You are on page 1of 4

ჰენრი VII

ბოსვორტის ბრძოლის შემდეგ ინგლისის ტახტზე ავიდა ჰენრი VII თიუდორი (1485-1509).
დაიწყო ახალი დინასტიის თიუდორების მმართველობა. ახალმა მონარქმა კურსი აიღო
ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისკენ. რაც ინგლისის საზოგადოების დაკვეთა
გახლდათ. რაც სრულიად ლოგიკურია რადგან ხალხი დაიღალა შინააშლილობით, კლანებს
შორის ქიშპობით და ა.შ. ინგლისელებს სურდათ სტაბილურობა.

ახალი მონარქის უპირველესი ამოცანა იყო მტკიცედ დაეკავებინა ადგილი სამეფო ტახტზე
და განეხორციელებინა ქვეყნის ცენტრალიზაცია. გაჭიანურებული სამოქალაქო ომის შემდეგ
ეს სეიროზული წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

ფეოდალური ოპოზიცია,ვარდების ომის შემდეგ ძალიან დასუსტდა, მაგრამ მისი ძლიერება


ჯერ საბოლოოდ არ იყო დამთავრებული. ჰენრი VIIმ მე-15 საუკუნის მიწიურული მათთან
ბრძოლას მოახმარა.

დაპირისპირებული ფეოდალების შერიგების მიზნით ჰენრიმ ცოლად შეირთო იორკების


შთამომავალი ელისაბედი რითაც მან თავის გერბში გააერთიანა ალისფერი და თეთრი ვარდები.

ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდგეები მაინც იბრძოდნენ მეფის წინააღმდეგ, მათ მე-15


საუკუნის მიწურულს მოაწყვეს ორი დიდი აჯანყება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ
რომელიც ჰენრიმ სასტიკად ჩაახშო, რამაც ჰენრის მოუმატა თავდაჯერება და პრესტიჟიც და მე-16
დასაწყისში მისი მეფობა უფრო მყარი და ძლიერი გახლდათ.

ჰენრიმ მიიღო კანონი სახელმწიფო მოღალატეების შესახებ რომელზე დაყრდნობითაც სიკვდილით


დასაჯეს 8 ათასი კაცი და მათ ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. ამით ჰენრიმ სამეფო ხაზინა
ნაწილობრივ შეავსო. კიდევ სხვა საშუალება ჰქონდა ჰენრის მეშვიდეს ხაზინის შესავსებად, იგი
დიდგვაროვნებს სხვადასხვა საბაბით ახდევინებდა ჯარიმებს. აგრეთვე მეფე სუბსიდიებს იღებდა
პარლამენტისგან მაგრამ რეალურად ინგლისი არ ეომებოდა არავის და ეს უფრო სამეფო ხაზინის
შევსებისკენ იყო მიმართული.

ჰენრი მეშვიდემ შექმნა საგანგებო სასამართლო ორგანო რომელსაც ეწოდა "ვარსკვლავებიანი პალატა",
მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა ამბოხებულებისა და მოღალატეების სამეთა განხილვა. აგრეთვე
ჰენრიმ აკრძალა შეიარაღებული ამალის ყოლა. ეს კანონები კი ფაქტობრივად ხელს უშლიდა შინა
აშლილობებს, აგრეთვე დაპირისპირებულ კლანებს ხელს უშლიდა ქიშპობაში და ფაქტობრივად შუღლ
ჩააქრო.

ჰენრის ძალიან ფრთხილი საგარეო პოლიტიკა ჰქონდა და იგი ძირითადად ნეიტრალიტეტით


შემოიფარგლებოდა

ჰენრი VIII

ჰენრი VIIს გარდაცველების შემდეგ ინგლისის ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ჰენრი VIII (1509-
1547)

მისი მეფობა იყოფა ორ ნაწილად, რომის ეკლესიასთან კონტაქტის გაწყვეტამდე და


გაწყვეტის შემდეგ. მან მამამისის პოლიტიკა გააგრძელა რაც ითვალისწინებდა ცენტრალური
ხელისუბლების განტმკიცებას. პარლამენტი განაგრძნობდა ფუნქციონირებას თუმცა
უფლებამოსილება შეეკვეცა რაც იმაში გამოიხატება რო თიუდორები იშვიათად იწვევდნენ
პარლამენტს.

ჰენრი VIIIის მარჯვენა ხელი იყო კარდინალი უოლსლი და მათი საგარეო პოლიტიკა
უპირველსად იყო ორიენტირებული ესპანეთთან კავშირზე. ამ კავშირის განმტკიცების
მიზნით ჰენრიმ ცოლად მოიყვანა ესპანეთის ინფანტა კატარინა არაგონელი. ეს ქორწინება
ფაქტობრივად საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა 1525 წელს პავიასთან
ბრძოლაში ფრანგები სასტიკად დამარცხდნენ და სიტუაცია შეიცვალა. ჰენრი VIII ცდილობს
საფრანგეთთნ დაახლოებას მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ ესპანეთთნ გაწყვეტდა
კავშირს რაც რომის პაპთან გაამწვავებდა სიტუაციას. ჰენრი VIIIს სურვილი რომ გაყროდა
კატარინა არაგონელს გადავიდა პოლიტიკურ ჭრილში.

რომის პაპმა უარი უთხრა ჰენრის განქორწინებაზე, კარდინალი უოლსლი ყოყმანობდა რაზეც
ჰენრი ძალიან გაბრაზდა და ჯერ ის ჩამოაშორა განქორწინების საქმის წარმოებას და მერე
საერთოდ დააპატიმრა. ჰენრი VIIIს უკვე გაეხსნა ხელ-ფეხი და ბევრი შესაძლებლობა მიეცა

რეფორმაცია

ინგლისში რეფორმაციას ორი ფაქტორი გააჩნდა. პირველი, ჰენრი მერვემ გადაწყვიტა


პირველ ცოლთან კატარინა არაგონელთან განქორწინება და მეორე მთავარი მიზეზი
გახლდათ ფისკალური მოტივები. ჰენრი დიდ თანხას ხარჯავდა ომებსა და სასახლეების
მშენებლობაზე. მას სჭირდებოდა ფული. ჰენრის დიდი ხნის განმავლობაში ეჭირა თვალი
კათოლიკური ეკლესიის სიმდიდრეზე და ამაზე ხელსაყრელი შანსი მას აღარ
გამოუჩნდებოდა.

არადა ჰენრი მხურვალე კათოლიკე იყო და გემრანიაში რეფორმაციას უარყოფითად


შეხვდა,მან მარტინ ლუთერის გამოსვლა დაგმო რის გამოც რომის პაპისგან ქებაც კი მიიღო
და საპატიო წოდებაც "სარწმუნოების მცველი". თუმცა მოგვიანებით ჰენრი მერვის
დამოკიდებულება შეიცვალა და რომის პაპს დაუპირისპირდა.

1534 წელს ჰენრიმ მიიღო აქტი სუპერმატიის შესახებ. რაც ითვალისწინებდა ყოველგვარი
ურთიერთობის გაწყვეტას რომის პაპთან და ინგლისის ეკლესიის მეთაურად ცხადდებოდა
მეფე ანუ ამ ეტაპზე ჰენრი მერვე, შესაბამისად განქორწინებაზე პაპის ნებართვა აღარ იყო
საჭირო და ჰენრი მერვე გაეყარა კატარინა არაგონელს და ცოლად მოიყვანა ანა ბოლეინი.
მეფეს იმედი ჰქონდა რო ამ ქორწინების შემდეგ ტახტის მემკვიდრე ვაჟი გაუჩნდებოდა
თუმცა ეს იმედები არ გამართლდა და ქალიშვილი შეეძინათ. ჰენრის ანა ბოლეინთან
ურთიერთობები დაეძაბა, ანას ქმრის ღალატში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს, ეს
ქორწინება კი კანონგარეშედ გამოცხადდა.

მეფის ხელში გადავიდა ეკლესიის უზარმაზარი სამფლობელოები და აურაცხელი ქონება. 30


იანი წლების მეორე ნახევარში ინგლისში მიმდინარეობდა საეკლესიო ქონების
სეკულარიზაცია. სამონასტრო სიმდიდრე ჰენრის ხელში აღმოჩნდა. ჰენრიმ საეკლესიო
მიწების ნაწილი დაურიგა ნაწილი კი მიჰყიდა ერთგულ ქვეშევრდომებს, რამაც მეფის
მომხრეთა რაოდენობა გაზარდა და პაპის მიმდევართა რაოდენობა შეამცირა. ინგლისში
ჩამოყალიბდა ანგლიკანური ეკლესია.

გერმანიისგან განსხვავებით ინგლისში რეფორმაცია მიმდინარეობდა ზემოდან ქვემოთ


თუმცა შოტლანდიაში რეფორმაცია უფრო დემოკრატიულ ფორმებში მიმდინარეობდა,
კერძოდ შოტლანდიას მოევლინა რეფორმატორად ჯონ ნოქსი იგივე "შოტლანდიელ
კალვინად" წოდებული, კალვინის მიმდევრებს ინგლისში პურიტანების სახელით
იცნობდნენ.

კანცლერის პოსტზე გარკვეული დროით იყო ჰუმანისტი თომას მორი თუმცა კარგი
ურთიერთობა მასსა და მეფეს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა და მეფემ ჯერ
სამსახურიდან გაათავისუფლა შემდეგ კი სამშობლოს ღალატის ბრალდებით სიკვდილით
დასაჯა.

შემდგომი ეტაპია თომას კრომველის აღზევება. რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა


სამეფო კარზე და რომელიც მხარს უჭერდა გერმანელ პროტესტანტებთან კავშირს. რის გამოც
მან მეფეს ურჩია ჰენრის რომ ექორწინა ანა კლეველზე, თუმცა ეს ქორწინებაც უიღბლო
აღმოჩნდა და სხვა მიზეზებს ეს მიზეზიც დაემატა რომ კრომველიც სიკვდილით დაესაჯათ.
ჰენრიმ მეფობის ბოლოს ირლანდიაშიც სცადა ანგლიკანური რელიგიის შეტანა თუმცა არ
გამოუვიდა და პირიქით ირლანდიელები კათოლიკეები გახნდნენ, იგივე შედეგით
დასრულდა მცდელობა შოტლანდიაშიც.

ჰენრის საერთო ჯამში ექვსი ცოლი ჰყავდა, კატარინასა არაგონელისა და ანა ბოლეინის
შემდეგ მან იქორწინა ჯეინ სეიმურზე. შემდეგ პროტესტანტ ანა კლეველზე რომელიც თომას
კრომველმა "გაურიგა" , მეხუთე ცოლი იყო კეტერინ ჰოვარდი და ბოლო მეექვსე ცოლი
კეტრინ პარი. ანა ბოლეინს და კეტრინ ჰოვარდს არ გაუმართლათ რადგან ქმრის ღალატის
ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. ჯეინ სეიმური მშობიარობას გადაჰყვა, ერთადერთი ვინც
მოგებული დარჩა და მეფე არ გაშორდა ან არ მოკლა იყო კეტრინ ჰარი, რადგან ჰენრი
გარდაიცვალა.

პირველი ცოლისგან მეფეს ეყოლა გოგონა მერი, მეორე ცოლისგანაც გოგონა ელისაბედი,
მხოლოდ მესამე ცოლმა აჩუქა მეფეს სანატრელი ვაჟი რომელსაც ედვარდი დაარქვა.

1547 წელს ჰენრი მერვე გარდაიცვალა

კონტრრეფორმაცია

მისი გარდაცვალების შემდეგ ჯერ ედვარდ მეექვსემ იმეფა(1547-1553) შემდეგ მერიმ(1553-


1558). ედუარდის მეფობისას ბურჟუაზიის და თავადაზნაურობის პოზიციები უფრო
განტმკიცდა და რეფორმაციის კურსი ურყევი იყო.

მისი უფროსი დის მერის მმართველობისას სიტუაცია იცვლება. მერიმ დიდი ბრძოლის
შემდგომ დაიკავა ინგლისის ტახტი და მან სცადა კათოლიციზმის აღდგენა, ფაქტობრივად
დაიწყო კონტრრეფორმაცია, იგი სხვა კონფენსიების მიმართ ატარებდა რეპრესიებს რაც
ბურჟუაზიასა და ახალ თავადაზნაურობაში იწვევდა უკმაყოფილებას. განსაკუთრებით
გაღიზიანდნენ მაშინ როდესაც მერი ესპანეთის მეფის შვილს ფილიე მეორეს გაჰყვა ცოლად,
რომელიც ინგლისის დაუძინებელი მტერი იყო. მერი გადაურჩა საყოველთაო რისხვას,
იმიტომ რომ იგი 1558 წელს გარდაიცვალა.

You might also like