You are on page 1of 1

ინგლისი (ინგლ.

England [ˈɪŋɡlənd]) — გაერთიანებული სამეფოს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი,[2][3]


[4]
რომელიც იკავებს დიდი ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მას ჩრდილოეთიდან
ესაზღვრება შოტლანდია, ხოლო დასავლეთიდან უელსი. რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს, ინგლისის
ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საზღვრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთიდან კელტების და ირლანდიის ზღვები,
ხოლო სამხრეთიდან ინგლისის არხი, სწორედ ამ არხის მეშვეობით ხდება დაკავშირება კონტინენტურ ევროპასთან.
ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული ასამდე მცირე კუნძული, მათგან
განსაკუთრებით აღსანიშნავია კუნძულები: სილლი და უაიტი.

ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება
35,000 ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული ანგლური ტომისგან. ისინი ამ
ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ. წ. V და VI საუკუნეებში დასახლდნენ. ინგლისი გაერთიანდა 927 წელს. XV
საუკუნეში დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, ინგლისის გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე
მნიშვნელოვნად გაიზარდა[5]. მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ინგლისური ენა და ანგლიკანური ეკლესია. ინგლისური
კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის საფუძველი გახდა[6]. XVIII საუკუნეში სწორედ
ინგლისში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია.

ინგლისის რელიეფი, ძირითადად, შედგება გორაკებისგან რომელიც ძირითადად ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ
ნაწილში მდებარეობს, ჩრდილოეთისკენ რელიეფი კი უფრო მთიანი ხდება. აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად
მოიცავს დაჭაობებულ ტერიტორიებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის ძირითადად ამომშრალია.
ინგლისის ადმინისტრაციული ცენტრი ლონდონი მდებარეობს სამხრეთ ნაწილში. ეს ქალაქი წარმოადგენს არა მარტო
ამ რეგიონის არამდე მთელი გაერთიანებული სამეფოს უდიდეს დასახლებას და უდიდეს ურბანულ არეს. ინგლისის
მოსახლეობა შეადგენს 51 მილიონ კაცს (მთელი ქვეყნის 84%). მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სამხრეთ ნაწილში
ცხოვრობს.

You might also like