You are on page 1of 14

სამართლის სუბიექტები

სამართლის სუბიექტი არის პირი რომელსაც აქვს საერთშორისო უფლება


მოვალეობები და ასევე შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები
საერთაშორისo პრეტენზიების წამოყენებით.

პირი რომელიც ჩვეულებითი სამართლის მიხედვით აღიარებულია რომ ფლობს


უფლება მოვალეობებს და შეიძლება აყენებდეს საერთაშროსი პრეტენზიებს და
ორომელსაც ამგვარი უფლებაუნარიანობა მინიჭებული აქვს, არის იურიდიული
პირია
იმ შემთვევაში თუ ეს პირველი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული პირი მაინც
შეიძლება იყოს სამართლის სუბიექტი მაგრამ ძალზე შეზღუდული სახის. მისი
სამართალსუბიექტობა დამოკიდებულია სხვა უკვე აღიარებული იურიდიული
პირების შეთანხმებაზე ან დუმილით თანხმობაზე და ამ საკითხის სადავოდ გახდომა
საერთაშორისო დონეზე მხოლოდ იმას შეუძლია ვინც შეთანხმდა ან დუმილით
დათანხმდა.
სუბიექტობის საკითხი მნიშვნელოვანი ხდება ძირითადად შედეგ შემთხვევებში:
საერთაშორისო სამართლის დარღვევებთან დაკავშირებით პრეტენზიების
წამოყენების, საერთაშორისო ძალის მქონე ხელშეკრულებებისა და შეთანხმების
დადების და ეროვნული იურისდიქციისგან დამცავი პრივილეგიებითა და
იმუნიტეტებით სარგებლობის დროს. ამგვარი შესაძლებლოლბები და იმუნიტეტები
აქვთ სწორედ სახელმწიფოებს. თუმცა ჩვეულებითი სამართლის მიხედვით
სახელმწიფოებრიობის ნიშნები და სუბიექტის მახასიათებელი შესაძლებლობები
შეიძლება ჰქონდეთ სხვა პირებსაც. გარდა სახელმწიფოებისა გარკვეულ პირობებში
ამგვარი შესაძლებლობები და იმუნიტეტები შეიძლება ჰქონდეთ ორგანიზაციებს.
მართალია ორგანიზაციები უფლების სახით სავარაუდოდ ვერ მოითხოვენ იმავე
პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს როგორსაც სახელმწიფოები ფლობენ მაგრამ ისინი
შეიძლება მომავალში გახდნენ მსგავსი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების
მინიჭების ღირსეული კანდიდატები.

სწორედ სახელმწიფოები და ორგანიზაციები წარმოადგენენ ჩვეულებრივ


იურიდიულ პირებს საერთაშორისო სარბიელზე.

სახელმწიფოს როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და ასამართლის


სუბიექტის ძირითადი პრიმატი არსებითად შეილახება ხოლო თანდათანობით
გაქრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შიდასახელმწიფოებრივი ორგანოების როგორც
პოლიტიკური ისე სამართლებრივი სისტემა გაითქვიფება მსოფლიო სახელმწიფოში

დამკვიდრებული იურიდიული პირები


ა) სახელმწიფოები
ამ კატეგორიას, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნშვნელოვანია თავისი პრობლემები
აქვს ვითარებას ართულებს დამოკიდებული სახელმწიფოების არსებობა. თავისი
კვალიფიცირებული და დელეგირებული სამართებრივი უფლებამოსილებებით>
მაგრამ თ სახელმწიფოებრიობის პირობები სახეზეა მაშინ დამოკიდებული
სახელმწიფოები სუბიექტობას ინარჩუნებენ. ამ თვალსაზრისით საინტერესოა
ფედერალური სახელმწიფოების სუბიექტების მდგომარეობა. შვეიცარიისა და
გერმანიის ფედერაციული სახელმწიფოს კონსტიტუციების მიხედვით< მიწევს
დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის დამახასაითბელი გარკვეული უნარების
განხორციელების უფლება აქვთ, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულეების
დადების უფლება. ჩვეულებრივ ამ უფლებამოსილებას ისინი ახორციელებენ
როგორც ფედერაციის წარმომოადგენლები თნდაც შესაბამისი ქმედებები
კონკრეტულ მიწის სახელით ხორციელდებოდეს. მაგრამ თუ ფედერაცია
წარმოქმნილია ადრე დამოუკიდებელი სახელმწიფოების ერთობით, მაშინ მათი
საერთაშორისო ურთიერთობები ინარჩუნებს საერთაშორისოობის ელემენტს და ამ
შემთხვევაში კავშირი შეიძლება მოქმედებდეს როგორც ამ სახელმწიფოების
წარმომადგენელი.

ბ) პოლიტიკური სუბიექტები რომლებიც სამართლებრივად სახხელმწიფოს


ეთანაბრებიან, თანაბარნი არიან

მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების გზით


პოლიტიკური საკითხების დარგეულირებამ გააჩინა ისეთი პოლიტიკური
სუბიექტები როგორიცაა მაგალითად ყოფილი დამოუკიდებელი ქალაქი გდანსკი.
ვინაიდან ასეთ სუბიექტებს აქვთ გარკვეული ავტონომია განსაზღვრული
ტერიტორია, მოსახლეობა დასაერთაშორისო ასპარეზზე გარკვეული
სამართლუნარიანობა, ისინი ჰგვანან სახელმწიფოებს. პოლიტიკური
თვალსაზრისითი ასეთი პირები ბუნებრივია არ განიხილებიან როგორც სუვერენული
სახელმწიფოები მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით განსხვსება არც ისე დიდია,
ის რომ პირი წარმოშობილია ხელშეკრულების საფუძველზე და სარგებლობს
საერთაშოტისო ორგანიზაციების დაცვით- ერთა ლიგა გდანსკის შემთხვევაში
ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუკი პირს აქვს ავტონომია და მნიშვნელოვან
სამართლებრივ უფლებამოსილებათა ძირითადი ბირვთვი, მაგალითად
საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ფულება, ტერიტორიის ფარგლებში
წესრიგის დაცვის და იურისდიქციის განხორციელების უფლებამოსილება და
დამოუკიებელი მოქალაქეობის კანონმდებლობა. მდმივმოქმედი სასაამართოს
პრაქტიკით აღიარებულია გდანსკის საერთაშორისო სუბიექტობა.
გ) კონდომინიუმი

კონდომინიუმი ანუ კონკრეტული ტერიტროიის ფარგლებში სახელმწიფო


ხელისუფლების ერთობლივი განხორციელება ადგილობრივი ავტონომიური
ადმინისტაციის მეშვეობით> ჰგავს ზემოთ გნხილული სახეობის პირებს მაგრამ
ადგილობრივი ადმინისტრაციუა მოქმედებს მხოლოდ როგორფც კონდომინიუმში
მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენელი და როგორც წესი მისი როგორც
წარმომადგენლის ფუნქციები შეზღუდულია

დ) გასაერთაშორისოებული ტერიტორიები

ეს ტერმინი გამოიყენება სხვადასხვა სამართებრივი რეჟიმის დასახასიათებლად.


ძალიან ფართო გაგებით, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთ შემთხვევებისთვის
როგორიც იყო ქალაქი გდანსი და ქალაქი ტრიესტი სადაც სპეციალური რეჟიმი
დადგენილ იქნა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით და იმყოფება
საერთაშორისო ორგანიზაციის პროტექციის ქვეშ. ამ შემთხვევაში სპეციალური
სტატუსი მიენიჭათ იმ პირებს რომლებსაც ჰქონდათ საკმარისი დამოუკიდებლობა და
სამართლებრივი უფლებამოსილება იურიდიულ პირებად მიჩნევისთვისმაგრამ
ასეთი სპეციალური სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიული პირის შექმნის
გარეშეც. სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილს შეიძლება
საერთაშორისო ხელშეკრულებით მიენიჭოს გარკვეული ავტონომიური უფლებები
ისე რომ ამას შედეგად არ მოჰყვეს საერთაშორისო დონეზე მისი ცალკე სუბიექტად
ჩამოყალიბება მაგალითად ასე მოხდა მემელის (კლაიპეედის ოლქის შემთხვევაში
რომელიც სპეციალური სტატუსით სარგებლობდა 1924 წლიდან 1938 წლამდე მაგრამ
რჩებოდა ლიტვის შემადგენლობაში.

ე) დამოუკიდებლობის მიღებამდე ტერიტორიის ადმინისტრირება უშუალოდ


გაეროს მიერ

ტერიტორიებზე რომლებიც გაერთიანებული ერების მიერ აღიარებულია უკანონო


ოკუპაციის ქვეს მყოფ ტერიტორიებად და რომელიც აკმაყოფილებს
დამოუკიდებლობისკენ სწრაფი გადასვლისთვის საჭირო მოთხოვნებს, შეიძლება
დადგინდეს დროებითი გარდამავალი რეჟიმი გაეროს ხედამხედველობის ქვეშ.

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციები

პირობები რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ორგანიზაცია იძენს


სამართალსუბიექტობას საერთაშორისო სრბიელზე და არა უბრალოდ იურიდიული
პირის სტატუსს რომელიმე კონკრეტულ შიდასახელმწიფოებრივ სამართალლში,
ასთი ტიპის პირთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა არის გაერთიანებული
ერების ორგანიზაცია

ზ) სახელმწიფო ორგანოები

პირები რომლებიც მოქმედებენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები მათზე


დელეგირებული უფლებებით შეიძლება გამოიყურებოდნენ ისე თითქოს მათ აქვთ
ცალკე სუბიექტობა და ანგარიშგასაწევი სიცოცხლის უნარიანობა საერთაშორისო
სარბიელზე. ასე მაგალითად ფედერალური სახელმწიფოს შემადგენელ მიწას
როგოროც ფედერალური სახელმწიფოს წარმომადენელს შეიძლება ჰქონდეს
საერთაშორისო ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება როდესაც ეს
გათავალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით>
ხელშეკრულებით სახლემწიფოებს შეუძლიათ შექმნან ერთ`ბლივი ორგანოები მათზე
დელეგირებული ზედამხედველობითი წესების დამდგენი და თვით სასამართლო
ხასიათს უფლებამოსილებებით.

განსაკუთრებული ტიპის სუბიექტები

ა) არათვითმმართველი ხალხი

გარდა პროტექციის ქვეშ მყოფის სტატუსისა და იმ ცალკეული ხელშეკრულებების


იურიდიული შედეგისა რომლებიც ტერიტორიებზე განსაზღვრულ მანდატს ან
მეურვეობას ადგენენ დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას რომ არათვითმმართველი
ტერიტორიების მოსახლეობას გაერთიანებული ერების წესდების გაგებით აქვს
იურიდიული სუბიექტობა თუმცა განსხვავებული და განსაკუთრებული.

ბ) ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობები

გაერთიანებული ერების და რეგიონალური ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე


ანტიკოლონიური მოქმედებების პარალელურად როგორც გაეროს ორგანოების ისე
წევრი სახელმწიფოების პრაქტიკით სამართებრივი სტატუსი მიენიჭა ზოგიერთ
ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ასეთი მ`ძრაობების მიერ
წარმოდგენილი ხალხის დიდმა ნაწილმა მაგრამ არა რა თქმა უნდა ყველამ
სახელმწიფოებრიობა მოიპოვა.
ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობებს შეიძლება ჰქონდეს და როგორც წესი
აქვს კიდეც განსხვავებული როლი, კერძოდ ისინი შეიძლება წარმოადგენდეს ან დე
ფაქტო მთავრობას ან ამბოხებულ საზოგადოებას.

ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობად აღიარებულ პოლიტიკურ სუბიექტებს


აქვს რიგი იურიდიული უფლებებისა და მოვალეობებისა კერძოდ
ა) პრაქტიკაში განმათავისუფლებელ მ`ძრაობებს ენიჭება სხვა საეთაშორისო
იურიდიულ პირებთან სავალდებულო ძალის საერთასორისო ხელშეკრულების
დადების უფლებამოსილება
ბ) ჰუმანიტარული სამართლის ასყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით
გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები
გ) ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის იურიდიული უნარიანობა
გამოხატულია მისი უფლებით მონაწილეობა მიიღოს გაეროში მიმდინარე
პროცესებში დამკვირვებლის სტატუსით. ეს უფლება მას პირდაპირ აქვს მინიჭებული
გენერალური ასამბლეის სხვადასხვა რეზოლუციებით.ქწ3ფ3 ყურადღება უნდა
გავამახვილოთ გავლენაზე რომელსაც ეროვნულ განმათავისუფლებელ პროცესში
მონაწილე არათვითმმართველი ხალხის ასეთად ცნობა ახდენს კოლონიურ ან
დომინანტ ხელისუფლებაზე. მაგალითად კოლონიური ხელისუფლების ორგანოებს
არა აქვთ იურიდიული უფლებაუნარიანობა, დადონ იმ ტერიტორიის საზღვრებთან
ან სტატუსთან დაკავშირებული ხელშეკრულებები რომელშიცმიმდინარეობს
განმათავისუფლებელი მოძრაობა

გ) სახელმწიფო in statu nascendi

ზოგიერთი სამართლებრივი მიზნის მისაღწევად მოსახერხებელია მოქმედება


პოლიტიკური პირის უწყვეტობის ვარაუდის საფუძველზე რაც შესაძლებლობას
ქმნის რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ძალაში დარჩეს ის სამართლებრივი
ქმედებები რასაც ადგილი ჰქონდა დამოუკიდებლობამდე.

დ) სამართლებრივი კონსტრუქციები

გარკვეული მიზნებისთვის სახელმწიფოს სამართებრივმა წყობამ შეიძლება


გამოხატულება პოვოს დროთა განმავლობაში მაშინ როდესაც პოლიტიკურად მას
არსებობა შეწყვეტილი აქვს

ე) მეომარი და ამბოხებული საზოგადოებები

პრაქტიკაში შესაძლებელია რომ სახელმწიფოს ფარგლებში მეომარმა და


ამობოხებულმა პირებმა დადონ საერთასორისო სავლადებულო ძალის მქონე
შელშეკრულებები სახელმწიფოებთან და სხვა მეომარ ან ამბოხებულ პირებთან.
მეომარი საზოგადოება ხშირად წარმაოდგენს პოლიტიკურ მოძრაობას რომელიც
დამოუკიდებლობას და გამოყოფას ისახავს მიზნად

ვ) sui generis პირები


კლასიფიკაციას საჭიროებს კიდევ ორი განსხვავებული პოლიტიკური წარმონაქმნი,
გაძევებულ მთავრობას ხშირ შემთხვევაში შეიძლება მნიშვვნელოვანი
უფლებამოსილებები მიენიჭოს მრავალი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და იგი
შეიძლება აქტიურობდეს პოლიტიკურად. გარდა ნებაყოფლობით დათმობებისა
სახელმწიფოების მხრიდან და მათ მიერ გაძევებული მთავრობების გამოყენებისა
კანონიერად შექმნილი მთავრობებისა და სახელმწიფოების წინაარმდეგ უკანონო
საქმიანობისთვის. გაძევებული მთავრობის იურიდიული სტატუსი გამომდინარეობს
იმ საზოგადოების სამართლებრივი მდგომარეობიდან რომლის წარმომადგენლადაც
ის თავს აცხადებს, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო, მეომარი საზოგადოება ან
თვითმმართველი ხალხი. მისი იურიდიული სტატუსი უფრო იოლად გამყარდება იმ
შემთხვევაში თუ მისი გამოძევება იმ საზოგადოებიდან რომელსაცის წარმოადგენს
მოხდა jus cogens ის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, მაგალითა ძალის უკანონო
გამოყენებით.

ზ) ფიზიკური პირები

არ არსებობს იმპერატიული წესი რომ ფიზიკური პირი არ შეიძლება იყოს


საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ვინაიდან რიგ შემთხვევებში ფიზიკური პირი
საერთაშორისო სარბიელზე გამოდის, როგორც იურიდიული პირი მიუხედავად
ამისა არასწორია ფიზიკური პირი მივიჩნიოთ სამართლის სრულფასოვან
სუბიექტად, ვინაიდან მას რეალურად არ გააჩნია ის უფლებამოსილებები რომელიც
სუბიექტს ახასიათებს.

საკამათო კანდიდატურები

იურისტები ამტკიცებენ რომ სახელმწიფოებისა და უცხოური კორპორაციების


ურთიერთობები როგორც ასეთი უნდა ჩაითვალოს საერთაშორისო სამართის
ნაწილად და არ უნდა შეიზღუდოს იმ ჩვეულებრივი სამართლის ნორმებით
რომლებიც უცხოელებისა და მათი ქონების მდგომარეობას კონკრეტული
სახელმწიფოს ტერიტორიაზე არეგულირებს. პრინციპში შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ კორპორაციებს არ გააჩნიათ საერთაშორისო
სამართალსუბიექტობა.

სახელმწიფოებრიობის შემთხვევები და უწყვეტობა

სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი კრიტერიუმები

სახელმწიფო როგორც საერთაშორისო სამართის სუბიექტი უნ დ ფლობდეს შემდეგ


ნიშნებს: ა) მუდმივ მოსახლეობას ბ) განსაზღვრულ ტერიტორიას გ) მთავრობას და დ)
სხვა სახელწმფიეობთან ურთიერთობებში შესვლის უნარს.
ა) მოსახლეობა

ამ კრიტერიუმის გამოყენება ხდება ტერიტორიასთან კავშირში და გულისხმობს


სტაბილურ მოსახლეობას. ტერიტორია აუცილებელია ვინაიდან ორგანიზებული
საზოგადოების ფიზიკური ბაზისის არარსებობის შემთხვევაში ძნელი იქნება
სსახელმწიფოს არსებობაზე ლაპარაკი

ბ) განსაზღვრული ტერიტორია

აუცილებელია არსებობდეს მეტნაკლებად სტაბილური პოლიტიკურო საზოგადოება


რომელიც აკონტროლებს შესაბამის სივრცეს. პრაქტიკა ადასტურებს რომ
აბსოლუტურად დადეგენილი საზღვრების ქონა აუცილებელი არ არის და
რეალურად მნიშვნელობა აქვს იმას რომ ერთობა პოოლიტიკურ საზოგადოებად
რეალურად იყოს ჩამოყალიბებული.

გ) მთავრობა

სახელმწიფოს უმოკლესი დეფინიცია შესაძლოა შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს,


სტაბილური პოლიტიკური საზოგადოება სამართებრივი წესრიგით განსაზღვრულ
ტერიტორიაზე. ეფექტური მთავრობის არსებობა ცენტრალიზებული
ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ორგანოებით საუკეთესო მტკიცებულებაა
სტაბილური პოლიტიკური საზოგადოების არსებობისთვის

დ) დამოუკიდებლობა

სახელმწიფო დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა სახელმწიფოთა სამართის


სისტემებისგან და მასში ჩარევა სხვა სამართის სისტემების ან საერთაშორისო
დაწესებულების მეირ დასაბუთებული უნდა იყოს საერთაშორისოსამართლებრივი
უფლებით. ჩვეულებრივ სიტუაციაში დამოუკიდებლობა როგორც კრიტერიუმი არ
ქმნის განსაკუთრებულ პრობლემას.

დამოკიდებული სახელმწიფოები

ტერმინ დამოკიდებულებაში გულისხმობენ ქვემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა


ვითარებათაგან ერთ-ერთს
1. სახელმწიფოებრიობის არარსებობა როდესაც შეასბამისი ერთეუილი იმდენად
მაღალი ხარისხითაა დაქვემდებარებული რომელიმე სახელმწიფოს რომ
კონტროლდება ამ სახელმწიფოს ან ამ საფუძვლით შექმნილი დაწესებულების
ან წარმომადგენლობის მიერ
2. სახელმწიფო რომელმაც სხვა სახელმწიფოს დაუთო საკუთარ ი
იურისდიქციული და ადმინისტარციული უფლბამოსილებები ისეთ
მოცულობით რომ გარკვეული თვალსაზრისით მან დაკარგა სუვერენიტეტი
3. სახლემწიფო რომელმაც კანონიერად გადასცა საგარეო ურთერთობების და
სხვა უფლებამოსილებები სხვა სახელმწიფოს
4. სახელმწიფო რომლის საქმეებშიც სხვა სახელმწიფო ფაქტობრივად ერევა და
როჯმელიც კლიენტი სახელმწიფოს პოზიციაშია პოლიტიკურად მაგრამ
ფორმალურად არ იმყოფება პატრონის სრული და პერმანენტული
კონტროლის ქვეშ
5. სპეციალური ტიპის იურიდიული პირი რომელიცჩნდება საერთაშორისო
სარბიელზე მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის როგორც მაგალკთად
სამანდატო და სამეურვეო ტერიტორიები და ზოგიერტი პროტექტორატი
6. სახელმწიფო რომელიც კონკრეტული მიზნებისთვის ვერ ხასიათდება
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ

ფედერაციები

ფედერალური სახელმწიფო უდავოდ არის სამართლის სუბიექტი. პრობლემურია


შემადგენელი მიწების სტატუსი. ფედერალური კონსტიტუცია ფედერაციის წევრებს
შეიძლება ანიჭებდეს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების და ცალკე
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების უფლებამოსილებას როგორც წესი
ფედერაციაში შემავალი მიწები მოქმდებენ უბრალოდ ფედერაციის წარმომადგენლის
ან დელეგატის სტატუსით მაგრამ ხელშეკრულებით ან აღიარებით ფედერაციის
წევრმა შეიძლება შეიძინოს ცალკე სახელმწიფოებრიოსბის მსგავსი სუბიექტობა
მაგალიღად უკრაინის სსრ როგორც ყოფილი საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირის წევრები დებდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებებს
საკუთარი სახელით და იყვნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები

სახელმწიფოთა გაერთიანებები

სახელმწიფოთა გაერთიანებების სპეციალური ტიპის ბოლო დროის გმაგალითებად


გვევლინება ბრიტანული თანამეგობრობა და ფრანგული თანამეგობრობა. ასეთი
გაერთიანებების წევრობა თავისთავად არ ნიშნავს წევრი სახელმწიფოების ძირითად
სამართებრივ უნარიანობაზე და სუბიექტობაზე რაიმე გავლენას გარდა ამისა რომ
ისინი უბრალოდ კონკრეტული ორგანიზაციის წევრები არიან ამასთანავე ეს წევრობა
განსაკუთრებულ გავლენას არ ახდებს მათ წევრობაზე სხვა ორგანიზაციებში როგორც
მაგალითად ევროკავშირში

ე) გარკვეული ხარისხის მუდმივობა


თუ ძირითად ვნებად ავიღებთ სტაბილურ პოლიტიკურ საზოგადოებას მაშინ
მუდმოვობის ხარისხის განსაზღვრა ზედმეტი იქნება. დრო ისევე როგორც სივრცე,
არის სახელმწიფოებრიობის შემადგენელი ელემენტი მაგრამ მუდმივობა არ არის
აუცილებელი სახელმწიფოს როგორც სამართლებრივი წყობილების არსებობითვის
და სახელმწიფომ რომელმაც თუნდაც ძალიან ცოტა ხნით იარსება შეიძლება
არსებობის შეწყვეტის შემდეგ დატოვოს სხვადასხვა აქტუალური სამართლებრივი
საკითხი

ზ) გარკვეული დონის ცივილიზაცია


ასახელებენ სახელმწიფოებრიობის ოთხ ნიშანს და ამატებენ მეხუთეს: მცხოვრებლებს
მღწეული უნდა ჰქონდეთ ცივილიზაციის გარკვეული დონისთვის რომ მათ
შეეძლოთ სამართლის იმ პრინციპების დაცვა რომლებიც მიჩნეულია საერთაშორისო
საზოგადოების წევრთა შორის ურთიერთობების მარეგულირებლად.

თ) სუვერენიტეტი

სუვერენიტეტს ხშირად იყენებენ ისეთი ვითარების დასახასიათებლად როდესაც


სახელმწიფოს არ განუხორციელებია მისი სამართლებრივი უნარები იმ
თვალსაზრისით რომ შეექმნა უფლებები, უფლებამოსილებები, პრივილეგიები და
იმუნიტეტები სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში. ამ მხრივ სახელმწიფო
რომელმაც თანხმობა გამოთქვა რომ სხვა სახელმწიფომ მართ`ს მისი საგარეო
ურთერთ`ბები ან რომელმაც გადასცა დიდი მოცულობით ექსტრატერიტორიუული
უფლებები სხვა სახელმწიფოს აღარ არის სუვერენული

სახელმწიფოები IN STATUS NASCENDI

უკანონო ოკუპაცია და JUS COGENS- ის გავლენა

უკანონო ოკუპაცია თავისთავად არ აუქმებს სახელმწიფოებრიობას.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წევრობა

საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა დამოკიდებულია დამფუძნებელ


ახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებზე. თუმცა
გაწევრიანების შესაძლებლობა შეიძლებაარც არსებობდეს შეთავაზების მიღების
ფორმით. ჩვეულებრივ დაწესებულებების ხელმძღვანელ ორგანოს აქვს ომმეპენცია
გადაწყვიტოს რამდენად დაკმაყოფილებულია წევრობის მ`თხოვნები და პრაქტიკაშ
დამფუძნებელ დოკუმენტში გაწერილ იურიდიულ მოთხოვნებს შეიძლება დაემატოს
პოლიტიკური კრიტერიუმებიც.
სახელმწიფოთა იდენტობა და უწყვეტობა

ტერმინი უწყვეტობა შეიძლება გაგებულ იქნეს ისე რომ სახელმწიფოთა


სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს სახელმწიფოს
მეთაურის ანდა მმართველობის შიდა სტრუქტურის ცვლილება. სამართებრივი
დოქტრინა ერთმანეთსგან განასხვაებს უწყვეტობასა და სახელმწიფოთა
სამართალმემკვიდრეობას. ამ უკანასკნელს ადგილია ქვს როდესაც ერთი
საერთაშორისო სუბიექტი იკავებს მეორის ადგილს მგალითად

მიკროსახელმწიფოები

მიიჩნევა რომ გაეროსწევრობა არ არის დამოკიდებული შესაბამისი სახელმწიფოს


ზომაზე. ძალიან პატარა სახელმწიფოებიც საერთაშორისო სასამართოს სტატუტის
მონაწილეები არიან.

სახელმწიფოებისა და მთავრობების აღიარება

1. აღიარება როგორც ზოგადი კატეგორია

სახელმწიფოს ქმედებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახვა სახელმწფიეობის


იურიდიულ უფლებებსა ან პოლიტიკურ ინტერესებზე შესაბამისად დღის წესრიგში
დგება საკითხი იმის თაობაზ თ რა სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ
მოვლენაზე სხვა სახელმწიფოების რეაგირებას. ხშირად ფორმალლური
ხელშეკრულებები შეიცავს დებულებებს რომლიაცხ ხდება გარკვეული უფლებების
აღიარება მაგრმა გარდა ფორმალური შეთანხმებისა იურიდიული მნიშვნელობის
ფაქტი შეიძლება გახდეს ცალმხრივი აქტები ან ქმედებები რაც შეიძლება გამოიხატოს
მოთხოვნის უფლების დაკარგივთ აღიარებით ან თანხმობით. ხშირად
სახელმწიფოთა ისეთი ქმედებები რომლებიც სცდება მათ იურისდიქციას იწვევს სხვა
სახელმწიფოთა პროტესტს.

2. სახელმწიფოებისა და მთავრობების დამოკდიებულება აღიარებასთან

აღიარების იურიდიული შედეგი შეზღუდულია რადფაგან აღიარება არის არსებული


სამართებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის დეკლარირება ან დადასტურება
ხოლო სამართალსუბიექტობა მინიჭებული იყო მანამდეც მოქმედი სამართლის
ძალით. სხვა ერების მეირ მიმ თავრობის არაღიარება რომელიც თავს მიიჩნევს
სახელმწიფოებრივ სუბიექტად ჩვეულებრივ ამტკიცებს ორმ მას არ მიუღწევია ისეთ
დამოუკიდებლობისა და კონსტროლისთვის რომელიც საერთაშორისო სამართის
მხიედვით მას ასეთად დააკვალიფიცირებდა, მაგრამ როდესაც ეასეთი ერების მიერ
მთავრობის აღიარების საკითხი წყდება არა მისი ფაქტობრივი სუვერენიტეტის და
სრული სამთავრობო კონტროლის გამოკვლევით არამედ მისი უკანონობი ან
არამართებულობის ან წარმოშობის გამოკვლევით მათ მიერ არაღიარება კარგავს
მტკიცებულებით წონას იმ საკითხზე რომლითაც მხოლოდ ამ საერთაშორისო
სამართის წესების გამომყენებლები არიან დაინტერესებული. არაღიარებული
სახელმწიფოები ხშირად ხდებიან საერთაშორისო პრეტენზიების, აგრესიისა და
გაეროს წესდების სხვა დებულებების დარღვევის ბრალდების ადრესატები და
სწორედ იმ სახელმწიფოების მიერ რომლებიც უარს აცხადებენ მათ აღიარებაზე.

აღიარების დეკლარაციული თეორია კონსტიტუციურ ხედვას ეწინააღმდეგება. ამ


უკანასკნელის მიხედვით იურიდიული უფლეების წარმოშობისზთვის
აუცილებელია აღიარების პოლიტიკური აქტი უკიდურესი ფორმით რომ ვთქვათ ეს
ნიშნავს რომ სახელმწიფოს სუბიექტობა დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოთა
პოლიტიკრ გადაწყვეტილებაზე ამის შედეგი კი პრინციპულად მიუღებელია,
მკაფიოდაა დადენილი რომ სახლემწიფოებს არ შეუძლიათ მხოლოდ თავიანთ
გადაწყვეტილებით დაადგინონ სხვა სახელმწიფოების კომპეტენცია რომელიც
დგინდება საერთაშორისო სამართლით და არ არის დამოკიდებული შეთანხმებასა ან
დათმობაზე.

აღიარებით აქტების და არაღიარების პოლიტიკის განსხვვავებული სამართებრივი


შედეგები

აღიარების ტიპურ აქტს აქვს ორი სამართლებრივი დანიშნულება. პირველი


სახლემწიფოებრიობის დადეგნა ანუ სამართებრივი საკითხი ასეთ ინდივიდუალურ
გადაწყვეტილებას შეიძლება მტკიცებულებითი ძალა ჰქონდესსასამართლოში. მეორე
აღიარების აქტი არის ფორმალური არასავალდებულო ან ორმხრივი ურთერთ`ბების
მათ შორის დიპლომატიური ურთიერთ`ბების დამყარების და საერაშორისო
ხელშეკრულებების დადების წინაპირობა.

არსებობს თუ არა აღიარების ვალდებულება?

აღიარება როგორც სახელმწიფოს საჯარო ქმეედება ნებაყოფლობით პოლიტიკური


აქტია და იგი არ ეფუძნება რაიმე იურიდიულ ვალდებულებას მაგრამ უფრო ვიწრო
გაგებით თუ პირს უკვე აქვს სახელმწიფოებრიობის ნიშნები მაშინ სხვა
სახელმწფიოებთი თავიანთ თავს სამართლებრივად რისკში ჩააყენებენ, თუ
უგულენელყოფენ სახელმწფიოთა შორისო ურთერთობების ძირითად
ვალდებულებებს. სახელმწიფოს ქმედების ამ კონტექსტში არსებობს ვალდებულება
მიიღო და გამოიყენო საერთაშორისო სამართლის ზოგიერთი ფუნდამენტური წესი
ანუ არსებობს იურიდიული ვალდებულება რომ გარკვეული მიზნებისთვის მაინც
აღიარო მაგრამ არ არსებობს ვალდებულება აშკარად საჯაროდ და პოლიტიკურად
გამოხატო საკუთარი დამოკიდებულება ან განაცხადო დიპლომატიური
ურთიერთობების დამყარებისთვის მზაობა აღიარების გზით.

მთავრობების აღიარება

როგორც უკვე ვნახეთ ეფექტური და დამოუკიდებელი მთავრობის არსებობა


სახელმწიფოებრიობის არსებით შემადგენელი ნაწილია და რაც უფრო
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აღიარება შეიძლება გამოიხატოს მთავრობის
მთავრობის აღიარების ფორმით. მთავრობის აღიარება და სახელმწიფოს აღიარება
ერთმანეთთან ახლო კავშირშია მაგრამ ისინი ერთმანეთის იდენტური მაინც არ არის.
კონკრეტული რეჟიმის არარიარება მაინც და მაინც არ ნიშნავს გადაწყვეტილებას რომ
ამ რეჟიმის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო არ აკმაყოფილებს
სახელმწიფეებრიობის მოთხოვნებს. მთავრობის არაღიარებას შეიძლება ორი
იურიდიული ასპექტი ჰქონდეს: ის არ არის მთავრობა დამოუკიდებლობის და
ეფექტურობის თვალსაზრისით ანდა რომ სახელმწიფოს რომელიც არ აღიარებს არ
სურს ჰქონდეს შესაბამის სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობებბი.
მთავრობის არაღიარება უფრო პოლიტიკური დატვირთვის ქმქონეა სახელმწიფოს
არაღიარებასთან შედარებით ვინაიდან ნორმალურ ურთიერთობებში შესვლის
სურვილის არქონა უფრო ხშირად გამოიხატება სწორედ მთვრობის ორგანოეიბს
არაღიარებით.

უკუძალა

საერთაშორისო დონეზე არ არსებობს უკუძალის წესი, როდესაც სახელმწიფო


მოგვაინებით აღიარებს სახელმწიფოს არსებობასნ არსებობიდან გამომდინარე
ძირითადი უფლებებისა და ვალდებულებების თვალსაზრისით ასეთი აღიარება
თეორიულადაც არ შეიძლება იყოს უკუძალლის. ნებაყოფლობითი
ურთიერთობრბების და ვალდებულებების თვალსაზრისით გვექნება თუ არა
უკუძალის შემთხვევები მთლიანად სახელმწიფოების დისკრეციაზეა
დამოკიდებული

კოლექტიური აღიარება ორგანიზაციია წევრობა

კოლექტიური აღიარება შეიძლება გამოიხატოს ასხელმწიფოთა ჯგუფის მიერ


რგორიც იყო მაგალითად მოკავშირეთა უზენაესი საბჭო პირველი მსოფლიო ომის
შემდეგ ერთობლივი დეკლარაციის ფორმით ანდა ახალი სახელმწიფოსთვის ნების
დართვით რომ გახდეს პოლიტიკური ხასიათის მრავალმხრივი ხელშეკრულები
მაგალითად სამშვიდობო ხელშეკრულების მნაწილე ერთა ლიგის და გაერთანებული
ერების ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკაში მოიპოვება
სახელმწიფოთა აღიარების სხვადასხვა კატეგორიები. ცალკეული წევრების მიერ სხვა
წევრების ან არაწევრების აღიარება შეიძლება მოხდეს წევრობის თაობაზე
კენჭისყრისას და მშვიდობის დარღვევის ან მშვიდობისადმი საფრთხეების თაობაზე
საჩივრების განხილისას. მართლაც პრაქტიკაში არსებობს მტკიცება რომ ერთა
ლიგაში ან გაეროში გაწევრიანება მოქმედი სამართის ძალით იწვევს აღიარებას ყველა
სხვა წევრის მიერ მიუხედავად იმისა მისცეს თუ არა მათ ხმა წევრობის წინააღდეგ
მაგრამ პოზიცია რომელიც განმტკიცებულია პრინციპებითაც და სახელმწიფოთა
პრაქტიკითაც შემდეგია: წევრად მიღება არის სახელმწიფოებრიობის prima facie
მტკიცებულება და აღიარებაზე უარის მთქმელი წევრების საფრთხის ქვეშ არიან
ვინაიდან მათ შეიძლება უგულებელყონ მათ მიერ აღიარებული სახელმწიფოს
არსებობიდან გამომდინარე ძირითადი უფლებები.

არაღიარება და სანქციები

კოლექტიური არაღიარების პრაქტიკაში გავრცელებული ერთ ერთ ფორმაა ერთა


ლიგის ხოლო ახლანდელ დროში გაერთიანებული ერების ორგანოს რეზოლუცია ან
გადაწყვეტილება რომელიც ეყრდნობა შეხედულებას ორმ ადგილი ჰქონდა უკანონ
ქმედებას. ასეთ პრაქტიკას შეიძლება თუმცა აუცილებელი არაა ვუწოდოთ
კოლექტიური აღიარება. ეჭვგარეშეა რომ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ან
სხვა მრავალმხრივი კონვენციების მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულები არიან
არ დაუჭირონ მხარი და არ მოიწონონ ქმედებები ან გარემოებები, რომლებიც
შესაბამის ხელშეკრულებას ეწინააღმდეგეაბა.

აღიარების საკითხები შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებში

აღიარებას შეიძლება მნიშვნელლოვანი პრაქტიკული შედეგები ჰქონდეს


შიდასახელმფიწოებრივ სამართალში როდესაც შიდა საასამართოებს სურთ ან
საჯარო სამართიდან გამომდინარე ვალდებუ.ი არიან შეასრულონ აღმასრულებელი
ხელისუფლების რეკომენდაცია, არაღიარებულ სახელმწიფოს ან მთავრობას არ
შეუძლია მოითხოვოს იურისდიქციული იმუნიტეტი მიიღოს აღიარებას მის
საკანონმდებლო და სასამართო აქტებს შორის სამართლებრივი კოლიზიის
მიზნებისთვის ან გამოვიდეს შიდა სასამართოებში მოსარჩელედ.

You might also like