You are on page 1of 3

1. რა ცვლილება მოხდა ნეოლითის ხანაში?

ა. ადამიანმა დაიწყო მომთაბარეობა


ბ. გაჩნდა ქვის იარაღი
გ. დასრულდა პატრიარქატი
დ. ჩაისახა მწარმოებლური მეურნეობა

2. რა ცვლილება განიცადა ფინიკიელების მიერ შექმნილმა ანბანმა შემდგომში?


ა. მათ მიერ შემოღებულ თანხმოვან ასოებს ბერძნებმა ხმოვნები დაუმატეს
ბ. ეტრუსკებმა მათი ანბანის თითოეულ ნიშანს შეუსაბამეს ხმოვნები და თანხმოვნები
გ. მათ მიერ შემოღებული ასო-ნიშნები ლათინებმა დაალაგეს ალფადან ომეგამდე
დ. ბაბილონელებმა მათ მიერ შემოღებულ ასოებს შეუსაბამეს რიცხვითი მნიშვნელობა

3. რას გულისხმობდა დარიოს I–ის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმა?


ა. საპიტიახშოების დაარსებას
ბ. სამარზპანოების წარმოქმნას
გ. სატრაპიების ჩამოყალიბებას
დ. პოლისების სისტემის რეფორმირებას

3. მეფე ხამურაბის დროინდელი რომელი უძველესი დოკუმენტია ჩვენამდე მოღწეული?


ა. საგადასახადო დავთრები
ბ. კანონთა კრებული
გ. მეფეთა ქრონიკები
დ. საერთაშორისო ხელშეკრულება

4. რა გახდა დიაოხის განადგურების მიზეზი?


ა. მეზობელ სახელმწიფოებთან დაპირისპირება
ბ. სტიქიური მოვლენით გამოწვეული ნგრევა
გ. მომთაბარეთა სისტემატური შემოსევები
დ. მრავალწლიანი მოუსავლიანობა

5. როგორ განაპირობებდა პოლისებში არსებული დემოგრაფიული ვითარება ბერძნული


კოლონიზაციის განვითარებას?
ა. პოლისებში არსებული ეთნიკური სიჭრელით გამოწვეული ეკონომიკური წინსვლა ხელს
უწყობდა კოლონიზაციას
ბ. პოლისის მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ახალ
ადგილებზე მიდიოდა საცხოვრებლად
გ. პოლისებს შორის არსებული დემოგრაფიული დისბალანსი ერთი პოლისიდან მეორეში
მოსახლეობის გადასვლას იწვევდა
დ. ადგილობრივი მოსახლეობის სიმცირე პოლისებში კოლონისტთა სახით დამატებითი მუშა-
ხელის მოსვლას უწყობდა ხელს

6. რა წარმოადგენდა სოლონის რეფორმების ერთ-ერთ შედეგს?


ა. ტრიტიის ანუ არხონტთა კოლეგიის ჩამოყალიბება
ბ. სახალხო კრების ანუ ეკლესიის შექმნა
გ. არეოპაგის ანუ ბასილევსთა საბჭოს დაფუძნება
დ. ოთხასთა საბჭოს ანუ ბულეს დაარსება

7. რომელი სამეფოს განადგურება უკავშირდება ძვ. წ. XIII საუკუნეში დასავლეთიდან


შემოჭრილი ე.წ. „ზღვის ხალხების“ სახელს?
ა. მითანის
ბ. ეგვიპტის
გ. სპარსეთის
დ. ხეთების

8. რატომ განაპირობებდა პოლისებში არსებული შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომები


ბერძნული კოლონიზაციის განვითარებას?

ა. დამარცხებული მხარე ხშირად იძულებული იყო დაეტოვებინა პოლისი და ახალი


საცხოვრებელი ადგილი ეძებნა
ბ. მეომარი მხარეები დამატებით სამხედრო ძალებს ქირაობდნენ და სანაცვლოდ პოლისში
დასახლების უფლებას აძლევდნენ
გ. გამარჯვებულებს უფლება ეძლეოდათ, თავისი პოლიტიკური მომხრეები სხვა ადგილებიდან
პოლისში გადმოესახლებინათ
დ. გამარჯვებულები იღებდნენ ვალდებულებას დამარცხებულთა ქონებით საზღვაო
ექსპედიციები დაეფინანსებინათ

9. რომელ სახელმწიფოსთან ბრძოლაში განადგურდა დიაოხი?


ა. ასურეთის
ბ. ხეთების
გ. ურარტუს
დ. სპარსეთის

10. ვის ეკუთვნის ცნობა სპარსეთის სამეფოს სატრაპიებად დაყოფის შესახებ?

ა. აპიანეს
ბ. თუკიდიდეს
გ. სტრაბონს
დ. ჰეროდოტეს

11. რომელი სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია იყო ზოროასტრიზმი?

ა. სასანიანთა ირანის
ბ. აბასიანთა სახალიფოს
გ. პტოლემაიოსების ეგვიპტის
დ. პონტოს სამეფოს
12 . რომელ სამეფოებთან ბრძოლაში განადგურდა ასურეთის სახელმწიფო ძვ.წ. VII საუკუნეში?

ა. მიდიისა და ბაბილონის
ბ. ბაბილონისა და ეგვიპტის
გ. ეგვიპტისა და ხეთების
დ. ხეთებისა და მიდიის

You might also like