You are on page 1of 4

ერთ დღიანი ტური ძამას ხეობა-

ბატეთის ტბა
ეძებ თავგადასავლებს? ულამაზესი შემოდგომისფერი ბუნება ან
ტბა გსურთ?
ტურისტული კომპანია “100ჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი
ჯობია” გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ძამას ხეობაში.

ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ XII საუკუნის


ყინწვისის ეკლესიას, კლდეში ნაკვეთ სარკინეთის მონასტერს,
ეწვევით ქართული ისტორიის განსაკუთრებულ ლამაზ
ძეგლებს და რაღათქმაუნდა ბატეთის ტბასაც.

ძამას ხეობა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია შიდა


ქართლში, რომელიც მდებარეობს ქარელის რაიონში. ხეობა
სტუმრებს მართლაც ულამაზეს სანახაობას სთავაზობს. ძამის
ხეობაში მდებარეობს 50 კულტურული ძეგლი, რომელთაც
თავიანთი ისტორია აქვთ. თუ თქვენ იმგზავრებთ ჩვენთან
ერთად თქვენ იგრძნობთ ძამის ხეობის მრავალფეროვან
სილამაზეს, ესტუმრებით ბატეთის ტბას, რომელიც გასაოცარია
თავისი სილამაზით და მომლოცველი ტურის საშუალებით
ეწვევით მონასტრებს, რომლებიც ემოციებით აგავსებთ.

მარშრუტი:
ყინწვისის მონასტერი-ორთუბნოს დედათა მონასტერი-
მზოვრეთის ციხე-მერეს დედათა მონასტერი-სარკინეთის
მონასტერი-შატბერდის მონასტერი-ბატეთის ტბა

ბატეთის ტბა შეტანილია წითელ წიგნში და მასში ბინადრობს


მცირეაზიური ტრიტონი, რომელიც ასევე წითელ წიგნშია
შეყვანილი.

უსაფრთხოება
ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე. თქვენ
იმგზავრებთ უსაფრთხოდ და კონფორტულად ყველაზე
გამოცდილ მძღოლთან ერთად.
ტურმა, რომ უფრო მეტად უსაფრთხოდ ჩაიაროს, არ დავლიოთ
სასმელი, არ მოვიდეთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების
ადგილას და მივყვეთ ორგანიზატორის ინსტრუქციებს.

სირთულე
ტურის სირთულე არის მარტივი. ფეხით გასავლელი მანძილი
არის ჯამში 7 კმ.

ტრანსპორტი
ტრანსპორტირება ხდება 20 კაციანი მიკროავტობუსებით.

ტურის ღირებულება 14 ლარი


ფასში შედის:
მგზავრობა
გიდის მომსახურება
ფოტო ვიდეო გადაღება
მხიარულება და გართობა
ტურის ღირებულებაში არ შედის კვება
(საკვები ინდივიდუალურად და დღის ბოლოს პიკნიკი)
მოასწარი, მხოლოდ ამ ერთი თვის განმავლობაში
გეძლებათ შანსი ამ ფასით მოინახულოთ ულამაზესი
შიდა ქართლის ადგილები.
გასვლის დრო და ადგილი 27 ოქტომბერი 8 საათი
დიდუბის მეტროს ზედა მხარეს, დაგვიანების
შემთხვევაში ველოდებით 10 წუთით. თანხის გადახდა
ჩარიცხვით.

მთავარი წესი: ვუფრხილდებით გარემოს, არ ვყრით


ნაგავს.

წამოგვყევი და განიტვირთე ფენომენალურად

You might also like