You are on page 1of 3

გემების დაკავება და დაპატიმრება

გემის დაკავება გულისხმობს მის გადაადგილების შეზღუდვას , რაც


დაკავშირებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ან რაიმე სახის
დაბრკოლების მოხსნასთან, რაც ხელს უშლიდა გემს ზღვაში გასასვლელად.
გემის დაკავებას როგორც წესი აწარმოებენ სანაპირო სახელმწიფოს
კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები და ის ატარებს ადმინსტრაციულ
ხასიათს.
პრაქტიკაში ძირითადად გამოყოფენ გემის დაკავების სამ შესაძლო საფუძველს:
პირველი დაკავშირებულია საზღვრისპირა სახელმწიფოს კანონების
დარღვევასთან. ასე მაგალითად: საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982
წლის კონვენციის 111 -ე მუხლში რეგლამენტირებულია, რომ საზღვრისპირა
სახლემწიფოს აქვს უფლება ე.წ. „ცხელ კვალზე“ დააკავოს უცხო ქვეყნის გემი,
თუ მას გააჩნია სათანადო მტკიცებულება, რომ გემმა დაარღვია მისი
კანონმდებლობა მის შიდა წყლებში, მის არქიპელაგურ წყლებში,
ტერიტორიულ წყლებში, მიმდებარე ზონაში, ეკონომიკურ ზონაში, დაკავების
მიზეზი ასეთ შემთხვევაში დაკავშირებულია გამოძიების ცატარებასთან.
ასევე საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის 220-ე
მუხლით საზღვრისპირა სახელმწიფომ შეიძლება დააკავოს უცხო ქვეყნის გემი,
თუ მან დაარღვია საზღვრისპირა სახელმწიფოს კანონმდებლობაში
საერთაშორისო კონვენციაში დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან
დარღვევა. ეს დარღვევა უნდა იყოს სანაპირო9 სახელმწიფოს ტერიტორიულ
წყლებში ან მის ეკონომიკურ ზონაში. ასეთ შემთხვევაში დაკავება ისახავს
მიზანს აწარმოონ მოკვლევა.
დაკავების მეორე მიზეზი შეიძება იყოს დაკავშირებული ზღვაოსნობის
უსაფრთხოებასთან. როგორც ცნობილია, მთელ რიგ საზღვაო კონვენციებში,
რომლებითაც რეგლამენტირებულია ნაოსნობის უსაფრთხოება,
გათვალისწინებულია პორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების
მოვალეობა არ დართონ ნება პორტიდან გემის გასვლაზე თუ მასზე
აღმოჩენილია ისეთი ნაკლოვანებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან
ადამიანების სიცოცხლეს. მაგალითად, როგორც რეგლამენტირებულია 1966
წლის საერთაშორისო კონვენციაში „სატვირთო მარკის“ შესახებ, აკრძალულია
გემის გასვლა ზღვაში, თუ ის დატვირთულია საერთაშორისო ნორმების
დარღვევით. ასევე საერთაშორისო კონვენციის „ადამიანის სიცოცხლის
დაზღვავა ზღვაზე SOLAS -74“ მოთხოვენბი გემზე, სამაშველო დანადგარების
და ყველა იმ პირობების დაცვა, რაც გათვალსიწინებულია კონვენციით,
წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დარღვევა შეიძლება სახიფათო იყოს
ადამიანების სიცოცხლისათვის.
ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში დაკავების ვადა განსაზღვრული არ
არის. ის ძირითადად მოიცავს იმ დროს, რა დრლოშიც მოხდება დარღვევების
აღმოფხვრა.
დაკავების მესამე მიზეზი შეძილება იყოს დაკავშირებული გემის შემდგომ
დაპატიმრებასთან. ზოგიერთი ქვეყნის ნაციონალურ კანონმდებლობაში ,
მაგალითად უკრაინის საზღვაო კოდექსის 76-ე მუხლით
რეგლამენტირებულია, პორტის უფროსის განკარგულებით შესაძლებელია
უცხო ქვეყნის გემის ან ტვირთის დაკავება არაუმეტეს სამი დღისა. რის შემდეგ
გემის დასაპატიმრებლად საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება.
გემების დაპატიმრება სავაჭრო ზღვაოსნობაში არის იძულებითი
ხასიათის ღონისძიება.
1926 წელს ბრიუსელში მიიღეს საერტაშორისო კონვენცია ზოგიერთი
წესების უნიფიკაციის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გემების
დაპატიმტრებასთან ან სახელმწიფო კუთვნილებაში ან სახლემწიფოს
ინტერესებში მომუშავე გემების იმუნიტეტის შესახებ. მაგალითად,
საქართველოს საზღვაო კოდექსის 43-ე მუხლით რეგლამენტირებულია: „გემის
დაპატიმრება ხდება მხოლოდ საზღვაო სარჩელის უზრუნველსაყოფად“.
„საზღვაო სარჩელი’ გამომდინარეობს გემის საკუთრებისა და სხვა ქონებრივი
ურთიერთობებიდან, რომლებიც წარმოიშობა მშენებლობისათვის
ექსპლოატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის, ან გადარჩენასთან
დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას. გემის დაკავება ან
განთავისუფლება ხდება მხოლოდ სასამართლოს, საარბიტრაჟო სასამართლოს
ან საზღვაო არბიტრაჟის კომისიი თავმჯდომარის მიერ.
საქართველოს სახელწმიფო საკუთრებაში არსებული გემების
დაპატიმრება ან რაიმე სასჯელის დადება შეიძლება მხოლოდ საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით.
ბრიუსელში მიღებული იყო კონვენცია „საზღვაო გემების დაპატიმრების
წესების უნიფიკაციის“ შესახებ, სადაც დადგენილი იყო პირობები,
რომლებითაც საზღვაო გემების დაპატიმრებისას განხორციელდება
სამოქალაქო სარჩელი საზღვაო მოთხოვნებიდან გამომდინარე.
„საზღვაო მოთხოვნებს“ განეკუთვნება ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც
წარმოიშვება ერთი ან რამოდენიმე ქვემოტ ცამოთვლილი შემთხვევიდან:
 ზარალი, რომელიც მიყენებული იყო გემის დაჯახებით;
 ხელშეკრულებები გემის ქირაობით ჩარტერის ან სხვა პირობით;
 ხელშეკრულების დადება გემზე ტვირთის გადაზიდვასთან
დაკავშრებით ჩარტერის ან სხვა პირობით;
 გემით გადასაზიდი ტვირთის ან ბარგის დაზიანება ანდ აკარგვა;
 საერთო ავარია;
 ბუქსირება;
 გემის მომარაგება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებით;
 ხელფასის ანაზღაურება გემის კაპიტანს, მეთაურთა შემადგენლობას და
რიგით შემადგენლობას;
 დავები გემის საკუთრებასთან დაკავშირებით;
„გემის დაპატიმრება“ გულისხმობს სასამართლო განსჯადობას საზღვაო
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და არ გულსიხმობს გემის დაპატიმრებას
სასამართლო აღსრულების დასაკმაყოფილებლად.
1952 წლის კონვენციის მე-3 მუხლის მოტხოვნით: „თუ გემი
დაფრახტულია ბერბოუდ-ჩარტერის პირობით (უეკიპაჟოდ), და
დამფრახტველი არარეგისტრირებული მფლობელია, კონვენციის პირობით
დაფრახტული გემის მიმართ წამოყენებული ნებისმიერი საზღვაო მოთხოვნის
წარმოშობაზე ის პასუხისმგებელია. პირს, რომელსაც ექნება საზღვაო
მოთხოვნა, მის მიმართ შეუძია დასვას საკითხიო გემის დაპატიმრების
თაობაზე. მაგრამ გემის დარეგისტრირებული მფლობელის სხვა გემზე
დაპატიმრების განხორციელება დაუშვებელია. დაპატიმრებული გემი საზღვაო
მოთხოვნების აღსრულების შემდეგ ექვემდებარება გათავისუფლებას.
ზოგიერთ ქვეყნებში გემის დაპატიმრება ხდება ავტომატურად,
სასამართლოდ ადგენილების გამოტანით. ზოგიერთ ქვეყნებში დაპატიმრებას
ახდენენ სპეციალური აღმასრულებლები.

You might also like