You are on page 1of 9

ზედმეტსახელები

რუსეთი- მიდი, სმოლენსკაია


ძალზე იერარქიული და ცენტრალიზებული სტრუქტურა. ეს ცენტრალიზაცია
აისახება ბიუროკრატიაშიც. დიპლომატია ღრმად პოლიტიზებულია და ხშირად
პირდაპირ პუტინის მიერ ინიშნებიან თანამდებობის პირები. აჩვენებს უწყვეტობიას
ცარისტულ, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რუსეთს შორის. რუს დიპლომატებს აქვთ
მინიმალური პირადი ავტონომია და კონკრეტული ზემოდან დავალებული
ბრძანებების შესრულება ევალებათ. დაბალი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე
ქვეყნებში შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. საბჭოტა ტრადიციის შესაბამისად
აღიზარდნენ რუსი ჩინოვნიკები. მოსკოვის საერთ ურთიერთობების სხელმწიფო
უნივერსიტეტიდან მიდიან დიპლომატიაში კადრები.
რუს დიპლომატებ აქვთ რეგგიონალური და ლინგვისტური თვალსაზრისით ღრმა
ცოდნა. სულ უფრო მეტად იყენებს სოციალურ მედიებს დიპლომატიური
მიზნებისთვის. ძლიერია რუსული ნაციონალიზმისა და ანტიდასაბლური
სენტიმენტების მნიშველობა. მთვარობის აპარატში დასაქმების იდეოლოგიური
კომპონენტია სახელმწიფოსადმი ლოალურობა, ერთგულება და უცხოელი
მოწინააღმდეგის მიმართ მტრული დამოკიდებულება. ინდივიდუალური <
კოლექტიური ინიციატივა. ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვი
ცარისტულ და დღევანდელ დიპლომატიას შორის შეინიშნება კავშირი. ორივეგან
ხაზგასმულია სახმრეთით ექსპანსია და აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის უწყვეტი
ტრადიცია. ამავდროულად, ორივე მიდრეკილია დიპლომატიის
ცენტრალიზაციისკენ.
რუსულ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ინსტიტუციონალური მეხსიერება და
გამოცდილება. დიდი ხნით რჩებიან ელჩები პოსტზე და ქმნან ქსელებს.
დაწინაურება ხდება ქვემოდან ზემოთ რაღაც თასქების შესრულების შედეგად.
მცირე თავისუფლება აქვთ დიპლომატებს ორმხრივ და მრავალმხრივ
მოლაპარაკებებშიი.
რუსულ საგარეო პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს ეკლესია. მათი მიზნები
იკვეთება. რუსეთის სამინისტროს ანსაკუთრებული დამოკიდებულბა აქვს პოსტ-
საბჭოთა ქვეყნებთან მიმართებითაც და მათ „ახლო საზღვარგარეთის“ სახელით
მიმართავს
პუტინის მოთხოვნა, რბილი ძალა გამოიყენონ საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. ამ
რბილი ძალის პოლიტიკის გამტარებელი არის ზახაროვა.

საფრანგეთი- კე დოღსეი, ორსეის სანაპირო


რევოლუციური იდეების მატარებელი. მთავარი მახასიათებელია ღია ორმხრივი
კონსულტაცია პარიზსა და მის საელჩოებს/მისიებს შორის. საფრანგეთის საგარეო
სამინისტრო დიპლომატებს დიდი ავტონომიასა და დამოუკიდებლობას ანიჭებს.
ენობრივი მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მენეჯერული უნარ-ჩვევენი. მთავარი
გამოწვევაა თავისი ისტორიული ფოკურსი შეინარჩუნოს ევროკავშირისა და
ტრანსატლანტიკური ურთიერთობების არეულობის კონტექსტში.
ტალეირანი
რბილი ძალა, ინარჩუნებენ გავლენას კოლონიურ ტერიტიებზე
შარლ დე გოლი
ფრანგი დიპლომატები აქტიურად არიან ჩართულნი და ინტეგრირებულნი
დასვალურ ალიანსებში და ამავდროულად რჩებიან ნაციონალისტებად.
საგარეო და ევროპული საქმეთა სამინისტრო- სახელი შეუცვალეს რაც განახლებულ
ევროპულფოკუსსზე მიგვითითებს.
დე გოლმა დაამკვიდრა იმის პრეცედენტი, რომ შეუძლიად პრეზიდენტებს საგარეო
საქმეა სამინისტროს მუშაობაში უშუალოდ ჩაერიოს და თავადაც შეითვისოს მისი
რამდენიმე თვისება. სამინისტრო რჩება ძლიერ ცენტრაზლიებულ ორგანიზაციად.
სამინისტრო არის top-down ორგანიზაცია. საელჩო/საკონსულოები პარიზიდან
დეტალურ ინსტრუქციებს იღებენ. თუმცა, სათაო ოფისსა და დიპლომატიურ მისიას
შორის არსებული ურთიერთობა არ არის მკაცრად იერარქიული და დიალოგის
პროცესს უფრო ასახავს. მართალია დავალებები პარიზიდან ეგზავნებათ, თუმცა თუ
ეს დავალება არაპრაქტიკული და არაპრაგმატულია, დიპლომატებს შეუძლიათ
თავიანთი აზრები გაუზიარონ მაღალი თანამდებობის პირებსრათა კონსესუნსზე
შეთანხმდნენ.
დიდი წარმატება აქვს მულტილატერალურ საქმეებში და დიალოგების წარმართვაში.
ხშირად ასრულებს მედიატორის როლს როგორც ეს რუსეთ-უკრაინინს კონფლიქტის
პერიოდში ვნახეთ. შესაბამისად, მოქნილები არიან რაც მათ საერთაშორისო დღის
წესრიგის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს.
მემუარები
განახლებული ფოკუსი ეკონომიკაზე
5 მთავარი პრიორიტეტი საგარეო საქმეთა სამინისტროსი.
1. საფრანგეთისა და ფრანგი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი
ინტერესებისბდაცვა და ხელშეწყობა.
2. პარტნიორებთან ერთად ძლიერი, დემოკრატიული და ეფექტური ევროპის შექმნა.
3. მსოფლიოს საქმეებში ჩარევა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის
უფლებების დასაცავად.
4. გლობალიზაციის პროცესის ორგანიზირებაში დახმარება რათა ეს პროცესი იყოს
მდგრადი და დაბალანსებული.
5. კულტურული მრავალფეროვნების პრინციპის დაცვასთან ერთად ფრანგული
იდეების, კულტურის და ენის წარმოჩენა.

იაპონია- გაიმუშო
პროფილი: ტოკიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მამრობითი სქესის
კურსდამთავრებულებისგან შედგებოდა, მაგრამ ესხლა ცდილობს უფრო
დივერსიფიცირება მოახდინოს კადრების. დიდ ყურადღებას აქცევს ტრენინგებს.
ისტორია: თავიდან იზოლირებული იყო, მერე გაიხსნა და დასავლური
ინსტიტუციების მიბაძვით შეეცადა საკუთარი საგარეო სფეროს მოდერნიზებას.
კონფლიქტები ჯართან/არმიასთან (მაჯურია, პერლ-ჰარბორი)სან-ფრანცისკოს
ხელშეკრულება, აბალი სამხედრო ხარჯები. არსებობს ბიურეობი, რომლებიც
რეგიონებად იყოფა და ეროვნული უსაფრთხპოების საკითხების კოორდინირებას
ახორციელებს.
ახასიათებს ელიტიზმი და გენდერული დისბალანსი, სამუშაოსა და პირად
ცხოვრებას შორის ბალანსიც დარღვეულია. დიდი როლი ენიჭება ინგლისური ენის
ცოდნას
მმართველობა- არის მკაცრად ბიუროკრატიული და იერარქიული. მხოლოდ
დიპლომატებს შეუძლიათ, რომ გახდნენ ელჩები. მათთვის მთავარი სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი დიპლომატიური ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატები და ამ
ქვეყანასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. გაიმუშო, როგორც
ადმინისტრაციული ინსტიტუტი, ეხმარება პოლიტიკურ მმართველობას საგარეო
პოლიტიკის მიღებასა და განხორციელებაში. გაიმუშოს გავლენიანი დიპლომატები
საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ომის შემდგომ პერიოდში იაპონიის
საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. გაიმუშო ინარჩუნებს თანამშრომლობას სხვა
სამინისტროებთან სხვადასხვა პოლიტიკური ინიციატივების განსახორციელებლად.
გაიმუშო იყენებს სოციალური მედიის პლატფორმებს, როგორებიცაა ფეისბუქი,
ტვიტერი და იუთუბი, რომლებიც სახალხო დიპლომატიისთვის არის განკუთვნილი
სამი გამოწვევა: 1) ბიუჯეტი, 2) პერსონალი- სტაფის დეფიციტი, რის გამოც
არსებული კადრები იძულებულნი არიან ასმაგი დატვირთვით იმუშაონ.
ადმინისტრაციულ საქმეებს არ უნდა აკეთებინებდნენ დიპლომატებს 3)
მრავალფეროვნება- დივერსიფიცირება მყშახხელისა და სიპლომატიის კორპუსის

გერმანია- ტეგელიანელები
გერმანიის დიპლომატიური სამსახური არის ელიტური, ცენტრალიზებული და
ორგანიზაციული კულტურის მქონე პროფესიონალური დიპლომატიური კორპუსი.
გლობალიზაციამ და საგარეო პოლიტიკის შემუშავები ბიუროკრატიულ აქტორების
რაოდეონობის ზრდამ, განსაკუთრებით კი ევროკავშირის საკითხებმა, გამომიწვია
საგარეო პოლიტიკის ცენტრალიზება. შესაბამისად, დიდი რაოდენობა
სამინისტროების ჩართულობის გამო, კანცლერის ოფისში პოლიტიკის შემუშავების
ცენტრალიზაციის ტენდენცია ჩნდება.
გერმანიის მიდგომა, რომ მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა განეხორციელებინა,
კარგად ემსახურებოდა ადრე ქვეყანას, თუმცა დღევანდელ დგლობალუ რსისტემაში
იმდენად ეფექტიანი აღარ არის. მიუნხენის კონფერენიაზე აღნიშნეს, რომ უფრო
აქტიური როლი უნდა აეღო გერმანიას. ახალი გამოწვევბი: ლტოლვილების კრიზისი,
ბრექსიტი, რუსული პოლიტიკა
მრავალმხრივი ინსტიტუტების შესუსტება გერმანიის მხრიდან
მულტილატერალიზმისადმი დამოკიდებულებას ცდლის.
გერმანიის დიპ კორპუსის ამოყალიბებაზე იმოქმედა ისტორიამ, გეოგრაფიამ,
კულტურამ და ფილოსოფიამ
ევროპის შუაგული, ეკონომიკური დიპლომატია, ბისმარკი და მეტერნიხი.
დიალექტიკა, აბსტრაქტული აზროვნება
მართვის სტილი არის ზემოდან ქვემოთ. გდაწყვეტილების მიღების
უფლებამოსილება ცენტრალიზებულია ბერლინში, რაც , ერთი მხირვ, განაპურობებს
დიპლმატების მუშაობის კოორდინირებას და პროგნოზირებადს ხდის საგარეო
პოლიტიკას, თუმცა, მეორე მხრივ, აფერხებს ინოვაციას, ავტონომიასა და
სტრატეგიული აზროვნების უნარს. თუმცა, დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მათ
შეუძლიათ მიიღონ რეკომენდაციები პოლტიკის შესახებ, თუმცა მკაფიოს ესმით
ბერლინის განცხადებებია და პოზიციები და ძალზე იშვიათად თუ გადაუხვევენ მათ.
განსაკუთრებით ისეთ საკითხებს ეხება, რომელიც დიდი მნიშვნელობისაა.
დაწინაურება ხდება თანდათანბით. იწყებ დაბალი რანგიდან და ნელ-ნელა
ნიუროკრატიულ საფეხურზე პროგრესირდები.
გერმანიაში არსებული პოლიტ სისტემა დაფუძნებულია იმაზე, რომ თავიდან
აირიდოს ძალაუფლების ერთად კონცენტრირება. გერმანია ავლენს დანაწევრებისა
და ცენტრალიზაციას საგარეო პოლიტიკის მიღებაში, რაც ასუსტებს საგარეო უწყების
როლს
საგარეო პოლიტიკის ფრაგმენტაცია ან საშინაო პოლიტიკკის
ინტერნაციონოალიზაცია- ევროკავშირი
კიბერდიპლომატიის გამოწევებს სათანადოდ ვერ უპასუხა გერმანიის დიპ კორპუსმა.
დღევანდელი ქსელები და ტექნოლოგიები არღვევენ ტრადიციულ იერარქიული
ავტორიტეტის სტრუქტურებს
მოქმედებენ იმპლიციტურად ეროვნული ინტერსებით, თუმცა ტაბუდადებული
საკითხია ისტორიული მახსოვრობიდან გამომდინარე.
მულტილატერალიზმისკენ მიდრეკილება

ჩინეთს- არ აქვს
დიპლომატიური კორპუსი თანამედროვე გაგებით საკმაოდ გვიან ჩამოუალიბდა.
კულტურული რევოლუციის დროს, მაოს მმართველობისას.
ლოალობა, მკაცრი ბიუროკრატია, ვერტიკალური მმართველობა,
ცენტრაალიზებულობა. პეკინის უცხო ენათა ინსტიტუტი. უმაღლესი ავტორიტეტი
არის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს და ეროვნული უსაფრთხოების
კომისია. კონფუციური მშვიდობა და სუნ ძის „ომის ხელოვნება“. ჩინური შუა
სამეფო. ენის ცოდნა და რეგიონალური ექსპერტიზა. ხშირად უწოდებენ
მთარგმნელთა დიპლომატიას და დიპლომატებს ადანაშაულებენ საერთ
სტრატეგიების არ ცოდნასი. მოლაპარაკებებში დიპლომატები იშვიათად შედიან,
უფრო ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზების ფუნქცია აქვთ.
რადგან ჩინურ დიპლომაგტიაში მთავარია ენების ცოდნა, დისციპლინა და
რეგიონალურ იექსპერტიზა, მოლაპარაკებების და სტრატეგიების ცოდნის აგდილი
აღარ აქვთ. ამიტომ ინიციატოვისი გამოჩენის და დემოუკიდებლად აზროვნების
უნარიც არ აქვთ დიდად. მაღალი თანამდებობის უმრავლესობა კომუნისტურ
პარტიასთა უნდა იყოს დაკავშირებული
ჩინური საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი უმთვარესი
მახასიათებელია ბიუროკრატიული მოლაპარაკებების პროცესი.
ორი უმთავრესი გამოწვევა: 1) ჩინეთის ახალი გლობალური როლი და მისი
„დიპლომატია ჩინური მახასიათებლებით“ ეწინააღმდეგება ტრადიციულ
„მშვიდობიან აღმასვლას“. დიდი და ამბიციური გლობალური გგემები აქვს თუნადაც
სარტყლისა და გზის ინიციატივა. ამავდროულად, ზრდადი მილიტარიზმი
ახასიათებს რაც ეწინააღმეგება მის კონფუციანურ მშვიდობას. 2) ხისტი და
ვერტიკალური დიპლომატიური კორპუსი, რომელიც თანამედოვე ტექნოლოგიურ
სამყაროში არც ისე გამოსადეგია. უნდა განიცადოს მოდერნიზება და
ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახადონ, თორემ კადრების
პრობლემა შეექმნებათ

თურქეთს- არ აქვს
თურქეთის საგარეო საქმეთა სმაინისტრო გამოირჩევა decision-making ის ძლიერი
აპარატით, რომელიც ანკარაია. იმ გადაწყვტილებების მიღებაში, რომლებთაც
გავლენა აქვს თურქეთის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, ერევიან პრემიერი და
პრეზიდენტიც. მოხელეების ინდივიდუალური ავტონომია იცვლება საგარეო საქმეთა
საკითხის თვისობრიობის მიხედვით. თურქი დაიპლომატები ადრე ელიტარული
უნივერსიტეტიდან მოდიოიდნენ, ახლა უფრო მრავალფეროვანია ისინი
გამოირჩევიან დიპლომატიური მოლაპარკებების წარმოების უნარით. ქემალისტურ
ფესვებზე კეთდება აქცენტი, ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ინგლისურ, ფრანგულ
და გერმანული ენების ცოდნას. მერიტოკრატიული მიდგომით ხდება დაწინაურება.
დიპლომატიის ოთხი თაობა...ქემალის სეკულრულ-ნაციონალისტური ფილოსოფია,
„მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“
ნეო-ოტომანიზმი და ერდოღანი. ადერ პროდასავლური იყო, ერდოღანის მერე კი
უფრო რბილ ძალაზე და მიმდებარე ტერიტორიებზე გავლენის შენარჩუნებაზე გახდა
ორიენტირებული.
საგარეო პოლიტიკის ექსპერტი- იკვლევენ რეგიონებს, ქვეყნებს და თემატურ
საკითხებს, მუშაობენ ანკარაში და აყალიბებენ სტრატეგიულ საგარეო პოლიტიკას
რომლებიც საზღვარგარეთ უნდა განახორციელონ საგარეო სამსახურის
თანამშრომლებმა.
არმია ნაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სულ უფრო იზრდება საგარეო
საქმეთა სამინისტროს როლი თურეთის თანამედროვე საგარეო პოლიტიკაზე.
განსაკუთრებით დავითოღლუს მინისტრობის დროს. მაგრამ პრეზიდენტი სულ
უფრო მეტად ერევა ამ საკითხებში და ცენტრალიზაციისკენ არის მიდერეკილი.
დღესდღეობით თურქეთს „ცენტრალური სახელმწიფოს“ როლი აქვს მორგებული.
იგი მაქსიმალურად ცდილობს გაზარდოს დასავლეთისთვის დამახასიათებელი
დადებითი მახასიათებლები და დათრგუნოს აღმოსავლეთთან ასოცირებული
ნეგატიური ასოციაციები. დიდ მნინშვნელობას ანიჭებენ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს, რბილი ძალის მეშეობით ცდილობენ თურქული კულტურის,
ისტორიის, ენის პოპულარიზებას. იყენებე სოციალურ მედიასაც.

ბრიტანეთი- ვაითჰოლი
Foreign and commonwealth office (FCO). ბრიტანეთმა, როგორც იმპერიულმა ძალამ,
შეინარჩუნა დიპლომატიური სამსახურის მასშტაბური და გლობალური პერსპექტივა.
ბრიტანული დიპლომატიური მიდგომა ხასიათდება პრაგმატიზმით, რეალიზმით და
წესებზე დაფუძნებული საეთ სისტემისკენ სწრაფვით. ოფისიი მერიტოკრატიულია
და დაბალი რანგებიც არიან ჩართულნი. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის
ბიუჯეტი და ბრექსიტი, რადგან სისტემას დაჭირდა ადაპტაცია და საკუთარი თავის
ხელახალი დამკვიდრება ახალ რეალობაში.
საზღვაო დომინაცია და ძალთა ბალანსი
Foreign office mind- თანამედროვე ბრიტანული დიპლომატიის ჩამოყალიბება აქედან
იწყება. იმპერიული სისტემის დაკნინება
ჩერჩილის პერიოდიდან მოყილეუბლი ბრიტანეთი არის „სამი წრის ცენტრი“. სამ
წრესი იგულისხმება 1) ატლანტიკური 2) ევროკავშირი 3) ყოფილი კოლონიები
კრიტიკა: რომ ვერ ეგუება რეალობას და წარსული დიდებულების მორევშია
ჩათრეული
მთავარი მიზნებია ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ინტერესებზე ზრუნვა,
საზღვარგარეთ ბრიტანული მოქალაქეების, ბიზნესების დაცვა და რბილი ძალის
გამოყენება. საკმაოდ იერარქიულია (ხუთი დონეა გამოყოფილი) და დეფიციტურია
ლინგვისტური და რეგიონალური კომპეტენციები.
ფორმალურად ვესტმინსტერის მოდელის მიხედვით კაბინეთი ფლობს
გადაწყვეტილების მიღების საბოლოო უფლებამოსილებას. საგარეო საქმეთა
სამინისტროს ფუნქციები და მასშტაბი დამოკიდებლია იმაზე, თუ როგორ
სტრატეგიას აარჩევს პრემიერ-მინსიტრი. ბოლო წლებში სულ უფრო
ცენტრალიზდება ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს ოფისში. FCO-ს ძალაუფლება
შემცირდა ძირითადი ფუნქციების სხვა დეპარტამენტებზე გადაცემის გზით
NSC მოქმედებს, როგორც ფორუმი საკონსულტაციო საქმიანობებისთვის და არა
როგორც მკაცრი აღმასრულებელი ორგანო. არსებობს საბიუჯეტო უთანასწორობა.
FCO-ს ბიუჯეტი მცირდება. კონკურენტული ბრძოლა, არსებითი ასპექტებზე
კონტროლის დაკრგვა, ბიუჯეტის შემცირება- ამცირებს მის როლს საგარეო საქმეების
გადაწყვტეაში.
იყენებენ სოციაულრ მედიას, დიგიტალიზებას ახდენენ. გამოწვევები- ბრექსიტი

აშშ- არაფერიც არ აქვს


ბენჯამინ ფრანკლინი, როგორც ამერიკული დიპლომატიის ფუძემდებელი
თავიდან იყო პატრონაჟის სისტემა და ნეპოტიზმი. შემდგომ მოდერნიზება განიცადა
და პროფესიონალიზაციისკენ სწრაფვა დიწყო ნელ-ნელა.
საგარეო სამსახურის პროფესიონალიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა კულტურა,
რომელიც იყო კოსმოპოლიტური, ზედა-საშუალო კლასს მოიცავდა და ახასიათებდა
პატრიოტიზმი
FSO აქვთ კომკრეტული კარიერული განსაზღვრული გზები. ხშირად მუშაობენ
შესაბამის კარიერულ განყოფილებებსში, როგორებიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური,
საკონსულო ან საჯარო დიპლომატია და მენეჯმენტი
დღესაც არის ნეპოტიზმისა და კორუფციის შემთხვევები. კონკრეტული პირები
ყიდულობენ კიდეც ელჩობას. ასეთ არაკარიერულ ელჩებს ევროპის უსაფრთხო და
თვალწარმტაც ადგილებში სურთ მუშაობა. ტრამპის მიერ არჩეული ელჩებიდან
მხოლოდ ორი იყო კარიერული დიპლომატი.
ელჩი არის პრეზიდენტის წარმომადგენელი პიროვნება. მისიის მეთაური ელჩები
იღებენ ინსტრუქციას პრეზიდენტისგან, რომელიც აკონკრეტებს, რომ საელჩოს
სახელმწიფოს დეპარტამენტის გარდა პასუხისმგებელნი არიან აღმასრულებელი
ხელისუფლების ყველა თანამშრომის საქმიანობაზე ქვეყანაში (ორი გამონაკლისის
გარდა: სამხედრო წარმომადგენლის ან საერთ. ორგანიზაციის სტაფის გარდა).
შესაბამისად, ელჩებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უხელმძღვანელონ აშშ-ს ყველა
თანამშრომელს და არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს და
აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ეფექტური უწყებათაშორისო კოორდინაცია.
საგარეო პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების გამარტივებული გეგმა:
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი განსაზღვრავს აშს-ის საგარეო პოლიტიკას.
სახელმწიფო მდივანი ინიშნება პრეზიდენტის მიერ სენატის რჩევითა და
თანხმობით. სახელწიფო მდივანი აანალიზებს, წყვეტს და წარუდგენს ვარიანტებს
პრეზედენტს. პრეზეიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი
სახელმწიფო მდივანს მისი აღსრულება ევალება
პოლიტიკის შესახევ გადაწყვეტილებების უმეტესობა მიიღება NSC დონეზე
დიპლომატები გავლენას ახდენენ საგარეო პოლიტიკაზე. დიპლომატები ამზადებენ
პოლიტიკურ ფონს, ბრიფიგნს მასალებს დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის
პირებისთვის
ამერიკის ინტერესებისა და ღიერბულებების გავრცელება საზღვარგარეთ. იყენებს
რბილ ძალას
ამერიკული პოლიტიკა არის ბიუროკრატიული და პოპულისტური. შესაბამისად,
არასამთავრებო ორგანიზაციები და ინდივიდები სოციალურ მედიას იყენებენ
გავლენის მოსახდენად საგარეო პოლიტიკაზე.

დაახასიათეთ რომელიმეს საგარეო სამსახური

You might also like