You are on page 1of 3

ჰენრი VIII (1509-1547)

1509 წელს ინგლისის მეფე გახდა ჰენრი მერვე, რომელიც გამეფებისას 18 წლის იყო.
ჰენრი მერვე თავისი დროის უგანათლებულესი მეფე იყო. იგი გამოირჩეოდა მეუღლეების
სიმრავლით (6 ჯერ იქორწინა) და მათდამი არაადამიანური დამოკიდებულებით . ტახტზე
ასვლისთანავე მან იქორწინა თავისი ძმის არტურის ქვრივზე კატრინ არაგონელზე
( ესპანეთის დედოფლის ქალიშვილი). თორმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ , მეფემ
იწყო ფიქრი განქორწინებაზე. ამ დროისათვის მეფე უკვე ეტრფოდა დედოფლის სეფე
ქალს, 16 წლის ანა ბოლეინს. ჰენრი მერვემ დახმარებისთვის მიმართა პაპ კლიმენტი VII,
მაგრამ პაპმა განქორწინებაზე უარი განუცხადა.მეფემ მაინც მოახერხა განქორწინება , მის
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ინგლისის სწავლულმა ღვთისმეტყველებმა და
კენტერბერის არქიეპისკოპოსმა. მეფის ქორწინება ანა ბოლეინთან 1533 წელს შედგა . ამ
ფაქტმა საფუძველი დაუდო რომის პაპთან კავშირის გაწყვეტას და რეფორმაციული
მოძრაობის დაწყებას ინგლისში.

ტიუდორების მოსვლით (1485 წ.) ინგლისში ერთბაშად არ დაწყებულა კაპიტალისტური


ერა, ჯერ კიდევ კარგა ხნის მანძილზე გაბატონებული მდგომარეობა ეკავა ფეოდალურ
ურთიერთობას, თუმცა მის წიაღში უკვე ისახებოდა კაპიტალისტური ურთიერთობის
ელემენტები. კაპიტალისტური ელემენტები იჭრებოდა სამთო საქმესა და
ლითონდამუშავებაში, რაც ასე საჭირო იყო გემთმშენებლობისა და არტილერიისათვის .
განსაკუთრებულ განვითარებას მაინც მაუდის წარმოებამ მიაღწია , ამის
დამადასტურებელია ის, რომ მაუდი ინგლისის ეროვნული ექსპორტის 82%-ს შეადგენდა .
ინგლისიდან გაჰქონდათ მატყლი, მაუდი, რომლის გატანა მეთექვსმეტე საუკუნეში , წინა
საუკუნესთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა.

ვინაიდან, ინგლისურ მატყლზე მოთხოვნა გაიზარდა, დღის წესრიგში დადგა


მეცხვარეობის განვითარების საკითხიც. მემამულეები შეეცადნენ ცხვრის ფარის მოშენება -
გაფართოებას, რაც თავის მხრივ მიწების მეტ ფართობს მოითხოვდა. ლორდებმა
გამოსავალი იმაში ნახეს, რომ იწყეს არა მარტო სათემო ადგილ მამულების და სახნავი
მიწების მიტაცება , არამედ გლეხების აყრაც მათი მიწებიდან და ამ მიწების საძოვრებად
ქცევა, რომელსაც შემოღობავდნენ ხოლმე თხრილებითა და მესრებით. ამ ე.წ.
შემოღობვის პროცესმა გლეხების დიდი ნაწილი პროლეტარებად აქცია , მათი მხოლოდ
უმცირესი ნაწილი თუ ახერხებდა სამუშაოს შოვნას.

ტიუდორების წარმომადგენლები მთლიანად არ უჭერდნენ მხარს შემოღობვის


პროცესს.ჰენრი მერვის 1516 წლის სტატუსი მოითხოვდა რომ კვლავ მოეხნათ ყველა მიწა,
რომელიც უკანონოდ აქციეს საძოვრებად, აღედგინათ დანგრეული სახლები და
სოფლები რომლებზეც წინათ ცხოვრობდნენ მჭერელი გლეხები. ჰენრი მერვის 1533 წლის
კანონი მფლობელებს იმისკენაც მოუწოდებდა , რომ შეეზღუდათ ცხვრების ოდენობა , არ
ჰყოლოდათ არაუმეტეს 2000 სული ცხვრისა. შემოღობვის შედეგად უმუშევრად
დარჩენილი გლეხები მათხოვრებისა და მაწანწალების რიგს ავსებდნენ და
მფლობელებისგან იტაცებდნენ ყველაფერს , რისი წაღებაც შეიძლებოდა . 1549 წელს
აჯანყებული გლეხები მოითხოვდნენ შემოღობვის საწინააღმდეგო კანონების მკაცრად
დაცვას.ლორდებისთვის სათემო მიწებით სარგებლობის აკრძალვას. აჯანყებას სათავეში
ედგა რობერტ კეტი . იმავე წელს აჯანყება სასტიკად ჩაახშეს.
ფაქტობრივად ტიუდორები მისდევდნენ მერკანტილისტურ პოლიტიკას. ( ეს არის ისეთი
პოლიტიკა , რომლის დროს ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია სხვა ქვეყანაში
საქონლის გატანაზე და ამ გზით ფულის დაგროვებაზე).

საგარეო ვაჭრობის განვითარებას ტიუდორებმა იმითაც შეუწყვეს ხელი , რომ დაიწყეს


საგარეო ბაზრების ხელში ჩაგდება, დაადგნენ კოლონიური პოლიტიკის გატარებას .
ინგლისის პირველი კოლონია იყო მეზობელი ირლანდია. 1541 წელს ჰენრი მერვემ ამ
ქვეყნის მეფის ტიტული მიითვისა. მან ირლანდიელი ფეოდალები აიძულა , რათა
თავიანთი მიწები ინგლისის მეფის საკუთრებად გამოეცხადებინათ და შემდეგ უკანვე
მიეღოთ , როგორც წყალობა.

ინგლისის აბსოლუტიზმის ფუძემდებელი ტიუდორების დინასტიის პირველი


წარმომადგენელი ჰენრი მეშვიდე იყო. ტიუდორების აბსოლუტიზმმა ჰენრი მერვისა და
ელისაბედის მმართველობის ხანაში კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას მიაღწია . მათ
თავიანთ ხელისუფლებას ეკლესიაც დაუმორჩილეს.

რელიგიურ რეფორმაციას ინგლისში საფუძველი მისცა ჰენრი მერვის კატრინ


არაგონელთან განქორწინების პროცესმა. ჰენრი მერვე 1533 წელს გაეყარა მეუღლეს და
იმავე წელს გამოსცა დადგენილება, რომელიც აუქმებდა პაპის იურისდიქციას ინგლისის
საქმეებში. მეფის შეთავაზებით პარლამენტმა 1534 წელს მიიღო „აქტი სუპრემატიის“ ანუ
უზენაესობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ინგლისის ეკლესია წყვეტდა ყოველგვარ
კავშირს რომთან და მეთაურად მეფეს -ჰენრი მერვეს და მის მემკვიდრეებს აცხადებდა .
„ათი არტიკლი“ (1536) და „42 არტიკლი“ (1553) იყო ანგლიკანური ეკლესიის ოფიციალური
სიმბოლოები, რომლებშიც ჩამოყალიბებულია რწმენის პრინციპები და დოგმატები .

ჰენრი მერვე თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში პროტესტანტიზმიდან ისევ


კათოლიციზმს დაუბრუნდა . მეფემ გამოსცა ე.წ. „სისხლიანი ექვსარტიკლიანი სტატუტი“
რომლის თანახმად , ვინც კათოლიციზმისკენ შემობრუნების წინააღმდეგ გამოვიდოდა ,
მას კოცონზე დასჯით ემუქრებოდნენ.

1547 წელს ჰენრი მერვე გარდაიცვალა.

ელისაბედ I-ის მმართველობა (1558-1603).

ელისაბედი იყო ჰენრი მერვესა და სიკვდილით დასჯილი ანა ბოლეინის ქალიშვილი .


ელისაბედს საოცარი ნიჭი და ნებისყოფა აღმოაჩნდა, თავისი დროის უმეტეს ნაწილს
წიგნების კითხვასა და ენების შესწავლას ახმარდა. გარეგნობით ელისაბედი მიმზიდველი
არ ყოფილა, ჰქონდა გრძელი სახე და მამაკაცური ხმა.

გვირგვინკურთხევის დროს იგი პაპის შერიგებას შეეცადა იმ პირობით , რომ კათოლიკურ


ეკლესიას ერთგულების ფიცს აღუთქვამდა. მაგრამ პაპმა პავლე მეოთხემ ელისაბედი
უკანონოდ შობილად გამოაცხადა და ჰენრი მერვის კანონიერ მემკვიდრედ მარია
სტიუარტს აცხადებდა. პაპმა ელისაბედს არ დაუტოვა სხვა გზა, ელისაბედმა თავი
პროტესტანტიზმის დამცველად გამოაცხადა და კავშირი გაწყვიტა რომთან და
კათოლიციზმის ბურჯთან - ესპანეთთან (ფილიპ მეორეს ცოლობაზე უარი უთხრა).

ელისაბედს პურიტანების დაძლევაც მოუხდა. ისინი იყვნენ კალვინიზმის მიმდევრები ,


რომლებმაც ინგლისში პურიტანების სახელი მიიღო. პროტესტანტიზმის ეს მიმართულება
ინგლისში გაძლიერდა მეთექვსმეტე საუკუნის 60-70 -იან წლებში. ელისაბედის მთავრობა
მათ წინააღმდეგ იღებდა უაღრესად მკაცრ ზომებს.

მერი სტიუარტი იყო ჰენრი მერვის დის მარგარიტას შვილიშვილი, რომელიც მას
შეეძინა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ მეოთხესთან. მერი ჯერ ცოლად ჰყავდა საფრანგეთის
მეფე ფრანსუა მეორეს, ხოლო დაქვრივების შემდეგ შოტლანდიელ ლორდს დარნლის .
სწორედ შოტლანდიაში ყოფნის დროს მერიმ პრეტენზია განაცხადა ინგლისის სამეფო
ტახტზე, კათოლიკე დიდებულების მხარდაჭერის იმედით. მერი სტიუარტს ბრალი დაედო
მეორე ქმრის მკვლელობაში და იძულებული გახდა 1567 წელს გაქცეულიყო ინგლისში.
მერი ხელში ჩაუვარდა მეტოქეს, ელისაბედს, რომელსაც მკაცრ პატიმრობაში ჰყავდა იგი .
70-80 იან წლებში ძალიან გამკაცრდა კათოლიკეების დევნა ინგლისში. ეს დევნა იმანაც
გააძლიერა, რომ მოკლეს პროტესტანტების ბელადი ვილჰელმ ორანელი, რომელიც
გახდა კათოლიკე შეთქმულის მსხვერპლი. შეთქმულნი შოტლანდიის დედოფლის
სასარგებლოდაც მოქმედებდნენ. სულ მალე მერი სტიუარტსაც დასდეს ბრალი , რომ იგი
მონაწილეობდა ელისაბედის წინააღმდეგ შეთქმულებაში და 1587 წელს თავი მოფკვეთეს.

მერი სტიუარტის დასჯა ძალიან დიდი დარტყმა იყო კათოლიკური სამყაროსთვის ,


განსაკუთრებით ესპანეთის მეფე ფილიპ მეორისთვის, რომელიც ინგლისის ტახტზე მერი
სტიუარტის დასმას დიდ იმედებს უკავშირებდა. ელისაბედმა 1585 წელს თავისი ჯარი
გაგზავნა ნიდერლანდებში, რომელიც იბრძოდა ესპანეთის მონარქის ფილიპ მეორის
წინააღმდეგ. ამასთანავე ინგლისელი მეზღვაურები მოსვენებას არ აძლევდნენ ესპანეთის
ნაპირებს, ძარცვავდნენ ოქრო ვერცხლით დატვირთულ ესპანურ ხომალდებს. ესპანეთის
მეფემ გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამ ყველაფრისთვის. და თვითონ იწყო მზადება
ინგლისში შესაჭრელად. სულ მოკლე ხანში ესპანეთმა თავი მოუყარა უზარმაზარ ფლოტს,
რომელსაც უძლეველი არმადა უწოდეს.ბრძოლა გაიმართა 1588 წელს.უძლეველი
არმადის გასვლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა ესპანეთის ადმირალი , საოცრად
ნიჭიერი დე ლა კრუსი. მის ადგილას კი უნიათო და უნიჭო სარდალი დანიჩნეს. ინგლისის
ფლოტს კი ხელმძღვანელობდნენ ნიჭიერი ადმირლები: ჰოვარდი და დრეიკი . საზღვაო
ბრძოლა ინგლისის გამარჯვებით დამთავრდა. ესპანეთს არც ამის შემდეგ შეუწყვეტია
ბრძოლა ინგლისის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა ბრძოლაში ინგლისი იმარჯვებდა . ამან
მნიშვნელოვნად დასცა ესპანეთის ძლიერება ხოლო ინგლისი წინ წამოსწია .

ელისაბედი 1603 წელს გარდაიცვალა. იგი გათხოვილი არ ყოფილა . მისი


გარდაცვალებით შეწყდა ტიუდორების დინასტია ინგლისში . ტახტზე ავიდა სიკვდილით
დასჯილი მერი სტიუარტის შვილი შოტლანდიის მეფე ჯეიმზ მეექვსე , რომელიც ინგლისში
გამრფდა ჯეიმზ პირველის სახელით.

You might also like