს გაარკვევდა. ამიტომ უნდა გაეგო, სინამდვილეში რა
სურდა ამ ადამიანს.
– კარგი, – ამოღერღა, – ამოვიდეს, პიტერ.
ნათანმა პერანგი შეიკრა, ბინის კარი გააღო და ექიმის დასახ-
ვედრად კიბის ბაქანზე გავიდა, რომელიც სულ მალე 23-ე სართულ-
ზე იყო.
– აქ რა ჯანდაბა გინდათ, გარეტ? ხომ ნახეთ, რომელი საათია?
– ლამაზი ბინაა, – უპასუხა მან და თვალი ინტერიერს შეავლო.
– გკითხეთ, აქ რას აკეთებთ-მეთქი.
– ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ, დელ ამიკო, ასე მგონია.
– თავიდან მომწყდით! თქვენი ხელქვეითი კი არ ვარ.
გარეტმა მისი დამშვიდება სცადა.
– რომ მენდოთ?
‒ რამ შეიძლება დამარწმუნოს, რომ სახიფათო ადამიანი არ
ხართ?
– არც არაფერმა, – გულახდილად აღიარა გარეტმა და მხრები
აიჩეჩა. – ყველა ადამიანი პოტენციურად საშიშია, გეთანხმებით.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, თავის დიდ პალტოში გახვეული
გუდრიჩი ქუჩაზე წყნარად მიაბიჯებდა. მის გვერდით მასზე ერთი თა-
ვით დაბალი ნათანი გაუჩერებლად ხელებს იქნევდა.
– საშინელი სიცივეა!
‒ ყოველთვის ასე წუწუნებთ? ‒ შეეკითხა გარეტი. – ზაფხულო-
ბით ამ ქალაქში სუნთქვა არ შეიძლება. ნიუ-იორკი თავის ნამდვილ
სახეს მხოლოდ ზამთარში იბრუნებს.
– რას ბოდავთ!
– ამას გარდა, სიცივე ინახავს და კლავს მიკრობებს და...
ნათანმა წინადადების დასრულება არ დააცადა.
‒ ტაქსი მაინც გავაჩეროთ.
გზისპირას გადავიდა და ხელი ასწია მანქანის გასაჩერებლად.
– ეი! ეი!
– შეწყვიტეთ ყვირილი, სასაცილო ხართ.

26
‒ თუ გგონიათ, თქვენი სიამოვნების გამო ერთი ადგილის მო-
ყინვას ვაპირებ, ძალიან ცდებით.
მათ წინ ორმა ტაქსმა ისე ჩაიარა, სვლა არც კი შეუნელებიათ.
ბოლოს, Century Appartements-ის წინ yallow cab შეჩერდა. ორივე
მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და გუდრიჩმა მისამართი უკარნახა: მეხუ-
თე ავენიუსა და 34-ე ქუჩის გადაკვეთა.
ნათანმა ხელები მოიფშვნიტა. მანქანა კარგად თბებოდა. რა-
დიოდან სინატრას ძველი სიმღერა ისმოდა.
ბროდვეი ხალხით იყო სავსე. წლის ბოლო იდგა და ბევრი მაღა-
ზია მთელი ღამე მუშაობდა.
‒ ფეხით უფრო მალე მივიდოდით, ‒ ნიშნისმოგებით აღნიშნა
გუდრიჩმა, როდესაც მანქანა საცობში მოყვა.
ნათანმა ღვარძლიანად გადახედა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ტაქსი მეშვიდე ავენიუზე გავიდა, სა-
დაც მოძრაობა ნაკლებად ინტენსიური იყო. მანქანა 1234-ე ქუჩამდე
ჩავიდა, მარცხნივ შეუხვია, კიდევ ასიოდე მეტრი გაიარა და შეჩერ-
და.
გუდრიჩმა საფასური გადაიხადა და ორივე მანქანიდან გადმოვი-
და.
ისინი მანჰეტენის ყველაზე სახელგანთქმული სიმბოლოს – ემ-
პაირ-სტეიტ-ბილდინგის ძირში იდგნენ.

27
4

„ცეცხლისხმლიანი ანგელოზი, შენ უკან რომ დგას, წელს ქვე-


ვით ხმალს გირტყამს და შენც უფსკრულისკენ მიექანები!”
ვიქტორ ჰიუგო

ნათანმა მზერა ცას მიაპყრო. ტყუპის დანგრევის შემდეგ ძველმა


ემპაირ-სტეიტ- ბილდინგმა ისევ დაიბრუნა მანჰეტენის ყველაზე მა-
ღალი ცათამბჯენის სტატუსი. მასიურ ცოკოლზე მყარად დაყრდნო-
ბილი შენობაც, ელეგანტურობისა და სიძლიერის ნაზავი, მიდტაუნს
გადაჰყურებდა. უკანასკნელი ოცდაათი სართული, საშობაო პერიო-
დის გათვალისწინებით, ტრადიციულად წითელ-მწვანედ ციმციმებ-
და.
– ბოლომდე ასვლა ნამდვილად გსურთ? ‒ შეეკითხა ადვოკატი
და თითი კაშკაშა წვეტისკენ გაიშვირა, რომელიც თითქოს ცას კვეთ-
და.
‒ ბილეთები უკვე მაქვს, ‒ უპასუხა გუდრიჩმა და ჯიბიდან ცისფე-
რი მუყაოს ორი პატარა კვადრატი ამოიღო. სხვათა შორის, ჩემი ექ-
ვსი დოლარი გმართებთ...
გაცეცხლებულმა ნათანმა თავი უსიტყვოდ გადააქნია, შემდეგ
უდრტვინველად მიჰყვა ექიმს.
არტ-დეკოს სტილში გაფორმებულ ვესტიბიულში შეაბიჯეს. სა-
რეგისტრაციო მაგიდის უკან კედლის საათი საღამოს თერთმეტის
ნახევარს უჩვენებდა, ხოლო იქვე გაკრული აბრა შემსვლელს აუწ-
ყებდა, რომ ბილეთების გაყიდვა კიდევ ერთ საათს გაგრძელდებო-
და, შენობის ნახვა ღამის თორმეტ საათამდე შესაძლებელი იყო.
გვერდით შენობის უზარმაზარი რეპროდუქცია სპილენძის მზესავით
ლაპლაპებდა. შობის პერიოდში ნიუ-იორკში უთვალავი ტურისტი
ჩადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, ჯერ კიდევ ბევრი
ადამიანი ირეოდა სალაროებთან, სადაც იმ ცნობილი ადამიანების
სურათები იყო გამოკრული, ვინც ოდესმე ცათამბჯენს სწვევია.
გუდრიჩის ნაყიდი ბილეთების წყალობით რიგს თავი აარიდეს.

28
მეორე სართულამდე ავიდნენლ საიდანაც ლიფტები სათვალთვა-
ლო პუნქტისკენ ადიოდა. მართალია, აღარ თოვდა, მაგრამ პანო
შეზღუდული ხილვადობის შესახებ მიუთითებდა, რადგან ქალაქის
თავზე ღრუბლებს მოეყარა თავი.
უსწრაფესი ლიფტით ერთ წუთზე ნაკლებ დროში მე-80 სართულ-
ზე აღმოჩნდნენ, იქიდან კი მეორე ლიფტმა 86-ე სართულის კოშკუ-
რაზე აიყვანა, რომელიც 320 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. ისინი
ვიტრაჟებით დაცულ სათვალთვალო დარბაზში შევიდნენ.
‒ თუ წინააღმდეგი არ ხართ, ამ თბილ ოთახში დავრჩები, – თქვა
ნათანმა და პალტოს ქამარი შემოივჭირა.
– გირჩევთ, უკან გამომყვეთ, ‒ უპასუხა გუდრიჩმა ისეთი ტონით,
შეპასუხებას რომ არ დაუშვებდა.
ღია სათვალთვალო ტერასაზე გავიდნენ. ისტ-რივერიდან მქრო-
ლავმა, პოლარული სიცივის ქარმა ადვოკატს ყელსახვევისა და ქუ-
დის შინ დატოვება ანანებინა.
‒ ბებიაჩემი ყოველთვის ამბობდა: „თუ ემპაირ-სტეიტ-ბილდინ-
გზე არ ყოფილხარ, ნიუ-იორკს არ იცნობ”, – დაიყვირა გუდრიჩმა,
ქარის ხმა რომ გადაეფარა.
ადგილი მართლაც მაგიური იყო. ლიფტის ახლოს კერი გრანტის
აჩრდილი დებორა კერის ელოდა, რომელიც არასოდეს მოვიდოდა.
მოშორებით, მოაჯირს მიყრდნობილი იაპონელთა წყვილი ტომ ჰენ-
კსისა და მეგ რაიანის ბოლო სცენას ბაძავდა ფილმიდან „თეთრი ღა-
მეები სიეტლში”.
ნათანი პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდა კოშკურის ნაპირს და
წინ გადაიხარა.
ღამე, სიცივე და ღრუბლები ქალაქს იდუმალ იერს აძლევდა და
სულ მალე, თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ აღაფრთოვანა. თა-
ვისი ცენტრალური მდებარეობის წყალობით შენობა მანჰეტენის
ყველაზე შესანიშნავ პანორამას სთავაზობდა.
აქედან კრაისლერ-ბილდინგის წვერის არაჩვეულებრივი ხედი
მოჩანდა, აგრეთვე ტაიმ-სკვერი, რომლის გამოცოცხლება აქაც იგ-
რძნობოდა.

29
‒ ბავშვობის შემდეგ აქ ფეხი არ დამიდგამს, ‒ გამოტყდა ადვო-
კატი და შორ მანძილზე ხედვისთვის განკუთვნილ ჭოგრიტში მონე-
ტა ჩააგდო.
ოთხმოცდაექვსი სართულის ქვემოთ მიმავალი მანქანები ისეთი
პატარები იყვნენ, რომ ქუჩაში მათი მოძრაობა ძალზე შენელებუ-
ლად მოჩანდა, თითქოს ეს ყველაფერი სხვა პლანეტას ეკუთვნოდა.
საპირისპიროდ, 59-ე ქუჩის ხიდი დაუჯერებლად ახლოს იყო და მისი
ბრწყინვალე არქიტექტურა ისტ-რივერის შავ წყალში ირეკლებოდა.
დიდი ხნის განმავლობაში ნათანსა და გარეტს ხმა არ ამოუღიათ.
ორივე აღტაცებული შესცქეროდა ქალაქის განათებას. გამყინავი
ქარი ისევ ქროდა და სიცივე სახის კანს წიწკნიდა. მიწის ზედაპირი-
დან სამას მეტრზე მეტ სიმაღლეზე შეკრებილ მცირერიცხოვან საზო-
გადოებაში გვიანი საღამოს მიუხედავად, გამოცოცხლება და ერ-
თმანეთთან ურთიერთობის სურვილი იგრძნობოდა. შეყვარებული
წყვილი ერთმანეთს გაშმაგებული კოცნიდა და ტუჩებზე სტატიკური
ელექტრობის შეგრძნება მათ კიდევ უფრო აღაფრთოვანებდა.
ფრანგი ტურისტების ჯგუფი კოშკის ეიფელის კოშკთან შედარებას
ცდილობდა, ხოლო ვაიომინგელი წყვილი ყველას გასაგონად ჰყვე-
ბოდა, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს პირველად სწორედ ამ ადგილ-
ზე ოცდახუთი წლის წინათ. სქელ ქურთუკებში ჩაფუთნული ბავშვები
უფროსების ფეხებს ეფარებოდნენ და დამალობანას თამაშობდნენ.
მათ თავებს ზემოთ ქარი დაუჯერებელი სიჩქარით მიაქანებდა
ღრუბლებს, აქა-იქ ცაზე ეულად მოკიაფე ვარსკვლავი გამოჩნდებო-
და ხოლმე. ეს მართლაც ლამაზი ღამე იყო.
სიჩუმე პირველად გუდრიჩმა დაარღვია:
– ნარინჯისფერქურთუკიანი ბიჭი, – უთხრა მან ნათანს.
– უკაცრავად?
– შეხედეთ იმ ბიჭს, ნარინჯისფერი ქურთუკი რომ აცვია.
ნათანმა თვალები მოჭუტა და გუდრიჩის მიერ მითითებულ ადა-
მიანს დააკვირდა: ოციოდე წლის ახალგაზრდა ის-ის იყო პლატ-
ფორმაზე შემოვიდა. ქერა წვერი სახის ქვედა ნაწილს უფარავდა,
ხოლო გრძელი და ჭუჭყიანი თმა წვრილ-წვრილად დაწნულ ნაწნავ-

30
ებად ეფინა. მან კოშკურას ორჯერ შემოუარა, ადვოკატს სულ ახ-
ლოს ჩაუარა და მან მისი აგზნებული, შეშფოთებული მზერა დაინა-
ხა. ახალგაზრდა აღელვებული იყო, ხოლო მის სახეზე აღბეჭდილი
ტანჯვა სხვა დამთვალიერებლების სიცილსა და კარგ განწყობასთან
კონტრასტს ქმნიდა.
ნათანმა გაიფიქრა რომ ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტი-
კის ზემოქმედების ქვეშ იყო.
‒ მისი სახელი და გვარი კევინ უილიამსონია, ‒ დააზუსტა გუდ-
რიჩმა.
– იცნობთ?
‒ პირადად არა, მაგრამ მისი ამბავი ვიცი. მამამისი ამ პლატ-
ფორმიდან გადახტა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დამონტაჟებული
თავისმკვლელთა შესაჩერებელი ბარიერები. უკვე ერთი კვირაა, აქ
რეგულარულად დადის.
– ეს ყველაფერი საიდან იცით?
– მოდით, ასე ვთქვათ, პატარა გამოძიება ჩავატარე.
ადვოკატი მცირე ხნით დადუმდა, შემდეგ ჰკითხა:
– კი მაგრამ, ეს ყველაფერი მე რატომ მეხება?
– ჩვენს მსგავსთა არსებობა ყველას გვეხება, ‒ ისე განაცხადა
გუდრიჩმა, თითქოს ჭეშმარიტებას ამბობდა.
ამ დროს კოშკურას ქარმა შეუტია. ნათანი კიდევ უფრო მიუახ-
ლოვდა გუდრიჩს.
‒ მორჩით, გარეტ, მითხარით, რატომ გსურთ, ამ ახალგაზრდას
შევხედო?
‒ იმიტომ, რომ ის სადაცაა მოკვდება, ‒ უხეშად უპასუხა გუდ-
რიჩმა.
– თქვენ... თქვენ გიჟი ხართ, მეგობარო!‒ წამოიძახა ადვოკატ-
მა.მაგრამ ამ სიტყვებს რომ ამბობდა, იმავდროულად კევინის სი-
ლუეტს თვალს არ აცილებდა და მისი შეშფოთება სულ უფრო მატუ-
ლობდა.
„არაფერი მოხდება. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს”... მაგ-
რამ ერთი წუთიც კი არ გასულა გუდრიჩის ნათქვამიდან და ახალგა-

31
ზრდამ ქურთუკის ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო.
რამდენიმე წამს თავზარდაცემული დასცქეროდა იარაღს, აკან-
კალებულ ხელში რომ ეჭირა.
ეს უცნაური საქციელი თავდაპირველად ვერავინ შენიშნა. შემ-
დეგ, უეცრად, ერთმა ქალმა დაიყვირა:
– ეს კაცი შეიარაღებულია!
თითქოს პანიკამ შეიპყრო, კევინმა რევოლვერი შუბლთან მი-
იტანა. შიშისგან ტუჩები უცახცახებდა. სახეზე სიმწრის ცრემლები
ჩამოსდიოდა, რასაც ტანჯვის გამომხატველი ყვირილი ერთვოდა და
ეს ყველაფერი ღამის სიბნელეში იკარგებოდა.
– ეს არ გააკეთოთ! ‒ დაუყვირა ოჯახთან ერთად მოსულმა მამა-
კაცმა მაშინ, როდესაც არნახული ჭყლეტა დაიწყო და ყველა გასას-
ვლელს მიაწყდა.
ნათანი გაუნძრევლად იდგა და ბიჭს მისჩერებოდა. მონუსხული
იმით, რაც მის თვალწინ ხდებოდა, განძრევას ვერ ბედავდა იმის ში-
შით, რომ რაღაც გამოუსწორებლის მოხდენას წააქეზებდა. აღარ
სციოდა. პირიქით, მთელ სხეულში თითქოს გავარვარებულმა მუხ-
ტმა დაუარა.
„ოღონდ არ ისროლოს...არ ისროლო. არ ისროლო, ბიჭუნა”...
მაგრამ კევინმა აიხედა, უკანასკნელად შეხედა ცას და შემდეგ
სასხლეტს გამოჰკრა.
სროლის ხმამ ნიუ-იორკის ღამეში იჭექა. ახალგაზრდა მაშინვე
დაეცა, საკუთარი სიმძიმის ქვეშ ფეხები მოეკვეთა.
სულ ერთ წამს თითქოს ჰაერში დარჩა გამოკიდებული. შემდეგ
მთელი კოშკურა შიშის შეძახილებმა და დიდმა არეულობამ მოიცვა.
ხალხი ლიფტებს მიაწყდა. დამფრთხალი ადამიანები ერთმანეთს
ეჯახებოდნენ, ყველა მიმართულებით გარბოდნენ. ზოგიერთმა ტე-
ლეფონი ჩართო... ჩქარა.. ოჯახის გაფრთხილებაა საჭირო. ახლობ-
ლების. სექტემბრის იმ ცნობილი დილის შემდეგ ნიუიორკელთა
უმეტესობას სიმყიფის თითქმის ხელშესახები გრძნობა დაეუფლა.
აქ ყველა ამა თუ იმ ზომით ტრავმირებული დარჩა და გარკვეულწი-
ლად ტურისტებიც ხვდებოდნენ, რომ მანჰეტენის მონახულებისას

32
ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად ნათანი კოშკურაზე დარჩა.
კევინის სხეულის გარშემო წრე შეიკრა. შეყვარებული წყვილი
ახლა სისხლით იყო მოთხვრილი და ჩუმად ტიროდა.
‒ გაიწიეთ! ჰაერი სჭირდება! ‒ დაიყვირა დაცვის წევრმა და
ახალგაზრდის სხეულზე დაიხარა.
შემდეგ ტელეფონი ჩართო და ვესტიბიულში მიმღებს დახმარება
სთხოვა.
– სახანძრო და სასწრაფო გამოიძახეთ! 86-ე სართულზე ტყვიით
დაჭრილი გვყავს.
ისევ კევინის სხეულზე დაიხარა და დარწმუნდა, რომ საუბედუ-
როდ, სამედიცინო დახმარება უკვე ზედმეტი იყო, სასწრაფოს მხო-
ლოდ სხეულის მორგში გადატანა ევალებოდა.
მსხვერპლიდან სულ რაღაც ერთი მეტრის მოშორებით მდგარი
ნათანი კევინის სხეულს თვალს ვერ აცილებდა. ტკივილის გამომ-
ხატველი სახე სამუდამოდ გაშეშებოდა. მისი გაფართოებული და
უსიცოცხლო თვალები ახლა სიცარიელეს უმზერდა. ყურის უკან
უზარმაზარი, დამწვარ-დანახშირებული ნახვრეტი ჩანდა. თავის ქა-
ლას ახდილი ნაწილი ფაფად ქცეულიყო, ის, რაც დარჩა, სისხლითა
და ტვინით იყო მოსვრილი. ადვოკატი მაშინვე მიხვდა, რომ ვეღარა-
სოდეს დაივიწყებდა ამ სურათს, ის კიდევ და კიდევ ამოუტივტივდე-
ბოდა გონებაში ღამღამობით თუ მარტოობის ჟამს.
მის უკან ნელ-ნელა ცნობისმოყვარეებმა დაიწყეს შეგროვება.
პატარა ბიჭი, რომელმაც მშობლები დაკარგა, მიცვალებულისგან
სულ სამიოდე მეტრში იდგა და სისხლის გუბეს თვალს ვერ აცილებ-
და.
ნათანმა ბავშვი ხელში აიყვანა, საზარელი სანახაობისგან რომ
გაერიდებინა.
‒ წამოდი ჩემთან ერთად, პატარა. ნუ გეშინია, ყველაფერი კარ-
გად იქნება. კარგად იქნება.
როდესაც გაიმართა, ხალხში გუდრიჩი დაინახა, რომელიც მალე
თვალთაგან დაეკარგებოდა. მისკენ წავიდა.

33
– გარეტ! დამიცადეთ, თუ ღმერთი გწამთ!
ბავშვი ისევ კისერზე ჰყავდა ჩამოკიდებული. ნათანმა იდაყვების
დახმარებით გაიკვალა გზა და ხალხის ჯაჯგურში ექიმს დაეწია.
– საიდან იცოდით? – დაუყვირა და მხარში ხელი ჩაავლო.
გუდრიჩს არ უპასუხია, ის სადღაც შორს იმზირებოდა.
ნათანმა მისი შეჩერება სცადა, მაგრამ პატარა ბიჭის მშობლები
შემოეხვივნენ, რომლებიც შვილის პოვნამ უზომოდ გაახარა.
– ოჰ! ჯეიმზ, როგორ შეგვაშინე, ჩემო პატარავ!
ადვოკატმა მათ გაჭირვებით დააღწია თავი. ექიმს მაშინ დაეწია,
როდესაც ის პირველ თავისუფალ ლიფტში შესვლას აპირებდა.
– რატომ არაფერი მოიმოქმედეთ, გარეტ?
სულ ერთი წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. კარები უკვე
იკეტებოდა, როდესაც ნათანმა ისევ იღრიალა:
– რატომ არაფერი გააკეთეთ, თუ იცოდით, რომ მოკვდებოდა?

34
5

„დიდი დრო გვჭირდება იმის დასაჯერებლად, რაც ძნელი წარ-


მოსადგენია”.
ოვიდიუსი

10 დეკემბერი
ნათანს იმ ღამით ცუდად ეძინა.
მეორე დილით გვიან გაიღვიძა, ცივი ოფლი ასხამდა და პირვე-
ლი, რაც იგრძნო, მკერდში ტკივილი იყო, რომელიც არ იკლებდა.
მარჯვენა გვერდი დაიზილა, მაგრამ უფრო მწვავე ტკივილი იგრძნო.
ყველაფერთან ერთად, ისევ ის სიზმარი ნახა, იხრჩობოდა. ამ
სიზმარს დიდი წუხილის დროს ნახულობდა. უეჭველია, იმიტომ და-
ესიზმრა, რომ გუდრიჩმა გედი ახსენა.
საწოლიდან ადგა და იგრძნო, რომ ფეხებმა უღალატა. თავს ისე
სუსტად გრძნობდა, თერმომეტრიც კი ამოიდო იღლიაში.
„37.8 – საგანგაშო არაფერია”.
თუმცა, რაკი ძალაგამოცლილი იყო და თანაც, გვიან ადგა, დი-
ლის გარბენზე უარი თქვა. მაშასადამე, დღე ძალიან ცუდად იწყებო-
და.
უჯრაში პროზაკის აბი მოძება და ყლუპი წყალი დააყოლა. უკვე
რეგულარულად იღებდა ამ პრეპარტს. მას შემდეგ, რაც იგრძნო,
რომ ვეღარაფერს გააწყობდა.
დივანზე მიყრილ-მოყრილი დოსიეები წამოკრიფა. გუშინ საღა-
მოს ბევრი ვერაფერი მოახერხა. დღეს ორჯერ მეტი უნდა ემუშავა.
მით უფრო, რომ სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა რაითბის საქმეში
შეთანხმების მიღწევამდე. ის აუქციონით მოვაჭრე ცნობილ ფირმას
იცავდა, რომელსაც სახელმწიფო ანტიტრესტული კანონის დარღვე-
ვას აბრალებდა: ფირმამ ძირითად კონკურენტთან შეთანხმებით ხე-
ლოვნების ნიმუშების გაყიდვის ფიქსირებული შესადარებელი სა-
კომისიოები დააწესა. საქმე მეტად დელიკატური იყო, მასზე მუშაო-
ბისას დახარჯული დრო ყოველთვის არც ანაზღაურდებოდა. მაგრამ

35
თუ შეთანხმებას მიაღწევდნენ, მისი რეპუტაცია პროფესიონალთა
წრეში კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
სამსახურში აგვიანდებოდა, მაგრამ ნათანი მაინც დიდხანს იდგა
თბილი შხაპის ქვეშ, გონებაში ისევ კევინ უილიამსის თვითმკვლე-
ლობა ამოუტივტივდა. გუდრიჩის სიტყვებიც გაახსენდა: „ვფიქრობ,
მე შემიძლია დაგეხმაროთ, ნათან. ზოგიერთი განსაცდელი მეტად
მძიმე გადასატანია, თავად მიხვდებით.”
მან ასევე ახსენა, რომ „მომზადებაა საჭირო”.
მაინც, რა სურდა ამ ტიპს? ეს ყველაფერი უკვე შემაწუხებელი
იყო. იქნებ საჭიროა, ვინმე გააფრთხილოს? პოლიცია? ასეა თუ ისე,
გუშინ ადამიანი მოკვდა და ეს უბრალო ამბავი სრულებით არ არის.
ჰო, მაგრამ თვითმკვლელობა იყო. ამის მოწმე ათობით ადამი-
ანიაა, თუმცა, გუდრიჩს მაინც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
ყოველ შემთხვევაში, მას ინფორმაცია ჰქონდა და არავის არაფერი
გაუმხილა.
შხაპის კაბინიდან გამოვიდა და სხეული ენერგიულად გაიმშრა-
ლა.
ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ამაზე აღარ ეფიქრა. დრო აღარ
ჰქონდა.„აღარასოდეს უნდა იდათანხმდეს გულდრიჩთან შეხვედ-
რას. აღარასოდეს...“
ამის შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
შინიდან გასვლამდე ასპირინის ორი და ვიტამინის აბი დალია.
კარგად იცოდა, რომ წამლების სმას უნდა მოუკლოს, მაგრამ
დღეს არა. დღეს ჯერ კიდევ მზად არ იყო ამისთვის.
კარგა ხანი დასჭირდა, ვიდრე თავისუფალ ტაქსის დაიჭერდა.
მანქანამ კოლუმბის მოედანს შემოუარა და არმიის დიდ მოედანზე
გავიდა.
„დროზე ნამდვილად ვერ მივალ”, ‒ გაუელვა გონებაში, როდე-
საც პაკისტანელ მძღოლს გამოელაპარაკა. კიდევ უფრო ცუდი ის
იყო, რომ დისტრიბუციის სატვირთო მანქანა ჯი-ემ-ბილდინგის წინ
გაჩერდა და მედისონის ქუჩის დასაწყისში საცობი შექმნა. ნათანი
ტაქსიდან გადავიდა და პარკ - ავენიუს ცათამბჯენის ლითონისა და

36
მინის დერეფანს ფეხით გაუყვა.
ქალაქის მთელი მოძრაობა სახეში შეეფეთა მოსიარულერეკლა-
მებად დაქირავებული ადამიანების ხმებითა და დამუქებულმინები-
ანი ლიმუზინის საყვირით, რომელიც კინაღამ დაეჯახა. უეცრად თა-
ვი მეტისმეტად შევიწროებულად, მტრულ გარემოში მოქცეულად
იგრძნო და, როდესაც ბიზანტიური სტილის მოზაიკით შემკული
მარბლ-ემდ-მარჩის შენობის შთამბეჭდავ შესასვლელს მიადგა, შვე-
ბით ამოისუნთქა. ნათანი ჯერ 30-ე სართულზე შეჩერდა, სადაც ასო-
ცირებული წევრებისთვის ვრცელი დასასვენებელი დარბაზი და
მცირე კაფეტერია იყო მოწყობილი. ზოგჯერ, მნიშვნელოვანი სამუ-
შაოს შესრულების დროს, აქ დასაძინებლადაც დარჩენილა. თავისი
თაროდან რამდენიმე დოკუმენტი აიღო და ზედა სართულზე ავიდა,
სადაც მისი სამუშაო კაბინეტი იყო.
რაკი უჩვეულოდ გვიან მივიდა, მდივნის გამოხედვაში შეკითხვა
ჩანდა.
‒ ები, თუ შეიძლება დღევანდელი ფოსტა და სამმაგი ყავა შემო-
მიტანეთ.
ტრიალა სკამზე მჯდომი ები შემობრუნდა და საყვედურით აღსავ-
სე მზერით უპასუხა:
‒ ფოსტა, უკვე ერთი საათია, თქვენს მაგიდაზეა. ყავას რაც შე-
ეხება, დარწმუნებული ხართ, რომ სამმაგი...
– რაც შეიძლება მაგარი ყავა ურძეოდ, გმადლობ.
სამუშაო ოთახში შევიდა, ოცი წუთი მიღებული ფოსტის გადათ-
ვალიერებას მოანდომა, შემდეგ ელექტრონული ფოსტა შეამოწმა,
თან ბოლო ჭიქა ყავას სვამდა. თანამშრომელს რაითბის საქმესთან
დაკავშირებით მისი დახმარება სჭირდებოდა. ის იყო, პასუხი უნდა
გაეცა, როდესაც...
არა, შეუძლებელია ყურადღების კონცენტრირება. თავს ვერ მო-
იტყუებდა, თითქოს რაც მოხდა, არ არსებობდა. საქმის მოგვარებაა
საჭირო.
ორ წამში ლეპტოპი დახურა, პალტო ჩაიცვა და ოთახი დატოვა.
– ები, პორტიეს სთხოვეთ, ტაქსი გამოიძახოს და დღეს დილით

37
დანიშნული ყველა შეხვედრა გააუქმეთ.
– მაგრამ, შუადღეზე ჯორდანს უნდა შეხვდეთ...
‒ შეხვედრის გადატანა საღამოსთვის სცადეთ, თუ შეიძლება;
ვფიქრობ, მაგ დროს თავისუფალი იქნება.
– არ ვიცი, მოეწონება თუ არა ეს ამბავი.
– ეს ჩემი პრობლემაა.
ები დერეფნამდე მიჰყვა და დაუძახა:
– დასვენება გჭირდებათ, ნათან, პირველად ხომ არ გეუბნებით
ამას!
– სამხრეთის საბორნე ტერმინალი, ‒ უთხრა ტაქსის მძღოლს
მანქანაში ჩაჯდომისთანავე.
მისთვის დაპირებული ოცი დოლარის წყალობით ათ საათზე
სტეიტენ-აილენდისკენ მიმავლი ბორნის უკანასკნელ მგზავრებს
შორის აღმოჩნდა. ოცდახუთ წუთზე ნაკლებ დროში ბორანმა ნიუ-
იორკის აქტიური გაფართოების ფაზაში მყოფ უბნამდე მიიყვანა
მგზავრობა შთამბეჭდავი იყო, თუმცა ნათანს ადგილზე მისვლა ისე
ეჩქარებოდა, რომ სიამოვნებას არც ქვემო მანჰეტენისა და არც თა-
ვისუფლების ქანდაკების ხედი ანიჭებდა.
ბორნიდან გადმოსვლისთანავე ისევ ტაქსი დაიჭირა, რომელმაც
სულ მალე სტეიტენ-აილენდის საჯარო ჰოსპიტალთან ჩამოსვა.
სამკურნალო დაწესებულებას კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლე-
თით მდებარე ოლქის ცენტრის, წმ. გიორგის ტაძრის ახლოს მდება-
რე ვრცელი მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა.
ტაქსი ქირურგიის ცენტრის წინ შეჩერდა. გუშინდელის შემდეგ
აღარ თოვდა, თუმცა ცა ნაცრისფერი ღრუბლებით იყო დაფარული.
ნათანი სწრაფი ნაბიჯით მიმღებში შევიდა. მისი აჩქარებული
მოძრაობა მდივანი ქალის შენიშვნამ შეაჩერა.
– ბატონო, ავადმყოფების მონახულება მხოლოდ...
– ექიმ გუდრიჩის ნახვა მინდა, – შეაწყვეტინა მან.
მდივანმა კომპიუტერის ეკრანზე რამდენიმე მანიპულაციის შემ-
დეგ დაგეგმილი ოპერაციების ცხრილი გახსნა.
– პროფესორი ახლა ბიოფსიას ამთავრებს,შემდეგ სიმსივნეს ამ-

38
ოკვეთს, მერე კი ლიმფური კვანძების ამოჭრაა დაგეგმილი. ახლა
დაკავებულია, მას ვერ შეხვდებით.
‒ მაინც გააფრთხილეთ, ‒ სთხოვა ნათანმა. ‒ უთხარით, რომ
ბატონი დელ ამიკოა აქ. ეს სასწრაფოა.
მდივანი შეჰპირდა, რომ შეტყობინების გადაცემას ეცდებოდა და
სთხოვა, მოსაცდელ დარბაზში დაეცადა.
ოციოდე წუთის შემდეგ გუდრიჩი გამოჩნდა. ცისფერი სამედიცი-
ნო ხალათი ეცვა და თავი ბენდენათი ჰქონდა წაკრული.
ნათანი მივარდა.
– თუ ღმერთი გწამთ, გუდრიჩ, შეგიძლიათ თუ არა, ბოლოს და
ბოლოს, ამიხსნათ...
– მოგვიანებით. ახლა არ შემიძლია, დაკავებული ვარ.
– არ მოგეშვებით! ჯერ ჩემს სამსახურში გამოცხადდით, შემდეგ
სახლში მომადექით და ეს თვითმკვლელობა მაჩვენეთ მხოლოდ
ერთი განმარტებით, რომ „საჭიროა, სიცოცხლის ხანმოკლეობაზე
იფიქროთ”. ეს ყველაფერი უკვე აუტანელი ხდება!
– მოგვიანებით ვისაუბრებთ. ზემოთ, ოთახში, ერთი ადამიანი
ელოდება, როდის ამოაჭრიან სიმსივნეს...
ნათანმა ძალების არნახული დაძაბვით შეძლო სიმშვიდის შე-
ნარჩუნება. გრძნობდა, თავისთვის ნება რომ მიეცა, ექიმს უხეშად
მოექცეოდა.
– ...მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წამომყვეთ, თუ გულის სიღრმე-
შიეს გსურთ, – შესთავაზა გუდრიჩმა და შებრუნდა.
– რა თქვით?
‒ წამოდით, ოპერაციას დაესწარით, ეს, როგორც წესი, ჭკუის
სასწავლებელია.
ნათანმა ამოიოხრა. კარგად გრძნობდა, ამჯერადაც გარეტმა
აჯობა, მაგრამ თავს ძალა ვერ დაატანა და ექიმს უკან გაჰყვა. ყო-
ველ შემთხვევაში, ამჯერად...
სტერილიზაციის ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით შეასრულა. ხე-
ლები და მკლავები იდაყვამდე საპნით დაიბანა, შემდეგ ანტიბაქტე-
რიული მუსით დაიმუშავა, სახესა და ცხვირზე ნიღაბი აიფარა.

39
‒ რა გვაქვს პროგრამაში შეეკითხა მოჩვენებითი უდარდელო-
ბით.
‒ ეზოფაგიქტომია ლაპაროტომიისა და თორაქსიკოტომიის
თანხლებით, – უპასუხა გუდრიჩმა და ორფრთიანი კარი შეაღო.
ნათანს არც უცდია ენამოსწრებული პასუხი გაეცა და ექიმს სა-
ოპერაციოში შეჰყვა, სადაც ექთანი და ქირურგი-ასისტენტი უკვე
ელოდნენ.
როგორც კი ამ უფანჯრო, მეტისმეტად მკვეთრად განათებულ
ოთახში შეაბიჯა, მიხვდა, რომ ძალიან არ მოეწონებოდა ის, რაც უნ-
და ენახა.
რა საზიზღრობაა! დანარჩენი ადამიანების მსგავსად, მას სძულ-
და ეს სამედიცინო სურნელება, რომლებიც ცუდ მოგონებებს აღუძ-
რავდა.
ადგილი ყველაზე დაშორებულ კუთხეში იპოვა და ხმა აღარ
ამოუღია.
– ეს ცუდი სიმსივნეა, – აუხსნა გუდრიჩმა თავის კოლეგას. – პა-
ციენტი ორმოცდაათი წლისაა, სტაჟიანი მწეველი, დიაგნოსტირებაც
დაგვიანებით მოხდა. ლორწოვანი გარსი დაზიანებულია. მეტასტა-
ზები ღვიძლშიც შეინიშნება.
მას სხვადასხვა სახის ქირურგიული ინსტრუმენტებით სავსე
ლანგარი მიაწოდეს. გუდრიჩმა სკალპელი აიღო და ოპერაციის
დაწყების ნიშანი მისცა.
– ძალიან კარგი, ვიწყებთ.
ნათანი ოპერაციის ყველა ეტაპს პაციენტის თავზე მოთავსებული
პატარა ტელევიზორის ეკრანზე ადევნებდა თვალს.
„სამკუთხა იოგის გაკვეთა... საყლაპავის გათავისუფლება”...
რამდენიმე მანიპულაციის შემდეგ ეკრანზე მხოლოდ სისხლში
მცურავი ორგანოების გროვა მოჩანდა. როგორ არკვევენ ქირურგე-
ბი, რა რა არის? ჰიპოქონდრიისკენ მიდრეკილება არასოდეს ჰქო-
ნია, მაგრამ სწორედ ამ მომენტში მკერდში ტკივილმა თავი შეახსე-
ნა. სევდით უცქერდა გუდრიჩს, რომელიც თავის სამუშაოში იყო
ჩაფლული.

40
„არა, ეს ადამიანი გიჟი არ არის. ის კომპეტენტური ექიმია. ადა-
მიანი, რომელიც დილით იმისთვის იღვიძებს, რომ სხვა ადამიანებს
სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ჰოო, მაგრამ, ჩემგან რა უნდა?”
ამ დროს ქირურგმა, რომელიც გუდრიჩს ეხმარებოდა, სცადა წუ-
ხანდელი ბეისბოლის ლიგის თამაშების შესახებ წამოეწყო საუბარი,
მაგრამ გარეტმა გამანადგურებელი მზერა ესროლა და მასაც ხმა
მეტად აღარ ამოუღია.
ნათანმა ისევ მოაცილა ეკრანს თვალი, ოპერაცია კი გრძელდე-
ბოდა.
„კუჭში მილის ჩადგმა... გულ-მკერდისა და მუცლის დრენაჟი”...
თავს დამცირებულად გრძნობდა. ზუსტად ამ წუთს თავისი სამუ-
შაო, საქმიანი შეხვედრები და მილიონი დოლარი საბანკო ანგარიშ-
ზე სრულ არარაობად ეჩვენა.
ოპერაცია სრულდებოდა, როდესაც პაციენტის გულისცემა
მოულოდნელად აჩქარდა.
– ჯანდაბა! – დაიყვირა ასისტენტმა, – ტაქიკარდია დაეწყო!
‒ ხდება, ‒ მშვიდად უპასუხა გუდრიჩმა, ‒ დრენაჟს ცუდად იტა-
ნს.
იმ დროს, როდესაც გარეტი ექთანს ნემსის გაკეთებას სთხოვდა,
ნათანმა ყელში მოწოლილი ნაღვლის გემო იგრძნო და ტუალეტის-
კენ გაექანა, სადაც დიდხანს აღებინებდა.
მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ოცდაოთხ საათზე მეტი იყო,
არაფერი ეჭამა.
ათი წუთის შემდეგ გუდრიჩი გამოვიდა.
‒ იცოცხლებს? ‒ ნაღვლიანად შეეკითხა ნათანი, რომელიც
შუბლს იწმენდდა.
‒ უფრო დიდხანს, ვიდრე მაშინ, არაფერი რომ არ გვეცადა. ყო-
ველ შემთხვევაშიი ნორმალურად კვება და საჭმლის მონელება შე-
ეძლება, გარკვეული დროით მაინც.
‒ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ‒ აუხსნა გუდრიჩმა პაციენტის მე-
უღლეს, ‒ რასაკვირველია ოპერაციის შემდგომი გართულებები შე-
საძლებელია, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ.

41
– მადლობა, ექიმო, – მადლიერებით უპასუხა ქალმა, – თქვენ ის
გადაარჩინეთ.
– რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ.
‒ თქვენი მადლობელი ვარ, ‒ თქვა ქალმა და ახლა ნათანს ჩა-
მოართვა ხელი.
მას იგი ასისტენტი ეგონა. ადვოკატზე ისეთი შთაბეჭდილება მო-
ახდინა ოპერაციაზე დასწრებამ, რომ არაფერი უთქვამს.
საავადმყოფოს კაფეტერია პირველ სართულზე, ავტოსადგომის
თავზე მდებარეობდა.
გუდრიჩი და ნათანი პირისპირ ისხდნენ, მათ ყავა შეუკვეთეს. მა-
გიდაზე ტკბილეულის პატარა კალათი დადგეს.
– ფუნთუშა გინდათ? მართალია, ცოტათი ცხიმიანია, მაგრამ...
ნათანმა თავი გააქნია.
– თუ გსურთ სიმართლე გაიგოთ, პირში ჯერ ისევ მწარე გემო
მაქვს.
ექიმის სახეზე შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაიარა.
– ძალიან კარგი. გისმენთ.
– არა, არა, ასე არა, გარეტ, ეს მე გისმენთ: რატომ მოხვედით
ჩემთან და საიდან იცოდით, რომ კევინი შუბლში ტყვიას დაიხლიდა?
გუდრიჩმა ყავის ჭიქაში ბევრი შაქარი ჩაიყარა და ასევე ბევრი
რძე ჩაისხა. მან წარბები შეჭმუხნა.
– არ ვიცი, ხართ თუ არა უკვე ამისთვის მზად, ნათან.
– მზად, რისთვის?
– მზად იმის გასაგებად, რისი თქმაც თქვენთვის მსურს.
– ოჰ! ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ იქნებ ცოტათი დაგვეჩ-
ქარებინა...
გუდრიჩს თითქოს არაფერი გაუგია.
‒ გინდათ, მასიამოვნოთ? თავი დაანებეთ ყოველ ორ წუთში სა-
ათის ცქერას.
ნათანმა ამოიოხრა.
– კარგი, ესე იგი, მეტი დრო დაგვჭირდება, – თქვა მან, თან ჰალ-
სტუხის კვანძი მოუშვა და კოსტიუმი გაიხადა.

42
გარეტმა ფუნთუშის ნაჭერი შეჭამა და შემდეგ ერთი ყლუპი ყავა
დააყოლა.
– გიჟად მთვლით, ასე არ არის?
– ვაღიარებ, რაღაც კითხვები მაქვს, – ღიმილის გარეშე უპასუხა
ადვოკატმა.
– უკვე გსმენიათ პალიატიური მკურნალობის დაწესებულებების
შესახებ?
‒ წავიკითხე რომ თქვენ ამ საავადმყოფოს ამგვარი განყოფილე-
ბის პასუხისმგებელი პირი ხართ.
‒ მართალია. როგორც იცით, ასეთ განყოფილებაში ისეთი ავად-
მყოფები ხვდებიან, რომელთა განკურნება მედიცინას არ შეუძლია.
– და თქვენ მათ ფსიქოლოგიურად ეხმარებით...
‒ დიახ. მათ მხოლოდ რამდენიმე კვირის სიცოცხლე აქვთ დარ-
ჩენილი და ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული. ამგვარი მდგომა-
რეობა ბევრისთვის ძალზე მძიმე ასატანია.
უკვე შუადღის ორი საათი იყო. კაფეტერია მხოლოდ სანახევ-
როდ იყო სავსე. ნათანმა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, თუმცა არ მო-
უკიდა.
‒ ჩვენი მისიაა, ისინი გარდაცვალებამდე მივაცილოთ, – განაგ-
რძო გუდრიჩმა. ‒ ისე მოვახერხოთ, რომ დარჩენილ მცირე დროში
მათ სცადონ და შეძლონ, სიცოცხლეს დამშვიდებული გულით გამო-
ეთხოვონ.
რამდენიმე წამით დადუმდა, შემდეგ დააზუსტა:
– გამოეთხოვონ საკუთარ თავს და სხვებსაც.
– ძალიან კარგი, მაგრამ ეს ყველაფერი მე...
გუდრიჩი უეცრად გაცხარდა:
– თქვენ რატომ გეხებათ? ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა
თქვენი პატარა ეგო-ს შესახებ! რატომ ეხება ნათან დელ ამიკოს,
დიდ ადვოკატს, რომლის ანაზღაურება საათში ოთხასი დოლარია,
მთელი ეს გასაჭირი? არ შეგიძლიათ, საკუთარი პერსონა ცოტა
ხნით მაინც დაივიწყოთ?
ამჯერად ეს უკვე მეტისმეტი იყო. ადვოკატმა მაგიდაზე მუშტი დას-

43
ცხო.
‒ კარგად მომისმინე, ნაგავო! ამ ტონით ჩემთვის აღარავის მო-
უმართავს მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღი დავამთავრე და ასე გაგ-
რძელების უფლებას არ მოგცემთ!
უეცრად ადგილიდან წამოიჭრა და დახლისკენ წავიდა მინერა-
ლური წყლის შესაკვეთად.
ოთახში მყოფებმა საუბარი შეწყვიტეს, ყველა საყვედურით უყუ-
რებდა.
„თავი შეიკავე. რაც არ უნდა იყოს, საავადმყოფოში ხარ!”
ბოთლი გახსნა და მისი ნახევარი დალია. ერთი წუთის შემდეგ
ისევ მაგიდას მიუჯდა.
გუდრიჩს ისეთი მზერით მიაჩერდა, რომ ის მიმხვდარიყო, მასზე
შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
– განაგრძეთ, – მშვიდად უთხრა, თუმცა მის ხმაში გაღიზიანება
იგრძნობოდა.
ორ მამაკაცს შორის არსებული დაძაბულობა ხელშესახები იყო.
ამის მიუხედავად, ექიმმა მოყოლა განაგრძო იქიდან, სადაცშეჩერ-
და.
‒ პალიატიური განყოფილებები იმ პაციენტებისთვის არის, ვინც
მედიცინისთვის განუკურნებლად მიიჩნევა. მაგრამ სხვა სახის გარ-
დაცვალებაც არსებობს, რომელთა წინასწარ განსაზღვრა შეუძლე-
ბელია.
– როგორც უბედური შემთხვევისას?
– დიახ, ასეთია უბედური შემთხვევა, ძალადობით სიკვდილი,
ავადმყოფობები, რომელთა განკურნება მედიცინას არ შეუძლია ან
დაავადება ძალიან შორს წასულ სტადიაშია.
ნათანი მიხვდა, რომ ახლა განმარტების მნიშვნელოვანი ფაზა
დგებოდა. ისევ იგრძნო მკერდში ტკივილი, თითქოს გულზე სალტე
შემოუჭირესო.
– როგორც უკვე მიგახვედრეთ, – განაგრძო გუდრიჩმა, – უფრო
ადვილია სიკვდილთან შეხვედრა, თუ შენი ყველა სურვილის შესრუ-
ლება მოასწარი.

44
– მაგრამ ეს შეუძლებელია გაუთვალისწინებელი სიკვდილის
დროს!
– ყოველთვის ასე არ არის.
– ეს როგორ, ყოველთვის ასე არ არის?
– სინამდვილეში, ეს არის შიკრიკების მისია.
‒ შიკრიკების?
‒ დიახ, ნათან, არიან ადამიანები, რომლებიც იმათ, ვისაც სიკ-
ვდილი ელის, სხვა სამყაროში უზარმაზარი ნაბიჯის გადადგმაში ეხ-
მარებიან.
ადვოკატმა თავი ჩაქინდრა.
„სხვა სამყარო! სრული სიგიჟეა”.
– იმას ამბობთ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა წინასწარ იცის, ვინ
მოკვდება?
‒ დაახლოებით ასეა, ‒ პირქუშად დაუდასტურა გარეტმა. – შიკ-
რიკის ვალია, დაეხმაროს ადამიანს ცოცხალთა სამყაროდან მიცვა-
ლებულთა სამყაროში მშვიდობიანად გადასვლაში. ისინი, მათ ვი-
საც სიკვდილი ელის, საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებაში ეხმარე-
ბიან რათა მშვიდად შეხვდნენ სიკვდილს.
ნათანმა ამოიოხრა.
‒ ასე მგონია, ჩემთან დაკავშირებით შეცდით: უფრო კარტეზია-
ნელი ვარ, ჩემი სულიერი ცხოვრება განვითარების ხარისხით ჭი-
აყელისას თუ შეედრება.
– მესმის, რომ ამის დაჯერება ძნელია.
ნათანმა მხრები აიჩეჩა და ფანჯარაში გაიხედა.
„აქ რას ვაკეთებ?”
ნაცრისფერი ციდან ბამბასავით თეთრი ფიფქები ცვიოდა და
სარკმლის მინას ეცემოდა, რომელიც ავტოსადგომს გადაჰყურებდა.
– თუ კარგად გაგიგეთ, თქვენ ერთ-ერთ ამ...
– შიკრიკთაგანი ვარ, დიახ.
– ამიტომ იცოდით წინასწარ კევინის შესახებ?
– სწორედ ასეა.
ამ თამაშში არ უნდა აჰყოლოდა. ამ შექანებულის ბოდვის მოსმე-

45
ნამ ბევრი ვერაფერი შესძინა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ჰკით-
ხა:
– მაგრამ მისთვის ხომ არაფერი გააკეთეთ?
– რას გულისხმობთ?
– როგორ მოამზადეთ „სხვა სამყაროსკენ უზარმაზარი ნაბიჯის
გადადგმაში?“ როგორ გაუადვილეთ „ცოცხალთა სამყაროდან მიც-
ვალებულთა სამყაროში მშვიდობიანად გადასვლა?” სიკვდილის
მომენტში კევინი გულდამშვიდებული სრულებით არ ჩანდა...
– მოქმედება ყოველთვის არ შეგვიძლია, – აღიარა გუდრიჩმა. –
ეს ბიჭი მეტისმეტად აღელვებული იყო, რომ საკუთარ თავზე ემუშა-
ვა. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები იშვიათია.
ამ ჰიპოთეზის მიღების მიუხედავად, ნათანს მაინც რაღაც აწუხებ-
და.
‒ თქვენ შეგეძლოთ მისი თვითმკვლელობისთვის ხელი შეგეშა-
ლათ. ვინმე უნდა გაგეფრთხილებინათ, პოლიცია ან დაცვა...
გარეტმა მაშინვე გააწყვეტინა:
‒ ეს არაფერს შეცვლიდა. ადამიანს არ ძალუძს საკუთარი სიკ-
ვდილის დრო შეცვალოს. და საბოლოო გადაწყვეტილების ეჭვქვეშ
დაყენებაც არ შეიძლება.
„საბოლოო გადაწყვეტილება. შიკრიკები. სხვა სამყარო... და
რატომ არა განსაწმენდელი და ჯოჯოხეთი? თუ უკვე იქ ვართ?”
ნათანმა რამდენიმე წამი მოიცადა, შემდეგ ცალყბა ღიმილით
ჰკითხა:
– დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მჯერა?
‒ ასეთი რამ იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თქვენ გჯერათ
თუ არა მისი არსებობის.
– კიდევ ერთხელ გიმეორებთ, დროს ტყუილად კარგავთ, მე არ
ვარ ეკლესიური.
– ეკლესია აქ არაფერ შუაშია.
‒ ასე მგონია, რომ თქვენ შეიშალეთ და ჩემი ვალია, ამის შესა-
ხებ თქვენი საავადმყოფოს დირექტორს ვაცნობო.
– თუ ასეა, უკვე ოც წელზე მეტია გიჟი ვარ.

46
გარეტის ტონი უფრო შემრიგებლური გახდა.
– კევინის თაობაზე ხომ გაგაფრთხილეთ.
‒ ეს არ არის საბუთი. სხვა მრავალი მიზეზი არსებობს, რომელ-
თა მიხედვით შეგეძლოთ, მისი თვითმკვლელობა გეწინასწარმეტ-
ყველათ.
– კარგად ვერ ვხვდები, ეს რა მიზეზებია.
– აგიტაცია, სექტის გავლენის ქვეშ ყოფნა, ნარკოტიკები...
– დამიჯერეთ, არ მინდა, ამ კვალს გაჰყვეთ, ნათან. მე მხოლოდ
ის გითხარით, რომ ზოგიერთი ადამიანის სიკვდილის წინასწარ გან-
ჭვრეტის უნარი მაქვს. ამას იქამდე ვგრძნობ, ვიდრე სიკვდილის მო-
მასწავებელი პირველი ნიშნები იჩენს თავს, მე ვცდილობ, ისინი შე-
ვამზადო იმისთვის, რაც მოელით.
– ეს უნარი საიდან გაქვთ?
– ამის ახსნა რთულია, ნათან.
ადვოკატი წამოდგა, კოსტიუმი და პალტო ჩაიცვა.
– დღეს საკმარისზე მეტი მოვისმინე.
‒ მეც ასე ვფიქრობ, ‒ დაუდასტურა გარეტმა, რომელიც მის აზრს
იზიარებდა.
ადვოკატი გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ ავტომატურ კა-
რამდე მისული, უეცრად შემობრუნდა, კვლავ ექიმისკენ გაემართა
და თითი მიუშვირა:
‒ ბოდიშს გიხდით, რომ ისევ ჩემს მოკრძალებულ პერსონას ვუბ-
რუნდები, ექიმო, მაგრამ რისი თქმა გსურთ ამ ყველაფრით, ჩემ გა-
მო ხართ აქ? – აქ ჩემ გამო ხართ, ასე არ არის, გუდრიჩ? ასე უნდა
გავიგო ეს ყველაფერი? ჩემი დროც დადგა? „ბიზნესის დახურვის”
დროა?
გუდრიჩი დარცხვენილი ჩანდა. მას ერჩივნა, საუბარს ასეთი სახე
არ მიეღო, თუმცა იმასაც ხვლებოდა, ამის გარკვევა აუცილებელი
იყო.
– მე ეს არ მითქვამს.
მაგრამ ნათანმა ამ შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია. ის კიდევ
უფრო აღელდა, უფრო სწრაფად და ხმამაღლა ლაპარაკობდა.

47
‒ მაშ, ასე ეხმარებით? როგორც კი „წინასწარ განჭვრეტთ”, მი-
დიხართ ადამიანთან და ეუბნებით: „ყურადღებით, არსებობს პრი-
ორიტეტები, ერთი კვირა დაგრჩათ და იჩქარეთ, ყველაფერი მოაგ-
ვარეთ”.
გარეტმა მისი დაწყნარება სცადა.
– არასოდეს არავისთვის მითქვამს, რომ ის მოკვდება. მხოლოდ
მე ვიცი, ეს არის და ეს.
– ჰოდა, ჯანდაბამდის გზა გქონია, შიკრიკო!
ამჯერად ნათანმა ოთახი დატოვა.
მაგიდასთან მარტო დარჩენილმა გუდრიჩმა ყავის სმა დაასრუ-
ლა და ხმის ამოუღებლად დაისრისა ქუთუთოები.
ფანჯრიდან დელ ამიკოს სილუეტი დაინახა თოვლსა და სიცივეში
რომ მიაბიჯებდა.
თმასა და სახეზე ყინულივით ცივი ფიფქები ეცემოდა, მაგრამ,
როგორც ჩანს, ადვოკატი ამას ვერც კი ამჩნევდა.
ოთახში, დახლთან მოთავსებული რადიოდან ბილ ევანსის ფორ-
ტეპიანოზე შესრულებული ჯაზური კომპოზიციის ჰანგი ისმოდა.
ჰანგი სევდიანი იყო.

48
6

„განა უფრო მეტად არ ცივა?


განა ისევ არ ღამდება, სულ უფრო და
უოფრო მეტი ღამეები არ დგება?
განა დილიდანვე სინათლის ანთება არ გვჭირდება?”

ფრიდრიხ ნიცშე

– უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, რამდენჯერ ვიყავი


შვებულებაში?
საღამოს ექვსი საათი იყო. ეშლი ჯორდანის სამუშაო ოთახში,
მის მაგიდასთან მჯდომი ნათანი ცდილობდა, მთავარი ასოცირებუ-
ლი წევრი დაეყოლიებინა, მისთვის ორკვირიან შვებულებაში გას-
ვლის უფლება მიეცა. მათ ერთმანეთთან რთული ურთიერთობა
ჰქონდათ. დასაწყისში ნათანი ოფისში ჯორდანის პროტეჟედ ით-
ვლებოდა, მაგრამ რიგი საქმეების შემდეგ ის თავისი ახალგაზრდა
კოლგის ამბიციამ გააღიზიანა, ამიტომ საყვედურობდა, რომ იგი
ხშირად მიღწეული წარმატების ლომის წილს საკუთარ თავს მიაწერ-
და. თავის მხრივ, ნათანი მალე დარწმუნდა, რომ ჯორდანი იმ ადა-
მიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ბიზნესსა და მეგობრო-
ბას ერთმანეთში არ ურევენ ამიტომ მტკიცედ იყო დარწმუნებული,
ერთ დღეს, გასაჭირში აღმოჩენილს, მის კარზე არ უნდა დაეკაკუნე-
ბინა.
ნათანმა ამოიოხრა. აზრი არ ჰქონდა თავის მოჩვენებას: გარეტ-
თან შეხლა-შემოხლამ და კევინის თვითმკვლელობამ მასზე დიდი
გავლენა მოახდინა. რომ არაფერი ვთქვათ იმ ტკივილზე, რომელ-
საც მკერდში ახლაც გრძნობდა.
სიმართლე ითქვას, არც კი იცოდა, რა ეფიქრა გარეტის ნათქვამ-
ზე შიკრიკების შესახებ. მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: უნდა შეესვე-
ნა, დრო სჭირდებოდა, არდადეგების პერიოდი თავის გოგონასთან
ერთად უნდა გაეტარებინა.

49
მან იკითხა:
‒ რამდენი დღე დავისვენე უკანასკნელი სამი სწლის განმავლო-
ბაში?
– თითქმის არც ერთხელ, – აღიარა ჯორდანმა.
– სასამართლომდე საქმე ხშირად არ მიგვყავს ხოლმე, მაგრამ
თუკი ასე მომხდარა, რამდენი საქმე წავაგე?
ჯორდანმა ამოიოხრა და ღიმილისგან თავი ვერ შეიკავა. ეს ფრა-
ზები მისთვის კარგად იყო ცნობილი. ნათანი მართლაც ნიჭიერი ად-
ვოკატი იყო, მაგრამ თავმდაბალი ნამდვილად არ ეთქმოდა.
‒ უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთი საქმე არ წაგი-
გია.
– მთელი კარიერის განმავლობაში არც ერთი საქმე არ წამიგია,
– შეუსწორა ნათანმა.
ჯორდანი დაეთანხმა, შემდეგ ჰკითხა:
– მელორის გამო გინდა? ხომ ასეა?
ნათანმა თავის მხრივ უპასაუხა:
‒ მისმინე, ჩემი მობილური ტელეფონი და პეიჯერი მუდმივად
ჩართული იქნება, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგეძლე-
ბა, დამიკავშირდე.
– კარგი, დაისვენე, რაკი ასე გინდა. ამისთვის ჩემი ნებართვა არ
გჭირდება. მე თვითონ მივხედავ რაითბის საქმეს.
ჩათვალა რა, რომ საუბარი დასრულებულია, კვლავ კომპიუტე-
რის ეკრანზე გამოსახულ ციფრებს ჩაუღრმავდა.
მაგრამ ნათანი მას არ ეთანხმებოდა, მან თავისი შენიშვნა უფრო
ხმამაღლა თქვა:
‒ მე ცოტაოდენი დრო მჭირდება, რომ არდადეგები ჩემს შვილ-
თან ერთად გავატარო. არ მესმის, რატომ უნდა ქმნიდეს ეს პრობ-
ლემას.
– არც არის პრობლემა, – შეხედა ჯორდანმა. ‒ უბრალოდ, ეს
გათვალისწინებული არ იყო. ჩვენს პროფესიაში, თავადაც კარგად
უწყი, ყველაფერი გათვალისწინებული უნდა გვქონდეს.

50
11 დეკემბერი

მაღვიძარამ ექვსის ნახევარზე დარეკა.


რამდენიმესაათიანი ძილის მიუხედავად ტკივილი არ იკლებდა.
პირიქით, ისევ აწვებოდა გულმკერდზე, თითქოს ცეცხლი უწვავდა
გულმკერდის ძვალს. ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ ტკივილი
მარცხენა ბეჭს გადაეცა, ახლა მკლავს მიუყვებოდა.
გაღვიძებისთანავე ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო. იწვა დ‒ა
ღრმად სუნთქავდა, დამშვიდებას ცდილობდა. რამდენიმე წამის შემ-
დეგ ტკივილი გაიფანტა, მაგრამ კიდევ ათ წუთს იწვა და თავს ეკით-
ხებოდა, რა გაეკეთებინა მთელი დღის განმავლობაში. ბოლოს გა-
დაწყვეტილება მიიღო.
„ჯანდაბა ყველა მოვლენას გულხელდაკრეფილი ხომ არ შევ-
ხვდები. რაღაც უნდა მოვიფიქრო!”
საწოლიდან ფეხი გადმოდგა და სწრაფად გაემართა საშხაპის-
კენ. ძალიან უნდოდა ყავა დაელია, მაგრამ ცდუნებას გაუძლო: სის-
ხლის ანალიზის აღებისას უჭმელი უნდა ყოფილიყო.
თბილად ჩაიცვა, ლიფტით დაბლა ჩავიდა, სწრაფად გაიარა არტ-
დეკოს სტილით მორთული კონსიერჟის სამუშაო ადგილი და ვესტი-
ბიული ერთი წუთით გამოსალაპარაკებლად პორტიესთან გაჩერდა,
რომელსაც მისი თავაზიანობის გამო ძალიან აფასებდა.
– გამარჯობა, ბატონო.
‒ გაგიმარჯოს, პიტერ, გუშინ „ნიკსმასმა“ თამაში როგორ დაამ-
თავრა?
– ოცი ქულით მოუგო „სიეტლს”. უორდმა რამდენიმე კარგი ბურ-
თი ჩააგდო...
– ძალიან კარგი, იმედია, მაიამიშიც ასე კარგად ითამაშებენ!
– დღეს სირბილს არ აპირებთ, ბატონო?
– არა, მანქანა ახლა ცოტათი დაჟანგულია.
– მაშ, მალე გამოკეთდით...
– მადლობა, პიტერ, დროებით.
გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა და ყინავდა.

51
ქუჩა გადაჭრა, შემდეგ სან-რემოს ორივე კოშკს შეავლო თვალი.
ჩრდილოეთის კოშკის 23-ე სართულზე თავისი ბინის ფანჯრები მო-
ძებნა. როგორც ყოველთვის, ისევ ის გაიფიქრა: „არც ისე ცუდია”.
არც ისე ცუდი იყო აქამდე მოღწევა ბიჭისთვის, რომელიც კუინ-
სის სამხრეთში მდებარე საზიზღარ უბანში გაიზარდა.
მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ეს მართალია. ბავშვობა, რომელმაც სი-
ღარიბეში და მუდმივად ფულის დაზოგვის აუცილებლობაში გაიარა.
ღარიბული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ არა საბრალო, თუმცა ის და
დედამისი ხშირად ყველაზე ღარიბებისთვის გათვალისწინებული
სასურსათო ბარათების დახმარებით იკვებებოდნენ.
„ჰო, ნამდვილად არ არის ცუდი”.
რადგან ვილიჯის ყველაზე პრესტიჟული მისამართი სენტრალ-
პარკ-უესტის №145 იყო. შენობა პარკის პირდაპირ მდებარეობდა,
იქვე იყო მეტროს სადგური, თუმცა აქ მცხოვრები ადამიანები მას
არცთუ ისე ხშირად იყენებდნენ.
შენობის ასოცდათექვსმეტ ბინაში საქმიანი ადამიანები, ფინან-
სური სამყაროს ვარსკვლავები, ნიუ-იორკის უძველესი ოჯახები, კი-
ნოსა და ესტრადის ვარსკვლავები ცხოვრობდნენ. აქ ცხოვრობდა
სიკვდილამდე რიტა ჰეივორტი. ამბობდნენ, რომ ამ შენობაში ისევ
ჰქონდათ ბინები დასტინ ჰოფმანსა და პოლ საიმონს.
ისევ შენობის ორ კოშკად გაყოფილ წვერს უყურებდა, თითოე-
ული რომანული სტილის ტაძრით იყო დაგვირგვინებული, რაც
მთელ შენობას შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარს ამსგავსებდა.
„არც ისე ცუდია”.
თუმცა, უნდა ეღიარებინა, რომ როგორი დიდი ადვოკატიც არ უნ-
და გამხდარიყო, ვერასოდეს შეძლებდა ამგვარი ბინის შეძენას,
რომ არა ის ამბავი, მის სიმამრს რომ უკავშირდებოდა.
საქმე მართლაც მის სიმამრს, ჯეფრი უექსლერს ეხებოდა.
დიდი ხნის განმავლობაში ნიუ-იორკში თავისი საქმეებისთვის
ჩამოსული უექსლერი სან-რემოს ბინაში ჩერდებოდა. ეს იყო მკაც-
რი და პრინციპული ადამიანი, ბოსტონური ელიტის სანიმუშო პრო-
დუქტი. ბინა მუდმივად უექსლერის ოჯახის საკუთრება იყო, ანუ 1930

52
წლის ეკონომიკური კრიზისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც
სახელგანთქმულმა არქიტექტორმა ემერი როთმა, რომელსაც თა-
ვის აქტივში უკვე ჰქონდა რამდენიმე პრესტიჟული შენობა აგებული
ცენტრალური პარკის გარშემო, სან-რემოს შენობის აშენება დაას-
რულა.
ბინაზე მეთვალყურეობისთვის უექსლერმა იტალიური წარმო-
შობის ქალბატონი დაიქირავა: მას ელეანორ დელ ამიკო ერქვა და
კუინსში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. დასაწყისში, ოუქსლერმა ის
თავისი ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად დაიქირავა, რადგან
მისი ცოლი უხერხულად მიიჩნევდა ქმარგაყრილი ქალის მოსამსა-
ხურედ აყვანას. მაგრამ რაკი უექსლერი კმაყოფილი იყო ელეანო-
რის მუშაობით, მალე ნანტაკეტში მდებარე დასასვენებელი სახლის
მოსამსახურედაც აიყვანა.
ამრიგად, ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში, ნათანი დე-
დას კუნძულზე მიჰყვებოდა. სწორედ აქ მოხდა მოვლენა, რომელ-
მაც მისი ცხოვრება შეცვალა: იგი მელორის შეხვდა.
დედამისის სამუშაომ შესაძლებლობა მისცა, ახლოდან, შურით
ედევნებინა თვალი თეთრკანიანი ანგლო-საქსი პროტესტანტების
ცხოვრებისთვის, რომელიც არ შეცვლილიყო.
მასაც სურდა, ჰქონოდა ბავშვობა, რომელსაც ფორტეპიანოს
გაკვეთილებში, ბოსტონის ნავსადგურში აფრიანი ნავით სეირნობა-
ში, მანქანით ქროლვაში გაატარებდა. რასაკვირველია, ეს ყველა-
ფერი მის ცხოვრებაში არ არსებობდა: არ ჰყავდა მამა, ძმა, არ ჰქონ-
და ფული. მას არასოდეს სცმია კერძო სკოლის უნიფორმა ზედ მიკ-
რული ემბლემით, არც ცნობილი მარკის ხელით ნაქსოვი საზღვაო
სტილის პულოვერი ჰქონია როდისმე. მაგრამ მელორის წყალო-
ბით, იგი ხარბად დაეწაფა ამ უცვლელ, ცხოვრებით ტკბობის ხე-
ლოვნების ნამცეცებს. მას ზოგჯერ ნანტაკეტის დაჩრდილულ ადგი-
ლებში მოწყობილ მდიდრულ პიკნიკებზე ეპატიჟებოდნენ. ის რამ-
დენჯერმე უექსლერს სათევზაოდ ახლდა, რაც აუცილებლად ყინუ-
ლიანი ყავისა და ახალი ფუნთუშების მირთმევით სრულდებოდა.
იმავდროულად, მეტისმეტად გამორჩეული ელიზაბეთ უექსლე-

53
რი მას ნებას რთავდა, გაპრიალებული, სუფთა, მშვიდი სახლის ბიბ-
ლიოთეკიდან წიგნები აეღო წასაკითხად.
თუმცა, ამ მოჩვენებითი კეთილგანწყობის მიუხედავად, უექსლე-
რები თავს უხერხულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ 1977 წლის
სექტემბერში მათი ქალიშვილი დახრჩობას მოსამსახურე ქალის
ვაჟმა გადაარჩინა.
და ეს უხერხულობა არასოდეს გაფანტულა. პირიქით, დროთა
განმავლობაში იგი სულ უფრო იზრდებოდა, და როდესაც მან და მე-
ლორიმ ჯერ ერთად ცხოვრების, შემდეგ კი დაქორწინების გადაწ-
ყვეტილება მიიღეს, უხერხულობა ღია მტრობაში გადაიზარდა.
უექსლერებმა ყველა საშუალება გამოიყენეს, რომ ქალიშვილი
იმ ადამიანისთვის დაეშორებინათ, რომელიც უყვარდა. მაგრამ
არაფერმა გაჭრა: მელორიმ ზეწოლას გაუძლო. ის უფრო ძლიერი
გამოდგა, ვიდრე მოწოდებები, გონივრულად მოქცეულიყო. უფრო
ძლიერი, ვიდრე მუქარები და ოჯახური სადილები, რომლებზეც სა-
უბრის ნაცვლად, ამიერიდან დუმილი იყო გამეფებული.
ასე გრძელდებოდა 1986 წლის შობამდე: როდესაც დიდ სახლში
ოჯახურ წვეულებაზე ბოსტონის არისტოკრატიის ნაღები იყო შეკრე-
ბილი, მელორი ნათანთან ერთად გამოცხადდა და ყველას გააცნო
თავისი „მომავალი მეუღლე”. ჯეფრი და ლიზა უექსლერები მიხ-
ვდნენ, რომ მუდმივად ვეღარ დაუპირისპირდებოდნენ თავიანთი ქა-
ლიშვილის გადაწყვეტილებას. რომ ეს ასე იქნებოდა და არა სხვანა-
ირად, ამიტომ, თუ მელორის შენარჩუნება სურდათ, დელ ამიკოს
არსებობასაც უნდა დათანხმებოდნენ.
ნათანი გულწრფელად გააოცა ცოლის სიჯიუტემ, თავისი არჩევა-
ნის შენარჩუნების საკითხში და ის ამიტომ კიდევ უფრო შეუყვარდა.
დღესაც, როდესაც იმ საღამოს იხსენებდა, სხეულში ჟრუანტელი უვ-
ლიდა. მისთვის ეს სამუდამოდ დარჩა საღამოდ, როდესაც მელო-
რიმ მას თანხმობა უთხრა. უთხრა „დიახ” სხვების წინაშე. „დიახ”
მთელი სამყაროს წინაშე.
მაგრამ დაქორწინების შემდეგაც კი უექსლერებმა ის თავისია-
ნად მაინც არ აღიარეს: არც კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომის

54
აღების შემდეგ; არც სახელგანთქმულ საადვოკატო ოფისში მუშაო-
ბის დაწყების შემდეგ. ეს არა იმდენად ფულის საკითხი იყო, რამდე-
ნადაც სოციალური წარმომავლობის. ამგვარ გარემოში დაბადება
ცხოვრების დაწყებისთანავე გარკვეულ სოციალურ სტატუსს იძლე-
ოდა, რომელსაც ვერც აქციებით იყიდდით და ვერც ქონებით.
მათთვის ის ყოველთვის მოსამსახურის ვაჟად დარჩებოდა, ადა-
მიანად, რომლის არსებობას მხოლოდ ქალიშვილთან ურთიერთო-
ბის შენარჩუნების მიზნით დათანხმებოდნენ, მაგრამ არასოდეს ყო-
ფილა მათი ოჯახის ნამდვილი წევრი. და ვერც ვერასოდეს გახდებო-
და.
შემდეგ იყო სასამართლო პროცესი. 1995 წელს. მართალი ით-
ქვას, ეს საქმე მისი პირდაპირი კომპეტენცია სრულებით არ იყო.
მაგრამ, როდესაც საქმე „მარბლ-ენდ-მარჩის” ოფისში შევიდა, მან
დაჟინებით მოითხოვა, მისთვის გადაეცათ.
საქმეში ჩაწვდომა რთული არ იყო: ინფორმატიკის დიდი საზო-
გადოების მიერ მისი საწარმოს შესყიდვის შემდეგ, ფირმა „სოფტონ-
ლაინის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩიოდა, რომ ის ახალმა აქციო-
ნერებმა საწარმოს კანონის დარღვევით ჩამოაშორეს და ზარალის
ანაზღაურების საფასურად 20 მილიონ დოლარს ითხოვდა. კომპა-
ნიის მხრიდან ასეთი თანხის გადახდაზა უარმა სასამართლოში საქ-
მის გადატანის აუცილებლობა გამოიწვია. სწორედ ამ სტადიაზე მი-
მართა კლიენტმა „მარჩ-ენდ-მარბლის” ოფისს.
იმავდროულად აქციონერებმა. რომელთა ფირმა ბოსტონში
მდებარეობდა, თავის მხრივ, საკუთარი ადვოკატები დაიქირავეს
„ბრანაგ-ენდ-მიტჩელის” ფირმიდან, რომლის ერთ-ერთი უმთავრე-
სი ასოცირებული წევრი... ჯეფრი უექსლერი იყო.
მელორი ქმარს ევედრებოდა, უარი ეთქვა საქმეზე. მათთვის ეს
სიკეთეს არ მოიტანდა. ეს კიდევ უფრო გაართულებდა ყველაფერს,
მით უმეტეს, რომ თავად უექსლერი აპირებდა საქმის აღებას.
მაგრამ ნათანს მისთვის ყური არ დაუგდია. უნდოდა, მათთვის
ეჩვენებინა, რა შეეძლო ქუჩის მაწანწალას. იგი ჯეფრის დაუკავშირ-
და გასაფრთხილებლად: არა მხოლოდ საქმეს არ მიატოვებდა, არა-

55
მედ მის მოგებასაც აპირებდა.
უექსლერს სასაცილოდაც არ ეყო. ასეთი ტიპის საქმეები იშვია-
თად მიდის სასამართლომდე. ძირითადად ყველაფერი ორივე მხა-
რის მორიგებით მთავრდება და ადვოკატების მთავარი სამუშაო რაც
შეიძლება სარფიანი შეთანხმების მიღწევაა.
უექსლერის რჩევით, ფირმამ მომჩივანს 6. 5 მილიონი შესთავა-
ზა. ეს პატიოსანი წინადადება იყო. ადვოკატების უმეტესობა შეთან-
ხმებას დათანხმდებოდა. მაგრამ, სიფრთხილის ყველა წესის დარ-
ღვევით, ნათანმა კლიენტი დაარწმუნა, არ დანებებულიყო.
სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე „ბრანაგ-ენდ- მიტ-
ჩელმა” უკანასკნელი შეთავაზება გააკეთა 8 მილიონის სახით. ამჯე-
რად ნათანმა თქვა უარი. შემდეგ უექსლერმა ის წინადადება წარ-
მოთქვა რომელიც ნათანს არასოდეს დავიწყებია:
– თქვენ უკვე ჩაიგდეთ ხელში ჩემი ქალიშვილი, დელ ამიკო.
ჯილდოდ ეს არ გყოფნით?
– სწორედაც რომ არ ჩამიგდია ხელში, როგორც თქვენ ამბობთ,
მელორი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამის გაგება თქვენ არასო-
დეს გსურდათ.
– გაგანადგურებთ!
‒ ისევ სიძულვილი გალაპარაკებთ, მაგრამ ამ საქმეში არ გამო-
გადგებათ.
‒ კიდევ დაფიქრდით. ამ ტიპს 8 მილიონს აკარგვინებთ, ვერც
თქვენს სახელს შემატებთ რამეს. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, როგო-
რი მყიფეა ადვოკატის სახელი.
– თქვენს რეპუტაციაზე იზრუნეთ, მეგობარო.
‒ ათიდან ერთი შანსიც არ გაქვთ ამ საქმის მოგების, და ეს ჩემზე
უკეთ იცით.
– ნაძლევი დავდოთ.
– თუ წავაგე, თავს ჩამოვიხრჩობ.
– ამდენს არ ვითხოვ თქვენგან.
– აბა, რას?
ნათანი ერთი წამით დაფიქრდა.

56
– სან-რემოს ბინას.
– გაგიჟდით!
– მეგონა, მოთამაშე იყავით, ჯეფრი.
‒ ნებისმიერ შემთხვევაში, საქმის მოგების არავითარი შანსი არ
გაქვთ...
– ახლა არ თქვით, ათიდან ერთიო...
უექსლერი ისე იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ თამაშ-
ში ჩაება:
‒ კარგი, ასე იყოს. თუ მოიგეთ, ბინას გიტოვებთ. ამას გავაფორ-
მებთ, როგორც საჩუქარს ბონის დაბადების აღსანიშნავად. დაიმახ-
სოვრეთ, წაგების შემთხვევაში თქვენგან არაფერს ვითხოვ: თქვენ-
თვის ისედაც მძიმე იქნება წაგების შემდეგ გონს მოსვლა და გარდა
ამისა, არ მინდა, ჩემი შვილის ქმარი ჯიბეგახვრეტილი დარჩეს.
ასე დაიწყო მათი ‒ მამაკაცების ბრძოლა. ამგვარი ნაძლევი
არაპროფესიული იყო – ნათანს ეს კარგად ჰქონდა შეგნებული,
რადგან პიროვნული პრობლემის გამოსაყენებლად კლიენტის ბედი
სასწორზე შეაგდო, მაგრამ ასეთი შესანიშნავი შემთხვევის ხელიდან
გაშვება არ სურდა.
ეს შედარებით მარტივი საქმე იყო, მაგრამ მისი დასასრული გა-
ურკვეველი, რადგან მთლიანად მოსამართლის მგრძნობელობასა
და შეფასებაზე იყო დამოკიდებული. უექსლერის შემოთავაზებაზე
უარის თქმით ნათანის კლიენტი რისკავდა – შეეძლო, ყველაფერი
დაეკარგა.
ჯეფრი გამოცდილი და მკაცრი ადვოკატი იყო. ობიექტურად, იგი
სიმართლეს ამბობდა, როდესაც მოწინააღმდეგის შანსებს მიზერუ-
ლად აფასებდა.
მაგრამ ნათანმა საქმე მოიგო.
ასე გადაწყვიტა ნიუ-იორკის მოსამართლემ ფრედერიკ ჯ. ლი-
ვინგსტონმა, მან „სოფტონლაინი” გაამტყუნა და ფირმას ძველი თა-
ნამშრომლისთვის 20 მილიონის გადახდა დააკისრა.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს: უექსლერს წარბიც არ
შეუხრია და ერთი თვის შემდეგ სან-რემოს ბინა დაცალა.

57
მელორი არ შემცდარა: ამ პროცესმა ნათანის ურთიერთობა სი-
დედრ-სიმამრთან ვერ მოაგვარა. ახლა მასსა და ჯეფრის შორის ურ-
თიერთობა შეწყდა, უკვე შვიდი წელი იყო, ერთმანეთისთვის სიტყვა
არ უთქვამთ. ნათანი ეჭვობდა, რომ ცოლთან მისი გაყრა უექსლერს
გაუხარდა კიდეც. შეუძლებელია, სხვაგვარად ყოფილიყო.
ნათანმა თავი ჩაქინდრა და დედა გაახსენდა. ის არასოდეს სწვე-
ვია თავის შვილს ამ ბინაში, რადგან ზემოხსენებულ სასამართლო
საქმემდე სამი წლით ადრე კიბოთი გარდაიცვალა.
რა მნიშვნელობა აქვს: სწორედ მისი ვაჟი ცხოვრობდა ახლა სენ-
ტრალ-პარკ-უესტის №145-ში. იქ, სადაც ის ათი წელი დამლაგებ-
ლად მუშაობდა.
ცხოვრება ელეანორისთვის ადვილი არასოდეს ყოფილა. მისი
მშობლები წარმოშობით ნეაპოლის ჩრდილოეთით მდებარე მეთევ-
ზეთა ნავსადგურ გაეტიდან იყვნენ. ისინი აშშ-ში მაშინ გადასახ-
ლდნენ, როცა ის ცხრა წლის იყო. ამ ემიგრაციამ მის განათლებაზე
მძიმედ იმოქმედა, რადგან ინგლისურად გამართულად საუბარი ვე-
ღარასოდეს შეძლო, ამიტომ სკოლა ადრე მიატოვა.
ოცი წლისა ვიტორიო დელ ამიკოს შეხვდა, ლინკოლნ-ცენტრის
მშენებლობაზე მომუშავე მუშას. ის კარგი მოლაპარაკე იყო და ლა-
მაზი ღიმილი ჰქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ ელეანორი დაფეხ-
მძიმდა და მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. მაგრამ დროთა განმავ-
ლობაში ვიტორიო მოძალადე, მოღალატე და უპასუხისმგებლო მა-
მაკაცად იქცა და ბოლოს საერთოდ მიატოვა ოჯახი ისე, რომ მისა-
მართიც არ დაუტოვებია.
ქმრის წასვლის შემდეგ ელეანორი შვილს მარტო ზრდიდა, ზოგ-
ჯერ ორ ან სამ სამსახურში მუშაობდა, რომ თვის ბოლომდე თავი გა-
ეტანა. იყო დამლაგებელი, მიმტანი; მუშაობდა დაბალი ხარისხს
სასტუმროების მიმღებებში. უარი არასოდეს უთქვამს სამუშაოზე და
ხშირად ამ შემთხვევით სამსახურებში დამცირებასაც იტანდა. არა-
ვინ ჰყავდა ‒ ნამდვილი მეგობრები თუ ახლო ნათესავები, ვისაც და-
ეყრდნობოდა. შინ არც სარეცხი მანქანა ჰქონდათ და არც მაგნიტო-
ფონი, მაგრამ მშიერი არასოდეს დარჩენილან. ღარიბულად, მაგრ-

58
ამ ღირსეულად ცხოვრობდნენ. ნათანს სუფთა სამოსი ეცვა, ყოველ-
თვის ჰქონდა წარმატებისთვის საჭირო სასკოლო ნივთები.
მიუხედავად დედამისის დაღლილობისა, რომელიც სულ უფრო
მატულობდა, მას არ ახსოვს, ოდესმე დედას საკმარისი დრო დაეთ-
მო თავისთვის ან საკუთარი სიამოვნებისთვის რამე გაეკეთებინა.
არდადეგებზე არასოდეს მიდიოდა, წიგნს არასოდეს კითხულობდა,
არც კინოში დადიოდა და არც რესტორანში.
ელეანორ დელ ამიკოს ერთადერთი საზრუნავი თავისი ვაჟის სა-
თანადოდ აღზრდა იყო. განათლებისა და კულტურის ნაკლებობის
მიუხედავად, მან მაქსიმუმი გააკეთა, რათა მას სკოლის მთელი კურ-
სი გაევლო და რაც შეიძლება, საუკეთესოდ. ელეანორს დიპლომი
არ ჰქონია, მაგრამ მას სიყვარული ამოძრავებდა. უპირობო და წა-
რუვალი სიყვარული. თავის ვაჟს ხშირად უმეორებდა, რომ გოგო-
ნას ყოლას ვაჟი ერჩივნა: „ამ სამყაროში, სადაც მამაკაცები დომი-
ნირებენ, თავს უთკეთ გაიტან”, არწმუნებდა ის.
თავისი ცხოვრების პირველი ათი წლის განმავლობაში დედა ის
მზე იყო, მის ყოველდღიურ ცხოვრებას რომ ანათებდა; ჯადოქარი,
შუბლზე დადებული გრილი საფენით რომ ფანტავდა მის კოშმარებს;
ის, ვინც დილიდან სამუშაოდ წასული, კაკაოს ჭიქის გვერდით სიყ-
ვარულით აღსავსე რამდენიმესიტყვიან ბარათსა და ჯიბის ფულს
უტოვებდა.
დიახ, დედამისი მისი კერპი იყო იქამდე, ვიდრე ერთგვარმა სო-
ციალურმა დისტანციამ მათი თანდათანობითი დაშორება არ გამო-
იწვია.
თავდაპირველად უექსლერების სამყარო აღმოაჩინა, რომელ-
მაც მოხიბლა, შემდეგ, თორმეტი წლისა მანჰეტენის კერძო, უოლე-
სის სკოლამ მიიღო, ეს სკოლა ყოველწლიურად ქალაქის ღარიბუ-
ლი უბნების სკოლების საუკეთესო მოსწავლეებს იღებდა და სტიპენ-
დიას აძლევდა. იგი კლასელებმა რამდენჯერმე დაპატიჟეს ისტ-საი-
დისა და გრამერს-პარკის პრესტიჟულ შენობებში მდებარე ბინებში.
ამიტომ ნელ-ნელა უკვე რცხვენოდა დედის. რცხვენოდა მისი გრა-
მატიკული შეცდომების, ცუდი ინგლისური მეტყველების. რცხვენო-

59
და სოციალური სტატუსის, რომელიც ასე აშკარად გამოსჭვიოდა მის
საუბარსა და მანერებში.
პირველად მოხდა რომ დედამისის ყოვლისმომცველი სიყვარუ-
ლი სულს უხუთავდა და მისგან ნელ-ნელა თავის გათავისუფლება
დაიწყო.
უნივერსიტეტში სწავლის წლებში მათი კავშირი კიდევ უფრო შე-
სუსტდა ხოლო დაქორწინებამ ამ მხრივ ვერაფერი მოაწესრიგა.
მაგრამ ეს არ მომხდარა მელორის შეცდომის გამო, პირიქით, ის ყო-
ველთვის სთხოვდა, მეტი ყურადღება დაეთმო დედამისისთვის. არა,
ყველაფერი მისი ბრალი იყო. ძალიან დიდ დროს უთმობდა წარმა-
ტების კიბეზე წინსვლას, ვერ აცნობიერებდა, რომ დედას ფულზე მე-
ტად, მისი სიყვარული სჭირდებოდა.
მერე იყო 1991 წლის ნოემბრის ის საზარელი დილა, როდესაც
საავადმყოფოდან დაურეკეს და დედის გარდაცვალება შეატყობი-
ნეს. და მაშინ ის სიყვარული მთელი ძალით ხელახლა დაატყდა
თავს. მრავალი სხვა ვაჟიშვილის მსგავსად, ახლა ისიც თავს საყვე-
დურობდა. გული სწყდებოდა ყველა იმ შემთხვევაზე. როდესაც უმა-
დურობა ან გულგრილობა გამოიჩინა.
მას შემდეგ დღე არ გასულა, დედაზე არ ეფიქრა. ყოველთვის,
როდესაც ქუჩაში ღარიბულად ჩაცმულ, სამუშაოზე დაბერებულ, დი-
ლიდანვე უკვე დაღლილ ქალს ხედავდა, დედა წარმოუდგებოდა
თვალწინ და ნანობდა, უკეთესი ვაჟიშვილი რომ ვერ გამოდგა. მაგ-
რამ უკვე ძალიან გვიან იყო. ყველა დღევანდელი საყვედური არაფ-
რისმომტანი იყო. ის, რასაც ახლა აკეთებდა, მაგალითად, ყოველ
კვირას საფლავზე ყვავილების მიტანა, ვერ შეცვლიდა დროს, რომე-
ლიც ცოცხალი დედის გვერდით არ გაატარა.
საავადმყოფოში დედის საწოლის გვერდით მდგარი მაგიდის უჯ-
რაში ორი ფოტო აღმოაჩინა.
პირველი 1967 წელს იყო გადაღებული. კვირას, ნაშუადღევს,
კონი-აილენდის ატრაქციონების პარკში, ზღვასთან. ნათანი სამი
წლისაა. პატარა ხელებში იტალიური ნაყინი უჭირავს და მოხიბლუ-
ლი გასცქერის „რუსული მთების” ატრაქციონს.დედამისს ამაყად უჭ-

60
ირავს ხელში. ეს ერთ-ერთია იმ იშვიათი ფოტოებიდან, რომლებზეც
ის იღიმება.
მეორე სურათი მისთვის უფრო ნაცნობი იყო. მასზე კოლუმბიის
უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე დიპლომების გადაცემის
დღეა აღბეჭდილი. თავისი ტოგითა და ლამაზი კოსტიუმით, თითქოს
მთელ მსოფლიოს იწვევს. მომავალი მას ეკუთვნის, ეს უდავოა.
ეს სურათი, რომელიც მისაღებ ოთახში, ოქროსვარაყიან ჩარჩო-
ში ჰქონდა ჩასმული, დედამისმა წასვლისას თან წაიღო, როგორც
მისი ვაჟის სოციალური წარმატების სიმბოლო, თუმცა ის, ამავე
დროს, მისგან დისტანცირებასაც აღნიშნავდა.
ნათანმა ამ ფიქრების გაფანტვა სცადა, ასე რომ სწყვეტდა გულს.
ახლა ექვს საათზე ცოტა მეტი იყო.
მეზობელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომში შევიდა, სადაც
ორ ადგილს ქირაობდა. ერთზე იაგუარის ორადგილიანი მანქანა
იდგა, მეორეზე ‒ მდიდრული მუქი ლურჯი ჯიპი.
ეს უკანასკნელი მაშინ იყიდეს, როდესაც მეორე ბავშვის ყოლა
გადაწყვიტეს. მანქანა მელორის არჩეული იყო. მას ამ ტიპის მანქა-
ნებში ჯდომისას უსაფრთხოებისა და სიმაღლის განცდა ეუფლებოდა
და ეს უყვარდა. ყოველთვის ზრუნავდა ოჯახის დაცვაზე. ყველა გა-
დაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ოჯახის დაცვა იყო.
„ახლა, რა საჭიროა ორი მანქანის ყოლა?” გაიფიქრა ნათანმა და
იაგუარის კარი გამოაღო. უკვე ერთი წელია, ჯიპის გაყიდვა სურდა,
თუმცა დრო ვერ გამონახა. ის იყო ჩაჯდომას აპირებდა, რომ გაახ-
სენდა, გზები, ალბათ, მოყინული იქნებოდა და უმჯობესი იყო, ჯიპით
ემგზავრა.
ჯიპის სალონში ისევ იგრძნობოდა მელორის სუნამოს სურნელი.
გასაღების გადატრიალებისას გაიფიქრა, რომ სპორტულ მანქანას
გაყიდდა, ამ მანქანას კი დაიტოვებდა.
სადგომის ორი სართული აიარა, მაგნიტური ბარათით გასას-
ვლელი გააღო და ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ქალაქში გავიდა.
აღარ თოვდა. ამინდიც ძალიან უცნაური იყო, მუდმივად მერყე-
ობდა სიცივესა და სითბოს შორის.

61
მანქანის სალონის მინი-საბარგულში ლეონარდ კოენის ძველი
დისკი იპოვა, მისი ყოფილი მეუღლის ერთ-ერთი უსაყვარლესი დის-
კი. მელორის განსაკუთრებით ფოლკის მომღერლები უყვარდა და
ისე კი, დავა. რამდენიმე წლის წინ ევროპაში, გენუაში ჩავიდა, რათა
გლობალიზაციისა და მულტინაციონალური ფირმების წინააღმდეგ
გამართულ მანიფესტაციაში მიეღო მონაწილეობა. უკანასკნელი
საპრეზიდენტო არჩევნებისას აქტიურად უჭერდა მხარს რალფ ნა-
დერს და აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრების დროს ვაშინგტონში
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წინააღ-
მდეგ გამართული არც ერთი მანიფესტაცია არ გამოუტოვებია, მე-
ლორი ყველაფრის წინააღმდეგი იყო: ღარიბი ქვეყნების ვალისა და
სიღატაკის, გარემოს გაუარესების, ბავშვთა შრომის. უკანასკნელი
წლების განმავლობაში მთელი ძალით იბრძოდა გენმოდიფიცირე-
ბული საკვების გამოყენების წინააღმდეგ. ბევრი დრო დაუთმო ასო-
ციაციას, რომელიც პესტიციდებისა და სასუქის გარეშე მიწის დამუ-
შავების ტექნოლოგიის დამკვიდრებისთვის იბრძოდა. გაყრამდე
ორი წლით ადრე ნათანი მას რამდენიმე დღით ინდოეთში გაჰყვა სა-
დაც ასოციაციამ ამბიციური პროგრამა წამოიწყო: ადგილობრივ
გლეხებს მოწათმოქმედების ტრადიციული წესის დასაცავდ, ჯანსაღ
მარცვლეულს ურიგებდა.
ნათანი ყოველთვის კრიტიკულად აფასებდა მდიდრების დიდსუ-
ლოვნებას, მაგრამ დროთა განმავლობაში, იძულებული გახდა
ეღიარებინა, რომ მისგან განსხვავებით, ასეთი ადამიანები რაღაცას
მაინც აკეთებდნენ.
ზოგჯერ ცოლის ბრძოლასაც დასცინოდა, თუმცა მისით აღ-
ფრთოვანებული იყო, რადგან კარგად იცოდა, მთელი მსოფლიო
მხოლოდ მისნაირი ადამიანების იმედად რომ ყოფილიყო, უკეთე-
სობისკენ არასოდეს არაფერი შეიცვლებოდა.
გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ არ იყო ინტენსიური,
მაგრამ ნახევარ საათში მდგომარეობა შეიცვლებოდა. ის ქვემო მან-
ჰეტენისკენ წავიდა, მეტზე აღარაფერზე უფიქრია, მხოლოდ კოენის
ხრინწიან ხმას უსმენდა.

62
ფოლი-სკვერს ცოტათი რომ გასცდა, სარკიდან უკანა სავარ-
ძელს გახედა. ერთ-ერთ სავარძელზე ნორმან როკველის ორნამენ-
ტებით გაწყობილი პლედი იდო, რომელიც ახალდაქორწინებულებ-
მა ბლუმინდეილში შეიძინეს და მანქანით მოგზაურობის დროს მას-
ში გახვევა ბონის უყვარდა.
არა, არ ეჩვენებოდა: მანქანის სალონში მელორის სუნამოს
სურნელი ისევ იდგა ‒ ვანილისა და ახალდაკრეფილი ყვავილების
სურნელი ასეთ მომენტებში უსასრულოდ ენატრებოდა. გონებაში
მისი არსებობა ისე ღრმად აღბეჭდოდა, რომ მოეჩვენა, თითქოს
გვერდით მისი ჩრდილი ეჯდა. იქვე, გვერდითა სავარძელზე იჯდა,
თითქოს დაბრუნდა.
მასთან ურთიერთობა სხვანაირი იქნებოდა, ეს ყველაფერი რომ
არ ჩარეულიყო: ფული, განსხვავებული სოციალური წარმომავლო-
ბა და საკუთარი თავისთვის მუდმივად იმის მტკიცება, რომ ის ასეთ
მეუღლეს იმსახურებდა. ძალიან მალე გამოჭედა საკუთარი პიროვ-
ნება, როგორც ცინიზმისა და ინდივიდუალიზმის ნაზავი და სულში
ღრმად ჩამარხა ყველაფერი, რაც მას უსუსურს ხდიდა. ეს ყველაფე-
რი იმისთვის უნდოდა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი საუკეთესო და
საკუთარი სისუსტეების გამო ბოდიშის მოხდა არ დასჭირვებოდა.
ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ შეიპყრო შიშმა, რომ მელო-
რის ვეღარასოდეს ნახავდა. საკუთარი ქალიშვილის გარდა, არც
ოჯახის სხვა წევრი ჰყავდა, არც ნამდვილი მეგობარი. რომ მომკვდა-
რიყო, ვინ ინაღვლებდა მასზე? ჯორდანი? ები?
როდესაც ბრუკლინის ხიდზე გავიდა, ისეთი შთაბეჭდილება დარ-
ჩა, რომ ხიდის დამჭერი ლითონის კაბელებისგან შექმნილი აკვანი
ირწეოდა. ხიდის ორი თაღი კი ყოველთვის გოტიკური სტილის შე-
ნობის იდუმალ შესასვლელს აგონებდა, რომელიც ტყუპის გაქრო-
ბის შემდეგ სამუდამოდ იერშეცვლილი ცათამბჯენების თანამედრო-
ვე ფორმებთან კონტრასტს ქმნიდა. ეს სრული იდიოტიზმი იყო, მაგ-
რამ ყოველთვის, როდესაც ნისლიან დღეებში ამ ადგილზე გაივლი-
და ხოლმე, თითქოს ხელახლა ხედავდა ტყუპი ცათამბჯენის მოციმ-
ციმე ფასადებს, რომელთა სახურავები ცას სწვდებოდა.

63
უეცრად, მას ბრუკლინისკენ მიმავალმა სასწრაფო დახმარების
მანქანების კორტეჟმა ჩართული სირენებითა და ციმციმებით გადა-
ასწრო. სადღაც, ყინულიან ღამეში, მძიმე ავარია უნდა მომხდარი-
ყო. ღმერთო ჩემო, ეს ხომ ნიუ-იორკია! ეს ქალაქი ერთდროულად
უყვარდა და სძულდა. ამის ახსნა არც ისე იოლი იყო.
გონებაგაფანტული მართავდა მანქანას, ამიტომ ქუჩა შეეშალა
და ბრუკლინის მაღლობების ვიწრო ქუჩებში აღმოჩნდა. რამდენიმე
წუთი, ვიდრე ფულტონ-სტრიტზე გასასვლელს იპოვიდა, ამ წყნარ უ-
ბანში მოძრაობდა. იქ მისულმა, მობილური ტელეფონი ამოიღო და
რამდენიმე ხნის წინათ ჩაწერილ ნომერზე დარეკა. ტელეფონში
კარგად გამოფხიზლებული ადამიანის ხმა გაისმა:
– ექიმი ბოული გისმენთ.
ექიმ ბოულის კლინიკა მომსახურების ხარისხით განთქმული
პრესტიჟული დაწესებულება იყო. ნათანის ოფისი ახალმიღებულ
თანამშრომლებს სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალ-
დებულო სრული სამედიცინო გამოკვლევისთვის სწორედ ამ კლი-
ნიკაში გზავნიდა. ბოლო ხანებში კლინიკამ თავისი მოღვაწეობა გა-
აფართოვა – აღმოსავლეთის სანაპიროზე მცხოვრებ შერჩეულ
კლიენტებს დეზინტოქსიკაციის ცენტრის მომსახურებასაც სთავა-
ზობდა.
‒ ნათან დელ ამიკო გახლავართ, „მარბლ-ენდ-მარჩის” კაბინე-
ტიდან. სრული გამოკვლევის ჩატარება მინდა.
‒ მიმღებში გადაგრთავთ, – უპასუხა აშკარად განრისხებულმა
იმით, რომ უბრალო შეხვედრისთვის პირადად შეაწაუხეს.
– არა, ექიმო, თქვენთან მსურს საუბარი.
ექიმი ცოტა ხნით გაჩუმდა, თუმცა სცადა, ისევ თავაზიანი ყოფი-
ლიყო.
– ძალიან კარგი... გისმენთ.
‒ ყველაფრის გამოკვლევა მინდა, ‒ გააფრთხილა ნათანმა: სის-
ხლის ანალიზი, ექოსკოპია, კარდიოლოგიური გამოკვლევა...
‒ დაწყნარდით: ჩვენს სტანდარტულ ფორმულარში ეს ყველაფე-
რი შედის.

64
ნათანს ესმოდა, ტელეფონის მეორე ბოლოში როგორ შეეხო მო-
საუბრე კომპიუტერის კლავიშებს.
‒ გამოკვლევა დაახლოებით.. ათ დღეში დავნიშნოთ, – შესთა-
ვაზა ბოულიმ.
– ათ წუთში, – გადაჭრით უპასუხა ნათანმა.
– თქვენ... თქვენ, ალბათ, ხუმრობთ?
ნათანი პარკ-სლოუპის ოლქამდე მივიდა. შემდეგ პროსპექტ-
პარკის დასავლეთით მდებარე სარეზიდენციო ელეგანტური უბნის-
კენ შეუხვია. ექიმს პროფესიული ტონით მიმართა:
‒ ჩვენმა ოფისმა ფისკალურ საქმესთან დაკავშირებით დაგიც-
ვათ. თუ სწორად მახსოვს, ეს სამი წლის წინათ იყო...
– მართალია, – აღიარა ბოულიმ, რომელიც სულ უფრო და უფ-
რო გაკვირვებული რჩებოდა. ‒ თქვენი სამუშაო ნამდვილად კარ-
გად შეასრულეთ, მე გამამართლეს.
თუმცა, იგრძნობოდა, რომ ჯერ მაინც თავს იცავდა.
‒ ვიცი, – უპასუხა ნათანმა, – ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი
გიცავდათ და ისიც ვიცი, რომ ფისკალურ სამსახურს ზოგიერთი დო-
კუმენტი დაუმალეთ.
– მაგრამ... რისი თქმა გსურთ?
‒ იმის, რომ ხაზინის ადმინისტრაციაში რამდენიმე მეგობარი
მყავს, რომლებიც შესაძლოა, ამ ინფორმაციით დაინტერესდნენ.
‒ ეს თქვენს პროფესიაში მიღებულ ყოველგვარ პრაქტიკას ეწი-
ნააღმდეგება! – გააპროტესტა ექიმმა.
– რასაკვირველია, – დაეთანხმა ნათანი, – მაგრამ სხვა არჩევა-
ნი არ დამიტოვეთ.
პენიტენტ-სტრიტზე გასული შემხვედრი მანქანის ფარების სი-
ნათლემ დააბრმავა.
„იდიოტი!”
მობილური ხელიდან გააგდო და მთელი ყურადღება საჭის სას-
წრაფოდ მარჯვნივ მიტრიალებაზე გადაიტანა. ბეწვზე ასცდა მეორე
მანქანას.
– ალო? – გააგრძელა საუბარი ტელეფონის ხელახლა აღების

65
შემდეგ.
ერთ წამს ეგონა, რომ ბოულიმ ყურმილი დაკიდა, მაგრამ ხან-
გრძლივი დუმილის შემდეგ ექიმმა ისეთი ხმით უპასუხა, რომ ჩანდა,
ბოლომდე დარწმუნებული არ იყო:
– წარმოუდგენელია, რომ ამგვარ შანტაჟს დავემორჩილო. თუ
გგონიათ, შთაბეჭდილება მოახდინეთ...
‒ განა ასეთს რას გთხოვთ, ‒ ამოიოხრა ნათანმა. ‒ დღესვე სრუ-
ლი გამოკვლევის ჩატარება მინდა. რასაკვირველია, კარგად გადა-
გიხდით.
კლინიკის სიახლოვეს მანქანის გასაჩერებელი ადგილი იპოვა.
ღამის სიშავეს განთიადის ცისფერი ცვლიდა. დღე იწყებოდა. კარი
მიხურა, დისტანციური საკეტით მანქანა ჩაკეტა და ლამპიონებით
დამშვენებულ ქუჩას გაუყვა.
ექიმი ბოული ისევ დადუმდა. შემდეგ დათმო:
‒ მისმინეთ, არ მომწონს თქვენი მეთოდები, მაგრამ ვეცდები,
დრო გამოგინახოთ. რომელ საათზე გსურთ მოსვლა?
– უკვე აქ ვარ, – უპასუხა ნათანმა და კლინიკის კარი შეაღო.

66
7

„გარდაცვლილებს ვერ ვხედავთ,


მაგრამ ისინი განა გაქრნენ?!”
ნეტარი ავგუსტინე

ცივ და პირქუშ ოთახში შეიყვანეს, რომელსაც მკრთალი სინათ-


ლე ანათებდა. საწოლზე, თვალში საცემ ადგილზე ლამინირებული
ფურცელი იდო, რომელზეც სრული გამოკვლევის ყველა ეტაპი იყო
ჩამოწერილი. ნათანი მითითებებს უსიტყვოდ დაემორჩილა: გაიხა-
და, ბამბის ხალათი გადაიცვა, ხელები დაიბანა, მიწოდებულ პლას-
ტმასის კონტეინერში მოშარდა და შემდეგ სისხლის ანალიზისთვის
მოემზადა.
ვიზიტი კლინიკის თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავდა. მაგ-
ნიტური ბარათით აღჭურვილი პაციენტი ოთახიდან ოთახში გადა-
დიოდა და სხვადასხვა სპეციალისტს ხვდებოდა.
ეს სიამოვნება სრული კლინიკური დოსიეს შედგენით დაიწყო,
რომელსაც ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი ახორციელებდა. მას
ექიმისთვის არცთუ შესაფერისი გვარი ჰქონდა – ბლექსროუ.
ყურადღებით გასინჯვის შემდეგ, ადვოკატს დაწვრილებით გა-
მოჰკითხა მისი პირადი და ოჯახური დაავადებების შესახებ.
არა, არასოდეს ჰქონია ჯანმრთელობის განსაკუთრებული
პრობლემა, თუ არ ჩავთვლით ათი წლის ასაკში გადატანილ სახსრე-
ბის რევმატიზმსა და ცხრამეტი წლის ასაკში მონონუკლეოზით და-
ავადებას.
არა, არმიაში სამსახურის დროს სექსუალური ძალადობის
მსხვერპლი არ გამხდარა.
არა, არ იცის, რითი გარდაიცვალა მამამისი და საერთოდაც,
გარდაიცვალა თუ არა.
არა, დედა გულსისხლძარღვთა დაავადებით არ გარდაცვლილა.
მას არც დიაბეტი ჰქონია.
ბებია და პაპა? მათ შესახებ არაფერი იცის.

67
ამას მოჰყვა შეკითხვები მისი ცხოვრების წესის შესახებ.
არა, ქალიშვილის დაბადების შემდეგ არც სვამს და არც ეწევა.
დიახ, კოსტიუმის ჯიბიდან სიგარეტი მოუჩანდა („ჩემი კოსტიუმი გაჩ-
ხრიკეს!”) მაგრამ არასოდეს ეწევა: ჯიბეში იმიტომ უდევს, რომ ხე-
ლები დაკავებული ჰქონდეს.
დიახ, ზოგჯერ ანტიდეპრესანტებს იღებს. და ანქსიოლიტიკებ-
საც. ისე, როგორც იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებსაც სტრესუ-
ლი ცხოვრება აქვთ.
შემდეგ სტრესის მკვლევარ სპეციალისტთან გაგზავნეს, სადაც
რთული ტესტები გაიარა, რათა განსაზღვრულიყო მისი პროფესიუ-
ლი და ოჯახური სტრესის მოცულობა.
დიახ, ცოლს გაეყარა.
არა, სამსახურიდან არ დაუთხოვიათ.
დიახ, ცოტა ხნის წინ ახლობლის სიკვდილი გადაიტანა.
არა, არ აქვს იპოთეკით დატვირთული ქონება.
დიახ, მისი ქონებრივი მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ უუკეთე-
სობისკენ.
ძილის რეჟიმი შეიცვალა თუ არა? ამ თვალსაზრისით არასოდეს
ჰქონია რაიმე რეჟიმი და ალბათ, სწორედ ეს იყო მისი პრობლემა.
„მე კი არ ვიძინებ, არამედ როგორც ამბობენ, ძილი თავს მატყდება”.
ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, ექიმმა ყველასთვის
ცნობილი მთელი რიგი რჩევები ჩამოუთვალა, რათა უკეთ გამკლა-
ვებოდა „ფსიქოემოციურ სტრესს”.
ნათანი ყველა რჩევას უსმენდა, თუმცა შინაგანად არ ეთანხმე-
ბოდა:
„სრულებით არ ვაპირებ ჭვრეტაში ჩაძირულ მოძღვრად ვიქცე,
მხოლოდ და მხოლოდ იმის გაგება მინდა, უახლოეს მომავალში
ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ელოდება თუ არა”.
შემდეგ კარდიოლოგიური გამოკვლევებით გაცილებით სერიო-
ზული ამბები დაიწყო.
შვებით ამოისუნთქა როცა დაინახა რომ კარდიოლოგი ჰუმანუ-
რი და მიხვედრილი ადამიანი იყო. ნათანი მას მკერდის არეში იმ

68
ტკივილის შესახებ ესაუბრა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში
რომ აწუხებდა. ექიმმა ყურადღებით მოუსმინა, მისი ტკივილის გა-
რემოებებისა და ზუსტი ინტენსიურობის შესახებ დამატებით ჰკითხა.
წნევა გაუზომა, შემდეგ დატვირთვის პირობებში გულის რიტმის
გასაზომად სთხოვა, მოძრავ ხალიჩაზე გაერბინა.
შემდეგ ელექტროკარდიოგრამის, გულის ექოგრაფიისა და ექო-
დოპლერის დროც დადგა: თუ გულის რაიმე სახის პრობლემა იყო,
აუცილებლად გამოჩნდებოდა.
ვიზიტი ოტოლარინგოლოგთან გაგრძელდა, რომელმაც შე-
უმოწმა ყელი, ცხვირი, სინუსები, ყურები.
აუდიოგრამის გავლაზე უარი თქვა: არა, სმენის პრობლემა არა
აქვს.
საპირისპიროდ, იძულებული გახდა გაევლო ლარინგიტის ფიბ-
როსლოპია და დათანხმებოდა ფილტვების რენტგენით გაშუქებას:
მისი განმარტება მოწევის შესახებ არადამაჯერებლად მიიჩნიეს.
‒ კარგი, კარგი, ხანდახან თითო ღერს ვეწევი, ხომ იცით, ეს რო-
გორც ხდება...
არც სწორი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა სურდა, მაგ-
რამ დაარწმუნეს, რომ პროცედურა უმტკივნეულოა.
როდესაკ უროლოგის კაბინეტის კარი შეაღო, მიხვდა, პროსტა-
ტის შესახებ იქნებოდა საუბარი. ასეც მოხდა.
არა, ღამით მოსაშარდად სამჯერ არ დგება. არა, შარდვისას ტკი-
ვილი არა აქვს. გარდა ამისა, პროსტატის ადენომისთვის ცოტა
ახალგაზრდაა, ასე არ არის?
ვიზიტი ექოგრაფიით დასრულდა, რომლის დროსაც ზონდმა მი-
სი სხეულის სხვადასხვა ნაწილი გააშუქა. პატარა ეკრანზე თავადაც
დაინახა საკუთარი ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ელენთის, შარ-
დის ბუშტის ლამაზი გამოსახულებები.
საათს დახედა: ნაშუადღევის ორი საათი იყო. უჰ! დასრულდა.
თავბრუ ეხვეოდა და გულისრევის შეგრძნება აწუხებდა. ბოლო
რამდენიმე საათში იმდენი სამედიცინო პროცედურა გაიარა, რამ-
დენიც მთელი ცხოვრების განმავლობაში.

69
– თხუთმეტიოდე დღეში შედეგს გაცნობებთ, – გაისმა ხმა მის
ზურგს უკან.
შებრუნდა და ექიმი ბოული დაინახა, რომელიც მკაცრად უყუ-
რებდა.
– როგორ თუ „თხუთმეტიოდე დღეში”?! - წაიბუზღუნა მან. – არ
მაქვს დრო „თხუთმეტიოდე დღე” ვიცადო, გამოფიტული ვარ, ავად
ვარ! უნდა ვიცოდე, რა მჭირს!
‒ დაწყნარდით, ‒ განაგრძო ექიმმა ‒ გეხუმრეთ: გამოკვლევე-
ბის პირველი შეჯამება ერთ საათზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლე-
ბელი.
შემდეგ ადვოკატს დაკვირვებით შეხედა და შეშფოთებულმა უთ-
ხრა:‒ ძალიან დაღლილი იერი გაქვთ. გამოკვლევის პასუხის მიღე-
ბამდე, იქნებ მეორე სართულზე თავისუფალ ოთახში დაისვენოთ,
მედდას გავაფრთხილებ და წასახემსებელს მოგართმევთ.
ნათანი დათანხმდა. სამოსი წამოკრიფა, მეორე სართულზე ავი-
და, მითითებულ ოთახში ტანზე გამოიცვალა და საწოლზე მოცელი-
ლივით დაეცა.
პირველი, რაც დაინახა, მელორის ღიმილი იყო.
მელორი იყო სინათლე. მელორი იყო მზე. ყოველთვის ენერგიი-
თა და სიხალისით აღსავსე, ძალიან გულღია. თავად ნათანს კი ამ
მხრივ პრობლემები ჰქონდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ბინა-
ში მიმდინარე სამღებრო სამუშაოების დროს სიტყვაც კი არ უთქვამს
მღებავისთვის, მელორიმ კი ერთ საათზე ნაკლებ დროში თითქმის
ყველაფერი შეიტყო მისი ცხოვრების შესახებ, დაბადების ადგილით
დაწყებული, შვილების სახელებით დამთავრებული. ნათანს სრუ-
ლებით არ სძულდა ადამიანები, პირიქით, მაგრამ, როგორც წესი,
არ იცოდა, მათთვის რა ეთქვა. „თავის მომაბეზრებელიც” არ იყო.
მელორი ბუნებით იყო ისეთი პოზიტიური, მასზე კი ამას ნამდვი-
ლად ვერ იტყოდი. ცოლისგან განსხვავებით, არასოდეს ჰქონია
ილუზიები ადამიანის ბუნების ნამდვილი არსის შესახებ.
საპირისპირო ხასიათების მიუხედავად, მათი წყვილი წლების
განმავლობაში სრულ ბედნიერებაში ცხოვრობდა. ორივეს ეხერხებ-

70
ოდა საჭირო დროს კომპრომისზე წასვლა. რასაკვირველია, ნათანი
დიდ დროს უთმობდა სამსახურს, მაგრამ მელორი ამას ეგუებოდა.
მას კარგად ესმოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის სოციალურ
წარმატებას. სანაცვლოდ, ნათანი არასოდეს აკრიტიკებდა ცოლის
აქტიურობას საპროტესტო მოძრაობაში, იმის მიუხედავად, რომ ასე-
თი პოზიცია გულუბრყვილოდ ან ანეკდოტურად მიაჩნდა.
ბონის დაბადებამ მათი კავშირი კიდევ უფრო შეადუღაბა. გულის
სიღრმეში სჯეროდა, რომ მათი ოჯახი გაყრის საშიშროებისგან და-
ცული იყო. მაგრამ ერთმანეთს მაინც დასცილდნენ.
სამუშაო იმატებდა, მატულობდა ახალ-ახალი პასუხისმგებლო-
ბებიც. მათი დაშორების მთავარი მიზეზი მისი მხრიდან ოჯახისთვის
დროის გამონახვის შეუძლებლობა იყო, ნათანს ეს კარგად ესმოდა.
მაგრამ მათ ურთიერთობაზე განსაკუთრებით იმოქმედა მათი მე-
ორე შვილის, სამი თვის შონის გარდაცვალებამ.
ეს სამი წლის წინათ მოხდა, ზამთარში, თებერვლის დასაწყისში.
გაურკვეველი მიზეზების გამო მელორი ჯიუტად უარობდა ძიძის
დაქირავებას. არადა, ძალიან ადვილი იყო ბონისა და შონის მოსავ-
ლელად ფილიპინელი ძიძის დაქირავება – ფილიპინელები ხომ
ამერიკაში ასე მრავლად იყვნენ. ასე იქცეოდა მისი ყველა კოლეგა.
მაგრამ მელორის თქმით, მდიდარი ამერიკელების შვილების აღ-
საზრდელად ჩამოსული ქალები სამშობლოში საკუთარ შვილებს
უყურადღებოდ ტოვებდნენ თუ ჩრდილოეთში მცხოვრები ქალების
ემანსიპაცია სამხრეთელების დამონების ხარჯზე უნდა მომხდარი-
ყო, ის – მელორი უექსლერი, ამაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
შვილების აღზრდა მშობლების ვალია და სხვისი არავისი. მამებს კი
აღზრდაში ცოტა მეტი მონაწილეობა უნდა მიეღოთ, ეს იყო და ეს. თუ
თქვენდა საუბედუროდ, შეეპასუხებოდით, რომ ეს ფილიპინელი ძი-
ძა გაწეული სამსახურისთვის არცთუ მცირე ანაზღაურებას იღებდა,
რომლის ნაწილს სამშობლოში გზავნიდა და თავისი შვილების გა-
ნათლებას ახმარდა, მისთვის მის თვალში საზიზღარი ნეოკოლო-
ნიალისტი ხდებოდით და იწყებდა სხვა მსგავს თემებზე საუბარს და
სულ მალე საკუთარ შენიშვნას განანებინებდათ.

71
იმ ნაშუადღევს ოფისი ჩვეულებრივზე ცოტათი ადრე დატოვა. მე-
ლორიმ მშობლებთან მისი ყოველთვიური ვიზიტის შესახებ წინას-
წარ გააფრთხილა. როგორც წესი, ბონიც თან მიჰყავდა ხოლმე, მაგ-
რამ იმ დღეს გოგონას ანგინა ჰქონდა, ამიტომ ის ნიუ-იორკში, მა-
მასთან უნდა დარჩენილიყო.
მელორი საღამოს ექვს საათზე მიფრინავდა. ნათანი ზღურბლზე
შეხვდა. ცოლმა ნაჩქარევად გადაკოცნა და რაღაც ამდაგვარი უთ-
ხრა: ყველაფერი მოგიმზადე: მიკროტალღოვან ღუმელში შეათბობ
ბოთლებს, ეს არის და ეს. და არ დაგავიწყდეს, ჭამას რომ დაასრუ-
ლებს, დააბოყინებინე...”
ნათანი ორ ბავშვთან მარტო აღმოჩნდა. ბონის რაც შეეხება, მის-
თვის საიდუმლო იარაღი ჰქონდა: „ლედი და მაწანწალას” ვიდეოკა-
სეტა მელორის ერთ-ერთი ახირება დისნეის ფილმების ბოიკოტი
იყო იმ მოტივით, რომ მიკი მაუსის პროდუქციას ჩინეთში ან ჰაიტიზე
მძიმე პირობებში მომუშავენი, მათ შორის, ბავშვები, ამზადებდნენ.
მაგრამ ბონი ამ სამოქალაქო აქტს არ აფასებდა, რადგან ბევრი
მულტფილმი უნახავი რჩებოდა.
მას შემდეგ, რაც პირობა ჩამოართვა, რომ დედას არაფერს გა-
უმხელდა, მამამისმა კასეტა გადასცა და კმაყოფილი გოგონა მისა-
ღებ ოთახში ფილმის საყურებლად მოკალათდა.
ნათანმა შონი აკვანში ჩააწვინა, რომელიც თავისი სამუშაო მა-
გიდის გვერდით დადგა. შონი ჯანმრთელი და მშვიდი ჩვილი იყო.
შვიდ საათზე ერთი ბოთლი გამოცალა და დაიძინა. ნათანს, რო-
გორც წესი, ბავშვებთან ყოფნა უყვარდა. პრობლემა ის იყო, რომ იმ
საღამოს მათთან ყოფნის სიამოვნების აღსაქმელად დრო არ ჰქონ-
და. მნიშვნელოვან და რთულ საქმეზე მუშაობდა. მას უკვე მხოლოდ
რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს აძლევდნენ, რაც აიძულებდა,
სულ უფრო ხშირად მიეტანა საქაღალდეები შინ. ამ მდგომარეობას
თავს ძნელად, მაგრამ ართმევდა.
მულტფილმის შემდეგ ბონის მოშივდა („ლედი და მაწანწალას”
ნახვის შემდეგ, რასაკვირველია, სპაგეტი მოითხოვა, სხვა რა უნდა
ეჭამა?). ვახშამი მოუმზადა, მაგრამ მასთან ერთად ჭამის დრო არ

72
ჰქონდა. შემდეგ გოგონა უპრობლემოდ დაწვა დასაძინებლად.
მომდევნო ოთხი საათი თავაუღებლად იმუშავა. შონს ბოლოჯერ
შუაღამისას აჭამა, ბოლოს თავადაც დასაძინებლად დაწვა. ქანცგა-
მოცლილი იყო და დილით ადრე ადგომა სურდა. შონი ნამდვილი
მაღვიძარა იყო. ასაკის მიუხედავად, მთელი ღამე ეძინა და ნათანი
დარწმუნებული იყო, დილის ექვსამდე მშვიდად დაიძინებდა.
მაგრამ მეორე დილით აკვანში მუცელზე მწოლიარე თავისი ბი-
ჭის უსულო სხეული დახვდა. როდესაც ჯერ კიდევ ასე მსუბუქი სხე-
ული ასწია, ვარდისფრად დალაქავებული ზეწარი შენიშნა. შიშის ზა-
რი დაეცა და მაშინვე ყველაფერს მიხვდა.
დარწმუნებული იყო, სიკვდილი სრულ სიჩუმეში მოხდა. მას
ფრთხილი ძილი ჰქონდა, არც ტირილი გაუგონია, არც წამოყვირე-
ბა.
დღეს უკვე კარგად არის ცნობილი ჩვილთა მოულოდნელი სიკ-
ვდილიანობის შესახებ. სხვა მშობლების მსგავსად, ის და მელორიც
გააფრთხილეს, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვილის მუცელზე ძილს. ისი-
ნი ყოველთვის იცავდნენ პედიატრის რეკომენდაციას და შონს ზურ-
გზე აწვენდნენ. ასევე ყურადღებით იყვნენ, რომ ბავშვის სახე ღია
ყოფილიყო და ჰაერს თავისუფლად ემოძრავა, ოთახის ტემპერატუ-
რა ძალიან მაღალი არასოდეს ყოფილა (მელორიმ რთული მოწყო-
ბილობაც კი იყიდა, რომელიც მუდამ 200 C-ს ინარჩუნებდა), ლეიბი
მაგარი არ იყო (ყველაზე ძვირადღირებული, უსაფრთხოების ყველა
ნორმის დაცვით შექმნილი იყიდეს). კიდევ რა შეიძლება გააკეთონ
საუკეთესო მშობლებმა?
რამდენჯერმე ჰკითხეს: ბავშვი ნამდვილად ზურგზე დააწვინა? რა
თქმა უნდა! დიახ! როგორც ყოველთვის. ასე თქვა. მაგრამ სინამ-
დვილეში, ზუსტად არ ახსოვდა ბავშვის ჩაწვენის მომენტი. გონებაში
ეს სცენა ვერ აღიდგინა. ერთადერთი, რაც იმ დაწყევლილი საღამო-
დან ახსოვდა, ის იყო, რომ სრულიად შთანთქა თავისმა სამუშაომ.
ორი ავიაკომპანიის შერწყმის იმ საზიზღარმა საქმემ.
მას, როგორც მამას, არასოდეს დაუწვენია შვილები არამცთუ მუ-
ცელზე, გვერდზეც კი. რატომ უნდა მოქცეულიყო ასე იმ საღამოს?

73
ეს შეუძლებელი იყო. იცოდა, რომ ასეთი რამ არ ჩაუდენია, მაგ-
რამ ბავშვის აკვანში ჩაწვენის მომენტი აღარ ახსოვდა და სწორედ
ეს დაურწმუნებლობა ღრღნიდა, მისი დანაშაულის გრძნობას ზრდი-
და.
შემდეგ იყო მელორი, რომელიც თავს იმის გამოც იდანაშაულებ-
და, რომ მეორე შვილს ძუძუთი არ კვებავდა. თითქოს ეს რამეს შეც-
ვლიდა!
ამ მძიმე გამოცდის შემდეგ, რატომ დაიშალა ეს წყვილი იმის
ნაცვლად, რომ მათი ურთიერთობა განმტკიცებულიყო? ამ კითხვა-
ზე, რომელსაც საკუთარ თავს ყოველდღე უსვამდა, პასუხი არ ჰქონ-
და. ორივემ იგრძნო დაშორების აუცილებლობა.
ეს ასეც მოხდა. საკმაოდ სწრაფად. მოულოდნელად, მასთან
ყოფნა აუტანელი გახდა. როგორ ეცხოვრა ამ მზერის ქვეშ, რომე-
ლიც შეუცნობლად, შონის სიკვდილში ბრალს სდებდა? შინ დაბრუ-
ნებამ აზრი დაკარგა, რაზე უნდა ელაპარაკათ? ისევ წარსულის გახ-
სენება? „გახსოვს, რა ლამაზი იყო? გახსოვს, როგორ ველოდით მის
დაბადებას? როგორ გვეამაყებოდა? გახსოვს, ის ადგილი, სადაც ჩა-
ისახა? უაიტ-მაუნტენში მდებარე შალეში... გახსოვს... გახსოვს...”
აღარ იცოდა, რა ეპასუხა ამ კითხვაზე:
„როგორ გგონია, ნათან, ის ახლა სადღაც ცაშია? როგორ გგო-
ნია, სიკვდილის შემდეგ რა ხდება?”
არაფერი იცოდა. არაფრის სჯეროდა. მის სულში ეს პირდაღებუ-
ლი ჭრილობა, უსასრულო ტკივილი, შვილის მიტოვების საზარელი
გრძნობა დარჩა.
ის დაბნეული, მოტეხილი იყო. ძალიან დიდხანს მისი უიმედობა
ისეთი უკიდეგანო იყო, რომ აღარაფერი სურდა, რადგან მისი პატა-
რის გაცოცხლება არაფერს შეეძლო.
ცხოვრება რომ გაეგრძელებინა, სამუშაოში ჩაეფლო. მაგრამ
სამსახურში, ყველგან, სადაც კი გამოჩნდებოდა, ყველგან ერთს
ეკითხებოდნენ: როგორ არის შენი ცოლი?
ყოველთვის მისი ცოლი. და ის? თავისი ტკივილისთვის თავად
უნდა მოევლო. ვის შესტკიოდა მასზე გული? არასოდეს უკითხავს ვი-

74
ნმეს, თავს როგორ გრძნობდა. ეგონათ, ძლიერი იყო.A tough man1.
ის ხომ ასეთი იყო თავის პროფესიაში, ასე არ არის? მტკიცე, შეუვა-
ლი და ულმობელი, რომელსაც ცრემლების ღვრისა და უიმედობის
უფლება არ ჰქონდა.
ნათანმა თვალები გაახილა და საწოლიდან წამოხტა. იცოდა, ამ
ტკივილს ვერასოდეს ვერაფერი დაუამებდა. რასაკვირველია, იყო
დღეები, როდესაც თავის გოგონასთან არაჩვეულებრივად ერთო-
ბოდა, სიამოვნებით ვარჯიშობდა, თანამშრომლის ხუმრობაზე ეღი-
მებოდა. მაგრამ ასეთ ეპიზოდებშიც კი შონის მოგონებით გამოწვეუ-
ლი ტკივილი არ ტოვებდა.

ერთი საათის შემდეგ

ექიმ ბოულის პირდაპირ, სავარძელში მჯდომი ნათანი ოქროს-


ფერ ჩარჩოს მისჩერებოდა, რომელშიც ჰიპოკრატეს გამონათქვა-
მის ლათინური თარგმანის პერგამენტი იყო მოთავსებული:
Vita brevis, ars longa, expermentum periculosum, judicum difficile
– სიცოცხლე ხანმოკლეა, ხელოვნება ხანგრძლივი, გამოცდი-
ლება სახიფათო, განსჯა რთული, – თარგმნა ექიმმა. – ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ...
‒ ვიცი, რასაც ნიშნავს, – გააწყვეტინა ნათანმა. – სამართლის
დიპლომი მაქვს, მე პოპვარსკვლავი არა ვარ, რომელიც დეზინტოქ-
სიკაციის კურსის გასავლელად მოვიდა.
– კარგი, ძალიან კარგი, – უპასუხა შემცბარმა ექიმმა.
მან ოცდაათიოდე გვერდისგან შემდგარი დოკუმენტი გაუწოდა,
რომელსაც სამედიცინო დასკვნა ერქვა.
ნათანმა რამდენიმე გვერდი გადაშალა ისე, რომ არც წაუკით-
ხავს, შემდეგ ექიმ ბოულის შეხედა და შეშინებულმა ჰკითხა:
– რას იტყვით?
ექიმმა მოლოდინი რომ გაეგრძელებინა, რამდენჯერმე ამოიოხ

1
მკაცრი

75
რა.
„ეს ტიპი ნამდვილი სადისტია”.
შემდეგ ჩაახველა და ნერწყვი გადაყლაპა.
„მიდი, მითხარი, რომ მალე სულს გავაცხებ!”
– შეგიძლიათ, მენდოთ: ხვალ დილით არ მოკვდებით. თქვენს
ანალიზებში საშიში არაფერია.
– თქვენ... დარწმუნებული ხართ ამაში? მაშ გული...
– მაღალი წნევა არ გაქვთ.
– ქოლესტერინის დონე?
ბოულიმ თავი გააქნია.
‒ არაფერია საშიში, ცუდი ქოლესტერინის დონე ნორმის ფარ-
გლებშია.
– და ეს ტკივილი მკერდში?
‒ სერიოზული აქაც არაფერია: ყველაზე უარესი, რისიც კარდიო-
ლოგს ეშინოდა, ძლიერი სტრესით გამოწვეული გულის ფარული
ანგინა იყო.
‒ არის თუ არა ინფარქტის რისკი? ‒ დაუჯერებელია, ეს მოხდეს.
თუმცა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ტრინიტრინის საფუძველ-
ზე დამზადებულ სპრეის გაგატანთ. მაგრამ დასვენებასთან ერთად
ეს ტკივილი გაივლის.
ნათანმა ექიმს გაწვდილი წამალი გამოართვა. მზად იყო, გადაე-
კოცნა. თითქოს სამტონიანი ტვირთი მოხსნეს.
ექიმი დიდხანს უხსნიდა ჩატარებული ანალიზების შედეგებს,
მაგრამ ნათანი აღარ უსმენდა. მან მთავარი იცოდა: უახლოეს ხანებ-
ში სიკვდილი არ ელოდა!
მანქანაში კიდეგ ერთხელ ყურადღებით გადაიკითხა სამედიცი-
ნო დასკვნის ყველა ნაწილი. ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა: შესა-
ნიშნავ ფორმაში იყო. თავი ასე კარგად არასოდეს უგრძნია. რამდე-
ნიმე წუთში ხასიათი მკვეთრად გამოუსწორდა.
საათს დახედა. ნამდვილად სჭირდება დასვენების ეს დღეები?
ახლა, როცა დამშვიდდა, უკეთესი არ იყო, სამუშაოს დაბრუნებოდა?
ნათან დელ ამიკო ხაზზეა. „ები, უკან გამოითხოვეთ რაითბის დოსიე

76
და გაააქტიურეთ ყველა ჩემი შეხვედრა. შეგიძლიათ, ამ საღამოს
უფრო გვიანობამდე დარჩეთ, ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს!”
არა. უკეთესია, არ იჩქაროს. საკმარისად გონიერია იმისთვის,
რომ მიხვდეს, რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. გარდა ამი-
სა, ბონის ჩამოსაყვანად წასვლაც სურდა.
ჯიპის ძრავი ჩართო და სენტრალ-პარკ-უესტის მიმართულებით
გაემართა.
დალევა და მოწევა მოუნდა. კოსტიუმის ჯიბეში სიგარეტის კო-
ლოფი მოსინჯა და ორი სიგარეტი ამოიღო. „არასოდეს ვუკიდებ, უბ-
რალოდ ჯიბეში მიდევს, ხელები ცარიელი რომ არ მქონდეს”, კიდევ
ერთხელ ჩაილაპარაკა. ამის შემდეგ ორივე სიგარეტს ერთდროუ-
ლად მოუკიდა და გადაიხარხარა. დღეს სიკვდილს მისთვის არ ეცა-
ლა.

77
8

„ნუთუ ამ ცხოვრების სიბნელეში


მართლაც მარტონი ვართ?”

დიალოგი ჯეიმზ კამერონის ფილმიდან


„უფსკრული”

შინ დაბრუნებულმა მაკარონი იბი penne rigatte მოიმზადა ბაზი-


ლიკითა და პარმეზანით, კალიფორნიული ღვინის თანხლებით. სა-
დილის შემდეგ ისევ შხაპი მიიღო, ქიშმირის ყელიანი პულოვერი და
ელეგანტური კოსტიუმი ჩაიცვა.
გარაჟში დაბრუნდა, ჯიპი ადგილზე დატოვა და იაგუარის საჭეს
მიუჯდა. აჰა, ისევ ცოცხლდებოდა! ხვალიდან პარკში სირბილს გა-
ნაახლებს, შემდეგ პიტერს სთხოვს, მედისონ-სკვერ-გარდენში ჩასა-
ტარებელ საკალათბურთო მატჩზე კარგი ადგილის ბილეთები უყი-
დოს. ყუთში ათობით CD დისკი იყო, რომელთა მოსმენა მანქანის
მართვის დროს უყვარდა. ისინი გადაარჩია და ერიკ კლაპტონის
ალბომი ჩადო, მაშინვე მოიხიბლა „ლაილას” ნაცნობი რეფრენით.
აი, ეს იყო ნამდვილი მუსიკა!
დასვენების ამ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაწყვიტა, ასე
მოქცეულიყო: მთელი დრო იმისთვის დაეთმო, რაც უყვარს. ფული
აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ცხოვრობს, შეიძლე-
ბოდა, ცხოვრება უფრო უარესი ყოფილიყო. ნათანმა შვებით ამოი-
სუნთქა. თავს გამოუტყდა, რომ ამჯერად ნამდვილად შეეშინდა. მაგ-
რამ ახლა ტკივილის ნატამალს ვერ გრძნობდა. აი, ასე. ეს ყველაფე-
რი სტრესის ბრალი იყო. ხარკი, რომელიც თანამედროვე ცხოვრე-
ბას უნდა გადაუხადოს, ეს არის და ეს.
მუსიკას ხმა აუწია, ფანჯრის მინა ჩამოსწია და ვიდრე სიმღერა
გუგუნებდა, მთელი ძალით დაიყვირა და ცას შეხედა. მიხვდა, რომ
კალიფორნიული შარდონე ცოტა მეტი დალია, სვლა შეანელა. ახლა

78
ნამდვილად არ იყო საგზაო შემთხვევის დრო.
მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და ქირურგიულ ცენტრში შევი-
და, სადაც წინა დღეს იყო. მაგრამ ექიმი გუდრიჩი არ დახვდა.
‒ ამ დროს პალიატიური მზრუნველობის ცენტრშია ხოლმე, ‒ აც-
ნობა მიმღებში მჯდარმა ქალბატონმა და პატარა ბარათზე ცენტრის
მისამართი ჩაუწერა.
ნათანი გრიგალივით გამოვარდა გარეთ. გარეტისთვის აუცი-
ლებლად უნდა ეცნობებინა სამედიცინო შემოწმების შედეგი.
ხუთი წუთის შემდეგ ცენტრის შენობის წინ იდგა: ეს იყო ნარგავე-
ბით გარშემორტყმული ვარდისფერი გრანიტის შენობა.
პირველ სართულზე კარი შეაღო თუ არა, უცნაური გრძნობა დაე-
უფლა. სინამდვილეში, ეს ადგილი ნამდვილ სამედიცინო დაწესებუ-
ლებას სრულებით არ ჰგავდა არც რთული სამედიცინო აპარატურა
მოგხვდებოდათ თვალში, არც საავადმყოფოებისთვის ჩვეული
მღელვარება იგრძნობოდა.
შესასვლელში ტრადიციული სათამაშოებით მორთული დიდი
ნაძვის ხე იდგა. ხის ძირში საჩუქრების რამდენიმე ყუთი განეთავსე-
ბინათ. ნათანი დიდი კარისკენ გაემართა, რომელიც იმავდროულად
ფანჯარაც იყო და თოვლით დაფარულ, მთლიანად განათებულ პა-
ტარა პარკს გადაჰყურებდა. უკვე ბნელოდა და სინათლეზე მოფარ-
ფატე ფანტელები ჰაერში ირეოდნენ. ფანჯარას მოსცილდა და დე-
რეფანს გაუყვა,რომელმაც დიდ საერთო დარბაზამდე მიიყვანა.
დარბაზის კედელზე მეწამულ-ოქროსფერი ნაჭრები აეკრათ. მთელ
ოთახში, აქა-იქ წყლიან ჭურჭლებში მოტივტივე პატარა ანთებული
სანთლები იყო მიმოფანტული, საიდანღაც დაბალ ხმაზე გამაოგნებ-
ლად ლამაზი საეკლესიო გალობა ისმოდა. ეს ყველაფერი ადამიანს
ერთდროულად სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას უქმნიდა.
რაც შეეხება პერსონალს, ყველა თავის საქმით იყო დაკავებული
და მისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ.
ნათანი ერთხანს გორგოლაჭებიან სავარძელში მჯდომ ჯერ კი-
დევ ახალგაზრდა ქალს უმზერდა. მას გაძვალტყავებული სხეული
ჰქონდა, ხოლო გვერდზე გადაგდებული თავი არაბუნებრივად გაშე-

79
შებოდა. პერსონალის ერთ-ერთი წევრი კოვზით სუპს აჭმევდა, თან
ტელევიზორში ნაჩვენებ პროგრამას განუმარტავდა ტელევიზორში
მულტფილმი გადიოდა.
ნათანმა მხარზე ხელის შეხება იგრძნო.
– გამარჯობა, დელ ამიკო, ‒ უბრალოდ უთხრა გუდრიჩმა, რო-
მელსაც მისი დანახვა არ გაჰკვირვებია. – გინდათ, აქაურობა და-
გათვალიერებინოთ?
– გარეტ, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. ამგვარ დაწესე-
ბულებაში არასოდეს ვყოფილვარ.
ექიმი ოთახების დასათვალიერებლად გაუძღვა. ცენტრში ასიო-
დე ადგილი ჰქონდათ. აქ განუკურნებელი ავადმყოფები ხვდებოდ-
ნენ, ისინი, ვისაც კიბოს უკანასკნელი სტადია, შიდსი ან ნევროლო-
გიური დაავადება ჰქონდა. ბევრი მათგანის ფიზიკური მდგომარეო-
ბა მნიშვნელოვნად იყო შერყეული და ადვოკატი მათ მზერას თვალს
ვერ უსწორებდა.
დერეფნის ბოლოში გაბედა და გუდრინს ჰკითხა:
– აქ მყოფმა ავადმყოფებმა იციან, რომ...
‒ რომ კვდებიან? რასაკვირველია. აქ არავის ვატყუებთ: სიცოც-
ხლის უკანასკნელ საათს ტყუილს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
ნათანი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, გარეტი კი საღამოს შემოვლას
ახორციელებდა. ის გულისხმიერი და ნდობის აღმძვრელი იყო, თი-
თოეულისთვის პოულობდა დროს, რამდენიმე სიტყვა რომ ეთქვა.
ავადმყოფობაზე თითქმის არაფერს ამბობდა: ვინც ოჯახის წევრებმა
და მეგობრებმა მოინახულეს, მათ შესახებ ახალ ამბებს ეკითხებო-
და. სხვებთან ზოგჯერ საკმაოდ დიდხანს საუბრობდა უკანასკნელი
სპორტული შედგეგების, ამინდის ან საერთაშორისო მოვლენების
შესახებ. ის შესანიშნავი ორატორი იყო, რომლის საუბარში იუმორი
მშვენივრად იყო შეხამებული თავისუფლად მეტყველების უნართან.
ყველაზე მძიმე ავადმყოფებიც კი მხიარულდებოდნენ და იშვიათი
იყო შემთხვევა, ოთახი ისე დაეტოვებინა, მათგან დამშვიდობების
ნიშნად ღიმილი არ მიეღო.
„ეს კაცი არაჩვეულებრივი ადვოკატი იქნებოდა”, – გაიფიქრა ნა-

80
თანმა.
სამედიცინო ცენტრში ვიზიტმა ააფორიაქა, მაგრამ ატმოსფერო
ნაკლებად დამთრგუნველი ეჩვენა, ვიდრე წარმოედგინა. თითქოს
სიკვდილმა დროებით უკან დაიხია, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ის
სადღაც აქვე, სულ ახლოს იყო.
გუდრიჩმა რამდენიმე მოხალისე გააცნო, რომლებიც ავადმყო-
ფებს უვლიდნენ. ნათანი გულწრფელად აღფრთოვანდა ამ ადამია-
ნებით, რომლებიც საკუთარი დროის ნაწილს სხვებს უთმობდნენ და
მაშინვე თავისი ცოლი გაახსენდა. მას კარგად იცნობდა და იცოდა,
ის აქ თავს კარგად და თავისუფლად იგრძნობდა, ავადმყოფებს სი-
ნათლესა და იმედს ჩაუსახავდა. მასაც უნდა, ადამიანებთან სიახ-
ლოვე ეგრძნო, მაგრამ ვერასოდეს ახერხებდა სხვებისთვის ასე
გულთბილი ყოფილიყო.
ყველაფრის მიუხედავად, დაწესებულებაში ერთადერთი უსაქმუ-
რი რომ არ ყოფილიყო, ოთახები ჩამოიარა და ყველას მორიდებით
სთავაზობდა დახმარებას: ერთხანს სატელევიზიო გადაცემის შესა-
ხებ ისაუბრა შიდსით დაავადებულ ახალგაზრდა ფოტოგრაფთან,
შემდეგ ტრაქეაამოკვეთილ მოხუცებულს კვებაში დაეხმარა.
კომპოტის უკანასკნელი კოვზის მიწოდებისას ნათანს ხელი აუ-
კანკალდა. ავადმყოფის ჩახველება და ხველის შეტევები აშინებდა
და უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. ამდენი ტანჯვის პირისპირ
მდგომს, საკუთარი ემოციების დამალვა უჭირდა. ბოდიშის მოხდა-
საც აპირებდა, მაგრამ ჩანდა, მოხუცი მის დაბნეულობას ვერც კი ამ-
ჩნევდა.
ამ დროს ოთახში გუდრიჩი შემოვიდა.
– თავს გაართმევთ, დელ ამიკო?
ადვოკატმა კითხვა არად ჩააგდო. მისი მზერა მომაკვდავის გასა-
ოცრად მშვიდ სახეს მიშტერებოდა.
‒ ამ ადამიანს რატომ არ ეშინია? ‒ ხმადაბლა ჩაილაპარაკა
ოთახიდან გამოსულმა.
გარეტმა სათვალე მოიხსნა, მდუმარედ მოისრისა თვალები, თან
ფიქრობდა, რა ეპასუხა ასეთ შეკითხვაზე.

81
‒ ჟილი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი პაციენტია. ის საკ-
მაოდ ხანდაზმულია და კარგად იცის საკუთარი ავადმყოფობის შე-
სახებ. ამან საშუალება მისცა, ყველას გამომშვიდობებოდა და მშვი-
დად შეგებებოდა სიკვდილს.
– ასე ვერასოდეს მოვიქცევი, – დაასკვნა ნათანმა.
– გსმენიათ ასეთი გამონათქვამი: „თუ იმედი დაკარგე, შიშიც
აღარაფრის გაქვს?“ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე:
სიკვდილის შიში მცირდება, როცა ცხოვრების გეგმების დასახვას
თავს დაანებებ.
– როგორ შეიძლება, აღარაფერს ელოდე?
‒ მოდი, ასე ვთქვათ, ჟილი მხოლოდ უკანასკნელ რამეს ელოდე-
ბა, – ფატალისტის ტონით უპასუხა ექიმმა. – მაგრამ თავს ნუ მოიტ-
ყუებთ: ყველა მომაკვდავი სიკვდილს მასავით ასე მშვიდად არ ეგე-
ბება. ბევრი განრისხებული კვდება, ისინი საკუთარი ავადმყოფობის
წინააღმდეგ ჯანყდებიან.
– მათი უკეთ მესმის, – გაკვირვების გარეშე თქვა ნათანმა.
სახეზე უეცრად სევდა აღებეჭდა. გუდრიჩმა გაამხნევა:
– გეყოფათ, დელ ამიკო, ასე ნუ განიცდით! ამ ადამიანებს უპი-
რობო სიყვარული და თანაგრძნობა სჭირდებათ და არა შეცოდება.
ნუ დაგავიწყდებათ, ეს განსაკუთრებული ადგილია: აქ მოხვედრი-
ლი ადამიანების უმეტესობას გააზრებული აქვს, რომ მათთვის ეს
უკანასკნელი შობაა.
‒ მეც მათ რიცხვში ჩამწერეთ? ‒ პროვოკაციულად შეეკითხა ად-
ვოკატი.
‒ ვინ იცის? ‒ მხრები აიჩეჩა გუდრიჩმა.
ნათანს არ სურდა თემიდან გადახვევა. თავში ერთი კითხვა უტ-
რიალებდა: – ეს თქვენისთანა ექიმისთვის იმედგაცრუება არ არის?
– გინდათ, თქვათ... ის, რომ მათი განკურნება შეუძლებელია?
ნათანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– არა, – უპასუხა გუდრიჩმა. ‒ პირიქით: სტიმულის მომცემია,
რადგან რთულია. თუ განკურნება შეუძლებელია, ეს იმას არ ნიშ-
ნავს, მოვლაზე უარი თქვა. ქირურგია დიდ ოსტატობას მოითხოვს,

82
მაგრამ ისეთი რამაა, გულს რომ არ ეხმიანება. აქ ყველაფერი
სხვაგვარადაა. უკანასკნელ წუთებამდე ავადმყოფების გვერდით
ვართ. ეს თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ დამერწმუნეთ, სინამდვი-
ლეში ასე არ არის. სიმართლე გითხრათ, უფრო იოლია საოპერა-
ციო მაგიდაზე ადამიანის გაჭრა, ვიდრე მისი თანხლება სიკვდილის-
კენ მიმავალ გზაზე.
– ჰო, მაგრამ, რაში მდგომარეობს ეს თანხლება?
გუდრიჩმა ხელები გაშალა:
– ეს ერთდროულად რთულიც არის და ადვილიც: შეიძლება,
ავადმყოფს რამე წაუკითხოთ, თმის დავარცხნაში დაეხმაროთ, ბა-
ლიში გაუსწოროთ, პარკში სასეირნოდ გაიყვანოთ... მაგრამ უმეტე-
სად, არაფერს აკეთებთ. თქვენ მხოლოდ მის გვერდით ხართ, მის
ტანჯვასა და შიშს იზიარებთ. უბრალოდ, ყოველთვის მის განკარგუ-
ლებაში ხართ, ყოველთვის მზად ხართ, მოუსმინოთ.
‒ ისევ არ მესმის, როგორ შეიძლება იმას შეეგუო, რომ ყველა-
ფერი მთავრდება.
‒ სიკვდილის უარყოფა გამოსავალი არ არის! ჩვენმა საზოგა-
დოებამ გააუქმა იმქვეყნიურ სამყაროში გადასვლასთან დაკავში-
რებული რიტუალების უმეტესობა და სიკვდილის თემა ტაბუდ აქცია.
ამიტომაც არიან მის პირისპირ ადამიანები ასეთი უმწეონი!
ექიმმა რამდენიმე წამს შეიცადა, შემდეგ დაამატა:
– ამის მიუხედავად, სიკვდილი ანომალია სრულებით არ არის.
ეს სიტყვები ისე ენერგიულად წარმოთქვა, თითქოს სურდა, ნათ-
ქვამის სისწორეში საკუთარი თავიც დაერწმუნებინა.
ორივე მამაკაცი ვესტიბიულში დაბრუნდა. ნათანმა პალტოს ღი-
ლების შეკვრა დაიწყო. მაგრამ წასვლამდე უკანასკნელი რამ უნდა
ეთქვა:
– გარეტ, ყველაფერი ცხადი რომ იყოს, გეუბნებით: თქვენი სრუ-
ლებით არ მჯერა.
– უკაცრავად?
– არ მჯერა იმ ყველაფრის, რაც სიკვდილისა და შიკრიკების შე-
სახებ მომიყევით. არც ერთი სიტყვის არ მჯერა.

83
გუდრიჩს არ გაჰკვირვებია.
‒ ოჰ! მესმის თქვენი: ის, ვინც ფიქრობს, რომ საკუთარ არსებო-
ბას აკონტროლებს, არ დაეთანხმება თავისი შეხედულებების შეც-
ვლას.
‒ გარდა ამისა, ისიც უნდა გაცნობოთ, რომ სრულიად ჯანმრთე-
ლი ვარ. ვწუხვარ, მაგრამ მგონი, შეცდით: მომაკვდავი არ ვარ.
– მოხარული ვარ.
– რამდენიმედღიანი შვებულებაც კი ავიღე.
– კარგად დაისვენეთ.
– მაცოფებთ, გარეტ.
ნათანმა ლიფტის გამოსაძახებლად ღილაკს თითი დააჭირა.
გუდრიჩი ისევ მის გვერდით იდგა და ორაზროვნად უყურებდა.
ბოლოს გადაწყვიტა:
– ჩემი აზრით, კანდისი უნდა მოინახულოთ.
ნათანი გაოცდა.
– კანდისი ვინ არის?
– ახალგაზრდა ქალი სტეიტენ-აილენდიდან. ის სენ-ჯორჯის ცენ-
ტრის coffe shop -ში, Dolce Vita-ში მიმტანად მუშაობს. დილაობით იქ
ხანდახან ყავას გეახლებით.
ადვოკატმა მხრები აიჩეჩა.
– მერე, რა?
– მგონი, ყველაფერი გაიგეთ, ნათან.
უეცრად, თვალწინ კევინის სახე დაუდგა.
– გინდათ, თქვათ, რომ ის....
გუდრიჩმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– არ მჯერა. ამ ქალის წინ ჩაიარეთ და უეცრად ჩვენება იხილეთ?
გარეტმა არაფერი უპასუხა დელ ამიკო იმავე ტონით განაგრძობ-
და:
– უფრო კონკრეტულად, როგორ ხდება? ბრბოში მიდიხართ და
უეცრად თავში „სამგლოვიარო მარშის” მელოდია გაგიელვებთ?
– გეტყვით, მაგრამ არ დამიჯერებთ, ‒ ნაღვლიანად მიუგო გა-
რეტმა. ‒ უეცრად მოთეთრო სინათლეს ამჩნევთ, მაგრამ მხოლოდ

84
თქვენ. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
– აბა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ის, რასაც სულის სიღრმეში გრძნობთ. დარწმუნებული ხართ,
რომ ამ ადამიანს მხოლოდ რამდენიმე კვირის სიცოცხლე დარჩე-
ნია.
– ვფიქრობ, თქვენ ძალიან საშიში ადამიანი ხართ.
‒ მე კი ვფიქრობ, რომ კანდისი უნდა მოინახულოთ, – უბრა-
ლოდ დაამატა გუდრიჩმა.

85
9

„შეხედე, როგორ ვრცელდება ამ პატარა სანთლის სინათლე! კე-


თილი საქმე ასე ანათებს ავისმოსურნე სამყაროში”.
უილიამ შექსპირი

12 დეკემბერი

Dolce Vita Cafe სენ-ჯორჯის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან


სავაჭრო ქუჩაზე მდებარეობდა.
ეს ადგილი დილის რვა საათზე უკვე გამოცოცხლებული იყო,
დახლის წინ ორი გრძელი რიგი გაჭიმულიყო, მაგრამ სწრაფი სერ-
ვისის წყალობით დიდხანს ლოდინი არავის უწევდა. ამ დროს აქ
მუდმივი კლიენტები მოდიოდნენ, ახლომახლო მომუშავენი, რო-
მელთაც დარჩენილ წუთებში კაპუჩინოს დალევა ან ახალი ფუნთუ-
შის მირთმევა სურდათ.
ნათანმა ფანჯარასთან დაჯდომა არჩია და ელოდა, როდის მი-
იღებდნენ შეკვეთას. თვალის ერთი შევლებით გადათვალა მომსა-
ხურე პერსონალის რაოდენობა. ორი კლიენტებს დახლთან ემსახუ-
რებოდა, ორიც დარბაზში იღებდა შეკვეთებს.
მათგან რომელი იყო კანდისი? გუდრიჩი ახალგაზრდა ქალის შე-
სახებ ესაუბრებოდა, მეტი არაფერი დაუზუსტებია.
– რა მოგართვათ, ბატონო?
მასთან მისული მიმტანი წითური ქალი იყო დაღლილი სახით.
ორმოც წელს გადაცილებული იქნებოდა. მკერდზე ნიშანი ჰქონდა
მიკრული, რომელზეც მისი სახელი – ელენი ეწერა.
ნათანმა დილის სრული საუზმე შეუკვეთა, რომელიც მიმტანმა
თითქმის იმწამსვე მიართვა.
ყავას წრუპავდა და თან დახლთან მომუშავე მიმტანებს ათვა-
ლიერებდა. პირველი, წაბლისფერთმიანი, სილიკონით ტუჩებდაბე-
რილი და გოტიკური სტილის მაკიაჟიანი, დაახლოებით ოციოდე
წლის უნდა ყოფილიყო. მისი დიდი მკერდი მამაკაცების ყურადღებ-

86
ას იქცევდა და ისიც არ ერიდებოდა მის წარმოჩენას. კარგად იგ-
რძნობოდა, რომ თავისი იმიჯით თამაშობდა, თავისი ჟესტებით თი-
თოეულის პროვოცირებასა და გამოწვევას ცდილობდა. მეორე, უფ-
როსი ასაკის, უფრო მორიდებული იყო, ტანდაბალი, მოკლედ
შეჭრილი ქერა თმით. სწრაფი და ენერგიული იყო, ერთდროულად
ორი კლიენტის მომსახურება შეეძლო, მაშინ, როდესაც მისი მეზო-
ბელი ერთსაც ძლივს აუდიოდა. მის სამოსში არაფერი იყო გამომ-
წვევი. სიმპათიური გოგონა იყო, ჩვეულებრივი შესახედაობის, ვულ-
გარულობის გარეშე.
ინსტინქტურად, ნათანი მიხვდა, რომ ის იყო. წინათგრძნობის
დასადასტურებლად, ხელსახოცის ასაღებად დახლს მიუახლოვდა.
რაც შეიძლებოდა ახლოს მივიდა და ქერათმიანი მიმტანის სამკერ-
დეზე სახელის წაკითხვა შეძლო.
მას კანდის კუკი ერქვა.
კაფეში დაახლოებით ნახევარ საათს დარჩა, შემდეგ თავს და-
ეკითხა, აქ რას აკეთებდა. გუშინ მტკიცედ გადაწყვიტა, გუდრიჩის
ნათქვამი საბოლოოდ დაევიწყებინა. და მაინც, ამ დილით დიდხანს
არ უყოყმანია და სტეიტენ-აილენდისკენ გამოსწია. ამის მიზეზი
ცნობისმოყვარეობა იყო? ეიფორია საკუთარი ჯანმრთელობის გა-
მო? თუ შიში, რომ გუდრიჩი ექიმებზე ძლიერია? ალბათ, ყველაფე-
რი ერთად. გარეტი მას მართლაც რთულ მდგომარეობაში აგდებდა!
უნდა ითქვას, რომ კევინის თვითმკვლელობის შემდეგ ერთგვარი
სიმძიმე დაეუფლა. ყველგან საშიშროებას გრძნობდა თავისთვის და
თავისიანებისთვის. ამიტომაც უნდოდა, კანდისისთვის თვალი მი-
ედევნებინა. მაგრამ აქ მთელი დილა ვერ დარჩებოდა. საუზმე უკვე
დიდი ხნის დასრულებული ჰქონდა და მალე ალბათ, მისი აქ ყოფნაც
შესამჩნევი გახდებოდა. გარდა ამისა, ასეთ წყნარ უბანში ახალგაზ-
რდა ქალს რა ხიფათი უნდა შემთხვეოდა?
ქუჩაში გავიდა. მექანიკურად შეიძინა Wall Street Journal, შემდეგ
ცენტრში არსებულ რამდენიმე მაღაზიაში შეიარა. ამ შესაძლებლო-
ბით ისარგებლა და საშობაო საჩუქრები შეიძინა. საჩუქარი ბევრი
არ იყო: რამდენიმე პარტიტურა და მუსიკალური კომპიუტერული პრ

87
ოგრამა ბონისთვის, ერთი ბოთლი კარგი ფრანგული ღვინო ების-
თვის, სიგარების საჭრელი იმ იდიოტი ჯორდანისთვის. მელორის-
თვის რამის შეძენას აზრი არ ჰქონდა: ის არაფერს მიიღებდა და თა-
ნაც, მათ შორის კიდევ უფრო დაძაბავდა ურთიერთობას.
ისევ ჯიპში ჩაჯდა ‒ იმ დღეს ეს მანქანა აირჩია, რადგან იაგუარზე
ნაკლებად თვალშისაცემი იყო და კაფეს მოპირდაპირე მხარეს გა-
აჩერა. ჩავლისას ვიტრინაში შეიხედა: პრობლემა არ უნდა წარმოქ-
მნილიყო, კლიენტების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ კანდისი
ისევ თავის სამუშაო ადგილზე იყო.
მაშ ასე, მთელ დილას აქ ვერ გაატარებდა. გასაღების გადატრია-
ლება დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა. თითქოს რაღაც არარაციონა-
ლური ძალა ადგილიდან წასვლის ნებას არ აძლევდა. ინსტინქტს მი-
უგდო ყური და გაზეთი გაშალა.საფარში მჯდარ დეტექტივს ჰგავდა.
თორმეტის ნახევარზე მობილურმა დარეკა.
– გამარჯობა, მამიკო.
– ბონი? სკოლაში არ ხარ?
‒ დღეს გაკვეთილები არ გვაქვს, სკოლის შენობაში უსაფ-
რთხოების სამსახურის წვრთნა ტარდება.
– რას აკეთებ?
‒ ვსაუზმობ, ‒ მთქნარებით უპასუხა გოგონამ. ‒ არ დაგავიწ-
ყდეს, აქ დილის რვა საათია.
– დედიკო სად არის?
– ჯერ ისევ საშხაპეშია.
ბონისთვის მამასთან დარეკვა ნებისმიერ დროს ნებადართული
იყო. ეს წესი მელორიმ და მან დააწესეს. კიდევ ერთხელ გაიგონა
მთქნარების ხმა.
– გუშინ გვიან დაწექი?
– აჰა. ვინსმა საღამოს კინოში წაგვიყვანა.
სხეულში თითქოს მუხტმა დაუარა. რამდენიმე თვეა მისი ცოლი
დროდადრო ძველ მეგობარს, ვინს ტაილერს ხვდებოდა, როგორც
ეს უნივერსიტეტში სწავლების პირველ წელს ხდებოდა. ვინსი მდი-
დარ კალიფორნიულ ოჯახში დაიბადა და უექსლერების ოჯახში დი-

88
დი ხანია დაიარებოდა. როგორც ნათანი მიხვდა, ის მშობლების
კუთვნილი კოსმეტიკური ფირმის დივიდენდებით ცხოვრობდა. რამ-
დენიმე წლის გაყრილი იყო. ახლა, მელორის სან-დიეგოში გადას-
ვლის შემდეგ, მასთან ხელახალი დაახლოების იმედი გაუჩნდა.
ნათანს სძულდა ის ყველაფერი, რისი განსახიერებაც ტაილერი
იყო. და ეს ზიზღი ორმხრივი გახლდათ.
თუმცა ყოველთვის, როდესაც თავისი გოგონა მის შესახებ ესა-
უბრებოდა, არასოდეს უცდია ტაილერის შეურაცხყოფა, იმის გათვა-
ლისწინებით, რომ შესაძლოა, მელორის ცხოვრების გაგრძელება
ვინსთან სურდა. ბონი, რომელმაც მტკივნეულად გადაიტანა მშობ-
ლების გაყრა, დედამისთან რომელიმე მამაკაცის მიახლოებისთა-
ნავე ძალიან აგრესიული ხდებოდა. უფროსების დავით მდგომარეო-
ბის გამწვავება საჭირო არ იყო.
– საღამო კარგად გაატარეთ? – ჰკითხა შვილს.
– კარგად იცი, რომ ვინსი არ მომწონს.
„ცამდე მართალი ხარ, საყვარელო”.
‒ მისმინე, ბონი, თუ ერთ დღეს დედაშენი ხელახლა გათხოვებას
გადაწყვეტს, არ უნდა გეწყინოს.
– რატომ?
– დედა უსაფრთხოდ უნდა იყოს და შესაძლოა, ვინმე, ვთქვათ,
ვინსი აღმოჩნდეს ის ადამიანი, ვინც თქვენზე უნდა იზრუნოს.
– მე დედ-მამა უკვე მყავს და ისინი ზრუნავენ ჩემზე.
– რასაკვირველია, მაგრამ არავინ იცის, ცხოვრებაში რა მოხდე-
ბა.
გუდრიჩის სიტყვებზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა. თუ მართალია,
რასაც ის ამბობს? თუ სიკვდილმა უკვე კარზე მიუკაკუნა?
– რა უნდა მოხდეს?
– არ ვიცი.
‒ ვინსი მამაჩემი არ არის.
– რასაკვირველია, არა, საყვარელო.
არნახულ ძალისხმევად დაუჯდა, რომ ბოლოს და ბოლოს ეთქვა:
‒ შეიძლება ვინსი სრულებით არ არის ცუდი ბიჭი, და დედა ბედ-

89
ნიერი იყოს, თუ მას ცოლად გაჰყვება.
– ადრე ამბობდი, რომ ჩერჩეტია.
– ნუ უზრდელობ, ბონი! ასეთი სიტყვები არასოდეს გამოიყენო.
‒ შენ თვითონ თქვი, როცა დედას ვინსის შესახებ ელაპარაკებო-
დი!
– მე ის მართლაც არ მეხატება გულზე, – გამოტყდა ნათანი. –
მაგრამ, ალბათ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ერთ წრეს არ ვეკუთვნით. იცი,
ვინსისნაირ ადამიანებზე ამბობენ, რომ ქუდბედიანები დაიბადნენ.
გოგონამ გაკვირვებით გაიმეორა:
– ქუდიანები?
– არა, საყვარელო, ქუდბედიანები. გამოთქმაა ასეთი და ისეთ
ადამიანს აღნიშნავს, რომლის ოჯახიც მუდამ მდიდარი იყო, ვინს
სწავლის ფულის გადასახდელად მუშაობა არ სჭირდებოდა.
„მე კიდევ მანქანებს ვრეცხავდი და ბრუკლინის აყროლებულ
საწყობებში წელში ვწყდებოდი”.
– დედიკო და ვინსი ახალგაზრდობაში ერთად იყვნენ?
– ხმადაბლა ილაპარაკე, საყვარელო, შეიძლება დედიკოს არ
მოეწონოს, ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ.
თითქოს მის დამშვიდებას ცდილობსო, გოგონამ ჩაიჩურჩულა:
‒ ყველაფერი კარგადაა, ჩემს ოთახში ავედი, რადიატორთან
ვთბები.
მაშინვე წარმოიდგინა თავისი გოგონა ჰელოუინის გოგრებიან
პიჟამასა და ჰარი პოტერის ფაჩუჩებში ჩაყოფილი პატარა ფეხებით,
აღმერთებდა, როდესაც შვილს საიდუმლოს ანდობდა.
– სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, – აღიარა ნათანმა,
– მაგრამ ეს ყველაფერი არასერიოზული იყო.
ბონი ცოტა ხანს დუმდა, ჩანდა, რაღაცაზე ფიქრობდა. შემდეგ გა-
დაჭრით შენიშნა:
– კი, მაგრამ, ასე დედიკოც ბედქუდიანია!
‒ ქუდბედიანი, საყვარელო. ჰო, შეიძლება ითქვას, ასეც არის.
მაგრამ ის სხვაა: მას არ სძულს ადამიანები, რომლებიც მის წრეს არ
ეკუთვნიან. ის თავაზიანია.

90
– ჰო, ეს ნამდვილად ასეა.
‒ შენც ასეთი უნდა იყო, გესმის? ამრეზით არ უნდა ექცეოდე მათ,
ვინც სკოლაში დამლაგებლად ან სასადილოში მუშაობს. შეიძლება
ბევრი ფული არ გქონდეს, მაგრამ პატივისცემის ღირსი იყო, ხომ გა-
იგე?
რაკი გოგონა ჭკვიანი იყო, მაშინვე შეახსენა მისივე ნათქვამი:
– კი, მაგრამ... შენ არ ამბობდი, ამერიკაში ვისაც სურს, ბევრი
ფული ჰქონდეს, ამას აუცილებლად მიაღწევსო?
‒ რას იზამ, ხანდახან, სხვების მსგავსად, მეც სისულელეებს ვამ-
ბობ.
‒ მდიდრები უნდა მეზიზღებოდეს?
– არავითარ შემთხვევაში! ადამიანებს არა ფულის რაოდენობის,
არამედ მათი საქციელის მიხედვით უნდა აფასებდე. გაიგე?
– გავიგე, მამიკო.
შემდეგ, თითქოს საიდუმლოდ ანდობსო, უთხრა:
– იცი, არ მჯერა, რომ დედიკოს ვინსი უყვარს.
ამ შენიშვნით გაოცებული ერთხანს დუმდა, შემდეგ უპასუხა:
‒ ზოგჯერ არ არის აუცილებელი გიყვარდეს ის, ვისთან ერთადაც
ცხოვრობ.
„რატომ ვამბობ ასეთ რამეს? ის ხომ სულ პატარა გოგონაა. ამის
გაგებას ვერ შეძლებს”.
‒ მაგრამ ასე მგონია, დედიკოს ცხოვრებაში სიყვარული სჭირ-
დება.
მელორის ხმა მოესმა, რომელიც შვილს სამზარეულოდან ეძახ-
და.
– უნდა წავიდე, – უთხრა ბონიმ და თავისი ოთახის კარი გააღო.
– კარგი, პატარავ.
მაგრამ წასვლამდე ეს უჩურჩულა:
– იცი რა, დარწმუნებით ვიცი, დედიკოს ვინსი არ უყვარს.
– საიდან იცი?
– ქალები ასეთ რამეს ხვდებიან.
ისეთი საყვარელი იყო, ამას რომ ამბობდა. თავისი მღელვარება

91
რომ დაეფარა, თითქმის გაბრაზებულმა უპასუხა:
‒ შენ ქალი კი არა, პატარა გოგონა ხარ და სასწრაფოდ უნდა და-
ასრულო შენი საუზმე. მაგრამ ძალიან მიყვარხარ, ციყვუნია. ყველა-
ზე მეტად ამქვეყნად.
– მეც მიყვარხარ, მამიკო.
ნათანმა მანქანაში გათბობას აუწია და იმაზე დაფიქრდა, რაც
შვილმა ეს-ესაა უთხრა.
სიმართლე ითქვას, მისთვის გაუგებარი იყო, რა შეიძლებოდა
ეგრძნო მის ცოლს ვინსის მიმართ: თვითკმაყოფილი და ამპარტავა-
ნი ვინსი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც თავისი წრის ადა-
მიანებსაც კი ქედმაღლურად უყურებდა.
მაგრამ ასეა თუ ისე, ალბათ ვინსს შეიძლებოდა წარმატების იმე-
დი ჰქონოდა. ის ადგილზე იყო ‒ მელორთან ახლოს, მისი ნახვა ყო-
ველდღე შეეძლო და რაც მთავარია, ყოველთვის მის განკარგულე-
ბაში იყო. ნათანი, პირველად ცხოვრებაში, თავს გამოუტყდა, რომ
შესაძლოა, მელორი სამუდამოდ დაკარგა.
უცნაურია, მაგრამ გაყრის დროსაც კი დარწმუნებული იყო, ერთ
მშვენიერ დღეს დაუბრუნდებოდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი და-
შორებაა. თავის მხრივ, არც ერთ ქალთან ურთიერთობის წამოწყება
არ უცდია. გაყრის შემდეგ ორი-სამი პაემანი ჰქონდა, მაგრამ ყვე-
ლაფერი მალევე დასრულდა, სერიოზული გაგრძელების გარეშე.
ყოველ შემთხვევაში,მელორი ვერავინ გადაწონა.
განძეულზე მონადირის მსგავსად, ის სანტაკი-ჰიფის ტბის ტალა-
ხიან ტალღებში ჩაეშვა. და ამის შემდეგ მისი სიყვარული კიდევ უფ-
რო ურყევი იყო.
კანდისმა სამუშაო ნაშუადღევის ორ საათზე დაასრულა.
გახუნებულ ჯინსსა და ტყავის ქურთუკში გამოწყობილი,coffee
shop -ის სიახლოვეს გაჩერებულ ძველ პიკაპში ჩაჯდა. ნათანმა გა-
საღები გადაატრიალა და შეუმჩნევლად აედევნა. ამ დროს მოძრაო-
ბა ჯერ კიდევ ასატანია როგორც ეს ფილმებშია, პირველივე წითელი
შუქნიშნით ისარგებლა, თავის წინ ორი მანქანა გაუშვა. რაკი არა-
სოდეს არავის ასდევნებია მანქანით, ეშინოდა, ქალს არ შეემჩნია.

92
პიკაპი ქალაქის ცენტრიდან გავიდა და სამხრეთისკენ გაემართა.
კანდისი ოციოდე წუთის შემდეგ პოპულარულ, მაგრამ წყნარ სარე-
ზიდენციო უბანს მიადგა და პატარა მიწის ნაკვეთის წინ აგებულ პა-
ვილიონთან შეჩერდა.
„ნუთუ აქ ცხოვრობს?”
ზარის დარეკვის შემდეგ კარი მსუქანმა, მხიარულსახიანმა ქალ-
მა გაუღო. კანდისი შინ შევიდა და ხუთი წუთის შემდეგ გამოსულს
ხელში დაახლოებით ერთი წლის ბიჭუნა ეჭირა, რომელიც თითქმის
ჩაკარგულიყო მისთვის მეტისმეტად დიდ ავიატორის ქურთუკში.
‒ კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ, ტანია, ‒ მხიარულად დაუძა-
ხა ქალს.
ბავშვი ხელში ეჭირა და გულში მაგრად იკრავდა. ბიჭუნას თავზე
ხასხასა წითელი ქუდი დაახურა.
კანდისმა ბავშვი უკანა სავარძელზე გულდასმით დააბა და გზა
მეზობლად მდებარე სუპერმარკეტისკენ გააგრძელა. ავტოსადგომ-
ზე ბიჭუნა მაღაზიის გორგოლაჭებიან კალათაში ჩასვა და თაროების
შემოვლას შეუდგა.
ყიდვისას არ ჩქარობდა, როგორც ჩანს, საყიდლებზე გამოყოფი-
ლი თანხის გადახარჯვა არ სურდა. ყოველ ჯერზე ნაკლები ღირებუ-
ლების პროდუქციას ირჩევდა, თუმცა ჩანდა, რომ ეს პროცესი სი-
ამოვნებდა. ხშირად ჩერდებოდა და ბიჭუნას ყურში რაღაცასს უჩურ-
ჩულებდა, კოცნიდა და თითით მიანიშნებდა ორიგინალურ პროდუქ-
ტებზე: „ნახე, ჯოშ,რამხელა თევზია! აბა, იქით გაიხედე, ხედავ იმ
ლამაზ ანანასს?”
ბავშვი ღიმილად იყო ქცეული, ფართოდ გახელილი თვალებით
გაოცებული ათვალიერებდა ყველაფერს. კანდისმა რამდენჯერმე
გაუმეორა, რომ ძალიან ლამაზია, ძალიან საყვარელი და პატარას
ზეფირის პატარა პაკეტი უყიდა.
ნათანი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ქალი თავისი ცხოვრებით კმაყო-
ფილი იყო და მისი ბედნიერება სრულებით არ იყო გამოგონილი.
თავს ეკითხებოდა, ვინმესთან ერთად ცხოვრობდა, თუ მარტოხე-
ლა დედა იყო. უფრო მეორე მოსაზრებას ემხრობოდა, მაგრამ როდ-

93
ესაც კანდისმა ალკოპოლური სასმელების განყოფილებაში ერთი
შეკვრა ბუდვაიზერის ლუდი იყიდა, მაშინ კი დაეჭვდა.
ძნელად წარმოსადგენი იყო, ლუდი თავად დაელია.
სადგომზე სულ ახლოს ჩაუარა ქალს. მას აუღელვებელი სახე
ჰქონდა. ბავშვს შეხედა და თავისი ვაჟი გაახსენდა.
კანდისი პიკაპში ჩაჯდა. ნათანი ისევ უკან მისდევდა, პატარა კუნ-
ძულის გავლით. პატარა გორაკებით დაფარული სტეიტ-აილენდი
ნიუ-იორკზე მეტად ნიუ-ჯერსისთან იყო ახლოს. აქ ნაკლებად იგ-
რძნობოდა ვილიჯისთვის დამახასიათებელი სტრესი, ბევრი კერძო
სახლი და მანჰეტენისგან განსხვავებით, ნაკლებად აგრესიული, უფ-
რო ოჯახური გარემო იყო.
ამ გარეუბნის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ,
რაც ბრუკლინის ნახევრად დანგრეული უბნების მცხოვრებთა ნაწი-
ლი აქ გადმოვიდა სიმშვიდისა და უსაფრთხოების საძიებლად. მაგ-
რამ მანჰეტენის მკვიდრნი ამ ადგილს მაინც ტეტიურად და სოფლად
მიიჩნევდნენ. რაც შეეხება სტეიტენ-აილენდის მოსახლეობას, მათ
მანჰეტენთან ადმინისტრაციული ერთიანობის გაწყვეტა გადაწყვი-
ტეს, რადგან მობეზრდათ მფლანგველი მეზობლის გამო გაზრდილი
გადასახადების გადახდა.
კანდისმა გეზი იმ სახლისკენ აიღო, სადაც შვილი ჰყავდა დატო-
ვებული, მაგრამ ამჯერად ტანიას პავილიონთან არ შეჩერებულა.
მან მარჯვნივ შეუხვია და მოასფალტებულ გზას დაადგა, რომელიც
უბნის უკანასკნელ სახლამდე მიდიოდა.
ადვოკატმა მანქანა სახლიდან ორმოცდაათიოდე მეტრის მოშო-
რებით გააჩერა. გაახსენდა გასულ წელს ბონისთან ერთად სტოუვ-
მაუნტეინში გატარებული არდადეგების დროს ნაყიდი ბინოკლი.
სად ჯანდაბაში უნდა შეენახა? უკანა სავარძელზე კარგა ხანს ეძება
და ბოლოს ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ აღმოაჩინა. მაშინვე მო-
იმარჯვა და კანდის კუკის სახლისკენ გაიხედა.
ახალგაზრდა ქალი მამაკაცთან ერთად იდგა და იცინოდა.
ეს იყო მაღალი, გამხდარი, სამოციოდე წლის კაცი, თავზე ბეის-
ბოლისტის ქუდითა და ყურთან დამაგრებული სიგარეტით. ნათანმა

94
კლინტ ისტვუდს შეადარა.
„შეიძლება მამამისია”.
კაცმა საქმიანობა ‒ ვერანდას ღებვა ‒ შეწყვიტა და კანდისს მან-
ქანის საბარგულიდან ყავისფერი ქაღალდის პაკეტების ამოლაგება-
ში მიეხმარა. ჩანდა, ორივენი ერთმანეთს კარგად უგებდნენ.
„კლინტმა” ბავშვი მანქანიდან გადმოიყვანა. ბიჭუნამ ტკბილეუ-
ლის პარკში ხელი მოაფათურა და ერთი ზეფირი ბაბუას პირში ჩა-
უდო, მანამდე კანდისმა მანქანა გარაჟშიშეიყვანა.
„ნამდვილად აქ ცხოვრობს”.
კანდისმა ჯოში შინ შეიყვანა, სიგარეტიანმა მამაკაცმა კი ჯაგრი-
სების წმენდა გააგრძელა. ქალმა მას ახლახან ნაყიდი ბუდვაიზერის
ბოთლი გამოუტანა, „კლინტმა” მადლობა გადაუხადა, მხარზე ხელი
მოხვია და ორივენი შინ შევიდნენ.
უმზეო დღე იყო და უკვე ღამდებოდა. მისაღებ ოთახში სინათლე
აინთო, სამი სილუეტი ჩინური ჩრდილების თეატრის თოჯინებივით
მოძრაობდა. სიცილის ხმა ტელევიზორის ხმაურს უერთდებოდა. ნა-
თანი თავს დაეკითხა, ეს ახალგაზრდა ქალი ისევ მამასთან რატომ
ცხოვრობდა.
მანქანაში დიდხანს გაუნძრევლად იჯდა, სხვების ბედნიერებას
შესცქეროდა.
შინ დაბრუნებული ადამიანები დღის განმავლობაში მომხდარზე
საუბრობდნენ და ყოველდღიურ ცხოვრებას ერთმანეთს უზიარებ-
დნენ, მომავალ უქმეებს გეგმავდნენ... მას კი მსგავსი არაფერი
ელოდა.
ცოტათი თავი შეებრალა და გათბობას კიდევ აუწია. შემდეგ ბი-
ნოკლი გადადო, რადგან არ ესიამოვნა, სხვების ჭვრეტით რომ იყო
დაკავებული.
წასვლას აპირებდა, როდესაც მობილურის სიგნალი გაისმა.
ეგონა ოფისიდან რეკავდნენ, მაგრამ მესიჯი დახვდა:
„თქვენი ელფოსტა შეამოწმეთ.
გარეტ გუდრიჩი”.
კიდევ, რა უნდოდა? რამდენიმე წამს ფიქრობდა, შემდეგ მანქან-

95
ის სალონში შუქი ჩართო, ჩანთიდან ლეპტოპი ამოიღო და გახსნა.
სამუშაო სისტემის ჩამოტვირთვის შემდეგ მობილური ტელეფონის
ინფრაწითელი პორტი გაააქტიურა და ელფოსტის სანახავად კომ-
პიუტერს მიუერთა. მხოლოდ სამი ახალი მეილი იყო.
პირველი ებისგან იყო: „არდადეგების სასიამოვნოდ გატარებას
გისურვებთ თქვენ და ითქვენს გოგონას”. შემდეგ, ჩვეულებისამებრ,
მესიჯს ციტატა ჰქონდა მიმატებული:„მამაკაცი, რომელსაც ოჯახის-
თვის დრო არ რჩება, ვერასოდეს იქნება ნამდვილი მამაკაცი”.
ნათანს გაეღიმა. ეს თამაში -გამოცნობა ‒ მათ გამოიგონეს, რო-
მელი კინოფილმიდან იყო მოყვანილი რეპლიკა. ამჯერად ადვილი
გამოცანა შეხვდა. დააჭირა ღილაკს: „პასუხი გამომგზავნს” და მხო-
ლოდ ეს სიტყვები აკრიფა: „ვიტო კორლეონე, ნათლია”.
მეორე მეილში ბონის ფოტო იყო. ლოყასთან თავისი საყვარელი
კურდღელი, ბაგსი მიეხუტებინა.
მას შემდეგ, რაც მელორიმ საუკეთესო ფოტოკამერა უყიდა, შვი-
ლი დროდადრო თავის შექმნილო ფოტომონტაჟს უგზავნიდა. ახალ
მუყაოს ფურცელზე კომიქსის ბუშტის ფორმის გამოსახულება გამო-
ეჭრა, რომელიც თავზემოთ ეჭირა და მასში ეწერა:
„ბაგსი და მე მომავალ შაბათს მოუთმენლად გელით”.
დიდხანს დასცქეროდა ფოტოს. როგორც ყოველთვის, ახლაც
მოიხიბლა შვილის ლამაზი სახით: გრძელი აწეწილი თმა, ეშმაკური
თვალები, რომლებიც მელორისას ჰგავდა და პაწია კბილები, ერ-
თმანეთისგან ოდნავ დაშორებული, რის გამოც მისი ღიმილი ასეთი
საყვარელი იყო.
კარგად ვერც კი მიხვდა რატომ, მაგრამ ერთდროულად თავი
ბედნიერადაც იგრძნო და სევდიანადაც.
მესამე მეილის გახსნას დიდი დრო დასჭირდა, რადგან ის MPEG
ფორმატში იყო. ამ ტექნოლოგიას კარგად იცნობდა: დღეს ციფრუ-
ლი კამერით შესაძლებელია ვიდეორგოლის გადაღება, რომელიც
მეხსიერების ბარათზე ინახება და კომპიუტერის მეშვეობით მეილით
იგზავნება.
ნათანმა გამომგზავნის მისამართი შეამოწმა. იგი გუდრიჩის სამ-

96
სახურებრივი მეილიდან იყო გამოგზავნილი. ფილმის ჩამოტვირ-
თვას დაელოდა, შემდეგ გამოსახულება მთელ ეკრანზე გახსნა გა-
მოსახულება ძირითადად სუფთა იყო, თუმცა რამდენიმე ადგილას
წყდებოდა.
ეკრანის ქვედა კუთხეში გამოსახულ თარიღს დახედა: დაახლოე-
ბით სამი თვის წინ იყო გადაღებული.
პირველი ნაწილი მანქანის ფანჯრიდან გადაეღოთ. საგზაო ნიშ-
ნების მიხედვით, ტეხასი უნდა ყოფილიყო. კერძოდ კი, ჰიუსტონი.
მანქანამ ქალაქის ისტორიული ნაწილი დატოვა, რომ პირველ პე-
რიფერიულ წრემდე საქალაქო გზატკეცილზე გასულიყო. ნათანი
ტეხასის დედაქალაქში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი და მასზე მე-
ტად უსიამოვნო შთაბეჭდილება დარჩა. კარგად გაახსენდა ვრცელი
ქალაქი, მუდმივი საცობებით, სიცხითა და დაბინძურებით სულშეხუ-
თული. ისიც გაგონილი ჰქონდა, ადვოკატთა ზოგიერთ ოფისს თა-
ნამშრომლების აყვანა უჭირდა ქალაქის არცთუ სახარბიელო რეპუ-
ტაციის გამო, რაც ძირითადად გარემოს დაბინძურებასა და ცხოვ-
რების პირობების ხარისხს შეეხებოდა.
რთული საგზაო სისტემის შუაგულში აღმოჩენილი მანქანა პერი-
ფერიულ ზონაში გავიდა, სადაც სახლები შედარებით იაფი ღირდა.
კამერამ სამრეწველო დანიშნულების ობიექტებს ჩაუარა და მანქანა
ჭუჭყიანი აგურისგან ნაგები უსახური შენობის წინ გაჩერდა.
ეს ფირი თავად გუდრიჩის გადაღებული იყო? ყოველ შემთხვევა-
ში, გადამღებს ისე გონივრულად ჰქონდა ჩართული საგზაო ნიშნე-
ბი, რომ ამ სახლამდე მისვლა ძალიან ადვილი იქნებოდა.
მომდევნო ეპიზოდში ბინის ინტერიერი გამოჩნდა. ეს იყო ერთო-
თახიანი, მოყვითალო კედლების მქონე ბინა მცირე, მაგრამ სუფთა
ავეჯით; მაგიდაზე ფორმიკას ფირმის ძველი ტელევიზორი იდგა, ხო-
ლო შელანძღული ხელსაბანის გვერდით პატარა მაცივარი მოჩან-
და. ფანჯრიდან ყვირილისა და გამამხნევებელი შეძახილების ხმები
ისმოდა: უბნის ბიჭები ასფალტზე კალათბურთს თამაშობდნენ.
გამოსახულება ცოტათი ციმციმებდა, მაგრამ მაინც კარგად ჩან-
და ფოტოებით დაფარული კედელი.

97
კამერა მათ შორის ყველაზე დიდს მიუახლოვდა, ისეთ ძველს,
რომ ფერები გახუნებულიყო. მასზე პატარა, ქერა გოგონა მოჩანდა,
საქანელაზე იდგა და თმებს ქარი უწეწავდა. ის გულიანად იცინოდა,
ხოლო მის უკან იმ მამაკაცის პერანგის სახელო ჩანდა, რომელიც
საქანელას უბიძგებდა.
მამაკაცს ყურს უკან სიგარეტი ჰქონდა დამაგრებული.

98
10

„ნუ ეცდები მოვლენები ისე წარიმართოს, როგორც შენ გსურს,


არამედ შეხვდი მათ მაშინ, როცა დრო მოვა”.
ეპიქტეტე

ნათანმა ჯიპის დაძვრამდე ფარები აანთო.


მანქანა მიჰყავდა, თან მობილური ტელეფონი აიღო და ავტომა-
ტური ცნობარის ღილაკს თითი დააჭირა. მან სტეიტენ-აილენდის სა-
ავადმყოფოსთან შეერთება ითხოვა, რადგან მტკიცედ გადაწყვიტა,
გუდრიჩთან ესაუბრა.
‒ ექიმმა საავადმყოფო ნაშუადღევის მიწურულს დატოვა, – აუხ-
სნა სატელეფონო კომუტატორმა. – რაკი ხვალ არ მუშაობს, ვფიქ-
რობ, კონექტიკუტში მდებარე სახლში წავიდა.
– თუ შეიძლება, ამ სახლის მისამართი მომეცით.
– ვწუხვარ, ბატონო. ამ ტიპის ინფორმაციის გაცემის უფლება არ
გვაქვს, – ეჭვნარევი ხმით უპასუხა მან.
‒ მისი მეგობარი ვარ და სასწრაფო საქმე მაქვს.
– თუ მეგობარი ხართ, მისამართსაც მოგცემდათ.
‒ მომისმინეთ, ‒ შეაწყვეტინა უხეშად. – გუშინ ვიყავი მოსული
და კიდევ სამი დღის წინათაც. იქნებ გახსოვართ? ადვოკატი ვარ
და...
– ვწუხვარ.
‒ მომეცით ახლავე ეს დაწყევლილი მისამართი, ‒ დაიღრიალა
ნათანმა ტელეფონში. ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა.
ტელეფონის მეორე ბოლოში ღრმად ამოიოხრეს. სარა გრეჰემი
სამუშაო დღეს ნახევარ საათზე ნაკლებ დროში ამთავრებდა. სა-
ავადმყოფო მას საათში 7 დოლარს უხდიდა. არც ექიმები, არც მედ-
დები მისდამი სულ მცირედ გულისხმიერებასაც კი არ იჩენდნენ.
სრულებით არ სურდა, ახლა ამ გადარეულს მიეყენებინა მისთვის
შეურაცხყოფა და ამიტომ მისი თავიდან მოცილების საუკეთესო სა-
შუალება ამ დაწყევლილი ინფორმაციის გაცემა იქნებოდა.

99
საინფორმაციო ბაზაში სათანადო ფაილის მოძებნის შემდეგ
ზუსტი მისამართი უკარნახა.
– ეეე... გმადლობთ, ‒ წაილუღლუღა ნათანმა, – ვწუხვარ, ასე
რომ გავცხარდი.
მაგრამ მოპასუხემ ყურმილი უკვე დაკიდა.
საჭეს ჩაეჭიდა და ვერაძანოს ხიდისკენ აიღო გეზი, რათა ბრუკ-
ლინში საზღვაო გზით მოხვედრა თავიდან აერიდებინა.
შორს ფაინენშელ-დისტრიქტის სინათლეები ჰუდსონის ყურის
შავ წყლებში ირეკლებოდა.
„რეინჯ-როვერი” 285 ცხენის ძალით მჭიდროდ ეკვროდა გზატკე-
ცილს. მანჰეტენი 95-ე გზატკეცილით დატოვა, შემდეგ კონექტიკუ-
ტისკენ მიმავალ გზას დაადგა. გონებაში ახლახან ნანახი ფილმის
ეპიზოდები უტრიალებდა. ჩქარა მიდიოდა, ძალიან ჩქარა: სიჩქარის
მაჩვენებელს დახედა და შენიშნა, რომ დაშვებულს ბევრად გადაა-
ჭარბა, ამიტომ სვლა შეანელა.
უყვარდა ახალი ინგლისის ხედები თავისი სოფლებით, რომლებ-
შიც თითქოს დრო არ გასულა და ისინი ნორმან როკველის ილუს-
ტრაციებს ჰგავდნენ. მისი აზრით, სწორედ ეს იყო ნამდვილი ამერი-
კა, პიონერებისა და ტრადიციების, მარკ ტვენისა და სტივენ კინგის
ქვეყანა.
პატარა ქალაქ მისტიკამდე ჩასვლას ერთ საათზე მეტი დასჭირ-
და. ეს ქალაქი წარსულში ვეშაპებზე ნადირობის ცენტრი იყო და XIX
საუკუნის ნავსადგურის ზუსტი ასლი შემოენახა.
ამ სოფელში გავლით იყო ნამყოფი წინა, ან იმის წინა წელს, რო-
დესაც ფილადელფიაში მიდიოდა. კარგად ახსოვდა ვეშაპებზე მონა-
დირე გემების კაპიტნების გამორჩეული სახლები. თბილ ამინდში აქ
ბევრი ხალხი ჩამოდიოდა, მაგრამ ზამთრობით ტურისტების რიცხვი
იკლებდა. ამ საღამოს სიწყნარე სუფევდა, ყველაფერი გარინდული-
ყო, თითქოს ცივმა ქარმა და მლაშე ოკეანემ მისტიკისგან მოჩვენე-
ბების ქალაქის შექმნა გადაწყვიტეს.
პირველ ნომერ გზას რამდენიმე მილზე გაჰყვა და შემდეგ მარ-
ჯვნივ შეუხვია. ვიდრე სტონინგტონამდე მივიდოდა, განაპირას, გან-

100
მარტოებით მდგარი სახლის წინ შეჩერდა. თუ საავადმყოფოს სატე-
ლეფონო კომუტატორის მიერ მოწოდებული ცნობები ზუსტი იყო,
სწორედ ამ სახლში იქნებოდა გუდრიჩი.
მანქანიდან გადმოვიდა და სახლისკენ მიმავალ ქვიშიან გზას და-
ადგა. ქარით წარმოქმნილი ქვიშის ღრუბლებისგან თვალების დაც-
ვა რამდენჯერმე მოუხდა. ოკეანე სულ ახლოს იყო, ქარიშხლების
გამყინავ წივილში არეული ტალღების გრგვინვა უცნაურ, თითქმის
არარეალურ ხმაურს წარმოქმნიდა.
სახლს იდუმალების ელფერი დაჰკრავდა. სამი სართული – დო-
ნე განირჩეოდა, საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა ვიწრო და რაღაცნა-
ირი, თითქოს შეკუმშული. თითოეულ სართულს თითო მომცრო აი-
ვანი ამშვენებდა, მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა სიდიდის იყო,
რის გამოც მთელ სახლს უთავბოლო და მოუწესრიგებელი იერი
ჰქონდა.
კარზე ზარი არ იყო. ნათანმა, ქარის ხმა რომ გადაეფარა, რამ-
დენჯერმე ძლიერად დააბრახუნა.
„კარგი, დაწყნარდი, ნათან, რაც უნდა იყოს, ეს ბეიტსის მოტე-
2
ლი არ არის”.
გარეტი საკმაოდ სწრაფად მივიდა კარის გასაღებად. თვალები
უბრწყინავდა. ადვოკატს მისთვის უჩვეულო ღიმილით შეხედა და
უბრალოდ უთხრა:
– გელოდებოდით, ნათან.
პერანგის სახელოები აკაპიწებული ჰქონდა და დალაქავებული
წინსაფარი ეკეთა.
ნათანი უსიტყვოდ შეჰყვა სამზარეულოში. ეს იყო სტუმართმოყ-
ვარე და მყუდრო ოთახი, რომლის კედლები ალაგ-ალაგ ზღვისფერი
ფილებით დაეფარათ. პრიალა ხის დიდი სამუშაო მაგიდა დარბაზის
მთელ სივრცეს იკავებდა და მის თავზე, კედელზე ახლად გაპრიალე-
ბული სპილენძის ქვაბების მთელი ნაკრები ეკიდა.
‒ თქვენს ნებაზე იგრძენით თავი, ‒ უთხრა გუდრიჩმა და ბოთლი

2
ფსიქოპათ ნორმან ბეიტსის სახლი ფილმიდან „ფსიქოზი“

101
მიაწოდა. – აბა, ეს ჩილეური თეთრი ღვინო გასინჯეთ, ნამდვილი
ნეტარებაა.
რამდენიმე წუთს ძველ ქურასთან ტრიალებდა. ოთახში ზღვის
პროდუქტების სურნელი იდგა. ექიმს ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია,
რთული კერძის მომზადებით იყო გართული.
ნათანი შეცბუნებული აკვირდებოდა. ეს ადამიანი საგონებელში
აგდებდა. ვინ იყო ის სინამდვილეში? რა სურდა მისგან? გარეტი გამ-
ხიარულებული ჩანდა, რისი მიზეზიც, უდავოდ, ღვინის უკვე საკმაოდ
დანაკლულებული ბოთლი იყო, ნათანმა რომ ბისტროს მაგიდაზე
დადო.
„უკვე მინახავს. ვიცი, რომ ეს ადამიანი უკვე ნანახი მყავს. ეს დი-
დი ხნის წინ იყო, მაგრამ”...
ერთ წამს გუდრიჩის წვერის გარეშე წარმოდგენა სცადა, მაგრამ
არაფერი გაახსენდა. მხოლოდ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ
თავისი ცხოვრების რომელიღაც მომენტში ამ სახის დავიწყება სცა-
და.
გუდრიჩმა შეღებილი ჭურჭლის კარადიდან ფაიფურის ორი თასი
აიღო.
‒ იმედი მაქვს, ჩემთან ერთად ივახშმებთ. თევზეულისა და ბოს-
ტნეულისგან შეჭამანდი მოვამზადე, გასინჯეთ და მითხარით, როგო-
რია.
‒ მისმინეთ, გარეტ, აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ თქვენი
კულინარიული ექსპერიმენტის მონაწილე გავხდე. ასე მგონია, ჩვენ
უნდა ვილაპარაკოთ...
– არ მიყვარს მარტო ჭამა, ‒ მოუჭრა გარეტმა და თასები ლოკო-
კინებითა და ხახვით მომზადებული ნაღებიანი სუპით აავსო.
‒ დაქორწინებული არ ხართ, გარეტ? ‒ ჰკითხა ნათანმა და წვნი-
ანის პირველი კოვზი გასინჯა.
– გრძნობთ შებოლილი ბეკონის ნამცეცებს? ისინი ტკაცუნობენ.
ადვოკატს გაეღიმა.
– კითხვა დაგისვით, გარეტ: მარტო ცხოვრობთ?
‒ დიახ, ინსპექტორო: ჩემი პირველი ცოლი ოცი წლის წინ გარდ-

102
აიცვალა, მეორედ წარუმატებელი ექსპერიმენტი ჩავატარე, რომე-
ლიც გაყრით დასრულდა. ჭკუა ვიხმარე და მეტი აღარ მიცდია.
ნათანმა სელის დიდი ხელსახოცი გაშალა.
– ეს დიდი ხნის წინათ მოხდა, ასე არ არის?
– უკაცრავად?
‒ ჩვენ ორნი ერთმანეთს შევხვედრივართ, მაგრამ დიდი ხნის წი-
ნათ, ასე არ არის?
გარეტმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი პასუხს.
– აბა, რას იტყვით ჩემს ბერბიჭულ სახლზე? ხომ მომხიბლავია?
იცით თუ არა, რომ აქ კიდევ შემორჩა რამდენიმე შესანიშნავი ადგი-
ლი თევზაობის მოყვარულთათვის? ხვალ დილით არ ვმუშაობ და
აუცილებლად წავალ სათევზაოდ. თუ გსურთ, შეგიძლიათ, შემომი-
ერთდეთ...
შემდეგ ხაზგასმული კმაყოფილებით გარეტმა ველური ბრინჯი-
თა და ნივრიანი კარაქით შეზავებული, აირღუმელში შემწვარი
ზღვის სავარცხელა გამოიტანა. ჩილიური ღვინის ახალი ბოთლი
გახსნეს, შემდეგ კიდევ ერთი.
ნათანმა პირველად, დიდი ხნის შემდეგ იგრძნო, რომ დაძაბუ-
ლობა სადღაც გაქრა, მისი სხეული სიმშვიდემ მოიცვა და უეცრად
ექიმთან სრულ ჰარმონიაში აღმოჩნდა.
გარეტი იმ საზარელი რეალობის შესახებ უყვებოდა, რომელსაც
თავისი სამუშაოს წყალობით ყოველდღიურად აწყდებოდა: ყოველ-
დღიურად განუკურნებელი პაციენტების, სიკვდილის გვერდით
ყოფნა, რომელიც ადამიანებს უეცრად ატყდებოდა თავს და ისინი ამ
უცნობ სამყაროში პირისპირ აღმოჩენისთვის მზად არ იყვნენ; და ამ
დროს გიჩნდება დაუოკებელი წყურვილი შენნაირების განკურნე-
ბის, მათი ტკივილის დაამების.
შემდეგ ახსენა, რომ კულინარიითა და თევზაობით არის გატაცე-
ბული, რაც დასვენების დღეებში სულის მოთქმის საშუალებას აძ-
ლევდა.
‒ იცით, ძალიან ძნელია ამ ყველაფერს გაუძლო. არ უნდა გაით-
ქვიფო შენს პაციენტში,თუმცა მასთან საკმარისად ახლოს უნდა იყო,

103
რომ მუდამ გვერდში ედგე, თანაგრძნობა შეგეძლოს. ამის მოზომვა
ყოველთვის შეუძლებელია.
ნათანს გაახსენდა წინა დღეს პალიატიურ ცენტრში მყოფი პაცი-
ენტების ფიზიკური და მორალური გასაჭირი. როგორ უნდა აგრძე-
ლებდე მოვლას, როდესაც წინასწარ იცი, ყველაფერი განწირულია?
როგორ უნდა მისცე აზრი სიცოცხლეს, რომელიც დასასრულს მიუ-
ახლოვდა?
– არა, სრულებით არ არის ადვილი ზუსტად მოზომო.
კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ ნათანმა იკითხა:
– რატომ არ გინდათ, რამე მომიყვეთ კანდის კუკის შესახებ?
სამზარეულო მისაღებ ოთახს დიდი თაღით უერთდებოდა. მთელ
სახლში, ყველა ოთახში მეტლახის იატაკი იყო, რის გამოც შეუძლე-
ბელი იყო გარჩევა, სად მთავრდებოდა სამზარეულო და სად იწყე-
ბოდა მისაღები ოთახი.
სახლის ყველაზე სასიამოვნო ოთახი უეჭველია, სასტუმრო ოთა-
ხი იყო. ნათანს ის მაშინვე მოეწონა. აქ სიამოვნებით გაატარებდა
საღამოს ბონისა და მელორისთან ერთად.
ოთახში ყველაფერი იყო თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად,
ჭერში დატოვებული ხის ძელებით დაწყებული, პანელებიანი კედ-
ლებით დასრულებული, ასე რომ ათბობდა ოთახს. ბუხრის თაროზე
შემოდებული სამანძიანი იალქნიანი გემის მოდელის გვერდით
თავს იწონებდა ძველებური სექსტანტი, ხოლო ოთახის კუთხეში ია-
ტაკზე ჩალისგან დაწნული რამდენიმე კალათა იდო, რომლებშიც
თევზაობის დროს შეგროვებული სუვენირები ეყარა.
ნათანი როტანგული პალმისგან დამზადებულ თაფლისფერ სა-
ვარძელში ჩაჯდა, გარეტი კი სიფრთხილით საქმიანობდა ძველ, ნა-
ტიფი ღარებით შემკულ ყავის მადუღარასთან.
– მაშ, შეხვდით?
ნათანმა ამოიოხრა:
– სხვა არჩევანი არ დამიტოვეთ.
– ჩინებული გოგონაა, თავადაც ხვდებით.

104
გარეტს გამოხედვა დაუნაღვლიანდა. დელ ამიკომ ეს მაშინვე შე-
ნიშნა: – რა დაემართება?
მაშინვე ინანა ეს შეკითხვა, რადგან ამით ექიმის უნარს აღიარებ-
და.
– გარდაუვალი, – უპასუხა გუდრიჩმა და ყავის ჭიქა გაუწოდა.
– გარდაუვალი არაფერია, – დაჟინებით თქვა ნათანმა.
– თავადაც იცით, რომ ასე არ არის.
ნათანმა კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და სანთლის მოლიც-
ლიცე ალზე აანთო. დიდი ნაფაზი დაარტყა და თავი ერთდროულად
მშვიდად და სევდიანად იგრძნო.
– აქ არ ეწევიან, – შენიშნა გუდრიჩმა.
– ალბათ, ხუმრობთ: სულ ცოტა ხნის წინათ თავად ორ ლიტრზე
მეტი ალკოჰოლი მიიღეთ, ამიტომ მორალის გაკვეთილს ნუ მიტა-
რებთ და უმჯობესია, მასზე მელაპარაკოთ. კანდისზე მომიყევით.
გარეტი საიალქნე ტილოთი დაფარულ დივანზე ჩამოჯდა და
მსხვილი მკლავები გულზე დაიკრიფა.
‒ კანდისი ჰიუსტონის ღარიბულ უბანში, უბრალო ოჯახში დაიბა-
და. როცა სამი წლის იყო, მისი მშობლები გაიყარნენ და დედასთან
ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. თუმცა, თერთმეტ
წლამდე მამას რეგულარულად ხვდებოდა.
– ჩვეულებრივი ისტორიაა, როგორსაც მრავლად ვხვდებით, –
შენიშნა ადვოკატმა.
გუდრიჩმა თავი ჩაქინდრა.
– ჩემი აზრით, ცუდი ექიმი იქნებოდით: თითოეული სიცოცხლე
უნიკალურია.
დაძაბულობამ უეცრად მოიმატა. ნათანმა უხეშად უპასუხა.
– მე კარგი ადვოკატი ვარ. ეს სავსებით მაკმაყოფილებს.
‒ თქვენ ზოგიერთი დიდი ფირმის ინტერესებს ეფექტურად იცა-
ვთ. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგი ადვოკატი ხართ.
‒ თქვენი შეფასება ფეხებზე მკიდია.
– ჰუმანურობა გაკლიათ...
– როგორ არა!

105
– ... და თავმდაბლობა.
– თქვენთან კამათს არ ვაპირებ, – განაგრძეთ, გარეტ. – კანდისი
მამამისს რეგულარულად ხვდებოდა თერთმეტ წლამდე. შემდეგ?..
– ... და შემდეგ, უეცრად, ეს უკანასკნელი გაქრა, სიცოცხლის ნი-
შანწყალს აღარ ამჟღავნებდა.
– რატომ?
‒ იმ უბრალო და მარტივი მიზეზის გამო, რომ... ციხეში აღმოჩ-
ნდა.
– ეს კაცი, ახლახან რომ ვნახე და მასთან ერთად ცხოვრობს?
‒ ზუსტად ეგ, ძველი პატიმარია. 1985 წელს ბინის გატეხვისთვის
დააკავეს.
– გაათავისუფლეს?
გუდრიჩმა ყავის ჭიქა დაბალ, ხის პრიალა კიდობანზე დადო, რო-
მელსაც მაგიდად იყენებდა.
‒ ჰო. ციხიდან ორი წლის წინათ გამოვიდა. ჰიუსტონის აერო-
პორტში, თვითმფრინავების მომსახურე ბრიგადაში მუშის ადგილი
იპოვა და იმ პატარა ბინაში ცხოვრობდა, მე რომ გადავიღე.
– თქვენ მიაგენით?
გუდრიჩმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ქალიშვილთან ურთიერთობის განახლებისთვის გამბედაობა
არ ჰყოფნიდა. მის სახელზე ციხეში წერილებს წერდა, მაგრამ არც
ერთი გაუგზავნია.
– და თქვენ მფარველი ანგელოზის როლი შეასრულეთ?
‒ ეს სახელი აღარ დამიძახოთ. მე მხოლოდ მისი არყოფნის
დროს შევედი ბინაში, წერილები მოვიპარე და მის ქალიშვილს გა-
ვუგზავნე გადაღებულ ფილმთან ერთად, მამისთვის რომ მიეგნო.
ნათანმა აღშფოთებულმა შეხედა.
‒ კი მაგრამ, ვინ მოგცათ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარე-
ვის უფლება?
‒ კანდისს მამასთან შეხვედრა სჭირდებოდა. ის ყოველთვის
ფიქრობდა, რომ მამამ მიატოვა. იმის გაგებამ, რომ მას ის ყოველ-
თვის უყვარდა, კანდისზე მხოლოდ სასიკეთოდ იმოქმედა.

106
– ეს ასეთი მნიშვნელოვანი იყო?
‒ მამის არყოფნის პირობებში პიროვნების სრულყოფილად ჩა-
მოყალიბება არც ისე ადვილია, თავადაც მოგეხსენებათ.
– გააჩნია, ‒ უპასუხა ნათანმა. ‒ მამაჩემი დედაჩემს სცემდა,
ვიდრე ქვეყნის მეორე ბოლოში გადაიკარგებოდა. ამ თვალსაზრი-
სით, მის არყოფნას დიდად არ შევუწუხებივარ...
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
– ამ კაცს ცხოვრება დაენგრა. ის ნელ-ნელა თავიდან იწყებს ყვე-
ლაფერს. მას უფლება აქვს, ქალიშვილს შეხვდეს და თავისი შვი-
ლიშვილი გაიცნოს.
– კი, მაგრამ, ჯანდაბა, ხომ იცით, კანდისი უნდა მოკვდეს, და-
იცავით! რამე გააკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს!
გუდრიჩმა თვალები დახუჭა და ფატალისტის ხმით უპასუხა:
‒ ნათან, მე მხოლოდ ოჯახის წევრების ხელახალი დაახლოებით
შემოვიფარგლე. მათ მხოლოდ ოდნავი ნუგეში მივეცი, დანარჩენს
რაც შეეხება, უკვე გითხარით: არავის შეუძლია მოვლენების მიმდი-
ნარეობა შეცვალოს. ისინი უნდა მიიღო.
ადვოკატი ადგილიდან წამოხტა.
‒ არავითარ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში იმ პირობებში ყოფ-
ნას რომ დავთანხმებოდი, რაშიც ვიყავი, ახლაც ქარხანაში ყუთები
უნდა მეთრია!
თავის მხრივ, გუდრიჩიც წამოდგა და მთქნარება ძლივს დამალა.
– ნერვების მომშლელი ჩვევა გაქვთ, ყველაფერს საკუთარ თავს
უკავშირებთ.
– ეს ყველაზე უკეთ მეხერხება.
ექიმმა სასტუმრო ოთახში მდებარე კიბის მოაჯირს ჩასჭიდა ხე-
ლი.
– თუ გსურთ, შეგიძლიათ აქ დაიძინოთ, მეორე სართულზე სტუმ-
რის ოთახია სუფთა თეთრეულით.
გარედან ქარის გრიალი და სანაპიროდან ოკეანის ტალღების
ტყლაშუნი ისმოდა. კარგად იგრძნობოდა, რომ ოკეანე აქვე, ძალი-
ან ახლოს იყო.

107
ნათანმა თავისი ცივი და ცარიელი ბინა წარმოიდგინა, ისიც გა-
ახსენდა, საკმარისზე მეტი რომ დალია და შეთავაზებაზე უარი არ
უთქვამს.

108
11

She’s like a rainbow 3


„როლინგ სტოუნზი“

13 დეკემბერი

მეორე დილით მისაღებ ოთახში ადრიანად ჩასულ ნათანს გუდ-


რიჩი შინ არ დახვდა ‒ უკვე კალმახზე სათევზაოდ წასულიყო. ექიმ-
მა მაგიდაზე ბარათი დაუტოვა:
„წასვლისას კარი ჩაკეტეთ და გასაღები საფოსტო ყუთში ჩააგ-
დეთ”.
ნათანი მანქანაში ჩაჯდა და გეზი სტეიტ-აილენდისკენ აიღო. მან-
ქანას მართავდა და თან იმ უცნაურ გრძნობაზე ფიქრობდა, გარეტის
მიმართ რომ ჰქონდა, ერთდროულად მიუღებლობისა და მოხიბ-
ვლის. რასაკვირველია, ეს ადამიანი ხშირად უხერხულ მდგომა-
რეობაში აგდებდა, მაგრამ ზოგჯერ მასთან ისეთ არაჩვეულებრივ
ერთობას გრძნობდა, თითქოს მისი ნათესავი იყო და ამგვარი წინა-
აღმდეგობრივი გრძნობების ახსნა უჭირდა.
ნათანმა მთელი დღე კანდისისა და მისი ოჯახის თვალთვალში
გაატარა. coffee shop -სა და პატარა სახლს შორის გზა არაერთხელ
გაიარ-გამოიარა.
ამჯერად პატარა პაპასთან დარჩა. ნათანი კარგად ვერ ხედავდა,
რა ხდებოდა სახლში, მაგრამ ის კი შენიშნა, რომ „კლინტი” სიგარე-
ტის მოწევისას ყოველთვის ტერასაზე გამოდიოდა. სამოცი წლის კა-
ცი წყნარად ჩხირკედელაობდა მთელი დილის განმავლობაში, შემ-
დეგ შვილიშვილი სასეირნოდ წაიყვანა. ბავშვთან თავს ლაღად
გრძნობდა, სიცივეს არიდებდა, ეტლი ხელში მტკიცედ ეჭირა და
კარგად მანევრირებდა.

3
ის ცისარტყელას ჰგავს

109
ნათანი მათ შორიდან უყურებდა, როგორ დასეირნობდნენ ბოტა-
ნიკური ბაღის ინგლისური სტილით გაკრეჭილ პარტერში და ტრო-
პიკული მცენარეების ორანჟერეაში. ახლოს რომ მისულიყო, გა-
იგონებდა, როგორ ღიღინებდა „კლინტი” სამხრეთულ სიმღერებს
ბავშვის ჩასაძინებლად.
მანქანაში მარტო გატარებული ამდენი საათის განმავლობაში
მელორიზე ხშირად ფიქრობდა: ერთად გატარებულ ბედნიერ წუ-
თებზე, რომელიც აღარ დაბრუნდებოდა, მის ღიმილზე, მანერაზე,
მისთვის დაეცინა და ადგილი მიეჩინა.
რამდენჯერმე სცადა სან-დიეგოში დარეკვა, მაგრამ ყოველ ჯერ-
ზე ავტომოპასუხე ირთვებოდა.
მისთვის საქმე ცუდად იყო. დეპრესიის ასეთ მომენტებში გონე-
ბაში ისევ ვაჟიშვილის სახე წარმოუდგებოდა. ყველაფერი ახსოვდა
და ყველაფერი აკლდა: ფიზიკური კონტაქტი, მისი ლოყების სირბი-
ლე, ყიფლიბანდის სითბო და პატარი ხელები, დაძინებამდე დაუს-
რულებლად რომ ასავსავებდა.
ამის შემდეგ მტკივნეულად ჩამოთვლიდა გონებაში ყველაფერს,
რაც სამუდამოდ მოაკლდა: მისი პირველი ნამდვილი შობა, პირვე-
ლი ნაბიჯი, პირველი კბილი, პირველი სიტყვა...
მოსაღამოებისთანავე კანდისმა შინ ცოტა ხნით შეიარა, ვიდრე
ისევ სამსახურს დაუბრუნდებოდა. პარასკევობით მეორე სამსახურ-
ში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბარში მუშაობდა. რა-
საკვირველია, ერჩივნა, შინ მამასთან და შვილთან დარჩენილიყო.
სამივე საღამოს წყნარად გაატარებდა: გემრიელ ვახშამს მოამზა-
დებდნენ, ბუხარს დაანთებდნენ, მუსიკას ჩართავდნენ... მაგრამ და-
მატებითი ფულის გამომუშავებაზე უარს ვერ იტყოდა. შობა ახლოვ-
დებოდა. ეს დღესასწაული მისთვის სიხარულის მომტანი იყო, მაგ-
რამ ხარჯიანიც.
კანდისი საშხაპედან გავიდა და ვაჟიშვილის ოთახის კარი
ფრთხილად შეაღო. ბავშვის ტირილი მოესმა. საწოლს მიუახლოვ-
და. ჯოშს მშვიდად ეძინა. შეეშალა, თუმცა ჯობდა, ფხიზლად ყოფი-
ლიყო: მეზობელმა, ტანია ვასერომ უბანში გრიპის ეპიდემიის გავრ-

110
რცელების შესახებ გააფრთხილა. დამშვიდებულმა ბავშვს ლოყაზე
ფრთხილად აკოცა და ოთახიდან გავიდა. ვიდრე კარს დახურავდა,
საძინებელში კედლის საათს შეავლო თვალი. მისი სამუშაო ოც
წუთში იწყებოდა. უნდა ეჩქარა, თორემ დააგვიანებდა. ძველთაძვე-
ლი,ფეხებიანი სარკის წინ სწრაფად გადაიცვა უნიფორმის ქვედაბო-
ლო და პერანგი. ჯოს, ბარის მეპატრონეს, ბარში მხოლოდ ისეთი
მიმტანები სჭირდებოდა, რომლებიც სექსუალურად მიმზიდველები
იყვნენ.
მამა გადაკოცნა. ცოტა ხანს უსმინა მის რჩევებს სიფრთხილეს-
თან დაკავშირებით, რჩევა-დარიგების ფორმა გააპროტესტა („მამა,
თოთხმეტი წლის აღარ ვარ!”) და ღამეში გაუჩინარდა. ბედნიერი
იყო, ისევ მასთან ერთად რომ ცხოვრობდა. შინ რომ მამაკაცი იყო
თავს მშვიდად გრძნობდა და თანაც, ის ჯოშს ისეთი ყურადღებით ეპ-
ყრობოდა...
რამდენჯერმე სცადა, თავისი ძველი შევროლეს პიკაპის დაქოქ-
ვა. ეს ერთადერთი მანქანა იყო, რომელიც ოდესმე ჰქონია და ის
პრეისტორიულ ეპოქაში ჰქონდა შეძენილი (ჯორჯ ბუში-უფროსის
საპრეზიდენტო მანდატის დასაწყისში).
რასაკვირველია, მანქანა ახალი არ იყო, მაგრამ თუ დაიქოქებო-
და, თავის საქმეს მოკლე მანძილებზე კარგად ასრულებდა.
იმ საღამოს კანდისი კარგ ხასიათზე იყო. რადიო ჩართო და შა-
ნია თვინის სიმღერის რეფრენს აჰყვა: Man! I feel like a woman !
სიმღერა მთქნარებამ შეაწყვეტინა. ღმერთო, როგორ დაიღალა!
საბედნიეროდ, ხვალ ისვენებს. შეუძლია დიდხანს იძინოს, ჯოშს თა-
ვისთან გადაიყვანს საწოლში. შემდეგ საშობაო საჩუქრების საყიდ-
ლად წავა. სავაჭრო ცენტრში უკვე შენიშნა ორი რბილი სათამაშო:
ერთი მოღიმარი დათვის ბელია, მეორე კი გრძელკისერა, სასაცი-
ლო კუ. ჯოში ჯერ ძალიან პატარაა. ამ ასაკში ბავშვებს უფრო მეტად
ისეთი სათამაშოები უყვართ, მათთან ერთად რომ დაიძინებენ. რამ-
დენიმე წელიწადში, როცა გაიზრდებადა, ველოსიპედს უყიდის, მე-
რე წიგნებსა და კომპიუტერს.
კანდისმა ისევ დაამთქნარა. ზოგიერთების ნათქვამის მიუხედავ-

111
ად, ამ ქვეყანაში ცხოვრება არც ისე ადვილია. რამდენიმე დოლარის
დაზოგვას ცდილობდა იმ დროისთვის, ჯოში სწავლას რომ დაიწყებ-
და, მაგრამ ხელფასიდან ხელფასამდე მიღწევა ძალიან უჭირდა და
მცირე დამატებითი თანხა ხელს ნამდვილად არ შეუშლიდა. დიახ,
ჯოში აუცილებლად უნივერსიტეტში შევა. კანდისს იმედი ჰქონდა,
რომ იგი მომავალში რამე სასარგებლო პროფესიას დაეუფლებო-
და: იქნებოდა ექიმი, მასწავლებელი ან, თუნდაც, ადვოკატი.

19 სთ და 58 წთ

მანქანების სადგომზე მაშინ შეჩერდა, როცა იქ ოუზარმაზარი


ლურჯი ჯიპი გაჩერდა, შემდეგ Sally’ s Bar-ში შევიდა, სადაც სიტუ-
აცია უკვე საკმარისად იყო შეხურებული. სასმელის მარაგის სამი
მეოთხედი აუთვისებელი იყო. ლუდი მდინარესავით მორაკრაკებ-
და, ხოლო სპრინგსტინის მუსიკა მთელ ხმაზე ისმოდა. ამ ბარში უფ-
რო ხალხური, ნიუ-ჯერსისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო იყო,
ვიდრე ნიუიორკული.
‒ აი, ყველაზე ლამაზი მოვიდა,‒განაცხადა ჯო კონოლიმ, რომე-
ლიც ბარის დახლთან საქმიანობდა.
– გამარჯობა, ჯო.
კონოლი დუბლინში პოლიციელად მუშაობდა და ბოლო თხუთ-
მეტი წელი იყო, სტეიტენ-აილენდში დასახლდა. ყველას აზრით, მი-
სი ბარი ყველაზე სუფთა ადგილი იყო, რომელსაც, ძირითადად, ქა-
ლაქის პოლიციელები და მეხანძრეები სტუმრობდნენ. მას შემდეგ,
რაც მან ამ ბარში მუშაობა დაიწყო, კანდისს სერიოზული პრობლე-
მები აღარ ჰქონია: ბარში შელაპარაკება არასოდეს მთავრდებოდა
ჩხუბით, ხოლო მიმტან ქალებს ყველა პატივისცემით ექცეოდა.
ახალგაზრდა ქალმა წინსაფარი აიფარა და მუშაობას შეუდგა.
– გამარჯობა, ტედ, რა მოგართვა?

20 სთ და 46 წთ
– ლამაზო, აგეკიდნენ.

112
– რას ამბობ, ტამი, – შეეპასუხა კანდისი.
‒ გეუბნები, აგეკიდნენ. აი, ის გამოწკეპილი ტიპი, დახლის ბო-
ლოში რომ ზის, რაც მოვიდა, თვალს არ გაცილებს.
– ბოდავ რაღაცებს, ჩემო კარგო, – მხრები აიჩეჩა კანდისმა.
ლუდის ჭიქებით დატვირთული ახალი ლანგარი აიღო და შეკვე-
თების ჩამოსარიგებლად გაემართა, მაგრამ დახლს რომ ჩაუარა, მა-
ინც შეავლო თვალი უცნობს. ეს მამაკაცი მართლაც მას უყურებდა.
ის აქ არასოდეს უნახავს. არც პოლიციელს ჰგავდა და არც მეხან-
ძრეს.
სულ ერთი წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და „რაღაც
მოხდა”.
„ოღონდ არ იფიქროს, რომ მისი შებმა მინდა”, გაიფიქრა კანდის-
მა.
„ოღონდ არ იფიქროს, რომ მისი შებმა მინდა”, გაიფიქრა ნათან-
მა.
ბარში შესვლისთანავე იმას ფიქრობდა, როგორ დალაპარაკე-
ბოდა ახალგაზრდა ქალს. იმის მიუხედავად, რომ გარეტს საწინააღ-
მდეგოს უმტკიცებდა, ამ ქალის ბედი ადარდებდა. აუცილებლად უნ-
და გაეგო, იყო თუ არა კანდისის ცხოვრებაში რამე ისეთი, რასაც შე-
იძლებოდა, მისი სიკვდილი გამოეწვია.
მაგრამ პარასკევ საღამოს, ბარში, როგორ უნდა გამოელაპარა-
კო გოგონას, რომ მან ეს საქციელი შებმად არ ჩათვალოს?

21 სთ და 04 წთ

– აქაური არ უნდა იყოთ? ‒ შეეკითხა კანდისი.


– არა, პირიქით, ადვოკატი ვარ, მანჰეტენზხე ვმუშაობ.
– კიდევ ინებებთ რამეს?
– არა, მადლობელი ვარ, მალე საჭესთან უნდა დავჯდე.
კანდისი ნათანს მიუახლოვდა და ღიმილით გაანდო:
– მეორე ლუდს თუ არ შეუკვეთთ, ბებერი ჯო განრისხდება და ბა-
რის დატოვებას მოგთხოვთ, იმიტომ რომ დახლთან ადგილს ტყუი-

113
ლად იკავებთ.
– კარგი, მომეცით მეორე ლუდი.

21 სთ და 06 წთ

– არც ისე ურიგო ჩანს, ‒ თქვა ტამიმ და ელვის სისწრაფით გახ-


სნა ბუდვაიზერის რამდენიმე ბოთლი.
– მორჩი სისულელეებს, ძალიან გთხოვ.
– რაც გინდა ის თქვი, მაგრამ არ არის ნორმალური შენს ასაკში,
შენნაირი ლამაზი გოგო მარტო ცხოვრობდეს!
– ამჟამად მამაკაცის გვერდით ყოფნა არ მჭირდება, – მტკიცედ
უპასუხა კანდისმა.
ეს თქვა და ნაღვლიანად გაიხსენა უკანასკნელი სასიყვარულო
თავგადასავლები. სერიოზული კი მართლაც არაფერი ყოფილა.
ფლირტი აქ ფლირტი იქ, მაგრამ ისეთი სერიოზული ურთიერთობა,
ნამდვილი ოჯახის დაფუძნება რომ მონდომებოდა, არ ყოფილა.
უეცრად ჯოშის მამაზე გაიფიქრა, სავაჭრო სფეროს წარმომადგე-
ნელზე, რომელსაც ლიცეუმის ძველი მეგობრის სახლში გამართულ
წვეულებაზე შეხვდა. რატომ მისცა ამ ადამიანს ნება, მასთან კურკუ-
რი დაეწყო? რისი იმედი ჰქონდა? მართალია, სიმპათიური და კარგი
მოსაუბრე იყო, მაგრამ კანდისი არასოდეს ყოფილა სულელი. კარ-
გად ახსოვდა ეს საღამო, როდესაც უიმედო აუცილებლობა იგრძნო,
სხვის თვალში ეარსება. ეს ილუზორული სურვილი ჩახუტების დროს
გრძელდებოდა მხოლოდ, და მისდა გასაკვირად, მოგვიანებით, რო-
ცა მიხვდა, ფეხმძიმედ იყო, საკუთარ თავზე გამოსცადა ძველი პრინ-
ციპის მართებულობა – კონტრაცეფციის არც ერთი საშუალების
ეფექტურობა არ არის 100%-იანი. არ უნანია, რადგან ამ ეპიზოდის
შემდეგ ამ სამყაროში ყველაზე საუკეთესო საჩუქარი დარჩა – ჯოში.
ბავშვის მამა ორსულობის შესახებ გააფრთხილა, მაგრამ მისგან
არც დახმარება უთხოვია და არც კვებისთვის საჭირო თანხა. მხო-
ლოდ იმას ნანობდა, რომ მამას სურვილი არ გასჩენია, ბავშვი მო-
ენახულებინა.

114
რასაკვირველია, ერჩია გვერდით ვინმე ჰყოლოდა, ვინც ბავშვის
აღზრდაში დაეხმარებოდა, მაგრამ რაც არის არის. „აპატიე და და-
ივიწყე”, ამბობდა მამამისი.

21 სთ და 08 წთ

– ინებეთ თქვენი ლუდი.


– გმადლობთ.
– მაშ, აქ რას აკეთებთ, ბატონო ადვოკატო მანჰეტენიდან?
– ნათანი დამიძახეთ.
– რას აკეთებთ ჩვენს ბარში, ნათან?
– სიმართლე გითხრათ, თქვენთან სასაუბროდ მოვედი, კანდის.
ქალმა უკან დაიხია.
– ჩემი სახელი საიდან იცით? – დაეჭვებულმა ჰკითხა.
‒ ამ ბარის მუდმივი კლიენტები ასე გეძახიან... ‒ დაამატა ნათან-
მა ღიმილით.
‒ ო კეი, ‒ შენიშნა მან და მოლბა, ‒ ერთით ნული თქვენს სასარ-
გებლოდ.
‒ მისმინეთ, ‒ წამოიწყო ნათანმა, ‒ როდესაც მუშაობას დაას-
რულებთ, იქნებ სადმე წავსულიყავით და რამე დაგველია?
– ჩემთან დროს ტყუილად კარგავთ, – გადაჭრით უპასუხა მან.
– თქვენს შებმას არ ვაპირებ, გპირდებით.
– გარწმუნებთ, აზრი არა აქვს.
– ამბობთ არას, თვალები კი საპირისპიროს მეუბნებიან.
– ეს სრული სისულელეა. თანაც ძალიან ძველია, ასე მგონია,
ათასჯერ მაქვს მოსმენილი.
– ჟასმინის სურნელი გაქვთ, – შენიშნა ნათანმა.

21 სთ და 12 წთ
„მართალია, არც ისე ცუდი ვინმე ჩანს”.
22 სთ და 02 წთ
– მესამე ლუდი შეიძლება?

115
– ჯერ მეორეც არ დაგიწყიათ.
– დახლთან ადგილის დაკარგვა არ მინდა.
– რით არის ეს ადგილი ასეთი საინტერესო?
– შემიძლია თქვენ გიყუროთ.
კანდისმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ ღიმილი ვერ შეიკავა.
– თუ ეს თქვენი ბედნიერებისთვის საკმარისია...
– ჩემს წინადადებაზე იფიქრეთ?
– თქვენს წინადადებაზე?
‒ თქვენი სამუშაოს დამთავრების შემდეგ სადმე თითო ჭიქა რომ
დავლიოთ.
‒ მიმტანები არასოდეს ხვდებიან კლიენტებს, ასეთი წესია.
– როდესაც ბარი დაიკეტება, აღარც თქვენ იქნებით მიმტანი და
არც მე – კლიენტი.
– ეს ნამდვილი ადვოკატის სიტყვებია.
მისი ნათქვამი კი სრულებით არ იყო კომპლიმენტი.

22 სთ და 18 წთ

„სრულებით არ არის ცუდი, მაგრამ თავის თავში ზედმეტად დარ-


წმუნებულია”.

22 სთ და 30 წთ

– ყოველ შემთხვევაში, არასოდეს ვხვდები ცოლიანებს, – და ნა-


თანს ქორწინების ბეჭედზე მიუთითა.
‒ ცდებით, ცოლიანები ყველაზე საინტერესონი არიან, ამიტომ
ჰყავთ უკვე ცოლი.
– სულელური შენიშვნაა, – დაასკვნა ქალმა.
– ეს ხუმრობა იყო.
– ცუდი ხუმრობაა.
ნათანი პასუხის გაცემას აპირებდა, როდესაც მათ ჯო კონოლი
მიუახლოვდა.

116
– ყველაფერი კარგად არის, ჯო, – დაამშვიდა კანდისმა.
– მით უკეთესი, ‒ ჩაიბურდღუნა მან და გაბრუნდა.
ნათანი ელოდა, ვიდრე ბარის მეპატრონე საკმარისად დაშორ-
დებოდა, რომ ისევ შეეთავაზებინა თავისი წინადადება.
‒ ცოლიანი რომ არ ვიყო, დალევდით ჩემთან ერთად ერთ ჭიქას?
– ალბათ, კი.

23 სთ და 02 წთ

– სინამდვილეში, ცოლთან გაყრილი ვარ.


– რატომ უნდა დაგიჯეროთ?
‒ განქორწინების მოწმობას მოგიტანდით, მაგრამ არ მეგონა,
თუ ეს საბუთი თან უნდა გქონდეს, როდესაც გოგონას ერთი ჭიქის
დასალევად ეპატიჟები.
– მოეშვით, მჯერა თქვენი.
– მაშ, თანახმა ხართ?
‒ შეიძლება-მეთქი.

23 სთ და 13 წთ

„რატომ ვენდობი? კიდევ ერთხელ თუ მკითხა, დავეთანხმები”...

23 სთ და 24 წთ

ბარში ხალხი ნელ-ნელა შეთხელდა. Boss-ის ხმაურიანმა როკმა


ადგილი დაუთმო ტრეისი ჩეპმენის აკუსტიკურ ბალადებს. კანდისს
ხუთწუთიანი შესვენება ჰქონდა და ახლა ნათანს ბარის სიღრმეში
მდგარ მაგიდასთან ესაუბრებოდა. მათ შორის სიმპათია იბადებო-
და, როცა უეცრად შეაწყვეტინეს:
– კანდის, ტელეფონთან! – იღრიალა დახლთან მდგომმა ჯომ.
ახალგაზრდა ქალი მაშინვე ფეხზე წამოვარდა. ვის უნდა დაერე-
კა მასთან სამსახურში?

117
დაინტერესებულმა ტელეფონის ყურმილს ხელი წაავლო და
რამდენიმე წამის შემდეგ სახე შეეცვალა. გაფითრებულმა ყურმილი
დაკიდა, რამდენიმე ნაბიჯი ძლივს გადადგა და დახლთან მისულმა
იგრძნო, ფეხები ეკეცებოდა. ნათანი, რომელიც ყველაფერს თვალს
ადევნებდა, მაშინვე მასთან გაჩნდა და ხელი შეაშველა, ძირს რომ
არ დაცემულიყო. კანდისი მის მკლავებში აქვითინდა.
– რა ხდება? – ჰკითხა ნათანმა.
– მამაჩემი. მას... გულის შეტევა ჰქონდა.
– როგორ?
– სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში მიჰყავს.
– წამოდით, წაგიყვანთ! – შესთავაზა ნათანმა და პალტოს ხელი
წამოავლო.

სტეიტ-აილენდის საავადმყოფო – ინტენსიური


კარდიოლოგიური მკურნალობის განყოფილება

ჯერ კიდევ თავის უნიფორმაში ჩაცმული კანდისი ექიმისკენ გა-


ექანა, რომელიც მამამისს მკურნალობდა, გონებაში ლოცვას იმეო-
რებდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო.
ახლა ის ექიმის წინ იდგა. მის ხალათზე სახელსა და გვარსაც ამ-
ჩნევდა: ექიმი ჰენრი ტ. ჯენკილსი. კანდისის მზერაში ვედრება იკით-
ხებოდა: „დამამშვიდეთ, ექიმო, მითხარით, რომ არაფერია, მითხა-
რით, რომ მისი სახლში წაყვანა შემიძლია, მითხარით, რომ შობას
ყველანი ერთად გავატარებთ. მოვუვლი, ნაყენსა და ბულიონს მო-
ვუმზადებ, ისე, როგორც თავად იქცეოდა, როცა მე პატარა ვიყავი,
მითხარით, რომ...”
მაგრამ ექიმი ჯენკილსი შეეჩვია თავის პაციენტთა ახლობლების
თვალებში აღარაფერი ამოეკითხა. წლებთან ერთად საკუთარი თა-
ვის ჯავშნით დაფარვა ისწავლა –„პიროვნული ჩაურევლობა“. ეს
მისთვის აუცილებელი იყო: მეტისმეტი თანაგრძნობა წონასწორო-
ბას ურღვევდა, მუშაობაში ხელს უშლიდა. როდესაც კანდისი ძალი-
ან ახლოს მივიდა, ინსტინქტურად უკან დაიხია მან წინასწარ ჩამოყ-

118
ალიბებული სიტყვა წარმოთქვა:
– ქალბატონო, მამათქვენმა სასწრაფო დახმარების გამოძახება
მოასწრო, ვიდრე სამზარეულოს იატაკზე დაეცემოდა. როდესაც ექი-
მები მივიდნენ, სრული ინფარქტი დაადასტურეს. აქ მოსულს გული
უკვე გაჩერებული ჰქონდა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ,
მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ძალიან ვწუხვარ, თუ მისი ნახვა გსურთ,
ექთანი ოთახამდე მიგაცილებთ.
– არა, არა, არა! – დაიყვირა მან, სახეზე ცრემლები ჩამოსდი-
ოდა. – სულ ცოტა ხანია, რაც ისევ შევხვდი. ეს უსამართლობაა! უსა-
მართლობაა!
აკანკალებული, ფეხებში ძალაგამოლეული გრძნობდა, როგორ
მიაქანებდა თავბრუდამხვევი ძალა და შველა ნათანის მკლავებში
იპოვა.
ადვოკატმა მაშინვე ხელში აიღო სიტუაციის მართვის სადავეები.
უპირველესად გაარკვია, რა დაემართა ჯოშს. მას აცნობეს, რომ ბავ-
შვი საავადმყოფოში პაპასთან ერთად გადაიყვანეს და ის დედას პე-
დიატრიული განყოფილების სართულზე ელოდებოდა. შემდეგ კან-
დისი იმ ოთახამდე მიაცილა, სადაც მამამისის უკვე უსულო სხეული
იყო დასვენებული. ახალგაზრდა ქალმა ნათანს მადლობა გადაუხა-
და დახმარებისთვის და სთხოვა, მცირე ხნით მარტო დაეტოვებინა.
ვესტიბიულში დაბრუნებულმა იკითხა, ექიმი გუდრიჩი ამჟამად
ადგილზე იყო თუ არა. პასუხი უარყოფითი იყო. მაშინ საყოველთაო
სარგებლობისთვის დატოვებულ სატელეფონო ცნობარში საჭირო
ნომერი მოძებნა და ამ უკანასკნელს პალიატური დახმარების ცენ-
ტრში დაუკავშირდა.
– ყველაფერი მობოდეთ, გარეტ, – უთხრა ძალიან ხმამაღლა.
ისე ღელავდა, გრძნობდა, როგორ კანკალებდა ყურმილი მის
ხელში.
– რაზე მეუბნებით? ‒ შეეკითხა ექიმი.
– სიკვდილი კანდისს არ ემუქრებოდა.
– რა თქვით?
– მამამისს.

119
‒ მისმინეთ, ნათან, არაფერი მესმის, რას მეუბნებით.
ადვოკატმა ღრმად ამოისუნთქა, გრძნობები რომ მოეთოკა.
– საავადმყოფოში ვარ, – უპასუხა უფრო მშვიდად. – კანდისის
მამა ეს-ესაა გულის შეტევით გარდაიცვალა.
–ჯანდაბა, – წამოიძახა გაოცებულმა ექიმმა.
ახლა ნათანის ხმა მრისხანებისგან თრთოდა:
– ეს სიკვდილი არ გაგითვალისწინებიათ, არა? პატარა შარავან-
დედი არ შეგინიშნავთ?
‒ არა, ‒ აღიარა გუდრიჩმა ‒ მსგავსი არაფერი გამითვალისწი-
ნებია, ამ კაცთან ახლოსაც კი არ მივსულვარ არასოდეს, რომ რამე
გამერკვია...
‒ მისმინეთ, მგონი დროა, თქვენს მონაბოდ თეორიებს ხაზი გა-
დავუსვათ, სიკვდილმა გვერდზე ჩაიარა და ეს უნდა აღიაროთ.
– ნუ ცხარობთ. ეს კაცი უკვე ასაკოვანი იყო, შესაძლოა, გული
აწუხებდა კიდეც... მისი სიკვდილი არაფერს ამტკიცებს.
– ყოველ შემთხვევაში, კანდისი გადარჩენილია, გარეტ, ეს არის,
რაც ვიცი.
– იმედს ვიტოვებ, რომ მართალი ხართ, ნათან, ეს სულითა და
გულით მსურს.

კანდის კუკის სახლი – ღამის სამი საათი


ოთახში ბნელოდა. მხოლოდ ფანჯრის რაფაზე დადებული რამ-
დენიმე საშობაო სანთლის შუქზე საგნებისა და სახეების კონტურები
ჩანდა. კანდისს მისაღები ოთახის დივანზე ჩაეძინა, მაგრამ ძილში
კანკალებდა და სახე სიცხიანისას მიუგავდა. სავარძელში მჯდომი
ნათანი მონუსხული უცქერდა. იცოდა, ხანმოკლე და ბოროტების
მომტანი ძალების მიერ მოგვრილი ძილით ეძინა. ჯოშის მოძებნის
შემდეგ ორივენი ღამის პირველ საათზე შინ მიიყვანა. ახალგაზრდა
ქალი ისეთი თავზარდაცემული იყო, რომ მის ნათქვამს რობოტივით
ემორჩილებოდა. მცირე ხანს ისაუბრეს, შემდეგ ნათანმა საავად-
მყოფოს ექიმების მიერ გამოწერილი ძილის წამალი დაალევინა.
გვერდითა ოთახიდან შეშინებული ყვირილი მოესმა. ფართოდ

120
თვალებგახელილი ჯოში საწოლის შუაში იწვა და მთელი სხეულით
სხმარტალებდა. მან ეს-ესაა გაიღვიძა.
– გამარჯობა, პატარა, ნუ გეშინია, ‒ დაამშვიდა ბავშვი და ხელში
აიყვანა.
– ...წყა... იი... – მოითხოვა პატარამ.
ცოტა წყალი დაალევინა და მისაღებ ოთახში გაიყვანა.
– როგორ ხარ, პატარა?
– გორ... არ... რავ, – გამეორება სცადა ჯოშმმა.
ნათანმა შუბლზე აკოცა.
– დედიკოს შეხედე, სძინავს, – უჩურჩულა.
– დე... იკო.
პატარასთან ერთად სავარძელში მოკალათდა და ნელა არწევ-
და. ბრამსის იავნანაც კი წაიღიღინა. ეს იავნანა ვაჟის გარდაცვალე-
ბის შემდეგ არ უმღერია და იმ გრძნობამ, რომელიც დაეუფლა, აი-
ძულა, გაჩუმებულიყო.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჯოშმა დაიძინა. ნათანმა საწოლში ჩა-
აწვინა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა. კანდისს ისევ ეძინა.
სახლიდან გასვლამდე ჩანაწერების ფურცელზე რამდენიმე სიტ-
ყვა დაწერა და მაგიდაზე დადო.
გარეთ თოვდა.

14 დეკემბერი

კანდისმა ურდული გადასწია და შეღებულ კარში თავი გამოყო.


– ოჰ! თქვენ ხართ, შემობრძანდით.
ნათანი სამზარეულოში შევიდა. დილის ცხრა საათი იყო. ჯოში
თავის პატარა სკამზე იჯდა და საუზმეს ამთავრებდა.
– ...ზგოს, – თქვა ბავშვმა.
– გამარჯობა, პატარა ჯოშ, - უპასუხა ნათანმა და ბავშვს გაუღიმა.
კანდისი ადვოკატს უყურებდა, თან ბიჭს თმებში ხელი შეუცურა.
‒ მინდა, მადლობა გითხრათ, გუშინ ასე გვიანობამდე რომ დარ-
ჩით.

121
– არ არის საჭირო. უძლებთ?
– ჰო, არა უშავს, – უპასუხა ახალგაზრდა ქალმა, თუმცა მისი
თვალები სულ სხვას მეტყველებდა.
ნათანმა ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოიღო.
– თქვენი მანქანა მოგიყვანეთ.
– გმადლობთ. თქვენ ნამდვილად... არაჩვეულებრივი იყავით, –
თქვა ქალმა და ხელები გაშალა. – თქვენი ჯიპი ჯოს სადგომზე და-
ტოვეთ?
ნათანმა თავი დაუქნია.
‒ იქამდე მიგიყვანთ, ‒ შესთავაზა მან, ‒ ოღონდ ჯერ ყავა დალი-
ეთ ჩვენთან ერთად.
– სიამოვნებით, – უპასუხა და სკამზე ჩამოჯდა.
რამდენიმე წუთს დაიცადა, შემდეგ გადაწყვიტა, ეთქვა:
– სინამდვილეში, რაღაც მინდა გთხოვოთ, – ამის თქმა იყო და
მაგიდაზე ტყავის პატარა ჩემოდანი დადო.
‒ დიახ? ‒ ისეთი შეშფოთებით ჰკითხა კანდისმა, თითქოს მამა-
კაცებისგან მხოლოდ უსიამოვნო სიურპრიზებს იყო შეჩვეული.
– მინდა, რომ ჩემგან მიიღოთ....
– რა?
– ფული, ‒ უპასუხა ნათანმა, ‒ მინდა, რომ დათანხმდეთ და ცო-
ტაოდენი ფული აიღოთ ჩემგან, რაც თქვენი შვილის აღზრდაში გა-
მოგადგებათ.
– ეს... ეს ალბათ ხუმრობაა?
მან ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა, ხელიდან რომ არ გავარდნოდა.
– არა, მართლა მინდა თქვენი დახმარება.
– კი მაგრამ, ვინ გგონივართ? – განრისხდა ის.
გაცეცხლებული წამოვარდა სკამიდან. ნათანმა მისი დამშვიდე-
ბა სცადა.
– დაწყნარდით, კანდის, სანაცვლოდ არაფერს გთხოვთ.
– გიჟი ხართ, არ მჭირდება თქვენი ფული.
– როგორ არა, გჭირდებათ! გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენმა
შვილმა ისწავლოს. იმისთვის, რომ თქვენს მანქანას სამასი ათასი

122
კილომეტრი აქვს გავლილი და ყოველ წუთს შეიძლება დაიშალოს.
ვინმეს დახმარება გჭირდებათ, ასეთი კი არავინაა.
‒ და, რა თანხის მოცემას აპირებთ? – თავს ვერ მოერია და ჰკით-
ხა კანდისმა.
– დავუშვათ, ასი ათასი დოლარის, – შესთავაზა ნათანმა.
‒ ასი ათასი დოლარი! კი მაგრამ... ეს.. ეს შეუძლებელია. არ არ-
სებობს ადამიანი, რომელიც ამ რაოდენობის თანხას მოგცემს და სა-
ნაცვლოდ არაფერს მოითხოვს, შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს!
– ზოგჯერ, ბორბალი ბრუნავს... იტყვით, რომ ლოტოში მოიგეთ.
რამდენიმე წამს გარინდებული იდგა.
– ეს ფულის გათეთრებასთან ან რამე ამგვართან ხომ არ არის
დაკავშირებული?

– არა, კანდის, ეს არ არის ბინძური ფული. აქ უკანონოდ მიღებუ-


ლი არაფერია.
– კი მაგრამ, მე ხომ არც კი გიცნობთ!
– ყველაფერი, რაც ჩემზე გუშინ საღამოს გიამბეთ, სრული სი-
მართლეა, – თქვა ნათანმა და ტყავის ჩემოდანი გახსნა. – მე ნათან
დელ ამიკო მქვია, პარკ-ავენიუს ცნობილი ადვოკატი ვარ, მოუსყიდ-
ველ ადამიანად მიცნობენ და ყველა ჩემი საქმე პატიოსანი გზითაა
მოგებული. აქ მოგიტანეთ ყველა დოკუმენტი რომელიც ჩემი სიტ-
ყვების ნამდვილობას დაადასტურებს: ჩემი პასპორტის ასლი, საბან-
კო ანგარიშების ამონაწერები, იურიდიული ჟურნალების სტატიები
ჩემ შესახებ...
‒ ნუღარ გააგრძელებთ, ‒ შეაწყვეტინა კანდისმა, ‒ ამ გარიგე-
ბაზე არ წამოვალ.
– დაფიქრდით, – უთხრა ნათანმა, ძველი პიკაპიდან ჩასვლისას.
ორივენი Sally’ Bar--ის ცარიელ ავტოსადგომზე იყვნენ. კანდისმა
ადვოკატი მის ჯიპამდე მიიყვანა.
‒ ყველაფერი მოფიქრებულია, არ მსურს ვინმეს ანგარიში ჩავა-
ბარო, რას და როგორ ვაკეთებ ცხოვრებაში.
– სრულებით არ გჭირდებათ ანგარიშის ჩაბარება არც ჩემთვის

123
და არც ვინმესთვის. ეს თანხა ისე გამოიყენეთ, როგორც საჭიროდ
ჩათვლით.
– კი მაგრამ, თქვენ რას იხეირებთ?
‒ ასეთ რამეს, თუნდაც ერთი კვირის წინათ, არავითარ შემთხვე-
ვაში არ შემოგთავაზებდით, ‒აღიარა ნათანმა, – მაგრამ მას შემდეგ
ისეთი მნიშვნელოვანი ამბები მოხდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვა-
ლა... მისმინეთ, ყოველთვის მდიდარი არ ვყოფილვარ. დედამ გამ-
ზარდა, რომელსაც იმაზე ნაკლები ფული ჰქონდა, ვიდრე თქვენ ახ-
ლა გაქვთ. საბედნიეროდ, სწავლა შევძელი. ნუ მოუსპობთ თქვენს
ვაჟს ამ შესაძლებლობას.
‒ ჩემი შვილი მაინც ისწავლის, არა აქვს მნიშვნელობა, დამეხმა-
რებით თუ არა, – თავი დაიცვა კანდისმა.
– არა! – წამოიყვირა უკანა სავარძელზე მჯდომმა ჯოშმა ისე,
თითქოს დედას უჭერდა მხარს.
‒ კიდევ იფიქრეთ. ჩემი ტელეფონის ნომერს კეისში იპოვით. მას
შემდეგ, რაც თქვენთვის დატოვებულ დოკუმენტაციას გაეცნობით,
დამირეკეთ.
‒ უკვე ყველაფერზე ვიფიქრე როგორც თავად აღნიშნეთ, არაფე-
რი მაბადია, მაგრამ ის გამაჩნია, რაც ჩემზე მდიდარი ადამიანების
დიდ ნაწილს აღარ აქვს: ღირსება და პატიოსნება...
– არც ერთზე გთხოვთ უარის თქმას და არც მეორეზე.
‒ მორჩით მოთაფვლას. თქვენი წინადადება მეტისმეტად მომ-
ხიბლავია იმისთვის, რომ სინამდვილე იყოს. რაღაც მახეა. როგორც
კი ამ ფულს ხელს მოვკიდებ, მერე რას მომთხოვთ?
– თვალებში შემომხედეთ, – თქვა ნათანმა და მიუახლოვდა.
– არ ვარ ვალდებული, თქვენს ბრძანებებს დავემორჩილო!
ნათქვამის მიუხედავად, თავი მისკენ ასწია.
ნათანმა თვალებში ჩახედა და გაუმეორა:
‒ პატიოსანი ვარ, გეფიცებით, ჩემი არ უნდა გეშინოდეთ. თქვენს
ვაჟზე იფიქრეთ და დათანხმდით ამ თანხის აღებას.
– ჩემი პასუხია – არა! – გაიმეორა კანდისმა და მანქანის კარი
მიაჯახუნა. – შესანიშნავად გაიგეთ. არა, არა და არა!

124
ნათანი და კანდისი თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.
კანდისმა მთელი დილა ჩემოდანში ჩალაგებული დოკუმენტების
გაცნობას დაუთმო.
ნათანი ამ ხნის განმავლობაში ტელეფონს თვალს არ აცილებდა.
შუადღისას, როგორც იქნა, ტელეფონმა დარეკა.

125
12

...“მტაცებელი ფრინველებისა და გარეული ცხოველების მიერ


სასიკვდილოდ დაგლეჯილი”.
ლუკრეციუსი

უბანში ათწუთიანი ძებნის შემდეგ ნათანმა, როგორც იქნა, მან-


ქანის გასაჩერებელი ადგილი იპოვა და პირველივე ცდაზე რთული
მანევრის გაკეთება შეძლო. მის გვერდით მჯდომმა კანდისმა მანქა-
ნის სრულ გაჩერებამდე მოიცადა, ვიდრე უკან განთავსებული სპე-
ციალური სავარძლიდან ჯოშს ამოიყვანდა. შემდეგ ბავშვი დიდ და-
საკეც ეტლში ჩასვა, რომელიც ნათანმა ჯიპის საბარგულიდან ამოი-
ღო და გაშალა. ჯოში კარგ ხასიათზე იყო, ხმამაღლა მღეროდა და
დროდადრო სანახევროდ დაცლილ საწოვარას წოვდა.
სამივენი ნაცრისფერი და ვარდისფერი აგურებისგან ნაგები შე-
ნობისკენ გაემართნენ, სადაც ნიუ-ჯერსის პირველი ბანკის ერთ-ერ-
თი ფილიალი მდებარეობდა.
პიკის საათი იყო. ბევრი ხალხისა და მოტრიალე კარის სივიწრო-
ვის გამო, რამდენიმე წუთი დაკარგეს, ვიდრე ეტლით შენობაში შეს-
ვლას მოახერხებდნენ. დაცვის თანამშრომელი, ახალგაზრდა, გულ-
ღია შავკანიანი მათ დასახმარებლად მივიდა და თან ხუმრობდა,
რომ თანამედროვე შესასვლელები სრულებით არ არის გათვალის-
წინებული ჩვილებისთვის.
უზარმაზარ, ფართომინებიან, სინათლით სავსე დარბაზში აღ-
მოჩნდნენ. დარბახი სასიამოვნოდ იყო მოწყობილი მოსახერხებე-
ლი სალაროებითა და მუქი ფერის ხის თეჯირებით გაწყობილი ბოქ-
სებით, რომლებიც კლიენტებისა და ბანკის თანამშრომელთა საუბ-
რის ინტიმურობის დაცვას უზრუნველყოფდა.
კანდისმა ჩანთიდან ჩეკი ამოიღო.
‒ დარწმუნებული ხართ, რომ რასაც აკეთებთ, ნამდვილად
ღირს?

126
‒ ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ, ‒ თავაზიანად უთხრა ნათანმა.
კანდისმა ჯოშს შეხედა, მის მომავალზე კიდევ ერთხელ ჩაფიქ-
რდა და ამან გადააწყვეტინა სალაროსთან რიგში ჩამდგარიყო.
– წამოგყვეთ? – შესთავაზა ნათანმა.
– არ არის საჭირო, დიდი ხანი არ დამჭირდება. იქ შეგიძლიათ
დამელოდოთ, ‒ უპასუხა და დარბაზის სიღრმეში კედელთან ჩამ-
წკრივებულ სკამებზე მიანიშნა.
– ჯოში დამიტოვეთ.
– იყოს, ხელში დავიჭერ. თუ არ შეწუხდებით, ეს დაწყევლილი
ეტლი მომაცილეთ.
ვიდრე ნათანი ცარიელ ეტლს სკამებისკენ მიაგორებდა, კანდის-
მა მას გაუღიმა და ხელი დაუქნია.
სწორედ ამ წამს მელორი მოაგონდა. სიმართლე ითქვას, სულ
უფრო ეჯაჭვებოდა ამ ქალს, მის უბრალოებას, იმ მშვიდ თავდაჯერე-
ბულობას, მთელი მისი არსებიდან რომ გამოსჭვიოდა. მას გულს
უჩუყებდა ის ურთიერთგაგება, დედასა და მის ვაჟიშვილს შორის
რომ არსებობდა, ბავშვის მოფერების მისეული მანერა და ის, თუ
როგორ უჩურჩულებდა ყურში საალერსო სიტყვებს მაშინ, როცა ჯო-
ში ტირილს აპირებდა. ეს იყო მშვიდი და გაწონასწორებული დედა.
რა მნიშვნელობა ჰქონდა მის ძველ კოსტიუმსა და იაფფასიან კოს-
მეტიკას? შეიძლება „კოსმოპოლიტენის” ფურცლებზე გამოსახული
გოგონების კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ,
უფრო სანდომიანი და გულღია გახლდათ.
ახალგაზრდა ქალს თვალს ადევნებდა და თან იმ ცვლილებაზე
ფიქრობდა, რაც მის ცხოვრებაში მოხდა. შესაძლოა, არ იყო მართე-
ბული, საკუთარი სოციალური წრის მიტოვებას მთელი ძალისხმე-
ვით რომ ცდილობდა. იქნებ უფრო ბედნიერი კანდისის მსგავსი ქა-
ლის გვერდით ყოფილიყო, გარეუბანში პატარა სახლით, ძაღლითა
და ძველი პიკაპით, რომელზეც ამერიკის დროშის ვარსკვლავებია
გამოსახული? მდიდრები ფიქრობენ, რომ უბრალო ადამიანებს ერ-
თფეროვანი ცხოვრება აქვთ. თავად სწორედ უბრალო ადამიანების
წრიდან იყო და კარგად იცოდა, რომ ეს ასე სრულებითაც არ არის.

127
თუმცა არასოდეს სჯეროდა იმ წვრილმანების, ასე აუცილებელი
რომ არის იმისთვის, რომ ცხოვრებაში თავი ბედნიერად იგრძნო.
ფულის ნაკლებობის გამო საკმარისზე მეტად იტანჯა, რათა ახლა
ფული ფეხებზე დაეკიდა. მაგრამ იმის საპირისპიროდ, რისიც აქამ-
დე სჯეროდა, მიხვდა, რომ მხოლოდ ფულის ქონა აღარ ჰყოფნიდა.
მის გვერდით ვინმე უნდა ყოფილიყო, ვისთვისაც ფულის განაწილე-
ბას შეძლებდა. თუ ხელს არავინ ჩაჰკიდებდა, არსადაც არ სურდა
წასვლა; ხმის გამცემის გარეშე თავად სიჩუმე იყო; მარტო დარჩენი-
ლი აღარ არსებობდა.
ნათანი შესასვლელში მდგარ დაცვის თანამშრომელს გაესაუბ-
რა. წინა დღეს ბეისბოლის გრანდმა „იანკებმა” მომავალი სეზონის-
თვის კარგი მოთამაშის შეძენის შესახებ გამოაცხადა და მცველიც
აღფრთოვანებული უყვებოდა, როგორ გამოიჩენდა თავს მისი საყ-
ვარელი გუნდი.
უეცრად, დაცვის თანამშრომელმა საუბარი შეწყვიტა და შენობა-
ში შესულ ზორბა მამაკაცს მიაშტერდა.
კალათბურთელის სიმაღლის კაცს ყელზე შარფი ეკეთა და ზურ-
გზე უზარმაზარი სპორტული ჩანთა მოეგდო.
„რა სისწულელეა ამხელა ჩანთით სიარული”, ‒ გაიფიქრა ნა-
თანმა.
ახალშემოსული ტიპი აღელვებული ჩანდა. აშკარად უხერხუ-
ლად გრძნობდა თავს, შებრუნდა და კართან მდგომი ორივე მამაკა-
ცი რამდენჯერმე შეათვალიერა. მცველმა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი
გადადგა. კაცმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ერთ-ერთი რიგისკენ
მიემართებოდა, მაგრამ შემდეგ დარბაზის შუაგულისკენ გასწია. წა-
მის მეათედში ჩანთიდან იარაღი და შავი ნიღაბი ამოიღო.
– ეი, თქვენ!
დაცვის თანამშრომელმა იარაღის ამოღებაც ვერ მოასწრო, მის
გვერდით საიდანღაც იმ კაცის თანამზრახველი გაჩნდა და თავში გა-
მეტებით ორჯერ ჩაარტყა პოლიციელის ხელკეტი. გონდაკარგული
მცველი იატაკზე დაეცა, ბოროტმოქმედმა ამით ისარგებლა და ია-
რაღი აართვა.

128
‒ არ გაინძრეთ! არ გაინძრეთ-მეთქი, ჯანდაბამდის გზა გქონიათ!
ხელები თავზე შემოიწყვეთ, ნაძირალებო!
ყველაფერს მეორე ხელმძღვანელობდა. ნიღაბი არ ეკეთა, მაგ-
რამ ხამი ტილოს შარვალი და ჯარისკაცის ქურთუკი ეცვა. ქოჩორ-
ბუჩქად შეჭრილი უფერო თმა და ჩასისხლიანებული თვალები ჰქონ-
და.რაც მთავარია, კბილებამდე შეიარაღებული იყო, მარჯვენა ხელ-
ში მსხვილი კალიბრის რევოლვერი ეჭირა, ხოლო მხარზე ავტომატი
ეკიდა და ვიდეოთამაშის გმირს ჰგავდა.
მაგრამ ეს სრულებით არ იყო თამაში. ამგვარი იარაღით საზარე-
ლი სროლის გაჩაღება შეეძლო და ასეთ შემთხვევაში მსხვერპლიც
მრავლად იქნებოდა.
– დაიჩოქეთ! ყველამ დაიჩოქოს, სწრაფად!
გმინვა და ყვირილი გაისმა კლიენტებმა და ბანკის თანამშრომ-
ლებმა დაიჩოქეს ან იატაკზე გაწვნენ.
ნათანმა მაშინვე მზერით კანდისის ძებნა დაიწყო. ახალგაზრდა
ქალი ერთ-ერთი მაგიდის ქვემ შეყუჟულიყო. ბავშვი მკერდზე მიეკ-
რა და მის დაწყნარებას ცდილობდა. ხმადაბლა დაუღალავად უმეო-
რებდა: „არ შეგეშინდეს, ეს თამაშია, პატარავ. თამაში” და გაღიმე-
ბას ცდილობდა. პატარაც, ჩვეულებისამებრ, ფართოდ გახელილი
თვალებით, დაინტერესებული ათვალიერებდა მის გარშემო მომ-
ხდარ უცნაურ ამბებს.
ყველას სახეზე დაძაბულობა აღბეჭდოდა, რომელიც სულ უფრო
მატულობდა. სხვების მსგავსად ნათანიც დაჩოქილიყო.
„როგორ მოახერხეს იარაღით შემოსვლა? შემოსასვლელში ჩან-
თები უნდა გაეჩხრიკათ. ჯანდაბა, სიგნალიზაცია რატომ არ ჩაირ-
თო?”
მის გვერდით იატაკზე ვიღაც ქალი შიშისგან მოკრუნჩხული, ნა-
ყოფის პოზაში იწვა. ნათანს მისი გამხნევება სურდა, მაგრამ პირის
გაღებისთანავე სხეულში თითქოს ელექტროდენმა დაუარა და
მკერდში ისევ აუტანელი ტკივილი იგრძნო. საკუთარი გულის ყრუ
ბაგაბუგი ესმოდა. პალტოს ჯიბეში ხელი მოაფათურა ტრინიტრინის
სპრეის მოსაძებნად, ინჰალცია რომ გაეკეთებინა.

129
– ხელები თავზე-მეთქი, არ გესმის! – დაუღრიალა ტანდაბალმა
სამხედრო ფორმიანმა, ვიდრე მტკიცე ნაბიჯით ფილიალის დირექ-
ტორისკენ წავიდოდა.
ორი მძარცველი იყო. მათი თანამზრახველი უეჭველად გარეთ,
შორიახლოს გაჩერებულ მანქანაში იცდიდა.
‒ შენ, ჩემთან ერთად წამოხვალ, კოდი მჭირდება კარის გასაღე-
ბად.
მძარცველმა დირექტორს დარბაზის სიღრმეში მდებარე ოთა-
ხისკენ უბიძგა. რკინის კარის ხმა გაისმა, რომელიც კოდის აკრეფის
შემდეგ გაიღო. კიდევ ერთმა ყრუ ხმამ მეორე კარის გაღებაზე მი-
ანიშნა.
მთავარ დარბაზში მძევლების სათვალთვალოდ დიდჩანთიანი
მამაკაცი დარჩა. მაგიდაზე ამხტარს სურდა ეჩვენებინა, რომ ყველა-
ფერს აკონტროლებს.
– არ გაინძრეთ! არ გაინძრეთ! – იმეორებდა დაუსრულებლად.
ორი მძარცველიდან ეს, უეჭველია, სუსტი რგოლი იყო. ყოველ წუთს
საათზე იყურებოდა. გამწარებით იქექავდა კისერს, რომელსაც შა-
ლის ქუდი აშკარად უღიზიანებდა. მოთმინებას კარგავდა:
– რა ჯანდაბას აკეთებ ამდენ ხანს, ტოდ! მორჩი, რა!
მაგრამ მეორე ძალიან დაკავებული იყო სხვა ოთახში და არ უპა-
სუხია.
ერთ მომენტში ვეღარ მოითმინა, ნიღაბი სახიდან მოიხსნა. შუბ-
ლი ოფლით ჰქონდა დაცვარული, სამოსზე, იღლიების ქვეშ, მუქი
ფერის ლაქები გამოჩნდა. შესაძლოა, ციხეში ხანმოკლე დროით უკ-
ვე იყო ნამყოფი და ალბათ, ეჭვობდა, რომ ისევ მოუწევდა შებრუნე-
ბა, ამჯერად უკვე მეტი ხნით. ახლა უკვე სერიოზული ბრალდება
ემუქრებოდა: შეიარაღებული თავდასხმა ძალადობის გამოყენე-
ბით. ბევრს რისკავდა, დრო კი გადიოდა.
როგორც იქნა, „ჯარისკაცი” უკანა ოთახიდან გამოვიდა, თან მძი-
მე ჩანთა მოჰქონდა. თანამზრახველს დაუყვირა:
‒ შენი ჯერია, არი, მიდი, მოსავალი აიღე.
‒ მისმინე, ტოდ, ავითესოთ, გვეყოფა, საკმარისი მოვხიეთ...

130
მაგრამ ტილოსშარვლიანს არაფრის გაგონება არ სურდა:
– წადი და გააკეთე, რასაც გეუბნები, შე ღორის ტილო!
ნათანს ამ შეკამათებით სურდა, ესარგებლა და კანდისს მიახ-
ლოებოდა, გული არნახულად უცემდა. ახალგაზრდა ქალისსიცოც-
ხლის გამო პასუხისმგებლობას გრძნობდა.
თითქმის მიაღწია სასურველ ადგილს, რომ ის, ვისაც არის ეძახ-
დნენ, მისკენ გაექანა და ფეხი ისე ძლიერ ჩაარტყა, თავით მაგიდას
დაეჯახა.
– ეი, შენ, ადგილიდან არ გაინძრე-მეთქი, არ გესმის?
მაგრამ „ჯარისკაცი” ახლა არის მიეჭრა და უღრიალა:
– ფული გამოიტანე, ერთხელ უკვე გითხარი! ამათ მე მივხედავ!
ნათანმა გონება დაკარგა. როდესაც ასე თუ ისე, ცნობიერება და-
უბრუნდა, ხელი წარბთან მიიტანა. ლოყაზე სისხლის ნაკადი ჩამოს-
დიოდა და პერანგს უსვრიდა. თუ აქედან ცოცხალი გააღწევდა, რამ-
დენიმე დღე სახე შეშუპებული ექნებოდა. იმავდროულად კანდისმა
მისკენ გაიწია. ნათანმა თავი ასწია.
ქალი შეწუხებული უმზერდა, „როგორ ხართ?”, იკითხებოდა მის
თვალებში. დასამშვიდებლად ნათანმა თავი გადააქნია.
ქალმა გაღიმება სცადა, მაგრამ ნათანმა შენიშნა, რომ გაფითრე-
ბულიყო, სახეზე თითქმის მკვდრისფერი ედო.
ისევ თვალებში უყურებდა, როდესაც მის გონებაში უეცრად ყვე-
ლაფერი აირია. წამის მეათედში მელორისა და კანდისის სახეები
შეერთდა.
ნებისმიერ ფასად მისი ძალადობისგან დაცვა სურდა.
უეცრად, როდესაც არავინ ელოდა, ბანკში სიგნალიზაციის გამ-
ყინავი ხმა გაისმა.
მძარცველები პანიკამ შეიპყრო. არი მთავარ დარბაზში შემო-
ვარდა, ხელებში კუპიურები ჰქონდა ჩაბღუჯული.
– რა ხდება, ტოდ?
‒ პოლიციის მოსვლამდე უნდა ავითესოთ! ‒ შეუღრინა „ჯარის-
კაცმა”·
– კი მაგრამ, შენ არ ამბობდი, სიგნალიზაცია გამორთული იქნე-

131
ბაო! ჯანდაბა, ტოდ, არაფერია სარისკოო, ასე არ თქვი?
სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. შიშისგან ისე კანკალებ-
და, ფული კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
ტოდი ფანჯარას მიუახლოვდა და დაინახა, ბანკის წინ მანქანამ
ტყვიასავით როგორ ჩაიქროლა.
– ეშმაკმა დალახვროს, ჯერალდო უჩვენოდ წავიდა, ნაგავი!
‒უმანქანოდ, რა უნდა ვქნათ? ‒ წამოიძახა სრულიად დაბნეულ-
მა არიმ.
მაგრამ მეორე აღარ უსმენდა. მან ერთ წამში მხარზე მოიგდო
თავისი უზარმაზარი ჩანთა, ერთ ხელში ავტომატი ჩაბღუჯა, მეორე-
ში – პისტოლეტი. გააფთრებული ეცა ბანკის კარს და სწორედ მაშინ
გავიდა გარეთ, როცა პოლიციის რამდენიმე მანქანა სირენების კი-
ვილით შესასვლელს მოაწყდა.
გაისმა სროლის ხმა, რასაც ყვირილიც შეუერთდა.
არიმ, რომელიც თანამზრახველს მიჰყვებოდა, მაგრამ გარეთ
გასვლა დააყოვნა, სასწრაფოდ შენობაში შებრუნდა და კარი ჩაკე-
ტა.
იარაღს ისე ებღაუჭებოდა, როგორც თავდაცვის უკანასკნელ სა-
შუალებას.
ნათანი პისტოლეტს თვალს არ აცილებდა.
„რამდენი შეეწირება ამ გიჟს?”
ისევ გაისმა სროლის ხმა, შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა იქამდე,
ვიდრე შენობაში მეგაფონით ნათქვამმა არ შემოაღწია:
„ალყაში ხართ, თქვენი თანამზრახველი დაპატიმრებულია.კე-
თილი ინებეთ და შენობიდან გამოდით, უიარაღოდ, მკვეთრი მოძ-
რაობის გარეშე”.
მაგრამ გადარეული სრულებით არ აპირებდა, ასე მოქცეულიყო.
– ეი, შენ, მოდი აქ!
ის, რისიც ნათანს ასე ეშინოდა, მოხდა: მძარცველი კანდისს
მკლავში ჩააფრინდა და მძევლად აყვანა დაუპირა.
მაგრამ კანდისი დამარცხებულთა რიცხვში არ შედიოდა. შვი-
ლის გადასარჩენად ყველაფრისთვის მზად იყო,

132
გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა, ხელიდან დაუსხლტა და
დარბაზის სიღრმისკენ გაიქცა მის მკლავებში აღრიალებული
ჯოშით. ნათანი მაშინვე ფეხზე წამოდგა და მათსა და არის შორის
ჩადგა.
ამ წინააღმდეგობით გაცოფებულმა არიმ 9 მილიმეტრიანი კა-
ლიბრის იარაღი ნათანს საფეთქელზე მიადო. ნათანის გონება მთე-
ლი დატვირთვით მუშაობდა.
„შეიძლება მომკლას, მაგრამ კანდისი გადარჩება.რომც მესრო-
ლოს, პოლიციელები მაშინვე შემოცვივდებიან და მას აღარაფერი
ემუქრება”.
თითოეული წამი უსასრულოდ გაიწელა.
„გარეტი ცდებოდა. ვიცი, რომ შეცდა. არ არსებობს წინასწარ
განსაზღვრული წესი. არ შეიძლება, სიცოცხლე ასეთი იყოს. კანდი-
სი გადარჩა. მე მოვიგე, გარეტ. მე მოვიგე”.
შიშისგან გაშეშებული ადვოკატი არის იარაღის წინ იდგა, ეს იყო
ლუგერი პარაბელუმი, რომლის შეძენა ამ ქვეყანაში 50 დოლარად
იარაღის ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი, სადაც მიზანში სრო-
ლა ბარბექიუს თანხლებით გართობის ეროვნული სახეობაა.
არის ისევ ველურის გამოხედვა ჰქონდა და ორივე ხელით ჩაფ-
რენოდა იარაღს. თითი სასხლეტს დააჭირა. თავს ვეღარ აკონტრო-
ლებდა. ეს-ესაა, გაისროდა.
ნათანმა თვალი შემოსასვლელისკენ გააპარა. ეს სულ რაღაც წა-
მის მეათედს გაგრძელდა. მაგრამ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა,
რომ გონზე მოსული დაცვის თანამშრომელი დაენახა, რომელმაც
მარჯვენა ფეხის წვივზე დამაგრებული იარაღი ამოიღო.
ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ არიმ ვერაფერი გაიგო. მცველი სა-
ნახევროდ წამოიმართა და ორჯერ ისროლა. ერთმა ტყვიამ მიზანს
გვერდით ჩაუქროლა, მეორე კი მძარცველს ზურგის შუაში მოხვდა
და ძირს დასცა.
სროლის ხმამ პანიკა გამოიწვია. ხალხი გასასვლელს მიაწყდა,
გარედან შემოსვლას კი პოლიციელები და დაცვა ცდილობდა.
‒ გაათავისუფლეთ დარბაზის გადით! ‒ ბრძანება გასცა პოლი-

133
ციელმა.მაგრამ ნათანი დარბაზის ბოლოსკენ გაიქცა.
იატაკზე მწოლიარე სხეულს გარს ადამიანთა მცირე ჯგუფი ეხვია.
ადვოკატი მათ მიუახლოვდა.
კანდისი იატაკზე იწვა, შიშით დაზაფრული ჯოში სლოკინებდა და
დედას უიმედოდ ებღაუჭებოდა.
‒ დაცვას დაუძახეთ! ‒ დაიღრიალა ნათანმა ‒ სასწრაფო დახმა-
რება გამოიძახეთ!
პირველი ტყვია ლითონის კარმა აისხლიტა და მან სვლა ახალ-
გაზრდა ქალის ფერდში დაასრულა, რომელიც ახლა სისხლით იყო
შეღებილი.
კანდისისკენ დაიხარა და მისი ხელი აიღო.
– არ მოკვდე! – შეევედრა და მის გვერდით მუხლებზე დაეცა.
კანდისის სახე გამჭვირვალე გახდა. პირი გააღო, რაღაცის თქმა
სურდა, მაგრამ ტუჩები სისხლის წვრილმა ზოლმა შეუღება.
– არ მოკვდე! – ისევ დაიღრიალა და საშველად სამყაროს ყველა
ღმერთს უხმო.
მაგრამ ის უკვე აქ აღარ იყო. მიწაზე მხოლოდ უსულო სხეული
დარჩა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ახალგაზრდა ქალ-
თან, ერთი საათის წინ სიცოცხლეს რომ შეჰხაროდა და შვილს გა-
სართობად მხიარულ ამბებს უყვებოდა.
თვალცრემლიან ნათანს ისღა დარჩენოდა, მისთვის თვალები
დაეხუჭა.
დამსწრეთაგან ვიღაცამ იკითხა: „მისი ცოლი იყო?”
რამდენიმე წუთის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვი-
და.
ადვოკატს ჯოში მაგრად ჩაებღუჯა. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი
დაჭრილი არ იყო, თუმცა შიშისგან შოკირებული ჩანდა. ნათანი სა-
კაცეს, რომელზეც კანდისის სხეული ესვენა, მანქანამდე მიჰყვა.
როდესაც ალუმინის შალითის ელვა შესაკრავმა მისი სახე დაფარა,
ნათანი თავს დაეკითხა, მართლა დასრულდა კანდისისთვის ყველა-
ფერი? რა ხდება სიკვდილის მომენტში? არის რამე მის შემდეგ? არ-
სებობს გაგრძელება?

134
ეს კითხვები მაშინაც უტრიალებდა თავში, როცა ჯერ დედა, შემ-
დეგ კი მისი ვაჟი გარდაიცვალა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მზემ პირველად გამოანათა


ისე, როგორც ეს ზოგჯერ ზამთრობით იცის ხოლმე ნიუ-იორკში.
დაწმენდილი ჰაერი იყო, მშრალი და ცივი ქარი ქროდა.
ტროტუარზე დილის შოკგადატანილი ადამიანები ერთმანეთს
ამხნევებდნენ. ნათანის მკლავებში ჯოში გაუჩერებლად ქვითინებ-
და.
სრულიად გონდაკარგულმა ადვოკატმა იგრძნო, ფეხქვეშ რო-
გორ ეცლებოდა მიწა. აქეთ-იქიდან ხმები ესმოდა, დაწითლებულ
თვალებს პოლიციის მანქანების ციმციმები უღიზიანებდა. ტელეო-
პერატორები და ჟურნალისტები მძევლებს შემოხვეოდნენ.
ამ არეულობაში საკუთარი ბრალისა და დანაშაულის გრძნობით
გულდამძიმებული ნათანი ჯოშის შეძლებისდაგვარად დაცვას ცდი-
ლობდა.
ვიდრე მძარცველის ცხედარი შენობიდან გაჰქონდათ, ნიუ-იორ-
კის პოლიციის დეპარტამენტის მუქ ლურჯ ფორმაში გამოწყობილი
თანამშრომელი მიუახლოვდა, მას რამდენიმე კითხვის დასმა სურ-
და. პოლიციელი სამხრეთამერიკელი იყო, ტანდაბალი, ჩასკვნილი,
პირისახე ყმაწვილისა ჰქონდა.
მან საუბარი დაიწყო, თუმცა ნათანი არ უსმენდა. პერანგის სახე-
ლოთი ჯოშს ფრთხილად გაუწმინდა სახე, რომელიც ცრემლებითა
და სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. ეს კანდისის სისხლი იყო. ისევ
შემოაწვა კაეშანი და ცრემლები ვეღარ შეიკავა:
– მე მოვკალი! აქ ჩემ გამო იყო!
პოლიციელმა მისი დამშვიდება სცადა:
– თქვენ ხომ ამას ვერ წარმოიდგენდით, ბატონო. ვწუხვარ.
ნათანი ქუჩაში, ასფალტზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
მთელ სხეულში კრუნჩხვამ დაუარა. ყველაფერი მის გამო მოხ-
და. თავად დააჩქარა კანდისის სიკვდილი. ეს დაწყევლილი ფული
რომ არ შეეთავაზებინა, ამ ბანკში ის ფეხს არასოდეს შემოადგამდა

135
და არც არაფერი მოხდებოდა! ამ ჯოჯოხეთური ამბისთვის პასუხის-
მგებლობა მხოლოდ მას ეკისრება. ის პაიკი იყო, რომელიც საჭირო
მომენტში იმის შესასრულებლად გამოიყენეს, რისი თავიდან აცი-
ლებაც მის ძალებს აღემატებოდა. მაგრამ როგორ შეიძლება უდ-
რტვინველად იტანდე სამყაროს, სადაც სიცოცხლესა და სიკვდილს
ბედისწერა ასე განსაზღვრავს?
ასე ეგონა, ექოდ ჩაესმა გუდრიჩის ხმა:
„საბოლოო გადაწყვეტილების შეცვლა არავის ძალუძს, ვერც ვე-
რავინ განსაზღვრავს ზუსტად, როდის დადგება სიკვდილის დრო”.
ცრემლებით სველი თვალები პოლიციელს მიაპყრო.
თითქოს მისი დამშვიდება უნდაო, ამ უკანასკნელმა კიდევ ერ-
თხელ გაიმეორა:
– რა იცოდით, რომ ასე მოხდებოდა.

136
13

„გთხოვ, იფიქრე ამაზე, დღისითა და ღამით”.


ციცერონი

თავიდან წარსული და მომავალი არ არსებობდა.


ეს დიდ აფეთქებამდე იყო. იქამდე, ვიდრე მატერია, სივრცე და
დრო გაჩნდებოდა.
ენციკლოპედიებში წერია, რომ ჩვენი სამყაროს არსებობა
თხუთმეტი მილიარდი წლის წინათ დაიწყო. ამავე ასაკისაა უძველე-
სი ვარსკვლავები.
დედამიწას რაც შეეხება, იგი ხუთი მილიარდი წლის წინათ ჩამო-
ყალიბდა. ძალიან სწრაფად, ანუ ერთ მილიარდ წელზე ნაკლებ
დროში მასზე ცოცხალი არსებების უმარტივესი სახეობა –ბაქტე-
რიები გაჩნდა.
შემდეგ ადამიანის დროც დადგა.
ეს ყველამ იცის, მაგრამ არავის ახსოვს: კაცობრიობის არსებო-
ბის დრო სამყაროს ასაკთან შედარებით სრულიად უმნიშვნელოა.
დროის თავად ამ უმნიშვნელო მონაკვეთს რაც შეეხება, ადამიანები
მხოლოდ ნეოლითის ხანაში გადავიდნენ ბინადარ ცხოვრებაზე, გა-
მოიგონეს მიწათმოქმედება, ქალაქური ცხოვრება და ვაჭრობა.
კიდევ ერთი გარდატეხა მოგვიანებით, XVIII საუკუნის ბოლოს
მოხდა. თანდათანობით სულ უფრო გაიზარდა ეკონომიკის მნიშვნე-
ლობა, რამაც სულ უფრო მეტი პროდუქციის დაგროვების საშუალე-
ბა გააჩინა, შემდეგ ამ პერიოდს სამრეწველო რევოლუცია ‒ ახალი
ისტორია უწოდეს.
თუმცა, ამ პერიოდის დადგომამდე სიცოცხლის ხანგრძლივობა
მხოლოდ ოცდათხუთმეტი წელი იყო.
სიკვდილი ყველგან იყო და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩ-
ნდათ. არავის უკვირდა.
დასაბამიდან მოყოლებული, ჩვენამდე ოთხმოც მილიარდზე მეტ
ადამიანს უცხოვრია, უშენებია ქალაქები, უწერია წიგნები და შეუქმ-

137
ნია მუსიკა. დღეს, ჩვენი, ცოცხალთა რიცხვი, მხოლოდ ექვსი მილი-
არდია. გარდაცვლილები ცოცხლებს თოთხმეტჯერ და მეტჯერ სჭარ-
ბობენ.
ჩვენს ფეხქვეშ და ჩვენს გონებაში ისინი იხრწნებიან და ლპებიან.
მათი სურნელითაა გაჯერებული ჩვენი მიწა და ჩვენი საკვები.
ზოგიერთები გვაკლია.
რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ, მზე ამოწურავს წყალბადის
მთელ მარაგს და მისი მოცულობა ასჯერ გაიზრდება დედამიწის ტემ-
პერატურა 2 000 -C-ს გადააჭარბებს, მაგრამ სავარაუდოდ, კაცობ-
რიობა ამ დროისთვის უკვე დიდი ხნის გადაშენებული იქნება. სამყა-
როს რაც შეეხება იგი უეჭველია, გაფართოებას გააგრძელებს და
ყველა გალაქტიკას დაკარგავს: დროთა განმავლობაში ვარსკვლა-
ვები ნათებას შეწყვეტენ და კოსმოსში უზარმაზარ სასაფლაოს წარ-
მოქმნიან.
მოღრუბლული, მშვიდი ღამეა.
ნათან დელ ამიკო თავისი ოთახის ფანჯრიდან სან-რემოს ბინამ-
დე აღწეულ ქალაქის სინათლეებს უმზერს.
ნიუ-იორკის ხმაურს უსმენს, რომელშიც არეულია მანქანების
საყვირთა, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანების სირე-
ნების ხმები.
მარტოა.
ეშინია.
ცოლი ენატრება.
და იცის, რომ მალე მოკვდება.

138
14

„მკვდრებმა მხოლოდ ერთი რამ იციან:


უმჯობესია, ცოცხალი იყო”.
დიალოგი სტენლი კუბრიკის ფილმიდან
“Full Metal Jacket”

15 დეკემბერი

ვრცელ ბინაში დიდი ფანჯრებიდან მზე უხვად იფრქვეოდა. თეთ-


რი ფერის ფლუორესცენციული საღებავით დაფარული კედლები სი-
ნათლით ისე იყო სავსე, როგორც ზაფხულობით.
თბილოდა. ავტომატური სისტემა ჩაირთო და უხმოდ დაიწყო ჟა-
ლუზების ჩამოშვება.
ნათანი ღია ფერის ტვიდგადაკრულ დივანზე იწვა. კორონას ცა-
რიელი ბოთლი ქარვისფერ პარკეტზე დადო. ეს უკვე მეოთხე დაც-
ლილი ბოთლი იყო და სმას მიუჩვეველი, გულისრევის გრძნობამ შე-
აწუხა.
დილიდან უაზროდ მიმოდიოდა ბინაში.
კანდისი მკვდარი იყო. მაშასადამე, გარეტი მართლაც ფლობდა
სიკვდილის მოახლოების ამოცნობის უნარს.
მისთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ მოგზაურობამ დასასრულს მი-
აღწია. ახლა ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. გუდრიჩმა იცოდა კევინის
შესახებ, იცოდა კანდისის შესახებ და ახლა მისი რიგი მოვიდა. ძნე-
ლი იყო ამ ფაქტთან შეგუება, თუმცა სხვა გზა არ იყო, უნდა შერიგე-
ბოდა.
ახლა, როდესაც იცის, რომ მალე მოკვდება, რა უნდა მოიმოქმე-
დოს? გამოცდას როგორ უნდა გაუძლოს?
იმ სამყაროში ცხოვრობდა, სადაც შეჯიბრებითობაა გაბატონე-
ბული. სამყაროში, სადაც სუსტებისთვის ადგილი არ არის. იმდენ
ხანს აჩვენებდა თავს ზებუნებრივი შესაძლებლობის ადამიანად,და-

139
ავიწყდა კიდეც, მოკვდავი რომაა.
რასაკვირველია, დიდი ხნის წინათ, ნანტაკეტში მართლა მოხდა
ის შემთხვევა, მაგრამ ეს მისთვის ჭკუის სასწავლი გაკვეთილი არ
ყოფილა.
ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა, საიდანაც პარკის ზღაპ-
რული ხედი იშლებოდა. ალკოჰოლმა თავი აატკივა. გონებაში გან-
ქორწინების, გლოვისა და ტანჯვის სურათები ისევ ამოუტივტივდა.
ჯოში გაახსენდა. მტანჯველი ტკივილი იგრძნო, როდესაც ძარცვის
დასრულებიდან რამდენიმე წუთში მასთან სოციალური სამსახურის
თანამშრომელი მივიდა და ბიჭუნა წაიყვანა. ერთი წლის ასაკში და-
ობლებულს, როგორი ბავშვობა ექნებოდა? მას სხვადასხვა ოჯახები
და ობოლთა სახლები ელოდა, სადაც ყოველთვის ზედმეტი იქნებო-
და, სიყვარულისა და დაცულობის განცდის გარეშე.
ნათანი თავს განადგურებულად გრძნობდა. არა, ის სრულებით
არ იყო ყოვლისშემძლე. არც არავინ იყო ასეთი. ყველაფერს ერთი
დასასრული ჰქონდა, მის ცხოვრებასაც, ისევე როგორც შონისას.
რა სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ მას ყოველთვის ყველაფრის
წინასწარ გათვალისწინება უყვარდა!
იმის მიუხედავად, რომ მელორის აღიზიანებდა, მაინც თითქმის
ყველა შემთხვევისთვის ჰქონდა დაზღვევა – ძარცვა, ხანძარი,
წყალდიდობა, მეხი, ტერორიზმი. მაგრამ არასოდეს, იოტისოდენაც
კი არაფერი მოუმოქმედებია, მომავალი წარუმატებლობისგან თავი
რომ დაეცვა.
როცა ეკითხებოდნენ, ღმერთი სწამდა თუ არა, მისი პასუხი იყო:
დიახ, რა თქმა უნდა. სხვა რა უნდა ეპასუხა? ეს ხომ ამერიკაა, ბო-
ლოს და ბოლოს! ქვეყანა, სადაც პრეზიდენტიც კი ფიცს ბიბლიაზე
დებს!
თუმცა, გულის სიღრმეში, არასოდეს სჯეროდა საიქიო ცხოვრე-
ბისა და სულის უკვდავების.
გარშემო მიმოიხედა. ბინაში არაფერი იყო მყვირალა, მხოლოდ
რაფინირებული, უბრალოებასა და თანამედროვეობასთან შეხამე-
ბული დიზაინი. ბევრი სივრცე, ბევრი სინათლე და გამჭვირვალობა.

140
უყვარდა ეს ბინა. განქორწინების შემდეგთავად გადააკეთა, მე-
ლორი ვერასოდეს შეეგუა იმ აზრს, რომ მამამისის ძველ ბინაში
ცხოვრობდა. ჩვეულებრივ, შინ თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, დაცუ-
ლი იყო ხისა და მარმარილოს მსგავსი ბუნებრივი მასალებით, რომ-
ლებიც ბინის ინტერიერში ჰქონდა გამოყენებული და რომლებიც
დროის მდინარებას უზადოდ უძლებდნენ.
ლაჟვარდისფერი პანელებით დაფარულ ერთ კედელზე მელო-
რის შესრულებული ტყვიის მომპოვებელი მაღაროს ნახატები ეკი-
და. ეს ესკიზები წარსულის ბედნიერ დღეებს ახსენებდა.
მთელი მისი არსება შიშს მოეცვა თან, იმავდროულად, სიბრაზემ
წამოუარა.
რატომ ის? და რატომ ასე?
არ სურდა ასე სწრაფად სიკვდილი. კიდევ იმდენი რამ ჰქონდა
გასაკეთებელი პატარა გოგონა გასაზრდელი, ქალი დასაბრუნებე-
ლი.
„ჩემამდე სხვების რიგია!
შესაძლოა, ცხოვრებაში დიადი არაფერი შემიქმნია, მაგრამ არც
ნამდვილი ბოროტების ჩადენაა ჩემს სინდისზე.
თუ ეს ბოროტების შიკრიკები მართლაც არსებობდნენ, სიკ-
ვდილშიც ხომ უნდა არსებობდეს რაღაც წესრიგი და კავშირი?
რასაკვირველია, არა ათასობით ბავშვი და უდანაშაულო კვდება
ყოველ წამს. სიკვდილს კეთილშობილური გრძნობები არ უყვარს.
ადამიანები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ამბობენ, ღმერთი თავის-
თან იმას უხმობს, ვინც უყვარს!”
არ სურდა, მისთვის ვინმეს საიდანმე ეხმო. მას ცხოვრება სწყუ-
როდა. აქ და ახლა. იმ ადამიანებით გარშემორტყმულს, ვინც უყვარ-
და.
რა მოიმოქმედოს?
თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეეძლო გულხელდაკრე-
ფილი დალოდებოდა მოვლენების განვითარებას.
განსაკუთრებულ შემთხვევებში რამეს უნდა ჩასჭიდებოდა, მაგ-
რამ რაც შეიძლება სწრაფად, განსაკუთრებით ახლა,როდესაც დრო

141
არ ითმენს.
წიგნის კარადას მიუახლოვდა, რომლის ერთ-ერთ თაროზე ბო-
ნის ხელის თაბაშირის მულაჟი იდო.
შვილის ხელს ხელი დაადო და კიდევ ერთხელ საკუთარ ბავშვო-
ბაზე დაფიქრდა.
მის გონებაში ეს ქაოსის პერიოდად შემორჩა, იმ დროიდან არც
სათამაშოები და არც ფოტოალბომი არ შემონახულა. ყოველ შემ-
თხვევაში, პატარაობისას ბევრ ფოტოს არც იღებდა.
ნათანმა ისევ გარშემო მიმოიხედა. კიბესთან ტოსკანელი თიხის
ანგელოზი სადარაჯოზე იდგა და ჯორდანის მიერ რაჯასტანიდან ჩა-
მოტანილი და მისთვის ნაჩუქარი ქვის ავაზა უშფოთველად უმზერ-
და.
მართალია გამდიდრდა, მაგრამ კარგად იცოდა, ვერაფერი გა-
მოისყიდდა მის გაუხარელ ბავშვობას.
ნათანი არავისზე იყო ნაწყენი. პირიქით, კარგად იცოდა, რომ
სწორედ ტანჯვის იმ წლებმა მისცა ახალი ცხოვრების დაწყების ძა-
ლა, რადგან მოგვიანებით, უნივერსიტეტში სწავლისას, ყველაფერი
შეიცვალა. ის მიხვდა, რომ მოულოდნელად გამოჩენილი შესაძ-
ლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას.წარმატების მიღწევა სურდა
და დაუღალავად მუშაობდა, მთელ დღეებს უნივერსიტეტის ბიბ-
ლიოთეკის უზარმაზარ დარბაზებში ატარებდა, სამართლის სახელ-
მძღვანელოებისა და სასამართლო პრეცედენტების შესწავლაში
იყო ჩაფლული.
სპორტსაც მისდევდა. მართალია, ბრწყინვალე ათლეტი არ ყო-
ფილა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, cheerleaders-ის ერთ-
ერთი ფავორიტი გახდა და ისინი ყოველთვის ამხნევებდნენ.
ამ ეპოქიდან მოყოლებული, მას აღარ უცქერდნენ როგორც კუ-
ინსში მცხოვრები მოსამსახურის ვაჟს, არამედ როგორც სახარბიე-
ლო პერსპექტივის მქონე მომავალ დიდ ადვოკატს.
სწორედ ამ პერიოდიდან შემორჩა უამრავი მოგონება.
ოთახი გადაჭრა, რკინის მოაჯირს მოეჭიდა და თითქმის აირბინა
რომაული ვულკანური ქანისგან დამზადებული კიბის საფეხურები,

142
მის საძინებელს სამუშაო ოთახისგან რომ ყოფდა.
ზემო სართულზე დაბურული მინისა და ლითონისგან შექმნილი
თეჯირი მის მიერ მოწყობილ დასასვენებელ კუთხეს ფარავდა. ეს
იყო მანსარდაში მოწყობილი ერთგვარი სალონი-ბიბლიოთეკა, სა-
დაც ფირფიტებსა და CD დისკებს ინახავდა.
კედლებზე „იანკების” გუნდის მაისურებისა და კეპების კოლექ-
ცია იყო გამოფენილი, თაროზე, ბეისბოლის ბურთს გვერდს უმშვე-
ნებდა უნივერსიტეტში მოპოვებული რამდენიმე სპორტული ჯილ-
დო, ასევე პირველ მანქანასთან გადაღებული მისი ფოტო. ეს იყო
მეორადი მუსტანგი, რომელსაც, როცა შეიძინა, უკვე რამდენიმე
ათასი კილომეტრი ჰქონდა გარბენილი.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, ნოსტალგიით გადაავლო თვალი
1980-ანი სწლების ვინილის ძველ დისკებს. მუსიკალური თვალსაზ-
რისით, ეს საინტერესო პერიოდი იყო: Pink Floyd, Dire Straits, Bee
Gees, მადონა, რომელიც ჯერ არ იყო კერპად ქცეული...
ძველი დისკიც აღმოაჩინა.
„ჰმ, ეს არ მეცნობა. ალბათ, მელორისაა”.
33-ბრუნიანი ფირფიტა თაროდან ჩამოიღო. ეს იყო Imagine, ჯონ
ლენონის საკულტო ალბომი.
ყდაზე ბითლზის ყოფილი წევრის სახე მოჩანდა. ცარიელი თვა-
ლები თითქოს ცისკენ გაღებული ფანჯრები იყო. თავისი პატარა,
მრგვალი შავი სათვალით თავად ლენონიც ცაში მოფარფატე მოჩ-
ვენებას ჰგავდა.
ამ დისკის არსებობა ნამდვილად არ ახსოვდა. რასაკვირველია,
სიმღერა შესანიშნავად იცოდა – საყოველთაო მშვიდობისადმი მიძ-
ღვნილი ჰიმნი ‒ მისი აზრით, ცოტათი სენტიმენტალური.
მომღერლის პაციფისტური უტოპიები მასხე უფროსი თაობის-
თვის იყო უფრო მისაღები. ნათანმა ჩასადები გადააბრუნა. ალბომი
1971 წელს იყო გამოსული. ავტოკალმით შესრულებული მიძღვნის
წარწერა იკითხებოდა:
„ნათან, ძალიან მამაცურად იქცეოდი, ჩემპიონო. ნურაფრის შე-
გეშინდება და თავს გაუფრთხილდი”.

143
„ჩემპიონი?” არ ახსოვდა, თუ ვინმე ამ სახელს ეძახდა.
წარწერა ისეთი ხელმოწერით მთავრდებოდა, რომლის ამოკით-
ხვა შეუძლებელი იყო.
ფირფიტა აიღო და საკრავზე დადო.
ინსტინქტურად, ნემსი მესამე ბილიკის დასაწყისში დადო. სიმღე-
რას Jealous Guy ერქვა.
ფორტეპიანოს პირველი აკორდები გაისმა და უეცრად, გონება-
ში ყველაფერი ამოუტივტივდა.
ეს იყო 1972 წელს. შემოდგომაზე.
კუნძულ ნანტაკეტის დისპანსერის პალატაში.

144
15

„სინამდვილეში, ჩვენ არაფერი ვიცით, რადგან ჭეშმარიტება


უფსკრულის ძირშია”.
დემოკრიტე

იაგუარში ჩახტა და გეზი მისტიკისკენ აიღო.


ისე სწრაფად მიქროდა, ნიუ-ჰავენიდან გასვლისას უბედური შემ-
თხვევა ბეწვზე აიცილა თავიდან. მანქანის მართვაზე კონცენტრირე-
ბა უჭირდა. მიღებული ალკოჰოლიც ართულებდა საქმეს. გონებაში
წარსულის სურათები ამოუტივტივდა.
1972.
ისტორიას ეს წელი შემორჩა უოტერგეიტის სკანდალის დაწყე-
ბით, ჩინეთში ნიქსონის მოგზაურობით, რაც მედიის მთავარი თემა
იყო. ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკელის მიერ რუსის
პირველად დამარცხებით...
ბეისოლში იმ წელს ოკლენდის „ასებმა” ცინცინატის „წითლები”
დაამარცხეს ხოლო დალასის „კოვბოებმა” სუპერბოლი მოიგეს.
იმ ზაფხულს ნათანი ნანტაკეტში მდებარე უექსლერების საზაფ-
ხულო რეზიდენციაში სამუშაოდ წასულ დედას გაჰყვა. ეს პირველი
შემთხვევა იყო, როდესაც მშობლიური კვინსის გარეთ მოხვდა.
გუდრიჩის სახლთან რომ მივიდა, შუადღე იწურებოდა.
ამინდი ისევ უარესდებოდა. დიუნებში სანახევროდ დაფარული
ზღვა თითქოს ცას შეუერთდა, ქარი კი მთელ სანაპიროზე დაუბრკო-
ლებლად ბოგინობდა.
კარზე ზარი რამდენჯერმე დარეკა, მაგრამ არავინ გაუღო.
უცნაურია. კვირა დღე იყო, გარეტი კი ყოველ შაბათ-კვირას ამ
სახლში ატარებდა.
თუ გუდრიჩი შინ არ იყო, ასეთი შემთხვევა ხელიდან არ უნდა გა-
ეშვა. აქამდე ექიმს მიჰყავდა თამაში და ნათანი კარგად ხვდებოდა,
ის ბევრ რამეს უმალავდა. ამიტომ, თავად უნდა შეეტყო მეტი, რათა
მასთან დაპირისპირება შეძლებოდა.

145
გარშემო მიმოიხედა. უახლოესი მეზობლის სახლი ასი მეტრის
მოშორებით იყო. ნებისმიერ ფასად, თუნდაც ქურდულად, სახლში
უნდა შესულიყო. ამისთვის ყველაზე მარტივ გზას სახლის გვერდით
მდებარე გარაჟის სახურავზე აძრომა და იქიდან მეორე სართულის
ერთ-ერთ აივანზე მოხვედრა წარმოადგენდა.
„ეს ძნელი არ უნდა იყოს”.
ახტა და სახურავზე მოჭიდება სცადა, მაგრამ ის მეტისმეტად მა-
ღალი აღმოჩნდა. სახლის გარშემო მოვლას და რაიმეს მოძებნას
აპირებდა, შესადგომად რომ გამოსდგმოდა, მაგრამ საიდანღაც კუ-
ნაპეტივით შავი დოგი გამოჩნდა.
ასეთი უზარმაზარი ძაღლი არასოდეს შეხვედრია.
ცხოველი ორი მეტრის მოშორებით იდგა, თვალმოუშორებლად
უყურებდა და ყრუდ იღრინებოდა.
„ესღა მაკლდა!”
დიდი მოდარაჯე ძაღლი თითქმის წელამდე სწვდებოდა. სხვა,
ნაკლებად საშიშ გარემოებაში რომ შეხვედროდა, ალბათ მოიხიბ-
ლებოდა კიდეც მისი მძლავრი და ჯიშიანი სხეულით. მაგრამ ახლა
მის თვალწინ იდგა აგრესიული კერბერი მთრთოლვარე ნესტო-
ებით, დაცქვეტილი ყურებით, ამაყად აღმართული თავითა და მოქ-
მედებისთვის მზადმყოფ ოთხმოცკილოგრამიან კუნთებზე გადაკრუ-
ლი, უკიდურესად დაჭიმული კანით, რომელზეც კარგად გაკრეჭილი
მბზინავი ბალანი აშლოდა.
ნათანმა იგრძნო, ხერხემლის გაყოლებით ოფლის ცივი წვეთი
როგორ ჩაცურდა. ძაღლების მეგობარი არასოდეს ყოფილა. მის
უნებურ მოძრაობას ძაღლმა უზარმაზარი ყბის დაკრეჭით უპასუხა
და ღრენა უფრო ხმამაღალი გახდა.
ადვოკატმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. სწორედ იმავე წამს დოგი
თვალის დახამხამებაში ადგილს მოსწყდა და სახეში შეახტა. ნათან-
მა ძლივს მოასწრო სახის მორიდება და ცხოველს ფეხი ჰკრა. უიმე-
დობით ენერგიამოცემულმა, კიდევ ერთხელ სცადა ახტომა და ამჯე-
რად გარაჟის სახურავს მოეჭიდა. ის იყო თავი სამშვიდობოს დაიგუ-
ლა, რომ ქუსლში ძაღლის ბასრი კბილების ჩასობა იგრძნო.

146
„არ დანებდე. ახლა რომ ძირს ჩავარდე, შენგან ძვლებსაც არ და-
ტოვებს”.
ნათანი მთელი ძალით იქნევდა ფეხს, მაგრამ ამაოდ. ძაღლის
მძლავრი ყბა მთელი ძალით ჩააფრინდა.
„ეს ურჩხული ფეხს მომაჭამს!”
რაც ძალა და ღონე ჰქონდა იბრძოდა და როგორც იქნა, ძაღლი
მოეშვა. ნათანი გაჭირვებით აიწია და სახურავზე აღმოჩნდა.
„ეშმაკმა წაგიღოს!”
სული მოითქვა და ტკივილისგან დაიმანჭა. შარვლის ძირში სრუ-
ლიად დაფლეთილი ტოტი აიწია და დარწმუნდა, რომ საკმაოდ ღრმა
ჭრილობიდან სისხლი უხვად მოსდიოდა. მით უარესი. ამას მერე მი-
ხედავს, ახლა ცხვირსახოცით სახელდახელოდ შეიხვია, ქვემოთ ვე-
ღარ ჩავიდოდა: დაკუნთულ ფეხებზე მყარად მდგარი დოგი თვალს
არ აცილებდა და გასისხლიანებულ დროუნჩს იწმენდდა.
„ვწუხვარ, მეგობარო, საჭმელად არ გამოვდგები. იმედია, შენი
გაცოფება არ გადმომდე”.
ჭრილობის მიუხედავად, მეორე სართულის პაწია აივანზე იო-
ლად გადაძვრა. როგორც იმედოვნებდა, გუდრიჩს ფანჯრები ჩაკე-
ტილი არ ჰქონდა. ნათანმა ფანჯარა გააღო და სახლში აღმოჩნდა.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება კანონდარღვევის სფეროში.
ვინმემ რომ წაგასწროს, ადვოკატის ლიცენზიას დაემშვიდობე”.
უკვე წარმოიდგინა National Lawyer-ში დაბეჭდილი სტატიის სა-
თაური: „მარბლ-ენდ-მარჩის” ცნობილ ადვოკატს ბინის გაქურდვის-
თვის ხუთწლიანი პატიმრობა ელის.
მეორე სართულზე იყო. გუდრიჩს დარაბების უმეტესობა ღია და-
ეტოვებინა, მაგრამ ცუდი ამინდის გამო სახლი თითქმის სრულ სიბ-
ნელეში ჩაძირულიყო.
გარეთ ძაღლი გაუჩერებლად ყეფდა.
„ეს იდიოტი მთელ უბანს შეყრის”.
ფრთხილად და სწრაფად უნდა ემოქმედა.
ვესტიბიულის თავზე მდებარე დერეფანი ორ საძინებლამდე და
კაბინეტამდე მიდიოდა. ნათანიც კაბინეტში შევიდა.

147
ეს იყო დიდი ოთახი მუხის ღია ფერის პარკეტით, მრავალრიცხო-
ვანი თაროებით, რომლებიც საქაღალდეებით, ვიდეო და აუდიო კა-
სეტებით, ფირფიტებითა და CD დისკებით იყო სავსე.
ნათანმა რამდენიმე დოკუმენტს ნაჩქარევად გადაავლო თვალი.
მიხვდა, რომ გუდრიჩი თავისი ყველა პაციენტის ავადმყოფობის ის-
ტორიას ინახავდა.
„ეს კანონიერია?”
საქაღალდეები ქრონოლოგიურად ეწყო იმ დაწესებულებების
მიხედვით, სადაც გუდრიჩს უმუშავია. მათში ყველა შემთხვევა იყო
აღწერილი 1968 წლიდან დღემდე.
ნათანმა ყველა დაწესებულების საქაღალდეებს მოუთმენლად
ჩამოუარა: ბოსტონის საერთო სამედიცინო ჰოსპიტალი. ნიუ-იორ-
კის პრესვიტერიანული ჰოსპიტალი. ვაშინგტონის პედიატრიის ცენ-
ტრი...
ბოლოს 1972 წლის დოსიეს მიაგნო.
იმ წელს ექიმმა გუდრიჩმა დედაქალაქის ჰოსპიტალში ქირურგი-
ის ორდინატურა დაასრულა. ის ოცდაშვიდი წლის იყო.
1972 წლით დათარიღებული დოკუმენტების გროვაში ნათანმა
ყავისფერყდიანი რვეული შენიშნა.
ბორტის ჟურნალი
ნანტაკეტის დისპანსერი
1972 წლის 12 – 25 სექტემბერი
ნათანის ეჭვი, რომელიც ჯონ ლენონის ფირფიტის ყდაზე წარწე-
რის აღმოჩენის შემდეგ გაუჩნდა, დადასტურდა. გუდრიჩი 1972
წელს ნანტაკეტში იმყოფებოდა. ორი კვირით დისპანსერში კოლე-
გას ცვლიდა. და ეს ზუსტად იმ პერიოდს ემთხვეოდა, როდესაც ნა-
თანს უბედურება შეემთხვა! არ არის გასაკვირი, რომ მისი სახე ეც-
ნობოდა.
ხელის კანკალით სწრაფად გადაფურცლა რვეული და იმ ჩანა-
წერს წააწყდა, რასაც ეძებდა.
„1972 წლის 19 სექტემბერი
დღეს დისპანსერში შემაშფოთებელი ამბავი მოხდა. ნაშუადღე-

148
ვის მიწურულს რვა წლის ბიჭუნა მოიყვანეს, კლინიკური სიკვდილის
მდგომარეობაში. მოსეირნეებმა ის ტბიდან ამოიყვანეს. ბიჭი უკვე
რამდენიმე წუთი იყო, აღარ სუნთქავდა. გამვლელების ყურადღება
პატარა გოგონას ყვირილმა მიიქცია.
თავიდან უშედეგოდ გამოვიყენეთ ელექტროშოკი. ამის მიუხე-
დავად, მკერდის მასაჟს ვაგრძელებდი, ექთანი კი ხელოვნურ სუნ-
თქვას უტარებდა.
ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მისი რეანიმირება
შევძელით. ცოცხალია, თუმცა კომის მდგომარეობაში.
კარგად მოვიქეცით, სიკვდილს რომ გამოვტაცეთ? დარწმუნებუ-
ლი არ ვარ, რადგან ბავშვი გონზეც რომ მოვიდეს, მის ტვინს დიდი
ხნის განმავლობაში უჟანგბადი არ მიეწოდებოდა და ამის გამო მრა-
ვალი უჯრედი უნდა იყოს მკვდარი და საუბედუროდ, არ არის გამო-
რიცხული, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.
მაინც ვიმედოვნებ, რომ მიყენებული ზიანი გამოუსწორებელი
არ იქნება”...
ნათანი აღელდა. ის მოგონებები, რომელთა მიჩქმალვას აქამდე
ასე თუ ისე ახერხებდა, ახლა მოუწესრიგებლად ამოუტივტივდა გო-
ნებაში, ხელების კანკალითა და გახშირებული გულისცემით კითხვა
განაგრძო.
„1972 წლის 20 სექტემბერი
ამ დილით ბავშვი გონს მოვიდა და ეს ამბავი მაშინვე შემატყობი-
ნეს.ყურადღებით გავსინჯე და ვაღიარებ, გაოგნებული ვარ.
რასაკვირველია, თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ ყველა კიდურს
ამოძრავებს და ყველა კითხვაზე პასუხობს. მას ნათან დელ ამიკო
ჰქვია.მორცხვი და ჩაკეტილი ბავშვია, მაგრამ ჩანს, რომ ჭკვიანია
და ცოტა ხანს ვილაპარაკეთ.
რომ არ მოიწყინოს, მის პალატაში ჩემი ფირსაკრავი დავუდგი
და ლენონის ფირფიტა ჩავურთე. ისე ეტყობა, მოეწონა...
დილით დედამისი მოვიდა. იგი იტალიელია და მოსამსახურედ
მუშაობს ბოსტონელ ბიზნესმენთან, ჯეფრი ოუექსლერთან, რომელ-
საც კუნძულზე დასასვენებელი სახლი აქვს. ძალიან შეშინებული

149
იყო, მისი დამშვიდება მინდოდა, ვუთხარი, რომ მისი ბიჭუნა გამძლე
და მამაცია, მაგრამ ინგლისური ცუდად იცის და დარწმუნებული
ვარ, რაც ვუთხარი, ნახევარზე მეტი ვერ გაიგო.
უექსლერის ქალიშვილი, ბიჭუნას მეგობარი, დღის მეორე ნახე-
ვარში მოვიდა. ისეთი შეშფოთებული იყო, პალატაში შესვლის ნება
დავრთე. თავის ასაკთან შედარებით, წარმოუდგენლად გონიერია
და ჩანს, რომ მეგობარიც ძალიან უყვარს. მისი სამუდამოდ მადლო-
ბელი უნდა იყოს, რადგან დახრჩობას გადაარჩინა”.

„1972 წლის 21 სექტემბერი


შესაძლოა გუშინ ზედმეტად ოპტიმისტი ვიყავი.
დღეს დილით ნათანს დიდხანს ვესაუბრე. მისი სიტყვები გაუგე-
ბარია. ახლა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევამ მის გონებაზე გამოუსწო-
რებელი კვალი დატოვა.
ერთი მხრივ, ეს მომხიბლავი ბავშვია, რომელსაც თავისი ასაკის-
თვის შეუფერებლად მდიდარი ლექსიკა აქვს და საუბარი არ უჭირს.
ჩვენი საუბარი მაგნიტოფონწზე ჩავიწერე.
აღარ ვიცი, რა ვიფიქრო”.

ნათანს, რადაც უნდა დაჯდომოდა, ეს ჩანაწერი უნდა მოესმინა.


მეორე კარადისკენ გაემართა, სადაც კასეტებით სავსე მუყაოს ყუ-
თები იდო. ისეთი სისწრაფით იქექებოდა ყუთებში, რომ ნახევარზე
მეტი იატაკზე დაყარა.
ბოლოს, აღმოაჩინა ფირი წარწერით 21/09/1972.
სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან შესაბამისი აპარატურა აღ-
მოაჩინა. კასეტა წამკითხველში ჩადო და რამდენიმე წამის შემდეგ,
აღელვებისგან შეძრულს, წარსულიდან საკუთარი ხმა მოესმა.
თავდაპირველად გუდრიჩმა დაიწყო საუბარი, მისი გამხნევება
სურდა:
– გამარჯობა, ჩემპიონო.
– გამარჯობა, ბატონო.
თავისი ბავშვური ხმა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.თითქმის

150
არ ესმოდა. ხმას აუწია.
– კარგად გეძინა?
– დიახ, ბატონო.
გორგოლაჭების ხმა ისმოდა. როგორც ჩანს, გუდრიჩი სინჯავდა
და რამდენიმე ტრადიციული კითხვა დაუსვა ჯანმრთელობასთან და-
კავშირებით. ბოლოს ჰკითხა:
– კარგად გახსოვს, რა მოხდა?
– უბედურ შემთხვევაზე მეკითხებით?
– ჰო, მომიყევი, რა მოხდა.
სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ გუდრიჩმა გაიმეორა:
– შეგიძლია, მომიყვე?
ისევ სიჩუმე, შემდეგ ნათანის პასუხი გაისმა:
– ვიცოდი, რომ მოვკვდი.
– რაა?
– ვიცოდი, რომ მოვკვდი.
– ასე რატომ ფიქრობ?
– თქვენ თვითონ თქვით.
– არ მესმის, რას ამბობ.
– როცა საკაცეზე დამაწვინეს, თქვენ თქვით, რომ მკვდარი ვარ.
– ჰმ... არ მახსოვს, ასეთი რამ მეთქვას, ყოველ შემთხვევაში, შენ
ამის გაგონება არ შეგეძლო.
– როგორ არა, ჩემი სხეულის ზემოთ ვიყავი და ყველაფერს ვხე-
დავდი.
– რას ამბობ?
– რაღაც იყვირეთ, მაგრამ სიტყვები ვერ გავიგონე.
– ხომ ხედავ...
მაგრამ ნათანმა შეაწყვეტინა:
– ექთანმა გორგოლაჭებიანი მაგიდა მოიტანა, ზედ რაღაც ორი
ხელსაწყო იდო, ისინი ერთმანეთს გაუხახუნეთ და მერე გულმკერ-
დზე დამადეთ, მერე დაიყვირეთ: „ჩართეთ!” და ჩემმა სხეულმა
აიწია.
უსმენდა დამაჯერებლად მოსაუბრე საკუთარ ბავშვურ ხმას და ნა-

151
თანმა მღელვარებისგან თავგზა დაკარგა. ჩანაწერის შეჩერება სურ-
და, რადგან მიხვდა, მოსმენა მის ტანჯვას მხოლოდ გააძლიერებდა,
მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია.
– ეს ყველაფერი საიდან იცი? ვინ მოგიყვა?
‒ არავინ. ჭერში დავფარფატებდი და თავად ვხედავდი ყველა-
ფერს. მთელი საავადმყოფოს შემოფრენა შემეძლო.
– არ მჯერა, რაღაცას იგონებ.
ნათანმა არაფერი უპასუხა და ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარ-
და, ვიდრე ისევ გუდრიჩმა შემრიგებლური ტონით არ თქვა:
– შემდეგ, რა დაინახე?
– აღარ მინდა თქვენთან საუბარი.
‒ მისმინე, ვწუხვარ, შევცდი, როდესაც გითხარი, იგონებ-მეთქი.
მაგრამ ისეთ საოცრებას მიყვები, დაჯერება მიჭირს. მიდი, ჩემპი-
ონო, მომიყევი, შემდეგ რა მოხდა?
– მერე ძალიან სწრაფად რაღაც გვირაბში მივქროდი.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, გარეტმა სასაუბროდ წააქეზა.
– გისმენ.
– ვიდრე ამ გვირაბში ვიყავი, მთელი ჩემი ცხოვრება თავიდან
დავინახე და კიდევ, ადამიანებს ვხედავდი. ასე მგონია, ისინი მიცვა-
ლებულები იყვნენ.
– მიცვალებულები? რას აკეთებდნენ?
– გვირაბის გადალახვაში მეხმარებოდნენ.
– გვირაბის ბოლოს რა იყო?
– ამის აღწერა არ შემიძლია.
– სცადე, გთხოვ.
ბავშვმა მოძლიერებული ხმით განაგრძო.
‒ რაღაც თეთრი სინათლის მსგავსი, სასიამოვნო და თან მძლავ-
რი.
– კიდევ მომიყევი.
‒ ვიცოდი, რომ ვკვდებოდი. მინდოდა, სინათლეს შევრეოდი,
მაგრამ იქამდე მისასვლელად თითქოს რაღაც ჭიშკარი იყო,რო-
მელიც ხელს მიშლიდა.

152
– ამ ჭიშკრის წინ რა იყო?
– არ ვიცი, როგორ აღვწერო.
– მიდი, ჩემპიონო, გთხოვ, სცადე.
ახლა გუდრიჩის ხმაში მუდარა ისმოდა. მცირე პაუზის შემდეგ ნა-
თანმა განაგრძო:
– რაღაც „არსებები”.
– „არსებები?“
– ერთმა ჭიშკარი გააღო, რომ სინათლეში შესვლა შემძლებო-
და.
‒ შეგეშინდა?
– არა, პირიქით. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.
გუდრიჩი ბავშვის ლოგიკას ვეღარ იგებდა.
– ჰო, მაგრამ, ახლა ამბობდი, იცოდი, რომ კვდებოდი.
– დიახ, მაგრამ ეს არ იყო შემაშფოთებელი. გარდა ამისა...
– განაგრძე, ნათან.
– ვგრძნობდი, რომ არჩევანი მქონდა...
– რისი თქმა გსურს?
– შესაძლებლობა მომცეს, არ მოვმკვდარიყავი, თუ ამისთვის
თავს მზად არ ვგრძნობდი.
– და ეს შენი არჩევანი იყო?
– არა. მე სიკვდილი მინდოდა. იმ სინათლეში თავს ისე კარგად
ვგრძნობდი.
– როგორ შეგიძლია ამის თქმა?
– მინდოდა, სინათლეს შევრწყმოდი.
– რატომ?
– ასეა.
– რა?
– ეს არის სიკვდილი.
– და რატომ არ მოკვდი?
‒ იმიტომ, რომ უკანასკნელ წამს ჩვენება გამომიგზავნეს და გა-
დავწყვიტე, დავბრუნებულიყავი.
– რა დაინახე?

153
თვალცრემლიან ნათანს საკუთარი ჩურჩული მოესმა.
– ვწუხვარ.
– რაო?
– ეს თქვენ არ გეხებათ.
– რა დაინახე, ნათან?
– თქვენ ამასთან არაფერი გესაქმებათ, მაპატიეთ.
– კარგი, ჩემპიონო, რა პრობლემაა. ყველას აქვს საიდუმლოს
ქონის უფლება.
ჩანაწერი შეწყდა და ნათანი ატირდა. ტიროდა ცხარე ცრემლით,
შეუჩერებლად, ისე, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ, შემდეგ
სული მოითქვა, თვალები შეიმშრალა და კასეტა წინ გადაახვია,
თუმცა სხვა ჩანაწერი აღარ იყო.
ნათანი რვეულს დაუბრუნდა.

„1972 წლის 23 სექტემბერი


ორი დღეა ნათანის სიტყვებზე ვფიქრობ და ვერ გამირკვევია, ასე
ზუსტად როგორ აღწერა ის სამედიცინო პროცედურები, რაც მისი
მოყვანისთანავე ჩავატარეთ.
თითქოს საიქიოდან დაბრუნდა.
ასეთი მონაყოლი არც ერთი პაციენტისგან არ მსმენია და განსა-
კუთრებით, ბავშვისგან. ძალიან აღელვებული ვარ, მინდა კოლგე-
გებს ამის შესახებ გავესაუბრო, მაგრამ თან ვშიშობ, რომ ეს თემა
სამედიცინო წრეებში ტაბუირებულია.
რასაკვირველია, გამიგია ამ შვეიცარიელი ქალბატონის, მის
კებლერ-როსის შესახებ, ჩიკაგოს ბილიგს-ჰოსპიტალიდან. რო-
გორც მახსოვს, „ლაიფში” იყო სტატია დაბეჭდილი, რომ მან კლინი-
კური სიკვდილის შემდეგ გამომჯობინებულ პაციენტებთან გასაუბ-
რებისთვის სემინარი დააარსა. სტატიამ სკანდალი გამოიწვია და
მას ექიმობის ლიცენზია ჩამოართვეს. თუმცა, როგორც ამბობენ,
კლინიკურსიკვდილგადატანილი ათეულობით პაციენტის მონათ-
ხრობი აქვს შეკრებილი. იქნებ დავეკონტაქტო”.

154
„1972 წლის 25 სექტემბერი
დღეს ბიჭი საავადმყოფოდან გავწერეთ. მისი საერთო მდგომა-
რეობა დამაკმაყოფილებელია, მეტად ვეღარ დავტოვებდი. გუშინ
საღამოს ისევ ვცადე მასთან საუბარი, მაგრამ ლოკოკინასავით ნი-
ჟარაში ჩაიკეტა და ვეღარაფერი დავაცდენინე. დღეს დედამისი ბი-
ჭის წასაყვანად რომ მოვიდა, ვკითხე, პატარაობისას ანგელოზებზე
ან სამოთხეზე ხომ არ ესაუბრებოდა. დამარწმუნა, რომ ასეთი რამ
არასოდეს მომხდარა და მეტად აღარ ჩავეძიე.
წასვლის წინ ნათანს ფირსაკრავი და ლენონის დისკი ვაჩუქე”.
გარეთ დაბნელდა და ოთახიც სიბნელეში ჩაიძირა.
ციოდა, მაგრამ ნათანი ვერაფერს გრძნობდა. ფიქრებით წარ-
სულში იყო, ბავშვობაში, რომელიც სამუდამოდ დავიწყებული ეგო-
ნა და რომელმაც ასე მოულოდნელად შეახსენა თავი; არც სახლის
წინ გაჩერებული მანქანის ხმა გაუგონია.
ვიღაცამ კაბინეტში შუქი აანთო.
ნათანი მოულოდნელობისგან შეხტა და კარისკენ შებრუნდა.

155
16

„ყოველი დღე სიკვდილთან მიახლოებაა,


ბოლო დღეს ის თავად მოდის”.
მიშელ მონტენი

– ვატყობ, კუჯო4 გაიცანით.


გარეტ გუდრიჩი კართან იდგა და ინტერესით ათვალიერებდა ნა-
თანის ნაჭრილობევს.
‒ აქ რას აკეთებთ, გარეტ? ‒ შეეკითხა ადვოკატი და დანაშაულ-
ზე წასწრებული ბავშვივით დახურა რვეული.
გუდრიჩს სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა და დამცინავი
ტონით ჰკითხა:
– როგორ გგონიათ, ამ კითხვას მე ხომ არ უნდა გისვამდეთ?
სიბრაზით აცახცახებულმა ნათანმა ვეღარ მოითმინა.
‒ რატომ არ გამაფრთხილეთ? რატომ დამიმალეთ, რომ ოცდაა-
თი წლის წინ თქვენ მიმკურნალეთ?
ექიმმა მხრები აიჩეჩა.
– არ მეგონა, თუ იმას დაივიწყებდით, ვინც გადაგარჩინათ. სი-
მართლე ითქვას, შეურაცხყოფილიც კი ვარ...
– ჯანდაბამდის გზა გქონიათ!
– კარგი, მაგრამ იქამდე ჭრილობას გაგისუფთავებთ.
‒ არ მჭირდება თქვენი დახმარება, – მიაძახა ნათანმა და კიბის-
კენ გაეშურა.
– ცდებით: ძაღლის ნაკბენი მიკრობებითაა სავსე.
ბოლო საფეხურზე ჩასული ნათანი ექიმისკენ შებრუნდა.
– დიდი ხნის სიცოცხლე მაინც აღარ დამრჩენია, ასე რომ...
– ჰო, მაგრამ, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ დღეები უნდა შე-
იმოკლოთ, – დაუყვირა გუდრიჩმა.
ბუხარში ძლიერი ცეცხლი ენთო.

4
სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის გმირი, სენ-ბერნარის ჯიშის
ძაღლი, რომელიც ღამურას კბენის შემდეგ გაცოფდა

156
გარედან ქარის გუგუნი ისმოდა, ფანჯრები ზრიალებდა. სახლის
წინ თოვლის გროვა იდო. ქარიშხლიანი ღამე იყო, უმშვენიერესი და
იმავდროულად, შემაშფოთებელი.
ნათანი სავარძელში იჯდა, ფეხები ტაბურეტზე შემოეწყო, ხელში
კი ოხშივარადენილი გროგის ჭიქა ეჭირა. ჩანდა, რომ სიბრაზემ გა-
დაუარა და ნაკლებად მტრულად გამოიყურებოდა.
გუდრიჩს თავისი ნამგალა მთვარის ფორმის მინებიანი სათვალე
ეკეთა და ჭრილობას წყლითა და საპნით ასუფთავებდა.
– აიიიიი!!!
– ჰმ.. ვწუხვარ.
‒ ეს თქვენი კერბერი ბედისწერამ ჩემი დღეების შესამოკლებ-
ლად გამოგზავნა? – იხუმრა ნათანმა.
– ნუ ღელავთ, ‒ უპასუხა ექიმმა და ჭრილობა შეუმშრალა, –
ძაღლის ნაკბენით იშვიათად კვდებიან.
– ცოფი და ტეტანუსი?
‒ შემიძლია მისი აცრების ბარათი გაჩვენოთ, მაგრამ, რასაკვირ-
ველია, კარგი იქნება, თუ ანტიტეტანურ საშუალებას გაიკეთებთ.
შემდეგ ექიმმა ჭრილობა ანტისეპტიკით დაამუშავა.
– ოიიიით!
‒ ძალიან მგრძნობიარე ხართ! კარგი, მართალია, ჭრილობა
საკმაოდ ღრმაა, ხრტილია დაზიანებული. ჩემი აზრით, უმჯობესია,
ხვალ საავადმყოფოში მოხვიდეთ.
ნათანმა გროგის ყლუპი მოსვა, ჩაფიქრებული უმისამართოდ
იყურებოდა, შემდეგ იკითხა:
‒ ამიხსენით, გარეტ. როგორ მოხდა, რომ დახრჩობის იმ ინცი-
დენტის შემდეგ გადარჩენა მოვახერხე?
‒ თავისთავად ფენომენი უჩვეულო არ არის: ტბებსა და მდინა-
რეებში დამხრჩვალი მრავალი ბავშვის რეანიმირება მომხდარა.
– ეს როგორ არის შესაძლებელი?
გუდრიჩმა ამოიოხრა, თითქოს ამ რთულ შეკითხვაზე მარტივი
პასუხის მოფიქრებას ცდილობსო.
– უმრავლეს შემთხვევაში ასეთ დროს ადამიანი ასფიქსიით იღუ-

157
პება: პანიკაში ჩავარდნილი ცდილობს, ფილტვებში წყლის დაგრო-
ვებას ხელი შეუშალოს. ორგანიზმში არსებული ჟანგბადი ილევა და
ისინი დახრჩობით იღუპებიან.
– და ჩემს შემთხვევაში, რა მოხდა?
‒ უეჭველია, რომ წყალს ფილტვებში შესვლის საშუალება მი-
ეცით, რამაც ჰიპოთერმიის მდგომარეობა გამოიწვია. გულის მუ-
შაობა შენელდა იქამდე, რომ ბოლოს სრულიად გაჩერდა.
– და ყველა ის ჩვენება რა იყო, კლინიკურსიკვდილგამოვლი-
ლის გამოცდილება?
– რასაკვირველია, მაგრამ 1970-იანი წლების დასაწყისში ამის
შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობდა. დღეს ეს ფენომენი კარგა-
დაა ცნობილი: ის, რაც თქვენ გამოიარეთ, ათასობით ადამიანმა გა-
მოსცადა თავის თავზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათი მონათ-
ხრობი შეიკრიბა და დაწვრილებით შეისწავლა სამეცნიერო საზოგა-
დოებამ.
‒ არსებობს მსგავსება მათ მონათხრობსა და ჩემ მიერ გან-
ცდილს შორის?
‒ დიახ, ბევრი ადამიანი ახსენებს გვირაბს, ინტენსიური სინათ-
ლის წყაროსა და ამ გრძნობას, როდესაც უსასრულო სიყვარულში
გინდა მუდმივად დარჩენა.
– ჰო, მაგრამ, რატომ არ მოვკვდი?
– თქვენი დრო ჯერ არ იყო, ესაა და ეს.
– აიიი! არ არის მართალი. ასე განგებ აკეთებთ?
– მაპატიეთ, ხელი გამექცა.
– როგორ არა... იდიოტი გგონივართ.
ექიმმა ისევ მოიბოდიშა, ანტიბიოტიკის შემცველი მალამო წაუს-
ვა და სახვევი დაადო. მაგრამ ნათანის ცნობისმოყვარეობა არ დაკ-
მაყოფილებულა და ისევ კითხვების დასმა გააგრძელა:
‒ შეიძლება თუ არა კლინიკური სიკვდილის დროს მიღებული
გამოცდილება იმქვეყნიური ცხოვრების დადასტურება იყოს?
– რასაკვირველია, არა. – კატეგორიულად უპასუხა ექიმმა. –
რაკი ცოცხალი ხართ, მაშასადამე არც მომკვდარხართ.

158
– მაშ, სად ვიყავი?
– სადღაც, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. მაგრამ ეს საიქიო
კიდევ არ იყო. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ტვინის ნორმა-
ლური ფუნქციობის ფარგლებს გარეთ კიდევ არსებობს ცნობიერე-
ბის მდგომარეობა.
‒ მაგრამ არაფერი ამტკიცებს, რომ ამგვარი მდგომარეობა დიდ-
ხანს გრძელდება?
– სწორედ ასეა, – დაუდასტურა ექიმმა.
და როგორც წარსულში, ახლაც ნათანის საიდუმლოს გაგება
სცადა.
– მითხარით, მაშინ რა ნახეთ, ნათან?
ამ უკანასკნელს სახე მოექუფრა.
– მე თვითონაც არ მახსოვს.
– ბავშვი ხომ არ ხართ. არ გესმით, რომ ეს უნდა ვიცოდე?
მაგრამ ნათანმა გადაწყვიტა, ამ თემაზე კრინტი არ დაეძრა.
– ხომ გითხარით, აღარ მახსოვს!
გუდრიჩი მიხვდა, რომ ვეღარაფერს დააცდენინებდა. ყოველ
შემთხვევაში, საუბრის სურვილი რომ ჰქონდა, ეს უკვე მისასალმე-
ბელი იყო. დახრჩობის დროს სიკვდილმა ისე ახლოს ჩაუარა, ხოლო
განცდილი ისეთი უჩვეულო მოვლენა იყო, რომ, არ არის გასაკვირი,
თუ სასწაულებრივ გადარჩენასთან დაკავშირებული იდუმალების
მცირე ნაწილის საიდუმლოდ შენახვა სურდა.
უხერხული სიჩუმე რომ დაერღვია, გუდრიჩმა ხელი მუცელზე მო-
ისვა და იკითხა:
– რას იტყვით, მომაგრება არ გვაწყენდა, ასე არაა?
სამზარეულოს მაგიდასთან ორივე მამაკაცი სადილს ამთავრებ-
და. გარეტმა რამდენჯერმე გადაიღო კერძი, ნათანი კი თითქმის
არაფერს გაკარებია.
ოცი წუთით ადრე სინათლე ჩაქრა და ოთახში დაბნელდა. გუდ-
რიჩმა ფარანთან ცოტა ხანს იხლაფორთა, მაგრამ ბოდიშის მოხდით
დაბრუნდა, რომ მეტი მცველი აღარ ჰქონდა. ორი ძველი საველე ლა
მპა აანთო, რომლებიც ოთახს მოცახცახე სინათლით ავსებდნენ.

159
ადვოკატმა ფანჯარაში გაიხედა. ამინდი გაუმჯობესებას არ აპი-
რებდა. ქარი ისე ხშირად იცვლიდა მიმართულებას, თითქოს სახლს
ყოველი მხრიდან უტევდა. ყველაფერი ისეთი მჭიდრო და სქელი
იყო, რომ მინებიდან არაფერი მოჩანდა. გარეთ გასვლაზე ფიქრიც
კი ზედმეტ სისულელედ მოეჩვენა.
ნათანმა თავი ჩაქინდრა და თავისთვის ჩაიბუტბუტა:
‒ შიკრიკები...
გუდრიჩი ყოყმანობდა,დაეწყო თუ არა საუბარი.კარგად გრძნობ-
და იმ ემოციურ შოკს, რომელიც ადვოკატმა გადაიტანა.
– სკეპტიკურად განწყობილი აღარ ხართ?
‒ განადგურებული ვარ. რა გეგონათ, სიხარულით უნდა მეხტუ-
ნა, რადგან სიაში მომდევნო მე ვარ?
გუდრიჩი დუმდა. განა რა უნდა ეთქვა?
‒ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ მოვკვდე! – წამოიძა-
ხა ნათანმა და თავისი არგუმენტის უსუსურობას მაშინვე მიხვდა.
‒ სიკვდილისთვის ძალიან ახალგაზრდა არავინ არის, – მკაც-
რად შეეპასუხა გუდრიჩი. ‒ დადგენილ დროს ვკვდებით, ესაა და ეს.
– ამისთვის მზად არ ვარ, გარეტ.
ექიმმა ამოიოხრა.
– იცით, იშვიათია ადამიანი, რომელიც სიკვდილისთვის მზადაა.
– დრო მჭირდება, – წამოიძახა ნათანმა და წამოდგა.
გუდრიჩმა მისი შეჩერება სცადა.
– სად მიდიხართ?
– აქ გავიყინე, მისაღებ ოთახში, ცეცხლთან თბილად ყოფნა მირ-
ჩევნია.
დივანზე დაგდებულ შოტლანდიურ საბანში გაეხვია, კოჭლობით
მივიდა ბუხართან მდგომ სავარძლამდე და შიგ ჩაეშვა.
ორი წუთის შემდეგ ექიმიც შეუერთდა.
– ხასიათის გამოკეთება გჭირდებათ, – უთხრა და ჭიქით თეთრი
ღვინო გაუწოდა.
ნათანმა ჭიქა ერთი ყლუპით დაცალა. ღვინოს თაფლისა და შემწ-
ვარი ნუშის გემო ჰქონდა.

160
– იმედია, მოწამვლას არ მიპირებთ.
– ხუმრობთ, ეს ხომ გამორჩეული მოსავლის სოტერნია!
ბოთლი ხელში ეჭირა. კიდევ ერთი ჭიქა დაისხა, შემდეგ ადვოკა-
ტის სიახლოვეს ჩამოჯდა.
ბუხრის ძლიერი ცეცხლი ოთახს შინდისფრად ანათებდა. ორი
მამაკაცის დეფორმირებული ჩრდილი კედლებზე უცნაურად მოძრა-
ობდა.
‒ შევაჭრების უმცირესი შესაძლებლობაც კი არ არის? – შეეკით-
ხა ნათანი, რადგან უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა.
– ამაზე არც კი იფიქროთ.
– მათთვისაც კი, ვინც კარგად იქცეოდა?
– თავს სულელურ მდგომარეობაში ნუ იგდებთ.
ადვოკატმა სიგარეტს მოუკიდა და დიდი ნაფაზი დაარტყა.
‒ მაშინ, გარეტ, მეტი მომიყევით შიკრიკებზე, უფლება მაქვს,
უკეთ გავეცნო მათ.
‒ მთავარი უკვე აგიხსენით. მე ვგრძნობ, ვინ შეიძლება მოკვდეს,
მაგრამ სხვა ძალაუფლება არ გამაჩნია, არც ყოვლისშემძლე ვარ და
არც რამე განსაკუთრებული ძალის პატრონი.
– თქვენ მარტო არ ხართ, ხომ ასეა?
– სწორედ ასეა, გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სხვა შიკრიკებიც
არსებობენ.
– ეს ერთგვარი საძმოა.
‒ შეგიძლიათ, ასეც უწოდოთ. ამ სამყაროში უამრავი შიკრიკია
და ძალიან ცოტა ადამიანმა იცის მათი არსებობის შესახებ.
– კიდევ მიჭირს ამის დაჯერება.
– მესმის თქვენი.
– და ერთმანეთის ამოცნობა როგორ შეგიძლიათ? ვგულისხმობ,
თუ შემთხვევით ერთმანეთს შეხვდით...
– განსაკუთრებული ნიშნები არ არსებობს. ამისთვის ხშირად
არც არაფერია საჭირო. ერთი სიტყვა, ერთი გამოხედვა... და უკვე
გასაგებია.
– უკვდავები არ ხართ?

161
გუდრიჩმა შეშინებულის სახე მიიღო.
– რა თქმა უნდა, არა. როგორც ყველა სხვა ადამიანი, შიკრიკე-
ბიც ბერდებიან და იხოცებიან. ასე ნუ მიყურებთ. ნახევრად-ღმერთი
ნამდვილად არ ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა
დანარჩენი.
ნათანმა გადაწყვიტა, ცნობისმოყვარეობა სრულად დაეკმაყო-
ფილებინა.
– მაგრამ ყოველთვის არ გქონდათ ეს უნარი, ასე არ არის? რო-
დესაც 1972 წელს მიმკურნალეთ, შიკრიკი არ იყავით.
– არა, მაგრამ თქვენთან შეხვედრამ კლინიკურსიკვდილგამოვ-
ლილი პაციენტებისადმი და პალიატიური მკურნალობისადმი ჩემი
ინტერესი გააღვივა.
‒ და როდის დაიწყო ეს ყველაფერი? როგორ ხდება, დილით იღ-
ვიძებ და თავს ეუბნები: „აჰა, დღეიდან შიკრიკი ვარ?“
გარეტი ორჭოფობდა.
– როცა ეს ხდება, თავადაც იცით.
‒ კიდევ, ვინ იცის ამის შესახებ? თქვენ დაქორწინებული იყავით,
გარეტ. თქვენი ოჯახის წევრებმა იცოდნენ.
– არავინ უნდა გაიგოს. არასოდეს. გინდათ, თქვენ გვერდით ასე-
თი უნარის მქონე ადამიანი ცხოვრობდეს?
– არის რამე, რასაც ვირჩევთ?
– არსებობს ისეთი რამ, რაზეც ძნელია უარი თქვა. არჩევანს რაც
შეეხება...
‒ მაგრამ როგორ ხდება ესა თუ ის ადამიანი შიკრიკი? ეს სასჯე-
ლია თუ ჯილდო?
გუდრიჩს სახე მოექუფრა და დიდხანს ყოყმანობდა.
– ნათან, პასუხის გაცემა არ შემიძლია.
‒ შეგიძლიათ, ის მაინც მითხრათ, რატომ ხდება ზოგიერთი ადა-
მიანი შიკრიკი?
‒ სინამდვილეში, მეც არ ვიცი. ჩვენ ერთგვარი სოციალური მუ-
შაკები ვართ. არ ვირჩევთ მათ, ვისთანაც საქმე გვაკავშირებს.
– და... არსებობს... რამე სიკვდილის შემდეგ?

162
გუდრიჩი ბუხარში შეშის დასამატებლად წამოდგა. ყურადღებით
დააცქერდა სნათანს და მასში რაღაც გულისამაჩუყებელი აღმოაჩი-
ნა. რამდენიმე წამით ის პატარა ბიჭუნა გაახსენდა, ოცდაათი წლის
წინ რომ მკურნალობდა. ისევ მოუნდა, დახმარებოდა.
– დამეხმარეთ, გარეტ.
‒ სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის არსებობის შესახებ არაფე-
რი ვიცი. ეს რწმენის სფეროა.
‒ უფრო გასაგებად რატომ არაფერს ამბობთ? ის მაინც მითხა-
რით, მართალი ვარ თუ არა. დრო არ ითმენს, ასე არაა?
– დიახ, – დაეთანხმა გუდრიჩი, – დრო არ ითმენს.
– რას მირჩევთ?
გუდრიჩმა უმწეობის ნიშნად ხელები გაშალა.
– ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ცოლი ისევ გიყვართ. ისე
იმოქმედეთ, რომ ეს მანაც იცოდეს.
მაგრამ ნათანმა თავი უიმედოდ ჩაქინდრა.
‒ ჩემი აზრით, ამის დრო არ არის. ასე მგონია, ამისთვის ჯერ
მზად არ ვართ.
‒ მზად არ ხართ? ჰო, მაგრამ, იჩქარეთ, რას ელოდებით! თქვენ-
ვე ამბობთ, რომ დრო არ ითმენს.
‒ მგონი, ყველაფერი დასრულდა, გარეტ. ბოლო დროს სხვა მა-
მაკაცს ხვდება.
‒ არა მგონია, თქვენთვის ეს დიდ დაბრკოლებას წარმოადგენ-
დეს.
– სუპერმენი არ ვარ.
– მართალია, – კეთილგანწყობილი ღიმილით შენიშნა ექიმმა.
შემდეგ, წარბები ისე შეჭმუხნა, თითქოს რაღაცას იხსენებდა და
დაამატა:
– რაღაც... მახსენდება.
– გისმენთ, – უპასუხა დაინტერესებულმა ნათანმა.
– ეს თქვენი უბედური შემთხვევის დროს იყო. საავადმყოფოში
მოყვანიდან მეორე თუ მესამე დღეს. მელორი ნაშუადღევს თქვენს
სანახავად მოვიდა. ღრმად გეძინათ და თქვენი გაღვიძება ავუკრძა-

163
ლე. თუმცა, ერთ საათზე მეტხანს დარჩა, მძინარეს გიყურებდათ. და
წასვლამდე გაკოცათ.
– ეს ყველაფერი როგორ გახსოვთ?
მან ლამპის შუქზე აბრჭყვიალებული თვალები დაინახა.
‒ იმიტომ, რომ ეს ძალზე ამაღელვებელი იყო. ყოველდღე მოდი-
ოდა, – დაამატა აღელვებულმა ექიმმა.
ნათანი, რომელსაც ექიმის ნაამბობმა გული გაუთბო, რეალობას
მალევე დაუბრუნდა.
‒ თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, ბავშვობის რამდენიმე მოგო-
ნება ცხოვრების საძირკვლად არ გამოდგება. მელორისთან ჩემი
ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო.
გუდრიჩი ფეხზე წამოდგა.
‒ ასეა წყვილთა უმრავლესობისთვის, ‒ ამბობდა და თან პალ-
ტოს იცვამდა.
– ეი! სად მიდიხართ?
– ნიუ-იორკში ვბრუნდები.
– ასე გვიან? თანაც ასეთ ამინდში?
‒ ძალიან გვიან არ არის და ხვალ დილისგან განსხვავებით, გზე-
ბი უფრო თავისუფალი იქნება. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ, თო-
რემ აქ მთელი კვირა ყურყუტი მოგიწევთ.
შემდეგ თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ გაემართა.
– არ დაგავიწყდეთ, გასაღები საფოსტო ყუთში ჩააგდეთ. შემდეგ
ადვოკატისკენ შებრუნდა და უთხრა:
– კუჯო გარაჟთან დავამწყვდიე, ამიტომ იქით არ გაიაროთ.
მარტო დარჩენილი ნათანი დიდხანს შესცქეროდა ბუხარში მი-
ნავლებულ ცეცხლს და იმაზე ფიქრობდა, პირქუში გარემოსა და სა-
მუშაოს მიუხედავად, როგორ ახერხებდა გუდრიჩი ღიმილის შენარ-
ჩუნებას.
ჯერ კიდევ შოკში მყოფმა, თავს შეუძახა, რომ მასაც უნდა ეპოვა
ძალა და წინააღმდეგობა გაეწია. ისევ განადგურებულად გრძნობდა
თავს. ისიც არ იცოლდა, რა უნდა მოეხერხებინა, მაგრამ გულხელდ-
აკრეფილი ჯდომას არ აპირებდა. რადგან გრძნობდა, ვეღარაფერს

164
გადადებდა. ყველაფერი სასწრაფოდ უნდა მოეგვარებინა.
ელექტრობა ისევ გამორთული იყო. ნათანმა ერთ-ერთი საველე
ლამპა აიღო და კოჭლობით კიბეს აუყვა საქაღალდეებით სავსე კა-
ბინეტისკენ.
ოთახში ისე ციოდა, დაბურძგლა.
ლამპა იატაკზე დადო. ეგონა, რომ მორგშია, გარშემო კი რამდე-
ნიმე ათეული გარდაცვლილის საშიში ბედისწერა ახვევია.
აუდიოკასეტა და რვეული გუდრიჩის ჩანაწერით ჯიბეში ჩაიდო.
ოთახიდან გასვლამდე არ (დაეზარა და კიდევ ერთხელ ჩამოუ-
არა თაროებს. რას ეძებდა, წესიერად არც კი იცოდა, მაგრამ ქრო-
ნოლოგიურად დალაგებული საქაღალდეების გარდა, იქ მრავალი
ყუთი შეამჩნია, რომლებიც ცალკეულ ავადმყოფებს ეძღვნებოდა.
მათგან ორს ერთი და იგივე წარწერა ჰქონდა:
ემილი გუდრიჩი (1947-1976)
პირველი ყუთი გახსნა და დოკუმენტების გროვიდან პირველივე
საქაღალდე აიღო.
ეს იყო გარეტის პირველი ცოლის სამედიცინო დოსიე. დოსიეთი
ხელში პირდაპირ იატაკზე დაჯდა.
საქაღალდე თავს უყრიდა დეტალურ ინფორმაციას ჰოჯკინის,
ანუ იმუნური სისტემის ავთვისებიანი დაავადების შესახებ, რომლი-
თაც ემილი იყო ავად.
დანარჩენი დოკუმენტები ქალის დაავადების წინააღმდეგ ბრძო-
ლას ეხებოდა 1974 წელს დიაგნოზის დასმიდან ორი წლის შემდეგ
გარდაცვალებამდე: ანალიზების პასუხები, სხვადასხვა საავადმყო-
ფოში გავლილი კონსულტაციების დასკვნები, ქიმიოთერაპიის სეან-
სები...
მეორე ყუთში სქელი ალბომი იპოვა.
ლამპა უფრო ახლოს მისწია. ალბომში უამრავ რამეს მოეყარა
თავი. ეს იყო ერთგვარი დღიური, რომელიც გუდრიჩის ცოლის მომ-
რგვალებული ხელწერით შესრულებული ჩანაწერებით იყო სავსე
და გარეტის ცოლის უკანასკნელი ორი წლის ცხოვრება ერთგვარ
ქრონიკას წარმოადგენდა.

165
ემილი გუდრიჩის დღიურის წაკითხვა სურდა, მაგრამ ჰქონდა კი
ამის უფლება? არაფერია იმაზე საზარელი, ვიდრე სხვა ადამიანების
ცხოვრებაში ჩარევა, – გაიფიქრა კიდევაც. ერთია გუდრიჩის არქი-
ვის ქექვა, ამ ქალის დღიურის წაკითხვა კი სულ სხვაა. ალბომი და-
ხურა.
თუმცა, მეტის გაგების სურვილმა შეიპყრო. ეს პათოლოგიურ
ცნობისმოყვარეობას არ წარმოადგენდა, ემილი თავისი სიცოც-
ხლის უკანასკნელ დღეებზე წერდა, მაშასადამე, ისიც იმავე მდგომა-
რეობაში იყო, როგორც ახლა თავად არის. იქნებ ემილის გამოცდი-
ლებისგან რამის სწავლა შეეძლო?
ბოლოს ალბომი გადაშალა და ფურცვლა დაიწყო.
ალბომში მრავლად იყო ფოტოები, ნახატები, გაზეთებიდან
ამოჭრილი სტატიები, გამხმარი ყვავილები...
ვერაფერს იპოვიდი გულისამაჩუყებელს. უფრო შემოქმედებითი
მგრძნობელობით შექმნილ დღიურს წარმოადგენდა. ყურადღებით
წაიკითხა რამდენიმე ჩანაწერი და დარწმუნდა, თითოეულში ერთი
რამ ჩანდა: სიკვდილის მოახლოების გაცნობიერება ცხოვრებას
სხვა თვალით დაანახებს ადამიანს. საშუალებას აძლევს, მთელი სი-
სავსით დააფასოს დარჩენილი წუთები, მზადაა დაიტანჯოს კიდეც,
ოღონდ ცოტა მეტხანს იცოცხლოს.
ძუნძულით სირბილის დროს გადაღებულ თავის ფოტოს ემილიმ
შემდეგი სიტყკვები მიაწერა:
„ისე სწრაფად დავრბივარ, სიკვდილი ვერასოდეს დამეწევა”.
ერთ გვერდზე თმის კულული იყო დამაგრებული – ეს ქიმიოთე-
რაპიის კურსის დაწყებამდე გააკეთა.
კიდევ კითხვები შეხვდა. განსაკუთრებით ერთი და იგივე მეორ-
დებოდა სხვადასხვა გვერდზე: „არსებობს ადგილი, სადაც ჩვენ ყვე-
ლანი მოვხვდებით?”
დღიურის ბოლო ნაწილი სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობას
ეხებოდა. ემილიმ შეინახა სასტუმროს ჩეკი და საფოსტო ბარათი
ფიჭვნარის, კლდეებისა და მზის გამოსახულებით.
ბარათი 1975 წლის ივნისით იყო დათარიღებული, მის გარდაც-

166
ვალებამდე რამდენიმე თვე რჩებოდა.
ქვემოთ წარწერა იყო: „ანტიბის კონცხის ხედი”.
გვერდით ორი პაწაწინა კონვერტი იყო მიკრული: ერთში ოქ-
როსფერი ქვიშა ეყარა, მეორეში – გამხმარი მცენარეები.
ნათანმა კონვერტი დაყნოსა და მოეჩვენა, რომ მას ლავანდის
სუნი ასდიოდა, მაგრამ იქნებ მხოლოდ მოეჩვენა.
უკანასკნელ გვერდზე წერილი იყო ჩაკრული. მაშინვე იცნო გუდ-
რიჩის ხელი. თითქოს წერილი ცოლს მისწერა, მაგრამ იგი... 1977
წლით იყო დათარიღებული. ემილის გარდაცვალებიდან ერთი წე-
ლი იყო გასული!
„ამიხსენი, ემილი,
როგორ შეგეძლო ერთი თვე სრულიად ბედნიერს გეცხოვრა ან-
ტიბის კონცხზე, თუმცა იცოდი სიკვდილის გარდაუვალობა? როგორ
შეძელი ისევ ასეთი ლამაზი და მხიარული ყოფილიყავი? რა იყო ჩე-
მი სიმამაცის წყარო, თავს მოშვების უფლებას რომ არ ვაძლევდი?
ჩვენ შევძელით აუღელვებლად გაგვეტარებინა დრო. ვცურავ-
დით, ვთევზაობდით, თევზს ბარბექიუზე ვწვავდით. საღამოს სიგრი-
ლეში ხშირად ვსეირნობდით პლაჟზე.
როცა ზაფხულის კაბით სილაში მორბენალს გიყურებდი, საოც-
რების მჯეროდა, მეგონა, სიკვდილი გვერდს აგივლიდა, შენ იქნებო-
დი ის ერთადერთი, სასწაულებრივად განკურნებული, წმინდა ემი-
ლი, რომლის ავადმყოფობის ისტორია მთელი მსოფლიოს ექიმებს
საგონებელში ჩააგდებდა.
ერთ დღეს ტერასაზე მთელ ხმაზე ჩავრთე მუსიკა: ბახის გოლ-
დბერგის ვარიაციები, რომელსაც ერთად ხშირად ვუსმენდით. შო-
რიდან გიყურებდი და ტირილი მინდოდა. ამის ნაცვლად, გიღიმოდი
და შენც კაშკაშა მზის ქვეშ ცეკვა დაიწყე. შემდეგ ხელებით მიხმე,
რომ ერთად გვეცურა.
იმ დღეს შენი ტუჩები ნამიანი და მარილიანი იყო, უთვალავ კოც-
ნას შორის კიდევ ერთხელ ამიხსენი, რა არის ცა, ზღვა და მზეს მი-
ფიცხებული სხეულების მოდუნებული თრთოლვა.
უკვე ერთი წელია, რაც მარტო დამტოვე.

167
როგორ მაკლიხარ...
გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, მაგრამ ასე მგონია, ასაკი აღარ
მაქვს”.
ნათანმა ალბომის კიდევ რამდენიმე გვერდი გადაფურცლა. ისევ
წააწყდა გუდრიჩის ხელით ნაწერ ტექსტს.
ეს ჩანაწერი ემილის აგონიას ეხებოდა:
„ახლა ოქტომბერია. ეს უკვე დასასრულია. ემილი ფეხზე ვეღარ
დგება.
სამი დღის წინ, მოღონიერებულმა, უკანასკნელად დაუკრა ფორ-
ტეპიანოზე. სკარლატის სონატა, რომელშიც მარჯვენა ხელის პარ-
ტიაში თითები ხშირად ენაცვლება ერთმანეთს, ხოლო მარცხენა ხე-
ლი არპეჯიოს აკორდებს უკრავს.
შესრულების სისწრაფემ გამაოცა. ეს სონატა მაშინ ისწავლა,
როცა ძალიან პატარა იყო.
საწოლში რომ ჩავაწვინე, მითხრა:
‒ შენთვის ვუკრავდი.
რამდენიმე დღე ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი არ შეწყვეტილა.
ზღვამ ნაპირზე ხის უზარმაზარი მორები გამორიყა, რომლებიც მა-
ნამდე კარგა ხანს აბურთავა”.

„ემილი საწოლიდან ვეღარ ადგება. საწოლი კარგად განათე-


ბულ, მისაღებ ოთახში გადავიტანე.
საავადმყოფოში გადასვლის სასტიკი წინააღმდეგია და ეს კარ-
გიცაა. ექიმი ყოველდღე მოდის. საკუთარ სამედიცინო დასკვნებს
არ ვენდობი.
სუნთქვა სულ უფრო უჭირს. თითქმის მუდმივად სიცხე აქვს, აკან-
კალებს და ამბობს, რომ სულ სცივა, თუმცა სხეული გავარვარებუ-
ლია. ჩართული მაქვს რადიატორი, ბუხარსაც ვანთებ.
ემილისა და ექიმის გარდა ერთ თვეზე მეტია, ხმა არავისთვის გა-
მიცია. ცას და ოკეანეს ვუმზერ, უზომოდ ვსვამ. თითქმის შესაბრა-
ლისი ვარ. თავი სხვებისგან განსხვავებული მეგონა, მე კი უბირივით
ალკოჰოლს დავეწაფე. მეგონა, ეს ტკივილს შემიმსუბუქებდა და ამ

168
ჯოჯოხეთს დამავიწყებდა. პირიქით კი არის: ალკოჰოლმა ჩემი
გრძნობები უფრო ააფორიაქა და ყველაფერს უფრო მძაფრად აღ-
ვიქვამ. ამგვარი საქციელით ემილის ვერ დავეხმარები”.

„აღარ მელაპარაკება. საუბარი აღარ შეუძლია.


გუშინ ორი კბილი მოსძვრა.
ეს საშინელებაა.
ამას არ ველოდი. ამისთვის მზად არ ვიყავი. ბევრი ადამიანის
სიკვდილი მინახავს. სიკვდილი ჩემი პროფესიის ნაწილია. მაგრამ
ვერაფერი შეედრება იმას, რასაც ახლა განვიცდი.
კიდევ ერთი ბოთლი გავხსენი, ცნობილი მარკის ღვინო, რომელ-
საც წყალივით ვსვამ.
დღეს, გონზე მოსვლის დროს მთხოვა, მორფი გამეკეთებინა. ვი-
ცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ამას მომთხოვდა.
ექიმი საქმის კურსში ჩავაყენე, მას წინააღმდეგობა არ გაუწე-
ვია”.

წაკითხულით აღელვებულმა ნათანმა ალბომი დახურა. მისაღებ


ოთახში ჩავიდა, ორივე ლამპა ჩააქრო, კარი დახურა დაგარეთ გა-
ვიდა. არსებობს თუ არა ადგილი, სადაც ჩვენ ყველანი მოვხვდებით?

169
17

„იმის დრო, რომ ცხოვრება ვისწავლოთ, აღარ არის...“

ლუი არაგონი

ღამის სიბნელეში დათოვლილი გზებით მიდიოდა.


ის ღამე საზარელი იყო. ყველა განცდილი ემოცია მელანქოლია-
ში გადაიზარდა, რაც კაეშანმა შეცვალა, იმ შემაშფოთებელმა
გრძნობამ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა.
ზოგჯერ, ცარიელ გზებზე აღმოჩენილი, თავს ისე გრძნობდა,
თითქოს მიწაზე აღარ იყო, მოჩვენებად იქცა, რომელიც ახალ ინ-
გლისს თავს დასტრიალებდა.
ის კი ცხოვრებით უკმაყოფილო იყო: ძალიან ბევრი სამუშაო,
ბევრი გადასახადები, ბევრი წინააღმდეგობა...
ღმერთო ჩემო, რა სულელი ყოფილა! სიცოცხლეზე ძვირფასი რა
უნდა იყოს? მოწყენილად გატარებული დღეც კი ცოცხალ ადამიანდ
ყოფნის დღე იყო. ამას ახლა ხვდებოდა. სამწუხაროა, უფრო ადრე
რომ არ გაიაზრა ეს ყველაფერი.
„ჰო, რას იზამ, შენ არ ხარ პირველი, ვინც ეს იგრძნო, მეგობარო.
სწორედ ესაა სიკვდილის პრობლემა: კითხვების დასმას მაშინ იწ-
ყებ, როცა უკვე ძალიან გვიანია”.
გულგატეხილს გაეღიმა, შემდეგ მანქანის სარკეს შეავლო თვა-
ლი. მას სიკვდილმისჯილი მამაკაცი უმზერდა. სულის სიღრმეში რას
ფიქრობდა სიკვდილის შესახებ?
„მიდი, პატარა ნათ, ახლა ტყუილების დრო წავიდა. გეტყვი, რაც
მოხდება: გული ფეთქვას შეწყვეტს, ესაა და ეს. ადამიანი უჯრედების
გროვაა მხოლოდ და მხოლოდ. მისი სხეული მიწაში იხრწნება ან
კრემატორიუმში წვავენ და სულ ესაა. ბასტა. სხვა ყველაფერი დიდი
მისტიფიკაციაა”.
აი, რას ფიქრობდა, როცა ღამით მანქანას მიაქროლებდა. სიცი-

170
ვე მატულობდა სუნთქვისას პირიდან ორთქლი გამოდიოდა. გათბო-
ბას ბოლომდე აღწია და ფიქრი გააგრძელა.
„მაგრამ თუ ადამიანი მხოლოდ სხეული არ არის? იქნებ სხვა რა-
მეც არსებობს.
საიდუმლოებაა.
იქნებ არსებობს სხეულის გარდა კიდევ სხვა ძალა? სული”.
რატომ არ შეიძლება ასე იყოს, თუ არსებობენ ადამიანები, რომ-
ლებიც წინასწარ გრძნობენ სიკვდილს. ერთი წლის წინათ მისთვის
ვინმეს შიკრიკების შესახებ რომ მოეყოლა, მასხრად აიგდებდა.
დღეს კი მათ არსებობაში ეჭვი აღარ ეპარებოდა.
მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ სიკვდილის შემდეგ რაღაც ენერგია
სხეულს ტოვებს, სხეულიდან როგორ გადის? და, სად მიდის? ნუთუ
იმ „სხვა სამყაროში”, რომელსაც თითქოს ბავშვობაში მიუახლოვ-
და?
უეჭველია, კლინიკური სიკვდილის დროა, რაღაცის ზღვარს მიუ-
ახლოვდა. სიკვდილი ისეთი სახიფათოდ ალერსიანი, დამატყვევე-
ბელი ჩანდა, როგორც ანესთეზიით გამოწვეული ხელოვნური ძილი.
თავს ისე კარგად გრძნობდა. მაშინ რატომ დაბრუნდა? თავს ძალა
დაატანა, ეს მოგონება რომ განედევნა. ბუნდოვნად ხვდებოდა, თა-
ვისი ცხოვრების ამ ეპიზოდთან დასაპირისპირებლად ჯერ მზად არ
იყო.
ახლა სევდამ მოუთავა ხელი. რას არ დათმობდა, ოღონდ კიდევ
ჰქონოდა ამ თამაშში, სიცოცხლე რომ ჰქვია, მონაწილეობის უფლე-
ბა. თუნდაც რამდენიმე დღით, თუნდაც რამდენიმე საათით.
ქალაქთან მიახლოებასთან ერთად მოძრაობა სულ უფრო ჭირ-
და. მალე გამოჩნდა ნიუ-იორკთან მიახლოების მაუწყებელი ტაბლო
და ერთი საათის შემდეგ უკვე სახლთან იყო.
სან-რემოს დაბინდული სინათლითა და ძველებური მორთულო-
ბებით გამორჩეული, ელეგანტური შესასვლელი გადაჭრა. მოშორე-
ბით თავის სამუშაო ადგილზე მდგარი პიტერი დაინახა, რომელიც
სახლის ძველ ბინადარს, ხანშიშესულ ქალბატონს ესაუბრებოდა.
რამდენიმე წინადადებას მოჰკრა ყური.

171
– საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ფიცჯერალდ, დღესასწაულს
გილოცავთ.
– მეც გილოცავთ, პიტერ. მელისა და ბავშვები მოიკითხეთ და
აკოცეთ.
„მელისა და ბავშვები?”
ნათანმა ისიც კი არ იცოდა, რომ პიტერს შვილები ჰყავდა. მას-
თან სასაუბროდ დრო არასოდეს ჰქონია. აი, მისი ცხოვრების შეც-
დომა: სხვებს ყურადღებას არასოდეს აქცევდა. მელორის ნათქვამი
გაახსენდა: „სხვაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვასაც ნიშნავს”.
ნათანმა ბინის კარი მიხურა.
მანჰეტენზე დაბრუნებას ორი საათი დასჭირდა და ახლა გაყინუ-
ლიყო. მანქანის მართვა სატანჯველად იქცა, რადგან გზაზე თოვლი
ალაგ-ალაგ მოიყინა. ამას ფეხის ტკივილი დაემატა – ქუსლი ტან-
ჯავდა.
უკვე რამდენიმეე დღე იყო, ფიზიკურ ტკივილს განსაკუთრებულ
ყურადღებას აქცევდა, თან თავს ხშირად ეკითხებოდა, როგორი იქ-
ნებოდა სხეულის რეაქცია მოახლოებულ სიკვდილზე. დასასრული
მშვიდი იქნებოდა თუ სასტიკი? ჰმ... მეტისმეტი ილუზიებიც არაფერს
არგებდა, კანდისისა და კევინის შემთხვევების გათვალისწინებით.
აფთიაქის კარადამდე კოჭლობით მივიდა, ტკივილის დასაწყნა-
რებლად ასპირინის ორი აბი დალია და სავარძელში ჩაჯდა. მარ-
ცხნივ თაროზე ზღაპრული ფასის ბონსაის ფოთლები სცვივოდა.
ვერ ისწავლა მელორის ნაჩუქარი ამ პატარა ხის მოვლა. რეგუ-
ლარულად აჭრიდა ტოტებს და მფრქვევანას დახმარებით წყლით
ნამავდა, მაგრამ ამაოდ: ყოველდღე ხე სულ უფრო ყვითლდებოდა
და ფოთლების საფარისგან იძარცვებოდა.
მეუღლის უნარიანობა ნამდვილად აკლდა იმ ერთი შეხედვით
უმნიშვნელო საქმეებში, ასე სასიამოვნოს რომ ხდიან ყოველდღიურ
ცხოვრებას.
თვალები დახუჭა.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. თითქოს გუშინწინ აიღო უნი-
ვერსიტეტის დიპლომი, გუშინ კი პირველად გახდა მამა.

172
და უკვე წასასვლელად უნდა მომზადებულიყო? არა, ეს შეუძლე-
ბელია.სხვა ფიქრი ტანჯავდა. თვალწინ წარმოუდგებოდა, როგორ
კოცნის ვინს ტაილერი მელორის ტუჩებში, თმაზე ეფერება, ნელა
ხდის სამოსს, ვიდრე მასთან სიყვარულს მიეცემა.
ღმერთო, რა საზიზრობაა! ვინსი უღიმღამო ჩერჩეტი იყო, რო-
მელსაკ სულიერებისა და კრიტიკული აზროვნების ნატამალი არ გა-
აჩნდა. მელორი ნამდვილად უკეთესს იმსახურებდა.
თვალი ძლივს გაახილა და მისი მზერის ცენტრში აღმოჩნდა ტი-
ლო ‒ სრულიად თეთრი, რომლის შუაში ჟანგშერეული ვერცხლის-
ფერი ლაქა მოჩანდა. ეს მისი ცოლის ერთ-ერთი ნახატი იყო, რომე-
ლიც ძალიან უყვარდა, თუმცა სინამდვილეში არც კი ესმოდა, რა-
ტომ.
ტელევიზორის პულტი აიღო და არხებს ჩამოუარა: ნასდაკის ახა-
ლი ვარდნა; ოზი ოსბორნის კლიპი; ჰილარი კლინტონი სტუმრად
დეივიდ ლეტერმანთან; საბანაო სხალათში გამოწყობილი ტონი
სოპრანოს გაოგნებული სახე; დოკუმენტური ფილმი სადამის შესა-
ხებ; ევანგელისტი მოძღვრის ქადაგება; და ბოლოს, ლორენ ბაკალი
ფილმში „სევდის ჭიშკარი”, როდესაც ის ბოგარტს ჰპირდება: „თუ
დაგჭირდი, დაუსტვინე და შენთან გავჩნდები”.
ცოტა ხანს ამ უკანასკნელს უყურებდა, როცა ავტომოპასუხის
ციმციმი შენიშნა დიდი გაჭირვებით წამოდგა და აპარატის ღილაკს
თითი დააჭირა. მაშინვე მთელ ბინაში ბონის მხიარული ხმა გაისმა:
„გამარჯობა, მამიკო, მე ვარ. კარგად ხარ? იცი, სკოლაში დღეს
ვეშაპისებრი ცხოველები ვისწავლეთ. ამიტომ მინდოდა შენთვის
მეთხოვა: შეიძლება მომავალი წლის გაზაფხულზე სტელვიგონ-ბენ-
კში წავიდეთ მათი მიგრაციის სანახავად? დედიკომ მითხრა, რომ
დიდი ხნის წინათ იქ შენ წაიყვანე და სუპერსანახაობა იყოო. მეც ძა-
ლიან მინდა, ვნახო. არ დაგავიწყდეს, მინდა, ვეტერინარი გამოვიდე
და ეს ჩემთვის სასარგებლო იქნება.
აბა, კარგად. ტელევიზორში „სიმპსონებია” და უნდა ვუყურო.
გკოცნი”.
ნათანს ის ექსკურსია გაახსენდა. გაზაფხულის დასაწყისიდან ოქ-

173
ტომბრის შუა რიცხვებამდე ვეშაპები კარიბის ზღვიდან მენის ყურის
გავლით გრენლანდიამდე ადიან. ეს ის სანახაობაა, რომელიც მოგ-
ზაურობად ნამდვილად ღირს. რასაკვირველია, ის ბონისაც უნდა
ენახა. მაგრამ, ალბათ, მის წაყვანას ვერ შეძლებს: აპრილი ხომ ასე
შორსა და ვიღაცამ სადღაც რომელიღაც სამყაროში გადაწყვიტა,
რომ ნათან დელ ამიკოს ცხოვრებაში „მომავალი წლის გაზაფხული”
აღარ იქნება.
მის გონებაში 1994 წლის მაისის ნაშუადღევი ამოტივტივდა,
გრილი, მაგრამ მზიანი დღე მასაჩუსეტსის სანაპიროზე. მელორის-
თან ერთად ნაქირავებ გემში ზის, რომელმაც ღუზა კეიპ-კოდსა და
კეიპ-ენს შორის მდებარე ქვიშის უზარმაზარ ნაპირთან ჩაუშვა.
ცოლის უკან ზის და თავი მის მხარზე უდევს. ორივე მშვიდი ზღვის
ჰორიზონტს გასცქერის.
უეცრად მელორი ერთ ადგილს უთითებს.
ოკეანის სიღრმიდან თხუთმეტიოდე ვეშაპი ჩნდება და ყველა
უზარმაზარი ფეიერვერკის დარად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე
წყლის ჭავლს ისვრის.
სულ მალე მათი თავები და ზურგის დიდი ნაწილი გემის სიახლო-
ვეს ამოყვინთავს. ორმოცდაათტონიანი მასტოდონტები ხმადაბალი
ყვირილით ეხახუნებიან ნავის ბორტს. მელორი თავს მისკენ აბრუ-
ნებს, იღიმება და თვალები ფართოდ აქვს გახელილი. ორივე ხვდე-
ბა, რომ ეს განსაკუთრებული მომენტია.
მალე ვეშაპები კიდევ ერთხელ ყვინთავენ, უჩვეულო გრაციოზუ-
ლობით იქნევენ თავიანთ ორლასტიან კუდებს და მკვეთრი სტვე-
ნით, რომლის სიძლიერე ნელ-ნელა სუსტდება, ოკეანეში უჩინარ-
დებიან.
ისინი აღარ ჩანან, მხოლოდ ზღვის ფრინველები დაფრინავენ ცა-
ში და იბრუნებენ დროებით წართმეულ ტერიტორიას.
უკანის გზაზე გემის მეპატრონე მოხუცი მეთევზე პროვისტაუნი-
დან მათ უცნაურ ამბავს უყვება.
ხუთი წლის წინათ პლაჟის ქვიშაზე გამორიყული ორი პატარა კუ-
ზიანი ვეშაპი იპოვეს.უფრო დიდი, მამრი, დაჭრილი იყო და მარცხე-

174
ნა ყურიდან სისხლი უხვად სდიოდა. მეორე ჯანმრთელი ჩანდა. იმ
ადგილზე, როგორც წესი, დაბალი მოქცევა იცის და შესაძლებელი
იყო, რომ ვეშაპები წყალს თავისით ვერ დაუბრუნდებოდნენ. ორ-
მოცდარვა საათის განმავლობაში სანაპირო სამსახურის თანამ-
შრომლები პატარა ნავებისა და თოკების დახმარებით ჯანმრთელი
ვეშაპის წყალში დაბრუნებას ცდილობდნენ. მაგრამ ყოველთვის,
როცა მდედრ ვეშაპს გაშლილ ზღვაში გაუშვებდნენ, ის შესაბრალის
ყვირილს იწყებდა და უკან, ნაპირზე, თავის მეწყვილესთან ბრუნდე-
ბოდა, მას ეკვროდა, თითქოს მისი გამხნევება სურდა.
მესამე დილას მამრი ვეშაპი გარდაიცვალა. ისევ სცადეს მდედ-
რის წყალში გაშვება. ამჯერად ის ნაპირის სიახლოვეს წყალში ტრი-
ალებდა და ისე ხანგრძლივად და გულის მომკვლელად სტვენდა,
რომ სანაპიროზე მყოფი ადამიანები შიშმა აიტანა.
ასე დიდხანს გაგრძელდა, შემდეგ, უეცრად, მდედრიც სანაპი-
როს ქვიშაზე აღმოჩნდა მეწყვილის გვერდით, რათა მასაც იქ დაეს-
რულებინა სიცოცხლე.
– ამ ცხოველებს ერთმანეთისადმი უჩვეულო მიჯაჭვულობა ახა-
სიათებთ, ‒ შენიშნა მეთევზემ და სიგარეტს მოუკიდა.
– რა სისულელეა, – უცერემონიოდ დაასკვნა ნათანმა.
– სრულიადაც არა, ‒ მცირე პაუზის შემდეგ განაცხადა მელო-
რიმ.
– რისი თქმა გსურს?
ქალმა მისკენ გადაიწია და ყურში ჩასჩურჩულა:
‒ შენ რომ სასიკვდილო საფრთხე დაგმუქრებოდა, მეც შენს
ბედს გავიზიარებდი.
ცოლისკენ შებრუნდა და აკოცა.
‒ იმედი მაქვს, ასეთი რამ არ მოხდება, – უპასუხა და ხელი მუ-
ცელზე დაადო.
მელორი უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
უეცრად ნათანი ფეხზე წამოიჭრა.
აქ, მარტო, დივანზე გაშხლართული,რას ვაკეთებ?რა დროს წარ-
სულში ქექვაა, მე ხომ ცოლთან და შვილთან ერთად უნდა ვიყო?

175
რადიო-მაღვიძარა ღამის ორ საათსა და 14 წუთს უჩვენებდა. კა-
ლიფორნიაში საღამოს 11 საათზე მეტი არ იქნებოდა.
ტელეფონის ყურმილი აიღო და პირველივე დამახსოვრებული
ნომერი გამოიძახა.
რამდენიმე ზარის შემდეგ დაღლილმა ხმამ უპასუხა:
– დიახ?
– საღამო მშვიდობისა, მელორი, ხომ არ გაგაღვიძე?
– ასე გვიან რატომ მირეკავ? რა მოხდა?
– სერიოზული არაფერი.
– მაშ, რა გინდა? – შეეკითხა მკაცრად.
– იქნებ შეგერბილებინა აგრესიულობა?
შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ამჯერად ხმაში უფრო
მობეზრება ეტყობოდა:
– რა გინდა, ნათან?
‒ მინდა გაგაფრთხილო, რომ ბონის წამოსაყვანად ხვალ ჩამოვ-
დივარ.
– რაა? ალბათ, ხუმრობ!
– დამაცადე, აგიხსნი...
– არაფრის ახსნა არ არის საჭირო, – განრისხდა მელორი, – ბო-
ნიმ კვირის ბოლომდე სკოლაში უნდა იაროს!
ნათანმა ამოიოხრა.
– რამდენიმე დღის გაცდენა შეიძლება, რა მოხდა, გარდა ამისა...
მელორიმ სიტყვის დასრულება არ დააცადა:
– იქნებ მითხრა, რატომ დააჩქარე ჩამოსვლა?
„იმიტომ, რომ მალე მოვკვდები, ძვირფასო”.
– რამდენიმედღიანი შვებულება ავიღე და ბონის ნახვა მინდა.
– ჩვენ წესები უკვე დავადგინეთ.
– ჰო, მაგრამ ის ჩემი შვილიცაა, ‒ წარმოთქვა ისეთი ხმით, რო-
მელშიც სასოწარკვეთა ისმოდა. ‒ შეგახსენებ, მას ჩვენ ორივენი
ვზრდით.
– ვიცი, ‒ შენიშნა მელორიმ, მისი ხმა ცოტათი შერბილდა.
– შენ რომ მსგავსი რამ გეთხოვა, მაშინვე დაგთანხმდებოდი.

176
არაფერი უპასუხა, მაგრამ ნათანს ყურმილში მისი სუნთქვა ეს-
მოდა. უეცრად, გამოსავალს მიაგნო.
– შენი მშობლები ისევ ბერკშირში არიან?
– ჰო. დღესასწაულის იქ გატარებას აპირებენ.
‒ მისმინე, თუ ხვალ ბონის წამოყვანაზე დამთანხმდები, ორი
დღით მათთან ჩავიყვან.
ჩანდა, მელორი ყოყმანობდა, შემდეგ იჭვნეულად ჰკითხა:
– მართლა გააკეთებ ამას?
– თუ საჭიროა, რა თქმა უნდა.
‒ რაც მართალია, მართალია, ბებია და პაპა დიდი ხანია, არ უნა-
ხავს, – აღიარა მელორიმ.
– ესე იგი, თანახმა ხარ?
– არ ვიცი, დამაცადე, მოვიფიქრებ.
ყურმილის დაკიდებას აპირებდა.
მაგრამ რაკი ნათანს სძულდა ასეთი მიკიბულ-მოკიბული საუბ-
რები, გადაწყვიტა, მისთვის ის ეკითხა, რაც ამდენი ხანია, აწვალებ-
და.
‒ გახსოვს ის დრო, როლდესაც ერთმანეთს ყველაფერს ვუყვე-
ბოდით?
მელორის ხმა არ ამოუღია. ამიტომ სწრაფადვე გააგრძელა:
‒ ქუჩაში ყოველთვის ხელიხელჩაკიდებული დავდიოდით, სამ-
სახურიდან დღეში სამჯერ ერთმანეთს ვურეკავდით, საათობით
ვლაპარაკობდით...
– რატომ იხსენებ ამ ყველაფერს?
– იმიტომ, რომ ამაზე ყოველდღე ვფიქრობ.
– არ ვიცი, ახლა არის თუ არა ამაზე საუბრისთვის შესაფერისი
დრო, – მოქანცული ხმით უპასუხა მელორიმ.
‒ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს ყველაფერი დაგავიწ-
ყდა. ხაზი გადაუსვი იმას, რაც ერთად გადავიტანეთ.
– ასე არ არის.
მისი ხმა შეიცვალა შეუმჩნევლად, მაგრამ ნამდვილად შეიცვა-
ლა.

177
‒ მისმინე.. წარმოიდგინე, რომ რაღაც დამემართა... ვთქვათ, ქუ-
ჩაში მანქანა დამეჯახა. როცა მოგაგონდები, მხოლოდ ის გაგახსენ-
დება, რომ ერთმანეთს ტკივილი მივაყენეთ.
მან სევდიანად უპასუხა:
– ეს ხომ ასეც არის, ნათან.
‒ ერთმანეთს გაბრაზებულები და განრისხებულები დავცილ-
დით. ასე მგონია, ამას წლების განმავლობაში უსაყვედურებ საკუ-
თარ თავს და ამ გრძნობით ცხოვრება ძნელი იქნება.
მელორიმ ვეღარ მოითმინა.
– მინდა, გაგახსენო, შენ გამოა, რომ...
მაგრამ რაკი ქვითინს ვეღარ იკავებდა, ყურმილი დაკიდა.
მელორიმ ცრემლები შეიკავა, გოგონა რომ არ გაეღვიძებინა,
შემდეგ ეგზოტიკური ხისგან დამზადებული კიბის საფეხურზე ჩამოჯ-
და.დაწითლებული თვალები ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალა.
თავი ასწია და ვესტიბიულის დიდ სარკეში დანახულმა ანარეკლმა
შეაწუხა.
ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გახდა და სიცოც-
ხლის სიყვარული ერთი ხელის მოსმით გაუქრა. ისევ ის მედიდური
თავდაჭერილობა დაუბრუნდა, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა.
ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, რომ თავისი ნატურის გრეის კელის
მსგავს მახასიათებელს ვერ იტანდა იმ ცივ დისტანციას სხვა ადამია-
ნებთან ურთიერთობაში, რაც მისი მსგავსი განათლების მქონე ქა-
ლებს ახასიათებთ. ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა საკუთარ სრულყო-
ფილებაში. არ სურდა, მიუწვდომელი ყოფილიყო; პირიქით, ადამია-
ნებთან გულღია ურთიერთობა სწყუროდა. სწორედ ამიტომ ატარებ-
და უფრო ხშირად ჯინსსა და კომფორტულ, დიდ პულოვერებს. სა-
უკუნეა, კაბა არ ჩაუცვამს.
წამოდგა, ოთახში სინათლე გამორთო, რამდენიმე სანთელი
აანთო და სურნელოვან ჩხირს მოუკიდა.
სხვები მას სტაბილურ და გაწონასწორებულ პიროვნებად მიიჩ-
ნევდნენ. მაგრამ მასში იყო რაღაც სიმყიფე, რომლის ფესვები მისი
სიყმაწვილიდან იღებდა სათავეს, როდესაც ანორექსიის რამდენიმე

178
შეტევა ჰქონდა.დიდხანს ეგონა, რომ ამას საბოლოოდ დააღწია თა-
ვი... ასე იყო შონის სიკვდილამდე.
ტრაგედია სამი წლის წინ მოხდა, მაგრამ ტკივილი არ განელებუ-
ლა. მელორის ირაციონალურად სჯეროდა, რომ იმ საბედისწერო
ღამეს შვილის გვერდით რომ ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა.
დღე არ გავიდოდა, ვაჟიშვილის სიცოცხლის პირველი დღეები არ
გახსენებოდა. იქნებ რაღაც გამორჩა? რაღაც სიმპტომი ვერ შენიშ-
ნა?
ბავშვობაში ტბაში დახრჩობას გადარჩენილს, სიკვდილის პანი-
კური შიში დასჩემდა: ვერასოდეს წარმოიდგენდა, საკუთარ სიკ-
ვდილზე საზარელი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ როგორც
კი დედა გახდა, მიხვდა, ყველაზე მძიმე გამოცდა იმის სიკვდილია,
ვისაც სიცოცხლე თავად უბოძე.მაშინ გააცნობიერა, რომ საკუთარ
სიკვდილზე უფრო საზარელი რამეც არსებობს.
რასაკვირველია, წაკითხული ჰქონდა, რომ XVIII საუკუნეში და-
ბადებული ბავშვების 90% სამი წლის ასაკამდე კვდებოდა. მაგრამ
ეს იყო წარსულში, მაშინ, როდესაც სიკვდილი ყველგან ბატონობდა
და ადამიანები უკეთ იყვნენ შეგუებული ახლობლების გარდაცვა-
ლებას. მისთვის კი სიცოცხლე გრძელი და მტანჯველი თვეების გან-
მავლობაში აღარ არსებობდა. მას ყველა საყრდენი ერთბაშად გა-
მოეცალა.
შონის სიკვდილი ყოველთვის მისი ცხოვრების უდიდეს ტრაგე-
დიად დარჩებოდა, მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება წარუმატე-
ბელი ქორწინება იყო. მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ უნივერსიტეტში
სწავლისას ერთად ცხოვრება დაიწყეს, ყოველთვის სჯეროდა, ყო-
ველ დილით ნათანის გვერდით გაიღვიძებდა და ასე იქნებოდა ერთ-
ერთი მათგანის გარდაცვალებამდე. თუმცა, უძლური გამოდგა შე-
ეჩერებინა მათი წყვილის რღვევა. დარწმუნებული, რომ შეცდომას
გამოსყიდვა სჭირდებოდა, უბრძოლველად დანებდა ქმრის თანდა-
თანობით გაუცხოებას.
ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ ეს ადამიანი მისთვის უც-
ხოა და რომ ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ შეეძლოთ. იმდროს,

179
როდესაც მისი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ნათანი
თავით გადაეშვა პროფესიულ საქმიანობაში, ის კი საკუთარ ტკი-
ვილთან მარტო დატოვა.
დარტყმისთვის რომ გაეძლო და დეპრესიიდან გამოსულიყო, სა-
ზოგადოებრივ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ბოლო რამდენიმე თვე
ინტერნეტ-საიტზე მუშაობდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანი-
ზაციისთვის, რომლის მთავარი მიზანი მრეწველთა არაეთიკური
ქცევის ანალიზი იყო. მის მოვალეობაში დიდი კომპანიების საქმია-
ნობის ანალიზი შედიოდა შრომის კანონმდებლობასა და გარემოს
დაცვასთან დაკავშირებული კანონების გათვალისწინებით. ამას-
თან ორგანიზაცია მომხმარებელს იმ ფირმების პროდუქციის ბო-
იკოტისკენ მოუწოდებდა, რომლებიც ბავშვთა შრომას იყენებდნენ
და არსებულ კანონებს არ იცავდნენ, და მისი საქმიანობა ამით არ
ამოიწურებოდა. იმდენი რამ ჰქონდა გასაკეთებელი! სან-დიეგოს
მდიდრულ უბანში, ლა ხოიაში ცხოვრობდა. ქალაქი სრულებით არ
წარმოადგენდა ოაზისს, სადაც არ იციან, რა არის სიღატაკე. სანაპი-
როს თვალისმომჭრელი პლაჟებისა და ზღვის ნაპირზე აგებული შე-
ნობების მიღმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თავი ძლივს გაჰქონ-
და მწირი ფულადი რესურსით, ზოგს კი ნამდვილი სახლიც კი არ
ჰქონდა. კვირაში სამჯერ უსახლკაროთა თავშესაფარში მიდიოდა.
ეს სამუშაო სიხარულის მომნიჭებელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ
თავის სარგებლობას მაინც აგრძნობინებდა განსაკუთრებით წელი-
წადის ამ დროს, როდესაც ადამიანები ფულს სულელურ საჩუქრებში
ფანტავდნენ. დროთა განმავლობაში მომხმარებელზე ასეთი წნეხი
მისთვის აუტანელი გახდა, რამაც აზრი დაუკარგა შობის ჭეშმარიტ
არსს.
იყო დრო, როცა სურდა, ქმარიც ჩართულიყო საპროტესტო მოძ-
რაობაში. ნათანი ბრწყინვალე ადვოკატი იყო და შეეძლო, თავისი
უნარი იდეალისთვის ბრძოლის სამსახურში ჩაეყენებინა. მაგრამ
ასე არ მოხდა. ანგარიშმიუცემლად, მათი ერთობლივი ცხოვრება
ერთგვარ ურთიერთგაუგებრობაზე იყო დაფუძნებული. ერთმანე-
თის შესახვედრად ნაბიჯი უნდა გადაედგათ. თავად ყოველთვის თა-

180
ვს არიდებდა მაღალ საზოგადოებაში ტრიალს, თავისი წრის ადა-
მიანების ძალზე მცირე ნაწილთან ჰქონდა ურთიერთობა, ამ ქმედე-
ბით ქმრისადმი გაგზავნილი მესიჯი ეჭვს არ იწვევდა: „შენი უბრალო
წარმომავლობა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს”.
ნათანს კი პირიქით, იმის დამტკიცება სურდა, რომ მელორი ბე-
ჩავს არ გაჰყოლია ცოლად, რომ სოციალური ცხოვრების საფეხუ-
რების გადალახვა და ოჯახისთვის კომფორტული არსებობის უზ-
რუნველყოფა შეეძლო.
ორივეს სჯეროდა, რომ ერთმანეთის შესახვედრად ნაბიჯი გა-
დადგა, მაგრამ ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდნენ.
ნათანისთვის ცხოვრება მუდმივი ბრძოლა იყო. პროფესიული
წარმატების კვალობაზე თამასა სულ უფრო მაღლა იწევდა, რათა
დაემტკიცებინა... მელორიმ უკვე აღარ იცოდა, რა.
მრავალჯერ აუხსნა, რომ სრულებით არ სურდა ზეადამიანის ცო-
ლობა, მაგრამ ამაოდ: ნათანის აზრით, სულ უფრო მეტი რამ უნდა
გაეკეთებინა, თითქოს ეშინოდა, იმედი არ გაეცრუებინა მისთვის და
ეს გრძნობა მელორის აცოფებდა.
ყველაფრის მიუხედავად, ნათანი მუდამ უყვარდა. Crazy about,
him5 როგორც სიმღერაშია ნათქვამი.
თვალები დახუჭა. გონებაში შავ-თეთრი ფილმის კადრებივით,
წარსული ცხოვრების სცენებმა გაიელვა.

5
მასზე გაგიჟებული

181
18

„ახალგაზრდა მხოლოდ ერთხელ ხარ,


მაგრამ ამას მთელი ცხოვრება იგონებ”.

დიალოგი ბარი ლევინსონის


ფილმიდან Liberty Heights

ნანტაკეტი, ზაფხულის დასაწყისი.


რვა წლისაა. ეს მათი პირველი შეხვედრაა.
ბოსტონიდან წინა საღამოს ჩამოვიდა. დღეს დილით სახლის
დიდ ეზოში დასეირნობს. ბამბის კაბა აცვია, რომელიც გრძელია,
მუხლებს ქვემოთაა, რასაც ვერ იტანს. ასეთ სიცხეში სიამოვნებით
ივლიდა შორტებითა და პოლოთი, მაგრამ დედამისი აიძულებს, მუ-
დამ პატარა სანიმუშო გოგონასავით ეცვას.
რამდენჯერმე შენიშნა შავთმიანი პატარა ბიჭუნა, რომელიც მას-
თან დალაპარაკებას ვერ ბედავს და მისი მიახლოებისთანავე გარ-
ბის.
დაინტერესებულმა დედას მისი ვინაობა ჰკითხა და პასუხად მი-
იღო, ყურადღება არ მიექცია: ის მოსამსახურის ვაჟია, ესაა და ეს.
ნაშუადღევს ბიჭს ისევ შეხვდა, ამჯერად პლაჟზე. იგი ბამბუკის
ჯოხებისა და მეთევზის მიცემული იალქნის ნაჭრისგან საკუთარი ხე-
ლით დამზადებული ფრანით ერთობოდა. ფრანისთვის მიმართულე-
ბის მისაცემად ფარდის ძველი საკიდი რგოლი ჰქონდა.
ხელნაკეთობის მიუხედავად, ფრანი ცაში ძალიან მაღლა დაფ-
რინავდა.მელორიმაც თავისი ფრანი მიიტანა, ბოსტონის სათამა-
შოების უზარმაზარ მაღაზიაში შეძენილი დახვეწილი მოდელი. თუმ-
ცა, მის მოწყობილობას აფრენა არ სურდა. ბევრი იწვალა, ყველა მი-
მართულებით სწრაფად დარბოდა, მაგრამ ფრანი ისევ ქვიშაში ეცე-
მოდა.
პატარა ბიჭი თავს ისე აჩვენებდა, თითქოს არ აინტერესებდა,მა-

182
გრამ მელორიმ იცოდა, რამდენჯერმე ფარულად შეავლო თვალი.
მელორი ფარ-ხმალს არ ჰყრის და ხელახლა ცდილობს ფრანის
გაშვებას. ამჯერად სათამაშო წყალში ვარდება, ის მძიმდება და ქვი-
შითაა სავსე. მელორის თვალები ცრემლებით ევსება.
ბიჭი უახლოვდება, ინიციატივას თავის თავზე იღებს და ფრანის
რგოლს მაჯაზე უმაგრებს. უხსნის, რომ საჭიროა ქარისკენ ზურგით
დადგეს, თოკი ნელ-ნელა მოუშვას. მართლაც, ფრანი სწრაფად იწე-
ვს ცისკენ და სულ უფრო მაღლა და მაღლა ადის.
გოგონა სიხარულით ყვირის, თვალები უციმციმებს და ბევრს
იცინის. მოგვიანებით, თავისი განსწავლულობა რომ აჩვენოს, ბიჭუ-
ნა ჩინელების რწმენაზე უყვება, თითქოს ფრანს იღბლის მიზიდვა შე-
უძლია. რომ არ ჩამორჩეს, გოგონა ბენჯამინ ფრანკლინის შესახებ
უამბობს, რომელიც ფრანს ელვის შესასწავლად იყენებდა და მეხამ-
რიდი გამოიგონა (ეს სათამაშოს ყუთზე ამოიკითხა).
შემდეგ ბიჭუნა ამაყად უჩვენებს თავის დამზადებულ ფრანს, რა-
თა გოგონამ დახატული ცხოველი შეუქოს.
– ეს მე დავხატე.
– რა არის, კუა? – ეკითხება გოგონა.
– არა, დრაკონი, – პასუხობს ცოტათი ნაწყენი.
გოგონა ისეგ იცინის, ეს კეთილგანწყობილი იუმორი გადამდე-
ბია და მალე პლაჟზე ორი ბავშვის სიცილი ტალღების ხმას უერთდე-
ბა. მოშორებით ქვიშაზე ტრანზისტორი დევს, რომლიდანაც იმ ზაფ-
ხულის ჰიტი, კეროლ კინგის სიმღერა You’ve Got a Friend ისმის.
გოგონა ახლა ყურადღებით აკვირდება და ხვდება, რომ ასეთი
საყვარელი ბიჭი ჯერ არ შეხვედრია.
ბიჭუნა საზეიმოდ აცნობს თავს:
– მე ნათანი მქვია.
გოგონაც არანაკლები სერიოზულობით პასუხობს:
– მე მელორი ვარ.

1972 წლის შემოდგომა


ნანტაკეტი

183
– ნათ!
გაჭირვებით ამოაფურთხა პირში ჩასული ტბის წყალი. სიცივის-
გან პარალიზებულმა, ძლივს ამოისუნთქა. ორჯერ უიმედოდ სცადა
ტოტს მოსჭიდებოდა, მაგრამ ნაპირი ძალიან მაღლა იყო.
სუნთქვაშეკრული, თავზარდაცემული გრძნობს, რომ იხრჩობა.
მაგრამ ნათანი უკვე მისკენ მოცურავს. აცნობიერებს, რომ ის მისი
უკანასკნელი შანსია.
– ჩამეჭიდე, ნუ გეშინია.
ძალაგამოცლილი ისე ეჭიდება, როგორც მაშველ რგოლს. უეც-
რად გრძნობს, რომ მაღლა იწევს, ზუსტად იმდენზე, რომ ბალახს მო-
ეჭიდოს და შემდეგ ნაპირზე ააღწიოს.
გადარჩენილია.
თავს ამოსუნთქვასაც არ აცდის, მაშინვე უკან ტრიალდება, მაგ-
რამ მეგობარი აღარ ჩანს.
– ნათან!
შიშისგან თავზარდაცემული, თვალცრემლიანი, მთელი ძალით
ყვირის:
– ნათან! ნათან!
მაგრამ ის წყლის ზედაპირზე არ ამოდის. გამალებით ფიქრობს.
რაღაც უნდა მოიმოქმედოს.
თავით ფეხამდე გაწუწული, აკანკალებული, გალურჯებული ბა-
გეებით, უფროსების დასაძახებლად გარბის.
სწრაფად გაიქეცი, მელორი!

1977 წლის 13 ივლისი


ნანტაკეტი
ცამეტი წლისანი არიან.
ველოსიპედებზე შესხდნენ და ველოსიპედისტების ბილიკს გაუყ-
ვნენ, რომელიც კუნძულის ყველაზე დიდ პლაჟამდე, სარფსაიდ-ბი-
ჩამდე მიდის.
ამინდი ფუჭდება, ტალღები ქაფით იფარება. თუმცა, არც ერთი
წუთით არ ყოყმანობენ და საბანაოდ შედიან. პირიქით,ოკეანეში დი-

184
დხანს რჩებიან და დაღლამდე ცურავენ.
წყლიდან მხოლოდ მაშინ ამოდიან, როდესაც ტალღები უკვე ძა-
ლიან საშიში ხდება. ძლიერი ქარი ქრის. მელორი კანკალებს. თან
მხოლოდ პირსახოცი აქვთ. ნათანი თმასა და ზურგს უშრობს, ვიდრე
ის კბილს კბილზე აცემინებს.
წვიმის დიდი წვეთები ქვიშაზე ეცემა და რამდენიმე წუთში პლაჟი
ცარიელდება. მხოლოდ ორნი დარჩნენ წვიმასა და ქარში.
პირველად ნათანი წამოდგა და ასადგომად ხელი მიაშველა. უ-
ეცრად, თავს მისკენ ხრის, მელორი შესცქერის და ფეხის წვერებზე
იწევს. ნათანი მკლავებში იქცევს, მელორი კი ხელებს კისერზე
ხვევს. იმ წამს, როდესაც მათი ტუჩები ერთმანეთს ეხება, ტანში ჟრუ-
ანტელი უვლის. ტუჩებზე მარილიანი წყლის გემოს გრძნობს.
ეს პირველი, ნაზი კოცნაა, რომელიც იქამდე გრძელდება, ვიდრე
მათი კბილები ერთმანეთს ხვდება.

1982 წლის 6 აგვისტო


ბოფორი, ჩრდილოეთი კაროლინა
მელორი თვრამეტი წლისაა.
ამ ზაფხულს შინიდან შორს, საზაფხულო ბანაკში წავიდა.
ახლა საღამოს რვა საათია. სასეირნოდაა გამოსული პატარა
ნავსადგურში, სადაც იალქნიანი ხომალდების გვერდით მეთევზეთა
პატარა ნავებია. ნარინჯისფერი მზე ჩასასვლელად ემზადება და ჰო-
რიზონტს თითქოს ცეცხლი უკიდია. შორიდან ადამიანს ეგონება ხო-
მალდები მოთუხთუხე ლავაზე დაცურავენ.
მაგრამ მისთვის ეს მოსაწყენი საღამოა. ზღვაში კენჭებს ისვრის
და ტყაპანის ხმას ყურს უგდებს, თან ბოლო რამდენიმე თვის განმავ-
ლობაში მომხდარის შეჯამებას ცდილობს.
პირველი წელი უნივერსიტეტში სრული კრახით დასრულდა. არა
სწავლის მხრივ, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სასიყ-
ვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით: თავგზააბნეული ორჯერ
შეხვდა სრულიად უინტერესო ტიპებს და არც ერთი ნამდვილი მეგო-
ბარი გოგონა არ ჰყავს. ბევრი წიგნი წაიკითხა, მიმდინარე მოვლენ-

185
ები და ის რეალობა აინტერესებს, რაც მის გარშემოა, მაგრამ მის
გონებაში სრული ქაოსია.
ის, სხვებისადმი ასეთი გულღია, ბოლო თვეების განმავლობაში
თავის თავში ჩაიკეტა. გაუცნობიერებლად შეამცირა კვებაც – ხან
საუზმეს ტოვებდა, ხან სადილს, ხანაც ვახშამს, როცა ჭამდა, მიღე-
ბული საკვების რაოდენობა სულ უფრო მცირდებოდა. თითქოს გო-
ნებაში გაჩენილ სიცარიელეს ახლა სხეული პასუხობდა. მაგრამ
ცეცხლთან თამაში იმით დასრულდა, რომ ამფითეატრში ლექციაზე
მყოფს გული წაუვიდა და უნივერსიტეტს ექიმის გამოძახება დასჭირ-
და.
უკანასკნელ ხანს თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ისიც გაცნობიე-
რებული აქვს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერი განმეორდეს.
უკვე სამი წელია, ნათანზე არაფერი სმენია. მას შემდეგ, რაც
ელეანორ დელ ამიკო მის მშობლებთან აღარ მუშაობს, აღარ უნა-
ხავს. თავიდან ერთმანეთს გრძელ წერილებს სწერდნენ, მაგრამ
უნახაობამ თავისი შედეგი გამოიღო.
თუმცა, ნათანი არასოდეს დავიწყებია. ის ყოველთვის მისი გო-
ნების პატარა კუნჭულში იყო.
ამ საღამოს თავს დაეკითხა: ნეტავ, ახლა რას აკეთებს ნათანი?
ისევ ნიუ-იორკში ცხოვრობს? მოახერხა, როგორც სურდა, პრესტი-
ჟულ უნივერსიტეტში შესვლა? ისევ ჰქონდა მელორისთან შეხვედ-
რის სურვილი?
ჯებირის გარშემო მიდის, მაგრამ სულ უფრო უჩქარებს ნაბიჯს.
უეცრად გრძნობს, რომ ახლავე უნდა დაელაპარაკოს. ახლა, ამ სა-
ღამოს, ამ წუთას.
ტელეფონის ჯიხურში შედის, ცნობათა ბიუროს დახმარებით სა-
ჭირო ნომერს იგებს.
შემდეგ ღამის სიჩუმეში ტელეფონის ზარი ისმის.
„ოღონდ თვითონ აიღოს ყურმილი”.
– ალო?
ის არის.
დიდხანს საუბრობენ. ნათანი უმხელს, რომ წინა ზაფხულს მასთან

186
დაკავშირება რამდენჯერმე ამაოდ სცადა. „მშობლებს არ გადმო-
უციათ ჩემი შეტყობინებები?” მელორი ხვდება, რომ მთავარი არ
შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთი დიდი ხანია არ უნა-
ხავთ, ერთმანეთს მაინც უგებენ.
თვის ბოლოს შეხვედრაზე თანხმდებიან.
ყურმილს კიდებს. მზე ჩადის.
თითქოს ზურგიდან ტვირთი მოხსნესო, შემსუბუქებული ნაბიჯით
ბრუნდება ბანაკში. ეს უკვე სხვა ქალია. გულისცემის ხმა თითქოს
გონებაში ესმის.
ნათანი... ნათანი... ნათანი...
1982 წლის 28 აგვისტო
სისაიდ-ჰაიგი, ნიუ-ჯერსი
დილის ორი საათი
ზღვის ნაპირზე ელექტროგირლანდების ნათურები ჯერ ისევ ციმ-
ციმებს, მაგრამ ბაზრობისთვის გაშლილ კარვებსა და სტენდებს უკ-
ვე იღებენ. ჰაერში შემწვარი კარტოფილის, ბამბის ნაყინისა და ტო-
მატის სურნელი დგას. დიდი ბორბლის სიახლოვეს უზარმაზარი
ხმის გამაძლიერებლებიდან ამ საღამოს უკვე მეასედ ისმის ჯო კო-
კერის სიმღერა Up Where We Belong.
მელორი მანქანას ღია ცის ქვეშ მოწყობილ ავტოსადგომზე აჩე-
რებს.
მოვიდა, რომ მას დაელოდოს. ნათანმა საზაფხულო სამუშაო
მანჰეტენიდან ერთი საათით დაშორებულ ამ პატარა საკურორტო
დასახლებაში იპოვა. რამდენიმე დამატებითი დოლარისთვის ის
ზღვის ნაპირზე ჩამწკრივებული უთვალავი სანაყინიდან ერთ-ერთში
მუშაობს.
მას შემდეგ, რაც წინა კვირას შეხვდნენ„ ერთმანეთს ტელეფო-
ნით ყოველ საღამოს ურეკავენ.
ჩვეულებისამებრდ მომდევნო კვირა დღეს შეხვედრაზე შეთან-
ხმდნენ, მაგრამ ეს სიურპრიზია. მის სანახავად ბოსტონიდან ჩამო-
ვიდა. მამამისის ერთ-ერთი მანქანა აირჩია, მუქი მწვანე ფერის
მძლავრი „ასტონ მარტინი”, რომელმაც გზა ოთხ საათზე ნაკლებ დრ

187
ოში დააფარინა.
როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა, ბერმულდებსა და მაღაზიის ემ-
ბლემიან დათხუპნულ მაისურში გამოწყობილი. სხვა სეზონურად
მომუშავეებთან ერთად დგას. სამხრეთამერიკული და ირლანდიუ-
რი აქცენტით საუბარი ისმის.
რაკი მას არ ელოდება, ნათანი შორიდან უყურებს და ფიქრობს,
ვინ უნდა იყოს მდიდრულ მანქანას მიყრდნობილი კინოვარსკვლა-
ვის გარეგნობის გოგონა, მისკენ რომ იხედება.
შემდეგ ცნობს.
ნათანი მისკენ გამორბის, მის წინ დგას, მკლავებს ხვევს და ჰა-
ერში აწეულს ატრიალებს. მელორი კისერზე სიცილით ეხვევა და
თავისკენ იზიდავს, რომ მის ტუჩებს გემო გაუსინჯოს, გული კი ლა-
მისაა საგულედან ამოუვარდეს.
ეს მათი სიყვარულის დასაწყისია.
1982 წლის 20 სექტემბერი
„ნათან,
მინდა გაგიმხილო, რომ შენთან გატარებული ზაფხულის დღეები
დაუვიწყარია. მაკლიხარ.
ამ დილით ლექციები დაიწყო, მაგრამ ისევ შენზე ვფიქრობ. დღის
განმავლობაში კამპუსში გასეირნების დროს წარმოვიდგინე, რომ
ჩემ გვერდით ხარ და ერთმანეთს ვესაუბრებით ალბათ, შემხვედრი
სტუდენტები თავს ეკითხებოდნენ, ვინ იყო ის გოგონა, თავი მეცხრე
ცაზე რომ ეგონა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა!
შენთან ვარ. მიყვარს, რომ შეგიძლია მხედავდე და ჩემი ხმის
ამოუღებლად გესმოდეს.
ვიმედოვნებ, შენც ბედნიერი ხარ.
გკოცნი და მიყვარხარ.
მელორი”.
(კონვერტზე წითელი კალმით ფოსტალიონისთვის მიაწერა:
„ფოსტალიონო, კეთილო ფოსტალიონო! დროზე გადაეცი ეს წე-
რილი ჩემს შეყვარებულს, რომ რაც შეიძლება მალე წაიკითხოს ჩე-
მი სიტყვები!”)

188
1982 წლის 27 სექტემბერი
„მელორი,
ეს-ესაა ტელეფონის ყურმილი დავკიდე და... უკვე მაკლიხარ.
შენთან გატარებული ყოველი წუთის შემდეგ მინდა, რომ კიდევ
მეტხანს ვიყო შენ გვერდით.
შენთან ბედნიერი ვარ. ისეთი ბედნიერი, რომ ამის აღწერა შეუძ-
ლებელია.
ამიერიდან, როცა მომავალზე ვფიქრობ, აღარ ვამბობ, „გავაკე-
თებ”, არამედ „გავაკეთებთ“.
და ეს ყველაფერს ცვლის.
ნათანი”.
(კონვერტზე იმ ფილმის ბილეთი დააკრა, რომელიც ბოლოს ერ-
თად ნახეს: „ეი-ტი უცხოპლანეტელი”. მაგრამ სიმართლე ითქვას,
ბევრი არც არაფერი უნახავთ, მთელი სეანსის განმავლობაში ერ-
თმანეთს კოცნიდნენ!)

1982 წლის დეკემბრის კვირა დღე


კემბრიჯის სტუდქალაქის ოთახი
ელექტროსაკრავის გამაძლიერებლიდან დვორჟაკის Concerto-ს
ფუგის ხმები ისმის, რომელსაც ჟაკლინ დიუ პრე სახელგანთქმულ
სტრადივარიუსის ვიოლონჩელოზე ასრულებს.
უკვე ერთი საათია, ლოგინზე წვანან და ერთმანეთს კოცნიან.
ნათანმა ბიუსტჰპალტერი გახადა და მის კანს, როგორც ძვირფა-
სეულობას, ისე ეფერება.
სექსი პირველად ექნებათ.
– დარწმუნებული ხარ, რომ ეს ნამდვილად გინდა?
– ჰო, – უყოყმანოდ პასუხობს მელორი.
კიდევ ეს უყვარს მასში: სინაზისა და თავაზიანობის შერწყმა, რაც
ასე გამოარჩევს სხვებისგან.
გაუცნობიერებლად იცის, თუ ოდესმე ბავშვი გააჩინა, ის აუცი-
ლებლად ნათანისგან ეყოლება.

189
1983 წლის 3 იანვარი
„ნათან, ჩემო სიყვარულო,
შობის არდადეგები უკვე დასრულდა.
შენთან გატარებული ის ღამეები არაჩვეულებრივი იყო. მაგრამ
ამ საღამოს მოწყენილი ვარ. ეს-ესაა მანქანით მანჰეტენისკენ გას-
წიე. ამ საღამოს ვიცი, მძიმე იქნება მომდევნო არდადეგებისა და
შენთან შეხვედრის მოლოდინი.
იმის მიუხედავად, რომ ხვალ ერთმანეთს დავურეკავთ. იმის მე-
შინია, ეს ყველაფერი არ დასრულდეს. რადგან ის, რასაც შენთან
ყოფნისას ვგრძნობ, შეუდარებელია.
სიგიჟემდე მიყვარხარ.
მელორი”
(კონვერტზე წითელპომადიანი ტუჩებით კონტური დახატა, შემ-
დეგ მიაწერა: „თუ შეიძლება, ეს წერილი ჩემს უამრავ კოცნასთან
ერთად ბატონ ნათან დელ ამიკოს საფოსტო ყუთში მოათავსეთ. ყუ-
რადღებით, სხვამ არ მიითვისოს ჩემი კოცნა!”)

1983 წლის 6 იანვარი


„მელორი, ჩემო ტკბილო მეგზურო,
მაკლიხარ, მაგრამ ჩემ გარშემო შენს არსებობას ყველგან
ვგრძნობ.რომ იცოდე, ერთი სული მაქვს, გულში ჩაგიკრა და დი-
ლით შენ გვერდით გავიღვიძო.
ჩემი ოთახიდან ათასობით კოცნა შენთან, კემბრიჯისკენ მოქრის.
გაღმერთებ.
ნათანი”.
(კონვერტში ბოლო არდადეგების დროს კემბრიჯში გადაღებუ-
ლი მელორის სურათი ჩადო. უკან კი „რომეო და ჯულიეტადან” შემ-
დეგი ფრაზა მიაწერა: „შენი თვალებისმრისხანება უფრო მაშინებს,
ვიდრე იმათის ოცის ხმლისა”)
1984
ბოსტონის სახლი
ქუჩიდან მანქანის საყვირის ხმა ისმის.

190
მელორი ფანჯრიდან იხედება. ნათანი თავისი ძველი მუსტანგით
კართან ელოდება.
ის კარისკენ მიემართება, მაგრამ უეცრად მამამისი ეღობება.
‒ მელორი, წარმოუდგენელია, რომ ამ ბიჭთან შეხვედრები გა-
ნაგრძო.
– შემიძლია გავიგო, რატომ?
– იმიტომ, რომ ასეა!
დედამისი ერევა და მის გონზე მოყვანას ცდილობს:
– გარდა ამისა, შეგიძლია მასზე ბევრად უკეთესი აირჩიო.
– უკეთესი ვისთვის? ჩემთვის თუ თქვენთვის?
გასასვლელისკენ მიიწევს, მაგრამ ჯეფრი თავისას განაგრძობს.
– მელორი, გაფრთხილებ, თუ ამ კარიდან გახვალ...
‒ თუ ამ კარიდან გავალ, რას იზამ? სახლიდან გამაგდებ? მემ-
კვიდრეობას აღარ დამიტოვებ? ასეა თუ ისე, თქვენი ფული არაფერ-
ში მჭირდება...
– ჰო, მაგრამ ამ ფულის წყალობით ცხოვრობ და სწავლობ. გარ-
და ამისა, შეწყვიტე ასე ლაპარაკი, შენ მხოლოდ პატარა გოგონა
ხარ.
‒ შეგახსენებ, რომ უკვე ოცი წლის ვარ...
– გირჩევ, მოთმინებიდან ნუ გამოგვიყვან!
‒ მე კიდევ სხვა რამეს გირჩევთ: ნუ მაიძულებთ, არჩევანი გავა-
კეთო მასსა და თქვენს შორის...
რამდენიმე წამით ჩუმდება, რომ დასკვნამ სათანადო შთაბეჭდი-
ლება მოახდინოს და შემდეგ დაწყებულ წინადადებას ასრულებს:
– რადგან ასეთ შემთხვევაში, მე მას ვირჩევ.
თვლის რა, რომ საუბარი დასრულებულია, სახლიდან გადის და
კარს აჯახუნებს.

1987 წლის ზაფხული


მათი პირველი ნამდვილი არდადეგები უცხოეთში
ქანდაკებებით ცნობილი ბაღი ფლორენციაში. ფორთოხლის,
ლეღვისა და კვიპაროსის ხეებით გარშემორტყმული დიდი შადრევ-

191
ნის წინ დგანან.
მოჩუხჩუხე წყალი მზეზე ბრწყინავს და პატარა ცისარტყელებს
წარმოქმნის.
მელორი წყალში მონეტას აგდებს და ნათანსაც იმავეს სთხოვს.
– სურვილი ჩაიფიქრე.
ის უარზეა.
– არ მჯერა ასეთი რაღაცების.
– მიდი, ნათ, ჩაიფიქრე.
ნათანი თავს აქნევს, მელორი კი არ ეშვება:
‒ მიდი, ეს ჩვენთვის გააკეთე.
ნათანი თავაზიანად იღებს ჯიბიდან მონეტას, თვალებს ხუჭავს და
მას წყალში აგდებს.
მელორის რაც შეეხება, მას იმაზე მეტი, რაც დღეს ხდება, არაფე-
რი უნდა.
მხოლოდ გაგრძელდეს.

1990 წლის ზაფხული


არდადეგები ესპანეთში
ბარსელონაში, ორტას ლაბირინთის ბაღებში არიან. ეს მათი
პირველი კამათია.
წინა დღით ნათანმა უთხრა, რომ სამუშაოს გამო დაგეგმილზე
ორი დღით ადრე მოუწევდა შინ დაბრუნება.
ახლა აქ, მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ადგილზე არიან და
მელორი ჯერ ისევ გაბრაზებულია.
ნათანი მისთვის ხელის ჩაკიდებას ცდილობს, მაგრამ ამაოდ, მე-
ლორი მარტო მიუყვება ლაბირინთის სიმწვანით დაფარულ ბილიკს.
– ერთ დღესაც დამკარგავ, – გასაბრაზებლად ეუბნება მელორი.
– მოგძებნი.
ქალი გამომწვევად უყურებს.
– საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ხარ.
– მე ჩვენში ვარ დარწმუნებული.

192
1993 წლის შემოდგომა
კვირა დილა მათ ბინაში
მელორი სააბაზანოში კარის ჭუჭრუტანიდან იჭყიტება.
ნათანი შხაპის ქვეშაა და როგორც ყოველთვის, იქაურობა სა-
უნადაა გადაქცეული.
მთელ ხმაზე U 2-ის სიმღერას მღერის (შეცდომით).
შემდეგ თბილი წყლის ონკანს კეტავს, საშხაპის ფარდას სწევს და
გახარებული ყვირის.
კონდენსირებული ორთქლის წყალობით სარკეზე წარწერა ჩანს:
„მალე მამა იქნები!“

1993
იმავე დღეს
ათი წუთის შემდეგ
ორივენი შხაპის ქვეშ დგანან და კოცნებს შორის ერთმანეთში
თითო-ოროლა სიტყვას ცვლიან.
– თუ გოგონა გაჩნდა?
ეს მელორიმ გადაიტანა საუბარი სახელის შერჩევაზე.
‒ რატომ არ შეიძლება, ბონიტა დავარქვათ, ‒ ხუმრობით სთავა-
ზობს ნათანი.
– ბონიტა?
‒ ბონიტა ან ბონი. ორივე ლათინური სიტყვიდან მოდის, რაც სი-
კეთეს ნიშნავს. მინდა, ეს სიტყვა მესმოდეს ყოველთვის, როცა და-
ვუძახებ.
მელორი იღიმება, ფლაკონიდან ხელისგულზე გელს ისხამს და
მის ტორსზე აქაფებს.
– თანახმა ვარ, ოღონდ ერთი პირობით.
– რა პირობით?
– შემდეგს მე შევარჩევ.
ნათანი ლავანდის საპონს იღებს და ზურგზე უსვამს.
– შემდეგს?
– ჩვენი მეორე შვილი ვიგულისხმე.

193
შემდეგ მელორი სხეულზე ეკვრის. ქაფით ლდაფარული სხეულე-
ბი ერთმანეთთან შეხებისას სრიალებს.

1994
რვა თვის ფეხმძიმე მელორი საწოლზე წევს და ჟურნალს ფურ-
ცლავს.
ნათანს თავი მის მუცელზე უდევს და ბავშვის მოძრაობას დარა-
ჯობს. დისკის ლაზერული საკრავიდან პავაროტის ხმა ისმის, რომე-
ლიც ვერდის არიაში მაღალ დოს იღებს.
მას შემდეგ, რაც ნათანმა წიგნში ამოიკითხა კლასიკური მუსიკის
სასიკეთო გავლენის შესახებ ჩვილის განვითარებაზე, საღამოობით
აუცილებლად რთავს რაიმე ნაწყვეტს ოპერიდან.
მელორის აზრით კი, შესაძლოა ეს მუსიკა ბავშვისთვის ნამდვი-
ლად კარგია, მაგრამ მის გემოვნებას არ შეეფერება.
ამიტომ ყურსასმენი უკეთია და „ნირვანას” შესრულებით კომპო-
ზიციას About a Girl უსმენს.

1999
ოუესტ-ვილიჯის ერთ-ერთ რესტორანში
ერთი ბოთლი შამპანური შეუკვეთეს.
– და, თუ ბიჭი გაჩნდა...
‒ ბიჭი იქნება, ნათან.
– რა იცი?
– ვიცი, იმიტომ, რომ ქალი ვარ და კიდევ იმიტომ, რომ ამ ბავშვს
ხუთი წელია, ველოდი.
– თუ ბიჭი გაჩნდა, ვიფიქრე...
– კამათს აზრი არ აქვს, ნათან. მისი სახელი იქნება შონი.
– შონი?
– შონი ირლანდიურად „ღმერთის საჩუქარს” ნიშნავს.
ნათანმა სახე დამანჭა.
– არ მესმის, ამ საქმესთან ღმერთს რა ხელი აქვს.
– პირიქით, ყველაფერს ძალიან კარგად ხვდები.

194
რასაკვირველია, ხვდება. ბონის გაჩენის შემდეგ ექიმებმა ორივე
დაარწმუნეს, რომ მეორე შვილი აღარ ეყოლებოდათ. თუმცა, მე-
ლორის ამის არასოდეს სჯეროდა. მან იცის, რომ ნათანს ყველაფ-
რის რელიგიასთან დაკავშირება არ უყვარს, მაგრამ ამ საღამოს
ისეთი ბედნიერია, ყველაფერზე თანახმაა.
‒ შესანიშნავია, ‒ ამბობს და ჭიქას საზეიმოდ სწევს, ‒ ჩვენ პა-
ტარა შონის დაბადებას ველით.

მელორიმ თვალები გაახილა და წარსული ბედნიერი დღეების


ამსახველი კადრები გაწყვეტილი ფირივით შეწყდა.
მთელ სხეულზე დაბურძგლა. წარსულში დაბრუნება მტკივნეუ-
ლი აღმოჩნდა როგორც ყოველთვის, დიდი ბედნიერების ამ პერიო-
დების შესახებ მოგონება ისეთი ემოციებით ავსებდა, რომელთა მო-
თოკვას ვეღარ ახერხებდა.
ჯიბიდან კლინექსის ახალი ცხვირსახოცი ამოიღო, რადგან თვა-
ლის კუთხეებში ცრემლის მოწოლა იგრძნო.
„ღმერთო ჩემო, მართლაც ყველაფერი გავაფუჭეთ”.
რასაკვირველია, ნათანი აკლდა, მაგრამ მათ შორის ისეთი ღრმა
უფსკრული იყო, მისკენ შემხვედრი ნაბიჯის გადასადგმელად სითა-
მამე არ ჰყოფნიდა.
უსახლკაროთა თავშესაფარში სუპის ჩამორიგება, ბავშვთა შრო-
მის გამომყენებელი დიდი კომპანიებისა და გენმოდიფიცირებული
პროდუქტების მწარმოებლების წინააღმდეგ ბრძოლა სრულებით
არ აშინებდა, მაგრამ ნათანის პირისპირ აღმოჩენა მის ძალებს აღე-
მატებოდა.
ქუჩაზე გამავალ ფანჯარასთან დადგა და დიდხანს უყურებდა ცას.
ღრუბლები გაიფანტა და მთვარის სხივი იმ მაგიდას ანათებდა, რო-
მელზეც ტელეფონი იდო.
ყურმილის აღება გადაწყვიტა. მისგან სულ მცირე ჟესტი მაინც
იყო საჭირო.
ნათანმა სწრაფად უპასუხა:
– მელორი?

195
– თანახმა ვარ, ნათან: შეგიძლია, ბონის წასაყვანად უფრო ადრე
ჩამოხვიდე.
– მადლობა, ‒ უთხრა და შვებით ამოისუნთქა. – ვეცდები, ნაშუ-
ადღევისთვის უკვე მანდ ვიყო. ღამე მშვიდობისა!
– და, კიდევ ერთი...
– გისმენ.
მელორიმ გამომწვევი ტონით უთხრა:
‒ ნათ, მე ყველაფერი კარგად მახსოვს: ყველაფერი ის, რაც ერ-
თად გავიარეთ, ყველა დეტალი, ცის ფერი და ქვიშის სუნი ჩვენი
პირველი კოცნისას, ჩემი პირველი ორსულობის შეტყობისას წარ-
მოთქმული შენი სიტყვები, კოცნაში გატარებული ღამეები, მეორე
დღეს ტუჩები რომ გვტკიოდა... ყველაფერი მახსოვს და ჩემს ცხოვ-
რებაში შენზე ფასეული არაფერი ყოფილა. ამიტომ, არ გაქვს უფლე-
ბა, ასე მელაპარაკო.
– მე...
რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მელორიმ ყურმილი უკვე და-
კიდა.
ნათანი ფანჯარასთან მივიდა ცენტრალურ პარკს ისევ ათოვდა.
ფანჯრების წინ დიდრონი ფიფქები ტრიალებდნენ და რაფაზე გროვ-
დებოდნენ.
ერთხანს ანგარიშმიუცემლად აცქერდებოდა გარემოს და ცო-
ლის ნათქვამზე ფიქრობდა.
შემდეგ პერანგის სახელოთი თვალები შეიმშრალა, რადგან
ცრემლები თავისით უსველებდა სახეს.

196
19

„ამ პლანეტაზე უხვად არიან ნაძირალები”.


პეტ კონროი

ჰიუსტონის ქუჩა
სოჰოს უბანი

16 დეკემბერი – დილის ექვსი საათი


გარეტ გუდრიჩი ფრთხილად ჩამოდიოდა ყავისფერი აგურით ნა-
გები პატარა სახლის გაყინულ კიბეზე, რომელიც პირდაპირ ქუჩაში
გამოდიოდა.
წინა საღამოს ქუჩაში დატოვებულ მის მანქანას დაახლოებით
ათსანტიმეტრიანი თოვლის ფენა ედო. ჯიბიდან ჯაგრისი ამოიღო და
წინა საქარე მინა გადაწმინდა. რაკი აგვიანდებოდა, ფანჯარა მხო-
ლოდ მძღოლის მხარეს გაწმინდლა. საჭესთან მოკალათდა, გასათ-
ბობად ხელები მოიფშვნიტა, გასაღები გადაატრიალა და...
– აეროპორტში, თუ შეიძლება!
გარეტი მოულოდნელობისგან შეხტა და სწრაფად შებრუნებულ-
მა უკანა სავარძელზე ნათანი დაინახა.
‒ ჯანდაბა, დელ ამიკო! მეორედ აღარ გაბედოთ ჩემი ასე შეშინე-
ბა! მანქანაში როგორ აღმოჩნდით?
– მეორე გასაღები არ უნდა მოგეცათ, ‒ უპასუხა ადვოკატმა და
პატარა აცმა ექიმს ცხვირწინ აუჩხრიალა. ‒ გუშინ საფოსტო ყუთში
ჩაგდება დამავიწყდა.
– კარგი და, აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?
– ყველაფერს გზაში აგიხსნით, თვითმფრინავით კალიფორნია-
ში მივფრინავთ.
ექიმმა თავი გააქნია.
‒ მგონი, გონზე არ ხართ! დღეს ძალიან დატვირთული დღე მაქვს
და თანაც მაგვიანდება, ამიტომ თქვენ...

197
– სან-დიეგოდან ჩემი გოგონა უნდა ჩამოვიყვანო, ‒ აუხსნა ნა-
თანმა.
– ძალიან მიხარია ამის გაგება, – მხრები აიჩეჩა გარეტმა.
‒ არ მინდა, მას თუნდაც უმცირესი საფრთხე შეექმნას, – დაამა-
ტა ადვოკატმა და ხმას აუწია.
‒ ვწუხვარ, მეგობარო, მაგრამ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გამო-
გადგეთ.
ექიმმა მანქანაში გათბობა ჩართო.
ნათანმა მისკენ მიიწია.
‒ მდგომარეობა ობიექტურად შევაფასოთ, გარეტ. მე ერთგვა-
რად „სიკვდილმისჯილი” ვარ, თქვენ კი სრულიად ფორმაში ხართ.
უკანასკნელი ოცდაოთხი საათის განმავლობაში რამე უსიამოვნო
წინათგრძნობას ხომ არ შეუწუხებიხართ? ამ დილით სარკეში რომ
ჩაიხედეთ, თეთრი სინათლე შენიშნეთ?
– არა, – გაწამებული ხმით აღიარა გუდრიჩმა. – მაგრამ მაინც
ვერ ვხვდები, რისი თქმა გსურთ.
– ვაღიარებ, რომ თქვენმა გამოჩენამ კალაპოტიდან ამომაგდო.
სახლიდან გარეთ გასვლის მეშინია, ასე მგონია, ან ტაქსი დამეჯახე-
ბა, ან ხარაჩო დამეცემა თავზე. ამიტომ, აი, რა მოვიფიქრე: ვიდრე
თქვენს გვერდით ვარ, ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ რამე
ცუდი დამემართება.
– ეს ყველაფერი სისულელეა. მისმინეთ...
– არა, – უხეშად შეაწყვეტინა ნათანმა, – ეს თქვენ მისმინეთ:
ჩემს შვილს არაფერი ესაქმება თქვენს იდიოტურ წინათგრძნობებ-
თან. არ მინდა რისკის გაწევა, არ მინდა, რამე გაუთვალისწინებელი
მოხდეს, როდესაც მასთან ერთად თვითმფრინავის ბორტზე ვიქნე-
ბი. ამიტომ, თქვენ და მე ერთად ვიქნებით იმ დრომდე, ვიდრე აქ
უსაფრთხოდ და მშვიდად არ ჩამოვიყკვან.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მე... თქვენი დაზღვევა შემიძლია?
– ზუსტად ასეა.
ექიმმა თავი გადააქნია.
– გონზე არ ხართ. ასეთი რამ არ ხდება, ნათან.

198
– მე კი მგონია, რომ ყველაფერი პირიქითაა. წესები შეიცვალა,
აესაა და ეს.
– ტყუილად დაიჟინეთ, – მტკიცედ თქვა ექიმმა. – ნათან, არსად
ვაპირებ წამოყოლას, გესმით, ჩემი? არსად.

რამდენიმე საათის შემდეგ


ნათანმა საათს დახედა.
United Airlines-ის რეისი ნომერი 211 სან-დიეგოში თავის დროზე
დაეშვებოდა. რაკი პირდაპირი ფრენა არ იყო, ამიტომ ჯერ ვაშინ-
გტონში მოუხდათ გადაფრენა, რამაც მგზავრობის დრო გაახან-
გრძლივა.
ადვოკატმა მის გვერდით მჯდომ გუდრიჩს გადახედა. ექიმი აუჩ-
ქარებლად ამთავრებდა ნახევარი საათის წინ სტიუარდესას მიერ
მორთმეულ სადილს.
ნათანმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა გარეტის თაობაზე. ერთი
მხრივ, მისი გამოჩენისთანავე ნათანის ცხოვრებაში ყველაფერი
აირ-დაირია. მეორე მხრივ, ექიმის მიმართ უცნაურ აღტაცებასა და
სიბრალულს გრძნობდა. თუ გუდრიჩს მართლაც გააჩნდა ეს უცნაუ-
რი უნარი (და ნათანი ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ გარეტი
სნამდვილად შიკრიკია), მისი ცხოვრება დალხენილი ნამდვილად
არ იქნებოდა: როგორ შეიძლება ნორმალურად იცხოვროს ასეთი
უნარის მქონე ადამიანმა? შენ გარშემო მუდმივად სასიკვდილოდ
განწირულ ადამიანებს ხედავდე, სატარებლად მძიმე ტვირთია.
რასაკვირველია, უმჯობესი იყო, არასოდეს გაეცნო ‒ ან სრული-
ად სხვა ვითარებაში შეხვედროდა – მაგრამ ამ ადამიანს ძალიან
აფასებდა, ის მგრძნობიარე და სანდო იყო. დაღდასმული ადამიანი,
რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი ცოლი და ახლა სულით ხორ-
ცამდე საკუთარ პაციენტებს ეკუთვნოდა.
კალიფორნიაში გამგზავრებაზე მისი დაყოლიება სრულებითაც
არ ყოფილა იოლი. ქირურგს იმ დღეს მნიშვნელოვანი ოპერაცია
ჰქონდა დაგეგმილი, გარდა ამისა, პალიატიური მზრუნველობის
ცენტრში მიუსვლელობა დამატებით თავსატეხს ქმნიდა და ამიტომ

199
პერსონალისთვის შესაბამისი მითითებების გადაცემა იყო საჭირო.
მას შემდეგ, რაც ყველა სახის მუქარა ამაო აღმოჩნდა, ნათანმა
ტაქტიკა შეცვალა. გადაწყვიტა, გარეტისთვის ეჩვენებინა, რა მდგო-
მარეობაში იყო: მამა, რომელიც შესაძლოა, თავის გოგონას უკანას-
კნელად ხვდება; მამაკაცი, რომელიც ცოლზე სიგიჟემდეა შეყვარე-
ბული და მასთან დაახლოება ისევ სურს; ადამიანი, რომელსაც სიკ-
ვდილი ჩაუსაფრდა, შველას მისგან ითხოვდა.
ამ სასოწარკვეთილმა მოწოდებამ ექიმს გული მოულბო და გა-
რეტი დათანხმდა, ოპერაციები გადაეტანა, რათა ნათანს სან-დი-
ეგოში გაჰყოლოდა. გარდა ამისა, საკუთარ პასუხისმგებლობასაც
გრძნობდა, ასე რომ ააფორიაქა ადვოკატის ცხოვრება.
– ორაგულის ხიზილალიან ტოსტს არ მიირთმევთ? – შეეკითხა
გუდრიჩი, რადგან სტიუარდესა უკვე სასადილო ლანგრების ალაგე-
ბას იწყებდა.
– არა, სხვა საფიქრალი მაქვს, – უპასუხა ნათანმა. – აიღეთ, თუ
გინდათ.
გარეტს არ დაუხანებია. მაშინვე აიღო ნათანის ტოსტი და ერთი
წამით დაასწრო სტიუარდესას, რომელიც ლანგრის აღებას აპირებ-
და.
– ასეთი ანერვიულებული რატომ ხართ? -– ჰკითხა ადვოკატს,
თან ილუკმებოდა.
ნათანმა ამოიოხრა:
– ხანდახან, როდესაც მატყობინებენ, რომ მალე მოვკვდები, ასე
მემართება. რას იზამ, ასეთი ცუდი ჩვევა მაქვს.
– ეს ავსტრალიური ღვინო უნდა გაგესინჯათ. გულზე მალამოდ
დაგედებოდათ.
– თუ ამისი თქმის უფლება მაქვს, მგონი, სმაში, ცოტა არ იყოს,
ზედმეტი მოგდით, გარეტ.
გუდრიჩმა ეს ფაქტი სხვაგვარად ახსნა:
‒ უბრალოდ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვზრუნავ: ალბათ, იცით,
ღვინო დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე.
– სისულელეა ეს ყველაფერი, ‒ ხელი ჩაიქნია ადვოკატმა, –თავს

200
იმშვიდებთ და მეტი არაფერი.
‒ სრულიადაც არა! ‒ წამოიძახა ნაწყენმა გუდრიჩმა. – ეს მეც-
ნიერულადაა დამტკიცებული. ყურძნის კანში შემავალი პოლიფენო-
ლები ხელს უშლის ვაზოკონსტრიქციას...
ნათანმა მხრების აჩეჩვით შეაწყვეტინა:
‒ კარგი, კარგი, ნუ გგონიათ, რომ ამდენი სამედიცინო ტერმინის
დახვავებით შთაბეჭდილებას მოახდენთ.
‒ თქვენ არ გსურთ მეცნიერების წინაშე ქედის მოდრეკა, – ნიშ-
ნის მოგებით აღნიშნა გუდრიჩმა.
მაშინ ადვოკატმა უკანასკნელი კოზირი გამოიყკენა:
‒ თუ დავუშვებთ, რომ რასაც თქვენ ამბობთ, მართალია, რო-
გორც წამიკითხავს, სისხლის მიმოქცევის სისტემაზე დადებით ეფე-
ქტს წითელი ღვინო ახდენს.
– ეეე.. ეს მართალია, – ექიმი იძულებული გახდა ეღიარებინა,
რადგან ამ არგუმენტის მოსმენას არ ელოდა.
‒ თუ ვცდები, შემისწორეთ, გარეტ. ის თქვენი სანაქებო ავსტრა-
ლიური ღვინო თეთრი იყო, ასე არ არის?
– აუტანელი კირკიტა ხართ, ‒ უპასუხა გაღიზიანებულმა გუდ-
რიჩმა.
შემდეგ დაამატა:
– მაგრამ კარგი ადვოკატი უნდა იყოთ.
სწორედ ამ დროს სტიუარდესამ გამოაცხადა:
ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი თვითმფრინავი დაშვებას იწ-
ყებს. გთხოვთ, ვერტიკალურ მდგომარეობაში მოიყვანოთ სავარ-
ძლების საზურგეები და შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები”.
ნათანმა ილუმინატორში გაიხედა. მთები გაარჩია, შორს კი, კა-
ლიფორნიის სანაპირო მოჩანდა, სადაც უდაბნოს სიმშრალე იგ-
რძნობოდა.
მალე მელორის ნახავდა.
“ვაშინგტონიდან მომავალი № 435 რეისის თვითმფრინავი აე-
როპორტში დაეშვა. მგზავრებს ვთხოვთ, მე-9 გასასვლელით ისარ-
გებლონ”.

201
რაკი ბარგი არ ჰქონდათ, აეროპორტში დიდხანს არ გაჩერებუ-
ლან. ნათანმა სააგენტოში მანქანა იქირავა და მისთვის მოულოდ-
ნელად, საჭესთან დაჯდომა გუდრიჩმა არ დაანება.
ნიუ-იორკისგან სრულიად განსხვავებული ამინდი იყო: თბილო-
და, მზე ანათებდა და თერმომეტრი დაახლოებით, ოც გრადუსს უჩ-
ვენებდა. პალტოები და ყელსახვევები მაშინვე უკანა საბარგულზე
დააწყვეს.
ქალაქი სან-დიეგო ორ ნახევარკუნძულზე რამდენიმე კილომეტ-
რზეა გადაჭიმული. ნათანმა ექიმს სთხოვა, ქალაქის ცენტრისთვის
თავი აერიდებინა სადაც შუადღეზე ინტენსიური მოძრაობა იყო. მისი
მითითებით სანაპიროზე გავიდნენ და ჩრდილოეთისკენ ქვიშის
პლაჟების გავლით გაემართნენ. პლაჟებს ალაგ-ალაგ პატარა ყუ-
რეები და კლდეები ენაცვლებოდა.
საზღვაო კურორტი ლა ხოია პატარა გორაკზე იყო აგებული.
იქამდე მისვლა ელეგანტური სახლებით დახუნძლული კლაკნი-
ლი სანაპიროთი შეიძლებოდა. გუდრიჩს აქ ფეხი არასოდეს დაუდ-
გამს, მაგრამ პეიზაჟი მაშინვე მიამსგავსა მონაკოსა და ფრანგულ
რივიერას, რომელიც მრავალი წლის წინათ საფრანგეთში მოგზაუ-
რობისას მოინახულა. ოკეანის შთამბეჭდავი ხედით მოხიბლული,
ფანჯრიდან ხშირ-ხშირად იყურებოდა. უზარმაზარი ტალღები მო-
ჩანდა, რომელთა მოთვინიერებას კლდეებზე მათ შესკდომამდე
სერფერები ცდილობდნენ.
– გზის ცქერა არ დაგავიწყდეთ!
ექიმმა სვლა შეანელა, რათა ხედითა და ოკეანიდან მონაბერი
ზღვის ჰაერით დამტკბარიყო. წინ იისფრად გადაღებილი ფორდ-
მუსტანგი გაუშვა, შემდეგ ორი ჰარლეი დევიდსონი, რომლებზეც
ძველი ჰიპების გარეგნობის სამოცი სწლის მამაკაცები ისხდნენ.
‒ ჰმ, ტკბილი კალიფორნიული ცხოვრება, ეს მართლაც სულ
სხვა რამაა, – ჩაილაპარაკა გუდრიჩმა, თან გზაზე გადარბენილ
ციყვს უყურებდა.
ლა ხოია თავისი რესტორნებითა და პატარ-პატარა მაღაზიებით
მართლაც განსაკუთრებით მომხიბლავი იყო და ჩანდა, აქ ცხოვრება

202
მართლაც, ერთი სიამოვნება იყო. მანქანა ერთ-ერთ ცენტრალურ
ქუჩაზე დატოვეს და დარჩენილი გზა ფეხით განაგრძეს.
ნათანს ერთი სული ჰქონდა, მალე მისულიყო. ნაკბენის მიუხე-
დავად, წინ შეუჩერებლად მიიწევდა, კვალში გუდრიჩი ედგა.
‒ კი მაგრამ, მატარებელი მიგყავთ? ‒ დაუყვირა ამ უკანასკნელ-
მა.
გუდრიჩი კიოსკთან შეჩერებულიყო გაზეთის საყიდლად და, რა-
საკვირველია, გამყიდველთან საუბარი გაება.
“ყოველთვის ყველათი ინტერესდება, სრულიად უცნობი ადამია-
ნითაც კი! გასაოცარი ადამიანია”.
გარეტი დაეწია.
‒ ნახეთ ფასები? ‒ და ხელი უძრავი ქონების სააგენტოსკენ გა-
იშვირა.
ექიმი მართალი იყო: ბოლო წლებში ქვეყნის ამ ნაწილში ბინებზე
ფასები თვალშისაცემად ავარდა, მაგრამ მელორის ეს ცვლილებები
არ ეხებოდა, რადგან ის ბებიამისის სახლში ცხოვრობდა, რომელიც
მაშინ იყიდეს, როცა ლა ხოია მეთევზეთა მიყრუებული სოფელი იყო
და მისი არსებობა არავის აინტერესებდა.
ხის პატარა სახლს მიადგნენ.
– მოვედით, – თქვა ნათანმა და ექიმს მიუბრუნდა.
კარზე მიკრული წარწერა დაინახა:
ამ სახლში კიბერ-ცხოველებს არაფერი ესაქმებათ.
ამას მხოლოდ მელორი თუ მოიფიქრებდა.
ნათანმა გულის ფანცქალით დააკაკუნა.
‒ აი, ისიც, ჩვენი ძველი ნაცნობი დელ ამიკო.
“ვინს ტაილერი!”
ყველაფერს ელოდა იმის გარდა, რომ აქ ტაილერი დახვდებოდა.
ტანმაღალმა, გრძელი ქერა თმით, უნაკლო რუჯით, ღიმილით,
რომელიც ნადებმოცილებულ ქათქათა კბილებს აჩენდა, ტაილერმა
კარი ფართოდ გააღო და ორივენი სახლში შეუშვა.
“რა ჯანდაბას აკეთებს აქ დღისით? ბონი და მელორი სადღა
არიან?”

203
ნათანმა თავისი გაღიზიანების დამალვა ტაილერისთვის გარე-
ტის გაცნობით სცადა.
‒ შენი გოგონა მალე დაბრუნდება, ‒ უთხრა ტაილერმა, – მეგო-
ბართანაა.
– მელორიც მასთან ერთად არის?
– არა, ლორი მაღლაა, ემზადება.
ლორი? ასეთი სახელით მისი ცოლისთვის არასოდეს არავის მი-
უმართავს, ლორი. მელორის არც კნინობითი სახელები უყვარდა და
არც მეტსახელები.
ნათანს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: ცოლი ენახა. ყოყმა-
ნობდა კიდეც, საწოლ ოთახში ხომ არ ასულიყო, მაგრამ შესაძლოა,
მელორის ეს არ მოსწონებოდა. უკეთესი იყო, აქ დაეცადა.
თითქოს მის გაღიზიანებას ცდილობსო, ტაილერმა დააზუსტა:
– Crab Catcher-ში მიმყავს ასთაკვის საჭმელად.
Crab Catcher პროსპექტ-სტრიტის მოდური რესტორანი იყო, რო-
მელიც ოკეანეს გადაჰყურებდა.
„ჩვენი რესტორანი, გაიფიქრა ნათანმა, ის, სადაც ცოლობა
ვთხოვე და სადაც ბონის დაბადების დღეებს აღვნიშნავდით”...
სტუდენტობის დროს კვირიდან კვირამდე ფულს ზოგავდა, რომ
მელორი სადმე მსგავს გამორჩეულ ადგილზე წაეყვანა.
– ჰო, მართლა, იქ მიმტანად არ მუშაობდი?! ‒ ისეთი ტონით
თქვა ტაილერმა, თითქოს ახლა გაახსენდა.
ნათანმა კალიფორნიელს თვალებში შეხედა, სრულებით არ აპი-
რებდა თავის ფესვებზე უარის თქმას.
– მართალია, ზაფხულობით ბალახს ვკრეჭდი და მიმტანად ვმუ-
შაობდი. თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებს, შემიძლია ისიც გითხრა,
რომ ავტოსამრეცხაოში მუშაობისას ერთხელ შენი მანქანაც გავ-
რეცხე.
ტაილერმა თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი გაუგონია. დი-
ვანზე ჩამომჯდარმა თავი ისევ უდარდელად იგრძნო და ნება-ნება
წრუპავდა ვისკის. ოთახში ერთადერთი ყალბი დეტალი ვინსი იყო
თავისი ფართოდ ყელგახსნილი პერანგითა და ლურჯი კოსტიუმით.

204
ხელში რესტორნის სარეკლამო ბუკლეტი ეჭირა და ღვინოების და-
სახელებებს ჩაჰკირკიტებდა:
– ...ბორდო, სოტერნი, კიანტი: ვაღმერთებ ფრანგულ ღვინოებს.
– კიანტი იტალიური ღვინოა, ‒ შენიშნა გუდრიჩმა.
„ჩაგეთვალა, გარეტ”.
– რა მნიშვნელობა აქვს, – სცადა წყენის დამალვა ტაილერმა.
შემდეგ საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა:
‒ როგორ მიდის საქმეები ნიუ-იორკში? შენი კოლეგების შესახებ
ახალი ამბავი იცი?
და ადვოკატების შესახებ ანეკდოტის მოყოლა დაიწყო.
‒ მაშ ასე, იურიდიული კონგრესიდან დაბრუნებული ადვოკატე-
ბით სავსე ავტობუსი ერთი ფერმერის მიწაზე ავარიაში მოყვა...
ნათანი უკვე აღარ უსმენდა. იმაზე ფიქრობდა, რა სტადიაზე იყო
ვინსისა და მელორის ურთიერთობა. რასაკვირველია, ამ ბრიყვის
თავიდან მოშორება იოლი საქმე არ იყო. აქამდე, ბონის აშკარად გა-
მოხატული მტრული დამოკიდებულების გამო, ამ ურთიერთობას
დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მაგრამ, რა მოხდებოდა Crab
Catcher-ში ინტიმური ვახშმის შემდეგ?
ადვოკატი გონებაში ათასჯერ დაუბრუნდა იმავე თემას. როგორ
შეიძლებოდა, მელორისნაირი ჭკვიანი ქალი ასეთ ტუტუცს მოეხიბ-
ლა?
ორივე საკმაოდ კარგად იცნობდა ვინსის საიმისოდ, რომ სცოდ-
ნოდათ, როგორი ყოყოჩი და ინტრიგანი იყო. შეყვარებულობის პე-
რიოდში ტაილერზე ხშირად უსაუბრიათ. მაშინ დასცინოდნენ მის
გაქნილ მცლდელობებს, მელორის დაახლოებოდა. მაგრამ მაშინაც
კი მელორი ამგვარ საქციელს პატიობდა და ვინსის კარგ იუმორსა
და თავაზიანობაზე ამახვილებდა ყურადღებას.
ეს გულღიაობა ნათანს არასოდეს ახასიათებდა, მაგრამ დარწმუ-
ნებული იყო, ტაილერს თავის მოჩვენება კარგად შეეძლო. დაბადე-
ბით მანიპულატორი, საკუთარ თავმომწონეობას ხშირად მოჩვენე-
ბითი კეთილგანწყობით ნიღბავდა.
სულ ცოტა ხნის წინათ მასში სოციალურმა შეგნებამ გაიღვიძა და

205
ინსტიტუტი დააფუძნა, რომელსაც ბავშვების პრობლემებზე მომუშა-
ვე ასოციაციებისთვის სახსრები უნდა მოეძია. ამ ორგანიზაციას
Tyler Foundation დაარქვა.
„რა თავმდაბლობაა!”
ნათანმა კარგად იცოდა, რომ სინამდვილეში ამ მოჩვენებითი
ფილანთროპიის მიზანი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა
და მელორისთვის თავის მოწონება იყო.
„ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავს, როგორც იტყვიან”.
მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, რომ მისი ცოლი ბრიყვი ნამდვი-
ლად არ იყო.
ტაილერი ანეკდოტის მოყოლას ამთავრებდა:
– ... დარწმუნებული ხართ, როცა დაასაფლავეთ, ყველა მკვდა-
რი იყო? ეკითხება პოლიციელი. ფერმერი პასუხობს: ზოგიერთები
ამბობდნენ, ცოცხლები ვართო, მაგრამ თქვენც იცით, ადვოკატებს
ტყუილები როგორ უყვართ!
კალიფორნიელმა გადაიხარხარა.
– აღიარე, რომ არც ისე ცუდია, ჩემო ბიჭო.
‒ მე შენი ბიჭი არ ვარ, ‒ მოუჭრა ნათანმა, რომელმაც გადაწყვი-
ტა, არაფერი დაეთმო.
‒ ისევ ისეთი ფხუკიანი ხარ, დელ ამიკო, ასე არ არის? გუშინ სა-
ღამოს სწორედ ამას ვეუბნებოდი ლორის, როდესაც...
– ჩემს ცოლს მელორი ჰქვია.
ნათანს წინადადება დამთავრებულიც არ ჰქონდა, მაგრამ მიხ-
ვდა, სატყუარა გადაყლაპა.
– ის აღარ არის შენი ცოლი, ჩემო ბიჭუნა, ‒ მაშინვე შეეპასუხა
ტაილერი.
ადვოკატს არ გამოჰპარვია მისი დაცინვა. შემდეგ მიუახლოვდა
და ყურში ჩასჩურჩულა, თითქოს კიდევ უფრო მეტად სურდა გაღი-
ზიანება:
‒ შენი ცოლი აღარ არის, თითქმის ჩემია.
ნათანი იმწამსვე მიხვდა, ღირსების შესანარჩუნებლად მისთვის
სახეში მუშტი უნდა ეთავაზებინა. ცხოვრებაში ამგვარი ტიპებისთვის

206
არასოდეს მიუცია დაცინვის უფლება. ამ უმართებულო და პოლიტი-
კურად არაკორექტული ნაბიჯის გადადგმისთვის ახლაც მზად იყო,
თუნდაც ეს მის ცოლს არ მოსწონებოდა. უეცრად იგრძნო, რა მცი-
რედი იყო საჭირო, რომ პარკ-ავენიუს სახელგანთქმული ადვოკატი
იტალიელი მოსამსახურის შვილად ქცეულიყო, რომელიც თავის
დასაცავად ქვინსის ქუჩებში მუშტის ქნევას არ ერიდებოდა. თუნდაც
მთელი ცხოვრება საკუთარ წარსულზე უარის თქმას ცდილობდე, ის
სადღაც მაინც დაგეწევა.
შემოსასვლელი კარი გაიღო და ბონიმ მისი მრისხანება დააც-
ხრო.
– Buenos dhas6 – მხიარულად დაიყვირა ოთახში შემოსულმა გო-
გონამ.
ლა-ხოია მექსიკის საზღვრიდან მხოლოდ ოცი კილომეტრითაა
დაშორებული და ბონი ქუჩაში ან სკოლაში გაგონილ ესპანურ წინა-
დადებებსა და სიტყვებს ხშირად იყენებდა.
მისი პატარა გოგონა მოვიდა და ერთ წამში ვინს ტაილერზე გაბ-
რაზება და მრისხანება სადღაც გაქრა. მისი გოგონა აქ იყო და სხვას
აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
ბონი მამისკენ გაექანა მამამ ბავშვი ჰაერში ასწია და დაატრი-
ალა. ფერადი სამოსი ეცვა, რაც კარგად აჩენდა მის ლამაზ ნამზე-
ურს, ხოლო პერუული ქუდის კუდები მხრებამდეს სწვდებოდა. ასე
გამოწყობილი, მართლაც თავშესაქცევად გამოიყურებოდა.
‒ პონჩო გაკლია და მზად იქნები ლამების ჯოგი ანდების კორდი-
ლიერებში გაირეკო, – უთხრა და მიწაზე დასვა.
– შეიძლება, საშობაოდ მიყიდო? – არ დააყოვნა თხოვნამ.
– პონჩო?
– არა, ლამა.
– ეს ხუმრობა იყო, საყვარელო, – გაისმა მელორის ხმა.
ნათანი შებრუნდა. მელორი კიბეზე ჩამოდიოდა და თან ბონის
ჩემოდანს მოაგორებდა.

6
გამარჯობა (ესპ)

207
თავშეკავებით მიესალმა. ნათანმა გარეტი წარუდგინა, როგორც
გამოჩენილი ქირურგი, რომელიც სან-ფრანცისკოში მოწყობილი
კონფერენციიდან ბრუნდებოდა და რომელთანაც საქმიანი ურთი-
ერთობა აკავშირებდა. გაკვირვებული მელორი ექიმს თავაზიანად
მიესალმა.
‒ ძალიან გვაგვიანდება, ‒ თქვა მელორიმ და თვალი საათს შე-
ავლო.
„როგორ არა, თითქოს ძალიან გადარდებს, ეს ვახშამი რესტო-
რანში ადრე დაიწყება თუ გვიან!”
ნათანმა გადაწყვიტა, წინააღმდეგობა აღარ გაეწია. ეს არაფრის
მომცემი იქნებოდა, თან არც ის სურდა, ვინსი მათი კამათის შემსწრე
გამხდარიყო. ამიტომ მხოლოდ ეს თქვა:
– არც ჩვენ გვაქვს დრო: ფრენა ერთი საათის შემდეგაა.
– ლოს-ანჯელესის გავლით მიდიხართ? ‒ შეეკითხა მელორი და
სიგნალიზაცია ჩართო.
ნათანმა დაუდასტურა.
ვინსი პირველი გავიდა სახლიდან, ხელში გასაღებების აცმას
ათამაშებდა. ყველა მას მიჰყვა.
გარეთ ცა იქუფრებოდა. ავდრის მოახლოება იგრძნობოდა. მე-
ლორიმ კარი ჩაკეტა, შემდეგ შვილს დიდხანს კოცნიდა.
‒ კეთილი მგზავრობა და არ დაგავიწყდეს, ნიუ-იორკში ჩას-
ვლისთანავე დამირეკე!
უკვე მიდიოდა, ქუჩაში მოშორებით გაჩერებული ვინსის ვერ-
ცხლისფერი პორშესკენ მიეშურებოდა.
– Hasta Iuego 7– დაუყვირა ბონიმ და თავისი პერუული ქუდი ააფ-
რიალა.
მელორი შემობრუნდა და გოგონას ხელი დაუქნია. მაგრამ ერ-
თხელაც არ უცდია, ნათანისთვის შეეხედა.
– Bon appètit - დაუყვირა ადვოკატმა ფრანგულად და ამ სიტყვაში
ის სიმწარე და ნაღველი ჩააქსოვა, რასაც ამ წუთას გრძნობდა.

7
შეხვედრამდე (ესპ)

208
მას არ უპასუხია.
ნათანმა ბონის ხელი ჩაჰკიდა და ტროტუარს გაუყვნენ. წინ გარე-
ტი მიდიოდა, რომელსაც ბონის ჩემოდანი დაესაკუთრებინა.
პორშე ხმაურით დაიძრა ადგილიდან და მათკენ მიემართებოდა.
თითქოს პროვოცირებისთვის, ტაილერმა ამით ისარგებლა და სულ
ახლოს ჩაუარა ნათანს. ეს იმ ტიპის სისულელე იყო, რომელსაც მა-
მაკაცები საკუთარი ძალის საჩვენებლად ხშირად მიმართავენ...
უკანა სავარძელზე მჯდომი მელორი ჩანთაში რაღაცას ეძებდა
და ტაილერის მანევრი არ შეუნიშნავს. ამას ისიც დაემატა, რომ ტა-
ილერმა მანევრის შემდეგ ნიშნის მოსაგები ჟესტიც აჩვენა.
„ბიბინძური იდიოტი”, გაიფიქრა ნათანმა და თან მიმავალ მანქა-
ნას გასცქეროდა.
სან-დიეგოს საერთაშორისო აეროპორტი
„ქალბატონებო და ბატონებო, იწყება ჩასხდომა № 5214 რეისზე
ლოს-ანჯელესის მიმართულებით, გასასვლელი№ 25. გთხოვთ, ჩას-
ხდომის ბარათები და პირადობის დამადასტურებელი საბუთი მოამ-
ზადოთ”.
ამის გამოცხადების შემდეგ ორმოციოდე მგზავრი ლითონის სკა-
მებიდან ერთდროულად წამოდგა და სარეგისტრაციო მაგიდასთან
ორმაგ რიგში ჩადგა. თვითმფრინავში პირველები შევიდოდნენ.
ბონი მათ შუაში იდგა და MP3-ით მუსიკას უსმენდა, თან ჰილარი
ჰანის ვიოლინოს აკორდებს თავის ქნევით ჰყვებოდა. გარეტი შოკო-
ლადის მეხუთე ნამცხვარს შეექცეოდა, ნათანი კი თავს ისე აჩვენებ-
და, თითქოს ძალიან აინტერესებდა საჰაერო კონტროლიორების
მიერ დადგმული სპექტაკლი თვითმფრინავების მონაწილეობით.
ბოლო რამდენიმე წუთი თავიდან ვერ იშორებდა ერთ აზრს: ნუ-
თუ მელორის ვეღარ ნახავს?
არ შეიძლებოდა მათი ამბავი ასე დასრულებულიყო. მას ცოლი
კიდევ ერთხელ უნდა ენახა, თუნდაც უკანასკნელად.
მისი მელორისთან შეხვედრა ცხოვრების საუკეთესო საჩუქარი
იყო შესაძლოა, მეორე შანსისთვის თუ უკვე ძალიან დაგვიანებული
იყო, მაგრამ იმის უფლება მაინც ჰქონდა, სხვაგვარად დამშვიდობე-

209
ბოდა, ისე რომ ზურგს უკნიდან ვინს ტაილერის სარკასტული შენიშ-
ვნები არ მოესმინა.
გარეტმა ბილეთი რეგისტრატორს გაუწოდა. ნათანმა სახელოზე
მოქაჩა.
– მე არ მოვდივარ, – უთხრა მშვიდად.
– უკან დაბრუნება გინდათ?
– უკანასკნელად უნდა ვნახო. მან უნდა იცოდეს, რომ....
გუდრიჩმა შეაწყვეტინა:
‒ გააკეთეთ ის, რაც საჭიროა, ‒ განუცხადა ნეიტრალური ტო-
ნით.
– ბონის თან წავიყვან.
– დამიტოვეთ, ჩემი არ ეშინია.
გვერდზე გადგნენ, სხვა მგზავრებისთვის ხელი რომ არ შეეშა-
ლათ.
ნათანი დაიხარა, ბონის ყურსასმენები მოხსნა და გაუღიმა.
‒ მისმინე საყვარელო, დედიკოსთვის რაღაცის თქმა დამავიწ-
ყდა, ამიტომ მე და შენ მომდევნო რეისს გავყვებით.
გოგონამ გუდრისს შეხედა: ჩვეულებრივ მშიშარა, ამ უზარმაზა-
რი კაცის გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და მას ენდობოდა.
ცოტა ხანს ყოყმანობდა, მერე თქვა:
– გარეტთან ერთად რომ გავფრინდე?
ნათანი მისმა პასუხმა გააოცა. თავზე მოეფერა.
– დარწმუნებული ხარ, საყვარელო, რომ ყველაფერი კარგად
იქნება?
– Muy bien8, – უპასუხა გოგონამ და აკოცა.
ნათანმა გუდრიჩს შეხედა. ამქვეყნად ძალიან ცოტა ადამიანი
იყო, ვისაც თუნდაც რამდენიმე საათით ანდობდა შვილს, და ექიმი
ერთი მათგანი იყო.
ჰო, ის გუდრიჩს ენდობოდა, მიუხედავად ამ კაცის ცოტა პირქუში
ხასიათისა. ბოლოს და ბოლოს, შიკრიკს მასთან ჰქონდა საქმე და

8
ძალიან კარგად

210
არა ბონისთან.
‒ ჩემთან არაფრის ეშინია, ‒ გაიმეორა გუდრიჩმა. ‒ არ დაგა-
ვიწყდეთ, მე ხომ სიცოცხლის დაზღვევა ვარ.
ნათანმა ღიმილი ვერ შეიკავა. ჯიბიდან ბონის ბილეთი ამოიღო
და გაუწოდა.
– როგორმე მოვახერხებ, რომ შემდეგ რეისს გამოვყვე, – თქვა
და საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ბრბოს შეერია.
‒ ცენტრში მოაკითხეთ, ‒ დაუყვირა გარეტმა. ‒ არაფერზე
იდარდოთ, ყველაფერს მოვაგვარებ.
ნათანი ჩასხდომის ზონას სირბილით მოსცილდა, აეროპორტი-
დან გავიდა, ტაქსი გააჩერა და სთხოვა, ლა ხოიასკენ წასულიყო.

211
20

„უეჭველია, მეგობრობასა და სიყვარულს შორის მსგავსება არ-


სებობს. სიყვარულზე იმასაც კი ვამბობთ, რომ იგი მეგობრობის გა-
ტაცებული ფორმაა”.
სენეკა

კოკისპირულად წვიმდა.
ზარი დარეკა, მაგრამ მელორი ჯერ არ დაბრუნებულიყო.
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადასული თითო-ოროლა გამ-
ვლელს აკვირდებოდა, რომლებიც ამ პატარა შესახვევს ცენტრა-
ლურ ქუჩაზე გასასვლელად იყენებდნენ.
ღმერთო, ნამდვილი წარღვნა იყო! და თავის შესაფარებელი ად-
გილის ნატამალიც კი არ ჩანდა. მეზობელი სახლის აივნის ქვეშ
დადგომაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. აქაურები ნებისმიერი საეჭვო
პირის გამოჩენისთანავე პოლიციას იძახებდნენ. ამიტომ, მისი არ-
სებობა ვინმეს რომ არ შეემჩნია, ისევ თავიდან ფეხებამდე გალუმ-
პვა არჩია.
„ტკბილი კალიფორნიული ცხოვრება, როგორ არა!” გაიფიქრა
და ხმაურით დააცემინა.
თავს სულელად და საბრალოდ გრძნობდა, სიკვდილის შიში
მხრებზე მძიმედ აწვა და ბოჭავდა.
„აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ”.
მელორი ჯერ არ დაბრუნდებოდა, თანაც, ალბათ ჯერაც ტაილერ-
თან ერთად იყო. ყოველ შემთხვევაში იცოდა, რომ პირისპირ შეხ-
ვედრის დროსაც კი მელორისგან მხოლოდ ინდიფერენტულობას
მიიღებდა.
ჯანდაბა! სულ დასველდა. სიცივისგან აკანკალებდა. არასოდეს
ჰქონია ასეთი ხელშესახები გრძნობა, რომ ცხოვრება ხელიდან გა-
უშვა.
და როცა წვიმამ უფრო მეტად დაუშვა, ფარებანთებული პორშე
პატარა სახლის წინ გაჩერდა.

212
ნათანმა თვალები მოჭუტა. იქიდან, სადაც იდგა, ბევრი არაფერი
ჩანდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ არც მელორი და
არც ტაილერი მანქანიდან არ გადადიოდნენ. ალბათ, რაღაცაზე სა-
უბრობდნენ. ან იქნებ, სულაც... ერთმანეთს კოცნიდნენ?
მიახლოება სცადა, მაგრამ წვიმის ფარდა მანქანაში მსხდომთ
ცნობისმოყვარეთა მზერისგან იცავდა. ორი-სამი წუთის შემდეგ მე-
ლორი მანქანიდან გადმოვიდა, თითქოს ერთ წამს შეყოყმანდა, შემ-
დეგ სახლისკენ გაიქცა.
პორშე ადგილს მთელი სისწრაფით მოსწყდა და გზად ყველაფე-
რი გაწუწა.
ერთი წუთის შემდეგ მთელ სახლში რიგრიგობით აინთო სინათ-
ლე. მელორის სილუეტი მუსლინის ფარდებს მიღმა მოჩანდა.
ნათანი თავს მარტოსულად და საცოდავად გრძნობდა, არ იცო-
და, რა მოემოქმედა. ის, ვინც თვლიდა, რომ საქმისა და მოქმედების
ადამიანია, ახლა სრულიად პარალიზებული იყო. ჰქონდა კი აზრი,
რამე ეთქვა ქალისთვის, რომელიც ჯერ კიდევ უყვარდა?
უეცრად კარი გაიღო და მელორი დაინახა, რომელიც ქუჩაში გა-
მოვიდა და წვიმაში დადგა.
„რამ გამოიყვანა გარეთ უქოლგოდი?“ – გაიფიქრა ნათანმა.
იმავე წამს ცა ელვამ გაანათა და ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა. მე-
ლორი შებრუნდა, გაიხედ-გამოიხედა, შემდეგ დაიძახა:
– ნათან?!
სანთლებს დარიჩინის სუნი ასდიოდა.
პერანგი გაიხადა და პირსახოცით ტანს იმშრალებდა.
მოსაწყენი და წვიმიანი ამინდი კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მელო-
რის ბინის მყუდროებას. ყვავილები და ფერები მისაღები ოთახის
ყველა კუნჭულს ახალისებდა. შენიშნა, რომ არც ნაძვის ხე იდგა და
არც საშობაო მორთულობა იყო, თუმცა არ გაჰკვირვებია: შობა მის
ცოლს ყოველთვის ნაღველს ჰგვრიდა.
საკიდზე ჩამოკიდებული კოსტიუმი და შარვალი რადიატორის
თავზე მოათავსა. შემდეგ სქელ საბანში გაეხვია და ფერადი ბალი-
შებით სავსე დივანზე დაეშვა. ამით ვეფხვივით აჭრელებული კატა შე

213
აწუხა, რომელსაც თავისი ფუმფულა სამყოფლის სხვისთვის გაზია-
რება არ სურდა და მტრულად დაიკნავლა.
კატა არა სპარსული ან სიამის ჯიშის, არამედ ჩვეულებრივი და-
წინწკლული ხვადი იყო, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა და მელორიმ
შინ წაიყვანა, ბონის ბოცვრისთვის კომპანიონობა რომ გაეწია.
– გამარჯობა, ნუ გეშინია.
ადვოკატმა კატა გვერდით მოისვა და თავზე მიეფერა. კატა ტე-
რიტორიის გაყოფას დათანხმდა და თავისი კმაყოფილება კრუტუ-
ნით გამოხატა.
ნათანი კიდევ უფრო მოხერხებულად მოეწყო, კატის კრუტუნი ნა-
ნასავით ჩაესმოდა და მალე თვითონც დახუჭა თვალები.
გარეთ კოკისპირულმა წვიმამ იმატა, ცას ელვა ყოველი მიმარ-
თულებით სერავდა და ჭექა-ქუხილის ხმა ძლიერდებოდა.
მელორი სამზარეულოში ყავას ამზადებდა.
რადიო ჩართო, რომელიც მისი საყვარელი ვან მორისონის სიმ-
ღერას გადმოსცემდა.
სამზარეულო მისაღებ ოთახში გადიოდა. გვერდზე გადაიხარა
და მალულად ნათანს შეხედა. შენიშნა, რომ თვალები დაეხუჭა და
როგორც ადრე, როდესაც მას მძინარეს უყურებდა, ახლაც სინაზე
ჩაეღვარა გულში.
სულ ცოტა ხნის წინ, როგორ იგრძნო მისი აქ ყოფნა, თუმცა წარ-
მოდგენა არ ჰქონდა, თუ არ გაფრინდებოდა? ამის ახსნა შეუძლებე-
ლი იყო. ეს თავისთავად მოხდა. უეცრად რაღაც აუხსნელმა ძალამ
უბიძგა, წვიმაში გარეთ გასულიყო და მოეძებნა. დარწმუნებული
იყო, რომ ის იქვე, ქუჩის გადაღმა იდგა. ასეთი რამ პირველად არ
მომხდარა. მელორის, ქმრის მსგავსად, რელიგიურობა არ ახასია-
თებდა. თუმცა, მათ შორის ისეთი სულიერი კავშირი იყო, ერ-
თდროულად დამამშვიდებელი და იდუმალებით მოცული, რომ არა-
სოდეს არავისთვის მოუყოლია, ეშინოდა, დასცინებდნენ. ეს კავში-
რი სათავეს ბავშვობიდან იღებდა.
კიდევ ერთხელ შეხედა. რატომ დაბრუნდა? დილითვე საეჭ-
ვოდმოეჩვენა მისი ქირურგის თანხლებით გამოჩენა, კარგად ჩან-

214
და,რაღაც რიგზე ვერ იყო. ნუთუ ნათანი ავადაა? უკანასკნელ დღე-
ებში, ტელეფონზე საუბრისას, მისი ხმა ნაღვლიანი იყო, ხოლო სულ
რამდენიმე წუთის წინ მის თვალებში შიში ამოიკითხა.
ამ მამაკაცზე უკეთ, რომელიც ახლა მისაღები ოთახის დივანზე
იწვა, ამქვეყნად სხვას არავის იცნობდა. და რაც თავი ახსოვს, ნათან
დელ ამიკოს არასოდეს არაფრის და არავის შეშინებია.

1984 წლის ზამთარი


ჟენევის აეროპორტი
დარბაზში მელორი ელოდება.
ერთმანეთს სამი დღის წინ ესაუბრნენ და დღეს, თავისი დაბადე-
ბის მეოცე წლისთავის გატარებას სრულიად მარტო, თავისი სახლი-
დან ექვსი ათასი კილომეტრის დაშორებით აპირებს.
ნათანს სთხოვა არ ჩამოსულიყო: ნიუ-იორკი-ჟენევის თვით-
მფრინავის ბილეთი ზღაპრული ფასი ღირს და კარგად იცის, ნათანს
ფული არა აქვს. რასაკვირველია, თანხის გადახდა თავად შეეძლო,
მაგრამ ნათანი ამას არასოდეს დათანხმდებოდა. მაგრამ მაინც მო-
ვიდა Swissair-ის თვითმფრინავის დასახვედრად, იქნებ...
აკანკალებული და აგზნებული, ყურადღებით აკვირდება პირვე-
ლად გამოსულ მგზავრთა სახეებს.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეგონა, ყველაფერი უკან მოიტო-
ვა, ისევ შემოუტია ავადმყოფობამ. ნათანთან შეხვედრებმა მდგო-
მარეობა ვერ გამოასწორა. მის სიყვარულს ბევრი დაბრკოლება
ეღობებოდა: მშობლების მტრული დამოკიდებულება, სოციალური
ბარიერი, გეოგრაფიული სიშორე. ამიტომ ისევ წონაში კლება დაიწ-
ყო და ბოლოს ორმოციოდე კილოგრამსღა იწონიდა.
თავიდან მშობლებისა და ნათანისთვის ადვილად ახერხებდა
ამის დამალვას. არდადეგებზე შინ დაბრუნებული როგორღაც თავს
ისე აჩვენებდა, თითქოს ჯანმრთელად იყო. მაგრამ დედამისი მის
მდგომარეობას მალე მიხვდა. მშობლებმა ისე იმოქმედეს როგორც
სჩვეოდათ: რადიკალურად და დაუყოვნებლივ, ყოყმანის გარეშე,
პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ ამოსაძირკვად.

215
ასე აღმოჩნდა მელორი შვეიცარიის ამ ძვირად ღირებულ კლი-
ნიკაში, რომლის მთავარი დანიშნულება მოზარდების ფსიქოლო-
გიური დარღვევების მკურნალობა იყო. უკვე სამი თვეა, ამ დაწყევ-
ლილ დასასვენებელ სახლშია. წუწუნებს, მაგრამ ობიექტურობა
იმის აღიარებასაც მოითხოვს, რომ მკურნალობამ შედეგი გამო-
იღო, ნორმალურად იკვებება და ნაწილობრივ ენერგიაც დაუბრუნ-
და. თუმცა, ყოველდღიური ბრძოლა სჭირდება, ბრძოლა იმ დამან-
გრეველ ძალასთან, მის სხეულში რომ არის მოკალათებული.
ყველა ექიმი განუმარტავს, რომ საკვებზე უარის თქმით სხეული
თავის ტანჯვას გამოხატავს, მან კი უნდა განსაზღვროს, რა ტანჯავს.
მაგრამ ნამდვილად იტანჯება კი?
ჰო, გარკვეული თვალსაზრისით, ასეა. ოჰ! მას არც მძიმე ბავ-
შვობა გამოუვლია, არც რაიმე სახის ფსიქოლოგიური ტრავმა გა-
დაუტანია. მაგრამ ბავშვობიდან არ სცილდებოდა უცნაური გრძნო-
ბა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, გაქრობის ნაცვლად, სულ
უფრო მძაფრად შეახსენებდა თავს.
ის მოულოდნელად ატყდებოდა, ნებისმიერ ადგილზე, მაგალი-
თად, როდესაც ქალაქის ფეშენებელურ მაღაზიებს მეგობრებთან
ერთად სტუმრობდა და მოულოდნელად ქუჩაში მუყაოს ყუთში მძი-
ნარე უსახლკაროს წააწყდებოდა. ყოველთვის ერთი და იგივე რამ
ხდებოდა: უსახლკაროებს ყურადღებას არავინ აქცევდა, მელორი
კი მხოლოდ მათ ხედავდა: სიცივისგან დამწვარი მათი სახეები თვა-
ლიდან არ სცილდებოდა, მაშინ როცა სხვები ვერაფერს ამჩნევ-
დნენ. რა გასაკვირია, რომ ფუქსავატური ცხოვრება სრულებით არ
იზიდავდა! კარგად ჰქონდა შეგნებული საკუთარი პრივილეგირებუ-
ლობა და ერთგვარი დანაშაულის გრძნობითაც იტანჯებოდა, რად-
გან ფუფუნებისა და სიღატაკის ახლო მეზობლობა აღიზიანებდა.
მგზავრების ჩამოსვლა დასასრულს უახლოვდება. კიბეზე უკა-
ნასკნელი მგზავრები გამოჩნდნენ, რომელთაც საბაჟო კონტროლი
გაიარეს.
თითები ერთმანეთს მთელი ძალით გადააჭდო.
ჭამა, ძირითადად, მის გამო დაიწყო: ნათანთან ურთიერთობა მი-

216
სი ცხოვრების საყრდენია, ბედნიერება და ამიტომ მზადაა, ის ნების-
მიერ ფასად დაიცვას.
უკვე წასვლას აპირებდა, როცა კიბის თავზე ისიც გამოჩნდა. ნამ-
დვილად ის იყო, Yankees–ის ლოგოიანი ქუდითა და სპირალისებუ-
რი ორნამენტებით მორთული ლურჯი პულოვერით, რომელიც და-
ბადების დღეზე აჩუქა.
რაკი დამხვედრს არ ელოდება, აქეთ-იქით არ იხედება. მელორი
თავს არ ამჟღავნებს, მოძრავი ხალიჩიდან ბარგის აღებას აცდის.
მხოლოდ ამის შემდეგ ეძახის.
ნათანი ტრიალდება, ნამდვილად გაოცებულია, შემდეგ ჩანთას
დებს, მისკენ მირბის და გაშმაგებით კოცნის.
მელორი მის მკლავებშია და ამ წუთით ტკბება. თავი მის მხარში
ჩაურგავს, ასე ნაცნობ სურნელს ისუნთქავს.
თვალებდახუჭული მისი მკლავებისგან გათავისუფლებას არ
ჩქარობს, თითქოს ხელახლა იხსენებს ბავშვობას, იმ ხანას, როცა
ცხოვრება ასეთი რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე არ იყო.
‒ ვიცოდი, რომ ჩემს საძებნელად დედამიწის კიდემდეც კი ჩა-
მოხვიდოდი, ‒ ხუმრობს და შემდეგ კოცნის.
ნათანი თვალებში უყურებს და სრულიად სერიოზულად პასუ-
ხობს:
– თუ საჭიროა, უფრო შორსაც წავალ...
სწორედ იმ წუთში იგრძნო, რომ ეს მისი ცხოვრების მამაკაცი
იყო. და ასე იქნება ყოველთვის.
– არ გამიგია, როდის შემოხვედი, ‒ ჩურჩულებს ნათანი და
თვალს ახელს.
მელორი დაუმუშავებელი ხის ტაბურეტზე ყავის ორთქლიან ჭი-
ქას დებს.
‒ შენი შარვალი საშრობშია, მალე შეგეძლება ჩაცმა.
– მადლობა.
იმ საყვარლებივით იქცევიან, ოდესღაც ერთმანეთს კარგად რომ
ეწყობოდნენ, შემდეგ კი ცხოვრების უკუღმართობამ ერთმანეთს და-
აცილა.

217
– ეს ბარგი რისთვისაა? – ჰკითხა და შესასვლელში მდგარ ორ
ჩემოდანზე მიანიშნა.
‒ პორტო ალეგრეში მიმდინარე სოციალურ ფორუმში მონაწი-
ლეობა მთხოვეს. ჯერ უარი ვუთხარი ბონის გამო, მაგრამ რაკი შენ
ადრე წაიყვანე...
– რაა! ბრაზილიაში მიდიხარ?
– სამი-ოთხი დღით, საშობაოდ დავბრუნდები.
მელორიმ ერთ-ერთი ჩანთა გახსნა და რაღაც ამოიღო.
– აჰა, ჩაიცვი, თორემ გაცივდები, – და გაუთოებული პერანგი გა-
უწოდა. მართალია, ძველია, მაგრამ იმედია, ჩაგეტევა.
ნათანმა პერანგი გაშალა და იცნო, სწორედ ეს პერანგი ეცვა იმ
დღეს, როცა პირველი სექსი ჰქონდათ. ეს დიდი ხნის წინათ იყო.
– არ მეგონა, თუ შენახული გქონდა.
უხერხულობა რომ გაეფანტა, მელორიმ დივნიდან შალი აიღო,
მოიხურა და შიგ გაეხვია.
– ბრრრრ... როგორ ცივა, – ააკანკალა.
რამდენიმე წუთით სამზარეულოში გავიდა, შემდეგ მექსიკური
ტეკილას ბოთლით დაბრუნდა.
– აი, ეს გასათბობად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, – თქვა
და ტეკილა ჭიქებში დაასხა.
პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, ნათანმა ცოლის სახეზე ღიმი-
ლი დაინახა და ეს ღიმილი მას ეკუთვნოდა.
– A tu salud ! 9‒ როგორც ბონი ამბობს.
– A tu salud! – უპასუხა ნათანმა.
ჭიქები მიუჭახუნეს და როგორც ტრადიცია მოითხოვს, ერთბა-
შად გადაკრეს.
მელორიმ საბნის ერთი ნაწილი გადაიხურა და მის გვერდით დი-
ვანზე ჩამოჯდა. თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა.
– საუკუნეა არ გვისაუბრია, ასე არაა?
ისევ წვიმდა, ფანჯრებზე გრძელ სველ ზოლებს ტოვებდა.

9
გაგიმარჯოს

218
– მითხარი, რა გაწუხებს.
– არაფერი, – იცრუა ნათანმა.
გადაწყვიტა, არაფერი მოეყოლა შიკრიკების შესახებ. ეს მეტის-
მეტად დაუჯერებელი ამბავი იყო, თითქმის ზებუნებრივის ზღვარზე
მელორი გიჟად ჩათვლიდა და შეშფოთდებოდა, რომ ბონი გუდრიჩ-
თან ერთადაა.
მაგრამ ქალი არ მოეშვა:
– ცუდად გამოიყურები, რისი გეშინია?
ამჯერად გულახდილად უპასუხა.
‒ შენი დაკარგვის.
მელორიმ მხრები გულგატეხილმა აიჩეჩა.
– მე მგონი, ერთმანეთი უკვე დიდი ხანია, დავკარგეთ.
– დაკარგვის სხვადასხვა დონე არსებობს.
ქალმა სახიდან თმა მოიშორა.
– რას გულისხმობ?
მაგრამ პასუხის ნაცვლად, ნათანმა ჰკითხა:
– მელორი, როგორ მოხდა, რომ აქამდე მივედით?
‒ შენ ეს მშვენივრად იცი.
ნათანი სადღაც იცქირებოდა.
– შონი რომ არ მომკვდარიყო, არაფერი მოხდებოდა.
მელორი აღელდა:
‒ შონს თავი დაანებე! შენ აღარ იყავი ის ადამიანი, ვინც მე მიყ-
ვარდა, ნათან, ეს არის და ეს.
– სიყვარული ასე არ ქრება.
– არ მითქვამს, რომ აღარ მიყვარდი. მხოლოდ ის გითხარი,
აღარ ჰგავდი იმ ადამიანს, რომელიც შემიყვარდა.
– რვა წლის ასაკიდან მიცნობ! საბედნიეროდ, შევიცვალე, ყველა
იცვლება.
‒ თავს ნუ იკატუნებ, ვითომ ვერაფერი გაიგე: შენთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი შენი სამუშაო იყო. ყურადღებას აღარ მაქცევდი.
– ხომ უნდა მემუშავა! – თავი დაიცვა ნათანმა.
‒ შენი მუშაობისთვის სრულებით არ იყო საჭირო მამაჩემი იმ სა-

219
სამართლო განხილვით ასე დაგემცირებინა! პირველ რიგში შენი
სიამაყე დააყენე და შემდეგ ცოლი.
‒ ჯეფრიმ ეს ლდაიმსახურა. არ დაგავიწყდეს, შენი ოჯახი დედა-
ჩემს როგორ მოექცა.
– ჰო, მაგრამ მე სხვა ვარ და ჩემი ოჯახი ‒ სხვა. შენ ისე დამშორ-
დი, ნათან, არასოდეს იყავი კმაყოფილი, მუდამ სრულყოფილ ბედ-
ნიერებას ეძებდი.
თავის გამართლება სცადა:
‒ ეს ბედნიერება ხომ ჩვენთვის იყო საჭირო, შენთვის და ბავშვე-
ბისთვის...
– კი მაგრამ, ეს ბედნიერება ხომ ჩვენს ხელთ იყო, ნათან. ვერც
კი ატყობ ამას, რომ ბედნიერები უკვე ვიყავით! კიდევ, რა გინდოდა
მეტი? მეტი ფული? რისთვის? ჯერ მესამე, შემდეგ მეოთხე მანქანის
ყიდვა? მოდურ კლუბში იდიოტური გოლფის თამაში?
‒ მინდოდა, შენი ღირსი ვყოფილიყავი, დამენახვებინა, რომ
წარმატებას მივაღწიე.
მელორი განრისხდა.
– აჰა! აი, თურმე რა! დაგენახვებინა, რომ წარმატებას მიაღწიე:
ნათან დელ ამიკოს უზარმაზარი ამბიცია!
– შენთვის ეს გაუგებარია. იმ გარემოში, სადაც დავიბადე...
მაგრამ წინადადების დასრულება არ დააცადა.
– კარგად ვიცი, სად დაიბადე და რა რთული იყო ეს შენთვის, –
თითოეულ სიტყვას მკაფიოდ გამოთქვამდა, – მაგრამ ცხოვრება შე-
ჯიბრება არ არის, არც ომია, და სრულებით არ გჭირდებოდა ყვე-
ლასთვის გემტკიცებინა საკუთარი წარმატება.
ქალი ფეხზე წამოიჭრა.
– მელორი!
მისი შეჩერება სცადა, მაგრამ ქალმა ყური არ უგდო. ოთახის მო-
პირდაპირე კუთხეში მიიყუჟა. თითქოს თავის დამშვიდებას ცდი-
ლობსო, მინის დიდ წყლიან თასში მოტივტივე რამდენიმე პატარა
სანთელი აანთო.
ნათანი მიუახლოვდა და მხარზე მოხვევა სცადა. მელორიმ თავი

220
მკვეთრი მოძრაობით გაითავისუფლა.
– თვალი გადაავლე ამას. უთხრა და მისაღები ოთახის მაგიდაზ-
ხე დადებული „ნიუ-იორკ ტაიმსის” ეგზემპლარი გადაუგდო.
ნათანმა გაზეთი ჰაერში დაიჭირა და პირველი გვერდის სათაუ-
რებს გადახედა:
ოჰაიო: ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა არასრულ-
წლოვანმა თავის ლიცეუმში სამი ადამიანი მოკლა.
ჩილე: ვულკანის ამოფრქვევას ჰუმანიტარული კატასტროფა
მოჰყვება.
აფრიკა: დიდი ტბებისკენ ათასობით დევნილი მიეშურება.
ახლო აღმოსავლეთი: თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტე-
რაქტის შემდეგ დაძაბულობა იზრდება.
რამდენიმე წამის შემდეგ მელორიმ ნაღვლიანად იკითხა:
‒ რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ მისი სხვასთან გაზიარება არ შე-
გიძლია?
თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და მრისხანებით უყურებდა.
– რა უნდა ყოფილიყო შენთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შე-
ნი სიყვარულის ჩვენთვის გაზიარება?
რაკი ხმა არ გასცა, მელორიმ განაგრძო:
‒ სრულებით არ მსურდა, უნაკლო ადამიანის გვერდით მეცხოვ-
რა. ჩემთან მაინც ნუ დამალავდი საკუთარ სისუსტეებს. რატომ არ
მენდობოდი...
ეს სიტყვები ამას ნიშნავდა: იმედი გამიცრუე.
ნათანი თვალცრემლიანი შესცქეროდა. რასაც მელორი ამბობ-
და, ყველაფერი მართალი იყო. თუმცა არ იმსახურებდა ყველაფერ-
ში დადანაშაულებას.
– ყოველ შემთხვევაში, ჩემს ქორწინების ბეჭედს ვინახავ, – თქვა
და ბეჭედი აჩვენა. – მე ბეჭედს ვინახავ, შენ კი თავს უფლებას აძ-
ლევ, იმ არარაობასთან ერთად ჩვენს რესტორანში სავახშმოდ წახ-
ვიდე.
ქორწინების ბეჭედს ისევ სხელში ათამაშებდა, იმ მტკიცებულება-
სავით, უკანასკნელ მომენტში რომ წარუდგენენ ნაფიც მსაჯულებს.

221
მაგრამ ახლა სასამართლოს დარბაზში არ იყო. მის წინ ქალი იჯ-
და, რომელიც უყვარდა და იგი ისეთი მზერით უყურებდა, რომელ-
შიც იკითხებოდა: ძალიან ნუ გაყოყოჩდები, გამოწვევა არ არის სა-
ჭირო. მელორიმ თავისი ყელიანი პულოვერიდან პატარა ძეწკვი
ამოაცოცა, რომელზეც თეთრი ოქროს ბეჭედი ეკიდა.
‒ მეც შევინახე ჩემი საქორწინო ბეჭედი, ნათან დელ ამიკო, თუმ-
ცა ეს არაფერს ამტკიცებს.
ახლა მის თვალებში ცრემლი კიაფობდა. მაგრამ მაინც გააგრძე-
ლა.
– თუ ვინსზე ამბობ, მას ჩვენთან არაფერი ესაქმება.
შემდეგ მხრების აჩეჩვით დაამატა.
– გარდა ამისა, სად არის შენი გამჭრიახობა, რატომ ვერ მიხვდი,
რომ მას მხოლოდ ჩემი მიზნებისთვის ვიყენებ?!
– გამჭრიახობა ხშირად მღალატობს, როცა საქმე შენ გეხება.
– მას მხოლოდ ვიყენებ. ვაღიარებ, ცუდად ვიქცევი, მაგრამ ამ
ტიპს უზარმაზარი ქონება აქვს და თუ ღარიბებისთვის რამეს გაიმე-
ტებს, მზად ვარ, მსოფლიოს ნებისმიერ რესტორანში წავყვე.
‒ ასეთი საქციელი ცინიზმია, – უპასუხა ნათანმა.
ქალმა ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა.
‒ „ცინიზმი და გამბედაობა ბიზნესის ორი ბურჯია!” ამას თქვენ არ
ამბობდით, დიდო ადვოკატო, დაგავიწყდათ?
ჯიბიდან კლინექსის პაკეტი ამოიღო და თვალები შეიმშრალა.
მელორისთან მიახლოებას ვერ ბედავდა, იმის შიშით, ხელი კიდევ
არ ეკრა. ამის ნაცვლად, ოთახში მდუმარედ გაიარ-გამოიარა, ფან-
ჯარასთან მივიდა, გამოაღო და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. შავი და
მძიმე ღრუბლები ახლა ჩრდილოეთისკენ მიემართებოდნენ.
– თითქმის აღარ წვიმს, ‒ შენიშნა ნათანმა, დაძაბულობა რომ
შეენელებინა.
– წვიმა რაში მაინტერესებს, – უპასუხა მელორიმ.
ნათანი მისკენ შებრუნდა. ლოყები ჩასცვენოდა და კანი ისე გა-
ფითრებოდა, რომ თითქმის გამჭვირვალე იყო. უნდოდა ეთქვა, მის
ცხოვრებაში ყოველთვის ის იყო პირველ ადგილზე და ასე იქნებო-

222
და ყოველთვის, მაგრამ ამის ნაცვლად, ეს თქვა:
– მე ეს ყველაფერი ვიცი, მელორი.
– რა იცი?
‒ ის, რაც ახლა მითხარი: რომ ბედნიერება მხოლოდ მატერია-
ლური სიმდიდრე არ არის: რომ ბედნიერება, უპირველესად, გაზია-
რებაა: სიხარულისა და მწუხარების, ერთი ჭერისა და ოჯახის... ახ-
ლა უკვე ვიცი ეს ყველაფერი.
უძლურების ნიშნად ხელები გაშალა და დარცხვენილმა გაიღიმა.
მელორი ახლა ალერსით უყურებდა. როცა ნათანი ასეთი იყო, ის
პატარა ბიჭი ახსენდებოდა, რომელთანაც ჩხუბი არ შეეძლო.
საყვედურები დაივიწყა და მკერდში ჩაეკრა. არ იყო საჭირო,
ზედმეტად უსამართლოდ მოჰქცეოდა, რადგან კარგად ესმოდა, სა-
მუშაოში ჩაფლული ნათანი შვილის სიკვდილით გამოწვეულ სატან-
ჯველს ამ გზით ებრძოდა. და ამისთვის ვერ უსაყვედურებდა. თუმცა
ერჩივნა, ერთად ყოფილიყვნენ და თანაზიარად გადაეტანათ თავს
დატეხილი განსაცდელი.
თვალები დახუჭა. ჯერ ისევ აქ იყო და გრძნობდა, რამდენიმე
წუთში, წასვლის შემდეგ როგორ მოენატრებოდა.
ბიოლოგების თქმით, სასიყვარულო გრძნობა მხოლოდ და მხო-
ლოდ მოლეკულებისა და ქიმიური ნივთიერებების ტვინის უჯრედებ-
ზე ზემოქმედებაა, რაც სურვილისა და მიჯაჭვულობის გრძნობას ბა-
დებს. თუ ეს მართალია, ასეთ ფენომენს სრული სისავსით განიცდი-
და ნათანის სხეულთან ყოველი მიკარებისას.
სურდა, ეს წუთი, სულ მცირე, სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
ამის ნაცვლად, არნახული ძალდატანებით, თავი აიძულა, მოსცილე-
ბოდა. ერთად ყოფნის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. ეს კაცი არ-
ნახულად იზიდავდა, მაგრამ მიყენებული წყენის ასე ადვილად და-
ვიწყება არ შეეძლო.
– უნდა წახვიდე, თორემ ბოლო რეისს ვერ მიასწრებ, – უთხრა
და მისგან თავი გაითავისუფლა.
ნათანი ახლა ზღურბლზე იდგა და წასვლა ვერ გადაეწყვიტა. გა-
მოძახებული ტაქსი ხუთი წუთია, კართან იცდიდა.

223
როგორ აუხსნას, რომ შესაძლოა, ერთმანეთს უკანასკნელად
შეხვდნენ, ბოლოჯერ უღიმოდნენ და სხეულებით უკანასკნელად
ეხებოდნენ ერთმანეთს?
– რამე რომ დამემართოს, ძალიან მინდა, რომ შენ...
– სისულელეს ნუ ამბობ, ‒ შეაწყვეტინა მელორიმ.
– ეს სისულელე არ არის, მელორი, წარმოიდგინე...
– ხომ გითხარი, ერთმანეთს ისევ ვნახავთ, ნათ. გპირდები.
მელორის ტყუილი მისთვის არასოდეს უთქვამს, ძალიან უნდო-
და მისი სიტყვებისთვის ამჯერადაც დაეჯერებინა.
ქალმა საკუთარ ხელისგულს აკოცა, მერე იმავე ხელით ქმარს
ლოყაზე ნაზად მოეფერა.
უკვე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც ვერ მოითმინა და უკან მი-
იხედა. ეს იყო იმ მამაკაცის მზერა, რომელსაც ეშინოდა, სამუდამოდ
არ დაეკარგა ის ქალი, რომელსაც ყოველთვის აღმერთებდა. ქალი,
როგორც მადლიერების უკანასკნელი ნიშანი, რადგან ბედმა გაუღი-
მა და ამ ქვეყანაზე თავისი მეორე ნახევარი იპოვა.
წვიმის შემდეგ ჰაერი დაიწმინდა. მელორი მიმავალ მანქანას
გაჰყურებდა, ძეწკვზე ჩამოკიდებულ ქორწინების ბეჭედს შეეხო.
ბეჭედს ხელი მოუჯირა და გონებაში გაიმეორა მასზე ამოტვიფ-
რული სიტყვები:

სიყვარული სიკვდილივით ძლიერია.


ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი
და მდინარე ვერ წარხოცავს მას.

224
21

„რაკი შვილი მყავს, ეს ამას ნიშნავს: დავიბადე, გემო გავუსინ-


ჯე ცხოვრებას, დავასკვენი ის ისეთი კარგია, იმსახურებს კიდევ
გაგრძელდეს”.

მილან კუნდერა

17 დეკემბერი

– Que hora es?10 – თვალების ფშვნეტით შეეკითხა ბონი.


გოგონა ახალი ამდგარი იყო.
– გამოიცანი! – უპასუხა მამამ და ხელში აიყვანა.
ნათანი სან-დიეგოდან დილის ექვს საათზე დაბრუნდა. გოგონას
გუდრიჩის სამუშაო ოთახში, დივანზე ეძინა. „გვიან დაწვა დაუზუსტა
ექიმმა ‒ ნიუ-იოორკში თვითმფრინავმა ჩამოფრენა უამინდობის
გამო დააგვიანა”.
მძინარე ბონი ხელში აიყვანა და ორივენი სან-რემოს ბინისკენ
გაემართნენ. დასაძინებლად დილის რვა საათზე დააწვინა, როცა
მზე უკვე ამოსული იყო.
გოგონა ახლა სამზარეულოს კედელზე საათს უყურებდა და არ
სჯეროდა.
– ნაშუადღევის სამი საათია?
– ჰო, პატარა, ძალიან დიდხანს გეძინა.
– პატარა აღარ ვარ, – დაამთქნარა გოგონამ.
– როგორ არა! – უპასუხა, მაღალ ტაბურეტზე დასვა და წინ ცხე-
ლი შოკოლადით სავსე ჭიქა დაუდგა. – შენ ჩემი პატარა ხარ.
‒ ასე გვიან ცხოვრებაში არ ავმდგარვარ, ‒ გაეცინა ბონის და
სეზამმოყრილი ფუნთუშა აიღო.
ბავშვს ალერსით უცქერდა. მასთან ყოფნა შვება იყო. გოგონას

10
რომელი საათია?

225
გუშინ ეტყობოდა, რომ თავს უუკეთ გრძნობდა, წინა არდადეგების-
გან განსხვავებით მხიარული და გულგახსნილი იყო. მშობლების
დაშორებით გამოწვეული ტკივილი ნელ-ნელა ქრებოდა. გაიგო,
რომ ამის გამო არც მამას დასცილდებოდა და არც დედას. მით უკე-
თესი.
მაგრამ ეს პრობლემა თუ მოგვარდა, სხვა, ბევრად უფრო მნიშ-
ვნელოვანმა იჩინა თავი: მალე ის მამას დაკარგავდა.
შვილზე ძალიან დარდობდა. შეძლებდა, ასეთ მძიმე განსაც-
დელს გამკლავებოდა, ყველაზე მძიმეს, რომელიც თავს თითქმის
ცხოვრების დასაწყისში დაატყდებოდა? იქნებ არსებობს გზა, რო-
გორ უნდა შეაგუო შვილები მშობლების მოსალოდნელ გარდაცვა-
ლებას? თუმცა, სევდიანი ფიქრები მაშინვე უკუაგდო, რათა სრულად
დამტკბარიყო შვილთან ყოფნით.
‒ შეიძლება, საშობაო ნაძვის ხის საყიდლად წავიდეთ, ‒ ისე
თქვა, ბავშვისთვის რომ ესიამოვნებინა.
‒ აჰა და კიდევ ბევრი სათამაშო ვიყიდოთ: ბურთები, ვარსკვლა-
ვები და გირლანდები, სიბნელეში რომ იციმციმებს.
– მერე საყიდლებზე წავიდეთ და ვახშამი მოვამზადოთ.
‒ შეიძლება, შავი ტალიატელი რომ მოვამზადოთ მელანთევზის
საწებლით? ‒ შეეხვეწა გოგონა.
ეს მისი საყვარელი კერძი იყო, რომელიც ერთხელ ტრიბეკას
ერთ-ერთ რესტორანში გასინჯა, სადაც მელორისთან ერთად მაშინ
წაიყვანა, როცა ჯერ სულ პატარა იყო.
– და კიდევ სუპერდესერტი დაგვჭირდება. რა მოვამზადოთ, რა
გირჩევნია?
‒ ჰო, რასაკვირველია, დესერტი, ‒ სიხარულით წამოიძახა გო-
გონამ.
– რა გირჩევნია, რომ გავაკეთოთ?
– pumpkin11, – უპასუხა დაუფიქრებლად.
– ეს ხომ მადლიერების დღის დესერტია. საშობაო დესერტი არ

11
გოგრის ტკბილი ტარტი

226
გირჩევნია?
გოგონამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
– არა, გოგრის ტარტი მიყვარს, როცა საკმარისად წვნიანია, და
კიდევ, ბევრი მასკარპონე რომ აქვს, ‒ და სიამოვნებისგან ნერწყვი
მოადგა.
– კარგი, მაშინ სწრაფად დაამთავრე საუზმე.
– აღარ მინდა, – სკამიდან წამოდგა და ჩაეხუტა.
მთელი ძალით ეკვროდა, შიშველ ფეხებს კი ერთმანეთს უხახუ-
ნებდა.
– გცივა, ციყვო?
– ჰო, სიცივისგან გავლურჯებული ვარ.
– გავლურჯდი, ‒ შეუსწორა სიცილით. – შემცივნული პატარა
გოგონა ხარ, რომელმაც სასწრაფოდ თბილად უნდა ჩაიცვას.
სახელგანთქმული შავი ტალიატელის ყიდვა არც ისე ადვილი
საქმე აღმოჩნდლა. დინ და დელულას მაღაზიაში მოუწიათ წასვლამ.
შობამდე რამდენიმე დღეღა რჩებოდა და სოჰო ხალხით იყო გაჭე-
დილი. იმ ადამიანებს, რომლებიც იდაყვებით მიიკვლევდნენ გზას,
რეკორდულ დროში საყიდლები რომ მოესწროთ, გზას უთმობდნენ.
მათ არსად ეჩქარებოდათ.
ბროდვეიზე ბონიმ კარგა ხანს უტრიალა ქუჩაში გასაყიდად გა-
მოტანილ ნაძვის ხეებს. ბოლოს, როდესაც შეარჩია, ნათანმა პატა-
რა ხე მანქანის საბარგულში მოათავსა. მესამე ავენიუზე მაღაზიას-
თან შეჩერდნენ, სადაც საუკეთესო ხილსა და ბოსტნეულს ყიდდნენ.
აქ შეიძინეს შესანიშნავი გოგრა და საფრანგეთიდან შემოტანი-
ლი, ბოკალში ჩამოსხმული თევზის საწებელი უცნაური სახელწოდე-
ბით soupe a la sètoise.
შუადღე იწურებოდა, როცა შინ დაბრუნდნენ და ვახშმის მომზა-
დებას შეუდგნენ.
ქურთუკი გაიხადა თუ არა, ბონიმ ყველა ინგრედიენტი სამზარეუ-
ლოს სამუშაო დაფაზე ამოალაგა: ფენოვანი ცომი, გოგრა, ფორ-
თოხლები, ვანილი, მწარე ნუშის ლიქიორი, ნუში...
– მომეხმარები? – ჰკითხა მამას.

227
– მოვდივარ.
შვილს შეხედა და გული შეეკუმშა. უნდოდა ეთქვა, მომავლის არ
შეშინებოდა, რომ სიკვდილის შემდეგაც მის გვერდით იქნებოდა,
ყურადღებას მიაქცევდა და დაიცავდა.
მაგრამ მართლაც ასე იქნებოდა? არ სჯეროდა, რომ ყველაფერი
სწორედ ასე ხდება. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მფარველ
ანგელოზად ვერ გადაიქცეოდა, რომლის დანიშნულება შვილის-
თვის მცდარი საქციელის არიდებაა.
სინამდვილე ის იყო, რომ ეშინოდა. ეშინოდა, რომ მის პატარა
გოგონას სამყაროს სიმახინჯესა და ცინიზმთან მარტო მოუწევდა
გამკლავება.
მაგიდას მიუახლოვდა. მასზე სამჯერ დიდი ზომის წინსაფარში
გამოწყობილ ბონის რეცეპტების წიგნი საჭირო ადგილზე გადაეშა-
ლა და მოთმინებით ელოდა მითითებებს.
– დავიწყოთ!
ნათანმა ცომი გააბრტყელა და ფორმაში ჩადო. ცომზე პერგამენ-
ტის ფურცელი დააფინა და ქურაში შედგმამდე პარკოსნებით ამოავ-
სო. იქამდე ბონი გოგრას ასუფთავებდა.
გოგონას გოგრის პატარა კუბებად დაჭრაში დაეხმარა, რომლებ-
საც ბონიმ ფრთხილად მოასხა რამდენიმე წვეთი ლიქიორი და შემ-
დეგ კმაყოფილმა მამას გაუღიმა. ნათანმა ცომი ქურაში შედგა, რამ-
დენიმეწუთიანი პაუზით ისარგებლა და შვილს ჰკითხა:
– გახსოვს, შონი რომ გარდაიცვალა?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა გოგონამ და თვალებში შეხედა.
თუმცა დაფარვას ცდილობდა, ნათანმა მაინც შენიშნა გოგონას
სევდამ როგორ გადაურბინა სახეზე. თავს ძალა დაატანა და მაინც
განაგრძო.
– მაშინ პატარა იყავი.
‒ ოთხი წლის, - ისე დააზუსტა, თითქოს ორი ან სამი ათწლეული
გასულიყო.
‒ შენთვის რომ აგვეხსნა, რა მოხდა, მეც და დედიკოც გეუბნებო-
დით, რომ „შონი ცაშია”.

228
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
‒ თავიდან ბევრ შეკითხვას სვამდი, რამდენჯერმე ისიც მკითხე,
ცაში ციოდა თუ არა. გაინტერესებდა, რას და როგორ ჭამდა შენი ძმა
და თუ შეგეძლო მასთან სტუმრად მისვლა.
– მახსოვს, – უბრალოდ უპასუხა ბონიმ.
– არ ვიცი, კარგად მოვახერხეთ თუ არა, შენთვის აგვეხსნა, რას
ნიშნავს სიკვდილი...
– რატომ, როცა კვდებიან, ზეცაში არ მიდიან?
გოგონა ცოტა ხნით ჩაფიქრდა და ყველაფერი გაიხსენა, რაც სიკ-
ვდილის შესახებ იცოდა.
‒ ჩემი მეგობარი სარა ამბობს, რომ მიცვალებულები ან სამოთ-
ხეში მიდიან, ან ჯოჯოხეთში.
– ეს არავინ იცის, – თქვა ნათანმა.
მაგრამ მიხვდა რომ ასეთი პასუხი ბონის არ დააკმაყოფილებდა.
‒ ენციკლოპედიაში რომ ვნახოთ? ‒ მკვირცხლად წამოიძახა
გოგონამ. – დედა ამბობს, რომ რაც არ იცი და გაინტერესებს, ენციკ-
ლოპედიაში უნდა მოძებნო.
– ენციკლოპედიაში ეს არ წერია. ეს იდუმალებითაა მოცული.
ამ დროს ღუმლის საათმა დაიწკარუნა.
ნათანმა გამომცხვარი ცომი გამოიღო და პარკოსნები ამოაცა-
ლა. მისდა გასაკვირად, გოგონას დახმარება არ უთხოვია.
‒ მოდი, ბონი, შენი დახმარება მჭირდება. ახლა გულსართი უნ-
და მოვამზადოთ. მაჩვენე, აბა, კიდევ იცი კვერცხის ისე გატეხა, მე
რომ გასწავლე? მალე, მალე!
გოგონა დავალების შესრულებას შეუდგა, ჯერ უხალისოდ, შემ-
დეგ თანდათან დაიბრუნა წინანდელი მხიარულება. კვერცხი და შა-
ქარი ათქვიფა. თავი კარგად გაართვა და ხუთი წუთის შემდეგ გა-
იღიმა კიდეც.
– ნახე, როგორი ფაფუკია! – დაიყვირა მან.
– კარგი, ახლა გოგრის, ფორთოხლის წვენისა და მასკარპონეს
დამატება სჭირდება.
სამუშაო გაინაწილეს. ვიდრე ნათანი ფორთოხალს წურავდა, ბო-

229
ნიმ გოგრის ნაჭრები ბლენდერით ათქვიფა. მომზადებული გულ-
სართი გასინჯა და ტუჩებზე ნარინჯისფერი ულვაში გამოესახა.
ნათანი ფოტოაპარატის მოსატანად გაეშურა და რიგ-რიგობით
გადაუღეს ერთმანეთს სურათი. შემდეგ ნათანმა ფოტოაპარატი მაღ-
ლა დაიჭირა, ლოყებით ერთმანეთს მიეხუტნენ. ‒ ერთი, ორი, სამი,
გაიღიმე!
„კიდევ ერთი სახსოვარი”.
გოგონამ ცომზე გულსართი გაანაწილა, შემდეგ ფორმა ისევ ღუ-
მელში შედგეს.
ბონი დაიხარა და ღუმლის ვიტრინას დააცქერდა. ისეთივე ყუ-
რადღებით აკვირდებოდა, როგორც საინტერესო ტელეგადაცემას.
– მმმმ... გემრიელი უნდა გამოვიდეს დიდხანს უნდა ველოდოთ?
– ორმოციოდე წუთი, საყვარელო.
გოგონა გაიმართა, სახე მისკენ მიაბრუნა, რამდენიმე წუთს ხმა
არ ამოუღია, ჩანდა, ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა სათქმელი.
რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა:
‒ ბებიას არ უყვარს, როდესაც სიკვდილზე რამეს ვეკითხები. მე-
უბნება, რომ ჯერ ძალიან პატარა ვარ და სიკვდილზე საუბარს უბე-
დურება მოაქვს.
– ეს სისულელეა, საყვარელო. უბრალოდ, დიდებს არ სურთ, პა-
ტარებთან სიკვდილზე ისაუბრონ.
– რატომ?
‒ მათი შეშინება არ უნდათ, მაგრამ თუ რამეზე არ ლაპარაკობ,
ის სწორედ ამიტომ ხდება საშიში. ყოველთვის გეშინია იმის, რის შე-
სახებაც ბევრი არაფერი გაგეგება.
მაშინ გოგონამ სრულიად ბუნებრივი შეკითხვა დასვა;
– რა უნდა იცოდე სიკვდილის შესახებ?
ნათანი ცოტა ხნით ჩაფიქრდა.
– ის, რომ სიკვდილი გარდაუვალია.
– ანუ, მას თავს ვერავინ აარიდებს?
– ვერა, პატარა, ყველა კვდება.
– ლარა კროფტიც?

230
– ლარა კროფტი სინამდვილეში არ არსებობს, ეს ხომ კარგად
იცი.
– და იესო?
– შენ იესო არ ხარ.
– მართალია, – შენიშნა გოგონამ და სახე სუსტმა ღიმილმა გა-
უნათა.
– და კიდევ, სიკვდილი შეუქცევადია.
გოგონამ მისთვის აქამდე უცნობი სიტყკვის გამეორება სცადა.
– შეუქცევადი?
‒ შეუქცევადი, საყვარელო. ეს რთული სიტყვაა და იმას ნიშნავს,
რომ ვინც მოკვდა, მას ხელახლა გაცოცხლება აღარ შეუძლია.
– რა სამწუხაროა, – თქვა მართლაც დაღვრემილმა.
– ჰო, – აღიარა ნათანმა, – მართლაც სამწუხაროა. – მაგრამ არ
იდარდო, შენ ხომ ახლა არ კვდები, არც ხვალ, არც ზეგ.
– და როდის მოვკვდები?
ნათანი უკვე ნანობდა ამ საუბრის წამოწყებას. ბონი თვალებგა-
ფართოებული შესცქეროდა, თითქოს მომავლის შესახებ განაჩენს
მისგან ელოდა.
– როცა ძალიან, ძალიან, ძალიან მოხუცდები.
‒ ნაოჭები მექნება?
– ჰო, ნაოჭები, თეთრი თმა და ბალანი ნიკაპზე.
ამ უკანასკნელ შენიშვნაზე გოგონას გაეღიმა, მაგრამ მალევე
დასერიოზულდა.
– და შენ და დედა? თქვენ როდის მოკვდებით?
– ნუ გეშინია, დღეს ნამდვილად არა. მაგრამ რომ მოვკვდე, შენ
ძალიან არ უნდა ინაღვლო.
გოგონამ გაოგნებულმა შეხედა.
– თუ მოკვდი, არ უნდა ვინაღვლო? ‒ სიტყვები ისე გაიმეორა,
თითქოს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე მოისმინა.
– არა, რა თქმა უნდა, უნდა ინაღვლო, მაგრამ მინდოდა მეთქვა,
თავი არ დაიდანაშაულო, გესმის? ამის მიზეზი შენი შეცდომა არ იქ-
ნება, ‒ განაგრძო ნათანმა. ‒ მეც და დედაც შენით ვამაყობთ. არ უნ-

231
და იდარდო, რომ ჩემთან ცოტა დროს ატარებდი. იმაზე იფიქრე,
რომ ერთად ყოფნისას დროს კარგად ვატარებდით, ბევრი რამე ერ-
თად გავაკეთეთ და უამრავი კარგი მოგონება დაგვრჩა.
– შენც ამას გრძნობდი, როდესაც დედაშენი გარდაიცვალა?
ნათანი კითხვამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. მაგრამ პა-
სუხის გაცემის სანაცვლოდ, თქვა:
– ზუსტად ამას არა, მაგრამ ვცდილობდი. არ უნდა გეშინოდეს
სხვების მიმართ შენი გრძნობების გამოხატვის.
‒ კარგი, ‒ უპასუხა გოგონამ, მაგრამ ეტყობოდა, მაინც ვერ მიხ-
ვდა, რას ეუბნებოდა.
‒ იმისთვის, რომ ახლობლის სიკვდილს თვალი გაუსწორო, ხში-
რად უნდა იყო შენთვის ძვირფას ადამიანებთან. ისინი ყოველთვის
მხარში ამოგიდგებიან.
– შენსა და დედას სანახავად უნდა მოვიდე ხოლმე?
– ჰო, – დაუდასტურა ნათანმა. – ყოველთვის შეგიძლია, ჩვენს
სანახავად მოხვიდე, როცა რამესი შეგეშინდება ან რამე შეგაწუხებს.
მაშინაც კი, როცა უკვე დიდი იქნები. მოდი ჩვენთან, ჩემთან და დე-
დასთან. თუ ერთ დღესაც მე მოვკვდი, შენ გვერდით დედა იქნება.
შესანიშნავი დედიკო გყავს და მწუხარების გადატანაში ის დაგეხმა-
რება.
– ეს არ იქნება ასე ადვილი, – შენიშნა გოგონამ აკანკალებული
ხმით.
– ჰო, – უპასუხა ნათანმა, – მართლაც მძიმე იქნება. ზოგჯერ
თავს მარტოსულად იგრძნობ და ტირილი მოგინდება, მაშინ იტირე,
იმიტომ, რომ გულზე მოგეშვება.
– ტირილით მხოლოდ პატარები ტირიან, – თქვა ბონიმ, – თუმცა
თავადაც ძლივს იკავებდა ცრემლებს.
– არა, ყველა ტირის. გარწმუნებ, რომ ასეა. ყველაზე ცოდონი
ისინი არიან, ვისაც ტირილი არ შეუძლია. ყოველთვის, როცა მოგინ-
დება, შენ გვერდით ვიყო, იმ ადგილზე მიდი, სადაც ერთად ვყოფილ-
ვართ და დრო სასიამოვნოდ გაგვიტარებია.
– შონს ელაპარაკები ხოლმე?

232
სიმართლე უთხრა და თითქოს გულზე მოეშვა.
– ჰო, შონსაც ველაპარაკები და დედაშენსაც. შონი ჩემს გულში
განაგრძობს არსებობას. ის ყოველთვის ჩემი ვაჟი იქნება. ასე იქნე-
ბა შენთვისაც: მე მუდამ შენს მამად დავრჩები, დედა კი დედად. რო-
ცა დავიხოცებით, მაშინაც კი, ეს არაფერს ცვლის.
– მათთან სალაპარაკოდ სასაფლაოზე მიდიხარ?
– არა, არ მიყვარს სასაფლაოები. დილით, ძალიან ადრე, როცა
იქ თითქმის არავინაა, პარკში მივდივარ. ყველას ვეუბნები, რომ
ფორმის შესანარჩუნებლად დავრბივარ. სინამდვილეში, დავრბი-
ვარ და გონებაში მათ ვესაუბრები. ყველამ უნდა იპოვოს ადგილი,
სადაც განმარტოება სურს. მნიშვნელოვანია, მთელი ცხოვრება
გქონდეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.
– მათზე ყოველდღე ფიქრობ?
– არა, – იცრუა ნათანმა, – ხშირად, მაგრამ ყოველდღე არა.
უეცრად იგრძნო, როგორ დაბურძგლა ხელებზე. შემდეგ, უმისა-
მართოდ სივრცეში გაიხედა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
– სიცოცხლე არაჩვეულებრივი რამ არის, ისეთი უძვირფასესია.
გოგონა კისერზე მოეხვია და ორივემ ერთმანეთის გამხნევება
სცადა. სულის სიღრმეში, ბონის ვერ გაეგო, რატომ აღარ ცხოვრობ-
დნენ ერთად მისი მშობლები, მაშინ, როდესაც ერთმანეთზე მხო-
ლოდ კარგს ამბობდნენ. თავს ეკითხებოდა, რატომ არ შეიძლებოდა
ასეთ შესანიშნავ დედას და ასეთ ყურადღებიან მამას შობა ერთად
გაეტარებინათ. მაგრამ უკვე ხვდებოდა, უფროსების ცხოვრება ძა-
ლიან რთულია და მასში ჩარევა არ სურდა.
სადილმა მხიარულად ჩაიარა. მძიმე და ბუნდოვანი თემები აღარ
უხსენებიათ. სუპი და მაკარონის სალათი ასე თუ ისე გემრიელი გა-
მოდგა, ხოლო ტარტი, ნაყინი და წითელი კენკრის საწებელი ბონიმ
შეაფასა, როგორც deliciosa.
საღამო ნაძვის ხის მორთვას დაუთმეს, თან ბონის საყვარელ მუ-
სიკას, კლოდ დებიუსის „საბავშვო კუთხეს” უსმენდნენ.
გარეთ უხმაუროდ თოვდა.
– რატომ არ უყვარს დედიკოს შობა?

233
– იმიტომ, რომ მისი აზრით, ამ დღესასწაულის ნამდვილი არსი
ყველას დაავიწყდა.
გოგონამ გაოგნებული სახით შეხედა.
– ვერაფერი გავიგე.
მიხვდა, რომ უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო: მისი შვილი
ჯერ პატარა იყო. ბოდიში მოუხადა და სცადა, გასაგებად აეხსნა.
‒ სინამდვილეში, დედა ფიქრობს, რომ ამ დღესასწაულზე, ამდე-
ნი უსარგებლო ნივთის ყიდვის ნაცვლად, უმჯობესია უფრო მეტი ვი-
ფიქროთ გაჭირვებულ ადამიანებზე.
– მერე, მართალი არ არის? – შეეკითხა ბონი, რომლისთვისაც
სხვა რამ წარმოუდგენელი იყო, თუკი დედა ასე ფიქრობდა.
– ჰო, ასეა, – დაუდასტურა ნათანმა. – ჩვენ აქ თბილად და უსაფ-
რთხოდ ვართ, მაგრამ სხვები მარტონი ხვდებიან დღესასწაულს. ცუ-
დია, როცა მარტო ან მოწყენილი ხარ.
– მაგრამ ახლა დედა მარტოა, ‒ შენიშნა გოგონამ.
‒ ვინსთან ერთად იქნება, ‒ უპასუხა ნათანმა, თუმცა თავად ამა-
ში დარწმუნებული არ იყო.
– არ მჯერა.
‒ შენი ქალური ინტუიციით გრძნობ? ‒ ჰკითხა და თვალი ჩაუკ-
რა.
‒ სწორედაც ‒ უპასუხა ბონიმ და ორივე თვალი ერთდროულად
დახუჭა.
ეს იყო „ორმაგი თვალის ჩაკვრა”, როგორც თავად უწოდებდა და
მხოლოდ მას გამოსდიოდა.
მამამ თავზე აკოცა.
ნაძვის ხის მორთვის შემდეგ შრეკის, მწვანე და ძაბრის ფორმის
ყურების მქონე არსების, თავგადასავალს უყურეს. მერე ბონი მამის-
თვის ვიოლინოზე დიდხანს უკრავდა სხვადასხვა ნაწარმოებებს,
სკოლაში შესწავლილი Besame mucho კი ესპანურად შეასრულა.
ნათანი აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს, რამდენჯერმე ბისზეც
გამოიძახა.
ძილის დროც მოვიდა.

234
როცა საწოლში ჩააწვინა, გოგონამ სთხოვა, დერეფანში შუქი
დაეტოვებინა.
– ღამე მშვიდობის, ციყვო, ძალიან მიყვარხარ.
– მეც ძალიან მიყვარხარ და ეს შეუქცევია.
შეცდომა აღარ შეუსწორა, მხოლოდ აკოცა.
ოთახიდან გამოსულს 1995 წლის აპრილის ის დღე გაახსენდა,
სან-დიეგოს სამშობიაროში, ახალდაბადებული პატარა გოგონა
პირველად რომ აიყვანა ხელში. აღელვებულმა და დაბნეულმა, არ
იცოდა, ხელი როგორ მოეკიდა. მაშინ დაინახა ჩვილის პაწაწინა
დაჭმუჭნილი სახე, დახუჭული თვალები, უცნაური მიმიკა, პაწაწინა
ხელები, რომელთაც დაუსრულებლად ასავსავებდა.
მაშინ არ იცოდა, რომ ერთ დღეს ის ამხელა ადგილს დაიკავებდა
მის ცხოვრებაში. რომ ეს ნამცეცა თვალისჩინზე უფრო მნიშვნელო-
ვანი იქნებოდა.
იცოდა, მამობა მის არსებობას რადიკალურად შეცვლიდა, მაგ-
რამ რა მოხდებოდა სიყვარულისა და ემოციის თვალსაზრისით,
წარმოდგენილიც კი არ ჰქონდა.
აგერ კიდევ არ იცოდა, თუ ბავშვს ასეთი ბედნიერების მონიჭება
შეეძლო. არც ის, რა უძიროა შვილის დაკარგვით გამოწვეული კა-
ეშანი. მაშინ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
შემდეგ პაწაწინა, ჯერ კიდევ სუსტმა ანგელოზმა თვალები გაახი-
ლა და ისეთი დაჟინებით მიაცქერდა, თითქოს სურდა ეთქვა, რომ
მისი გვერდით ყოფნა სჭირდება. და სწორედ იმ წამს იგრძნო პატა-
რასადმი უსაზღვრო სიყვარული.
ამ ბედნიერების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.

235
22

„ყოველი ადამიანი მარტოა, სხვებს მისი არსებობა არ ადარ-


დებთ, ჩვენი ტკივილები კი დაუსახლებელი კუნძულია».
ალბერ კოენი

18 დეკემბერი
მართალია, ეს ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მელორისთვის მიცე-
მული პირობის თანახმად, ბონი ორი უგრძესი დღით ბებია-პაპასთან
უნდა წაეყვანა.
ადრე ადგა, თუმცა არ უყოყმანია და მაშინვე ჯეფრი და ლიზა უ-
ექსლერებს დაურეკა, რადგან იცოდა, მათ დილით გვიანობამდე
არასოდეს ეძინათ, არდადეგებზეც კი.
ბონი გვიან დაწვა, ამიტომ მხოლოდ დილის რვა საათზე გააღვი-
ძა. გზას საათ-ნახევრის შემდეგ გაუდგნენ, თუმცა სტარბაკსთან შე-
ჩერდნენ ცხელი შოკოლადის დასალევად და ზეფირის საჭმელად.
ნათანმა ჯიპით გამგზავრება გადაწყვიტა. თოვლით დაფარულ
გზებზე ეს მანქანა უფრო უსაფრთხო იყო. დედამისის მსგავსად, ბო-
ნისაც უყვარდა დიდი მანქანა და მისი უზარმაზარი ბორბლები. მი-
წიდან მაღლა, სავარძელში მოკალათებული, თითქოს კოსმოსურ
ხომალდს მართავდა, რომელიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა
და დედამიწას ათვალიერებდა.
უკვე ოცდაათი წელია, უექსლერები საშობაო არდადეგებს მასა-
ჩუსეტსის დასავლეთით, ბერკშირის მთებში მდებარე სახლში ატა-
რებდნენ. ნიუ-იორკიდან იქ ჩასვლას დიდი ხანი სჭირდებოდა, მაგ-
რამ პეიზაჟი შესანიშნავი იყო: ხეობებით დასერილ და თოვლით და-
ფარულ გორაკებზე ახალი ინგლისისთვის ტიპური ულამაზესი სოფ-
ლები შეფენილიყო.
ნორვაკთან მეშვიდე გზატკეცილზე გავიდა, გრიტ-ბარინგტონი
გაიარა და სტოკბრიჯისკენ გაემართა. მანქანა ფრთხილად მიჰყავ-
და: ზოგან გზა მოყინული იყო. გარშემო ყველაფერსთოვლის თხე-

236
ლი საბურველი ედო.
ბონიმ გასართობად CD დისკი ჩართო: კეიტ ჯარეტის კომპოზი-
ცია, ვარიაცია „ოზის ჯადოქრის” თემაზე.
გოგონა სიმღერას ხმადაბლა აჰყვა:
Somewhere, over the rainbow...
სიმღერისას თავისი ცნობილი „ორმაგი თვალის ჩაკვრაც” მოას-
წრო. ნათანი აღტაცებული უყურებდა მზისგან დასაცავად ბეისბო-
ლისტის დიდ ქუდში გამოწყობილს. დროდადრო სარკისკენ აპარებ-
და თვალს და უხაროდა, ასეთი ადვილად შემთვისებელი შვილი
რომ ჰყავდა.
გულის სიღრმეში ეამაყებოდა, რომ ასე კარგად აღზარდა. მე-
ლორისთან ერთად პატარაობიდანვე სიმკაცრეს იჩენდნენ და რამ-
დენიმე საბაზისო პრინციპი გაათავისებინეს: სხვების პატივისცემა,
იმის გაცნობიერება, რომ უფლებებთან ერთად, ვალდებულებებიც
აქვს.
მათ შვილის განებივრების ცდუნებასაც გაუძლეს: არასოდეს გა-
დაუხდიათ სპორტულ ფეხსაცმელში ორასი დოლარი, არც უძვირესი
საფირმო სამოსი უყიდიათ მისთვის. თვლიდნენ, რომ ასეთი საქციე-
ლი დაუშვებელია და ვერასოდეს უგებდნენ იმ მშობლებს, რომლე-
ბიც სკოლაში მოსმენილი ვულგარული სიტყვებისა და გამოთქმე-
ბისთვის შვილებს არ ტუქსავდნენ და პირიქით, მათი მდიდრული
ლექსიკით აღტაცებულებიც კი იყვნენ!
ნათანი ხშირად ფიქრობდა, რა გზას დაადგებოდნენ ასე აღზრდი-
ლი ბავშვები. უეჭველია ინდივიდუალისტი და ჩამოუყალიბებელი
ახალგაზრდები ცხოვრებასთან პირისპირ შეჯახებისთანავე საკუთა-
რი კვარცხლბეკებიდან თავდაღმა გადმოეშვებოდნენ, რადგან აღ-
მოაჩენდნენ, რომ არსებობისთვის საჭიროა კომპრომისი და ხანდა-
ხან ტყუილიც.
ისევ თავის გოგონას შეავლო თვალი. ჯაზურმა მუსიკამ იავნანა-
სავით იმოქმედა და ახლა ხელებმომუშტულს, მზით განათებული
ფანჯრისკენ თავგადახრილს ეძინა.
ფიქრი მომავალზე დაიწყო.

237
აქამდე მისი აღზრდა პრობლემას არ მწარმოადგენდა. სირთუ-
ლეები წინ იყო.რადგან უეჭველია, დადგებოდა დღე, როდესაც სა-
ღამოს გასართობად წასასვლელად, ცხვირის ნესტოებში ან სადმე
სხვაგან პირსინგის გასაკეთებლად ნებართვას ითხოვდა... ჰო, ყო-
ველთვის დგება მომენტი, როცა პატარა საყვარელი გოგონა უმა-
დურ ყმაწვილქალად იქცევა, რომელსაც მშობლები მოხუცი შეუგნე-
ბელი იდიოტები ჰგონია.
ეს კრიზისი მელორის მარტოს უნდა გადაეტანა. თავად მის გვერ-
დით ვეღარ იქნებოდა. ის ვერ გამოცდიდა იმ შიშს, როცა ბონი საღა-
მოს პირველად არ დაბრუნდებოდა შინ, ან პირველად მოიყვანდა
გასაცნობად შეყვარებულს, ან მეგობარ გოგონებთან ერთად ქვეყ-
ნის მეორე ბოლოში სამოგზაუროდ წავიდოდა... თუმცა გრძნობდა,
ის მზად იყო, ამ გამოწვევებს გამკლავებოდა. რა თქმა უნდა, განგე-
ბას მასთან დაკავშირებით სხვა განზრახვა რომ არ ჰქონოდა.
ბონისთან კარგი ურთიერთობა ზოგჯერ საკუთარ ბავშვობას ახ-
სენებდა იმ დროს, როცა დედასთან ნამდვილი თანამზრახველობა
აკავშირებდა იქამდე, ვიდრე თავად არ შეუწყო ხელი გაუცხოებას.
მაშინ მიაჩნდა, რომ სოციალური წარმატების მიღწევის ერთადერ-
თი გზა ოჯახურ ფესვებზე უარის თქმა იყო. მოსამსახურის ვაჟისთვის
სრულებით არ იყო იოლი ნიუ-იორკის დაპყრობა!
მხოლოდ ახლახან გააანალიზა, რომ დედისგან მემკვიდრეობით
ბევრი რამ მიიღო. მისგან გადაეცა ერთმანეთში შერეული სიმამაცე
და თავგანწირულობა, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის უნა-
რი.
მაგრამ ამისთვის მადლობა არასოდეს უთქვამს და მარტოობაში
სიკვდილისთვის გაწირა. დედის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში,
როცა უკვე კარგი შემოსავალი ჰქონდა, შეეძლო მიღწეული წარმა-
ტებით მასთან ერთად დამტკბარიყო და ეთქვა: „ნახე, ჩვენ ერთად
მოვახერხეთ ჭაობიდან ამოსვლა, მსხვერპლი ტყუილად არ გაგი-
ღია. მე ბედნიერი ვარ”. ამის ნაცვლად, მის სანახავად იშვიათად მი-
დიოდა. მხოლოდ საკუთარი საქმით იყო დაკავებული, ყოველთვიუ-
რად ფულსუგზავნიდა, რათა დედამისს აღარ ემუშავა. თუ ნახულობ-

238
და, მხოლოდ მცირე ხნით. რამდენიმე სიტყვას ეტყოდა და დოლა-
რების შეკვრას უტოვებდა (შეკვრა ყოველ მისვლაზე სულ უფრო
სქელდებოდა), თითქოს სურდა გამოესყიდა, ცუდი ვაჟიშვილი რომ
იყო.
დღეს თავს იდანაშაულებდა, როცა ახსენდებოდა, რამდენჯერ
შეეძლო დედის გვერდით ყოფილიყო. მაგრამ მხოლოდ ეს მოგონე-
ბა არ უშხამავდა გონებას.
მათ შორის ერთგვარი საიდუმლო არსებობდა. ეპიზოდი, რომ-
ლის თაობაზე არასოდეს უსაუბრია დედასთან და რომელიც მთელი
ცხოვრება ახსოვდა.
მაშინ ცამეტი წლის იყო. ეს ამბავი 1977 წლის ზაფხულში, აგვის-
ტოს დასაწყისში, ნანტაკეტში გატარებული უკანასკნელი არდადე-
გების დროს მოხდა (იმ ზაფხულს, როცა მელორის პირველად აკო-
ცა, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია).
ერთი წლით ადრე ტესტები ბრწყინვალედ ჩააბარა და მანჰეტენ-
ზე მდებარე პრესტიჟულ უოლას-სქულში ჩასარიცხად შეარჩიეს.
დაწესებულება ნიჭიერ მოსწავლეებს სწავლის გადასახადის ნა-
ხევარს თავად უხდიდა, მაგრამ ოჯახებს მეორე ნახევარი გადასახ-
დელი რჩებოდათ. ელეანორ დელ ამიკოსთვის ეს უზარმაზარი თან-
ხა იყო. ნათანს შესანიშნავად ესმოდა, რომ დედამისისგან უზარმა-
ზარი მსხვერპლის გაღებას ითხოვდა, თანაც სკოლის წესდებით,
პირველი სემესტრის თანხა წინასწარ უნდა ჩარიცხულიყო. მაგრამ
დედას აუხსნა, რომ ეს მომავალში დაბანდებული ინვესტიცია იყო:
მისი ერთადერთი შანსი მთელი ცხოვრება საწყობის გამგედ ან ია-
ტაკის მრეცხავად არ გაეტარებინა.
იმ ზაფხულს ელეანორს ფული არ ჰქონდა: ზამთარში ბრონქი-
ტით დაავადდა და რამდენიმე დღით მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა
საჭირო, რაზეც მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯა. თვის დასაწყისში
უექსლერს ავანსი სთხოვა შვილისთვის სწავლის საფასურის გადა-
სახდელად, მაგრამ ჯეფრიმ, რომელსაც საკუთარი პურიტანული
პრინციპების დარღვევა არაფრის დიდებით არ სურდა, უარი უთხრა.
„ხედავ, რა მენტალიტეტის ხალხია, უთხრა დედამისმა. მათი ქა-

239
ლიშვილი სიკვდილს გადაარჩინე, მათ კი სულ მცირედითაც არ
სურთ დახმარება”.
დედამისი მართალი იყო, მაგრამ ნათანს არ მოსწონდა დედამი-
სი იმ ეპიზოდს ‒ ახლა უკვე რამდენიმე წლის წინ მომხდარს ‒ პატ-
რონისგან დახმარების მისაღებად რომ იყენებდა.
ამ პერიოდში ლიზა უექსლერის სამკაულების ზარდახშიდან მარ-
გალიტის სამაჯური გაქრა.
ნათანმა კარგად ვერ გაიგო რატომ, მაგრამ ეჭვი მაშინვე დედა-
მისზე და.. მასზე მიიტანეს. ჯეფრი უექსლერმა ისე დაკითხა, თითქოს
მათ ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარებოდა.
შემდეგ ორივე კედელთან დააყენა, ხელები მაღლა ააწევინა და
გაჩხრიკა. მაშინ ნათანი სამართალს ჯერ კიდევ არ სწავლობდა და
არ იცოდა, რომ ეს უკანონო ქმედებაა. მოსამსახურე ქალის მტკიცე-
ბა, რომ უდანაშაულოა, უექსლერმა არად ჩააგდო და მის ოთახში
ყველაფერი გადააქოთა: უჯრები, ჩემოდნები, ისე როგორც ეს ნამ-
დვილი ჩხრეკისას ხდება. რაკი ვერაფერი აღმოაჩინა პოლიციის გა-
მოძახებით დაემუქრა, მაგრამ ელეანორი არ დაშინებულა. ის ისევ
უარყოფდა ქურდობას, პატრონს დაჩოქილი ეხვეწებოდა: „მე არა-
ფერი მომიპარავს, ბატონო უექსლერ, გეფიცებით, არაფერი ამი-
ღია”.
ეს ამბავი მოსამსახურის დათხოვნით დასრულდა. ცოლის მოთ-
ხოვნის მიუხედავად, ჯეფრიმ პოლიცია არ გამოიძახა და არჩია, მო-
სამსახურე ანაზღაურების გადახდის გარეშე გაეთავისუფლებინა
შუა ზაფხულში, შეურაცხყოფილი, უფულოდ დარჩენილი ნათანი და
დედამისი ნიუ-იორკის ხვატში დაბრუნდნენ.
მაგრამ ყველაზე დიდი დამცირება მისთვის სხვა იყო: მელორის
მზერა, როცა ის კედელთან ქურდივით ხელებაწეული იდგა. მისთვის
ეს ღირსების აყრასა და უკიდურეს დამცირებას ნიშნავდა. მაშინდე-
ლი სირცხვილი მისი გონების რომელიღაც კუნჭულში სამუდამოდ
აღიბეჭდა, მაგრამ ამავდროულად, ის მამოძრავებელი ძალა აღ-
მოჩნდა, რომელმაც იმ დღეს ნათლად გადააწყვეტინა, ისეთი მდგო-
მარეობისთვის მიეღწია, რომ მსგავსი რამ მისთვის ვეღარავის გაე-

240
ბედა. ბარიერის მეორე მხარეს აღმოჩენა საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეტი სჭირდებოდა: ჯეფრის დამარცხება იმ ავადსახსენებელი პრო-
ცესის მეშვეობით და ბავშვობაში მიყენებული სირცხვილისთვის შუ-
რისძიება რამდენიმე მილიონად ღირებული სან-რემოს ბინის წარ-
თმევით. კარგად ესმოდა, რომ ამ დაპირისპირებით მელორი გა-
ანაწყენა მაგრამ საყვარელი ქალისთვის გულისტკენისი პერსპექ-
ტივამ ვერ შეაჩერა. ზოგჯერ, სასურველი რომ მიიღოს, ადამიანი
ყველაფერს გაიღებს.
მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო, რომ უექსლერის უფ-
რო სჯეროდა, ვიდრე დედამისის. მასთან სამაჯურზე შემდეგ სიტყვა
არ დაუძრავს, მაგრამ როცა მომხდარი კიდევ ერთხელ გააანალიზა,
დაიჯერა, რომ სამაჯური დედამისმა მოიპარა და რომ ეს მან თავისი
შვილისთვის ჩაიდინა. 1977 წლის სექტემბერში სკოლის გადასახა-
დი უკანასკნელ წუთს დაიფარა და მან სწავლის გაგრძელება შეძ-
ლო. მაშინ არ დაფიქრებულა, როგორ შეიძლებოდა ასეთი სასწაუ-
ლი მომხდარიყო, მაგრამ მოწყენილობის დღეებში ხშირად ფიქ-
რობდა ამაზე: დედამისმა იქურდა და ეს შვილისთვის ჩაიდინა.
ბონიმ თვალი გაახილა. დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ
რამდენიმე ასეული მეტრი იყო დარჩენილი.
ბერკშირის მთიანეთის შუაგულში მდებარე სტოკბრიჯი მომხიბ-
ლავი ქალაქია, რომელიც მოჰიკანმა ინდიელებმა ამ ადგილზე მი-
სიონერების ჩამოსვლამდე დააარსეს. მისიონერებმა მათ მშვიდი
ცხოვრება დაურღვიეს და ყველას გაქრისტიანება გადაწყვიტეს. უექ-
სლერების რანჩო ქალაქის გასასვლელში იდგა. სინამდვილეში ეს
ელეგანტური სოფლური სახლი იყო, სადაც რამდენიმე ცხენი და პო-
ნიც ჰყავდათ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მის გოგონას ახა-
რებდა.
ნათანმა ვიდეოთვალიან ლითონის ჭიშკართან დაასიგნალა.
რამდენიმე წამის შემდეგ ჭიშკარი გაიღო და ჯიპი კენჭებით მოკირ-
წყლულ გზას დაადგა. მანქანა მცველების პატარა ბუნგალოს წინ გა-
აჩერა. ბოლოს აქ რომ ჩამოვიდა, მანქანიდანაც კი არ გადასულა.
ახლა საქმე სხვაგვარად იყო.

241
გუდრიჩმა ურჩია, სიკვდილის წინ ყველასთან მოეგვარებინა ურ-
თიერთობა. ჰოდა, ისიც ექიმის რჩევას გაითვალისწინებდა!
ჯეფრის ფული ბევრი ჰქონდა, ნათანს კი გადაეწყვიტა მისთვის ის
გაემხილა, რაც სხვამ არავინ იცოდა. ამ ინფორმაციის გამხელა მას
შესაძლოა, რეპუტაციის განადგურებად და პროფესიული ლიცენზი-
ის დაკარგვად დასჯდომოდა.
სტუდენტობისას ადვოკატის პროფესია არნახულად იზიდავდა.
მისი აზრით, ეს ერთგვარი მოწოდება იყო, ყველაზე სუსტების, მასა-
ვით დაბალი ფენებიდან გამოსულების დაცვის შესაძლებლობა. მაგ-
რამ ადვოკატობას აზრი მაშინ აქვს, თუ მოღვაწეობისას სკრუპულო-
ზურად დაცულია გარკვეული ეთიკა. ნათანი მას ყოველთვის იცავ-
და... ერთი შემთხვევის გარდა.
მანქანის კარი მიხურა. მზე ზენიტში იყო, ქარი ჟანგისფერი
მტვრისგან პაწია ღრუბლებს ქმნიდა.
შორიდან აუჩქარებლად მომავალი ჯეფრი დაინახა. ბონი, რო-
მელსაც ყველა ვითარებაში დღესასწაულის მოწყობა შეეძლო, პა-
პისკენ მხიარული ყვირილით გაიქცა.
ნათანს უექსლერისგან რამდენიმე მეტრიღა აშორებდა.
სიმამრს მზერა გაუსწორა და როგორც მანამდე არაერთხელ, ახ-
ლაც იგივე გაიფიქრა: მელორი საოცრად ჰგავს ჯეფრის!
ორივეს ღია ცისფერი თვალები, დახვეწილი და ელეგანტური სა-
ხე ჰქონდა.
დიახ, მელორი მამას ჰგავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გულში
ჩარჩენილი წყენის მიუხედავად, ნათანს ჯეფრის საბოლოოდ შეძუ-
ლება არ შეეძლო.
მისვლისთანავე ნათანმა დაჟინებით მოითხოვა ჯეფრისთან პი-
რისპირ საუბარი. ახლა ორივენი კაბინეტში ისხდნენ. მხოლოდ ორ-
ნი.
„მე და ის”.
უექსლერმა მოკლე და სქელ სიგარას სანთებელით მოუკიდა. ის
სწორედ ასეთ სიგარას ეწეოდა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაშინ,
როცა მოესურვებოდა. კვამლს მცირე ქულებად უშვებდა. ნათანი მც-

242
ოდნის თვალით ათვალიერებდა თაროებს, რომლებიც სავსე იყო
ცნობილი იურიდიული გამოცემების ტყავისყდიანი გამოცემებით.
ჯეფრიმ თავისი კაბინეტი ნამდვილი ბიბლიოთეკის მსგავსად მო-
აწყო. მწვანე და მოოქრული სანათები ლაქით დაფარულ, ძვირფასი
ხისგან დამზადებულ ავეჯს ანათებდა, უზარმაზარ სამუშაო მაგიდაზე
საქაღალდეები, დისკებით სავსე ყუთები და მონაცემთა ბაზებთან
მიერთებული ორი ლეპტოპი იდო.
პენსიაში გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯეფრი ისევ დაუღა-
ლავად მუშაობდა.
მან უცნაური გზა გაიარა. ახალგაზრდობაში შესანიშნავად თამა-
შობდა ბეისბოლს, მაგრამ მთაში მომხდარი შემთხვევის დროს მი-
ღებული ტრავმის გამო იძულებული გახდა, სპორტისთვის თავი და-
ენებებინა. მას მთიდან ჩამოვარდნისას თავის ქალა დაუზიანდა,
ამიტომ მთელი ყურადღება სწავლაზე გადაიტანა. ჰარვარდის შესა-
ბამის გამოშვებაში ყველაზე წარმატებული იყო. მუშაობა მოსამარ-
თლედ დაიწყო, შემდეგ ბოსტონის ადვოკატთა ერთ-ერთ ყველაზე
პრესტიჟულ კომპანიის შეუერთდა. უკანასკნელ წლებში, შექმნილი
ვითარების გაანალიზების შემდეგ, საკუთარი ოფისი დააარსა.
მისი ვიწრო სპეციალობა კოლექტიურ სარჩელებზე მუშაობა
იყო. წარმატებით იცავდა გემთსაშენის მუშებს, რომლებსაც სამუშა-
ოს გამო ხშირი შეხება ჰქონდათ აზბესტთან. მოგვიანებით სიგარე-
ტის მწარმოებელი გიგანტების წინააღმდეგ მწეველების მიერ აღ-
ძრული საქმეებით დიდი ქონება დააგროვა. ბოლო ორი წელი ტვი-
ნის სიმსივნით დაავადებულების მიერ მობილური კომუნიკაციების
ოპერატორების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე მუშაობდა: ისი-
ნი ოპერატორებს ელექტრომაგნიტური რადიაციის რისკის შესახებ
ინფორმაციის მიჩქმალვისთვის უჩიოდნენ.
ნათანი იძულებული იყო, ეღიარებინა: უექსლერმა თავისი საქმე
კარგად იცოდა. ის ერთ-ერთი იყო იმ ძველი თაობის ადვოკატთაგან
რომლებიც საქმეს მოწოდებად უფრო მიიჩნევდნენ, ვიდრე ბიზნე-
სად. ამ მხრივ ნათანსა და ჯეფრის შორის ერთგვარი ურთიერთგაგე-
ბაც არსებობდა, მაგრამ ყველაფერი სამაჯურის საქმემ გააფუჭა.

243
დღესაც კი ნათანი აღტაცებაში მოჰყავდა სიმამრის კარიერას.
საუბარი ჯეფრიმ დაიწყო.
– აბა, რისი თქმა გინდა ჩემთვის? – ჰკითხა ორ ნაფაზს შორის
შუალედში.
– ჩვენი პროცესი, ალბათ, გახსოვთ... – წამოიწყო ნათანმა.
ჯეფრის გაღიზიანება არ დაუმალავს.
– თუ ძველი ანგარიშის გასასწორებლად მოხვედი...
ნათანმა წინადადების დამთავრება არ დააცადა. მან გადაწყვე-
ტილება მიიღო, ყველაფერი გაემხილა.
‒ მოსამართლე მოვისყიდე, მოსამართლე ლივინგსტონი. შუ-
ამავლად მისი ერთ-ერთი ასისტენტი იყო, ქრთამი მან მიუტანა, რომ
გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ გამოეტანა.
ჯეფრის წარბი არ შეუხრია ის პირქუში ადამიანი იყო, რომელიც
მუდამ ინარჩუნებდა გარეგნულ თავაზიანობას, საკუთარი გრძნობე-
ბის გამომჟღავნება კი არ სჩვეოდა. მაგრამ დღეს ნათანს ნაკლებად
შთამბეჭდავი მოეჩვენა: დაღლილი ჩანდა, თვალების უპეები ჩაშა-
ვებოდა, წვერიც გასაპარსი ჰქონდა.
‒ ჯეფრი, შურისძიება მინდოდა, მსურდა, თქვენთვის სან-რემოს
ბინა წამერთმია იმ დამცირების გამო, რაც დედაჩემმა გადაიტანა.
მხოლოდ ეს საშუალება ჩამივარდა ხელთ და მეც ჩემს პროფესიას
შეურაცხყოფა მივაყენე.
უექსლერმა თავი ჩაქინდრა, დაძაბული ფიქრობდა, პირი გააღო,
მაგრამ არაფერი უთქვამს. ამის ნაცვლად, წამოდგა და ფანჯარას-
თან მივიდა, მდუმარედ გასცქეროდა დათოვლილ გორაკებს.
„შემობრუნდი, ჯეფრი. მომისმინე”.
მის ზურგს უკან ნათანი საყვედურით სავსე საუბარს აგრძელებ-
და. სიტყვები, რომლებიც მასში დიდი ხნის განმავლობაში ჩამარხუ-
ლიყო, ახლა თითქოს თავისით მოედინებოდა.
‒ გაიხსენეთ, ჯეფრი, რვა წლის რომ ვიყავი და სათევზაოდ მიგ-
ყავდით ტბაზე, მაშინ მიყვებოდით სასამართლო პროცესების შესა-
ხებ, რომლებიც წარმატებით დაასრულეთ. რასაკვირველია, სამარ-
თალი იმიტომ ვისწავლე, რომ მომწონდა,მაგრამ ნაწილობრივ ისიც

244
მსურდა, თქვენგან შექება მომესმინა. გულუბრყვილოდ მჯეროდა,
რომ თქვენ ჩემით იამაყებდით. წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ
მინდოდა, თქვენთვის მისაღები ადამიანი ვყოფილიყკავი.
„როგორ მინდოდა თქვენნაირი მამა მყოლოდა“...
სიჩუმე ჩამოვარდა.
ჯეფრი შემობრუნდა, რომ ყოფილი სიძის საყვედურებს პირის-
პირ შეხვედროდა.
– თქვენ უნდა გეღიარებინეთ! ‒ მტკიცედ წარმოთქვა ნათანმა. ‒
მე ეს დავიმსახურე. ბევრი ვიწვალე, ამისთვის რომ მიმეღწია. მეგო-
ნა, თქვენ კომპეტენციასა და ღირსებას აფასებდით. ამის ნაცვლად,
მაიძულეთ, ჩემი პროფესია ლაფში ამომესვარა, უკანასკნელ ვიგინ-
დარასავით მოსამართლეს ქრთამი მივეცი...
– მე გადაგარჩინე, – ბოლოს და ბოლოს შეაწყვეტინა ჯეფრიმ.
– რას ამბობთ?
‒ მე უნივერსიტეტში ცოტა ხანს ლივინგსტონთან ერთად ვსწავ-
ლობდი. საქმის განხილვისას ჩემთან მოვიდა და გამაფრთხილა,
კორუფციის ამ მცდელობის შესახებ.
ნათანი გაოგნებული იყო.
– რას ამბობთ?
მოხუცმა ადვოკატმა ამოიოხრა, თითქოს რაღაცას იხსენებდა.
‒ ლივინგსტონი ძველი გაიძვერაა, მაგრამ საკმარისად ფრთხი-
ლია და საფრთხეში თავს არ ჩაიგდებს. ამიტომ მე მას ორმაგი თანხა
შევთავაზე, რომ ზემდგომებთან არ დაესმინე და განაჩენი შენს სა-
სარგებლოდ გამოეტანა.
– კი მაგრამ, ჯეფრი, რატომ?
ეს უკანასკნელი მცირე ხანს დუმდა, შემდეგ ოდნავი ყოყმანით
აღიარა:
– მელორის გამო, რასაკვირველია, არ მინდოდა ამ სკანდალში
შენთან ერთად ისიც გახვეულიყო. და კიდევ... შენ გამოც. მე ვალში
ვარ.
ნათანმა წარბი შეიკრა. სიმამრი შეკითხვას მიხვდა. სადღაც,
შორს იმზირებოდა, როცა წარსულის გახსენება დაიწყო.

245
– იმ საღამოს, ეს 1977 წლის ზაფხულში იყო, ბევრი დავლიე.
ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო, როგორც ოჯახში, ისე სამ-
სახურში. ბოსტონიდან ვბრუნდებოდი. ლიზამ მთხოვა, ოქრომჭე-
დელთან შემევლო და სამაჯური გაფუჭებული საკეტის შესაკეთებ-
ლად მიმებარებინა. შინ დაბრუნებამდე ჩემს ერთ-ერთ ასისტენტთან
შევიარე, რომელიც იმავდროულად, ჩემი საყვარელიც იყო. რასაკ-
ვირველია, მას არასოდეს არაფერს დავპირებივარდ იმ დროს და
განსაკუთრებით, ჩვენს წრეში, ცოლს არ სცილდებოდნენ იმისთვის,
რომ შემდეგ მდივანზე დაქორწინებულიყვნენ. მაგრამ ჩემი ასისტენ-
ტი ერთგვარ ემოციურ შანტაჟს მიმართავდა, რომ ცოლი მიმეტოვე-
ბინა. წასვლისას, როგორც მახსოვს, სასტუმროს ბარში შევჩერდი
ერთი ჭიქა ვისკის დასალევად. მაგრამ ერთის ნაცვლად ოთხი თუ
ხუთი ჭიქა დავლიე. შენ, ალბათ, საქმის კურსში ხარ სასმელთან და-
კავშირებით პრობლემა რომ მაქვს...
ნათანი ერთბაშად ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა.
– რაზე ამბობთ?
‒ მაშინ ძალიან ბევრს ვსვამდი, ‒ აუხსნა ჯეფრიმ. – ქრონიკული
ალკოჰოლიზმით ვარ დაავადებული.
ნათანი ყველაფერს ელოდა, ამგვარი აღიარების გარდა.
– ჰო, მაგრამ, რამდენი ხანია?
– 1980-იან წლებში შევწყვიტე სმა, მაგრამ შემდეგ რამდენჯერმე
ისევ დავიწყე. ყველაფერი ვცადე: მკურნალობა, ასოციაციები... მაგ-
რამ ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ დაავადებული ხარ და ინ-
ტიმურ საკითხებზე სრულიად უცნობ ადამიანებთან უნდა ისაუბრო.
– მე... მე არაფერი ვიცოდი, ‒ წაიბუტბუტა ნათანმა.
ახლა ჯეფრის გაკვირვების ჯერი დადგა.
– დარწმუნებული ვიყავი, მელორიმ გითხრა.
ნათანმა პირველად დაინახა სიმამრის თვალებში ემოცია. მის
წინაშე დამცირების მიუხედავად, ჯეფრის ეამაყებოდა, რომ ქალიშ-
ვილმა საყვარელ მამაკაცსაც კი არ გაუმხილა მამის საიდუმლო.
უექსლერის აღიარების მოსმენის შემდეგ ნათანისთვის გასაგები
გახდა ის კითხვები, რომლებიც მას არაერთხელ გასჩენია მელორი-

246
სთან გართულებული ურთიერთობის გამო.
ჯეფრიმ თხრობა განაგრძო:
– ნანტაკეტში ჩამოსულმა სამაჯური ვეღარ ვიპოვე. დიდი ხნის
შემდეგ ჩემი საყვარელი გამომიტყდა, რომ მომპარა, ცოლთან უსია-
მოვნება რომ მქონოდა. მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი, სად გაქრა სამა-
ჯური. დავფრთხი და მეორე დილით, როცა ჩემმა ცოლმა სამკაული
მოიკითხა, მოვატყუე თითქოს მის ზარდახშაში ჩავდე. ამიტომ ყვე-
ლაფერი დედაშენს დაბრალდა. ვფიქრობ, ჩემს ცოლს ამის არასო-
დეს სჯეროდა, მაგრამ ამ ტყუილმა სახის შენარჩუნების საშუალება
მოგვცა.
დიდხანს დუმდა, შემდეგ ხმამაღლა დაამატა:
– ვწუხვარ, ნათან, ლაჩრულად მოვიქეცი.
„ჰო, ეს უნდა გეთქვა”.
მცირე ხნით ნათანმა ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. ამ აღიარებამ
თავზარიც დასცა და შვებაც მოიტანა. არა, დედამისს არაფერი მო-
უპარავს, მაგრამ დიდი უსამართლობის მსხვერპლი გახდა. ჯეფრის
რაც შეეხება, ადამიანი, რომელიც უმწიკვლო და უცოდველი ეგონა,
ჩვეულებრივი მატყუარა აღმოჩნდა, რომელსაც საყვარლები ჰყავდა
და ალკოჰოლიკი იყო. ისიც რიგითი მოკვდავი აღმოჩნდა, მისნა-
ირი.
თავი ასწია, სიმამრს შეხედა და იგრძნო, მისდამი გაღიზიანება
სადღაც გაქრა. არც მისი განსჯა სურდა. მაგრამ ამის დრო არ იყო.
შენიშნა, რომ მისი სიმამრიც დაძაბული უყურებდა, თითქოს დიდი
ხანი ელოდა ამ აღიარებას. სიმართლე კი ის იყო, რომ ხანგრძლივი
დროის განმავლობაში ორივე მძიმე საიდუმლოს ატარებდა, რამაც
მათი ცხოვრების ზოგიერთი მომენტი ჩაუშხამა.
სიჩუმე პირველმა ჯეფრიმ დაარღვია:
– ვიცი, რომ ამის პატიება შეუძლებელია, – დაიწყო მან, – მაგ-
რამ მალულად თვალს ვადევნებდი, დედაშენს სამუშაო რომ ეშოვა
და იმ წელს შენი სწავლის გადასახადიც მე დავფარე.
მართალი ხართ, ‒ უპასუხა ნათანმა დაწითლებული თვალებით,
– ამის პატიება შეუძლებელია.

247
ჯეფრი სეიფისკენ გაემართა, გახსნა და იქიდან რაღაც გამოიღო,
რაც აკანკალებული ხელით ნათანს გაუწოდა. ეს იყო სამაჯური მარ-
გალიტის ოთხი წყებითა და ვერცხლის საკეტით, პატარა ბრილიან-
ტებით გაწყობილი.

248
23

„თუ ყველაფრისთვის მზად არ ხარ, მაშასადამე, მზად არაფ-


რისთვის ყოფილხარ”.
პოლ ოსტერი

ნათანმა ხმადაბლა ჩაამთავრა ცნობილი საშობაო სიმღერის


უკანასკნელი აკორდები. ფორტეპიანო დახურა და სიყვარულით გა-
დახედა თავის გოგონას, რომელსაც მისაღები ოთახის დივანზე ჩას-
ძინებოდა. გარეთ ბნელოდა. ერთი წუთის წინ წითლად, ვარდის-
ფრად და ნარინჯისფრად ავარვარებული ჰორიზონტი ახლა უფრო
მუქი ფერებით იღებებოდა. ბუხარში შეშა დაამატა და მინავლებული
ნაკვერჩხლები გაქექა. გვერდით ოთახში მოქარგული საბანი იპოვა
და ბონის ფეხებზე გადააფარა.
ამ ოთახში მთელი ნაშუადღევი წყნარად გაატარეს, ამ დროს
სულ მარტონი იყვნენ. საუზმის შემდეგ ლიზა უექსლერი თავისი საქ-
ველმოქმედო საქმიანობისთვის საჭირო საშობაო საჩუქრების შესა-
ძენად წავიდა, ჯეფრიმ კი სიძის ჯიპი ითხოვა პიტსფილდში ჩასას-
ვლელად, რათა თევზაობისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობა ეყი-
და. კარგ ამინდში სათევზაოდ წასვლას აპირებდა.
კმაყოფილი ნათანი შვილთან მარტო დარჩა. სადილის შემდეგ
ბონი საჯინიბოსკენ გაემართა თავისი კონემარას ჯიშის ლამაზი პო-
ნის მოსანახულებლად, რომელსაც სახელად სპირიტი დაარქვა. ნა-
თანი შვილს პონის შეკაზმვაში დაეხმარა, თავად კი ჯეფრის ერთ-
ერთ ცხენზე შეჯდა. დღის დარჩენილი ნაწილი სახლის გარშემო
მდებარე გორაკების შემოვლაში გაატარეს.
პეიზაჟი ისეთი ლამაზი იყო, მისალოც ბარათზე გამოხატულს
ჰგავდა და არც ერთხელ არ უფიქრია სიკვდილზე. ცხენის ჭენებას
ასევე მდინარეებისა და წყალვარდნილების დამამშვიდებელ ხმა-
ურს მინებდა. რამდენიმე საათის განმავლობაში სხვა აღარაფერი
არსებობდა. მხოლოდ ბონის ღიმილი, კამკამა ჰაერი, ახალი თოვ-

249
ლის საბურველი, რომელიც გარშემო ყველაფერს ასეთ დიდებულ
იერს აძლევდა.
ისევ სეირნობისას განცდილ სიმშვიდეს იხსენებდა, როცა მისა-
ღები ოთახის კარი გაიღო და ლიზა უექსლერი შემოვიდა.
– საღამო მშვიდობის, ნათან, – მიესალმა ქალი.
ეს იყო ჯერ კიდევ ლამაზი, მაღალი და გამხდარი ქალბატონი,
რომელსაც ყოველთვის უზადო გემოვნებით ეცვა და არც ერთ გარე-
მოებაში არ კარგავდა არისტოკრატიულ თავდაჭერილობას, რომე-
ლიც მხოლოდ მემკვიდრეობით მოსდგამთ.
– საღამო მშვიდობის, ლიზა, თქვენი მოსვლა არ გამიგია.
– მანქანის ძრავი უხმაუროდ მუშაობს.
„ჰო, ბენტლის ხომ ამისთვის გადაუხადეთ დამატებითი თანხა”...
‒ კარგად ისეირნეთ? ‒ შეეკითხა ლიზა და ბონის ალერსით გა-
დახედა.
– ჩინებული იყო.
მისი გამოწვევა სურდა და ხუმრობით უთხრა:
– თავს როგორ გრძნობენ „თქვენი ღარიბები?”
ქალმა ეჭვიანი მზერით შეხედა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. პროვო-
კაცია და ხუმრობა არ იყო ის მოედანი, სადაც ლიზა უექსლერი ფეხს
დადგამდა.
‒ ჯეფრი სად არის? ‒ ჰკითხა და თან სინათლეს დაუწია, შვილიშ-
ვილი რომ არ შეწუხებულიყო.
‒ მალე უნდა დაბრუნდეს. პიტსფილში წავიდა სათევზაო აღჭურ-
ვილობის საყიდლად.
ლიზას სახეზე უკმაყოფილების ჩრდილმა გადაუარა.
– გინდათ თქვათ, რომ თქვენი მანქანით წავიდა?
– ჰო. რამე პრობლემაა?
– არა... არა, – წაილუღლუღა ლიზამ და მღელვარების დაფარვა
სცადა.
მისაღებ ოთახში გაიარ-გამოიარა, ბოლოს დივანზე ჩამოჯდა და
პატარა მაგიდაზე დატოვებული წიგნი აიღო. ბუნებით ბოძებული
უნარით, ადამიანებთან დისტანცია დაეცვა, შესაშურად ახერხებდა

250
ეგრძნობინებინა რომ საუბარი დასრულებულია. ნათანს დუმილი
ერჩივნა. ჯერ კიდევ ჯეფრის აღიარების შთაბეჭდილების ქვეშ იყო;
მკერდზე რაღაც სიმძიმედ აწვა და გრძნობდა, მცირედი საბაბიც კი
საკმარისი იყო, თავისი ბრაზი ლიზაზე ამოენთხია.
უსაქმოდ რომ არ მჯდარიყო, ბიბლიოთეკის თაროებზე მდიდრუ-
ლი გამოცემების თვალიერებას შეუდგა. ერთ ჭიქას სიამოვნებით
დალევდა, მაგრამ შინ წვეთი ალკოჰოლი არ მოიპოვებოდა.
დროდადრო სიდედრს გადახედავდა. ლიზა უექსლერი აშკარად
აღელვებული იყო. ხუთ წუთში საათს რამდენჯერმე დახედა.
„ჯეფრის გამო ღელავს”.
ნათანი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ეს მიუწვდომელი და
ქედმაღალი ქალი, ბოსტონური არისტოკრატიის წმინდა წყლის წარ-
მომადგენელი, ყოველთვის ხიბლავდა. მაგრამ თუ ლიზა ხიბლავდა,
მელორი დედამისის ცივი და მკაცრი ბუნების სრულიად საწინააღ-
მდეგო ნატურა იყო. ნათანმა იცოდა, მისი ცოლი მამას აღმერთებ-
და. დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდა, რა საიდუმ-
ლო აკავშირებდა ამ ორ ადამიანს. მაგრამ ჯეფრის დილანდელი მო-
ნათხრობის შემდეგ მისთვის ცხადი გახდა, რომ მელორის მამა იმ
სისუსტის გამო უყვარდა, რის შესახებ ნათანი ვერც კი იეჭვებდა.
მელორისთვის მამა ახლობელი იმიტომაც იყო, რომ ორივე და-
უსრულებლად ებრძოდნენ: ჯეფრი ალკოჰოლიზმს, მელორი – ქრო-
ნიკულ დეპრესიას. მათ გვერდით ლიზა ოჯახის ბურჯი და დომინანტი
იყო. თუმცა, ეს ხელს არ უშლიდა, პიტსფილდში წასულ ქმარზე
ენერვიულა. ნათანი ჩაფიქრდა, მაგრამ ვერაფერს მიხვდა. ჯეფრი
არ იყო ის ადამიანი, რომელსაც უკანასკნელი მოდის სათევზაო აღ-
ჭურვილობის შესაძენად საჭირო რამდენიმე ათასი დოლარის დასა-
ხარჯად ლიზას ნებართვა სჭირდებოდა.
უეცრად თითქოს მეექვსე გრძნობამ უკარნახა, ლიზა ადგილი-
დან წამოხტა და პარმაღისკენ გაეშურა. მას ნათანიც მიჰყვა, ლიზხამ
სინათლე აანთო და ჭიშკრის ავტომატური გამღები ჩართო.
რამდენიმე წუთში ჯიპის ძრავის ხმაც გაისმა. როგორც კი მანქანა
ხეივანში შევიდა, ნათანი მაშინვე მიხვდა, რომ ჯეფრი ძლივს მართ-

251
ავდა მანქანას. ჯიპი ისეთი ზიგზაგებით მოძრაობდა, რომ გაზონზე
გადავიდა, სარწყავ მოწყობილობას გადაუარა, ყვავილების გაზონი
გადათელა, რომელიც გაზაფხულზე უნდა აყვავებულიყო. როდესაც
ჯიპი პარმაღს საკმარისად მიუახლოვდა, ნათანმა სინათლეზე რამ-
დენიმე ადგილწზე ნაკაწრი შენიშნა, ერთ ბორბალს კი ფერსო აკ-
ლდა...
მაშინვე მიხვდა, ჯეფრი ავარიაში მოყვა. ძრავი ჩაქრა და მანქა-
ნა, როგორც იქნა, გაჩერდა.
– ასეც ვიცოდი! – წამოიძახა ლიზამ და ქმრისკენ გაექანა.
ჯეფრი ძლივს გადმოვიდა მანქანიდან, ცოლს უცერემონიოდ
ჰკრა ხელი. მოხუცი ადვოკატის სიარული ეჭვს არ ტოვებდა: უგო-
ნოდ მთვრალი იყო.
– მოფსმა მინდა! – დაიღრიალა მან.
ნათანი, ლიზას რომ დახმარებოდა, სიმამრს მიუახლოვდა.
ჯეფრიმ ალკოჰოლის ოხშივარი შეაფრქვია.
– დაგეხმარებით, ჯეფრი.
– თავი დამანებე!.. არ მჭირდება დახმარება!.. მხოლოდ მოფსმა
მინდა, სხვა არაფერი...
უექსლერმა შარვალი გაიხსნა და პარმაღზე ასასვლელ კიბეს-
თან, გაზონზე დადგა.
გაოგნებული ნათანი ადგილიდან არ იძვროდა, ერთდროულად
სირცხვილსა და მწუხარებას გრძნობდა.
‒ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ნათან.. ‒ წაიჩურჩულა ლიზამ
და სახელოზე ხელი დაადო.
ნათანი ააღელვა ასეთმა გულახდილმა დამოკიდებულებამ, რაც
ლიზასთვის დამახასიათებელი სრულებით არ იყო. ქალის მღელვა-
რება კარგად ჩანდა.
– რას გულისხმობთ?
‒ ჯეფრი ერთხელ უკვე გააჩერა პოლიციამ, როცა მანქანას
მთვრალი მართავდა. ჩვენი ნაცნობების დახმარების მიუხედავად,
უზარმაზარი ჯარიმისა და ერთი წლით მართვის უფლების ჩამორ-
თმევას ვერ ასცდა, მის სახელზე გაფორმებული ყველა მანქანა ჩამ-

252
ოგვართვეს.
‒ გინდათ თქვათ, რომ მანქანას მართვის უფლების გარეშე მარ-
თავდა?
ლიზამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
‒ მისმინეთ, ეს ძალიან სერიოზულია. აბსოლუტურად დარწმუნე-
ბული უნდა ვიყოთ, რომ ავარია არ მოუხდენია.
ნათანი ისევ ჯეფრის მიუახლოვდა, რომელსაც თვალები უჩვეუ-
ლოდ უბრწყინავდა.
– ავარიაში მოყევით, ასეა, ჯეფრი?
– არა! – იღრიალა მან.
– მე კი ვფიქრობ, რომ ასე იყო.
– არა! – გაიმეორა მან, – მე მას ავაცილე!
– ვის ააცილეთ, ჯეფრი?
ნათანი სიმამრს პალტოს საყელოში სწვდა.
– ვის ააცილეთ-მეთქი, ჯეფრი, თქვით! – უთხრა უხეშად.
– იმას... ველოსიპედს... ავაცილე.
ნათანს გულმა რეჩხი უყო. ჯეფრის მისთვის გარტყმა სურდა, მაგ-
რამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ თოვლში წაიქცა. ნათანმა ხელი შე-
აშველა და სახლამდე მიიყვანა. ჯეფრი იძულებული გახდა, დამორ-
ჩილებოდა და ცოლს საწოლ ოთახამდე გაჰყვა.
ლიზას სახეზე სირცხვილის ცრემლები ჩამოსდიოდა.
მისაღებ ოთახში დაბრუნებულმა ნათანმა პალტოს წამოავლო
ხელი და ოთახიდან ტყვიასავით გავარდა. ლიზა ზღურბლზე დაეწია.
– სად მიდიხართ?
‒ მიხედეთ, ლიზა. ვეცდები გავარკვიო, გზად რამე ხომ არ მოხ-
და.
– ამის შესახებ არავის არაფერი უთხრათ, ნათან. გემუდარებით,
არავისთან წამოგცდეთ, რომ ასეთ მდგომარეობაში ნახეთ.
‒ ჩემი აზრით, პოლიცია და ექიმი უნდა გამოიძახოთ. არავინ
იცის, რა შეიძლება მოხდეს.
‒ ეს წარმოუდგენელია, რომ ვინმე გამოვიძახო! ‒ მტკიცედ თქვა
ლიზამ და კარი მიხურა.

253
ერთ წამში დაუბრუნდა ჩვეული მედიდურობა და თავდაცვის ინ-
სტინქტი.
ნათანი საჭეს მიუჯდა და წრე დაარტყა. სიჩქარის აკრეფას აპი-
რებდა, როცა სახლიდან ბონი გამოიქცა.
– მეც მოვდივარ, მამიკო! – დაუძახა და მანქანის კარი გამოაღო.
– არა, საყვარელო, შინ დაბრუნდი! ბებიას მიეხმარე, მარტო არ
დატოვო.
– შენთან ყოფნა მირჩევნია.
მანქანაში მოკალათდა და კარი დახურა.
‒ რა მოხდა, მამა? ‒ ჰკითხა და ნამძინარევმა თვალები მოიფ-
შვნიტა.
„ესე იგი ნასვამი პაპამისი არ უნახავს. მით უკეთესი”.
– ამაზე მერე ვისაუბროთ, საყვარელო, ახლა კი ღვედი შეიკარი.
ნათანმა სიჩქარეს მოუმატა და თავდაღმართზე დაეშვა.
გეზი ქალაქის ცენტრისკენ აიღო.
‒ მისმინე, საყვარელო, მინისაბარგულში ჩემი მობილური ტე-
ლეფონია, აკრიფე 911 და სთხოვე, პოლიციის შერიფთან დაგაკავ-
შირონ.
თავგადასავლში მონაწილეობით გახარებულმა ბონიმ დავალე-
ბა ზედმიწევნით შეასრულა. მეორე ზარის შემდეგ მამას ტელეფონი
ამაყად გაუწოდა.
– სტოკბრიჯის შერიფის ბიურო, თუ შეიძლება თქვენი სახელი და
გვარი, – სთხოვა ოფიცერმა.
‒ მე ნათან დელ ამიკო მქვია, ახლა ჩემი სიდედრ-სიმამრის, ლი-
ზა და ჯეფრი უექსლერების სახლში ვარ. მინდა გავიგო, აქ სადმე ახ-
ლოს მომხდარი ავარიის შესახებ ხომ არ შეუტყობინებიათ.
‒ მართლაც მოხდა ავარია ლენოქსისა და 183-ე ქუჩის გადაკვე-
თაზე. თქვენ რამე ხომ არ დაგინახავთ, ბატონო?
– მე... ჯერ არ ვიცი, გმადლობთ და ნახვამდის.
ტელეფონი მაშინვე გათიშა, რომ პოლიციელს კიდევ რამე არ
ეკითხა.ხუთ წუთში მითითებულ ადგილზე, ქალაქის გასასვლელთან
ახლომდებარე გზაჯვარედინზე იყო. პოლიციის სამი ციმციმებჩართ-

254
ული მანქანი იდგა. ერთი პოლიციელი მოძრაობას აწესრიგებდა,
რათა საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი სასწრაფო დახმა-
რების მანქანისთვის გზა გაეთავისუფლებინა. როდესაც სინათლისა
და ხმოვანი სიგნალებით ახმაურებულ ადგილს მიუახლოვდა, ნათა-
ნი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. არსებული
არეულობის გამო ვერ გაიაზრა მომხდარის სიმძიმე, რადგან არც
დაზიანებული მანქანა მოჩანდა და არც დაზარალებული.
– რა მოხდა, მამა? რა მოხდა? – ეკითხებოდა ბონი, რომელიც
სულ უფრო ღელავდა.
– არ ვიცი, საყვარელო.
გაჩერებას აპირებდა, როდესაც პოლიციელმა გზის ნაპირზე, მო-
შორებით გადასვლა ანიშნა. ადვოკატმა მოიბოდიშა, როგორც კა-
ნონი მოითხოვს, მანქანაშივე დარჩა, ხელები საჭეზე ეწყო და ელო-
და, როდის მივიდოდა მასთან პოლიციის ოფიცერი.
იქიდან, სადაც ახლა იმყოფებოდა, ექიმები ჩანდნენ, რომლებიც
თხრილიდან ამოყვანილ პატარა უსიცოცხლო სხეულს თავს დას-
ტრიალებდნენ.
უეჭველია, ბავშვი იყო, მისი გოგონას ასაკის, ფლუორესცენციუ-
ლი ქურთუკი ეცვა, რათა ღამის სიბნელეში მძღოლს შეემჩნია.
„ღმერთო ჩემო, საწყალი ბიჭი! ჯეფრი ხათაბალაში გაება”.
– მკვდარია? – იკითხა ბონიმ და სავარძლიდან წამოიწია.
– იმედია, არა, საყვარელო. ალბათ, გონება დაკარგა. დაჯექი,
არ შეიძლება ასე ყურება.
გოგონა კალთაში ჩაისვა. მან თავი მის მკერდში ჩარგო, ნათანმა
ნელა დაიწყო რწევა, თითქოს პატარას აძინებსო.
„ჯანდაბა, რატომ გაიქცა ჯეფრი? ის ხომ ადვოკატია და კარგად
იცის შემთხვევის ადგილიდან მიმალვა უკვე სისხლის სამართლის
დანაშაულია”.
ნათანმა გვერდით გაიხედა და პოლიციელი შენიშნა, რომელიც
ფარნით მისი მანქანისკენ მოემართებოდა.
სასწრაფო დახმარების მანქანის კარი მიხურეს და ისიც ადგილი-
დან მოწყდა, რომ ბავშვი საავადმყოფოში გადაეყვანა...თუ მორგში?

255
ღმერთო, ოღონდ ეს ბიჭი არ მოკვდეს.
ნათანმა თხრილისკენ გაიხედა. ძლიერი შეჯახების გამო ველო-
სიპედისგან ბევრი აღარაფერი დარჩენილიყო. სამაშველო სამსახუ-
რის ერთ-ერთი თანამშრომელი თხრილიდან ამოვიდა. ცალ ხელში
დახეული ზურგჩანთა და მასზე მიმაგრებული ჩაფხუტი ეჭირა, რო-
მელიც ბიჭმა თავზე არ დაიხურა, ხოლო მეორე ხელში ‒ მისი ჯიპის
ბორბლის ალუმინის ფერსო.
„თუ ბიჭი მკვდარია, ჯეფრის მკვლელობისთვის გაასამართლე-
ბენ”.
ნათანმა მაშინვე იგრძნო, ახლა ადვოკატივით ფიქრობდა.
„მართვის მოწმობის გარეშე მართვა, მანქანის განმეორებით
მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში, შემთხვევის ადგილიდან მი-
მალვა, განსაცდელში მყოფი ადამიანის მიტოვება... ეს ყველაფერი
დამამძიმებელი გარემოებებია”.
კარგად იცოდა, ასეთ შემთხვევებში სასჯელი ოცდახუთწლიან
პატიმრობას ითვალისწინებდა. ისეთ საქმესაც იცნობდა, როცა მო-
სამართლემ რეციდივისტი განზრახ მკვლელობისთვის გაასამარ-
თლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
„ციხე! ციხე!” ეს რეალობა უტრიალებდა გონებაში.
პოლიციელმა ჯიპს ფარანი მიანათა. სიბნელის მიუხედავად, მან
მაშინვე შენიშნა მანქანაზე ნაკაწრები და ერთ ბორბალზე ნაკლული
ფერსო.
„ჯეფრი ვერ გადაიტანს. ციხეში მხოლოდ რამდენიმე თვეს იცოც-
ხლებს. რაც შეეხება ლიზას, მისთვის ქმრის დაპატიმრება სამუდამო
სირცხვილი იქნება”.
და მელორი! ნათანი მალე მოკვდება, ახლა ეს დანამდვილებით
იცის. ის ვეღარ იქნება მის გვერდით, რომ ანუგეშოს, მელორი მარ-
ტო, დაბნეული იქნება. ქმარი სასაფლაოზე, მამა ციხეში, დედა შერ-
ცხვენილი.
„ეს იქნება დასასრული, ‒ გაიფიქრა მან, ‒ უექსლერების დასას-
რული”.
– მამა, ეს შენი ბოთლია? ბონის ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა,რო-

256
მელშიც სამი მეოთხედიღა დარჩენილიყო. გოგონამ ის სავარძლის
ქვეშ იპოვა.
ესღა აკლდა.
– ხელი არ მოკიდო, საყვარელო.
პოლიციელმა ანიშნა, ფანჯარა ჩაეწია.
ადვოკატმა ნაბრძანები ზანტად შეასრულა.
მანქანაში ერთბაშად შეიჭრა მტრული ღამის გაყინული ჰაერი.
ნათანი მელორიზე ფიქრობდა. წინ მძიმე საათები ელოდა. ღრმად
ჩაისუნთქა.
– ეს მე... მე დავეჯახე იმ ბავშვს.

257
24

„ამა თუ იმ თვალსაზრისით უსაფრთხოების უზრუნველყოფა


შესაძლებელია, მაგრამ სიკვდილს რაც შეეხება, ჩვენ, ადამიანები,
უგალავნო ქალაქში ვცხოვრობთ”.
ეპიკურე

პიტსფილდის საავადმყოფო ‒ სასწრაფო დახმარების განყოფი-


ლება – 20 სთ და 06 წთ
– კლერ, თქვენი დახმარება გვჭირდება!
კლერ ჯულიანის, პრაქტიკანტად მომუშავე ახალგაზრდა ექიმს,
თავისი ცვლა რამდენიმე წუთის დამთავრებული ჰქონდა,
როდესაც მედდების უფროსმა დაუძახა. მისი შემცვლელი ჯერ არ
იყო მოსული, რამდენიმე წამში კი მძიმედ დაზარალებული უნდა მი-
ეღოთ. ათ წამზე ნაკლებ დროში კლერმა შალის ქუდი და პალტო
რამდენიმე წუთის წინ ლითონის კარადაში შენახული ექიმის თეთრი
ხალათით შეცვალა.
კონცენტრაცია სწრაფად უნდა მოეხდინა. სულ ერთი თვე იყო,
რაც თავის პაციენტებზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს და
მუდმივად თან სდევდა შიში, მოახერხებდა თუ არა ყველაფრის სა-
ჭიროებისამებრ შესრულებას. სიმართლე ითქვას, პირველი თვე
არც ისე სასიამოვნო გამოდგა: ექიმი, ვინც მას კურირებდა, სხვების
თანდასწრებით მოურიდებლად აკრიტიკებდა. კლერი ასეთ მოპ-
ყრობას ძალიან განიცდიდა. რთულია თავის დამკვიდრება, როცა
მხოლოდ ოცდაოთხი წლის ხარ.
ავტოსადგომზე შემოსული სასწრაფო დახმარების მანქანის სი-
რენების კივილმა სისხლი გაუყინა. იმ საღამოს მარტო იყო, ყველა-
ფერი დამოუკიდებლად უნდა მოეგვარებინა. რამდენიმე წამის შემ-
დეგ კარი გაიღო და საკაცე შემოაგორეს, რომელსაც სასწრაფო
დახმარების ბრიგადა მოჰყვებოდა. კლერმა ღრმად ამოისუნთქა და
მოქმედებას შეუდგა.
– რა ხდება, არმანდო? – ჰკითხა პირველივე ექიმს.

258
‒ შვიდი წლის ბავშვი მანქანამ გაიტანა. უკვე ოცი წუთია, კომა-
შია. მენჯის, ნეკნების დიდი წვივის ძვლის მრავალრიცხოვანი დაჟე-
ჟილობები და მოტეხილობები. გლაზგოს კომის შკალით მაჩვენებე-
ლია 6, წნევა 9, პულსი 110, სატურაცია ნორმალური. უცნობია ადრე
გადატანილი აქვს თუ არა მსგავსი შემთხვევა.
კლერი ბავშვისკენ დაიხარა. სასწრაფო დახმარების ექიმებს
მისთვის ვენებში საწვეთური უკვე ჩაედგათ, წნევის დაცემისთვის ხე-
ლი რომ შეეშალათ. სტეტოსკოპი მკერდის მარცხენა მხარეს დაადო
და სუნთქვა შეამოწმა.
„კარგია, ჰემოთორაქსი არა აქვს”.
შემდეგ მუცელი მოსინჯა.
„ელენთა არ არის გამსკდარი”.
‒ კარგი. დამჭირდება იონოგრაფია, სისხლის სრული და კოაგუ-
ლაციის ანალიზი.
„დაწყნარდი, კლერ”.
‒ კიდევ: თავის ტვინის სკანირება, რენტგენი გულმკერდის, მენ-
ჯის, კისრის მალების, მხრების...
„რაღაც გავიწყდება, მეგობარო, რაღაც გავიწყდება”...
‒ და დიდი წვივის ძვლის. მიდით, ყველანი ვმუშაობთ! ‒ დაიძახა
მან. ჩემს ნიშანზე ავწიოთ: ერთი, ორი....
– ...სამი! სამი-მეთქი, გესმის! ერთი მუშტის მოქნევა და სამივე
გავაგორე. არ უნდა გამაცოფო, ხომ გაიგე!

ნათანი თანამოსაკნეს ყურს არ უგდებდა. ეს იყო ნასვამი მამაკა-


ცი, რომელიც სუპერმარკეტში ატეხილი ჩხუბის გამო დააპატიმრეს
და მასთან ერთად პოლიციის განყოფილების ერთადერთ თავისუ-
ფალ საკანში მოათავსეს. უკვე თხუთმეტი წუთი გავიდა გისოსებიანი
კარის მიხურვის შემდეგ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა იმ აზრს,
რომ ღამის ციხეში გატარება მოუწევდა. სულ მცირე დრო საკმარისი
აღმოჩნდა, პატივსაცემმი ადვოკატის რეპუტაცია ნაძირალას სა-
ხელზე გაეცვალა, რომელმაც მანქანით ბავშვი გაიტანა და შემდეგ
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯეფრის მიერ გატანილი ბავშვის

259
სახეს ვერ ივიწყებდა. ფლუორესცენციულ ქურთუკში გახვეული
სუსტი და უსულო სხეული. მისი ამბავი პოლიციელებს ჰაკითხა, მაგ-
რამ პასუხის გაცემა არავინ ისურვა. ნაძირალებს არ ელაპარაკები-
ან.
მხოლოდ ერთი რამ შეიტყო: მას ბენ გრინფილდი ერქვა.
„კევინი, კანდისი, პატარა ბენი”...
ამიერიდან მის ყოველ ნაბიჯს თან სდევდა სიკვდილი. ქუჩის ყო-
ველ კუთხეში უდანაშაულო მსხვერპლი ხვდებოდა, რომ ბოლოს მი-
სი რიგიც დამდგარიყო. გარეტი მართალს ამბობდა: სიკვდილი
ყველგანაა. ეს საზარელი რეალობა, რომლისთვისაც აქამდე თვა-
ლის გასწორებას ვერ ბედავდა, ახლა უეცარი სიცხადით წარმოუდგა
და სამყაროს მისეული აღქმა სრულიად შეცვალა.
„ღმერთო, როგორ ცივა აქ. ეს იდიოტი აღარ დაამთავრებს ლაყ-
ბობას”...
გადაჯვარედინებული ხელებით მხრები დაიზილა. დაღლილობი-
სა და უღონობისგან ძალაგამოცლილი იყო, თუმცა იცოდა, თვალს
ვერ მოხუჭავდა.
კევინი, კანდისი, ბენი... მათი დაჭრილი თუ უსიცოცხლო სხე-
ულების ხილვა მასში პანიკასა და უძლურებას იწვევდა. ხის ვიწრო
სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. უკანასკნელი ორი საათის
მოვლენებმა თვალწინ გაურბინა.
იმ წამს, როცა პოლიციელმა ფანჯრის გაღება სთხოვა, დრო
თითქოს გაფართოვდა, აზრები კი ერთმანეთში აერია. გონებაში
ელვისებურად გაუელვა, რომ მისი, ძველი მოსამსახურის ვაჟიშვი-
ლის ხელში იყო პრესტიჟული ოჯახის ბედ-იღბალი. ის, სხვა წრიდან
მოსული, რომელიც ცოლის ოჯახმა თავისიანად მაინც არ ცნო, ახლა
მათ გადარჩენას შეძლებდა. ასეც მოიქცა. რადგან უექსლერების
ღირსებაზე იყო დამოკიდებული მისი ცხოვრების ორი უმნიშვნელო-
ვანესი ადამიანის მომავალი. ამიერიდან, მნიშვნელობა მხოლოდ
მელორისა და ბონის სიყვარულს ჰქონდა.
„მელორის ვერ დავკარგავ, – გაიფიქრა მან. – ის რომ დავკარგო,
ყველაფერს ვკარგავ”.

260
მანქანიდან გადასვლა სთხოვეს მკვეთრი მოძრაობის გარეშე.
შემდეგ გაჩხრიკეს და ბორკილები დაადეს. კარგად იცოდა, მის გო-
გონას ეს სცენა მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებოდა: ბორკილდა-
დებული მამამისი პოლიციის მანქანას ციხეში მიჰყავს. ციხეში. რა
შეიძლებოდა ეფიქრა? სინამდვილეში, რა იცოდა ბონიმ მამის პრო-
ფესიის შესახებ? ბევრი არც არაფერი. ერთხელ აუხსნა, რომ დიდი
საწარმოების ადვოკატი იყო, მაგრამ გოგონასთვის ეს არაფერს
ნიშნავდა. ამის ნაცვლად, ბონიმ კარგად იცოდა, რა არის პოლიცია
და რომ ის დამნაშავეებს აკავებს და პოლიციამმ ახლა მამამისი და-
აპატიმრა.
პოლიციელებმა მისი სიმამრის მიერ სანახევროდ გამოცლილი
ვისკის ბოთლი იპოვეს. მასაჩუსეტსში მანქანით ალკოჰოლური სას-
მელის გადატანა აკრძალულია. ეს კიდევ ერთ დანაშაულად ითვლე-
ბოდა და ნათანის ბრალეულობას დაამძიმებდა. სულ მცირედით აი-
ცილა კატასტროფა, რადგან პოლიციელისთვის, რომელმაც ჩვენე-
ბა ჩამოართვა, მანქანაში სასმელის გახსნილი ბოთლის აღმოჩენა
ავტომატურად არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასაც გულის-
ხმობდა. ნათანმა სასტიკად გააპროტესტა და სიფხიზლის ტესტის ჩა-
ტარებას დათანხმდა: მზერის გაყოლება თითისთვის, ერთი ხელის
თითებზე სწრაფად შეხება მეორე ხელის ცერით ჯერ ერთი, მერე სა-
პირისპირო მიმართულებით. პოლიციელი რომ ვერ დაარწმუნა, მა-
შინ სიმთვრალეზე ტესტის ჩატარება მოითხოვა, რასაკვირველია,
მის სისხლში ალკოჰოლის ერთი გრამიც კი არ იყო. პოლიციელებს
ტესტის შედეგმა ისე გაუცრუა იმედი, რომ სამჯერ კიდევ გაიმეორეს,
თუმცა პასუხი ისევ იგივე იყო. ამიტომ „მხოლოდ” შემთხვევის ადგი-
ლიდან მიმალვისთვის დააპატიმრეს.
საქმე მეტად მძიმე იყო. ადვოკატთა ელიტის წევრობა სრულე-
ბით არ ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან: მისი მიზეზით მომ-
ხდარ ავარიას შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა და ამის-
თვის რამდენიმე წელი ციხეში უნდა გაეტარებინა. მდგომარეობას
კიდევ უფრო გაართულებდა ბენის გარდაცვალება.
‒ ეშმაკმა დალახვროს, აქ ტრაკის მოყინვა შეიძლება –ჩაიბურ-

261
დღუნა მის გვერდით მჯდომმა.
ნათანმა ამოიოხრა. ამ ტიპისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია.
სულით არ უნდა დაცემულიყო. ხვალ მოსამართლე გირაოს რაოდე-
ნობას განსაზღვრავს ‒ უეჭველად ასტრონომიული ციფრი იქნება ‒
და მას პირობით გაათავისუფლებენ. საქმის სასამართლოში გან-
ხილვის დროისთვის, რაც რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართება, ის
უკვე ცოცხალი აღარ იქნება. ის სხვა, უფრო მკაცრი მსაჯულის წინა-
შე წარდგება, ვიდრე მასაჩუსეტსის სასამართლოს მოსამართლე.

იმავე დროს ასიოდე კილომეტრის დაშორებით, ნორვალკის სა-


ბაყლოს წინ მდებარე ავტოსადგომზე, ებიმ თავისი პატარა კუპერი
გააჩერა. მანქანის კაპოტზე საგზაო რუკა გაშალა, რათა სტოკბრი-
ჯისკენ მიმავალი საუკეთესო მარშრუტი აერჩია.
– ა-ცხი! ა-ცხი!
რამდენჯერმე დააცემინა ებიმ. სასტიკი სურდო ჰქონდა, რასაც
თავის ტკივილიც ერთვოდა. ამას დაემატა სველი თოვა, რომელიც
ისევ დაიწყო და სათვალის მინებს უსველებდა. რა საზიზღრობაა!
რამდენჯერმე სცადა ლინზების ტარება, მაგრამ ვერ შეეგუა.
ლამის მეასედ გაიხსენა უფროსთან დილანდელი საუბარი. ვე-
რაფრით იჯერებდა, რომ ეს სინამდვილეა. ნათანი ციხეში! დაპატიმ-
რებამდე ერთი სატელეფონო ზარის უფლება ჰქონდა და მანაც სამ-
სახურში დარეკვა არჩია. ჯერ ჯორდანი იკითხა, მაგრამ ის ადგილზე
არ აღმოჩნდა, ამიტომ ყურმილი ებიმ აიღო. ქალმა მის ხმაში სასო-
წარკვეთა იგრძნო. გული ეტკინა და მაშინვე გადაწყვიტა, ადგილზე
წასულიყო. წარმოუდგენელია, როგორ შეეძლო ბავშვის შემთხვე-
ვის ადგილზე მიტოვება?
სიმართლე ითქვას, იცნობდა კი ადამიანებს? იქნებ მისთვის ყვე-
ლა იდეალურია? სამსახურში უფროსთან მართლაც შესაშური ურ-
თიერთგაგება ჰქონდა, ერთად ორივენი შესანიშნავ გუნდს ქმნიდ-
ნენ. სხვებისთვის მისი უფროსი კარიერისტი, დაუნდობელი ცინიკო-
სი, ყველა სახის კომპრომისზე წამსვლელი ადამიანი იყო, მაგრამ
ები ნათანის სხვა მხარესაც იცნობდა, მყიფესა და მოყოყმანეს. ზოგ-

262
ჯერ, მზიან ამინდში, შესვენებაზე სენდვიჩის საჭმელად ერთად მი-
დიოდნენ ბრაიანტ-პარკში. ასეთ დროს მათ შორის მართლაც სა-
ოცარი სიახლოვე იგრძნობოდა. მასში იყო რაღაც ძალიან მიმზიდ-
ველი, თითქმის ბავშვური.
ნათანის ცოლთან გაყრის შემდეგ ების იმედი ჰქონდა, რომ და-
ახლოვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. კარგად ხედავდა, ისევ რო-
გორ იყო მიჯაჭვული მელორიზე. ორივე ერთად რამდენჯერმე ნახა,
ჯერ კიდევ სან-დიეგოში მუშაობის დროს. უცნაური წყვილი იყო, მა-
შინვე შენიშნა მათ შორის არსებული უხილავი კავშირი.

პიტსფილდის საავადმყოფო
მოსაცდელი დარბაზი
1 სთ და 24 წუთი
– ბატონი და ქალბატონი გრინფილდი ბრძანდებით?
კლერ ჯულიანიმ შიშით გადაჭრა მოსაცდელი დარბაზი, იცოდა,
ასეთი შეხვედრა გარდაუვალი იყო.
– დიახ, ქალბატონო.
წყვილი, რომელიც უკვე რამდენიმე საათია იცდიდა, ფეხზე წა-
მოდგა. ორივენი მომლოდინედ შეაცქერდნენ ახალგაზრდა პრაქტი-
კანტს. დედა თვალცრემლიანი იყო, მამის მზერაში მრისხანება
იკითხებოდა.
‒ მე ექიმი ჯულიანი ვარ. ბენს აქ მოსვლისთანავე მე ვმკურნა-
ლობ...
‒ ღმერთო, როგორ არის, ექიმო? ‒ შეაწყვეტინა დედამ. შეიძ-
ლება ვნახოთ?
– თქვენს შვილს მრავლობითი მოტეხილობა აქვს, – განაგრძო
კლერმა. ‒ სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ, თუმცა თავის
ქალას დაზიანება მიიღო, რამაც თავის ტვინის დაჟეჟილობა გამოიწ-
ვია ქალისშიდა სისხლჩაქცევით.
– ქალისშიდა სისხლჩაქცევით?
– ეს... ეს შეშუპებაა, ქალბატონო. შეშუპება, რომელიც თავის
ტვინს აწვება. ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავის ქა-

263
ლის შიდა წნევის ზრდა არ მოხდეს და მინდა, დაგარწმუნოთ...
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ‒ გაღიზიანებით შეეკითხა მამა.
‒ ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის გამოვა
თქვენი ვაჟი კომიდან, ‒ მშვიდად აუხსნა კლერმა. შეიძლება, ამას
რამდენიმე საათი დასჭირდეს, შესაძლოა, უფრო მეტი ხანი... უნდა
დაველოდოთ.
– რას დაველოდოთ? გაიღვიძებს თუ მცენარესავით არსებობას
გააგრძელებს?
კლერმა დამშვიდება სცადა.
‒ ბატონო, იმედს ნუ დაკარგავთ, ‒ და ხელი თანამოსაუბრეს თა-
ნაგრძნობის ნიშნად მხარზე დაადო.
მაგრამ ამ უკანასკნელმა მისი ხელი უხეშად მოიშორა და გამწა-
რებულმა მუშტი რამდენჯერმე ჩასცხო წყლის აპარატს.
– მოვკლავ! თუ ბენი გონს არ მოვიდა, იმ ნაძირალა ადვოკატს
ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს!

19 დეკემბერი
– ამ დანაშაულს შენ თავზე არავითარ შემთხვევაში არ აიღებ, ეს
გონებაშიც კი არ გაივლო!
ჯეფრი უექსლერი და მისი სიძე 90-ე გზატკეცილის მძღოლების-
თვის განკუთვნილი რესტორნის უკანა დარბაზში ისხდნენ. ბევრი ყა-
ვა შეუკვეთეს. მათი მაგიდის თავზე კოკა-კოლას კედლის ძველი სა-
ათი დილის ათ საათს უჩვენებდა. გარშემო ბევრი ხალხი იყო: ადგი-
ლობრივი რადიოსადგურის ცნობით, უახლოეს საათებში გზებზე
ლიპყინულის გაჩენა იყო ნავარაუდევი. სატვირთო მანქანების
მძღოლების ხმამაღალ საუბარს მანქანების დაუსრულებელი მი-
მოსვლის ხმა ერთვოდა.
ნათანი ნახევარი საათით ადრე გაათავისუფლა შერიფის თანა-
შემწემ, ვინმე ტომი დილუკამ. შუაღამისას ადვოკატმა ტუალეტში
გასვლა სთხოვა. მან არა მხოლოდ თხოვნა არ შეუსრულა, რამდე-
ნიმე უხამსი ფრაზით გაუმასპინძლდა და იმასაც მოუყვა რა ტანჯვა
ელოდა წინ ლოუელის პენიტენციარული დაწესებულების პატიმრე-

264
ბისგან, როცა იქ ოცი წლით გაამწესებდნენ.
ჯეფრიმ გირაოს თანხა, ორმოცდაათი ათასი დოლარი, სრულად
გადაიხადა, ხოლო ებიმ ფორმალური მხარის მოგვარება ითავა. ნა-
თანმა დაუყოვნებლივ მიიღო თავისი პირადი ნივთები. მხოლოდ
ერთი სურვილი ჰქონდა: რაც შეიძლება მალე გაეღწია გარეთ.
‒ დროებით, ‒ ცბიერი ღიმილით დაემშვიდობა შერიფის თანა-
შემწე.
ადვოკატმა თავი ძლივს შეიკავა. ხმა არ გასცა, წელში გაიმართა,
თუმცა ხის სკამზე გატარებული უძილო ღამის შემდეგ მთელი ხერ-
ხემალი სტკიოდა. როცა თავისუფლებამდე არსებულ უკანასკნელ
ბარიერს, შემინულ კარს აღებდა, საკუთარი ლოყებჩაცვენილი ანა-
რეკლი დაინახა: მოჩვენებას ჰგავდა, თითქოს ერთ ღამეში რამდე-
ნიმე წლით დაბერდა.
მძღოლის თანხლებით მოსული ჯეფრი გარეთ, დილის სიცივეში
ელოდებოდა. სუფთად გაპარსული, ქიშმირის ელეგანტურ პალტო-
ში გამოწყობილი, კომანდორის ქანდაკებას ჰგავდა. უექსლერი სა-
იმედოობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ძნელი წარმოსადგენი იყო,
რომ ამ კაცმა რამდენიმე საათის წინ ბავშვი კომაში ჩააგდო. მხო-
ლოდ სიგარის ხშირი ნაფაზი მოწმობდა მის ნერვიულობას.
ჯეფრის არ უყვარდა სინაზის გამოჩენა, ამიტომ მანქანაში ჩამ-
ჯდარ სიძეის მხოლოდ მხარზე ხელი დაჰკრა გასამხნევებლად. რო-
გორც კი ხელში მობილური ტელეფონი ჩაიგდო, ნათანმა მაშინვე
მელორის დაურეკა ბრაზილიაში, მაგრამ ამაოდ, რამდენიმე ზარის
შემდეგ ავტომოპასუხე ჩაირთო. ჯეფრიმაც რამდენჯერმე სცადა თა-
ვისი ტელეფონიდან დარეკვა, მაგრამ არც მას გაუმართლა.
მძღოლმა ორივე გზატკეცილზე მდებარე რესტორანთან ჩამოსვა.
მათ იცოდნენ, საუბრისთვის დრო არ უნდა დაეშურებინათ.
– ამ დანაშაულს შენს თავზე არავითარ შემთხვევაში არ აიღებ! –
გაიმეორა ჯეფრიმ და ფორმიკასგან დამზადებულ პატარა მაგიდას
მუშტი დაჰკრა.
– გარწმუნებთ, ყველასთვის ასე აჯობებს.
‒ მისმინე, მე ალკოჰოლიკი ვარ, მაგრამ არა ლაჩარი. არ ვაპირ-

265
ებ, საკუთარ პასუხისმგებლობას გავექცე.
ნათანს არ სურდა ამ მიმართულებით საუბრის გაგრძელება.
– ახლა თქვენი პასუხისმგებლობა ისაა, ოჯახზე იზრუნოთ, მე კი,
რაც გადავწყვიტე, იმის განხორციელების საშუალება მომეცით.
მოხუცმა ადვოკატმა არ დაუთმო:
‒ მე შენთვის არაფერი მითხოვია, ეს დანაშაული შენი ჩადენილი
არ არის. ამიტომ, რაც გადაწყვიტე, სწორი არ არის. ჩემზე უკეთ მო-
გეხსენება, როგორ რისკავ.
‒ იმაზე მეტად არა, ვიდრე თქვენ, ჯეფრი. თქვენ რა, ციხეში სიკ-
ვდილი გინდათ?
– გმირობანას ნუ თამაშობ, ნათან. მოდი, რეალისტები ვიყოთ:
ჩემი ცხოვრება მიილია. შენ კი გოგონა გყავს, რომელსაც სჭირდე-
ბი. და კიდევ... კარგად იცი, მელორისთან ყველაფერი შეიძლება
ჯერ კიდევ არ დამთავრებულა... ცოტა მეტი პასუხისმგებლობა და
ყურადღება გამოიჩინე!
– ჯეფრი, მათ თქვენ უფრო სჭირდებით, – უპასუხა ნათანმა და
მზერა აარიდა.
უექსლერმა წარბი შეიკრა.
– არ მესმის, რისი თქმა გინდა.
ნათანმა ამოიოხრა იძულებული იყო, სიმამრისთვის სიმარ-
თლის ნაწილი გაემხილა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა,
თუმცა შიკრიკების თაობაზე სიტყვის დაძვრას არ აპირებდა. რამდე-
ნიმე წამს ყოყმანობდა, შემდეგ თქვა:
‒ მისმინეთ... მე მალე მოვკვდები, ჯეფრი.
– რას ბოდავ?
– ავად ვარ.
– დამცინი?
– არა, ეს სიმართლეა.
– რას ამბობ? ეს... კიბოა?
ნათანმა თავი ჩაქინდრა.
ბეფრი უექსლერი თავზარდაცემული იყო. ნათანს სიკვდილი
ელის!

266
‒ კი მაგრამ.. .მაგრამ... კომპეტენტურ ექიმებს მაინც თუ მიმარ-
თე? ‒ ჰკითხა ენის ბორძიკით.‒ ხომ იცი, მასაჩუსეტსის ცენტრალუ-
რი ჰოსპიტლის საუკეთესო ექიმებს ვიცნობ.
– აზრი არა აქვს, ჯეფრი, მალე მოვკვდები.
– ჰო, მაგრამ, შენ ხომ ჯერ ორმოცი წლისაც არ ხარ. ორმოცი
წლის ასაკში არ კვდებიანს ‒ წამოიყვირა მან, რის გამოც მეზობელ
მაგიდებზე სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა მათ უყურებდა.
– რას იზამ.
– რა ჯანდაბაა!
მოხუცმა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. ლოყაზე ცრემლი
ჩამოუგორდა, თუმცა ემოციის დაფარვა არც უცდია.
– რამდენი ხანი დარჩა?
– ბევრი არაფერი. რამდენიმე თვე... შეიძლება ნაკლებიც.
‒ ეშმაკმა წაიღოს, ‒ ჩაიბუტბუტა ჯეფრიმ, რადგან არ იცოდა,
სხვა რა ეთქვა.
ნათანმა მტკიცე ტონით განაგრძო:
‒ მისმინეთ, არავის არაფერი უთხრათ, ჯეფრი, განსაკუთრებით
კი მელორის. მოგვიანებით მე თვითონ გავაფრთხილებ.
– რა თქმა უნდა, – წაილუღლუოღა მან.
‒ მოუარეთ, ჯეფრი. ხომ იცით, გაღმერთებთ. თქვენ მას სჭირდე-
ბით, უფრო ხშირად რატომ არ ურეკავთ?
– იმიტომ, რომ მრცხვენია, – აღიარა მოხუცმა.
‒ რისი გრცხვენიათ?
– იმის, რომ თავს ვერ ვერევი, მრცხვენია, რომ სმის შეწყვეტას
ვერ ვახერხებ...
– ხომ იცით, სისუსტე ყველას აქვს.
ყველაფერი ამოყირავდა. ნათანი კვდებოდა და ახლა მას უწევდა
სიმამრის დამშვიდება! ჯეფრიმ არ იცოდა, როგორ გამოეხატა თავი-
სი თანადგომა. ის მართლაც ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ სიძე
გადაერჩინა. გონებაში წარსულის მოგონებათა ნაწილი ამოუტივ-
ტივდა: ათი წლის ნათანი გაახსენდა რომელიც სათევზაოდ მიჰყავ-
და,კიდევ ნეკერჩხლის სიროფის მოსაგროვებლად ხეტიალი. მაშინ

267
ნათანს, როგორც ვაჟიშვილს, ისე ექცეოდა, სწავლაში მის დახმარე-
ბას გეგმავდა. მოგვიანებით ერთად იმუშავებდნენ, შეიძლებოდა სა-
კუთარი ოფისიც დაეარსებინათ (უექსლერი-ენდ-დელ ამიკო), ერ-
თად იბრძოლებდნენ სამართლიანობისთვის: ადამიანების რეაბი-
ლიტაციას შეუწყობდნენ ხელს, დაიცავდნენ სუსტებს. მაგრამ სამა-
ჯურის საქმემ და სასმელმა ყველაფერი გააფუჭა. სასმელი და ფუ-
ლი! ეს ნაგავი ფული ყველაფერს აფუჭებდა, ნამდვილ შინაარსს აც-
ლიდა ყველაფერს და ბოლო ერთი ჰქონდა: სიკვდილი.
მოხუც სხეული დაებურძგლა, ზურგის ტვინიდან მოყოლებული,
მხრებისა და მუცლის გავლით. ვერც კი გააცნობიერა, გუშინ საღა-
მოს რომ ბავშვი გაიტანა. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მოს-
ვლოდა? ასე დაცემა როგორ დაუშვა?
აქამდეც უამრავჯერ დაუდია პირობა, რომ სმას თავს დაანებებ-
და, კიდევ ერთხელ დაიფიცა, რომ აღარასოდეს ერთ წვეთ ალკო-
ჰოლსაც კი არ გაეკარებოდა.
„ღმერთო, დამეხმარე”, ‒ ევედრებოდა გონებაში, ‒ თუმცა კარ-
გად იცოდა, ღმერთმა დიდი ხანია საკუთარი ბედ-იღბლის ანაბარა
დატოვა.
– ნება მომეცი, შენი ადვოკატი ვიყო, – უეცრად უთხრა ნათანს,
– ამ საქმეში მე დაგიცავ.
მისი აზრით, ამის შესრულებაღა შეეძლო კარგად.
ნათანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
‒ აქედან დაგაძვრენ, ‒ შეჰპირდა ჯეფრი და თვალები ძველებუ-
რად აუელვარდა. ‒ ძნელი საქმეა, მაგრამ პროკურორთან შეთან-
ხმებას მივაღწევ: ვთქვათ, პრობაციის თვრამეტი თვე და ასობით სა-
ათი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებისთვის. ამას მი-
ვაღწევ, მე საუკეთესო ვარ...
ნათანმა ყავა მოსვა, გაიღიმა და უპასუხა:
– ჩემ შემდეგ, თქვენ საუკეთესო ხართ.
თითქოს ურთიერთგაგების ამ მომენტის აღნიშვნა სურსო, ღრუბ-
ლებიდან მზემ გამოანათა. ორივე ადვოკატი ფანჯრისკენ შებრუნდა,
რომ სითბოს ახალი წყაროთი დამტკბარიყო.

268
სწორედ იმ წუთს ებიმ რესტორნის ავტოსადგომზე შეუხვია, რად-
გან მათი შეხვედრა აქ იყო დათქმული. ჯეფრის თხოვნით, მან ნათა-
ნის ჯიპი გამოიყენა. რაკი ნათანი ავარიის დროს ნასვამი არ იყო,
ამიტომ პოლიციას მისთვის მანქანა არ ჩამოურთმევია და ბრალის
დადებამდე მართვის უფლებაც ჰქონდა.
ნათანმა მდივანს ხელი დაუქნია.
– მანჰეტენამდე ჩაგიყვანს, – უთხრა ჯეფრიმ და წამოდგა. – მისი
მანქანის ჩაყვანაზე მე ვიზრუნებ.
– ბონი თან მიმყავს, – გადაჭრით აცნობა ნათანმა.
ჯეფრი მოულოდნელობისსგსნ შეცბა.
‒ მისმინე... ლიზამ ამ დილას ორი დღით ნანტაკეტში წაიყვანა,
ის...
– რაა! რა უფლება გაქვთ, ასეთ დროს ბავშვი წამართვათ!
‒ არავინ გართმევს, ნათან. როგორც კი ჩამოვა, ნიუ-იორკში წა-
მოვაყვანინებ. სიტყვას გაძლევ. იქამდე ცოტა დაისვენე.
– კი მაგრამ, დრო აღარ მაქვს, ჯეფრი!
‒ ზეგ შენთან იქნება, გპირდები. ეცადე, დაისვენო.
ნათანმა მოკლედ მოუჭრა:
– კარგი.
ცოტა ხანს დუმდა, მერე დაამატა:
– თუ მელორისგან რამეს შეიტყობთ, დამირეკეთ.
ორივე სადგომზე გავიდა .ახალგაზრდა ქალი თავს უხერხულად
გრძნობდა.
– მიხარია თქვენი ნახვა, ები.
ნათანი მოხვევას აპირებდა, მაგრამ ებიმ უკან დაიხია.
– გირაოს რაც შეეხება, ყველაფერი მოგვარებულია. ‒ უთხრა
პროფესიონალის ტონით, თითქოს რომელიმე კლიენტის საქმეზე
საუბრობდა.
‒ ბავშვზე რამე ახალი ხომ არ იცით? ‒ ორივე მამაკაცმა ერ-
თდროულად ჰკითხა რადგან ეგონათ, რომ ები საავადმყოფოდან
მოდიოდა.
‒ ისევ კომაშია როდის გამოვა მდგომარეობიდან, ვერ აკონკრე-

269
ტებენ. ყოველ შემთხვევაში თქვენს ადგილზე იქაურობას არ გავეკა-
რებოდი, ‒ მიუბრუნდა ები ნათანს. – მშობლები ძალიან აღელვებუ-
ლები არიან...
ჯეფრიმ თავი ჩაღუნა. ნათანმა არაფერი უპასუხა. მერე ჯეფრი
მანქანამდე მიაცილა და დიდხანს ართმევდა ხელს. ისევ თუ ნახავდა
სიმამრს?
შემდეგ მდივანს მიუბრუნდა.
– გულწრფელად მადლობელი ვარ, ები, რომ ჩამოხვედით.
– არაფერს, – უპასუხა ქალმა, თუმცა მის ხმაში იგრძნობოდა,
ამას უხალისოდ ამბობდა. ქალი შებრუნდა და მანქანის კარი გააღო.
– თუ წინააღმდეგი არ ხართ, მე წავიყვან.
– გეყოფათ, ები, ეს სასაცილოა...
‒ მე წავიყვან! – მისთვის უჩვეულო სიმტკიცით წარმოთქვა ებიმ
და ნათანს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.
ის იყო, ნათანი სავარძელზე მოკალათდა, რომ სადგომზე მათ
გვერდით ორადგილიანი ძველი კრაისლერი გაჩერდა.
მანქანიდან ჩასკვნილი მამაკაცი გადმოვიდა და მათკენ გაემარ-
თა.
– მკვლელო! ციხეში უნდა იყო და იქიდან ვეღარასოდეს გამოხ-
ვიდე.
‒ ეს იმ პატარა ბიჭის მამაა, თქვენ რომ დაეჯახეთ, – გააფრთხი-
ლა შეშფოთებულმა ებიმ.
ნათანმა ხმას აღწია:
‒ მისმინეთ, ბატონო გრინფილდ, ეს უბედური შემთხვევა იყო...
მესმის თქვენი ტკივილი. გარწმუნებთ, თქვენს ვაჟს საუკეთესოდ უმ-
კურნალებენ. ზიანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას მიიღებთ.
მამაკაცი მასთან სულ ახლოს იდგა და განრისხებული ილანძღე-
ბოდა. ნათანს მისი დაწყნარება სურდა, მაგრამ კარგად იცოდა თა-
ვად რა მდგომარეობაში იქნებოდა, ვინმეს ბონისთვის მანქანა რომ
დაეჯახებინა.
– თქვენი ნაგავი ფული არ გვჭირდება, ჩვენ სამართლიანობას
ვითხოვთ. მომაკვდავი ბავშვი თხრილში მიატოვეთ, ნაძირალა ხა-

270
რთ! თქვენ...
ნათანმა ვერ აიცილა ძლიერი მუშტი და მიწაზე აღმოჩნდა. შემ-
დეგ მამაკაცი მისკენ დაიხარა, ჯიბიდან შვილის ფოტოსურათი ამოი-
ღო და თვალწინ აუფრიალა.
– იმედი მაქვს, ეს სახე სიკვდილამდე არ დაგავიწყდება!
ნათანი ძლივს წამოდგა. ხელი ცხვირთან მიიტანა. სისხლის
მსხვილი წვეთები თოვლზე ეცემოდა და წითელ კვალს ტოვებდა.

271
25

„ვფიქრობ, შენც კარგად იცი,


რა არის მთავარი პრობლემა”...

ფილმიდან „2001: კოსმოსური ოდისეა”.

– ები, ნუ მიყურებთ ასე.


უკვე ნახევარი საათი იყო, ნიუ-იორკისკენ მიემართებოდნენ და
ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვამთ.
– მაშ, ეს მართალია? – ჰკითხა მდივანმა და სატვირთო მანქანას
გაასწრო.
– რა?
– ბიჭი მართლაც თხრილში მიატოვეთ?
ნათანმა ამოიოხრა.
‒ არ მიმიტოვებია. უკვე აგიხსენით, სიდედრ-სიმამრთან დავ-
ბრუნდი, რომ სასწრაფო გამომეძახა.
ები არგუმენტმა არ დააკმაყოფილა.
– კი მაგრამ, ტელეფონს ხომ მუდამ თან ატარებთ?
– დამავიწყდა, რომ თან მქონდა, ესაა და ეს, – გაღიზიანებით
უპასუხა ნათანმა. დაეჭვებულმა ქალმა თავი გადააქნია და მარჯვენა
მწკრივში ჩადგა.
– ვწუხვარ, მაგრამ არადამაჯერებელია.
– ვითომ, რატომ?
‒ მე ვიყავი შემთხვევის ადგილზე: გარშემო უამრავი სახლია, ნე-
ბისმიერში შეგეძლოთ მისვლა და იქიდან დარეკვა.
‒ მე... შემეშინდა, ეს არის და ეს, მეგონა, რანჩოსთან სულ ახ-
ლოს ვიყავი.
ებიმ არ დაინდო:

272
– სასწრაფო უფრო ადრე რომ გამოგეძახათ, შესაძლოა ბავშვს
გადარჩენის მეტი შანსი ჰქონოდა. საქმე ხომ ბავშვს ეხება!
– ვიცი, ები.
შემდეგ ქალმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– ჯანდაბა, ეს ბიჭი ჩემი შვილის ხნისაა!
ადვოკატი გაოგნდა.
– არასოდეს გითქვამთ ჩემთვის, რომ ვაჟიშვილი გყავთ.
– ჩემთან არ იზრდება, ესაა და ეს.
– არ ვიცოდი, – წაილუღლუღა ნათანმა.
ხმაზე ეტყობოდა, გულწრფელი იყო.
‒ ასეა, ხომ ხედავთ, შეიძლება რამდენიმე წელი ვინმესთან ერ-
თად მუშაობდე და მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი
იცოდე, – უპასუხა საყვედურით. ეს ასეა, ეს ბიზნესია, ასეთია დღე-
ვანდელი ცხოვრება...
ერთი წუთის შემდეგ დაამატა:
– ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის აღტაცებული ვიყავი
თქვენით. სან-დიეგოდან ნიუ-იორკში უყოყმანოდ წამოგყევით,
რადგან თქვენ არ ჰგავდით იმ პატარა „ოქროს ბიჭებს”. ასე მეგონა,
ერთ მშვენიერ დღეს, რამე რომ გამჭირვებოდა, ჩემ გვერდით იქნე-
ბოდით...
– თქვენ ჩემგან იდეალი შექმენით, ები.
– დამამთავრებინეთ! მოკლედ, გულის სიღრმეში მეგონა, რომ
მართლაც სხვანაირი იყავით, ადამიანი რომელსაც ღირებულებები
გააჩნია...
კიდევ ერთხელ ფრთხილად გაასწრო სატვირთო მანქანას, მო-
უხვია და შემდეგ განაგრძო:
‒ ვწუხვარ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ გუშინ საღამოს ილუზიე-
ბი გამეფანტა. ყველაზე მთავარი დავკარგე.
– რა?
‒ შესანიშნავად ხვდებით. ნდობა.
– ამას რატომ ამბობთ?
ერთი წამის შემდეგ ქალმა გზას თვალი მოაცილა და თავი მისკ-

273
ენ მიაბრუნა:
‒ იმიტომ, რომ არ შემიძლია ვენდო ადამიანს, რომელიც მომაკ-
ვდავ ბავშვს გზის პირას მიატოვებს.
ნათანი წარბშეურხევლად უსმენდა. ების მასთან ასეთი ტონით
არასოდეს უსაუბრია. სურდა, სატერფულზე ფეხი დაეჭირა, მანქანა
შუა გზაზე გაეჩერებინა და მისთვის ყველაფერი მოეყოლა: შიკრიკე-
ბის, სიკვდილის შესახებ, ასე რომ აშინებდა, თავისით ცოლისა და
შვილის დასაცავად სიცრუის აუცილებლობის თაობაზე...
მაგრამ ცდუნებას გაუძლო და მანჰეტენამდე ხმა აღარ
ამოუღიათ. რაც გადაწყვიტა, ის რომ გამოსულიყო, არავის არაფე-
რი უნდა გაეგო.
არავის, ბონისა და მელორის გარდა.
‒ ბატონო დელ ამიკო, თქვენი კომენტარი, თუ შეიძლება „ტრაი-
ელ-ტივისთვის!”
ადვოკატმა მიკროფონი უხეშად მოიშორა. ჟურნალისტის უკან
მდგარი ოპერატორი გადაღებას ცდილობდა. ნათანი ამ ორ ტიპს
კარგად იცნობდა: ისინი სენსაციური სასამართლო საქმეების გაშუ-
ქებაზე სპეციალიზებული სატელევიზიო არხისთვის მუშაობდნენ.
„ჯანდაბა, მე ხომ ო. ჯ. სიმპსონი არ ვარ”.
ები წინ გაატარა და ორივენი პარკ-ავენიუზე მდებარე შენობის
ვესტიბიულში გაუჩინარდნენ.
ბიზანტიური მოზაიკის დანახვამ, რითაც ჰოლი იყო მორთული,
შვება მოჰგვარა. ები თავის სამუშაო ოთახში ავიდა, ნათანმა კი მე-
სამე სართულზე მდებარე დასასვენებელ და სპორტულ დარბაზს მი-
აშურა. დაახლოებით ნახევარი საათი ცხელი შხაპის ქვეშ იდგა.
დაღლილი, გამოფიტული, მორალურად განადგურებული იყო. შემ-
დეგ ნელ-ნელა გამოცოცხლდა, წყალმა მასზე ისევე იმოქმედა, რო-
გორც მორწყვა მოქმედებს მცენარეზე. კაბინეტში სუფთა და გაპარ-
სული შევიდა. ები ელოდა. მან ორმაგი ყავა მოუმზადა და რამდენი-
მე მაფინთან ერთად მიართვა. ნათანმა კარადაში ახალი, გაუხსნე-
ლი პერანგი იპოვა.
„რა ფუფუნებაა”, – გაიფიქრა და მაშინვე გამოიცვალა.

274
ტყავის სავარძელში ჩაჯდა, კომპიუტერი ჩართო და მაგიდაზე და-
ტოვებული რამდენიმე საქაღალდე ახლოს მიიწია. იმ სამუშაო მაგი-
დასთან ჯდომა, სადაც მრავალი საათი ჰქონდა გატარებული და ბევ-
რი გამარჯვების მოწმე იყო, ასევე შვებას ჰგვრიდა. უყვარდა ეს ად-
გილი. უყვარდა თავისი სამუშაო, ეს მაგიდა, შეეძლო ისე ემოქმედა,
რომ შედეგები მას ნაკლებად შეხებოდა ხოლმე.
მელორისთან დაკავშირება ისევ სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
National Lawyer-ის ვებგვერდი გახსნა. მის წრეში ახალი ამბავი
სწრაფად ვრცელდებოდა. რაკი შესასვლელთან ორი ჟურნალისტი
დახვდა, ესე იგი მის შესახებ ხმები უკვე გავრცელებულიყო. მალე
იპოვა ის, რასაც ეძებდა, როცა ახალი ამბების რუბრიკაში შევიდა.
პირველი ამბავი, რომელიც ეკრანზე გამოჩნდა, შემდეგი იყო:
ცნობილი ადვოკატი პარკ-ავენიუდან მძიმე ავტოსაგზაო შემ-
თხვევაშია გარეული.
ნათან დელ ამიკო, „მარბლ-ენდ-მარჩის” ერთ-ერთი საუკეთესო
ადვოკატი გუშინ ღამით დააპატიმრეს სტოკბრიჯის (მასაჩუსეტსი)
გზაზე პატარა ველოსიპედისტისთვის მანქანის დაჯახებისა და ადგი-
ლიდან მიმალვის გამო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შვიდი
წლის დაზარალებული პიტსფილდის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატს, რომელიც
დღეს დილით გირაოს ‒ ორმოცდაათი ათასი დოლარის გადახდის
შემდეგ გაათავისუფლეს, ბატონი ჯეფრი უექსლერი, ბოსტონის წამ-
ყვანი ვექილი დაიცავს.
როგორიც უნდა იყოს საქმის დასასრული, შეგვიძლია დარწმუ-
ნებულები ვიყოთ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს ადვოკატის კა-
რიერის მოულოდნელ დასასრულს. მას მეტსახეალად „ამადეუსს”
უწოდებდნენ მეტისმეტად დელიკატური საქმეების წარმატებით დას-
რულების უნარის გამო.
პარასკევს, 20 ნოემბერს, „მარბლ-ენდ-მარჩის” მთავარმა ასო-
ცირებულმა წევრმა, ბატონმა ეშლი ჯორდანმა განაცხადა, რომ
“მომხდარი მისი თანამშრომლის პირადი საქმეა და კავშირი არა
აქვს მისი დამქირავებელი ფირმის საქმიანობასთან”.

275
თუ დამნაშავედ ცნეს, ბატონ დელ ამიკოს რვა წლამდე პატიმრო-
ბა ელის.
„მადლობა მხარდაჭერისთვის, ეშლი”, – გაიფიქრა ნათანმა.
სტატიას თვალს ვერ წყვეტდა. National Lawyer ადვოკატების მეგზუ-
რი იყო. ის ქმნიდა ამინდს მის პროფესიულ სფეროში.
ტუჩებზე მწარე ღიმილით კიდევ ერთხელ გადაიკითხა წინადადე-
ბა (“...კარიერის მოულოდნელ დასასრულს”). ჰო, რა თქმა უნდა, მი-
სი კარიერა დასრულდებოდა, მაგრამ სრულიად სხვა მიზეზით და
არა ჟურნალში გადმოცემული ფაქტის გამო.
ეს ნამდვილად არ იქნებოდა კარიერის სახელოვანი დასასრუ-
ლი. წლები დასჭირდა თავისი პროფესიის ვარსკვლავის იმიჯი რომ
შეექმნა, გულდასმით ირჩევდა ისეთ საქმეებს, რომლებიც სახელს
გაუთქვამდა. მთელი ეს ლამაზი შენობა სულ რამდენიმე საათში ჩა-
მოინგრა.
ფიქრი ებიმ შეაწყვეტინა:
– უცნაური ფაქსი მივიღეთ, – თქვა კარის ზღურბლჯზე მდგარმა.
‒ არ ვიცი, დავრჩები თუ არა, ები. უმჯობესია ეშლის გაუგზავ-
ნოთ.
– მე კი მგონია, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, ‒ იდუმალი ხმით
უპასუხა ქალმა.
პირველად ნათანმა ვერაფერი გაარჩია. შავ-თეთრ ფოტოს ჰგავ-
და, ცოტათი ბუნდოვანს, რომელზეც ბენზინგასამართ სადგურთან
გაჩერებული ჯიპი იყო გამოსახული. ფოტოს ერთი ნაწილი გადიდე-
ბული სახით გვერდზე იყო გატანილი და მასზე მანქანის ნომერი ჩან-
და.
ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა: ეს მისი ჯიპი იყო!
ადვოკატმა მანქანის კარგი მდგომარეობაც შენიშნა: ნაკაწრები
არ ეტყობოდა და მარჯვენა ფერსოც ადგილზე იყო.
„მაშასადამე, ფოტო ავარიამდეა გადაღებული”.
განმარტების ნაცვლად ვიღაცას ვებგვერდის გრძელი მისამარ-
თი ხელით მიეწერა. „გაგრძელება იხილე ინტერნეტში”... თითქოს
ამის თქმა სურდათ.

276
ნათანი კომპიუტერს მიუჯდა მითითებული ვებგვერდის მოსაძებ-
ნად. მხოლოდ ცარიელი და შავი ეკრანი გამოჩნდა, ჰიპერტექსტის
ვრცელი მისამართითურთ. მისამართზე დაკლიკვამ შედეგი არ მო-
იტანა.
ეს რაღა ჯანდაბაა? რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ განუახლდა
ტკივილი.
ების სთხოვა გაერკვია, საიდან იყო ფაქსი გამოგზავნილი. შესა-
ბამისი ინტერნეტსერვისის დახმარებით ახალგაზრდა ქალმა რამ-
დენიმე წუთში ნომერი დაადგინა.
– პიტსბურგის ასლების გადასაღები ჯიხურიდან.
„აჰა, ანუ იმ ადგილიდან, სადაც მავანს ანონიმურად შეუძლია
ფაქსის გაგზავნა”.
ნათანმა მისამართი ხელახლა აკრიფა, თან ყურადღებით აკვირ-
დებოდა, რამე არ შეშლოდა. ისევ იგივე, ჩაბნელებული ეკრანი ჩან-
და.
ფოტოს ხელახლა დახედა. ამით რისი თქმა სურდა გამომგზავნს?
ან ვინ იყო.
როდესაც კომპიუტერს მიუბრუნდა, შეცდომის მანიშნებელი წარ-
წერა აინთო. ნათანმა გააქტიურების ღილაკს დააჭირა და ჰიპერ-
ტექსტის ბმული ხელახლა გაჩნდა. ბმულზე დაკლიკა: მულტიმედიუ-
რი ვიზუალიზაციის პროგრამამ პარალელური ფანჯარა გახსნა და
რამდენიმე წამის შემდეგ ფირი წავიდა.
სამსახურის მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირის წყალობით
ნათანი მეტ-ნაკლებად მკვეთრ გამოსახულებას უყურებდა.
ეს იყო ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის მი-
ერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ეკრანზე ერთმანეთს ენაც-
ვლებოდა. იგივე გარემო მოჩანდა, რაც ფაქსით გამოგზავნილზე,
მაგრამ ახლა უექსლერი ჯიპისკენ დახრილიყო და ავზს ავსებდა. ნა-
თანი ჯერ ვერ მიხვდა, რა განზრახვა ჰქონდა ფოტოების გამომ-
გზავნს. შემდეგ მარჯვენა კუთხეში მითითებული თარიღი და საათი
შენიშნა: 19 დეკემბერი, 19 სთ და 14 წთ.
პოლიციის ოქმის თანახმად, ავარია დაახლოებით 19 საათსა და

277
20 წუთzე მოხდა. სტოკბრიჯის სიახლოვეს ოცდათექვსმეტი ათასი
ბენზინგასამართი სადგური ნამდვილად არ იყო. ბენზინის ტუმბოს
ნომრის, ასევე კადრში გამოჩენილი „ტექსაკოს” ლოგოს წყალობით
ამ ადგილის მოძებნა სირთულეს სრულებით არ წარმოადგენდა. ნა-
თანი დარწმუნებული იყო, ეს ნაუმკიგის ბენზინგასამართი სადგური
იმ ადგილის სიახლოვესაა, სადაც ბენ გრინფილდი მანქანამ გაიტა-
ნა.
თუ ჯეფრი უექსლერმა ავზი 19 საათსა და 14 წუთზე აავსო, მისი
ბრალეულობა ეჭვს აღარ იწვევდა.
უეცრად, გამოსახულება მაშინ გაწყდა, როცა მისი სიმამრი ფუ-
ლის გადასახდელად სადგურში შევიდა. ახალ სურათზე ჯიპისკენ
ბარბაცით მიმავალი ჯეფრი გამოჩნდა, რომელმაც ბოთლი მოიყუდა
და შემდეგ საჭეს მიუჯდა.
– ეს ფოტოები მოწმობს, რომ სრულიად უდანაშაულო ხართ, –
წამოიძახა ებიმ, რომელიც მისი ნებართვის გარეშე ზურგს უკან იდ-
გა და ეკრანს შესცქეროდა.
ნათანმა პასუხად მხოლოდ თავი დააქნია და მდივანი ქალისკენ
მიბრუნდა, რომელსაც აღელვებისგან თვალები უბრწყინავდა.
ბოლო კადრზე მანქანის გასვლა აღბეჭდილიყო. ნათანმა ხე-
ლახლა ნახვა სცადა, მაგრამ ამაოდ. კომპიუტერის მყარ დისკზეც
მოძებნა ჩანაწერი, მაგრამ უშედეგოდ.
– ჯანდაბა, – წამოიძახა ადვოკატმა. – ფირი საიტიდან წაშალა.
– ეს ვინ გააკეთა?
‒ ვინ? ვიცი ვინც, ამ დაფეხვილი სადგურის უფროსმა. ტიპმა, რო-
მელიც კმაყოფილია, რადგან, მისი აზრით, ოქროს საბადოს მიაგნო.
– ვინაობას რატომ მალავს?
– იმიტომ, რომ ფრთხილობს. გაგვაგებინა ვინც არის, მაგრამ არ
სურს, მის შესახებ მეტი სამხილები გვქონდეს.
‒ რისი სამხილები? – გულუბრყვილოდ იკითხა ებიმ.
– იმის, რომ ფულს მომთხოვს.
ახალგაზრდა ქალი უფროსის გვერდით, სკამზე ჩამოჯდა.
‒ მისმინეთ, ნათან, გონს მოდით. არ ვიცი, რატომ იქცევით ასე,

278
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არაგონივრული საქციელია. ჯერ კი-
დევ არის უკან დახევის დრო. თქვენი კარიერა ხომ არ უნდა შესწი-
როთ თქვენი სიმამრის დაცვას?!
– ჯეფრის კი არა, ჩემს ცოლსა და შვილს ვიცავ.
– სიმამრის ნაცვლად დანაშაულის თქვენს თავზე აღებით მათ
ვერ დაიცავთ, – მტკიცედ უთხრა ქალმა და წინ National Lawyer-ში
გამოქვეყნებული სტატია დაუდო.‒ კულუარებში თქვენზე უკვე წარ-
სულში საუბრობენ და თუ არაფერი იღონეთ, ლიცენზიას დაკარ-
გავთ. ეს უჩემოდაც შესანიშნავად იცით!
ნათანმა არაფერი უპასუხა. მის გონებაში ეჭვმა ჩაიბუდა. ალბათ,
ები მართალიც იყო. უკან დახევა ისეთი მიმზიდველი იყო. ეს ფირი
ამის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენდა. განა ყველაფერი
არ გააკეთა სიმამრის დასახმარებლად? უფრო შორს წასვლა კი დიდ
უსიამოვნებებს მოუტანდა.
„იქნებ დროა, მიწაზე დაეშვა და შენი ღირსება აღიდგინო”, – გა-
იფიქრა შვებით.
იმავე წამს ების სამუშაო მაგიდიდან ფაქსის ზუზუნი მოისმა. ნა-
თანმა ფურცელი აიღო, ებიმ მის მხარზემოდან დახედა: ფურცელზე
მარკერით დიდად დახატული სამი სიმბოლო მოჩანდა.
1M$
‒ ერთი მილიონი დოლარი! – წამოიძახა მდივანმა. – ეს ტიპი შე-
ქანებულია.
ნათანს ფურცელი ხელში ეჭირა და მონუსხული დასცქეროდა.
მდივანს რომ მიუბრუნდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონ-
და.
„ჩემს უკანასკნელ საქმეს მისი წაგებით მოვიგებ”, სევდიანად გა-
იფიქრა.
– ები, გინდათ დამეხმაროთ?
– ამ ხათაბალას რომ თავი დააღწიოთ? რასაკვირველია.
– არა, ამ ხათაბალაში უფრო მეტად რომ გავება...

279
26

„იშოვეთ ფული და ყველა, როგორც ერთი,


პატრონს დაგიძახებთ”.
მარკ ტვენი

კრიდ ლეროიმ ვიდეოკასეტა გადაახვია. ეს საწყისი სცენა ორ


დღეში ოცჯერ და უფრო მეტჯერაც ნახა, მაგრამ ვერ ეშვებოდა. ნამ-
დვილად არ ნანობდა რამდენიმე თვის წინ ამ პატარა ინფრაწითელი
კამერის შეძენას. მაშინ ცოლმა გვარიანად გამოლანძღა, რადგან
კამერის შეძენას დამატებით უსარგებლო ხარჯად მიიჩნევდა. სინამ-
დვილეში, ონლაინშესყიდვა სახლში მიტანის სერვისის ჩათვლით
სულ 475 დოლარი დაუჯდა. მაგრამ რაც უნდა გაეკეთებინა, კრისტი
ყოველთვის აკრიტიკებდა და ამცირებდა. თუმცა, ეს დრო დასრულ-
და, რადგან გასაცოდავებული 475 დოლარი ერთი მილიონის მიღე-
ბაში დაეხმარებოდა. ერთი მილიონი, რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?
ყველა დროის საუკეთესო ინვესტიცია! მაშინ, როცა მთელი პლანე-
ტა ბირჟებზე აქციების დაცემის გამო გლოვობს, ის, კრიდ ლეროი,
უზარმაზარ თანხას შოულობდა.
მონიტორის განათებისა და კონტრასტის მოწესრიგების შემდეგ
ახალი კასეტა მეორე მაგნიტოფონში ჩადო, მაგნიტოფონი ცენტრა-
ლურ აპარატს მიუერთა. მეტი უსაფრთხოებისთვის, უმჯობესი იყო,
ასლი შეენახა.
ბედმა გაუღიმა, რაც მართალია, მართალია. როგორც წესი, ვი-
დეოთვალის ფირებს ყოველ საღამოს ისე შლიდა, არც კი ნახულობ-
და. მაგრამ 18 დეკემბერს სიგნალიზაციის სისტემა რატომღაც არ
ამუშავდა და მისი ხელახალი პროგრამირება დასჭირდა. როცა ამ
საქმეს მორჩა, უკვე გვიან იყო, ამიტომ ფირების წაშლა მეორე
დღისთვის გადადო.
ჰე! ჰე! „არასოდეს გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც
დღეს შეგიძლია” –ამბობს ანდაზა. რა სისულელეა! იმიტომ,რომ მე-

280
ორე დილით გაზეთი გადაშალა და იმ ჯიპის ფოტო დაინახა, რომე-
ლიც გრინფილდის ვაჟის ავარიაში დაზიანების შესახებ სტატიას ერ-
თვოდა. მაშინვე იცნო წინა საღამოს მოსული მანქანა, რომელმაც
მთელი ავზი აავსო. ეს უბედურ შემთხვევამდე მცირე ხნით ადრე
მოხდა. მაგრამ ყველაზე უცნაური მძღოლის შესახებ ინფორმაცია
იყო. სტატიაში მითითებული ახალგაზრდა ადვოკატი იმ ჯიპის საჭეს-
თან ნამდვილად არ მჯდარა. არა, ეს დანამდვილებით ახსოვდა: მან-
ქანას აქაური ბებერი ფულის ტომარა, ჯეფრი უექსლერი მართავდა,
რომელსაც, როგორც წესი, მძღოლი ემსახურებოდა.
კრიდმა მაშინვე ვიდეოთვალის ჩანაწერი შეამოწმა: მისი ეჭვი
დადასტურდა: უექსლერი მარტო იყო, უგონოდ მთვრალი, რამდენი-
მე წუთით ადრე, ვიდრე ჯიპი ბიჭს დაეჯახებოდა!
მაგრამ გაზეთში ეწერა, რომ ნიუიორკელმა ახალგაზრდა ადვო-
კატმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. კრიდ ლეროის უნივერსიტეტ-
ში არასოდეს უვლია, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ ამ ამბავში რაღაც
რიგზე ვერ იყო. ისევ ამ ადვოკატების ხლართებია.: თანამოქალა-
ქეების უმრავლესობის მსგავსად, ადვოკატები მასაც სძულდა და
ფიქრობდა, რომ მათ მხოლოდ სიხარბე ამოძრავებდათ. სალარო-
აპარატიც შეამოწმა: უექსლერმა ნაღდი ფული, ოცი დოლარი გა-
დაიხადა. მაშასადამე, არ არსებობდა საკრედიტო ბარათის არავი-
თარი კვალი და ერთადერთი ადამიანი, ვინც უექსლერი ბენზინგასა-
მართ სადგურში შესული ნახა, თავად კრიდი იყო.
თავდაპირველად პოლიციაში წასვლასა და ყველაფრის მოყო-
ლას აპირებდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა: ამ სამყაროში კეთილ-
შობილური საქციელი არასოდეს ფასდება. არა, პოლიციასთან თა-
ნამშრომლობისთვის პრემიას ვერ მიიღებდა, დიდი-დიდი, ადგი-
ლობრივ გაზეთში გამოჩენილიყო მისი სახელი. რედაქციიდან რო-
მელიმე ცხვირმოუხოცავი ჟურნალისტი, ალბათ, ინტერვიუსთვის
მიაკითხავდა და ორი დღის შემდეგ მისი სახელი აღარავის ეხსომე-
ბოდა.
ამის ნაცვლად სხვა რამ მოიფიქრა. უდავოდ ბრწკინვალე იდეა.
რასაკვირველია, მისი განხორციელება სარისკოც იყო, მაგრამ ეს

281
ცხოვრების შეცვლის უნიკალურ შანსს აძლევდა. ინტუიციას ენდო
და ცოლს არაფერი გაუმხილა. უკანასკნელ ხანს საკუთარი ცხოვრე-
ბის წესი მობეზრდა. ყველაზე საიდუმლო ოცნებებში დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ არსებობს სხვა ცხოვრება, რომლის დაწყება სადღაც
შორს შეეძლო. და იმ ახალ ცხოვრებაში თავად „ვიღაც სხვა” იქნე-
ბოდა.
კრიდ ლეროი დიდხანს იჯდა ხოლმე კომპიუტერთან, საღამოო-
ბით ინტერნეტში დაძვრებოდა, თავისუფალ დროს კი თევზაობასა
და ლაშქრობას უთმობდა. ზოგჯერ, სამსახურში, როცა პაუზა ჰქონ-
და, პოპულარული რომანების გადაკითხვაც უყვარდა, რომლებსაც
ბენზინგასამართი სადგურის ტრიალა თაროდან იღებდა ხოლმე. სე-
რიული მკვლელების შესახებ დაწერილი ამბები არ აინტერესებდა,
უფრო იურიდიული და ფინანსური თრილერები მოსწონდა, თუმცა
მათში ზოგ რამეს ვერც იგებდა. ერთ დღეს ხელში ძალიან საინტე-
რესო წიგნი ჩაუვარდა, რომელიც უკანასკნელ გვერდამდე სულმო-
უთქმელად ჩაიკითხა. ეს იყო ჯონ გრიშემის (ძველი ადვოკატის) რო-
მანი სახელად „კომპანიონი” თუ რაღაც ამის მსგავსი. უცნაური ამ-
ბავი ადამიანზე, რომელმაც საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რომ
შემდეგ გვარ-სახელი შეეცვალა და ცხოვრება ახლიდან დაეწყო.
მაგრამ ყველაფრის თავიდან დასაწყებად ფული იყო საჭირო. გრი-
შემის წიგნის გმირმა ასობით მილიონი დოლარი თავის კომპანიო-
ნებს მოჰპარა, მაგრამ მას, კრიდ ლეროის ერთი მილიონიც სავსე-
ბით აკმაყოფილებდა და ამ თანხას ნიუიორკელი ადვოკატი, ნათან
დელ ამიკო, თავაზიანად გადაუხდიდა.
თავდაპირველად ჯეფრი უექსლერის დაშანტაჟება სურდა, მაგ-
რამ ყველაფერი აწონ-დაწონა და მიხვდა, უმჯობესი იქნებოდა ამის-
გან თავი შეეკავებინა. ჯერ ერთი, დანაშაული დელ ამიკომ აღიარა,
გარდა ამისა, უექსლერს იმ მხარეში ყველა იცნობდა და მას საკმაო
გავლენაც ჰქონდა. ამიტომ ერთ დღეს ლეროიმ თავისი სადგური და-
ხურა, ინტერნეტის დახმარებით საკმარისი ინფორმაცია მოიძია
დელ ამიკოს შესახებ და მისი ოფისის ფაქსიც გაიგო. შემდეგ ციფ-
რული ჩამწერი შეიძინა, რომელიც მაგნიტოფონს შეუერთა, კამერ-

282
ის გამოსახულებების ხარისხის მისაღებად შექმნილ საიტზე რომ
აეტვირთა; კვალი რომ არ დაეტოვებინა, ფაქსი პიტსფილდის ასლე-
ბის გადასაღები ჯიხურიდან გაგზავნა.
ამ მომენტს მთელი ცხოვრება ელოდა. რევანშის მომენტს. ყვე-
ლას დაანახებდა, ვინ არის კრიდ ლეროი. თუ ყველაფერი კარგად
ჩაივლიდა, მალე იტალიური კოსტიუმებითა და რალფ ლორენის პე-
რანგებით ივლიდა. შესაძლოა, ამ ადვოკატივით უკანასკნელი მო-
დელის ჯიპი ეყიდა.
ყოველ შემთხვევაში, აქედან შორს წავიდოდა. შორს ამ მიყრუე-
ბული ქალაქიდან და სამუშაოდან, რომელიც ასე ეზიზღებოდა.
შორს ცოლისგან, რომელსაც ვეღარ იტანდა, რადგან მისი ერთა-
დერთი მიზანი მკერდის გადიდება და წელის არეში გველის ფორმის
ტატუს გაკეთება იყო.
ღილაკს თითი დააჭირა და კასეტა მაგნიტოფონიდან გამოიღო,
შემდეგ დიდ კონვერტში ჩადო.
ბოლო ორი დღე გრძნობდა, როგორ სწრაფად უცემდა გული. ეს
ერთხელ მოხდა, შანსი რომ მიეცა!
ამ შანსზე მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა, მაგრამ ხშირად სწო-
რედ ის იყო განსხვავების საფუძველი. უფრო მეტად ის, და არა პი-
როვნული თვისებები. საჭირო ადგილზე, საჭირო დროს აღმოჩენა
ცხოვრებაში თუნდაც მხოლოდ ერთხელ: აი, ეს იყო მნიშვნელოვა-
ნი.
კრიდმა სიგნალიზაცია ჩართო და ბენზინგასამართი სადგური
ჩაკეტა. დაბურული მინა მის გამოსახულებას ირეკლავდა. ჯერ კი-
დევ არ დაბერებულიყო. მომავალი წლის მარტში ორმოცის შეს-
რულდებოდა. სიცოცხლის პირველ სნახევარში არ გაუმართლა,
მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა, მეორე ნახევარში წარმატებისთვის
მიეღწია.
მაგრამ ამისთვის ადვოკატის თანხმობა იყო საჭირო, რომ თანხა
გადაეხადა.

283
20 დეკემბერი

ნათანმა ძველი ჩვევები გაიხსენა ლილის ექვსი საათიდან ცენ-


ტრალურ პარკში დარბოდა, რვის ნახევარზე ოფისში იყო.
‒ ფუნთუშები გიყიდეთ, ‒ უთხრა ების, როცა კაბინეტში შევიდა.
‒ არ დამანახოთ, ‒ გააპროტესტა ქალმა. ‒ შეხედვითაც კი წო-
ნაში ორ კილოს მოვიმატებ.
მუშაობას შეუდგნენ და ძალიან მალე დაადგინეს სტოკბრიჯის
ბენზინგასამართი სადგურის მფლობელის ვინაობა – ეს იყო მავანი
კრიდ ლეროი. ნათანს შესანიშნავად ესმოდა, ეს მისი უკანასკნელი
ბრძოლა იყო. გადაწყვეტილება, რომ ჯეფრი ციხეში ჩაჯდომისგან
ნებისმიერ ფასად გადაერჩინა, უცვლელი იყო. მელორის დასაცა-
ვად მზად იყო, ლეროის მოთხოვნილი ასტრონომიული გამოსასყი-
დი გადაეხადა.
სხვა დროს, რა თქმა უნდა, ასე არ მოიქცეოდა. აუცილებლად გა-
მოიკვლევდა ლეროის წარსულს და შანტაჟის შეწყვეტას აიძულებ-
და. გამოცდილებით იცოდა, ყველა ადამიანს აქვს ისეთი საიდუმ-
ლო, რომლის გამხელა არ სურს. თუ ძიებას დროს დაუთმობ, აუცი-
ლებლად აღმოაჩენ.
მაგრამ მას დრო არ ჰქონდა. მილიონი დოლარი, რომლის დაგ-
როვება ასე ეამაყებოდა, ბენზინგასამართი სადგურის ამ უცნობ
მფლობელს უნდა რგებოდა!
უცნაურია, მაგრამ მთელი ქონების დაკარგვა სრულებით არ
ადარდებდა. ახლა მისთვის მთავარი სხვა რამ იყო. სიმართლე ით-
ქვას, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება ახარებდა კიდეც.
„ყველას უნდა ჰქონდეს სიცოცხლის ორჯერ გავლის საშუალე-
ბა”, გაიფიქრა. ეს რომ შეძლებოდა, ბევრ შეცდომას აღარ დაუშვებ-
და. რასაკვირველია, წარმატებაზე ოცნებას თავს არ მიანებებდა,
მაგრამ ამბიციას შეცვლიდა. პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების
ნაცვლად, მეტ დროს დაუთმობდა იმას, რაც ცხოვრებაში მნიშვნე-
ლოვანია, ხოლო ყველაფერ უსარგებლოს თავიდან მოიცილებდა.
როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობდა, შეეცდებოდა უფრო მეტი

284
დრო საკუთარი „ბაღის მოვლისთვის” დაეთმო.
„აჰა, ამას ახლა იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, მალე მოვკვდები.
კარგი, საკმარისია მედიტაცია”, – გაიფიქრა და საათს დახედა. თა-
ვის ბანკირს დაურეკა რათა მისთვის ანგარიშების შემოწმება ეთხო-
ვა.
– გამარჯობა ფილ, როგორ მიდის საქმე უოლ-სტრიტზე?
ფილ ნაითი რამდენიმე წელი მასთან ერთად სწავლობდა. მისი
მეგობარი არ იყო, მაგრამ აფასებდა და ერთად ხშირად სადილობ-
დნენ.
‒ გაგიმარჯოს, ნათ, ახლა რომელი დიდი კომპანიისთვის აპირებ
ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესის თავიდან აცილებას?
ბილ გეიტსი ჯერ არ დაგკავშირებია?
ნათანი ჯერ იმით დაინტერესდა, კანდისის მიერ სიკვდილამდე
ბანკში შეტანილ ჩეკზე დაირიცხა თუ არა სათანადო თანხა. შემდეგ
ფილს სთხოვა, ბირჟაზე მისი ყველა აქცია და ჩეკი გაეყიდა, რადგან
ნაღდი ფული დასჭირდებოდა.
‒ რამე პრობლემაა, ნათ? ‒ შეეკითხა ბანკირი, რომელიც კლი-
ენტის ანგარიშის დაცლის პერსპექტივამ შეაშფოთა.
‒ არა ფილ, გარწმუნებ, ეს თანხა ძალიან კარგად იქნება ათვი-
სებული...
„ეს მართლაც კარგი გამოსავალია?” ‒ თავს დაეკითხა მას შემ-
დეგ, რაც ყურმილი დაკიდა. როგორც წესი, შანტაჟთან დაკავშირე-
ბული ამბები ცუდად მთავრდება. თანხის სიდიდე კი არ აწუხებდა,
არამედ ის, რომ შესაძლოა კრიდი ერთი წლის ან ექვსი თვის შემდეგ
ფულის სათხოვნელად ჯეფრის ან მელორის მისდგომოდა. პრობ-
ლემა ის იყო, რომ ამ კაცს ფირის უსასრულოდ გამრავლება შეეძ-
ლო!
გულხელდაკრეფილი ნათანი სავარძელში იჯდა და ოდნავ ირწე-
ოდა.: პრიორიტეტები შეცვლას არ საჭიროებდა. ამ სტადიაზე უმ-
თავრესი იყო, ლეროი არ დამფრთხალიყო და პოლიციისთვის არ
მიემართა.
სამუშაო მაგიდაზე მდგარი საათი 10 საათსა და 22 წუთს უჩვენებ-

285
და. ადვოკატმა ტელეფონი აიღო და კრიდ ლეროის დაურეკა.
ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა ცომისგან იყო მოზელილი ეს კა-
ცი.

ნასაუ (ბაჰამის კუნძულები) ‒ ადრიანი დილით


კრიდ ლეროი ბოსტონში დილით ძალიან ადრე ჩავიდა, რათა ნა-
საუსკენ მიმავლი პირველივე თვითმფრინავისთვის მიესწრო. ბაჰა-
მის დედაქალაქში ჩასვლისთანავე, კუნძულებზე საშობაოდ ჩასულ
ტურისტებთან ერთად აეროპორტიდან ცენტრისკენ მიმავალ ავტო-
ბუსში ჩაჯდა.
ქალაქში მანქანების ხმაური იდგა. დანიშნულების ადგილზე მი-
სულმა მინიავტობუსმა საყვირი მისცა და შემდეგ მგზავრებისგან და-
იცალა. ბრბოში კრიდი თავს შესანიშნავად გრძნობდა. მას უყვარდა
დიდი ქალაქების ანონიმურობა და არაფრით გამორჩეული ადგი-
ლები. ქალაქის მთავარ მოედანზე, ბეი-სტრიტზე, რომელიც გაჭედი-
ლი იყო ძველი მანქანებითა და ტურისტებისთვის განკუთვნილი ეტ-
ლებით, თავს ქამელეონად გრძნობდა. აქ ბენზინგასამართი სადგუ-
რის მმართველი აღარ იყო. აქ ის ის იქნებოდა, რასაც მოისურვებდა.
კრიდმა გადაწყვიტა, ფინანსურ დეტექტივებში ამოკითხული
რჩევები რეალურად განეხორციელებინა. ფულის გათეთრებასა და
ოფშორულ ანგარიშებზე საუბრისას წიგნებში აუცილებლად ნასაუს
ოთხასზე მეტი ბანკი და ფინანსური დაწესებულება იყო მითითებუ-
ლი.
ნახევარი საათის შემდეგ ბანკიდან გამოსული ლეროი იღიმებო-
და. ჯონ გრიშემი და კომპანია არ იტყუებოდა! ყველაფერი იმაზე
მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე რომანებში წერდნენ. ჯერ ის სიტყვები
მოისმინა რასაც ელოდა: კონფიდენციალურობა, საბანკო საიდუმ-
ლო, გადასახადების გარეშე. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიჰ-
ყვა უფრო კონკრეტულად კი, თხუთმეტ წუთზე ნაკლებ დროში ანგა-
რიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტაცია შეივსო, წლიური და-
უბეგრავი 5%-იანი სარგებელი, ჩეკების წიგნი, პლასტიკური ბარა-
თი, რომლის მაგნიტური ველი არ შეიცავს არც სახელს, არც რაიმე

286
პირად მონაცემს, მაგრამ რომლის გამოყენება მსოფლიოს ნების-
მიერი ქვეყნის ბანკომატშია შესაძლებელი. ზუსტად ისაა, რაც სჭირ-
დება. გარდა ამისა, პირობა მისცეს, რომ მისი ანგარიში მიუწვდომე-
ლი იქნებოდა როგორც საგადასახადო სამსახურის, ისე პოლიციის-
თვის. ამით ისარგებლა და ბანკის სარდაფში განლაგებული სეიფე-
ბიდან ერთ-ერთის უჯრაში ყავისფერი კონვერტი დატოვა იმ ფილმის
ასლით, რომელმაც სიმდიდრე მოუტანა.
და ეს ყველაფერი ზედმეტი ფორმალობის გარეშე, მხოლოდ მი-
სი პასპორტის ასლის გადაღებითა და საგარანტიო თხუთმეტი ათასი
დოლარის გადახდით განხორციელდა. წინა დღეს, ისე რომ ცოლს
არაფერი შეატყობინა, ძველი პიკაპი გაყიდა და თანხის ნაწილი ასე
შეაგროვა. ამასთან, მათი საერთო ანგარიშიდან ხუთი ათასი დო-
ლარი გაიტანა. თავს პირობა მისცა მოგვიანებით, როცა გამდიდ-
რდებოდა, კრისტისთვის ორმაგი თანხა გადაეგზავნა.
კრიდ ლეროიმ თბილი ჰაერი ჩაისუნთქა. ასეთ კარგ ხასიათზე
არასოდეს ყოფილა. სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ერთი აკ-
ლდა: ნათან დელ ამიკოს მისთვის დაერეკა და შეხვედრის ადგილი
დაეთქვათ.
კოლონიური არქიტექტურით ნაგები სილამაზის სალონის წინ
გაიარა და ვიტრინაში შეიხედა. წარსული ეპოქის დარად, ერთ-ერთ
კლიენტს წვერი გაეპარსა და ახლა სახეზე თბილი პირსახოცი ედო.
ნანახის გამო პირში ნერწყვი მოადგა. არასოდეს არავის გაუკრეჭია
და მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება. უკვე დრო იყო, გარეგნობა შე-
ეცვალა, შეეჭრა მოშვებული წვერი და თმა, კისერში რომ ედებოდა.
შემდეგ ქალაქის რომელიმე მოდურ მაღაზიაში წავიდოდა და მისი
ახალი სოციალური სტატუსის შესატყვის სამოსს იყიდდა.
ახალგაზრდა ქალმა სავარძელზე დაჯდომა შესთავაზა. ის იყო
ჩამოჯდა, რომ ტელეფონმა დარეკა .ბენზინგასამართი სადგურიდან
ზარს ვერ მიიღებდა, ამაზე წინასწარ იზრუნა. ეკრანს დახედა. რაკი
საათის შეცვლა დაავიწყდა, მასზე 10 საათი და 22 წუთი იყო აღნიშ-
ნული.
– დიახ? – მის ხმაში მოუთმენლობა ისმოდა.

287
– ნათან დელ ამიკო ვარ.

გუდრიჩმა ხმის გაგონებისთანავე წამოიძახა:


– ღმერთმანი, ნათან! რამდენიმე შეტყობინება გამოგიგზავნეთ,
თქვენ კი მხოლოდ ახლა მირეკავთ! რას ნიშნავს ეს ავარია?
– გარეტ, ყველაფერს აგიხსნით. მისმინეთ, ახლა საავადმყოფოს
კაფეტერიაში ვარ. შეგიძლიათ, შემომიერთდეთ?
– ახლა რომელი საათია,‒ ისე ჰკითხა ექიმმა, თითქოს დროის
აღქმა დაკარგული ჰქონდა.
– პირველის ნახევარი ხდება.
‒ რამდენიმე დოსიეს ვავსებ, ახლავე დავამთავრებ და ათ წუთში
შემოგიერთდებით.
– გარეტ!
– დიახ?
– შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გამიწიოთ სამსახური? მარბლ-
ენდ-მარჩის ოფისი – 16 სთ და 06 წთ.

– ები, რამე მოსაზრება ხომ არ გაქვთ?


– რა მოსაზრება?
ნათანი სავარძელში ირწეოდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და
შეთქმულის იერი ედო.
‒ როგორც ოუკვე აგიხსენით, მოთხოვნილი გამოსასყიდის გა-
დახდას ვაპირებ. მაგრამ მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მხო-
ლოდ ერთხელ მოხდება. საუბედუროდ, შანტაჟის შემთხვევაში იცი,
ის როდის იწყება...
– მაგრამ არ იცი, როდის დასრულდება, – დაამატა ებიმ.
– ასეა. არ მინდა ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ ლეროიმ ჯეფ-
რის ან მელორის მიაკითხოს ფულის მოთხოვნით... ან თუნდაც მე, –
დაამატა გაჭირვებით.
– შანტაჟი კანონით მკაცრად ისჯება, ‒ შენიშნა ებიმ.
– ჰო, მაგრამ ლეროის ამის სურვილიც კი რომ არ გაუჩნდეს, მი-
სი შანტაჟის დამადასტურებელი სამხილი მჭირდება. მაგრამ ამ ტიპს

288
– რაა ელაპარაკეთ? ‒ წამოიძახა ქალმა. ეწყინა, უფროსმა წინას-
წარ რომ არ გააფრთხილა. ახლახან ველაპარაკე და როგორც მივ-
ხვდი, ძალიან ფრთხილია.

‒ ჰო, ამ დილით დავურეკე, მაგრამ დაჟინებით მოითხოვა, მის-


თვის ერთ-ერთ საჯარო ტელეფონზე დამერეკა.
– შეხვედრა დაგინიშნათ?
– ხვალ ვხვდები.
– და, რას აპირებთ?
– როგორმე უნდა ავალაპარაკო და ეს საუბარი ჩავიწერო, მაგ-
რამ ამას რთული აპარატურა სჭირდება: მაგალითად, ისეთი ჯაშუში-
მიკროფონები, საიდუმლო სამსახურებს რომ აქვთ.
‒ მინდა შეგახსენოთ, რომ უოტერგეიტის ეპოქაში აღარ ვცხოვ-
რობთ, ‒ გაეცინა ების.
– უფრო ეფექტური საშუალება იცით?
‒ მაგალითად, ეს, ‒ უპასუხა და მობილურ ტელეფონზე მიანიშ-
ნა.
– მობილური?
– ჰო, მაგრამ ცოტა სხვაგვარად უნდა გამოიყენოთ.
ნათანმა შუბლი შეიკრა. მისი დაინტერესება რომ შენიშნა, ებიმ
აუხსნა:
‒ თქვენს ტელეფონს ხომ აქვს სერვისი, რომელიც მანქანაში სა-
უბრის საშუალებას გაძლევთ მისი ხელში აღების გარეშე?
‒ სამი ზარის შემდეგ ავტომატურად ირთვება, ‒ დააზუსტა ნა-
თანმა, – მაგრამ ვერ ვხვდები...
– დამაცადეთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ზარის ხმა გათიშეთ.
– და ვიბრაციის რეჟიმზე დავაყენე?
– არა, – უარის ნიშნად თავი გააქნია ებიმ, ‒ ვიბრაციის დროს
აპარატი ზუზუნებს... საიდუმლოს დაცვას ეს ხელს არ უწყობს.
‒ მაშინ ვერ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო, ‒ საგონებელში ჩავარ-
და ნათანი.
ებიმ ტელეფონი გამოართვა და რამდენიმე მანიპულაცია ჩაატა-

289
არა.
– საკმარისია დააყენოთ სერვისი „ზარი ჩაწერის გარეშე”.
– ანუ, უხმო.
– და თქვენი ტელეფონიც აგენტი 007-ის ფარულ მიკროფონად
იქცევა, – უპასუხა ებიმ და ტელეფონი გადაუგდო, რომელიც ნათან-
მა ჰაერშივე დაიჭირა.
სისტემის შესამოწმებლად სამსახურის ტელეფონიდან მობი-
ლურზე დარეკა. როგორც ელოდა, სამი ზარის შემდეგ ტელეფონი
უხმაუროდ ჩაირთო.
– დაუჯერებელია, – აღიარა ნათანმა. – ეს საიდან იცით?
‒ ქალების ჟურნალში საინტერესო სტატია წავიკითხე: ათი ხერ-
ხი, როგორ გავიგოთ, ქმარი გვღალატობს თუ არა, – უპასუხა ებიმ.

290
27

„უნაკლო მამაკაცი ვარ”.

ფრანსუა ვიიონი

პიტსფილდის საავადმყოფო
რეანიმაციის განყოფილება
ღამის პირველი საათი
– აქეთ მობრძანდით, ექიმო გუდრიჩ, აქ წევს.
– ძალიან კარგი.
კლერ ჯულიანიმ უკან დაიხია. ნიუ-იორკიდან მისი პაციენტის სა-
ნახავად ცნობილი ექიმის ჩამოსვლამ მასზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა.
‒ თუ შეიძლება, დროებით დაგტოვებთ. საჭიროების შემთხვევა-
ში დამიძახეთ, აქვე ვიქნები.
– გმადლობთ, ექიმო ჯულიანი.
გარეტმა კარი შეაღო და პალატაში შევიდა.
ოთახი უბრალო იყო, კედელზე პატარა სანათი ენთო და საწოლს
რბილ შუქს აფრქვევდა პალატის სიღრმეში ძველისძველი თეთრი
მაგიდა იდგა, მის შორიახლოს ნიჟარა მოჩანდა აპარატიდან. მთელ
პალატაში გულისცემის ყრუ ხმა ისმოდა, ხოლო ხელოვნური სუნ-
თქვის უზრუნველყოფისთვის საჭირო უზარმაზარი მოწყობილობა
ჰაერს მილში ხმაურით უშვებდა.
გარეტი საწოლს მიუახლოვდა და ბენისკენ დაიხარა. ჰოპოთერ-
მიის თავიდან ასაცილებლად ექთნებს საწოლის თავი აეწიათ და
ბავშვისთვის საბანი გადაეფარებინათ. უძრავად მწოლიარე ბიჭი
ფაიფურისას ჰგავდა, სულ პაწაწინა, ამ უზარმაზარ საწოლში ჩაკარ-
გული ჩანდა. მისი სიმყიფის შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიე-
რებდა მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები სახეზე. მკლავებზე
რამდენიმე მილი ჰქონდა შემოხვეული და ისინი გადასხმის აპარატ-

291
ებს უერთდებოდა.
გარეტი მექანიკურად მონიტორს მიუახლოვდა, რომ გულის მუ-
შაობა და წნევა შეემოწმებინა. შემდეგ გადასხმის აპარატი შეამოწ-
მა, რომელსაც დროის განსაზღვრულ ინტერვალებში სხეულში
მორფის დადგენილი დოზა უნდა შეეყვანა.
ასეთ ადგილებს ხუთი თითივით იცნობდა და ყოველთვის, როდე-
საც პაციენტის მოსანახულებლად შედიოდა, თანაგრძნობა და უც-
ნაური მღელვარება იპყრობდა. ახალგაზრდა ქალს, ექიმ ჯო-
ულიანის, რომელსაც საკუთარ კომპეტენტურობაში ჯერ კიდევ ეჭვი
ეპარებოდა, ცოტას გაესაუბრა. თუმცა, მან ნამდვილად კარგად იმუ-
შავა. ბიჭი საიმედო ხელში იყო და ყველა საჭირო პროცედურა ჩა-
უტარდა. მეტის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ახლა ლო-
დინიღა რჩებოდა.
გარეტი აქ მხოლოდ ნათანის თხოვნით ჩამოვიდა. ადვოკატი
უბედური შემთხვევის შესახებ ესაუბრა, მაგრამ, რასაკვირველია,
ექიმმა არც ერთი სიტყვა არ დაიჯერა. ნათანს სურდა, გარეტი დარ-
წმუნებულიყო, რომ ბიჭუნას მართლაც შესანიშნავად მკურნალობ-
დნენ და საჭიროების შემთხვევაში, თავისი სიტყვაც ეთქვა. არაფერი
დაუმატებია, მაგრამ გუდრიჩმა მაშინვე გაიგო, სინამდვილეში რა
სურდა ნათანს: ექიმს უნდა გაერკვია, ბენ გრინფილდს ემუქრებოდა
თუ არა სიკვდილი.
გარეტმა შემინული კარისკენ გაიხედა, შეამოწმა, ვინმე ხომ არ
უყურებდა. შემდეგ სინათლე გამორთო. ბავშვის თავზე სინათლის
შარავანდედი ვერ დაინახა და შვებით ამოისუნთქა.
ბენი, ალბათ, უახლოეს ათ წუთში არ გაიღვიძებდა, მაგრამ არც
მოკვდებოდა.
გარეტმა გადაწყვიტა, სხვა რამეც ეცადა. ის, რასაც ძალიან იშ-
ვიათად მიმართავდა.
მან ხელები ბავშვის სახესთან ფრთხილად მიიტანა. ნათანთან
თავისი ამ უნარის შესახებ არასოდეს უსაუბრია. თავადაც ვერ აკონ-
ტროლებდა მას. ეს არც თვისება იყო, არც ღმერთისგან ბოძებული
ნიჭი, არამედ რაღაც დამატებითი უნარი რომელიც დროთა განმავ-

292
ლობაში შიკრიკებს უვითარდებოდათ. მისი სიტყვებით აღწერა შე-
უძლებელი იყო. მის გონებაში წამის მეათედში თითქოს რაღაც პა-
ტარა კარი იღებოდა და უეცრად, ფოტოაპარატის ჩაჩხაკუნების
მსგავსად, გამოსახულება კრთებოდა. ზოგჯერ ეს ფენომენი მასზე
ცუდად მოქმედებდა, სხეულიდან ერთბაშად აცლიდა ენერგიას. მაგ-
რამ ეს მხოლოდ ერთ წამს გრძელდებოდა, რის შემდეგაც ყველაფე-
რი რიგზე იყო.
მაგრამ ამ უნარის გამოყენებას ფიზიკური კონტაქტი სჭირდებო-
და. გუდრიჩის ხელები ბენის სახისგან რამდენიმე მილიმეტრით იყო
დაშორებული.
დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდა, ასეთი უნარი თუ გააჩნდა.
დღესაც კი ის ყოველთვის არ მოქმედებდა. მაგრამ ხანდახან „კარის
გაღებას” ახერხებდა და იცოდა, მომავალში რა მოხდებოდა. იცოდა,
და ეს არავითარ რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარებოდა. თით-
ქოს წინათგრძნობა იყო.
გარეტი თითის წვერებით შეეხო ბავშვის შუბლს და მის გონებაში
გამოსახულება გაჩნდა: ოცი წლის ბენ გრინფილდი პარაშუტით გა-
დასახტომად ემზადება.
ეს სულ ერთ წამს გაგრძელდა და გარეტმაც სწრაფადვე გაწყვიტა
კავშირი ამ ნაწინასწარმეტყველებ სამყაროსთან. ოფლმა დაასხა,
ამიტომ ძალების აღსადგენად ცოტა ხნით საწოლთან ჩამოჯდა, შემ-
დებგ პალტო შეიკრა და საავადმყოფოდან გავიდა.
რა გარემოებებში გადახტება ბენ გრინფილდი პარაშუტიდან,
როცა ის ოცი წლის იქნება? ამის თაობაზე არაფერი იცოდა. მაგრამ
ეს არც იყო მნიშვნელოვანი: ის დარწმუნდა, ბავშვი არათუ არ მოკ-
ვდებოდა, არამედ კომიდანაც მალე გამოვიდოდა.
21 დეკემბერი
მანჰეტენი ‒ დიდი ცენტრალური სადგური
ნათანმა თავისი სამსახურიდან სადგურამდე ფეხით გავლა არ-
ჩია. როდესაც მეტლაიფ-ბილდინგის მასიურ შენობას მიაღწია, სა-
ათზე დაიხედა.
11 საათი და 41 წუთი

293
შესანიშნავია, არ აგვიანდებოდა. როცა დიდი ცენტრალური სად-
გურის შენობაში შევიდა, შეხვედრამდე ოთხი წუთი რჩებოდა.
უზარმაზარი ფანჯრებიდან სინათლე იღვრებოდა და სადგურის
შენობა ტაძარს ჰგავდა. მოოქრული ჭაღებითა და მარმარილოს ქან-
დაკებებით ეს ადგილი მუზეუმსაც მოგაგონებდათ. ის მსოფლიოს
ერთ-ერთ ულამაზეს სადგურად ითვლებოდა.
უზარმაზარი დარბაზი განწირულის ნაბიჯით გაიარა და საინ-
ფორმაციო ბიუროს თავზე მოთავსებული, ცნობილი ოთხციფერ-
ბლატიანი საათისკენ გაეშურა. სწორედ იქ უნდა შეხვედროდა კრიდ
ლეროის. ეს ადგილი უყვარდა, მუდამ კინოსთან და ჰიჩკოკთან
აკავშირებდა, რადგან აქ გადაიღეს ცნობილი სცენა ფილმიდან
„ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთის გავლით”.
როგორც ყოველთვის, უამრავი ხალხი იყო. ყოველდღიურად ამ
სადგურით ნახევარი მილიონი ადამიანი სარგებლობდა მანჰეტენზე
ჩამოსასვლელად ან მის გარეუბნებამდე მისაღწევად.
შესანიშნავი ადგილია, რომ ვერავინ შეგამჩნიოს.
ადვოკატი ერთხანს უძრავად იდგა და ცლილობდა, წინააღმდე-
გობა გაეწია მგზავრებისთვის, ყოველი მხრიდან რომ აწყდებოდნენ.
მობილური ტელეფონი შეამოწმა, სათანადო რეჟიმზე იყო თუ არა
დაყენებული. კარგად იცოდა, ები მზად იყო, ლეროის ყველა საეჭვო
სიტყვა ჩაეწერა.
ნათანი მოთმინებას კარგავდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რო-
გორ გამოიყურებოდა ის, ვისაც უნდა შეხვედროდა. „მე გიცნობთ”,
– ეს შანტაჟისტების საყვარელი გამონათქვამია. ორ-სამ წუთს ასე
იდგა, ვიდრე მოულოდნელად მხარზე ხელის უხეში შეხება არ იგ-
რძნო.
– მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, ბატონო დელ ამიკო.
ეს ადამიანი მანამდეც იქვე იდგა და ნათანს ეჭვიც კი არ გასჩე-
ნია, თუ ის კრიდ ლეროი იყო. მის წინ მდგარი მამაკაცი სრულებით
არ ჰგავდა ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონეს. კარგად შეკე-
რილი მუქი ფერის კოსტიუმი და უზადო ხარისხის პალტო, ახალთა-
ხალი ან შესანიშნავად შენახული ფეხსაცმელი ეცვა. ჰალსტუხიც

294
რომ გაეკეთებინა, ვინმეს ლეროი ქალაქის რომელიმე საადვოკა-
ტო ფირმის თანამშრომელი ეგონებოდა. მასში ყველაფერი საშუა-
ლო იყო: სიმაღლე, ჩასკვნილობა, ნაკვთები.. ყველაფერი საშუ-
ალო, ზურმუხტისფერი თვალების გარდა, რომლებშიც მგზნებარე
ცეცხლი კიაფობდა.
ყბედს არ ჰგავდა, ნათანს ანიშნა, უკან გაჰყოლოდა.
ორივე მამაკაცმა ბაქნებისკენ მიმავალ გზაზე ჩამწკრივებულ უთ-
ვალავ ჯიხურს ჩაუარა. შემდეგ ზედა სართულზე ავიდნენ, სადაც
მრავლად იყო კაფე-სასადილოები და რესტორნები. ხმაურისა და
ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, დიდი სადგურის მატარებ-
ლები მიწის ქვეშ ჩერდებოდნენ, ამიტომ მოგზაურს უცნაური გრძნო-
ბა იპყრობდა: მოხვდა სადგურში, სადაც მატარებლები არ არიან.
კრიდ ლეროის მიწვევით ნათანმა ოისტერ-ბარის კარი შეაღო.
დაწესებულება იმით იყო სახელგანთქმული, რომ კლიენტებს
მთელ ქალაქში ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ საუკეთესო
კერძებს სთავაზობდა. როგორც წესი, ნათანი აღტაცებაში მოჰყავდა
ლუდის ამ ულამაზეს ბარს და მის გრანდიოზულ თაღიან დარბაზს.
– ჯერ ტუალეტში შევიდეთ, – ნერვიულად თქვა ლეროიმ.
– უკაცრავად?
– ნუ მეკამათებით.
ნათანნი ტუალეტამდე გაჰყვა კრიდი ოთახის დაცლას დაელო-
და, შემდეგ დაჟინებით მოითხოვა:
– თქვენი პალტო მომეცით.
– რაა?
‒ მომეცით თქვენი პალტო და კოსტიუმი, არ მინდა, ჩამწერი აპა-
რატურა თან გქონდეთ.
– არავითარი აპარატურა არ მაქვს! – შეეწინააღმდეგა ნათანი
და მიხვდა, შეიძლებოდა მისი საგულდაგულოდ დამუშავებული გეგ-
მა ჩაფუშულიყო
– სწრაფად! – უბრძანა ლეროიმ.
ნათანმა პალტო და კოსტიუმი გაიხადა. ამ უკანასკნელის ჯიბი-
დან მობილური ტელეფონი ამოიღო და პერანგის ჯიბეში გადაიტანა.

295
ღირდა მცდელობა.
‒ საათი მოიხსენით.
ნათანმა შეასრულა.
– პერანგი გაიხსენით.
– პარანოია გჭირთ.
– ნუ გამამეორებინებთ!
ადვოკატმა ამოიოხრა და პერანგის ღილები გახსნა.
– სხვა რამეც ხომ არ გაინტერესებთ? - შეეკითხა გამომწვევად. –
მიდით, ისარგებლეთ მომენტით, დღეს კელვინ კლაინის ტრუსი მაც-
ვია.
– თქვენი ტელეფონი, თუ შეიძლება.
– სასაცილოა!
ლეროიმ უხეშად წაართვა ტელეფონი.
„ჯანდაბა”.
– თქვენი საქორწინო ბეჭედი.
– ამას არ გაეკაროთ.
კრიდი შეყოყმანდა, შემდეგ მაჯაზე ჩაავლო ხელი.
– ეი, ხელი გამიშვით!
ნათანი თვალის დახამხამებაში ყელში სწვდა და კარზე ააკრა.
– ხხრრრრ!.. – ხმის ამოღება სცადა კრიდ ლერიომ.
ნათანმა კიდევ უფრო მოუჭირა.
– ამას არ გაეკაროთ! გასაგებია?
– ხხხრრრრ.... გა...სა...გებია!
ადვოკატმა მაშინვე გაუშვა ხელი.
ლეროი მოიხარა და რამდენჯერმე დაახველა, რომ ამოესუნთქა.
– ჯანდაბა, დელ ამიკო... ამას არ გაპატიებთ.
‒ მიდი, სული მოითქვი, ‒ მიაძახა ნათანმა და ტუალეტიდან გა-
ვიდა. – დარწმუნებული ვარ, აქ იმიტომ არ დამპატიჟე, რომ ლოკო-
კინას სუპი გავსინჯოთ.
ახლა ორივენი კუბოკრული სუფრით დაფარულ მაგიდასთან ის-
ხდნენ და წინ თითო ჭიქა ვისკი ედგათ. დარბაზში სხვა კლიენტების
საუბარი ისმოდა. ლეროი, რომელმაც ნათანის პალტო, კოსტიუმი

296
და მობილური ტელეფონი გასახდელში ჩააბარა, ცოტა დაწყნარდა.
ჯიბიდან ტაროს დასტა ამოიღო და ადვოკატს უჩვენა.
– პირველი ცხრა ციფრი ბაჰამის კუნძულებზე მდებარე ბანკის
ანგარიშის ნომერია, ‒ აუხსნა მან. – ახლა თქვენს ბანკირთან და-
რეკავთ და ამ ანგარიშზე თანხის გადარიცხვას სთხოვთ. ბანკს ექ-
სელსიორი ჰქვია.
ნათანმა თავი ჩაქინდრა.
„სამწუხაროა, რომ ებიმ ეს ვერ ჩაიწერა”.
ეშმაკმა დალახვროს, თავისი მობილური როგორმე უნდა დაიბ-
რუნოს. ამისთვის ჯერ ლეროის სიფხიზლის მოდუნებაა საჭირო.
– არც ისე ცუდი ოინია ბანქოს გამოყენება, ლეროი.
– მართლა, ხომ?
– ჰო... კვალს არ ტოვებ... ბანქოს აჭრი და შანტაჟის კვალიც არ
რჩება.
ლეროი უეცრად დაეჭვდა.
‒ მიდით, ჩემი ქება შეწყვიტეთ და ბანკს დაურეკეთ.
– შეგახსენოთ, ტელეფონი რომ ჩამომართვით და გარდერობში
ჩააბარეთ?
– რესტორნის ტელეფონით ისარგებლეთ.
– როგორც ინებებთ.
ნათანმა შვებით გაიღიმა, შემდეგ წამოდგა და დახლისკენ გა-
ემართა, თითქოს სწორედ ამას ელოდა.
ამ თავდაჯერებულობამ ლეროი შეაშფოთა.
‒ მოიცადეთ, დელ ამიკო, თქვენი მობილური აიღეთ, მინდა მო-
ვისმინო, ბანკირს რას ეტყვით.
ნათანმა გარდერობიდან მობილური ტელეფონი აიღო, შეამოწ-
მა, რეჟიმი სათანადოდ იყო თუ არა ჩართული.
„მშვენიერია”.
მაშინვე წარმოიდგინა ები, რომელიც მაგნიტოფონით აღჭურვი-
ლი ხაზის მეორე ბოლოში იყო.
ახლა მისი ჯერია. მისი გამოსვლის დრო დადგა. შეძლებს კი ნა-
თან დელ ამიკო, დიდი ადვოკატი, კრიდ ლეროის ალაპარაკებას? შე

297
ძლებს, თუ ის მართლაც საუკეთესოა, როგორც ყოველთვის თავს
არწმუნებდა. მაგრამ სინამდვილეში, აქამდე ყოფილა კი მართლაც
საუკეთესო? ან ახლაც ისევ საუკეთესოდ დარჩა?
მაგიდას დაუბრუნდა და მობილური დაუდევრად წინ დაიდო. შე-
ნიშნა, ლეროი ნერვიულობდა.
– ეს ზარი, დღეს არის საჭირო თუ ხვალ?
ნათანმა ტელეფონი აიღო, თითქოს დარეკვას აპირებდა, შემდეგ
დაამატა:
‒ სიმართლე ითქვას, ჩემი ბანკირი ჩვეულებრივ ადრე სადი-
ლობს ხოლმე და...
– დელ ამიკო, ცირკს ნუ აწყობთ!
ნათანმა თავი მოიქექა.
– ათი ათას დოლარზე შევთანხმდით, ასე არ არის?
– ჯანდაბა, ნუ დამცინით!
‒ დაწყნარდით, თქვენ ხომ ერთ დღეში მიიღებთ იმას, რის შეგ-
როვებასაც რამდენიმე წელი მოვანდომე.
– გაინძერით.
‒ და როგორი გრძნობაა, როდესაც ბარიერის მეორე მხარეს გა-
დადიხარ? დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში თქვენ თავს დაუს-
რულებლად უსვამთ ამ შეკითხვას: ნუთუ ერთ დღეს მართლაც გა-
ვიღვიძებ და საკუთარ თავს ვეტყვი – „როგორც იქნა, მდიდარი
ვარ”? ნუთუ...
– ნუ გამაღიზიანებთ!
‒ მისმინეთ, იქნებ ჯობდეს ეს საქმე სხვა დროისთვის გადავდოთ,
კრიდ. რაღაც, ცუდად გამოიყურებით.
ლეროიმ მაგიდას მუშტი დაჰკრა და როგორც იქნა, ის სიტყვები
წარმოთქვა, ნათანი აქამდე რომ ელოდა:
‒ დაურეკეთ თქვენს დაწყევლილ ბანკს და ჩემს ანგარიშზე მი-
ლიონი დოლარი გადარიცხეთ!
– კარგი, კარგი, როგორც ინებებთ.
„არა, ნამდვილად საუკეთესო ვარ”.
ადვოკატმა აპარატი აიღო, მიკროფონის გამოსართველად გათ-

298
იშა, შემდეგ მაშინვე თავიდან ჩართო. ბანკში ფილს დაურეკა და ლე-
როის დაჟინებული მზერის თანხლებით თანხის გადარიცხვა სთხო-
ვა.
– ესეც ასე, თანხა გადარიცხულია.
წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ ლეროი უეცრად
წამოდგა და ბრბოს შეერია. ნათანმა მხოლოდ წამის მეათედით მო-
აცილა თვალი, მაგრამ ეს მისი გაუჩინარებისთვის საკმარისი აღ-
მოჩნდა.
კრიდი აორთქლდა.
ლეროი რესტორნიდან აუჩქარებლად გავიდა ისეთი მოუხელთე-
ბელი იყო, რომ ებიმ კინაღამ ხელიდან გაუშვა. ტროტუარზე გავიდა
და ტაქსი გააჩერა.
– ნიუვაკის აეროპორტი, – უთხრა მძღოლს და კარი გააღო. ები
უკან გაედევნა.
‒ მეც ნიუვაკში მივდივარ, თუ შეიძლება ამავე მანქანით წამო-
ვალ.
ისეთი თავდაჯერებით ჩაჯდა მანქანაში, რომ ლეროიმ უარის
თქმა ვერც კი გაბედა.
ტაქსი რამდენიმე წამის დაძრული იყო, როცა ების ტელეფონმა
დარეკა.
‒ ჩემი აზრით, თქვენ გირეკავენ, – თქვა მან და ტელეფონი ლე-
როის გაუწოდა.
– ეს რას ნიშნავს?
– ნახავთ. მე კი აქ ჩამოვალ, – თქვა და მძღოლს მინის ბარიერზე
დაუკაკუნა. – კეთილი მგზავრობა, მისტერ ლეროი.
ტაქსი გაჩერდა და ები ჩავიდა. კრიდი გაოგნებული უყურებდა.
ყურმილის აღებას ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეო-
ბამ სძლია.
– ალო? – გაკვირვებულმა საკუთარი ხმა გაიგონა: „დაურეკეთ
თქვენს დაწყევლილ ბანკს და ჩემს ანგარიშზე მილიონი დოლარი
გადარიცხეთ! კარგი, კარგი, როგორც ინებებთ”.
– ჯანდაბა, რა თამაშს თამაშობთ, დელ ამიკო?

299
‒ იმ ადამიანის თამაშს, რომელიც მხოლოდ ერთხელ გადახდა-
ზეა თანახმა და არა ორჯერ.
– ამ ჩანაწერს რას უზამთ?
– არაფერს, შევინახავ, ისე როგორც თქვენ ინახავთ თქვენს კა-
სეტას. შევინახავ ყოველი შემთხვევისთვის. მისი გამოყენება დამ-
ჭირდება თუ არა, ეს თქვენზეა დამოკიდებული.
– თუ ეს გაწუხებდათ, შემიძლია გითხრათ, რომ მეორედ აღარ
დაგაშანტაჟებთ.
‒ იმედი მაქვს, კრიდ, იმიტომ რომ ციხის საკანში დროის გატა-
რება არც ისე სასიამოვნოა!
– მეორე შემთხვევა აღარ იქნება.
‒ მჯერა თქვენი. ჰო! კიდევ ერთი რამ, კრიდ: ნახავთ, „ის” სრუ-
ლებითაც არ არის ყველა სურვილის ამსრულებელი.
– რაზე ამბობთ?
– ფულზე, კრიდ, ფულზე.
და ყურმილი დაკიდა.
ნანტაკეტზე მზე ჩადიოდა. აღმოსავლეთის ქარი მთელ დღეს
ქროდა. დაბნელებასთან ერთად ტალღები უფრო მომძლავრდა,
მთელი ძალით ეხეთქებოდნენ კლდეებს, რომლებიც უექსლერების
ვილას იცავდა.
ჯეფრი და მელორი დახურულ ვერანდაზე იდგნენ, რომელიც
წყლის თავზე იყო მოქცეული. ეს სახლის ყველაზე შთამბეჭდავი ად-
გილი იყო შესანიშნავი ხედით, თითქოს პირდაპირ ოკეანეში იძირე-
ბიო.
მელორი ბრაზილიიდან დილით დაბრუნდა და სან-დიეგოში ჩა-
სულმა, მაშინვე ბერკშირში მშობლებს დაურეკა. მაგრამ მოსამსა-
ხურემ აცნობა, რომ „ბატონმა და ქალბატონმა” საშობაო არდადე-
გების გატარება ნანტაკეტში გადაწყვიტეს. ამ მოულოდნელმა
ცვლილებამ მელორი ააფორიაქა, თვითმფრინავით ბოსტონში ჩა-
ვიდა და სულ ერთი საათის წინ, ნანტაკეტში მივიდა.
– აი, მელორი, ახლა უკვე ყველაფერი იცი.
ჯეფრი დეტალურად მოუყვა უკანასკნელი დღის მოვლენებზე.არ-

300
აფერი გამოუტოვებია იმ მომენტიდან, როცა უგონოდ მთვრალმა
ბენ გრინფილდი გაიტანა, ნათანის გადაწყვეტილებისა და კრიდ ლე-
როის ჩარევის ჩათვლით, რის შესახებაც სიძემ საქმის კურსში ჩააყე-
ნა. ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული თავისი პრობლემაც არ და-
ვიწყებია და ისიც აუხსნა ოცდახუთი წლის წინათ რატომ დაადანა-
შაულა ნათანის დედა ქურდობაში.
ყველაფერს მოუყვა იმის გარდა, რომ ნათანი მალე მოკვდებო-
და.
თვალცრემლიანი მელორი მამას მიუახლოვდა.
– ბავშვის ამბავი თუ იცი?
‒ საავადმყოფოში დღეში ორჯერ ვრეკავ მდგომარეობა სტაბი-
ლურია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ჯეფრის მისი გულში ჩაკვრა სურდა, მაგრამ მელორიმ უკან და-
იხია.
– როგორ დაუშვი? – ჰკითხა ჩამწყდარი ხმით. – როგორ დაუშვი,
რომ ნათანმა დანაშაული დაიბრალა?
– მე... არ ვიცი, – წაილუღლუღა მან, – თავად გადაწყვიტა. ის
ფიქრობდა, რომ ყველასთვის ასე აჯობებდა...
– უპირველესად, შენთვის!
ეს სიტყვები ჯეფრისთვის სილის გარტყმის ტოლფასი იყო. მო-
ხუცმა აღარ იცოდა, თავი როგორ ემართლებინა. ნათანისთვის მი-
ცემული პირობის დარღვევას არ აპირებდა, ამიტომ ერჩივნა, ქა-
ლიშვილს ლაჩრად მიეჩნია. ეს მისი სატარებელი ტვირთი იყო. თა-
ვისებურად, ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვა.
– ციხეში ხომ არ დატოვებ?
– არა, საყვარელო, – დაარწმუნა ჯეფრიმ, ‒ გპირდები, იქიდან
გამოვა. ამქვეყნად ყველაზე კარგად ერთადერთი საქმე ვიცი და
ჩემს ცოდნას არ დავიშურებ.
ჯეფრიმ ხელებზე დაიხედა, სახიფათოდ უკანკალებდა, რაც ორ-
განიზმში ალკოჰოლის ნაკლებობაზე მიანიშნებდა. თხუთმეტი წუ-
თის განმავლობაში მესამედ დაისხა მინერალური წყალი და მოსვა,
თითქოს იმედი ჰქონდა, ეს არყის სირჩასავით სასიკეთო გავლენას

301
მოახდენდა. თუმცა, ამის ნაკლებად სჯეროდა.
– მაპატიე, მელორი.
თავი ებრალებოდა; ის, რამაც მთლიანად შებოჭა, სირცხვილზე
მეტი იყო. მისი ქალიშვილი, რომელსაც აღმერთებდა და რომელმაც
იცოდა, მისი სიმყიფის შესახებ, მის გვერდით ტიროდა, მას კი შვი-
ლის გულში ჩაკვრის უფლებაც არ ჰქონდა.
მელორი უზარმაზარი ფანჯრისკენ გაემართა. მისი მზერა შორს,
ოკეანის ჰორიზონტში ჩაიკარგა. პატარაობისას ქარიშხლის დროს
ამ ვერანდაზე შემოსვლას ვერ ბედავდა, რადგან ქარისა და ტალღე-
ბის გამაყრუებელი ხმაური იდგა. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა,
თითქოს ქარიშხლის შუაგულში იყო.
ჯეფრიმ გაბედა და მისკენ ნაბიჯი გადადგა.
– საყვარელო...
მელორი შემობრუნდა, მამას შეხედა და ბოლოს, ათი წლის გო-
გონასავით, გულში ჩაეკრა.
– მას შემდეგ, რაც ნათანთან აღარ ვცხოვრობ, ისეთი უბედური
ვარ, მამა, ლამისაა მოვკვდე.
– დაელაპარაკე, საყვარელო. დარწმუნებული ვარ, ერთმანე-
თისთვის ბევრი რამ გაქვთ სათქმელი.
‒ თავდაპირველად, როცა დავშორდით, უცნაური გრძნობა და-
მეუფლა – ტკივილის და შვების.
‒ შვების?
– ჰო. მთელი ცხოვრება მეშინია, რომ აღარ ვეყვარები, რომ ერთ
დილას გაიღვიძებს და მიხვდება, სინამდვილეში როგორი სუსტი და
მყიფე ვარ. ამ თვალსაზრისით, მის გარეშე ყოფნა შვება იყო: უკვე
დავკარგე და ხელახლა ვეღარ დავკარგავდი.
– მასაც ისევე სჭირდები, როგორც შენ გჭირდება.
– არ მჯერა. აღარ ვუყვარვარ.
– რაც მან მოიმოქმედა, საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
მელორიმ მამას იმედით აღსავსე თვალებით შეხედა.
– წადი და შეხვდი, – მკაცრად ურჩია ჯეფრიმ. – მაგრამ იჩქარე,
დრო არ ითმენს.

302
28

„თვალები დახუჭე, ქუსლები სამჯერ მიარტყი ერთმანეთს და


მთელი სულითა და გულით გაიფიქრე: ისევ შინ ვარ”.

ფილმიდან „ოზის ჯადოქარი”

24 დეკემბერი
– მამიკო, შეიძლება, ჰოთ-დოგი ვჭამო?
ბონი მეხუთე ავენიუსა და 58-ე ქუჩის კუთხეში მდგარი ურიკის
წინ დახტუნავდა.
– ახლა ოთხი საათია, საყვარელო, არ ჯობია, ხილი შეჭამო?
– არა, რა! – თავი გააქნია გოგონამ. – ძალიან მიყვარს ჰოთ-დო-
გი ბევრი მდოგვითა და შემწვარი ხახვით! არაჩვეულებრივია.
ნათანი ყოყმანობდა: ასეთი საკვები ჯანმრთელობისთვის სასარ-
გებლო არ არის, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავი მაინც დაიქნია.
– Cuanto cuesta esto12 - ძალიან სერიოზულად ჰკითხა
ურიკასთან მდგარ გამყიდველს და ჯიბიდან პაწაწინა საფულე
ამოიღო, რომელშიც თავის დანაზოგს ინახავდა.
მამამ დატუქსა:
– ყველას ესპანურად ნუ ელაპარაკები.
– Son dos dolares13 – უპასუხა გამყიდველმა და თვალი ჩაუკრა.
ნათანმა საფულიდან ორად გაკეცილი ქაღალდის ფულის შეკვრა
ამოიღო.
‒ შეინახე შენი ფული.
ორი დოლარი გადაიხადა და მისმა გოგონამ ულამაზესი ღიმი-
ლით დააჯილდოვა.
ჰოთ-დოგი აიღო და ისარივით გაიჭრა შეჯგუფული ხალხისკენ,
საიდანაც საშობაო სიმღერა ისმოდა. მშრალი, მაგრამ მაცოცხლებ-

12
რა ღირს?
13
ორი დოლარი

303
ელი სიცივე იდგა, შესანიშნავი მზე შენობების ფასადებს ანათებდა.
ნათანი გოგონას უკან გაჰყვა. ბრბოში და მთელ ავენიუზე გაფან-
ტულ სანახაობებს თვალს არ აცილებდა და შეამჩნია, ქურთუკს რო-
გორ დააჩნდა მდოგვის პაწაწინა ყვითელი ლაქა. ერთხანს ნეგრო
სპირიჩუალსის სკოლის მოსწავლეების შესრულებით საშობაო სა-
გალობლებს უსმინეს. ბონი რამდენიმე სიმღერას აჰყვა კიდეც, შემ-
დეგ ახალი ჯგუფისკენ გაქანდა. ვერ მოითმინა და შენახული ორი
დოლარი სანტა კლაუსის სამოსში გამოწყობილ მევიოლინეს მისცა,
რომელიც ხსნის არმიისთვის ფულს აგროვებდა. შემდეგ ნათანი
ცენტრალური პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთი შესასვლელისკენ
წაიყვანა არმიის დიდ მოედანთან.
სიცივის მიუხედავად, უამრავი ადამიანი პარკში სასეირნოდ გა-
მოსულიყო. ზოგი ფეხით სეირნობდა, ზოგი ველოსიპედით, ნაწილს
ძველებური ეტლები გამოეყვანაი და ზოგიც თხილამურებით მოსუ-
ლიყო!
აბრას ჩაუარეს, რომელიც მსურველს პარკის ხეების ტოტებზე
შეფობის აღებას სთავაზობდა.
‒ შეიძლება, ჩემი დაბადების დღისთვის ტოტზე შეფობა ავიღო?
– შეეკითხა ბონი.
მისი უარი კატეგორიული იყო.
– არა, ეს სისულელეა, არ შეიძლება ხის ტოტზე შეფობის აღება.
ბონის აღარ დაუჟინია, სამაგიეროდ, სხვა რამ სცადა:
– ახალ წელს ტაიმ-სკვერზე რომ შევხვდეთ?
‒ ასეთ ადგილზე პატარა გოგონებს არაფერი ესაქმებათ. და თან,
ისეთი არაფერი ხდება.
– ძალიან გთხოვ. სარამ მითხრა, რომ მთელ ქვეყანაში ღია ცის
ქვეშ ახალი წლის შეხვედრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგი-
ლია.
– ვნახოთ, საყვარელო. თავზე დაიხურე, აცივდა.
ბონიმ თავისი პერუული ქუდი თვალებამდე ჩამოიფხატა. მამამ
კაშნე შემოახვია და კლინექსის ცხვირსახოცით ცხვირი გაუწმინდა.
ამ არაჩვეულებრივ ბავშვზე ზრუნვა დაუსრულებელი სიამოვნება

304
იყო. ჩანდა, ბონი არ იყო ტრავმირებული ავარიის დღეს მომხდარი
ამბებით. პოლიციის მიერ ჩვეულებრივ დამნაშავესავით ბორკილ-
დადებული მამამისის წაყვანა მისთვის ადვილი სანახავი ნამდვი-
ლად არ იყო, მაგრამ ბებია-პაპა მეორე დღესვე მოუყვა სიმართლეს.
ახლა ავარიას თუ ახსენებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა ბიჭის
შესახებ ეკითხა.
ამ თვალსაზრისით, ახალი ამბები დამამშვიდებელი იყო:
დილით ჯეფრიმ ნათანს დაურეკა და აცნობა, რომ ბენი კომიდან
გამოვიდა. ორივე მამაკაცისთვის ეს შვება იყო – გარდა იმისა, რომ
ბავშვი გადარჩა, ნათანს ციხე აღარ ემუქრებოდა.
ბონისთან ერთად არდადეგების სამი არაჩვეულებრივი დღე გა-
ატარა. სხვას არაფერს აკეთებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ერთო-
ბოდნენ. ნათანს არ უცდია, შვილისთვის რამე განსაკუთრებული
აეხსნა. ფილოსოფოსობაზე დროის დაკარგვას არ აპირებდა, მხო-
ლოდ შვილთან ერთად ყოფნა უნდოდა, რათა შემდეგ სასიამოვნო
მოგონებები დარჩენოდა.
პირველად წაიყვანა ეგვიპტური სიძველეებისა და თანამედროვე
ხელოვნების მუზეუმში პიკასოს ტილოების დასათვალიერებლად.
წინა დღეს ბრონქსის უზარმაზარ ზოოპარკში ერთად იყვნენ, ხოლო
დილით ფორტ-ტრაიონ-პარკის ბაღებამდე ავიდნენ, სადაც როკფე-
ლერს სამხრეთი საფრანგეთის მონასტრების შენობები სკრუპულო-
ზური სიზუსტით ჰქონდა აღდგენილი.
ნათანმა საათს დახედა. შვილს ატრაქციონთან მისვლასაც შეჰ-
პირდა, მაგრამ უკვე უნდა აჩქარებულიყვნენ: სახელგანთქმული ატ-
რაქციონი მხოლოდ ხუთის ნახევრამდე მუშაობდა. მანეჟისკენ გაიქ-
ცნენ. გარშემო საშობაო ბაზრობისთვის დამახასიათებელი გამო-
ცოცხლება იგრძნობოდა. ბონის ძალიან მოსწონდა.
‒ შენც ხომ ამოხვალე ‒ შეეკითხა სირბილით სუნთქვაშეკრული.
– არა, პატარავ, კარუსელი დიდებისთვის არ არის.
– ნახე, რამდენი უფროსია, ‒ ხელი გაიშვირა გოგონამ და ხის
ცხენებზე ანიშნა.
‒ მიდი, სწრაფად, – წააქეზა მამამ.

305
– ძალიან გთხოვ, ‒ შეეხვეწა გოგონა.
დღეს მისთვის უარის თქმას არ აპირებდა. ამიტომ შვილის გვერ-
დით ლამაზად შეღებილ ცხენზე შემოჯდა.
‒ წავედით! ‒ დაიყვირა ბონიმ, როცა კარუსელი დაიძრა და მუ-
სიკის ხმაც გაისმა.
მანეჟის მონახულების შემდეგ გუბურაში მშვიდად მოცურავე იხ-
ვებს პურის ნამცეცები გადაუყარეს და უოლმან-რინკს მიაღწიეს.
წელიწადის ამ დროს ეს მანჰეტენის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბ-
ლავ ადგილი იყო. ხეებით გარშემორტყმულ საციგურაო მოედანს
მიდტაუნის ცათამბჯენი გადაჰყურებდა. ღობის მიღმა მდგარი ბონი
შურით ადევნებდა თვალს სხვა ბავშვებს რომლებსაც ყინულზე ფი-
გურები მხიარული ჟრიამულით გამოჰყავდათ.
– გინდა, სცადო?
‒ შევძლებ? ‒ შეეკითხა გოგონა, რომელიც ყურებს არ უჯერებ-
და.
– იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ.
ექვსი თვის წინათ, ალბათ, უპასუხებდა „არა, მეშინია” ან ა“რა,
ჯერ ძალიან პატარა ვარ”, მაგრამ ბოლო დროს, მეტი თავდაჯერებუ-
ლობა იგრძნო.
‒ შენი აზრით, შევძლებ?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ნათანმა და თვალებში შეხედა. – შენ
ხომ გორგოლაჭებით სრიალის ჩემპიონი ხარ. ციგურებიც მას
ჰგავს.
– მაშინ ვცდი.
არენაზე შესვლისა და ციგურების დასაქირავებლად ნათანმა
შვიდი დოლარი გადაიხადა, შემდეგ შვილს მათ დამაგრებასა და მო-
ედანზე შესვლაში დაეხმარა.
თავიდან ფეხზე მყარად ვერ იდგა და დაეცა კიდეც. მაგრამ გაბ-
რაზებული სწრაფად წამოდგა, თვალებით ნათანს ეძებდა. ბორდი-
ურთან მდგარმა მამამ წააქეზა, კიდევ ეცადა. გოგონა ისევ გასრი-
ალდა, ახლა მეტი დამაჯერებლობით და რამდენიმე მეტრიც გაიარა.
სრიალს ალღო აუღო, თუმცა მოულოდნელად თავისივე ასაკის ბიჭს

306
შეეჯახა. მაგრამ ტირილის ნაცვლად, გადაიხარხარა.
– ასე გააკეთე! – დაუყვირა ნათანმა და ხელით ანიშნა, როგორ
უნდა დაედგა ციგურიანი ფეხი სრიალის დასამუხრუჭებლად. მოწო-
ნების ნიშნად მამას ცერი აჩვენა. იმ ასაკში იყო, როცა ყველაფერს
იოლად სწავლობენ.
დამშვიდებულმა ნათანმა პატარა კარვისკენ გასწია, სადაც სას-
მელებს ყიდდნენ და ყავა შეუკვეთა, თან დროდადრო შვილისკენ
იხედებოდა. ზამთრის სიცივისგან ლოყები ავარდისფერებოდა და
როკ-ენ-როლის რიტმზე ახლა მეტი თავდაჯერებულობით სრიალებ-
და.
ხელები რომ გაეთბო, სული შეუბერა. მთელი მანჰეტენი ზამ-
თრის უზარმაზარ კურორტს ჰგავდა. შორიდან ყინულის მოედანი
ვერცხლისფრად ლაპლაპებდა. საციგურაოს მახლობლად, გორაკ-
ზე, ვიღაცას თოვლში წარწერა დაეტოვებინა: I ♥ NY. ნათანს “თოყ-
ვარდა ზამთრის ასეთი ატმოსფერო, როცა მთელი ქალაქი თითქოს
ბროლის ზარდახშას ემსგავსებოდა. მესერს გაუყვა, რომ ჩამავალი
მზის უკანასკნელ სხივებს მიფიცხებოდა. გაგიჟება შეიძლებოდა
იმის გაფიქრებაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანი გახდა მისთვის
ისეთი უბრალო რამ, როგორიც მზისთვის სახის შეშვერაა!
ამაზე ფიქრმა გრძნობები აუშალა. მალე დასასრულიც მოვა. ვე-
ღარასოდეს იგრძნობს ყავის სურნელს, ახლა ნესტოებში რომ უღი-
ტინებს, მის კანს ვეღარც მზის სითბო გაათბობს. თვალები ცრემ-
ლით აევსო, მაგრამ მაშინვე თავს მოერია. ახლა ამის დრო არ იყო.
ასეა თუ ისე, მას იმის დრო მაინც ჰქონდა, ცოლსა და ქალიშვილს
გამომშვიდობებოდა. ასეთი შესაძლებლობა ყველა მომაკვდავს
არა აქვს.
მალე ჩამავალი მზის სხივები ცათამბჯენს მიეფარა. ერთ წუთში
სიბნელე ჩამოწვებოდა. ზამთრის პეიზაჟის ფონზე ქუჩის განათება
სანთლებივით აინთო და პარკმა სულ სხვანაირი, ზღაპრული ელფე-
რი შეიძინა.
ახლა ჯერ დღე იყო, მაგრამ ცათამბჯენების თავზე მოთეთრო მთ-

307
ვარე უკვე ამოიწვერა. სწორედ მაშინ დაინახა ის – შორიდან, სინათ-
ლიდან მოდიოდა.
მელორი.
მისი სილუეტი ნარინჯისფერ სინათლეში გამოიკვეთა. ქარში
თმები უფრიალებდა, სიცივეს სახე შეეფაკლა. როცა დაინახა, მის-
კენ გამოიქცა და ჯერ კიდევ აქოშინებული, ნათანის მკლავებში აღ-
მოჩნდა. თითქოს ისევ ოცი წლისები იყვნენ, თუმცა როდესაც უკან
მიიხედეს, მხიარული ყვირილით პატარ გოგონა გამორბოდა, რო-
მელსაც სასწრაფოდ მიეტოვებინა ციგურები.
ბონი მათ მკლავებში აღმოჩნდა და სამივე ერთმანეთს მთელი
ძალით ჩაეხუტა. რაკი ჩახუტებულები იყვნენ, გოგონამ თქვა:
– ყვავილი გავაკეთოთ?
ეს მათი თამაში იყო, ბონის პატარაობისას გამოიგონეს.
ჯერ ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ და
ამბობდნენ: „ყვავილი დაიხურა”, შემდეგ ცოტათი შორდებოდნენ და
ამბობდნენ: „ყვავილი გაიშალა”.
ასე სამ-ოთხჯერ იმეორებდნენ: ყვავილი დაიხურა, ყვავილი გა-
იშალა. ყვავილი დაიხურა, ყვავილი გაიშალა...მარტივი თამაში
იყო, დაახლოების ნიშანი, რომელსაც მტკიცედ უნდა შეეკრა ეს ოჯა-
ხი, რომელსაც რომელიღაც წევრი ყოველთვის აკლდა.

308
29

„ყოველთვის სიყვარული გვტანჯავს, მაშინაც კი,


როცა გვგონია, რომ არაფერი გვაწუხებს”.
კრისტიან ბობენი

რამდენიმე საათის შემდეგ


24 დეკემბრის ღამე
სან-რემოს ბინა
ორივენი საწოლის შუაში იწვნენ და ვარსკვლავებს უყურებდნენ.
ცა ისეთი მოწმენდილი იყო, რომ მთვარე მთელ საძინებელს მო-
ცისფრო სინათლით ავსებდა. მელორის ტუჩები ნათანის კისერს ეა-
ლერსებოდა. მძლავრმა გრძნობამ ისინი ისევ გააერთიანა და ჯერ
კიდევ სწრაფად სუნთქავდნენ.
ქმარს ხელები თმაში შეუცურა.
– ხომ იცი, შენზე უფროსი ვარ, ‒ ჩასჩურჩულა.
– მხოლოდ რამდენიმე დღით, ‒ შენიშნა ღიმილით.
– ასე მგონია, ჩემ გამო გაგაჩინეს, – იხუმრა ქალმა.
ქმარმა ხელი მკერდზე დაადო.
– რისი თქმა გსურს?
ქალმა ხუმრობა განაგრძო:
‒ როდესაც ჩავისახე, ჩემმა კეთილისმყოფელმა არსებამ გადაწ-
ყვიტა, რომ ვინმე მჭირდებოდა, ვინც ცხოვრების სიძნელეების გა-
დატანაში დამეხმარებოდა.
– და ზეცაში ასე გადაწყდა ჩემი დაბადება? – სიცილით ჰკითხა
ქმარმა.
– ზუსტად ასეა. ამიტომ, ძალიან გულთბილი მადლობა უნდა გა-
დამიხადო, ‒ წაიჩურჩულა და ისევ აკოცა. მე რომ არ ვყოფილიყავი,
დღის სინათლეს ვერ იხილავდი.
ნათანი კოცნაზე აუჩქარებლად პასუხობდა. მის სურნელში ჩა-
ძირვა სურდა. ყველაფერს ყურადღებას აქცევდა, ხელის ცახცახს,
ამოკვნესას. შეიძლება ლატარიის გამარჯვებული გახდე, სასამართ-

309
ლოში საუკუნის პროცესი მოიგო, საბანკო ანგარიშს შვიდი ან რვა
ნული დაამატო, მაგრამ ამას ვერასოდეს ვერაფერი შეედრება.
მკლავები მაგრად შემოხვია, კეფაზე აკოცა, ბარძაყებზე მოეფერა
და შემდეგ ზურგზე მთელი სხეულით მიეკრა, თითქოს ცხოვრებას-
თან კავშირს სწორედ მელორის წყალობით ინარჩუნებდა.
უკანასკნელი დღეების მოვლენებმა მთელი სისწრაფით თვალ-
წინ გაუელვა და მიხვდა, რომ არასოდეს ყოფილა ასეთი სიცოხლით
აღსავსე მას შემდეგ, რაც თავისი მოსალოდნელი სიკვდილის შესა-
ხებ გაიგო.
შემდეგ ისევ იგრძნო, შორიახლო როგორ დაძრწოდა სიკვდი-
ლი. იმ საღამოს პირველად იყო სიკვდილისთვის მზად. რასაკვირ-
ველია, შიში არ გამქრალა, მაგრამ მას ერთგვარი მოუთმენლობა
დაერთო. სიკვდილი ისევე აინტერესებდა, როგორც ახალი კონტი-
ნენტი. შესაძლოა, რაღაც ამოუცნობ სამყაროში მიდიოდა, მაგრამ
მიდიოდა სიყვარულით გარემოცული. „საკუთარ თავთან და სხვებ-
თან შერიგებული”, – როგორც გუდრიჩი იტყოდა.
სხეული ისე უხურდა, როგორც სიცხიანს. ისევ იგრძნო აქამდე
მივიწყებული ტკივილი მკერდში და ქუსლზე ნაკბენმაც თავი შეახსე-
ნა. მოეჩვენა, რომ სხეულის ყველა ძვალი გაიბერა და მალე ნამ-
სხვრევებად იქცეოდა. თავი ისე იგრძნო, როგორც ცოცხალთა სამ-
ყაროდან გარიყულმა. უცნაურ განზომილებაში გადასროლილმა.
შთაბეჭდილება შეექმნა იმისთვის ცოცხლობდა, რომ სიკვდილი
შეძლებოდა.
თვალის მოხუჭვა მხოლოდ ღამის ორ საათზე მოახერხა. უკანას-
კნელი ფიქრი გუდრინს ეხებოდა.
„მალე ცოცხალი აღარ ვიქნები. მას ვეღარ ვნახავ, ვეღარ მოვუს-
მენ.ის კი გააგრძელებს ადამიანებისთვის ოპერაციების გაკეთებას
და სხვა სამყაროში მათ თანხლებას. მე, როგორც სხვებმა ჩემამდე,
ბოლოს და ბოლოს გავიგებ პასუხს კითხვაზე: მართლაც არსებობს
თუ არა ადგილი, სადაც ჩვენ – ყველანი მივდივართ”.
აქედან ასიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე სახლში ჯეფ-
რი უექსლერი უხმაუროდ წამოდგა საწოლიდან. მისაღები ოთახის

310
კიბის ქვეშ შემალული პატარა კარი გააღო, მტვრიანი ნათურა აან-
თო და სარდაფისკენ ჩამავალ კიბეზე დაეშვა.
ხის თაროების ქვეშ ყუთი იდგა: ეს უსიამოვნო საქმიდან დახსნი-
ლი ერთ-ერთი კლიენტის საშობაო საჩუქარი იყო, რომელიც რამდე-
ნიმე დღის წინ მიიღო – ოცწლიანი დავარგების შოტლანდიური ვის-
კი „ჩივასი”.
საწოლში ჩაწოლისთანავე ჯეფრი მიხვდა, იქამდე, ვიდრე მის
სახლში ეს ბოთლები იყო, ვერ მოისვენებდა ყუთი სამზარეულოში
აიტანა და ბოთლების ნიჟარაში ჩაცლას შეუდგა. ამას რამდენიმე
წუთი დასჭირდა. იდგა და დაფიქრებული უყურებდა მილში გამდი-
ნარე ალკოჰოლს, თითქოს მოხარშული სპაგეტი წყლისგან იწურე-
ბოდა. შემდეგ ონკანი კარგად მოუშვა, სულს რომ არ წაეძლია და
ნიჟარა არ აელოკა.
როგორ მოხდა, რომ მისნაირი ადამიანი აქამდე დაეშვა? ამას სა-
კუთარ თავს ყოველდღე ეკითხებოდა, თუმცა პასუხი ვერასოდეს
გასცა.
იცოდა, დღევანდელ ცდუნებას გაუძლო, მაგრამ ხვალ კიდევ ახა-
ლი ბრძოლა ჰქონდა გადასატანი, შემდეგ კიდევ ახალი... ეს დაუს-
რულებელი ომი იყო. სიფხიზლის მოდუნებისთანავე მზად იყო, ნე-
ბისმიერი რამ დაელია – ოდეკოლონი, დეზოდორი, 900-იანი სპირ-
ტი, რომელიც სააფთიაქო კარადის თაროზე ეგულებოდა. საფრთხე
ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო ჩასაფრებული.
საწოლ ოთახში დაბრუნდა და ცოლის გვერდით დაწვა. გამწარე-
ბული ბალიშს ჩაეჭიდა. იქნებ ლიზასთან დაახლოება ეცადა, მეტი
ურთიერთობა ჰქონოდა მასთან, გულახდილად მოეყოლა იმ მორა-
ლური უიმედობის შესახებ, მთელი მისი არსება რომ მოეცვა. ეს ან
ახლა უნდა მომხდარიყო, ან არასოდეს.
ჰო, ამაზე ხვალ დაელაპარაკება.
თუ ეყო გამბედაობა.
შუაღამის შემდეგ
სადღაც, ბრუკლინის გარეუბანში
კონი ბუკერმა კარი უხმაუროდ გააღო. ჯოშის საწოლზე დაიხარა

311
და ბავშვს ალერსით დახედა. ათი დღის წინ ეს ოთახი ცივი და უსი-
ხარულო იყო. ამ საღამოს კი ბავშვს თავის თბილ პატარა საწოლში
ეძინა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს.
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჯერ ის საზარელი ტრაგე-
დია, როცა ბანკის ძარცვას მისი დისშვილი შეეწირა. რამდენიმე სა-
ათის შემდეგ კი სოციალურმა მუშაკმა დაურეკა და ბავშვის შვილად
აყვანა შესთავაზა. კონის დიდხანს არ უფიქრია, მაშინვე დათანხმდა.
მალე ორმოცდაათის გახდებოდა და მუცლის რამდენჯერმე მოშლის
შემდეგ შვილის ყოლის იმედი გადაწურული ჰქონდა. უკვე იმ ასაკში
იყო, ცხოვრებისგან ბევრს არც არაფერს რომ ელიან. უკანასკნელ
წლებში სულ უფრო მეტად გრძნობდა დაღლილობასა და ასაკს.
მაგრამ ჯოშის სახლში შესვლისთანავე ის სიმძიმე, არსებობას
რომ უშხამავდა, ხელის ერთი დაკვრით გაუჩინარდა. თითქოს მისმა
სიცოცხლემ აზრი შეიძინა.
დარწმუნებული იყო, კარგი დედა იქნებოდა. ჯოშს არაფერი მო-
აკლდებოდა. ქმართან ერთად ბევრს მუშაობდა, ჯეკი კი, ასეთი ამა-
ყი მამის ახალი როლით, ყაზარმაში დამატებით საათებს ატარებდა.
მაგრამ რაღაც მაინც აწუხებდა. დღეს დილით საფოსტო ყუთში
პაკეტი იპოვა. პაკეტში სათამაშო მატარებელი და რამდენიმე კუპიუ-
რა იდო. ასევე წერილი. წერილის ავტორი მიუთითებდა, რომ თანხა
საშობაო საჩუქარი იყო ჯოშისთვის. ხელს აწერდა „ნათანი”.
ბეკთან ერთად წერილი რამდენჯერმე გადაიკითხა. ვერ მიხ-
ვდნენ, რა ეფიქრათ. ნამდვილად უცნაური შობა იყო. კონიმ ბავშვს
აკოცა და ოთახიდან ჩუმად გავიდა.
როცა კარს ხურავდა, თავს კიდევ ერთხელ დაეკითხა, ვინ იყო ის
იდუმალი კეთილისმყოფელი.
გრინვიჩ-ვილიჯი
ები კუპერი ახალი წლის აღსანიშნავი წვეულებიდან ბრუნდებო-
და. მარტო. თავი საშინლად სტკიოდა და ერთი რამ ცხადი იყო: ამ
საღამოს თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულს ნამდვილად ვერ შეხ-
ვდა. კართან ფოსტალიონის დატოვებული ამანთი დახვდა. პაკეტი
ცნობისმოყვარეობით გახსნა.

312
ფრანგული ღვინის ბოთლი აღმოჩნდა, რომელსაც მისალოცი
ბარათი ახლდა. ნათანი შობას ულოცავდა და მადლობას უხდიდა
გაწეული დახმარებისთვის.
ებიმ ფეხსაცმელი გაიხადა, სინათლეს დაუკლო, თავისი საყვა-
რელი CD დისკიი ბრედ მელდოუს ჯაზ-ტრიოს „სიმღერები” ჩართო
და დივანზე მოკალათდა. რაკი მის გვერდით ადგილი ცარიელი იყო,
ფეხები დივანზე შემოაწყო. მისალოცი ბარათი ხელახლა გადაიკით-
ხა. რაღაც უცნაური სიტყვები იყო, მილოცვის ნაცვლად გამოსამშვი-
დობებელ წერილს უფრო ჰგავდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა,
რომ ერთმანეთს ვეღარასოდეს ნახავდნენ.
არა, რა სისწულელეა, რა უაზრობები მოსდის თავში. თუმცა იმა-
ზე მაინც გაიფიქრა, ახლა სად შეიძლებოდა ყოფილიყო ნათანი.
ინტუიციამ პასუხი მაშინვე უკარნახა: უეჭველია, ყოფილ ცოლთან.
სამწუხაროა.
ნათანი ნამდვილად შეიძლებოდა, მისი ცხოვრების დიდი სიყვა-
რული ყოფილიყო.

გარეტ გუდრიჩი სტეიტენ-აილენდის პალიატიური მზრუნველო-


ბის ცენტრიდან გამოვიდა.
‒ მიდი, კუჯო, ადი! – დაუძახა ძაღლს და მანქანის უკანა კარი გა-
აღო.
უზარმაზარი დოგი წკავწკავით დაემორჩილა.
გარეტი საჭესთან მოთავსდა, გასაღები გადააბრუნა და ძველი
რადიო ჩართო. რადიოსადგურებს ჩამოუარა. ბრიტნი სპირსის სიმ-
ღერის გაგონებაზე დაიმანჭა, ემინემის რეფრენის მოსმენისას წარ-
ბი შეიჭმუხნა და მხოლოდ კლასიკური მუსიკის არხმა დააკმაყოფი-
ლა: ვერდის „ნაბუქოს” გადმოსცემდნენ.
შესანიშნავია, გაიფიქრა და მუსიკას თავის ქნევით აჰყვა.
გზას თავისი ბინისკენ ნელა გაუყვა, ებრაელთა გუნდი კი გუგუ-
ნებდა - Va pensiero, sull’ali .პირველივე შუქნიშანთან წითელზე შე-
ჩერებულმა თვალი ძაღლისკენ გააპარა, შემდეგ დაამთქნარა. რამ-
დენი ხანია, წესიერად არ უძინია? თავს ძალა დაატანა, მაგრამ ვერ

313
გაიხსენა. ალბათ, უკვე დიდი ხანია.

თავის საძინებელში ბონი დელ ამიკო თვალის მოხუჭვას ვერ


ახერხებდა.
ისეთი ბედნიერი იყო მშობლების ერთად ყოფნით. ყველაზე მე-
ტად ხომ ეს უნდოდა. უკვე ორი წელია, ყოველ საღამოს ლოცვისას
ღმერთს სწორედ ამას ევედრებოდა. თუმცა, სრულებით დამშვიდე-
ბულად თავს მაინც ვერ გრძნობდა, თითქოს ოჯახს რაღაც, ჯერ გა-
ურკვეველი საფრთხე კიდევ ემუქრებოდა.
უეცრად წამოხტა, თავის პერუულ ქუდს ხელი დასტაცა, სათამა-
შოსავით ჩაიხუტა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეძინა.

ღამის სამი საათი, კუინსის სასაფლაო.


გაყინული თოვლის სქელი ფენა ელეანორ დელ ამიკოს საფლა-
ვის ქვას ფარავდა. იმ დილით მისმა ვაჟმა ყვავილები მიიტანა; რამ-
დენიმე ვარდი თუნუქის ლარნაკით. ლარნაკი გამჭვირვალე რომ
ყოფილიყო, გამოჩნდებოდა, რომ ყვავილების ღეროებს შორის რა-
ღაც იდო.
ეს საგანი მარგალიტების ოთხი წყებითა და ბრილიანტის პატარა
თვლებით შემკული სამაჯური იყო, ვერცხლის საკეტით.

მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ მისტიკში ისევ ბნელოდა. პლაჟის


ახლოს მდებარე ცარიელ სახლში თაროებიანი ოთახი იყო. დიდ
ყუთში ალბომი იდო, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიღაცამ გადაშალა.
ალბომში უამრავი რამ იყო: ტექსტები, ნახატები, გამხმარი ყვავი-
ლები, ფოტოები.. ერთ ფოტოზე პლაჟზე მორბენალი ქალი ჩანდა.
სურათის ქვემოთ მან ავტოკალმით მიაწერა:
„ისე სწრაფად დავრბივარ, სიკვდილი ვერასოდეს დამეწევა”. მას
ემილი გუდრიჩი ერქვა და შესანიშნავად იცოდა, რომ სიკვდილი აუ-
ცილებლად წაიყვანდა.
გულის სიღრმეში ღმერთის არასოდეს სჯეროდა.
მაგრამ იქნებ მართლაც არსებობდა რაღაც სხვა.

314
საიდუმლო.
ადგილი, სადაც ჩვენ ყველანი მოვხვდებით.
მელორიმ თვალები გაახილა.
სიბნელეში იწვა და გვერდით მძინარე ქმრის სუნთქვას უსმენდა.
დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო მომავლისადმი რწმენა და
მეორე ბავშვის გაჩენის შესაძლებლობაზე ჩაფიქრდა. ამ პერსპექ-
ტივამ მაშინვე უზომო სიხარულით აავსო.
ჩაძინებამდე ღმერთმა იცის რატომ, გაახსენდა, რომ ბრაზილია-
ში ვიზიტად წასვლამდე ვერ მოახერხა გასულ კვირას ექიმის თხოვ-
ნით ჩატარებული ანალიზის პასუხის წამოღება.
რას იზამ, კიდევ რამდენიმე დღეს მოიცდის. გარდა ამისა, რო-
გორც წესი, ექიმი ოლბრაიტი ყოველთვის უსაფუძვლოდ შფოთავს
ხოლმე.

კუნძულ ნანტაკეტზე თენდებოდა.


ასეთ დროს ჭაობებით დაფარული შტოშის პლანტაციების უკან
გადაჭიმულ სანტაკი-ჰიდის ტბასთან არავინ იყო.
მთელ რეგიონში ტბები და მდინარეები რამდენიმე დღის წინ გა-
იყინა. ამის მიუხედავად, ნაპირთან ახლოს, ყინულისგან თავისუ-
ფალ ვიწრო მონაკვეთში ერთი თეთრი გედი დაცურავდა. როგორ
მოხვდა შუა ზამთარში გედი ამ კუნძულზე? ვერავინ ვერასოდეს გა-
იგო.
მას ვერც ვეღარავინ ნახავდა, რადგან ფრინველი ჩუმი შრიალით
ფრთების ქნევას მოჰყვა. რათა შორს გაფრენილიყო.

315
30

„არასოდეს არაფრის გამო არ თქვა: მე ის დავკარგე, არამედ


თქვი: მე ის დავუბრუნე.
შენი შვილი გარდაიცვალა? ის დაუბრუნდა.
შენი ცოლი გარდაიცვალა? ის დაუბრუნდა”.

ეპიქტეტე

25 დეკემბერი
სახეზე სითბოს ტალღა იგრძნო, რის გამოც თვალები მაშინვე არ
გაუხელია. ძალიან ეშინოდა იმის დანახვის, რასაც მოელოდა.
შემდეგ შორიდან მუსიკა მოესმა. მელოდია იცნო. ამაზე კარგი
რა უნდა ყოფილიყო? მოცარტი იყო, ჰო, მისი საყვარელი ნაწარმო-
ები, მოცარტის მე-20 საფორტეპიანო კონცერტი.
ბოლოს ჰაერში ბლინის სუნი დატრიალდა. მხოლოდ ახლა გა-
დაწყვიტა თვალის გახელა: საიქიოში ბლინებს ნამდვილად არ ჭა-
მენ.
და მართლაც, შინ იყო, ტრუსებსა და მაისურში, საძინებელში, სა-
დაც გუშინ დასაძინებლად დაწვა. ძლივს დაიჯერა, რომ ისევ ცოცხა-
ლია. ლოგინში წამოჯდა. მის გვერდით არავინ იყო. ფანჯარაში გა-
იხედა: შობის დღეს კარგი ამინდი იყო. უტიფარი მზე მთელ ოთახს
კაშკაშა სინათლით ავსებდა.
ბონიმ კარი შემოაღო და თავი შემოყო.
– QuЙ tal 14– შეეკითხა, რაკი დაინახა, მამას არ ეძინა.
– გამარჯობა, პატარა ციყვუნია, კარგად ხარ?
‒ ძალიან კარგად!‒ დაიყვირა ბონიმ და საწოლზე ხტუნვა დაიწ-
ყო.
მამამ ჰაერში დაიჭირა და ჩაეხუტა.
– დედიკო სად არის?

14
როგორ ხარ?

316
– ბლინებს აცხობს. საწოლში ვისაუზმებთ სამივე!
თავისი სიხარული რომ გამოეხატა, ბონიმ მშობლების საწოლი
ბატუტად გამოიყენა და ხტომა, ჰაერში ამოტრიალება, პირუეტების
გამოყვანა განაგრძო.
ნათანმა სმენა დაძაბა. ქვედა სართულიდან კლასიკური მუსიკის
ხმა ისმოდა, რასაც ქვაბებისა და სამზარეულოს სხვა ხელსაწყოების
წკრიალი უერთდებოდა. მელორის ყოველთვის მუსიკის თანხლე-
ბით უყვარდა სამზარეულოში ტრიალი.
ფეხზხე წამოდგა და საძინებლის სარკესთან მივიდა. თავს ყუ-
რადღებით დააკვირდა, ლოყებზე ამოწვერილ თმას ხელისგული გა-
უსვა, თითქოს თვალებს არ უჯერებსო. არა, ნამდვილად თვითონ
იყო, სხეული მას ეკუთვნოდა. თუმცა, წინა ღამეს დარწმუნებული
იყო, მოკვდებოდა. ახლა ვეღარაფერს გრძნობდა, ვერც ტკივილს,
ვერც სიცხეს, თითქოს საფრთხე, აქამდე რომ ემუქრებოდა, ერთი
ხელის მოსმით გაქრა.
ეს როგორ უნდა აეხსნა? გამოგონებით არაფერი გამოუგონია.
სამზარეულოდან მელორის ხმა მოისმა:
– ვინმე მოვა და მომეხმარება?
‒ მოვდივარ! ‒ დაიყვირა ბონიმ და საწოლიდან პარკეტზე დაეშ-
ვა.
მისი შვილი, ცოლი და თვითონ ბოლოს და ბოლოს ერთად, ყო-
ველგვარი საშიშროების გარეშე! ეს თითქმის შესანიშნავი იყო. ერ-
თბაშად ძალიან დიდი ბედნიერება.
მაგრამ ბუნდოვნად გრძნობდა, რაღაც არ იყო რიგზე. ცოლს უნ-
და დალაპარაკებოდა. დახმარება შესთავაზა:
– მოგეხმარო, საყვარელო?
– ყველაფერი კარგად არის, ჩემო სიცოცხლე, თავს გავართმევ,
– უპასუხა მელორიმ. ფანჯარასთან მივიდა და ცენტრალურ პარკს
გადახედა. დილის ბინდი, რომელიც ხილვადობას ხელს უშლიდა
ხოლმე, ახლა სრულიად გაფანტულიყო.
ბონი კიბეზე ამოდიოდა. ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც
ბლინებით სავსე თეფში იდო.

317
ლანგარი საწოლზე დადო, თითი ნეკერჩხლის სიროფით სავსე
თასში ჩააწო და გაილოკა, თან მამას თვალი ჩაუკრა.
– მნია-მნია, – თქვა და მუცელზე ხელი მოისვა.
უკნიდან საფეხურების ჭრიალის ხმა მოესმა. შებრუნდა, მელორი
რომ დაენახა.
ჯერ განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნა. სახეგაბრწყინებული
მელორი ფანჯარასთან, სინათლეში იდგა, ხელში დიდი ლანგარი
ეჭირა, რომელზეც ყავა, ხილი და ფუნთუშები ეწყო.
მაგრამ, როცა ოთახის სიღმისკენ წავიდა და საწოლს შემოუარა,
ნათანს ააკანკალა და იგრძნო, როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა:
მელორის თმაზე თეთრი სინათლის შარავანდედი ედგა.

318
31

„სიკვდილი კი არ არის ცუდი.


ცუდი შეუსრულებელი ვალდებულებაა”.
დიალოგი ანგელოზთან

აფორიაქებული, ყველაზე გიჟური ფიქრებით შეპყრობილი ნა-


თანი მანქანას მთელი სიჩქარით სოჰოსკენ მიაქანებდა.
უნდა ეფიქრა. მხოლოდ გარეტს შეეძლო მის კითხვებზე პასუხის
გაცემა. მანქანის საათს დახედა. დასვენების დღე იყო და ასე ადრე
ექიმი, წესით, შინ უნდა ყოფილიყო.
ტყვიასავით მივარდა ჰიუსტონ-სტრიტზე, ჯიპი თითქმის შუა ქუჩა-
ში მიატოვა და შენობისკენ გაქანდა. შესასვლელში სწრაფად გადა-
ავლო თვალი მობინადრეთა გვარებს და ნახტომებით ბოლო სარ-
თულზე აიჭრა.
ექიმის ბინასთან მისულმა ხმაურით დააკაკუნა.
„არ არის”.
გამწარებულმა კარს მუშტი ისეთი ძალით უთავაზა, რომ ლითო-
ნი აზანზარდა. ხმაურზე მეზობელი ბინიდან წელში მოხრილი მოხუ-
ცი ქალბატონი გამოვიდა.
– ამდენს თქვენ ხმაურობთ? ‒ ჰკითხა სუსტი ხმით.
– ექიმი შინ არ არის?
ქალბატონმა მაჯის საათს დახედა.
– ამ დროს ძაღლს ასეირნებს ხოლმე.
– ხომ არ იცით, სად? – შერბილებული ტონით ჰკითხა ნათანმა.
– არ ვიცი, – უპასუხა დაშინებულმა ქალმა, – ზოგჯერ...
მისი პასუხი კიბეზე ექოდ ჩაიკარგა:
– ...ბატერი-პარკში მიდის.
ნათანი უკვე ჯიპთან იყო. დაუნთაუნისკენ გაემართა. მანქანები
ცოტა იყო, თუმცა თვლიდა, რომ ძალიან ნელა მოძრაობდა. წითელ
შუქზე გაჩერება ვერ მოითმინა, ბროდვეიზე შეუხვია. სასოწარკვეთ-

319
ილი გზას ვერც კი ამჩნევდა.
თვალწინ მხოლოდ სიხარულით მოხტუნავე ბონისა და მელო-
რის განათებული სახეები ედგა. მიუახლოვდა, თმაზე ხელი გადაუს-
ვა, თითქოს იმ დაწყევლილი შარავანდედის მოცილება სურდა. მაგ-
რამ სინათლე არ გაქრა.
და ამას მარტო თავად ხედავდა.
გიჟივით მიქროდა. ტრიბეკას რომ მიუახლოვდა, მისი აზრით,
მოკლე გზაზე გადაუხვია, მაგრამ ამ ქუჩაზე მხოლოდ ცალმხრივი
მოძრაობა იყო დაშვებული, რამდენიმე ათეული მეტრი სანახევროდ
ტროტუარზე იარა, გაფრთხილების ხმოვანი სისტემა ჩაირთო. ბო-
ლოს მოუხვია და სვლა შეანელა: ახლა ნამდვილად არ იყო გონივ-
რული, თუ მთელი ქალაქის პოლიცია კვალში ჩაუდგებოდა.
ბოლოს მანქანა ფულტონ-სტრიტზე ისე დატოვა, არც ჩაუკეტავს.
გზა ფეხით გააგრძელა და რამდენიმე წუთში მანჰეტენის უკიდურეს
სამხრეთ ნაწილში იყო. ბატერი-პარკის ხეივნები გაიარა და სასეირ-
ნო მოედანზე გავიდა, რომელიც მდინარე ჰუდსონის ნაპირზე გადაშ-
ლილიყო. მისი ნაბიჯების ხმაზე თოლიების გუნდი აფრინდა. მის წინ
ნიუ-იორკის ყურე გადაიშალა. ქარი უბერავდა. მდინარის გასწვრივ
გადაშლილი კონცხი გადაირბინა. ხალხი ცოტა იყო: რამდენიმე
ადამიანი წინა საღამოს საშობაო სუფრაზე ზედმეტად მირთმეულის-
გან გათავისუფლებას ძუნძულით ცდილობდა, მოხუც მამაკაცს იმ
დღეს ბორნის შესვენებით ესარგებლა და ნავმისადგომთან, მდინა-
რეში ანკესები ჩაეშვა.
მზის მიუხედავად, მსუბუქ ნისლში გახვეული თავისუფლების ქან-
დაკება თავის ჩირაღდანს სტეიტენ-აილენდისკენ იშვერდა.
ბოლოს გარეტი დაინახა.
ზურგს უკან ხელებდაწყობილი ძაღლს მშვიდად ასეირნებდა, სა-
ხარელ კუჯოს, რომელიც პატრონს რამდენიმე მეტრით უსწრებდა.
აგერ კიდევ საკმაოდ შორს იყო, როდესაც ექიმს დაუძახა:
– ეს რას ნიშნავს? – დაიყვირა ნათანმა.
გარეტი შებრუნდა. ძალიან არ გაოცებულა, თითქოს ყოველთვის
იცოდა, რომ ეს ამბავი აქ და ამგვარად უნდა დასრულებულიყო.

320
– ვფიქრობ, თქვენც კარგად იცით, ნათან.
– ასეთი რამ ჩემთვის არ გითქვამთ, – შეეწინააღმდეგა ნათანი,
როცა ექიმს მიუახლოვდა, ‒ თქვენ ჩემს სიკვდილზე ამბობდით!
ექიმმა თავი ჩაქინდრა.
‒ მე ეს არასოდეს მითქვამს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასე უნ-
და მომხდარიყო.
– როგორ არა, თქვით! ხომ არ დამსიზმრებია. გაახსენდა, რო-
გორ ჰკითხა: „აქ ჩემ გამო ხართ?”
თუმცა, რომ დაუფიქრდა, ნათანი მიხვდა, ექიმი მართალს ამ-
ბობდა: მას გარკვევით არასოდეს დაუდასტურებია მისი გარდაუვა-
ლი სიკვდილი. მხოლოდ ერთხელ, საავადმყოფოს კაფეტერიაში სა-
უბრისას წამოსცდა რაღაც, პასუხის მსგავსი: „სინამდვილეში, მე ეს
არ მითქვამს”. მაგრამ ნათანმა ამ შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია.
ახლა გონებაში გუდრიჩის ზოგიერთი პასუხი ამოუტივტივდა:
„არიან ადამიანები, რომლებიც იმათ, ვისაც სიკვდილი ელის,
სხვა სამყაროში უზარმაზარი ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებიან. მათი
ვალია, ადამიანებს ცოცხალთა სამყაროდან მიცვალებულთა სამყა-
როში მშვიდობიანად გადასვლაში დაეხმარონ.
ეს ერთგვარი საძმოა.
ამ სამყაროში უამრავი შიკრიკია და ძალიან ცოტა ადამიანმა
იცის მათი არსებობის შესახებ.
ნახევრად ღმერთი ნამდვილად არ ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი
ვარ, როგორც ყველა დანარჩენი”.
და ეს ბოლო წინადადება: „როგორც ყველა დანარჩენი”...
ნათანს შეაჟრჟოლა. ყველაფერი მის თვალწინ იყო და ის კი ვე-
რაფერს მიხვდა.
გარეტს თვალებში შეხედა.
‒ იმიტომ არ მოსულხართ, რომ ჩემი სიკვდილი შეგეტყობინები-
ნათ.
– მართალია, – უდრტვინველად უპასუხა ექიმმა, – ამისთვის არ
დაგკავშირებივარ.

321
‒ ჩემი გაფრთხილება გსურდათ, რომ მეც შიკრიკი ვიქნები,
ასეა?
გარეტმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– დიახ, მე უნდა გამეცნო თქვენთვის რეალობის ეს დაფარული
მხარე. ჩემი დანიშნულება ამ საქმიანობის დასაწყებად თქვენი წაქე-
ზება იყო. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ შეგიძლიათ დაკისრებუ-
ლი მოვალეობის შესრულება.
– კი მაგრამ, რატომ მე?
გარეტმა ფატალურობის ნიშნად ხელები გაშალა.
– შეუძლებელია იმის გაგება, რისი ახსნაც წარმოუდგენელია.
ქარი ამოვარდა. დრო მოვიდა, ის გაეგო, რისთვისაც მოვიდა.
– მელორი მოკვდება, ასე არ არის?
გარეტმა მხარზე ხელი დაადო და წყნარად უთხრა:
– დიახ, ნათან, ვშიშობ, რომ ასეა.
ახალგაზრდა ადვოკატმა მისი ხელი უხეშად მოიშორა.
– კი მაგრამ, რატომ? – დაიღრიალა სასოწარკვეთილმა.
გარეტმა ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ უპასუხა:
‒ ახალი შიკრიკის პირველი ტვირთი უმძიმესია ‒ იგი უახლოესი
ადამიანის სიკვდილამდე მის გვერდით უნდა იყოს.
– უსამართლობაა, – დაიყვირა ნათანმა და მისკენ მუქარით გა-
იწია.
დაინტერესებული მოსეირნენი შეჩერდნენ და ახლა მათ ადევ-
ნებდნენ თვალს.
– დაწყნარდით, წესები ჩემი დადგენილი არ არის, – სევდიანად
უპასუხა გუდრიჩმა. – მეც ეს გზა გავიარე, ნათან.
მის თვალებში ემილის ჩრდილმა გაიელვა და ნათანის მრისხა-
ნება დააცხრო.
– რატომ? – იკითხა განიარაღებულმა. – რატომ უნდა მოკვდეს
ახლობელი ადამიანი, იმიტომ, რომ ამ სტატუსს მიაღწიო?
– ეს ყოველთვის ასე იყო. ასეთია შიკრიკად გახდომის საფასუ-
რი.
ადვოკატმა იფეთქა: – რომელი საფასური? ჩემთვის არჩევანის

322
საშუალება არავის მოუცია!
გარეტი ამ არგუმენტს ელოდა.
‒ ეს არ არის მართალი, ნათან. თქვენ გადაწყვიტეთ, დაბრუნე-
ბულიყავით.
– რა სისულელეს ამბობთ!
გუდრიჩმმა ნათანს ალერსით შეხედა. თითქოს ისევ ახალგაზ-
რდა, ოცდახუთი წლის ექიმი იყო, რომელმაც იგივე განსაცდელი გა-
მოიარა. ნათანის დამშვიდება სურდა, რადგან კარგად ესმოდა, რამ-
დენად მძიმე გადასატანი იყო მისთვის გამხელილი აღიარება.
– გაიხსენეთ თქვენი კლინიკური სიკვდილი.
– უბედური შემთხვევის შემდეგ კომაში რომ ვიყავი?
– დიახ, რა ნახეთ ისეთი, რამაც დაბრუნება გადაგაწყვეტინათ?
ნათანს სხეულში თითქოს ელექტროშოკმა დაუარა და უკან, სი-
ნათლის იმ გვირაბში დააბრუნა.
– რა დაინახეთ? – ხელახლა შეეკითხა გარეტი. – რამ გიბიძგათ
ცოცხლების სამყაროში დაბრუნებისკენ?
ნათანმა თავი ჩაქინდრა.
– სახე დავინახე, ‒ შენიშნა მან, – სახე, რომელსაც თითქოს ასა-
კი არ ეტყობოდა...
ჰო, ახლა ყველაფერი გაახსენდა. ისევ დაინახა საკუთარი თავი
რვა წლის ასაკში და იმ მომენტში, რომლის გახსენებასაც ყოველ-
თვის ერიდებოდა. კარგად ახსოვდა ის თეთრი, ალერსიანი სინათ-
ლე, სიკვდილისკენ რომ ეწეოდა. შემდეგ, უკანასკნელ წამს, როცა
უკვე თავი მეორე მხარეს ეგონა, იგრძნო, არჩევანის შესაძლებლო-
ბა მისცეს. წასვლა ან დარჩენა. გადაწყვეტილება ადვილად რომ მი-
ეღო, ჩვენებაც გაუგზავნეს: ბუნდოვანი გამოსახულება, თითქოს მო-
მავლის ხანმოკლე გაელვება.
ეს სახე იყო. იმ ქალის სახე, რომელიც წლების შემდეგ მისი ცო-
ლი გახდა. ფიზიკურად განსხვავდებოდა, მაგრამ სულის სიღრმეში
ყოველთვის იცოდა, რომ ნამდვილად ის იყო. და ის იტანჯებოდა.
მარტო იყო, მას ეძახდა. ამისთვის დაბრუნდა: ცოლის გვერდით ყო-
ფილიყო, როცა მის წასაყვანად სიკვდილი მოვიდოდა.

323
გარეტმა მესამედ ჰკითხა:
– რა დაინახეთ, ნათან?
– ეს... მელორი იყო... მას ეშინოდა. მე ვჭირდებოდი.
ქარის მონაბერმა ჰუდსონის წყალი ააქოჩრა. ნისლი სრულებით
გაიფანტა და მთელი სანაპირო გამოჩნდა, ბრუკლინის ნაპირიდან
ნიუ-ჯერსიმდე.
ნათან დელ ამიკო მანჰეტენის ჩრდილოეთისკენ ფეხით მიდი-
ოდა. კარგად იცოდა, წინ მძიმე დღეები ელოდა. გონებაში ყველა-
ფერი აერია.
რა უნდა ეთქვა მელორისთვის, როცა მის პირისპირ დარჩებო-
და? გაუძლებდა ამ ტვირთს? შეძლებდა იმ უმძიმესი უნარის გამოყე-
ნებას, უკვე მისი რომ გამხდარიყო?
ერთი რამ დანამდვილებით იცოდა: მისი ცოლი იმ უძირო და ურ-
ყევი სიყვარულით იქნებოდა გარემოცული, რომელიც არასოდეს
განელებია და მუდამ იარსებებდა.
დანარჩენს რაც შეეხება, ახლა წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რა
მოხდებოდა შემდეგ, როცა მელორი მის გვერდით აღარ იქნებოდა
და სხვა ადამიანებს უნდა დახმარებოდა ამ დიდი ნაბიჯის გადადგმა-
ში.
ახლა მხოლოდ მასზე ფიქრობდა. მისი კომპასი, მისი უკანასკნე-
ლი წუთების მეგზური იქნებოდა. შიკრიკი, რომელიც ხელს ჩასჭი-
დებდა და იმ ადგილამდე მიიყვანდა.
იმ უცნობ და საშიშ ადგილამდე. იქ, სადაც ჩვენ ყველანი მოვ-
ხვდებით.
სამების ტაძარს რომ გაუსწორდა, ნაბიჯს აუჩქარა: საყვარელი
ქალი შინ ელოდა.
და ამ ქალს ის სჭირდებოდა.

324
სამადლობელი

მადლობა ვალენტინ მიუსოს მრავალი იდეისა და საჭირო რჩევე-


ბისთვის.
მადლობა, ვალენტ, შენი დახმარების გარეშე „და შემდეგ...”
ასეთ სახეს ვერასოდეს მიიღებდა.
მადლობა ჩემს მშობლებსა და ძმას, ჟულიენს, გამხნევებისა და
ხშირად, სრულიად დასაბუთებული კრიტიკისთვის.
მადლობა ბერნარ ფიქსოსა და კაროლინ ლეპეს.
თქვენთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა.

325

You might also like