You are on page 1of 2

პარლამენტარიზმის აღმოცენების წინაპირობა ინგლისში

XI-XII საუკუნეებში,ინგლისში ფეოდალური ურთიერთობები განმტკიცდა.საზოგადოებაში


გაბატონებული იყო შემდეგი აზრი: ყველას თავისი ადგილი და ფუნქცია ,,ღვთისგან ჰქოდა
ბოძებული”.ეს ხედვა განსაზღვრავდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო კურსს.მოსახლეობის
უდიდესი ნაწილი (ვასალი) შრომობდა,მიწას ამუშავებდა,ხელოსნობდა,მეორე მცირე ნაწილი
(სენიორი)კი მათ ნაშრომს ითვისებდა და ურთიერთობების ეს ფორმა იურიდიულად იყო
გაფორმებული.

ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ,ევროპაში გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა


მრავალფეროვან ნაწარმზე,რაც ნიშნავს იმას,რომ გაიზარდა მოთხოვნილება ვაჭრებზე და
ხელოსნებზე.ამან კი სოცილაურად დაპირისპერებული ფენების ერთგავრი დაახლოება
გამოიწვია.მესამე წოდების მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად
გაიზარდა.ინგლისელ ვაჭარს ევროპაში გასაყიდად გაჰქონდა ინგლისელი ლორდის მამულში
შეძენილი მატყლი.შესაბამისად, ლორდების ფულადი შემოსავალი მნიშვნელოვნად იყო
დამოკიდებული ვაჭრების წარმატებულ საქმიანობაზე.ვაჭარი უამრავ გადასახდს და ბაჟს
იხდიდა,მოგება ძალიან ცოტა რჩებოდა.ეს კი ლორდის ინტერესებში აღარ შედიოდა.აქედან
გამომდინარე,ამ საქმეში ჩართულ ლორდებს გაუჩნდათ მოთხოვნილება შეეცვალათ
ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემა.უკვე სულ ერთი აღარ იყო რაში დახარჯავდა
ფულს ხელისუფლება.ფულად სასაქონლო მეურნეობის განვითარება იყო ერთ ერთი
მთავარი წინაპირობა ინგლისში წარმომადგენლობითი ორგანოს აღმოცენების.

XII საუკუნის შუა ხანებიდან ინგლისს მართავს ფრანგული წარმოშობის პლანტაგენეტების


დინასტია.მათი მართველობის დროს,ინგლისში გაღრმავდა ფულად სასაქონლო
ურთიერთობები,ხელოსნობა,ვაჭრობა.ამან კი შედეგად მოიტანა ქალაქების რიცხვის
ზრდა.თუმცა,ფრანგული წარმოშობის მეფეებმა გარკვეული პრობლემა შექმნეს ინგლის
საფრანგეთის ურთიერთობებში,მათ შორის სადაო გახდა გარკვეული მიწები.ჯონ
უმიწაწყლოს მართველობის დროს სადაო მიწები ინგლისმა დაკარგა,რამაც არისტოკრატთა
წყრომა გამოიწვია მეფის მიმართ.არეულ საგარეო ვათარებას ზედ დაერთო საშინაო
ვითარების გამწვავება.ქვეყანაში გაიზარდა უსამართლობა,ჩაგვრა,არამიზნობრივი
გადასახადები დ.ა.შ.ასეთ ვითარებაში ლორდებმა,სასულიერო პირებმა,რაინდებმა 1215 წელს
მეფე ჯონ უმიწაწყლოს წაუყენეს მოთხოვნათა მუხლები,რომელიც ისტორიაში
,,თავისუფლებათა დიდი ქარტიის სახელით შევიდა“

ამონარიდი ქარტიიდან:

,,ამიერიდან არც ერთი ადამიანი არ მიეცემა სასამართლოში მხოლოდ მომჩივანის ზეპირი


განცხადებით,თუ მას არ ჰყავს სანდო მოწმეები.

კანონიერი განაჩენისა და ქვეყანაში მსგავსი კანონების გარეშე,არც ერთი თავისუფალი


ადამიანი არ უნდა იქნეს დაპატიმრებული,ციხეში
ჩამწყვდეული,ქონებაჩამორთმეული,განდევნილი,ან გაუბედურებული სხვა რამ ნიშნით.

ყველა ვაჭარს,როგორც ინგლისიდან გამავალს,ისე ინგლისში შემომსვლელს,უფლება აქვს


უსაფრთხოდ და თავისუფლად მიმოდიოდეს როგორც ხმელეთზე,ისე წყალზე,მთელს
ინგლისში,რათა დაუბრკოლებლად იყიდოს და გაყიდოს და უნდა გადაიხადოს მხოლოდ
კანონიერი ბაჟი.

თუ ვინმეს,ადრე,ჩვენს მიერ, უკანონოდ ჩამოერთვათ მიწები,ციხესიმაგრეები,ბოძებული


თავისუფლებანი და სხვა უფლებანი,ჩვენ მათ დაუყონებლივ ვუბრუნებთ...“

მეფე იძულებული გახდა დოკუმენტზე ხელი მოეწერა.ჯონის მემკვიდრემ ჰენრი მესამემ


ქარტიის პირობების დარღვევა გადაწყვიტა,რასაც მოჰყვა მოქალაქეთა უკმაყოფილება.ჰენრის
ომი გამოუცხადეს.შედეგი დაპირისპირებისა გახლდათ ის,რომ ოპოზიციამ 1264 წელს
დაიკავა ლონდონი,მემკვიდრე ედუარდი დააპატიმრეს.ამბოხებულებმა ყველა
ქალაქს,საგრაფოს მოუწოდეს გამოეგზავნათ წარმომადგენლები ყველა ფენიდან.პროცესებს
ხელმძღვანელობდა გრაფი-სიმონ დე მონფორი.წოდებრივ წარმომადგენლობით ორგანოს
პარლამენტი ეწოდა (ფრანგული სიტყვაა,ნიშნავს ლაპარაკს).

1265 წელს შედგა პარლამენტის პირველი სხდომა და ეს წელი ითვლება ინგლისის


პარლამენტის დაარსების დროდ.

You might also like