You are on page 1of 4

1) სუვერენიტეტის პრინციპი მსოფლიო პოლიტიკაში ფუნდამენტურ როლს

ასრულებს. რას გულისხმობს იგი? რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის


ცნება 21-ე საუკუნეში ? სჭირდება თუ არა მას ახლებური განსაზღვრება ? თუკი
სჭირდება, რას უნდა ნიშნვდეს სუვერენიტეტი დღეს ? თუ არა, რატომ არ
სჭირდება ?

სუვერენიტეტის პრინციპი მსოფლიო პოლიტიკაში ფუნდამენტურ როლს


ასრულებს. მისი საერთაშორისოდ აღიარება უკავშირდება 1648 წლის ვესტფალიის
ზავს, რომელიც ,,დაგვირგვინება” იყო 1618-1648 წლებში მიმდინარე
განსაკუთრებულად სასტიკი და სისიხლისმღვრელი რელიგიური ომისა. მიზეზი ამ
შეტაკებებისა იყო მეთექვსემეტე საუკუნის დასაწყისში ფართოდ გავრცელებული
პროტესტანტული აჯანყებები, რომლებიც მიმართული იყო რომაული ეკლესიის
წინააღმდეგ. სახელმწიფო სუვერნიტეტის პრინციპის აღიარება ეკლესიისთვის დიდ
დარტყმას წარმოადგენდა, რადგან შიდა სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებათა
მიღებაში ეკლესია მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა, უკვე მონარქები მიიღებდნენ
სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
სახელმწიფო სუვერენიტეტის ტრადიციული განმარტება საკუთარ თავში
ხელისუფლების უზენაესობასა და დამოუკიდებლობას მოიაზრებს. ეს ტერმინი
გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის შიგნით და გარეთ.
ვესტფალიური პრინციპის თანახმად, სუვერენიტეტი არის ის, რაც საშუალებას არ
აძლევს სხვას ჩაერიოს სახელმწიფოს შიდა საქმეში. ამ პრინციპმა გაამყარა
სახელმწიფო საზღვრები და ამასთანავე ხელისუფალთ მიენიჭათ ავტონომია, რაც
იმას ნიშნავს, რომ ისინი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლების გავლენისგან
თავისუფლები იყვნენ. კანონიერმა საერო ხელისუფლებამ შეიძინა ლეგიტიმურობა
და საფუძველი ჩაეყარა ერი-სახელმწიფოს ცნებას.
XXI საუკუნეში აქტიურად მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესი.
გლობალიზაცია მოსფლიო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული
უნიფიკაციისა და ინტეგრაციის პროცესია, რაც გულისხმობს სახელმწიფოთა შორის
საზღვრების მოშლას, საბაჟო და სხვა მრავალი სახის შეზღუდვის მოხსნას.
გლობალიზაციაზე საუბრისას ბევრი მეცნიერი თუ მკვლევარი მსოფლიო
საზოგადოებამდე და მსოფლიო მთავრობამდეც კი მიდის, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ,
რომ სუვერენიტეტის მნიშვნელობამ და ფუნქციამ სახეცვლილება განიცადა. ერის,
სახელმწიფოს ადგილზე და ფუნქციებზე გლობალიზაციის ეპოქაში განსხვავებული
ხედვა აქვთ გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს. მე ვემხრობი გლობალისტების
პოზიციას და ვთვლი, რომ თანამედროვე ეპოქაში ტრანსნაციონალური და
საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვის ზრდამ გამოიწვია ერი-სახელმწიფოს
ცვლილება ანუ ტრადიციული, ერთიანი მიზნების მქონე სუბიექტისა, რომელიც
უნიტარულიც იყო. მიმაჩნია, რომ ამის გამო სახელმწიფო ,,დანაწევრებულია” და
სხვადსხვა შინაური და გარე ძალები წარმოგვიდგებიან პოლიტიკის მაკეთებლად.
ამის შედეგად, სახელმწიფო სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილი გადადის
არასახელმწიფოებრივი სუბიექტების ხელში. სუვერენიტეტის ახლებური
განმარტების ჩამოყალიბებას რამდენად შევძლებ არ ვიცი, მაგრამ ვთვლი, რომ
თანამედროვე პოლიტიკაში შენარჩუნებულია სახელმწიფო მმართველობა, თუმცა
იგი გადახლართულია მჭიდროდ სუბსახელმწიფოებრივ, სუპრასახელმწიფოებრივ,
სამოქალაქო და საბაზრო საზოგადოებრივ მმართველობასთან.
სუბსახელმწიფოებრივი მმართველობა - მმართველობის ეს ფორმა თუ მოვლენა
ახალია და ის გლობალიზაციის ეპოქისთვისაა დამახასიათებელი. სხვადასხვა
ქვეყნის სუბსახელმწიფოებრივი ერთეულები ერთმანეთთან კავშირს ამყარებენ
უშუალოდ, ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით, ამ გზით ისინი
გარკვეულწილად საელმწიფო სუვერენიტეტის ფუნქცებს იზიარებენ. მაგალითად,
ევროპაში 17 ქვეყნის 50-ზე მეტი რეგიონული მთავრობა უშუალო კავშირშია
ერთმანეთთან.
სუპრასახელმწიფოებრივი მმართველობა - მმართველობის ამ ფორმაში
იგულისხმება იმ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მმართველობა,
რომლებიც თავიანთი მოქმედებით სახელმწიფო სუვერენიტეტის გარკვეულ ნაწილს
ინაწილებენ. მაგალითად ევროკავშირი, გაერო, ჩახო(ნატო), ასევე ეკონომიკური
პროფილის ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი,
მსოფლიო ბანკი და სხვ.
საბაზრო გლობალური მმართველობა - ამ ეპოქაში ანუ გლობალიზაციის ეპოქაში
ბაზარი ასრულებს უდიდეს როლს გლობალურ მმართველობაში და ავსებს იმ
ხარვეზებს, რომლებიც ოფიციალური ხელისუფლების მოღვაწეობას აქვს.
გლობალური სამოქალაქო საზოგადოების მმართველობა - გლობალიზაციის
ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ,,მესამე სექტორს”- სამოქალაქო საზოგადოებას.
მოქალაქეები ნებაყოფლობით ერთიანდებიან ისეთ საზოგადოებებში, რომელთა
მიზანი იმ პრობლემების გადაჭრაა, რომელთა მოგვარება მხოლოდ სამთავორობო
დონეზე შეუძლებელია. როგორც გლობალისტები მიიჩნევენ, გლობალური
სამოქალაქო საზოგადოების ამოცანაა არა მარტო პოლიტიკის შეცვლა, არამედ თვით
პოლიტიკისა და მისი ბუნების რეკონსტრუქცია.
ზემოთ მოყვანილი გლობალური მმართველობის ფორმების გაერთიანება
შესაძლებელია საერთო ნიშნით: თითოული მათგანი საგრძნობლად ამცირებს
სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობას, ამასთანავე ხელს უწყობს სახელმწიფოს
როლის შემცირებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

2) იმსჯელეთ მსოფლიო პოლიტიკაზე ნაპოლეონის გავლენაზე. რა შედეგი


ჰქონდა ნაპოლეონის ექსპანსიას ? როგორ შეცვალა საფრანგეთის სამხედრო
გამარჯვებამ ( და დამარცხებამ ) საერთაშორისო პოლიტიკა ? რას
გულისხმობდა ნაპოლეონის შემდეგ ჩამოყალიბებული ვენის სისტემა ? როგორ
შეიცვალა ძალთა ბალანსი ევროპაში ?
ნაპოლეონ ბონაპარტი წარმოშობით იტალიელი, კორსიკელი იყო. იგი
წარმოადგენდა სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს, რომელმაც საკუთარი
სიმამაცით მსოფლიო პოლიტიკაში დაიმკვიდრა ადგილი. ნაპოლეონ პირველის
სახელით ცნობილმა ფრანგთა იმპერატორმა საკუთარი მოხერხებულობის, ნიჭისა და
ქარიზმის (ხარიზმის) წყალობით მალევე გაითქვა სახელი. იგი სიცოცხლეშივე იქცა
ლეგენდად იმ გავლენის გამო, რაც მსოფლიო პოლიტიკაზე ასახა.
ნაპოლეონის მიერ შექმნილი ხელისუფლების ფორმები დაქვემდებარებულ
ქვეყნებშიც კი ახლოს იყო ხალხთან, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპერატორი მათ
მოთხოვნებს ითვალისწინებდა. პრუსიის საჯარისო სისტემა ფრანგული საყოველთაო
გაწვევის ანალოგი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნაპოლეონის მიერ შექმნილი
კოდექსი დღესაც ფუნქციონირებს ზოგიერთ ქვეყანაში. ბონაპარტი ძალიან
ამბიციური პიროვნება იყო, რომელიც საკუთარი თავის განდიდების მანიით იყო
შეპყრობილი, მას სურდა, რომ ევროპა მთლიანად საფრანგეთის დროშის ქვეშ
ყოფილიყო მოქცეული, მაგრამ საინტერესოა ერთი ფაქტი, ნაპოლეონი
ბავშვობიდანვე ფრანგთა სიძულვილით იყო შთაგონებული.
მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა საკუთარი ქვეყნის შიგნით მოიპოვა ძალაუფლება მან
გარე ომებს მიჰყო ხელი. იგი ნაპოლეონის ომებს აწარმოებდა 1803-1815 წლებში.
ბონაპარტი იყენებდა პრინციპებს, რომლებიც უკვე მივიწყებული იყო,
გათავისუფლდა ,,შეზღუდული ომის” პრინციპისგან და დაუბრუნდა რომის
იმპერიის პრინციპებს. ნაპოლეონმა დაამყარა კონტინენტური სისტემა, რითაც
საკუთარი მოწინააღმდეგეების ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა. მიუხედავად
იმისა, რომ ინგლისის ფლოტთან რამდენიმეჯერ მარცხი განიცადა, ეს მის
კონტინენტურ პირველობას ხელს არ უშლიდა. იგი დაპყრობილი ქვეყნების
მმართველებად საკუთარ ნათესავებს ნიშნავდა. ნაპოლეონის ექსპანსიის შედეგი იყო
ის, რომ იმპერიის ზენიტში იგი მოიცავდა ესპანეთს, გერმანიის დასავლეთსა და
სამხრეთ ნაწილებს, იტალიის უდიდეს ნაწილს, შვეიცარიასა და ვარშავის დიდ
საჰერცოგოს. იმპერატორი ყოველ დაპყრობილ ქვეყანას სატელიტად იყენებდა და
ცდილობდა ყველა მათგანის კავშირი გაეწყვიტა ბრიტანეთთან. ნაპოლეონს ჰყავდა
მოკავშირეები, თუმცა იგი არავის ენდობოდა.
საფრანგეთის სამხედრო გამარჯვებამ, ისევე როგორც დამარცხებამ, საერთაშორისო
პოლიტიკაზე იქონია გავლენა. როგორც აღვნიშნე, ფრანგთა არმიის გაძლიერებამ და
ექსპანსიამ განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანის მისწრაფებების
განხორციელებას შეუწყო ხელი. მართალია ნაპოლეონის კონტინენტურმა სისტემამ
წარმატებით დაიწყო ,,ფუნქციონირება”, თუმცა, საბოლოოდ, ბონაპარტს საკუთარმა
ამბიციურობამ დააშვებინა ძალიან დიდი შეცდომა. კერძოდ, იგი რუსეთში 500000-
იანი არმიით შეიჭრა, საიდანაც 40000 ჯარისკაცით ძლივს დაბრუნდა პოლონეთის
საზღვართან. ამ შეცდომით დასუსტებულმა არმიამ ყველა ბრძოლა წააგო მის
წინააღმდეგ გაერთიანებულ ყოფილ მოკავშირეებთან.
ნაპოლეონის შემდეგ ჩამოყალიბებული ,,ვენის სისტემა” ახალ ნაბიჯადაა
აღიარებული საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში. 1814 წელს გამართული
ვენის კონგრესის მიზანს, სადაც ერმანეთს ავსტრიის, პრუსიის, რუსეთის, ინგლისისა
და საფრანგეთის წარმომადგენლები შეხვდნენ, ევროპის ,,ნორმალურ მდომარეობაში”
დაბრუნება წარმოადგენდა. ეკონომიკურმა კრიზისმა და ომის საშიშროებამ,
მოცემულ დიდ სახელმწიფოებს მოლაპარაკებისა და ახალი საერთაშორისო სისტემის
შექმნისკენ უბიძგა. ქვეყნები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათთან ომი წააგო ნაპოლეონმა
და არა საფრანგეთმა. მათ საფრანგეთში აღადგინეს ბურბონთა დინასტია. 1815 წლის
ზავით, ზემოთხსენებულმა ქვეყნებმა საფუძველი ჩაუყარეს ევროპის კონცერტს,
რომლის დანიშნულებაც წვერთა შორის თანამშრომლობა და ევროპის კონტინენტზე
მშვიდობისა და უსაფრთოხების შენარჩუნება იყო. ბრიტანეთი, რუსეთი, პრუსია და
ავსტრია შეთანხმდნენ, რომ თუ რომელიმე მათგანზე საფრანგეთი სამხედრო ძალას
გამოიყენებდა ეს ავტომატურად ყველაზე თავდასხმად ჩაითვლებოდა.
ვენის კონგრესის შექმნამ ევროპაში ცვლილებები გამოიწვია. ტახტზე ავიდნენ
ადრინდელი, უკვე ჩამოგდებული მონარქები და ასევე ტერიტორიის ჩამოცილება -
დასჯის, ხოლო მიერთება, ჩუქება - წახალისების ნიშნად იქნა ისევ გამოყენებული.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრუკებით ხაზი გაესვა
ზემოთხსენებული ქვეყნების უზენაესობას.

You might also like