You are on page 1of 3

ფინიკიური კოლონიები და მათი პოლიტიკური გაველნა

ანნა ამილახვარი

ფინიკიური კოლონიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო მათი


პოლიტიკური გაძლიერებისა და წარმატებული სავაჭრო ურთიერთობების
არსებობისათვის. ივარაუდება, რომ ფინიკიელების პირველი ახალშენები ძვ. წ.
XII-X საუკუნეებში უნდა გაჩენილიყო, თუმცა უშუალო არქეოლოგიური
მტკიცებულებები უფრო გვიანი პერიოდიდან შემოგვრჩა. მათი კოლონიები
ხმელთაშუაზღვისპირეთის სამხრეთ რეგიონის დიდ ნაწილს იკავებდა. მრავალი
ამ კოლონიიდან დღესაც არსებობს თანამედროვე ქალაქების სახით როგორიცაა
მაგალითად პალერმო სიცილიაში, ტრიპოლი ლიბიაში და ა.შ.

ფინიკიელები ახალშენებს ძირითადად სავაჭრო გზების გასწვრივ აარსებდნენ და


თავდაპირველად ახალშენები მხოლოდ სავაჭრო პუნქტებს წარმოადგენდა,
რომლებიც მოგვიანებით კოლონიებად გადაიზრდებოდა. თავად ეს ფაქტი
გვაუწყებს იმაზე თუ რამდენად დიდი დატვირთვა ჰქონდა კოლონიზაციას
ვაჭრობისათვის და ეს მათი საგარეო ექსპანსიის მთავარ მიზეზადაც შეგვიძლია
ჩავთვალოთ. ფინიკიელებისათვის ახალშენებისა და კოლონიების დააარსება
უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში, ხელსაყრელი სავაჭრო
პუნქტების დასაკავებლად. მოგვეხსენება, რომ ვაჭრობა ფინიკიელთა ეკონომიკისა
და მეურნეობის განვითარების ქვაკუთხედი იყო, შესაბამისად ვაჭრობისთვის
ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების შექმნა აუცილებლობას წარმოადგენდა.
ფინიკიელთა ვაჭრობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საზღვაო კავშირებთან,
სწორედ ამიტომ, ფინიკიური დასახლებები თითქმის სრულად ზღვის
სანაპიროებზე გვხვდება. ვაჭრობის გარდა, ზღვის სანაპიროსთან სიახლოვე
მნიშვნელოვანი იყო მეკობრეობისთვისაც, რომელიც ასევე გავრცელებული და
მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ფინიკიელთა ეკონომიკის. ამის შესახებ ცნობებს
ჰომეროსისგანაც ვიღებთ, რომლის მიხედვითაც „საბერძნეთის სანაპიროებს
ხშირად ადგებოდნენ სიდონელების (ფინიკილების) გემები და დიდი მოგებით
ასაღებდნენ ძვირფას საგნებს“.

ამას გარდა, ახალშენების დაარსება უკავშირდებოდა იმ ფაქტსაც, რომ ზღვის


სანაპირო, სადაც ფინიკიელთა დასახლებები იყო, მეტად ვიწრო ადგილს
წარმოადგენდა და მკვიდრი მოსახლეობისა და ლტოლვილთა დასატევად
ტერიტორიული ექსპანსია იყო საჭირო. ამ გზით, ფინიკიელები საკუთარ
პოლიტიკურ გავლენასაც ავრცელებდნენ მიმდებარე ტერიტორიებზე. თუმცა, აქვ
ემნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფინიკიელების მიერ ტერიტორიის
კოლონიზაცია უნდა გავიაზროთ არა როგორც დამპყრობელი ლაშქრობები,
არამედ უფრო სავაჭრო ქალაქებისა და პუნქტების ჩამოყალიბება. სწორედ იმ
მიზეზით, რომ ფინიკიელები მიზნად არ ისახავდნენ ხალხის დაპყრობას, მათ
შეძლეს ჩამოეყალიბებინათ სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც საქონლის
მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში გავრცელებასა და გადატანას
გულისხმობდა. რაღაც მხრივ, ფინიკიელები შეგვიძლია ჩავთვალოთ ჯერ კიდევ
ძვ. წ. პირველ ათასწლეულში ვაჭრობის გზით გლობალიზაციის გამავრცელებელი
წყაროდ.

ბუნებრივია კოლონიზაცია ასევე გულისხმობდა სასარგებლო რესურსების


შემოტანას ქალქ-სახელმწიფოებში. ეს კოლონიალიზმის ისტორიაში ყველაზე
გავრცელებული ფორმაა. რესურსების იმპორტირება კოლონიების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფუნქცია იყო, რადგან განაპირობებდა ფინიკიელი მოსახლეობის
წვდომას მსოფლიოში არსებულ საქონელზე.

კოლონიების დაარსების მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ფინიკიური


ქალაქები ტვიროსი, ბიბლოსი და სიდონი. ტვიროსელები ძირიტადად
ჩრდილოეთ აფრიკაში აარსებდნენ ახალშენებს. მათ შორის ერთ-ერთი უძველესია
უტიკა (ძვ. წ. 1087). უტიკაზე საუბრისას მნიშნელოვნად იკვეთება ფინიკიური
მეტროპოლიის გავლენა თავის კოლონიებზე და ტუ როგორ იმორჩილებდნენ
ისინი განდგომილ ახალშენებს. ამ შემთხვევაში ამბოხებული უტიკა ტვიროსის
მეფე ხირამმა დაიმორჩილა. ეს ფაქტი გვაფიქრებს ფინიკიელებზე, როგორც
პოლიტიკურ ჰეგემონებზე საკუთარ ახალშენებში. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ
კართაგენიც კი, მიუხედავად თავისი სიძლიერისა, დიდი ხნის განმავლობაში
მაინც აგრძელებდა მეტროპოლიისთვის ხარკის გადახდას.

ფინიკიელთა ექსპანსია ვრცელდებოდა და მიემართებოდა დასავლეთისკენაც,


კერძოდ იბერიის სანაპიროებისა და ტარტესოსისკენ (სამხრეთ ესპანეთი),
რომელიც მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო.

ფინიკიელთა მიერ შექმნილი უმნიშვნელოვანესი დასახლება იყო კართაგენი,


რომელიც ძვ. წ. 814 წელს ტვიროსის მეფემ დააარსა. კარტაგენი მომდევნო
საუკუნეებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულად
გადაიზარდა. კართაგენი მეექვსე საუკუნეში განსაკუთრებით ძლიერდება და
იწყებს ტერიტორიულ ექსპანსიას როდესაც ტერიტორიებს სიცილიამდე ავრცობს.
კართაგენის ამგვარმა გაფართოებამ გამოწივია კონფლიქტური ურთიერთობა
ბერძნულ ქალაქებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებმაც დააარსეს
ხმელთაშუაზღვისპირეთში კოლონიები, კართაგენი იტოვებდა ჰეგემონობას ამ
ზღვის სანაპიროებზე და მისი პოლიტიკური გავლენა მიმდებარე რეგიონებზე
კვლავ უდავოდ ყველაზე დიდი იყო. ვთვლი, რომ ოდითგანვე ფინიკიელების
მიერ ჩამოყალიბებული ეკონომიკური სტრუქტურა და წარმატებული ვაჭრობის
პრაქტიკა გახდა ძირითადი მიზეზები იმისა, თუ რატომ ახერხებდნენ
კართაგენელებიც პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას. მათ ჰქონდათ
ძლიერი ფლოტი და სტაბილური, მყარი ეკონომიკა, რომელიც ეფუძნებოდა
თავისუფალი მუშახელისა და მონების შრომას, რამაც მნიშვნელოვანი შედეგი
გამოიღო მათი კეთილდღეობისათვის. ამას გარდა, აუცილებლად უნდა
აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი განსხვავება ფინიკიურსა და ბერძნულ კოლონიებს
შორის. ფინიკიური კოლონიები არსდებოდა მხოლოდ ზღვის სანაპიროზე და
მიმართული იყო იმ რეგიონის სავაჭროდ გამოყენებისა და ასევე უკიდურესი
ექსპლუატაციისკენ. ბერძნული ახალშენები კი კულტურული ექსპანსიისკენ იყო
მიმართული. ამის კარგი მაგალითი არის კვიპროსში დაარსებული ახალშენები,
სადაც ფინიკიელები მე-11 საუკუნისთვის უნდა დასახლებულიყვნენ. თუკი
ბერძნები ჯერ კიდევ მიკენის პერიოდში დასახლდნენ კვიპროსში და კუნძულის
ძირითადი ნაწილი საცხოვრებლად აითვისეს, ფინიკიელებს მხოლოდ ორი
სანაპირო პუნქტი ჰქონდათ დაკავებული, რომელსაც ადგილობრივებთან
სავაჭროდ იყენებდნენ. კვიპროსზე გვხვდება ფინიკიელთა ორი ძირითადი
ახალშენი, ერთი სამხრეთ სანაპიროზე სახელად ქარტხადაშტი (ახალქალაქი),
რომელიც შემდგომ ებრაელიტება კიტიონის სახელით გაავრცელეს, ხოლო მეორე
კი ჩრდილოეთ სანაპიროზე.

თუმცა, ბერძენ ახლაშენებზე მეტად დიდი საფრთხე აღმოჩნდა


კართაგენელებისათვის შემდგომში რომაელთა ექსპანსია, რომელთაც, როგორც
ვიცით, საბოლოოდ გაანადგურეს კართაგენი. საინტერესოა, თუ რატომ შეძლეს
კართაგენელებმა ბერძნებთან ეფექტური შეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა,
რომ სამხედრო ძალით არ გამოირჩეოდნენ და ალალიას ბრძოლაში (battle of alalia)
ბერძნებთან დამარცხდენნ კიდევაც, მაგრამ ამავდროულად რომაელებთან
დაპირსიპირება (პუნიკური ომები) მათთვის სავალალო აღმოჩნდა. ვთვლი, რომ
ამის ძირითადი მიზეზი რომისა და კართაგენელთა სახელმწიფოებრივი
სტრუქტურების განსხვავებაში იყო. ფინიკიელები არასოდეს წარმოადგენდნენ
ერთიან ცენტრალიზებულ სახელწმიფოს, ისინი უბრალოდ კულტურულად
მსგავი, ერთი წარმომავლობის ქალაქთა გაერთიანებას ქმნიდნენ. რომი კი თავის
მხრივ, ძლიერი მმართველობისა და ცენტრალიზებული პოლიტიკური
სტრუქტურის იყო, რამაც სავარაუდოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა კართაგენთან
დაპირისპირებისას.

ბიბლიოგრაფია

You might also like