You are on page 1of 18

დემოკრატია და

პოლიტიკა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი


საგანი: შესავალი საჯარო მმართველობაში
პრეზენტაციაზე მუშაობდა: ნინი გაგლოშვილი
ტერმინი „დემოკრატია“ ბერძნული წარმომავლობისაა და სახალხო მმართველობას
ნიშნავს (ბერძ.’’დემოს“ - ხალხი; ’’კრატოს“ - კანონი,ძალა). იგი წარმოადგენს
საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ ფორმას ,როდესაც ყველა საზოგადოებრივ ან
სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მოქალაქეები კენჭისყრის გზით იღებენ, მას
შემდეგ რაც შეისწავლიან და შეაჯერებენ ყველა შეხედულებას.
დემოკრატია შეიძლება იყოს:

• პირდაპირი;
• წარმომადგენლობითი;
• კლასიკური;
• დამცავი;
• ხელშემწყობი;
• სახალხო.
ცნება „დემოკრატია“ პირველად ათენში ჩაისახა ძვ.წ V-IV
საუკუნეებში და სწორედ „ათენის დემოკრატია“
წარმოადგენდა გამართულ პოლიტიკურ სისტემას.
ათენში სახელმწიფო მმართველობა
ეფუძვნებოდა შემდეგ პრინციპებს:

• არჩევითობას;
• თანამდებობის დაკავებას მოკლე ვადით;
• კოლეგიალობას;
• ანგარიშვალდებულებას;
• თანამდებობაზე ყოფნისას გასამრჯელოს მიღებას.
დემოკრატიის ჩამოყალიბება
ევროპაში:

• მე-17 და მე-18 საუკუნეებში, ევროპაში აბსოლუტური მონარქიის


მორალურმა დეგრადაციამ და ფეოდალიზმის რღვევამ ხელი შეუწყო
თანასწორობისა და თავისუფლების იდეალების წინ წამოწევას როგორც
კულტურულ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში;
• 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია იყო რესპუბლიკური
დემოკრატიის დამყარების პირველი ყველაზე მასშტაბიანი და აგრესიული
მცდელობა ევროპაში;
• ამერიკის რევოლუციამ ასევე შემოიტანა ისეთი რევოლუციური და
დემოკრატიული პრინციპები, როგორებიცაა კონსტიტუციონალიზმი და
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.
თანამედროვე დემოკრატია, ფართო გაგებით, გულისხმობს
არსებითად სამი, ერთმანეთისაგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი
პრინციპის თანაარსებობას:

• ხალხის ნების უზენაესობა;


• კონსტიტუციონალიზმი;
• პიროვნების უფლებები.
“დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ
კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად, რამდენადაც აქვს
საარჩევნო ხმები, რომლებითაც გამოხატავს თავის ნებას“.
დემოკრატიული მმართველობის უმაღლესი პრინციპი ისაა, რომ
ხალხი თანამდებობის პირებს თავად უნდა ასახელებდეს.
დემოკრატიის ნიშნები:

• ხელისუფლების თვითშეზღუდვა კანონით;


• ხელისუფლების ლეგიტიმურობა;
• ადამიანის უფლებათა ხელშეუვალობა;
• თავისუფლება და პლურალიზმი;
• ხელისუფლების გადანაწილება და ურთიერთ შემოსაზღვრა;
• უმცირესობათა უფლებების გარანტირება.
‘‘პოლიტიკა’’ ბერძნული სიტყვაა („პოლიტიკოს“) და „სამოქალაქოს“
ნიშნავს. ამ სიტყვის ფუძე „მოქალაქესა“ და „ქალაქს“ უკავშირდება,
სადაც კლასიკური ბერძნული საზოგადოება ვითარდებოდა.
პოლიტიკა ეს არის:

• საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება;
• საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე
მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია
სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან.
პოლიტიკას უწოდებენ:

• ძალაუფლებისთვის ბრძოლას;
• მთავრობის გადაწყვეტილებებსა და ამ გადაწყვეტილებების
შესრულებას;
• რესურსების გადანაწილების პროცესს;
• პარტიებს შორის ურთიერთობებს;
• ზოგადად, ადამიანთა იმგვარ ყოველდღიურ საქმიანობას,
რომელიც საზოგადოების მოწყობას უკავშირდება.
განასხვავებენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას:

• საშინაო პოლიტიკა განისაზღვრება იმ მიზნების შინაარსით,


რომელსაც ისახავს მთავრობა და საზოგადოების მმართველი
კლასები, და იმ საშუალებებით, რომლითაც ეს მიზნები მიიღწევა;
• საგარეო პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოთაშორის
ურთიერთობების საკითხებს, როგორებიცაა: ომი და მშვიდობა,
სახელმწიფოთა კავშირები და შეთანხმებები, საერთაშორისო
ვაჭრობა, გავლენის სფეროების განაწილება, ზღვების,
კოლონიების ფლობა და სხვა.
საშინაო პოლიტიკის მიზანს შეიძლება ჰქონდეს:

• დინასტიური ხასიათი (მმართველი ოჯახის


ინტერესების დაცვა);
• არისტოკრატიული ხასიათი(დიდგვაროვან ოჯახთა
უფლებების და პრივილეგიების დაცვა);
• სამხედრო ხასიათი(შეირაღებული ჯგუფების წინა
პლანზე წამოწევა);
• სახალხო ხასიათი(მთელი მოსახლეობის სამეურნეო
და სულიერი ინტერესების დაცვა).
თავისი შინაგანი ფორმით სახელმწიფო პოლიტიკა
შეიძლება იყოს:

• კონსერვატიული - ტრადიციების და არსებული


საზოგადოებრივი ინსტიტუტების შენარჩუნება;
• პროგრესული - მისწრაფება სახელმწიფო და
საზოგადოებრივი სისტემის გარდაქმნისაკენ;
• ლიბერალური - მთავრობის ნდობა საზოგადოებრივი
ელემენტებისადმი და სხვა.
პოლიტიკის გაგება შეიძლება როგორც ინსტიტუციური,
ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით:

ინსტიტუციური
კერძო პოლიტიკა:
პოლიტიკა:
ინდივიდების
საჯარო საკითხები;
მოღვაწეობა;
მთავრობა;
არასამთავრობო
საკითხები;
სახელმწიფო;
სამოქალაქო
საზოგადოება.
ამერიკელი პოლიტოლოგი რობერტ
ჩინეთის მმართველი მაო ძე დალი:
დუნი: „პოლიტიკა ადამიანურ
„პოლიტიკა არის ომი ურთიერთობათა ისეთი
უსისხლოდ, ხოლო ომი არის წყობაა,რომელიც დიდწილად მოიცავს
პოლიტიკა სისხლისღვრის კონტროლს,ძალაუფლებას,გავლენასა
თანხლებით.“ და ავტორიტეტს.“
ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი
და ჩეხეთის პირველი
პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი:
„ჩემთვის ნამდვილი პოლიტიკა,
უბრალოდ სხვა ადამიანებისთვის
სამსახურის გაწევაა.“

გერმანიის კანცლერი ოტო


გერმანელი ფიზიკოსი
ფონ ბისმარკი:
ალბერტ აინშტაინი:
„პოლიტიკა შესაძლებლის
„პოლიტიკა ფიზიკაზე
ხელოვნებაა.“
რთულია“
გმადლობთ ყურადღებისათვის

გამოყენებული წყაროები:
• ჟურნალი „ჩემი სამყარო“;
• „პოლიტოლოგია“, ავტორები: ი.კვესელავა, ვ.შუბითიძე;
• „დემოკრატია“ ავტორი: ზაზა ფირალიშვილი

You might also like