You are on page 1of 22

ბილეთი #1

1. ალთაურ ენათა მაკრო ოჯახი

თურქულ ენებს აერთიანებენ მონღოლურსა და თუნგუსურ-მანჯურულ ენათა


ოჯახებში, გარდა ამისა თუქრული ენები შედის ალთაურ ენათა მაკრო ოჯახშიც.
თურქული ენების გაერთიანებას ალთაურ ენათა ოჯახში ითვალისწინებს, მათი
ტიპოლოგიური მსგავსება და ენათა ნათესაობა. თურქულ ენათა ოჯახში შედის 39
ცოცხალი და 15 მკვდარი ენა. ალთაურ ენათა ერთიანობა არის არგუმენტის მქონე
ჰიპოთეზა, რომელსაც ყველა არ ითვალისწინებს. გაკრიტიკების ერთ-ერთი
მიზეზი არის, რომ ალთაური პროტოენის რეკონსტრუქციისას შედარებით-
ისტორიული მეთოდი გამოყენებულია არასწორად, არათანმიმდევრულად. ასევე,
არაა ზუსტი საკუთრივ თურქული და ნასესხები სიტყვების დიფერენციაციის
კრიტერიუმებიც.

2. ყუმუხები

ყუმუხები დაღესტნისა ავტონომიური ოლქის თურქულენოვანი მოსახლებაა.


რესპუბლიკაში მათი რაოდენობა 366 000 ადამიანია. ყუმუხები მოსახლეობით
მესამე ადგილზე არიან ავარიელების და დარგინელების შემდეგ. რუსეთის
ფედერაციაში 422 000 ყუმუხი ცხოვრობს, მცირე რაოდენობით კი ჩეჩნეთ-
ინგუშეთში.

3. სინჰარმონიზმი

სინჰარმონიზმი ბერძ. სიტყვაა. სინჰარმონიზმი აგლუტინაციურ პროცესად


გვევლინება. თურქულში სიტყვათწარმოება და სიტყვათცვლა ხდება სიტყვის
ფუძეზე აფიქსის დართვით. ამ პროვესს ანუ აგლუტინაციას, ახლავს ასიმილაცია,
რაც ნიშნავს დამსგავსებას. ასიმილაციის პროცესში ფუძისეულ ხმოვანს ან
თანხმოვანს ემსგავსება აფიქსისეული ხმოვანი ან თანხმოვანი. თურქული სიტყვის
ფუძეში წინამავალი ხმოვანი იმსგავსებს მომდევნო ხმოვანს. ეს წესი ირღვევა ,
ხოლოდ ნასესხებ სიტყვებში და რვა თურქულ სიტყვაში. ესენია: Elma, Anne,
İnanmak, Hani, Hangi, Akçe, Kardeş, Şişman.

4. ყაჯარები

ყაჯარები არიან თურქული მოდგმის ტომები, რომლებიც ბინადრობენ ირანში.


ირანში ყაჯართა დინასტიის ფუძემდებელი იყო აღა მაჰმად ხანი, რომელთანაც
1795 წელს ქართველები კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ.
ბილეთი #2

1. ურალურ - ალთაური მაკრო ოჯახი

არსებობს ურალურ-ალთაური ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ალთაური ენები


მიეკუთვნებიან ურალურ-ალთაურ მაკრო ოჯახს. ალთაისტურ ლიტერატურაში
თურქული, მონღოლური და თუნგუსურ-მანჯურული ენების ტიპოლოგიური
მსგავსება უტოლდება ენობრივ ნათესაობას.

2. ყარაჩაელები და ბალყარე ლები

ყარაჩაელები ცხოვრობენ ჩერქეზებთან ერთად, ხოლო ბალყარელები


ყაბარდოელებთან ერთად. მათი ენა მომდინარეობს ყივჩაღურიდან. ყარაჩაელები
სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან. ისინი დიდი ხნის განმავლობაში
წარმართები იყვნენ, გარკვეული ნაწილი დროდადრო ქრისტიანობასაც იღებდა.
ყარაჩაელები დამოკიდებულები იყვნენ დიდ ყაბარდოზე, ჰქონდათ მათი
ანალოგიური სოციალური სტრუქტურა და მსგავსი კულტურული ყოფითი წეს-
ჩვეულებები. 1828 წელს ყარაჩაელები საბოლოოდ შევიდნენ რუსეთის
შემადგენლობაში. 1870-იან წლებში მთიელი ყარაჩაელები თურქეთში
გადასახლდნენ. 1920 წელს შეიქმნა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი.
ბალყარელები ცხორობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში.

3. ჰიპოთეზა და ეპენთეზა

თურქულ ენოვანი ხალხებისთვის ბარიერს წარმოადგენს მარცვლის დასაწყისში


ორი ან მეტი თანხმოვნის წარმოთქმა. საკუთრივ თურქული სიტყვები არ იწყება
ორი ან მეტი თანხმოვნით, რაც შეეხება ნასესხებ სიტყვებს ამ შემთხვევაში
არსებული ბარიერის გადასალახავად არსებობს ორი გზა: პროთეზა და ეპენთეზა.
რაც შეეხება მარცვლის ბოლოში ორ ან მეტ თანხმივანს, ეს არც თუ ისე იშვიათია,
რადგან თვით მოდგმის დასახელებაში მარცვლის ბოლოს ვხვდებით ორ
თანხმოვანს Türk. ნასესხები სიტყვები კი განიცდიან ფონოლოგიურ დამუშავებას,
ანუ ისინი ჩაირთავენ ვიწრო ხმოვნებს, რომლებიც ჩაისმება თავკიდურ
თანხმოვნებს შორის. ამ მოვლენას უწოდებენ ეპენთეზას. სიტყვა Kulüp -კლუბი
ერთადერთია, რომელიც ეპენთეტური ფორმით დაფიქსირდა ლექსიკონში.
აზერბაიჯანულ ენოვანთა ქართულად მეტყველებისას უპირატეს ტიპურ
შეცდომებს სწორედ ეპენთეზა იწვევს. მაგ.: ბრუნვა - ბურუნვა, მცირე - მიცირე,
შვილი - შივილი. ასევე არსებობს პენთეზა რომლის დროსაც პროთეტული
ხმოვანი თავკიდურა თანხმოვნების წინ იკავებს ადგილს და ახალ მარცვალს
წარმოქმნის კომპლექსის პირველ თანხმოვანთან, ამით დაიძლევა მარცვლის
დასაწყისში თანხმოვანთა თავმოყრა. Station – İstasion, Statistik – İstatistik, Scala –
İskele.
4. ყაშყაელები

ყაშყაელები არიან ირანში მცხოვრები თურქული ტოი. ისინი ცხოვრობენ ირანის


დასავლეთ მხარეში ზაგროსის მთებში ქურთებთან და ლურებთან ერთად.

ბილეთი #3

1. ძველი თურქული სალიტერატურო ენები

ძველი თურქული სალიტერატურო ენებია: ჰუნების ენა - ჰუნთა ტომები


ცხოვრობდნენ მონღოლეთიდან შავ ზღვამდე. ძველი უიღურული - წერილობითი
ძეგლები არსებობს VIII-IX სს-მდე. ეს იყო ადრეული სალიტერატურო ენა.
ყარახანიდურ-უიღურული - ზოგი მას უწოდებს უიღურულ-ყივჩაღურს, ზოგი კი
ოღუზურ-ყივჩაღურს. ამ ენაზე წერილობითი ძეგლები მოიპოვება შუა აზიასა და
ყაზახეთში. მამლუქურ-ყივჩაღური ენა - შუა საუკუნეების სალიტერატურო ენა.
ჩამოყალიბდა ყივჩაღური დიალექტების საფუძველზე. ხორეზმულ-თურქული -
ოქროს ურდოს ტერიტორიაზე აღმოცენდა. მასში ბევრია ყივჩაღური
წარმომავლობის ლექსიკა.

2. ნოაღაელები

ნოღაელები თურქულენოვანი ყივჩაღურ-თათრული წარმოშობის ხალხია. მათი


დიდი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. VII-XVII-სს-მდე მუდმივი
საცხოვრისი არ გააჩნდათ. აღნიშნული პერიოდიდან კი ნოღაელებმა
თანდათანობით დაიკავეს ვრცელი ტერიტორია დაღესტნიდან ჩერქეზეთამდე და
ბინადარ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დაწყების შემდეგ
ჩრდილო კავკასიის რეგიონში ნოღაელთა რიცხვი საკმაოდ შემცირდა.
დედაქალაქი - სარაიჯუკი.

3. აგლუტინაცია - სიტყვათა ცვლისა და წარმოქმნის დომინანტური


საშუალება თურქულ ენებში

თურქული ენები აგლუტინაციური ენების კლასიკური მაგალითია. აგლუტინაცია


ლათ. სიტყვაა და ნიშნავს „ვაწებებ“. ერთი სიტყვის ფარგლებში მრავალი
მორფემის თავმოყრაა შესაძლებელი. თურქულში სიტყვაწარმოება და სიტყვათა
ცვლა ხდება სიტყვის ფუძეზე აფიქსის დართვით. აგლუტინაციას თან ახლავს
ასიმილაცია, ანუ დამსგავსება. ასიმილაციის პროცესში ფუძისეულ ხმოვანს ან
თანხმოვანს ემსგავსება აფიქსეული ხმოვანი ან თანხმოვანი.

4. ავშარები

ავშარები ჩრდილოეთ ირანში მცხოვრები თურქულ ენოვანი ხალხია


ბილეთი #4

1. Codex C umanic us_ი

1924 წელს იტალიელი და გერმანელი ბერების მიერ შედგენილი ლათინურ-


სპარსულ-ყივჩაღური ლექსიკონი, რომელიც შედგება ახალი აღთქმის
ნაწყვეტების, ლოცვათა თარგმანებისა და 5ო გამოცანისაგან. ყივჩაღურ ენას
ახასიათებს ყრუ ანლაუტი, ეს ენა არის XIII ს-ის კონდიციით დაფიქსირებული.
XV-XVIII სს-ის სალაპარაკო ყივჩაღური კი შემოინახა კამენეც-პოდოლსკის
სომხური თემის სასამართლოს სომხური ანბანით ჩაწერილმა აქტებმა. ყივჩაღური
ენა ახლოს დგას ყარაჩაულ-ბალყარულთან, ყარაიმულთან.

2. აზერბაიჯანელები

აზერბაიჯანელები არიან აზერბაიჯანის ძირითადი მოსახლეობა, ისინი ასევე


ცხოვრობენ ირანში, სადაც სპარსელებზე მეტნი არიან. ისინი იყოფიან ეთნიკურ
ჯგუფებად: აირუმები, ავშარები, ბაიათები, შახსევენები და სხვა. ისინი
მიეკუთვნებიან ევროპული რასის სამხრეთულ შტოს. ისინი ისლამის შიიტური
მიმართულების აღმსარებლები არიან. აზერბაიჯანული ენა მიეკუთვნება
თურქულ ენათა სამხრეთ-დასავლურ ჯგუფს და წარმოადგენს ოფიციალურ ენას
აზერბაიჯანის სახელმწიფოში.

3. თურქული მოდგმის ტომტა მიგრაციები

მე-5 საუკუნიდან იწყება თურქი ხალხების მასობრივი მიგრაცია. მათი მიგრაცია


იყოფა ორ პერიოდად. პირველი პერიოდია, როდესაც ისინი VI-IX სს-ში
ჩრდილოეთიდან მოდიან, ხოლო მეორეა XII- XIII სს-ში სამხრეთიდან მიგრირება.
თურქელი ტომების მიგრაციამ მნიშვნელოვანი ენობრივი კვალი დატოვა,
რომელიც დასტურდება სამი ახლონათესაური ენის არსებობით. ეს ენებია:
თურქული, თურქმენული და აზერბაიჯანული. მე-5 საუკუნეში გურუმები
ტომებმა დაიწყეს მიგრაცია აზიიდან მდ. კამამდე. X-XII ს-ში ასევე დაიძრნენ
ოღუზები, ცენტრალური აზიიდან შუა აზიის მიმართულებით. ენისეის
ნაპირებიდან გადმოსახლდნენ ყირგიზული ტომები და განსახლდნენ
თანამედროვე ყირგიზეთის ტერიტორიაზე. მე-14 საუკუნეში გაერთიანდა
ნოღაური ტომები კერძოდ, ნოღაელები, ყაზახები და ყარაყალფახები. მე-15 ს-ში
გაერთიანდა ყაზახთა ტომი. X-XV სს-ში დაიწყო თურქი ხალხის პატარა
ტომობრივ ჯგუფებად დაყოფა, რომელიც მძიმე აღმოჩნდა. ეს ჯგუფები
იყო:(1)დასავლეთით - ყივჩაღებად, ოღუზებად და ყარლუხურ ტომებად.
(2)აღმოსავლეთით - ყირგიზულ-ყივჩაღურად, ხაკასურად, იაკუტურად და
ალტაურ ტომებად.
4. ყაზანის თათრები

ყაზანის თათრები მიეკუთვნებიან ყივჩაღურ ენათა ჯგუფს. მათი რესპუბლიკა


არის თათარისტანი, დედაქალაქი - ყაზანი. მათ უნდოდათ დამწერლობის
კირილიციდან ლათინიცაზე გადატანა, თუმცა ვერ მოახერხეს.

ბილეთი #5

1. თურქულ ენათა ოჯახი

თურქულ ენათა ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავრცელებული ოჯახია


მსოფლიოში. ის მოიცავს 39 ცოცხალ და 15 მკვდარ ენას. თურქულ ენებს
რიცხობრივად უჭირავს მე-7 ადგილი. თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს
გააჩნიათ მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ზრდის პოტენციალი მიმდინარე XXI
ს-ში. თურქულ ენათა უმეტესობა დიდ მსგავსებას ავლენს ფონოლოგიაში,
მორფოლოგიაში და სინტაქსში. ყველა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის
საზღვრების დადგენას. ეს განსაკუთრებით ეხება ერთმანეთის მეზობლად
განლაგებულ თურქულენოვან ქვეყნებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოებს
შორის მდებარე ორივე მხარეს გარდამავალ დიალექტებზე მოსაუბრე მოსახლეობა
ჰყავს. რიცხობრივად მნიშვნელოვანი თურქული ენებია: თურქული,
აზერბაიჯანული, უზბეკური, უიღურული, თურქმენული, ყირგიზული,
ჩუვაშური, ბაშკირული, თათრული და სხვ. ვ. რადლოვი გამოყოფს თურქული
ენების 4 ჯგუფს: აღმოსავლური (ალთაური, ჩულიმური, ხაკასური, ენისეის
თურქული, თუვაური), დასავლური (დასავლეთ ციმბირელ თათართა
დიალქეტები, ყირგიზული, ყაზახური, ბაშკირული, თათრული, შუა აზიური -
უიღურული და უზბეკური, და ყარაყალფახური), სამხრეთული (თურქმენული,
აზერბაიჯანული და თურქული ენები), ჩრდილოური (ყაზახური, ყირგიზული,
ალთაური, ვოლგისპირელ თათართა). იაკუტური არცერთ ჯგუფში არ
ერთიანდება. ა. ბასაკოვითურქულ ენებს ჰყოფს ორ განშტოებად; აღმოსავლეთ
ჰუნურად (უიღურულ-ოღუზური და ყირგიზულ-ყივჩაღური) და დასავლეთ
ჰუნურად, რომლებიც კიდევ იყოვა ოთხ ქვეჯგუფად ესენია ბულგარული
(ბულგარული, ხაზარული, თანამედრობე ჩუვაშური ენები), ოღუზური
(ოღუზურ-თურქმენული, ოღუზურ-ბულგარული, ოღუზურ-სელჩუკური,
სელჩუკური, ძველი ოსმალური, ძველი აზერბაიჯანული), ყივჩაღურად
(ყივჩაღური, ყარაიმული, ყუმუხური, ყარაჩაულ-ბალყარული, ოქროს ურდოს
დასავლეთის ენა, თათრული, ბაშკირული, ნოღაური, ყარაყალფახური, ყაზახური,
უზბეკური) და ყარლუხურად (ყარლუხურ-უიღურული და ყარლუხურ-
ხორეზმული).

2. ყარაიმები , მათი საცხოვრისი და რელიგია


ყარაიმები ცხოვრობენ ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში. აღმსარებლობით
იუდეველები არიან. ყარაიმელთა მხოლოდ 20%-მა იცის ყარაიმული ენა, ისინი
ხშირად ტრილინგვები არიან. გამოჩენილი პოლონელი თურქოლოგი, ეროვნებით
ყარაიმი ანანიამ ზაიონჩკოვსკი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის საპატიო
დოქტორად იყო არჩეული.

3. თურქულენოვანი ხალხები და მათი განსახლების გეოგრაფიული არეალი

თურქული ენების გავრცელების არეალი იწყება ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან


და ვრცელდება ჩრდილოეთ ინდოეთამდე, ასევე ჩინეთის შუაგულიდან იწყება და
ვრცელდება ევროპაშიც (იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროდან და ვრცელდება
ჩინეთის დიდ კედლამდე). თურქული ენა მიეკუთვნება ალთაურ ენათა ოჯახს და
ის არის ამ ენათა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი. თურქული ენები
გავრცელებულია 12 მლნ. კვ.კმ-ზე. კერძოდ კი თურქულენოვანი ხალხები
ცხოვრობენ: შუა აზიაში, მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო
კავკასიაში, ამიერკავკასიაში, შავი ზღვისპირეთში, კასპიის ზღვისპირეთში,
სამხრეთ და დასავლეთ ციმბირში, ვოლგა კამის აუზში, ირანში, უკრაინაში,
ლიეტუვაში, პოლონეთში, მოლდოვაში, მაკედონიაში, ბულგარეთში, რუმინეთში,
ჩინეთში, ავღანეთში და მონღოლეთში.

4. ყირიმის თათრები

ყირიმის თათრები არიან ყირიმის ნ.კ-ის თურქულენოვანი მოსახლეობა. შუა


საუკუნეებში მათი ენა ყივჩაღურისა და ოღუზურის ძლიერი გავლენით
ჩამოყალიბდა. ის ყველაზე ახლოს ყარაჩაულ-ბალყარულთან, ყუმუხურთან და
ყარაიმულთან დგას. ყირიმის თათრები იუდაიზმის აღმსარებლები არიან,
რომელთა ნაწილიც ყირიმიდან გადასახლდა და დასახლდა ლიეტუვის თრაკიის
მხარეში.

ბილეთი #6

1. თურქულ ენათა ტიპოლოგიური მახასიათებლები

თურქული ენები ტიპოლოგიურად მიეკუთვნება აგლუტინაციურ ენებს. თურქულ


ენებში აგლუტინაცია არის სიტყვათა ცვლისა და წარმოქმნის დომინანტური
საშუალება. თურქულ ენებში სიტყვათწარმოება და სიტყვათა ცვლა ხდება
სიტყვის ფუძეზე აფიქსის დართვით. ამ პროცესს ანუ აგლუტინაციას ახლავს
ასიმილაცია - დამსგავსება. ასიმილაციის პროცესში ფუძისეულ ხმოვანს ან
თანხმოვანს ემსგავსება აფიქსისეული ხმოვანი ან თანხმოვანი. ძირის საწყისი
ბრუნვაში ხდება ბრუნვის პარადიგმის მაორგანიზებელი ცენტრი. ფონეტიკურ
პროცესებზე იმოქმედა პარადიგმის აქსიალურმა სტრუქტურამ, მორფემებს შორის
მკაფიო საზღვრების შენარჩუნების ტენდენციამ, ასევე პარადიგმის ფუძის და
ღერძის დეფპრმაციისადმი წინააღმდეგობამ. თურქული ენებისთვის ასევე
დამახასიათებელია სინჰარმონიზმი. სინჰარმონიზმი იქცა აგლუტინაციურ
პროცესად. მორფემათა საზღვარზე და აუსლაუტში, მარცვალთა
განსაკუთრებულმა ტიპოლოგიამ, ხმოვანთა ჰარმონიამ, წინა და უკანა ენისმიერ
თანხმოვანთა დაპირისპირებამ, თანხმოვანთა კომპლექსების უქონლობამ ძველ
თურქულ სიტყვათა ანლაუტში გამოიწვია თურქული ენების ფონემათა
დისტრიბუციული დამოკიდებულების შედარებით სიმარტივე.

თურქული ენის ტიპოლოგიური მახასიათებლები:

• ხმოვანთა ჰარმონია
• არ არის გრამატიკული სქესის კატეგორია
• კუთვნილებითი კატეგორია
• არაა არტიკლი
• სიტყვათწარმოება და ბრუნება წარმოდგენილია აფიქსებით
• ზმნური ფორმები მრავალფეროვანია
• სიტყვათწარმოებაში არის ჯერ მსაზღვრელი და შემდეგ საზღრული
• აღმატებითი ხარისხის გამოსახატავად გამოიყენება დაწყებითი ბრუნვა
• უარყოფა სპეციალური აფიქსით გამოიხატება
• კითხვითი წინდადაების წარმოება ხდება კითხვითი ნაწილაკით (აფიქსით)
• რაოდენობითი რიცხვითი სახელის შემდეგ სახელი აღარ დაირთავს
მრავლობით რიცხვს
• ჩვეულებრივ წინადადებაში წევრთა რიგითობა ამგვარია:
• სუბიექტი - ობიექტი - შემასმენელი
• წინადადებების მაკავშირებლად გამოიყენება ზმნური ფორმები

2. ჩუვაშურ ი ენა
ჩუვაშები თურქულ ენოვანი ერია, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში,
დედაქალაქი - ჩებოქსარი. ანთროპოლოგიურად ევროპული და მონღოლური რასის
ნარევია. მკვლევართა უმეტესობის აზრით, ჩუვაშების ეთნოგენეზში გადამწყვეტი
როლი ითამაშეს ვოლგა-კამის თურქულენოვანმა ბულგარებმა, რომლებიც I
ათასწლეულის ბოლო მეოთხედში დასახლდნენ ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე,
სადაც შეერწყნენ ადგილობრივ უგრო-ფინურ ტომებს. XV ს-ის მეორე მეოთხედში
ჩუვაშების მიწები ყაზანის სახანოს შემადგენლობაში შევიდა. ჩუვაში ხალხი
ძირითადად XV ს-ში ჩამოყალიბდა. 1551 წელს შეუერთდნენ რუსეთის სახელმწიფოს.
ურალისპირა ჩუვაშეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაშია.

3. ოღუზურ ენათა ქვეჯგუფი


ოღუზურ ენათა ქვეჯგუფში შედის: თურქული, თურქმენული, აზერბაიჯანული,
გაგაუზური და ყირიმის თათრულის ერთი დიალექტი.

4. ხალაჯები

ხალაჯები არიან თურქულენოვანი ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ირანში, ისინი


ცხოვრობდნენ შუა და აღმოსავლეთ აზიაში. ხალაჯები არასდროს არ იყვნენ
დამოუკიდებლები. ისინი სხვადასხვა ხელისუფლებისა და მმართველობაში
ძირიტადად აკომპლექტებდნენ დაქირავებულ არმიას.

ბილეთი #7

1. ყივჩაღუ რ ენათა ქვეჯგუფი

ყივჩაღურ ენათა ქვეჯგუფში შედიან: თათრული, ბაშკირული, ყაზახური,


ყირგიზული, ალთაური (დიალექტებით), ყარაჩაულ-ბალყარული, ყუმუხური,
ყირიმის თათრული, უზბეკური

2. იაკუტები

იაკუტები ცხოვრობენ იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დედაქალაქი -


იაკუტისკი. ისინი თავიანთ თავს უწოდებენ საჰა-ს. ცალკეულ ჯგუფებად
ცხოვრობენ კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთ რაიონებში, მაგადანის,
სახალინისა და ამურის ოლქებში. იაკუტური ენა განეკუთვნება თურქული ენების
უიღურულ-ოღუზურ ჯგუფს. ეთნიკური მონაცემებით იაკუტები ჩამოყალიბდნენ
ბაიკალისპირეთიდან გადმოსახლებული სამხრეთ თურქულენოვანი ტომების
ადგილობრივ ტომებთან ასიმილაციის შედეგად

3. დამწერლობები , რომელთაც იყენებდნენ თურქული მოდგმის ერები

1) რუნული, საკუთრივ თურქული წარმომავლობის დამწერლობა - ორხონისა და


ენისეის ძეგლთა დამწერლობა. (2) ძველი უიღურული დამწერლობა - ესეც
თურქული წარმომავლობის დამწერლობაა სოღდიურ ანბანზე დაყრდნობით.
(3) არაბიკა - არაბული დამწერლობა. (4) კირილიცა - მე-20 ს-ში სსრკ-ში
შემავალი თურქული წარმომავლობის ხალხთა წერილობითი რეალიზაცია
სწორედ კირილიცათი განხორციელდა. (5) ლათინური ანბანი - 1928 წელს
ქემალ ათათურქის ინიციატივით ანატოლიელი თურქები ლათინურ ანბანზე
გადავიდნენ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანელები, უზბეკები და
თურქმენები გადავიდნენ ლათინურ ანბანზე.

4. ყირგიზები

ყირგიზები თურქულ ენოვანი ხალხია, ისინი სუნიტური მუსლიმები არიან,


ყირგიზეთის გარდა ცხოვრობენ უზბეკეთში, ტაჯიკეთში, რუსეთსა და ჩინეთში,
დედაქალაქი - ბიშკეკი

ბილეთი #8

1. თურქულ ენათა ა. ბასკაკოვისეული კლასიფიკაცია

ა. ბასკაკოვის კლასიფიკაცია პრინციპულად განსხვავდება ყველა მეტნაკლებად


ვარიანტული სქემისგან, რადგან ფაქტობრივად ეს არის თურქული მოდგმის
ხალხების განვითარების ისტორიის პერიოდიზაცია, რომელშიც პირველყოფილი
თემური წყობილებიდან აღმოცენებული და დაშლილი ტომობრივი
გაერთიანებები დიდი მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი. ამან შესაძლებელი
გახადა გენეტიკურად ახლოს მყოფ თურქულ ენათა დაჯგუფება. შედეგად
ჩუვაშური და იაკუტური ენები გამოცალკევდა.

2. ხაკასები

ხაკასები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. ხაკასთა რესპუბლიკა მდებარეობს


აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ენისეის მარცხენა
სანაპიროზე, დედაქალაქი - აბაკანი.

3. თურქოლოგია საქართველოში

თურქული მოდგმის ხალხების ენების, ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას


შეისწავლის სამეცნიერო დარგი - თურქოლოგია. თურქოლოგია, როგორც
დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა, საქართველოში თსუ-ს დაარსების
შემდეგ ჩამოყალიბდა. თურქული ენის სისტემატური კურსი 1938 წლიდან
მიჰყავდა სერგი ჯიქიას, რომელმაც გაიარა ორწლიანი სტაჟირება სტამბოლში და,
ასპირანტურა დაამთავრა ლენინგრადში. თურქული მოდგმის ხალხებთან
საუკუნეთა განმავლობაში მჭიდრო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური
კონტაქეტები, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თურქულ-
თურქმანული ტომების ბინადრობა, ჩვენი ისტორიის შესახებ უხვი ცნობების
შემცველი ოსმალური წერილობითი ძეგლების ქართულ სამეცნიერო მიმოქცევაში
შემოტანა, ქართული ლიტერატურულ თუ სასაუბრო ენაში თურქულენოვანი
ლექსიკური ერთეულების სიმრავლე. ესაა ყველა ის ფაქტორი, რამაც განაპირობა
თბილისში თურქოლოგიური კვლევის ცენტრის შექმნა. ს. ჯიქიას
ფილოლოგიურმა და წყაროთმცოდნეობითმა მომზადებამ და ინტერესებმა
განსაზღვრა ქართული თურქოლოგიური სკოლის საკვლევი თემატიკა: ქართულ-
თურქული ენობრივი კონტაქტები, დიალექტოლოგია - საქართველოში
მცხოვრები თურქულეონავნი ხალხების მეტყველება; თურქული ენის ისტორია;
ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია; თურქული მოდგმის ხალხთა ფოლკლორი.
ისტორიკოსი თურქოლოგები წარმატებულად მუშაობდნენ სამი ძირითადი
მიმართულებით: საქართველოს ისტორიის ოსმალური წერილობითი წყაროები;
ქართულ-თურქული ისტორიული ურთიერთობები სელჩუკებიდან
დღევანდლამდე, საკუთრივ თურქეთის ისტორია.

4. ურუმები

ურუმები არიან საქართველოში მცხოვრები თურქულენოვანი ბერძნები.


ძირითადად - თრიალეთში, წალკის რაიონში ცხოვრობენ. ტერმინი „ურუმი“
გაჩნდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემისა და თურქეთის მიერ ბიზანტიის
ყოფილი პროვინციების დაპყრობის შედეგად.

ბილეთი #9

1. თურქულ ენათა ა. სამოილოვიჩისეული კლასიფიკაცია

ა. სამოილოვიჩმა 1922 წელს წამოაყენა შემდეგნაირად დაზუსტებული სქემა:


ბულგარული ჯგუფი (ჩუვაშურის ჩათვლით); უიღურული ანუ ჩრდილო-
აღმოსავლური ჯგუფი (ძველი უიღურულის გარდა, თოფალური, იაკუტური,
ხაკასური); ყივჩაღური ანუ ჩრდილო-დასავლური ჯგუფი (თათრული,
ბაშკირული, ყაზახური, ყირგიზული, ალთაური, ყუმუხური, ყირიმის
თათრული); ჩალათაური ანუ სამხრეთ-აღმოსავლური (თანამედროვე
უიღურული, უზბეკური); სამხრეთ-დასავლური ანი ოღუზური ჯგუფი
(თურქული, აზერბაიჯანული, თურქმენული, ყირიმის თათრული ერთი,
სამხრეთული დიალექტი).

2. უზბეკ ები

უზბეკები ცხოვრობენ შუა აზიაში, დედაქალაქი - ტაშკენი. ისინი სუნიტი


მუსლიმები არიან. უზბეკური ენა განეკუთვნება თურქულ ენათა ყარლუხურ
ქვეჯგუფს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ისინი გადავიდნენ ლათინურ ანბანზე.
უზბეკურის წინაპარი ენა დიდი ლიტერატურული ტრადიციის მქონე ჩაღათაური
ენა იყო.

3. თურქულ ენათა გავრცელების არეალი


თურქული ენების გავრცელების არეალი იწყება ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან
და ვრცელდება ჩრდილოეთ ინდოეთამდე, ასევე ჩინეთის შუაგულიდან იწყება და
ვრცელდება ევროპაშიც (იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროდან და ვრცელდება
ჩინეთის დიდ კედლამდე). თურქული ენა მიეკუთვნება ალთაურ ენათა ოჯახს და
ის არის ამ ენათა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი. თურქული ენები
გავრცელებულია 12 მლნ. კვ.კმ-ზე. კერძოდ კი თურქულენოვანი ხალხები
ცხოვრობენ: შუა აზიაში, მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო
კავკასიაში, ამიერკავკასიაში, შავი ზღვისპირეთში, კასპიის ზღვისპირეთში,
სამხრეთ და დასავლეთ ციმბირში, ვოლგა კამის აუზში, ირანში, უკრაინაში,
ლიეტუვაში, პოლონეთში, მოლდოვაში, მაკედონიაში, ბულგარეთში, რუმინეთში,
ჩინეთში, ავღანეთში და მონღოლეთში.

4. თუვიები

თუვიები თავიანთ ენას უწოდებენ დივა-ს. ისინი ცხოვრობენ აღმოსავლეთ


ციმბირში, დედაქალაქი - კიზილი

ბილეთი #10

1. თურქულ ენათა ტიპოლოგიური დახასიათება

თურქული ენები ტიპოლოგიურად მიეკუთვნება აგლუტინაციურ ენებს. თურქულ


ენებში აგლუტინაცია არის სიტყვათა ცვლისა და წარმოქმნის დომინანტური
საშუალება. თურქულ ენებში სიტყვათწარმოება და სიტყვათა ცვლა ხდება
სიტყვის ფუძეზე აფიქსის დართვით. ამ პროცესს ანუ აგლუტინაციას ახლავს
ასიმილაცია - დამსგავსება. ასიმილაციის პროცესში ფუძისეულ ხმოვანს ან
თანხმოვანს ემსგავსება აფიქსისეული ხმოვანი ან თანხმოვანი. ძირის საწყისი
ბრუნვაში ხდება ბრუნვის პარადიგმის მაორგანიზებელი ცენტრი. ფონეტიკურ
პროცესებზე იმოქმედა პარადიგმის აქსიალურმა სტრუქტურამ, მორფემებს შორის
მკაფიო საზღვრების შენარჩუნების ტენდენციამ, ასევე პარადიგმის ფუძის და
ღერძის დეფპრმაციისადმი წინააღმდეგობამ. თურქული ენებისთვის ასევე
დამახასიათებელია სინჰარმონიზმი. სინჰარმონიზმი იქცა აგლუტინაციურ
პროცესად. მორფემათა საზღვარზე და აუსლაუტში, მარცვალთა
განსაკუთრებულმა ტიპოლოგიამ, ხმოვანთა ჰარმონიამ, წინა და უკანა ენისმიერ
თანხმოვანთა დაპირისპირებამ, თანხმოვანთა კომპლექსების უქონლობამ ძველ
თურქულ სიტყვათა ანლაუტში გამოიწვია თურქული ენების ფონემათა
დისტრიბუციული დამოკიდებულების შედარებით სიმარტივე.

თურქული ენის ტიპოლოგიური მახასიათებლები:

• ხმოვანთა ჰარმონია
• არ არის გრამატიკული სქესის კატეგორია

• კუთვნილებითი კატეგორია

• არაა არტიკლი

• სიტყვათწარმოება და ბრუნება წარმოდგენილია აფიქსებით

• ზმნური ფორმები მრავალფეროვანია

• სიტყვათწარმოებაში არის ჯერ მსაზღვრელი და შემდეგ საზღრული

• აღმატებითი ხარისხის გამოსახატავად გამოიყენება დაწყებითი ბრუნვა

• უარყოფა სპეციალური აფიქსით გამოიხატება

• კითხვითი წინდადაების წარმოება ხდება კითხვითი ნაწილაკით (აფიქსით)

• რაოდენობითი რიცხვითი სახელის შემდეგ სახელი აღარ დაირთავს


მრავლობით რიცხვს

• ჩვეულებრივ წინადადებაში წევრთა რიგითობა ამგვარია:

• სუბიექტი - ობიექტი - შემასმენელი

• წინადადებების მაკავშირებლად გამოიყენება ზმნური ფორმები

2. ყაზახ ები

ყაზახები ყაზახეთის გარდა ცხოვრობენ, უზბეკეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში,


ტაჯიკეთში და რუსეთში. ისინი სუნიტი მუსლიმები არიან ყაზახური ენა
განეკუთვნება ყივჩაღურ ენათა ქვეჯგუფს. დედაქალაქს თავდაპირველად ერქვა -
ალმაატა, შემდეგ - ალმათი; გადატანილ იქნა ასტანაში, რომელსაც ნურსულთანი
დაერქვა 2019-ში.

3. ქართველთა და თურქული მოდგმის ხალხთა ურთიერთობანი

ქართველი და თურული მოდგმის ხალხების ურთიერთობა იწყება მე-5


საუკუნიდან. პირველად თურქი ხალხი ნახსენები არიან იაკობ ხუცესის
ნაწარმოებში „შუშანიკის წამება“, სადაც წერია, რომ ვარსქენი მიდის ჰუნებთან
საბრძოლველად. ჰუნები არიან თურქულენოვანი ხალხი, რომლებიც ასევე
ცნობილია ვახტანგ გორგასალთან მიმართებაში, რომ ვახტანგი სპარსელებთან
წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა ჰუნებს. ასევე ქართველებს ურთიერთობა
ჰქონდათ ხაზარებთან, რომლებიც ასევე თურქულენოვანი ეთნოსია. „ქართლის
ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ ხაზარული იყო ერთ-ერთი ენა, რომელიც
იზრახებოდა ქართლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, საქართველოს
სამეფოს ურთიერთობა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსთან. თურქ-სელჩუკთა
მმართველს, თოღრულ ბეგსა და ლიპარიტ ბაღვაშს ჰქონდათ ურთიერთობა. ასევე,
უნდა აღინიშნოს ალფ-არსლანი, რომელმაც ბაგრატის მეფობისას რამდენჯერმა
ილაშქრა საქართველოში. კიდევ ერთი ურთიერთობა ამ ორ ეთნოსს შორის
აღინიშნება დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც მან 1118 წელს საქართველოში
ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი. მე-15 ს-ის მეორე ნახევარში საქართველოს
გაუმეზობლდა ოსმალეთი. 1479 წლიდან ოსმალებმა დალაშქრეს: ჭანეთი, აჭარა
და სამცხის დიდი ნაწილი. 1578 წლიდან შეიქმნა ახალციხის საფაშო. ამ რეგიონში
სწრაფად გავრცელდა ისლამი და ამავდროულად თურქული ენის ელემენტებიც.

4. ალთაელები

ალთაელები ცხოვრობენ ციმბირში, ალთაის მხარე, დედაქალაქი - ალთაისკი.


ენათა მაკრო ოჯახს სწორედ ამ ეთნოსის სახელი ეწოდა.

ბილეთი #11

1. თურქული მოდგმის ერთა დამწერლობა

1) რუნული, საკუთრივ თურქული წარმომავლობის დამწერლობა - ორხონისა და


ენისეის ძეგლთა დამწერლობა. (2) ძველი უიღურული დამწერლობა - ესეც
თურქული წარმომავლობის დამწერლობაა სოღდიურ ანბანზე დაყრდნობით.
(3) არაბიკა - არაბული დამწერლობა. (4) კირილიცა - მე-20 ს-ში სსრკ-ში
შემავალი თურქული წარმომავლობის ხალხთა წერილობითი რეალიზაცია
სწორედ კირილიცათი განხორციელდა. (5) ლათინური ანბანი - 1928 წელს
ქემალ ათათურქის ინიციატივით ანატოლიელი თურქები ლათინურ ანბანზე
გადავიდნენ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანელები, უზბეკები და
თურქმენები გადავიდნენ ლათინურ ანბანზე.

2. თურქმენები

თურქმენები ცხოვრობენ თურქმენეთში, ავღანეთში, ირანში, თურქეთში,


დედაქალაქი - აშხაბადი. ისინი სუნიტი მუსლიმები არიან. ენა - ოღუზური,
რომელიც ძალიან ახლოს მდგომია თურქულთან. ერთ ჯგუფში შედიან:
თურქული, თურქმენული, აზერბაიჯანული და გაგაუზური.

3. ირანში მოსახლე მცირერიცხოვანი თურქული მოდგმის ტომები

ირანში აზერბაიჯანელების გარდა ცხოვრობენ: ავშარები, ბეიათები, ყაჯარები,


თურქმენები, ყარაჩოღლუები, ყარაგიოზლუები, ჰალაჯები, მაჰხევენები,
ყაშყაელები.
4. შორები

შორები ციმბირში მცხოვრები თურქული წარმოშობის ხალხია, ისინი


ქრისტიანები არიან. მათი ენა განეკუთვნება თურქულ ენათა უიღურულ
ქვეჯგუფს. ყველა შორმა იცის რუსული. შორების დამწერლობა შეიქმნა საბჭოთა
პერიოდში, კირილიცაზე დაყრდნობით

ბილეთი #12

1. თურქული მოდგმის ერთა დამწერლობა

1) რუნული, საკუთრივ თურქული წარმომავლობის დამწერლობა - ორხონისა და


ენისეის ძეგლთა დამწერლობა. (2) ძველი უიღურული დამწერლობა - ესეც
თურქული წარმომავლობის დამწერლობაა სოღდიურ ანბანზე დაყრდნობით.
(3) არაბიკა - არაბული დამწერლობა. (4) კირილიცა - მე-20 ს-ში სსრკ-ში
შემავალი თურქული წარმომავლობის ხალხთა წერილობითი რეალიზაცია
სწორედ კირილიცათი განხორციელდა. (5) ლათინური ანბანი - 1928 წელს
ქემალ ათათურქის ინიციატივით ანატოლიელი თურქები ლათინურ ანბანზე
გადავიდნენ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანელები, უზბეკები და
თურქმენები გადავიდნენ ლათინურ ანბანზე.

2. უიღურები და ყვითელი უიღურები

უიღურები თურქულენოვანი ხალხია, სუნიტი მუსლიმები არიან. ცხოვრობენ


მონღოლეთში, რუსეთში, ჩინეთში - ყვითელი უიღურები. ყვითელი უიღურები
იყოფა 2 ჯგუფად: ერთნი ლაპარაკობენ თურქულ ენაზე, ხოლო მეორენი -
მონღოლურ ენაზე

3. თურქული სალიტერატურო ენები

ძველი თურქული სალიტერატურო ენებია: ჰუნების ენა - ჰუნთა ტომები


ცხოვრობდნენ მონღოლეთიდან შავ ზღვამდე. ძველი უიღურული - წერილობითი
ძეგლები არსებობს VIII-IX სს-მდე. ეს იყო ადრეული სალიტერატურო ენა.
ყარახანიდურ-უიღურული - ზოგი მას უწოდებს უიღურულ-ყივჩაღურს, ზოგი კი
ოღუზურ-ყივჩაღურს. ამ ენაზე წერილობითი ძეგლები მოიპოვება შუა აზიასა და
ყაზახეთში. მამლუქურ-ყივჩაღური ენა - შუა საუკუნეების სალიტერატურო ენა.
ჩამოყალიბდა ყივჩაღური დიალექტების საფუძველზე. ხორეზმულ-თურქული -
ოქროს ურდოს ტერიტორიაზე აღმოცენდა. მასში ბევრია ყივჩაღური
წარმომავლობის ლექსიკა.

4. ყარაყალფახები
ყარაყალფახები თურქული წარმომავლობის ხალხია, ისინი ცხოვრობენ ვოლგის
დელტის მიმდებარედ, კასპიის ზღვისპირეთში. მათი ენა მიეკუთვნება ყივჩაღურ
ენათა ქვეჯგუფს.

ბილეთი #13

1. თურქული წარმომავლობის მკვდარი ენები

თურქულ ენაში არის 15 მკვდარი ენა: ბულგარული (ვოლგისპირეთი), ძველი


უიღურული (ძველი უიღურების სალიტერატურო ენა), ჰუნების ენა,
ყარახანიდულ-უიღურული ენა (ყარახანიდების სახელმწიფოში), მამლუქურ-
ყივჩაღური ენა (ეგვიპტეში და სირიაში), ოღუზური ენა (არალისპირა რეგიონში,
X-XI სს-ში ოღუზები საკომუნიკაციო ენა), ორხონისა და ენისეის წარწერათა ენა,
პაჭანიკური ენა (სამხრეთ უკრაინა და ბალკანეთის ნ.კ.), პოლოვცების ენა
(გავრცელებული იყო ძველი რუსეთის სახელმწიფოში), Türki ენა (ცენტრალური
აზია, კავკასიონი, მცირე აზია და ყირიმი), ხაზართა ენა (ვოლგისპირეთი),
ხორეზმულ-თურქული ენა (ხორეზმი, ცენტრალური აზია), ჩაღათაური ენა,
ყივჩაღური ენა (ევრაზიაში, ეგვიპტელი მამლუქები საუბრობდნენ ამ ენაზე),
ყუმანთა ენა (დაღესტანში).

2. დოლგანები

დოლგანები თურქულენოვანი ხალხია, სახლობენ კრასნოიარსკის ოლქსა და


იაკუტიაში, სულ 8000 ადამიანი. დოლგანურ ენას საფუძვლად უდევს იაკუტური,
რომელზეც ზეგავლენა მოახდინა ევენიკურმა ენამ. დოლგანები არიან
მართმადიდებლები. დამწერლობა - კირილიცა.

3. თურქეთ -საქართველოს ისტორიული ურთიერთობანი

ქართველი და თურული მოდგმის ხალხების ურთიერთობა იწყება მე-5


საუკუნიდან. პირველად თურქი ხალხი ნახსენები არიან იაკობ ხუცესის
ნაწარმოებში „შუშანიკის წამება“, სადაც წერია, რომ ვარსქენი მიდის ჰუნებთან
საბრძოლველად. ჰუნები არიან თურქულენოვანი ხალხი, რომლებიც ასევე
ცნობილია ვახტანგ გორგასალთან მიმართებაში, რომ ვახტანგი სპარსელებთან
წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა ჰუნებს. ასევე ქართველებს ურთიერთობა
ჰქონდათ ხაზარებთან, რომლებიც ასევე თურქულენოვანი ეთნოსია. „ქართლის
ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ ხაზარული იყო ერთ-ერთი ენა, რომელიც
იზრახებოდა ქართლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, საქართველოს
სამეფოს ურთიერთობა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსთან. თურქ-სელჩუკთა
მმართველს, თოღრულ ბეგსა და ლიპარიტ ბაღვაშს ჰქონდათ ურთიერთობა. ასევე,
უნდა აღინიშნოს ალფ-არსლანი, რომელმაც ბაგრატის მეფობისას რამდენჯერმა
ილაშქრა საქართველოში. კიდევ ერთი ურთიერთობა ამ ორ ეთნოსს შორის
აღინიშნება დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც მან 1118 წელს საქართველოში
ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი. მე-15 ს-ის მეორე ნახევარში საქართველოს
გაუმეზობლდა ოსმალეთი. 1479 წლიდან ოსმალებმა დალაშქრეს: ჭანეთი, აჭარა
და სამცხის დიდი ნაწილი. 1578 წლიდან შეიქმნა ახალციხის საფაშო. ამ რეგიონში
სწრაფად გავრცელდა ისლამი და ამავდროულად თურქული ენის ელემენტებიც.

4. ბულგარები

ბულგარები შუა აზიიდან გადმოსახლდნენ და ვოლგისპირეთში დასახლდნენ.


ბულგართა სახელმწიფო შექმნეს, დედაქალაქი - ბულგარი. მე-10 ს-ის დასაწყისში
მიიღეს ისლამი. ებრძოდნენ რუსებს. ჩინგიზყაენის შვილიშვილმა მე-13 ს-ში მათ
სახელმწიფოს ბოლო მოუღო, ამიტომ ისინი სამხრეთისკენ გადავიდნენ და მდ.
დუნაისა და ბალკანეთს შორის ჩასახლდნენ, დროთა განმავლობაში შეუერთდნენ
სლავებს და მიიღეს ქრისტიანობა, დაივიწყეს თავიანთი თურქობა.

ბილეთი #14

1. თურქოლოგია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომპლექსი

თურქოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომპლექსია, რომელიც შეისწავლის


თურქული წარმომავლობის ხალხთა ენებს, ლიტერატურას, ისტორიას,
ფოლკლორს, კულტურას. ჩვენში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თურქული ენის სისტემატური კურსი 1938 წლიდან მიჰყავდა სერგი ჯიქიას.

2. ბაშკირები

ბაშკირები, ბაშკირეთის რესპუბლიკის მკვიდრი თურქული წარმომავლობის ერია,


დედაქალაქი - ბაშკორტოსტანი, ცხოვრობს 1 172 287 ბაშკირი. ეროვნული ენა -
ბაშკირული. მე-20 ს-ის დასაწყისში სარგებლობდნენ არაბული დამწერლობით;
1929 წელს გადავიდნენ ლათინურზე, ხოლო 1939 წელს კირილიცაზე. რელიგია -
ისლამი (სუნიზმი).

3. ქართული წერილობითი ძეგლები თურქულ ეთნოსთა შესახებ

ქართველი და თურული მოდგმის ხალხების ურთიერთობა იწყება მე-5


საუკუნიდან. პირველად თურქი ხალხი ნახსენები არიან იაკობ ხუცესის
ნაწარმოებში „შუშანიკის წამება“, სადაც წერია, რომ ვარსქენი მიდის ჰუნებთან
საბრძოლველად. ჰუნები არიან თურქულენოვანი ხალხი, რომლებიც ასევე
ცნობილია ვახტანგ გორგასალთან მიმართებაში, რომ ვახტანგი სპარსელებთან
წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა ჰუნებს. ასევე ქართველებს ურთიერთობა
ჰქონდათ ხაზარებთან, რომლებიც ასევე თურქულენოვანი ეთნოსია. „ქართლის
ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ ხაზარული იყო ერთ-ერთი ენა, რომელიც
იზრახებოდა ქართლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, საქართველოს
სამეფოს ურთიერთობა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსთან. თურქ-სელჩუკთა
მმართველს, თოღრულ ბეგსა და ლიპარიტ ბაღვაშს ჰქონდათ ურთიერთობა. ასევე,
უნდა აღინიშნოს ალფ-არსლანი, რომელმაც ბაგრატის მეფობისას რამდენჯერმა
ილაშქრა საქართველოში. კიდევ ერთი ურთიერთობა ამ ორ ეთნოსს შორის
აღინიშნება დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც მან 1118 წელს საქართველოში
ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი. მე-15 ს-ის მეორე ნახევარში საქართველოს
გაუმეზობლდა ოსმალეთი. 1479 წლიდან ოსმალებმა დალაშქრეს: ჭანეთი, აჭარა
და სამცხის დიდი ნაწილი. 1578 წლიდან შეიქმნა ახალციხის საფაშო. ამ რეგიონში
სწრაფად გავრცელდა ისლამი და ამავდროულად თურქული ენის ელემენტებიც.

4. პაჭანიკები

მომთაბარე პაჭანიკთა ტომის ენა თურქულ ენათა ჯგუფში შედის. მე-9 საუკუნეში
გადასახლდნენ უდიდეს ტერიტორიაზე, ვოლგის ქვემო წელიდან დუნაის
შესართავამდე. ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა იყო. მე-10 საუკუნეში
ხშირად დათარეშობდნენ რუსი მთავრების სამფლობელოებში, მაგრამ 1036 წელს
იერუსლავ ბრძენმა ბოლო მოუღო მათ თარეშს.

ბილეთი #15

1. ენისეისა და ორჰონის წარწერათა ენა

ენისეისა და ორჰონის წარწერათა ენა VI-VIII სს-ში სტელებზე ამოკვეთილი


წარწერების ენაა. ისინი გაშიფრა 1893 წელს შვედმა მეცნიერმა ტომსენმა და 1894
წელს რუსმა თურქოლოგმა რადლოვმა. ამ წარწერათა ენა ოღუზურ ტომთა
ლიტერატურული ენა იყო, რომელსაც იყენებდნენ სხვადასხვა ეთნიკური და
სოციალური ფენები.

2. სალარები

სალარები თურქულენოვანი ხალხია, რომლებიც ცხოვრობენ ჩინეთში. ჩინურმა


და ტიბეტურმა ენებმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს სალარების ენაზე. ისინი
რელიგით სუნიტი მუსლიმები არიან.

3. თათრულის ნაირსახეობები

თათრების 36 დასახელება არსებობს: ზლატაუსტის, ყაზანის, ბილიბიჯანის,


ლიეტუვის, ციმბირის, ყირიმის და სხვა.

4. ოღუზები
ოღუზები არიან შუა საუკუნეების თურქული მოდგმის ტომები, რომლებიც
ცხოვრობდნენ მე-11 საუკუნემდე, ცენტრალური აზიის სტეპებში. გადმოცემით
ოღუზთა 24 ტომი არსებობდა. თურქულ ენათა სამხრეთ-დასავლურ შტოს
ოღუზურსაც უწოდებდნენ. როგორც ცნობილია, თურქული, აზერბაიჯანული,
თურქმენული, გაგაუზური და ყირიმის თათრულის ერთი დიალექტი - აი ამ
ენებით არის რეალიზებული თურქულ ენათა ოჯახში ოღუზური შტო.

ბილეთი #16

1. ქართული წერილობითი ძეგლები თურქულ ეთნოსთა შესახებ

ქართველი და თურული მოდგმის ხალხების ურთიერთობა იწყება მე-5


საუკუნიდან. პირველად თურქი ხალხი ნახსენები არიან იაკობ ხუცესის
ნაწარმოებში „შუშანიკის წამება“, სადაც წერია, რომ ვარსქენი მიდის ჰუნებთან
საბრძოლველად. ჰუნები არიან თურქულენოვანი ხალხი, რომლებიც ასევე
ცნობილია ვახტანგ გორგასალთან მიმართებაში, რომ ვახტანგი სპარსელებთან
წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა ჰუნებს. ასევე ქართველებს ურთიერთობა
ჰქონდათ ხაზარებთან, რომლებიც ასევე თურქულენოვანი ეთნოსია. „ქართლის
ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ ხაზარული იყო ერთ-ერთი ენა, რომელიც
იზრახებოდა ქართლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, საქართველოს
სამეფოს ურთიერთობა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსთან. თურქ-სელჩუკთა
მმართველს, თოღრულ ბეგსა და ლიპარიტ ბაღვაშს ჰქონდათ ურთიერთობა. ასევე,
უნდა აღინიშნოს ალფ-არსლანი, რომელმაც ბაგრატის მეფობისას რამდენჯერმა
ილაშქრა საქართველოში. კიდევ ერთი ურთიერთობა ამ ორ ეთნოსს შორის
აღინიშნება დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც მან 1118 წელს საქართველოში
ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი. მე-15 ს-ის მეორე ნახევარში საქართველოს
გაუმეზობლდა ოსმალეთი. 1479 წლიდან ოსმალებმა დალაშქრეს: ჭანეთი, აჭარა
და სამცხის დიდი ნაწილი. 1578 წლიდან შეიქმნა ახალციხის საფაშო. ამ რეგიონში
სწრაფად გავრცელდა ისლამი და ამავდროულად თურქული ენის ელემენტებიც.

2. გაგაუზური ენა და გაგაუზთა საცხოვრისი

მოლდოვასა და უკრაინაში მცხოვრები თურქულენოვანი ხალხი. ლაპარაკობენ


გაგაუზურ ენაზე, მორწმუნე გაგაუზები მართლმადიდებლები არიან. მკველვართა
ნაწილს ისინი მიაჩნია გათურქებულ ბულგარელებად.

3. დამწერლობები , რომელთაც იყენებდნენ თურქული მოდგმის ერები

1) რუნული, საკუთრივ თურქული წარმომავლობის დამწერლობა - ორხონისა და


ენისეის ძეგლთა დამწერლობა. (2) ძველი უიღურული დამწერლობა - ესეც
თურქული წარმომავლობის დამწერლობაა სოღდიურ ანბანზე დაყრდნობით.
(3) არაბიკა - არაბული დამწერლობა. (4) კირილიცა - მე-20 ს-ში სსრკ-ში
შემავალი თურქული წარმომავლობის ხალხთა წერილობითი რეალიზაცია
სწორედ კირილიცათი განხორციელდა. (5) ლათინური ანბანი - 1928 წელს
ქემალ ათათურქის ინიციატივით ანატოლიელი თურქები ლათინურ ანბანზე
გადავიდნენ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანელები, უზბეკები და
თურქმენები გადავიდნენ ლათინურ ანბანზე.

4. ყუმანები

თურქული მოდგმის მომთაბარე ხალხი, XIს-ის დასაწყისში ვოლგის


აღმოსავლეთის ნაპირებიდან დაიძრნენ მოწინავე შავი ზღვის სტეპებისკენ.
შემდეგ გადალახეს დნეპრი და მიაღწიეს დუნაის ქვედა დინებას.სწორედ ამ
მომენტიდან ისინი დასახლდნენ იქ და მათი განსახლების ადგილი გადაჭიმული
იყო დუნაიდან ირტიშამდე. მათი ენა – ყუმანური – ყივჩაღურ შტოს მიეკუთვნება.

ბილეთი #17

1. ქართველთა და თურქული მოდგმის ხალხთა ურთიერთობანი

ქართველი და თურული მოდგმის ხალხების ურთიერთობა იწყება მე-5


საუკუნიდან. პირველად თურქი ხალხი ნახსენები არიან იაკობ ხუცესის
ნაწარმოებში „შუშანიკის წამება“, სადაც წერია, რომ ვარსქენი მიდის ჰუნებთან
საბრძოლველად. ჰუნები არიან თურქულენოვანი ხალხი, რომლებიც ასევე
ცნობილია ვახტანგ გორგასალთან მიმართებაში, რომ ვახტანგი სპარსელებთან
წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა ჰუნებს. ასევე ქართველებს ურთიერთობა
ჰქონდათ ხაზარებთან, რომლებიც ასევე თურქულენოვანი ეთნოსია. „ქართლის
ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ ხაზარული იყო ერთ-ერთი ენა, რომელიც
იზრახებოდა ქართლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, საქართველოს
სამეფოს ურთიერთობა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსთან. თურქ-სელჩუკთა
მმართველს, თოღრულ ბეგსა და ლიპარიტ ბაღვაშს ჰქონდათ ურთიერთობა. ასევე,
უნდა აღინიშნოს ალფ-არსლანი, რომელმაც ბაგრატის მეფობისას რამდენჯერმა
ილაშქრა საქართველოში. კიდევ ერთი ურთიერთობა ამ ორ ეთნოსს შორის
აღინიშნება დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც მან 1118 წელს საქართველოში
ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი. მე-15 ს-ის მეორე ნახევარში საქართველოს
გაუმეზობლდა ოსმალეთი. 1479 წლიდან ოსმალებმა დალაშქრეს: ჭანეთი, აჭარა
და სამცხის დიდი ნაწილი. 1578 წლიდან შეიქმნა ახალციხის საფაშო. ამ რეგიონში
სწრაფად გავრცელდა ისლამი და ამავდროულად თურქული ენის ელემენტებიც.

2. ოსმალ ები’
ოსმალები იყვნენ შუა აზიიდან მოსული თურქული ტომები. მუსლიმი თურქები,
მათ დიდი და კარგად ორგანიზებული იმპერია შექმენს. ოსმალური,
გამოიყენებოდა ადმინისტრაციული და ლიტერატურული მიზნებისთვის.
შეიცავს ნასესხობებს სპარსულიდან, რომელმაც თავის დროზე ბევრი არაბული
ელემენტი შეითვისა. ოსმალური გახდა სამწიგნობრო ენა.

3. თურქულ ენაზე მეტყველებენ

ავშარები (ჩრდ. ირანი), ალთაელები (ალთაის მხარე, ალთაისკი), ბალყარელები


(ჩრდ. კავკასია), აზერბაიჯანელები (აზერბაიჯანი, ირანი), ურუმები (უკრაინა),
თურქები (მცირე აზია), თურქმენები (შუა აზია), გაგაუზები (მოლდოვა), ხაკასები
(ციმბირი), ყაჯარები (ირანი), უიღურები (ჩინეთი), იაკუტები (ციმბირი),
სალარები (ჩინეთი), ყაზახები (ყაზახეთი), უზბეკები (შუა აზია), 36 დასახელების
თათრები (ყირიმი, ფინეთი), ხალაჯები (ირანი), შორები (ციმბირი), ყარაჩაელები
(ჩრდ. კავკასია).

4. ანატოლიელი თურქები

ცხოვრობენ ჩვენს მეზობლად, მცირე აზიის ნახევარკუნძულზე.საუბრობენ


თურქულ ენაზე. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია.

ბილეთი #18

1. პანთურქი ზმი

პანთურქიზმი არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აზერბაიჯანსა და


თურქეთში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა თურქული ხალხის კულტურულ და
პოლიტიკურ კონსოლიდაციას, საერთო სახელმწიფოსა ან კონფედერაციის
შიგნით.

2. ყაზახებ ი

თურქული მოდგმის ხალხი, ყახაზეთის ძირითადი მოსახლეობაა. ცხოვრობენ


აგრეთვე უზბეკეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, რუსეთის ფედერაციასა და
ჩინეთში. ისინი არიან სუნიტი მუსლიმები. ყაზახური ენა განეკუთვნება ყივჩაღურ
ენათა ქვეჯგუფს. დედაქალაქს ერქვა ალმაატა,შემდეგ – ალმათი; გადატანილ იქნა
ასტანაში, რომელსაც ნურსულთანი დაერქვა 2019-ში.

3. თურქული მოდგმის ხალხთა რელიგიები

თურქების უმრავლესობა მაჰმადიანია,ისლამის აღმსარებელია. უმეტესობა არის


სუნიტი, ხოლო უმცირესობა – შიიტი. არიან აგრეთვე როგორც ქრისტიანული,
ასევე იუდაიზმის აღმსარებლები.
4. ხაზარე ბი

თურქულენოვანი , ნახევრად მომთაბარე ხალხი ცენტრალური აზიიდან,


რომლებმაც VIIIს-ში დამოუკიდებელი სახანო შექმნეს ჩრდილოეთ კავკასიაში. Xს-
ში ხაზართა, სახაკანოს დაცემის შემდეგ ხაზარებმა ასიმილაცია განიცადეს
სხვადასხვა ადგილობრივ ხალხთან.

ბილეთი #19

1. თურქული წარმომავლობის მკვდარი ენები

თურქულ ენაში არის 15 მკვდარი ენა: ბულგარული (ვოლგისპირეთი), ძველი


უიღურული (ძველი უიღურების სალიტერატურო ენა), ჰუნების ენა,
ყარახანიდულ-უიღურული ენა (ყარახანიდების სახელმწიფოში), მამლუქურ-
ყივჩაღური ენა (ეგვიპტეში და სირიაში), ოღუზური ენა (არალისპირა რეგიონში,
X-XI სს-ში ოღუზები საკომუნიკაციო ენა), ორხონისა და ენისეის წარწერათა ენა,
პაჭანიკური ენა (სამხრეთ უკრაინა და ბალკანეთის ნ.კ.), პოლოვცების ენა
(გავრცელებული იყო ძველი რუსეთის სახელმწიფოში), Türki ენა (ცენტრალური
აზია, კავკასიონი, მცირე აზია და ყირიმი), ხაზართა ენა (ვოლგისპირეთი),
ხორეზმულ-თურქული ენა (ხორეზმი, ცენტრალური აზია), ჩაღათაური ენა,
ყივჩაღური ენა (ევრაზიაში, ეგვიპტელი მამლუქები საუბრობდნენ ამ ენაზე),
ყუმანთა ენა (დაღესტანში).

2. ყუმუხები

დაღესტნის თურქულენოვანი მოსახლეობაა. მათი რაოდენობა რესპუბლიკაში


366 000 კაცია. ავარიელებისა და დარგინელების შემდეგ მესამე ადგილზე არიან.
მთლიანად რუსეთის ფედერაციაში 422 000 ყუმუხი ცხოვრობს.

3. ენისეისა და ორჰონის ძეგლთა დამწერლობა

VI-VIII საუკუნეებში სტელებზე ამოკვეთილი წარწერების ენა. ორხონისა და


ენისეის წარწერები 1893 წელს გაშიფრა შვედმა მეცნიერმა ტომსენმა და რუსმა
თურქოლოგმა, რადლოვმა (ორი კვირის შემდეგ). ამ წარწერათა ენა ოღუზურ
ტომთა ლიტერატურული ენა იყო, რომელსაც იყენებდნენ სხვადასხვა ეთნიკური
და სოციალური ფენები.

4. ჩაღათური ენა

შუა საუკუნეების შუააზიური თურქული ენა, თანამედროვე უზბეკური და


უიღურული ენა არის პირდაპირ გაგრძელება ჩაღათაური ენისა, რომელიც დღეს
მკვდარ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.
ბილეთი #20

1. თურქულ ენებზე მეტყველებე ნ

ავშარები (ჩრდ. ირანი), ალთაელები (ალთაის მხარე, ალთაისკი), ბალყარელები


(ჩრდ. კავკასია), აზერბაიჯანელები (აზერბაიჯანი, ირანი), ურუმები (უკრაინა),
თურქები (მცირე აზია), თურქმენები (შუა აზია), გაგაუზები (მოლდოვა), ხაკასები
(ციმბირი), ყაჯარები (ირანი), უიღურები (ჩინეთი), იაკუტები (ციმბირი),
სალარები (ჩინეთი), ყაზახები (ყაზახეთი), უზბეკები (შუა აზია), 36 დასახელების
თათრები (ყირიმი, ფინეთი), ხალაჯები (ირანი), შორები (ციმბირი), ყარაჩაელები
(ჩრდ. კავკასია).

2. ყარაიმები

იუდაიზმის მიმდევარი თურქულენოვანი ხალხი აღმოსავლეთ ევროპაში.


ყარაიმები უარყოფენ თალმუდსა და აღიარებენ საღვთო წერილს.
წარმომავლობით არიან ყირიმიდან, დამკვიდრდნენ კი ლიეტუვასა და
პოლონეთში. ცხოვრობენ ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში.
აღმსარებლობით იუდეველები არიან. ყარაიმელთა მხოლოდ 20%-მა იცის
ყარაიმული ენა. ისინი ხშირად ტრილინგვები არიან. გამოჩენილი პოლონელი
თურქოლოგი, ეროვნებით ყარაიმი ანანიაშ ზაიონჩკოვსკი (1903-1970) თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად იყო არჩეული.

3. ძველი თურქული დამწერლ ობა

რუნული, საკუთრივ თურქული წარმომავლობის დამწერლობა - ორხონისა და


ენისეის ძეგლთა დამწერლობა. (2) ძველი უიღურული დამწერლობა - ესეც
თურქული წარმომავლობის დამწერლობაა სოღდიურ ანბანზე დაყრდნობით. (3)
არაბიკა - არაბული დამწერლობა. (4) კირილიცა - მე-20 ს-ში სსრკ-ში შემავალი
თურქული წარმომავლობის ხალხთა წერილობითი რეალიზაცია სწორედ
კირილიცათი განხორციელდა. (5) ლათინური ანბანი - 1928 წელს ქემალ
ათათურქის ინიციატივით ანატოლიელი თურქები ლათინურ ანბანზე
გადავიდნენ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანელები, უზბეკები და
თურქმენები გადავიდნენ ლათინურ ანბანზე.

4. თურქმენები

თურქმენეთის ძირითადი მოსახლეობა; ცხოვრობენ აგრეთვე ავღანეთში, ირანში,


თურქეთში, საუბრობენ თურქმენულ ენაზე. რელიგია – სუნიტი მუსლიმები.
დედაქალაქი აშხაბადი.

You might also like