You are on page 1of 8

Რიშელიეს გამოჩენა ევროპის კონტინეტზე

და მისი სტ რატ ეგიული სვლები .

Რიშელიეს საკმაო ხანი დასჭირდა, რათა მეფეს კეთილი თვალით


შეეხედა მისთვის. ლუი XIII არ ენდობოდა დედამისის ყოფილ მომხრეებს,
მაგრამ რიშელიემ მაინც მოახერხა გავლენიანი მფარველების გაჩენა
სამეფო კარზე და თვითონაც ყოველმხრივ სცადა მეფის
კეთილგანწყობის მოპოვება. ბოლოს და ბოლოს, ლუი XIII გატყდა და
1622წ . ლუსონის ეპისკოპოსისათვის კარდინალის ჩაჩი სთხოვა რომის
პაპს ურბან VIII-ს. კარდინალად დანიშნული რიშელიე სულ მალე მეფის
მარჯვენა ხელად იქცა და და 1624წ. დაინიშნა პირველ მინისტრად.
დაიწყო 18-წლიანი პერიოდი, როდესაც საფრანგეთს ფაქტობრივად
მართავდა რიშელიე. თავის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში რიშელიე
ანრი IV-ის კურსის გამგრძელებელი იყო. რიშელიე სავსებით ნათლად
ხედავდა საფრანგეთის საზღვარს მდ. რაინზე და სწორედ ეს იყო მისი
მიზანი, მაგრამ მანამდე საფრანგეთში ისევ დასაწყობი იყო
შინაპოლიტიკური სიტუაცია. მარია მედიჩის 7-წლიანმა რეგენტობამ და
მეორე 7-მა წელმა, როდესაც ქვეყანას ლუი XIII-ის ფავორიტები
მართავდნენ, საფრანგეთი მრავალი წლით უკან დახია. ზოგიერთი
დიდგვაროვანი ფეოდალი ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა
ცენტ რალურ ხელისუფლებას , ჰუგენოტ ები კი ლამის სახელმწიფოდ
სახელმწიფოში იქცნენ. გართულდა საგარეოპოლიტიკური
მდგომარეობაც. 1618წ. დაიწყო 30-წლიანი ომი და იმპერიამ მის პირველ
ეტაპზე დიდ წარმატებებს მიაღწია. იმპერატორ ფერდინანდ II-ს სულ
ცოტა აკლდა , რომ საბოლოოდ დაემორჩილებინა გერმანია . ეს იქნებოდა
უძლიერესი დარტყმა საფრანგეთისათვის, რომელიც მთლიანად
ჰაბსბურგებისსამფლობელოებითიქნებოდაგარშემორტყმული.
რიშელიე გრძნობდა, რომ თუ ეს მოხდებოდა, მაშინ საფრანგეთი უმძიმეს
სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. 1624წ. პროტესტანტების მხარეზე და
იმპერიის წინააღმდეგ ომში ჩართვა საფრანგეთს არ შეეძლო. ჯერ
საჭირო იყო ქვეყნის დაწყობა. ამიტომ რიშელიემ დაიწყო ე.წ.
`პისტოლების დიპლომატიის გატარება (პისტოლი იყო ფულის ერთეული
საფრანგეთში და უდრიდა 10 ლივრს). მან სცადა ისეთი მოკავშირის
მოძებნა, რომელიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ჩაებმებოდა
ომში იმპერიის წინააღმდეგ. ასეთი მოკავშირე აღმოჩნდა დანია ,
რომელმაც სუბსიდიები მიიღო ინგლისისა და ნიდერლანდებისაგან . 1625
წელს დანია ომში ჩაება და რიშელიემ შვებით ამოისუნთქა . მან მთელი
ყურადღება ჰუგენოტ ებს მიაპყრო და გაანადგურა ისინი . 1628წ . ლა
როშელის აღებით მან მოსპო სახელმწიფო სახელმწიფოში, თუმცა
დამარცხებულ ჰუგენოტებს ის ლმობიერად მოექცა და აღმსარებლობის
უფლება შეუნარჩუნა (1629წ. “წყალობის ზავი”).
მის კარიერაზე კარგად მეტყველებს რომის პაპ ურბან VIII-ს სიტყვები,
რომელიც მან რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ თქვა: „თუ ღმერთი
არსებობს, მას ბევრ რამეზე მოუწევს პასუხის გაცემა. ხოლო თუ არ
არსებობს, მას წარმატებული ცხოვრება ჰქონია“.
ამის გაგონება ნამდვილად გაახარებდა კარდინალს , რომელმაც მე-17
საუკუნის ამ პერიოდში არანაირი ყურადღება არ მიაქცია კათოლიკური
ეკლესიის ბრძოლას პროტესტანტიზმის წინააღმდეგ და პირიქით,
გამოიყენა ეს დაპირისპირება საფრანგეთის ინტერესების წინ
წასაწევად . ძალიან ცოტა სახელმწიფო მოღვაწეს შეუძლია შეედაროს
კარდინალ რიშელიეს მისი მიღწევებით. მან პრაქტიკულად
ერთპიროვნულად ჩამოაყალიბა თანამედროვე სახელმწიფოთა სისტემა ,
გაატარა რა ეროვნული ინტერესების იდეა, რითაც წარმოუდგენლად
დიდი სარგებელი მოუტანა თავის ქვეყანას. სწორედ მისი ნაბიჯების
შედეგად, ეროვნული ინტერესების ცნებამ ჩაანაცვლა უნივერსალური
მორალურობის პრინციპი. მან თავისი კარიერის დასაწყისშივე დაიწყო
ბრძოლა ჰაბსბურგების დომინაციის წინააღმდეგ და კარიერის ბოლოს
დატოვა საფრანგეთი, რომელიც უკვე თავად იბრძოდა დომინაციის
მოსაპოვებლად შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში. ხოლო მისი
ქმედებების შედეგად , ჩამოყალიბდა ძალთა ბალანსი , რომელიც
საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ შტრიხად იქცა. რიშელიე საგარეო
პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას 1624 წლიდან იწყებს, როდესაც
საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ II-ა. ფერდინანდ II ცდილობს
კათოლიკური უნივერსალურობის აღდგენას, პროტესტანტიზმის
ევროპიდან ამოკვეთასა და ცენტრალურ ევროპაზე სრული კონტროლის
აღდგენას. კონტრ-რეფორმაციის ამ ფაზამ კი მოიტანა 30-წლიანი ომი,
რომელიც დაიწყო ბოჰემიაში 1618 წელს და ევროპას წარმოუდგენელი
მასშტაბის მსხვერპლი და ნგრევა დაატეხა თავს.

Რიშელიეს გადადგმული ნაბიჯები 30 წლიანი


ომის დროს .
1618 წლისთვის საღვთო რომის იმპერიის შემადგენელ გერმანულ
ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფოები ორ ბანაკად არიან
დაყოფილნი - პროტესტანტებად და კათოლიკებად. კონფლიქტის
პირველი ნაპერწკალი კი ბოჰემიაში, ქ. პრაღაში გავარდა, რომელმაც
შემდგომ მთელი გერმანია ჩაითრია. როგორც კი გერმანიაში
კონფრონტაციის ცეცხლი აინთო, ამას მოჰყვა მასში დანიისა და
შვედეთის სამეფოების ჩართვაც, რომლებიც ცდილობდნენ
ცენტრალური ევროპის ჩრდილოეთ ნაწილზე საკუთარი გავლენის
სფეროების გაფართოებას. ხოლო 1648 წელს, როდესაც ომი დასრულდა,
გერმანული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურულად
დანგრეული და განადგურებული იყო, ხოლო მოსახლეობის დანაკარგი
ერთ მესამედს შეადგენდა. როგორც კათოლიკური სამყაროს ნაწილი ,
საფრანგეთი, მის სასულიერო მოღვაწე კარდინალ რიშელიესთან
ერთად, არათუ არ უნდა შეწინააღმდეგებოდა საღვთო რომის იმპერატორ
ფერდინანდ II-ს პროტესტანტიზმთან ბრძოლაში, არამედ პირიქით -
მისთვის მხარი უნდა დაეჭირა. მაგრამ კარდინალი რიშელიე
მოქმედებდა არა 5 რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, არამედ ის
პირველ რიგში აყენებდა საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებს.
რიშელიესთვის მის რელიგიურ წოდებას არ შეუშლია ხელი დაენახა ის
რეალობა, რომ ჰაბსბურგების მცდელობა, სრულად აღედგინათ
პოლიტიკური კონტროლი ცენტრალურ ევროპაზე, საფრანგეთს
გეოპოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. მისთვის იმპერატორ ფერდინანდ II-
ის ქმედებები იყო არა რელიგიური უნივერსალიზმის დამყარების
მცდელობა, არამედ ავსტრიის პოლიტიკური მანევრები დომინაციის
მოსაპოვებლად, რაც საფრანგეთს მეორე რიგის სახელმწიფოდ აქცევდა.
რიშელიეს შიში უსაფუძვლო სულაც არ იყო, რუკაზე ერთი შეხედვითაც
ნათლად ჩანდა, რომ საფრანგეთი გარშემორტყმული იყო ჰაბსბურგების
მიწებით: ესპანეთით - სამხრეთ საზღვარზე, ჩრდილოეთ იტალიით -
სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე, ფრანშკონტეთი - აღმოსავლეთ
საზღვარზე და ესპანელი ჰაბსბურგების კონტროლქვეშ მყოფი
ნიდერლანდებით - ჩრდილოეთ საზღვარზე. ხოლო საფრანგეთის
მოსაზღვრე სხვა ტერიტორიებს კი ჰაბსბურგების ავსტრიული შტო
აკონტროლებდა: ლორიენის საჰერცოგო ემორჩილებოდა საღვთო
რომის იმპერიას, ასევე, მდინარე რაინის გასწვრივ არსებული
ტერიტორია (დღეს - ალზასი) მათივე კონტროლის ქვეშ იყო. ხოლო თუ
ჩრდილოეთ გერმანიაც სრულად დაექვემდებარებოდა საღვთო რომის
იმპერატორის კონტროლს, საფრანგეთი აბსოლუტურად დაუცველი
გახდებოდა ჰაბსბურგების გავლენის წინაშე. რიშელიეს სულაც არ
ამშვიდებდა ის ფაქტი, რომ საფრანგეთი კათოლიკურ რწმენას
იზიარებდა ავსტრიასა და ესპანეთთან. პირიქით, რიშელიე მოქმედებდა
იმისთვის, რომ კონტრ-რეფორმაციულ ძალებს (ავსტრიელ და ესპანელ
ჰაბსბურგებს) გამარჯვებისთვისარ მიეღწიათ. შესაბამისად, რიშელიეიყენებს
რა ეკლესიაში არსებულ დაპირისპირებას და მხარს უჭერს
პროტესტანტულ ძალებს მთელი ევროპის მასშტაბით. ჰაბსბურგები კი ამ
კალკულაციას არ ემორჩილებოდნენ, ისინი არ მოქმედებდნენ
ეროვნული ინტერესების ცნების ჩარჩოებში. მათ რომ ისევე ემოქმედათ ,
როგორც ამას კარდინალი რიშელიე აკეთებდა, მათი საწყისი პირობები
ბევრად უკეთესი იყო და მათ რეალური შანსი ჰქონდათ მიეღწიათ
ევროპაში დომინირებისთვის. ჰაბსბურგები პრინციპულები იყვნენ
საკუთარი რელიგიური სურვილების გატარებაში და არ სურდათ
არანაირი კომპრომისი ან დათმობა ამ გზაზე. შესაბამისად, ამ
პოლიტიკური ისტორიის დასაწყისიდანვე ისინი დაუცველები
აღმოჩნდნენ კარდინალი რიშელიეს გათვლების პირისპირ.

Როგორ გამოიყენა კარდინალმა ფერდიანდ


მეორის შეცდომა და რა სტრატეგიულ და ცბიერ
მეთოდს მიმართა მან.
იმპერატორ ფერდინანდ II-ს დიდი ალბათობით საერთოდ გაგონილიც კი
არ ჰქონდა ეროვნული ინტერესების ცნების შესახებ, თუმცა რომც
ცოდნოდა , მასზე თავიდანვე 6 უარს იტყოდა , შერაცხავდა რა მას
მკრეხელობად და ღვთის გმობად. ის არასდროს ჩათვლიდა, რომ მისი
წმინდა მიზანი (პროტესტანტიზმის ამოკვეთა ევროპიდან ), შესაძლოა
მიღწეული ყოფილიყო მორალური ხერხების გარეშე. კარდინალი
რიშელიესგან განსხვავებით, ის არასდროს დადებდა შეთანხმებებს
პროტესტანტ მთავრებთან ან მუსლიმ თურქებთან. ფერდინანდ II-ს
უცვლელ ღირებულებებზე მეტყველებს მის მიერ 1596 წელს, ჯერ კიდევ
ტახტის მემკვიდრედ ყოფნის დროს, ნათქვამი სიტყვები: „მირჩევნია
მოვკვდე, ვიდრე რაიმე დათმობაზე წავიდა რელიგიურ სექტანტებთან.“
შესაბამისად, ის უარყოფს ყოველგვარ კომპრომისს და საბოლოოდ აქვს
არჩეული გზა გამარჯვებამდე იბრძოლოს, პროტესტანტიზმის
ევროპიდან ამოკვეთის მიზნით. თანამედროვე ტერმინით რომ
შევაფასოთ, ის რელიგიური ფანატიკოსია. ფერდინანდ II-სთვის მისი
სახელმწიფოს დანიშნულება რელიგიის მსახურება იყო და არა -
პირიქით, რელიგიის გამოყენება სახელმწიფოს მიზნებისთვის .
რიშელიეს კი დასახული აქვს სტრატეგიულად მიუდგეს ფერდინანდ II-ის
ხედვებს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად კათოლიკე მორწმუნეა ,
მისი განზრახვაა სეკულარულ ჩარჩოებში იმოქმედოს. სახელმწიფო
საქმეებში რიშელიესთვის მთავარი არა მორალი, არამედ რაციონალური
ეროვნული ინტერესებია. რიშელიე არასდროს გაუშვებდა იმ
შესაძლებლობას, რომელიც ფერდინანდ II-ს, ომის მე11 წელს, 1629 წელს
მიეცა. ამ დროს გერმანიის პროტესტანტი მთავრები მზად არიან
აღიარონ ფერდინანდ II-ის პოლიტიკური სუვერენიტეტი, სანაცვლოდ კი
ითხოვენ რელიგიურ თავისუფლებასა და იმ მიწების შენარჩუნებას ,
რომლებიც მათ მიიღეს რეფორმაციის პერიოდში. თუმცა ფერდინანდი
აქაც უარს ამბობს რელიგიური მოტივები დაუქვემდებაროს სახელმწიფო
ინტერესებს. იმის ნაცვლად, რომ დათანხმებოდა ამ კარგ
შესაძლებლობას, შეენარჩუნებინა პოლიტიკური კონტროლი მთელ
ცენტრალურ ევროპაზე , ის აქვეყნებს რესტიტუციის ედიქტს , რომელიც
გულისხმობს ყველა იმ მიწის ჩამორთმევას პროტესტანტების
საკუთრებიდან, რომლებიც მათ 1555 წლიდან მიიღეს. ამ
გადაწყვეტილებამ მოკლა ყოველგვარი შანსი ომის შეწყვეტისა და
რიშელიეს კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა გამოეყენებინა
პროტესტანტებისა და კათოლიკების დაპირისპირება საფრანგეთის
ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. რიშელიე საშინაო
პოლიტიკაშიც რაციონალურობის გზას ირჩევს და 1629 წელს ხელი
ეწერება ედიქტს, რომლითაც კიდევ ერთხელ აძლევს ფრანგ
პროტესტანტებს რელიგიურ თავისუფლებას. აგვარებს რა საშინაო
არასტაბილურობას, მას სრული თავისუფლება ეძლევა საგარეო
საქმეებში უფრო აქტიურად დაუპირისპირდეს ჰაბსბურგების დინასტიას .
7 რიშელიე ამ პერიოდიდან ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აძლევს
გერმანელ პროტესტანტ მთავრებს საღვთო რომის იმპერიის
წინააღმდეგ . ლუი XIII, რომელიც ამ დროს საფრანგეთის მეფეა , იმავე
მიზნით ეხმარება შვედეთის პროტესტანტ მეფეს, გუსტავ ადოლფს.
რიშელიეს მიზანია ჰაბსბურგების დაცლა ფინანსური და სამხედრო
კაპიტალისგან, საფრანგეთის ალყაში მოქცევის დასრულება და
საზღვარზე ძლიერი იმპერიის შექმნის პრევენცია. მისი ქმედებების
ერთადერთი განმსაზღვრელია ეროვნული ინტერესი, რომლის
დანერგვის პროცესშიც, ის თავდაპირველად, როგორც ზემოთ აღინიშნა,
არ ერიდება პროტესტანტი მთავრებისა და მეფეების დახმარებას და
ამასთან ერთად, კოორდინირებულად მოქმედებს მუსლიმურ ოსმალურ
იმპერიასთანაც კი, რათა მათ აღმოსავლეთიდან შეუქმნან პრობლემა
ავსტრიელ ჰაბსბურგებს. სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით, 1618 წელს
დაწყებული კონფლიქტი ათწლეულების მანძილზე გაგრძელდა. თუმცა
საფრანგეთი უშუალოდ, საკუთარი სამხედრო ძალებით ომში 1635
წლამდე არ ერთვებოდა . როგორც კი კონფლიქტის დასასრული
გამოჩნდა და პროტესტანტული ძალები დამარცხების საფრთხის წინაშე
დადგნენ, საფრანგეთი უკვე თავად ჩაერთო სამხედრო
კონფრონტაციაში. რიშელიე არ აპირებდა ამ ომის დამთავრებას, სანამ
საფრანგეთის მეფე არ იქნებოდა ტოლ-სწორი ან უფრო ძლიერი, ვიდრე
საღვთო რომის იმპერატორი. შესაბამისად, 1635 წელს, ომის
მიმდინარეობის მე-17 წლისთავზე, რიშელიემ დაარწმუნა საფრანგეთის
მეფე ლუი XIII, რომ ახლა დრო იყო საკუთარი ძალებით ჩართულიყვნენ
ომში. რიშელიეს ოპონენტები მას ამორალურობასა და სისხლისღვრის
პროვოცირებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მალევე ეს არგუმენტი
საწინააღმდეგოდ შეტრიალდა, როდესაც სახელმწიფო ინტერესების
მსახურება უმაღლეს მორალურ ღირებულად იქცა. შესაბამისად, თავად
რიშელიეს კრიტიკოსები გახდნენ ეთიკური პრინციპების დამრღვევები
და არა - თავად კარდინალი. ამ პოლიტიკურმა მანევრებმა და გზებმა,
რომელიც საწყის ეტაპზე გულისხმობდა პროტესტანტი მთავრებისა და
მონარქების მხარდაჭერას, ხოლო შემდგომ უშუალოდ კონფლიქტში
ჩართვას, საფრანგეთისთვის წარმოუდგენლად წარმატებული შედეგები
მოიტანა: საფრანგეთი თავად გახდა ყველაზე ძლიერი სახელმწიფო
ევროპაში და განივრცო ტერიტორიები როგორც სამხრეთით, ისე
ჩრდილოეთით. 1648 წელს ვესტფალიის ზავის (რომელიც მოიცავდა ორ
ხელშეკრულებას: 1. ოსნაბრიუკის ხელშეკრულება - შვედეთის სამეფოსა
და საღვთო რომის იმპერიას შორის; 2. მიუნსტერის ხელშეკრულება -
საფრანგეთის სამეფოსა და საღვთო რომის იმპერიას 8 შორის)
გაფორმების შემდეგ ეროვნული ინტერესები უკვე ყველა ევროპული
ქვეყნის მთავარ პრინციპად იქცა და განსაზღვრა ამ პერიოდის შემდგომი
ევროპული დიპლომატია.

Bolo tavi
რიშელიეს ზეგავლენა ევროპის ისტორიაზე შეუდარებლად დიდია.
ყველაზე მეტად მას ეშინოდა საღვთო რომის იმპერატორის
ძალაუფლების ქვეშ გაერთიანებული ცენტრალური ევროპის და მან ამის
პრევენცია მოახდინა და გადადო გერმანიის გაერთიანება ორი
საუკუნით. 30-წლიანი ომის საწყისი ეტაპი შეგვიძლია დავახასიათოთ ,
როგორც ჰაბსბურგების მცდელობა იმოქმედონ დინასტიურ
გამაერთიანებლად გერმანული ტერიტორიებისა. რიშელიემ დაამარცხა
ჰაბსბურგებიამ ბრძოლაშიდა გერმანიისგაერთიანება, არათუვერ შედგა,
არამედ დაიშალა ის 300 პატარა სახელმწიფოდ, რომელთაგან
თითოეულსაც, ვესტფალიის ზავის მიხედვით, დამოუკიდებელი საგარეო
პოლიტიკის გატარების უფლება მიეცათ. შედეგად, გერმანიის
გაერთიანება შეუძლებელი შეიქნა და ეს მხოლოდ 200 წლის შემდეგ
მოხერხდა, კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის მეოხებით. გერმანული
ტერიტორიები 1648 წლის შემდგომ ევროპაში არაერთხელ იქცევა ომის
ლოკაციად, მათ შორის ომებისა, რომლებსაც საფრანგეთი დაიწყებს . ამ
200 წლის დაკარგვა კი გერმანიას დიდ ფასად დაუჯდა , გამოტოვა რა
კოლონიზაციის პერიოდი. გარდა იმისა, რომ საღვთო რომის
იმპერატორმა ვერ მოახერხა გერმანულ ტერიტორიებზე კონტროლის
დამყარება და ცენტრალური ევროპის მისი მმართველობის ქვეშ
მოქცევა, 1648 წლის ვესტფალიის ზავს სხვა შედეგებიც ჰქონდა.
ამიერიდან, პროტესტანტი მთავრები სარგებლობენ რელიგიური
თავისუფლებით და თავად საზღვრავენ, თუ რომელი რელიგიისადმი
ჰქონდეთერთგულებამათ ტერიტორიებზემცხოვრებხალხს. ასევე, შვედეთის
სამეფო სერიოზულად იმკვიდრებს ადგილს დიდი სახელმწიფოების
რიცხვში და ამიერიდან შეგვიძლია ის მივიჩნიოთ, ისეთი ქვეყნების
რიგებში, როგორებიცაა ავსტრია, ესპანეთი თუ ინგლისი.
ნიდერლანდების პროვინციები 1648 წლიდან უკვე აბსოლუტურად
დამოუკიდებელნი არიან, იპოვებენ რა საერთაშორისო აღიარებას და
ხდებიან სრულფასოვანი წევრები საერთაშორისო სისტემისა.
შესაჯამებლად, 1618-1648 წლის 30 - წლიან კონფლიქტში მთავარი
გამარჯვებული საფრანგეთია, რიშელიესა და მონარქ ლუი XIII-ის
ხელმძღვანელობით, ის ახერხებს ჰაბსბურგების დომინირების
პრევენციას და არ აძლევს საღვთო რომის იმპერატორს ცენტრალურ
ევროპაზე საკუთარი სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას,
ამასთან 9 ერთად, იფართოებს ტერიტორიებს როგორც ჩრდილოეთით,
ისე სამხრეთით. მთავრდება ოცნება უნივერსალურ იმპერიაზე, როგორც
ჰეგემონზე. საერთაშორისოპოლიტიკაშიკი საბოლოოდ მკვიდრდება
ტერმინები - ეროვნული ინტერესი და ძალთა ბალანსი. სწორედ ძალთა
ბალანსის ცნების გამოყენებით, შემდეგ ათწლეულებსა და საუკუნეებში
სახელმწიფოები შეეცდებიან ხელი შეუშალონ რომელიმე ერთ ძლიერ
სახელმწიფოს მოიპოვოს ჰეგემონია, დადებენ რა ერთმანეთთან
თავდაცვით/თავდასხმით ალიანსებსა და დახმარების
ხელშეკრულებებს. ვესტფალიის ზავი საერთაშორისო ურთიერთობებისა
და დიპლომატიის ისტორიაში დღესაც უმნიშვნელოვანეს მოვლენად
ითვლება, რამეთუ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს არის ეროვნული
ინტერესებისა და ძალთა ბალანსის ცნებების დამამკვიდრებელი
საერთაშორისო პოლიტიკაში. მთლიანობაში კი, XVII საკუნის შუა
პერიოდისთვის წამყვან სახელმწიფოებად ითვლებიან ინგლისი ,
ესპანეთი, საფრანგეთი, ავსტრია (როგორც საღვთო რომის იმპერიის
ბურჯი), ნიდერლანდების აწ უკვე დამოუკიდებელი პროვინციები და
შვედეთი.
რიშელიემ უდიდეს წარმატებებს მიაღწია საგარეოპოლიტიკურ არენაზე,
მოახერხა საფრანგეთში ხელისუფლების საბოლოოდ ცენტრალიზება
მეფის ხელში, მაგრამ ყოველივე ეს პიროვნულად მეტად ძვირად
დაუჯდა. ის პრაქტიკულად არავის არ უყვარდა სახელმწიფოში.
არისტოკრატები მას ვერ იტანდნენ, რადგანაც რიშელიე მთელი
ცხოვრების მანძილზე ებრძოდა მათ თვითნებობას და
დამოუკიდებლობას, უბრალო ხალხში რიშელიე ძალიან
არაპოპულარული იყო მის მიერ დაწესებული მაღალი გადასახადების
გამო. ყოველივე ეს იმაში გამოიხატა, რომ რიშელიეს სიკვდილიდან 150
წლის შემდეგაც კი მისი სახელი საძულველი იყო საფრანგეთის
მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის. სწორედ ამიტომ საფრანგეთის
დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში მისი აკლდამა გაძარცვული
იქნა, ხოლო მისი ნეშტიდან გადარჩა მხოლოდ თავი (გადაარჩინა ერთ-
ერთმა მღვდელმსახურმა, რომელსაც ეს კინაღამ სიცოცხლის ფასად
დაუჯდა) და ერთი თითი (თითი ბეჭდიანად ერთ-ერთმა მძარცველმა
წაიღო, წლების შემდეგ კი მისმა ოჯახმა დააბრუნა , ოღონდ ,
რასაკვირველია, ბეჭდის გარეშე). რიშელიეს აკლდამა ხელახლა იქნა
დარბეული 1968წ. ამბოხებული სტუდენტების მიერ, თუმცა ამჯერად ამ
აქციას მხოლოდ რიშელიეს პორტრეტი შეეწირა (სტუდენტებს რიშელიე
თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ მოღვაწედ მიაჩნდა). მიუხედავად
ამგვარი ექსცესებისა, რომელიც ძირითადად გაუნათლებელი ბრბოს
მიერ იყო ჩადენილი, მოაზროვნე ფრანგები ყოველთვის პატივს
სცემდნენ კარდინალ რიშელიეს, ადამიანს, რომელმაც საფრანგეთი
აქცია ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ, თუმცა ამისთვის მას,
კათოლიკე კარდინალს, მოუწია კათოლიკური სახელმწიფოების
წინააღმდეგ პროტესტანტებთან ერთად ბრძოლა . ალბათ სწორედ
ამიტომ ამბობენ, რომ რომის პაპმა ურბან VIII-მ, რიშელიეს სიკვდილის
ამბის გაგების შემდეგ განაცხადა: “თუ ღმერთი არსებობს, მაშინ
რიშელიეს ბევრ რამეზე მოუწევს პასუხის გაცემა, მაგრამ თუ არ
არსებობს, მაშინ მისი ცხოვრება მეტად იღბლიანი იყო”.

You might also like