You are on page 1of 10

დიპლომატიის ისტორია

რა არის დიპლომატია და როდის წარმოიშვა იგი. Pუძველესი დროიდან,


პირველყოფილი თემური წყობილების წარმოშობისთანავე, როდესაც შეიქმნენ
თემები/ტომები, გაჩნდა სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული
ურთიერთობების, დავების, კონფლიქტების, გადაწყვეტის/დარეგულირების
საჭიროება. Dდავები ძირითადათ ეხებოდა ტერიტორიებს, ნადირობას თუ
სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტას.
შესაბამისად წარმოიშვა საჭიროება სხვადასხვა სახის მოლაპარაკების წარმოების.
Aადამიანები განვითარების ადრეულ ეტაპებზევე მიხვდნენ, რომ მოლაპარაკების
წარმატებულად გამართვისთვის, აუცილებელი იყო წარგზავნილი
მომლაპარაკებელი პირების ხელშეუხებლობა, რაც თანამედროვე დიპლომატიური
ტერმინოლოგიის მიხედვით ნიშნავს იმუნიტეტს.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე XV საუკუნეში ანუ 3500 წლის
წინ, ეგვიპტე უკვე დებდა/აფორმებდა საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
რომელიც მზგავსი იყო ჩვენს მიერ (დღევანდელ დღეს) გაფორმებული
შეთანხმებებისა. კერძოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII საუკუნეში ეგვიპტემ
გააფორმა/დადო სამხედრო კავშირი ხეთებთან, რომელიც გულისხმობდა
ურთიერთ დახმარებას (აგრეთვე გულისხმობდა დახმარებას შიდა მტრებთან
ბრძოლაში). აღნიშნული შეთანხმება, გამოირჩევა თავისი სირთულით და
მიუთითებს იმაზე, რომ ეგვიპტური დიპლომატია ამ დროისთვის უკვე მაღალ
დონეზე იყო განვითარებული.
ინდოეთში კიდევ უფრო ადრე, დაახლოებით 4000 წლის წინ არსებობდა კიდევ
უფრო განვითარებული დიპლომატია. Dდიდ ინტერესს იწვევს მანუს კანონები,
რომელიც წარმოადგენს, ძველი აღმოსავლეთის დიპლომატიის უძველეს ნიმუშს.
(ტექსტის დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მოღწია მისმა ყველაზე
გვიანდელმა გადმოცემამ (ლექსის სახით) რომელიც სავარაუდოთ მიეკუთვნება
ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეს).
მანუს კანონების თანახმად, ინდოეთში უკვე არსებობდა საერთაშორისო
ურთიერთობებისა და დიპლომატიის ხელოვნების ჩანასახები. ინდური
დიპლომატია ყურადღებას ამახვილებდა დიპლომატების პროფესიულ
თვისებებზე. ინდოელი დიპლომატები უკვე მაშინ ფიქრობდნენ ომის თავიდან
არიდების მეთოდებზე (თანამედროვე პრევენციული დიპლომატია). შესაბამისად
თავიანთ საზღვარგარეთის მისიებს თხოვდნენ უცხო ქვეყნის გეგმების
გარკვევას/გამოცნობას, რათა თავიდან აერიდებინათ ამგვარი ხიფათი.
აგრეთვე მაღალი დონით გამოირჩეოდა ძველი ჩინეთის დიპლომატია, რომელიც
აფორმებდა ხელშეკრულებებს თავდაუსხმელობის შესახებ.

სიტყვა `დიპლომატი~ მოდის ძველი ბერძნული სიტყვა `დიპლომა-დან~


და ნიშნავს ოფიციალურ დოკუმენტებს (თანამედროვე ტერმინოლოგიით
იგულისხმება: მოწმობა, ინსტრუქცია, რწმუნებათა სიგელი). სიტყვა-სიტყვით ის
ნიშნავდა გაორმაგებას ან `ვაორმაგებ~, ვინაიდან დოკუმენტი ორად იკეცებოდა.
ტერმინი დიპლომატია პირველად მოხსენიებული იყო საფრანგეთის ლუი XIV
სახელგანთქმული ელჩისა და დიპლომატის ფრანსუა კალიერის მიერ 1716 წელს
გამოქვეყნებულ წიგნში სახელწოდებით `სახელმწიფოებთან მოლაპარაკებათა
წარმოების მეთოდები~.
სიტყვა დიპლომატის განსაზღვრება ერთი ფრაზით ან წინადადებით
შეუძლებელია. ცნობილი მკვლევარები, დიპლომატები, სახელმწიფო მოღვაწეები
სიტყვა `დიპლომატიას~ სხვადასხვა განსაზრვრებას აძლევენ, მაგრამ თითქმის
ერთნი არიან იმაში, რომ დიპლომატია არის სახელმწიფოს მეთაურთა,
მთავრობათა და საგარეო ურთიერთობათა დარგში მომუშავე სპეციალურ
ორგანოთა მოღვაწეობა, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი ქვეყნის
მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
ძველ ბერძნულში დიდი რაოდენობით ტერმინების არსებობა, რომლებიც
მოლაპარაკების წარმოებისას სხვადასხვა სახის შეთანხმების აღსაწერად
გამოიყენება, ადასტურებს ბერძნების მიერ უძველესი დროიდან
დიპლომატიური ურთიერთობების რთული სისტემის შექმნას.

მაგალითისთვის:
`დიალაგე~ - რაც გულისხმობდა გარიგებას ან საომარი მოქმედებების შეწყვეტის
სწრაფვას;
`სინტაქსის~ - `შეთანხმება~ რომელიც გამოიყენებოდა დროებითი
(ადგილობრივი) ზავის მისაღწევად;
`ომოლოგია~ ან `კონვენცია~-`კონტეკე~-შეთანხმება;
`სპონდე~ (წმინდა) ზავი, რომელსაც აცხადებდნე ოლიმპიური თამაშების დროს;
`ეირენე~- (მშვიდობის დამყარება) ზავის დადება.
ძველ საბერძნეთში ასევე არსებობდა პირთა კატეგორია, რომლებიც
უფლებამოსილნი იყვნენ განეხორციელებინათ საგარეო საქმიანობა : მაგალითად
მაცნეები (ანგელოსები) და უხუცესები (პრესბიესები). Pპირებზე გაიცემოდა
დიპლომები (სიგელები), რომელშიც აღინიშნებოდა ელჩობის მისია და
სპეციალური ინსტრუქცია.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების დიპლომატიას, სხვადასხვა
მიზეზების გამო (დასავლეთისა და აღმოსავლეთის განცალკევებული
მდგომარეობის გამო) მსოფლიო დიპლომატიაზე (ანუ Dდღევანდელ მიღებულ
ნორმებზე) არ მოუხდენია ისეთი გავლენა, როგორიც იქონია ძველი საბერძნეთის,
რომისა და ბიზანტიის დიპლმატიამ. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი
მსოფლიო დიპლომატია გვესახება მემკვიდრეთ ძველი საბერძნეთის, რომისა და
ბიზანტიის დიპლომატიის.
შესაბამისად ჩვენი კურსის ძირითადი ყურადღება გამახვილდება სწორედ
აღნიშნული ქვეყნების დიპლომატიის წარმოქმნასა და მის დეტელებზე.
სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დიპლომატია, მისი მეთოდები,
სტილი თუ ტექნიკა უძველესი დროიდან ვითარდება და იცვლება (განიცდის
ევოლუციას). აღნიშნული ცვლილებებზე დიდ გავლენას ახდენს (მათ შორის)
ტექნიკური პროგრესიც, რომელსაც სწრაფი ტემპით აღწევს კაცობრიობა.
საერთაშორისო ურთიერთობებში, ევოლუცია ყოველთვის არ იყო პროგრესის
მომტანი, ზოგჯერ აღნიშნულ ცვლილებებს უკუსვლაც (ან რეგრესიც) მოყვებოდა.
აღნიშნული ლექციების კურსი მოიცავს დიპლომატიის განვითარების ძირითად
ეტაპებს, რომელთაგან თითუეული წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიისთვის
უმნიშვნელოვანეს პერიოდს.
პირველი პერიოდში აღწერილი იქნება ძველი საბერძნეთის, რომისა და
ბიზანტიის დიპლომატიის ფორმირებისა და განვითარების დინამიკა; Mმეორე
ეტაპი ეხება XV-XVI საუკუნეებში იტალიის ქალაქების დიპლომატიას, მის
განვითარებას და ტექნიკას; მესამე ეტაპზე ყურადღება გამახვილდება
საფრანგეთის მიერ XVII, XVIII და XIX საუკუნეებში დიპლომატიის
განვითარებასა და დახვეწაში შეტანილ წვლილს და შედეგებს, ხოლო მეოთხე
პერიოდში დატალურად განხილულ იქნება XX საუკუნის დასაწყისიდან
დღემდე არსებული ვითარება და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა.

G გარდა ამისა ყურადღება გამახვილდება დიპლომატიის ისტორიაში ისეთ


მნიშვნელოვან მოვლენებზე/შეთანხმებებზე, რომლებმაც დიდი გავლენა
მოახდინეს ზოგადად კაცობრიობის ისტორიასა და დიპლომატიის ფორმირებაზე:
1. თჰე Pეაცე ოფ ჭესტპჰალია (1648) (ვესტფალიის ზავი)
2. თჰე ჩონგრესს ოფ Vიენნა 1814-1815 (ვენის კონგრესი)
3. თრეატყ ოფ Vერსაილლეს 1919 (ვერსალის შეთანხმება)

PPპირველ რიგში მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ძველი საბერძნეთის


დიპლომატიაზე.
ისტორიის განმავლობაში ძველმა საბერძნეთმა ერთმანეთის მონაცვლეობით
განვლო რიგი საზოგადო მოწყობის (საზოგადოებრივი წესრიგი) ეტაპი;
ელინური ისტორიის ჰომეროსის პერიოდში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე (XII-VII
სს), იმ პერიოდში როდესაც ყალიბდებოდა მონათფლობელური სახელმწიფო ჯერ
კიდევ ნარჩუნდებოდა თემური წყობილება.
Kკლასიკური პერიოდის საბერძნეთისთვის (ჩვენს წელთაღრიცხვამდე (VIII-VIსს)
სახელმწფო წარმონაქმნის დამახასიათებელ წყობას წარმოადგენს ქალაქი
სახელმიფოები `პოლისები~.
შესაბამისად შეიქმნა აღნიშნული პერიდებისთვის დამახასიათებელი,
საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა ფორმები.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის Uუძველეს
ფორმას საბერძნეთში წარმოადგენს `პროქსენია~ ანუ სტუმარმასპინძლობა.
პროქსენია არსებობდა კერძო პირებს, გვარებს, თემებსა და სახელმწიფოებს
შორის. Qკონკრეტული ქალაქის Pპროქსენი სარგებლობდა განსაკუთრებული
უფლებებით/პრივილეგიებით: ვაჭრობაში, გადასახადებსა და სასამართლოში.
თავის მხრივ პროქსენი იღებდა მორალურ/ზნეობრივ ვალდებულებას აღნიშნულ
ქალაქსა (სადაც სარგებლობდა სტუმარმასპინძლობით) და თავისი ქალაქის
მთავრობას შორის ურთიერთობების განვითარების ხელ შეწყობაში. Pპროქსენის
მეშვეობით ხორციელდებოდა დიპლომატიური მოლაპარაკებები; ქალაქში
ჩამოსული საელჩოები, პირველ რიგში მიმართავდნენ თავიანთ პროქსენს.
Pპროქსენის ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა ძველი სამყაროს საერთაშორისო
ურთიერთობის განვითარებას.
Mმიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების დედაქალაქებში მუდმივი
მისიების პრაქტიკა შეიქმნა გაცილებით გვიან (დაახლოებით 14 საუკუნის
შემდეგ), საბერძნეთის ქალაქები სხვადასხვა მისიებით, სისტემატურად
აგზავნიდნენ ან იღებდნენ დროებით ელჩებს.

Eჩვენს წელთ აღრიცხვამდე V საუკუნეში, ბერძნებს უკვე საკმაოდ კარგად


განვითარებული, სერთაშორისო ურთიერთობების სისტემა გააჩნდათ. ელჩები,
რომლებსაც ეწოდებოდათ უხუცესები, ირჩეოდნენ პატივცემული და
განსწავლული ხალხისგან. ზოგიერთი ქალაქის წესების მიხედვით ელჩების ასაკი
არ უნდა ყოფილიყო 50 წელზე ნაკლები. სახალხო კრება მათ აძლევდა/უბოძებდა
რწმუნებათა სიგელებს. თუ რომელიმე პირი თავის თავს უწოდებდა ელჩს და არ
შეეძლო რწმუნებათა სიგელის წარმოდგენა, მას ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა.
ელჩებს ჰქონდათ საკმაოდ მცირე ანაზღაურება და მათ ეკრძალებოდათ
საჩუქრების მიღება.

თუ მოლაპარაკებები იყო წარმატებული და იმსახურებდა მოწონებას


მოქალაქეების მხრიდან, ელჩებს აჯილდოვებდნენ ზეთისხილის ხის ტოტებისგან
გაკეთებული გირლიანდებით და უფასო სადილით ქალაქის დარბაზში
(რატუშაში), ზოგჯერ გადაეცემოდათ სამახსოვრო დაფა.
თუ ელჩები იყვნენ წარუმატებლები, მათ წინაამღდეგ შეიძლება გამოყენებულიყო
დასჯის ნებისმიერ მეთოდი.
Nნებისმიერ შემთხვევაში ელჩები ვალდებულნი იყვნენ წარმოედგინათ ანგარიში,
გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელასაც განიხილავდა, საზოგადო
ხარჯებზე ზედამხედველობის კომიტეტი, ხოლო ელჩების პოლიტიკურ
მოწინამღდეგეებს შეიძლება ელჩები დაედანაშაულებინათ კორუფციაში ან
საქმის არასწორ წარმოებაში.
შესაბამისად საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოების ელჩებს საკმაოდ რთული
საქმიანობა უწევდათ, დაბალი ანაზღაურების პირობებში.
ზოგჯერ ამბობდნენ, რომ ელინურ სამყაროსთვის არ იყო ცნობილი
საერთაშორისა თანხმობის ან საერთაშორისო ეტიკეტის კონცეპცია, რომლის
გარეშე უმოქმედოა, თუნდაც საუკეთესო დიპლომატიური აპარტი. საშუალო
ბერძენის პატრიოტიზმი იმდენად ძლიერი იყო თავისი ქალაქის მიმართ, რომ ის
ყველა სხვა ელინს პოტენციურ მტრად თვლიდა, ხოლო ყველა ბარბაროს მონად.
იგი დიდ განსხვავებას ხედავდა ინდივიდუალურ და სახელმწიფო მორალს
შორის და არასდროს არ განიხილვდა ორაზროვნად დემოსთენეს (384-322)
სიტყვებს `ჩვენი მიზნები და ჩვენი მოქმედებები უნდა იყოს სამართლიანი.
თუმცა ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ, რომ ისინი ემსახურებოდნენ ჩვენს ინტერესებს~.

Kსაერთაშორისო ურთიერთობებში კიდევ ერთ უძველეს ფორმას წარმოადგენს


ამფიქტიონი (ასამბლეა, რომელზეც ძველი საბერძნეთის სახელმწიფოს
წარმომადგენლები ბჭობდნენ საერთო ინტერესებზე და იხილავდნენ წამოჭრილ
უთანხმოებებს). ეგრეთ წოდებული რელიგიური კავშირები, რომლებიც
იქმნებოდა რომელიმე სალოცავის ან ღვთაების გარშემო.
როგორც თვითონ დასახელება გვეუბნება აღნიშნულ კავშირებში შედიოდნენ ის
ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ სალოცავის ან წმინდა ადგილების გარშემო
(ამფიქტიონი-გარშემო მცხოვრები). Oრელიგიური დღესასწაულების დროს
ამფიქტიონების მიერ იკრძალებოდა ომების წარმოება (ცხადდებოდა საღვთო
მშვიდობა-იერომემია). შესაბამისად ამფიქტიონები ხდებოდნენ რელიგიურ-
პოლიტიკურ ინსტიტუტები, რომლებიც ატარებდნე საერთაშორისო ხასიათს.
ძველ საბერძნეთში არსებობდა მრავალი ამფიქტიონი,Yყველაზე ძველი და
გავლენიანი ამფიქტიონი იყო დელფის-თერმოფილების ამფიქტიონი. იგი შეიქმნა
ორი ამფიქტიონისგან დელფის აპოლონის ტაძართან დელფში და თერმოფილების
დემეტრას ტაძართან. აღნიშნულ ამფიქტიონიში, ორი ხმის უფლებით შედიოდა 12
ტომი. Aამფიქტიონის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა საერთო კრება.

ამფიქტიონების საბჭოების, ლიგების, ალიანსების არსებობა, მიუთითებს იმაზე,


რომ ბერძნები (სულ მცირე თეორიულად) აღიარებდნე აღნიშნულ კავშირების
მნიშვნელობას. მათ შეიმუშავეს მყარი პროცედურა (მექანიზმები) ისეთი
პროცესებზე, როგორიც არის ომის გამოცხადება, მშვიდობის დამყარება,
შეთანხმების რატიფიცირება, არბიტრაჟი, ნეიტრალიტეტი, ელჩების გაცვლა,
კონსულების საქმიანობა, აღიარებდნენ ომის წარმოების გარკვეულ წესებს. მათ
აგრეთვე შეიმუშავეს წესები, რომლებიც განსაზღვრავდნენ უცხოელთა
მდგომარეობას, მოქალაქეობის მიღების, თავშესაფარის უფლებას, კრიმინალების
გადაცემას (ექსტრადიციას) და საზღვაო წესრიგის (ნაოსნობის) დამყარებას.
თუმცა, მხოლოდ საერთაშორის ურთიერთობების აპარატის არსებობა არ იყო
საკმრისი. მნიშვნელოვანია თუ როგორ და რა მიზნებით გამოიყენებოდა ეს
აპარატი. (ან რა მიზნები გააჩნდა ბერძნულ დიპლომატიას).
Mმიუხედავად ყველა ამ შესანიშნავი პრინციპისა ბერძნები არ იყვნენ კარგი
დიპლომატები შემდეგი მიზეზების გამო:
Pპირველ რიგში ისინი გამოირჩეოდნენ რასაც ჰეროდიანმა უწოდა `ძველი
ცნობილი ბერძნული დაავადება, უთანხმოების სიყვარული-თ~ (უთანხმოება).
მათი მეტოქეობა იმდენად მწვავე იყო, რომ თვით გადარჩენის ინსტიქტს
საერთოდ ანადგურებდა.
Mმეორეს მხრივ თავიანთი ტემპერამენტის გამო იყვნენ ცუდი დიპლომატები.
Mმიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჭკვიანები იყვნენ, ისინი ყველაზე მაღლა
აყენებდნენ ეშმაკობასა და ინტრიგებს, რითიც ნდობას უკარგავდნენ ყველა
სერიოზულ მოლაპარაკებას.
ისინი გამოირჩეოდნენ უტაქტობითა და ქედმაღლობით, ახასიათებდათ
ზედმეტი ლაპარაკი, ვერ გრძნობდნენ მოსახერხებელ მომენტს მოქმედებვისთვის.
Mმესამე- ბერძნებმა ვერ შეძლეს ძალაუფლების სწორი გადანაწილება
აღმასრულებელ და საკანონმდებლო ძალაუფლებებს შორის, როგორც საშინაო
ასევე საგარეო საკითხებში.
სერიოზულ სირთულეს წარმოადგენდა (ვერ მოიფიქრეს) თუ როგორ გაეხადათ
დემოკრატიული საზოგდოების პირობებში დიპლომატიური საქმიანობა ისეთივე
ეფექტური, როგორიცაა ავტოკრატიული წყობილების დროს.
(აღსნიშნავია, რომ ეგ საკითხი დღესაც აქტუალურია დღევანდელი
ცივილიზებული სამყროსთვის. თავიანთი დემოკრატიული წყობიდან და
ფასეულობებიდან გამომდინარე, რომელიც სისტემატურად სერიოზულ
სირთულეებს აწყდება სხვადასხვ საკითხის გდწყვეტის დროს, იმ დროს როდესაც
ავტოკრატიული რეჟიმები ძალინ მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს).
ძველ რომში არსებობდა საგარეო საკითხებში მომუშავე სპეციალური ორგანო,
რომელსაც შეეძლო ომის გამოცხადება, ზავის დადება, ხელშეკრულების ხელის
მოწერა. დიდი თავისებურებით გამოირჩეოდა ელჩად მივლინების პრაქტიკა.
კლასიკურ პეროდში სენატს ჰქონდა უფლება ელჩების გაგზავნის, ვინაიდან
სენატი იყო საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი. რომლის შესრულებისთვის
კანდიდატურებს არჩევდა კონსული, რომელიც რესპუბლიკური მართველობის
პერიოდში ყველაზე მაღალ არჩევით თანამდებობას წარმოადგენდა. Eელჩების
შერჩევაში მონაწილეობას პრეტორიც იღებდა. Pპრეტორი ასრულებდა
საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქციებს. Kკონსული და პრეტორი
თავჯდომარეობდენ სენატში. თუ მისიის შესრულების პრეტენზიას რამდენიმე
კანდიდატი გამოთქვავდა, შერჩევა პრეტენდენტებს შორის კენჭისყრით
წყდებოდა. ელჩებს ერქვათ `ორატორები~, `ლეგატები~, `მაცნეები~. რომის
იმპერიის დროს ელჩებს იმპერატორი ნიშნავდა. Aამ პერიოდში საგარეო
საკითხები სპეციალური სამსახურის მიერ გვარდებოდა. რომის იმპერიის დროს
ელჩობას დრობითი ხასიათი ჰქონდა.
ძველ რომში (უძველესი დროიდან) საბერძნეთის მსგავსად არსებობდა
(პროქსენიის მსგავსი სამახური) (ჟუს ჰოსპიტიი) და ფეციალების კოლეგია,
რომელიც ანალოგიური იყო ბერძნული ამფიქტიონების კოლეგიისა. Fფეციალების
კოლეგია არეგულირებდა ტომებსა და სხვადასხვა ჯგუფებს შორის წარმოქმნილ
დავებს. მათ უფლებამოსილებაში შედიოდა : საერთაშორისო შეთანხმებების
დაცვა, ომის გამოცხადება და ზავის დადება.
F ფეციალთა კოლეგია შედგებოდა 20 ადამიანისგან, რომლებიც
მიეკუთნებოდნენ უძველეს ოჯახებს (კარგი წარმომავლობის) და ინიშნებოდნენ
ცხოვრების ბოლომდე. მათი საქმიანობა (ძალიან) გასაიდუმლოებული იყო.
(ჰქონდათ თავისი საიდუმლო რიტუალები, ამბობდნენ სხვადასხვა
სიტყვებს/ფრაზებს, რომლის მნიშვნელობა იცოდნენ მხოლოდ წევრებმა).
Kკონფლიქტის გადასაჭრელად (მოსალაპარაკებლად ან ომის გამოსაცხადებლად)
კოლეგია აგზავნიდა თავის წარმომადგენელს `წმინდა მამას~ (Pატერ პატრატუს)
მეზობელი ერების საზღვრზე.
ძველ რომში სადავო საკითხების გადაჭრას პირველ რიგში ცდილობდნენ
მშვიდობიანი გზით. თუ ვერ ხერხდებოდა დავების მშვიდობიანი გზით
გადაწყვეტა, შემდეგ იღებდნენ სამხედრო გზით საკითხის გადაჭრის
გადაწყვეტილებას.O ომის გამოცხადების პროცედურა საკმაოდ რთული იყო.
მოლაპარაკების წარმოება ეკისრებოდა სპეციალურ (4 კაციან) კომისიას, რომელსაც
ხელმძღვანელობდა `წმინდა მამა~ (Pატერ პატრატუს).
Kკომისია რამდენჯერმე მიემგზავრებოდა იმ ქალაქში, რომელმაც დაარღვია
საერთაშორისო შეთანხმება.
შემდეგ კომისია ბრუნდებოდა რომში და 33 დღის განმავლობაში ელოდებოდა
პასუხს. Pპასუხის მიღების შემთხვევაში ფეციალები მიმართავდნენ (ახსენებდნენ)
სენატს და ხალხს, რომლებსაც უფლება ჰქონდათ ომის გამოცხედების. Aამის
შემდეგ `წმინდა მამა~ საბოლოოდ მიემართებოდა მტრულდ განწყობილი ერის
საზღვარზე და სპეციალური რიტულიალს მართავდა (მტრის მიწაზე აგდება ისარს
დამწვარი და სისხლიანი ბოლოთი).
აგრეთვე რთულ ცერემონიებთან იყო დაკავშირებული მშვიდობის გამოცხადება.
Yყველა ცერემონიალის დასრულების შემდეგ `წმინდა მამა~ კითხულობდა
შეთანხმების (ხელშეკრულების) ტექსტს და ამბობდა ფეციალთა განსაკუთრებულ
ფიცს (ფიცის დადრღვევის შემთხვევაში მკაცრად/სასტიკად გმობდა დამრღვევს).
დროთა განმავლობაში აღნიშნული წესები განიცდიდა ცვლილებებს, მაგრამ
სახეშეცვლილი სახით მაინც რჩებოდა (ფეციალთა საბჭო მოიხსენიება წყაროებში,
რომლებიც აღწერენ რესპუბლიკის გვიან პერიოდსა და იმპერიის პერიოდსაც).
საერთაშორისო სამართლის ჩანასახები უკვე გვხვდება ფეციალთა უძველეს
იურიდიულ კრებულებში (ჯუს ფეტიალე).
Aანტიკური რომის დიპლომატიური ორგანოს სტრუქტურა და ორგანიზაცია
ასახავს მისი პოლიტიკური წყობის თავისებურებას.
თუ (კლასიკური პერიოდის) საბერძნეთში, მისი განვითარებული
დიპლომატიით, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სახალხო კრებები
(მოქალაქეთა კრებები), რომში საგარეო პოლიტიკას ხელმძღვანელობდა სენატი.
რომში საელჩოებს ერქვათ ლეგაციები (ლეგატიონეს), ხოლო ელჩებს ლეგატები
(ლეგატი), ორატორები (ორატორეს).
რესპუბლიკის პერიოდში საგარეო პოლიტიკა, საელჩოების მიღება, გაგზავნა
სენატის ფუნქციებს წარმოადგენდა.
ელჩის (საელჩოს) ფუნქციები ითვლებოდა ძალიან მნიშვნელოვანად და დიდი
ყურადღება ეთმობოდა იმ ხალხის პირად თვისებებს, რომლებსაც აღნიშნული
მისია ეკისრებოდათ.
შესაბამისად საელჩოს პირადი შემადგენლობის დანიშვნა იყო საკმაოდ რთული
საქმე (პროცედურა). საკითხი განიხილებოდა სენატში და ყოველ ჯერზე
გამოიცემოდა სენატის შესაბამისი დადგენილება (სენატუს ცონსულტუმ).
სენატუს-კონსულტუმი მხოლოდ ადგენდა ნორმებს ან პრინციპებს, რომლის
მიხედვითაც უნდა ეხელმძღვანელა საელჩოს.
ელჩს ყველა შემთხვევაში უნდა ემოქმედა ` რომის მოსახლების
კეთილდღეობისთვის~.
ელჩის არჩევა ევალებოდა სენატის თავჯდომარეს, კონსულს ან პრეტორს. ზოგჯერ
ელჩებს ირჩევდნენ კენჭის ყრით. Aარავის არ ჰქონდა ელჩობაზე უარის თქმის
უფლება. ელჩებს, როგორც წესი ირჩევდნენ სენატორებისგან.
რომის საელჩოები არასდროს არ შედგებოდნენ ერთი ადამიანისგან. ეს
წინაამღდეგობაში მოვიდოდა რესპუბლიკური ეპოქის, რომის სამართალის
პრინციპებთან. Dდელეგაციები, როგორც წესი შედგებოდნენ 3 კაცისგან, თუმცა
შეიძლება ყოფილიყვნენ ორი, ოთხი, ხუთი ან ათ კაციანიც. Yყველა დელეგაციას
ყავდა თავჯდომარე ან საელჩოს ხელმძღვანელი (პრინცეპს ლეგატიონის). Eეს
თანამდებობა ეკავა მაღალი რანგის სენატორს. ელჩი დაცული იყო კანონით.
ელჩის გამანსხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა ოქროს ბეჭედი, რაც მას უფასო
მგზავრობის უფლებას აძლევდა და მგაზავრობის დროს ყველანაერ ხელშეწყობას
ითვალისწინებდა.
საელჩოს დელეგაციების შესანახად (ხარჯებზე) ეძლეოდათ სამგზავრო თანხა
(ვიატიცუმ) და ყველა საჭირო ნივთები- ვერცხლის ჭურჭელი, ტანსაცმელი,
თეთრეული, სამგზავრო ლოგინი. გარდა ამისა ელჩთან მიმაგრებული იყო
მომსახურე პერსონალი (რომელიც შედგებოდა თავისუფალი მოსამსახურეებისა
და მონებისგან) ; მდივნები, თარჯიმნები, მზარეულები.
საელჩოს მიზანი შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული : ომის გამოცხადება, ზავის
დადება, ხელშეკრულების გაფორმება, დაპყრობილი ტერიტორიების ორგანიზება,
საერთაშორის კონფლიქტების მოგვარება და რელიგიური დავების გადაწყვეტა.
მისიის დასრულების შემდეგ ლეგატები აბარებდნენ ანგარიშს სენატს.
Dდიპლომატიურ ენაზე ამას ერქვა `საელჩოს შესახებ ანგარიშის ჩაბარება~
(ლეგატიონემ რეფერრე, ან რენუნტიარე).
სენატის მოვალეობებში აგრეთვე შედიოდა საელჩოების მიღება. რომში ჩამოსული
საელჩოები იყოფოდა ორ კატეგორიად: 1. მტრულად განწყობილი
სახელმწიფოების საელჩოები. 2. Mმეგობრულად განწყობილი
სახელმწიფოების საელჩოები.
Mმტრულად განწყობილი სახელმწიფოების ელჩებს ქალაქში არ უშვებდნენ. მათ
აჩერებდნენ ქალაქგარეთ მარსის ველზე, განსაკუთრებულ `ქალაქგარე ვილაზე~
(ვილლა პუბლიცა). იქ ელჩები ელოდებოდნენ სენატის მოწვევას აუდიენციის
მისაღებად. აუდიენცია იმართებოდა ომის ქალღმერთის ბელონას ტაძარში,
რომელიც იმყოფებოდა აღნიშნული ვილის მახლობლად. იყო შემთხვევები,
როდესაც მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ელჩებს უარს ეუბნებოდნენ
მიღებაზე. მაშინ მათ ქვეყნის ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ და არ
ჩამოსულიყვნენ ოფიციალური ნებართვის გარეშე.
აბსოლუტურად განსხვავებული იყო მიდგომა მეგობარი ქვეყნების ელჩების
მიმართ, თუმცა აქაც არ იყო ბოლომდე დაცული თანასწორობა. Pპირველი რანგის
სახელმწიფოების დელეგაციებს როგორც წესი იღებდა კვესტოტორი (სახელმწიფო
ხაზინადარი). იგი აცილებდა მათ ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის დროს.
ქვეყანაში ყოფნის დროს ელჩებს დიდი პატივით იღებდნენ. რომში ყოფნის დროს
ისინი ჩერდებოდნენ ქალაქის საუკეთესო შენობაში (გრეკოსტასის). მათ
პატიჟებდნენ სხვადასხვა თეატრალიზებულ ღონისძიებებზე. რომში იყო ელჩების
დასაჩუქრების ტრადიცია. თავისმხრივ ელჩები რომს სწირავდნენ დიდ თანხებს
(ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების სახით). მაგალითად კართაგენმა (კართაგენის
წარმომადგენელმა) საჩუქრად გადასცა 25 ფუნტიანი/ფაუნდ ოქროს გვირგვინი,
აგრეთვე გადაეცათ სირიელი მეფის ანტიოხის ოქროს ვაზები 500 ფაუნდის წონით.
თავის მიზნების შესახებ უცხოური მისიები ახსენებდნენ რომის მაგისტრატს
ლათინურად ან თარჯიმანის მეშვეობით. Mმაგისტრატი, როგორც წესი კვესტორი
ახსენებდა სენატს. სენატის გადაწყვეტილებას დელეგატებს აცნობდნენ
პირდაპირ სხდომათა დარბაზში ან ვესტიბიულში ან მიეწოდებოდათ
მაგისტრატის მეშვეობით. რთული საკითხების არსებობის შემთხვევაში
იქმნებოდა განსაკუთრებული კომისია, და ყოველი საკითხი განიხილებოდა ცალ-
ცალკე.

დიპლომატიურ სამსახურს უდიდესი ყურადღება ექცეოდა ბიზანტიში.


აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, რომელიც რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩვენი
წელთაღრიცხვით IV საუკუნეში ჩამოყალიბდა. კონსტანტინოპოლში არსებული
საგარეო საქმეთა საკითხების უწყებაში გარდა მოხელეებისა, დიდი რაოდენონბით
შედიოდნენ თარჯიმნებიც. შემუშავებული ჰქონდათ უცხო ქვეყნის ელჩების
მიღების ცერემონიალი. Qქვეყანაში ჩასვლისთანავე ელჩებს დიდი ყურადღებით
ეპყრობოდნენ. საზღვარზე ელჩს ხვდებოდა მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური
პირი. მათი ამოცანა იყო უსაფრთხოების დაცვა და ელჩები ნაკლებად
დაკავშირებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. Oოფიციალური მიღებები
გამოირჩეოდა დიდი პომპეზურობით, რაც მიზნად ისახავდა ელჩების გაოცებას,
განცვიფრების გამოწვევას, რათა აღნიშნულ ღონისძიებას ბიზანტიის
უძლეველობის სახე მისცემოდა.
რომის იმპერიის Dდაშლის შემდეგ, როგორც აღმოსავლეთით ისე დასავლთით
შეიქმნა აგრესიული, დამოუკიდებელი, ბარბაროსული სახელმწიფოები. რომის
იმპერიის პერიოდში არსებული მორჩილება შეიცვალა მეტოქეობით. შესაბამისად
შეიცვალა საგარეო პოლიტიკის წარმოების მეთოდებიც. მტრებთან ბრძოლაში
მნიშვნელოვანი გახდა მოკავშირეების ძებნა. არსებული ვითარებიდან
გამომდინარე და დასახული მიზნების მისაღწევად პროფესიონალური
დიპლომატია გახდა სახელმწიფოს ერთერთი წამყვანი დარგი.
ბიზანტიელებისგან სწავლობდნენ დიპლომატიას ვენეციელები ხოლო
ვენეციელებისგან სწავლობდნენ იტალიური ქალაქები, ფრანგები, ესპანელები და
საბოლოოდ მთელი ევროპა. აღნიშნული დიპლომატიის მეთოდები და ხერხები
იყო ჩახლართული და ხშირად გაუგებარი. Eეს იყო დიპლომატია, რომელიც
უარყოფდა მოლაპარაკების პირდაპირ (სამართლიან) მეთოდებს და ხლართავდა
რთულ და გაუგებარ ინტრიგებს იქ სადც საჭირო იყო პირდაპირობა და
უბრალოება.
ბიზანტიელმა იმპერატორებმა, ისტორიაში პირველად შექმნეს სპეციალური
სახელმწიფო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იყო საგარეო
ურთიერთობების წარმოებასა და პროფესიონალი დიპლომატების მომზადებაზე,
რომლებიც ელჩის რანგში იგზავნებოდნენ უცხო სახელმწიფოებში. Eელჩებს
ეძლეოდათ წერილობითი ინსტრუქციები, მათ ასწავლიდნენ, რომ ყოველთვის
ყოფილიყვნენ თავაზიანები უცხოელებთან და არ ეკრიტიკებინათ, პირიქით
შეექოთ ის რასაც ხედავენ საზღვარგარეთ. როდესაც სამეფო ტახტს იკავებდა
ახალი იმპერატორი, ბიზანტიელები სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნიდნენ
სპეციალურ საელჩოებს რათა ეცნობებინათ ახალი ამბის შესახებ. რაც შეეხება
ხარჯებს, მათ უფლება ეძლეოდათ წაეღოთ შესაბამისი საქონელი, რომლის
გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მისცემდა არსებობის საშუალებას. რიგ
შემთხვევაში ვენეციელებიც იყენებდნენ აღნიშნულ პრაქტიკას, თუმცა მსოფლიო
დიპლომატიაში ხსენებული პრაქტიკა არ დამკვიდრდა. აღმოჩნდა, რომ მისიის
ხელმძღვანელები ვაჭრობით უფრო ინტერესდებოდნენ ვიდრე მოლაპარაკებების
წარმოებით (დაკისრებული მისიის შესრულებით). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
ბიზანტიური დიპლომატიის სხვა (ხშირად ნეგატიურმა) მეთოდებმა მსოფლი
დიპლომატიაში საუკუნეების განმავლობაში დაიმკვიდრეს ადგილი.
Bბიზანტიელები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ პროტოკოლისა და
ცერემონიალის საკითხებს. შექმნილი იყო სპეციალური სამსახური, რომელიც
პასუხისმგებელი იყო უცხო ელჩების მისაღებად. აღნიშნული სამსახურის
ფუნქციებში შედიოდა ელჩებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა და
აგრეთვე განსაკუთრებული დაკვირვება მათზე.
კონსტანტინოპოლში ჩამოსვლისთანავე, უცხოელ ელჩებს და მათ თანმხლებ
პირებს ათავსებდნენ, მდიდრულად მოწყობილ სპეციალურ შენობებში, სადაც
მათ გადაადგილებას და კორესპოდენციას აკვირდებოდა საპატიო დაცვა,
რომელიც დაკომპლექტებული იყო საიდუმლო პოლიციის (სამსახური)
წარმომადგენლებისგან. ელჩების მიღების პროცედურა წარმოადგენდა
შთამბეჭდავ ცერემონიალს. იმისთვის, რომ ელჩებს შექმნოდათ დიდი
შთაბაჭდილება ბიზანტიის სიძლიერის შესახებ, ისინი ვალდებულნი იყვნენ
დასწრებოდნენ უსასრულო სამხედრო აღლუმებს, რომლის დროსაც ერთიდაიგივე
ჯარები დადიოდნენ წრეზე (გადიოდნენ ერთი გასასვლელიდან და შემოდიოდნენ
სხვა შემოსასვლელიდან), შეცვლილი შეიარაღებით. Aზოგჯერ ელჩს პირველი
აუდიენციის დროს უფლება არ ეძლეოდა, რომ პირადად მიემართა
იმპერატორისთვის, აღნიშნულ შემთხვევაში ყველა კომპლიმენტები გადაიცემოდა
ლოგოპედის მეშვეობით.

You might also like