You are on page 1of 19

იტალიური ქალაქსეხელმწიფოები

ვენეციელებმა პირველებმა შექმნეს დიპლომატიური სამსახურის დასრულებული


სისტემა. აღსანისნავია, რომ აღმოსავლეთთან Mმჭიდრო და ხანგრძლივი
ურთიერთობის შედეგად, ვენეციელებმა გადაიღეს და გადასცეს სხვა იტალიურ
ქალაქებს, დიპლომატიის ბიზანტიური სტილი, რომელიც დამყარებული იყო
ორპირობასა და უნდობლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ვენეციელებმა, პირველებმა დაიწყეს, სახელმწოფო არქივების


შენახვა/შექმნა სისტემატიზებულ მდგომარეობაში. მათი დიპლომატიური
დოკუმენტები მოიცავს ცხრაას წლიან პერიოდს, 883 წლიდან 1797 წლის
ჩათვლით, და შეიცავს სხვადასხვა ინსტრუქციებსა და ელჩების ოფიციალურ
ანგარიშებს/შეტყობინებებს. Dდღემდე მოაღწია 21 177 დოკუმენტმა. ეს
დუკუმენტები დეტალურად არიან აღწერილნი და დაფიქსირებულნი
სარგისტრაციო წიგნებში, რომლებსაც `რუბრიკარიები~ ეწოდებათ.

არქივებში აგრეთვე ინახება ელჩების ანგარიშები, რომლებიც წარმოდგენილი იყო


მათი მისიის დასრულების შემდეგ. იქვე ინახება (ავვისი) საინფორმაციო
ბიულეტენები, რომლის საშუალებითაც ელჩებს აწვდიდნენ ინფორმაციას,
თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. აღნიშნულის თანახმად,
ვენეციელები პირველები მიხვდნენ, რომ ელჩები (რაღაც პერიოდის შემდეგ)
კარგავენ რეალურ აღქმას, თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ და
შესაბამისად მათი, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლების, ეფექტურობა
მცირდება. (დღესდღეობით, ეს ტრადიცია კიდევ უფრო გაღრმავდა სხვადასხვა
ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში, რაც გულისხმობს სხვადასხვა
დიპლომატიური წარმომადგენლობიდან მიღებული
შეტყობინებების/ანალიტიკური მასალის საფუძველზე საინფორმაციო
ბიულეტენების შექმნას). შესაბამისად აღნიშნულ ტრადიციას, საფუძველი ჩაუყარა
ვენეციურმა დიპლომატიამ.

1268-1288 წლებში შექმნილი წესები, რომლებიც არეგულირებდნენ ელჩების


დანიშვნისა და საქმიანობის წესებს/ნორმებს იძლევა საშუალებას, რომ გავიგოთ
თუ რომელ წესებს მიიჩნევდნენ მისაღებად დიპლომატიური საქმიანობის
წარმოების დროს.

ვენეციელი ელჩი, თავდაპირველად ინიშნებოდა 3-4 თვის ვადით. შემდგომ ეს


ვადა გაიზარდა ორ წლამდე. მას არ ჰქონდა უფლება ჰქონოდა ქონება
ადგილსამყოფელ ქვეყანაში. იმ შემთხვევაში თუ ელჩს გადასცემდნენ საჩუქრებს
იგი ვალდებული იყო, დაბრუნების შემდეგ ჩაებარებინა სინიორიაში. Mმას არ
ეკუთვნოდა შვებულება და ვალდებული იყო 15 დღიან ვადაში, დაბრუნების
შემდეგ, წარედგინა ანგარიში. ელჩს ეკრძალებოდა, ცოლის წაყვანა, ვინაიდან მას
შეეძლო ეჭორავა, რითიც ხიფათს შეუქმნიდა მეუღლის მისიას. Eელჩს თავის
მისიაში უნდა წაეყვანა მზარეული, ვინაიდან ადგილობრივ მზარეულს შეიძლება
იგი მოეწამლა.
ვენეციაში ელჩის თანამდებობა ყოველთვის მომხიბლელი არ იყო
(განსაკუთრებით XVI საუკუნემდე). აღნიშნული თანამდებობის მიღება
დაკავშირებული იყო დიდ ფინანსურ ხარჯებთან და სხვა მრავალ
დისკომფორტთან (ოჯახისგან მოწყვეტა; საკუთარ სახელმწიფოში პოლიტიკური
თამაშიდან ამოვარდნა; ხანგრძლივი მოგზაურობით გამოწვეული სირთულეები,
რომელიც იყო დაკავშირებული სხვადასხვა ხიფათთან, გზებზე ყაჩაღებთან და
დაავადებებთან). A გასაკვირი არ არის, რომ ელჩად დანიშვნა იყო იძულებითი.
1271 წლის კანონის შესაბამისად, ნებისმიერი ვენეციელი, რომელიც უარს იტყოდა
ელჩის თანამდებობაზე, დაეკისრებოდა დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა. ჩვენ
გვხვდება მსგავსი ჯარიმების სისტემა ფლორენციელი ელჩებისთვისაც, 1421
გომოცემულ წესებში. თუ ელჩი გულმოდგინედ არ ეკიდებოდა თავისი
მოავალეობის შესრულებას, იგი მკაცრად ისჯებოდა, შესაძლოა მისთვის
მოქალაქეობაც ჩამოერთვათ.

ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ფრანჩესკო გვიჩარდინი (დ. 1483 — გ. 1540) —


რენესანსის ეპოქის ფლორენციელი ისტორიკოსი) გამოთქვავდა წუხილს იმასთან
დაკავშირებით, რომ ყველაზე გამოჩენილი ფლორენციელები ახერხებდნენ
დიპლომატიური სამხსახურის თავის არიდებას და სახელმწიფო იძულებულია
დიპლომატიურ სამსახურში დანიშნოს კლერკები და მოხელეები. შესაძლოა
გვიჩარდინი, გულისხმობდა ნიკოლო მაკიაველის, რომელიც იყო ნიჭიერი და
მოხერხებული სახელმწიფო მოხელე.

ვინაიდან ვენეციელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველა უცხოელი,


განსაკუთრებით კი ყველა უცხოელი დიპლომატი, დაკავებულნი იყვნენ
ჯაშუშობით, ვენეციის მიერ აღნიშნული მიმართულებით მიღებული ზოგიერთი
დადგენილაბა საშუალებას გვაძლევს, რომ გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.
1481 წელს მიღებული დადგენილება, ვენეციელ ელჩებს უკრძალავდა, უცხოელ
კერძო პირებთან პოლიტიკური საკითხების განხილვას ან პოლიტიკაზე საუბარს
თავიანთ პირად წერილებში. შემდეგ წელს მიღებული დადგენილება,
გულისხმობდა ჯარიმას ორი ათასი დუკატის ოდენობით და ქვეყნიდან გაძევებას
იმ შემთხვევაში თუ ვენეციის ნებისმიერი მოქალაქე გაბედავდა უცხოელ
დიპლომატთან სახელმწიფო საკითხების განხილვას.

ვენეციის გარდა, იტალიის ყველ ქალაქ სახელმწიფოს გააჩნდა ერთი


დამახასიათებელი საერთო თვისება. ისინი სუსტები იყვნენ. მათ არ გააჩნდათ
თავიანთი შეიარაღებული ძალები. მათი თავდაცვა დამოკიდებული იყო
არასანდო, დაქირავებულ ძალებზე. Eეს სახელმწიფოები დასუსტებულნი იყვნენ
ქვეყნის შიგნით არსებული `მეხუთე კოლონების~ მავნე მოქმედებით, როდესაც
ისინი ხდებოდნენ გარე აგრესსიის/თავდასხმის ობიექტები, მათ არ შეეძლოთ
თავიანთი თავის დაცვა. სუსტი სახელმწიფოებრიობისა და თავდაცვისთვის
საჭირო მცირე სახსრების გამო ისინი ცდილობდნენ დანაკლისი შეევსოთ
დიპლომატიური კომბინაციების ხარჯზე. დღესაც კი იტალურ სიტყვა
`კომბინაციას~ აქვს საშიში მნიშვნელობა.
მმართველი ფენა, რომლსაც წარმოადგენდნენ ადგილობრივი დესპოტები და
ოლიგარხები, აცნობიერებდნენ თავიანთ არამყარ მდგომარეობას და იმის
მაგივრად, რომ ორიენტირებულნი ყოფილიყვნენ სამომავლო, შორს მიმავალ
გეგმებზე, ფოკუსირებულნი იყვნენ უახლოეს რეზულტატებზე. ნდობის
ატმოსფეროს შექმნის ნაცვლად, მათთვის მოლაპარაკების ხელოვნება
წარმოადგენდა აზარტულ შეჯიბრს, რომელიც ორიენტირებული იყო წუთიერ,
მსხვილ წარმატებაზე. Eეს ყველაფერი გამოიხატებოდა ეშმაკობაში, რისკსა და
სიმკაცრეში, რასაც თვითონ უწოდებდნენ «ვირტუ» .

მაკიაველის შრომებში აღწერილია, საერთო კონცეპცია, რომელიც მიმართული


იყო უსასროლო ქმედებებზე, ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად.

მაკიაველის თანამედროვეებმა და მიმდევრებმა მიუხედავად იმისა, რომ


დიდიხნით დაასვეს უარყოფითი დაღი დიპლომატიის ხელოვების თეორიასა და
ეტიკეტს, მათ მაინც მოახერხეს ბევრის გაკეთება დიპლომატიური მეთოდებისა და
პრაქტიკის დახვეწის კუთხით.

განვიხილოთ XV-XVI საუკუნის განმავლობაში, იტალიაში


წარმოქმნილი/შექმნილი იდეები და ტრადიციები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მუდმივი დიპლომატიური მისიების


შექმნას, რომლებსაც ელჩები ხელმძღვანელობდნენ და განლაგებულნი იყვნენ
დედაქალაქებში. Mმიუხედავად იმისა, რომ უკვე 453 წლიდან პაპები ნიშნავდნენ
თავიანთ მუდმივ წარმომადგენლებს, ბიზანტიაში `აპოკრისარია~, დღევანდელი
გაგებით, პირველი ნამდვილი საელჩო, აკრედიტებული იყო 1450 წელს, მილანის
ჰერცოგის მიერ, კოზიმო დეი მედიჩის კარზე. აღნიშნული მისიისთვის არჩეულ
იქნა ელჩი, ნიკოდემ დეი პონტრამოლი, რომელსაც თანამედროვეები
უწოდებდნენ `უტკბილეს ნიკოდემს~. Mმომდევნო 15 წელიწადში, ელჩების
დანიშვნა დაიწყო იტალიისა და ევროპის ყველა სახელმწიფომ. წარმომადგენლებს
თავიდან ელჩებს არ უწოდებდნენ, მათ ეძახდნენ `ორატორებს, რეზიდენტებს~.
სიტყვა `ელჩი~ წარმოიქმნა (რომანულ ენებში შემოვიდა) კელტური სიტყვიდან
`მოსამსახურე~ და პირველად მოხსენიებულია იულიუს ცეზარის მიერ
ჩანაწერებში `გალიის ომის შესახებ~. აღნიშნული ტერმინის ფართო გამოყენება
დაიწყო XVI საუკუნის შუა პერიოდიდან, როდესაც კარლ V-ემ დაადგინა, რომ ეს
ტიტული უნდა ენიჭებოდეთ მხოლოდ ვენეციის რესპუბლიკის, სამეფო გვარის,
წარმომადგენლებს და არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა რესპუბლიკებისა და
თავისუფალი ქალაქების წარმომადგენლების მიმართ.

დასაწყისში ელჩებს არ ირჩევდნენ დიდგვაროვნების ან მართველი კლასის


რიგებიდან. (შესაბამისად მათი საერთო მომზადების დონე საკმაოდ დაბალი იყო).

პირველად, რომის კურიამ დაიწყო მოთხოვნა, რომ დიპლომატიური


წარმომადგენლები შერჩეული ყოფილიყვნენ უმაღლესი ფენებიდან. 1459 წელს
პიი II –ემ, უცხოელი ელჩისგან, რწმუნებათა სიგელების მიღებაზე უარი
განაცხადა იმ მიზეზით, რომ ის არ შეესაბამებოდა ელჩის მოთხოვნებს ,«ქუოდ
ესსეტ დიგნიტატე ლეგატიონის ობსცურიორ». აღნიშნულ პერიოდში არ იყო
აუცილებელი, რომ ელჩი ყოფილიყო წარმგზავნელი ქვეყნის მოქალაქე. A
იტალიელი სპინელი წარმოადგენდა ჰენრიხ VIII-ს ნიდერლანდებში. აგრეთვე
არსებობდნენ საერთაშორისო, პროფესიონალი დიპლომატები, (როგორც
პოლონელი Lასკი, ესპანელი რინკონი ან უნგრელი ფრანჯიპანი), რომლებიც
სხვადასხვა დროს მსახურობდნენ სხვადასხვა კარზე. Gგამონაკლისის
შემთხვევაში, ვაჭრებს, რომლებიც ცხოვრობდნენ სხვადასხვა დედაქალაქებში
ანიჭებდნენ შესაბამის დიპლომატიურ სტატუსს.

მუდმივი ელჩები იწვევდნენ ეჭვს, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მათ თავიანთი


დიპლომატიური იმუნიტეტი შეიძლება გამოეყენებინათ ჯაშუსობის მიზნით.

1653 წელს, შვეიცარიის ელჩი კრომველის პერიოდში ამბობდა, რომ პარლამენტის


ნებისმიერი წევრი, რომელიც ესაუბრება უცხოელ დიპლომატს, თანამდებობის
დაკარგვით რისკავს. 1660 წელს მოსკოვში უცხოელ დიპლომატებს ექცეოდნენ
თითქმის, როგორც სამხედრო ტყვეებს, ხოლო თურქეთში მათ აჩერებდნენ
ციხესიმაგრეში. ელჩების მიმართ უნდობლობა აგრეთვე შეიმჩნეოდა თავიანთ
ქვეყნებშიც, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ისინი შეიძლება მოქცეულიყვნენ უცხო
სახელმწიფოს გავლენის ქვეშ და დაეკარგათ თავიანთი ეროვნული ხასიათი.

არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ/თანამედროვე ცხოვრებაში,


დიპლომატების მიმართ უნდობლობის ელემენტი, საერთოდ აღარ არსებობს.

საინტერესოა თუ რა თვისებები/მოთხოვნები იყო აუცილებებლი დიპლომატის


მიმართ, XV-XVI საუკუნეებში. Aარსებობს იმ პერიოდის უამრავი წყარო,
რომელშიც ამბობენ, რომ კარგი დიპლომატის მორალური და ინტელექტუალური
თვისებები უნდა შეიცავდეს ცხრა ელემენტს:

• დიპლომატი უნდა იყოს კარგი ლინგვისტი (ფლობდეს უცხო ენებს),


პირველ რიგში ბრწყინვალედ უნდა ფლობდეს ლათინურ ენას;

• მან უნდა იცოდეს, რომ ყველა უცხოელი იწვევს ეჭვს და უნდა ფარავდეს
თავის ეშმაკობას და უნდა ტოვებდეს თავაზიანი ადამიანის შთაბეჭდილებას;

• უნდა იყოს სტუმართმოყვარე და უნდა ყავდეს შესანიშნავი მზარეული;

• უნდა ჰქონდეს კარგი გემოვნება, იყოს ერუდირებული და მეგობრობდეს,


მწერლებთან, მსახიობებთან და მეცნიერებთან.

• Uუნდა იყოს მომთმენი (თავშეკავებული) და შეეძლოს დიდი მოთმინბით


მოლაპარაკების წარმოება;

• უნდა იყოს აუღელვებელი, შეეძლოს ცუდი ამბების აუღელვებლად


(გრძნობების გამოხატვის გარეშე) მოსმენა, უნდა ჰქონდეს ასკეტური პირადი
ცხოვრება, რათა არ მისცეს მტრებს მასზე სკანდალური ჭორების გავრცელების
მიზეზი.

• Uუნდა მოთმინებით ეკიდებოდეს თავისი მთავრობის გაუცნობიერებას და


სისულელეს, შეეძლოს კატეგორიული ინსტრუქციების დაბალანსება;

• Mმას უნდა ესმოდეს, რომ დიპლომატიური გამარჯვებები მეორე მხარეს


ამცირებს და უტოვებს რევანშის სურვილს.

• Kკარგი დიპლომატი არასდროს არ უნდა იყენებდეს მუქარას, ზეწოლასა და


ლანძღვას.

დიპლომატიური მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ იტალიელები XVI საუკუნეში


არ იყო სამაგალითო. ისინი თავიანთ ელჩებს აძლევდნენ ინსტრუქციის ორ
ვარიანტს, ერთი განკუთვნილი იყო ფართო/ღია მოხმარებისთვის, ხოლო მეორე
იყო საიდუმლო, რომელშიც ელჩებს ევალებოდათ ადგილობრი ვითარების
საფუძვლიანად შესწავლა და გათვლა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი შიდა
პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართვა.

ვენეციელი ელჩები, პერიოდულად მიმართავდნენ პოლიტიკურ მკვლელობებს,


ითვლებოდა, რომ ეს არ იყო მეტოქის მოშორების ყველაზე უხიფათო ხერხი. მათ
ერჩივნად, სხვადასხვა ხერხების გამოყენებით, მოწინაამღდეგის პოზიციების
შერყევა.

XVI საუკუნეში, როგორც წინა ორ საუკუნეში, სახელმწიფო მოხელეებისთვის,


მისაღები იყო ფულადი საჩუქრების მიღება უცხო სახელმწიფოებისგან. სასახლის
ქალები და რომის კურიის კარდინალები ელოდნენ საჩუქრებს უცხო ქვეყნების
ელჩებისგან. იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც უარს ამბობდნენ ქრთამზე,
თანახმა იყვნენ სხვა სახის წახალისებაზე : ტიტულებზე, ორდენებზე,
ჰერალდიკურ, აკადემიურ ან სამოქალაქო ჯილდოებზე.

აღნიშნული პრაქტიკის მრავალფეროვნების მიუხედავად, მაინც არსებობდა რაღაც


წესები/ჩარჩოები. დაუშვებელი იყო ფულის მიღება სამშობლოს ინტერესების
ღალატის მიზნით. ერთჯერადი ქრთამის აღება (თუნდაც რამოდენიმე ათასი
დუკატის ოდენობით), ნაკლებად სამარცხვინოდ ითვლებოდა, ვიდრე
რეგულარული სუბსიდიის მიღება. Mმიუხედავად ყველა ამ მანკიერი მეთოდისა,
რომელსაც იტალიური სახელმწიფოები იყენებდნენ, აღსანიშნავია, რომ მათ
ჩაუყარეს საფუძველი თანამედროვე დიპლომატიას.

XVI საუკუნეში, როდესაც არ არსებონდნენ გაზეთები, M ინფორმაციის


გავრცელება/მიწოდება მთლიანად დამოკიდებული იყო საელჩოზე. იმ პერიოდის
არქივები სავსეა შენიშვნებით ელჩებზე მთავრობების მხრიდან, რომლებიც
საყვედურობდნენ თავიანთ ელჩებს ინფორმაციის დროულად ვერ მიღების გამო,
აგრეთვე საპასუხო წერილებით, რომელშიც ელჩები თავს იმართლებდნენ
სხვადასხვა მიზეზის გამო.

ინფორმაციის სწრაფად მიღების აუცილებლობა, წარმოადგენდა მუდმივი


საელჩოების, დედაქალაქებში განლაგების ერთერთ მიზეზს. იგივე მიზეზის გამო
ელჩები იძულებულნი იყვნენ მუდმივად ყოფილიყვნენ სასახლეებში. ელჩები
მუდმივად დაყვებოდნენ მონარქს, რომელთანაც აკრედიტებულნი იყვნენ (იმ
დროსაც, როდესაც იგი იმყოფებოდა თავის სანადირო რეზიდენციაში ან იყო ომში
თუ ისვენებდა). Eეს ვალდებულება ელჩებისთვის წარმოადგენდა დიდ
დისკომფორტს (ისინი უნდა ყოფილიყვნენ მგზავრობის მუდმივ მზადყოფნაში).
აგრეთვე უსიამოვნო იყო ეს პროცესი თვით მეფეებისა და მათი მინისტრებისთვის.

იმფორმაციის გავრცელება დღეს დიდ წილად დამოკიდებულია პრესაზე, ხოლო


დიპლომატებს უწევთ პრესიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის მომზადება.

განვიხილოთ XV-XVI საუკუნეებში მოლაპარაკების წარმოების მეთოდები:


ხელშეკრულების დადება; დიპლომატია კონფერენციის გზით;

XV საუკუნეში, ხელშეკრულების დადება ჯერ კიდევ გართულებული იყო


ფეოდალური ტრადიციების არსებობით და რომის პაპის მეთაურობის პრინციპის
არსებობით.

სიუზერენს (მსხვილი ფეოდალური მმართველლი, რომლის ძალაუფლება


ემყარება, უფრო წვრილი ფეოდალების მხრიდან ვასალურ მორჩილებას,
რომლებსაც სიუზერენისგან მის სამფლობელოში, მიეცათ მიწის ნაწილის ფლობის
უფლება) შეეძლო განეცხადებინა, რომ რომელიმე პატარა სახელმწიფო, კანონით,
იმყოფება მის მიმართ ვასალურ დამოკიდებულებაში და მას არ აქვს
წარმომადგენლობითი უფლება (დროიტ დ'ამბასსადე) ან არ აქვს უფლება მისი
ნებართვის გარეშე სხვ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების დადების.

შესაბამისად საფრანგეთის მეფე აცხადებდა, რომ ნავარა, ბეარნი და ფუას საგრაფო,


არ შეიძლება ყოფილიყო სხვა სახელმწიფოების მოლაპარაკების საგანი, ვინაიდან
ისინი უნდა ჩაეთვალათ საფრანგეთის კარის შიდა პოლიტიკის სფეროდ.
Pპერიოდულად, რომის პაპი აცხადებდა, ჩარევაზე თავისი უფლების შესახებ, რაც
ემყარებოდა, ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარების
უფლებას.

სირთულეების მიუხედავად, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და შეთანხმებები


იღებდნენ რთულ ფორმებს. ჩვეულებრივი შეთანხმებების გარდა, არსებობდა
`შეთანხმებების პროტოკოლიები~, რომლებიც შეიცავდნენ შეთანხმებული
პუნქტების ჩამონათვალს, ხშირად აღნიშნულ პროტოკოლებს არ გააჩნდათ
მომლაპარაკებელი მხარეების ხელმოწერები. აგრეთვე არსებობდნენ ე.წ.
`ენდეტურები~ «ენდენტურეს», დოკუმენტები, რომლებიც გაჭრილი იყვნენ ორ
ნაწილად, ზიგზაგისებურად. თითოეული ნაწილი რჩებოდა მომლაპარაკებელ
მხარესთან. აგრეთვე არსებობდა პაპის ნოტარიუსის მიერ, შეთანხმების
დამოწმების პრაქტიკა, ამგვარ დოკუმენტებს ყველაზე დიდი იურიდიული ძალა
გააჩნდათ `ვალიდისსიმა ეტ ამპლისსიმა~, ფრანგები მათ ეძახდნენ `ნამდვილ
აქტს~ `აცტე აუტჰენტიქუე~. მხოლოდ პაპს შეეძლო მონარქები
გაენთავისუფლბინა დადებული ფიცისგან და მხოლოდ პაპს შეეძლო
განედევნა/მოეკვეთა ეკლესიიდან აღებული ვალდებულების დამრღვევი,
რომელიც დამოწმბული იყო ვატიკანის ნოტარიუსის მიერ.

ლუი XI-სა და ბრეტონის ჰერცოგს შორის დადებული შეთანხმება, შეიცავს


პუნქტს, რომლის მიხედვით ორივე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ თავს
შეიკავაბს (არ მიმართავს) პაპს, დადებული ფიცისგან განთავისუფლების
თხოვნით.

დოკუმენტის რატიფიკაცია იღებდა Uუჩვეულოდ საზეიმო ფორმას. ეს იყო


პერგამენტის უზარმაზარი ფურცლები, რომელზეც იწერებოდა არამხოლოდ
შეთანხმების პირობები ან ჩანაწერები ელჩების უფლებამოსილებების შესახებ,
არამედ გრძელი აფორიზმების მსგავსი პასაჟები მსოფლიოს, სამართლიანობასა და
სიკეთის შესახებ. იგულისხმებოდა, რომ მართველი უარს ვერ იტყოდა
ხელშეკრულების/შეთანხმების რატიფიკაციაზე, რომელიც შეთანხმებული იყო
ელჩთან, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება. იმ შემთხვევების
გარდა, როდესაც ელჩის მიერ უხეშად ხდებოდა ინსტრუქციის დარღვევა.
გვიჩარდინი და მაკიაველი განცვიფრებულები იყვნენ ფერდინანდისა და
იზაბელას მიერ, საფრანგეთთან ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარის თქმით,
რომელიც შეთანხმებული და ხელმოწერილი იყო ესპანეთის ელჩების მიერ,
რომლებსაც აღნიშნულზე გააჩნდათ უფლებამოსილება. ისინი სამართლიანად
აღნიშნავდნენ, რომ თუ ამგვარი პრაქტიკა დამკვიდრდებოდა, შეუძლებელი
გახდებოდა ნებისმიერი მოლაპარაკების წარმოება.

პოლიტიკური ხელშეკრულებების გარდა, აგრეთვე არსებობდა განსხვავებული


სახის სავაჭრო ხელშეკრულებები (აცტე დ'ენტრეცოურს), რომელშიც
დაწვრილებით იყო გაწერილი ყველა დეტალი, რომელიც ეხებოდა ვაჭრობასა და
მეწარმეობას.

აღნიშნულის კარგ მაგალითს წარმოადგენს 1490 წელს ინგლისსა და ფლორენციას


შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად ინგლისი
იღებდა ვალდებულებას, ფლორენციისთვის, იტალიაში მატყლით ვაჭრობაზე,
მონოპოლიის მინიჭებაზე, ხოლო Fფლორენცია თავის მხრივ ინგლისელ ვაჭრებს,
პიზაში კორპორაციის დაარსების უფლებას აძლევდა, რომელსაც
უხელმძღვანელებდა იგლისის კონსული. ინგლისელ ვაჭრებსა და პიზის
მოქალაქეებს შორი წარმოქმნილი ყველა დავა, გაირჩეოდა შერეული
სასამართლოს მიერ, რომელშიც შედიოდა კონსულიც და პოდესტაც.
შესაბამისად, ძველი ბერძნული პროქსენის ინსტიტუტის იდეა გადაიზარდა
ბაგლიო-დ ან კონსულად, რომელიც ძირითადად ინიშნებოდა და მისი
ანაზღაურება ხდებოდა, ადგილობრივი ვაჭრების მიერ (ვაჭრები და კონსული
იყვნენ ერთი ქვეყნის წარმომადგენლები) და ასრულებდა სასამართლო ფუნქციებს
წარმოქმნილი დავების დროს.

XVI საუკუნის ბოლომდე არსებობდა სისტემა, რომლის მიხედვით ვაჭარ-


კრედიტორს შეეძლო მიეღო `რეპრესალიის უფლება~ ანუ მას შეაძლო, თავის
ქვეყანაში, ხელში ჩაეგდო/დასაკუთრებულიყო, რომელიმე ვაჭრის ქონებას, თუ
ვაჭარი იყო იმ ქვეყნიდან, რომელშიც ცხოვრობდა მისი მევალე. Eეს სისტემა
იწვევდა დიდ უკმაყოფილებას და მისი გაუქმება აღქმული იყო, როგორც დიდი
დიპლომატიური გამარჯვება.

აგრეთვე იყო სხვა მცდელობებიც, დაემყარებინად წესრიგი, საერთაშორისო


ვაჭრობის კუთხით, რომელშიც საკმაოდ ქაოტური ვითარება იყო. მათ რიცხვს
მიეკუთვნება ვენეციის `საზღვაო კონსულტის~ «ჩონსოლატო დელ маге» შექმნა
და (ამალფიური ცხრილი) «თაბულა Aმალპჰიტანა», რომელიც წარმოადგენდა
სამმართლებრივ კრებულს და არეგულირებდა სანაოსნო დავებს იმ
სახელმწიფოებს შორის, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ვაჭრობით. Mმსგავსი
შეთანხმებები რასაკვირველია იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, აქამდე არსებულ
მეკობრეების სისტემასთან შედარებით.

XV საუკუნეშიც კი, პროფესიონალი დიპლომატები დიდი ეჭვით უყურებდნენ იმ


მეთოდს, რომელსაც ეწოდება `დიპლოატია კონფერენციის გზით~, რომელიც
აღნიშნულ პერიოდში გულისხმობდა მმართველებს შორის პირადი შეხვედრების
გამართვას. ყოველთვის იყო ხიფათი, რომ ერთი მონარქი ტყვედ აიყვანდა მეორე
მონარქს. შესაბამისად შეხვედრები იმართებოდა ხიდის შუაში, სადაც
მმართველებს შეეძლოთ კომპლიმენტების გაცვლა, მათ შორის აღმართული ხის
ღობის/ნაგებობის მიღმა. ეს ორიგინალური მეთოდი, გამოყენებულ (აღდგენილ)
იქნა ნაპოლეონის მიერ 1807 წელს, როდესაც ის შეხვდა ალექსანდრე I-ს, მდინარე
მელზე გაჩერებულ ტივზე. Aამგვარ პირად შეხვედრებს ჰქონდათ სხვა
ნაკლოვანებებიც. შეხვედრები ძალიან ძვირი ჯდებოდა, ვინაიდნ მხარეები
ფუფუნების დემონსტრაციით, ცდილობდნენ ერთმანეთზე გავლენის მოხდენას.
შეხვედრები აჩენდნენ უსაფუძვლო იმედებს, და უცხო ქვეყნებში იწვევდა დიდ
ეჭვს და ბადებდნენ ბევრ ჭორებს. ვინაიდან მიღწეული შეთანხმებები იყო ზეპირი,
მომავალში სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. Gგარდა ამისა
იყო ხიფათი, რომ ორი მართველი, რომელებიც არ ფლობდნენ საერთო ენას და არ
იყვნენ მიჩვეულნი თანასწორებთან ურთიერთობას, შეიძლება დაშორებოდნენ
ერთმანეთას ნეგატური განწყობით. (გამოეწვიათ ანტიპატია). (იმ დროინდელი
დიპლომატები თვლიდნენ, რომ ბევრად უფრო სწორია ურთიერთობების
წამართვა დიპლომატების მეშვეობით ვიდრე მონარქების პირისპირ შეხვედრით).
კიდევ ერთი მოუხერხებელი წესი/ტრადიცია (დიპლომატიური მეთოდი),
რომელიც მივიღეთ რენესანსის პერიოდიდან, იყო უსაზღვროდ დიდი
ყურადღების დათმობა ცერემონიალის საკითხებისთვის. ქვეყანაში ჩასვლის
შემდეგ ელჩს მრავალი კვირის განმავლობაში უწევდა ყველა დეტალის
შეთანხმება, რომელიც უკავშირდებოდა ოფიციალური აუდიენციისა და
რწმუნებათა სიგელების გადაცემის პროცედურას.

Uუფროსობის საკითხი კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენდა.


თავდაპირველად ელჩების უფროსობა განისაზღვრებოდა იმ სახელმწიფოს
სიძველით, რომელსაც ელჩები წარმოადგენდნენ. 1504 წელს პაპმა ოლი II-მ,
შეადგინა ცხრილი სადაც იმპერატორი იკავებდა პირველ ადგილს, მეორე ადგილი
ეკავა საფრანგეთს, ხოლო მესამე ესპანეთს და ასე შემდეგ. Aამ ცხრილის
მიხედვით ინგლისის მეფე მეშვიდე იყო. Aამ პრინციპმა იარსება რომის პაპის
ძალაუფლების დასასუსტებამდე. Eესპანელები არასოდეს
აღიარებდნენ/თანხმდებოდნენ, რომ მათი ელჩები ჩათვლილიყვნენ რანგით
დაბლა ვიდრე საფრანგეთის მეფის. Pპირველობის საკითხი აღიქმებოდა საკმაოდ
მტკივნეულად და წარმოადგენდა მრავალი კამათის მიზეზს. აღნიშნული საკითხი
აგრეთვე სირთულეებს იწვევდ საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმების
დროს, ვინაიდან არცერთი მხარე არ იყო თანახმა თავისი მონარქის ხელმოწერა
ყოფილიყო სხვა მონარქის ხელმოწერის ქვეშ. აღნიშნული სიტუაციიდან
გამოსავალი იყო ნაპოვნი შემდეგში, მზადდებოდა რამდენიმე ეგზემპლიარი,
ყოველი მხარე თავის ეგზემპლარზე ხელს პირველ ადგილას აწერდა. (აღნიშნული
მეთოდი იწვევდა ბევრ არასაჭირო პროცედურების გატარებას).

დღეს გვეჩვენება უცნაურად, რომ 1815 წლამდე ევროპელი მოღვაწეები


სერიოზულად აღიქვამდნენ ამ აბსურდულ საკითხს, რომელიც მემკვიდრეობით
მიიღეს შუა საუკუნეებიდან.

ვენის კონგრესის რეგლამენტით ჩამოყალიბებული იყო ოთხი კლასის


დიპლომატიური წარმომადგენლები: ელჩები და პაპის ლეგატები;
სრულუფლებიანი მინისტრები; რეზიდენტი მინისტრები და დროებითი
რწმუნებულები. კატეგორიებს შორის უფროსობა განისაზღვრებოდა რწმუნებათა
სიგელის გადაცემის ვადით. ელჩს, რომელიც იმყოფებოდა ქვეყანაში ყველაზე
დიდი ხანი უწოდებდნენ, დიპლომატიური კორპუსის დუაენს. Aაახენის
კონგრესზე, რომელიც გაიმართა სამი წლის შემდეგ, დამატებით გადაწყდა, რომ
ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს, ხელმოწერები განთავსდება ანბანის
მიხედვით.

აღნიშნულმა წესებმა გადაწყვიტეს არსებული პრობლემა და დღესაც მოქმედებს.


იტალიელები თვლიდნენ, რომ საერთთაშორისო სამართლიანობა ყოველთვის
უნდა ექვემბდებარებოდეს ეროვნულ ინტერესებს. თავიანთიMმიზნების
მისაღწევად ირჩევდნენ ტყუილის, ოპორტუნიზმისა და ღალატის მეთოდებს.
აღნიშნული მეთოდები დიდ ჩრდილს აყენებს დიპლომატიის ხელოვნებას.
სწრაფი რეზულტატის მიღწევის მიზნით, უგულველყოფდნენ ნორმალური
მოლაპარაკების წარმოების წესებს.

საფრაგეთი

მსოფლიო დიპლომატიის ახალ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს, XVII –XVIII


საუკუნეებში, საფრანგეთში ჩამოყალიბებული, დიპლომატიის ახალი სტილი და
მიდგეომები. აღნიშნული სტილი რადიკალურად განსხვავდებოდა საუკუნეების
განმავლობაში ბიზანტიისა და აღორძინების ეპოქის იტალიაში ჩამოყალიბებული
დიპლომატიური მეთოდებისგან.

აღსანიშნავია, რომ XVII –XVIII საუკუნეებში, დიპლომატიის განვითარებაში


დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორის ურთიერთობისა და სამართლის
გამოჩენილმა სპეციალისტმა ჰუგო გროციუსმა და დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ
რიშელიემ.

ჰუგო გროციუსი (1583-1645) ჰოლანდიელი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე,


საერთაშორისო სამართლის ერთერთი ფუძემდებელი, დამყარებული ბუნებრივ
უფლებებზე.

რელიგიური კონფლიქტების ეპოქაში ის ამბობდა, რომ კათოლიკებისა და


პროტესტანტების მცდელობა, ერთმანეთის მოახვიონ თავიანთი დოგმები
მოკლებულია აზრს. თუ ისინი უარს იტყოდნენ გრძნობებზე და მშვიდად
დაიწყებდნენ აზროვნებას, კაცობრიობას აღარ მოუწევდა ბევრი უაზრო სისატიკის
და დანაკარგების გადატანა.

Bბუნებრივი უფლება:

იგი ამტკიცებდა, რომ ყველა ურთიერთსაწინაამღდეგო დოქტრინის,


დინასტიათშორის თუ ეროვნული მისწრფებებზე მაღლა დგას ბუნებრივი
უფლება, რომელიც ორგანულად ვითარდება ადამიანის ცნობირებაში. Aამ
უფლებამ უნდა დაიკავოს/აიღოს, წარსულში წასული იმპერატორისა და პაპის
ძალაუფლება. იგი არ არის დამოკიდებული მეფეებზე, მმართველებსა თუ
კანონებზე. Eეს უფლება მათზე ძველია და ბევრად უფრო მუდმივი, ვინაიდან
წარმოადგენს ადამიანის რაციონალური საწყისის გაგრძელებას. თუ კაცობრიობა
არ აღიარებს და არ მიიღებს ბუნებრივ უფლებას, ვერაფერი ვერ შეაკავებს
საერთაშორისო ანარქიის თარეშს.
გროციუსი ამბობდა, რომ თუ ბუნებრივი უფლება არ იქნება მიღებული
სახელმძღვანელოდ, ძალთა თანასწორობის თეორია, თვითგადრჩენის
პრინციპიდან გარდაიქმნება ხიფათის წყაროდ.

მისი აზრით სამართლიანი ბალანსი არ იქნება შენარჩუნებული თუ მსოფლიო


მართველები არ მიხვდებიან, რომ მათი პოლიტიკა და მათი ქმედებები ეროვნული
ინტერესების გარდა უნდა ითვალისწინებდეს გარკვეულ პრინციპებს.

გროციუსი იყო პირველი მოღვაწე, რომელიც გამოვიდა ახალი ორგანოს შექმნის


იდეით. მისი იდეა ემყარებოდა იმას, რომ ქრისტიანულ ქვეყნებს, როგორც
კათოლიკურ ისე პროტესტანტულს, შეექმნათ რაიმე ორგანო, რომლის
ასამბლეებში, დავები გადაწყდებოდა არადაინტერესებული/ნეიტრალური მხარის
მიერ. Mმას ესმოდა, რომ ორგანოს თუ არ ექნებოდა სანქციების გამოყენების
საშუალება მას არანაირი გავლენა არ ექნებოდა. ამისთვის გროციუსი
სთავაზობდა, რომ გამონახულიყო საშუალება, რომელიც აიძულებდა მხარეებს
დათანხმებულიყვნენ გონივრულ პირობებს.

გროციუსის იდეები უსწრებდა (1625 წ) იმდროინდელი საზოგადოების


განვითარების დონეს. საბოლოოდ იგი მოთავსებული იქნა ციხესიმაგრეში და
გაქცევის შემდეგ, ტრაგიკულად დაიღუპა 62 წლის ასაკში.

Hჰუგო გროციუსი იყო იდეალისტი. Kკაცობრიობას ასწლეულები და მრავალი


ომის გავლა დაჭირდა, სანამ, რომელიმე სახელმწიფო მოღვაწემ სცადა მისი
იდეების ცხოვრებაში გატარება. Mთუმცა მისმა თანამედროვემ, კარდინალმა
რიშელიემ, რომელიც პირველრიგში იყო რეალისტი, თავისივე ცხოვრებაში,
წარმატებულად გაატარა რიგი რეფორმების, როგორც თეორიაში ისე
დიპლომატიის პრაქტიკაში.

კარდინალ რიშელიე (Aრმანდ-ჟეან დუ Pლესსის, დუც დე ღიცჰელიეუ) 1585-1642

რიშელიე პირველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოლაპარაკების ხელოვნება უნდა


იყოს მუდმივი მოქმედების საგანი და არა ძალისხმევა, რომელიც გამოიყენება
შემთხვევიდან შემთხვევამდე. თავის პოლიტიკურ ანდერძში მან ჩამოაყალიბა
პრინციპი, რომლის მიხედვით, დიპლომატია უნდა ისახავდეს მიზნად არა
შემთხვევით ან კონიუქტურულ შეთანხმებებს, არამედ მყარი ურთიერთობების
ჩამოყალიბებას. წარუმატბლად ჩატარებული მოლაპარაკებაც კი არ უნდა
ჩაითვალოს Fფუჭად დახარჯულ დროდ, ვინაიდან ისინი ყოველთვის
სასარგებლოა გამოცდილებისა და ცოდნის ასამაღლებლად. რიშელიემ პირველმა
ჩამოყალიბა ცნება, რომ დიპლომატია არ უნდა იყოს მხოლოდ ერთჯერადი აქტი,
არამედ უნდა იყოს მუდმივი პროცესი. რასაკვირველია ეს იყო მნიშვნელოვანი
აღმოჩენა.

რიშელიე თავის თანამემამულეებს უნერგავდა, რომ სახელმწიფო ინტერესები


ყოველთვის დგას პირველ ადგილზე. ისინი არ შეიძლება მსხვერპლად შეწირულ
იქნას სენტიმენტალურ, იდეოლოგიურ თუ სხვა საკითხებს. თუ ეროვნული
იტერესები ითხოვედნენ (იმიჯ შელახული) სახელ გატეხილ ან ერეთიკოს
სახელმწიფოსთან კავშირის დადებას, არ შეიძლება დაშვებულ იქნას, რომ ვინმეს
გრძნობებმა ან გემოვნებამ (პოლიტიკური) ხელი შეუშალოს ამ აუცილებლობას.
საფრთხის დროს, მოკავშირების არჩევა საჭიროა არა მათი კეთილსინდისიერების
ან მომხიბლელობის მიხედვით, არამედ მათი სამხედრო და გეოგრაფიული
სარგებლით.

ერთპიროვნული ძალაუუფლების ეპოქაში, რიშელიემ პირველმა განაცხად, რომ


ვერცერთი პოლიტიკა ვერ იქნება წარმტებული, თუ მას არ აქვს საზოგადოებრივი
აზრის მხარდაჭერა. რიშელიემ პირველმა დაამკვიდრა შიდაპროპაგანდის სისტემა.
Mმისი დავალებით იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა პანფლეტები, რაც მიზნად
ისახავდა, მის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ, საზოგადოების მხრიდან,
კეთილგანწობის მიღებას.

კარდინალ რიშელიე, მუდმივად უნერგავდა თავის ელჩებსა და თანამშრომლებს


იმ აზრს, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და
მათი დადების დროს, დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ ხელშეკრულება
შეთანხმებულია, ხელმოწერილი და რატიფიცირებული ის აუცილებლად უნდა
იცვებოდეს.

ის ითხოვდა, რომ ელჩებს და მოლაპარაკების სხვა მონაწილეებს მკაცრად


დაეცვათ ინსტრუქციები, წინაღმდეგ შემთხვევაში მათ შეეძლოთ თავისი
მმართველის კომპრომიტირება. A(არ შეიძლება ითქვას, რომ ეს პრინციპი
ზედმიწევნით იცვებოდა, XVII საუკის საფრანგეთის დიპლომატიის მიერ). იმ
ეპოქის გამოჩენილი დიპლომატიბი აღნიშნული პრინციპის დაცვას ითხოვდნენ
არამხოლოდ ეთიკური არამედ პრაქტიკული მოსაზრებებით.

რიშელიეს გავლენამ, თანამედროვე დიპლომატიურ აზროვნებასა და პრაქტიკის


ჩამოყალიბებაზე, იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. Mმისი ქმედებები და
აგრეთვე სწავლებები ყოველთვის მოწონებას (გამართლებას) არ იმსახურებს,
მაგრამ მან დაამყარა/შექმნა მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის თანახმად
სერიოზული დიპლომატიის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს
განსაზღვრულობის/სიცხადის ელემენტი.

სიცხადე მდგომარეობდა არა მხოლოდ იმაში, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით


უნდა დასრულებულიყო, რომლის ტექსტი იქნებოდა იმდენად ზუსტი, რომ არ
დატოვებდა მომავალში უთანხმოების სივრცეს, არამედ ყველა მხარე უნდა
თავიდანვე დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მეორე მხარე ნამდვილად
წარმოადგენს თავისი ქვეყნის სუვერენულ ძალაუფლებას. თუ არ არსებობს
რწმენა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება არ იქნება რატიფიცირებული და ძალაში
შესული, მაშინ მოლაპარაკებების დროს კომპრომისებზე (ურთიერთ დათმობებზე)
წასვლა აზრს კარგავს, ხოლო საერთაშორისო კონფერენცია გადაიქცევა გასართობ
ან პროპაგანდულ ღონისძიებად.

რიშელიეს კარგად ესმოდა, რომ ვერანაერი მოლაპარაკება ვერ მოიტანს


წარმატებას, თუ პოლიტიკის მართვა და ელჩების ქმედებებზე კონტროლი ერთ
სამინისტროში არ იქნება კონცენტრირბული. იგი ხედავდა, რომ
პასუხისმგებლობის ნებისმიერი გაყოფა დააბნევდა როგორც მის ელჩებს,
აგრეთვე იმათ ვისთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებას. A 1626 წლის 1 მარტის
დეკრეტით რიშელიემ, საგარეო ურთიერთობის წარმართვაში, მთელი
პასუხისმგებლობა დააკისრა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც არასდროს
არ ტოვებდა თავის ყურადღების მიღმა. M(მანამდე რამდენიმე სამინისტრო იყო
უფლებამოსილი მონაწილეობა მიეღო საგარეო პოლიტიკის განხორციელებასა და
ელჩებისგან ანგარიშის მიღებაზე). ამით მან მიაღწია, რომ საგარეო
ურთიერთობების მიმართულებით, დავალებები გაიცემოდა ერთი სამსახურიდან
და არა ერთმანეთის გამომრიცხავი სხვადასხვა სტრუქტურიდან. ეს პრინციპი,
რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობის კონცეტრირებას ერთ ადგილას,
ყოველთვის არ იცვებოდა მისი შემცვლელების მიერ.

თუ XV-XVI საუკუნეების განმავლობაში, დიპლომატიაში ამინდს ქმნიდნენ


იტალიელები, მომდევნო ორ საუკუნეში ფრანგებმა მაგალითი მისცეს ყველა
ევროპულ სახელმწიფოს.

შესაბამისად, საინტერსო იქნება ლუი XIV მართველობის პერიოდის,


დიპლომატიური აპარატის მუშაობის განხილვა.

Lოუის XIV (Lოუის Dიეუდონნé; 5 შეპტემბერ 1638 – 1 შეპტემბერ 1715)

ლუი XIV დროს, საგარეოს საკითხებში სახელმწიფო მდივანი, იყო მინისტრთა


კაბინეტის მუდმივი წევრი. იგი ინიშნებოდა მეფის მიერ, მისი დიპლომატიური
გამოცდილების გათვალისწინებით. ხშირად მის ფუნქციებში იჭრებოდა ფინანსთა
სამინისტრო. სახელმწიფო მდივნის ფუნქციაში შედიოდა უცხოელი ელჩების
მიღება პარიზში და საზღვარგარეთ ფრანგი ელჩების ხელმძღვანელობა. ზოგჯერ,
მეფე თვითონ იღებდა უცხოელ ელჩებს ისე, რომ სახელმწიფო მდივანს არ
იწვევდა აუდიენციაზე დასასწრებათ. Kკიდევ უფრო ხშირად, მეფე პირდაპირ
წერდა წერილებს საფრანგეთის ელჩებს ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებდა
სახელმწიფო მდივანს. Mმიუხედავად იმისა, რომ ლუი XIV ფლობდა აბსოლუტურ
ძალაუფლებას, ის მაინც არ აკეთებადა თავისი მინისტრების აზრის იგნორირებას.

ლუი XIV თვითონ ადგენდა მინისტრთა კაბინეტის სხდომის განრიგს და მის


სიტყვას ყველ საკითხში ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, იგი ყოველთვის
ყურადღებით უსმენდა მინისტრების მოსაზრებებს და კეთილგანწყობილი იყო
კრიტიკული შენიშვნების მიმართ. Uუცხოელი ელჩების მიღებამდე, მეფე საგარეო
საქმეთა სამინისტროს თხოვდა ინფორმაციის (თანამედროვე ენაზე-სასაუბრო)
მიწოდებას, რომელიც დაეხმარებოდა შეხვედრის დროს. საგარეო საკითხებში
მეფე ყოველთვის იჩენდა ტაქტს და იყო ფრთხილი. Aარ არის არცერთი
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვით ლუი XIV, საგარეო საქმეთა
მინისტრს თავს ახვევდა რაიმე შეუძლებელ სამოქმედო გეგმას ან
ვალდებულებებს. თუმცა ლუი XIV-ც კი პერიოდულად, თავისი მინისტრების
ზურგს უკან, მართავდა საიდუმლო მოლაპარაკებებს. თუმცა აღნიშნული
მოლაპარაკებები მეტ წილად შემოფარგლული იყო ოჯახური და დინასტიური
საკითხებით. თუმცა, შემდგომი მონარქების დროს, მსგავსი საიდუმლო
მოლაპარაკებები იწვევდნენ დიდ გაუგებრობას ფრანგულ დიპლომატიაში.

სახელმწიფო მდივანი ხელმძღვანელობდა მცირე ზომის სამსახურს, რომელშიც


შედიოდა რამოდენიმე კლერკი, თარჯიმანი და კრიპტოგრაფი, რომლებსაც
ნიშნავდა სახელმწიფო მდივანი.

Mფრანგული დიპლომატიური სამსახური, წარმოადგენდა ყველაზე განშტოებულ


სისტემას, იმ პერიოდის, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით. (1685 წლისთვის
საფრანგეთს გააჩნდა მუდმივი საელჩოები : რომში, ვენეციაში,
კონსტანტინოპოლში, ვენაში, ლონდონში, მადრიდში, ლისაბონში, მიუნხენში,
კოპენჰაგენსა და ბერნში.

დიპლომატიური წარმომადგენლები იყოფოდნენ შემდეგ კატეგორიებად :


საგანგებო ელჩები, ორდინარული ელჩები, დესპანებად და რეზიდენტებად. B
შემდგომ წლებში დამამცირებლად თვლიდნენ უბრალოდ ორდინარული ელჩის
რანგის მიღებას, შესაბამისად ყველა ელჩს ანიჭებდნენ საგანგებო ელჩის ტიტულს.
Lლუი XIV, ერიდებოდა სასულიერო პირების, დიპლომატიურ სამსახურში
დანიშვნას, ვინაიდან მისი აზრით, ისინი ადვილად ექცეოდნენ ვატიკანის
გავლენის ქვეშ.

ელჩების დანიშვნის დროს, აქაც არსებობდა იგივე სირთულე, რაც შუა


საუკუნეებში. გამოჩენილი მოღვაწეები არ იჩენდნენ დიდ ინტერესს
საზღვარგარეთ დიპლომატიური სამსახურის მიმართ, რაც თავის მხრივ
უკავშირდებოდა დიდი ხარჯებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა ახალი
პრაქტიკა, რომლის მიხედვით, ელჩებს ირჩევდნენ არა დიდგვაროვანი
პერსონებიდან, არამედ იურისტებისგან. გაჩნდა აზრი, რომ დიდგვაროვნების
წარმომადგენლები უნდა იგზავნებოდნენ რომში, მადრიდში, კონსტანტინიპოლში,
ვენაში, ლონდონში, ხოლო შვეიცარიაში, ჰოლანდიასა და ვენეციაში
იგზავნებოდნენ სახელმწიფო მოხელეები. ელჩები თანამდებობას იკავებდნენ 3-4
წლის გნმავლობში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი გამოუდეგარნი
იყვნენ ამგვარი საქმიანობისთვის. Mმეფის გარდაცვალების შემთხვევაში, რომლის
დროსაც ისინი აკრედიტებულნი იყვნენ, მათ ეძლეოდათ ახალი რწმუნებათა
სიგელები. Oომის გამოცხადების დროს, თუ ელჩი ჯერ კიდევ იმყოფებოდა
ქვეყანაში, გამგზავრებამდე განიცდიდა დიდ უსიამოვნებებს. თითქმის
ყოველთვის იძარცვებოდა მისი ბარგი.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როდესაც საფრანგეთი აყალიბებდა


დიპლომატიური მეთოდის ნორმებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა წერით
ინსტრუქციებს, რომელიც ეძლეოდა ელჩს დანიშნულების ადგილას
გამგზავრებამდე. აღნიშნული დოკუმენტები, ძალიან დახვეწილი სტილით,
შეიცავდა მითითებებს/ინსტრუქციებს (თუ რა პოლიტიკით უნდა ეხელმძღვანელა
ელჩს), აგრეთვე დეტალურად იყო აღწერილი იმ ქვეყნის პოლიტიკური
მდგომარეობა, რომელშიც ელჩს უნდა ემუშავა. ინსტრუქციებს, თან ერთვოდა
ზუსტი და ხშირად სარკასტული დახასიათება იმ სახელმწიფო მოღვაწეების და
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, რომლებთანაც მათ უნდა
ეწარმოებინათ მოლაპარაკებები.

ფრანგული დიპლომატიური ტრადიციები ყოველთვის დიდ ყურადრებას


ანიჭებდნე სტილს. დღემდე სტილისტურად ძალიან დახვწილია ფრანგი
დიპლომატების გაგზავნილი კორესპოდენცია. Fფრანგული ენა XVII_XVIII
საუკუნეების განმავლობაში გახდა საყოველთად მიღებულ, დიპლომატიურ ენად.
ფრანგული სხვა ენებთან შედარებით, ყველაზე უფრო მისადაგებული იყო
თავაზიანად და იმავდროულად მაქსიმალურად ზუსტად აზრების
გადაცემისთვის. (თუმცა იყო მეორე საშიშროება, იმდენად დიდი ყურადღება
ექცეოდა წერის ლიტერატორულ სტილს, რომ მოწოდებული ინფორმაცია
ემსგავსებოდა ლიტერატორულ ნაწარმოებს, რასაც შეიძლება მკითხველი, შეეყვანე
შეცდომაში შეფასების დროს).

ინსტრუკციები, რომლებიც გადაეცემოდა ფრანგ ელჩებს, აგრეთვე შეიცავდნენ


ეტიკეტის, უფროსობისა და ცერემონიალის საკითხებს, რომლის განხორციელებაც
მათ უნდა მოეთხოვათ (მიმღები მხარისგან), აგრეთვე მითითებული იყო თუ
ვისთან უნდა ჰქონოდა კონტაქტები.

ხშირად ინსტრუქციები შეიცავდნენ რწმუნებათა სიგელის ტექსტს და


სარეკომენდაციო წერილებს, რომლებიც ხელმოწერილი იყო სახელმწიფო
მდივნის მიერ (წერილების ადრესატები იყვნენ სხვადასხვა გამოჩენილი პირები).
ინსტრუქციას თან ახლდა ორი შიფრი, ერთი ზოგადი მოხმარებისთვის, მეორე
განსაკუთრებულად საიდუმლო მიმოწერისთვის. განსაკუთრებულად საიდუმლო
მიმოწერისთვის განკუთვნილი შიფრი, ელჩს უნდა შეენახა თავის სეიფში.
საელჩოს პერსონალს აკომპლექტებდა და მათი შენახვის სრულ ხარჯებს იღებდა
ელჩი. Mმისი მდივნები და ატაშეები შერჩეულ იყვნე ნათესავებისა და მეგობრების
რიგებიდან. ისინი ხშირად აბსოლუტურად გამოუდეგარნი იყვნენ დაკისრებული
მოვალეობების შესასრულებლად.

პირადი და სახელმწიფო პრესტიჟის შექმნის მიზნით, ელჩებს უწევდათ ბევრი


გამოუდეგარი ადამიანის წაყვანა. მათ მიყავდათ მოსამსახურების მთელი არმია,
ფრეილინები ცოლებისთვის, მუსიკოსები, ვალდებულნი იყვნენ თავიანთი
ხარჯით ექირავათ სახლი საელჩოსთვის, ჩაეტანათ ავეჯი და ნახატები. გარდა
ამისა, მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე იყო ხანგრძლივი და საკმაოდ
სახიფათო. შესაბამისად ელჩად დანიშვნას დიდი ენთუაზიაზმით არ
ეკიდებოდნენ. ხშირ შემთხვევაში მეფე იძულების გზით ნიშნავდა ელჩებს.

დროთა განმავლობაში, სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობოდა ეკონომიკურ


საკითხებს. ელჩებს ევალებოდათ, ყველანაირად ხელი შეეწყოთ ფრანგული
ვაჭრობის განვითარებისთვის. შესაბამისად ელჩები ხშირად ინიშნებოდნენ
ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრის მიერ.

პარიზში უცხოელი დიპლომატების მდგომარეობა და ხელშეკრულების


გაფორმების მეთოდები.

შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, რომ XVII საუკენეში არ იყო მიღებული ელჩის


დანიშვნაზე თანხმობის (აგრემანის) მიღება მიმღები სახელმწოფოსგან. თუმცა,
რომის პაპი, პარიზში ნუნცის კანდიდატურას, დანიშვნამდე შესაბამისი წესით
ათანხმებდა ლუი XIV-სთან. სხვა შემთხვევაში ელჩი ჩადიოდა შეტყობინების
გარეშე.

ლუი XIV-ს ახასიათებდა, თავისი პირადი განწყობის ჩვენება/გამოვლენა ელჩებისა


და მათი სუვერენების მიმართ, რაც გამოიხატებოდა მიღებებისა და
ცერემონიალების დროს. არსებობდა სპეციალური თანამდებობა, რომელსაც
ევალებოდა დიპ. კორპუსთან ურთიერთობა (პროტოკოლის უფროსის მზგავსი).
მის მიერMყველა გათვლილი და შეთანხმებული ღონისძიების მიუხედავად,
რომლის დროსაც ის წარუდგენდა ელჩებს მეფეს, შეიძლება ბოლო მომენტში
მეფის მიერ გადახედილი ყოფილიყო.

შეხვედრების განრიგის საბოლოო შეთანხმების შემდეგ, ელჩებს და მათ


თანამშრომლებს ათავსებდნენ `ელჩების სასტუმროში~ (ტურნონის ქუჩაზე).
საიდანაც ელჩები მართავდნენ ოფიციალურ შეხვედრებს. Uუცხოელი ელჩები არ
დაიშვებოდნენ ვერსალში გამართულ ყოველდღიურ ცერემონიებზე. ითვლებოდა
წარმატებად თუ ისინი შემთხვევით შეხვდებოდნენ მეფეს, როდესაც იგი
ბრუნდებოდა საკვირაო ლოცვიდან. მათ აგრეთვე არ ეკუთვნოდათ
დარეზერვებული ადგილები სასახლის მიღებებსა და კონცერტებზე.

აღსანიშნავია, რომ 1616 წელს კარდინალ რიშელიეს ძალაუფლებაში მოსვლის


შემდეგ და საფრანგეთის რევოლუციამდე (დაახლოებით 160 წლის
განმავლობაში), ფრანგული დიპლომატიის მეთოდები, სანიმუშო იყო მთელი
ევროპისთვის.

ამ მეთოდებზე დაყრდნობით ფრანსუა დე კალირმა შექმნა თავისი ცნობილი


ნაშრომი `მეფეებთან მოლაპარაკების წარმოების შესახებ~, რომელიც პირველად
გამოქვეყნდა 1716 წელს და დღესაც წარმოადგენს ერთერთ საუკეთესო
სახემძღვანელოს დიპლომატიაში.

Fფრანსუა დე კალიერი დაიბადა 1645 წელს (ქ. ტორინიეში). იგი იყო ლუი XIV-ის
ერთერთი გენერლის შვილი. კარიერის დასაწყისში იგი მუშაობდა საიდუმლო
აგენტად, ხოლო შემდგომ აკრედიტებული წარმომადგენლის როლში
ნიდერლანდებში, გერმანიასა და პოლონეთში. იგი წარმოადგენდა საფრანგეთს,
სრულუფლებიანი წარმომადგენელის რანგში რესვიკის (თრეატყ ოფ ღყსწიცკ -20
შეპტემბერ 1697) მშვიდობის დადების დროს. შესაბამისად მას ქონდა დიდი
პრაქტიკული გამოცდილება. მისი მოსაზრებები მოლაპარაკების ხელოვნების
შესახებ იმსახურებს ყურადღებას.

კალიერი მთლიანად უარყოფდა თეორიას, რომ დიპლომატიის მიზანს


წარმოადგენს მოტყუება. იგი ამტკიცებდ, რომ სერიოზული დიპლომატია
ემყარება ნდობას, ხოლო ნდობა შეიძლება დამყარებული იყოს მხოლოდ კეთილ
ნებაზე.

დიპლომატს უნდა ახსოვდეს, რომ ნდობა ეყრდნობა ღია პოლიტიკას. იგი


თავისუფლად უნდა უზიარებდეს სხვებს ნებისმიერ ინფორმაციას, იმ
ინფორმაციის გარდა, რომლის გაზიარება არშეიძლება სამსახურებრივი
მოვალეობის გამო. Kკარგი დიპლომატის წარმატება არასოდეს არ იქნება
დამოკიდებული ტყუილზე ან დაპირებაზე, რომლის შესრულება მას არ შეუძლია.
Aარსებობს ფართოდ გავრცელებული, მცდარი მოსაზრება, რომლის მიხედვით
ჭკვიანი დიპლომატი უნდა იყოს დაოსტატებული ტყულილის ხელოვნებაში.
სინამდვილეში, ეშმაკობა მიუთითებს იმ პირის აზროვნების სივიწროვეზე,
რომელიც იყენებს მას. EEეშმაკობა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს არ გააჩნია
საკმარისი გონებრივი მოქნილობა, რომელიც მას მისცემდა წარმატების მიღწევის
საშუალებას სამართლიანი და გონიერი გზით.

Pპატიოსნება, როგორც ნებისმიერ საქმეში, აგრეთვე დიპლომატიაში არის


ყველაზე კარგი პოლიტიკა. ტყუილი თავის გზაზე ყოველთვის ტოვებს შხამიან
წვეთებს და ყველაზე წარმატებულ დიპლომატიურ მიღწევებსაც კი, რომლებიც
მიღებულია ტყუილის გზით, გააჩნიათ არამყარი საფუძველი. ტყუილის გზით
მიღწელი შედეგი, დამარცხებულს ტოვებს განრისხებულს და შურისძიების
სურვილი და ზიზღი წარმოადგენს დიდ საფრთხის წყაროს. ტყუილის
გამოყენების შესაძლებლობა, დიპლომატიაში საკმაოდ შეზღუდულია, ტყულის
ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან ტყუილში მხილებაზე მძიმე არაფერი არ
არის. გარდა იმისა, რომ ტყული უკადრისია ელჩისთვის, პრაქტიკაში მას მეტი
ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტყულით
შეიძლება მიღწეული იქნას წარმატება, მომავალში ის შექმნის ისეთ ატმოსფეროს,
რომელიც შეუძლებელს გახდის წარმატების მიღწევას. შესაბამისად დიპლომატი
უნდა იყოს პირდაპირი და პატიოსანი ადამიანი, წინაამღდეგ შემთხვევაში მის
მიმართ ნდობა არ ექნებათ.

კალიერისთვის, კარგი დიპლომატია წარმოადგენდა, საბანკო საქმის მსგავსად


ნდობაზე აწყობის საქმიანობს. Mმოლალაპარაკების მიზანია, ჰარმონიაში მოვიდეს
მომლპარაკებელი მხარეების ინტერესები.

სულხან-საბა ორბელიანი (ერისკაცობაში სულხან ორბელიანი, ბერად დაერქვა —


საბა; დ. 24 ოქტომბერი/3 ნოემბერი, 1658, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის
მუნიციპალიტეტი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725, მოსკოვი, რუსეთი) —
ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.

ვახტანგ VI — ქართლის გამგებელი 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში,


სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი,
კოდიფიკატორი და მეცნიერი. გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. დედა — თუთა,
ქაიხოსრო I გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.

დაბადების თარიღი: 15 სექტემბერი, 1675

დაბადების ადგილი: თბილისი

გარდაიცვალა: 26 მარტი, 1737, ასტრახანი, რუსეთი

საფრანგეთის სამეფო კარზე სულხან-საბა ორბელიანის მოლაპარაკების დროს


იხილებოდა შემდეგი საკითხები:
(სულხან-საბამ ევროპაში იმოგზაურა 1713-1716წწ)

1. ირანის ტყვეობიდან ვახტანგის განთავისუფლება და მისი თბილისში


ქრისტიან მეფედ დაბრუნება;

2. მისიონერების გაგზავნა საქართველოში (როგორც დასავლეთ, ისე


აღმოსავლეთ საქართველოში), რასაც უნდა მოჰყოლოდა კათოლიკური
სარწმუნოების გავრცელება არა მარტო საქართველოში, არამედ მის მეზობელ
მხარეებშიც;

3. საქართველოს ტერიტორიის სავაჭრო გზად და თბილისის საქონლის


საწყობებად გამოყენება;

4. საქართველოსა და საფრანგეთს შორის ვაჭრობის დამყარება და


გაფართოება;

5. საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის


დამყარება;

6. საქართველოში (თბილისში) საფრანგეთის საკონსულოს შექმნა და სხვ.

სულხან-საბა ორბელიანის მისია მიზნად ისახავდა, თუ ყველა ზემოხსენებული


საკითხის ერთდროულად დადებითად გადაჭრას არა, ზოგიერთი მათგანის
გადაწყვეტისათვის ნიადაგის მომზადებას.

You might also like