You are on page 1of 16

დიპ.

ისტოს პასუხები:
1. საიდან/როგორ წარმოიშვა სიტყვა დიპლომატი :
უძველესი დროიდან პირველყოფილი თემური წყობილების წარმოშობისთანავე,
როდესაც შეიქნენ თემები/ტომები, გაჩნდა სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული
ურთიერთობების დავების, კონფლიქტების, გადაწყვეტის/დარეგულირების
საჭიროება. დავები ძირითადად ეხებოდა სხვადასხვა
სახის მოლაპრაკებების წარმოებას. ადამიანები განვითარების ადრეულ ეტაპებზევე მიხვდნენ,
რომ მოლაპარაკებების წარმატებულად გამართვისათვის, აუცილებელი იყო
წარგზავნილი მომლაპარაკებელი პირებისა და ცხვირების ხელშეუხებლობა, რაც თანამედროვე
დიპლომატიური ტერმინოლოგიის მიხედვით ნიშნავს იმუნიტეტს. სიტყვა
„დიპლომატი“ მოდის ძველი ბერძნული სიტყვა „დიპლომა“-დან და ნიშნავს
ოფიციალურ დოკუმენტებს.
2. რას ნიშნავდა სიტყვა დიპლომატი ძველ საბერძნეთში:
მოწმობას, რწმუნებათა სიგელს, სიტყვასიტყვით კი გაორმაგებას.
3. რომელი დოკუმენტი განსაზღვრავს/არეგულირებს საზღვარგარეთ საელჩოებისა
და დიპლომატების საქმიანობას :
1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენცია, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ
4. რომელი დოკუმენტი განსაზღვრავს/არეგულირებს საკონსულო საქმიანობას:
1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენცია,საკონსულო ურთიერთობების შესახებ;
5. რა ფუნქციები გააჩნდა პროქსენის ინსტიტუტს ძველ საბერძნეთში:
ადგილსამყოფელ ქალაქსა და თავის ქალაქს შორის ურთიერთობების
განვითარების ხელშეწყობა. პროქსენის მეშვეობით ხორციელდებოდა დიპლომატიური
მოლაპარაკებები. კონკრეტული ქალაქის პროქსენი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით,
სარგებლობდა განსაკუთრებული უფლებებით/პრივილეგიებით ვაჭორბაში, გადასახადებსა და
სასამართლოში. სარგებლობდა სტუმართმასპინძლობით, ქალაქში ჩამოსული სახელმწიფოები
ჯერ მას მიმართავდნენ.
6. ძველ რომში რა ფუნქციები გააჩნდათ ფეციალთა კოლეგიას და რამდენი
წევირსაგან შედგებოდა იგი:
იგი შედგებოდა 20 წევრისაგან. წევრები უძველეს ოჯახებს მიეკუთვნებოდნენ და ცხოვრებოს
ბოლომდე ინიშნებოდნენ. მისი ფუნქციები იყო: საერთაშორისო
შეთანხმებიის გაფორმება, ომის გამოცხადება, ზავის დადება. არეგულირებდა ტოემებს შორის
წარმოქმნილ უთანხმოებებს.
7. ძველ რომში რომელი ორგანოს მიმართ იყვნენ ანგარიშვალდებულნი ელჩები:
სენატის წინაშე
8. რომელი ქვეყნების დიპლომატიის ჩამოყალიბება ზე იქონია გავლენა ბიზანტიის
დიპლომატიამ:
იტალიის ქალაქები და ევროპის სახელმწიფოები
9. როგორი იყო უცხო ქვეყნის ელჩების მიღების და საკუთარი ელჩების წარგზავნის
https://www.youtube.com/watch?v=BVNbGffypLw
წესი ბიზანტიაში?
ჩასვლისთანავე ელჩებს დიდი ყურადღებით ეპყრობოდნენ. საზღვარზე ელჩს ხვდებოდა
მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური პირი. მათი ამოცანა იყო უსაფრთხოების დაცვა და რომ
ელჩები ნაკლებად დაკავშირებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ოფიციალური მიღებები
გამოირჩეოდა დიდი პომპეზურობით, რაც მიზნად ისახავდა ელჩების გაოცებას, რათა აღნიშნულ
ღონისძიებას ბიზანტიის უძლეველობის სახე მისცემოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა
ცერემონიასა და პროტოკოლს.
10. ძველ საბერძნეთში, ამფიქტიონებში, რომელი სტრუქტურა წარმოადგენდა
უმაღლეს ორგანოს:
საერთო კრება
11. რას ნიშნავს ტერმინი „persona non-grata“;
დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური რომელიც მიმღებმა ქვეყანამ შეუფერებლად
ჩათვალა და მიღებაზე უარი თქვა. ამ დროს მაკრედიტებელმა ქვეყანამ ის უნდა უკან გაიწვიოს.
12. რას ნიშნავს ტერმინი Agrémant აგრემანი და რა შემთხვევაში მიიღება იგი;
ეს ტერმინი ნიშნავს თანხმობას და იგი იმ შემთხვევაში მიიღება თუ ერთი
სახელმწიფო თანახმაა მიიღოს თავის ქვეყანაში მეორე სახელმწიფოს
დიპლომატიური წარმომადგენელი.
13. რას გულისხმობს საკონსულო ეგზეკვატურა:
საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია თავის ფუნქციების შესრულებას
შეუდგეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხრიდან ნებართვის მიღების შემდეგ,
რომელსაც ეგზეკვატურა ეწოდება.
14. ჩამოთვალეთ დიპლომატიური რანგები თანმიმდევრობის მიხედვით:
ატაშე, მესამე მდივანი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი, უმცროსი მრჩეველი,
უფროსი მჩეველი, დესპანი, ელჩი
15. როდის და რა მიზანს ატარებდა სულხან-საბა ორბელიანის მისია ევროპაში;
1714 წელს სულხან-საბას ვიზიტი საფრანგეთში ემსახურებოდა იმას, რომ მას
სურდა საფრანგეთის მეფე დახმარებოდა ვახტანგ მეექვსეს საქართველოში
დაბრუნებაში და ასევე ის სთხოვდა საფრანგეთის მეფეს გამოეგზავნა
საქართველოში მისიონერები, რომლებიც კათოლიკობას გაავრცელებდნენ.
16. რას გულისხმობადა XV-XVI სს დიპლომატია კონფერენციის გზით;
დიპლომატია კონფერენციის გზით გულისხმობდა მმართველებს შორის პირადი
შეხვედრების გამართვას. ამ დროს იყო ტყვედ აყვანის საფრთხე, ამიტომ კონფერენცია
იმართებოდა ხიდზე შუაში აღმართული ბარიერის მიღმა.
17. რა ეწოდებოდა ძველი ბერძნული პროქსენის მსგავს ინსტიტუტს, იტალიის
ქალაქ-სახელმწიფოებში:
ბაგლიო (ან კონსული)
18. რა ფუნქცია გააჩნდა იტალიის ქალაქ-სახელმწიფოში ბაგლიოს (Baglio) ან
კონსულის ინსტიტუტს;
ძირითადად ინიშნებოდა და მისი ანაზღაურება ადგილობრივ ვაჭრებს
ევალებოდათ. ასრულებდა სასამართლო ფუნქციებს წარმოქნმილი დავების დროს.yt6t
19. რას ნიშნავს პრინციპი Raison d’État;
პრინციპს, როცა სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის გამართლებულია
ნებისმიერი საშუალების გამმოყენება, რაც ქვეყნის ეროვნულ
ინტერესებს რელიგიურზე მაღლა აყენებს.
20. რომელ სახელმწიფოში და რომელი პოლიტიკური მოღვაწის მიერ დაიწყო Raison d’Etat
პირინციპის აქტიურად გამოყენება;
საფრანგეთში კარდინალ რიშელიეს მიერ
21. როგორ იყო დარეგულირებული ელჩების უფროსობის საკითხი, იტალიის ქალაქ
სახელმწიფოებში XVI საუკუნეში (მიუთითეთ თანმიმდევრულად პირველი სამი
ქვეყანა);
თავდაპირველად ელჩების უფროსობა განისაზღვრებოდა მისი წამრმოდგენილი
ქვეყნის სიძველით. 1504 წელს პაპმა ოლი მეორემ შეადგინა ცხრილი სადაც
იმპერატორი იკავებდა პირველ ადგილს, მეორე ადგილი ეჭირა საფრანგეთს, ხოლო
მესამე ესპანეთს. ამ პრინციპმა იარსება რომის პაპის ძალაუფლების
დასუსტებამდე. მაგრამ მაინც ძალიან პრობლემატური სისტემა იყო რადგან
ხელშეკრულებების დადების დროს არცერთი მონარქი არ თანხმდებოდა მისი
სახელი ვინმეს ქვეშ დაწერილიყო. ამიტომ მზადდებოდა რამდენიმე ეგზემპლარი,
სადაც ყოველ ვერსიაში რომელიმე მონარქი აწერდა პირველი ხელს.
22. რომელ წელს და ვის მიერ იყო გახსნილი, დღევანდელი გაგებით პირველი
საელჩო;
დღევანდელი გაგებით პრიველი ნამდვილი საელჩო აკრედიტირებული იყო 1450
წელს მილანის ჰერცოგის მიერ, კოზიმო დე მედიჩის კარზე.
23. რომელ ქალაქებში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვესტფალიის ზავის
გაფორმების შესახებ.
ოსნაბრიუკი და მიუნსტერი.
24. მიუთითეთ ვესტფალიის ზავის შედეგად მიღწეული შედეგები (რანაირად მოხდა
ძალთა ბალანსის გადანაწილება);
თავადებს მიეცათ თავისუფალი პოლიტიკის წარმოების უფლება, შვედეთმა
მიიღო კონტროლი მდინარეებზე ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში ,
საფრანგეთმა მიიღო ელზასი და დაიკანონა სამი საეპისკოპოსო, აღიარეს
ჰოლანდიის დამოუკიდებლობა, გათავისუფლდა შვეიცარია. შეიქმნა 300-მდე გერმანული
სამეფო. გაქარწყლდა რომის პაპის გავლენა ევროპის სამხედრო და პოლიტიკურ წყობაზე.
რომის საღვთო იმპერიის ქვეყნებს მიეცათ უფლება გამხდარიყვნენ სხვა პოლიტიკური ძალის
მოკავშირეები, თუ ეს ალიანსი არ ეწინააღმდეგებოდა იმპერიის პრინციპებს. ამან ხელი შეუწყო
ძალთა დაბალანსებას და საერთაშორისო ძალაუფლების დანაწევრებას.

25. რომელი ქვეყნები იყვნენ ვესტფალიის შეთანხმების გარანტორები;


საფრანგეთი და შვედეთი
26. რით იყო განპირობებული საღვთო რომის არასათანადო სიძლიერე
ოცდაათწლიანი ომის წინ (მიუთითეთ გამომწვევი მიზეზები);

იმპერია ვერ ამყარებდა იდეალურ კონტროლს, რადგან:


1. დიდი იყო ტეროტორიულად და იყო კავშრის სირთულე
2. ეკლესიისა და მმართველობის სხვადასხვა სათვეები იყო
იმპერიის გაძლიერებას ხელი რეფორმაციის გამო რომის პაპის ძალაუფლების დასუსტებამაც
შეუშალა.

27. როგორი იყო ძალთა ბალანსი ევროპაში, ვესტფალიის ზავის გაფორმების შემდეგ
(ჩამოთვალეთ ძირითადი მოთამაშეები).
ამ ზავით, გაჩანაგებული და დარბეული გერმანიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი
გადავიდა შვედეთისა და საფრანგეთის ხელში, გერმანელი მთავრები კი საღვთო რომის
იმპერატორისაგან დამოუკიდებელი თვითმპყრობელები გახდნენ. კონტინენტზე ძალიან
გაძლიერდა საფრანგეთი, დაჩრდილა დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი (უილიამ ორნელის
მეთაურობით) ცდილობს შექმნას ძალთა ბალანსი ევროპაში, რათა საფრანგეთი არ იყოს
ჰეგემონი. ამიტომ ის ქმნის ალიასს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს საფრანგეთს.

28. რომელი ქვეყნის ჰეგემონიით დასრულდა ოცდაათწლიანი ომი ევროპაში;


საფრანგეთი.
29. რა მიზეზით წარმოიშვა კონფროტაცია ინგლისსა და საფრანგეთს შორის 1688
წლის ინგლისის „სახელოვანი რევოლუციის“ შემდეგ;
ბელგიის მიზეზით , ასევე მეორე მიზეზი იყო, რომ უილიამ III-ის მოწინააღმდეგე, ჯეიმს II
საფრანგეთმა შეიფარა.
30. რომელი ქვეყანა ასრულებდა, ძალთა ბალანსის მარეგულირებელის როლს
ევროპაში, XVII საუკუნეში;
ინგლისი
31. რომელი ქვეყნები გააერთიანა, დიდმა ბრიტანეთმა, უილიამ III მეთაურობით,
საფრანგეთის წინაამღდეგ ალიანსში;
საქსონია, სავოია, ჰოლანდია, ესპანეთი, ავსტრია, შვედეთი
32. რომელ წლებში შედგა ვენის კონგრესი და როგორი იყო ძალათა ბალანსი
ევროპაში კონგრესის შემდეგ:
ვენის კონგრესი მიმდინარეობდა 1814-15 წლებში. ამ კონგრესის შემდეგ
საფრანგეთი დაუბრუნდა რევოლუციამდე არსებულ საზღვრებს, პრუსიამ
გერმანიაში განიმტკიცა მდგომარეობა, ავსტრიამ კი - იტალიაში. დიდი ბრიტანეთი
უარს ამბობდა კონტინენტზე ტერიტორიების დაკავებაზე, ამიტომ მიიღო კეთილი
ნების კონცხი.ჰოლანდიამ მიიღო ავსტიული ნიდერლანდები. რუსეთმა კი პოლონეთის
ცენტრალური ნაწილი დაიკავა.
33. ევროპის რომელი ძირითადი ქვეყნები იღებდნენ მონაწილეობას კონგრესის მუშაობაში:
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას ძირითადად 5 ქვეყანა იღებდა: პრუსია,
ავსტრია, საფრანგეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.
34. რომელი 2 ძირითადი დოკუმენტი იქნა მიღებული
კონგრესის მსვლელობის დროს:
მიიღეს დოკუმენტები 1. ოთხთა კავშირის (დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ავსტრია, პრუსია) შექმნის
შესახებ და ასევე 2. საღვთო კავშირის (რუსეთი, ავსტრია, პრუსია) შექმნის შესახებ.
35. რომელ წელს მოხდა ყირიმის ომი. მიუთითეთ ყირიმის ომის გამომწვევი
მიზეზები და შედეგები:
ყირიმის ომი მოხდა 1854 წელს. მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ თურქეთის სულთანმა
“ოსმალეთის იმპერიის ქრისტიანთა დამცველის ტიტული” ნაპოლეონ მესამეს
მიანიჭა და არა ნიკოლოზ პირველს. თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ საბაბად შეიძლება
ჩაითვალოს, რადგან სინამდვილეში რუსეთს კონსტანტინოპოლის დაკავება და
სრუტეების გაკონტროლება სურდა. შედეგად კი ევროპაში შეიქმნა ახალი ძალთა
ბალანსი. საფრანგეთმა წამყვანი პოზიცია დაკარგა და მისი ადგილი დაიკავა
გერმანიამ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩამოიშალა მეტერნიხის მიერ შექმნილი
მორალურ-შემაკავებელი სისტემები. ამ ყველაფერმა რიშელიეს raison d’etat
პრინციპის ახალი ტერმინით Realpolitik (რეალური პოლიტიკა) ჩანაცვლება
გამოიწვია.
36. 1870-1871 წ.წ ფრანკო-პრუსიული ომის შემდეm0გ როგორი ძალთა ბალანსი
ჩამოყალიბდა ევროპაში?
1871 წელს ფრანკფურტში დაიდო საზავო ხელშეკრულება პრუსიასა და საფრანგეთის
მთავრობას შორის. საფრანგეთს დაეკისრა 5 მილიარდი ოქროს ფრანკის გადახდა. სანამ იგი ამ
ვალს ბოლომდე გადაიხდიდა, საფრანგეთის ტერიტორიებს გერმანული სამხედრო ძალები
დაიკავებდნენ. პრუსიამ დაიკავა საფრანგეთის ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი
ელზასი და ლორანი. საფრანგეთში ნაპოლეონ მე-3 ტახტიდან ჩამოვარდა და საფრანგეთის მე-
2 იმპერია შეიცვალა მე-3 რე სპუბლიკით. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან გერმანიის
საგარეო პოლიტიკა უფრო აგრესიული გახდა. ამან წამყვანი სახელმწიფოების
დაპირისპირებული სამხედრო კავშირების შექმნას შეუწყო ხელი, რამაც კაცობრიობა
საბოლოოდ მიიყვანა პირველ მსოფლიო ომამდე.
37. როგორი იყო ძალათა ბალანსი ევროპასა და მსოფლიოში პირველი მსოფლიო ომის
წინ:
გერმანიას სურდა სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად მოეპოვებინა კოლონიები აზიასა
და აფრიკაში, საფრანგეთს უნდოდა ელზასისა და ლორენის დაბრუნება, ბრიტანეთის იმპერიას
ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი, აშშ და იაპონია ცდილობდა საერთაშორისო ასპარეზზე
გამოსვლას, ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და
რუსეთსაც რაღაც ამბიციები ჰქონდათ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც საკუთარი ტერიტორიების
გაფართოება სურდათ.
38. მიუთითეთ პირველი მსოფლიო ომის დაწყების თარიღი და გამომწვევი მიზეზები:
1914 წლის 28 ივლისი. საბაბი - ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ფრანც
ფერდინანდის მკვლელობა სარაევოში გავრილო პრინციპის მიერ. მიზეზი -
კოლონიური კონფლიქტები ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის და ბალკანეთის ომები.
39. მიუთითეთ პირველი მსოფლიო ომში მონაწილე მხარეები (ჩამოთვალეთ
ძირითადი ქვეყნები):
ავსტრია-უნგრეთი, გერმანია, ბულგარეთი, ოსმალეთის იმპერია VS. ანტანტა -
ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი. 1917ში რუსეთი გამოეთიშა და აშშ ჩაერთო.
იტალია, ასევე.
40. რომელ წელს შეიქმნა ერთა ლიგა და რომელი ქვეყნები იყვნენ აღნიშნული
ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები
ერთა ლიგა 1920 წელს ვერსალის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე დაარსდა 44 ქვეყნის
თაოსნობით. მის დამფუძნებლად მოიაზრება „დიდი ოთხეული“: ვუდრო ვილსონი (ა.შ.შ), დევიდ
ლოიდ ჯორჯი(ბრიტანეთი), ორლანდო ვიტორიო (იტალია) და ჟორჟ კლემანსო (საფრანგეთი).
41. როდის ჩაერთო აშშ პირველ მსოფლიო ომში და როგორი იყო მისი როლი ერთა
ლიგის ჩამოყალიბებაში:
აშშ პირველ მსოლფიო ომში 1917 წელს ჩაება ანტანტის მხარეს. იგი ანტანტას 14 დივიზიით
დაეხმარა, რომელშიც შედიოდა 300 ათასი კაცი და მას გენერალი ჯონ პერშინგი სარდლობდა.
აშშ ერთა ლიგის წევრი, საბოლოო ჯამში, არ გამხდარა, თუმცა მისი შექმნის იდეა სწორედ აშშ-ს
პრეზიდენტს, ვუდრო ვილსონს ეკუთვნოდა.
42. როგორი იყო ძალათა ბალანსი ევროპაში პირველი მსოფლიო ომის დასრულების
შემდეგ (რომელი ახალი ქვეყნები შეიქმნა ევროპაში და რომელმა იმპერიებმა
დაასრულეს არსებობა):
ფრონტებზე უპირატესობას ანტანტა ფლობდა, 1918-ში კაპიტულაცია გამოაცხადა ოსმალეთის
იმპერიამ, ავსტრია-უნგრეთმა, გერმანიაც იზოლირებული იყო, რუსეთის იმპერია დაიშალა (ნუ
რევოლუციის შედეგად). აღმ. ევროპაში ახალი ქვეყნები შეიქმნა: ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი,
იუგოსლავია.

43. როგორი იყო 1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები.


(საქართველოში არსებული ვითარება ხელშეკრულების გაფორმებამდე და
შემდეგ)
იმ პერიოდისთვის საქართველოზე კონტროლის დამყარება ნიშნავდა მთელ სამხრეთ
კავკასიაზე კონტროლს, ამიტომაც ქვეყანა დაპირისპირებული მხარეების (რუსეთი, ირანი,
ოსმალეთი) მთავარი ობიექტი იყო. ერეკლემ საბოლოოდ გადაწყვიტა რუსეთისკენ
შემობრუნება, რისი მიზეზიც იყო ის რომ იგი ამ გზით იმედოვნებდა მშვიდობისა და
უსაფრთხოების მიღწევას.
ტრაქტატის მიხედვით, ქართლ-კახეთი უარს ამბობდა ირანის თუ სხვა რომელიმე ქვეყნისადმი
დაქვემდებარებაზე და ამიერიდან აღიარებდა მხოლოდ რუსეთის პროტექტორატს. ქართლ-
კახეთის სამეფო საკუთარ საგარეო პოლიტიკას წარმართავდა რუსეთის მხარესთან
შეთანხმებით და მისი დასტურით. საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ქართლ-
კახეთის სამეფოს სამხედრო ძალები რუსეთის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ და ა.შ.
საბოლოო ჯამში, სასურველი შედეგი არ მოუტანა საქართველოს ტრაქტატმა და რუსეთის
იმპერიის მიზნების მსხვერპლად იქცა.

44. რომელ წელს გაფორმდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავი (ზუსტი თარიღი). რომელი


ქვეყნები იღებდნენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში გაფორმებამდე და შემდეგ):
ბრესტ-ლიტოვსკის ზავი დაიდო 1918 წლის 3 მარტს, მონაწილეობდნენ საბჭოთა
რუსეთი და მეორე მხარე იყო, გერმანია, ბულგარეთი, ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი. ზავის
შედეგად რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან და თურქეთმა მიიღო
ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები.

45. რა პროცესი უძღვოდა (რა ვითარება იყო საქართველოში) 1918 წლის 26 მაისს,
საქართველოს მიერ
დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
ჯერ არსებობდა ოზაკომი (ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი), რომელიც რუსეთის
დროებითი მთავრობის მიერ იყო შექმნილი. შემდეგ შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული
ფედერაციული რესპუბლიკა, მოიწვიეს სეიმი (პარლამენტი), რომლის თავმჯდომარედ დანიშნეს
კარლო ჩხეიძე, სეიმი იყო ამ რეგიონის რუსეთისგან გამოყოფის მანიშნებელი, თუმცა ეს ჯერ
ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. 1918 წლის 22 აპრილს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა.
შედიოდა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამიერკავკასიის ფედერაციულ
რესპუბლიკაში გამოიკვეთა ინტერესთა დაპირისპირება. გერმანული ორიენტაციის
საქართველოს, ინგლისური ორიენტაციის სომხეთისა და თურქული ორიენტაციის აზერბაიჯანის
არსებობა ერთ სახელმწიფოში შეუძლებელი იყო. ამას გარდა, ჰქონდათ
სასაზღვრო/ტერიტორიული დავა. ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა 1918
წლის 26 მაისს, 15 საათზე გამოაცხადეს რესპუბლიკა დაშლილად. 16 საათსა და 50 წუთზე იმავე
დარბაზში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა და ნოე ჟორდანიას მიერ
“საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის” გაცნობის შემდეგ გამოცხადდა საქართველოს
დამოუკიდებლობა.

46. როგორი ვითარება იყო 1918-1921 წლებში საქართველოში, პირველი


რესპუბლიკის დროს (მიღწევები; გამოწვევები; სირთულეები;)
1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1919 წელს ჩატარდა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს,
დამფუძნებეი კრების საყოველთაო არჩევნები. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს
სოციალ-დემოკრატებმა. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო სასამართლო რეფორმების
განხორციელება და უზენაესი სასამართლოს - სენატის შექმნა. ჩამოყალიბდა ეროვნული
ვალუტა ბონი და სახელმწიფო ბანკი. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ
დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ
პროგრესული იყო. სამწუხაროდ, საქართველოს არ მოუხდა ამ კონსტიტუციის შესაბამისად
ცხოვრება. რადგან მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ თბილისი XI წითელმა არმიამ დაიკავა.
მრეწველობის ასამუშავებლად მთავრობამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გააკეთა
აქცენტი. 1918 წლის ზაფხულიდან გერმანული კაპიტალის დახმარებით დაიწყო ჭიათურის
მანგანუმის ამოღება და სახელმწიფო მონოპოლიად გამოაცხადა. საქართველოს ეკონომიკის
სწრაფ რეაბილიტაციას ხელს უშლიდა ის რომ, ქვეყანა არ იყო საერთაშორისოდ აღიარებული.
ყველა უფრთხოდა რუსეთის მიერ მის ხელახალ ოკუპაციას სწორედ ამის გამო უცხოელი
კაპიტალისტები ერიდებოდნენ საქართველოს მრეწველობაში კაპიტალის დაბანდებას.
ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის მთავარი პრობლემა იყო საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში არსებული სეპარატიზმი, რომელსაც ხელს უწყობდა რუსეთი და ოსმალეთი. 1921
წელს საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა საბჭოთა ოკუპაციით შეიცვალა.
47. როგორი იყო 1920 წლის 7 მარტს საქართველოსა და რუსეთს შორის
გაფორმებული (მოსკოვის) ხელშეკრულების შედეგები.
საზღვარზე ჯარი არ უნდა ჩაეყენებინა არც ერთ მხარეს, საქართველოში არ უნდა შეეზღუდათ
ბოლშევიკები და არ უნდა დაეშვათ ანტიბოლშევიკური ჯარის შემოსვლა საქართველოს
ტერიტორიაზე. რუსეთმა დე ფაქტოდ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

48. რომელ წელს გაფორმდა ყარსის ხელშეკრულება (მიუთითეთ წინა პირობა,


მმონაწილე მხარეები და შედეგები):
ყარსის ხელშეკრულება გაფორმდა თურქეთისა და საბჭოთა ქვეყნებს
(საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) შორის 1921 წლის 13 ოქტობერს.
საქართველოს დარჩა მხოლოდ ქ. ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის
და არტაანის ოკრუგი, ხოლო სომხეთს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და
დაიტოვა ყარსი.
49. რა მიზანს ისახავდა 1923 წელს საფრანგეთისა და ბელგიის მიერ რურის რეგიონის
(გერმანია) ოკუპაცია:
გერმანიიის დასუსტებას, იგი არ იხდიდა რეპარაციებს, ეს გახდა რურის რეგიონის
ოკუპაციის მიზეზი.
50. რომელ წელს გაფორმდა ლოკარნოს (შვეიცარია) ხელშეკრულება და რა შედეგი
იყო მიღწეული:
გაფორმდა 1925 წელს გერმანიას, საფრანგეთს, ბელგიას, იტალიასა და დიდ
ბრიტანეთს შორის. გერმანიამ ფორმალურად აღიარა საკუთარი დასავლეთ საზღვარი,
რომელიც ვერსალის ხელშეკრულებით იყო დადგენილი.

51. ქრონოლოგიურად მიუთითეთ 1933 წლიდან 1939 წლის ჩათვლით გერმანიის


მიერ განხორციელებული ქმედებები ევროპაში (მეზობელი ქვეყნების მიმართ
განხორციელებული აგრესიის ჩათვლით)
1934 - პოლონეთთან გაფორმდა ხელშეკრულება; 1936 - გაფორმდა მოკავშირეობის
ხელშეკრულება იტალიასა და გერმანიას შორის; 1936 - ჰიტლერმა დაიწყო ესპანეთის
სამოქალაქო ომში ნაციონალისტების დახმარება; 1938 - ავსტრიის ანექსია, ანუ ანშლუსი; 1938 -
ჩეხოსლოვაკიის ანექსია; 1939 - პოლონეთში შეჭრა.

52. რა შედეგით დასრულდა 1938წლის სექტემბერში, ქ. მიუნხენში გაფორმებული


შეთანხმება (მიუთითეთ მონაწილე მხარეები):
1938 წლის მიუნხენის შეთანხმების შედეგად გერმანიას ჩეხოსლოვაკია და
სუდეტის ოლქი გადაეცა. მხარეებს საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი
ბრიტანეთი წარმოადგნდნენ.

53. რომელ წელს გაფორმდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი (მიუთითეთ შედეგები):


1939 წლის 23 აგვისტო თავდაუსხმელობის პაქტი. ეს პაქტი დაირღვა გერმანიის
მიერ, როცა იგი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

54. რას გულისხმობდა 1941 წლის 13 აპრილს საბჭოთა კავშირისა და იაპონიას შორის
გაფორმებული ხელშეკრულება:
1941 წლის 13 აპრილს დადებული ხელშეკრულება იაპონიასა და სსრკ-ს შორის
იყო თავდაუსხმელობის ხელშეკრულება.

55. როგორი იყო ძალათა ბალანსი მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის წინ:
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დასავლეთში ჰეგემონია მოპოვებული ჰქონდა ნაცისტურ
გერმანიას, აღმოსავლეთში კი სსრკ-ს.

56. მიუთითეთ მეორე მსოფლიო ომის დაწყების და დასრულების თარიღი:


1 სექტებერი 1939წ -1945 წლის 2 სექტემბერი

57. რომელ წელს ჩაერთო აშშ მეორე მსოფლიო ომში (მიუთითეთ მიზეზი):
1941 წლიდან ეხმარებოდა (კანონიერად) დიდ ბრიტანეთს და სსრკ-ს. იაპონიის
მიერ პერლჰარბორზე თავდასხმის შემდეგ 1941 წლის 8დეკემბერს ამერიკამ ომი
გამოუცხადა გერმანიას და იაპონიას

58. რომელ წელს შედგა ქ. თეირანის კონფერენცია (მიუთითეთ შედეგები და


მონაწილე მხარეები):
1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გამართული კონფერენცია გერმანიის
წინააღმდეგ მებძოლ 3 სახელმწიფოს: დიდი ბრიტანეთის, სსრკ-ს, აშშ-ს ლიდერთა
შეხვედრა. კონფერენციაზე სათავე დაედო დიდ სამეულს, განიხილებოდა მეორე ფრონტის
გახსნის პერსპექტივა.

59. როდის განხორციელდა ნორმანდისს (ე.წ ოვერლორდი) ოპერაცია (მიუთითეთ


მიზნები და შედეგები):
მიზანი - გერმანელთა განდევნა ჩრ. საფრანგეთიდან. მეორე ფრონტის გახსნა
თარიღი: 1944 წლის 6 ივნისიდან 1944 წლის 25 აგვისტომდე
შედეგი: პარიზის აღება მოკავშირეთა ჯარის მიერ

• . რომელ წელს შედგა იალტის კონფერენცია (მიუთითეთ შედეგები და


მონწილე მხარეები):
1945 წელი, 4-11 თებერვალი - ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი. ომის შემდგომი ევროპის
მოწყობის გეგმები. იალტის კონფერენციის შეფასებისას თამამად შეიძლება ითქვას, რომ
კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ყველაზე დიდი სარგებელი საბჭოთა
კავშირმა მიიღო. გააფთრებული ბრძოლა, რომელსაც სამივე ლიდერი აწარმოებდა იმის
შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ომისშემდგომი მსოფლიო, სტალინის დიპლომატიური
გამარჯვებით დასრულდა. ჩერჩილმა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყანა უკვე დავიდა
მხოლოდ და მხოლოდ მესამე მოკავშირის სტატუსამდე, პრაქტიკულად მაქსიმუმი გამოწურა
თავისი შესაძლებლობებიდან, თუმცა,მისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იყო, რადგანაც
პოლონეთის საკითხი მაინც ფაქტობრივად წაგებული იქნა. რაც შეეხება რუზველტს, აშშ-ს
პრეზიდენტისათვის ყირიმის კონფერენცია ნამდვილად წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს,
რადგანაც მას თავისუფლად შეეძლო გაცილებით ნაკლები დათმობებით შემოფარგლულიყო
60. რომელ წელს შედგა პოტსდამის კონფერენცია (მიუთითეთ შედეგები და
მონწილე მხარეები):
17 ივლისი - 2 აგვისტო 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომის სამი მთავარი
მოკავშირის სსრკ-ის, აშშ-ის და დიდ ბრიტანეთს შორის.
შედეგები:
• პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და უნგრეთის გერმანული მოსახლეობის
"მოწესრიგებული და ჰუმანური ტრანსფერის" ლეგიტიმაცია.
• აღმოსავლეთ გერმანული მიწების პოლონეთისათვის გადაცემა.
• გერმანიის 4 საკონტროლო ზონად (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი)
დაყოფა მოკავშირეთა მიერ.
• გერმანიის სარეპარაციო ზონებად დაყოფა საკონტროლო ზონების მიხედვით.

61. ჩამოთვალეთ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს მოკავშირეების მიერ


გამართული კონფერენციები და მათი შედეგები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა
კავშირი):
თეირანის კონფერენცია - 1943 წელი - ბრიტანეთი (ჩერჩილი), აშშ (რუზველტი), სსრკ
(სტალინი). კონფერენციაზე სათავე დაედო დიდ სამეულს, განიხილებოდა მეორე ფრონტის
გახსნის პერსპექტივა.
იალტის კონფერენცია - 1945 - იგივე მხარეები. კონფერენციაზე შეათანხმეს ანტიჰიტლერული
კოალიციის სამი წამყვანი სახელმწიფოს გეგმები, ფაშისტური გერმანიის და მისი მოკავშირეების
განადგურების შესახებ, შეიმუშავეს მსოფლიოს ომის შემდგომი მოწყობის ძირითადი პრინციპები.
გაეროს შექმნის პრობლემაც განიხილეს.
პოტსდამის კონფერენცია - 1945 ივლისი-აგვისტო - ეტლი (ბრიტანეთი), ტრუმანი (აშშ),
სტალინი.
• პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და უნგრეთის გერმანული მოსახლეობის
"მოწესრიგებული და ჰუმანური ტრანსფერის" ლეგიტიმაცია.
• აღმოსავლეთ გერმანული მიწების (ოდერ-ნაისეს ხაზს აღმოსავლეთით)
პოლონეთისათვის გადაცემა.
• გერმანიის მოკავშირეთა 4 საკონტროლო ზონად (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი) დაყოფა.
• გერმანიის სარეპარაციო ზონებად დაყოფა საკონტროლო ზონების მიხედვით.

62. როგორი იყო ძალათა ბალანსი მსოფლიოში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების
შემდეგ:
სსრკ-ს ერგო აღმ. ევროპის ქვეყნების უმეტესობა, შეიქმნა ვარშავის პაქტი, რომელიც
სოციალისტურ ბლოკს მიეკუთვნებოდა. გერმანია გაყოფილი ჰქონდა სსრკ-ს, აშშ-ს,
ბრიტანეთსა და საფრანგეთს (ამ ბოლო სამმა საკუთრი ნაწილები გააერთიანა შემდეგ). შეიქმნა
ნატოც, რომელიც სოციალისტური ბლოკის წინსვლას შეაჩერებდა ევროპაში. ძალთა ბალანსი
მსოფლიოში ზოგადად გახდა ორ პოლუსიანი და ნაწილდებოდა აშშ-სა და სსრკ-ს შორის.
63. ციცი ომის დასაწყისი (მხრაეები, პრობლემები):
1946 წლის 5 მარტი. მხარეები - კაპიტალისტური (აშშ, დას.ევროპა) ბანაკი vs. სოციალისტური
ბანაკი. სსრკ-მა როდეგყსაც დაიკავა აღმ.ევროპა (ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ
კომუნისტები) ამან გამოიწვია დიდი აღშფოთება დას.ევროპასა და აშშ-ში. მერე ატომური
იარაღით აღჭურვილი მსოფლიო ღიად დაპირისპირებას ვერ ბედავდა.

64. ცივი ომის პერიოდში მიმდინარე (მეტნაკლებად მსხვილი სამხედრო)


კონფლიქტები:
კორეის ომი (1950-1953), კარიბის კრიზისი, ვიეტნამის ომი, ავღანეთის ომი...

65. საბჭოთა კავშირის დაშლა (ცივი ომის დასასრული):


80-იანი წლების ბოლოს კომუნისტური რეჟიმები დაემხო აღმ. ევროპაში. 1989 წლის ნოემბერში
აღმ. ბერლინიდან დას.ბერლინში გადასვლაზე აკრძალვა მოიხსნა, ბერლინის კედელი
დაინგრა.
XX საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის
დაშლა. 1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა დაიწყეს გარდაქმნის
პოლიტიკა, რამაც არსებითი ცვლელებები შეიტანა „ცივი ომისა“ და საერთოდ, საერთაშორისო
ურთიერთობათა ისტორიაში. ამავე პერიოდში უცბად გაიზარდა მოსახლეობის პოლიტიკური
აქტიურობა, ჩამოყალიბდა მასობრივი, მათ შორის ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები.
საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიური, პოლიტიკური და დემოგრაფიული
კრიზისის ფონზე. 1989 წელს ეკონომიკური კრიზისი ოფიციალურად გამოცხადდა (ეკონომიკის
ზრდა დაცემამ შეცვალა). 1989-1991 წლებში საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების პიკია, ამავე
პერიოდში სსრკ კონტროლს კარგავს აღმ. ევროპაზე. 1992 წლის დამდეგისათვის, როდესაც
საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, უკვე აღარ არსებობდა და კომუნისტური რეჟიმიც
მთელ ევროპაში დაემხო, დაიწყო ცივი ომის შეწყვეტის პროცესი.

66. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი სახელმწიფოებისა და ახალი რეალობის


შექმნა მსოფლიოში:
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დამოუკიდებლობა მოიპოვეს შემდეგმა ქვეყნებმა:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ესტონეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია,
ლიტვა, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი. თუმცა ქვეყნების მიერ
დამოუკიდებლობის მოპოვება არ იყო ერთადერთი შედეგი, მნიშვნელოვანი არის ასევე ის
ქვეყნები, რომლებმაც ფორმალურ დამოუკიდებლობასთან ერთად რეალურიც მოიპოვეს. ესენი
იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად, პოლონეთი, ჩეხეთი და, რაც მთავარია,
აღმოსავლეთ გერმანია. საბჭოთა კავშირის დაშლა ნიშნავდა, რომ ამ ქვეყნებს მიეცათ
შესაძლებლობა, რომ თავიანთი საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინათ და გადასულიყვნენ
საბაზრო ეკონომიკაზე. ამის შედეგად, ბერლინის კედელი დაემხო, გერმანია გაერთიანდა და
აღმოსავლეთ ევროპამ გამოაღწია ერთი გავლენის სფეროდან და დაიწყო დასავლურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ამერიკის როლის გააზრება.
რადგან სსრკ-ის დაშლის შედეგად დაიშალა ბიპოლარული წყობაც, ამერიკა გახდა უნიპოლარი
საერთაშორისო ასპარეზზე. ამან მას მისცა შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნები გაეწევრიანებინა დასავლურ სამხედრო (ნატო) და ეკონომიკურ (ევროკავშირი)
სტრუქტურებში. ბიპოლარულ წყობაში მსგავსი რამ სსრკ-ის არსებობის გამო შეფფუძლებელი
იქნებოდა.

67. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა 1991 წელს საქართველოს მიერ


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ
1991 წელს რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა . ამავე წლიდან იმატა რუსეთის
აღქმაში ნეგატიურმა ნიშნებმა . ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთის კონფლიქტებში . ისინი (რუსი პოლიტიკოსები)ასევე უსვამდნენ ხაზს ,რომ საქართველო
1921 წელს იყო ოკუპირებული საბჭოთა რუსეთის მიერ .

68. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი (ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი გეგმა)

1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;


2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი
დისლოკაციის ადგილებში;
5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების
დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის
სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა
და სტაბილურობის პირობების შესახებ.

69. რომელ წელს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაერო (ჩამოთვალეთ


გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები:
1945 წელს შეიქმნა. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: აშშ, დიდი
ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი

70. რომელ წელს შეიქმნა ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია


(NATO). (რომელი სტრუქტურა წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ
ორგანოს ალიანსში):
1949 წლის 4 აპრილს და გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოს
წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური საბჭო

71. როგორ შეიქმნა ევროკავშირი (ორგანიზაციის ჩამოყალიბების ისტორია;


სტრუქტურა; ფუნქიცები;)
ამერიკული რევოლუციის შემდეგ გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ,
რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მე-20 საუკუნის პირველ
ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი -
ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა,
მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება
მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს
ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას,
რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.
ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო.
ევროკავშირი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი
სისტემების ჰიბრიდის პრინციპით. შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი
ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის
კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა
სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო.
ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და
კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე;
იურისპუდენციული კანონმდებლობისა დან საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის
შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.
შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი.1999 წელს გადაწყდა ერთიანი
ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19
სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.

72. გაერო (ორგანიზაციის ჩამოყალიბების ისტორია; სტრუქტურა; ფუნქიცები;): საყოველთაო


მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო
ორგანიზაცია. გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის
წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. მათ ხელი მოაწერეს
„გაერთიანებული ერების დეკლარაციას“, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის
სახელწოდება. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე
მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი მოსკოვის კონფერენციაზე, რაც
გამოწვეული იყო ფაქტით, რომ „ერთა ლიგა“ უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა მე-2
მსოფლიო ომი. ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა
წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.
გაეროს მთავარი ორგანოებია:
გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც წარმოდგენილია
გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება
აქვს.
უშიშროების საბჭო - გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად
უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო
მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
ეკონომიკური და სოციალური საბჭო - გაეროს ორგანო, რომელიც უფლებამოსილია
ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე
სხვადასხვა სფეროში.
სამეურვეო საბჭო - გაეროს ორგანო, რომლის მიზანია კოლონიებისა და დამოკიდებული
ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა მათ დამოუკიდებლობამდე.
საერთაშორისო სასამართლო - გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. მისი მიზანია
სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს
და დასკვნებს სამართლებრmივ საკითხებზე.
სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ
ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს.

73. NATO (ორგანიზაციის ჩამოყალიბების ისტორია; სტრუქტურა; ფუნქიცები;)


ნატო დაარსდა 1949 წლის 4 აპრილს.ნატოს გადაწყვეტილებების მიღების ძირითად ორგანოს
წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური საბჭო.
ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 29 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური
ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა
და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და
უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. NATO
იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას,
კანონის უზენაესობ unასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო
არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ
დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის
საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის
ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს
გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას
იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს.
დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების
დაცვის მიზნით ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ
დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. დამფუძნებელი წევრების
მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის
კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად
დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო
საშუალებებით. აქვს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურა.

74. ეუთო OSCE (ორგანიზაციის ჩამოყალიბების ისტორია; სტრუქტურა; ფუნქიცები;)


ეუთო — უსაფრთხოების რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩამოყალიბდა ევროპის
უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს საფუძველზე პარიზის 1990 წლის და ვენისა და
ჰელსინკის 1992 წლის დეკლარაციების საფუძველზე. ფუნქციონირებს 1995 წლიდან. 56
სახელმწიფოს აერთიანებს.
ეუთოს ხელმძღვანელობს მინისტრთა საბჭოს მიერ ერთი წლით არჩეული თავჯდომარე,
რომელსაც საკუთარი ფუნქციის შესრულებაში ეხმარებიან ყოფილი და მომავალი
თავმჯდომარეები, ისინი ერთად ქმნიან "ტროიკას"(Troika).
ეუთო შედგება მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისაგან როგორიცაა
მინისტერიალი, მუდმივი საბჭო, უშიშროებაზე თანამშრომლობის ფორუმი, ეკონომიკური და
გარემოს დაცვის ფორუმი.

75. საქართველოს ურთიერთობა/წევრობა (UN, OSCE) წლები/ ისტორია


OSCE - ეუთოს მისია საქართველოში დაარსდა 1992 წელს და დახმარებას უწევდა
საქართველოს მთავრობას კონფლიქტების მოგვარებაში, დემოკრატიზაციის პროცესში,
ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. მისიის მანდატის
გაგრძელების შესახებ კონსესუსის მიღწევა შეუძლებელი გახდა 2008 წელს და მისია დაიხურა.
UN - 1992 წლის ივლისში საქართველო გაეროს 179-ე წევრი გახდა, რაც ორგანიზაციის
ღირებულებების და პრინციპების აღიარებას გულისხმობს. საქართველოში გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის ოფისი 1993 წლის დასაწყისში გაიხსნა. ამ დროიდან მოყოლებული
ქვეყნის ერთიანი განვითარების და მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების
გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში ერთ გუნდად მუშაობს გაეროს მრავალი სააგენტო,
ფონდი და პროგრამა.
ქვეყანაში ზოგიერთ სააგენტოს, ფონდსა და პროგრამას მუდმივი ოფიციალური
წარმომადგენლობა აქვს, ზოგიერთი მათგანი კი ქვეყნის მხარდაჭერას ადგილობრივი
წარმომადგენლობის გარეშე რეგიონული ოფისიდან ან გაეროს შტაბბინიდან ახორციელებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 2016-2020 წწ. გაეროს საქართველოსთან თანამშრომლობის
გეგმა მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც მუშაობისთვის მნიშვნელოვან და
ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებებს გამოჰყოფს. გაეროს გეგმა განვითარების
ხელშეწყობისთვის არის ცოცხალი დოკუმენტი; იგი საშუალებას აძლევს გაეროს სააგენტოთა
ჯგუფს თვალი მიადევნოს საკუთარ მუშაობას და მათი საქართველოში საქმიანობის მთავარი
მიმართულებები შეუსაბამოს ქვეყნის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს.

76. საქართველოს ურთიერთობა/მიზნები/მისწრაფებები - EU; NATO


საქართველო და ნატო:
საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანება
წარმოადგენს. 1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილოატლანტიკური
თანამშრომლობის საბჭოს წევრი (NACC).
საქართველო სრულად იზიარებს დემოკრატიის, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის
უზენაესობის პრინციპებს და ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური
ალიანსი.
ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესაბამისად, ალიანსის
უმთავრესი ამოცანაა წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე
თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად. საქართველო ნატოს კოლექტიური
თავდაცვის ერთადერთ ორგანიზაციად განიხილავს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი
პოლიტიკური, სამხედრო და სხვა რესურსი, რათა უზრუნველყოს მისი წევრების
უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში.
ნატო-საქართველოს კომისიის მიზნები
● გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს
შორის ყველა შესაბამის დონეზე;
● ზედამხედველობა გაუწიოს ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის
წარმართვას;
● კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს 2008 წლის ომის
შედგების აღმოფხვრას;
● ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს პოლიტიკური, ეკონომიკური
და თავდაცვის რეფორმები, ნატოში გაწევრიანების მიზნით მის ევრო-ატლანტიკურ
მისწრაფებასთან დაკავშირებული მიმართული დემოკრატიული და ინსტიტუციონალური
მიზნების მისაღწევად.

საქართველო და ევროკავშირი:
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის
მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე იწყება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის
თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი
ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად
იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. 2008 წლის რუსეთ-
საქართველოს ომის შემდეგ გამოგზავნილ იქნა ევროპის კავშირის მონიტორინგის მისია.
ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც
ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო აქტიურად აგრძელებს
ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესის შესაბამისად სახელმწიფოებრივ
განვითარებას.
2014 წლის 23-25 მაისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებამდელ უკანასკნელ
სესიაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღინიშნა, რომ „ევროკავშირის
შეთანხმების 49-ე სტატიის თანახმად, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ისევე,
როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აქვთ და შეუძლიათ
ევროკავშირში წევრობის განცხადების შემოტანა, თუმცა აუცილებელია დემოკრატიის
პრინციპების დაცვა, ფუნდამენტური თავისუფლების, ადამიანის უფლებების და
უმცირესობების უფლებების პატივისცემა, კანონის მმართველობის უზრუნველყოფა.”

You might also like