You are on page 1of 5

ჰასტინგსის ბრძოლა ელენე სვიანაძე 19-3

არც ერთი ევროპული ქვეყნის განვითარების ისტორია არ არის ისე იზოლირებული


დანარჩენი სამყაროსგან, როგორიც ინგლისის. მისი კუნძულოვანი მდებარეობა მუდმივად
გამოყოფდა ამ სახელმწიფოს დანარჩენი ევროპისაგან, აცალკევებდა, აშორებდა რომაულ
გავლენას. და მაინც, არც ერთი ქვეყნისა თუ პირადად ხალხის განვითრება არ ყოფილა იმდენად
დამოკიდებული კონკრეტულ, თანაც არა ინგლისელ ადამიანებზე, როგორც ბრიტანეთის
კუნძულებზე ჩამოყალიბებული ქვეყნის ისტორია. გეოგრაფიული იზოლაცია იცავდა ზოგადი
გავლენისგან, მაგრამ კონკრეტულ დამპყრობლებში აძლიერებდა ამ ტერიტორიის მითვისების
სურვილს, იქნებოდა ეს იულიუს კეისარი1, დანიელ ვიკინგთა წინამძღოლი თუ სხვა. მაგრამ
ადამიანი, რომელმაც ინგლისის ისტორია შეცვალა და შეიძლება ითქვას დაიწყო ისეთი
სახემწიფოსა თუ ხალხის ჩამოყალიბება, როგორსაც დღეს გაერთიანებული სამეფო და მისი
მოსახლეობა წარმოადგენს, ნორმანდიის მეფე იულიამ დამპყრობელი იყო. შესაბამისად, არც
ერთ „მტერს“ ისეთი გავლენა არ ჰქონია ინგლისზე, როგორც ნორმანებს, ადგილობრივებისთვის
უცხო ადამიანებმა შეცვალეს და საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ბრიტანეთის რეალობა. ნორმანები
არ მოქცეულან, თუნდაც უძველესი სამყაროს დორიული ტომების მსგავსად, რომლებმაც
ლაკონიის მიწები დაიპყრეს, ადგილობრივი მოსახლეობა პრაქტიკულად მონებად -
ჰილოტებად და პერიეკებად აქციეს და თვითონ გახდნენ მმართველები უცხო მიწაზე.
ნორმანებისა და ინგლისელების შემთხვევაში სპარტის ისტორიის მაგალითი არ განმეორდა,
პირიქით, ასიმილაციის შედეგად ერთი მთლიანი ნაცია და საბოლოოდ ის ძლიერი
სახელმწიფო მიიღეს, რომელიც დღესაც ევროპის ნაწილია, მაგრამ მაინც შორს დგას დანარჩენი
ევროპული სამყაროსაგან.
მე-19 საუკუნის ინგლისში ნორმანებისა და ანგლო-საქსების ამგვარი
უერთიერთპოლიტიკიდან გამომდინარე, კონრეტულ მოვლენას იყენებდნენ იმის
საილუსტრაციოდ, რომ ველურმა ნორმანებმა ვერ მოახერხეს უკვე განვითარებული სამყაროს
დამპყრობა. ამგავრი პოლიტიკა თანამედროვეობისთვისაც კი არ არის უცხო, არათუ მე-19
საუკუნის ნაციონალისტური იდეების ჩამოყალიბებისთვის. თანამედროვე ჩინეთის მთვარობა
მანიპულირებს სინო-იაპონური ომით (1937-45), და ცდილობს გადაფაროს კომუნისტურ-
კორუფციული იდეები და უფრო დემოკრატიული იაპონიის გავლენა ამგვარი შოვინისტური
მისწრაფებით და ისტორიის შეცვლით. იგივე მოხდა 2016 წელს რუსეთში, როცა პუტინმა
აღმართა კიევის რუსეთის მთავრის ვლადიმირის ძეგლი, იმ ადამიანისა, რომელიც ითვლება
უკრაინის დამაარსებლადაც, და შესაბამისად რუსეთის პოლიტიკის ლიგიტიმურობას გაუსვა
ხაზი უკრაინის მიმართ. ამით იმის თქმა მინდა, რომ მანიპულაციები ისტორიის საშუალებით
სულაც არ არის უცხო არც ძველი და არც თანამედროვე სამყაროსთვის. ინგლისის დაპყრობის
შემთხვევაშიც ასეა, ამიტომ ჰასტინგსის ბრძოლა და მისი შედეგები ორი, ერთმანეთისგან
განსხვავებული, მეტ-ნაკლებად ობიექტური მხრიდან არის განხილული და ეს გასაგებიცაა.
შესაბამისად, ქვემოთ წარმოდგენილი ბრძოლის დეტალები ზოგიერთ შემთხვევაში
კონკრეტული ისტორიკოსებისა თუ კრიტიკოსების სუბიექტური მიდგომის გამოძახილიც კი
შეიძლება იყოს.
თუმცა, როგორც არ უნდა განიხილონ ადამიანებმა კონკრეტული მოვლენა, ნორმანების
გარდამტეხი გამოჩენა ინგლისის ისტორიაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მეფე იულიამს
უკავშირდება, რომელმაც დამპყრობლის სახელი სწორედ ინგლისის წინააღმდეგ გამართული,
ჰასტინგსის ბრძოლის შემდეგ მოიპოვა. 1066 წელი საკვანძო მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში,
და იგი წარმოადგენს ბრძოლას ნორმანდიის ჰერცოგ იულიამის ჯარსა და მეორე მხრივ ანგლო-
საქს მეფეს, ჰაროლდ II გოდვინსონს შორის. დაპირისპირების დაწყების მიზეზი, კი სამეფო
ტახტის მფლობელობა გახდა.
1. კეისარმა, პირველად რომის ისტორიაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები ბრიტანეთის კუნძლებზე, მან ძვ.წ 55
წელს ლეგიონები გადასხა ბრიტანეთში, რამდენჯერმე დაამარცხა ადგილობრივ კელტური ტომები და ტემზაზეც
გადავიდა.
XI საუკუნის ბრიტანეთი გაერთიანებული სახელმწიფოა, სადაც მეფე ედვარდ აღმსარებლის
გარდაცვალების შემდეგ არეულობა სუფევს. ტახტს ერთმანეთს ნორმანდიის ჰერცოგი იულიამი
და მეფის ცოლისძმა ჰაროლდ ვესექსელი ეცილებიან. იულიამის ლეგიტიმურობის საკითხი
ნათესაური კავშირის თვალსაზრისით ეჭვქვეშაა, თუმცა თვითონ ჰერცოგი თვლიდა, რომ
ედვარდმა ტახტი სწორედ მას დაუტოვა. მაგრამ ჰაროლდმა მოახერხა და ბრიტანეთის სამეფოს
დაეპატრონა, შესაბამისად, დათანხმა კიდეც ნორმანდიასთან დაპირისპირებაზე. ზოგიერთი
წყაროს თანახმად, ჰაროლდს ეკუთვნოდა სამეფო ტახტი, მაგრამ გიიომ დე პუატიე და გიიომ
ჟუმეჟელი წერენ, რომ 1065 წელს ჰაროლდმა იულიამს ინგლისის ტახტის დაკავებაში
დახმარება შეფიცა2, ამიტომ იულიამი განრისხდა და ჯარების შეკრება დაიწყო.
საინტერესოა, რომ იულიამი შეტევაზე 1066 წელსვე გადადის, ანუ თითქმის მაშინვე, როცა
ედუარდი გარდაიცვლება, მაგრამ გასათვალისწინებელია მეორე ისტორიული ასპექტი, რამაც
მას ხელი შეუწყო წარმატებაში. 1066 წელს შიდა არეულობისგან დასუსტებულ ინგლისს
ნორვეგიელი ვიკინგი მეფე ჰაროლდ ჰარდრადაც შემოესევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია
სტემფორდ-ბრიჯთან ბრძოლა. მართალია ინგლისელები მოახერხებენ ვიკინგების განდევნას,
თუმცა ამ ბრძოლაში კარგავენ თავიანთ ძალას და ამრიგად შესანიშნავ შესაძლებლობას და
ხელსაყრელ მომენტს უქმნიან იულიამ დამპყრობელს ბრიტანეთში შეჭრისათვის.
დასუსტებულ, გადაღლილ ჯართან ბრძოლა ის ტაქტიკაა, რომელიც თითქმის ყოველთვის
ამართლებს და შესაბამისად, იულიამის გადაწყვეტილება შეჭრის დროის შესახებ, სწორი და
წარმატებული აღმოჩნდა.
სტემფორდ-ბრიჯის ბრძოლიდან ორი დღის შემდეგ, ნორმანდიელებმა ზღვა გადაკვეთეს
და ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროებზე გადასხდნენ, სადაც ააგეს ციხე-სიმაგრე,
გახანგრძლივებული ომის შემთხვევაში საყრდენად. იულიამი ამ ციხეში გაჩერდა და შეიძლება
ითქვას, ჰაროლდის გამოჩენას დაელოდა.
ინგლისთა მეფის უშუალო გამოჩენას ბრძოლის ველზე, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,
ეწინააღმდეგებოდა მისი უმცროსი ძმა ერლ გარიტი. ჰაროლდის სასახლეში დარჩენით, წაგების
შემთხვევაში ინგლისი შეინარჩუნებდა მონარქს, თანაც დროის ამგვარ გამოყენებით
შეიძლებოდა უფრო დიდი ჯარის შეკრება და ეს ესმოდა მეფის ძმას. თუმცა, ამას შეიძლება
შევხედოთ მეორე მხრიდანაც. მეფის წასვლა ბრძოლაში ჯარისკაცებში ამაღლებს მოტივაციას
და ბრძოლის, მტრის დამარცხების სურვილს. შესაბამისად, სასახლეში დარჩენილი მეფე ვერ
იქნებოდა სტიმული მეორებისთვის, ამრიგად, ჰაროლდი თვითონ გაუძღვა ჯარს. სისწრაფისა
და მტერზე უეცარი იერიშის მიტანის სურვილის გამო, ჰაროლდმა არც თუ ისე ბევრი
ადამიანის შეგროვება მოახერხა. უილიამ მალმსბერი წერდა, რომ ჰასტინგსთან ჰაროლდს
ბევრი ანგლო-საქსი არ დაეხმარა, რადგან უარი თქვა სტემფორდ-ბრიჯთან მოპოვებული
ნადავლის მეომრებისთვის გაყოფაზე. ამრიგად, თანამედროვე გადმოსახედიდან, ჰაროლდის
სწრაფი მოქმედება შეცდომადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარი
ქმედებით ჰაროლდმა დაანახა ნორმანებს საკუთარი სისწრაფე და მობილიზება, თანაც
სრულიად გასაგებია მისი თავდაჯერებულობა, იგი იცნობდა საკუთარ მიწას, შემოჭრილი
დამპყრობლისგან განსხვავებით და ეს უპირატესობის გრძნობასაც კი შეიძლება ანიჭებდა.
ჰაროლდი სწრაფად დაიძრა მოწინააღმდეგისკენ და სენლაკის მთასთან გაჩერდა. ჯარი მან
მაღლობზე განალაგა, რადგან ეს პოზიცია უფრო მომგებიანად ჩათვალა. ჰაროლდმა ჯარი
ინგლისური წესის მიხედვით მოაწყო. ცენტრში თვითონ იდგა ჰუსკარლებით 3, ფლანგებზე
ფაირდები4 და ადგილობრივი მოხალისეები. ინგლისელების მთავარ ძალას ქვეითი ლაშქარი
წარმოადგენდა.

2. ამას ამტკიცებს ბაიეს გობელინის შესწავლის შედეგებიც


3. ანგლო-საქსი და სკანდინავიელი ბელადებისა და მეფეების გვარდია
4. ინგლისელი ქვეითები ფარებით
ისინი იყენებდნენ უზარმაზარ ფარებს, და ერთ კედლად იკვრებოდნენ, მაკედონური
ფალანგის მსგავსად, რათა მტერს მათი რიგები ვერ გაერღვია, ფარების კედელი თავდაცვის და
თავდასხმის საშუალებაც იყო. ანგლო-საქსური ჯარის ბირთვს მეფის მცველები და
დიდებულთა რაზმები წარმოადგენდნენ. მათი მთლიანი რაოდენობა 3000-4000 მეომარს
აღწევდა. ინგლისელებს მსუბუქი მეომრებიც ჰყავდათ, თუმცა მცირე რაოდენობით. ქვეითი
ჯარი კი გამოცდილი იყო რადგან 1063 წელს უელსელები დაამარცხეს, 1066 წელს კი
სტემფორდ-ბრიჯთან ნორვეგიელები გაანადგურეს. ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი
მეომრები, "ჰუსკარლები" (სიტყვასიტყვით: სახლის, მეფის სასახლის დაცვა) იდგნენ რკინის
უზარმაზარი ცულებით. ზოგადად, ინგლისელთა ლაშქრის ძირითად შეიარაღებას ცული,
ნაჯახი და ხმალი წარმოადგენდა. ჰყავდათ მშვილდოსნებიც, თუმცა მცირე რაოდენობით,
ჰასტინგსის ბრძოლაში ჰაროლდის მეომართა რაოდენობა 8000-ს არ აღემატებოდა.
ჰასტინგსის ბრძოლა რომ ქვეითთა დაპირისპირება ყოფილიყო, ინგლისის უპირატესობაც
კი შეიძლება გამოვლენილიყო, მაგრამ იულიამის ჯარის მოწყობა განსხვავდებოდა
ბრიტანულისაგან. დამპყრობლის მთავარი ძალა, ჰაროლდისგან განსხვავებით, მძიმედ
აღჭურვილი ცხენოსანი ჯარი იყო. ეს ჰერცოგის უმთავრეს და ყველაზე ერთგულ ლაშქარს
წარმოადგენდა.
ბრძოლა იულიამის შეტევით დაიწყო, თუმცა წარუმატებლად. ინგლისელები ფარების
კედლით თავს კარგად იცავდნენ. მათ საკმაოდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობაც ჰქონდათ,
რის გამოც მარტივად იგერიებდნენ ნორმანებს. ჰასტინგსის პირველი დღეს ხელჩრთული
ბრძოლის გარეშეც კი წარიმართა, ვინაიდან იულიამის ჯარმა ვერ მოახერხა ინგლისელთა
ფარების გარღვევა. ომის მსვლელობისას ნორმანებში გავრცელდა ხმა მათი ჰერცოგის
სიკვდილის შესახებ, რამაც ასევე გაამწვავა სიტუაცია და კონკრეტული პერიოდით არია კიდეც
ნორმანდიული ლაშქარი, მაგრამ, როგორც წყაროები იუწყებიან, იულიამმა მთელი ჯარის
წინაშე მოიძრო მუზარადი და ამგვარად განდევნა პანიკა. შესაბამისად, ბრძოლის პირველ
დღეს, ინგლისელები დიდი წარმატებით იცავდნენ თავს. მაგრამ ნორმანდიის ჰერცოგმა
საკმაოდ რისკიანი, თუმცა საბოლოოდ წარმატებული ხერხი აირჩია მოქმედებისთვის.
ინგლისური ფარების კედლის გარღვევა მისთვის შეუძლებელიც კი აღმოჩნდა, ამიტომ
დესტრუქციის შეტანა ბრიტანულ ჯარში გადაწყვიტა უკან დახევის გათამაშებით. მას იმედი
ჰქონდა, რომ უკან გაბრუნებულ ნორმანებს ინგლისელები გამოედევნებოდნენ, ამრიგად
დაკარგავდნენ ხელსაყრელ პოზიციას და მოუწევდათ ხელჩრთულ ბრძოლაში ჩართვა. უკან
დახევის იმიტირების მეორე ცდაზე მოვლენები, მართლაც, ჰერცოგ იულიმის სურვილის
მიხედვით განვითარდა. ამგვარი ხერხი ისტორიაში უფრო მოგვიანებითაც გვხვდება სხვა
შესანიშნავ სტრატეგოს მეფეებთან. მაგალითად, ნორმანდიის ჰერცოგმა გამოიყენა იგივე
მეთოდი, რაც სულეიმანმა მოჰაჩის ველზე ბძოლისას. დაშლილ ინგლისურ ჯარს ცხენოსნებით
შეუტია ჰერცოგმა და ამან საბოლოოდ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.
ჰაროლდი შეეცადა ფარების კედლის აღდეგანს, თუმცა მეომრები უკვე დეორგანიზებულნი
და შეშინებულები იყვნენ, ამიტომ ჯარის ერთიანობა ვეღარ აღდგა იმ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ,
რაც ნორმანმა ცხენოსნებმა მოაწყევს.
თვით ჰაროლდი ბრძოლის ველზე გარდაიცვალა. ერთი მოსაზრებით იგი ნატყორცნმა
ისარმა იმსხვერპლა, რომელიც თვალში მოხვდა.
საბოლოოდ, ჰასტინგსის ბრძოლა იულიამ დამპყრობლის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა
მას კიდევ 6 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ საბოლოოდ მოეპოვებინა ძალაუფლება
ბრიტანეთზე.
ჰასტინგისის ბრძოლის შემდეგ, ინგლისის ისტორიაში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო,
რაც XIII საუკუნეში ნორმანებისა და ანგლო-საქსების გაერთიანებით დასრულდა. ერთმანეთს
შეერწყა წეს-ჩვეულებები, კულტურა და ჩამოყალიბდა ერთიანი სახელმწიფო. ჰასტინგსის
ბრძოლა არის დაპირისპირება ორ განსხვავებულ საბრძოლო სისტემას და ჯარის სახეობას
შორის. გამოჩნდა ძველებული, ანგლოსაქსური ტრადიციუალი მეთოდების დრომორჭმულობა
და ასპარეზზე წამოიმართა საზოგადოების ახალი ნაწილი, რომელმაც საბოლოოდ შუა
საუკუნეების ევროპის უდიდესი ძალა, რაინდობა განავითარა. ჰასტინგსის ბრძოლა რაინდთა
ხუთასწლოვანი ისტორიის დასაწყისია.
1066 წელს ინგლისელებმა იხილეს უზარმაზარი ჰაილის კომეტა. ეს ციური სხეული მანამდე
და ამის შემდეგაც ბევრჯერ გამოჩენილა, თუმცა თანამედროვე გამოთვლებით სწორედ მე-11
საუკუნეში უნდა ყოფილიყო იგი ყველზე კაშკაშა და შესამჩნევი.
1066 წელს ინგლისელებმა კომეტა ცვლილებისა და ბოროტების სიმბოლოდ მიიჩნიეს.
იულიამ პოიტიერსი5 კომეტის დამანგრეველ თვისებებზე საუბრობდა, პოეტები სამეფოს
დაცემის ნიშნად აღიქვამდნენ და ამგვარად წინასწარმეტყველებდნენ ინგლისის განადგურებას.
1066 წელს, უფრო მოგვიანებით, ინგლისს მართლაც მოუკლეს მეფე, დაიპყრეს მთლიანი
სახელმწიფო და გარკვეული გაგებით, დაამხეს ქვეყანა. მაგრამ ნორმანდიის ჰერცოგის შეჭრა
ინგლისში გახდა გარდამტეხი ამ ტერიტორიაზე ახალი, განვითარებული, ევროპული
სახელმწიფოს აღმოცენებისა. ამიტომ თანამედროვე გადმოსახედიდან, ჩემი აზრით, საეჭვოა
კომეტის დამანგრეველობის ფაქტი, ვინაიდან ერთი რეჟიმის რღვევამ, საბოლოოდ დიდი
ბრიტანეთის ჩამოყალიბება და ახალი ეპოქის შექმნა გამოიწვია.

5. William of Poitiers - ნორმანდიული წარმოშობის ფრანკი მღვდელი, რომელიც იულიამ დამპყრობელის


კაპელანი იყო.
გამოყენებული ლიტერატურა

 The battle of Hastings - Jim Brandury . pp. 11-17


 Hastings By Samuel Etinde Crompton, Samuel Willard
 The Battle of Hastings 1066 - The Normans - BBC Two. Video
 The Battle of Hastings By John Malam
 The Battle of Hastings: Sources and Interpretations edited by Stephen Morillo
 The Concept of "Decisive Battles" in World History Yuval Noah Harari. Journal of World
History Vol. 18, No. 3 (Sep., 2007), pp. 251-266 (16 pages)

You might also like