You are on page 1of 4

1.

პოლიტიკური კულტურა, ეს არის პოლიტიკის და


კულტურის გაერთიანებული გამოხატულება, რომელიც
რეფერენდუმების, არჩევნების და მხარდაჭერის პროცესში
ვლინდება საზოგადოების პოლიტიკურ აქტიურობაში.
პოლიტიკური კულტურის შესწავლა აუცილებელია, რადგან
იგი არის სულიერი კულტურის ნაწილი და საზოგადოების
ცხოვრების რთული ფენომენი. იგი გამოხატავს
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ
ორიენტაციებს, მოლოდინებს, განწყობებს, პოლიტიკურ
გამოცდილებას, ცნობიერს და არაცნობიერ ქცევებს.
2. გ.ალმონდი და ს.ვერბა თვლიდნენ, რომ პოლიტიკური
კულტურა ადამიანების ცნობიერებაში ღრმად
განმტკიცებული მოტივაციების, ორიენტაციების და
მიზანდასახულობების ღირებულებითი სისტემაა, რომელიც
არეგულირებს ადამიანების ქცევებს პოლიტიკასთან
დაკაშირებულ სიტუაციებში. ისინი პოლიტიკურ
კულტურას მოიხსენიებენ მრავალფეროვან, მაგრამ მყარად
განმეორებად, აფექტურ, შეფასებითი ორიენტაციის
სისტემად პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. პოლონელი
მკვლევარი ე. ვიატრი პოლიტიკურ კულტურაში ქცევით,
ღირებულებით და განწყობით კომპონენტებს განარჩევს;
პოლიტიკურ კულტურა წარმოადგენს სუბკულტურების
ერთობლიობას-მოცემული მიდგომა საშუალებას იძლევა
გამოვყოთ კონკრეტულ ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის
მქონე რელიგიური (ჩრდ. ირლანდია და ლივანი), ეთნიკური
(აზერბაიჯანი) ან ელიტარული (გარდამავალ
საზოგადოებებში) სუბკულტურები.
3. ს.ვერბას აზრით, საზოგადოების პოლიტიკური კულტურა
შედგება ემპირიული რწმენების, ექსპრესიული
სიმბოლოებისა და ღირებულებების სისტემისგან
განსაზღვრული სიტუაციებით, რომელშიც მიმდინარეობს
ქმედებები, სადაც ინდივიდის სუბიექტური ორიენტაცია
ხდება პოლიტიკაში.
4. ინსტიტუციონალური მიდგომის კვლევის შეზღუდვის
გაცნობიერებამ გამოიწვია სოციალურ-პოლიტიკური
მოვლენების შესწავლის სფეროში პოლიტიკური კულტურის
უფრო მეტად ინტენსიურობა 20-ე საუკუნის 50-60-იან
წლებში. ამ კვლევის ნაკლი იმაში მდგომარეობდა, რომ ვერ
შეისწავლებოდა პოლიტიკური ინსტიტუტების ყველა
ასპექტი და ყურადღების მიღმა რჩებოდა ადამიანების
ქცევების, მოტივების და განწყობების ზეგვლენა და როლი
პოლიტიკური განვითარების პროცესში.
5. სამოქალაქო კულტურის კონცეფციის განხილვას გ.
ალმონდი და ს. ვერბა იწყებენ კითხვის დასმით არსებობს
თუ არა პოლიტიკური კულტურის ისეთი ტიპი, რომელიც
ხელს უწყობს დემოკრატიის სტაბილურობას, რომელიც
დემოკრატიულ სისტემაზე მეტ-ნაკლებად არის
„მორგებული“?მიხედვითაც-სამოქალაქო კულტურა
შერეული პოლიტიკური კულტურაა. მის საზღვრებში
მრავალ მოქალაქეს შეუძლია პოლიტიკურად აქტიური იყოს,
მაგრამ მრავალი სხვა ქვეშევრდომის პასიურ როლს
ასრულებს, ხოლო, რაც შეეხება „რაციონალურ-აქტივისტურ“
მოდელს, დემოკრატიებში უნდა ყოფილიყო
გავრცელებული, მაგრამ პოლიტიკური ორიენტაციების
შესწავლამ გვიჩვენა, რომ „რაციონალურ-აქტივისტური“
მოდელი რეალური პოლიტიკური ცხოვრებიდან არაა
აღებული, არაადეკვატურია და უტოპისტურ კონსტრუქციას
წარმოადგენს.
6. პოლიტიკური კულტურის ფუნქციებია:
• შემეცნებითი ფუნქცია- მოქალაქეებისთვის აუცილებელი
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცოდნის, შეხედულებების,
რწმენის და პოლიტიკური კომპეტენტურობის ფორმირება.
• ინტეგრაციული ფუნქცია-„პოლიტიკური თამაშის წესების“
და დემოკრატიის ძირითადი საბაზისო ლიბერალური
ღირებულებების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტების ირგვლივ თანხმობისა და კონსენსუსის
მიღწევა სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს,
სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და პოლიტიკურ ძალებს
შორის.
• კომუნიკაციური ფუნქცია-იგი ითვალისწინებს პოლიტიკის
სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლას ჰორიზონტალურ
და ვერტიკალურ დონეზე, მემკვიდრეობითობის დაცვას
პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების პროცესში.
• ნორმატიული ფუნქცია-პოლიტიკურ კულტურა
არეგულირებს მოქალაქეების პოლიტიკურ ქცევებს
საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებების,
წესების, პოლიტიკური ზეგავლენის ლეგიტიმური
მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც განმტკიცებულია
ქვეყნის კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ ნორმებში.
• იდენტიფიკაციის ფუნქცია-გარკვეული სოციალური ფენის,
ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა, საკუთარი
ადგილის აღქმა პოლიტიკურ სისტემასთან მიმართებაში,
კოლექტიური და ინდივიდუალური ინტერესების დაცვის
ლეგიტიმური მექანიზმების ცოდნა.
• სოციალიზაციის (აღმზრდელობითი) ფუნქცია-
პოლიტიკურ კულტურა აყალიბებს პიროვნებასა და
მოქალაქეს, რომელიც თავის მხრივ დემოკრატიული
ფასეულობების დამცველი და გამავრცელებელი ხდება.
7. ირაციონალური, არაცნობიერი ქმედებების დროს ადამიანი
ემოციურ-გრძნობებით კომპონენტებზე დაყრდნობით
შეიცნობს გარე სამყაროს და მისი ქცევები არ შეიცავს
პოლიტიკური პროცესების კრიტიკულად და გააზრებულად
აღქმას. პროფესორი გ.აბესაძე, მართებულად თვლის, რომ
ირაციონალური ელემენტები გადამწყვეტ როლს თამაშობენ
გარდამავალი პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ
სისტემაში.

You might also like