You are on page 1of 3

Შესავალი: ფინიკია და ფინიკიელები

Ფინიკიელები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი, ცხოვრობდა


თანამედროვე ლიბანის სანაპირო ზოლსა და ხმელთაშუა ზღვის
აღმოსავლეთ ნაწილში. Მათი საცხოვრებელი ტერიტორია საკმაოდ
ვიწრო იყო და გეოგრაფიულად არახელსაყრელ ადგილას მდებარეობდა.
Აგრეთვე, ამას ემატებოდა სამხედრო ძალით ძლიერი მეზობლები.
Ფინიკიის ისტორია მისი რამდენიმე დამოუკიდებელი ქალაქ-
სახელმწიფოს ისტორიაა. Ფინიკიელები უფრო მეტად ეძებნდნენ
კომერციულ ძალაუფლებას, ვიდრე პოლიტიკურს, ამიტომ ნაკლებად
ზრუნავდნენ ძლიერი პოლიტიკური ურთიერთობების და
ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნაზე. Ამ ყველაფრის ფონზე
ფინიკიელები კონცენტრირდნენ ზღვაზე, რომელიც მათ დასავლეთით
ესაზღვრებოდა. Ისინი გახდნენ მეთევზეები, ვაჭრები და კოლონისტები.
Აწ უკვე ნახსენებმა გარემოებებმა, Მოსახლეობის თანდათან ზრდამ და
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან შედარებით საზღვაო საქმის
უპირატესობის მინიჭებამ განაპირობა ის, რომ დაეწყოთ ახალი მიწების
ძიება დასახლებისათვის. Ფინიკიელები დიდებული მეზღვაურები და
ვაჭრები იყვნენ, ამიტომაც ამ უნარების კომბინაციის წყალობით სადაც
არ უნდა წასულიყვნენ ყველგან კოლონიას აარსებდნენ. პირველად მათ
კვიპროსი და ეგეოსის კუნძულები აითვისეს. შემდეგ კი დაარსეს
დასახლებები სიცილიაზე, სარდინიაზე, აფრიკის ჩრდილოეთ
სანაპიროებსა და პირენეის ნახევარკუნძულზე. Ჩრდილოეთ აფრიკაში
დაარსებული კოლონია - კართაგენი, იმდენად ძლიერი გახდა რომ
ყველა ფინიკიურ ქალაქს გადააჭარბა და საკუთარი იმპერია შექმნა.
ფინიკიელები ძველ ცივილიზაციათა შუამავლები იყვნენ. მათ წამოიწყეს
გაცხოველებული ვაჭრობა და სწორედ მათმა სავაჭრო მოგზაურობებმა
ატარა მათი ხელოვნება, კულტურა და ცოდნა, რომელსაც ფლობდნენ
სხვა ხმელთაშუა ზღვის ხალხებს შორის. Მათი მთავარი სავაჭრო გზები
იყო ზღვით საბერძნეთის კუნძულებამდე, სამხრეთ ევროპაში, აფრიკის
ატლანტის ოკეანის სანაპირომდე და ძველ ბრიტანეთამდე.
შეუძლებელია დადგინდეს ზუსტად რა თანმიმდევრობით დაარსდა
ფინიკიური კოლონიები, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობიდან
გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კოლონიები ჯერ დაარსდა
აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, რადგან ის ყველაზე
ახლოს იყო ფინიკიასთან, ხოლო შემდეგ დაიწყო დასავლეთის
ათვისება.

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კოლონიები


ფინიკიელთათვის პირველი მიმზიდველი ახალი მიწა უნდა ყოფილიყო
კუნძული კითიმი, რომელიც შემდეგ კვიპროსის სახელით გახდა
ცნობილი. ის არც თუ ისე შორს მდებარეობდა მათი ნაპირებიდან.
პოზ იციიდან გამომდინარე მისი კოლონიზ ება შესაძლებელი იყო
საზღვაო ძალით და კუნძული გასასვლელს იძლეოდა სირიისა და
კილიკიის ნაპირებზე. Ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო კიტიონი,
თანამედროვე ლარნაკა და მასთან ერთად გოლგოი, იდალიონი და
ლაპითოსი. Ის, თუ როდის დაარსდა კოლონიები იქ უცნობია. კუნძული
მდიდარი იყო სხვადასხვა წიაღისეულით, რაც ბუნებრივია მიიზიდავდა
ისეთ ხალხს, რომელსაც ვაჭრობა და დასახლება სურდა. იქაური მიწის
ნაყოფიერება ეგვიპტეს უტოლდებოდა. აღსანიშნავია, რომ, როცა
ფინიკიელებისთვის პირველად ცნობილი გახდა კუნძული, ის უხვად
ტყიანი იყო. Იქ იყო დიდი რაოდენობით ფიჭვი და კედარი, რომელზეც
როგორც ამბობენ იმაზე უფრო დიდი იზრდებოდა ვიდრე ლიბანში
არსებული. აქ ასევე მოიპოვებოდა ძვირფასი მეტალი. ზოგიერთ
ადგილას შესაძლებელი იყო ოქროსა და ვერცხლის მოპოვება, თუმცა
მცირე რაოდენობით, უხვად კი მოიპოვებოდა რკინა. Ყველაზე მთავარ
მეტალს კი სპილენძი წარმოადგენდა. კუნძულის სხვა მნიშვნელოვანი
პროდუქტ ი იყო შესანიშნავი ხარისხის ხორბალი და კვიპროსული ღვინო .
კვიპროსიდან ფინიკიელებმა დაარსეს დასახლებები კილიკიაში,
რომელმაც თავიდანვე დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან აქ
გემთმშენებლობისთვის შესანიშნავი ხე-ტყე იზრდებოდა. ახალი
მიწებისთვის დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ფინიკიელები სანაპიროს
მიყვებოდნენ და ჯერ პამფილია, შემდეგ კი ლიკია გაიარეს. პამფილიაში
არ არის დასახლებული ადგილი, რომელსაც ფინიკიური შეიძლება
ეწოდოს, მაგრამ ლიკიაში ისინი ახდენენ ფაზელისის კოლონიზებას სხვა
ადგილებთან ერთად. ფაზელისს გასასვლელი ჰქონდა ზღვაზე და
მიჩნეული იყო რომ სამი ნავსადგური ჰქონდა. ლიკიის სანაპიროს
დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონი კარიას
სახელით იყო ცნობილი, სადაც მრავალი ფინიკიური დასახლება ჩნდება.
ფინიკიელებმა მოახდინეს როდოსის კოლონიზებაც, რომელიც კარიის
ნაპირებთან მდებარეობდა. როდოსზე იყო ნავსადგურები,
ხელმისაწვდომი ყველა კუთხიდან, რაც უზრუნველყოფდა თავშესაფარს
ნებისმიერ ამინდში. როდოსის კოლონიზაციამ გზა გახსნა სამხრეთ
დასავლეთით და ჩრდილო დასავლეთით სხვა კუნძულებისაკენ.
შესაძლოა, რომ იყო დრო, როცა ყველა ეგეოსის კუნძული ან
ფინიკიელთა საკუთრება იყო, ან მათ გავლენას აღიარებდა. შავი ზღვა
ფინიკიელთათვის კომერციული თვალსაზრისით არ იყო ხელსაყრელი,
ამიტომ არ უცდიათ იქ კოლონიების დაარსება. კრეტადან და კითერადან
მათ დაიწყეს შუა და დასავლეთ ხმელთაშუაზღვის და ჩრდილოეთ
აფრიკის ნაპირების გამოკვლევა.

გამოყენებული ლიტერატურა:
The History of Tyre. Fleming, Wallace Bruce. New York, Columbia University Press.
(წინასიტყვაობა IX-XII; გვერდი 133-134)
https://archive.org/details/historyoftyre00flemrich/page/n9/mode/2up

The Ancient Empires of the East. Sayce, Archibald Henry. London, Macmillan and co.
(გვერდი 182-184; 186-187; 210-211)
https://archive.org/details/ancientempirese06saycgoog/page/n8/mode/2up

Phoenicia. Kenrick, John. London, Fellowes. (გვერდი 71-81; 88-89)


https://archive.org/details/phoenicia00kenr/page/n7/mode/2up

History of Phoenicia. Rawlinson, George. London, Longmans. ( გვერდი 89-105)


https://archive.org/details/historyofphoenic00rawl/page/n9/mode/2up?
q=the+history+of+phoenicia

You might also like