You are on page 1of 10

საერთაშორისო საზღვაო სმართალი

საერთაშორისო საზღვაო სმართალი არის საერთაშორისო სამართლის დარგებში


ერთ-ერთი ყველაზე ქმედთი დარგი და ყველაზე წარმატებული დარგი ანუ
პრინციპში ეს არის დარგი სადაც სახელმწიფოები მართლა ასრულებენ იმ
ვალდებულებებს რაც აიღეს და ის არის ყველას ინტერესსში, რადგნაც ზღცვა
რეალურად აკავშირებს იმ ქვეყნებს და არის ასევე ის სივრცე სადაც ყველა
მომქედებს და აუცილებელია რომ დაცული იქნას გარკვეული წესები. აქედან
გამომდინარე თუ ვამბობთ, რომ მაგალითად ეკოლოგიური სამართალი არ არის
ისეთი განცითარებული; საჰაერო სამართალი სამოქალაქო ავიაციის მხრივ კი არის
განვითარებული, მაგრამ სულ ეს არის რაც არის და ის რომ ტერიტორიის მიღმა
საჰაერო სივრცე არის ტერიტორიის სუვერენიტრტი ეს არის და ეს ზღვაზე ასე არ
ხდება, რადგან ზღვა არის საკმაოდ მკაცრად დარეგულირებული საკუთარი
ზონებითა და კანონმდებლობით.

რა კონვენციები აწესრიგებს საერთაშორისო საზღვაო სამართალს და ჩვეთვის რა


იქნება წყარო საზღავო სამართალთან მიმართებით?
ძირითადი წყაროები არის 1982 წლის გაეროს კონვენცია საერთაშორისო საზღვაო
სამართლის შესახებ, რადგან ის არის ძირითადი კონვენცია, ხოლო რაც შეეხება
ეროვნულ კანონმდებლობას ეროვნული კანონმდებლობით არის ორი კანონი,
რომელიც მნიშვნელოვანია და ესენია : საერთარიშო საზღვაო სივრცის შესახებ
კანონი საქართელოში და ასევე მეორე ნორმატიული აქტია სახელმწიფოს
საზღვრების შესახებ ორგანული კანონი. ასევე არსებობს დამატებითი წყაროები,
მაგალითად 1958 წელს მიღებული ოთხი ჟენევის კონვენცია, რომლებიც ისევ
ძალაშია, მაგრამ 1982 წლის კონვენციამ გაეროში ის თემებიც მოაწესრიგა,
რომლებიც 1958 წლის ჟენევის კონვენციაში წესრიგდებოდა და ასევე არსებობს
რამდენიმე გაეროს რეზოლუცია და ასევე არსებობს მონტრეს 1936 წლის
კონვენცია. ასევე აღსანიშნავია, რომ 1982 წლის გაეროს კონვენცია 1994 წელს
შევიდა ძალაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ 1982 წლის კონვენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი
კონვენცია, რადგანაც 167 სახელმწიფო არის მისი წევრი პლიუს ევრო კავშირი და
ის ცალკე არის წევრი ამ კონვენციის, რადგანაც სახელმწიფოებს და ზოგ
ევროკავშირის წევრებს დელეგირებული აქვთ ზოგი კომპეტენცია ევროკავშირზე
მათ შორის თევსჭერის თავისუფლაი ნავიგაციის კომპეტენციები და
გარემოსდაცვითი კომპეტენციები წევრ სახელმწიფოებს აქვთ ევროკავშირზე
დელეგირებულ და აქედან გამომდინარე ევროკავშირიც აუცილებელი იყო, რომ ამ
ფარგლებში ყოფილიყო წევრი ამ კონვენციის. ასევე ამ კონვენციასთან
აღშანიშნავია, რომ ძირითად ტექსტზე დათქმა არის აკრძალული და ეს ნიშნავს
იმას რომ როდესაც სახელმწიფო გახდება კონვენციის წევრი შეუძლია გარკვეულ
მუხლებზე გააკეთოს დათქმა და მისთვის ეს არ იქნება სავალდებულო და ისიც
სხვას ვე მოთხოვს სხვას ამ მუხლის შესრულებას და აი სწორედ ეს არ შეიძება ამ
კონვენციაში და თუ კონვენციის წევრი ხდები შენ ყველა მუხლზეე თანხმობას
აცხადებ და ასევე კიდევ ერთი აღშანიშნავუ ფაქტი არის ის, რომ გარდა იმისა რომ
საკუთარი სასამართლო ტრიბუნალი შექმნა ანუ თავისი საერთაშორისო საზღვაო
სამათლის ტრიბუნალი რომელიც გერმანიაში ამას გარდა თუ იქ არ წავლენ
მოდავე მხარეები აუცილებელია, რომ დავა სასამართლოში გადაწყდეს ანუ მხარე
რომელიც ამ კონვენციის წევრია დავას ვერ გაექცევა და სადღაც მაინც შეუძლია
რომ მოდავე მხარეს უჩივლოსს მეორეს და თუ ვერ შეთანხმდებიან ამ შემთვევაშ
არსებობს მეშვიდე დანართით შექმნილი არბიტრაჟი სადაც შეუძლიათ ყველაზე
ბოლო შემთხვევაში ერთმა მხარემ მეორეს უჩივლოს და აქედან გამომდინარე
სავალდებულო დავის მოხმარების მექანიზმი არსებობს ამ კონვენციაში და
სწორედ ამ ფაქტორებისდა გამო არის ეს კონვენცია ასეთი მნიშვნელოვანი.

ზღვა დაყფილია გარკვეულ ზონებად და მათზე მეტ ნაკლებად მოქმედებს


სანაპირო სახემწიფოს იურისდიქციები.
(შიდა წყლები; არქიპელაგური წყლები; ტერიტორიული ზღვა მიმდებარე ზონა
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა განსაკუთრებული თევსჭერის ზონა
კონტინენტური შელფი და ღია ზღვა)

საწყისი ხაზები.

ჩვეულებრივი საწყისი ხაზები


საზღვაო სივრცეში ყველა ზონა აითვლება იმ წერტილებიდან რომლებსაც ქვია
საწყისი ხაზები, მაგრამ ჩვენ უნდა გავარჩიოთ საწყისი ხაზები სახელმწიფოს
საზღვარში ანუ საწყისი ხაზები სანაპიროზე გაივლება ორგვარად ერთი ეს არის
სწორი საწყისი ხაზები და ჩვეულებრივი საწყისი ხაზები. ისტორიასთან
დაკავშირებით ამაზე მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა განსხვავებაა სწორ საწყის
ხაზებსა და ჩვეულებრივ საწყის ხაზებს შორის. ჩვეულებრივი სწყისი ხაზების
განმარტება შემდეგნაირია, ნაპირის უკიდურესი მიქცევის წერტილების შეერთება
გვაძლევს ჩვეულებრივ საწყის ხაზსს. ანუ სეზონორუად როდესაც იცვლება
ნაპირის ფართობი და ამ ყველაფერს რომ არ დაებნია და იურიდიულად კითხვები
არ გაეჩინა შეთანხმდნენ, რომ როდესაც ზღვა იყო უკიდურესად მიქცევის
წერტილში მაშინ აითვლებოდა წერტილები და მათზე გავლებული
კოორდინატები იქნებოდა საწყისი ხაზები და აქედან იწყება ყველა საერთაშორისო
სამართლის საზღვაო ზონის ათვლა.

სწორი საწყისი ხაზები


მეორენაირი ათვლის საშუალებაა და იგინორვეგიის კანონმდებლობიდან იღებს
სათავეს, მაგრამ შემდეგ იგი დამკვიდრდება საერთაშორისო სამართალში და ICJ-
იმ აღიარა და ეს არის ისეთ შემთხვევებში როდესაც ნაპირი არის ძალიან
დაწახნაგებული ანუ რთული ნაპირია არის ბევრი კუნული მდინარის
შესართავები არის დელტა ყურეები, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სწორი
საწყისი ხაზის გავლება რაც ნიშნავს შემდეგ ანუ ზღვაში უკიდურესად გაჭრილ
წერტილებზე გავავლებთ სწორ ხაზსს და ამ უკიდურესი მიქცევის წერტილებს
შევაერთებთ სწორი ხაზით და ეს იქნება ჩვენთვის სწორი საწყისი ხაზები და
რათქმაუნდა ასეთ შემთხვევაში წყლის მეტი მასა ხდება ხმელეთიდან საწყის
ხაზებში. ანუა ბევრად მეტი მასაა წყლის ვიდრე მაგალითად ჩვეულებრივ საწყის
ხასებში. ასევე ასეთი ხაზები შეიძლება გაივლოს კუნძულებზე და ამას აქვს
საკუთარი წესები, მაგალითად თუ ჩვენ გვინდა რომ გავავლოთ სწორი საწყისი
ხაზი კუნძულზე ეს ხაზი წყლით არ უნდა იფარებოდეს სეზონურადაც და თუ
იფარება მაშინ ნაგებობა ან შუქურა უნდა იყოს მასსზე რომ არასდროს არ
დაიფაროს იგი წყლით და ასევე არ უნდა იყოს კუნძული 24 საზღვაო მილზე
მეტით დაშორებული ნაპირიდან და სწორი საწყისი ხაზი ნაპირის სოგად
მიმართულებას ძალიან არ უნდა სცდებოდეს და ასე შემდეგ.

ყურეები
საწყისი ხაზების გავლება შესაძლებელია ასევე ყურეებზეც და ამ ყველაფერს აქვს
საკუთარი წესები ანუ რომელ ყურეზე შეიძლება სწორი საწყისი ხაზის გავლება და
რომელი უნდა მიყვებოდეს ყურის ნაპირს. ყველა ყურეზე არ შეიძლება მისი
გავლება.

კუნძული
კუნძულის შეთხვევაში თუ გვინდა საწყისი ხაზის გავლება ის არ უნდა იყოს 24
საზღვაო მილზე მეტად დაშორებული.

საზომი ერტეული.
საზღვაო მილი- ეს არის ის ერთეული რომლითაც საერთაშორისო საზღვაო
სამართალში იზომება ესა თუ ის ზონა და ერთი საზღვაო მილი არის ტოლი
თითქმის 1.8 კილომეტრს.

საწყისი ხაზების მიზანი.


პირველი მიზანი საწყისი ხაზებისა არის ის რომ იგი საჭიროა იმისთვის რომ
ავითვალოთ ყველა საზღვაო ზონა, რომელსაც სახელმწიფო გამოაცხადებს და
ფლობს ზღვაში ანუ სანაპირო სახელმწიფო ეს არის პირველი მთავარი მიზანი.
ასევე ასევე როგორც ავღნიშნეთ ორი საწყისი ხაზის გავლებაა შესაძლებელი და
ორი ტიპი არის აქ ჩვეულებრივი, რომელიც არის უკიდურესი მიქცევის
წერტილების შეერთება და მეორე ეს არის სწორი საწყისი ხაზები, რომლებიც
უკიდურესად გაჭრილ წერტილებს სწორი ხაზით აერთებს ერთმანეთთან. ასევე
აღსანიშნავია, რომ მათი კონდინირება არის შესაძლებელი ანუ მაგალითად ერთ
ნაპირზე შეიძება გამოვიენოთ სწორი საწყისი ხაზები, ხოლო მეორე ნაპირზე
შესაძლებელია ჩვეულებრივი საწყისი ხაზების გამოყენება.

შიდა წყლები
პირველი საზღვაო ზონად საწყისი ხაზების გავლებასთან დაკავშირებით შეიძლება
ვაღიაროთ შიდა წყლები და ესენი არიანი ხმელეთიდან საწყის ხაზებამდე
არსებული ზღვის სივრცეები ანუ აქ იგულისხმება ხმელეთიდან საწყის ხაზებამდე
არსებული წლის მასა. პირველი წესი არის ის რომ შიდა წყლებზე ზუსტად იგივე
იურისდიქციაა როგორც ხმელეთზე და სამართლებრივად შიდა წყები არის
ზუსტად იგივე რაც შიდა წყლები. გამონაკლისია პორტები და შიდა წყლებში
მოხვედრილი გემები და მათზე ზოგჯერ სახელმწიფო თვითონ ირჩევს იმ გზას,
რომ განსხვავებული იურისდიქცია განახორციელოს და რაც შეეხება პორტებს
არსებობს აქ საერთაშორისო ნაოსნობისთვის ღია პორტები. საქართელოში ასეთი
იყოო მაგალითად ხუთი (ბათუმის ფოთის სუფსის და ყურელის და ასევე
სოხუმის, რომელიც 1996 წელს პრეზიდენტის ბრძანებით გამოცხადდა დახურულ
პორტად). აქედან გამომდინარე საქართველოს ეხლა აქვს ოთხი ნაოსნობისთვის
ღია პორტი და როგორც წესი საერთაშორისო სამართალში პორტებში შემოსვლა ან
გასვლა სავაჭრო გემებისათვის თავისუფალია და მათ აქვთ უფლება თავისუფლად
შემოვდნენ და გავიდნენ პორტში და ასევე ზოგ სახელმწიფოს აქვს უფრო
თავისუფალი იურისდიქცია ანუ მაგალითად პორტში მყოფ გემებზე არ
ავრცელებენ საკუთარ იურისდიქციას და ასევე მაგალითად მათ შიდა წყლებში
შემოსულ გემებზე არ ავრცელებენ საკუთარ იურისდიქციას თუ რაიმე
განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ასევე აღსანიშნავია რომ აქ გვაქვს ორი
მიდგომა ერთისმხრივ არის ანგლოამერიკული, ხოლო მეორესმხრივ არის
ფრანგული მიდგომა. პირველი მიდგომა არის ის რომ ყველა შემთხვევაში
შემოსულ გემს შიდა წყლებზე უნდა გავავრცელოთ იურისდიქცია, ხოლო მეორე
მიდგომისდა გამომდინარე არ გავრცელდება იურისდიქცია გამონაკლისი
შემთხვევების გარდა, მაგალითად თუ კი ამ გემზე რაც მოხდა იმან გავლენა იქონია
სანაპირო სახელმწიფოზე და ან მისი მოქალაქე დაზიანდა ან მისმა მოქალაქემ
ჩაიდინა გარკვეული სახის დანაშაული ან რაიმე გავლენა იქონია სანაპირო
სახელმწიფოზე. ამას გარდა პორტებზე და შემოსულ გემებზე იურისდიქციას რაც
შეეხება აღსანიშნავია ნუ ის რომ დასკვანდ რომ ვთქვათ იგივე იურისდიქცია
ვრცელდება, რაც ხმელეთზე. იგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი
საერთაშორისო საზღვაო სამართლის და ასევე აღსანიშნავია, რომ 1982 წლის
კონვენცია არ არეგულირებს თუ რა არის კონკრეტულად შიდა წყლები და რა
უნდა გავრცელდეს მასსზე და ეწს არის მთლიანად შიდა სამართლებრივი
კომპეტენცია.

ტერიტორიული წყლები ან ტერიტორიული ზღვა.

პირველი ამ ყველაფერზე რც უნდა ვუცოდეთ ეს არის ის რომ მისი ფართობი არის


12 საზღვაო მილი მაქსიმუმ ანუ კონვენციის მიხედვით საწყისი ხაზებიდან 12
საზღვაო მილი შეიძლება იყოს ტერიტორიული ზღვის ფართობი. ტერიტორიული
ზღვა არის სახელმწიფოს ტერიტორია და მის გარე საზღვარზე გადის სახელმწიფო
ეროვნული საზღვარი. თავდაპირველად ისტორიულად დადგენილი იყო, რომ
სამი საზღვაო მილი იყო ტერიტორიული ზღვის ფართობი, რადგანაც მაშინდელი
ქვემეხები ითვლებოდა რომ მხოლოდ სამ საზღვაო მილს წვდებოდნენ ზღვაში და
რახან ამას ახერხებდნენ ესეიგი მათი ეფექტური კონტროლის ზღვარი იყო სამი
საზღვაო მილი ზღვაში და აქედან გამომდინარე ეს იყო მისი ტერიტორია. ეს იყო
ისტორიულად აღიარებული და ჩვეულებითი სამართლის ნორმადაც მიღებული,
მაგრამ ჟენევის კონვენციაში ტერიტორიული წყლების შესახებ ეს ყველაფერი არ
ჩაიწერა, მაგრამ ის აღიარებული იყო. დღესდღეობით მრავალი რამ შეიცვალა და
აქედან გამომდინარე აღარ იყო საჭირო, და აქედან გამომდინარე გარკვეული
ლოგიკური ზღვარი უნდა აეღოთ. რამდენიმე ვერსია განიხილეს და ერთ-ერთი
მათგანი იყო თორმეტი საზღვაო მილი, მაგრამ პრობლემა იყო შემდეგი, რომ 3
საზღვაო მილიდან თორმეტ საზღვაო მილამდე რომ გაეზარდათ ძალიან ბევრი
საერთაშორისო ნაოსნობის სრუტე და გზა იკეტებოდა მსოფლიოში და სწორედ ამ
მიზეზისდა გამო წარმოიშვა, რომ საერთაშორისო ნაოსნობას უშლიდა ეს
ყველაფერი ხელს ორი მხარე. ერთი მხარე ამბობდა, რომ ვერ ჩაკეტავდა და მეორე
ამბობდა რომ გაზრდილიყო 12 საზღვაო მილამდე და საბოლოო ჯამში მიიღეს 12
საზღვაო მილი, მაგრამ შემოიტანეს მშვიდობიანი გავლის უფლება, ანუ უნდა
ყოფილიყო მშვიდობიანი გავლის რეჟიმი და ყველა გემს უნდა შეძლებოდა
შეუჩერებლად სხვის ტერიტორიაზე ანუ ტერიტორიულ ზღვაში გავლა ნებართვის
გარეშე. რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად ხმელეთზე რომ ვუღაცას შეელოს ჩვენს
ტერიტორიაზე შემოსვლა საზღვარზე გაჩერების გარეშე და გაიაროს ტრანზიტით
სხვა ქვეყანაში. აი დაახლოებით ასეთი რამ მიიღეს ზღვაში და ამ მშვიდობიანი
გავლის უფლების რეჯიმი შემოიღეს და ეს ყვეაფერი წერია კონვენციაში და ყველა
მისი წევრი ამას ეთანხმება, მაგრამ ამასთანავე მას აქვს საკუთარი მკაცრი წესები.
ანუ არსებობს მშვიდობიან გავლის რეჟიმის უფლება, თუმცა ძალიან მკაცრად არის
განსაზღვრული რა არის მშვიდობიანი გავლა. პირველრიგში ის უნდა ი.
პირველრიგში ის უნდა იყოს შეუჩერებელი და უნდა იყოს შეუფერხებელი და არ
უნდა არღვევდეს წესებს, მაგალითად (არ უნდა გაჩერდეს გემი; ღუზაზე არ უნდა
დადგეს; სამეცნიერო კვლევა არ უნდა ტარდებოდეს ამ დროს გემზე;თევსჭერას არ
უნდა აწარმოებდეს; თუ სამხედროა გემი მზადყოფნაში არ უნდა იყოს მოყვანილი
იარაღი; საფრენის დასმა ან მიღება არ უნდ აგანახორციელოს და ასე შემდეგ ანუ
ნებისმიერი რამ რაც სახელმწიფოზე გავლენას მოახდენს ანუ სანაპირო
სახელმწიფოზე არ უნდა განახორციელოს, თუ წყალქვეშაა ნავი აუცილებლად
წყალს ზემოთ ამოტივტივებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს ქ გავლისას
და ასე შემდეგ) ანუ ეს არის ის ძირითადი წესები რომელიც უნდა დაიცვა
მშვიდობიანი გავლის რეჟიმის დროს და ეს წესები არ უნდა დაარღვიო და თუ შენ
ამას იზამ და დაარღვევ მშვიდობიანი გავლის რეჟმს მაშინ ავტომატურად
სახელმწიფო იურისდიქციის ქვეშ ექცევი ანუ როგორც კი დაარღვევმ შვიდობიანი
გავლის რეჟიმის უფლების წესებს სახელმწიფოს აქვს უფლება შენზე
იურისდიქცია განახორციელოს ხოლო თუ არ დაარღვევ ავტომატურად ვერ
განახორციელებს იურისდიქციას. ასევე აღსანიშნავია, რომ საჰაერო სივრცეზე და
წყალქვეშ ეს რეჟიმი არ ხორციელდება. ანუ ტერიტორიული გზის ზემოთ არ
არსებობს მშვიდობიანი გადაფრენის უფლება და ეს ვრცელდება მხოლოდ და
მხოლოდ წყალზე და ასევე არ ვრცელდება ეს კანონი წყლის ქვეშ. ასევე ამ
ფაქტთან კიდევ აღსანიშნავია, რომ სამხედრო გემებზეც ვრცელდება მშვიდობიანი
გავლის უფლება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტერიტორიული ზღვის ფართობი
აუცილებლად უნდა გამოაცხადოს სახელმწიფომ და თ არ გამოაცხადებს არც
ექნება და ეს ნიშნავს თუ სად არის ზღავზე მისი ტერიტორია და აქედან
გამომდინარე მას უფლებებთან ერთად ამ ტერიტორიაზე პასუხისმგებლობებიც
ეკისრება ანუ მის ტერიტორიაზე ტერიტორიულ ზღვაში თუ ვინმემ გაიარა და
მაგალითად თუ დანაღმული იყო და გამვლელი მშვიდობიანი გავლის რეჟიმით
მოქმედებდა და ამის შესახებ არ ვაცნობებ სანაპირო სახელმწიფო აუცილებლად
დაარღვევს საერთაშორისო სამართალს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მშვიდობიანი გავლის უფლების შეჩერება სახელმწიფო
შეუძლია დროებით ანუ ეს არის უფლება რომელიც სახელმწიფომ შეიძლება
დრებით შეაჩეროს სხვადასხვა მიზეზისდა გამო, მაგალითად ეს შეიძლება იყოს
დაბინძურება ანუ თუ მაგალითად ტერიტორიული ზღვა არის დაბინძურებული,
ასევე თუ იქ სამხედრო წვრთნები ხორციელდება ოღონდ ამ მშვიდობიანი გავლის
უფლების შეჩერება არ უნდ აიყოს დისკრიმინაციული კონკრეტული ტიპის
გემების კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ ანუ მშვიდობიანი გავლის უფლების
შეჩერება თუ ომის მდგომარეობაში ვიმყოფები მეორე სახელმწიფოსთან არის
შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავა, რომ ეს შეზღუდვა უნდა იყოს ვადიანი და არა
უვადო.

სრუტები.

მათი დეფინიცია არ არის კონვენციაში, მაგრამ გვიწერია, რომ საერთაშორისო


ნაოსნობისთვის არსებულ სრუტეებზე ვრცელდება კონვენციის კონკრეტული
რეჟიმი და ეს სამართლებრივი რეჟიმი არის ტრანზიტული გავლის რეჟიმი ანუ
ისეთი სრუტეები, რომლებშიც ხორციელება საერთაშორისო ნაოსნობა მასსზე
ვრცელდება ტრანზიტული გავლის რეჟიმი და ეს უფრო ძლიერია ვიდრე
მშვიდობიანი გავლის რეჟიმი რადგან მას მოყვება ტრანზიტული გადაფრენის
რეჟიმი ანუ საერთაშორისო სანაოსნო სრუტრეების თავზე თავისუფლად და
შეუჩერებლად შესაძლებელი არის ნებართვის გარეშე ანუ სახელმწიფოს
ნებართვის გარეშე და ასევე იმიტომ რომ მისი შეჩერება არის შეუძლებელი
განსხვავებით მშვიდობიან გავლაზე ანუ თუ კი მშვიდობიან გავლას დროებით
შევაჩერებთ ამას ტრანზიტულ გავლაზე ვერ ვიზამთ და ანუ თუ დაბინძურება ან
რამე ხორციელდება უნდა შევათყობინო სახელმწიფოებს და ამის გამო ვერ
შევაჩერებთ ტრანზიტულ გავლას აქედან გამომდიარე ამ გადაფრენისა და
შეუჩერებლობის გამო უფრო დაცულია ტრანზიტული გავლის რეჟიმი
საერთაშორისო სრუტეებზე.
რაც შეეხება სრუტეებს აქ ძალიან მნიშვნელოვანია მონტრეს კონვენცია 1936 წლის
რომელიც არეგულირებს თურქულ სრუტეებს, ბოსბორსა და დარდანელს და
მასსში შემოსვლა გასვლის რეჟიმს. ამ სრუტეებზე კონტროლი მთლიანად აქვს
თურქეთს მასსში შემოსვლა და გასსვლა შეუძლია სავაჭრო გემებს ანუ ყველა
სავაჭრო და კომერციულ გემს, მაგრამ სამხედრო გემებს თუ ეს გემი რომელიმე
სანაპირო სახელმწიფოს არ ეკუთვნის ანუ შავი ზღვის 6 სახელმწიფოს მაშინ იგი
ძალიან შეზღუდულია მაგალითად ტონაჟითა და ზომით, ასევე 21 დღეზე მეტის
დგატარება არ შეუძლია შავ ზღვაში უცხო ქვეყნის სამხედრო გემს.

არქიპელაგური სახელმწიფოები.
თუ კი სახელმწიფო გეოგრაფიულად შედგება არქიპელაგებისგან მას შეუძლია
გახდეს იფსო იურე ანუ იურიდიულად არქიპელაგური სახელმწიფო და ეს
ნიშნავს, რომ სწორი საწყისი ხაზებით შემოავლებს ხაზებს მის კუნძულებს და
ყველაფერი რაც შიგნით მოხდება იქნება მისი შიდა წყლები, თუმცა თუ ამ გზას
აირჩევს მის შიდა წყლებში შენარჩუნდება თავისუფალი გავლის რეჟიმი აანუ
თავისუფალი გავლის რეჟიმი ანუ მშვიდობიან გავლისა და ტრანზიტულ გავლის
რეჟიმთან მიახლოვებული სადაც მეტ ნაკლები დაშვებები და შეზღუდვებია.
მიმდებარე ზონა.

ეს არის საწყისი ხაზებიდან მაქსიმუმ 24 საზღვაო მილი და მასსზე ხშირად


ამბობენ, რომ არის დამატებით 12 საზღვაო მილი, მაგრამ უფრო სწორია ის რომ
საწყისი ხაზებიდან ის არის მაქსიმუმ 24 მილის რადიუსსზე და ეს არის მიმდებარე
ზონა. რას ნიშნავს მიმდებარე ზონა ნუ როგორც წესი ყველა სახელმწიფო 12
საზღვაო მილს აითვლის, როგორც ტერიტორიულ ზღვას ხოლო შემდეგ 12
საზღვაო მილს თუ კი ამის საშუალება არის და ძაან ახლოს არ არის მეორე
სახელმწიფოსთან აითვლის მიმდებარე ზონას. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ზონაზე
4 ტიპის კონტროლი შეუძლია სახელმწიფოს: ფისკალური; საგადასახადო;
სანიტარული და საიმიგრაციო კონტროლი ანუ ამ ზონის ფუნქცია უფრო არის
უკეთ აკონტროლოს მისი ტერიტორია და ტერიტორიული ზღვა ასევე არსებობდა
მოვლენა კონსტრუქციული ყოფნა, მაგალითად როდესაც სახელმწიფოსთან დიდი
გემი გაჩერდებიოდა, ოღონდ ტერიტორიულ ზღვაში არ შემოვიდოდა ჩამოსვამდა
მცირე ნავს ის შევიდოდა ტერიტორიულ ზღვაში განახორციელებდა ვაჭრობას და
შემდეგ ბრუნდებოდა ამ გემზე და თვითონ ამ გემზე ვერ განახორციელებდი
იურისდიქციას, რადგან ის გემი არ შემოდიოდა ტერიტორიულ ზღვაში და
ზუსტად ამიტომ, რომ ეს საკითხი გადაეჭრათ და მოეგვარებინათ ჩათვალეს რომ
უნდა დაემატებინათ კიდევ 12 საზღვაო მილი, მაგრამ აღსანიშნავუია, რომ ეს არ
არის სახელმწიფოს ტერიტორია და ეს უბრალოდ ზონაა, რომელსაც სახელმწიფო
რომ გამოაცხადებს მას აქ შეუძლია რაღაც დამატებითი კონტროლი ახორციელოს
სხვა გემებზე, რომ უკეთ აკონტროლოს მისი ტერიტორია და ტერიტორიული
ზღვა, რადგან ზოგჯერ როდესაც ხდებოდა დანაშაული საკმაოდ გრზძელვადიანი
ხდებოდა სახელმწიფოსგან ინფორმაციის მიღება და ეს ფაქტორი
კონტროლისთვის არის ძალიან კარგი. აუცილებელი არ არის მისი გამოცხადება
და სახელმწიფო თუ ამას არ იზამს უბრალოდ არ ექნება ეს ტერიტორია. ანუ
ტერიტორიული ზღვის გამოცხადება თუ აუცილებელი არის და სახელმწიფომ ეს
აუცილებლად თუ უნდა ქნას აქ ესეთი სავალდებულოება არ გავქვს.

კონტინენტური შელფი.

ეს ნიშნავს სახელმწოს სანაპიროდან ხმელეთის გაგრძელებას ოკეანის ბსკერამდე


ეს ნიადაგი რათქმაუნდა განსხვავებულია ვიდრე ოკეანის ბსკერი და მასსში
როგორც წესი ძალიან დიდი სიმდიდრეა და ის იმიტომ გახდა მნიშვნელოანი და
საინტერესო, რომ ყველა წიაღისეული იქნება ეს არაცოცხალი რესურსი აქ არის
ძალიან დიდი სიმდიდრე ინახება ამ კონტინენტურ შელფზე, მაგალითად
აზერბაიჯანი, რომ ასეთი მდიდარია ის მის მთელ ამ სიმდიდრეს კასპიის ზღვის
კონტინენტური შელფიდან მოიპოვებს და აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო საზღვაო სამართალში. ასევე ძალიან
საინტერესოა მისი საწყისები ანუ როგორ დაიწყო კონტინენტური შელფის
ჩამოყალიბების ისტორია 1945 წელს პრეზიდენტმა ტრუმანმა გამოაცხადა
პროკლამაცია და საერთაშორისო საზოგადოებას გამოუცხადა რომ ჩემი
კონტინენტური შელფი ჩემი სუვერენული ნაწილიო, რადგგან ჩემი ხმელეთის
გაგრძელებაა ზღვაშიო და ამიტომაც მასსზე მე გავავრცელებს ექსკლუზიურ
უფლებებსო და მასსზე ეს უფლებები მექნებაო ძალიან ბევრი სახელმწიფო ამ
ყველაფერს აყვა და უცბად ძალიან ბევრი სახელმწიფო გახდა მისი მომხრე და ეს
კონტინენტური შელფის შესახებ გახდა ნორმა ანუ ის რომ სანაპირო სახელმწიფოს
ექსკლუზივი აქვს კონტინენტურ შელფზე და აქედან აგმომდინარე ის ძალიან
სწრაფად გახდა ჩვეულებითი სამართლის ნორმა ასევე შემდეგ პირველად 1982
წელს კონტინენტური შელფი ჩაიწერა უკვე კონვენციაში განისაზღვრა მისი
ფართობი. მისი ფართობია საწყისი ხაზებიდან მაქსიმუმ 200 საზღვაო მილი ნუ ეს
რათქმაუნდა დამოკიდებული იმაზე კონტინენტური შელფი იძლევა თუ არა ამის
საშუალებას. ასევე დამატებით შეიძლება გაგრძელდეს 150 საზღვაო მილი თუმცა
იმ დამატებითი 150 საზღვაო მილზე გარკვეული შეზღუდვებია და იმ
ტერიტორიაზე მოპოვებული სიმდიდრის რაღაც გარკვეული პროცენტი უნდა
გადაუხადოს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციას, რომელიც ამ ფულს მოახმარს
განვითარებად ქვეყნებს ამ მიმართულებით. ანუ დასკვნად რომ ვტქვთ
კონტინენტური შელფის დეფინიციაა ის რომ სახლმწიფოს ხმრლრთის
გაგრძელება ზღვაში არის ექსკლუზიური და სუვერენული უფლებების მქონე ანუ
მის არაცოცხალრესურსებზე სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური წვდომა ანუ
სახელმწიფო ამბობს რომ მასსში არსებულ არაცოცხალ რესურსებზე პირველადი
უფლება აქვს სანაპირო სახელმწიფოს და მის გარეშე არავის არ აქვს რესურსების
მოპოვების უფლება ამ ტერიტორიაზე და სხვა მხრივ ნაოსნობა და თევსჭერა არ
შედის ამ ყველაფერში და მხოლოდ არაცოცხალ რესურსებზე არის საუბარი აქ.

განსაკუთრებული ან ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა


ეს რაღაცით გავს კონტინენტურ შელფს და აქაც არის საუბარი რომ ზღვის მიღმა
ანუ მიმდებარე ზონა თუ დამთავრდა ანუ ის 24 საზღვაო მილი, მის მიღმა რა
ზღვაც არის მასსზე სანაპირო სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული
ექსკლუზიური უფლებები, ანუ აქაც ცოცხალ და არაცოცხალ რესურსებზეა
საუბარი მხოლოდ და ითქვა შემდეგი რომ საწყისი ხაზებიდან მაქსიმუმ ორასი
საზღვაო მილი შეიძლება საზღვაო სახელმწიფომ გამოაცხადოს მის ექსკლუზიური
ზონად და მასსში ცოცხალ და არაცოცხალ რესურსებზე მას ჰქონდეს
ექსკლუზიური უფლებები. ხელოვნური კუნძულების აშენება აქ შეიძლება და
ხელოვნური კუნძულების აშენება შესაძლებელია ამ ზონაშიც და სხვა ზონაშიც
თუმცა ხელოვნური კუნძულები თავის საზღავო ზონებს არ წარმოადგენენ და
შესაბამისად სადაც აშენდება ხელოვნური კუნძული იგივე უფლებები
გავრცელდება მასსზე რაც იმ ზღვის სივრცეში გავრცელდებოდა ქვეყნისთვის
სადაც აშენდა ეს ხელოვნური კუნძული. ასევე თუ სახელწმიფო არ გამოაცხადებს
მას არ ექნება ეს უფლებები და მისი გაგრძელება არ შეიძლება. განსაკუთრებული
ეკონომიკური ზონაც ისევე როგორც სხვა ზონები აითვლება საწყისი ხაზებიდან.
ღია ზღვა

მას აქვს ნეგატიური დეფინიცია კონვენციაში ანუ რას ნიშნავს ეს ის ამბობს რომ ია
ზღვა არის ყველაფერი გარდა ამ რაღაცეებისაო. ანუწყალი რომელიც არ არის არც
შიდა წყლები, არც ტერიტორიული ზღვა არც მიმდებარე ზონა არც
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არც არქიპელაგური წყლები ეს ზღვა არის
მაშინ ღია ზღვა ანუ ყველაფერი დანარჩენი გარდა ამ ჩამოთვლილისა არის ღია
ზღვა. ღია ზღვა ნიშნავს რომ ეს არის სივრცე რომელიც არის ყველასი თანაბრად
ანუ ღია ზღვა არის ყველასი და მასსში არსებობს 1958 წლის ჟენევის კონვენციაში
ღია ზღვის შესახებ იყყო ოთხი კონვენცია და ერთ-ერთი აქედან იყო ღია ზღვის
შესახებ ჟენევის კონვენცია და მასსში შეიძლება ნაოსნობის თევზჭერის
მილსადენებისა და კაბელების გაყვანის და გადფრენის უფლება არის ღია ზღვაში
ანუ ეს არის ღია ზღვის თავისუფლებები და 1982 წლის კონვენციით კიდევ ორი
დაემატა და ეს არის ხელოვნური კუნძულების აშენება და სამეცნიერო კვლევის
თავისუფლება ანუ ჯამში არის ექვსი თავისუფლება და ყველა ეს ქმედება
შეგვიძლია განახორიელოს სახელმწიფომ ღია ზღვაში და მასსზე მხოლოდ და
მხოლოდ გავრცელდება გემის ალმის იურისდიქცია. ღია ზღვაში ნაოსნობას აქვს
მხოლოდ და მხოლოდ ოთხი შეზღუდვა ანუ ოთხი შემთხვევა როდესაც
სახელმწიფოს გემს სამხედრო ან საპოლიციო გემს შეუძლია გააჩეროს რომელიმე
სხვა დროშის ქვეშ მცურავი გემი და ეს მაგალითებია, როდესაც მეკობრეობას აქვს
ადგილი; უკანონო რადიოგადაცემის წამოება თუ ხდება, მაგრამ ეს არის საკმაოდ
მოძველებული და თითქმის მკვდარი; მონობით ვაჭრობა და ესეც ალბათ არის
მკვდარი ტემა, მაგრამ დღეს ამბობენ, რომ ტრეფიკინგი არის მონობით ვაჭრობის
თანამედროვე სახე; ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა . ასევე აღსანიშნავია, რომ
მხოლოდ მეკობრეობის შემთვევაში შეუძლია სახელმწიფოს გააჩეროს სხვა ქვეყნის
გემი და გაავრცელოს საკუთარი იურისდიქცია ანუ დასაჯოს მიუსაჯოს
დააპატიმროს და სხვა შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია გააჩეროს
შეამოწმოს და იმ დროში სახელმწიფოს აცობოს ინფრომაცია, რომ აი შენი ქვეყნის
გემი გავაჩერე ამ დარღვევებს აქვს ადგილი და ვიმოქმედოთ ერთად ან
გადაწყვიტე რა გავაკეთოთ და სხვა შემთვევაში უნდა გაუშვას. ასევე მონობით
ვაჭრობაზე აღსანიშნავია, რომ თუ გემს გავაჩერებთ, რომელიც ვაჭრობს მონობით
და გათავისუფლდა ეს პირი იგი ითვლება თავისუფლად და მას არ აქვს
ვალდებულება დაბრუნდეს ამ გემზე სხვა მხრივ ყველანაირად მხოლოდ
გაჩერებების შემოწმებების და ცნობების უფლება გვაქვს იმ სახელმწიფსთვის
რომლის დროშის ქვეშაც არის გემი გარდა მეკობრეობისა, როგორც ვიცით ეს არის
უნივერსალური დანაშაული და ამ დროს უბრალოდ შესაძლებელია სახელმწიფო
გემის მხრიდან გააჩეროს მეკობრეობაზე ეჭვმიტანილი გემი და თუ დამტკიცდა
გაავრცელოს იურისდიქცია და დასაჯოს.

დაუწერელი კანონები
ასევე არსებობს გარკბვეული შემთხვევები რაც არ წერია კონვენციაში, მაგალითად
თუ განუსაზღვრელი დროშის ან ეროვნების გემია ან საერთოდ დროშის გარეშეა
გემი და იდენტიფიცირება მისი არის შეუძლებელი და საუბარია ასევე
დაბინძურების ინტერვენციაზე თუ აბინძურებს გემი რა მიდგომები შეიძლება
განხორციელდეს და ეს თანამედროვე მიდგომებია და არ არის განსაზღვრული
კონვენციაში.

ცხელ კვალზე დევნის უფლება.

აქ არის რამდენიმე საკითხი. პირველი სახელმწიფოს შეუძლია ცხელ კვალზე


დევნის განხორციელება იმ იურისდიქციით რა იურისდიქციის ქცვეშაც მოხდება
დანაშაული, მაგალითად თუ კი ტერიტორიულ ზღვაზე ვიწყებ დევნას მაშინ აქ რა
უფლებებიც მაქვს რომ განვახორციელო გემის წინააღმდეგ იმ უფლებების
მიხედვით უნდა ვიმოქმედო. თუ კი განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ვიწყებ
მაგალითად შემიძლია დავიწყო ეს ყველაფერი ცოცხალ ან არაცოცხალ რესურსს
თუ უკანონოდ მოიპოვებდა და ამის გამო დავიწყო. ანუ აქედან გამომდინრაე
სახელმწიფოს რა უფლებაც აქვს გარკვეულ ზონაში სადაც დავიწყე და რის გამოც
დავიწყე დევნა იმის განხორციელება შემიძლია მარტო. ანუ მაგალითად თუ
ვინმემ ტერიტორიულ ზღვაზე ჩემთან დაარღვია ნავიგაცია ამის გამო შემიძლია
დავსაჯო, მაგრამ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ამის გაკეთება არ
შემიძლია, მაგრამ იქ შემიძლია უნებართვო თევსჭერის გამო დავსაჯო და დავიწყო
დევნა. ანუ აქედან გამომდინარე პირველი ის არის, რომ თუ დაიწყო ცხელ კვალზე
დევნა ძირითად შემთხვევაში ცხელ კვალზე დევნაზე არ არის დრო
განსაზღვრული, მაგრამ ყოფილა გაკრვეული შემთხვევები სადაც არბირტაჟმა
დაამტკიცა, რომ 12 საათის მერე ცხელ კვალზე დევნა აღარ არისო, თუმცა 6 საათი
4 საათი შეიძლება ცხე კვალზე დევნად ჩაითვალოს და ანუ დროის ათვლა აქედან
გამომდინარე მოხდება მაშინ როდესაც დარღვევის ფაქტი იქნება ცნობილი. ასევე
აღსანიშნავია, რომ ცხელ კვალზე დევნა უნდა იყოს შეუჩერებელი ანუ ბოლომდე
უნდა ვდევნო ის და სადაც არ უნდა დავიჭირო ეს გემი შემიძლია რომ აღვასრულო
იურისდიქცია, ოღონდ ის იურისდიქცია რაც დავიწყე თავისან, მაგრამ ეს დევნა
უნდა იყოს უწყვეტი და ამ დროს მდევნელს არ აქვს შეჩერებისა და დასვენების
უფლება. ანუ მაგალითად ჩემთან თუ დაბრუნდა ისევ მაშინ შემიძლია გავაჩერო,
მაგრამ ღია ზღვაში ასეთ დროს ვერ გავაჩერებ თუ ეს ვქენი დავისვენე გადავეცი ან
რაიმე სხვა და ღია ზღვაში შემიძლია გავაჩერო მხოლოდ და მხოლოდ თუ ცხელ
კვალზე ვდევნი და დასრულებას რაც შეეხება ცხელ კვალზე დევნა სრულდება
მაშინ როდესაც გემი შევა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში
და სხვა ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში როგორც კი შევა ცხელ კვალზე დევნა
სრულდება მე კი შემიძლიე მივმართო იმ სახელმწიფოს ვისთანაც შევა იგი, მაგრამ
მე მასსზე ვეღარ განვახორციელებ იურისდიქციას ანუ შეიძლება გადმომდეს,
მაგრამ სხვა შემთვევაში არ შემიძლია. ასევე აღსანიშნავია, რომ ცხელ კვალზე
დევნა არის 110 მუხლში გაწერილი.

You might also like