You are on page 1of 6

ინგლისის რევოლუცია (ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია)

ელისაბედ I თიუდორის დროს ინგლისელები ეგუებოდნენ მეფის აბსოლუტურ


ძალაუფლებას რადგან ესპანეთის მეფე ფილიპე II ჰაბსბურგის და საფრანგეთის
ეშინოათ. ესპანეთს და საფრანგეთს უნდოდათ ინგლისში აღედგინათ კათოლიკური
რელიგია (ინგლისში უკვე ანგლიკანური ეკლესია იყო)

1603 წ. ელისაბდ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა შოტლანდიის მეფე


ჯეიმს I სტიუარტი (1603-1625) (ელისაბედმა ადრე შოტლანდიის დედოფალი მარიამ
სტიუარტი სიკვდილით დასაჯა, რადგან მის წინააღმდეგ აწყობდა შეთქმულებებს ,
ელისაბედი უშვილოდ მოკვდა და მან მემკვიდრედ გამოაცხადა მის მიერ სივდილით
დასჯილი მარიამ სტიუარტის შვილი ჯეიმსი, რომელიც მისი უახლოესი ნათესავი იყო)

ჯეიმს I შოტლანდიის და ინგლისის მეფე ერთდროულად გახდა, მან


გააერთიანა ინგლისის და შოტლანდიის დროშები, შედეგად შეიქმნა ბრიტანეთის
დროშა („იუნიონ ჯეკი“)

მმართველობის დროს აღარ იყო საფრთხე ესპანეთიდან და


საფრანგეთიდან, ამის გამო ინგლისელებ აღარ ეგუებოდნენ მეფის აბსულუტურ -
დესპოტურ ძალაუფლებას, და ითხოვდნენ პარლამენტსაც, ანუ ხალხსაც ემართა
ინგლისის სამეფო, მაგრამ ჯეიმს I , მერე მისი შვილი ჩარლზ I არ თმობდნენ აბსულუტურ
ძალაუფლებას, ესენი დარმწუნებულები იყვნენ ,რომ ღმერთის ნება იყო, რომ მეფეს
აბსოლუტური-ტირანული ძალაუფლება ჰქონოდათ, ანუ მეფეებს უნდა შეძლებოდათ
მოეკლათ ის ვინც მოუნდებოდათ, ქონება ჩამოერთვათ, ციხეში ჩაესვათ ადამიანი და
ასეთი სისულელეები

...................................................................................................................

პურიტანები იგივე კალვინისტები არიან. ინგლისში კალვინისტებს პურიტანები


ეწოდათ.

პურიტანი ნიშნავს გაწმენდას, ანუ პურიტანებს უნოდდათ ანგლიკანური


ეკლესია გაეწმინდათ კათოლიკური გადმონაშთებისგან, ანუ იერარქიის, ანუ
სამღვდელოების გაუქმება უნდოდათ, მაგრამ მეფეები იცავდნენ ანგლიკანურ
ეკლესიას, რადგან ეკლესიაში იყო იერარქია, ანუ მღვდელი, ეპისკოპოსი,
არქიაპისკოპოსი და ასე შემდეგ, ეს აკანონებდა ფეოდალურ წესწყობილებას ვთქვათ
საერო იერარქია გლეხი, ლორდი, მეფე .

პურიტანებს უნდოდათ სამღვდელოების გაუქმება და ხალხის მმართველობა,


თუ ეს მოხდებოდა მაშინ ხალხი საერო ანუ პოლიტიკაშიც მითხოვდნენ იერარქიის
გაუქმებას და დემოკრატიის ანუ ხალხის მმართველბის დამყარებას. ამის გამო ამბობდა
ჯეიმს I „არ იქნება ეპისკოპოსი არ იქნება მეფე“

პურიტანები ორ ნაწილად გაიყვნენ : პრებიტერიანელები(პრესვიტერიენელები) და


ინდეპენდენტები

ინდეპენდენტები უფრო ფანატიკოსები და რადიკალები იყვნენ


.............................................................................................................................

ჯეიმსის მემკვიდრე ჩარლზ I სტიუარტი (1625-1649) არ ეგუებოდა პარლამენტის


გაძლიერებას და სამეფო აბსოლუტური ხელისუფლების შეზღვუდვას

ჩარლზ I თვითნებურად ადებდა გადასახადებს მოსახლეობას, ვინც არ იხდიდა


ციხეში აგდებდა. ეს პარლამენტის გაღიზიანებას იწვევდა

1628 წ. ჩარლზ I იძულებული გახდა მოეწვია პარლამენტი, მას ფული


სჭირდებოდა.ამ პარლამენტმა აიძულა მეფე მიეღო „პეტიცია უფლებების შესახებ“ .
ჩარლზ I-ეს ფული სჭირდებოდა და მიიღო ეგ დოკუმენტი, მაგრამ 3 თვეში დაშალა
პარლამენტი, ამის გამო ამ პარლამენტს ეწოდა “ხანმოკლე პარლამენტი“.

მეფე წარუმატებლად ეომებოდა ესპანეთს და საფრანგეთს

ვაჭრები პარლამენტის მოწოდებით არ იხდიდნენ გადასახდებს, მეფე


აპატიმრებდა ვაჭრებს

ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირია


კენტერბერიის არქიეპისკოპოსი

შოტლანდია და ინგლისი ერთი სამეფო იყო 1603 წიდან, მაგრამ შოტლანდიას


ავტონომია ჰქონდა (ავტონომია ანუ თვითმართველობა), მიუხედავად ამისა ჩარლზ I-მა
და კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა ადაწყვიტეს შოტლანიაში დაემხოთ
პრესბიტერიანელობა , ანუ პურიტანობა, და ანგილაკუნურ ეკლესია
გაევრცელებინათ (პრესბიტერიანელებში არ იყო საეკლესიო იერარქია,
პრესბიტერიანულ ეკლესია ხალხი მართავდა, ეს მონარქიას ასუსტებდა და
დემოკრატიულს პოლიტიკურ წყობას უწყობდა ხელს).

შოტლანდიელი პრესბიტერიენელები არ დაუშვებდნენ ანგლიკანური ეკლესიის


გავრცელებას და აჯანყდნენ, მათ დაამარცხეს ინგლისის ჯარები და ჩრდილოეთ
ინგლისიც კი დაიპყრეს

ჩარლზ I იძულებული გახდა დამამცირებელი ზავი დაედო შოტლანდიასთან და


ზარალიც აენაზღაურებინა ფინანსურად, თან შოტლანდიამ მოითხოვა, ამიერიდან მათის
საქმეები მეფეს კი არა პარლამენტს განეხილა

1640 წ. ჩარლზ I-მა მოიწვია ინგლისის პარლამენტი, რომელსაც“ ხანგძლივი


პარლამენტი „ ეწოდა , რადგან 1653 წლამდე ფუნქიონირებდა

პარლამენტარებმა გამოსცეს დოკუმენტი „დიდი რემონსტრაცია“ , საპასუხოდ


ჩარლზ I-მა გადაწყვიტა ოპოზიციის ლიდერები დაეპატიმრებინა და პარლამენტში ჯარით
შევიდა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები გაფრთხილებულები იყვნენ და ლონდონის რაიონ
სიტიში დაიმალნენ

ლონდონის მოსახლეობა აგრესიას იჩენდა უსამართლო ტირანი მეფის


წინააღმდეგ და ამის გამო ჩარლზ I წავიდა ჩრდილოეთ ინგლისში და 1642 წელს მან
სამოქალაქო ომი დაიწყო პარლამენტის წინააღმდე

მეფეს მხარი დაუჭირა ინგლისის ჩამორჩენილმა ნაწილებმა სადაც ძველი


ფეოდალური წყობა ბატონობდა ჩრდილოეთმა და დასავლეთმა

ხოლო ეკონომიკურად განვითარებულმა (აქ კაპიტალისტური ეკონომიკა


იყო) აღმოსავლეთმა და სამხრეთმა მხარი დაუჭირა პარლამენტს

ანგლიკანები ძირითადად მეფეს უჭერდნენ მხარს (მეფის მომხრეებს


ეწოდებოდათ როაიალისტები, ან მონარქისტები)

პურიტანები (პრესბიტერიანელები და ინდეპენდენტები) მხარს უჭერდნენ


პარლამენტს

პარლამენტის ჯარი ყოველთვის მარხცდებოდა რიცხობრივი


უპირატესობის მიუხედავად, რადგან დიდგვარონების უმეტესობა რომლებიც მეფეს
უჭერდნენ მხარს პროფესიანოლი სამხედროები იყვნენ. მეფის ჯარს მეთაურობდა
პრინცი რუპერტი

როიალისტებს ანუ მეფის მომხრე ჯარს ეწოდებოდათ „ კავალერები“

ოლივერ კრომველი - იყო პურიტანი (ინდეპენტენდი) მან ჩამოაყალიბა “ ახალი


ნიმუშის „ ჯარი, სადაც პურიტანები იყვნენ , იყო მკაცრი დისციპლინა, იყვნენ კარგად
გაწვრთნილი მეომრები და რელიგიური ფანატიზმით იბრძოდნენ. ოლივერ
კრომველის არმიას უწოდებდნენ „რკინისგვერდიანებს“ (პარლამენტი მომხრე ჯარებს
ასევე „მრგვალთავიანებს“ უწოდებდნენ , რადგან პურიტანებს ურალო ვარცხნილობები
ჰქონდათ)

ოლივერ კრომველმა ოფიცრის თანამოდებობებზე ნიშნდა არ


დიდგვაროვნობის მიხედვით ,როგორც ეს ევროპაში იყო, არამედ სამხედრო
ტალანტის მიხედვით, მაგალითად მან ოფიცრებად დანიშნა მეეტლე, მექვაბე და ა.შ.

..........................................................................................................

1644 წ. მარსტონ-მურის ბრძოლაში პარლამენტის ჯარმა გაანადგურა მეფის


არმია

1645 წ. სოფ. ნეისბისთან გადამწყვეტ ბრძოლაში ოლივერ კრომველმა


გაანადგურა ჩარლზ I-ის ჯარი.

.............................................................................................................................................

1646 წ. ჩარლზ I შოტლანდიაში გაიქცა, შოტლანდიის პარლამენტმა ჩარლზ


I გადასცა ინგლისის პარლამენტს დიდი ფულის სანავცლოდ
ამ პერიოდში გაძლიერდა ინდეპენდენტების გავლენა, ეს არ მოეწონათ
პრესბიტერიენელებს, ისნი გაერთიანდნენ როაიალისტებთან ანუ მეფესთან შეკრეს
კავშირი, შედეგად 1647-1648 წლებში უკვე მეორე სამოქალაქო ომი მოხდა. ამჯერად
ინდეპენდენტები ოლივერ კრომველის მეთაურობით ებრძოდნენ მეფეს,
პრესბიტერინელ ინგლისელებს, პრესბიტერიენლ შოტლანდიელებს, კათოლიკური
ირლანდიის სიმპათიებიც მეფის მხარეს იყო.

ოლივერ კრომველმა გაანადგურა მეფე და მისი მომხრე პრესბიტერიენლები,


დაამარცხა პრესბიტერიენლი შოტლანდიელებიც

ოლივერ კრომველს და საერთოდ ინდეპენტენტებს უნდოდათ მეფე ჩარლზ


I-ის სიკვდილით დასჯა, მაგრამ ამის ნებართვას არ იძლეოდა პარლამენტი, რადგან
პარლამენტში დიდი რაოდენობით იყვნენ პრესბიტერიენლები. შედეგად ოლივერ
კრომველმა თავის პოლკოვნიკი პრაიდი გააგზავნა, რომელმაც პარლამენტის
შენობაში არ შეუშვა პრესბიტერიენელბი („პრაიდის წმენდა“), შედეგად ინგლისის
პარლამენტში ამიერიდან ინდეპენტენდები აღმოჩნდნენ და მათ მეფის გასამართლების
ნებართვა გასცეს

1649 წ. 135 კაციანმა სასამრთლომ მეფე გაასამართლა და სიკვდილი


მიუსაჯა

ჩარლზ I სტიუარტმა 1649 წელს თავი მოკვეთეს, ეს ევროპის ისტორიაში


პირველი შემთხვევაა,როდესაც მეფე სიკვდილით დასაჯეს .

.........................................................................................................................

ოლივერ კრომველმა რელიგიური ფანატიზმიდან გამომდინარე საშინლად


ჩაახშო კათოლიკური ირალნდიის აჯანყება (პურიტანები საშინლად ვერ იტანდნენ
კათოლიკეებს). ირლანდიის ერთი მესამედი შეეწირა კრომველთან ბრძოლას. ამი
დაიწყო ინგლისის და ირლანდიის მრავალსაუკუკოვანი მტრობა, რომელიც დღემდე
გრძელდება

...............................................................................................................................................

1653 წ. ოლივერ კრომველი ინგლისის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მან


დაშალა „ხანგძლივი პარლამენტი“ და ერთპიროვნულად, ტირანულ-დესპოტურად
მართავდა, მისი მმართველობა ასევე რელიგიური ფანატიზმით გამოირჩეოდა,
ინგლისში პურიტანმა კრომველმა აკრძალა ყოველგვარი გასართობები, თეატრებიც
კი (ეს შექსპირი ქვეყანაში  ) ,

კრომველმა ინგილისი სამხედრო ოლქებად დაყო, რომლებსაც სათავეში ჩაუყენა


პურიტანი (ინდეპენდენტი) გენერლები

კრომველმა უფრო აბსოლუტური დესპოტური ძალაუფლება მიიღო ვიდრე ეს


მეფეს ჰქონდა

ოლივერ კრომველმა გადაგა ნაბიჯები, რამაც ინგლისის საზღვაო პირველობას და


გაძლიერებას შეუწყო ხელი. კრომველმა დაამარცხა ჰოლანდია, რომელიც უძლიერესი
საზღვაო სახელმწიფო იყო. ესპანეთს წაართვა შაქრის ლეწრმით მდიდარი კუნძული
იამაიკა

1658 წ. ოლივერ კრომველი მოკვდა

........................................................................................................

ინგლისის გენერალმა მონკემ აღადგინა ინგლისში სტიუარტების მეფობა


(სტიუარტების რესტავრაცია)

1660 წ. ტახტი დაიკავა სიკვდილით დასჯილი ჩარლზ I-ის შვილმა ჩარლზ II-
მ, რომელმაც პირობა დადო, რომ არ დაიწყებდა რევოლუციონრების დევნას , მაგრამ
ჩარლზ II-მ (1660-1685) პირობა დაარღვია და რევოლუციონრების დევნა დაიწყო,
ოლივერ კრომველი საფლავიდან ამოთხარა და გაასამათლა  (საინტერესო სანახავი
იქნებოდა)

1685 წ. ჩარლზ II მოკვდა და ტახტი მისმა იდიოტმა ძმამ დაიკავა ჯეიმს II


სტიუარტმა (1685-1688) , რომელიც აბსოლუტური-დესპოტურ-ტირანული მეტოდებით
მართავდა , ინგლისელი ხალხი არ ეგუებოდა თავისუფლებების წართმევას და ამის
გამო 1688 წ. მოხდა „უსისხლო რევოლუცია“, შედეგად ჯეიმს II გაიქცა საფრანგეთში
(გასაოცარია სტიუარტების გონებაშეზღუდულობა, მათ ფანატიკურად სჯეროდათ ,რომ
ღმერთს სურდა მათი ტირანობა)

1688 წ. ინგლისელებმა ტახტზე მოიწვიეს ჰოლანდიის შტატჰალტერი


უილიამ ორანელი, რომელიც იყო მეფე ჩარლზ II-ის შვილის მერი სტიუარტის ქმარი.
უილიამ ორანელი გამოჯდა ინგლისში და უსისხლოთ დაიკავა ტახტი. ამას
„სახელოვანი რევოლუციაც „ ეწოდება, უილიამ ორანელი სამართლიანად მართავდა
სამეფოს, პარლამენტთან ერთად

ინგლისში დღემდეა მონარქიაა , ანუ მეფობა, მაგრამ ქვეყანას მართავს ხალხის


მიერ არჩეული პარლამენტი (ანუ ქვეყანას ხალხი მართავს)

1689 წ. ინგლისის მეფემ უილიამ III ორანელმა მიიღო „ბილი უფლებათა


შესახებ“ ( მოქალაქეების თავისუფლებები იყო გარანტირებული) .

......................................................................................................................................................................

კითხვები :

1)რატომ ეგუებოდნენ ელისაბედ I თიუდორის დროს ინგლისელები, მონაქრის


აბსოლუტურ ძალაუფლებას ?

2)რომელ სახლემწიფოები გაერთიანდა ჯეიმს I სტიუარტის დროს ?

3)რა მიზანი ჰქონდათ პურიტანებს ანგლიკანურ ეკლესიასთან მიმართებაში ?

4)ვინ იყვნენ ინდეპენდენტები ?

5)ვინ იყვნენ პრესბიტერიანელები ?

6)ვინ არის ანგლიკანური ეკლესიის ყველაზე გავლენიანი პირი ?


7) რატომ ამბობდა ჯეიმზ I „არ იქნება ეპისკოპოსი, არ იქნება მეფე“ ?

8)აღწერეთ „ხანმოკლე პარლამენტის“ ისტორია ?

9)რატომ აუჯანყდნენ შოტლანდიელები ჩარლ I სტიუარტს ?

10) რატომ მოიწვია ჩარლ I სტიუარტმა „ხანგძლივი პარლამენტი“, რომელ წლებში


იყო ეს პარლამენტი ?

11) რატომ დაიწყო ინგლისში სამოქალაქო ომი ? რომელი მხარეები უჭერდნენ მხარს
მეფეს და რომელი პარლამენტს ?

12)რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად საწყის ეტაპზე რატომ მარცხდებოდა


როიალისტებთან ომში პარლამენტის ჯარი ?

13)როიალისტების გარდა რა ეწოდებოდათ მონარქისტებს ?

14) ვინ შექმნა „ახალი ნიმუშის“ ჯარი ? აღწერეთ „ახალი ნიმუშის“ ჯარი ?

15) ვის უწოდებდნენ „მრგვალთავიანებს“ ?

16)რა მოხდა მარნსტონ მურის ბრძოლაში ? სად ოხდა და რომელ წელს გადამწყვეტი
ბრძოლა ?

17) მეორე სამოქალაქო ომში რატომ დაუჭირეს მხარი მეფეს პრესბიტერიანელებმა ?

18) რატომ მოხდა „პრაიდის წმენდა“ ? რა მოხდა „პრაიდის წმენდის“ დროს ?

19) როდის დასაჯეს სიკვდილით ჩარლზ I ?

20)აღწერეთ კრომველის მიერ კათოლიკური ირლანდიის აჯნყების ჩახშობა ?

21)აღწერეთ ოლივერ კრომველის დიქტატურა ინგლისში ?

22) „სტიუარტების რესტავრაცია“ აღწერეთ ?

23) რატომ და როგორ მოხდა „უსისხლო რევოლუცია და როდის მოხდა ?

24)“უსისხლო რევოლუციის“ შემდეგ ვინ გახდა ინგლისის მეფე და რა კანონპროექტი


მიიღო ?

You might also like