You are on page 1of 4

(წასაკითხი 487-552 გვ ჩათვლით)

სახელმწიფოს ტერიტორია.

რაც შეეხება ტერიტორიას. ხმელეთის ტერიტორიიდან გამომდინარეობს როგორც


საჰაერო ისე საზღვაო ტერიტორიაც და როდესაც ტერიტორიაზე ვსაუბრობთ იგი
შედგება სამი ნაწილისგან და ესენია: ხმელეთი; საზღვაო ტერიტორია და საჰაერო
ტერიტორია.
ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოები არიან სუვერენული ერთეულები და
მათი იურისდიქციის ქვეშ არსებულ სუვერენულ ტერიტორიაზე ისინი იღებენ არა
მარტო უფლებები ანუ იურისდიქცია არამედ ვადლებეულებებცი აქვთ და მის
ტერიტორიაზე მომხდარ ქმედებებზე სახელმწიფოები თვითონ არიან
პასუხისმგებლები და მათ მიეწერებათ ესა თუ ის ქმედება რაც მათ ტერიტორიაზე
შეიძლება მოხდეს.

სახელმწიფოს ტერიტორია ჰაერში- ეს არის ხმელეთიდან ატმოსფერომდე ანუ


სანამ ღია კოსმოსი დაიწყება მანამდე არის სახელმწიფოს საჰაერო ტერიტორია ანუ
მისი ტერიტორიის გასწვრივ და აედან გამომდინარე სამგზავრო
თვითმფრინავები, რომლებიც დაფრინავენ ყოველთვის იმ სახელმწიფოს
ნებართვა უნდა ჰქონდეთ რომლის საჰაერო სივრცესაც ისინი კვეთენ. საჰაერო
სამოქალაქო სააავიაციო სამართალს აწესრიგებს ჩიკაგოს კონვენცია საჰაერო
ავიაციის შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ საჰაერო ტერიტორიაზე ისევე როგორც
სახმეკლეთო ტერიტორიაზე მასსზე შეღწევა უნებართვოდ არის აკრძალული,
სამგზავრო თვითმფრინავიც რომ იყოს თუ ის არ პასუხობს დისპეჩერს და
გამოსულია წყობიდან თუ ის საბრთხეს წარმოადგენს და არის ეჭვი, რომ საბრთხეს
წარმოადგენს სახელმწიფოს უფლება აქვს თვითმფრინავის, თუმდაც იგი
სამგზავრო იყოს, ჩამოგდების და ეს არის 9/11 ის შემდეგ.

სახმელეთო ტერიტორია - ითველბა რომ დედამიწის გულამდე არის


სახელმწიფოს გასწვრივ სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორიაა. ასევე
საინტერესოა, რომ კერძო საკუთრება სრულად არ არის კერძო საკუთრება, რადგან
სახელმწიფოს ჰქონდეს სუვერენული ტერიტორია ნიშნავს იმას, რომ მას
ყოველთვის აქვს უფლება ამ ტერიტორიების გამოთხოვნის და დაბრუნებს
სხვადასხვა ობიექტური მიზეზებისდა გამო, მაგალითად თუ გვაქვს აგარაკი და
აუზის გასაკეთებლად ვთხრიდით მიწას და აღმოვაჩინეთ ნავთობი, რათქმაუნდა
ჩვენ ამის გამოყენება მოგვინდება და ამის გაყიდვა და რომელიმე
ხელშეკრულების დადება მოგვინდება მაგალითად კომპანიასთან და გამდიდრება,
მაგრამ აღსანშნავია, რომ რესურსები სახელმწიფოს სუვერენული უფლებებია და
მას აქვს იურისდიქცია და უფლებები და ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია შენთან
მოსვლა და ალტერნატიური ფასის ფართი შემოთავაზება და ამ რესურსის
სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა. ანუ აქედან გამომდინარე რესურსებზე
წვდომის იურისდიქცია სახელლმწიფოს აქვს მიუხედავად იმისა იქნება თუ არა ეს
კერძო საკუთრება. ანუ აქედან გამომდინარე სახელმწიფოს სუვერენტიტეტი და
ტერიტორიული პრინციპი ნიშნავს იმას, რომ მათ შორის თავის მოქალაქეებთან
კერძო საკუთრებასთანაც აქვს უფლება რომ დაიტოვოს საკუთრება ან კერძო
რესურსები საჯარო ინტერესებისთვის.

სტერვიტუტები- ნიშნავს როდეაც ერთი სახელწიფოს ტერიტორიას იყენებს მეორე


სახელმწიფოს ანუ როდესაც მე ვუთმობ დროებით სხვა სახელმწიფოს
ტერიტორიას. სტერვიტუტები არის პოლიტიკური ან წარმომადგენლობითი. ამის
მაგალითია საელჩოები ანუ ის რეალურად არის პოლიტიკური
წარმომადგენლობითი სტერვიტუტი ანუ მე დროებით მფლობელობაში
იურისდიქციის ქვეშ გადავცემ სხვა სახელმწიფოს, მაგრამ არა სამუდამოდ ეს
ხდება დროებით და ვრცელდება იმ ქვეყნის იურისდიქცია, რომელიც იმ
სახელმწიფოშია, მაგრამ ის სახელმწიფო მეორეს აძლევს ზუსტად იგივე ნაირ
პირობებში საელჩოსთვის ტერიტორიას, სადაც მეორე სახელმწიფოს
იურისდიქცია გავრცელდება. ასევე არსებობს ეკონომიკური და სტრატეგიული
სტერვიტუტები ისინი ხშირად არის მილები ნავთობსადენები გასსადენები,
როდესაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის და ამარაგებს ბევრ
სახელმწიფოს და მასსზე პასუხისმგებლობას იღებს და უთმობს სხვა
სახელმწიფოებს რაღაც ფასად მის ტერიტორიას რომ განხორციელდეს გავლა
ეკონომიკური ინტერესის, მაგრამ არ უნდა შეგვეშალოს კერძო კომპანიებზე ეს
ყველაფერი სახელმწიფოები არ იყვნენ და კერძო კომპანიები იყვნენ, რომლების
სახელმწიფო ნებართვით ინვესტიციის ჩადების სურვილით უთმობდა
ტერიტორიებს. ასევე არსებობს სტრატეგიული და სამხედრო სტერვიტუტები,
როდესაც მაგალითად ბაზას ანთავსებენ ერთი სახელმწიფოს წარმომდაგენლები
მეორეში. მაგალითად სომხეთში არის რუსეთის სამხედრო ბაზები, თუმცა ეს
ბაზები სახრეთ ოსეთში განთავსეული ბაზებისგან იმით განსხვავდება რომ
სომხებმა საკუთარი სურვილით დაუთმეს ბაზები რუსებს და რეალურად თქვა,
რომ ამ ბაზაზე ჩემი იურისდიქცია არ გავრცელდება და ამ ბაზაზე გავრცელდება
მათი შიდა იურისდიქციაო, ხოლო ცხინვალში არსებული ბაზა კი არის
არალეგიტიმური, რადგან ჩვენი ნების წინააღმდეგ იმყოფებიან რუსები იქ.
საბოლოო ჯამში დასკვნად რომ ვთქვათ სტერვიტუტები არის ტერიტორია
როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს კონკრეტული მიზნებისთვის (ეკონომიკური
პოლიტიკური სტრატეგიულ) უთმობს მეორე სახელმწიფოს გარკვეული დროით.

შერეული ტერიტორიები - ორი ტიპის არის და ესენია კონტინენტური შელფი და


განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და ორივე ხდება ზღვაში. როგორც
რას ნიშნავს შერელი ტერიტორიები. ანუ როგორც კი სახელმწიფოების
ტერიტორია მთავრდება და ეს დასასრული სახელმწიფოს ტერიტორიისა არის
ტერტორიულ წყლები, რომკის შემდეგაც არის გარკვეული ზონები, მაგალითად
მიმდებარე ზონა ეკონომიკური ზონა ან კონტინეენტური შელფი, რომელიც
სახელმწიფოს ტერიტორია არ არის მაგრამ მასსზე მას აქვს ექსკლუზიური
უფლებები, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში ამ ტერიტორიებზე
სახელმწიფოს აქვს ცოცხალ და არაცოცხალ რესურსებზე ექსკლუზიური
რესურსები. ანუ რესურსების მოპოვება შეუძლია მხოლოდ ამ სახელმწიფოს
მოიპოვს ეს ან მან მისცეს ლიცენზია ან ნებართვა რესურსების მოპოვების შესახებ
და ეს ტერიტორია მისი არ არის ანუ იქ ნაოსნობა სამედიცინო ვკლევები
შეიძლება, მაგრამ ცოცხალ და არაცოცხალ რესურსებზე ექსკლუზივი აქვს
სახელმწიფოს. იიგვე სიტუაციაა კონტინენტურ შელფზე, რომელიც არის
ხმელეთიდან ოკეანის ბსკერამდე არსებული მიწის მასა რომელიც არის
განსხვავებული შემადგენლობის, მაგრამ იდეაში არის ის ხმელეთის გარკვეული
ნაწილი, რომელიც ვრცელდება ოკეანის ბსკერამდე და ეს არის ძალიან
მიშვნელოვანი, რადგან ყველაზე დიდი რესურსები არის ხოლმე იქ.
კონტინტინტურ შელფსე არსებული არაცოცხალი რესურსიც არის პირველ რიგში
ამ სახელმწიფოს უფლება რომ ის მოიპოვოსდა შემდეგ უკვე სხვებს შეიძლიათ
აიღონ ეს ნებართვები მისგან.
დასკვნად რომ ვთქვათ არსებობენ შერეული ტერიტორიები, რომლებიც
სახელმწიფოს აძლევს ექსკლუზიურ ან უპირატეს უფლებებს, მაგრამ ეს მისი არ
არის.

საერთო საკუთრება.
არსებობს ტერიტორიები, რომლებიც მიჩნეულია, რომ არის კაცობრიოის საერთო
საკუთრება. სამი ასეთი ტერიტორისს იდენტიფიცირებული: ანტაქრტიკა; ღია
ზღვა, რომელსაც აწესრიგებს როგორც 1958 წლის ჟენევის კონვენცია 1982 წლის
საზღვაო სამართლის კონსტიტუცია. ღია ზღვის დეფინიცია არის ნეგატიური
დეფინიცია და წერია, რომ ყველა ის ზღვა ან ოკეანე, რომელიც არ არის შიდა
წყლები ან ტერიტორიული ზღვა ან მიმდებარე ზონა ან კონტინენტური შელფი ან
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა ან არქიპელაგული ზღვები და ასე შემედგ
ეს ყველაფერი არის ღია ზღვა და არის ყველასი. ასევე კაცობრიობს საერთო
საკუთრება არის კოსმოსი.

სახელმწიფო საზღვრები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრინციპი არის საზღვრების


ურღვეობის პრინციპი. აქ ორი ტერმინი არის მნიშვნელოვანი: დელიმიტაცია და
დემარკაცია.
დელიმიტაცია არის პროცესი, როდესაც ორი სახელმწიფო ან სამი სახელმწიფო
თანხმდებიან თუ რა უნდა იყოს სახელმწიფოთაშორისი საზღვარი.
დემარკაცია არის დელიმიტაციის მომდევნო პროცესი და დელიმიტაციის
დასრულების შემდეგ დემარკაცია უშუალოდ ამ ხაზის გავლების პროცედურას
ეხება, მაგალითად მავთულხლართები საგუშაგოები და ასე შემდეგ.
ამის დასკვნად რომ ვთქვათ დელიმიტაცია პროცესია სადაც რამოდენიმე მხარე
ჯდება თანხმდება საზღვარზე და ეს მთავრდება დელიმიტაციის
ხელშეკრულებით და შემდეგ დემარკაციის პროცედურით და დემარკაცია არის
უშუალოდ აქტი, როდესაც გაივლევბა ფიზიკური საზღვარი და ისიც უნდა
გავითვალისწინოთ, რომ როგორც წესი ეს ორი პროცესი არის თამდები,
მაგალითად როდესაც მთავრდება დელიმიტაცია იწყება დემარკაცია.
ტერიტორიის შეძენის გზები

როგორც ვიცით დედამიწაზე ტერიტორია არის სრულად ათვისებული, მაგრამ


როდესაც ეს ასე არ იყო მაგალითად შუა საუკუნეების პერიოდში სახელმწიფოები
განაგრძობდნენ ტერიტორიის შეძენას და როგორც წესი დროშის და სახელმწიფო
ალმის დარჭობა ამ ახალ ტერიტორიაზე ნიშნავდა სახელმწიფო მხრიდან
ტერიტორიის შეძენას თუმცა ეს მთვარეზე არ გავრცელდა, მაგალითად იქ
შეერთებული შტატების დროშის დარჭობით, რადგან ციური სხეულები არის
კაცობრიობის საერთო საკუთრება და არა კონკრეტული სახელმწიფოს საკუთრება
რაც შეეხება იმას რომ დღესდღობით ტერიოტირები სრულადაა გადანაწილებული
და მისი ლეგალური შეძენის სხვადასხვა გზა არის, მაგალითად აკრძალულია
ძალადობრივი მეთოდებით ტერიტორიის შეძენა და არსებობს თვითგამორკვევის
თემა რომელიც მუსირებს საერთაშორისო სამართალში, რომ სახელმწიფოს
შეიძლება თუ არა გამოეყოს ესა თუ ის ტერიტორია და ეს არის დღემდე კითხვის
ნიშნის ქვეშ და ამის კარგი მაგალითია კოსოვოს თემა. ასევე შემდეგი გზა
ტერიტორიის შეძენის არის ნებაყოფლობითობა: დათმობა გაცვლა ყიდვა და ასე
შემდეგ, მაგალითად აშშ-მ იყიდა რუსეთისგან ალიასკის ტერიტორია
კონკრეტულ თანხად და აქ მთავარი არის რომ ნებით გააკეთოს ეს ყველაფერი.
ასევე სახელმწიფოს შეუძლია ნებით შეუერთთდეს მეორე სახელმწიფოს, ოღონდ
სახელმწიფო უნდ აიყოს ლეგიტიმური. გამონაკლისი ტერიტორიული შეძენები,
რომელიც ისტორიული სამართლის აღდგენა და აგრესორი პოლიტიკური
სანქციის გამოყენება არის ტერიტორიის ჩამორთმევის უფლება.

You might also like