You are on page 1of 6

1

სემინარი 5

დავალება 1. მოისმინეთ ლექციის ჩანაწერი შემდეგი ლინკის გამოყენებით :

https://www.youtube.com/watch?v=LCNjI6goUqk

დავალება 2. გაეცანით ტექსტს ანგლოსაქსური სამეფოებისა და რეგიონალური დიალექტების


შესახებ :

საუკუნე-ნახევარი მიმდინარეობდა მოვლენები, რომლის შედეგადაც კუნძულის ეთნიკური


შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა. VI საუკუნის ბოლოსათვის კუნძულზე არსებობდა შვიდი
ანგლო-საქსური სამეფო, სადაც კონტინენტიდან მოსული გერმანიკული ტომების
შთამომავლები ცხოვრობდნენ:

1. უესექსი (დასავლეთის საქსები)


2. სასექსი (სამხრეთის საქსები)
3. ესექსი (აღმოსავლეთის საქსები)
4. კენტი (იუტები)
5. ისტ-ანგლია (ანგლები)
6. მერსია (ანგლები)
7. ნორთუმბრია (ანგლები)
ამ პერიოდს შვიდმეფობის (ჰეპტარქიის) ხანას უწოდებენ.

კუნძულის მკვიდრი, კელტური მოსახლეობა განდევნილ იქნა შოტლანდიაში, ევროპის


კონტინენტზე – ბრეტანში (დღევანდელი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი) და
უელსში. დამპყრობელი საქსების ენაზე wealas უცხოელს ნიშნავდა. ბრიტანეთის იმ ნაწილს
სადაც ანგლო-საქსებისაგან დევნილი და მათთვის უცხო ბრიტები სახლდებოდნენ უცხოელთა
მიწა (Wales), ხოლო იქაურ მკვიდრებს უცხოელები (Welsh) შეარქვეს.

როგორც ვხედავთ, თანამედროვე დიდი ბრიტანეთის დაყოფას სამ ქვეყნად – ინგლისად,


შოტლანდიად და უელსად _ სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. მოგვიანებით ამ
ქვეყნებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად შეადგინა სახელმწიფო რომელსაც დღეს დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ქვია.

ამრიგად, კუნძულის ისტორიაში პირობითად შეიძლება გამოიყოს რამდენიმე პერიოდი:

 წინარეკელტური კუნძული;

 კელტური ალბიონი;

 რომაული ბრიტანეთი;

 ანგლო-საქსური ბრიტანეთი.

გერმანიკული ტომების დამკვიდრებას, კელტური ქალაქების და რომაული ცივილიზაციის


ნგრევას, ბრიტების განდევნას სამხრეთ-დასავლეთს და ჩრდილოეთში მოყვა კუნძულზე
2

ენობრივი სიტუაციის არსებითი ცვლილება. კელტების ენა მხოლოდ უელსში, კორნუელში და


შოტლანდიაში შემორჩა. კუნძულის დანარჩენ, უდიდეს ნაწილზე გერმანიკული დიალექტები
გავრცელდა.

კუნძულზე ახლად დამკვიდრებულმა ხალხი ტომობრივი კულტურის მატარებელი იყო. მათი


ერთი ნაწილი რუნებს იყენებდა ხეზე წარწერების გასაკეთებლად. რუნები უძველესი
გერმანიკული ანბანის ასონიშნებია. რუნიკული ანბანით შესრულებული ცალკეული წარწერები
ნაპოვნია ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, ბრიტანეთის კუნძულებზე
და ისლანდიაში. დამწერლობის ფართოდ გამოყენება დაიწყო მხოლოდ ქრისტიანობის
შემოსვლის შემდეგ, რომელიც კუნძულძე მოგვიანებით რომიდან და ირლანდიიდან
გავრცელდა.

თავდაპირველად, ანგლები, საქსები და იუტები შესაბამის ტომობრივ დიალექტებზე


ლაპარაკობდნენ. Aრამდენადმე შეიცვალა ამ დიალექტების ბუნება ანგლო-საქსური სამეფოების
შექმნის შემდეგ. მათ თანდათანობით ტერიტორიალური დიალექტების სახე მიიღეს. V1-V11
საუკუნეებისათვის ჩამოყალიბდა ოთხ ძირითადი დიალექტი:

 კენტური – კენტის სამეფოს დიალექტი, იუტთა ტომის დიალექტი;

 დასავლეთ საქსონური _ უესექსის სამეფოს დიალექტი, საქსთა ტომის დიალექტი;

 მერსიული _ მერსიის სამეფოს დიალექტი, ანგლების დიალექტი;

 ნორთუმბრიული _ ნორთუმბრიის დიალექტი, ანგლების დიალექტი.

ეს ფაქტი უკვე მეტყველებდა იმაზე, რომ კუნძულზე დამკვიდრებული გერმანიკული ტომები


არამხოლოდ ტერიტორიულად დასცილდნენ კონტინენტზე დარჩენილ თავის თანამოძმე სხვა
გერმანიკულ ტომებს, არამედ იწყებდნენ დამოუკიდებელ ხალხად ჩამოყალიბებას და
შეასაბამისად იკვეთებოდა ახალი, დამოუკიდებელი ენის კონტურები. ამ პერიოდის ენას
მხოლოდ პირობითად შეიძლება “ძველი ინგლისური” ეწოდოს. არსებითად ესაა გერმანიკული
ენის ანგლო-საქსური ვარიანტი (ამიტომაც მას “ანგლო-საქსურ ენას” უწოდებენ), რომელიც
ზემოაღნიშნული დიალექტების ერთიანობას წარმოადგენდა და რამდენადმე განსხვავდებოდა
იმ დროისათვის ევროპის კონტინენტზე არსებული სხვა გერმანიკული ტომების
დიალექტებისაგან.

დავალება 3. გაეცანით ლინკების მასალას ანგლოსაქსური ჰეპტარქიის შესახებ.

http://www.englishmonarchs.co.uk/saxon_25.html

https://www.britannica.com/topic/Heptarchy

http://www.robertsewell.ca/heptarchy.htmlhttp://www.robertsewell.ca/heptarchy.html

https://www.ling.upenn.edu/~kroch/courses/lx310/Assessing_the_Anglo-Saxon_Invasions.html
3

დავალება 4. გაეცანით პირველი, მეორე და მესამე დავალების შესრულების შემდეგ გაეცით


პასუხი შემდეგ კითხვებს :

 როგორი ეთნიკური სიტუაცია დადგა კუნძულზე მეექვსე საუკუნის ბოლოსათვის?

 როგორი ენობრივი სიტუაცია ჩამოყალიბდა კუნძულზე მეექვსე საუკუნის


ბოლოსათვის?

 რას ნიშნავს ანგლოსაქსური ენა?

 რა განსხვავებაა ტომობრივ და ტერიტორიალურ დიალექტებს შორის?

 რა უდევს საფუძვლად კუნძულის იტორიაში ოთხი პერიოდის გამოყოფას?

დავალება 5. გაეცანით ტექსტს ინდოევროპულ ენათა ოჯახის კელტურ და გერმანიკულ ენათა


ჯგუფების შესახებ :

მეექვსე საუკუნის ბოლოსათვის კუნძულზე გამოიკვეთა ის ეთნიკური და ენობრივი სურათი,


რაც მეტ-ნაკლებად დღემდეა შენარჩუნებული დიდ ბრიტანეთში. იუტების, ანგლებისა და
საქსების მოსვლამდე ბრიტანეთის მოსახლეობაში გამოიყოფოდა კელტური წარმოშობის ორი
შტო და შესაბამისად აქ ლაპარაკობდნენ კელტური კუნძულისეული (Insular Celtic) ორი
ქვეჯგუფის - ბრიტულ (Brythonic) და გოიდელურ (Goidelic)- ენებზე. ბრიტულ დიალექტებზე
მოლაპარაკე ხალხის წინაპრები აქ, როგორც უკვე ვიცით, ევროპის კონტინენტიდან მოვიდნენ.
დღეს ბრიტული შტოს ცოცხალი ენებია :

 ბრეტონული ბრეტანში (ჩრდილოეთ საფრანგეთი) – ლაპარაკობს დაახლოებით 200 000-


300 000 კაცი;

 კორნული კორნუოლში (დიდი ბრიტანეთის ნაწილში) - ლაპარაკობს დაახლოებით 3 000


კაცი;

 უელსური ანუ კიმრული უელსში - ლაპარაკობს დაახლოებით 750 000 კაცი.

 გოიდელური ენებიდან, რომელთა მატარებელი ტომებიც კუნძულზე ირლანდიიდან


მოვიდნენ, დღეს დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 60 000 კაცი ლაპარაკობს გაელურ ანუ
შოტლანდიურ ენაზე; რამოდენიმე ასეული - მენურ ენაზე კუნძულ მენზე. ამავე
ქვეჯგუფის ენებს ეკუთვნის ირლანდიური ენაც, რომლზეც დაახლოებით
მილიონნახევარი კაცი ლაპარაკობს ირლანდიაში. კუნძულისეული ენების გარდა
4

კელტურ ენათა ჯგუფში შედის აგრეთვე დღეისთვის უკვე მკვდარი კონტინენტური


ენები : გალური და კელტიბერიული.

კელტური ენების ჯგუფი

კონტინენტური ენები (Continental Celtic)

მკვდარი ენები

 galuri (Gaulish)

 keltiberiuli (Celtiberian)

II. kunZuliseuli enebi (Insular Celtic)

brituli Sto (The Brythonic Languages)

 bretonuli (BBreton) - ბრეტანში (Brittany) (ჩრდილოეთი საფრანგეთი) დღეს ამ


ენაზე საუბრობს 200 000 – 300 000 ადამიანი.

 kornuli (Cornish) - kornuolში (Cornwall) (ინგლისის სამხრეთ-დასავალეთი)


დღეს ამ ენაზე საუბრობს 3 000-mde ადამიანი.

 uelsuri anu kimruli(Welsh) - uelsშi (Wales) დღეს ამ ენაზე საუბრობს 750 000


ადამიანი.

goideluri Sto (The Goidelic Languages)

 g(a)eluri anu Sotlandiuri (Scottish Gaelic) )- შოტლანდია (Scotland) - დღეს


ამ ენაზე საუბრობს 57 000 ადამიანი.

 irlandiuri ( Irish ) - ირლანდიის კუნძულზე (Ireland) ამ ენაზე საუბრობს


ნახევარ მილონზე მეტი ადამიანი.
 menuri (Manx) - კუნძული მენი - რამდენიმე ასეული ადამიანი
5

მეხუთე - მეექვსე საუკუნეებში დიდი ბრიტანეთის კუნძულზე კელტური დიალექტების


გვერდით ჩნდება განსხვავებული ჯგუფის დიალექტები. ეს ფაქტი უკავშირდება აქ ახალი
ევროპელი ტომების - ანგლების, საქსებისა და იუტების - მოსვლას. როგორც უკვე ვიცით, ისინი
საკუთარ, გერმანიკულ დიალექტებზე ლაპარაკობდნენ. დღეს ამ დიალექტების საფუძველზე
ჩამოყალიბებული ინგლისური ენა დიდ ბრიტანეთის საერთო სახელმწიფო ენაა. ინგლისურის
ენობრივ სისტემას ბევრი საერთო აქვს იმ ენებთან, რომლებიც წარმოიშვნენ ევროპის
კონტინენტზე დარჩენილი გერმანიკული ტომების დიალექტებისაგან. ეს ენებია :

 დანიური, შვედური, ნორვეგიული, ისლანდიური, ფაროეული (ჩრდილო-გერმანიკული


ქვეჯგუფი);

 გერმანული, ჰოლანდიური, ფლამანდიური, ფრიზული, იდიში (დასავლურ-


გერმანიკული ქვეჯგუფი). ინგლისურიც დასავლურ-გერმანიკულ ქვეჯგუფში შედის.

 ორივე ქვეჯგუფს ერთად გერმანიკული ენების ჯგუფი ეწოდება. გერმანიკული ენების


ჯგუფში შედის აგრეთვე დღეს მკვდარი აღმოსავლეთ-გერმანიკული ქვეჯგუფის ენებიც:
ვესტგუთური, ოსტგუთური. გერმანიკული ენების ჯგუფი, თავის მხრივ, შედის ენათა
უფრო დიდ ერთობაში - ინდოევროპულ ენათა ოჯახში.

დავალება 6. გაეცანით ლინკების მასალას კელტური და გერმანიკული ენების შესახებ:

http://www.digitalmedievalist.com/faqs/langfaq.html

http://www.omniglot.com/language/celtic/index.php

http://en.wikipedia.org/wiki/Germanic_languages

https://www.britannica.com/topic/Celtic-languages

დავალება 7. მეხუთე და მეექვსე დავალებების შესრულების შე3მდეგ უპასუხეთ შეკითხვებს :

 ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომელი ჯგუფის ენებზე საუბრობდნენ ბრიტანეთში


გერმანიკული ტომების მოსვლამდე?

 ანგლების, საქსების და იუტების კუნძულზე მოსვლის შემდეგ რომელი ჯგუფის ენა


ხდება დომინანტური კუნძულზე?

 რამდენი ქვეჯგუფი გამოიყოფა კელტურ ენათა ჯგუფში და რომელი ენები შედიან ამ


ქვეჯგუფებში?
6

 რამდენი ქვეჯგუფი გამოიყოფა გერმანიკულ ენათა ჯგუფში და რომელი ენები შედიან ამ


ქვეჯგუფებში?

 რომელი ენა მეტად ენათესავება ინგლისურს : ირლანდიური თუ ჰოლანდიური და


რატომ?

 რომელი ენა მეტად ენათესავება ინგლისურს : ნორვეგიული თუ გა(ე)ლურ


შოტლანდიური და რატომ?

 რომელი ენა მეტად ენათესავება ინგლისურს : ბრეტონული თუ შვედური და რატომ?

 რომელი ენა მეტად ენათესავება ინგლისურს : გერმანული თუ დანიური და რატომ?

 რომელი ენა მეტად ენათესავება ინგლისურს : იდიში თუ ვესტგოთური და რატომ?

 როგორია ენობრივი სიტუაციაა დღეს დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის


გაერთიანებულ სამეფოში?

You might also like