You are on page 1of 4

ნორმანების მიერ ბრიტანეთის დაპყრობა და ინგლისური ენის ტიპოლოგიური გარდაქმნა.

ნორმანების ბრიტანეთში შემოსვლის ისტორიული კონტექსტი

ანგლოსაქსური ენის ანუ ძველი ინგლისურის ხანა დასრულდა XI საუკუნეში უკანასკნელი


ანგლოსაქსი მეფის ჰაროლდის ბრძოლის ველზე დაცემით. 1066 წელს გარდაიცვალა მეფე
ედვარდ აღმსარებელი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული თანამედროვე ინგლისის
მთავარი საეკლესიო ნაგებობა _ უესტმინსტერის სააბატო ლონდონში. ინგლისის მეფე
ედვარდი გარდაიცვალა 1066 წლის 5იანვარს, 23 წლიანი მეფობის შემდეგ. მემკვიდრეები არ
დაუტევებია, რამაც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიწვია სამმხრივი მეტოქეობა
გვირგვინისთვის, რომელიც დასრულდა ჰასტინგის ბრძოლაში და ინგლისის ანგლო-
საქსური მმართველობის განადგურებით.

სამმხრივ დავაში პირველი მეტოქე იყო ჰაროლდ გოდვინსონი. მეორე ყველაზე ძლიერი
ადამიანი ინგლისში და ედვარდის მრჩეველი. ჰაროლდის ძლიერმა პოზიციამ, ედუარდთან
ურთიერთობამ და მის მიმართ პატივისცემამ იგი ტახტის ლოგიკურ მემკვიდრედ აქცია.
სამეფო მოწონებით, ვიტანმა (სამეფო მრჩეველთა საბჭომ) ერთხმად აირჩია ჰაროლდი მეფედ.
მისი კორონაცია ედვარდის დაკრძალვის დღეს შედგა. თავზე გვირგვინის დადგმით დაიწყო
ჰაროლდის უბედურება.

ინგლისის არხის გადაღმა, ნორმანდიის ჰერცოგმა, ასევე განაცხადა პრეტენზია ინგლისის


ტახტზე. უილიამმა თავისი პრეტენზია გაამართლა ედვარდთან სისხლით ნათესაობით
(ისინი შორეული ბიძაშვილები იყვნენ) არის ასევე მოსაზრება რომ უილიამი ედვარდის
უკანონო შვილი იყო და ასევე იმით, რომ რამდენიმე წლით ადრე თავად ედვარდმა
გამოაცხადა ის თავის მემკვიდრედ. ყველაფრის გასართულებლად ის ასევე ამტკიცებდა, რომ
თავად ჰაროლდმა დაიფიცა მოწამეობრივი წმინდანის რელიქვიებზე, რომ ის მხარს
დაუჭერდა უილიამის უფლებას ტახტზე. უილიამის გადმოსახედიდან, როდესაც ჰაროლდმა
ტახტი დაიკავა, ის არამხოლოდ ედვარდის სურვილებს დაუპირისპირდა, არამედ დაარღვია
წმინდა ფიციც. ჰაროლდის მიერ წმინდა ფიცის დარღვევამ უილიამს მიაღებინა რომის პაპის
მხარდაჭერა. რომელმაც დაუყოვნებლივ აღკვეთა ჰაროლდი და მისი მომხრეები.

მესამე მეტოქე იყო ნორვეგიის მეფე ჰაროლდ ჰარდრადა როდესაც მან გაიგო ჰაროლდის
კორონაციის შესახებ, ის მაშინვე მოემზადა ინგლისში შესაჭრელად.

მეფე ჰაროლდს ასევე ჰქონდა პრობლემები ინგლისის ჩრდილოეთით- ძმათა მეტოქეობა.


ჰაროლდის ძმა ტოსტიგი შეუერთდა ნორვეგიის მეფეს და ჯარით გაეშურა იორკშირში.
ჰაროლმა თავისი ინგლისური არმია ლონდონიდან ჩრდილოეთით დაძრა მტრის
მოსაგერიებლად. 24 სექტემბერს, ტადკასტერში ჩასვლით მან მოიპოვა შესაძლებლოდა
დაუცველ მტერთან შერკინების. ინგლისის არმია დაღლილი და გამოფიტული იყო
ლონდონიდან ლაშქრობის შემდეგ, თუმცა მძიმე და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ 25
სექტემბერს ჰაროლდმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. ჰაროლდ ჰარდრადა და ტოსტიგი,
ორივე მოკლეს.
1 ოქტომბერს ჰაროლდი და მისი გამოფიტული არმია გაემართნენ სამასი კილომეტრით
სამხრეთით. ნორმანდიის ჰერცოგ უილიამსთან საბრძოლველად. ჰაროლდის დაღლილი
არმია შეხვდა უილიამის ახალ, დასვენებულ და ბრძოლა მოწყურებულ ნორმანდიულ ჯარებს
14 ოქტომბერს ჰასტინგსის მახლობლად და დაიწყო დიდი ბრძოლა.

თავდაპირველად, ორმხრივი საქსონური საბრძოლო ცულები ნორმანდიელი რაინდების


ჯავშანს ჭრიდნენ, მაგრამ ნელ-ნელა ნორმანდიელებმა დაიწყეს კონტროლის მოპოვება. მეფე
ჰაროლს ისარი მოხვდა თვალში და დაიღუპა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა მანამ, სანამ
ჰაროლდის ყველა ერთგული მცველი არ დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ უილიამმა მოიგო
ჰასტინგსის ბრძოლა, რამდენიმე კვირაზე მეტი დასჭირდა ლონდონელი მაღალი კლასის
საზოგადოების დარწმუნებას, რომ მისთვის ქალაქის გასაღებები გადაეცათ. ანგლო-საქსური
წინააღმდეგობა მოიცავდა ნორმანების წინსვლის დაბლოკვას საუთვარკის ბრძოლაში. ეს
ბრძოლა იყო ლონდონის ხიდის კონტროლისთვის, რომელიც ნორმანებს საშუალებას
აძლევდა მარტივად შესულიყვნენ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში. ამ წარუმატებელმა
მცდელობამ გამოიწვია ორმოცდაათ მილიანი შემოვლითი გზის მშენებლობა. მუქარის,
დაპირებების, ქრთამის შემდეგ უილიამის ჯარები საბოლოოდ შევიდნენ ლონდონის ქალაქის
კარიბჭეში დეკემბერში და 1066 წლის, შობის დღეს იორკის არქიეპისკოპოსმა ეალდრედმა
უილიამის ინგლისის მეფის გვირგვინი დააგდა. უილიამს სამართლიანად აქვს მინიჭებული
თავისი წოდება „დამპყრობელი“.

ნორმანების შემოსვლამ ინგლისში ენობრივი სიტუაცია შეცვალა. ქვეყანაში სამენოვნება


დამკვიდრდა. დამპყრობელი ნორმანების მშობლიური ენა ფრანგული იყო. ახალი, მეთაური
კლასის წევრებმა განაგრძეს საკუთარი ენის გამოყენება ინგლისში დასახლების შემდეგ.
თავიდან მხოლოდ ნორმანდიული წარმოშობის ხალხი ლაპარაკობდა ფრანგულად, მაგრამ
მალევე ქორწინებებისა და უმაღლეს კლასთან ურთიერთობის შედეგად ბევრმა ინგლისელმა
თავის სასარგებლოდ მიიჩნია ახალი ენის დაუფლება. ამიტომაც ფრანგული გახდა
„ძალაუფლებისა და პრესტიჟის ენა“. დაპყრობის შემდეგ თითქმის სამასი წლის
განმავლობაში ქვეყანაში ინგლისური, როგორც ოფიციალური ენა აღარ არსებობდა.
ფრანგულმა ინგლისში სახელმწიფო ენის სტატუსი შეიძინა. ანგლოსაქსური ენა უბრალო
ხალხის სალაპარაკო ენად გადაიქცა. ეკლესიისა და მეცნიერების ენა კი ლათინური იყო.

როგორ მოახერხა ინგლისურმა გადარჩენა? არსებობს სამი ძირითადი მოტივი, რომელიც


ხსნის ამას. უპირველეს ყოვლისა ინგლისური იყო „ზედმეტად ჩამოყალიბებული, ზედმეტად
ენერგიული და სკანდინავიურ ენებთან მისი შერწყმის წყალობით, ზედმეტად გამძლე“
წასაშლელად. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები გახდა ლათინური და ფრანგული
უბრალო ხალხი მაინც აგრძელებდა ინგლისური ენის გამოყენებას. დამპყრობლებს კიდევ
მრავალი საუკუნე დასჭირდებოდათ ეს რომ შეეწყვიტათ, რადგან ისინი არ აპირებდნენ
ინგლისურად საუბრის შეწყვეტას მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელებმა დაიპყრეს. მეორეც
ნორმანდიელების და ინგლისელების შერწყმა სწრაფი იყო ქორწინებების გამო. შემოსევიდან
ასი წლის შემდეგ მემატიანე წერდა, რომ იმდენად იყო საზოგადოება შერეული შეუძლებელი
იყო გაგერჩია თუ ვინ იყო ინგლისელი და ვინ ნორმანდიული რასის. მესამე და ყველაზე
მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ანგლო-ნორმანებმა დაკარგეს კონტროლი საფრანგეთის
ტერიტორიაზე არხის გასწვრივ. როდესაც მეფე ჯონმა დაკარგა ნორმანდია 1204 წელს დაიწყო
კონფლიქტი საფრანგეთსა და ინგლისს შორის, რომელიც დასრულდა ასწლიანი ომით.
ყოფილი ნორმანდიელი თავადაზნაურობა გახდა ინგლისელი, რადგან ბევრ დიდებულს
უნდა გამოეცხადებინა თავი ან ფრანგი ან ინგლისელი. ნორმანდიის დაკარგვამ ჩამოაყალიბა
დამოუკიდებელი ინგლისელი ერი და „ეროვნული ცნობიერებისა და იდენტობის“ განცდამ
დაიწყო წარმოშობა ბრიტანეთის კუნძულებზე. ინგლისელები უფრო მეტად დაინტერესდნენ
მშობლიური ენით, ამიტომ ნორმანდიელთა დაპყრობის შემდეგ არსებული ინგლისის
სამენოვანი გარემო გაქრა. ამ პერიოდის ინგლისური ოთხი ძირითადი დიალექტით
(ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთული) იყო წარმოდგენილი.
ამათგან თანამედროვე ინგლისურის საფუძველი საბოლოოდ აღმოსავლური დიალექტი
გახდა. ამ დიალექტზე ლაპარაკობდნენ ლონდონში, რომელიც მთავრი კომერციული ცენტრი
ხდებოდა ქვეყანაში, და ოქსფორდსა და კემბრიჯში, განათლების უმთავრეს კერებში.

როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული სიტუაცია რამდენიმე საუკუნე გრძელდებოდა,


რომელიც ერთიანი ინგლისური ენობრივი სისტემის ჩამოყალიბებით დამთავრდა - XV
საუკუნის დასაწყისისათვის ინგლისური წარმოადგენდა სრულიად დამოუკიდებელ ენას და
ძალიან განსხვავდებოდა ანგლოსაქსური ენისაგან.

.ანგლოსაქსური როგორც სინთეზური ენა

ანგლოსაქსურს (ძველ ინგლისურს) განვითარებული მორფოლოგიური სიტემა ჰქონდა.


თითეულ მორფოლოგიურ კატეგორიას (ბრუნება, რიცხვი, პირი, დრო....) ცალკეული
სიტყვაფორმების ერთობლიობები - პარადიგმები გამოხატავდა. ამა თუ იმ მორფოლოგიურ
მნიშვნელობას სიტყვაფორმის ფარგლებში სპეციალური გრამტიკული მორფემა (წითელი
ფერითაა აღნიშნული) მიუთითებდა. სახელები (არსებითი, ზედასართავი, ნაცვალსახელი)
იცვლებოდა ოთხი ბრუნვისა და ასევე რიცხვის მიხედვით; ხოლო ზმნა სამივე პირში,
როგორც მრავლობითში ისე მხოლობითში, დროის კატეგორიის მიხედვით განსხვავებულ
მორფემებს ირთავდა (წითელი და ლურჯი ფერითაა აღნიშნული).

ენებს რომელთა სიტემა მორფოლოგიურ კატეგორიებს ამ წესით გამოხატავს სინთეზურ ენებს


უწოდებენ. სინთეზურია თამანედროვე ქართული, რუსული, გერმანული და მრავალი სხვა
ენა. ანგლოსაქსური ანუ ძველი ინგლისურიც სინთეზურ ენათა რიცხვს მიეკუთვნებოდა.

ამრიგად, თუ თვალს გავადევნებთ ინგლისური ენის განვითარების ძირითად ტენდენციებს,


შეიძლება ითქვას, რომ ენის ლექსიკური შემადგენლობის თვალსაზრისით თანამედროვე
ინგლისური ანგლოსაქსურისა და ფრანგულის ნაზავია; ხოლო ინგლისურის გრამატიკული
სისტემის განვითარების მაგისტრალური ხაზი სინთეზურობიდან ანალიზურობისაკენ
მიემართება. შესაბამისად ინგლისური ენის განვითარების ისტორია პირობითად სამ
ეტაპად იყოფა:
1. ძველი ინგლისური (ანგლო-საქსური ენა), რომელიც იწყება ანგლო-საქსების
ბრიტანეთის კუნძულზე გადმოსვლით და მთავრდება 1066 წელს ჰასტინგის
ბრძოლაში ანგლო-საქსების დამარცხებით (მოიცავს V_X1 საუკუნეებს). Aესაა
სრული დაბოლოებების პერიოდი.

'Fæder ure þuþe eart on heofonum si þin nama gehalgod tobecume þin rice gewurþe þin
willa on eorðan swa swa on heofonum urne gedæghwamlican hlaf syle us to dæg and forgyf
us ure gyltas swa swa we forgyfað urum gyltendum and ne gelæd þu us on costnunge ac alys
us of yfele soþlice.'

( From the Bible and is part of the Lord's Prayer. OE)

2. საშუალო ინგლისური, რომელიც დასაბამს იღებს ბრიტანეთში ფრანგულენოვანი


ნორმანების გადმოსვლისას და სრულდება 1475 წელს, ბეჭვდითი მანქანის შემოტანით
(მოიცავს X1- XV საუკუნეებს). Aაღნიშნული პერიოდი გათანაბრებული
(დამსგავსებული) დაბოლოებების პერიოდის სახელითაა ცნობილი. საშუალო
ინგლისური ერთგვარი გარდამავალი საფეხურია ენის სინთეზურობიდან
ანალიზურობამდე. ენის განვითარების ამ პერიოდმა მოამზადა საფუძველი ახალი,
ანალიზური ტიპის ინგლისურის ჩამოყალიბებისათვის.

'Oure fadir þat art in heuenes halwid be þi name; þi reume or kyngdom come to be. Be þi wille
don in herþe as it is dounin heuene. yeue to us today oure eche dayes bred. And foryeue to us
oure dettis þat is oure synnys as we foryeuen to oure dettouris þat is to men þat han synned in
us. And lede us not into temptacion but delyuere us from euyl.

( From the Wyclif Bible of 1348. ME )

3. ახალი ინგლისური, XV1 საუკუნიდან დღემდე (დაკარგული დაბოლოებების


პერიოდი).

'Our father which art in heaven, hallowed be thy name. Thy kingdom come. Thy will be done in
earth as it is in heaven. Give us this day our daily bread. And forgive us our debts as we forgive
our debters. And lead us not into temptation, but deliver us from evil.'

( From the King James Authorised Bible. 1611 NE )

You might also like