You are on page 1of 15

საერთაშორისო საჯარო სამართლის

ფინალური გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალა

* ფინალურ გამოცდაში შევა, ასევე, ყველა ის საკითხი, რომელიც შუალედურ


გამოცდამდე იყო განვლილი სალექციო კურსის განმავლობაში. წინამდებარე
დოკუმენტში წარმოდგენილია მხოლოდ შუალედურის შემდგომი პერიოდის
მასალა. შუალედურამდე განვილილი მასალა იხ. შესაბამის დოკუმენტში,
რომელიც გამოგეგზავნათ შუალედურამდე.

1. საზღვაო სამართლის განვითარების ისტორია;

საზღვაო სამართლის განვითარების პირველი ჩანასახოვანი მცდელობები ჯერ კიდევ


ერთა ლიგის პერიოდში შეიმჩნევა ანუ 1930 იან წლებში თუმცა ამან კოდიფიკაციამდე
ვერ მიაღწია და ამის შემდგომ გაეროს შექმნის შემდეგ იწყება ILC ის მიერ მისი
კოდიფიკაცია და მან შეკრიბა ეს წესები საზღვაო სამართლის შესახებ თუმცა ეს
სუალაც არ იყო ILC ის ნოუჰაუ ეს იყო წლების განმავლობაში სახელმწიფოთა შორის
დაგროვილი პრაქტიკა ანუ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი და რომლითაც
ისინი არეგულირებენ საზღვაო სამართლით წარმოშობილ ურთიერთობებს. 1958
წელს შეიქმნა ჟენევის კონვენციის პროექტი რომელიც შედგება 4 კონვენციისგან
რომელიც თავისივე არსით ქმნის ამ კონვენციას და აღსანიშნავია რომ დღეს საზღვაო
სამართალთან დაკავშირებულ კონვენციას უწოდებენ ზღვების და ოკეანეების
კონსტიტუციას. ამის შემდეგ 1984 წელს მიიღეს გაეროს კონვენცია საზღვაო სამართის
შესახებ რომელსაც 167 სახელმწიფო ჰყავს და გარკვეული წლები დასჭირდა რომ
ძალაში შესულიყო და მიზეზი ამისა იყო ის რომ არ ჰყავდა ხელშემკვრელი
სახელმწიფოები. ეს კონვენცია არის საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის
კოდიფიკაცია

2. ტერიტორიული ზღვა, მიმდებარე ზონები და განსაკუთრებული


ეკონომიკური ზონები;

ტერიტორიული ზღვისა და მიმდებარე ზონის შესახებ კონვენციები, როგორც ჩანს,


გულისხმობს, რომ ყველა სახელმწიფოს აუცილებლად აქვს ტერიტორიული ზღვა.
სახელმწიფოებს აქთ უფლებები რომლებიც ერთობლიობაში ქმნის სუვერენიტეტს
ტერიტორიულ ზღვაზე. სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტი ასევე ვრცელდება
ტერიტორიული ზღვის ფსკერსა და წიაღზე და მის ზემოთ საჰაერო სივრცეზე.
ჩვეულებრივი საწყისი ხაზი რომლისგანაც ტერიტორიული ზღვის სიგანე აითვლება
არის ნაპირის გასწვრივ უკიდურესი მოქცევის ხაზი.
ტერიტორიული ზღვა - ზღვის ის ტერიტორია, რომელიც უშუალოდ მდებარეობს
სახელმწიფოს ნაპირებთან და ექვემდებარება ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ
იურისდიქციას. ამრიგად, ტერიტორიული წყლები უნდა განვასხვავოთ, ერთი
მხრივ, ღია ზღვისაგან, რომელიც საერთოა ყველა ქვეყნისთვის, და მეორეს
მხრივ, შიდა ან შიდა წყლებისაგან, როგორიცაა ტბები, რომლებიც მთლიანად
გარშემორტყმულია ეროვნული ტერიტორიით ან გარკვეული ყურეებით ან
ესტუარიებით. სახელმწიფოს შიდა წყლებს მიეკუთვნება სახელმწიფოს
საზღვრებშიმთლიანად მოქცეული ზღვები, ტბები, მდინარეები, აგრეთვე
საერთაშორისო ზღვების ის ნაწილი, რომელიც ამ სახელმწიფოს საწყისი
ხაზების შიგნით (ხმელეთისკენ) არის განლაგებული.

ტერიტორიულ წყლებში მოქმედებს სანაპირო სახელმწიფოს სრული იურისდიქცია


მაგრამ ამავდოროულად მოქმედებს მშვიდობიანი გავლის უფლება სხვა
სახელმწიფოებისთვის, ტერიტორიული წყლები ეს არის წყლები ბეისლაინიდან 12
მილის დაშორებით. ბეისლაინი არის ის წერტილი რომელიც არის მაქსიმალური
განსაზღვრული იმ კონკრეტული ზღვისთვის რომლის იქითაც მას უკან დახევა არ
შეუძლია, სანაპიროდან 12 მილი აითვლება, ბეისლაინიდან 200 მილში გვაქვს
ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა და ასევე კონტინენტური ზონა

მიმდინარე ზონები წარმოშობს ღია ზღვაზე იურისდიქციას სპეციალური


მიზნებისთვის. ეს ზონები არ არის ტერიტორიული ზღვის მსგავსად მიუთვნებული
ისინი უნდა მოითხოვონ. თუმცა ტერიტორიული ზღვის მსგავსად ისინი მიმდებარეა
და სარგებლობენ ამ უკანასკნელის საწყისი ხაზებით

მიმდებარე ზონა არ არის გამოცხადებული ღია ზღვის ზონად და მისი მაქსიმალური


საზღვარი განსაზღვრულია 24 მილით

მიმდებარე ზონები - მომიჯნავე ზონა არის ტერიტორიული ზღვის მიმავალი


ზღვის ტერიტორია, სადაც სახელმწიფოს შეუძლია აკონტროლოს სანაპირო,
რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ ზღვაში მისი
საბაჟო, ფისკალური, საიმიგრაციო და სანიტარული კანონების დარღვევის
თავიდან ასაცილებლად და დასასჯელად. მის შესახებ წერია გაეროს 24 (1)
ტერიტორიული ზღვისა და მომიჯნავე ზონის შესახებ კონვენციაში.
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები - ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა
არის ზღვის ტერიტორია, სადაც სუვერენულ სახელმწიფოს აქვს სპეციალური
უფლებები მოიპოვოს საზღვაო რესურსების ენერგია წყალი, ქარი, ნავთობი. იგი
გადაჭიმულია ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრიდან 12 საზღვაო მილიდან
200 საზღვაო მილამდე (ნმი) ნაპირამდე. ტერიტორიულ ზღვასა და ექსკლუზიურ
ეკონომიკურ ზონას შორის სხვაობა არის ის, რომ პირველი ანიჭებს სრულ
სუვერენიტეტს წყლებზე, ხოლო მეორე არის მხოლოდ „სუვერენული უფლება“,
რომელიც ეხება სანაპირო სახელმწიფოს უფლებებს ზღვის ზედაპირზე ქვემოთ.

3. კონტინენტური შელფი, შელფის რაიონისა და განსაკუთრებული


ეკონომიკური ზონების დელიმიტაცია;

წყალქვეშა რაიონები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს ა) სანაპირო სახელმწიფოების


შიდა წყლებისა და ტერიტორიული ზღვების ფსკერი ბ) კონტინენტური შელფის
ტერიტორია გ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფსკერი დ) კონტინენტური
შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვარს მიღმა
არსებული ზღვის ფსკერი

ზღვის ფსკერის უდიდესი ნაწილი შედგება ოკეანის რამდენიმე ათასი მეტრის


სიღრმეზე მდებარე ფსკერისგან მსოფლიოს ბევრ ნაწილში ოკეანის სიღრმეში
ხმელეთის ნაპირიდან ფსკერი გამოყოფილია ტერასით ანუ შელფით რომელიც
გეოლოგიური განმარტებით კონტინენტური კიდის შედარებით თხელი წყლის მასით
დაფარული კონტინენტური შელფის ნაწილია. შელფის სიგანე შეიძლება იყოს ერთი
ან რამდენიმე მილიდან ასობით მილს შორის ხოლო სიღრმე 50-550 მეტრს შორის.
ბევრ რაიონში შელფი შეიცავს გაზისა და ნავთობის მნიშვნელოვან მარაგებს თავად
ფსკერი კი ფსკერული თევზჭერის წყაროს წარმოადგენს.

სანაპირო სახელმწიფო კონტინენტურ შელფზე ახორციელებს სუვერენულ უფლებებს


მისი ბუნებრივი რესურსების დამუშავებისა და მოძიების მიზნით სანაპირო
სახელმწიფოს უფლებები კონტინენტურ შელფზე არ არის დამოკიდებული
ეფექტურსა თუ ნომინალურ ოკუპაციაზე ან რაიმე პირდაპირ გაკეთებულ
დეკლარაციაზე
კონტინენტური შელფი - კონტინენტური შელფი არის კონტინენტის კიდე,
რომელიც მდებარეობს ოკეანის ქვეშ, რომელიც ვრცელდება კონტინენტის
სანაპირო ზოლიდან ჩამოშვების წერტილამდე, რომელსაც ეწოდება შელფი. მას
აქვს მრავალი სასიცოცხლო ბუნებრივი რესურსი.
ქვეყნებს შეეძლოთ დაეპყროთ ზღვის ფსკერის დიდი ნაწილი და შეეტანათ ისინი
თავიანთ ტერიტორიაზე ამიტომაც შეიქმნა წესდება კონტინენტურ შელფზე.
შესაბამისად, კონტინენტური შელფები შეტანილია საერთაშორისო სამართალში,
რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს უკანონოდ გამოიკვლიოს და გამოიყენოს
კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსები. მასში დიდი როლი ითამაშა
გაეროს კონვენციამ და 1982 (UNCLOS). რაც შეეხება სტრუქტურას,
კონტინენტური შელფი, როგორც წესი, ვრცელდება სანაპიროდან 100–200
მეტრის სიღრმემდე.

4. ღია ზღვის რეჟიმი;

ღია ზღვა ტრადიციულად მოიცავს ზღვის ყველა ნაწილს რომელიც არ შედის


სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში და შესაბამისად მოიცავს
მიმდებარე ზონებსა და კონტინენტური შელფის ზემოთა წყლებს, ტერიტორიული
ზღვის საზღვრებს მიღმა. თუმცა 1982 წლის კონვენცია საზღვაო სამართის შესახებ
ადგენს რომ VII ნაწილის ( ღია ზღვა) დებულებები ვრცელდება ზღვის ყველა
ნაწილზე რომელიც არ შედის სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაი,
ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ან არქიპელაგური სახელმწიფოს
არქიპელაგურ წყლებში. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არჩევითია და იგი
არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამოცხადებული ყველა სანაპირო სახელმწიფოს და
მეორე 1982 წლის კონვენციის თანახმად ღია ზღვის თავისუფლებების
მნიშვნელოვანი ნაწილი ვრცლდება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაზეც რაც
საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის პოზიციაცაა. ღია ზღვის რეჟიმი არ
ვრცელდება საერთაშორისო მდინარეეებსა და ჩაკეტილ ზღვებზე და ისინი არ არის
ღია თავისუფალი ნაოსნობისთვის გარდა სპეციალური შეთანხმებებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუმცა აღიარებით და ჩვეულებით შესაძლოა
კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით განმტკიცებული კოონვენციებით ზღვებმა
რომლებიც რეალურადაა ჩაკეტილი შეიძლება მოიპოვოს ღია ზღვის სტატუსი ეს
ეხება ბალტიისა და შავ ზღვებს.
ტერმინი „ღია ზღვა“ ნიშნავს ზღვის ყველა ნაწილს, რომელიც არ შედის სახელმწიფოს
ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში. იგი ყველა ერისთვის ღიაა, არცერთ
სახელმწიფოს არ შეუძლია მართებულად განაცხადოს მათი რომელიმე ნაწილის
სუვერენიტეტის ქვეშ მოქცევა. ღია ზღვის თავისუფლება ხორციელდება ამ მუხლებით და
საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით დადგენილ პირობებში. ის მოიცავს , inter alia,
როგორც სანაპირო, ასევე არასაზღვაო სახელმწიფოებს:

1.ნავიგაციის თავისუფლება;

2.თევზაობის თავისუფლება;

3.წყალქვეშა კაბელების და მილსადენების გაყვანის თავისუფლება;

4.ღია ზღვაზე ფრენის თავისუფლება.


5. სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის ფარგლები;
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შემდეგი პირების ქმედებისთვის:
მინისტრთა კაბინეტი, სახელმწიფო მოხელე ახორციელებს მართლსაწინააღდეგო ქმედებას
მაგ პოლიციელი რომელმაც დააკავა პირი და ჩვენების მიღების მიზნით მასზე ძალადობს
სახელმწიფოს დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ სამართალში ვერ
დაიკმაყოფილებს მოთხოვნას.

სანამ საერთაშორისო დონეზე მივალთ პირს ევალება ამოწუროს ეროვნული სამართლით


გათვალისწინებული შესაძლებლობები.

სახელმწიფო მოხელის ქმედებისთვის რომელიც შეიძლება არ იყოს სამთავრობო პოლიტიკა


და იყოს ერთი რიგით სამართალდამცავის გადაწყვეტილება ამის გამოც სახელმწიფოს
დაეკისრებინა პასუხისმგებლობა. თუ შეეძლო აერიდებინა დანაშაული და მეორე არ
გამოიძია, ეფექტურად გამოეძიებინა

მესამე პირების (ჩვენი ქმედებებისთვის) შეიძლება სახელმწიფოს დაეკისროს


პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოს მაშინ როდესაც გვყავს
სიძულვილის ჯგუფები და ძალადობის შემცველ განცხადებებს საჯაროდ ავრცელებენ
ჯგუფებს ემუქრებიან და რეალური საფრთხის შემცველია რომელიც გამოიხატება
გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, სახელმწიფოს მესამე პირების ქმედებისთვის
დაეკისრება პასუხისმგებლობა მაშინ როცა იცოდა ან უნდა სცოდნოდა მათი განსაზღვრის
შესახებ და შეეძლო რომ მათი ქმედებები აღეკვეთა

ქმედება ან უმოქმედობა რომელიც შედეგად სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას


იწვევს, საერთაშორისო სამართალში პასუხსიმგებლობის საკითხს წარმოშობს, მიუხედავად
იმისა ვალდებულება ეყრდნობა ჩვეუელბას თუ რაიმე სხვა საფუძველს.

1. უნდა ვნახოთ, პირის მიერ ჩადენილი ქმდება შეერაცხება თუ არა სახელმწიფოს. თუ


პასუხი დადებითია გადავდივართ შემდეგ ეტაპზე;

2. უნდა ვნახოთ, არსებობს თუ არა საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ანუ სახელწმიფოს


ჰქონდა თუ არაა ვალდებულება, რომ არ დაერღვია ეს ვალდებულება. თუ პასუხი
დადებითია შემდეგ ეტაპზე გადავდივართ;

3. არსებობს თუ არა პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება (ჩამოთვლილია სულ 6


მათგანი). თუ პასუხი უარყოფითია მაშინ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე;

4. სახელმწიფომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და რა შედეგი შეიძლება დადგეს


(რეპარაციის რა ფორმა შეიძლება იყოს გამოყენებული

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მან რაღაც


მართლსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა, არამედ მაშინაც, როდესაც ევალებოდა, რომ
ემოქმედა და მან არ იმოქმედა.

6. საერთაშორისო სახელმწიფო პასუხისმგებლობის ისტორია;


7. ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარის არსი;

ძალის გამოყენება ეს არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შეიარაღებული


თავდასხმა მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ძალის გამოყენება შეიძლება არ გულისხმობდეს პირდაპირ შეიარაღებულ


თავდასხმას, მაგრამ გამოიხატებოდეს სამოქალაქო არეულობის გამოწვევაში სხვა
სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამის წახალისებაში ან მასში მონაწილეობაში.

8. ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებული


საერთაშორისო მოწესრიგება

მოქმედი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს ძალის გამოყენებას


საერთაშორისო სამართალში, წესრიგდება გაეროს წესდებაში. საერთაშორისო
მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა არის გაეროს უპირველესი მიზანი (მუხლი
1(1) გაეროს წესდება).
ამიტომ, როგორც საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესი, ძალის გამოყენება
აკრძალულია.
გაეროს წესდება ასევე ითვალისწინებს, რომ:
ყველა წევრმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ძალის მუქარისგან ან
გამოყენებისგან, ან გაერთიანებული ერების მიზნებთან შეუსაბამო სხვა გზით.
თუმცა ძალის გამოყენების აკრძალვა არ არის აბსოლუტური. მე-2(4) მუხლის
მიხედვით თუ გაერო დართავს ნებას სახელმწიფოს მხოლოდ მააშინ შეეძლება
გამოიყენოს ძალა.

9. საერთაშორისო სისხლის სამართლის ისტორია;

1945 წელს შეიქმნა სისხლის სამართლის პირველი წარმატებული


საერთაშორისო ორგანოები - ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო
სამხედრო ტრიბუნალები, რომლებიც განიხილავდნენ ომის დანაშაულებს,
მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულებებს და დანაშაულებებს. საერთაშორისო
სისხლის სასამართლო უნდა შექმნილიყო მეორე მსოფლიო ომის
დასასრულიდან მალევე, მაგრამ ცივმა ომმა შეაჩერა ეს პროცესები 1950 იან
წლებში. 1990-იან წლებში, ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში ჩადენილმა
ფართომასშტაბიანმა სისასტიკემ აიძულა გაეროს შექმნა ორი ad hoc
ტრიბუნალი. შედეგად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
(ICC) სტატუტი მიიღეს რომში 1998 წლის ივლისში. ICC არის პირველი
ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, მუდმივი საერთაშორისო სისხლის სამართლის
სასამართლო, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მძიმე
დანაშაულის სუბიექტების დასასჯელად. ICC - ს იურისდიქცია 2002 წლის 1
ივლისიდან მოქმედებს.

10. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მისი


დამფუძნებელი ხელშეკრულება არის რომის სტატუტი. საკანონმდებლო ხელშეკრულება
არის ხელშეკრულება რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ წესებს რომლებიც
სავალდებულო იქნება კონკრეტული რეგიონისთვის ან მსოფლიოსთვის, მაგალითად
ევროპული კონვენცია. გაერო არის ნებიმსიერი ხელშეკრულების დეპოსტერი, რათა იყოს
გამჭირვალე.

საერთშორისო სისხლის სამართის მართმსაჯულების ცნება არის მარტივი და ასევე


კომპლექსური. ის მარტივია იმ თვალსაზრისით რომ კონკრეტული სახის
სამართალდარღვევა საყოველთაოდაა მიჩნეული საერთაშორისო დანაშაულად რომელთა
ჩამდენნიც შესაძლოა გასამართლებულ იქნენ, როგორც შიდა სასამართლოების ისე
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში თუ ამ
უკანასკნელთ აქვს განსჯადობა. ცნება კომპლექსურია იმ მხრივ რომ პრობლემურია
ურთიერთობა შიდა სასამართოებსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის
სასამართლოებს შორის. საქმეს უფრო მეტად ართულებს უშიშროების საბჭოს ტენდენცია,
შეიზღუდოს საქმის შიდა სასამართლოებისთვის გადაცემა კონკრეტულ სიტუაციებში ისე
როგორც მოხდა ეს ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდის შემთხვევებში.

ICC-ს აქვს იურისდიქცია 2002 წლის 1 ივლისის შემდეგ ჩადენილი გენოციდზე,


ომის დანაშაულებზე ან კაცობრიობისთვის, საერთაშორისო ინტერესებზე
ყტველაზე მძიმე დანაშაულის სუბიექტები გაასამართლოს, კაცობრიობის
წინააღმდეგ და ომის დანაშაულებზე

11. საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლის


საერთაშორისო სასამართლოს მიერ.

12. სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობა საერთაშორისო


ხელშეკრულებებთან დაკავშირებით;

ვენის 1978 წლის კონვენცია აწესრიგებს სახელმწიფო


სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ახალ სახელმწიფოებს
შეუძლიათ გახდნენ ხელშეკრულების მხარეები სამართალმემკვიდრეობის
თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელთა ნამდვილობაც უნდა
აღიარონ სხვა სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და
საჭიროების შემთხვევაში საერთასორისო სასამართლომაც.
მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები ვერ გახდება
იურიდიულად სავალდებულო მესამე სახელმწფიოსთვის გარდა იმ
შემთხვევებისა როდესაც ისინი აშკარად გამოხატული განცხადებითა თუ ქცევით
დაეთანხმებიან ასეთი ხელშეკრულებების მათთვის სავალდებულოობას.
როგორც ჩანს ნაწილობრივი სამართალმემკვიდრეობის ესეიგი ანექსიის ან
ცესიის შემთხვევებში როდესაც დამარცხებული სახელმწიფო არ წყვეტს
არსებობას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულებების
სამართალმემკვიდრეობას.
ახალი სახელმწიფოს წარმოშობის შემთხვევაში სახელმწიფო
სამართალმემკვიდრეობის შედეგად მისთვის სავალდებულო არ არის
წინამორბედი ხელისუფლების ხელშეკრულებები. ზოგადი პრინციპის მიხედვით
ახალი სახელმწიფოსთვის რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს
ხელშეკრულება ვერ გახდება სავალდებულო და გარდა ამისა ხელშეკრუელბის
სხვა მხარეები არ არიან ვალდებულნი მიიღონ ახალი მხარე სამართლის
მოქმედების საფუძველზე.
გადაცემის დაუშვებლობის წესი ვრცელდება როგორც სახალი დამოუკიებელი
სახელმწიფოების გამოყოფის ისე სახელმწიფოთა გაერთიანების ან დაშლის
მეშვეობით ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემთხვევებზე.
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისი გადაცემის დაუშვებლობის
ზოგადი წესიდან:
ა) ხელშეკრულებები რომლებიც წარმოადგენს საყოველთაო საერთაშორისო
სამართლის ნორმების დადასტურებას. ზოგიერთი მრავალმხრივი კონვენცია
შეიცავს ნრმებს რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულია მაგალითად
კონვენცია ღია ზღვის შესახებ და კონტინენტური შელფის შესახებ კონვენციის
ნაწილები ასეთ წესები სხვა სახელმწიფოების მსგავსად სავალდებულოა
სამართალმემკვიდრე სახელმწიფოსთვის.
სასაზღვრო ხელშეკრულებები ბევრი იურისტი იმისგან დამოუკიდებლად
აღიარებს თუ არა ლოკალურ ხელშეკრულებებს როგროც სუფთა ფურცლის
წესიდან გამონაკლისს სასაზღვრო ხელშეკრულებებს განიხილავს როგორც
განსაკუთრებულ შემთხვევას.

13. საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II - ამასთან კავშირში


ბანკოვიჩის საქმეც (განხილულია მასალაში)
14. ნიკარაგუას საქმე (ბრაუნლიში განხილულია)
ნიკარაგუამ 1984 წელს სარჩელით მიმართა გაეროს საერთაშორისო
მართლმსაჯულების სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
დავა უკავშირდებოდა აშშ-ს მიერ განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს
ნიკარაგუას მთავრობის წინააღმდეგ. კერძოდ, აშშ მხარს უჭერდა და ეხმარებოდა
ოპოზიციურ დაჯგუფებებს, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ
დამეხოთ ნიკარაგუას მთავრობა და ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ძალაუფლება.

ფაქტობრივი გარემოებები:
1979 წლის ივლისში ნიკარაგუას პრეზიდენტი სომოზა (Anastasio Somoza Garcia)
და მისი მთავრობა დამხობილ და ჩანაცვლებულ იქნა სანდინსტების ეროვნულ-
განმათავისუფლებელი ფრონტის მიერ (Sandinista National Liberation Front). Sandinista
მემარცხენე პოლიტიკური პარტია იყო ნიკარაგუაში, რომელიც 1961 წელს დაარსდა.
სომოზას მხარდამჭერები და ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრები არ
ურიგდებოდნენ ახალი მთავრობის მოსვლას ხელისუფლების სათავეში. მართალია,
ამერიკის შეერთებული შტატები თავდაპირველად მხარს უჭერდა ახალ
სოციალისტურ მთავრობას, თუმცა, მან მალევე შეიცვალა თავისი პოზიცია. აშშ-ს
განცხადებით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ნიკარაგუა ელსალვადორში მახარს
უჭერდა პარტიზანებს, კერძოდ ნიკარაგუა მათ წვრთნიდა და იარაღით ამარაგებდა.
1981 წლის აპრილში აშშ-მ შეწყვიტა ნიკარაგუასთვის ეკონომიკური დახმარების
გაწევა, ხოლო 1981 წლის სექტემბერში, როგორც ამას ნიკარაგუა აცხადებდა, აშშ-მ
დაიწყო ნიკარაგუას წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დაგეგმვა და
განხორციელება.

შეიარაღებული მოქმედებები ნიკარაგუას ახალი მთავრობის წინააღმდეგ


განხორციელებულ იქნა ორი დაჯგუფების მიერ: „ნიკარაგუას დემოკრატიული
ძალისა“ (Fuerza Democratica Nicaraguense) და “დემოკრატიული რევოლუციური
ალიანსის” მიერ (Alianza Revolucionaria Democratica). პირველი დაჯგუფება
ჰონდურასის საზღვართან მოქმედებდა, ხოლო მეორე _კოსტა რიკის. მთავრობა ამ
დაჯგუფებებს მოიხსენიებდა როგორც “კონტრას” (Contras). თავდაპირველად აშშ-ს
მხარდაჭერა ამ დაჯგუფებების მიმართ ფარული იყო, თუმცა, მოგვიანებით ეს ცხადი
გახდა, როცა 1983 წელს აშშ-ს კონგრესმა დაამტიკცა ბიუჯეტი, რომელიც მოიცავდა
სპეციალური სამსახურების დაფინანსებას, რათა მათ განეხორციელებინათ სამხედრო
მოქმედებები ნიკარაგუას წინააღმდეგ.

ნიკარაგუა ბრალს სდებდა აშშ-ს, რომ ის ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა


კონტრაზე. კერძოდ, კონტრა ფინანსდებოდა და კონტროლდებოდა აშშ-ს მიერ. ასევე,
ნიკარაგუას ბრალდებით, ზოგიერთი თავდასხმა Sandinista-ს წინააღმდეგ პირდაპირ
ხორციელდებოდა აშშ-ს სამხედრო ძალების დახმარებით. თავდასხმა მოიცავდა
ნიკარაგუას პორტებისა და სამხედრო-საზღვაო ბაზების დანაღმვას. ასევე, აშშ-ს
საჰაერო ხომლადები დაფრინავდნენ ნიკარაგუას საჰაერო სივრცეში, რათა
მოეპოვებინათ სადაზვერვო ინფორმაცია და მიეწოდებინათ ის კონტრასთვის.

აშშ-მ განაცხადა, რომ მისი მოქმედებები ეფუძნებოდა კოლექტიური თავდაცვის


თანდაყოლილ უფლებას, რომელიც გამომდინარეობდა გაეროს ქარტიის 51-ე
მუხლიდან. აშშ-ს განხცადებით, ნიკარაგუა აგრესიას გამოხატავდა კოსტა-რიკის,
ჰონდურასისა და ელსალვადორის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა აშშ-ს საპასუხო
ქმედებები.

ნიკარაგუას პოზიცია:
1) აშშ-მ დაარღვია ჩვეულებითი სამართლის ვალდებულება, კერძოდ, ის ჩაერია
ნიკარაგუას საშინაო სააქმეებში, როცა დახმარებას უწევდა კონტრას.

2) აშშ-მ დაარღვია ჩვეულებითი სამართლის ვალდებულება არ გამოიყენებინა ძალა


სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, როცა ის პირდაპირ თავს დაესხა ნიკარაგუას 1983-84
წლებში და ახორციელებდა პირველ პუნქტში დასახელებულ ქმედებებს ნიკარაგუას
წინააღმდეგ.

3) აშშ-ს მიერ ნიკარაგუას წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები


არარელევანტური იყო კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოსაყენებლად.

სასმართლოს პოზიცია:
სასამართლოს განცხადებით, აშშ-მა დაარღვია ჩვეულებითი სამართლის
ვალდებულება არ გამოიყენებინა ძალა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, როცა ის
ახორციელებდა მოქმედებებს კონტრას სასარგებლოდ. ძალის გამოყენების აკრძალვა
გამომდინარეობს როგორც საერთაშორისო სამართლის ჩვეულებითი ნორმიდან,
ასევე გაეროს ქარტიის მე-2(4) მუხლიდან.

პირველი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი, რომელიც აღნიშნულ საქმეში


არსებობს, არის ის, რომ სასამართლომ განმარტა თუ რას წარმოადგენს ძალის
გამოყენება საერთაშორისო სამართალში:

ა) ძალის გამოყენება ეს არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული


შეიარაღებული თავდასხმა მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ბ) ძალის გამოყენება შეიძლება არ გულისხმობდეს პირდაპირ შეიარაღებულ
თავდასხმას, მაგრამ გამოიხატებოდეს სამოქალაქო არეულობის გამოწვევაში სხვა
სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამის წახალისებაში ან მასში მონაწილეობაში.

ზემოთ თქმულის საფუძველზე, სასამართლომ განაცხადა, რომ აშშ-მ გამოიყენა


ძალა, როცა: დანაღმა ნიკარაგუას პორტები და სამხედრო-საზღვაო ბაზები,
ეხმარებოდა კონტრას განეხორციელებინა მოქმედებები ნიკარაგუის მთავრობის
წინააღმდეგ და აქეზებდა სხვადასხვა დაჯგუფებებს სამოქალაქო არეულობის
გამოწვევისკენ. კერძოდ, აშშ-ს მიერ ძალის გამოყენებად შეფასდა შემდეგი სამი
მთავარი ქმედება:

1) აჯანყებულების წვრთნა;

2) დაფინანსება;

3) იარაღის მიწოდება.

ამრიგად, ძალის გამოყენება, სასამართლოს პოზიციის მიხედვით, მოიცავს არა


მარტო აქტიურ ქმედებებს, როგრებიცაა ცეცხლის გახსნა თუ ამა თუ იმ ობიექტის
დაბობმვა, არამედ ისეთი ქმედებების ერთობლიობა, როგორიცაა წვრთნა,
დაფინანსება და იარაღის მიწოდება.

ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-მ დაარღვია ჩვეულებითი სამართლის


ვალდებულება არ გამოეყენებინა ძალა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, როცა ის
პირდაპირ თავს დაესხა ნიკარაგუას 1983-84 წლებში. ამასთან, მნიშვნელოვანი
სამართლებრივი საკითხია ის, რომ სასამართლომ განმარტა თუ რას გულისხმობს
შეიარაღებული თავდასხმა:

ა) მოქმედება, რომელიც განხორციელებულია შეიარაღებული ძალების მიერ


საერთაშორისო საზღვართან

ბ) მოქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც განხორციელებულია სხვა


სახელმწიფოს მიერ გაგზავნილი ან სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბანდებისა და
არაოფიციალური დაჯგუფებების მიერ, რომელიც უტოლდება შეიარაღებული
ძალების თავდასხმას.

შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებას მიეკუთვნება მეორე


განმარტება, რომელმაც ნიკარაგუას წინააღმდეგ გამოიყენა არაოფიციალური
დაჯგუფებები, რომელთა ქმედებებიც გაუტოლდა შიარაღებული ძალების
თავდასხმას.

ბოლოს, მნიშვნელოვანია ის საკითხი თუ რამდენად შეეძლო ამერიკის


შეერთებულ შტატებს თავისი მოქმედებები გაემართლებინა კოლექტიური
თავდაცვის საფუძველზე. სასამართლოს განცხადებით, აშშ-ს არ შეეძლო თავისი
ქმედებები გაემართლებინა კოლექტიური თავდაცვის საფუძვლზე. კერძოდ, გაეროს
ქარტიის 51-ე მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი კოლექტიური
თავდაცვის უფლების გამოყენება:

„ ...თუ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელებულ იქნა გაეროს წევრ ქვეყანაზე,


ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება არ მოქმედებს, სანამ
უშიშროების საბჭო არ მიიღებს ზომებს საერთაშორისო მშვიდობისა და
უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. თავდაცვის უფლების გამოყენების შემთხვევაში
სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიმართოს უშიშროების საბჭოს...“

როცა სახელმწიფო ძალას იყენებს კოლექტიური თავდაცვის საფუძველზე,


სასამართლომ უნდა შეამოწმოს ორი ასპექტი:

ა) არსებობდა თუ არა გარემოებები კოლექტიური თავდაცვის გამოყენებისთვის

ბ) როცა სახელმწიფომ გამოიყენა კოლექტიური თავდაცვის უფლება, პაუსხობდა თუ


არა ეს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს.

საერთაშორისო სამართლში კოლექტიური თავდაცვის განსახორციელებლად


არსებობს რამდენიმე მოთხოვნა:

ა) სახელმწიფო უნდა იყოს შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი

ბ) სახელმწიფომ თავად უნდა შეაფასოს მოხდა თუ არა შეიარაღებული თავდასხმა და


თვითონ უნდა სცნოს საკუთარი თავი მსხვერპლად, ხოლო მესამე სახელმწიფოს არ
შეუძლია თავისი შეფასების საფუძველზე გამოიყენეოს კოლექტიური თავდაცვის
უფლება.

გ) კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოსაყენებლად, საჭიროა, სახეზე იყოს


მსხვერპლი სახელმწიფოს თხოვნა მესამე სახელმწიფოს მიმართ დახმარების
გაწევასთან დაკავშირებით. სასამართლოს თქმით, არ არსებობს არანაირი წესი,
რომელიც მესამე სახელმწიფოს ნებას რთავდეს გამოიყენოს კოლექტიური თავდაცვის
უფლება მსხვერპლი სახელმწიფოს თხოვნის გარეშე.

სასამართლომ შემდგომ იმსჯელა იყო თუ არა სახეზე შეიარაღებული თავდასხმა


ნიკარაგუას მიერ ელსალვადორზე, კოსტა-რიკასა და ჰონდურასზე. ასევე, სახეზე იყო
თუ არა კოლექტიური თავდაცვის აუცილებლობა. სასამართლოს თქმით:

1)არც ერთ ზემოთ ხსენებულ სამ სახელმწიფოს არ უცნია თავი შეიარაღებული


თავდასხმის მსხვერპლად,
2) მათ არ მოუთხოვიათ აშშ-სგან დახმარება და კოლექტიური თავდაცვის უფლების
გამოყენება,

3) როცა აშშ იყენებდა ძალას, მას არ განუცხადებია, რომ ის მოქმედებდა გაეროს


ქარტიის 51-ე მუხლის საფუძველზე,

4) აშშ-ს არ მიუმართავს უშიშროების საბჭოსთვის რომ ის იყენებდა კოლექტიური


თავდაცვის უფლებას. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა,
რომ აშშ-ს მიერ ნიკარაგუას წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ვერ
ჩაითვლებოდა კოლექტიურ თავდაცვად.

გადაწყვეტილება:
ზემოთ თქმულის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

1) აშშ-ს მიერ გამოყენებული კოლექტიური თავდაცვა ვერ ჩაითვლება კანონიერად,


ვინაიდან არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველბი

2) კონტრას დაფინანსება, წვრთნა, იარაღის მიწოდება და სხვაგვარი დახმარებები


ნიკარაგუას წინააღმდეგ ჩაითვალა აშშ-ს მიერ საერთაშორისო ჩვეულებითი
სამართლის დარღვევად, არ ჩარეულიყო სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში

3) აშშ-ს მიერ 1983-84 წლებში განხორციელებული თავდასხმები ნიკარაგუას


პორტებზე და ზემოთ თქმული ქმედებები ჩაითვალა ჩვეულებითი სამართლის
დარღვევად არ გამოეყენებინა ძალა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

4) აშშ ვალდებულია შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელითაც არღვევს მის


საერთაშორისო ვალდებულებებს და აუნაზღაუროს ნიკარაგუას ის ზარალი, რაც მას
მიადგა აშშ-ს მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად

დასკვნა:
აღნიშნული დავა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი დავაა
საერთაშორისო სამართლის ისტორიაში. კერძოდ, საინტერესოა სასამართლოს მიერ
ძალის გამოყენების აკრძალვის დეფინიცა. პირველი დეფინიციის თანახმად, ძალის
გამოყენება გულისხმობს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს
საერთაშორისო საზღვართან სამხედრო მოქმედებების განხორციელებას. მეორე
განმარტების თანახმად კი, ძალის გამოყენებად ითვლება ასევე ერთი სახელმწიფოს
მიერ ან მისი სახელით, მეორე სახელმწიფოს ტერიოტრიაზე უკანონო
ფორმირებებისა და პარტიზანების წვრთნა, ფინანსური დახმარება და იარაღის
მიწოდება. ამრიგად, აშშ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს უკანონო ფორმირების
მიმართ, რათა დაემხო მოქმედი მთავრობა, რაც აშშ-ს მიეკუთვნა როგორც ძალის
გამოყენება ნიკარაგუას წინააღმდეგ.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელობა.


კერძოდ, სასამართლომ განსაზღვრა თუ რა შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული
კოლექტიური თავდაცვა. პირველყოვლისა, იმ სახელმწიფომ, რომელზეც
განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა თავი უნდა სცნოს მსხვერპლად.
მსხვერპლმა სახელმწიფომ დასახმარებლად უნდა მიმართოს მესამე სახელმწიფოს.
ხოლო, მესემეა სახელმწიომ კი გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა მიმართოს ძალის
გამოყენების თაობაზე.

ამრიგად, ძალის გამოყენების აკრძალვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია


საერთაშორისო სამართალში და მისი პატივისცემა თითოეული სახელმწიფოს
ვალდებულებაა. აშშ კი თავისი ქმედებებით, კერძოდ არალეგალური ფორმირებებისა
და დაჯგუფებების მხარდაჭერითა და დახმარებით, ჩაერია ნიკარაგუას საშინაო
საქმეებში, ხელყო მისი სუვერენიტეტი და გამოიყენა ძალა სხვა სახელმწიფოს
წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აშშ-ს
საერთაშორისო პასუხისმგებლობის დაყენება.

15. ლოტუსის საქმე (ბრუანლიში განხილულია)

.საფრანგეთი თურქეთის წინააღმდეგ-ლოტუსის საქმე, 1927, PCIJ

თემა: საერთაშორისო სამართლის პრინციპები

მოკლე აღწერა: ფრანგული სვააჭრო გემი შეეჯახა თურქულ სავაჭრო გემს ღია ზღვაში
საფრანგეთი გემის ოფიცრის-ლეიტენანტ დემონსის სავარაუდო უყურადღებობის
გამო, რის შედეგადაც თურქულ გემზე რამდენიმე კაცი დაიღუპა. დემონსი
გაასამართლა თურქეთის სასამართლომ-80 დღით თავისუფლების აღკვეთა და
22ფუნტის ჯარიმა. საფრანგეთის მთავრობამ დაგმო თურქეთის ეს ქმედება, როგორც
საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მოითხოვა რეპარაცია. მხარეებმა დავა
განსახილველად მიიტანეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს
მუდმივმოქმედ სასამართლოში (PCIJ). ორივე მხარე აღიარებდა 1923 წლის ლაუზანის
ხელშეკრულებას რომლის 15–ე მუხლის თანახმად: ,,იურისდიქციასთან
დაკავშირებული ყველა საკითხი თურქეთსა და ხელშეკრულების სხვა მხარე ქვეყანას
შორის უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად“

დავის მხარეები: საფრანგეთი და თურქეთი


დავის საგანი: ჰქონდა თუ არა თურქეთს საქმის გადაწყვეტის უფლება და დაარღვია
თუ არა მან ამ მოქმედებით საერთაშორისო სამართალი. მოქმედებდა თუ არა
თურქეთი საერთაშორისო პრინციპების თანახმად, თუ კი-რომლის.

არგუმენტები: საფრანგეთი-1. თურქულ სასამართლოს რომ ჰქონდეს იურისდიქცია,


ის საერთაშორისო სამართლით უნდა იყოს აღიარებული. ლაუზანის
ხელშეკრულების მე-15 მუხლი თურქეთის იურისდიქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში
აღიარებს, თუ ის კონფლიქტში არ მოდის საერთაშორისო სამართალთან. 2.
საერთაშორისო სამართალი არ აძლევს ქვეყანას იმის უფლებას, დანაშაული რომელიც
უცხოელის მიერაა ჩადენილი საზღვარგარეთ, მხოლოდ მსხვერპლის ეროვნების გამო
ამ ქვეყანამ გაასამართლოს. 3. საერთაშორისო სამართალი აღიარებს ქვეყნის
ექსკლუზიურ იურისდიქციას გემზე, რომლის დროშის ქვეშაც ცურავს ეს გემი. 4. ეს
პრინციპი განსაკუთრებით ეხება აფეთქების საქმეს.

სასამართლო-საერთაშორისო სამართალი არეგულირებს ურთიერთობებს


დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის. კონვენციაში ასახული წესები კი ქვეყნების
თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომ ამა თუ იმ წესით შეიბოჭონ თავი. ქვეყანას არ
აქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ძალის გამოყენების უფლება. ტერიტორიული
იურისდიქცია არ შეიძლება გასცდეს ქვეყნის საზღვრებს. ქვეყანას არ შეუძლია სხვა
ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს იურისდიქცია.

თურქეთი-1.ფაქტი თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა, ერთი გემი თურქეთს


ეკუთვნოდა, ამიტომ სასამართლო თურქეთის იუროსდიქციას ვერ გამორიცხავს. 2.
უნდა არსებობდეს ექსკლუზიური იურისდიქციის დამადასტურებელი ჩვეულებითი
ნორმა. 3. აფეთქების შესახებ არც მატერიალური და არც ფორმალური ნორმები არ
იქნა მოძიებული.

დასკვნა: თურქეთს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის პრინციპები.

You might also like