You are on page 1of 17

ეთნიკური კულტურა

მიუხედავად საკმაო შინაგანი მსგავსებისა, ბრიტანელები ფაქტობრივად


რამდენიმე ერია. მართალია დღეს ენობრივი განსხვავება მათ შორის
შესუსტდა, –უელსელების ნაწილის გარდა ყველასათვის დედაენა ინგლისურია.

სალაპარაკო ენა ბევრ დიალექტს მოიცავს და მაგალითად, იორკშირელი და


კოკნი(ლონდონის ისტ–ენდის მკვიდრი) ხუმრობის შესანიშნავ თემად მიიჩნევენ
ერთიმეორის უცნაურ გამოთქმას. არისტოკრატია, ოფციალური წრეები ბი–ბი–
სი ლაპარაკობს ,,სამაგალითო სამხრეთულ დიალექტზე“, ოქსფორდული
აქცენტით, რომელსაც ასწავლიან სკოლებში, მაგრამ უბრალო ხალხი ყველა
კუთხეში ისე ცვლის მას, რომ აღარ გაკვირვებთ ცნობილი ინგლისური
გამოთქმა:
,,თქვენ ისე სწორად ლაპარაკობთ ინგლისურს, რომ ნამდვილად უცხოელი
უნდა იყოთ“.
ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის კილოთი ინგლისელები კარგად ხვდებიან,
რომელი კუთხის მკვიდრთან აქვთ საქმე.
შოტლანდია
• ფართობი - 78,8 ათასი კვ.კმ.
• მოსახლეობა - 5,1 მლნ, ძირითადად შოტლანდიელები. ენები:
ინგლისური, გაელური, შოტლანდიური.
• მთავარი ქალაქი - ედინბურგი (Edinburgh / Dùn Èideann). სხვა ქალაქებია
(ათ.): გლაზგო, აბერდინი, დანდი.
• ისტორია - უძველეს ხანაში დასახლებული იყო პიქტებისა და გელების
ტომებით. მე-5-6 საუკუნეში აქ დასახლდნენ სკოტები (აქედანაა
პროვინციის სახელწოდება).
• მე-11 ს-ში ჩამოყალიბდა შოტლანდიის სამეფო. ინგლისის ცდები
შოტლანდიის დამორჩილებაზე დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა.
• 1603 წელს ინგლისის ტახტზე სტიუარტების შოტლანდიური დინასტია
ავიდა, რის შემდეგაც მათ უნია შეკრეს.
• 1651-1652 იგი მიერთებულ იქნა ინგლისთან (ოფიციალური გაერთიანება
1707 წელს მოხდა).
• შოტლანდიის პარლამენტი გაუქმდა 1707 წელს, აღდგა - 1999 წელს.
• 1979 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მონაწილეთა 51,6 %-მა ხმა
მისცა ავტონომიას.
ედინბურგი
• ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ შოტლანდიაში,
ნორვეგიის ზღვის სანაპირო ზოლში. ედინბურგში არის
განსაკუთრებული არქიტექტურა, რის გამოც ეს დასახლება ევროპაში
ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. აქვე მდებარეობს
შოტლანდიის პარლამენტის შენება. შოტლანდიის ადმინისტრაციული
ცენტრის ტერიტორიაზე არის ედინბურგის უნივერსიტეტი. ქალაქი
იყოფა ორ ნაწილად ძველ და ახალ ედინბურგად. 1995 წელს იუნესკომ
ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
2009 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, აქ ცხოვრობდა 477,660 კაცი

• ედინბრუგში ყოველწლიურად იმართება მრავალი ფესტივალი. ამ


დასახლებას ყოველწლიურად მრავალი ტურისტი სტუმრობს,
ტურისტების რაოდენობის მხრივ ედინბურგს ქალაქ ლონდონის შემდეგ
გაერთიანებულ სამეფოში მეორე ადგილი უკავია
გლაზგო (ინგლ. Glasgow), ქალაქი დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-დასავლეთ
ნაწილში (შოტლანდია), შუა შოტლანდიის დაბლობზე, მდინარე კლაიდის
ნაპირას, შესართავიდან 35 კმ-ზე. გლაზგო კელტურად ნიშნავს „მშვენიერ
მწვანე ადგილს“.
შოტლანდიის ისტორია დაახლოებით 10 000 წლის წინ იწყება, ანუ როდესაც
ადამიანებმა პირველად დაიწყეს ამ ტერიტორიაზე დასახლება უკანასკნელი
გამყინვარების დასასრულს.
ბრინჯაოს ხანისა და რკინის ხანის ცივილიზაციების არსებობაზე ქვეყანაში
უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენა მეტყველებს. შოტლანდიის
წერილობითი ისტორია კუნძულზე რომაელების შემოსვლით იწყება,
როდესაც რომმა ინგლისისა და უელსის ტერიტორია დაიპყრო და ბრიტანია
უწოდა.

ჩრდილოეთით კი კალედონიად წოდებული მხარე რჩებოდა, რომელიც


რომაელებმა ვერ დაიპყრეს. მისი ტერიტორია პიქტებით იყო
დასახლებული, რომლებიც ზღვას ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს
მნიშველობას ანიჭებდნენ.

შოტლანდიის ხელსაყრელ საზღვაო-სავაჭრო ადგილას მდებარეობის გამო,


ადგილობრივ ვაჭრებს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ სამხრეთ და
აღმოსავლეთ ბალტიის ქვეყნებთან. ასევე ირლანდიასთან, საფრანგეთთან
და აქედან უკვე მთელ ევროპასთან.

1707 წლის უნიისა და ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ შოტლანდია


ევროპაში კომერციული, ინტელექტუალური და სამრეწველო
თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იქცა.
შოტლანდია (შოტლანდიურად: Alba) ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის
ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდ ინგლისს. ქვეყანას
აღმოსავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთით კი ატლანტის
ოკეანე და ირლანდიის ზღვა.
შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი
საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც
გაერთიანებულ სამეფოს აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ.
1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ
I ეწოდა.
1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა
და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა.
1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
წარმოიქმნა.
თუმცაღა შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის
მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური
კულტურა შეინარჩუნა.
1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად,
ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება.
შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ
დამოუკიდებლობა სურს.
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა

შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები ძირითადად ინგლისთან


წარმოებდა 13-14 საუკუნეებში. პირველი ომი 1296 წელს ატყდა ინგლისის მიერ
შოტლანდიის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის გამო და 1332 წელს ედინბურგ-
ნორთონმფთონის შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა. მეორე ომი 1332-
1337 წლებში წარმოებდა და ბერვიქის შეთანხმებით დაზავდნენ მხარეები.

ხსენებული ომები შოტლანდიელი ხალხისთვის ისტორიულად ყველაზე მძიმე


მომენტად მიიჩნევა. ორივე ომის დასრულებისას შოტლანდია თავისუფალ
ქვეყნად რჩებოდა. ომში მშვილდ-ისრები აქტიურად გამოიყენებოდა, რაც შუა
საუკუნეების განმავლობაში ომის წარმოებისას აუცილებელ იარაღად მიიჩნევა.
შოტლანდიური დროშა ლურჯია თეთრი დიაგონალური ჯვრით. ეს წნიმდა
ენდრიუს დროშაა, რომელიც შოტლანდიის მფარველ წმინდანად
მიიჩნევა.

შოტლანდიის ჩრდილოეთი მთიანია, ამიტომ, იქ ნაკლებია მოსახლეობა.


ხალხის დიდი ნაწილი ქვემო, დაბლობ მხარესა და სანაპიროებზე
ცხოვრობს. ცენტრალური შოტლანდიის სამხრეთი ნაწილიც მთა-
გორიანია, თუმცა, უფრო ნაკლებად. დასავლეთ და ჩრდილოეთ
სანაპიროებთან ბევრი კუნძულია.
დედაქალაქია ედინბურგი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე
მდებარეობს.
უდიდესი ქალაქი კი გლაზგოა, სადაც შოტლანდიელების თითქმის
ნახევარი ცხოვრობს.
შოტლანდიის დანარჩენი ქალაქებია აბერდინი, დანდი, ინვერნესი და
სთირლინგი.
უდიდესი კუნძულებია - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული
ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3
კუნძულოვან მხარედ.
ენა, რომელზეც შოტლანდიელთა უმრავლესობა ლაპარაკობს შინ, არის
ინგლისურის დიალექტი–,,სკოტს“–ი. მხოლოდ 80 ათასმა კაცმა მთიან
ჩრდილოეთში და კუნძულზე იცის ძველი კელტური ენა –გელური. ადრე
გელური ენა უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ სამხრეთ
შოტლანდიელებთან შერევამ, რომლებიც ძირითადად ანგლო–საქსები იყვნენ,
გაანადგურა ამ ენის საფუძველი.. სკოტურ დიალექტში მხოლოდ რამდენიმე
სიტყვაა გელურიდან შემოსული, ისიც უფრო ტურისტულ რეკლამებში
გამოიყენება, ხაზი რომ გაუსვან შოტლანდიის ეგზოტიკურ ხასიათს.

შოტლანდიაში დაბადებული და აღზრდილი კათოლიკე ირლანდიელი თუ


პროტესტანტი ინგლისელი თავს შოტლანდიელად თვლის. შოტლანდიური
პატრიოტიზმი დღემდე უფრო გარეგნულ ფორმებში იჩენს თავს. მაგალითად
გლაზგოს ,,ჰემპდენ პარკის“, ანდა ლონდონის ,,უემბლის“ სტადიონზე
როდესაც სკოტების ფეხბურთელთა ნაკრები ხვდება ,,ძველ მტერს“–საქსების
ე.ი ინგლისელების ნაკრებს, აქ დამარცხება ნამდვილი ეროვნული
უბედურებაა.
შოტლანდიელთა თითქმის ყველა გვარი, ფორმალურად მაინც, ეკუთვნის
რომელიმე კლანს (თემს). მაგალითად
ნიკოლსონი– მაკლეოდის კლანისაა
მაკსიმონმა– ფრეზერების კლანიდანაა
იგივე გვარები შეიძლება ინგლისშიც იყოს, მაგრამ ,,მაკ“–ით დაწყებული
გვარების უმეტესობა შოტლანდიური წარმოშობისაა.
შოტლანდიური კლანის წევრს უფლება აქვს ატაროს უჯრედებიანი ტვიდისაგან
დამზადებული ,,კილტი“, მოკლე ქვედატანი, ოღონდ საკუთარი კლანის
ფერისა. ქვედატანს მხოლოდ ზოგიერთი იცვამს და ისიც მხოლოდ
დღესასწაულზე.
განსხავებულია შოტლანდიელების ცხოვრების წესი და საცხოვრებელიც კი..
შოტლანდიის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ედინბურგსა და გლაზგოში,
არქიტექტურა აშკარად კონტინენტური ტიპისაა და ძალიან განსხვავდება
ინგლისური ქალაქებისაგან. კვების რაციონიც კი შოტლანდიელებს
განსვავებული აქვთ: ყველაზე ცნობილია მათი ,,პორიჯი“–მარილიანი შვრიის
ფაფა.

შოტლანდიას დიდი წვლილი მიუძღვის საერთო ბრიტანულ ისტორიაში, მისი


კულტურისა და ეკონომიკის განვიტარებაში. საკმარისია ჩამოითვალოს
რამდენიმე კაცის სახელი, რომელთაც მსოფლიო ინგლისელებად იცნობს,
მაგრამ რომლებიც სინამდვილეში შოტლანდიელები იყვნენ:
დიდი ფილოსოფოსი დევიდ ჰიუმი;
პოლიტეკონომიის ფუძემდებელი ადამ სმითი;
ორთქლის მანქანის გამომგონებელი ჯეიმზ უოტი;
პენიცილინის აღმომჩენი ელექზენდერ ფლემინგი;
ჩარლზ მაკინტოში–წყალშეუვალი ქსოვილის შემქმნელი;
ელექზენდერ უოტსონ–უოტი–რადიოლოკატორის გამომგონებელი;
ჯონ ნეპიერი –ლოგარითმების თეორიის ფუძემდებელი
შოტლანდიელებმა შექმნეს ინგლისისა და საფრანგეთის ბანკები.
ცნობილი ინგლისელი მწერლები უოლტერ სკოტი, ტობაიას სმოლეტი,
რობერტ სტივენსონი ასევე შოტლანდიელები იყვნენ.

მაგრამ ამ პატარა ერის ყველაზე დიდ ეროვნულ სიამაყეს მაინც რობერტ


ბერნსი წარმოადგენს.
მას არც არაფერი გამოუგონებია და არც თავისი მთები გაუცვლია ,,სხვა
ქვეყნის სამოთხეზედა“, მიუხედავად ამისა, სწორედ მისმა პოეზიამ გაითქვა
სახელი შოტლანდიას ანუ სკოტლანდს. აქ ბერნსის ლექსები არა ნაკლებ
პოპულარულია, ვიდრე თვით სახარება. შოტლანდიელები კი საკმაოდ
მორწმუნე პრესბიტერიანები არიან დღემდე.
რობერტ ბერნსი
უელსი (ინგლ. Wales; უელსურად — Cymru) — გაერთიანებული სამეფოს ნაწილი,
ისტორიული პროვინცია. უკავია უელსის ნახევარკუნძული და მიმდებარე
კუნძული ანგლსი. ადმინისტრაციულად იყოფა 8 საგრაფოდ.

ფართობი — 20,8 ათასი კვ.კმ.


მოსახლეობა — 2,9 მლნ, ძირითადად უელსელები.
ქალაქები (ათ.) — კარდიფი (Cardiff / Caerdydd), სუონსი, ნიუპორტი.
ენები — ინგლისური და უელსური (18,7 %).

ძველად უელსის ტერიტორია დასახლებული კიმრების კელტური ტომით.


ანგლო-საქსონური (5-6 სს.) და ნორმანული (11 ს.) დაპყრობების დროს უელსის
ტერიტორიას შეეკედლა ბრიტების ნაწილი. მე-13 საუკუნის ბოლოს დაიპყრო
ინგლისმა, მაგრამ უელსი 1536 წლამდე ავტონომიურ სამთავროდ რჩებოდა.
1301 წლიდან ინგლისის ტახტის მემკვიდრეები „უელსის პრინცის“ ტიტულს
ატარებენ.
უელსელები
მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ თუ შოტლანდიელებს
ნაციონალისტებს ვუწოდებთ, მაშინ უელსელები ნამდვილი ფანატიკოსები
არიან. ეჭვი არაა, რომ ყველაზე დიდი ეროვნული სიამაყე უელსის გულშია და
ამასთან უელსი არის ,,ყველაზე ბრიტანული ნაწილი“ ბრიტანეთის
კუნძულებისა. ენობრივად და წარმოშობით უელსელები უახლოვდებიან
ბრეტანის (ჩრდილოეთ საფრანგეთის პროვინცია) და კორნეულის
ნახევარკუნძულის კელტებს , შემდეგ კი ირლანდიელებს და ჩრდილო –
შოტლანდიელ გელებს, რომლებიც სხვა კელტურ ჯგუფს ეკუთვნიან .
გარეგნულად უელსელი უფრო დაბალია და შავგვრემანი, უფრო ცოცხალი და
მხიარული, ვიდრე სხვა რომელიმე ბრიტანელი . ისინი თავს უწოდებენ ,,გამრი “–
ს, ანგლო–საქსებმა მათ უწოდეს ,,უელშ“(უცხოელი).
უელსელები არის ნაშთი იმ მოსახლეობისა,, რომელიც დახვდათ კუნძულზე
მოსულ გერმანულ ტომებს ჩვ.წ მეხუთე საუკუნეში. ანგლებმა და საქსებმა
დასავლეთისაკენ განდევნეს კელტები და მხოლოდ უელსის მთებმა შემოინახა
ოდესღაც ფართოდ გავრცელებული ენა.
დაახლოებით 800 ათასმა კაცმა, სამთავროს მოსახლეობის მესამედზე ნაკლებმა
იცის უელსური, დანარჩენი კი მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობს . თუ
უელსელმა ორივე ენა კარგად იცის, ინგლისურად ლაპარაკისას გეგონებათ
მღერისო. უელსური სიტყვების გამოთქმა უცხოელს შეუძლებლად ეჩვენება ,
იმდენად გრძელია და უცნაური ეს სიტყვები , მაგრამ თვით უელსელის მიერ
წარმოთქმული ისინი ძალიან პოეტურად ჟღერენ. ეს არის ევროპაში ერთ –ერთი
უძველესი ლიტერატურისა და , და როგორც ამბობენ ულამაზესი პოეზიის ენა .
დღესაც უელსის ყოველ სოფელსა და ქალაქში იმართება პოეტების შეჯიბრი
და ყოველი წლის აგვისტოში ,,ეროვნული ეისტეტვოდი“–პოეტების,
მწერლების, მომღერლების, მუსიკოსების, მოცეკვავეების დღესასწაული,
სადაც ყველაზე უბრალო საზოგადოება ხალისით უსმენს უგრძელეს
მსჯელობას ურთულესი პოეტური ფორმების სესახებ. საგანგებო კონკურსების
ბევრი მონაწილე ხშირად იგივე უბრალო ხალხია. კონკურსზე კი, გარდა
მოცემულ თემაზე ლექსის შეთხვზისა, მონაწილეს შიძლება დაევალოს
რომელიმე პიესის თარგმნა უცხო ენიდან უელსურად.
უელსელ ხალხს ხელოვნების სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი. ჯერ კიდევ
შუა საუკუნეების ერთი უცხოელიმოგზაური აღწერდა, რომ ერთად შეკრებილი
ერთმანეთისათვის უცნობი უელსელები იწყებდნენ მშვენიერ მრავალხმიან
სიმღერას, თანაც ისე, გეგონებოდათ აქამდე სულ ერთად მღეროდნენო.
ინგლისელები ამას კელტების სულის მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ, მაგრამ
ქართველი კაცისათვის, რომელიც ასევე მიჩვეულია მრავალხმიანობას
სიმღერაში, ძნელი გასაგები არ არის ეს მოვლენა და თვით უელსელის სულიც
ჩვენთვის ახლობელი უნდა იყოს.
საუკეთესო ინგლისელი პოეტები ბევრად იყვნენ დაკავშირებული კელტურ
სამყაროსთან და ამბობენ თვით შექსპირის პირველი მასწავლებელი
სტრეტფორდის გრამატიკულ სკოლაში ტომის ჯენკინსი–უელსელი იყო, ხოლო
შექსპირის დედა, მერი არდენი უელსელი აზნაურის ქალიო. მე–20
საუკუნის ,,უელსელ ბარდს“ დილან ტომასს დღემდე დაპყრობილი ჰყავს
ინგლისური პოეზიის მრავალი მოყვარუის გული მტელ ანგლო–საქსურ
სამყაროში, ამერიკის ჩათვლით.
უელსის ისტორია სავსეა ინგლისელებთან სისხლისმღვრელი ომებით. ძველ
ლეგენდებში ადრინდელი პატრიოტული სული იგრძნობა. ამ სულმა კი
შემოინახა ხალხის ენა, რომელიც ასე სასტიკად იდევნებოდა საუკუნეების
განმავლობაში.მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღეს უელსელებმა
უფლება მშობლიურ ენაზე დაიცვან თავი სასამართლოში. ზოგიერთ სკოლაში
სწავლებაც უელსურ ენაზე წარმოებს. გამოდის რამდენიმე უელსური გაზეთიც.

You might also like