You are on page 1of 51

ეროვნულის საგამოცდო პროგრამის

სიმულირებული ტესტი (7-17


ინსტრუქცია

თქვენს წინაშეა საგამოცდო ტესტის ელექტრონული ბუკლეტი

ყურადღებით გაეცანით ტესტის ყოველი დავალების ინსტრუქციას, კარგად გაიაზრეთ თითოეული დავალების მოთხოვნა და შემდეგ დაიწყეთ
მუშაობა.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 60

ტესტზე სამუშაოდ გეძლევათ 2 სააათი და 40


წუთი

გისურვებთ წარმატებას!
ინსტრუქცია დავალებისთვის № 1-35
თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. აარჩიეთ ოთხი
სავარაუდო პასუხიდან სწორი და გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე. თითოეული დავალება 1 ქულით
ფასდება.
(1) 1. როდის მოხდა ნილოსის ნაპირებზე არსებული დასახლებების გაერთიანება სამეფოებად?

ა) ძვ.წ. III ათასწლეულში ნილოსის დელტაში არსებული დასახლებები გაერთიანდნენ ორ -


ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებად;
ბ) ძვ. წ. V ათასწლეულში ნილოსის დელტაში შეიქმნა ერთი ცენტრალიზებული სამეფო, რომელმაც
გააერთიანა სანაპირო ზოლში განლაგებული დასახლებები;
გ) ძვ. წ. IV ათასწლეულში ნილოსის ნაპირებზე განლაგებული დასახლებები გაერთიანდნენ ჯერ
ორ სამეფოდ, ხოლო შემდეგ ერთ სახელმწიფოდ;
დ) ძვ.წ. IV ათასწლეულში ნილოსის დელტაში შეიქმნა ქვემო, ანუ ჩრდილოეთის სამეფო, ხოლო,
ერთი ათასწლეულის შემდეგ ჩამოყალიბდა ზემო, ანუ სამხრეთის სამეფო.
(1) 2. რა ძირითადი დანიშნულება ჰქონდა ძველი ეგვიპტელების მიერ აგებულ არქიტექტურულ
კონსტრუქციას - პირამიდას?

ა) პირამიდა წარმოადგენდა ქურუმების სავანეს, სადაც აღესრულდებოდა რელიგიური რიტუალები


და ხდებოდა მსხვერპლშეწირვა;
ბ) პირამიდა იყო საგანმანათლებლო დანიშნულების ნაგებობა, რომელშიც ფარაონის ოჯახის
წევრები შეისწავლიდნენ მეცნიერების მიღწევებს;
გ) პირამიდა წარმოადგენდა ფარაონების სამარხს;
დ) პირამიდა გამოიყენებოდა ჯერ მეფეების, ხოლო, შემდგომ კი ფარაონების ძირითად
რეზიდენციად.
(1) 3. საბოლოოდ როგორ დასრულდა ჰიქსოსებსა და ეგვიპტეს შორის დაპირისპირება?

ა) ფარაონ ამენხოტეპ IV-ის მმართველობის პერიოდში ჰიქსოსებმა გაურკვეველი მიზეზით


დატოვეს ეგვიპტე;
ბ) ჰიქსოსებსა და ეგვიპტეს შორის დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება და ჰიქსოსებმა დატოვეს
ოკუპირებული ქვეყანა;
გ) ჰიქსოსები ეგვიპტიდან განდევნა გაძლიერებულმა ხეთების სამეფომ;
დ) ეგვიპტელებმა ჯერ შეძლეს ჰიქსოსების კულტურული ასიმილაცია, შემდეგ კი დაამარცხეს და
ძალაუფლებას ჩამოაშორეს დამპყრობლები.
(1) 4. რითი იყო განპირობებული ახლო აღმოსავლეთში შორეული დაპყრობების დაწყება ძვ.წ. II
ათასწლეულში?

ა) მონოთეიზმის გავრცელებით;
ბ) ზოგიერთ სახელმწიფოში რეგულარული არმიის ჩამოყალიბებით;
გ) ცხენებისა და საბრძოლო ეტლის გამოჩენით;
დ) ახლო აღმოსავლეთის სამეფოების დასუსტებით.
(1) 5. ჩამოთვლილთაგან რომელმა ფარაონმა განავრცო ყველაზე შორს აზიაში ეგვიპტის ბატონობა?

ა) ამენხოტეპ IV-მ
ბ) თოტმეს II-მ;
გ) რამზეს II-მ;
დ) თოტმეს III-მ.
(1) 6. ეგვიპტის რომელ ფარაონს მოიხსენიებენ ისტორიკოსები „ფარაონ-რეფორმატორად“,
რომელსაც პოპულარულ ლიტერატურაში ასევე „მსოფლიოს პირველ პიროვნებასაც" უწოდებენ?

ა) რამზეს II-ს;
ბ) თოტმეს III-ს;
გ) ტუტანხამონს;
დ) ამენხოტეპ IV-ს.
(1) 7. რა ეწოდებოდა ღმერთს, რომელიც ამენხოტეპ IV-მ მანამდე არსებულ მრვალ ღვთაებას
ჩაანაცვლა ?

ა) ამონი;
ბ) ატონი;
გ) სეთი;
დ) რა.
(1) 8. რა ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული ის, რომ ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ
მმართველმა ელიტამ გააუქმა ფარაონის მიერ გატარებული რეფორმები და მისი სახელი
დავიწყებას მისცა?

ა) ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ დიდგვაროვნებმა აღიდგინეს რეფორმების შედეგად


წართმეული უფლებები;
ბ) მისი რელიგიური რეფორმით განსაკუთრებით იზარალეს სხვადასხვა ღვთაებათა ტაძრებმა და
ქურუმებმა, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი შემოსავალი;
გ) ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის სათავეში ყოფილი სამხედრო მეთაურები მოვიდნენ,
რომლებიც თავის დროზე ეხნატონმა ჩამოაშორა არმიას;
დ) ახალი მმართველები ეხნატონის რეფორმებს განვითარების შემაფერხებლად თვლიდნენ.
(1) 9. რა იყო ეხნატონის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტესა და ხეთებს შორის ბრძოლის განახლების
ძირითადი მოტივი?
ა) უძველეს სავაჭრო გზებზე კონტროლის დაწესება;
ბ) ეგვიპტისათვის ეს ბრძოლა წარმოადგენდა ერთგვარ პრევენციას ხეთების ექსპანსიის აფრიკის
კონტინენტზე გავრცელების შესაჩერებლად;
გ) წითელ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება;
დ) სირიის ტერიტორიის დაპატრონება.
(1) 10. რა მიზეზით ვერ შეძლეს ხეთებმა ქადეშის ბრძოლის საწყის ეტაპზე მოპოვებული
წარმატების ბოლომდე მიყვანა და ეგვიპტელთა საბოლოო დამარცხება?

ა) ბრძოლაში გვიან ჩაება ხეთების არიერგარდი, რამაც ეგვიპტელებს საკმარისი დრო მისცა
გადაჯგუფებისათვის;
ბ) ბრძოლის დროს მეფე მუვათალი სასიკვდილოდ დაიჭრა, რის გამოც ხეთებმა ვეღარ შეძლეს
ბრძოლის გაგრძელება;
გ) რამზეს II-ის არმია სრული განადგურებისაგან იხსნა დამხმარე დაქირავებულმა რაზმმა,
რომელიც ბრძოლაში მოგვიანებით ჩაერთო;
დ) ბრძოლის დროს მეფე მუვათალი ტყვედ ჩავარდა და უმეთაუროდ დარჩენილი ხეთები
უკუიქცნენ.
(1) 11. როდის წყვეტს არსებობას ძველი ეგვიპტე, როგორც კულტურული და პოლიტიკური
ფენომენი?

ა) ძვ.წ. 30 წლის აქციუმის ბრძოლაში მარკუს ანტონიუსისა და დედოფალ კლეოპატრა VII-ის


დამარცხების შემდეგ ეგვიპტე იქცა რომის იმპერიის პროვინციად;
ბ) ალექსანდრე დიდის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ეგვიპტეში გაბატონდა მაკედონური
წარმოშობის პტოლემეების დინასტია, რამაც საბოლოოდ მოუღო ბოლო ძველ ეგვიპტურ
ცივილიზაციას;
გ) ძველმა ეგვიპტემ, როგორც კულტურულ-პოლიტიკურმა ფენომენმა, არსებობა შეწყვიტა
არაბების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ, ახ.წ. VII საუკუნეში;
დ) ეგვიპტეს, როგორც თვითმყოფად კულტურულ და პოლიტიკურ ფენომენს ბოლო მოუღეს
ასირიელებმა, რომლებმაც დაიპყრეს ეგვიპტე ძვ. წ. 671-667 წლებში.
(1) 12. მოცემულ მსჯელობათაგან რომელი უკეთ აღწერს ძველი შუმერების კანონმდებლობის
ზოგად ბუნებას?

ა) შუმერული კანონმდებლობით, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობები


რეგულირდებოდა არა დაწერილი კანონების, არამედ მონარქის ცალკეული გადაწყვეტილებების
მეშვეობით;
ბ) შუმერული კანონები ძირითადად სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს
აწესრიგებდნენ;
გ) შუმერული კანონმდებლობა აწესრიგებდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ფართო
სპექტრს, რომელიც მოიცავდა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეთა შორის
სამართლებრივ ურთიერთობებს;
დ) შუმერული კანონმდებლობა იმით იყო გამორჩეული, რომ ის კონცენტრირდებოდა მხოლოდ
ადამიანთა შორის სამოქალაქო ურთიერთობების სამართლებრივ რეგულირებაზე.
(1) 13. შუმერების კულტურულ მიღწევათა შორის, რომელი დაედო საფუძვლად შუამდინარეთისა
და წინა აზიის მრავალ ცივილიზაციას?

ა) შუმერებმა გამოიგონეს ბორბალი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაში მესოპოტამიისა და


საერთოდ, წინა აზიის სხვა ცივილიზაციების განვითარებაში;
ბ) შუმერებმა გაავრცელეს სოფლის მეურნეობის წარმოების კულტურა, რამაც გარდატეხა შეიტანა
წინა აზიის ცივილიზაციათა ჩამოყალიბებასა და განვითარებაში;
გ) შუმერებმა შემოიღეს და განავითარეს საირიგაციო სისტემა, რამაც უდიდესი გავლენა იქონია
შუამდინარეთსა და წინა აზიაში კულტურული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე;
დ) შუმერებმა შემოიღეს ლურსმული დამწერლობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონში სხვა
კულტურულ ცივილიზაციათა განვითარებას.
(1) 14. ვინ იყო ადრედინასტიური პერიოდის ბოლოს ჩამოყალიბებული შუმერულ ქალაქ-
სახელმწიფოთა დიდი გაერთიანების პირველი მეფე?

ა) ლუგალზაგესი - უმის მმართველი;


ბ) გილგამეში - ურუქის მეფე;
გ) სარგონ დიდი - აქადის მეფე;
დ) ურ-ზაბაბა - კიშის მმართველი.
(1) 15. ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში შუამდინარეთში ორი სახელმწიფო ძლიერდება,
რომელთა შორის პირველობისათვის ბრძოლა ათას წელზე მეტხანს გაგრძელდა. რომელია ეს
სახელმწიფოები?

ა) ბაბილონი და ხეთების სამეფო;


ბ) ბაბილონი და ასურეთი;
გ) ასურეთი და ურარტუ;
დ) აქადი და ელამი.
(1) 16. ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ წყაროს ძველი
ბაბილონის სახელმწიფო მოწყობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შესასწავლად?

ა) დიორიტის სტელაზე დაწერილი ხამურაბის კანონები;


ბ) ეტრატზე დაწერილი ნასყიდობისა და ქირავნობის ხელშეკრულებები;
გ) ძველი ბაბილონელი ისტორიოგრაფისა და ქურუმის - ბეროსე ბაბილონელის მიერ სამ წიგნად
დაწერილი ბაბილონის ისტორია;
დ) დღემდე შემორჩენილი ქვის სტელები, რომლებზეც ლურსმული დამწერლობით არის
გადმოცემული იმდროინდელი სასამართლო გადაწყვეტილებები.
(1) 17. ჩამოთვლილთაგან რომელ სახელმწიფოს შეიძლება ეწოდოს კაცობრიობის ისტორიაში
პირველი მილიტარისტული იმპერია?

ა) ხეთების იმპერიას;
ბ) ასურეთის იმპერიას;
გ) ბაბილონს;
დ) ალექსანდრე დიდის იმპერიას.
(1) 18. საიდან მომდინარეობს ქალაქ აშურის სახელწოდება?

ა) ასურელების სემიტურმა ტომებმა ჩრდილო მესოპოტამიაში დაარსეს ქალაქ-სახელმწიფო და მას


საკუთარი ღმერთის - აშურის სახელი უწოდეს;
ბ) ეს სახელწოდება ევფრატის ერთ-ერთი შენაკადის სახელწოდებიდან მომდინარეობს, რომელიც
ქალაქს ჩაუდიოდა;
გ) ასე ეწოდებოდათ იმ სემიტურ ტომებს, რომლებმაც დაარსეს ეს ქალაქი;
დ) ქალაქს სახელი მისი დამაარსებელი ტომის ბელადის - აშურის სადიდებლად დაერქვა.
(1) 19. ჩამოთვლილთაგან, რომელი მიღწევა (გამოგონება, სიახლე) არ უკავშირდება ასურეთის
იმპერიას?

ა) საალყო მანქანები;
ბ) სამხედრო გზებისა და ხიდების მშენებლობა;
გ) რკინის იარაღი;
დ) დაპყრობილი ხალხების მასობრივი დეპორტაცია მათი საბოლოო ასიმილაციის მიზნით.
(1) 20. მოცემული ილუსტრაციიდან, ქვემოთ მოყვანილი რომელი დებულება შეესაბამება ამ
ისტორიულ მოვლენას?
ა) ძვ.წ. 568 წელს ბაბილონის მეფე ნაუბუქოდონოსორ II-ის მიერ ეგვიპტის დედაქალაქ თებეს აღება;
ბ) ძვ.წ. 332 წელს მაკედონიის მეფე ალექსანდრე III-ის მიერ ეგვიპტეში შეჭრა და ქალაქ
ალექსანდრიის დაარსება;
გ) ძვ.წ. 671 წელს ასურეთის მეფე ესარჰადონის მიერ ეგვიპტის დამორჩილება და მცირე ხნის
შემდეგ ისევ დაკარგვა;
დ) ძვ.წ. 525 წელს აქემენიდური სპარსეთის მეფე კამბიზეს II-ის მიერ ეგვიპტეში შეჭრა და ფსამტიკ
III-ს დამორჩილება.
(1) 21. სხვა ფაქტორებთან ერთად, ძირითადად რამ განაპირობა ხეთების იმპერიის დაცემა და
მცირე სამეფოებად დაშლა ძვ. წ. XIII საუკუნის ბოლოს?

ა) ხეთების იმპერია ტახტის პრეტენდენტთა შორის გამწვავებულმა შიდა დაპირისპირებამ ძლიერ


დაასუსტა და მან არსებობა შეწყვიტა;
ბ) იმპერიას მოულოდნელად თავს დაესხა კვლავ გაძლიერებული ეგვიპტე, რომელმაც საბოლოოდ
ბოლო მოუღო ხეთების ახალ სამეფოს;
გ) ხეთების სამეფომ ვერ გაუძლო „ზღვის ხალხებისა“ და ქასქების მომთაბარე ტომების მარბიელ
ლაშქრობებს;
დ) ხეთების იმპერია ემსხვერპლა კვლავ გაძლიერებული ასურეთის სამეფოს შემოსევას.
(1) 22. რა უკავშირდება დიაოხის მეფე უტუფურსის სახელს?

ა) იგი შეებრძოლა ქვეყანაში შემოჭრილ ურარტუს ლაშქარს, თუმცა, ბრძოლაში დამარცხდა და


იძულებული გახდა, დამორჩილებოდა მტერს;
ბ) ძვ.წ. VIII საუკუნის დასაწყისში მან შეძლო ურარტუსთან სამოკავშირეო ხელშეკრულების
გაფორმება, რითაც შეასუსტა დიაოხზე ასურეთის გავლენა;
გ) მან ისარგებლა ასურეთის დასუსტებით და ქვეყანა გაანთავისუფლა ოკუპანტებისაგან;
დ) ან დიაოხი ძლიერების მწვერვალზე აიყვანა, გააფართოვა ქვეყნის საზღვრები და მისი გავლენა
გაავრცელა მთელ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთზე.
(1) 23. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი აქამენიანთა სპარსული იმპერიის
გაძლიერებას?

ა) კიროს დიდმა საფუძველი ჩაუყარა დაპყრობილ ხალხებთან თანაარსებობისა და


თანამშრომლობის ტრადიციას, რის შედეგადაც დამარცხებულ სახელმწიფოთა პოლიტიკური
ელიტა ირანის სამეფოს სამსახურში ჩადგა;
ბ) აქამენიანთა მმართველობა განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა დაპყრობილი ხალხების
მიმართ, რაც მათ აიძულებდა მუდმივ მორჩილებაში ყოფილიყვნენ;
გ) აქამენიანთა მეფეები დაპყრობილ ტერიტორიებზე აარსებდნენ სპარსულ კოლონიებს და ხელს
უწყობდნენ მათ გაძლიერებას;
დ) აქამენიანთა მმართველობა აღინიშნა საკუთარი რელიგიის აგრესიული გავრცელებით
დაპყრობილ ტერიტორიებზე, რამაც მნიშვნელოვნად გააძლირა იმპერიული მმართველობა.
(1) 24. რომელი არ არის მართებული მსჯელობა დარიოს I-ის მიერ გატარებული რეფორმების
შესახებ?

ა) რეფორმების შედეგად, იმპერიის ტერიტორიულ ერთეულებში ძირითადად შენარჩუნებული


იქნა ადგილობრივი მმართველობის ტრადიციული ფორმები;
ბ) რეფორმის შედეგად ძირეულად შეიცვალა მანამდე არსებული ბაბილონური სამართლის
ფორმები და შემოღებული იქნა ახალი, სპარსული სამართალი;
გ) არიოსის მიერ ჩამოყალიბებული მმართველობის სისტემა თითქმის უცვლელად შენარჩუნდა
აქემენიანთა იმპერიის დამხობამდე;
დ) დარიოსის ადმინისტრაციულ-ფინანსურმა რეფორმამ მოაწესრიგა გადასახადების აკრეფა და
ხელი შეუწყო სამხედრო კონტინგენტის გაზრდას.
(1) 25. ვინ იყო დიაოხის მეფე, რომელიც შეებრძოლა ტიგლათფალასარ I-ის არმიას ძვ.წ. 1112 წლის
ლაშქრობის დროს?

ა) ასია;
ბ) სიენი;
გ) აზონი;
დ) უტუფურსი.
(1) 26. ურარტუსთან ერთად, რომელმა სახელმწიფომ ითამაშა გადამწყვეტი როლი დიაოხის
განადგურებაში?

ა) მიდიამ;
ბ) კოლხამ;
გ) მითანმა;
დ) ასურეთმა.
(1) 27. რომელი არის მართებული მსჯელობა პლატეის ბრძოლის შედეგის შესახებ?

ა) ბერძნებმა მოიპოვეს გადამწყვეტი გამარჯვება, რასაც მალევე მოჰყვა კიდევ ერთი წარ- მატება
მიკალესთან ბრძოლაში და მცირე აზიის ბერძნული ქალაქები განთავისუფლდნენ ირანელ
დამპყრობთაგან;
ბ) ბრძოლა აქემენიდთა გამარჯვებით დასრულდა, რამაც მათ გზა გაუხსნა დაუცველი ათენისაკენ;
გ) ბრძოლაში ბერძნებმა გაიმარჯვეს, თუმცა, იმავე წელს მიკალესთან გამართულ ბრძოლაში
ქსერქსემ შეძლო გამარჯვების მოპოვება და საბერძნეთის შემდგომი ბედი კვლავ კითხვის ნიშნის
ქვეშ დადგა
დ) ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა სპარსელთა დანაკარგები იმდენად დიდი
იყო, რომ ქსერქსე იძულებული გახდა პერსეპოლისში გაბრუნებულიყო.
(1) 28. რას გულისხმობდა სოლონის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პირველი რეფორმა,
რომელიც „სეისახთეია“ ეწოდა?

ა) გლეხობის საბეგარო გადასახადისაგან განთავისუფლებას;


ბ) მოქალქეთა ვალების ჩამოწერას და ვალის გამო მონად გაყიდვის აკრძალვას;
გ) მოქალაქეთა ფენებად დაყოფა-დახარისხებას და თითოეული ფენისათვის უფლება-
მოვალეობების დადგენას;
დ) სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატის რეფორმირებას.
(1) 29. რა დანიშნულებით იყენებდნენ ათენელები ოსტრაკონებს?

ა) ოსტრაკონი წარმოადგენდა ბრინჯაოს ფირფიტას, რომელიც მოქალაქის პირადობის მოწმობის


ფუნქციას ასრულებდა;
ბ) ოსტრაკონები შავი და თეთრი ფერის ბურთულები იყო, რომლებსაც სახალხო კრებაზე
კენჭისყრის დროს იყენებდნენ;
გ) ოსტრაკონს თიხის ფირფიტას უწოდებდნენ, რომელზედაც წერდნენ ქალაქიდან გასაძევებელი
პირის სახელს;
დ) ოსტრაკონი ეწოდებოდა სპეციალურ ჩაქუჩს, რომელსაც მოსამართლე რკინის ფირფიტას
ურტყამდა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
(1) 30. რომელია მართებული მსჯელობა ბერძნული კოლონიზაციის დროს კოლხეთის
განვითარების დონის შესახებ?

ა) ბერძნული კოლონიზაციის დროს კოლხეთი საკმაოდ დაწინაურებული ქვეყანა იყო


განვითარებული სოფლის მეურნეობით, მეტალურგიითა და ვაჭრობით;
ბ) ძვ.წ. VI საუკუნეში კოლხეთი ჯერ კიდევ ჩამორჩენილი სახელმწიფო იყო პრიმიტიული
შინამეურნეობითა და სუსტად განვითარებული ვაჭრობით;
გ) ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში კოლხეთი ჯერ კიდევ იძენდა სახელმწიფოებრიობის
ნიშნებს;
დ) კოლხეთში ბერძნები წააწყდნენ მათზე განვითარებულ ცივილიზაციას და კულტურას, რამაც
მათი გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე მინიმალური გახადა.
(1) 31. რა შედეგით დასრულდა იონიელების აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ ძვ.წ. 499-493
წლებში?

ა) 6 წლის თავგანწირული ბრძოლის შემდეგ ბერძნებმა შეძლეს სპარსელების განდევნა მცირე აზიის
ბერძნული პოლისებიდან;
ბ) მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, სპარსელებმა მაინც მოახერხეს იონიელების
დამარცხება;
გ) დარიოს I იძულებული გახდა, ზავი გაეფორმებინა აჯანყებულთა მეთაურ არისტაგორასთან,
რომლის თანახმად პოლისების მმართველები ამიერიდან ადგილობრივთაგან აირჩეოდნენ;
დ) სპარტასა და კორინთის დახმარების მიუხედავად, აჯანყებულებმა ვერ შეძლეს უპირატესობის
მოპოვება და საბოლოოდ დამარცხდნენ.
(1) 32. რა იყო ძვ.წ. 478 წელს ათენის პირველი „საზღვაო კავშირის“ შექმნის მთავარი მიზანი?

ა) პოლისებს შორის ვაჭრობის გაუმჯობესება;


ბ) ზღვაზე სპარტას ჰეგემონობის დამხობა;
გ) ქსერქსე I-ის არმიის საბერძნეთში მეორედ შემოჭრის შემდეგ სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლის
ერთობლივი ძალებით გაგრძელება;
დ) ათენის, როგორც საზღვაო ჰეგემონის ძალაუფლების აღიარება და განმტკიცება.
(1) 33. რა შემთხვევაში ენიჭებოდა ძველი ათენის მცხოვრებს მოქალაქეობა?

ა) თუ ის 10 წლის განმავლობაში იმსახურებდა ათენის ჯარში;


ბ) თუ ათენის ტერიტორიაზე უწყვეტად ცხოვრობდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში;
გ) თუ მისი ერთ-ერთი მშობელი მაინც დაბადებით ათენის მოქალაქე იყო;
დ) თუ მისი წინაპრები ორივე მშობლის მხრიდან ათენის მოქალაქეები იყვნენ.
(1) 34. რა განსაკუთრებული ნიშნით იყო გამორჩეული მსოფლიო ისტორიაში პელოპონესის ომი?

ა) ამ ომში მეომართა მანამდე არნახული რაოდენობა მონაწილეობდა - 2 მილიონი ჯარისკაცი;


ბ) ის იყო ძველი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი
ომი;
გ) მასში პირველად იქნა გამოყენებული იარაღის ახალი სახეობები, მათ შორის ე.წ. „ბერძნული
ცეცხლი“;
დ) მასში ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობდა.
(1) 35. რომელია მართებული მსჯელობა ძვ.წ. 425 წლის პილოსის ბრძოლის შედეგების შესახებ?

ა) პილოსთან ბრძოლაში გამარჯვებამ საბოლოოდ გადაწყვიტა პელოპონესის ომის ბედი ათენელთა


სასარგებლოდ;
ბ) პილოსთან ბრძოლით დასრულდა ე.წ. „არქიდამოსის ომის“ ეტაპი პელოპონესის ომში;
გ) პილოსის მარცხმა სპარტელებს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ, ზავი
შეეთავაზებინათ ათენისთვის;
დ) ათენელებმა ამ ბრძოლაში ფლოტის ნახევარი დაკარგეს, რის გამოც ვეღარ შეძლეს
უპირატესობის განვითარება.
ინსტრუქცია დავალებისთვის №36
დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს. დავალების
მაქსიმალური ქულაა 6. რუკის უკეთესი ხარისხისთვის შეგიძლიათ გამოსახულება გაადიდოთ.
კითხვები

(1) 36.1. რომელი სახელმწიფოს ტერიტორიია რუკაზე ყავისფრად აღნიშნული?


ა) ეგვიპტე; ბ) ლიბია; გ) შუმერი; დ) ასურეთი.

(1) 36.2. რას უწოდებენ რუკაზე წითლად აღნიშნულ ტერიტორიას?


ა) ჰიქსოსს; ბ) სირიის უდაბნოს; გ) ნუბიას; დ) ქვემო ეგვიპტეს.

(1) 36.3. მცირე აზიაში რომელი სახელმწიფო არსებობდა რუკაზე ასახულ პერიოდში?
ა) ხათების სამეფო; ბ) მიდიის იმპერია; გ) დიაოხი; დ) ხეთების სამეფო;

(1) 36.4. რომელი მმართველის პერიოდშია რუკაზე მუქი ყავისფრად მონიშნული ტერიტორია
გამოსახული?
ა) რამზეს II; ბ) თოტმეს I; გ) ამენხოტეპ IV; დ) თოტმეს III.
(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელი დედაქალაქები ეკუთვის ყავისფრად აღნიშნულ სახელმწიფოს?
ა) თებე, აშური; ბ) თებე, მემფისი; გ) აშური, ნინევია; დ) ხათუსა, ქანესი.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელი ნახევარკუნძული შედის ყავისფრად აღნიშნული სახელმწიფოს
ტერიტორიებში?
ა) სინას; ბ) ბალკანეთის; გ) მცირე აზიის; დ) ყირიმის.
ინსტრუქცია დავალებისთვის №37
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

37.1 და 37.2 კითხვებზე უპასუხეთ კონკრეტულად მოთხოვნილი მიზეზი და შედეგი. ზოგადი ხასიათის
მიზეზისა და შედეგის დასახელება არ შეფასდება. ამასთანავე, პასუხი არ უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ
შეცდომას.

37.3 და 37.4 დავალებები შეფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხებს ახლავს ლოგიკური


არგუმენტები, რომლებიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას. მხოლოდ დასახელება, არგუმენტის გარეშე,
არ ფასდება.

37.5 დავალება არ შეფასდება შემდეგ შემთხვევებში: ა) მოტანილია მხოლოდ ანალოგია და არ არის


დასასაბუთებლად მოტანილი არგუმენტები; ბ) მოტანილია არგუმენტები ანალოგიის დასასაბუთებლად,
მაგრამ არ არის დასახელებული თავად ანალოგია; გ) დასახელებული ანალოგია და დასასაბუთებლად
მოტანილი არგუმენტები ურთიერთშეუსაბამოა.
დავალება 37.
ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს დარიოს I-მა წამოიწყო ლაშქრობა ათენისა და მისი მოკავშირეების
წინააღმდეგ. გაჩაღდა ბერძენ-სპარსელთა პირველი ომი.

კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი.
(1) 37.2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება
აქემენიანთა იმპერიისა და ათენის გარდა და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ
ერთი არგუმენტით მაინც.
(1) 37.4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი,
აქემენიანთა იმპერიისა და ათენის გარდა და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ
ერთი არგუმენტით მაინც.
(1) 37.5. ბერძენ-სპარსელების ურთიერთობის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების
ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.
ინსტრუქცია დავალებისთვის №38
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ
ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.
ნაწყვეტი ძველი მსოფლიოს ისტორიიდან

ღვთაება ასურის, ჩემი მეუფის, დიადი ძალით, 16 უზარმაზარი მთა. კარგ ადგილას ჩემი
მე, ტიგლათფალასარი სამყაროს ოთხივ ეტლით მივდიოდი, ძნელად
მხარეზე სამართლიანად ვბრძანებლობ, გადასასვლელებში კი ბრინჯაოს წერაქვებით
რომელსაც არა ჰყავს მძლეველი ომში და ტოლი ვიკვლევდი გზას. მთის ხეები მოვჭერი და
ბრძოლაში. შორეულ მეფეთა ქვეყნებისაკენ, ხიდები გავდე ჩემი ჯარების გასავლელად.
რომელნიც ზემო ზღვის ნაპირას ცხოვრობდნენ გადავედი მდინარე ევფრატზე. ნაირის
და რომელთაც არ იცოდნენ მორჩილება, ქვეყნების მეფეებმა, მათ შორის დაიაენის
ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამგზავნა. გავემართე მეფემაც, შეკრიებს ეტლები და ჯარები და
გაუვალი გზებითა და მძიმე ბრძოლისა და ომისთვის გამოემართნენ. ჩემი
გადასასვლელებით, რომელთა წიაღიც არ თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს
უხილავს არც ერთ მეფეს; დახშული გზებითა დავატყდი მათ. აღვასრულე მათი
და ჩაკეტილი ბილიკებით გადავლახე მთები - მრავალრიცხოვანი ჯარების განადგურება. მათი
მეომრების გვამები მიმოვფანტე მთების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი
მწერვალებსა და მათლი ქალაქების მინდვრების ურიცხვი პირუტყვი წამოვიყვანე.
მახლობლად. მათი 120 შეჭურვილი ეტლი ნაირის ყველა მეფე ცოცხლად დავატყვევე. ეს
ბრძოლაში ხელთ ვიგდე. ნაირის ქვეყნების სხვა მეფეები შევიწყალე. მე მათ სიცოცხლე
60 მეფეს, რომელნიც მათ დასახმარებლად შევუნარჩუნე. ისინი, დატყვევებულნი და
მოვიდნენ, ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივდიე. შებოჭილნი, ჩემი ღვთაების, მეუფის, წინაშე
მათი დიდი ქალაქები დავიპყარ, მათი გავათავისუფლე და ფიცი მსახურებისა ჩემი
ნადავლი, მათი ქონება, მათი სარჩო - დიადი ღვთაებისადმი დავადებინე მომავლის
საბადებელი წამოვიღე. მათი ქალაქები დღეთათვის და სამარადისოდ. მათი ძენი, მათი
ცეცხლში დავწვი, დავარბიე, დავანგრიე, სამეფო ნაშიერნი, მძევლებად გამოვართვი. 1200
ნანგრევთა გორაკებად და ნამსხვრევებად ცხენი, 2000 სული მსხვილფეხა რქოსანი
ვაქციე. ცხენების, ჯორების, ჯორ-ცხენების პირუტყვი ხარკად დავადე და თავიანთ
მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი ქვეყნებში გავუშვი. სიენი, მეფე დაიაენის
ქვეყნებში გავუშვი. სიენი, მეფე დაიაენის
კითხვები იხილეთ შემდეგ
ქვეყნისა, რომელიც არ ემორჩილებოდა
გვერდებზე
ღვთაება ასურს, დატყვევებული და
შებოჭილი, ჩემს ქალაქ ასურში წავიყვანე და
იქ შევიწყალე იგი. ჩემს ქალაქ ასურიდან
დიად ღვთაებათა მორჩილი გავუშვი მე იგი
მორჩილებისა და სიცოცხლისათვის,
ნაირის ვრცელ ქვეყნებს მთლიანად
დავეუფლე და მათი ყველა მეფე ჩემს ფერხთ
წინაშე დავამხე.
(1) 38.1. წყაროს მიხედვით, როგორ ხსნის ტიგლათფალასარ I თავისი ლაშქრობის მიზეზს?
(2) 38.2. რომელი სახელმწიფოს მეფეა ტიგლათფალასარ I? წყაროში არსებული რომელი ინფორმაცია
ადასტურებს თქვენს მოსაზრებას?
(1) 38.3. რომელი საუკუნის დასასრულსა და რომელი საუკუნის დასაწყისში მეფობდა
ტიგლათფალასარ I?
(1) 38.4. რა არის ამ ლაშქრობის მიზანი?
(1) 38.5. რას უწოდებს ტიგლათფალასარი იმ ქვეყნების გაერთიანებას, რომლის წინააღმდეგ
გალაშქრებაცაა წყაროში აღწერილი?
(2) 38.6. რომელი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება იხსენიება წყაროში და რა ერქვა მის
მეფეს?
(1) 38.7. ლაშქრობის შემდეგ რა მეთოდს იყენებს მეფე დაპყრობილი ქვეყნების მორჩილებაში
ყოფნისთვის ?
(2) 38.8. ჩამოთვალე რა ნადავლი დარჩა ტიგლათფალასარს და ხარკის სახით რა წამოიღეს
დალაშქრული ქვეყნებიდან (დაასახელე მინიმუმ ოთხი)?
(2) 38.9. ძირითადად, მეურნეობის რომელი დარგი იყო დალაშქრულ ქვეყნებში განვითარებული?
თქვენი მოსაზრება დაამტკიცეთ წყაროში მოცემული ინფორმაციით.
(1) 38.10. რატომ წაიყვანა თან დაიაენის მეფე ტიგლათფალასარმა ?
@ნიკოლოზ
ნანუაშვილი. 2024
წელი.

You might also like