You are on page 1of 40

დიპლომატიური მიმოწერა

,,ელჩებს თავის განკარგულებაში არც საჰაერო


ხომალდები აქვთ, არც მძიმე ქვეითები და არც
ციხე- სიმაგრეები. მათი ერთადერთი იარაღი არის
სიტყვები და ხელსაყრელი შესაძლებლობები,
რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად
გამოყენებული”
დიპლომატიური მიმოწერა წარმოადგენს
ყველაზე კონსერვატულ სფეროს დიპლომატიურ
პროტოკოლში
დიპლომატიური მიმოწერის
ისტორიიდან
დიპლომატიურ მიმოწერას, როგორც
დიპლომატიური საქმიანობის ყველაზე
მნიშვნელოვან კომპონენტს, ღრმა ისტორიული
ფესვები გააჩნია.
ყველაზე ძველი ხელშეკრულების დოკუმენტი (ეგვიპტელებსა-
რამზეს II და ხეთებს - ხათუშილი III შორის 1269 ჩვ.წ.) XIII ს.
დიპლომატიური მიმოწერის ყველაზე ძველი ნიმუში „ამარნას წერილები“
ამარნას წერილები - დიპლომატიური ხასიათის მიმოწერა ძვ.წ 14ე საუკუნის
ფარაონებსა და მათი თანამედროვე ქანაანის, მესოპოტამიის,
ანატოლიისა მმართველებს შორის.
შემორჩენილი დოკუმენტების სტრუქტურა
(შესავალი, სახელშეკრულებო ნაწილი, დასკვნა)
ანალოგიურია თანამედროვე სახელშეკრულებო
დოკუმენტების სტრუქტურის )).
დიპლომატიური მიმოწერის ჩამოყალიბებას
ხელი შეუწყო დიპლომატიურმა საქმიანობამ,
კერძოდ:

 ანტიკური პოლისების;
 ბიზანტიის, სადაც უკვე არსებობდა რწმუნების
სიგელების პროტოტიპები;
 შუა საუკუნეების იტალიის
მაგრამ, თანამედროვე დიპლომატიური
საქმიანობის საფუძვლები (მათ შორის
დიპლომატიური მიმოწერის) ახალი პერიოდის
ეპოქაში ჩაეყარა

1. 1814-1815 წლების ვენის კონგრესმა


2. 1818 წელს აახენის კონგრესმა

ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე აქტიურად


ვითარდებოდა დიპლომატიური
კორესპონდენციის მიტანის სამსახური.
დიპლომატიური მიმოწერისა და
დოკუმენტაციის შემუშავება გაგრძელდა

 1961 წლის ვენის კონვენციაში დიპლომატიური


ურთიერთობების შესახებ (24-ე მუხლი).

 ვენის 1963 წლის კონვენციაში საკონსულო


ჩინოვნიკების შესახებ (33-ე მუხლი).
საინტერესო ფაქტები ისტორიიდან

მიგელ დე სერვანტეს (1547-1616)   ესპანელი


მწერალი, პაპის ლეგატის მისიის წევრი;
ჯონატანი სვიფტი (1667-1745)-ირლანდიელი მწერალი.
აქტიურად მონაწილეობდა დიპლომატიურ
საქმიანობაში;
პიერ ბომარშე (1732-1799) - ფრანგი დრამატურგი და
პუბლიცისტი - აშშ-ში საფრანგეთის დიპლომატიური
მისიის  სათავეში;
ალექსანდრე გრიბოედოვი (1795-1829)-რუსი მწერალი
და დიპლომატი
დიპლომატიურ კორესპონდენციასთან მუშაობა
დიპლომატების საქმიანობის ერთ-ერთი
მთავარი სფეროა

და წარმატების მიღწევა, როგორც ცალკეულ


სტრუქტურაში ისე მთლიანად საგარეო საქმეთა
სამინისტროში, მთლიანად დაკავშირებულია
იმასთან, თუ რამდენად
პროფესიონალურად ფლობს თითოეული
თანამშრომელი ამ ხელოვნებას
დიპლომატიურ მიმოწერას წარმოადგენს ორი ტიპის
დოკუმენტაცია:

1. შიდასაუწყებო (ქვეყნის შიგნით)


2. საერთაშორისო (ქვეყნებს შორის)
დიპლომატიურ მიმოწერაში არსებობს
სპეციფიკური მოთხოვნები

შიდა (ოფიციალური) კორესპონდენციისთვის


დამახასიათებელია:
სიმარტივე, სიზუსტე და კონკრეტულობა.

ხოლო სახელმწიფოთაშორის (დიპლომატიური)


კორესპონდენციისთვის დამახასიათებელი
თვისებებია:
 1. სიფრთხილე, ტაქტი, თავშეკავება

 2. დიპლომატიურ ენაში მიღებული კონკრეტული


ფრაზებისა და ტერმინების ცოდნა,
 3. ადგილსამყოფელი ქვეყნის პოლიტიკის, წეს-
ჩვეულებებისა და კანონების გათვალისწინება.
აგრეთვე დიპლომატიური მიმოწერა შესაძლებელია
დაიყოს:

 შიდა მიმოწერაზე (მიმოწერა თავის მთავრობასთან


და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან) -
დაშიფრული დეპეშები, დახასიათებები, ცნობები,
მოლაპარაკებე-ბისათვის განცხადებების და
სიტყვების პროექტები, ხელშეკრულებების
პროექტები და ა.შ.;
 მიმოწერა ადგილსამყოფელი ქვეყნის
მთავრობასთან და საგარეო საქმეთა
სამინისტროსთან (ნოტები, მემორანდუმები)
შიდასაუწყებო დოკუმენტაცია:

 საორგანიზაციო;
 განკარგულებები, დადგენილებები;

 საინფორმაციო;

 ადმინისტრაციული

 საფინანსო და ა.შ.
საერთაშორისო დოკუმენტები:

 დიპლომატიური;
 საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები
(საერთაშორისო ორგანიზაციებში)
დიპლომატიური მიმოწერის
ობიექტი/სუბიექტი

დიპლომატიური კორესპონდენციის სუბიექტი


არის გამგზავნი.
  დიპლომატიური კორესპონდენციის ობიექტი,
ე.ი. დიპლომატიური ინფორმაციის
მომხმარებელი არის მიმღები.

საერთაშორისო ურთიერთობების ყველა


აქტორი წარმოადგენს დიპლომატიური
მიმოწერის საგანს და ობიექტს.
დიპლომატიური კორესპონდენციას
წარმოადგენს :

 მიმოწერის დოკუმენტები (პირადი ნოტა,


ვერბალური ნოტა, მემორანდუმი და ა.შ.);
 არა მიმოწერის დოკუმენტები (მიმართვა,
დეკლარაცია, განცხადება, რწმუნების სიგელი და ა.შ.)
დიპლომატიური მიმოწერა იყოფა
დოკუმენტაციაზე, რომელს

1. ხელს აწერს ელჩი (უმაღლესი კომისარი, ნუნცი,


დესპანი, ინტერნუნცი) - პირადი ნოტა,
ცირკულარული ნოტა, სამახსოვრო ბარათი,
მემორანდუმი...

2. არ ეწერება ხელი - ვერბალური ნოტა...


მიმოწერა ქვეყნებს შორის ხორციელდება
შემდეგნაირად:

1. წერილის გაგზავნა სახელმწიფოს ენაზე (რაც ხშირად


ქმნის პრობლემას);

2. მიმღები სახელმწიფოს ენაზე (რაც ასევე საპრობლემოა,


არსებობს სახელმწიფოები, სადაც 1,2,3...ოფიციალური ენაა -
ბელგია: ფრანგული, ნიდერლანდული, გერმანული;
კანადაში-ინგლისური, ფრანგული...);

3. საერთაშორისო ენაზე (ჩინური, ინგლისური, ესპანური,


არაბული, რუსული, პორტუგალიური, ფრანგული)
ნოტა - ოფიციალური დიპლომატიური დოკუმენტი,
რომელიც დიპლომატიური მიმოწერის ერთ-ერთ
ფორმას წარმოადგენს.

განასხვავებენ პირად, ვერბალურ, ცირკულარულ


ნოტას.
ნოტა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას გარკვეული
გარემოებებისა და ფაქტების დაკავშირებით

ან

პროტესტის განცხადებას ადრესატის მიერ


განხორციელებული ქმედებების შესახებ.
პირადი ნოტა

იწერება ელჩის სახელით. აქვს წერილის ფორმა,


იწყება და მთავრდება კომპლიმენტებით. პირადი ნოტა
იბეჭდება სანოტო ბლანკზე, შედგენილია პირველ
პირში და ხელს აწერს ელჩი, ბეჭედი არ აქვს + ქვემოდ
მისამართი

პირადი ნოტის მიღება დასტურდება ასევე პირადი


ნოტით.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო
თბილისი, 2015 წლის 15 ივლისი
 
პატივცემულო ბატონო ელჩო,
 
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულითადი მადლობა თქვენი მოლოცვის
გამო ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
იმედს გამოვთქვამ, რომ მეგობრული ურთიერთობა საქართველოსა და
თქვენს ქვეყანას შორის გამნტკიცდება და განვითარდება ჩვენი
ხალხების სასიკეთოდ.
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა გადმოგცედ, ბატონო ელჩო,
თქვენდამი ჩემი გურწრფელი პატივისცემა.
 
პირადი ხელმოწერა
 
ბატონ . . .
 
საქართველოში . . .
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს
ქ. თბილისი
ვერბალური ნოტა
მეტად გავრცელებული დოკუმენტია. ეხება სხვადასხვა
მიმდინარე საკითხს, დაბეჭდილია სანოტო ბლანკზე,
შედგენილია მესამე პირში და ხელმოუწერელია.

ზედა მარჯვენა კუთხეში - სახელმ. გერბი+დაწესებულების


დასახელება (საელჩო, საგარ. საქმ. სამინ.)

შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი კომპლიმენტი,


საკითხის შინაარსი და დასასრული-კომპლიმენტი.

ბოლოში აქვს მხოლოდ გამგზავნი დაწესებულების


ბეჭედი და ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებულია
ადრესატის მისამართი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
თბილისი, 2015 წლის 15 ივლისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს
თავის ღრმა პატივისცემას საქართველოში პოლონეტის
რესპუბლიკის საელჩოს მიმართ და მისი 2015 წლის 10
ივლისის ნოტის პასუხად აქვს პატივი აცნობოს შემდეგი :
 
___________ _
 
___________ _
 
სამინისტრო სარგებლოს შემთხვევით, რათა განუახლოს
საელჩოს თავისი ღრმა პატივისცემა.
 
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის
საელჩო
 
ქ. თბილისი
ცერკულარული ნოტა
ოფიციალური დიპლომატიური წერილობითი მიმართვა
რამოდენიმე სახელმწიფოსათვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
თბილისი, 2015 წლის 15 ივლისი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს
თავის პატივიცზემას საქართველოში აკრედიტებული ყველა
სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ და
აქვს პატივი მოიწვიოს საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც
გაიმართება 2015 წლის 1 აგვისტოს ქ. თბილისში, ფილარმონიის
დარბაზში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე აქვს პატივი
შეატყობინოს საელჩოებს, რომ მოსაწვევი ბარათები აღნიშნულ
ღონისძიებაზე დასასწრებად დაუგზავნებათ სამინისტროს
პროტოკოლის სამსახურის მიერ 2015 წლის 5 ივლისს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლოს
შემთხვევით, რათა გამოხატოს საელჩოების მიმართ თავისი
ღრმა პატივისცემა.
 
საქართველოში
აკრედიტებული ყველა ქვეყნის საელჩოს
ქ. თბილისი
მემორანდუმი

დიპლომატიური აქტის სახეობა, რომელსაც იყენებენ


როგორც ოფიციალურ დოკუმენტს მიმოწერის დროს
(ქვეყნის შიგნით და საგარეო ურთიერთობებშიც).

სხვა დოკუმენტებთან შედარებით (ნოტები,


სამახსოვრო წერილები), რომელიც დგება მოკლე
ფორმით, მემორანდუმში საკითხს აშუქებენ
დეტალურად, კეთდება ანალიზი, ეძლევა
არგუმენტაცია.
მემორანდუმი შესაძლებელია იყოს

 დანართის სახით პირად ან ვერბალურ ნოტასთან ამ

 დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელი გადაეცემა


პირადად ან კურიერით
პირველ შემთხვევაში იბეჭდება უბრალო სანოტო
ქაღალდზე და არა ბლანკზე, სახელმწიფო
სიმბოლოების გარეშე, არ სჭირდება ნუმერაცია და
გაგზავნის თარიღი;

მეორეში - იბეჭდება ოფიციალურ ბლანკზე, გაგზავნის


ადგილისა და თარიღის მითითებით.

აგრეთვე, მემორანდუმს იყენებემ როგორც


საერთაშორისო ხელშეკრულების ნაირსახეობას,
რომელში განსაზღვრულია მხარეების ქმედებების
შეთანხმება.
ამ შემთხვევაში მას ხელს აწერს ყველა მხარე.
დიპლომატიაში არსებობს წესები:
გამომდინარე იქედან , რომ დიპლომატიური
მიმოწერის ყველა დოკუმენტი არის ოფიციალური,
დოკუმენტის სახის არჩევას ექცევა სერიოზული
ყურადღება. ის უნდა შეესაბამებოდეს
კონკრეტულ შემთხვევას.

ვერბალურ ნოტაზე პასუხობენ ვერბალური ნოტით,


პირად წერილზე-პირადი წერილით.

დიპლომატიურ დოკუმენტზე აუცილებელია გაეცეს


პასუხი.

წერილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული


ადრესატის გვარი, სახელი, ტიტული
წერილზე პასუხის გაცემა სავალდებულოა
10 დღეში

თუ საკითხი დეტალურ განხილვას მოითხოვს,


მაშინ სამი დღის განმავლობაში უნდა აცნობოთ,
რომ წერილი მიღებულია და 30 დღის
განმავლობაში გაეცეს საბოლოო პასუხი.
სამახსოვრო ბარათი - დოკუმენტი, რომელიც დგება
მესამე პირში, არ აქვს არ ხელწერა, არც ბეჭედი.
მხოლოდ რიცხვი.
ასეთ ფორმას იყენებენ დიპლომატები საუბრების
შემდეგ, სამახსოვროდ.
პირადი წერილი

იგზავნება ელჩის მიერ არაოფიციალურ შემთხვევასთან


დაკავშირებით (მილოცვა, მწუხარება...). იწერება
ხელით.
დიპლომატიური კორესპონდენციის საიდუმლოების
დასაცავად, არსებობს

ეროვნული ინსტიტუტები ან დიპლომატიური კურიერების


სამსახურები,
რომლებსაც გააჩნია დიპლომატიური იმუნიტეტი,
არიან სპეციალურად მომზადებული, შეიარაღებული და
აღჭურვილი დიპლომატიური კორესპოდენტების
გადასაცემად.

დიპლომატიური დოკუმენტაცია იგზავნება კურიერით , მისი


პოსტით გაგზავნა შეუძლებელია!
დიპლომატიური კურიერების საქმიანობა
რეგულირდება საერთაშორისო სამართლით ან
ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი
ხელშეკრულებებით.

ჩამორთმევა, მითვისება, მისაკუთრება,


პერლუსტრაცია და დიპლომატიური
კორესპონდენციის განადგურება ისჯება კანონით.

You might also like