You are on page 1of 14

10 ტესტური დავალება, 5 ორ ქულიანი წერილობითი საკითხი.

1 ათქულიანი თეორიული
საკითხი.

1) რომელი საერთაშორისო ხელშეკრულებით რეგლირდება შავი ზღვის სრუტეების


კონტროლი.
პას: კონტრას კონვენცია

2) რას ნიშნავს ოკუპაცია


პას: გარკვეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალით კონტროლის
განხორციელაბა

3) რას ნიშნავს კარმიდამო საერთაშორისო დიპლომატიურ სამართალში


პას: საელჩოს ტერიტორია, შენობები, რომელიც შემოსაზღვრულია ითვლება
კარმიდამოდ, დაცულია მშვიდობიანობისა და ომის დროს, არავის შესვლა არ
შეუძლია ამ სახელმწიფოს მეთაურის ჩათვლით

4) საერთაშორისო კონფერენციას, როცა მოიწვევა, გადაწყვეტილება როგორ


მიიღება
პას: ხმათა უმრავლესობით, კონსენსუსით,

5) საჰაერო ხომალდი კოსმოსში, ვის ემორჩილება


პას: ალმის კანონის მიხედვით, იმ სახელმწიფოს იურისდიქციას, რომლის ალამსაც
ატარებს

6) ვინ შეიძლება იყოს საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის ინიციატორი


პას: სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო სამართლის
სუბიექტი

7) საზღვაო სამართალის ნორმები არეგულირებს. სახელმწიფოს უფლებამოსილებას


დედამიწაზე არსებულ აკვატორიაში.
პას: ყველა პახუხი სწორია: ზღვები, ოკეანი, ყურე

8) თანამგზავრთა ობიექტების ქვედა ზღვრათ მიჩნეულია


პას: 110-120 კილომეტრი ოკეანის ზედაპირიდან

9) თუ კოსმონავტი საფრთხეში ჩავარდა რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს .


პას: გაწიოს დახმარება, დააბრუნოს თავის ქვეყანაში, კოკსმოსური ხომალდიც
დაუბრუნოს მესაკუთრე სახელმწიფოს.

10) დიპლომატიურ კორპუსში ვინ შედიან:


პას: ელჩები, ატაშეები, კონსულები
11) ვიზე ვრცელდება დიპლომატიური იმუნიტეტი
პას: დიპლომატებზე (ელჩბი) და მათ ოჯახის წევრებზე

12) კონფლიქტის დროს როგორი იარაღის გამოყენება არ შეიძლება


პას: ისეთის, რომელიც დამატებით ზიანს და ტკივილს რომ იწვევს

13) საერთაშორისო სისხლის სამართლის წესდებას წარმოადგენს


პას: რომის სტატუტი

14) საერთაშორის შეიარაღებულ კონფლიქტად როგორი კონფლიქტი მიიჩნევა


პას: რომელშიც მონაწილეობს რამდენიმე სახელმწიფო

15) არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტად ითველაბა


პას: როცა ერთ მხარეს არის სახელმწიფო, ხოლო მეორე მხარეს გაკვეული
ჯგუფები: აჯანყებულები თუ ასე შემდეგ

16) სამოქალაქო დანიშნულები ობიიექტები


პას: ყველა ის ობიექტი, რომელიც არ არის სამხედრო დანიშნულების

17) სტრასბურგი რა შემთხვევაში იღებს საქმეს


პას: ყველანაირი შიდა ინსტაცია ამოწირულია

18) რა შემთხვევაშია ომი კანონიერი:


პას: თავდაცვითი ომი

განსაზღვრეთ მააკრეტიდირებელი სახელმწიფო

1) ყოველი დიპლომატიური წარმომადგენლის (დიპლომატიური წარმომადგენლობის


მეთაურის) უფლებრივი მდგომარეობა სამ საწყისს ეყრდნობა და აქედან ერთ -
ერთი აკრედიტება ანუ აკრედიტაციაა. ყოველი დიპლომატიური წარმომადგენელი
აღიჭურვება უფლებამოსილებით, რომელიც რწმუნების სიგელისა ან რწმუნების
წერილის სახით ფორმდება და გადაეცემა წარმომადგენლის მიერ
ადგილსამყოფელი ქვეყნის სათანადო ორგანოს. ამ მომენტიდან დიპლომატიური
წარმომადგენელი აკრედიტებულად ითვლება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში .
ანუ მააკრედიტებელი სახელმწიფო არის ის სახელმწიფო, რომლიდანაც იგზავნება
დიპლომატიური წარმომადგენელი, ხოლო ადგილსამყოფელი სახელმწიფო არის
ის სახელმწიფო, რომელშიც იგზავნება ეს დიპლომატიური წარმომადგენელი .

ელჩის უარის თქმის პროცედურები

2) დიპლომატიურ წარმომადგენლის დანიშვნა და გამოწვევა სპეციალური წესის


დაცვით უნდა ხდებოდეს. დიპლომატიური წამომადგენლობის მეთაურის
კანდიდატურა შეთანხმებულ უნდა იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს
სათანადო ორგანოებთან. მხოლოდ მისი თანხმობის ანუ აგრემანის მიღებისას
მააკრედიტებელი სახელმწიფოს ორგანოები საბოლოოდ აფორმებენ
დიპლომატის გაგზავნის საკითხებს. უცხო სახელმწიფო უფლებამოსილია
პირდაპირ თქვას უარი აგრემანის მიცემაზე ან ხელოვნურად იმდენად დააყოვნოს
(თვე და მეტი) პასუხი, რომ მეორე სახელმწიფოსათვის ნათელი გახდება მისი
უარყოფითი პოზიცია. არც ერთი სახელმწიფო მოვალე არ არის დაასაბუთოს
აგრემანის მოუცემლობის მიზეზები, ეს მისი სუვერენული ეფლებაა.

პერსონა ნონ გრანტად გამოცხადება, რა უნდა გააკეთოს


სახელმწიფომ, ამ დიპლომატმა, და რა ხდება, როცა ეს პირი არ
ტოვებს სახელმწიფოს

3) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხობოს მაარედიტებელი


მთავრობისაგან ამა თუ იმ დიპლომატიური აგენტების გამოწვევა ან
წარმომადგენლობის შემადგენლობის რომელიმე თანამშრომლის
თანამდებობიდა გადაყენება და სამშობლოში გამოთხოვა.
პირველ შემთხვევაში დიპლომატიური აგენტი ,,პერსონა ნონ გრატა’’-დ
ანუ ,,არასასურველ პიროვნებად’’ ცხადდება ,,მიუღებე შემთხვევაში
წარმომადგენლობის თანამშრომელი ,,მიუღებელ პიროვნებად’’ იწოდება ,
რადგანაც მას დიპლომატიური რანგი არ გააჩნია. ადგილსამყოფელი
სახელმწიფოს ასეთი აქტი შეიძლება არც იყოს მოტივირებული, სამაგიეროდ
მააკრედიტებელმა სახელმწიფომ მაშინვე უნდა გამოითხოვოს თავისი
წარმომადგენლობის თანამშრომელი. თუ ეს არ მოხდება, ადგილსამყოფელი
სახელმწიფოს მთავრობას შუძლია უარი განაცხადოს მისთვის არასასურველი ან
მიუღებელი პიროვნების წარმომადგენლობის თანამშრომლად ცნობაზე და ძალით
გააძევოს კიდევაც ის ქვეყანიდან.
დიპლომატიური აგენტის ,,persona non grata’’-დ გამოცხადების მიზეზი შეიზლება
გახდეს მააკრედიტებელი სახელმწიფოს ქმედება ან თავად დიპლომატიური
აგენტის მიერ ჩადენილი ქმედება, მათ შორის ჯაშუშობა, ქვეყნის საშინაო საქმეებში
ჩარევა მეამბოხეთა მსარდაჭერით ან სხვა რაიმე სახით, სახელმწიდოს ან
მთავრობის მეთაურის მიმართ უპირატესობის გამომჟღავნება , ადგილსამყოფელი
მთავრობის პოლიტიკის უხეში კრიტიკა და ა.შ.
დიპლომატიური კორპუსის იერაექია

4) უმაღლესი დიპლომატიური რანგები:


ა) ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ა) ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი

უფროსი დიპლომატიური რანგები:


ა) უფროსი მრჩეველი
ბ) მრჩეველი
გ)უმცროსი მრჩეველი

უმცროსი დიპლომატირი რანგები:


ა) პირველი მდივანი
ბ) მეორე მდივანი
გ) მესამე მდივანი
დ) ატაშე

სახელმწიფოს ტერიტორია რა არის

5) სახელმწიფო ტერიტორია არის დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი , რომელიც


მოცემულ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება. სახელმწიფო
ტერიტორიის ფარგლებში ერთო სახელმწიფოს ძალაუფლება უნდა ბატონობდეს ,
ხოლო მისი იურისდიქცია უნდა იყოს სრული და შეუზღუდველი. ეს თვისება
სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი ძირითად მხარეს წარმოადგენს და ,
როგორც უკვე ვიცით, ტერიტორიული უზენაესობის სახელწოდებას ატარებს .

როგორ ხდება ტერიტორიის ცვლილება კანონიერად

6) საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები სახელმწიფო ტერიტორიის შეძენისა და


შეცვლის მხოლოდ ისეთ საშუალებებს ითვალისწინებს, რომლებიც ერთა
თვითგამორკვევის უფლებისა და მოსაზღვრე სახელმწიფოების
კეთილმეზობლური თანამშრომლობის პრინციპებიდან გამომდინარეობს .
თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფო შეძენის ან
შეცვლის პირველწყაროს ერის თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს . ყოველი
ერი, რომელიც სხვა სახელმწიფოს ფარგლებშია მოქცეული და ეროვნულ -
განმათავისუფლებელი ბრძოლის შედეგად იძენს დამოუკიდებლობას ,
ავტომატურად კვეცას მეტროპოლიის სახელმწიფო საზღვრებს და თავის ეროვნულ
ტერიტორიაზე დამოუკიდებელ ორგანიზაციას ქმნის. იგივე ითქმის უკვე არსებულ
სახელმწიფოზე, რომელიც სხვა სახელმწიფოს უერთდება ფედერაციის ,
ავტონომიიან ინკორპორაციის საწყისებზე.
ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ნების
გამომჟღავნებას კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების ან პლებისციტის
(ანუ საყოველთაო რეფერენდუმის) სახით.
როდესაც ერთი სახელმწიფო მეზობელ სახელმწიფოსთან შეთანხემით ცდილობს
მოაწესრიგოს სასაზღვრო ტერიტორიების საკითხი, რის შედეგად ადგილი აქვს ამ
ტერიტორიების მცირე ნაწილების გაცვლა გამოცვლას ან ცალმხრივ დათმობას ,
პლებისციტის საკითხი არ ისმება. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას მხოლოდ
ოპტაციის უფლება ენიჭება. აუცილებელია, რომ ეს აქტი ჭეშმარიტად
თანასწორუფლებიან და ნებაყოოფლობით შეთანხმებას ეყრდნობოდეს . თუ
შეთანხმება ძალდატანებითაა დადებული, მაშინ იგი კაბალურად ითვლება , და
დაზარალებულ მხარეს პირველივე შესაძლებლობისას შეუძლია უარი თქვას
ხელშეკრულებაზე.

რას არეგულირებს საზღვაო სამართალი

7) თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სამართალი რთულ და მრავალფეროვან


დარგს წარმოადგენს. იგი მოიცავს იმ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ
სახელმწიფოების უფლება-მოვალეობებს საზღვაო სივრცეზე: შიდა წყლებში,
არქიპელაგურ წლებში, ტერიტორიულ ზღვაში, სრუტეებში, განსაკუთრებულ
ეკონომიკურ ზონაში, ღია ზღვაში და სხვა.

საზღავო ზონების ჩამოთვა

8) შიდა წყლები, ტერიტორიული ზღვები, ღია ზღვა, დახურული და ნახევრად


დახურული ზღვები, განსაკუტრებული ეკონომიკური ზონა, კონტინენტური შელფი ,
საერთაშორისო სრუტეები და არხები.

კოსმოსუირი სამართალი რას სწავლობს

9) საერთაშორისო საჰაერო სამართალი საერთაშორისო სამართლის ნაწილია ,


რომელიც საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო
სამართლის სუბიექტებს შორის ურთიერთობის ერთობლიობაა. ხოლო
საერთაშორისო სამართლის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც
არეგულირებენ საჰაერო სივრცის მიღმა არსებული უჰაერო სივრცის
სამართლებრივ რეჟიმს, ეწოდება საერთაშორისო კოსმოსური სამართალი .

რა არის რეპატრიაცი
10) რეპატრიაციის დროს საზღვარგარეთ მცხოვრები პირები ბრუნდებიან თავის
ქვეყანაში, რომლის მოქალაქეები ისინი ოდესღაც იყვნენ. როგორც წესი, ამ
შემთხვევაში მოქალაქობის შეძენის გაადვილებული წესი მოქმედებს.

10 ქულიანი

1) მოქალაქეობის თემა

საერთაშორისო სამართალში მოსახლეობის ქვეშ იგულისხმება გარკვეული


სახელმწიფოს ტერტორიაზე მცხოვრები და მის იურისდქციას დაქვემდებარებული ყველა
ადამიანის ( ფიზიკური პირის) კრებადობა. ეს კრებადობა არ არის ერთიანი . იგი
რამდენიმე კატეგორიისგან შედგება, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან
უფლებრივი მდგომარეობის მოცულობით და შინაარსით. ეს კატეგორიები შემდეგია :

ა) კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეები (მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ):

ბ) ორი მოქალაქეობის მქონე პირები (ბიპატრიდები)

გ) უცხოელი მოქალაქეები

დ) მოქალაქეობის არმქონე პირები (აპატრიდები)

მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა ყოველი სახელმწიფოს


სუვერენული უფლებაა. თუმცა მიუხედავად ამისა, თანამედროვე რეალობაში
სახელმწიფოების ეკონომიკურ, პოლიტიკური და კულტურული გადაჯაჭვულობიდან
გამომდინარე, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის პრაქტიკამ შეიმუშავა მთელი რიგი
საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მოსახლეობის სხვადასხვა
კატეგორიებს ეხებიან. მხედველობაში გვაქვს უცხოელთა უფლებრივი რეჟიმის
მოწესრიგება, აპატრიდებისა და ბიპატრიდების მდგომარეობის რეგლამენტაცია ,
იურიდიული დახმარების აღმოჩენა, საერთაშორისო ბოროტმოქმედებასთან ერთობლივი
ბრძოლა.

მოქალაქეობა სახელმწიფოებრივი მოვლენაა. იგი გულისხმობს სახელმწიფოსთან


ფიზიკური პირის სამართლებრივ კავშირს, რომელიც:

ა) წესდება მოცემული სახელმწიფოს მიერ.

ბ) ხასიათდება მხარეთა ურთიერთობის სიმტკიცით

გ) შეუცავს სახელმწიფოსა და პირის უფლებებსა და მოვალეობებს.

ამ ურთიერთობის სიმტკიცე გამოიხატება იმაში, რომ მოქალაქე ინარჩუნებს კავშირს


თავის სახელმწიფოსთან სიკვდილამდე, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს ის სამშობლოში
თუ საზღვარგარეთ.

მოქალაქეობის შეძენის, შეცვლის და დაკარგვის წესი განისაზღვრება თვით


სახელმწიფოს მიერ __ კონსტიტუციით, სპეციალური კანონებით და სხვა .
მოქალაქეთა შეძენის რამდენიმე წესი არსებობს:

I) საერთო წესი: 1) დაბადება 2) ნატურალიზაცია


II) გამონაკლისი შემთხვევები: 1) ტერიტორიული ცვლილებები 2) რეპატრიაცია 3)
ოპტაცია

,,დაბადების პრინციპი“_ სახელმწიფოთა უმრავლესობა ,,სისხლის უფლებას’’ იყენებს.


ე.ი. ახალშობილს, რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც არ უნდა იყოს შობილი ის ,
მოქალაქეობა ენიჭება მისი მშობლების მოქალქეობის გათვალისწინებით. თუმცა
გამოიყენება ,,ნიადაგის უფლებაც’’ _ ახალშობილს მოქალაქეობა მიენიჭება დაბადების
ადგილის მიხედვით, მიუხედავად მშობლების მოქალაქეობისა (მაგ: ბრაზილია). ქვეყნის
უმრავლესობა ორივე პრინციპს ხმარობს (აშშ, ინგლისი, იდოეთი).

მოქალაქეობის შეძენის მეორე საშუალებას ნატურალიზაცია წარმოადგენს . ე .ი .


ფიზიკური პირისათვის მოქალაქეობის მინიჭება მოცემული სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანოების მიერ ამ პირის პირადი თხოვნის ან თანხმობის საფუძველზე . ამგვარად ,
ნატურალიზაცია მჭიდროდაა დაკავშირებული ფიზიკური პირის ნების
გამომჟღავნებასთან და მოქალაქეობის შეცვლის ძირითადი საშუალებაა .
ნატურალიზაციისათვის საჭირო ცნებები განისაზღვრება თვით სახელმწიფოს მიერ .
ძირითადი მოთხოვნები შემდეგია:

1) მოცემულ სახელმწიფოში ცხოვრების გარკვეული ვადა.


2) სახელმწიფოს ორგანოებში ან მის შეიარაღებულ ძალებში სამსახური
3) ენის ცოდნა
4) ადგილობრივ მოქალაქესთან ქორწინება
5) სახელმწიფოსთვის სამსახურის გაწევა
6) ,,კარგი ყოფაქცევა ან ზნეობა’’ და ა.შ.

ნატურალიზაციის საბოლოო გაფორმება ეკისრება სახელმწიფო ხელისუფლების


(ინგლისი) ან სასამართლო (აშშ) ორგანოებს.

ნატურალიზაციისგან განასხვავებენ ოპტაციასა და ტრანფერტს, რომლებიც


მჭიდროდაა დაკავშირებული ტერიტორიულ ცვლილებეთან. ოპტაციის დროს ერთი
სახელმწიფოს მფლობელობიდან მეორე სახელმწიფოს მფლობელობაში
გარდამავალ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს ენიჭება უფლება თვითონ აირჩიოს ორი
მოქალაქეობიდან ერთ-ერთი იმ პირობით, რომ ახალი მოქალაქეობის არჩევის
შემთხვევაში იგი უნდა დასახლდეს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაც მან
აირჩია.

ტრანსფერტი ნიშნავს მოქალაქეობის ავტომატურ შეცვლას პირის ნებასურვილის


გაუთვალისწინებლად. ამ შემთხვევაშო პირის ბედი განუყოფელია გადასაცემი
ტერიტორიისაგან.

ოპტაციის ან ტრანსფერტის გაფორმება ნატურალიზაციისაგან განსხვავებით ხდება


უფრო იოლად, ხელშეკრულების ან სპეციალური კანონის საფუძველზე .
შედარებით იშვიათად გვხვდება ე.წ რეინტეგრაცია (რეპარაცია) და მოქალაქეობის
ბოძება. რეინტეგრაციის დროს საზღვარგარეთ მცხოვრები პირები ბრუნდებიან
თავის ქვეყანაში, რომლის მოქალაქეები ისინი ოდესღაც იყვნენ . როგორც წესი , ამ
შემთხვევაში მოქალქეობის შეძენის გაადვილებული წესი მოქმედებს.

უცხოელთათვის მოქალაქეობის ბოძების შემთხვევაში იშვიათი მოვლენაა . ამ


წესებმა ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს მოიკიდა ფეხი. იგი ოდესღაც
გვხდება გამოჩენილი ადამიანისათვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების სახით .
საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდიუმმა საპატიო
მოქალაქეობა უბოძა მთელ რიგ გამოჩენულ უცოელ პოლიტიკოსსსმ მეცნიერს,
საზოგადო მოღვაწეს, ქართველ ემიგრანტს.

მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში ორი ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ .


პირველს მიეკუთვნება ყველა ის შემთხვევა, რომელიც ნატურალიზაციასთან ,
ოპტაციასა და ქორწინებასთან არის დაკავშირებული. მეორე ჯგუფს კი მიეკუთვნება
შემთხვევები, როდესაც მოქალაქეობა ჩამოერთმევა კომპეტენტური ორგანოების
მიერ. ასეთ ორგანოებად სასამართლო ან სათანადო ხელისუფლების ორგანო
გვევლინება. ეს აქტი დასჯის ერთ-ერთი სახეობას წარმოადგენს.

ორმოქალაქეობა (ბიპატრიზმი)

სხვადასხვა სახელმწიფოში მოქალაქეობის შეძენისა და დაკარგვის განსხვავებული


წესების არსებობის შედეგად გვხვდებიან პირები, რომელთაც ერთის ნაცვლად ორი
მოქალაქეობა გააჩნიათ. რადგან ბიპატრიზმის დროს ორივე სახელმწიფო კონკრეტულ
პირს თავის მოქალაქედ თვლის, ყოველი მათგანი უფლებამოსილია მოსთხოვოს პირს
გარკვეული მოვალაობის შესრულება მაგ: სამხედრო სამსახური . მიუხედავად იმისა , რომ
არ არსებობს კონკრეტული ნორმა, პრაქტიკამ დაამკვიდრა წესი , რომ რომ ყოველი
ბიპატრიდი უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელია იმ სახელმწიფოს წინაშე , სადაც ის
იმყოფება, ცხოვრობს. მესამე სახელმწიფოში ყოფნის დროს მოქალაქეობის საკითხი
დამოკიდებულია ამ მესამე სახელმწიფოს არჩევაზე.

მოქალაქეობის არმქონე პირი

მოქალაქეობის უქონლობა (აპატრიზმი) წარმოიშობა იმ შემთხვევაში , როდესაც პირი


კარგავს ძველ მოქალქეობას, ხოლო ახალს არ იძენს. მათ არ აქვთ უფლება რომელიმე
სახელმწიფოს მიმართონ დიპლომატიური დაცვისთვის. კაპიტალისტურ ქვეყნებში მათზე
არ ვრცელდება შრომითი და სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობა .
ღებულობენ დაბალ ხელფასს, სახელმწიფოს მათი გასახლების უფლება აქვს.

მოქალაქეობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობაში.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი ხასიათდება უაღრესად


დემოკრატიულობით (1993 წლის 25 მარტი)
მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს
სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლებამოვალეობათ
ერთიანობით, ემყარება ადამიანის პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების
აღიარებას.

მუხლი 1. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. საქართველოს


მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე .

მიხლი 2. საქართველოში ამ კანონით დადგენილი წესით ყოველ ადამიანს აქვს


საქართველოს მოქალაქეობის უფლება, არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის
შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

არავის არ შეიძლება ჩამოერთვას მოქალაქეობა.

მიხლი 3. საქართვეოს მოქალაქედ ჩაითვლება

ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და


ცხოვრობს ამ კანოინს სამოქმედოდ შემოღების დღისთვის, თუ სამი თვის ვადაში
წერილობით არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და 4 თვის ვადაში
მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს .

ბ) პირი, რომელიც საქართველოს მოქალექეობას შეიძენს ამ კანონის შესაბამისად .

მუხლი 4. საქართველოს მოქალაქენი კანონის წინაშე თანასწორნი არიან წარმოშობის ,


სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების ,
სქესის, განათლების, ენის, რელიგიისა და პოლიტიკური მრწამსის, საქმიანობის,
საცხოვრებელი ადგილისა და სხვა.

2) სახელმწიფო ტერიტორიის თემა

ტერიტორია და საერთაშორიოს სამართალი.


1. სახელმიწიფო ტერიტორიისა და ტერიტორიული უზენაესობის ცნება

სახელმწიფო ტერიტორია არის დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი , რომელიც


მოცემული სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება. სახელმწიფო ტერიტორიის
ფარგლებში ერთი სახელმწიფოს ძალაუფლება უნდა ბატონობდეს, ხოლო მისი
იურისდიქცია უნდა იყოს სრული და შეუზღუდველი.

ყოველი სახელმწიფოს ტერიტორია შედგება შემდეგი აუცილებელი


ელემენტებისაგან :

ხმელეთი _ მოცემული სახელმწიფოს საზღვრებში მდებარე სახმელეთო ზედაპირი ,


მისი წიაღი, სავალდებულო არ არის, რომ სახელმწიფო ტერიტორია ხმელეთის
მთლიან მონაკვეთს წარმოადგენდეს. იგი შეიძლება შედგებოდეს კუნძულებისგან ან
რამდენიმე სამხელეთო ნაწილისგან. სახმელეთო ტერიტორია მიეკუთვნება
საზღვრებში მოქცეული მდინარების, ტბების და ზღვებოს ფსკერი, მისი წიაღისეული
სიმდიდრენი.
საწყლო ტერიტორია მოიცავს მოცემული სახელმწიფოს ფარგლებში მდებარე
მდინარეების, ტბების, ზღვების, ყურეების, არხების როგრც ზედაპირს . ასევე მათ წიაღსა
და წიაღისეულ სიმდიდრეს. ამავე კატეგორია მიეკუთვენბა ყველა წყლები , რომლებიც
სახელმწიფოს სრული სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება ( თუ სხვა რამ არ არის
დადგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებით).

საჰაერო ტერიტორია მოიცავს სახელმწიფოს სახმელეთო და საწყლო ტერიტორიის


თავზე მდებარე საჯარო სივრცეს, რომელიც ადგილობრივი სახელმწიფოს სრული და
განუსაზღვრელი სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.

,,მფრინავი’’ და მცურავი ტერიტორიების ქვეშ იგულისხმება მოცემული სახელმწიფოს


მფრინავი აპარატები და გემები, რომლებიც ამ სახელმწიფოს ალამს ან ნიშანს
ატარებს. მათზე ვრცელდება ალმის კანონი თავის სახელმწიფოს საწყლო და საჰაერო
სივრცის გარეთაც, ღია ზღვაშიც. წყალქვეშა კაბელები ასევე მიეკუთვნება
სახელმწიფო ტერიტორიას, თუ ისინი აკავშირებენ ერთი სახელმწიფოს რამდენიმე
ნაწილსა და ღია ზღვაშია გაყვანილი.

პოლარული სექტორები ეკუთვნის რუსეთს, აშშ-ს, კანადას, ნორვეგიასა და დანიას .


ყოველი სახელმწიფო განაგებს თავისებურ სამკუთხედს, რომლის მწვერვალი
ჩრდილოეთ პოლუსია, ფუძე სახელმწიფოს ჩრდილოეთი საზღვარი, ხოლო გვერდითი
საზღვრების როლს მერიდიანები ასრულებს.

უკანასკნელ ხანებში წარმოიშვა ტერიტორიის კიდევ ერთი სახეობა _ კოსმოსური


აპარატები (თანამგზავრები, კოსმოსური ხომალდები და ა.შ.), რომელსაც გარკვეულ
ნიშანს ატარებენ და ,,ალმის კანონს’’ ემორჩილებიან.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბდა ტერიტორიების


სპეციფიკური რეჟიმი _ შერეული. ასეთ ტერიტორიებს მიაკუთვნებენ კონტინენტურ
შელფს და ეკონომიკურ ზონას, რომელზედაც ვრცელდება სანაპირო სახელმწიფოს
იურდიქცია, მაგრამ გარკვეული შეზღვუდვებით, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი .

არსებობს სივრცეები, რომლებიც არც ერთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ არ


იმყოფებიან_ ღია ზღვამ ანტარქტიკა, კოსმოსური სივრცე.

სახელმწიფო საზღვრები

ხაზს, რომელიც მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს საზღვრავს,


სახელმწიფო საზღვარი ეწოდება.

საზღვრები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახისა:

ა) ოროგრაფიული საზღვრები გაიყვანება ადგილობრივი რელიეფის


გათვალისწინებით

ბ) გეომეტრიული საზღვრები წარმოაგენს ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე


გაყვანილ სწორ ხაზს.

გ) ასტრონომიული საზღვრები გაიყვანება მერიდიანების ან პარალელების გასწვრივ .


ორი სახელმწიფო ხელშეკრულებით განსაზღვრავს საზღვრებს. ამ სტადიას
დელიმიტაცია ეწოდება. ადგილზე საზღვრების გაყვნას დემარკაცია. უკვე არსებული
საზღვრის შემოწმებას, სასაზღვრო ნიშნების აღდგენას ან დამატებას რედიმარკაცია
ეწოდება.

სანაოსნო მდინარეებზე საზღვარი ფარეატერის (ე.ი. გემისთვის მისაწვდომი გზის )


მიხედვით გაივლება, ხოლო ნაოსნობითვის უვარგის მდინარეებზე შუაში.

ტერიტორიის ცვლილება

საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები სახელმწიფო ტერიტორიის შეძენისა და


შეცვლის მხოლოდ ისეთ საშუალებებს ითვალისწინებს, რომლებიც ერთა
თვითგამორკვევის უფლებისა და მოსაზღვრე სახელმწიფოების კეთილმეზობლური
თანამშრომლობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თანამედროვე საერთაშორისო
სამართლის მიხედვით სახელმწიფო შეძენის ან შეცვლის პირველწყაროს ერის
თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს. ყოველი ერი, რომელიც სხვა სახელმწიფოს
ფარგლებშია მოქცეული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შედეგად იძენს
დამოუკიდებლობას, ავტომატურად კვეცას მეტროპოლიის სახელმწიფო საზღვრებს და
თავის ეროვნულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელ ორგანიზაციას ქმნის . იგივე ითქმის უკვე
არსებულ სახელმწიფოზე, რომელიც სხვა სახელმწიფოს უერთდება ფედერაციის ,
ავტონომიიან ინკორპორაციის საწყისებზე.

3) საზღავნო სამართალი

საზღვაო სამართალი

საერთაშორისო საზღვაო სამართალი

ცნება

საზღვაო სამართალი მოიცავს ნორმებს, რომელბიც არეგურილებენ სახელმწიფოების


უფლება მოვალეობებს საზღვაო სივრცეზე: შიდა წყლები, ტერიტორიულ ზღვაში,
სრუტეებში, ღია ზღვაში თუ სხვ. თანამედროვე ეტაპზე საერთაშორისო საზღვაო
სამართლის წყაროების როლს შემდეგი აქტები ასრულებენ: 1. საერთაშორისო
ხელშეკურლებები, მაგ. ხელშეკრულება საზღვაო სამართლის შესახებ 1982 წ მიღებული, 2.
შიდასახელმწიფოებრივი სამართ₾ის ნორმები, რომელბიც სხვადსხვა საზღვაო ზონებისა
და ნავსადგურების სამართლებრივ რეჟიმს არეგულირებენ და 3. საერთაშორისო
საზღვაო ჩვეულებები.

შიდა წყლები

შიდა წყლებად ითვლება სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით მოქცეული ყველა მდინარე ,


ტბა, არხი, ზღვა და ყურე, რომელთაც რაიმე სპეციალური სერთაშორისო სტატუსი არ
გააჩნია. საზღვაო შიდა წყლებში იგულისხმება ნაპრსა და საწყის ხაზებს შორის მოქცეული
წყლის სივრცე. ყურის წყლები მთლიანად შიდა წყელბს მიეკუთვნება, მისი სიგანე 24
საზღვაო მილს არ აღემატება. საწყისი ხაზები. ესენი ერთმანეთისგან მიჯნავს შიდა
წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაზე განხორციელებულ იურისდიქციას. გარდა ამისა
საწყისსი ხაზები გამოიყენება ტერიტორიული ზღვის, მიმდებარე და განსაკუთრებული
ეკონომიკური ზონებისა და კონტინენტური შელფის სიფართის ასათველად. საზღვაო
სანაპიროების რთული ტოპოგრაფიის გამო არსებობს საწყისი ხაზების ორი სახე :
ჩვეულებრივი და სწორი, ჩვეულებრივია როდესაც ტერიტორიული ზღვის სიგანის
ასათველად გამოიყენებული საწყისი ხაზები არის სანაპიროს გარშემო უკიდურესი
მიქცევის ხაზი, როგორც აღნიშნულია სანაპირო სახელმწიფოს ოფიციალურად
აღიარებულ მსხვილ მასშტაბიან რუკებზე. სწორი საწყისი ხაზები- ეს შემუშავდა ნორვეგიის
მიერ რაც გამოიწვეული იყო მისი სანაპიროს დაწახნაგებული ყურეებით, კონძულებით
პირტებით, კლდეებით, მეჩეთებით. ტერიტორიული ზღვის შიდა საზღვრის დასადგენად
ნორვეგიამ გამოიყენა რამდენიმე სწორი ხაზი, როგორც სწორი ხაზები. ეს ხაზები
გავლებული იყო კლდოვანი კლდის უკიდურესი მოქცევის წერტილებზე. საწყისი ხაზები
ისე უნდა იყოს გავლებული რომ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სანაპიროს საერთო
მიმართულებას, ხაზების მიღმა მოქცეული ზღვის რაიონი მჭიდროდ უნდა იყოს
დაკავშირებული ხმელეთთან რათა მოხვდეს შიდა წყლებში, მხედვველობაში უნდა იყოს
მიღებული რეგიონისათვის დამახასიათებელი ეკონომიკური ინტერესები , რომლის
რეალობა და მნიშვნელობა ნათლად არის დასაბუთებული ხანგრძლივი გამოყენებით ,
მოქცევის დროს დაფარული კუნძულოვან წარმონაქმნებზე არ შეიძლება საწყისი ხაზების
გავლება, თუ მათზე შუქურა ან მსგავსი ნეგობობა არ არის აგებული. სახელმწიფოს მიერ
სწორი საწყისი ხაზები იმგვარად უნდა იქქნას გამოყენებული რომ მოუჭრას გზა სხვა
სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვას ღია ზღვისკენ ან განსაკუთრებული ეკონომიკური
ზონისკენ. ნავსადგურების წყლებს საზღვარი ჰიდროტექნიკურ და სხვ სახის
ნაგებობათა ყველაზე შორეულ წერტილებს შრის გაყვანილი სწორი ხაზის გასწვრივ
გადის. შიდა წყლების რეჟიმის მოწესრიგება მოცემული სახელმწიფოს შინაგან
კომპეტენციაში შედის. დახურულ პორტებად ითვლება სამხედრო ნავსადგურები და
საკაბოტაჟო ნაოსნობის პრტები. ამ პროტებში შესვლა უცხო გემებს შეუძლია მხოლოდ
ავარიის, ბურუსის, შტორმის ან სხვა შემთხვევაში, პირტის ადმინისტრაციის თანხმობით .
სამხედრო გემებისთვის შეშვება დასაშვებია წინასწარი შეტყობინებით . თუ მეთაური ან
ელჩია გემზე, მაშინ პასუხის გაცემამდე შესაძებელია რომ შევიდეს ნავსადგრში .

ტერიტორიული ზღვები

სახელმწიფოს ტერიტოირული ზღვა ეწოდება საზღვაო სარტყელს რომელიც ამ


სახელმწიფოს შედა ზღვებს აკრავს და მისი სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება . იგი
განსხვავდება შიდა წყლებისგან ,,მშვიოდბიანი გავლის პრინციპით“. ნებისმიერ გემს აქვს
უფლება გზის შემოკლების მიზნით გადალახონ სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვა, ამ
შემთხვევაში გემი უნდა მიდიოდეს უცვლელი კურსით და ერთი სიჩქარით ასევე იმ წესით
დაცვით რომელიც სპეციალური ორგანოების მიერაა მიღებული. გემზე მოქმედებს ალმის
კანონი. სანაპირო სახელმწიფოს სისხლის სამართ₾ის იურისდიქცია ვრცელდება
არასამხედრო გემზე მაშინ თუ დანაშაულის შედეგები ვრცელდება სანაპირო
სახელმწიფოზე, დანაშაული არღვევს ქვეყნის სიმშვიდეს, თუ ამას თხოულობს ხომალდის
კაპიტანი, დიპლომატიური აგენტი ან ხომალდის ალმის სახელმწიფოს საკონსულოს
თანამდებობის პირი, ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული ნივთერებათა ვაჭრობის აღკვეთ
მიზნით. რაც შეეხება წყალქვეშა ნავებს ისინი ტერიტორიულ ზღვაში ამოტივტივებულ
მდგომარეობაში დადიან.

ღია ზღვა

ღია ზღვის ქვეშ იგულისხმება ყველა ნაწილი რომელიც არ შედის არც ერთი სახელმწიფოს
შიდა წყლებში. ყოველი სახლელმიფო უფლებამოსილია თავისუფლად აწარმოოს ღია
ზღვაში: ნაოსნობა, თევზჭერა, გადაიყვანოს წყალქვეშა კაბელები, გამოიყენოს
მის თავზე არსებული საჰაერო სივრცე, აწარმოოს საზღვაო სამეცნიერო კვლევები , ააგოს
ხელოვნური კუნძულები. დაუშვებელია გემი ატარებდეს ერზე მეტ ალამს გარდა თ ის
დაქირავული ყავს საერთაშრისო ორგანიზაციას. ღია ზღვაში ყფნისას გემი ალმის კანონს
ემორჩილება და შეიძლება დაკავებული ან გაჩხრეკილი იქნეს თუ უცხო არასამხედრო
გემმა დანაშაული ჩაიდინა შიდა ტერიტორიულ წყლებში და მოცემულ სახელმწიფოს
სანაპირო დაცვის გემები ცხელ კვალზე მისდევენ, თუ რომელიმე გემი ღია ზღვაში
მეკობრეობას ეწევა, თუ ღია ზღვაში რომელიმე გემი ეჭვიტანელია მონებით და
ნარკოტიკებით ვაჭრობაში, თუ ღია ზღვაში შემხვედრი გემის მიმართ არსებობს ეჭვი რომ
იგი სახელმწიფოს არ მიეკუთვნება, თუ არსებობს სოციალური შეთანხმება რომელიც
მხარეებს ანიჭებს ერთმანეთს გემების გაჩერების უფლებას. თანამედროვე საერთ .
სამართალი ღია ზღვაში კრძალავს ბირთვული იარაღის გამოცდას და მის დაბინძურებას .

დახურული და ნახევრად დახურული ზღვები

ზღვა რომელიც რომელიმე სახელმწიფოს ნაპირებითაა გარემოცული ან შედგება


ორი ან მეტი სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვისგან დახურული ზღვა ეწოდება, ან
ნახევრად დახურული ზღვები მაგ. შავი ზღვა, კარიბის ზღვა და ა.შ. ასეთი ზღვების
სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ზღვის ცოცხალი რესურსების შენარჩუნებისა და
მოპოვებისთვის, ზღვის გარემოს დასაცავად ითანამშრომლონ თავიანთ უფლების და
მოვალეობის შესასრულებლად .

განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა

განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის ზღვის რაიონი რომელიც ემიჯნება


ტერიტორიულ ზღვას და რომელშიც სანაპირო სახელმწიფოს მიეკუთვნება შემდეგი
უფებამოვალეობანი: შექმნას ხელოვნური კუნძულები, აწარმოოს საზღვაო სამეცნიერო
კვლევები, დაიცვას და შინარჩუნოს ზღვის გარემო, აწარმოოს ბუნების ყველა რესურსის
დაზვერვა, დამუშავება და შენარჩუნება. ზონის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 200
საზღვაო მილს იმ საწყისი ხაზებიდან საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე ,
ეკონომიკური ზონაში შენარჩუნებულია ღია ზღვის შემდეგი თავისუფლებები : ნაოსნობა ,
გადაფრენა, კაბელების და მილსადენების გაყვანა.

ზღვის ფსკერის სამართლებრივი რეჟიმი

ერთმანეთისგან განასხვავებენ კონტინენტური შელფის გეოლოგიურ და სამართლებრივ


ცნებებს. გეოლოგიაში შელფი ეოდება წყალქვეშა ნაწილს, რომელიც უშუალოდ ეკვრის
სახმელეთ ტერიტორიას. რაც შეეხება კონტინენტური შელფის სამართლებრივ არსს , ეს
ტერმინი გამოიყენება ზღვის ფსკერისა და საზღვაო რაიონების ზედაპირისა და
წიაღისეული მიმართ, რომელიც ეკვრის ნაპირს მაგრამ სცდება ტერიტორიული ზღვის
ზონას 200 მეტრის სიღრმემდე. საერთაშორისო სამართალი მოქმედი ნორმების
თანახმად ახორციელებს სუვერენულ უფლებას მისი ბუნებრივი არაცოცხალი რესურსები
დამუშავების მიზნით. საერთაშორისო სამართლის მიხედვით კონტინენტური შელფი არ
არის სანაპრიო სახელმწიფოს ტერიტორია. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში
ჩამოყალიბდა ინსტიტუტი რომელიც ითვალისწინებს კონტინენტური შელფის გარეთ
მდებარე ზღვის ფსკერის გამოყენებას. კერძოდ, ზღვის ფსერი რომელიც არ იმყოფება
რომელიმე სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ გამოცხადებულია, როგროც კაცობირობის
საერთო მემკვიდრედ, ყველა სახელმწიფო ულფებმოსილია აწარმოოს ამ ზღვვის
ფსკერის ექსპლატაცია ოღონდ დადგენილი წესით: კაცობრიობის სახელით მოქმედებს
ორგნო რომელიც შედგება ასამბლეისგან საბჭოს და სამდივნოსგან, ორგანო
უფლებამოსილია აწარმოოს ფსკერის ექპლატაცია ან სხვას მისცეს ამის უფლება.

საერთაშორისო სრტუტეებისა და არხების სამართლებრივი რეჟიმი

სრუტე არის ზღვვის ვიწრო გასავლელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ზღვის


უფრო ფართო არეალს ან ვიწრო გასასვლელი, რომელიც აკავშრებს ღა ზღვის ორივე
ნაწილს.არსებობს სრუტეების სამი განმარტება: სრუტეები რომლებშიც გადის ღია ზღვის
გზა ან გემის გზა, როდესაც სრუტეებს ქმნის კუნძული და ამ კუნძლის გასწვრივ
მდებარეობს სანაოსნო პირობების მქონე ხაზები, სრუტეები რომლებიც აკავშირებენ ღია
ზღვის ან გეზის ნაწილს სხვა სახელმწიფოს ტერიოტირულ ზღვასთან. სრუტეები,
რომების ღია ზღვას ტერიტორიულ ზღვსთან აკავშირებს იქ მოქმედებს შეუჩერებელი
მშვიდობიანი გავლის რეჟიმი. საერთაშორიოს არხები ეწოდება ისეთ არხებს , რომლებიც
ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის, მაგრამ ორ ღია ზღვას ან ღია ზღვასა და
დახურულ ზღვას აკავშირებს. საერთაშორისო არხების რეჟმის მარეგულირებელი
შეთანხმება არ უნდა ლახავდეს მისი მფლობელი ქვეყნის სუვერენიტეტს . საერთაშორისო
არხებიდან აღსანიშნავია სუეცის და პანამის არხი, სუეცის არხის რეჟიმი რეგულირდება
კონსტანტინეპოლის 1883 წლის კონვენციით, სუეცის არხი მშვიდობიანობის და ომიანობის
დროს ღაა ყველა სამხედრო და სავაჭრო გემისთვის. პანამის არხი ატლანიტ და წყნარ
ოკეანეებს აერთიანებს პანამის არხის მუდმივი ნეიტრალიტეტისა და ექსპლატაციის
შესახებ დაიდო სპეც ხელშეკრულება რომლის ძალითაც აშშ 2000 წლამდე ინარჩუნებს
არხის ზონაში შეიარაღებულ ბაზებს.

You might also like