You are on page 1of 2

ობოლაძე რეზი

1. რომელმა ტექნოლოგიურმა ძვრებმა გამოიწვია ქვის ხანის ბრინჯაოს ხანით და


ბრინჯაოს ხანის რკინის ხანით ჩანაცვლება და რას ნიშნავს ნეოლითური
რევოლუცია?

ქვის ხანაში ადამიანი გონებრივად განვითარდა და თანდათანობით ტექნოლოგიების


განვითარებაც შეძლო. ნეოლითის ხანაში ადამიანი შემგროვებელი არსებიდან
მწარმოებელ არსებად გადაიქცა. მან მოიშინაურა ცხოველები და მიწათმოქმედებაც
დაიწყო. ეს ძირეული ცვლილებები იყო ადამიანის არსებობის ისტორიაში და
ამიტომაც ამ პერიოდს „ნეოლითურ რევოლუციასაც“ უწოდებენ. თანდათანობით
ადამიანმა ლითონის მოპოვება და გამოყენებაც ისწავლა. პირველი ლითონი,
რომელიც ადამიანმა გამოიყენა სპილენძია. ადამიანებმა მეტალურგობა დაიწყეს.
თუმცა სპილენძი რბილი ლითონი იყო და ქვის ჩანაცვლება ბოლომდე ვერ მოახერხა.
ადამიანებს კიდევ ათასწლეულები დასჭირდათ, სანამ ქვას ლითონით
ჩაანაცვლებდნენ. ეს ბრინჯაოს გამოდნობით გახდა შესაძლებელი. ადამიანები
სპილენს სხვა ლითონებსაც უმატებდნენ და ბრინჯაოს იღებდნენ. მათ ასევე
ლითონის გამოდნობა და მისთვის ფორმის მიცემაც ისწავლეს. ამის საშუალებით მათ
განავითარეს შრომისა და ბრძოლის იარაღები. ამავე დროს მათ ცხენებით
მოიშინაურეს, რასაც იყენებდნენ საბრძოლველად და გადაადგილებისთვის.
ბრინჯაოს ხანა პირველი სახელმწიფოების წარმოშობით აღინიშნა. უფრო
მოგვიანებით, კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი ტექნოლოგიური ძვრა
მოხდა _ ადამიანებმა რკინის დამუშავება ისწავლეს. რკინის მადნები საქართველოს
ტერიტორიაზეც არსებობდა, ამიტომაც ქართველური ტომები დახელოვნდნენ რკინის
დამუშავებაში. რკინის ხანა ახალი სახელმწიფოების წარმოშობის ხანაა.

2 . როგორ მიმდინარეობდა სახელმწიფო წყობის დემოკრატიზაციის პროცესი


ათენის ქალაქ-სახელმწიფოში? შეადარეთ ის სპარტის პოლიტიკურ წყობას.

თავდაპირველად, ათენს სათავეში მეფე ედგა, მაგრამ მოგვიანებით მისი უფლებები


არჩეულ მმართველს - არქონტს გადაეცა. შემდგომში არქონტების რიცხვი ცრამდე
გაიზარდა და არქონტთა კოლეგია შექმნეს. მაგრამ დემოსი უკმაყოფილებას
გამოთქვამდა მათი უუფლებობისა და არისტოკრატთა მიერ მათი ჩაგვრის გამო. ამ
ვითარების მოგვარება არქონტ სოლონს დაევალა. მან დემოსის ვალები გააუქმა, ხოლო
შემდეგ საერთოდ აკრძალა ვალების გამო ადამიანების დამონება. უკვე არქონტ
პერიკლეს დროს დემოკრატიამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მან დემოსს მიწები
დაურიგა, ასევე ხელმოკლე ოჯახებს სამსახურებს აძლევდა. მისი რეფორმების შემდეგ
ათენის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სახალხო კრება გახდა, უმაღლეს
აღმასრულებელ ორგანოდ უხუცესთა საბჭო იქცა. გარდა ამისა, ათენს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოც ჰქონდა.
ათენისგან განსხვავებით, სპარტა მონარქიულ-არისტოკრატიული სახელმწიფო იყო.
მის გაბატონებულ ნაწილს სპარტიატები, სპარტელები წარმოადგენდნენ, ხოლო
ჰილოტები კი მათ სამეფო მონებად ითვლებოდნენ. სპარტაში უდიდეს მნიშვნელობას
ანიჭებდნენ ბიჭების სამხედრო აღზრდას. ისინი ბავშვობიდანვე ომისთვის
ემზადებოდნენ და სამხედრო სამსახურში 60 წლამდე რჩებოდნენ.
ობოლაძე რეზი

3.როგორ და რომელი იმპერიები დაიპყრო რომმა და როგორ მართავდა მათ


რესპუბლიკისა და იმპერიის პერიოდში?
რომის იმპერია პატარა ქალაქ რომიდან წარმოიქმნა. მან ჯერ აპენინის
ნახევარკუნძული დაიპყრო, ხოლო შემდეგ კი უდიდესი ტერიტორიები
შეიერთა. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ რამდენიმე
იმპერია აღმოცენდა და რომმა თითოეული მათგანი სათითაოდ დაიპყრო. მან
ჯერ ზღვაზე ბატონობა გადაწყვიტა, ამაში კი მას კართაგენი ეცილებოდა.
რომსა და კართაგენს შორის სამი პუნიკური ომი მოხდა, რომელშიც რომმა
გაიმარჯვა და კართაგენი დაანგრია. ამავე პერიოდში მან საბერძნეთის
დაპყრობაც მოახერხა, რისთვისაც სამი მაკედონური ომი გადაიხადა. ძვ. წ. 190
წელს კი მაგნეზიასთან გამარჯვების შემდეგ რომმა სელევკიდების იმპერია
დაიპყრო. ხოლო ძვ. წ. I საუკუნეში პონტოს სამეფოსა და სამხრეთ კავკასიის
დაპყრობაც მოახერხა სამი მითრიდატული ომის წყალობით. ბოლოს კი რომმა
ეგვიპტეც დაიპყრო, რაც ელინისტური კულტურის დასასრულად მიიჩნევა.
ერთადერთი ელინისტური სახელმწიფო, რომლის დაპყრობაც რომაელებმა
ვერ მოახერხეს პართიის სამეფო იყო. რესპუბლიკის ხანაში რომი სამოხელეო
აპარატების მეშვეობით იმართებოდა. ხოლო უკვე იმპერიის პერიოდში დიდი
რეფორმები გატარდა. იმპერია ოთხ პრეფექტურად დაიყო და მათ პრეფექტები
განაგებდნენ. გარდა ამისა, დიდი სამხედრო რეფორმებიც გატარდა. რომის
ჯარი დაქირავებულად გადაიქცა, სამხედრო სამსახურის ვადა კი 16 წლით
განისაზღვრა. ხოლო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ კი მათ მიწები
ურიგდებოდათ

4.ვერდენის ხელშეკრულება და მისი ძირითადი ფიგურები;


კარლოს დიდის შემდეგ ფრანკთა საიმპერატორო გვირგვინი მის ვაჟს ლუის
ერგო, თუმცა მან იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და
იძულებული გახდა იმპერია დაეშალა.843 წლის ვერდენის ხელშეკრულებით
იმპერატორმა ლუიმ კარლოს დიდის მიერ შექმნილი იმპერია სამ ნაწილად
დაჰყო და ძმებს გაუნაწილა
ესენი იყვნენ : იმპერატორი ლოთარ - I , ლუდვიგ გერმანელი და შარლ მელოტი .
ფრანკთა სახელმწიფოს გაყოფა ვერდენის ხელშეკრულებით შეესაბამებოდა
ჩამოყალიბების პროცესში მყოფი , ფრანგი , გერმანელი და იტალიელი ხალხების
განსახლების საზღვრებს და მან არსებითად დასაბამი მისცა სამი დიდი
სახელმწიფოს - საფრანგეთის , გერმანიის და იტალიის შექმნას .

You might also like