You are on page 1of 2

დიპლომატიის ცნება, მისი ჩამოყალიბების მოკლე

ისტორია (ახალი დიპლომატიის წარმოშობა და


განვითარება 20-ესაუკუნის პირველ ნახევარში)
სიტყვა დიპლომატიამ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში მე-16-18- საუკუნეებიდან დაიმკვიდრა
ადგილი, მას შემდეგ რაც პერმანენტული სახე შეიძინა. მას გააჩნია მრავალი განმარტება,
მარტივი განმარტებით დიპლომატია არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო ინტერესების
გამოხატვისა და დაცვისთვის. დიპლომატიას ასევე ხშირად განიხილავენ როგორც ქვეყნებს
შორის დამოკიდებულებათა და საქმის კეთების ორგანიზებულ ხელოვნებად. დიპლომატიას
დიპლომატები განახორციელებენ, რომელთა პროფესიული საქმიანობა მიზნად ისახავს,
მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინპორმაციის
შესწავლას, გაანალიზებას, შეფასებას, და საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის
მიწოდებას. ასევე მასპინძელ ქვეყანაში გასაჭირში მყოფი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის
დახმარების აღმოჩენას.

დიპლომატია, როგორც პოლიტიკური ქმედება და საქმიანობა ისეთივე ძველია, როგორც


პოლიტიკა. დიპლმატია სათავეს იღებს სპარსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა იმპერიების
წიაღიდან. დიპლომატია გრძელდება და ვითარდება კლასიკური ბერძნული სახელმწიფოების
პერიოდში,როდესაც ისინი შეეცადნენ რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ჰარმონიულად
წარემართათ.

დიპლომატიის არსი ღრმად უკავშირდება მე-15 საუკუნის იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებს.


სწორედ იქ ჩამოყალიბდა მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის კონცეფცია.
რენესანსის დროს დაფუზნდა დიპლომატიური სამსახური, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის
მოპოვება.

სიტყვა დიპლომატია სათავეს იღებს ბერძნული ,,Diploun-დან, რომელიც ორად მოკეცილ


ქაღალდს ნიშნავს. მე-18საუკუნიდან კი დიპლომატიამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის
ამსახველი ფუნქცია შეიძინა.

ასე ნელ-ნელა და თანდათანობით ვითრდებოდა და ყალიბდებოდა დიპლომატია და


დიპლმატიური პროფესია ევროპაში. კოსმოპოლიტურმა ელიტამ შექმნა ევროპის
დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ეფუძნებოდა საერთო არისტოკრატიულ კულტურას,
საერთო ენას- ფრანგულს.

პირველმა მსოფლიო ომმა და აშშ-ს პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის მიდგომამ მსოფლიო


საკითხებისადმი, ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის დაწყებამ და ანტიიმპერიალიზმის
პირველმა ტალღამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დიპლომატიაზე. ამის შემდეგ საკმაო ხანი
გავიდა. დიპლომატია საგრძნობლად შეიცვალა. ცვლილებები გამოიწვია სახელმწიფოთა შორის
ურთიერთობებში აღმოცენებულმა სირთულებმა. დედამიწაზე სახელმწიფოთა რაოდენობის
გაზრდასთან ერთად , გაიზარდა პრობლემათა რაოდენობაც. ფრანგული დიპლომატიური
სისტემა, რომელიც შენელებული გამოდგა, ახალი პრობლემათა მოწესრიგების საქმეში შეიცვალა
ახლით.
ადრეული დიპლომატიის ნაკლოვანებებმა და ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივმა დიპლომატიამ
თავი იჩინეს კრიზისული პერიოდის დროს. ამის კარგი მაგალითია ვესტფალის კონგრესი,
რომელმაც წერტილი დაუსვა 30 წლიან ომს და გზა გაუხსნა ახალი სახელმწიფოთა სისტემის
ჩამოყალიბებას. კონგრესმა აღიარა მრავალმხრივი დიპლომატია რომელიც წარმატებული
გამოდგა 19-ე საუკუნეში. გახშირებულმა მრავალმხრივმა კონფერენციებმა ფაქტობრივად
დაჩრდილეს ორმხრივი დიპლომატია. მრავალმხრივი დიპლომატია უფრო წარმატებული და
უპირატესი გახდა, რასაც 1919 წელს მოყვა ერთა ლიგის შექმნაც. ერთა ლიგის შექმნამ მიანიშნა
მსოფლიოს, რომ ძველი ანუ ორმხრივი დიპლომატია, ახლით ანუ მრავალმხრივი დილომატიით
შეიცვალა.

ვენის 1961, 63-ს და 69 წლების კონფერენციებმა მოახდინეს დიპლომატიური ურთიერთობების


კოდიფიცირება. საკონსულო საქმის წარმოების და სახელშეკრულებო ნორმების ერთად შეკვრამ
დააახლოვა ძველი და თანამედროვე დიპლომატია, ხოლო ახალი დიპლომატიური წესები კი
იქნა საყოველთაოდ აღიარებული

You might also like