You are on page 1of 6

ზაფხულის უჩვეულოდ ცხელი დღე იყო, საითაც არ გაიხედავდი, ყველგან

ყველაფერს ბუღი ასდიოდა. მე, ჩვეული ტემპით მივაბიჯებდი სახლისაკენ.


იმდენად სიცხე, იყო კაცის ჭაჭანი არ ისმოდა გარეთ, მითუმეტეს სამუშაო დღე
გახლდათ. გაქექილი ჯიბიდან რაღაცნაირად ამოვიღე პატარა ნაჭერი და
ოფლიანი შუბლი მოვიწმინდე. დღეს სამსახურიდან დამითხოვეს, კი არ მოგესმათ.
თანამშრომელს შევეკამათე, შეკამათება უფრო გამძვიმრდა. საბოლოოდ ხელ
ჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ჩემი ბრალი იყო. სახლის კარს მივადექი,
შევაღე და დარეტიანებული პირდაპირ ლოგინში ჩავხტი, ლოგინი ცივი იყო, ამან
ყველაზე დიდი იმედი მომცა. არ ვიცი რისი იმედი მომცა. ზოგჯერ როგორი
მცირედი საჭიროებს კაცს, რომ ბედნიერების იერი მოსდოს მას და აგრეთვე მის
გარშემო ყველას. ჩემს გარშემო არავინ იყო.
ცოტა ხანი ჩამძინებია თურმე. სულ ოფლად ვიღვრებოდი. რა მექნა, თუ არა
გამომეღო ჩემი ლოგინის გვერდით მდგომი კომოდი და ამომეღო ჩაყვითლებული
ძველი გაზეთი. მაგრამ აქ, სხვა უფრო ძვირფასს მოვკარი თვალი. ბაბუაჩემისგან
დანატოვარ საათს, ანტიკვარ საათს. ვიფიქრე დამელომბარდებინა, ცოტაოდენი
ფული მაინც მქონოდა საარსებოდ. ნუ, ეს ცოტა მოგვიანებით. ახლა ვინიავებდი
გაზეთს, იმდენად შევყევი ამ თქლაშუნს, რომ თითქოს მოვწყდი ერთ დიდ
მექანიზმს, ასეთი პატარა დეტალი, მაგრამ რისთვის ვარ ამ მექ ანიზმში? რა თქმა
უნდა დააკლდებოდა ჩემი ჩახსნა. კარზე კაკუნი გაისმა. წამოვხტი, ჭუჭრუტანაში
გავიხედე, ჩემი ჭორიკანა მეზობელი აღმოჩნდა. გავუღე, შემოვიპატიჟე და მისაღებ
ოთახში დავსი. ვკითხე რა აწუხებდა. „არაფერი ბატონო ჰიუგო, უბრალოდ
სამეზობლოში ხმა გავარდა, თქვენი სამსახურიდან დათხოვის ამბავზე,
მაინტერესებდა ხომ ყველაფერი რიგზე გაქვთ’’ მისი კითხვა იმდენად არაფრის
მთქმელად ჩავთვალე, როგორც მისი აღნაგობა. არ ვაყოლებ დახასიათებას.
უპასუხოდ მაინც ვერ დავტოვებდი. „მადლობა ქალბატონო ლაინა, ყველაფერი
რიგზეა.“ ბოლოს გამიღიმა, კარი გამოვუღე და გავიდა. უკან მისი ტკბილი სუნამოს
სუნი მოიტოვა, რომელსაც სუნთქვის შეკვრის დროსაც იგრძნობდი. ოთახში
დახუთლობა იყო, გადავწყვიტე ფანჯარა გამომეღო, გამენიავებინა სივრცე.
ფარდა გადავწიე, სხივებმა პირდაპირ ოთახის ბნელი კუთხე გაანათა. ამის გარდა,
სააშკარაოზე გამოიტანა ის ფაქტი, რომ სახლი სასტიკად დასალაგებელი იყო.
მტვერი მკაფიოდ ჩანდა სინათლეში აქეთ-იქით იყო გაფანტული. ძალიან
მეზარებოდა სახლის დალაგება, ამიტომ ვიფიქრე ჩემს მეზობელ მატილდასთვის
გადამეცა, თან თვითონ სასტუმროს დამლაგებელი გახლავთ, არ გაუჭირდებოდა
ჩემი სოროსათვის მიეხედა. ამასობაში მომშივდა კიდევაც. გამოვაღე მაცივარი,
ღორის ხორცის პორჭოკები იდო. ვიფქრე მომეხარშა და მიმერთვა კაი შავ
ღვინოსთან ერთად, ეს ღვინოც ბაბუაჩემთან ასოცირდება. მისი გამოხდილია.
ღორის ხორციც მოიხარშა გემრიელად მივირთვი და გარეთ გასვლა დავაპირე.
მოსაღამოებულა. პარკში სეირნობას რა ჯობია. მაინც შეკრული ჰაერი იყო, დღეს
იმდენად ცხელოდა ვივარაუდე გაწვიმდება თქო კიდეც და მართლაც, რომ
გაწვიმდა. ქუჩას ნოსტალგიური სუნი აუდის. რატომ ნოსტალგიური? წვიმის სუნი,
შეთანწყობილი ქუჩასთან იმდენი ხანია აღარ შემიგვრძნია, რომ სულაც
დამავიწყებია ის. ეს ჩემი სამსახურის ბრალი იყო. ახლა, კი განთავისუფლებული
ვარ. არაფერი არ მაწუხებს. გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი სახლში და
გზად მაღაზიში შემევლო. საჭმელი აღარ მქონდა სახლში. შევიარე მარკეტში, რაც
ხელში მომხვდა ყველაფერი წამოვიღე. ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ საიდან
მქონდა ეს ფული? მჭვრეტელი ადამიანი ვარ, ყოველთვის ვინახავ წინასწარ შავი
დღისთვის ფულს. კარგი ბლომად მქონია გადანახული, შესაბამისად
მოვუფრთხილდები, არ დავუხამდები. მოკლედ გადავიხადე და გამოვედი. სახლში
კიბეებზე ასვლის, მაგრამ უფრო არბენის დროს ჩემს მოპირდაპირე კარის
მეზობლად მომესმა ყვირილი, ჩხუბი, ბავშვების წივილი-კივილი, ერთ ამბავი.
ყურადღება არ მიმიქცევია. შევაღე ჩემი ოთახის კარები ამოვალაგე პროდუქტები
და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინე. ბოლოს დავწექი, დავიძინე.

თავი II
დილით უბედნიერესმა გავიღვიძე. ის ფაქტი არ მაწუხებდა, რომ სამსახურში
წასვლა და იქაური ალიაყოთის მოსმენა მომიწევდა. მითუმეტეს ჩემი უფროსის,
რომელიც ახლახანს გადავიდა კრიტიკის ხანაში. დაგვიანებული ამბავია. სამოც
წელს გადამცდარა. ავდექი, მისაღებ ოთახში გავედი, არ ვიცი რის გამო, მაგრამ
არსაიდან, უეცრად შევამჩნიე კარის ქვეშ შემოცურებული პატარა დეპეშა. ჩემი
მშობლებისგან იყო. კონრეტულად მამაჩემის ხელნაწერით და დედაჩემის
ნაკარნახევით. „ ჰიუგო შვილო, იქნებ შემოგერბინა ჩვენთან, როცა მოიცლიდი.
სუფრას ვამზადებთ, ჩვენი მეზობლებიც გვეახლებიან და მცირედი, მაგრამ
მნიშვნელოვანი დრო გავატაროთ. ზუსტი დრო ოთხშაბათი საღამოს 6 საათი.“ ამ
წერილმა თავდაყირა დამაყენა, არ მიყვარდა ჩემს მშობლებთან სტუმრობა,
მითუმეტეს სამეზობლოს შეკრება, სადაც უაზრო პოლიტიკაზე მიდის „ბაზარი“ და
ამას შეზარხოშებულზე მოსდევს აყალმაყალი. ისე აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ
ჩემებმა არ იციან ჩემი სამსახურიდან წამოსვლის ამბაზე და ცოტა არ იყოს
მონაკვეტი რომელიც ხაზს უსვამს ჩემს დროის გამონახვაზე ცუდად მომხვდა. ნუ
კარგი დავივიწოთ. დღეს სამშაბათი ყოფილა თურმე. ძალიან გამიხარდა.
ვიფიქრე დღეს სადმე გავსულიყავი. ჯერ სკვერში, შემდეგ იქიდან კინოში, იქნებ
რამე საინტერესო ამომექექა. რა თქმა უნდა საუზმეს და დილის მადლს არ
გამოვტოვებდი. ზოგისათვის მარტო საუზმობას ფასი არ აქვს, რაშიც ვეთანხმები,
მაგრამ მე მარტო როდიდან ვარ? არ ვარ მარტო. მუსიკა ჩემი სულის განუყოფელი
ნაწილია. ბეთხოჰოვენის მეცხრე სიმფონია და კვერცხი სარდელთან ერთად.
ერთად უდიდეს სიმფონიას ქმნიდა. კარზე კაკუნი გაისმა, რამაც ჩემი ორკესტრი
დაამხო, გათელა, გაანადგურა. კარები ჭუჭრუტანაში გაუხედავად გავაღე. ისევ და
ისევ ლაინა აღმოჩნდა. ერთი ჭიქა მარილი მთხოვა. სახლში შემოვიპატიჟე, დავსი,
მე სამზარეულოში გავედი ჩავუყარე ჭიქაში მარილი, უცებ შევჩერდი, ფანჯრიდან
დავინახე ქუჩაში ერთი წრე, გადაჩეხილი მანქანა და დაზარალებული კერძო
მაღაზია. ასე რამოდენიმე წუთი შევცქეროდი, მაგრამ ლაინას დაძახებამ მომჭრა
იქაურობას. მითხრა ხომ მშვიდობა გაქვსო, არც მიმიქცევია ყურადღება მივაწოდე
მარილი და გავისტუმრე. გადავწყვიტე აწ უკვე გავსულიყავი. გავემზადე, თმები
გადავივარცხე, ტყავის ტუფლები ამოვიცვი და გავედი. იმ ოთახიდან ისევ ბრახა-
ბრუხი გამოდიოდა. გავატარე, ისევ არ გამიმახვილებია ყურადღება. ჩავიარე
სადარბაზოს კიბეები, კიარადა ჩავირბინე. თავი ბავშვი მეგონა. წნევასავით
ავარდნილი მქონდა დოფამინი, სასწაულად მიხაროდა, მაგრამ ვერ
ვათვითცნობიერებდი რა მიხაროდა ასე ძლიერ. ის, რომ სკვერში ტბის წინ უნდა
დავმჯდარიყავი, თუ რაიმე სხვა? არ ვიცი, არ ვიცი. სკვერთანაც მივედი, ტბასთან
მდგომი ცარიელი სკამი დავინახე, გავქანდი დავჯექი, ისევ ბავშვივით. ტბაში
ჩავიხედე ჩემს თავს ვუცქერდი, ვუცქერდი, ვუცქერდი და მაგარი დაუშვა. თავიდან
წვიმისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, უფრო ჩემს ასიმეტრიულ, გადატეხილ
სახეს ვუყურებდი წყალში. მერე უმატა წვიმამ, ბოლოს ავდექი და კინოსაკენ
მიმავალ გზას დავადექი. მივძუნძულებდი, რადგან „რიადს“ უმატებდა წვიმა, არ
ვიცი რატომ მაგრამ უეცრად მარჯვნივ გავიხედე, დავინახე სკამზე მჯდომი
მანდილოსანი. იგი ციდან გამოგზავნილი ქალღმერთი იყო. მისი ყოველი სიტყვა
თითქოს კანონი იყო. ცისფერ თვალება, ქერა თმიანია, სიფრიფანა, ყველა ნაკვთი
ადგილზე ჰქონდა. ფენომენალური ქალის მომსწრე გავხდი. გუბეში ჩავდგი ფეხი,
წინ გავიხედე არ მივაქციე სველ ფეხს ყურადღება, ისევ გავიხედე მარჯვნივ, იგი იქ
აღარ იყო. გავოგნდი ძალიან, წვიმამ კიდევ უფრო იმატა, სველი ფეხით სადღა
უნდა წავსულიყავი. გეზი შევიცვალე და სახლისაკენ გავქანდი. ამ სირბილ-
სირბილში გამახსენდა ჩემი ბავშვობა, ის ოქროს წლები, ის სხვა მე, სხვა ჰიუგო არა
ამ, არამედ იქაური პლანეტიდან, იქაური გალაქტიკიდან. სახლშიც მივედი.
მთლიანად სველი, სააბაზანოში შევედი გადავივლე, ამ ცხელ წყალმაც ზედმეტად
მომთენთან ლოგინს მივვარდი, დავვარდი, მივეჯაჭვე, წავუძინე.

საშინლად მეძინა. იმ გოგოს ფიქრს ვერ ველეოდი. ასეთ მოტიალებულ


ადგილას სად გაუჩინარდა? ამ კითხვაში ვიხრჩობოდი. გავგიჟდი მგონი.
წამოვდექი, გავხედე საათს 3 საათი ყოფილა, დღეს ოთხშაბათია, რაც იმას ნიშნავს
რომ დედაჩემთან უნდა გავიდე და კიდევ უფრო გავიფუჭო, ისედაც გაფუჭებული
ხასიათი. მოვწესრიგდი, ცოტა ვისაუზმე, მაინც მოშიებული ვიყავი, გუშინ საღამოს
არაფერი არ მქონდა ნაჭამი. ეგზისტენციალისტური ცერემონიის თავი არ მქონდა,
პირდაპირ მივირთვი, გამოვიწკიპე და გავედი. ჩემები რამოდენიმე კვარტლის იქით
არიან. ტრამვაით მალევე მივალ. შევიძინე მგაზვრობის ბილეთი, ავედი ტრამვაიში
და მოვკალათდი სასურველ ადგილას. ღრმა ფიქრებმა წამიღო შორს. ზოგჯერ
ადამიანი „უმნიშვნელო დეტალებს“ არ აქცევს ყურადღებას, ხოლო ეს უმნიშვნელო
გარდაიქმნება დიდ პრობლემად. კაცობრიობის ყველა დროის აქტუალური პრობლემა
გახლავთ. ამ ფიქრებიდან ერთმა ნაცნობმა ხმამ დამიხსნა. მარკი, ჩემი ძველის ძველი
ამხანაგი, ინსტიტუში ჩემი კურსელი გახლდათ. მაღალი ტანის, მხარ-ბეჭიანი
ყმაწვილი იყო. ხელი ჩამომართვა, მომიკითხა და თავის ბიზნეს ბენეფიციარებზე
მესაუბრებოდა, თუ რაოდენ დიდ წარმატებას მიაღწია მისმა მცირედმა, მაგრამ უკვე
მასშტაბურმა ბიზნესმა. ამ მონაკვეთს დიდი გულისყურით არ ვუსმენდი, მხოლოდ
ალაგ-ალაგ. ბოლოს ჩემი გაჩერებაც მოვიდა, ხელი გამომიწოდა, მეც არ დავუყოვნე
ჩამოვართი. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და გავუდექი ჩემს გზას. კორპუსი
პირდაპირ გზის პირას არის. სადარბაზოში კიბეები ნელი ნაბიჯებით ავიარე, ნელი
რატომ? იმიტომ რომ კარგ გუნებაზე ვერ ვიყავი. როდესაც მოვრჩი ამ დახვეული
კიბეების ავლას, დავაზარუნე კარებზე, კარი დედაჩემმა მერიმ გამიღო, გახარებული
მეცა. ,,ჰიუგო შვილო, ჩემო იმედო, როგორ ხარ, სად გადაგვეკარგე, ჩვენო
მონაპოვარო.“ ამას ცალკე კოცნა და ლოცვა მოაყოლა. ,,კარგად დედა, ყველაფერი
რიგზეა, მადლობა.“ ამ პასუხის შემდგომ ბავშვივით ტირილი მომინდა, მსურდა
სადმე ჩემთვის მივყუჟულიყავი და მეტირა, მეტირა გაუთავებლად. სახლში
შემიპატიჟა დედამ, სავარძელში მამა იჯდა, გაზეთს კითხულობდა. წამოდგა ჩემს
დანახვაზე, გადამკოცნა, მანაც მომიკითხა და განაგრძო ჩვეულ ტემბრში კითხვა. მე
აივანზე ვამჯობინე გასვლა. აივნიდან ვუყურებდი მიმავალ წყვილს, ოჯახს, თუ
როგორ აბედნიერებდნენ ერთმანეთს, ღიმილს გვრიდნენ. ორგანულ ქიმიას
ამუშავებდნენ ერთმანეთში. არ ვიცი ამის შემხედვარე, რატომ გამახსენდა ორგანული
ქიმია, ალბათ იმიტომ რომ ქიმიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მოულოდნელი
დარტყმა მივიღე, ღრმა ფიქრების ორმოში ჩავვარდი. ისევ იმ გოგონაზე დავიწყე
ფიქრი. თითქოს გუშინ სადაც გავჩერდი და მიმეძინა, იქიდან განვაგრძე ისევ ღრმა
ფიქრებში ხეტიალი. ჩემს თავს ათას სისულელეს ვაჯერებდი. დედამ დამიძახა.
დამიხსნა საზარელი ფიქრებიდან. ღრმად ჩავისუნთქე და შევედი უკან. ჩემი
მეზობლები დავინახე ენრი და ლოიდი, ორი ორმოცდაათ წელს გადაცილებული
ყმაწვილი, ორი, ერთი მეორეზე უარესი. მათთან პოლიტიკის წინა პლანზე წამოჭიმვა,
ეთიკური და ადეკვატური სასაკლაოს ტოლფასია, რომელიც მაშინ გადაიქცევა
არაეთიკურად როდესაც მამაჩემის შავი ღვინოთი შეთვრებიან. იმ საღამოს კარგი
დრო ვატარეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და ჩემი ანალიტიკაც ლოიდზე და ენრიზე
ჩავარდა. თურმე ორმოცდაათი წლის კაცსაც შეუძლია შეცვლა. კაცსაც გააჩნია. დღის
ბოლოს დედამ მასთან დარჩენა შემომთავაზა, რაზეც უარი განვუცხადე, საპატიო
მიზეზების გამო. რა უნდა ექნა დედაჩემს, შეგუების გარდა, მომეხვია, გადამკოცნა და
დამემშვიდობა. სადარბაზოს კიბეები ჩავიარე. გარეთ გამოსვლის შემდეგ დედაჩემის
ხმა ჩამესმოდა, რაც ყელში მიჭერდა და ქვითინს მანდომებდა. სახლში ფეხით
გასეირნება გადავწყვიტე. სახლში მისულს, გავიხადე ტანსაცმელი, ყველაფერი ერთ
ადგილას მივყარე და მივედგე დასაძინებლად.

თავი III

დილით თავის ტკივილით გამეღვიძა, ზოგადად ძალიან მაწუხებს თავის


ტკივილი, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია ძალიან მიმატა. ავდექი, მოვწესრიგდი, ყავა
მოვიდუღე და გემრიელადაც მივირთვი. კარზე კაკუნი გაისმა. პირდაპირ გავაღე,
მატილდა აღმოჩნდა, დრო გამოენახა დასალაგებლად. ჯიბეში კაპიკი აღარ
შემრჩენოდა და მიწევდა საათის დალომბარდება. მატილდა შეუდგა დალაგებას, ჯერ
მისაღებიდან დაიწყო, შემდეგ ჩემს ოთახში გადაინაცვლა, ლოგინს ლეიბი გამოაცალა
და აივანზე დაბერტყდა, აგრეთვე გაამზეურა. მე აივანზ გავდექი, სუფთა ჰაერის
ჩასაყლაპად. თავის ტკივილი რეგრესირებდა, უფრო და უფრო უმატებდა. მატილდა
მორჩა სახლის დალაგებას. ავუხსენი სიტვაცია რა, როგორ არის, ვუთხარი
დავალომბარდები საათს და მის კუთვნილ თანხას მივაწოდებდი სახლში. ისიც
დამთანხმდა. ჩემს ოთახში შევედი კომოდი გამოვაღე, რას ვხედავ? საქმეც მაგაშია
ვერც ვერაფერს. გამწარებული გავარდი მისაღებ ოთახში, მატილდა უკვე
გასასვლელს იყო როდესაც დავიღრიალე. ,,სად არის საათი! სასწრაფოდ.“ ,,რ... რა
საათი?“ დათრგუნულმა მიპასუხა. მე ძალიან ცუდად ვიყავი, თავი ლამის ამხდოდა,
ლავას მოულოდნელი ამოფრქვევა მოხდა ჩემს თავში. ეს ბოლო იყო ყველაფრის.
სამზარეულოში გავვარდი, დანა ავიღე, მატილდას შევაფრინდი და დავარტყი
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ოცდაათჯერ დავარტყი.

სასამართლომ ჩემი საქმე, რაღაც კონკრეტული ვადის და აგრეთვე ციხის დონეზე


არ განიხილა, ჩვენებებიდან გამომდინარე. ჩემი ყოფილი სამსახურის უფროსმა ჩემზე
თქვა რომ ჩხუბი მომსვლოდა, მუშტი დამირტყამს თანამშრომლისთვის და
სამსახურიდან გავეძევებინე. მეზობლებმაც ცუდად გამომიყვანეს, ერთი სიტყვით
ბრალდებები გამიქვავეს. მე პირდაპირ ფსიქიატრიულ გოდოლში მომათავსეს.
ფსიქიატრიულს ორი ნაწილი აქვს, ერთი ნაკლებად მძიმე პაციენტებისათვის,
მეორე შეშლილებისთვის. მე პირდაპირ შეშლილების ნაწილში გამაქანეს. ჩემი
საკანში უკუნითი სიბნელე იყო, სხივი საერთოდ არ ურტყამდა. მხოლოდ ერთი
მატრასი ეგდო და სხვა არაფერი. საჭმელს რაც შეეხება, შეხედვას
შეგზიზღდებოდა, მირთმევაზე საუბარი ზედმეტია. პირველი რამოდენიმე პერიოდი
გამიჭირდა.

ერთი წელი გავიდა. ჰიუგოს აქ ყოფნის ერთი წელი გავიდა. გოდოლს ერთი
პლიუსი ჰქონდა, გასეირნება შეგეძლო ზაფხულობით ბაღში, ამწვანებულ ბაღში.
წესით და რიგით ის პაციენტები, რომლებიც მეორე ნაწილში იყვნენ
განთავსებულნი არ შეეძლოთ გამოეყენებინათ ეს საშუალება. მაგრამ
მოულოდნელობა მოხდა და ჰიუგო რადიკალი აღმოჩნდა. გარეთ გამოიყვანეს
ჰიუგო, საშინლად გამხდარი, ჩაშავებული, საშინელი შესახედაობის იყო. მან
სკამზე დაჯდომა გადაწყვიტა, პლედ მოხვეული სკამს შეჰყურებდა, რომელიც
ბაღში იდგა. ასე უბრალოდ სკამს შეჰყურებდა. უმიზეზოდ? არა მიზეზი
ჰქონდა... ,,გასეირნების დროც“ ამოიწურა. ჰიუგოს საპყრობილე ბოლო სართულზე
გახლავთ. ასვლისას ჰიუგომ დაინახა ღია კარები, რომელიც სახურავზე ასასველი
იყო. დაუსხლტა ჰიუგო მცველს ხელებიდან, გაქანდა იგი სახურავისკენ, როგორ
მოახერხა მან ეს ამ დგომარეობაში საკვირველია. ავარდა ჰიუგო სახურავზე,
გასდგა გოდოლის პირას, შეესხა ფრთები პლედის სახით, დაებერა ნიავს და
მასთან ერთად მოწყვეტილიყო.

დილით დაჭედების ხმა ისმოდა, ბოლო ლურსმანს აჭედებდა მჭედელი. ამ


დაჭედების ფონზე ჰიუგოს დედა ტიროდა, ხოლო მამა გატრუნული იჯდა სკამზე.
როგორც წესი პანიკდებიან ხოლმე პაციენტები ვიღაცის გარდაცვალებაზე, მაგრამ
სულაც პირიქით. რაც შეეხება საათს იგი ლაინას მოეპარა, იქნებ რამე გამოგვრჩა?
და ზეციდან გამოგზავნილ ქალღმერთს, იმ დღეს ბარში ნისლი ჩამოწოლილიყო...

You might also like