You are on page 1of 24

ლექცია 8 სკანდინავური ლექსიკური ერთეულები ინგლისურ ენაში

ენობრივი სესხების პროცესები ისტორიული და ენობრივი ფაქტორებითაა


გამოწვეული. მოცემული ლექცია ითვალისწინებს სკანდინავური ნასესხები ლექსიკური
ერთეულების პრობლემის თავისებურებების განხილვას, მის არსსა და მნიშვნელობას
ინგლისურ ენაში. ასევე, ინგლისის ტერიტორიაზე სკანდინავიური ტოპონიმების
გავრცელებას და მათი დამკვიდრების პროცესს.
ინგლისური ენის ლექსიკის დაახლოებით ერთი ნახევარი გერმანიკული (ძველი
ინგლისური და სკანდინავიური), ხოლო მეორე ნახევარი
კი რომანული (ფრანგული და ლათინური) სიტყვებისაგან შედგება.
ბრიტანეთის კუნძულებზე სკანდინავთა ოთხსაუკუნოვანი ყოფნის პერიოდში
ინგლისურ ენაში შემოვიდა დიდი რაოდენობით სკანდინავური სიტყვები. ძირითადად ეს
საყოფაცხოვრებო სფეროს სიტყვები იყო, რამაც არსებითად გამოიწვია სკანდინავიელთა
და ანგლო-საქსთა მოსახლეობის თანაარსებობის პროცესი.
სკანდინავური და ინგლისური ენების გენეტიკურმა სიახლოვემ, მრავალი სიტყვის
ძირის და დამხმარე სიტყვების მსგავსებამ გაუადვილა ამ ორ ერს ურთიერთობა და
თანაარსებობა.
მოვახდენთ მცირე ისტორიულ ექსკურსს დანიელთა მიერ ინგლისის ტერიტორიის
ნაწილის დაპყრობის შესახებ.
სკანდინავიელები ბრიტანეთის ტერიტორიებს, შოტლანდიას, ირლანდიას და
ინგლისს ხშირად თავს ეხსმოდნენ. სწორედ ამ მოვლენებით აღინიშნება ვიკინგების ეპოქის
დასაწყისი.
ვიკინგების წინაპრები გერმანელი ტომები იყვნენ, რომლებმაც ვიკინგების ეპოქამდე
2 000 წლით ადრე დაიწყეს ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან დანიაში, ნორვეგიასა და
შვედეთში — სკანდინავიაში — გადასახლება. თავიანთი წინაპრების მსგავსად, ვიკინგები
ფერმერები იყვნენ, თვით ისინიც კი, რომლებიც თავდასხმებში მონაწილეობდნენ.
ისტორიკსების აზრით, ამის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება მოსახლეობის
სიჭარბე და სახნავი მიწების უკმარისობა ყოფილიყო . ერთ წიგნში ნათქვამია: „ვიკინგების
პირველი თაობებიდან უმეტესობა სიმდიდრის მოპოვებისკენ ისწრაფვოდა და არა მიწის
დასაკუთრებისკენ (The Oxford Illustrated History of the Vikings)“. ვიკინგები შეიძლება იმ
მიზნით ტოვებდნენ სკანდინავიას, რომ თავი აერიდებინათ საგვარეულო შუღლისა და
ადგილობრივი ომებისთვის.

ახ. წ. 793 წლის ივნისში ნორთუმბერლენდის სანაპიროსთან (ინგლისი) მდებარე


პატარა კუნძულ ლინდისფარნზე, რომელსაც აგრეთვე ჰოლი-აილენდი ეწოდება,
ხომალდებიდან, ხმლებითა და ცულებით შეიარაღებული მრისხანე გამომეტყველების
ვიკინგები თავს დაესხნენ მოსახლეობას და ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. თავდამსხმელებმა
მონასტრიდან ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ქვები და სხვა განძი გაიტაცეს. შემდეგ კვლავ
ჩრდილოეთის ზღვისკენ აიღეს გეზი და გაუჩინარდნენ. ეს მძარცველები ვიკინგები იყვნენ.
ისინი თავიანთი შეუბრალებელი თავდასხმებით გამოირჩეოდნენ.

ვიკინგებს ჰქონდათ შესაფერისი გადასაადგილებელი საშუალება — გალერა


(სამხედრო ხომალდი), რათა ფარულად მოეწყოთ თავიანთი თავდასხმები და
გაუჩინარებულიყვნენ.
ისტორიკოსების შეფასებით, ეს გემი ადრეულ შუა საუკუნეებში ერთ-ერთი შესანიშნავი
ტექნოლოგიური მიღწევა იყო. ვიკინგები ამ მცირე წყალწყვის მოხერხებული, ნიჩბებიანი
და აფრებიანი, გემების წყალობით თავიანთ ეპოქაში მათ მიერ დალაშქრული ტერიტორიის
ყველა ზღვის, ტბისა და მდინარის ბატონ-პატრონები გახდნენ.

მალე დანიელი და ნორვეგიელი ვიკინგები ბრიტანეთის კუნძულებს მიადგნენ უკვე


არა როგორც მძარცველთა ბანდები, არამედ როგორც ჯარი, რომელსაც სამხედრო ფლოტი
უმაგრებდა ზურგს. ამ ხომალდებიდან ზოგი, შესაძლოა, 30 მეტრი სიგრძის იყო და 100
მეომარს იტევდა. მომდევნო წლებში ვიკინგები ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისს
დაეპატრონნენ; ეს ის ტერიტორიაა, რომელიც დენლოს სახელწოდებით გახდა ცნობილი,
რადგან იქ დანიური კულტურა და კანონები უპირატესობდა.
ინგლისის სამხრეთ ნაწილში, უესექსში, საქსონი მეფე, ალფრედ დიდი, და მისი
მემკვიდრეები გასაქანს არ აძლევდნენ ვიკინგებს. მაგრამ 1016 წელს აშინგტონთან დიდი
ბრძოლისა და მოგვიანებით უესექსის მეფის, ედმუნდის, სიკვდილის შემდეგ, ვიკინგების
ბელადი კნუდი, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებდა, ინგლისის ერთპიროვნული
მმართველი გახდა.
ტერმინი “ვიკინგი” – Viking სავარაუდოდ საქსური სიტყვიდან wic (სამხედრო ბანაკი)
მოდის, თუმცა არის სხვა ვერსიებიც. თუმცა არის სხვა ვერსიებიც, viking – ‘pirate raid’ -
,პირატის თავდახსმას’ ნიშნავს. ფრანგული წყაროები ვიკინგებს Nordmanni
(ჩრდილოელი ხალხი ან ნორმანები) უწოდებენ, გერმანულები კი Ascomanni (იგივე “ეშმენ”,
ash – იფანს ნიშნავს), რადგან ვიკინგთა ზოგიერთი გემი იფნის ხისგან მზადდებოდა, თუმცა
ასევე მუხასაც იყენებდნენ.

IX საუკუნის ბოლოს უესექსის მეფე ალფრედ დიდი სკანდინავებთან მძიმე


ბრძოლის შემდეგ დათანხმდა ქვეყნის დაყოფას, რომლის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი
უესექსის ტერიტორიის ჩათვლით მას დარჩა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისი კი
დანიელებს გადაეცა. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც - Danelaw-ს სახელწოდებით გახდა
ცნობილი, რადგან იქ დანიური კულტურა და კანონები უპირატესობდა.

Danelaw, the Scandinavian sphere of influence

სკანდინავიელთა შემოსევებმა და მათმა ჩამოსახლებამ, გამოიწვია ორი


ახლოდმონათესავე ენის შერწყმა. სკანდინავური და ინგლისური ენების გენეტიკურმა
სიახლოვემ, მრავალი სიტყვის ძირის და დამხმარე სიტყვების მსგავსებამ გაუადვილა ამ ორ
ერს ურთიერთობა და თანაარსებობა.
პირველ ხანებში ადგილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო ტერმინების შემოსვლას

ინგლისურ ენაში. მაგალითად:  land - მიწა, ქვეყანა, მხარე; ნიადაგი;  ground – გრუნტი,
მიწა, ნიადაგი, bloom - ყვავილობა. მათი გამოჩენა ენაში მიუთითებს იმაზე, რომ
დასაწყისში ვიკინგები იყვნენ მიწათმოქმედები, ამუშავებდნენ ნაყოფიერ მოწის ნაკვეთებს,
არა მარტო ტავიანთ სამშობლოში, არამედ, ასევე ბრიტანეთის კუნძულებზე.
საინტერესოა 2 სკანდინავური ნასესხობა, რომელიც გამოხატავს წელიწადის დროებს:
«winter» – « ზამთარი» და  «summer» – «ზაფხული».

კვირის დღეების სახელწოდებების წარმოშობა უკავშირდება სკანდინაველი წარმართი


ღმერთების სახელს. როცა ანგლო-საქსებმა გადაწყვიტეს კვირის დღეებისთვის მიეცათ
სახელები, მათ აიტაცეს რომაელების იდეა, რათა კვირის დღეებისთვის მიენიჭებინათ
მზისა და მთვარის ღმერთების სახელები. მაგრამ მათ არ გამოუყენებიათ არც თავიანთი და
არც რომაელი ღმერთების სახელები. მათ შეარჩიაეს სკანდინაველი ღმერთების სახელები,
როგორც ცნობილია, ვიკინგები იყვნენ წარმართები, მაგრამ X საუკუნის ბოლოსთვის ისინი
პრაქტიკულად გახდნენ ქრისტიანები, მაგრამ ძველი ღმერთების მიმართ მათ პატივისცემა
არ დაუკარგავთ.
მაშასადამე, 7 კვირის დღიდან, 4 ატარებს სკანდინაველი ღმერთების სახელს.

Tuesday - სამშაბათი - Tiw’s day (Tiwes doeg  Twisday  Tuesdai  Tuesday), თიუს


დღე, რომელიც იყო ყველაზე მამაცი და გაბედული. სკანდინავური მითები
მოგვითხრობენ, რომ მას ჰქონდა ერთ ხელი, რადგანაც ხელი მას მოაჭამა მგელმა- მაქციამ
ფერირმა.

Wednesday - ოთხშაბათი    – Woden’s day (Wodens doeg  Wednesdai Wednesday -


(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) - ოდინის დღე, რომელსაც ასევე უწოდებდნენ
ვოტანს ან ვოდანს, რომელიც ითვლებოდა ღმერთების მამად. ის არის ღმერთი
შემოქმედების, ბრძოლის, პოეზიის, საიდუმლოებების, მიცვალებულების;

Thursday - ხუთშაბათი - Thunor’s day (Thunes doeg Thurnes


dai Thoresdai  Thursday), (Þórr, Thor, Thunar, Donar) - თორის დღე, ღმერთი. თორი
არის ოდინის და იორდის (დედამიწა) უფროსი შვილი. სკანდინავიურ მითოლოგიაში,
ელვის და ქუხილის თორი არის ყველაზე ძლიერი ადამიანთა და ღმერთთა შორის.

Friday - პარასკევი - Frig’s day (Frige doeg  Fridai  Friday), გერმანულ-


სკანდინავიურ მითოლოგიაში სიყვარულის, სიმღერის, მშვიდობის და კეთილდღეობის
მშვენიერი ქალღმერთი.
როგორც ზევით უკვე აღვნიშნეთ ანგლო-საქსებსა და ვიკინგებს საკმაოდ მსგავსი
კულტურის მატარებლები იყვნენ. ისინი მსგავს ენებზე და მსგავს ტრადიციებზე
იზრდებოდნენ. ინგლისში სკანდინავიელების ჩამოსახლების შემდეგ დაიწყო ვიკინგებისა
და ანგლო-საქსების სწრაფი ინტეგრირების პროცესი.
სკანდინავიურმა ლექსიკამ შემოაღწია ინგლისური ენის ლექსიკის თითქმის ყველა
სფეროში. მაგალითად:
არსებითი სახელები - anger, bank, beef, birth, booth, bull, cake, crop, dike, egg,
fellow, gate, gear, guest, husband, kid, knife, law, leg, pork, root, rove, rug,  sister, screech, scalp,
score, skill, skin, skip, skirt, skull, sky,  trust, veil, wing window   და ა. შ.
ზედსართავი სახელები - awkward, flat, happy, ill, loose, low, ill,  odd, rotten, shriek, sly,
ugly, weak, wrong და ა. შ.
ზმნები - cast, call, clip, crawl, cut, die, drown, happen, drown, gasp, get,  give, kick, lift, nag,
raise, scare, scream, seem, , take, thrive, thrust, are, want და ა. შ. ზმნა to be-ის აწმყო მარტივის
მრავლობითი ფორმა are. იგივე დროში ზმნების მე-3 პირის მხოლობითი რიცხვის
აღმნიშვნელი ელემენტი -s.
ნაცვალსახელები - both, same, they, them, their.
წინდებულები: fro, to:

სურ. 8
ინგლისურ ენაში ასევე აქვს ადგილი ორივე სინონიმური ვარიანტი გამოიყენებას.

სკანდინავური ინგლისური
სიტყვები სიტყვები
give sell
skill craft
ill sick
sky Heaven
მათთან ერთად შენარჩუნდა ინგლისური პარალელები - nay, from, shirt, ditch, welkin,
shriek;
ხოლო მოგვიანებით, XVI-XIX საუკუნეებში ნასესხები იყო შედარებით მცირე
რაოდენობის სიტყვები. ასე მაგალითად: geyser, clumsy, saga, ski, storting, tungsten, viking,
valkyrie და ა .შ.
ნიშანდობლივია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნაცვალსახელების - ‘they’, ‘them’ და
‘their’ სკანდინავიური გამოთქმები გაითავისა ინგლისურმა ენამ. ეს თითქოსდა უჩვეულოა,
რომ გრამატიკული ელემენტებიც იყო ნასესხები ინგლისური ენის მიერ.
ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომანგლო-საქსებსა და ვიკინგებს შორის ფართო
კონტაქტი იყო დამყარებული და თანდათან ადგილი ჰქონდა ორივე ჯგუფის
ინტეგრირების პროცესს.
ზოგი სიტყვა მათი ეტიმოლოგიის პოზიციიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესოს
წარმოადგენს:
husband < OSc. hūs + bondi (the master of the house);

window < OSc. vind + auga (an eye for wind);

fellow < OSc. fē + lagi (the one who shares a fee).

რთულს წარმოადგენს სკანდინავიური სიტყვების გამორჩევა, ენების ერთმანეთთან


ასე ახლოს ნათესაობია გამო. ბევრი სიტყვა, რომელიც ჩანს თითქოს სკანდინავიურია,
სინამდვილეში არის ძირეული ინგლისური სიტყვებია.
აქ შეიძლება რამდენიმე მინიშნებას მივაქციოთ ყურადღება, გამოვიცნოთ სიტყვა
სკანდინავიური ნასესხობაა, თუ არა:
ყველა პოზიციაში გერმანიკული /sk/ გახდა / ʃ / (sh) ეს ცვლილება მოხდა გვიან
სკანდინავიურში, ამიტომაც სიტყვები როგორიცაა shall, shoulder და shirt ძირეულ
ინგლისურ სიტყვაბად ითვლება, მაშინ როცა skin, sky და skirt სკანდუნავიური სიტყვებია.
ადრეულ ძველ ინგლისურში გერმანიკული /g/ ხმოვნების წინ გახდა /j/ და /k/
გახდა /ʃ/.
ძველ სკანდინავიურში /g/ და /k/ დარჩა უცვლლელი. ამრიგად, child, choose და yield
ყველა ძირეული სიტყვებია, მაშინ როცა give, gift, kid და kindle სკანდინავიურებია.
მაშასადამე, ზემოთქმულიდან გამომდინარე განსხვავებული მახასიათებლები ენებს
შორის შენარჩუნდა დანიურ სიტყვებში /k/, /g/, /sk/, მაშინ როცა ინგლისურ ენაში ისინი
გადაიქცნენ შიშინა ბგერებად:
ინგლისური            სკანდინავური

shirt                          skirt
shriek                       screech
from                          fro ( to and fro)
whole                        hale
ძველ ინგლისურში სიტყვა ‘take’ იყო niman, მაგრამ გვიანდელ ძველ ინგლისურში
შეინიშნება სიტყვა tacan. ძველ სკანდინავიური სიტყვა იყო taka, რომელიც მიუთითებს
იმას, რომ ის ნასესხები იყო სკანდინავიელებისგან.
იმავე გზით, სიყტვა ‘law’ თავდაპირველად æ მაგრამ მოგვიანებით წერილობითი
ფორმა გახდა lagu რომელიც წარმოშობილია ძველი სკანდინავიურიდან, ხოლო უფრო
ადრინდელი ვარიანტია პროტო-გერმანიკული legam.
ფაქტიურად, იურიდიულ სფეროში დიდი რაოდენობით სკანდინავიური სიტყვების
მსჯელობისას, ვივკინგებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ანგლო-საქსთა
კანონმდებლობასა და მართლწესრიგზე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოვიყვანოთ
რამდენიმე მაგალითი: fellow (‘partner’ პარტნიორი) law და outlaw. მრავალი
სკანდინავიური სიტყვა, რომელიც დაკავშირებულია სამართლის სფეროსთან არსებობდა
ძველ ინგლისურში, მაგრამ მოგვიანებით შეცვლილ იქნა. სკანდინავიელებმა შემოიტანეს
თავიანთი კანონები და ადათ-წესები არა მარტო დეინლოში - Danelaw, არამედ
ჩვეულებითი სამართალი ფართოდ გავრცელდა და აღიარა მთელმა ინგლისმა.
ინგლისური ენის ლექსიკური ფონდი იცვლებოდა და ივსებოდა მრავალი
საუკუნეების განმავლობაში უცხოური ენებიდან შემოსული სიტყვებით, თუმცა მას თავისი
თვითმყოფადობა არ დაუკარგავს და არ გადაქცეულა ,,ჰიბრიდულ’’ ენად. მან გაამდიდრა
თავისი ლექსიკური მარაგი საუკეთესო ენობრივი ელემენტებით, რომელსაც მოიპოვებდა
მთელი ისტორიის მანძილზე.
სკანდინავურ ნასესხობათა გავლენა ინგლისის ტოპონიმიკაზე

წარმოუდგენელია თანამედროვე მსოფლიო გეოგრაფიული სახელწოდებების


გარეშე. ყოველ ტოპონიმს გააჩნია სხვადასხვა ინფორმაცია: ისტორიული, გეოგრაფიული,
ლინგვისტური, რადგანაც გეოგრაფიული სახელები ეს ეპოქათა ისტორიული პროცესების
მომსწრეები არიან, როცა ხდებოდა მათი წარმოშობა, ფორმირება და გავრცელება ამა თუ იმ
ქვეყანაში.
საშუალო ინგლისურში სკანდინავურიდან სინონიმური სიტყვების დიდი ჯგუფი
გაჩნდა. ძველი და ახალი სიტყვები დროის გარკვეულ მონაკვეთში პარალელურად
არსებობდა, მაგრამ შემდგომში ერთ-ერთი მათგანი იკარგება. სხვადასხვა პერიოდში
სკანდინავურიდან ნასესხებ სიტყვებს მიეკუთვნება მრავალი სიტყვა თუ სუფიქსი.
-ton სუფიქსის ნაცვლად ფუნქციონირებს სკანდინავიური წარმოშობის სუფიქსი -by
- დასახლება, სოფელი Whitby, Derby, Ferriby, Grimsby, Ternby. ხუთასს წელზე მეტხანს ის
აქტიურად მონაწილეობდა ინგლისური ტოპონიმიის ფორმირებაში (პირველი დანიური
ჩამოსახლების დროიდან IX -დან XIII-XIVსს-მდე), რის გამოც ის მნიშვნელოვანწილად
შენარჩუნდა ჩვენს დრომდე.
გეოგრაფიულ სახელწოდებებში შემორჩა დაახლოებით 1400 სკანდინავური
წარმოშობის სიტყვა. ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში შენარჩუნდა სკანდინავური
ტოპონიმიკა. ეს ადგილები აღნიშნავს ვიკინგების დასახლებას. მაგალითად:
-brack, -breck, -brick (ფერდობი- slope) Haverbrack, Norbreck, Scarisbrick

-dale (=valley- ველი) Calderdale, Dovedale or Wensleydale

-fell (=hill- გორაკი) Scafell Pike, Whinfell

-force/foss (=waterfall- ჩანჩქერი) Catfoss, Fangfoss, High Force and Wilberfoss


-garth (=yard- ეზო) Applegarth, Arkengarthdale

-mel(ls) (=sand-dunes- ქვიშიანი დიუნები) Cartmel or Ingoldmells

ზოგი გეოგრაფიული სახელის პირველი ელემეტი წარმოშობილია ადამიანთა


სახელებიდან. ასე მაგალითად: Grim არის Grimsby-ის დამაარსებელი, ხოლო Olaf
(ცნობილი როგორც Anlaf ) არის Anlaby -ის დამაარსებელი. Bubwith არის “Bubba's wood”-
ბაბას ტყე.
ამჯერად წარმოგიდგენთ ტოპონიმებს, რომლებიც გამოხატავს
ადგილმდებარეობას. მაგალითად:
Holbeck არის დაბალი დინების ადგილი - “the place of the low-lying stream”

-beck (=brook- ნაკადული) Birkbeck, Troutbeck

Skipwith - აღნიშნავს ცხვრის ტყეს - the “sheep wood”

Derby

-by ,,ქალაქი’’, ,,სოფელი’’, ძვ. სკანდ. byr - Whitby, Derby, Ferriby, Grimsby.

Whenby - ადგილი ან ქალთა ფერმა - “the place” or “farmstead of women”

Derby - სოფელი , სადაც ირმებია ნაპოვნი - A village where deer are found.
Hunmanby ნიშნავს ძაღლის მომვლელის საცხოვრებელს - the “dwelling of dog keepers” (or
“houndmen”).
შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა მაგალითებიც კომპონენტით -by : Tenby, Corby,
Selby, Lumby, Tenby, Whitby.
ზოგი სახელი არის ანგლო-საქსური და სკანდინავიური ელემენტებისაგან
შექმნილი ჰიბრიდული წარმონაქმნი. ამრიგად, Grim ( ვიკინგი პრინცი) შედის არა მარტო
გეოგრაფიულ სახელში Grimsby, არამედ არის ქალაქ გრიმსთონის - Grimston
სახელწოდების ერთ -ერთი ელემენტი, სადაც -ton არის ინგლისური ელემენტი. მაგ:
Brighton, Coniston, Clacton, Everton, Broughton, Luton, Merton, Bolton, Workington, Preston,
Bridlington.
სტანდარტული სკანდინავიური დაბოლოება ქუჩის სახელწოდებისთვის არის
-gate, რომელიც წარმოშობილია ძველი სკანდინავურიდან - gata, რომელიც ნიშნავს გზას,
ქუჩას. მაგალითად:
Briggate (=bridge street- ხიდის ქუჩა)

Coppergate (=street of the cup makers- ფინჯნის მწარმოებლები)

Kirkgate (=church street- ტაძრის ქუჩა)

Skeldergate (=street of the shield makers - ფარის მწარმოებელთა ქუჩა)

ასევე მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: Flemingate, Hengate, Highgate Holgate,


Keldgate, Ladygate and Lairgate.
გეოგრაფიული სახელები დაბოლოებით – thorpe - ნიშნავს ფერმას, პატარა
სოფელს. (შვედ. - მიწის ნაკვეთი, გლეხის სახლი, ნორვეგიულ დიალექტებში სოფელი,
მცირე მიწის ნაკვეთი. -thorp, -throp or –trop) მაგ: Scunthorpe, Grimethorpe, Kellythorpe,
Langthorpe and Burythorpe. აღნიშნული გეოგრაფიული სახელები ძირითადად
მდებარეობს დეინლოს რველა საგრაფოებში.
Scunthorpe

კომპონენტი -holm (ინგლ.


კუნძული მდინარეზე, დანიურად-
პატარა კუნძული, შვედურად - holme
- პატარა კუნძული, ქვიანი,
მცენარეების გარეშე ტიტველი
კლდეებით). Holm გვხვდება როგორც
მარტივი ტოპონიმი Holme, ასევე
როგორც რთული სიტყვისგან შემდგარი ბოლო ელემენტი. მაგალითად: Heigholme,
Bromholm, Oxenholme, Tupholme.

Haverham Farm, Hempholme

გეოგრაფიულ სახელებს სკანდინავური ელემენტით -toft or -tofts ხშირად


შეხვდებით დეინლოს ტერიტორიაზე, რომელიც ნიშნავს პატარა ფერმას. მაგ. Lowestoft
-'kirk', 'kirk'- ინგლისური 'church' გახდა სკანდინავური დეინლოში და იხმარება
როგორც პრეფიქსი, ასევე როგორც სუფიქსი. Kirkwall, Ormskirk, Colkirk, Falkirk
Keswick

-wick ან -wich არის გეოგრაფიული სახელის ელემენტი. ზოგ -wicks -ს უეჭველია


არის სკანდინავური -vik (ყურე, უბე), როგორც სიტყვის ძირი. სხვა ინტერპრეტაციით ეს
ელემენტი ნიშნავს ,,ადგილს’’, რომელიც წარმოიშვა ლათინური სიტყვისგან vicus და
გახდა “wick”, და შესაძლოა ნიშნავდეს ,, ყურეს’’. ტოპონიმიკა ამ კომპონენტით
გვხვდება დეინლოს ზღვისპირეთში. მაგ. Warwick, Wick, Lerwick, Winwick, Barnoldswick,
Keswick, Prestwick, North Berwick, Berwick-upon-Tweed, Goodwick, Glodwick, Ardwick,
Beswick, Walberswick. არსებობს სხვა ვარიანტი, ანგლო-საქსურში ის ნიშნავს პორტს, ან
რაიმე სხვა ადგილს, რომელიც გათვალისწინებული სპეციალური ვაჭრობისთვის ან
მანუფაქტურისთვის. დაბოლოებებს –wick, -wich ასევე გააჩნიათ რამდენიმე
მნიშვნელობა, მაგარამ მათგან ერთ-ერთი თარგმანია “farm” - ფერმა, მაგალითად:
Chiswick - “Cheese farm” - ,,ყველის ფერმა’’, Gatwick - “goat farm” -თხის ფერმა.
-ness - სკანდინავიური ტოპონიმის ელემენტი ხშირია დეინლოს (Danelaw)
ტერიტორიაზე, კერძოდ კი, ზღვის სანაპიროებზე, რადგანაც მეზღვაური ვიკინგები
ყურადღებას აქცევდნენ ამ ტერიტორიებს, განსაკუთრებით კონცხებს. -ness
(=headland/promontory - წყარო) Dungeness, Holderness or Skegness.
Skegness Clock Tower

-ster - ტოპონიმის ბოლო ელემენტი, მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ფერმა,


რადგანაც “ster” წარმოშობილია ძველი სკანდინავური სიტყვისგან და ნიშნავს ფერმას.
მაგ: Lybster, Scrabster.
-thwaite - ტოპონიმები ამ სუფიქსით მდებარეობს Danelaw ტერიტორიაზე,
რომელიც ძირითადად ნორვეგიელ ვიკინგებს ჰქონდათ მოკავებული, შრმდეგ კი აქ
დანიეკები მოვიდნენ. ტოპონიმები ამ სუფიქსით ძირითადად პატარა სოფლებია
შემოღობილი კარ-მოდამოთი, ფერმის შენობები, რომლებიც გამოყოფილია ძირიტადი
ფერმიდან.

Haverthwaite - St Anne's Church

მოცემულ ლექციაში განვიხილეთ სკანდინავური ნასესხები ლექსიკური


ერთეულები და რამდენიმე სკანდინავური ტოპონიმი, აღვწერეთ მათი ეტიმოლოგია,
სტრუქტურა და მნიშვნელობა.
უპასუხეთ კითხვებს

რომელი ენებისგან შედგება ინგლისური ლექსიკა?


ვინ იყვნენ ვიკინგები?
რას ნიშნავს სიტყვა ,,ვიკინგი“?
სად არის ვიკინგების სამშობლო?
რატომ ტოვებდნენ ვიკინგები თავიანთ სამშობლოს?
ინგლისის ტერიტორიის რომელი ნაწილი გადაეცა დანიელებს და რა უწიდეს ამ
ტერიტორიას?
რა სახის ტერმინები შემოვიდა ინგლისურ ენაში?
რომელი წელიწადის დროის ამსახველი სიტყვები შემოვიდა ინგლისურ ენაში?
რომელი კვირის დღეები ატარებს სკანდინაველი წარმართი ღვთაებების სახელს?
დაასახელეთ სკანდინავური წარმოშობის რამდენიმე არსებითი სახელი, ზედსართავი
სახელი და ზმნა
SCANDINAVIAN LOAN WORDS IN ENGLISH LANGUAGE

The Viking Age lasted roughly from the middle of the eighth century to the beginning of
the eleventh. The Vikings were the Germanic tribes of the Scandinavian Peninsula and Denmark.
They were invaders and travelled by boat as far as North America in the west and Central Asia in the
east from about 700 AD to 1100.
The word “Viking” meant “pirate raid” in the Old Norse language that was spoken in
Scandinavia around the same period. And the Vikings are certainly most famous for their
plundering.
The British territory experienced another wave of North Germanic invasions in the 8th
century. The Vikings came from the Scandinavian Peninsula looking for land to settle and also for
the purpose of plunder.

In the 9th century they conquered and settled the the north and west of
Scotland, and some coastal regions of Ireland.
In June 793 AD, on the coast of Northumberland located on the Little Island
Lindisfarne, also known as the Holly-Island, ruthless look armed warriors with swords
and shields from ships attacked the population and started massacres of the native people.
The attackers seized gold, silver, precious stones and other treasures from the monastery.
After many battles against English Kings, Vikings from Denmark occupied York
in 867. Both Nottingham and York became part of the Viking domination. York became
the capital of a Viking kingdom that lasted almost without interruption up to 954. At the
end of the century, Alfred the Great King of Wessex agreed with the Scandinavians after
a hard struggle that the southwestern part of which remained in the territory of Wessex,
and the north-east England was handed over to Danis, known as Danelaw.
The Scandinavians were the next people to influence the English language, which
is also visible from the large number of place names where they settled. The area in
which they settled was called the Danelaw. The Danelaw, in the Anglo-Saxon
Chronicle also known as the Danelagh (Old English: Dena lagu; Danish: Danelagen). The
term Dena lage is first recorded in the early 11th century.

The following list serves only illustrative purposes and is not in any way
exhaustive, as there are around 900 Scandinavian words in Modern English.
NOUNS
band, bank, birth, booth, bull, calf (of leg), crook, dirt,
down (feathers), egg, fellow, freckle, gait, gap, girth, guess, hap, husband, kid, law, leg,
link, loan, race, reef (of sail), reindeer, rift, root, scab, scales, score, seat, sister, skill,

skin, skirt, sky, slaughter, steak, swain, thrift, tidings, trust, want, window, etc.

ADJECTIVES
awkward, flat, ill, loose, low, meek, muggy, odd, rotten, rugged, scant,

seemly, sly, tattered, tight, weak, etc.

VERBS
bait, bask, batten, cal, cast, clip, cow, crave, crawl, die, droop, egg

(on), flit, gape, gasp, get, give, glitter, hit, kindle, lift, lug, nag, raise, rake,

etc.

==================

Answer the questions:

What was Britain called in Viking times?

Which language did the Vikings speak?


How do Vikings say hello?
What language is closest to Viking?
What religion were the Vikings?
How do you say yes in Old Norse?
How did Christianity change the Vikings?

ლიტერატურა

Viking Scotland by Anna Ritchie (Batsford, 1993)


Viking Age England by Julian D Richards (Batsford, 1991)

უშვერიძე ნ. შელია მ. ინგლისური ენის ისტორია გამომცემლობა, ,,უნივერსალი’’, სოხუმის


სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2009

Russia-Sweden relations
Russia-Sweden relations date back to the 10th century; when Swedish
Vikings called Varangians founded new states that later evolved
into Russia, Ukraine and Belarus.
Historically the two countries have been connected since ancient days,
when Swedish Vikings traded on the big Russian rivers and started settlements
that later became large cities such as Novgorod and Kyiv. These settlements
gave rise to mutual bonds that were also dynastical, as a Swedish king (Rurik)
started a dynasty that came to rule uninterruptedly from the 8th to 16th
century as depicted in the Nestors chronicle. Even the name Russia is said to
emanate from Sweden as the old name for Swedish Vikings from the east were
Ros.

You might also like