You are on page 1of 20

ისტორიის მოდელირებული ტესტი N1

ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.

გისურვებთ წარმატებას!

ინსტრუქცია დავალებებისთვის № 1-29.


თითოეულ კითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო
პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.

1.ჩამოთვლილთაგან ,რას გულისხმობს ნეოლითური


რევოლუცია?
ა.მიწათმოქმედებას
ბ.მესაქონლეობას
გ.ნადირობას
დ.ხელოსნობას
2.რომელ პერიოდს მიეკუთვნება თრიალეთის ,,ბრწყინვალე’’
ყორღანების კულტურა?
ა.ენეოლითს
ბ.ადრებრინჯაოს ხანა
გ.შუაბრინჯაოს ხანა
დ.ნეოლითს
3.რომელი ქალაქი წარმოადგენდა შუამდინარეთის მთავარ
ცენტრს?
ა.მემფისი
ბ.ასურეთი
გ.ბაბილონი
დ.ალექსანდრია
4. რა იყო პელოპონესის ომის უმთავრესი მიზეზი?
ა. დაპირისპირება კორინთოსა და ლაკედემონს შორის
ბ. გაძლიერებული მაკედონიის სამეფოს აგრესიული
პოლიტიკა
გ. ბრძოლა პირველობისთვის ათენსა და სპარტას
შორის
დ. სპარსელთა ბალკანეთში გაბატონების სურვილი

5.რომელი ფრაზაა სწორი?


ა.სოლონმა შემოიღო ,,მოქალაქის ცნება’’
ბ.კლისთენემ შემოიღო ,,მოქალაქის ცნება’’
გ.პერიკლემ შემოიღო ,,მოქალაქის ცნება’’
დ.ლიკურგემ შემოიღო ,,მოქალაქის ცნება’’

6.რატომ არ იხსენიება კოლხა ძვ.წ XII-XI სს.ასურულ


წყაროებში?
ა.ასურეთი დაიაენს ესაზღვრებოდა და მათ მეფეებს
კოლხაზე ხელი ჯერ არ მიუწვდებოდათ.
ბ.კოლხა ასურეთზე ძლიერი იყო და ასურული
წარწერები მხოლოდ გამარჯვებებს იხსენიებენ.
გ.ასურეთი და კოლხა მოკავშირეები იყვნენ
დ.ასურეთსა და კოლხას შორის ურარტუ მდებარეობდა
7.სტრაბონის მიხედვით რამდენი გვარი სახლობდა
ქართლში?
ა.2
ბ.5
გ.4
დ.3

8.რას შეუწყო ხელი ალექსანდრე დიდის იმპერიის


დაშლამ?
ა.კართაგენის სახელმწიფოს შექმნას
ბ.რომის სახელმწიფოს გაძლიერებას
გ.სასანური ირანის შექმნას
დ.პანელინური კულტურის გავრცელებას

9.რომელმა ბრძოლამ მისცა საფუძველი ოლიმპიადების


პროგრამებში სპორტის ერთ-ერთი სახეობის შეტანას?
ა.გავგამელას
ბ.პლატეას
გ.თერმოპილეს
დ.მარათონის

10.რომელ ბერძნულ ქალაქს დაარქვა კონსტანტინე


დიდმა კონსტანტინოპოლი?
ა.კონსტანტას
ბ.სინოპს
გ.ქალკედონს
დ.ბიზანტიონს
11.ასურეთის დედაქალაქი იყო?
ა.ტუშპა
ბ.ნინევია
გ.ილდამუში
დ.მემფისი

12. რა გახდა დიაოხის განადგურების მიზეზი?


ა. მეზობელ სახელმწიფოებთან დაპირისპირება
ბ. სტიქიური მოვლენით გამოწვეული ნგრევა
გ. მომთაბარეთა სისტემატური შემოსევები
დ. მრავალწლიანი მოუსავლიანობა

13. რა წარმოადგენდა სოლონის რეფორმების ერთ-


ერთ შედეგს?
ა. ტრიტიის ანუ არხონტთა კოლეგიის ჩამოყალიბება
ბ. სახალხო კრების ანუ ეკლესიის შექმნა
გ. არეოპაგის ანუ ბასილევსთა საბჭოს დაფუძნება დ.
ოთხასთა საბჭოს ანუ ბულეს დაარსება

14. როგორ განაპირობებდა პოლისებში არსებული


დემოგრაფიული ვითარება ბერძნული კოლონიზაციის
განვითარებას?
ა. პოლისებში არსებული ეთნიკური სიჭრელით
გამოწვეული ეკონომიკური წინსვლა ხელს უწყობდა
კოლონიზაციას
ბ. პოლისის მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა საარსებო
პირობების გაუმჯობესების მიზნით ახალ ადგილებზე
მიდიოდა საცხოვრებლად
გ. პოლისებს შორის არსებული დემოგრაფიული
დისბალანსი ერთი პოლისიდან მეორეში მოსახლეობის
გადასვლას იწვევდა
დ. ადგილობრივი მოსახლეობის სიმცირე პოლისებში
კოლონისტთა სახით დამატებითი მუშახელის მოსვლას
უწყობდა ხელს

15. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა პუნიკური


ომები?
ა. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აღდგენის
მცდელობამ
ბ. დიდი აბრეშუმის გზის ხელში ჩაგდების სურვილმა
გ. ბერძნულ პოლისებს შორის პირველობის მოპოვების
მცდელობამ
დ. ხმელთაშუა ზღვის აუზში გაბატონების სურვილმა

16. რომის იმპერიის მმართველობის ერთ-ერთ ფორმას


ეწოდება პრინციპატი, რადგან პრინცეპსი ერქვა:
ა. იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს
ბ. იმპერიაში მოქმედ კანონთა კრებულს
გ. იმპერიის უმაღლეს მმართველს
დ. იმპერიის პოლიტიკურ ელიტას

17. სხვა ცვლილებებთან ერთად, რას მოიცავდა


დიოკლეტიანეს მიერ განხორციელებული რეფორმა?
ა. ოლიგარქიის დაარსებას
ბ. ტეტრარქიის შემოღებას
გ. არისტოკრატიის დაფუძნებას
დ. პრინციპატის შექმნა

18.რომელი ცნობილი პოეტები მოღვაწეობდნენ


რომში ,ავგუსტუსის მმართველობისას:
ა.კალიგულა და ნერონი
ბ.მარკუს ავრელიუსი და ანტონიუს პიუსი
გ.მანეთონი და ციცერონი
დ.ოვიდიუსი და ვირგილიუსი

19.რას ნიშნავს (Pax Romana) ?


ა.რომაული ,,ოქროს ხანა’’-ს
ბ.რომაულ მშვიდობას
გ.პრინციპატის ხანას
დ.,,პური და სანახაობა’’-ს

20.რომელი სამთავროები ჩამოყალიბდა დასავლეთ


საქართველოში ,II საუკუნეში?
ა.იბერების და სასპერების.
ბ.ქასქების,სკვითების და კიმერიელების.
გ.ლაზების,აფშილების,აბაზგების და სანიგების.
დ.პონტოს,არმენიისა და სოფენეს.

21.რით განსხვავდებოდა დომინატე პრინციპატისგან?


ა.იმპერატორს ჯარისკაცები ირჩევდნენ
ბ.იმპერატორობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა.
გ.იმპერატორს სენატი ირჩევდა.
დ.იმპერატორს ხალხი ირჩევდა.

22.რომელ ქვეყნებში იყო მაზდეანობა ძირითადი


რელიგია?
ა.პართიასა და სასანურ ირანში
ბ.სასანურ და აქემენურ ირანში
გ.აქემენიანთა ირანში და პართიაში
დ.სელევკიდურ ირანში და პართიაში

23.რომელი ენეოლითური გორა სამოსახლოა ცნობილი


საქართველოში?
ა.გურიანთა
ბ.კუდარო
გ.ანასეული
დ.შულავერი

24.რომელი ქალაქის კოლონია არ არსებობდა?


ა.ათენის
ბ.მილეტის
გ.კორინთოს
დ.დიოსკურიის

25. რა შედეგით დასრულდა ბრძოლა სომხეთისათვის


რომსა და პართიას შორის,ახ.წ I საუკუნეში?
ა.სომხეთში გაბატონდა რომი
ბ.სომხეთი გადაეცა პართიას
გ.გაიყვეს სომხეთის ტერიტორიები
დ.სომხეთი მოექცა ორმაგი დამოკიდებულების ქვეშ

26.ვინ აიღო კოლხას სამეფო ქალაქი ილდამუში?


ა.ურარტუს მეფე მენუამ
ბ.ასურეთის მეფე ტიგლათფალასარმა.
გ.ურარტუს მეფე არგიშთიმ
დ.ურარტუს მეფე სარდურ II-მ

27.რომელი დინასტია მეფობდა ირანში III საუკუნიდან?


ა.აქემენიანთა
ბ.სასანიანთა
გ.სეფიანთა
დ.არშაკიანთა

28.რომელ წელს მოხდა ყველაზე სისხლისმღვრელი


ბრძოლა იონიელებსა და დორიელებს შორის?
ა.ძვ.წ 490 წელს,მარათონთან
ბ.ძვ.წ 480 წელს,თერმოპილესთან
გ.ძვ.წ 418 წელს,მანტინეასთან
დ.ძვ.წ 405 წელს,არგინიუსის კონცხთან
29.რომელ სფეროში არ გაუტარებია რეფორმა
ფარნავაზს?
ა.სამხედრო-ადმინისტრაციულ
ბ.რელიგიურ
გ.საკანონმდებლო
დ.კულტურულ-საგანმანათლებლო
ინსტრუქცია დავალებებისთვის № 30-32.
ქრონოლოგიურად დაალაგეთ
ისტორიული მოვლენები ან
პიროვნებები.

30.ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ


მსოფლიოში მომხდარი მოვლენები:
1.ტეტრარქიის შექმნა
2.I ტრიუმვირატის შექმნა
3.ომი რომსა და მითრიდატე ევპატორს შორის

31. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ


მსოფლიოში მომხდარი მოვლენები:
1.სალამინის საზღვაო ბრძოლა
2.სომხეთის მეფის ტიგრან II დიდის დამარცხება
რომაელების მიერ
3.სიცილიის ექსპედიცია

32.ქრონოლოგიური თვალსაზრისით დაალაგეთ რომის


ისტორიაში მომხდარი მოვლენები:
1.კანეს ბრძოლა
2.სპარტაკის აჯანყება
3.კართაგენის განადგურება
ინსტრუქცია დავალებებისთვის № 33-34.
ყურადღებით გააანალიზეთ ილუსტრაციაზე
მოცემული ინფორმაცია და უპასუხეთ
კითხვებს. ყოველ კითხვას გაეცით
კონკრეტული და ამომწურავი პასუხი.
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის
შესაბამის ადგილას. №33 დავალების
მაქსიმალური ქულაა 5

დავალება 33.
(1) 33.1 რა ეწოდება ილუსტარციაზე გამოსახულ
პროცესს.
(1) 33.2 რომელ სახელმწიფოში მომხდარი
ისტორიული მოვლენის ერთი ეპიზოდია ასახული
ილუსტრაციაზე?
(1) 33.3 რას ასახავს ილუსტრაციაზე გამოსახული
ხალხის მდგომარეობა?
(1) 33.4 რა რაოდენობის ხალხი შეიძლება იყოს
ილუსტრაციაზე გამოსახული?
(1) 33.5 რომელი მმართველის მოღვაწეობის პერიოდს
ემთხვევა აღნიშნული ილუსტრაცია?
დავალება 34.
ილუსტრაცია N1

ილუსტრაცია N2

(1) 34.1 ჩამოთვალე სამი რეგალია რომელსაც


ატარებდა N2 და N1 ილუსტრაციაზე
გამოსახული პირი
(1) 34.2 ვინ და რომელი ისტორიული სიტყვები
წარმოსთქვა N2 და N1 ილუსტრაციაზე
გამოსახული მოქმედებების დროს ?
(1) 34.3 რა შედეგით და რომელ წელს
დასრულდა ისტორიული მოვლენა, რომლის
ერთი ეპიზოდიც N1 ილუსტრაციაზეა ასახული?
(1) 34.4 დაასახელეთ პირები რომლებიც
მონაწილეობდნენ უშუალოდ N2
ილუსტრაციაზე ასახულ მოქმედებაში.

ინსტრუქცია დავალებებისთვის № 35 და 36.


ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი
ტექსტები და შეასრულეთ დავალებები.
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის
შესაბამის ადგილას. გაითვალისწინეთ,
არგუმენტი უნდა იყოს კონკრეტული, ნათლად
ჩამოყალიბებული და დასრულებული აზრის
მქონე. თითო არგუმენტი ფასდება 1 ქულით.

დავალება 36.
ძვ.წ 539 წელს,ბაბილონის დაპყრობის
შემდეგ,აქემენიანთა მეფე კიროსმა იქ მცხოვრები
ებრაელები სამშობლოში დააბრუნა,საკუთარი სახელმწიფოს
სახსრებით აღადგინა მათი ტაძარი და
ერთგვარი ,,რელიგიური ავტონომიაც’’ მიანიჭა.

მოიტანეთ ერთი არგუმენტი რომლითაც სპარსეთის


იმპერიაში მცხოვრები ერებისთვის ,,რელიგიური
ავტონომიის’’ შემოღების მომხრე საკუთარ პოზიციას
დაიცავდა.

მოიტანეთ ერთი არგუმენტი რომლითაც სპარსეთის


იმპერიაში მცხოვრები ერებისთვის ,,რელიგიური
ავტონომიის’’ შემოღების მოწინააღმდეგე საკუთარ პოზიციას
დაიცავდა.

ინსტრუქცია დავალებისთვის №37. დავალებაში


მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა.
(1) 37.1 რომელი საუკუნის ვითარებაა ასახული
რუკაზე?
(1) 37.2 რას ვუწოდებთ იმ ქართულ პოლიტიკურ
ერთეულს, რომლის ტერიტორიაც, რუკის მიხედვით,
გაწევრიანებული იყო ,,ნაირის ქვეყნებში’’.
(1) 37.3 რუკის მიხედვით დაასახელეთ ასურეთის
დედაქალაქი.
(1) 37.4 დაასახელეთ მეორე ქართული პოლიტიკური
ერთეული რომელიც არსებობდა ამ პერიოდში.
(2) 37.5 რუკის მიხედვით ჩამოთვალე სამი უძლიერესი
სახელმწიფო რომელიც შავი ზღვის
სამხრეთით,ვანის ტბის მიდამოებში და მდინარეებს
ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარეობდა.
(2) 37.6 დაასახელე ორი კონკრეტული მონარქი
რომელიც ძვ.წ XV-XIV საუკუნეში მოღვაწეობდა
ეგვიპტეში.

ინსტრუქცია დავალებისთვის №38.


ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ
მოტანილი ისტორიული დოკუმენტი,
გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს. დავალების მაქსიმალური
ქულაა 17.

ოთხწლიანი მზადების შემდეგ ქსერქსემ საბერძნეთზე გასალაშქრებლად


ისეთი დიდი და ძლევამოსილი ჯარი შეკრიბა,რომლის მსგავსი ქვეყანაზე
არსად და არასდროს ყოფილა.ზოგმა ხომლადები მოიყვანა,ზოგმა-
ქვეითები ,სხვებმა-ცხენოსნები.ნაწილს კი ლაშქრისათვის საჭირო საზრდო
უნდა გადაეღო.
ქსერქსეს ჯარს გზად ორი წინააღმდეგობა უნდა დაეძლია:ათონის
კონცხი და ჰელოსპონტი.
ათონის კონცხზე არხი უნდა გაეთხარათ,ჰელოსპონტზე კი ხიდი
აეგოთ.არხის სიგრძე ოც მონაკვეთად დაიყო და ოცი სხვადასხვა
ეროვნების ხალხი თხრიდა მიწას.აზიასა და ევროპას შორის სრუტის
ყველაზე ვიწრო ადგილას კი ეგვიფტელმა და ფინიკიელმა ოსტატებმა ორი
ხიდი ააგეს.
დაიძრა ქსერქსეს ჯარი ლიდიიდან.გზად პირველი მდინარე
ლაშქარს და ცხოველებს დასალევად არ ეყოთ.შვიდი დღე და შვიდი ღამე
შეუსვენებლად გადადიოდნენ ჰელოსპონტზე.ყველას იკრებდნენ ვინც გზაზე
ხვდებოდნენ და აიძულებდნენ მათთან ერთად ელაშქრათ.სპარსელებს
ჩრდილოეთი და თითქმის მთელი შუა საბერძნეთი უბრძოლველად
დანებდა.,,მიწა და წყალი’’ მხოლოდ სპარტელებმა,ათენელებმა და მათმა
უახლოესმა მეზობლებმა არ დათმეს.ათენსა და სპარტაში ქსერქსეს
მაცნეები არც გაუგზავნია,რადგან ადრე დარიოსმა გაგზავნა და უკან
ცოცხლებიც აღარ დაბრუნებულან.
სპარსელთა სიმრავლემ აიძულა ათენელი და სპარტელი
მმართველები,დაევიწყებინათ შუღლი და ერთიანად
ემოქმედათ.უერთმანეთდ ისინი მაინც ვერაფერს შეძლებდნენ:სპარტას
ჰყავდა ძლიერი ჯარი და სუსტი ფლოტი,ათენს-ძლიერი ფლოტი და სუსტი
ჯარი.ქსერქსე კი საბერძნეთზე ჯარითაც მოდიოდა და ფლოტითაც.მათ
დახმარების თხოვნით ელჩები გაგზავნეს არგოსში,კორკირაში,სირაკუზსა
და კრეტაზე.
ქსერქსემ არგოსში ბერძნებზე ადრე გაგზავნა მაცნე ასეთი
მიმართვით:არგოსელებო,თქვენ ჩვენი წინაპრები ხართ,ჩვენ კი თქვენი
შთამომავლები,არ შეგფერით ჩვენს წინააღმდეგ გამოლაშქრება.დარჩით
შინ, და დაელოდეთ მეფე ქსერქსესგან დაფასებას.ამიტომ არ გამოვიდნენ
არგოსელები სპარსეთის წინააღმდეგ.
კორკირმა მოციქულებს ერთით უპასუხა,მეორე კი
გააკეთა.აღჭურვეს სამოცი ხომალდი და გააგზავნეს,მაგრამ მეზღვაურებს
ფარული ბრძანება მისცეს,შუა გზაში გაჩერებულიყვნენ და ომის
დასასრულს დალოდებოდნენ და ვინც გაიმარჯვებდა მასთან მისულიყვნენ.
სირაკუზი სიცილიაში საბერძნეთის უძლიერესი სახელმწიფო
იყო.არანაკლებ ძლიერი,ვიდრე ათენი და სპარტა.თუმცა სიცილიელ
ბერძნებს თავიანთი მტერი ჰუავდათ-კართაგენი,რომელთანაც ბრძოლაშიც
თავის დროზე არ დაეხმარნენ ელინები.
კრეტამ კი უარი განაცხადა იმიტომ,რომ ასე ურჩიეს დელფოსის
სამისნოში.ორაკული ამცნობდა: ,,გაიხსენეთ როგორ გეხმარებოდნენ
ელინებს ელენეს გამო შურის საძიებლად.როგორ გაუკაცრიელდა ტროას
ომის შემდეგ კუნძული შიმშილისა და ჭირისაგან.
ასე გამოისტუმრა ოთხმა უძლიერესმა ბერძნულმა სახელმწიფომ
ათენი და სპარტა და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაეხმარა.
სპარსელები წინ მიიწევდნენ.დაიკავეს თესალია და მიუახლოვდნენ
თერმოპილეს გადმოსასვლელს.შეიკრიბნენ ბერძნები თერმოპილეს
დასაცავად,სულ ოთხი ათასი კაცი.
მათ შორის იყო სამასი სპარტელი მეფე ლეონიდასის მეთაურობით.
ქსერქსე ოთხი დღე ელოდა.ეგონა ბერძნებს შეეშინდებოდათ და
უკან დაიხევდნენ,ბერძნები კი ადგილიდან არ იძვროდნენ.მეხუთე დღეს
ქსერქსემ თავის მეომრებს უბრძანა წინ წასულიყვნენ და ბერძნები ვიწრო
ხეობიდან გამოედევნათ.დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა.სპარსელები
გაფანტულად ესხმოდნენ თავს მტერს,ბერძნები კი დარტყმას შეკრული
მწკკრივით უხვდებოდნენ.იგი სპარსელთა ყველა შეტევას მუსრავდა და
უკუაქცევდა.ქსერქსემ ბრძოლაში თავისი რჩეული,უმამაცესი ათი
ათასი ,,უკვდავი’’ არმია ჩართო,მაგრამ სპარტელების წყობა ვერც ამ
რჩეულმა მეგობრებმა შეარყიეს და პირი იბრუნეს.ვიწრო გასასვლელში
გვამების გროვა აღიმართა,სპარსეთის მეფე საგონებელს მიეცა და აღარ
იცოდა საქმისთვის როგორ მოევლო.
ამ დროს მასთან მოღალატე ბერძენი მივიდა დამტრის ბანაკში
შესასვლელი ბილიკი მიასწავლა.მხოლოდ მწყემსებისთის ნაცნობი ვიწრო
ბილიკით სპარსელეთა რაზმი მთაში ავიდა და ლეონიდასის მეომრების
ზურგში აღმოჩნდნენ.სპარსელებმა ორი მხრიდან მიიტანეს იერიში.მათ უკან
მათრახებით იდგნენ მეთაურები და დარტყმით ყველას წინ-წინ
მიერეკებოდნენ.ბევრი ზღვაში ცვიოდა და იღუპებოდა ,ბევრი მიწაზე
ეცემოდა და ცოცხლად ითელებოდა.
ელინები გაშმაგებით იბრძოდნენ.როცა შუბები
გადაუტყდათ,მახვილებით დაუწყეს ჩეხა.ვისაც მახვილი არ შერჩა ,ხელებით
და კბილებით იბრძოდა.ასე გაგრძელდა,ვიდრე ბარბაროსებმა ისინი ისრის
სეტყვით არ დამარხეს.

38.1 (2) რომელ ხალხებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას


აღწერს ისტორიული წყარო?
38.2 (2) რომელ დინასტიას მიეკუთვნებოდა ტექსტში
მოხსენიებული ქსერქსე და ამ დინასტიის რომელ,კიდევ
ერთ,ტექსტში მახსენებ წარმომადგენელს უკავშირდება
აღნიშნული დაპირისპირების დაწყება?
38.3 (3) ჩამოთვალეთ ქვეყნები,რომლებიც წყაროს
მიხედვით,დაპყრობილი ჰქონდა ქსერქსეს იმპერიას.
38.4 (1) წყაროში არსებული არაერთი ადგილის მიხედვით,რა
უპირატესობა ჰქონდა ქსერქსე ჯარს მოწინააღმდეგესთან
შედარებით?
38.5 (1) რომელი სრუტეა ტექსტში ნახესნები ჰელოსპონტი?
38.6 (2) წყაროს მიხედვით რა მიზეზებმა აიძულა ათენი და
სპარტა გაერთიანებულიყვნენ?
38.7 (2) წყაროს მიხედვით,იმ ოთხი სახელმწიფოდან,რომლებიც
არ დაეხმარნენ ათენსა და სპარტას,რომელი ორი მათგანის
მოქმედება იყო განპირობებული მტრის მიმართ შიშით და იმის
ვარაუდით,რომ შეიძლებოდა დაპირისპირებაში ქსერქსეს
გაემარჯვა?
38.8 (2) წყაროს მიხედვით,თავდაპირველად რატომ ვერ შეძლეს
ქსერქსე მეომრებმა თერმოპილეს ხეობაში გამაგრებული
მოწინააღმდეგის დამარცხება და საბოლოოდ რა გზით
მოახერხეს მათ ეს ?
38.9 (1) ქრისტეს შობამდე რომელ წელს მოხდა ტექსტში
აღწერილი ბრძოლა?
38.10 (1) საბოლოოდ,რომელი მხარის გამარჯვებით დასრულდა
წყაროში აღწერილი დაპირისპირება?

საბოლოო ქულა 70//

ტესტი შედგენილია ისტორიის III კურსის სტუდენტის მიერ.


შალვა მინდაძე.
რეცენზენტი:ნინო პოპიაშვილი-თელავის IX საჯარო სკოლის
პედაგოგი

(2019s CopyrightBy@ShalvaMindadze)
@ისტორიისაბიტურიენტები 2020 წელი.

You might also like