You are on page 1of 34

როგორ ვრცელდებოდა ენები?

განსხვავებულ ენათა ტიპების


არსებობა, როგორც ადამიანის
ევოლუციისა და მიგრაციის
შედეგი.

ლექცია მეორე
ადამიანებს ყოველ დროში
აინტერესებდათ ენის წარმოშობის
შესახებ არსებული რაიმე პირდაპირი
თუ ირიბი ცნობები, რომელიც
ნაწილობრივ მაინც ახდიდა ფარდას
ბურუსით მოცულ ამ გამოცანას.
ანტიკური ხანის ბერძენი ისტორიკოსი
ჰეროდოტე მოგვითხრობს, რომ
ეგვიპტის ფარაონმა პსამტიკმა,
უძველესი ენის დასადგენად
გადაწყვიტა უჩვეული ხერხისათვის
მიემართა.
მან ბრძანა ორი ახალშობილის
განცალკევება და მათი იზოლაციაში
აღზრდა, ვიდრე ისინი პირველი
სიტყვების წარმოთქმას შეძლებდნენ.
მათ მიერ წარმოთქმული პირველი
სიტყვა აღმოჩნდა bekos. ფარაონის
მწერლებმა დაადგინეს, რომ იგი
ფრიგიულ ენაზე, რომელიც ანატოლიის
ნახევარკუნძულზე იყო
გავრცელებული, „პურს“ ნიშნავდა.
ამის შედეგად მათ ჩათვალეს, რომ
ფრიგიული ენა იყო პირველი ენა
დედამიწაზე.
რაც შეეხება უძველეს პირდაპირ
საბუთს, რომელიც ენის არსებობას
ადასტურებს, იგი მხოლოდ და
მხოლოდ 5000 წელს ითვლის.
ეს არის თიხის ფილაზე ჩაწერილი
პიქტოგრამა, რომელიც
აღმოჩენილია
შუამდინარეთში, ურუკში.
რაც შეეხება პირველ ალფაბეტს, მას
ქანაანელებს
(Canaanites) მიაწერენ. ისრაელელი პალეოგრაფები
თვლიან, რომ ქანაანელებმა დამწერლობის
ისტორიაში პირველად შეჰქმნეს 30 ნიშანი,
რომელიც, დღეს მიღებული ტერმინოლოგიით,
30 ასო-ბგერას შეესაბამება .
ითვლება, რომ ეს რევოლუციური ნახტომი იყო
დამწერლობის სისტემის შექმნის გზაზე, ვინაიდან
პიკტოგრამული ნიშნებიდან, იდეოგრაფიული
და შემდგომ სილაბური დამწერლობის
საფეხურისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვან
პროგრესს წარმოადგენდა.
ნათქვამის საილუსტრაციოდ მოჰყავთ
ლათინური ალფაბეტის Q ასო-ბგერის
ევოლუციის მაგალითი. იგი მომდინარეობს Kuf
სიტყვისაგან, რომელიც „მაიმუნს“ ნიშნავდა და
მაიმუნის შესატყვისი პიქტოგრამიდან იღებს
სათავეს.
ივარაუდება, რომ ქანაანელების მიერ
ალფაბეტური დამწერლობის სისტემა გვიანი
ბრინჯაოს ხანის პერიოდში შეჰქმნეს და იგი 3000
წელს ითვლის. დამწერლობის ნიმუში
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ სავარცეხლზე
არსებული წარწერით არის დადასტურებული.
წარწერა გვეუბნება:
კითხვაზე, დასაბუთებული პასუხის
გასაცემად, თუ როგორ გაჩნდა ენების
ასეთი რაოდენობის მსოფლიოში,
რომელიც 7000 ითვლის,
მივუბრუნდეთ არქეოლოგების და
გენეტიკოსების თანამედროვე
აღმოჩენებს. მათ ასევე უნდა
დავურთოთ ანთროპოლოგებისა და
ლინგვისტების კომპლექსური
კვლევის შედეგები იმის შესახებ, თუ
როგორ მოხდა ადამიანის მოდგმის
გავრცელება დედამიწის ზურგზე.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა
დიაგრამა, რომელიც გამოაქვეყნა
მოლეკულარული გენეტიკის
დარგის მკვლევართა ჯგუფმა
გასული საუკუნის 90–იან წლებში
(Cavalli–Sforza et al. 1994). იგი ასახავს
ადამიანთა პოპულაციის
სხვადასხვა ჯგუფების დაშორების
სავარაუდო დროით პერიოდებს.
რიცხვები ხის კვანძებში
შეესაბამება გენეტიკურ
დისტანციას ( Genetic Distance - GenD)
ჯგუფებს შორის. 1 GenD უდრის
წარმოდგენილ ენათა ნათესაობის
ამსახველ სქემას საკმაოდ ზუსტად
ეხმაურება ”ნოსტრატული ენების
თეორია”, რომელიც გენეტიკოს
Cavalli–Sforza–ს გამოკვლევებამდე 30
წლით ადრე შემოგვთავაზა საბჭოთა
მეცნიერმა ვლადისლავ ილიჩ–
სვიტიჩმა. იგი გადმოგვცემს
ისტორიულ შედარებით
ენათმეცნიერებაში მიღებულ ენათა
მაკროოჯახების ზოგად სქემას,
რომელიც საყოველთაოდ არის
გაზიარებული ლიგვისტთა შორის.
Dolgopolsky, Aharon 1998. The Nostratic Macrofamily and Linguistic Paleontology. McDonald
Institute for Archaeological Research. ISBN 9780951942079
მიუხედავდ იმისა, რომ სხვადასხვა
მეთოდით (ისტორიული
ენათმეცნიერება, მოლეკულარული
გენეტიკა) მეტად ახლო მდგომ
სურთას ვხედავთ, საკამათო რჩება
დროითი პარამეტრი, რომელიც
მეტად მნიშვნელოვანია ამ სახის
კვლევისათვის. კერძოდ, ილიჩ–
სვიტიჩის ვარაუდი, რომელიც უფრო
ინტუიციის ნაყოფი უნდა იყოს,
გულისხმობს “პროტო–ნოსტრატულ
ერთობას” 16 000 წლის წინ, ხოლო
Cavalli–Sforza–ს გენეტიკურ სქემის
თანახმად იგი 40 000 წელს უდრის.
ცალკეული პოპულაციების
წარმომადგენლები რაიმე ენაზე ან ენებზე
ლაპარაკაობდნენ. მას შემდეგ, რაც
პოპულაციის ცალკეული ჯგუფების გზები
მიგრაციის პროცესში იყრებოდა, მათი ენაც
თადათანობით ერთმანეთს შორდებოდა და
დროთა განმავლობაში მათ შორის
მსგავსება ქრებოდა.
ასეთ დაშვებას ზურგს უმაგრებს
ენათმეცნიერების დაკვირვება, რომ ბევრ
თანამედროვე ენას ახასიათებს ურთიერთ
მსგავსება ლექსიკაში, გრამატიკასა და
სიტყვათა აგებულებაში და ასევე
დამთხვევა ფონეტიკაში გამოყენებულ
ბგერათა საერთო სიმრავლის
თვალსაზისით.
პირველი სისტემური ცდა ორ ენას
შორის გრამატიკისა და ლექსიკონის
ბაზაზე მსგავსების აღსაწერად მოგვცა
უნგრელმა იანოშ საინოვიჩმა (János
Sajnovics) 1770 წელს.
იგი შეეცადა ეჩვენებინა სამი ( საამი
ანუ ლაპური) ენასა და უნგრულ ენებს
შორის. მსგავსება (ლაპი არის ე.წ.
„ეგზონიმი“ - ადგილის სახელწოდება.
პარალელის გასავლებად, მაგალითად,
სპარსული ენა „ირანულ“ ენად რომ
მოვიხსენიოთ, რაც შეცდომა იქნება).
ეს გარემოება არ შეიძლება შემთხვევითი
მოვლენის შედეგად მივიჩნიოთ.
სავარაუდოდ, ისინი ერთი საერთო
წინამორბედისაგან უნდა ყოფილიყვნენ
წარმოშობილი (სადღეისოდ ცნობილია, რომ
ლაპური და უნგრული ფინურ-უნგრული
ენების ოჯახის წევრებს წარმოადგენენ).
თუ ამ წანამძღვარს ჩვენი კვლევის
ამოსავალ წერტილად მივიჩნევთ, უნდა
დავუშვათ, რომ განსხვავებულ ენათა
ტიპების არსებობა არის ადამიანთა
ევოლუციისა და მათი დედამიწაზე
მიგრაციის პროცესის შედეგი.
ამ პროცესის თანმდევი მოვლენაა
პოპულაციის სასაუბრო ენის განცალკევება
ამოსვალი ენისაგან, როდესაც მიგრაციის
პროცესში პოპულაციის ნაწილი ტოვებს
საცხოვრებელ ტერიტორიას და სხვა რეგიონში
სახლდება. შედეგად, თავდაპირველად ერთ
ენაზე მოსაუბრე პოპულაციები ამოსავალი
ენისაგან განსხვავებულ თანდათან
დაშორებულ საკუთარ დიალექტებზე
გადადიან, რომლებიც დროის განმავლობაში
დამოუკიდებელ ენებად ყალიბდებიან.
რაც უფრო ერთმანეთისაგან იზოლირებული
ხდება ერთ დროს საერთო ენაზე მოსაუბრე
პოპულაციების განსახლების რეგიონები,
მით უფრო შორდება ერთმანეთს მათი ენები.
დროთა განმავლობაში ამ პოპულაციის
შთამომავლებისათვის ერთმანეთის ენა
სულ უფრო ძნელად გასაგები ხდება,
მიუხედავად იმისა, რომ მათი შორეული
წინაპრები ერთ საერთო ენაზე
მეტყველებდნენ. მრავალი თაობის შემდეგ
კი ერთ დროს საერთო ენისაგან განაყოფი
დიალექტები განსხვავებულ ლექსიკასა და
გრამატიკულ სტრუქტურას იძენენ.
ენათა მსგავს წინარე ერთობლიობას,
როდესაც რაიმე ენა საფუძველად ედება
ენების გარკვეულ რაოდენობას,
ენათმეცნიერებმა ენათა ოჯახები, ხოლო
ამოსავალ ენას წინარე ენა უწოდეს.

ამ პრინციპით ენების ოჯახებად ყველაზე


ადრეული ცლასიფიკაცია 1786 წელს სერ
უილიამ ჯონსმა წარმოადგინა.

ისტორიული ენათმეცნიერება ცდილობს


ენების შესახებ ისეთი ინფორმაციის
რეკონსტრუქციას, რომელიც იმდენად
ძველია, რომ არსებული ენობრივი მასალის
მონათესავე ენების ურთიერთშედარებისა
და ანალიზის საფუძველზე, რომელსაც
კომპარატივისტული (შედარების) მეთოდი
ეწოდება, ლინგვისტებს შეუძლიათ
გამოიტანონ დასკვნები ამ ენების საერთო
წინარე ენისა და საერთო ლექსიკის შესახებ.

დავუბრუნდეთ ისევ კითხვას: როგორ


ვრცელებოდა ენები დედამიწაზე?
რაიმე ტერიტორიაზე ამა თუ იმ ენის
არსებობას
ოთხი მთავარი პროცესი განაპირობებს :
• დედამიწის დაუსახლებელი
რეგიონების კოლონიზაცია რაიმე ენაზე
მოლაპარაკებათა მიერ
• ენათა დივერგენცია
• ენათა კონვერგენცია
• ერთი ენის სხვა ენით ჩანაცვლება,
როდესაც უკვე არსებული ენა იცვლება
ამ ტერიტორიაზე შემდგომ მოსული
პოპულაციის ენით
ივარაუდება, რომ ფართოდ
გავრცელებული ენათა ოჯახები ადამიანთა
პოპულაციების დედამიწაზე საწყისი
განსახლების შედეგია.
ენათა ოჯახები, რომლებიც ამ გზით
წარმოიშვნენ, ანუ ადამიანთა დედამიწაზე
თავდაპირველ გადაადგილებას მოჰყვა,
არის ე.წ. „ენათა მაკრო ოჯახები“:

Khoisan, Nilo-Saharan, Caucasian, Austric (Daic


and Austro-Asiatic), “Indo-Pacific”, Australian,
“Amerind”.
ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც
ფართო ტერიტორიის მომცველობის მქონე
ენობრივი ოჯახების არსებობას
განაპირობებს, სოფლის მეურნეობის
გაჩენის შედეგად გამოწვეული
პოპულაციების მიგრაციაა.
ამ თეორიის თანახმად, ენათა ოჯახი თავის
არსებობას იწყებს როგორც ცალკეული
ენა, რომელზეც მეტყველებს კონკრეტული
ფლორის მქონე და მოშინაურებულ
ცხოველთა ეკოსისტემაში მაცხოვრებელი
ადამიანები. სოფლის მეურნეობის
გავრცელების შედეგად წარმოშობილ
ენათა ოჯახებად ითვლება:
Niger-Kordofanian, Afro-Asiatic, Indo-European,
Elamo-Dravidian, Sino-Tibetan, Austronesian.
გვიანი პერიოდის კლიმატის
ცვლილებასთან დაკავშირებული
მიგრაცია, რომელიც გლობალური
დათბობას მოჰყვა ბოლო გამყინვარების
შემდეგ დაახლოებით 10.000 წლის წინ,
ხელმისაწვდომს ხდის 54-ე პარალელის
მიღმა არსებულ ტერიტორიას. მას
დაეუფლნენ ადამიანთა იმ პოპულაციების
წარმომადგენლები, რომელთა ენების
საფუძველზე წარმოიშვნენ ენთა შემდეგი
ოჯახები:

Uralic-Yukaghir, Chukchi-Kamchatkan,
Eskimo-Aleut and Na-Dene.
ენების გავრცელების მეოთხე გზა ე.წ.
„ელიტარული დომინირების“ (”Elite
Dominance”) პროცესს უკავშირდება.
ამ ტიპის მოდელი გულისხმობს ახლად
მოსული უმცირესობის მიერ სხვა
პიპულაციის დაპყრობას და
არისტროკატიის სახით დამკვიდრებას.
ამას თან სდევს მათი ენის თავს მოხვევა
მორჩილებაში მყოფი პოპულაციისადმი და
აბორიგენი პოპულაციის კუთვნილი ენის
თანდათან ჩანაცვლება არისტოკრატიის
სალაპარაკო ენის მიერ.
ამ სახით გავრცელებულად ალათოურ
ენათა იჯახი ითვლება.
ალათოურ ენათა მაკროოჯახის
წარმომადგენლებად მიიჩნევა თურქულ
(Turkic), მონღოლურ (Mongolic), ტუნგუსურ
(Tungusic) ენათა ოჯახები და ცალკე სახით
იაპონური და კორეული ენები.
ელიტური დომინირების მაგალითად
განიხილება ასევე ჩინური ენის
გავრცელება, როდესაც იგი ისტორიულ
ხანაში ჩინეთის იმპერიის სამხედრო
ექსპანსიის შედეგად დამკვიდრდა ქვეყნის
სამხრეთ ტერიტორიაზე. ამავე პრინციპს
ასევე ადასტურებს ლათინური ენის
გავრცელება ევროპის უდიდეს ნაწილზე.
2003 წელს გენეტიკის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს
ნაშრომი, რომელმაც აჩვენა, რომ ყოფილი
მონღოლეთის ტერიტორიაზე მცხოვრები
მამაკაცების 8%-ს პრაქტიკულად იდენტური Y -
ქრომოსომები (ანუ ქრომოსომები, რომელიც
შვილს მამისგან გადაეცემა) აქვს. მკვლევარები ამ
ფაქტს ჩინგიზ ხანის ტირანიით ხსნიან. მისი
იმპერია კასპიის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე იყო
გადაჭიმული, მან გაანადგურა ყველა, ვინც მის
წინააღმდეგ წავიდა და მათი ქალები საკუთრად
აქცია. ეს ფაქტი გახდა გენეტიკური
მრავალფეროვნების შემზღუდველი ფაქტორი.
აღმოჩნდა, რომ მონღოლეთის მბრძანებელი
იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ დაახლოებით 16
მლნ მამაკაცი ჩვენს პლანეტაზე, მისი პირდაპირი
შთამომავალია.
თუმცა მსგავსი ცნობები ბოლომდე სარწმუნოდ არ
შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან
მოლეკულარული გენეტიკის სპეციალისტებს დნმ
-ის შესადარებლად არ მოეპოვებათ ჩინგიზ ხანის
სხეულის ორგანული ნიმუში. ამდენად, მსგავსი
ცნობების უტყუარობა ეჭვქვეშ დგება.
http://www.ambebi.ge/mozaika/105750-10-yvelaze-cnobili-meqalthane-msoflio-istoriashi.ht
ml#ixzz36UrzrWI4

You might also like