You are on page 1of 1

ინგლისსა და უელსში დაიწყო ახალი დინასტიის ტიუდორების მმართველობა.

ჰენრი VII-ის გარდაცვალების


შემდეგ 1509 წელს, ტახტი დაიკავა ჰენრი VIII-მ. ის თავიდან პიპის მხარდამჭერი იყო. თუმცა 1534 წელს მან პროტესტი
გამოთქვა პაპის მიმართ. ინგლისის მმართველმა წრეებმა, მხარი დაუჭირეს ჰენრის დაპირისპრებას რომის პაპთან.
ინგლისის პარლამენტმა გამოსცა აქტი, რომლის ძალითაც ჰენრი გახდა ინგლისური ეკლესიის უზენაესი მეთაური.
ინგლისის შემდგომმა მმართველმა მერი I-მა სცადა კვლავ აღედგინა ინგლისში კათოლიკობა. ვინაიდან ინგლისის
მოსახლეობის უმრავლესობა პროტესტანტი იყო, მერის კათოლიკური პოლიტიკა გადაულახავ წინააღმდეგობას
წააწყდა. მას კი „სისხლიანი“ მერი უწოდეს. მერის გარდაცვალების შემედგომ ტახტი დაიკავა ელისაბედ I-მა.

ელისაბედის მეფობის პერიოდში მოხდა ესპანური არმადის დამარცხება. სწორედ ინგლისსა და ესპანეთს შორის
მიდიოდა ბრძოლა პირველობისთვი. ამ პერიოდში იწყება ინგლისის როგორც კოლონიური სახელმწიფოს
ჩამოყალიბების პროცესი. ინგლისის მიერ ამერიკის კონტინენტზე დაარსებული პირველი კოლონია
იყო ვირჯინია. 1603 წელს დედოფალ ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტიუტორებს უშუალო მემკვიდრე არ
დარჩენიათ. ინგლისის ტახტი დაიკავა ტიუდორების ნათესავმა, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I სტიუარტმა.

ჯეიმზის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი შვილი ჩარლზ II. ურთიერთობა მეფესა და პარლამენტს შორის
უკიდურესად დაიძაბა. 1628 წელს პარლამენტმა მიიღო „პეტიცია უფლებათა შესახებ“, მეფემ ეს დოკუმენტი დაამტკიცა
იმ იმედით, რომ პარლამენტი მას თანხებს გამოუყობდა, მაგრამ ჩარლზის ვარაუდი არ გამართლდა. ამის გამო
მეფემ 1629 წელს პარლამენტი დაითხოვა. 1642–1651 წლებში ქვეყანაში მიმდიანრეობდა სამოქალაქო ომი, რომლის
შედეგადაც მეფე ჩამაოგდეს და სიკვდილით დასაჯეს. ჩარლზის სიკვდილით დასჯის შემდეგ ინგლისში რესპუბლიკა
დამყარდა. ამ ეგრეთ წოდებული ინტერრეგნუმის პერიოდში (1649-1660 წლები) ინგლისში ფაქტობრივად სამხედრო
დიქტატურა დამყარდა. ამ პერიოდში ქვეყანას მართავდა ოლივერ კრომველი. კრომველის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში
არასტაბილური სიტუაცია შეიქმნა. 1660 წელს მოხდა სტიუარდების ხელისუფლების რესტავრაცია. XVII საუკუნის 70-
იან წლებში ინგლისში ჩამოყალიბდა ვიგების და ტორების პოლიტიკური პარტიები. 1679 წელს ინგლისის პარლამენტმა
ჰაბეას-კორპუს აქტი მიიღო. აქტი ადამიანის უფლებებს იცავდა, სასამართლოს ენიჭებოდა მოქალაქეთა დაპატიმრების
კანონიერების შემოწმება. 1685 წელს ჩარლზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა მისმა ძმა ჯეიმზ II-
მ. 1688 წელს ქვეყანაში მოხდა მშვიდობიანი გადატრიალება, ქვეყნის სათავეში მოვიდა უილიამ III.

1689 წელს მიღებული იქნა „ბილი უფლებათა შესახებ“, ამ კანონით ინგლისის მეფეს თემთა პალატასთან შეთანხმებით
უნდა ემოქმედა. ანას გარდაცვალების შემდეგ ინგლისის ტახტი სტიუარტების შორეულ ნათესავ გერმანელ ჰანოვერთა
დინასტიას გადაე

You might also like