You are on page 1of 6

პოლიტიკური ელიტის ადგილი და როლი პოლიტიკურ სისტემაში

პოლიტიკური ელიტა წარმოადგენს ქვეყნის შესაძლებლობების ზუსტ ანარეკლს,


რადგან ყველა ქვეყნის პოლიტიკური სისტემების პროცესს და მის შინაარს
პოლიტიკური ელიტა განსაზღვრავს, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის
დასაწყისში ჩამოყალიბდა ელიტების თეორიები, იტალიელი მოაზროვნეების
პარეტოს, მოსკას და გერმანელი სოციოლოგის რობერტს მიხელსონის ნაშრომებში,
რაც შეეხება ტერმინ ელიტას ის პოლიტოლოგიაში შემოიტანა ვალფერდ პარეტომ,
როდესაც ვსაუბრობთ ელიტაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს ტერმინი
ელიტა, ზოგადი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, ელიტა ეს არის საზოგადოების ის
ნაწილი, ან უმცირესობა, რომელიც ასრულებს განსაკუთრებულ როლს პოლიტიკურ
და სოციალურ ცხოვრებაში, მოსკას და პარეტოს აზრით, ნებისმიერ საზოგადოებაში
არსებობს ისეთი ადამიანთა უმცირესობა, რომელიც მართავს და მბრძანებლობს
უმრავლესობას, სხვაგვარად რომ ვთქვა ელიტა ეს არის ორგანიზებული და
განსაკუთრებული თვისებების და შესაძლებლობების მქონე ჯგუფი, რომელსაც
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ
ელიტურობის ქვეშ გულისხმობენ ძალაუფრებრივ დომინატს და არა ზნეობრივ ან
ინტელექტუალურ უპირატესობას, როდესაც ვსაუბრობთ ელიტაზე მნიშვნელოვანია
ავღნიშონთ ისიც რომ პოლიტიკური ელიტის გარდა არსებობს, ეკონომიკური ელიტა,
სამხედრო ელიტა, ინფორმაციული ელიტა, ადმინისტრაციული ელიტა და
სამეცნიერო ელიტა. თითოეულ ელიტაში შედის ამ ელიტისთვის დამახასიათებელი
პროფესიის ადამიანები, მაგალითად პოლიტიკურ ელიტაში შედის სახელმწიფოს და
მთავრობის მეთაურები, მინისტრები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები,
საპარლამენტო ფრაქციების და მთავრობის მეთაურებუ, დიდი სოციალურ-
პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები და რეგიონალური ლიდერები,
აღსანიშნავია ისიც რომ ზოგიერთ ქვეყანაში პოლიტიკურ ელიტას შეუძლია
რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი შეადგინოს.

ელიტა ეს არის ჯგუფი რომელიც საზოგადოებაში ფლობს მეტ ძალაუფლებას, ვიდრე


სხვები, ელიტა ახდენს გადაწყვეტილებათა მიღების ფუნქციის მონოპოლიზებას ან
საზოგადოებაში სარგებლობს უპირატესი გავლენით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური
ელიტიის იდენტიფიცირება, რადგან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რეალური,
პოლიტიკური და სოციალური მექანიზმების გასაგებად, ფართო გაგებით ელიტა
მოიცავს იმ ადამიანების ერთობლიობას რომლებიც განსაზღვრული პერიოდის
განმავლობაში საგრძნობ ზეგავლენას ახდენენ, საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
პოლიტოლოგიაში ელიტის ცნება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ერთი ჯგუფი
ელიტას განსაზღვრავს როგორც ერთიან ჯგუფს რომლსაც უკავია სტრატეგიული
მნიშვნელობის პოსტები საზოგადოებაში, მეორე ჯგუფი პოლიტიკურ ელიტას
განიხილავს როგორც იმ ადამიანთა ერთობლიობას, რომლებიც ფლობენ პრესტიჟს,
სიმდიდრეს, ძალაუფლებას და არიან ცნობილები, მესამე ნაწილი კი ელიტას
განიხილავს როგორც საზოგადოებიუს უმაღლეს ფენას, რაც შეეხება მეოთხე ნაწილს
ელიტის განსასაზღვრად იყენებენ ფსიქოლოგიურ და მორალურს კრიტერიუმებს,
ელიტას განეკუთვნებიან ნებისა და ენერგიის განსაკუთრებული ძალის მქონე
ადამიანები.

ელიტის კონცეფციებიდან საყურადღებო არის შემდეგი კონცეფციები ესენია:


აქსიოლოგიური, ანუ ღირებულებითი, ფუნქციონალური, ინსტიტუციონალური
თეორიები.

აქსიოლოგიური თეორიის მიხედვით ელიტა არის საზოგადოების უმაღლესი ფენის


შემადგენელი ნაწილი , რომელიც საზოგადოების სხვა ნაწილისგან გამოირჩევა
განსაკუთრებული თვისებებით, რომელსაც მათთვის მოაქვთ ძალაუფლება და
პრესტიჟი, აქედან გამომდინარე პიროვნების ელიტურობა განისაზღვრება იმით თუ
რამდენად ფლობს ის უმაღლეს უნარებს და მაჩვენებლებს საზოგადოებისათვის
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობის სფეროში, პარეტო თვლიდა, რომ ამ უნარების
და ფასეულობების ფლობა, ელიტას გამოარჩევს მასისაგან.

ფუნქციონალური თეორია ამოდის პოლიტიკურად ორგანიზებულ საზოგადოებაში


ელიტის ფუნქციონალური „გარდუვალობის“ თეზისიდან, ამ თეორიის მიმდევრები
თვლიან, რომ შეიძლება საზოგადოების მართვა ხალხის სახელით, მაგრამ არა ხალხის
მეშვეობით, რადგან ხალხს მისი არაორგანიზებულობიპს და რაოდენობის გამო არ
შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს მართვის ფუნქცია, თვისება, რომელიც
განსაზღვრავს ელიტისადმი კუთვნილებას, მდგომარეობს საზოგადოებრივი
პროცესების მართვის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელ მაღალ
კვალიფიკაციაში, აქედან გამომდინარე ფუნქციონალისტების თვალსაზრისით,
ელიტები ასრულებენ მმართველობასთნა დაკავშირებულ, მნიშვნელოვან
საზოგადოებრივ ფუნქციებს, დემოკრატიისთვის ელიტის არსებობა აუცილებელი და
სასიცოხლოდ საჭიროა, რადგან ის უზრუნველყოფს ხალხის მიერ არჩეული
ხელმძღვანელობის თვისებრივად მაღალ სემადგენლობას, მმართველი ფენა არა
მხოლოდ ფლობს მართვისთვის აუცილებელ თვისებებს, არამედ გვევლინება
დემოკრატიულ ფასეულობათა დამცველად, ელიტათა მონაცველობა-როტაცია
განაპირობებს დემოკრატიის სოციალურ ღირებულებებსა და ფასს

ინსტიტუციური თეორიის ფუძემდებლად პოლიტოლოგიაში მიიჩნევა რაიტ მილსი,


რომელმაც თავის წიგნში ,, მბრძანებელთა ელიტა’’ შესანიშნავად გადმოგვცა
ინსტიტუციონალური მიდგომის უპირატესობა, საზოგადოდ ელიტის გაგებაში.,
ავღნიშნო უნდა ისიც, რომ ზოგიერთი ავტორი ელიტის რ. მილსისეულ გაგებას
კლასიკურ კონცეფციასაც კი უწოდებს ინსტიტუციური თეორიის უპირატესობა არის
ის რომ , ის არის ელიტათა სოციოლოგიური კვლევის სოლიდური ბაზა, რომელიც
უზრუნველყოფს ელიტათა ემპირიულ იდენტიფიკაციას

ინსტიტუციონალური თეორია ელიტას განმარტავს ძირითადად ინსტიტუტებში


მისი პოზიციების სოციალური მნიშვნელობისა და იმ სოციალური სტრუქტურის
თვალსაზრისით, რომელსაც ეს ინსტიტუტები ქმნიან.

ელიტის განმარტების საფუძველში დევს ძირითადად სოციალურ ინსტიტუტებში


მის მიერ დაკავებული პოზიციების კუთხით განხილვა. რ. მილსის აზრით, ელიტა
შედგება ისეთ პოზიციებზე მყოფი ადამიანებისაგან, რომლებიც შესაძლებლობას
აძლევს მათ ამაღლდნენ ჩვეულებრივ ადამიანთაგან შემდგარ გარემოზე და მიიღონ
უდიდესი შედეგების მქონე გადაწყვეტილებები

ელიტა – ეს არის ერთიანი, შეკრული და ძლიერი ჯგუფი, რომელიც უდიდეს


გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე და ზოგადად, პოლიტიკურ სისტემაზე.
ამ სიძლიერის გასაღები იმ პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებში კი არა –
თანამედროვე საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებშია.

პოლიტიკური სისტემა განიხილავს ელიტის შერჩევის ორ ტიპს:

დახურულ და ღიას.

დახურული სისტემები დამახასიათებელია ტრადიციული საზოგადოებების,


ავტორიტარული-დიქტატორული და ტოტალიტარული პოლიტიკური
რეჟიმებისათვის. მათში შერჩევა ხორციელდება უმაღლესი ლიდერების ვიწრო
წრეებიდან. ასეთი სისტემა იწვევს ელიტისგან ხალხის განცალკევებას, მის
პრივილეგირებულ კასტად ჩამოყალიბებას.
ღია სისტემა დამახასიათებელია დემოკრატიულ რეჟიმებისათვის. ხასიათდება
არჩევნების არსებობით სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანოებში და ასევე პიროვნული
თვისებების მაღალი კონკურენტუნარიანობით.

პოლიტიკური ელიტის ფორმირების მექანიზმები

პოლიტიკურ ელიტაში შერჩევა მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ელიტის


კეთილდღეობა და მისი ლიდერობის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების
შესაძლებლობა, დამოკიდებულია თვისებრივ შემადგენლობაზე.

დასავლეთის პოლიტოლოგთა თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ შერჩევის


კრიტერიუმია:

სოციალური ფონი,

პრესტიჟული განათლება (მაგალითად, ინგლისში, ელიტარული წევრების 60-დან


80% -მდე დაამთავრა კემბრიჯი ან ოქსფორდი),

მხარდაჭერა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც უკვე ელიტის წევრები არიან და


წარმატებული კარიერაა.

კრიტერიუმებს შორის პირველი ადგილი უკავია „ელიტარული ღირებულებების,


ნორმების, იდეალების დაცვას“.

გამოირჩევა შერჩევის ორი სისტემა: ანტვერპრენერული (სამეწარმეო) და გილდიის


სისტემები.

ანტვეპრენერული (სამეწარმეო) სისტემის თვისებები:

1. კანდიდატურის პიროვნული თვისებებზე ორიენტირება;

2. სხვადასხვა სოციალური ფენიდან ძალაუფლების თანამდებობის კანდიდატთა


შერჩევა;

3. ღიაობა;

4. ამომრჩეველთა ფართო სპექტრი;

5. კანდიდატებს შორის კონკურენცია ხელმძღვანელ თანამდებობებზე;

ასეთი სისტემა კარგად არის ადაპტირებული სტაბილური დემოკრატიის ქვეყნებში.

ამ სისტემის უარყოფითი მხარეები:

1. პოლიტიკაში მოსული შემთხვევითი პირები;


2. კანდიდატების ქცევის პროგნოზირების შეუძლებლობა;

3. ელიტის ჰეტეროგენული შემადგენლობა, მასში კონფლიქტების გაჩენის მაღალი


რისკები.

გილდიის სისტემა:

1) დახურული ტიპის სიტემაა. უმაღლეს პოსტზე შერჩევა ძირითადად თავად


ელიტის ქვედა ფენებიდან, ნელი, თანდათანობითი გზით ხდება;

2) მრავალი ინსტიტუციური ფილტრის არსებობა: შეიძლება იყოს პარტიულობა,


ასაკი, სამუშაო გამოცდილება, განათლება ა.შ.;

3) კადრების შერჩევა და დანიშვნა ლიდერების ვიწრო წრის მიერ, ღია


კონკურენციის არარსებობა

პოლიტიკური ელიტის თვისებები

პატარა, საკმაოდ დამოუკიდებელი სოციალური ჯგუფი

გააჩნია მაღალი სოციალური სტატუსი

მასში კონცენტრირებულია სახელმწიფო ძალაუფლების დიდი რაოდენობა

უშუალოდ მონაწილეობს ძალაუფლების განხორციელებაში

გააჩნია ორგანიზატორული უნარები

პოლიტიკური ელიტის ფუნქციები

სტრატეგიული (პოლიტიკური პროგრამის განსაზღვრა, ახალი იდეების,


კანონების შემუშავება და ა.შ.);

ორგანიზაციულ (პრაქტიკაში შემუშავებული კურსის განხორციელება:


პერსონალის დანიშვნა, პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნა და კორექტირება,
პოლიტიკური ლიდერების დასახელება).

ინტეგრაციული (საზოგადოების სტაბილურობისა და ერთიანობის


განმტკიცება).

რატომ ჩნდება პოლიტიკური ელიტა

როგორც აღნიშნავენ ძველი ფილოსოფოსები, პოლიტიკური ელიტა არსებობს


იქ, სადაც არის სახელმწიფო.
1. საჭიროა პროფესიონალური მენეჯმენტი/მართვა

2. ხალხს ახასიათებს არათანაბარი შესაძლებლობები და პოლიტიკურ


ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი. მასები, როგორც წესი, პოლიტიკურად
პასიურია.

3. შეზღუდული რესურსებისადმი წვდომა.

ელიტის სიცოცხლისუნარიანობა დაკავშირებულია:

პოლიტიკურ პლურალიზმი, პოლიტიკური ელიტების კონკურენცია.

სიტყვის თავისუფლებაზე, მედიის მონოპოლიის არარსებობა.

უფლებამოსილების გამიჯვნა - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და


სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.

კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვა.

You might also like