You are on page 1of 2

II სასემინარო დავალება

აღწერეთ ერი ერის კონსერვატიზმი და გამოხატეთ თქვენი პოზიცია


მისდამი

სახელი და გვარი: ნინი ჩაჩხიანი


ერთი ერის კონსერვატიზმის იდეა მნიშვნელოვნად უკავშირდება ბენჯამინ
დიზრაელს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ 1868
წელს და შემდგომ 1874-80 წლებში. ის თავის რომანებში აშკარად უპირისპირდებოდა
უკიდურეს ინდივიდუალიზმს, რომელიც იმ პიეროდის პოლიტიკაში იყო
გაბატონებული. ამ დროს იყო მზარდი ინდუსტრიალიზაცია, რევოლუციური ძვრები,
ეკონომიკური უთანასწორობა და სწორედ ამან აფიქრებინა დიზრაელს, რომ ეს
არსებული პრობლემები ბრიტანეთს დაყოფდა ორ ერად: ,,მდიდრებად და
ღარიბებად’’.
არსებული სოციალური უთანასწორობა ძალიან აშნებდა დიზრაელს და ის
რევოლუციიის საფრთხეს გრძნობდა. ხვდებოდა, რომ გაჭირვებული ფენა ვერ
აიტანდა ასეთ სიდუხჭირეს , ამიტომ აუცილებლად მოიმოქმედებდა რაიმეს და ეს
რევოლუციაში მარტივად შეიძლებოდა გამოხატულიყო. ამას მოწმობდა 1830 და 48
წლებში ევროპაში დაწყებული რევოლუციებიც. აქედან გამომდინარე, დიზრაელი
რეფორმების გატარების მომხრე იყო, რაც რევოლუციურ სულისკეთებას შეაჩერებდა
და მდიდრებსაც დააკმაყოფილებლდა. მეორე მხრივ კი, ის ამბობდა, რომ სიმდიდრეს
და პრივილეგიებს აუცილებლად მოსდევს თან სოციალური ვალდებულებები,
რომელიც გამოიხატება პასუხისმგებლობაში ღარიბი და საშუალო კლასის მიმართ. აქ
დიზრაელი საზოგადოების ორგნულობას უსვამდა ხაზს, რაც კონსერვატიზმის ერთ-
ერთი მახასიათებელია და რაც ამბობს, რომ საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა
ჰქონდეს გააზრებული საკუთარი ვალდებულებები და მოვალეობები. ის იზიარებდა
კონსერვატორთა იმ აზრს, რომ საზოგადოება ბუნებით იერარქიულია და ამბობდა,
რომ სწორედ ამიტომ განსხვავებულ სოციალურ ფენებს განსხვავებული
პასუხისმგებლობები გააჩნიათ. მდიდარმა და ძალაუფლების მქონდე ადამიანმა უნდა
აიღოს საკუთარ თავზე სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ეს არის
დიზრაელის თქმით, მისი პრივილეგიის ფასი. პოლიტიკოსი ეთანხმებოდა noblesse
oblige- ის ფეოდალურ პრინციპს , რომელიც არისტოკრატს ავალდებულებდა
ყოფილიყო კეთილშობილი და უხვი. დიზრაელი ამბობდა, რომ ეს ვალდებულებები
წარსულს კიარ უნდა ჩაბარებოდა, არამედ ახლა, მზარდი ინდუსტრიალიზაციის
პერიოდში სოციალურ რეფორმებში უნდა ასახულიყო. ეს იდეა ნელ-ნელა
გაერთიანდა ერთი ლოზუნგის ქვეში, რომელიც გახლდათ - ,,ერთი ერი’’.
ხელისუფლებაში მოსულმა დიზრაელმა მუშათა კლასს მისცა არჩევნებში
მონაწილეობის უფლება და ასევე იმ რეფორმებზე აიღო პასუხისმგებლობა,
რომლებიც მათ საბინაო პირობებისა და ჰიგიენა გააუმჯობესებას ეხებოდა.
,,ერთი ერის კონსერვატიზმი’’ დიზრაელის იდეებზე შექიმნა და მისი მიმდევრები
გაერთიანებულ სამეფოში ინდუსტრიამდელი, იერარქიულ და პატერნალური
ღირებულებების ერთგულების ნიშნად ზოგჯერ თავიანთ თავებს ტორებს უწოდებენ.
ერთი ერის კონსერვატიზმმა პიკს მიაღწია 50-იან 60-იან წლებში, როდესაც
კონსერვატიული მთავრობები გაერთიანდნენ გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა
ევროპულ ქვეყებში და კეინზიანური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას
შეუდგნენ. ასეთი პოლიტიკა მიმართული იყო სრული დასაქმებისკენ და
კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. მისი მიზანი გახლდათ უკონტროლო
ინდივიდუალიზმისა(რასაც კლასიკური ლიბერალიზმი ქადაგებდა) და იძულებაზე
დამყარებული კონსერვატიზმის დაბალანსება. ეს ყველაზე კაგად მაკმილანმა აღწერა
თავის წიგნში, სადაც ის ,,დაგეგმილ კაპიტალიზმს’’ ემხრობოდა. მისი აზრით, ეს იყო
შერეული სისტემა, რომელიც აერთიანებდა , სახელმწიფოს საკუთრებას, როგორც
ეკონომიკური საქმიანობის გარკვეული მხარეების კონტროლს და აგრეთვე კერძო
საწარმოების ინიციიატივებსა და დაინტერესებებს.
ვფიქრობ, რომ ერთი ერის კონსერვტიზმი იმდენად, რამდენადაც ცდილობს
იერარქიებს შორის არსებული კედელი მოარღვიოს , უფრო გამოკვეთს მას. ის, რომ
მდიდარ ადამიანებს პასუხისმგებლობა აქვთ, რომ ღარიბების მიმართ კეთილები და
ხვები იყვნენ, ვფიქობ ძალიან არასწორი მიდგომაა. პირველ რიგში, ვერ აღვიქვამთ
საზოგაოებას, როგორც ორგანულ ერთობას. ის მრავალი გასხვავებული
ინდივიდისგან შედგება და არასწორია მოთხოვო ადამიანს, რომელმაც იშრომა რომ
ქონება დაეგროვებინა, პასუხისმგებლობა გააჩნდეს დაბალი კლასის მიმართ. მგონია,
რომ ეს იდეები შეფარვით ცდილობენ მუშათა კლასის გულის მოგებას, რომლებსაც
თავიანთი შემოთავაზებული კანონებით აკეთებენ, რათა ხელისუფლებაში ადგილი
შეინარჩუნონ და აგრეთვე რევოლუციის საშიშროებას ახშობენ, რითაც მდიდრების
გულსაც იგებენ. პირადად მე, კეინზს რაღაც ასპექტებში ვეთანხმები, თუმცა მგონია,
რომ ,,დაგეგმილი კაპიტალიზმი’’ მთლიანად სახელმწიფო კონტროლის დამყარებას
გამოიწვევს ეკონომიკაზე, ამან კი შეუძლებელია კარგი მოუტანოს საზოგადოებას.
თვითონ ,,ერთი ერის კონსერვატიზმი’’ ასე თუ ისე ატარებს კონსერვატიზმის
იდეებს, საზოგადოების ორგანულობის, იერარქიების არსებობის ასპექტში, თუმცაღა
უნდა ვთქვათ, რომ ეს იდეები მხოლოდ გარკვეულ საფუძველს ქმნის სოციალური და
ეკონომიკური ინტერვენციისთვის.

You might also like