You are on page 1of 3

1) .რომელი გეოგრაფიული მხარე არ მოუცავს დიდ ბერძნულ კოლონიზაციას?

ა. ჩრდ.აფრიკის სანაპირო; ბ. კასპიის დასავლეთ სანაპირო;


გ. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო; დ.ადრიატიკის სანაპირო.
2) ჩამოთვლილთაგან რომელი არაა მილეტელი ბერძნების დაარსებული?
ა. გიენოსი; ბ. ფაზისი; გ. აფსაროსი; დ. დიოსკურია.
3) რომელი რეფორმის გატარება უკავშირდება სოლონს?
ა, შეზღუდა იმპორტი და გაზარდა ექსპორტი.
ბ.აკრძალა თავისუფალი ათენელების გაყიდვა
გ.აკრძალა ზევსის გარდა ყველა კულტი
დ.არაბერძენ მოსახლეობას დაუწესა მაღალი გადასახადები.
4) .რატომ აძევებდნენ ათენის მოქალაქეებს პოლისიდან 10 წლით?
ა. მტერთან თანამშრომლობის გამო
ბ.მონასთან ქორწინების გამო
გ.ტირანიისადმი მიდრეკილების გამო
დ.თავისუფალი მოქალაქის მკვლელობის გამო.
5) ქრონოლოგიური პრინციპით დაალაგეთ მმართველები მათი მოღვაწეობის მიხედვით
უძველესიდან უახლესისკენ.
ა. სოლონი; ბ. ლიკურგე; გ. პერიკლე; დ. კლისთენე.
6) დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით უძველესიდან უახლესისკენ.
ა. სალამინის ბრძოლა; ბ. მარათონის ბრძოლა; გ. თერმოპილეს ბრძოლა; დ. პლატეა
ბრძოლა.
7) ზოროასტრიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა
ა) ბაბილონში ბ) ირანში გ) ასურეთში დ) მაკედონიაში
8) . თემისტოკლე ემხრობოდა:
ა. ზავის დადებას ირანთან; ბ. სახმელეთობრძოლის ტაქტიკას;
გ. საზღვაო ბრძოლის ტაქტიკას.დ. საბრძოლო მოქმედებების ირანში გადატანას.
9) რას წარმოადგენდა აგორა?
ა.ქალაქის მთავარ კარიბჭეს; ბ. ქალაქების ღმერთს ბერძნულ მითოლოგიაში;
გ. სახალხო შეკრების ადგილს საბერძნეთში; დ. ათენის მთავარ ტაძარს.
10) .ქრონოლოგიური პრინციპით დაალაგეთ მოვლენები უძველესიდან უახლესისაკენ.

ა. სარდურ II-ის ლაშქრობა კოლხაში; ბ. ტიგლათფილესერ I -ის ლაშქრობა დიაოხში;

გ. ურარტუს განადგურება; დ. არგიშთის ლაშქრობა დიაოხში.

11) .დაალაგეთ ქრონოლოგიურად ახლიდან ძველისაკენ.

ა.ავსტრალოპითეკი; ბ. ჰომო საპიენსი; გ.ჰომო ერექტუსი; დ. ჰომო ჰაბილის

12) . წაიკითხე წყარო და გაეცი პასუხი კითხვებს.

ჰეროდოტე ფინიკიელთა მოგზაურობაზე აფრიკის გარშემო.


გადმოსახლებულმა ფინიკიელებმა ელინებს მრავალი ცოდნა მოუტანეს.მათ შორის
დამწერლობა,რაც ელინებს, ვფიქრობ არ ჰქონიათ.ცხადია,რომ ლიბიას ყველა მხრიდან,გარდა
აზიისა,წყალი ესაზღვრება.ფარაონმა ნეხომ,როდესაც შეწყვიტა ნილოსიდან არაბეთის ყურეში
გამავალი არხის თხრა,გაგზავნა ფინიკიელები სამხრეთით, რომ მოსულიყვნენ ისინი ჰერაკლეს
სვეტებიდან ( თანამედროვე გიბრალტარის ყურე) ჩრდილოეთის ზღვაში და ეგვიპტეში.ამრიგად
დაიძრნენ ფინიკიელები ერიტრეის ზღვიდან სამხრეთის ზღვისკენ.გზად ისინი
ჩერდებოდნენ,სანაპიროზე თესავდნენ ხორბალს,ხოლო მოსავლის აღების შემდეგ აგრძელებდნენ
გზას.ამგვარად ისინი სამი წლის მოგზაურობის შემდგომ დაბრუნდნენ ეგვიპტეში.........ისინი
ყვებოდნენ ვფიქრობ მცდარად,თუმცა შეიძლება ეს ვინმეს სინამდვილედ ეჩვენოს,რომ ლიბიიის
გარშემო ნაოსნობისას მზე მარჯვნიდან ანათებდა.

1. როგორ ფიქრობ, რა როლი შეასრულა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივმა


რესურსებმა ფინიკიური ქალაქების ცხოვრებაში?

2. როგორ ფიქრობ ,რატომ არ იყო დამაჯერებელი მათ თანამედროვეთათვის ფინიკიელთა


აფრიკის გარშემო მოგზაურობის ისტორია.

3. ვინ არიან ჰეროდოტეს მიერ წყაროში ხსენებული ელინები?

13) რომელი სახელმწიფო ესაზღვრებოდა დიაოხს ძვ.წ.XII-X ს-ში

სამხრეთ-აღმოსავლეთით?

ა) ურარტუს სამეფო. გ) მითანის სამეფო

ბ) ასურეთის სამეფო დ) ხეთების სამეო.

14) რომელ წელს გაანადგურეს მიდიელებმა ურარტუ?

ა) ძვ.წ- 120წ. გ) ძვ.წ- 125წ.

ბ) ძვ.წ- 590წ. დ )ძვ.წ- 1112წ.

15) რომელ საუკუნეში შეიქმნა ასურეთის სამეფო და სად იყო მისი ცენტრი?

ა) ძვ.წ. XVI-XV ს. ქ. ილდამუსაში გ) ძვ.წ.XIII-XII ს. აშურში

ბ) ძვ.წ. XV-XIV ს. ტუმბაში დ) ძვ.წ.XII-XI ს. შაბილუში

16) ასურეთის რომელმა მეფემ დალაშქრა დიაოხი ძვ.წ.1112წელს?

ა) სალმანასარ V გ) ტიგლათფილასარ I

ბ) ასურბანიფალ II დ) ხათუსილი

17) როდის შეიქმნა ქართული ადრეკლასობრივი სახელმწიფო კოლხა?

ა) ძვ.წ XI ს-ში დიაოხის ჩრდილოეთით შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ბ) ძვ.წ. XI ს ასურეთის სამხრეთით შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

გ) ძვ.წ. XII ს -ში დიაოხის დასავლეთით. შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში


18) რომელ ქალაქ პოლისს ჰყავდა ორი მეფე?

ა) მილეტს ბ) სპარტას გ) ათენს დ) კორინთოს

19) რა გახდა პელოპონესის ომის დაწყების ერთ ერთი მიზეზი?

ა) ეპიდამში დაიწყო თეოკრატიული მმრთველობა

ბ) კორინთო გახდა დემოკრატიული მმართველობის პოლისი

გ) განაწყენებული კერკირა შეუერთდა ათენის კავშირს

დ) განაწყენებული პოტიდეა უპირისპირდება სპარტას

20) დაალაგე ქრონოლოგიურად უძველესიდან უახლესისკენ შემდეგი ბრძოლები

ისოსის ბრძოლა, გრანიკოს ბრძოლა, გავგამელას ბრძოლა

You might also like