You are on page 1of 15

1 ქულიანი:

1. რა არის საკლასიფიკაციო საზოგადოება?

საკლასიფიკაციო საზოგადოებები - არიან არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები და ისინი არ არიან ორიენტირებული


მოგებაზე.
საკლასიფიკაციო საზოგადოებები აყალოიბებენ სტანდარტს გემის დიზაინზე, აგებულებაზე, დანადგარებზე, რომლის
მიხედვითაც შენდება გემების უმეტესი ნაწილი. ამ სტანდარტებზე დაყრდნობით საკლასიფიკაციო საზოგადოება ახორციელებს
გემის შემოწმებას და შემდგომ გემს ანიჭებს კლასს. მსოფლიოში არის ცნობილი 50 ორგანიზაცია. 13 მათგანი არის
საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციის (IACS)_ის წევრი.
IACS_ის წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებებია:
1. American bureau of shipping (ABS) - სათაო ოფისი USA, Houston
2. Bureau veritas (BV) - სათაო ოფისი Neuilly-sur-Seine, France
3. Det norske veritas (DNV) - სათაო ოფისი Bærum, Norway
4. Germanischer Lloyd (GL) - სათაო ოფისი Hamburg, Germany
5.Lloyd’s register (LR) - სათაო ოფისი London, United Kingdom
6. Nippon Kaiji kyokai (NK / Class NK) - სათაო ოფისი Tokyo, Japan
7. Indian register of shipping (IRS) - სათაო ოფისი Mumbai, India
8. Korean register of shipping (KR) - სათაო ოფისი Daejeon, Korea
9. Polish register of shipping (PRS) - სათაო ოფისი Gdańsk, Poland
10. Croatian register of shipping (CRS) - სათაო ოფისი Split, Croatia
11. China classification society (CCS) - სათაო ოფისი ჩინეთში
12. Registro italiano navale (RINA) - სათაო ოფისი Genoa, Italy
13. Russian maritime register of shipping (RS) - სათაო ოფისი Saint Petersburg, Russian Federation

IACS (International Association of Classification Societies) არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ის დაარსდა 1968 წელს. IACS_ის
მთავარი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ზღვაზე უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას, რათა თავიდან იქნეს
აცილებული საზღვაო დაბინძურება. ის არის ყველაზე დიდი საკლასიფიკაციო საზოგადოება და შედგება 13 წევრისგან.
IACS IMO_ში უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და ხელმძღვანელობას.

2. რამდენი დანართისგან შედგება MARPOL კონვენცია?


Annex I -Regulations for the Prevention of Pollution by Oil.
Annex II Regulations for the Prevention of Pollution by Noxious (ნოქშს) Liquid Substances in Bulk.
Annex III Regulation for prevention of pollution by Harmful Substances in Packaged Form.
Annex IV Prevention of Pollution by Sewage (სუვიჯ) from Ships.
Annex V Prevention of Pollution by Garbage from Ships.
Annex VI Prevention of Air Pollution from Ships.

3. რამდენი თავისგან შედგება SOLAS კონვენცია?


SOLAS კონვენცია შედგება 14 თავისგან. ესენია:
Chapter I – General Provisions
Chapter II-1 – Construction and stability, machinery and electrical installations
Chapter II-2 – Fire protection, fire detection and fire extinction
Chapter III – Life-saving appliances and arrangements
Chapter IV – Radio Communications
Chapter V – Safety of navigation
Chapter VI – Carriage of Cargoes
Chapter VII – Carriage of dangerous goods
Chapter IX – Management for the Safe Operation of Ships
Chapter X – Safety measures for high-speed craft ships
Chapter XI-1 – Special measures to enhance maritime safety
Chapter XI-2 – Special measures to enhance maritime security
Chapter XII – Additional safety measures for bulk carriers
Chapter XIII - Verification of Compliance
Chapter XIV - Safety measures for ships operating in Polar waters.

4. რომელი კონვენცია არეგულირებს მეზღვაურთა შრომის ურთიერთობებს?


მეზღვაურთა შრომის ურთიერთობებს არეგულირებს The Maritime Labour Convention 2006 (MLC). MLC კონვენცია
მიღებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)_ს მიერ. MLC კონვენცია ადგენს მეზღვაურების გემზე
ცხოვრების და მუშაობის მინიმალურ სტანდარტებს.
5. რა არის Oil Record Book (ORB) Part I?
Oil record Book Part I არის სამანქანე ოპერაციების ჟურნალი, რომელშიც იწერება:
1. შეგროვებული შლამისა (Sludge) და ლეალური წყლის რაოდენობა (Bilge water)
2. დამწვარი, აორთქლებული შლამის რაოდენობა
3. ლეალური წყლის სეპარატორის გავლით ზღვაში ჩაღვრა (რაოდენობა, ჩაღვრის დაწყებისა და დასრულების დრო)
4. საწვავის ან/და ზეთის მიღებული რაოდენობა
MARPOL Annex I_ის თანახმად, Oil Record Book Part I მოითხოვება ყველა ტანკერზე რომელიც არის 150 GT_ზე მეტი და
ყველა გემზე რომელიც არის 400 GT_ზე მეტი.

6. MARPOL დანართის III თანახმად რამდენი კატეგორია არსებობს მავნე, ტოქსიკური ნივთიერებების?

7. MARPOL დანართის II თანახმად რამდენი ტიპის გემი არსებობს მავნე ტოქსიკური ნივთირებების გადასატანად?
არსებობს 3 ტიპის გემი.

8. რომელი კონვენციის ნაწილი არის ISM CODE?


ISM Code (international safety management code) არის SOLAS (International Convention for the Safety of Life at Sea) _ის ნაწილი

ISM CODE – International Safety Management code არის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტი, რომელიც არეგულირებს
უსაფრთხო მენჯმენტს, გემის უსაფრთხო ოპერირებას და ითვალისწინებს გარემოს დაბინძურების პრევენციას.
SOLAS chapter IX მოითხოვს ISM Code_თან შესაბამისობას.

ISM Code_ის მიზნები არის:


• უსართხოების უზრუნველყოფა ზღვაზე;
• ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი დაცვა დაზიანებისგან
• ზღვის დაბინძურების პრევენცია
• საკუთრების უსაფრთხოება
ISM Code_ის მიზნებში ასევე შედის სისტემის მუდმივი განვითარება, საზღვაო სფეროში მომუშავე პერსონალის
უნარების მუდმივი განვითარება

ISM კოდექსის თანახმად კაპიტნის მოვალეობაში შედის:


1. დანერგვა, 2. გადადხედვა 3. უსაფრთხოების მართვის სისტემის დამტკიცება 4. ბრძანებების გაცემა 5. ეკიპაჟის მოტივირება 6.
შეუსაბამოების მოხსენება

ISM კოდის გამოყენების დადებითი მხარეებია (benefit):


 ISM კოდის გამოყენებისას სისტემა მუდმივად ვითარდება და შესაბამისად კომპანია მიიწევს წინ
 იზრდება ეფექტურობა, პროდუქტიულობა, დაზღვევა. მომხმარებელი მეტად კმაყოფილი ხდება
 მცირდება საჩივრების რაოდენობა
 ფუჭი შრომის თავიდან აცილება;
 იზრდება კომპანიის მორალური ცნობიერება.
ხარისხის/უსაფრთხოების გაცნობის პროგრამა მთლიანი სტაფისთვის;

ISM კოდექსის გამოყენებას აქვს შემდეგი სახის უპირატესობები:


 მცირდება შეცდომების დაშვება გემის და მისი აღჭურვილობის მართვის დროს, შესაბამისად მცირდება ხარჯი
 მცირდება ინციდენტების რაოდენობა
 ხდება კომპანიის მენეჯმენტის საერთაშორისო აღიარება
 იზრდება გარემოსა და ნატურალური რესურსების დაცვა
 ხდება სისტემისა და შეუსაბამობების ფორმალური კონტროლი
 მარკეტინგული დანიშნულებით გამოყენება;
 საკუთრების (კომპანიის, კლიენტის) დაცულობის გარანტი;
 კლიენტის და კომპანიის შორის ერთიანი მიდგომა ხარისხიანი მომსახურეობისადმი

ISM კოდი უზრუნველყოფს გადამზიდავი კომპანიების მიერ შესაბამის მენეჯმენტს, რომელიც მოიცავს მათი გემების მართვის
ოპერაციების ყველა ასპექტს:
 სატვირთო ოპერაციები;
 ნავიგაცია;
 სამანქანე განყოგილებაში მიმდინარე ოპერაციები;
 ქმედითუნარიანობის შენარჩუნება;
 დანადგარების და აღჭურვილობის ტესტირება და ინსპექტირება;
 მზადყოფნა განსაკუთრებულ სიტუაციებისადმი;
 ეკიპაჟის რეკრუტინგი, შერჩევა და შემდგომი ტრეინინგი;
 ყველა სახის დოკუმენტაციის კონტროლი; &
ISM კოდექსის მოთხოვნები გათვალისწინებულია:
 გემზე მომუშავე ოფიცრებისთვისა
 გემზე მომუშავე რიგითი პერსონალისთვის.
 კაპიტანისთვის
 ხმელეთზე მომუშავე პერსონალისთვის;
კომპანიის მენეჯმენტისთვის (უმაღლესი რგოლიდან დაწყებული)

9. რომელი კონვენციის ნაწილი არის ISPS CODE?


ISPS CODE (The International Ship and Port Facility Code) არის SOLAS chapter XI-2_ის ნაწილი.
ISPS CODE აყალიბებს ჩარჩოს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას და საზღვაო
ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობას, რათა გემებზე და პორტში იქნეს აღმოჩენილი საფრთხეები და
განეიტრალებული.
ის უზრუნველყოფს გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოების შეფასებას. ეს კი ხელს უწყობს პორტის სახელმწიფოს,
კომპანიასა და გემთმფლობელს შეიმუშავონ უსაფრთხოების პროცედურები.
11. რა არის გემის დაპატიმრების მიზანი?

12. ჩამოთვალეთ საზღვაო სივრცეები;


საწყისი ხაზი ( Base line) - არის ზღვის უკიდურესი მიმოქცევის ხაზი, საიდანაც იწყება საზღვაო ზონების განსაზღვრა.
არსებობს 4 ტიპის საწყისი ხაზი:
1. ჩვეულებრივი - ჩვეულებრივი საწყისი ხაზი არის სანაპიროს გასწვრივ ზღვის უკიდურესი მიმოქცევის ხაზი
2. პირდაპირი (სწორი) - იმ ადგილებში სადაც კონტინენტი ღრმად არის შეჭრილი ან არის კუნძულების ჯაჭვი ივლება სწორი
საწყისი ხაზი
3. შესართავი - იმ შემთხვევაში თუ მდინარე ჩაედინება ზღვაში საწყისი ხაზი არის მდინარის შესართავის გასწვრივ ხაზი
4. არქიპელანგური - არქიპელანგურ სახელმწიფოებს შეუძლიათ გაავლონ სწორი საწყისი ხაზები, რომელიც აერთიანებს
უკიდურესად დაშორებულ კუნძულების უკიდურეს წერტილებს და რიფებს. არქიპელანგური სახელმწიფოებია: ფილიპინები,
მალდივები, ინდონეზია, მავრიტასი, ბაჰამის კუნძულები და ა.შ.

საზღვაო სივრცეებია:

1. შიდა წყლები (internal water) - შიდა წყლები არის საწყისი ხაზების შიგნით (სანაპირო მხარეს) არსებული წყლები. შიდა
წყლებში შედის : მდინარე, ტბა. ყურე, ნავსადგური, ნავსაყუდელი.
შიდა წყლებზე ვრცელდება ქვეყნის სრული სუვერენიტეტი.

2. ტერიტორიული ზღვა (territorial sea) - ტერიტორიული ზღვის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 12 საზღვაო მილს.
ტერიტორიული ზღვის ათვლა იწყება საწყისი ხაზიდან.
ტერიტორიულ ზღვაში ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება : ფსკერზე და ნიადაგზე, მომიჯნავე წყლებზე, საჰაერო სივრცეზე.

ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახელმწიფოს გემს აქვს მშვიდობიანი გავლის უფლება.


მშვიდობიანი გავლის დროს გემს შეუძლია:
 ტერიტორიული ზღვის, შიდა წყლების გადაკვეთა , რეიდზე ან ნავსადგურში შეუსვლელად.
 შიდა წყლებში შესვლა / გასვლა, რეიდებზე ან ნავსადგურში შესვლის მიზნით
 გემის სიჩქარე უნდა იყოს სათანადო და ის არ უნდა გაჩერდეს ტერიტორიულ ან შიდა წყლებში.

მშვიდობიანი გავლის დროს ტერიტორიულ წყლებში გემი შეიძლება გაჩერდეს ან ღუზაზე დადგეს მხოლოდ მაშინ როდესაც:
 ფორსმაჟორული სიტუაციაა
 უბედური შემთხვევა
 საფრთხეში მყოფი პირების გადასარჩენად
 გემის ან საჰაერო ხომალდის დახმარების მიზნით.

წყალქვეშა ნავი ტერიტორიულ ზღვაში ვალდებულია გაიაროს ამოტივტივებულ მდგომარეობაში, სახელმწიფო დროშით
აღმართული.

3. მიმდებარე ზონა (Contiguous zone) - მიმდებარე ზონა არ უნდა აღემატეობედეს 24 საზღვაო მილს. მიმდებარე ზონის ათვლა
იწყება საწყისი ხაზიდან.
სანაპირო სახელმწიფოს უფლება აქვს მიმდებარე ზონაში აღკვეთოს : საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო და სანიტარული
კანონების დარღვევა და დასაჯოს აღნიშნული კანონების დამრღვევები.
4. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (exclusive economic zone) - განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არ უნდა
აღემატებოდეს 200 საზღვაო მილს. მისი ათვლა იწყება საწყისი ხაზიდან.
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება რესურსების ძიებასა და მათ გამოყენებაზე. ამ
ზონაში ქვეყანას შეუძლია განათავსოს მაგ: ქარის წისქვილი (wind mill), ჭაბურღილები, მოიპოვოს მინერალები, ითევზაოს და
ა.შ.

5. ღია ზღვა (The high seas) - ღია ზღვა იწყება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის უკიდურესი წერტილიდან.
ღია ზღვაში არ ვრცელდება არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი. ღია ზღვაში დაშვებულია საზღვაო ნავიგაცია, საჰაერო ფრენები,
კაბელებისა და მილების გაყვანა და ასევე მეცნიერული კვლევები.
ღია ზღვაში მოცურავე გემებზე ვრცელდება იმ ქვეყნის იურისდიქცია რომლის დროშის ქვეშაც ცურავს გემი.

6. კონტინენტური შელფი (continental shelf) - კონტინენტურ შელფზე ვრცელდება სახელმწიფოს სუვერენიტეტი მის შესწავლასა
და მისი ბუნებრიცი რესურსების გამოყენებაზე. ქვეყანას შეუძლია მოიპოვოს როგორც ცოცხალი (კიბორჩხალა, ზღვის
ვარსკვლავი) ისე არაცოცხალი რესურსები (ნავთობი, ქვიშა, ხრეში).

13. UNCLOS 82 კონვენციის შესაბამისად რამდენ საზღვაო მილზე ვრცელდება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა?
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (exclusive economic zone) - განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არ უნდა
აღემატებოდეს 200 საზღვაო მილს. მისი ათვლა იწყება საწყისი ხაზიდან.
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება რესურსების ძიებასა და მათ გამოყენებაზე. ამ
ზონაში ქვეყანას შეუძლია განათავსოს მაგ: ქარის წისქვილი (wind mill), ჭაბურღილები, მოიპოვოს მინერალები, ითევზაოს და
ა.შ.

14. რა არის IMO?


International maritime organization (IMO) - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია
ძალაში შევიდა 1958 წელს. თავიდან მისი სახელწოდება იყო IMCO (inter-governmental maritime consultative organization),
შემდგომ კი შეუცვალეს სახელი. IMO არის გაერთიანებული ერების სააგენტო და ის განთავსებულია ლონდონში. IMO_ს
მთავარი როლი არის ის რომ საზღვაო ორგანიზაციისთვის შექმნას მარეგულირებელი ჩარჩო, რაც არის საყოველთაოდ
მიღებული. IMO არის პასუხისმგებელი ზღვაოსნობის უსაფრთხოებაზე და გარემოს დაბინძურების პრევენციაზე. მას შეუძლია
დანერგოს სტანდარტი, კოდები, რეგულაციები და შეიტანოს ცვლილება მათში. ერთ-ერთი კოდია მაგ: IMDG Code

IMO_ს წევრი არის 170 სრულუფლებიანი ქვეყანა და 3 ასოცირებული


IMO ასწყობს ამ ქვეყნების შეხვედრებს სადაც განიხილება სხვადასხვა საკითხები.

IMO_ს სტრუქტურაში შედის ასამბლეა, საბჭო, და 5 კომიტეტი. ეს 5 კომიტეტია:


1. Maritime Safety Committee (MSC) - განიხილავს და აუმჯობესებს საზღვაო უსაფრთხოებას ყველა ტიიპის გემებზე. მოიცავს
კონვენციების, კოდექსების, სტანდარტების (SOLAS, STCW, GMDSS etc.) გაუმჯობესებას
2. Maritime environment protection committee (MEPC) - განიხილავს და აუმჯობესებს საზღვაო დაბინძურების პრევენციას.
3. Legal committee (LEG) - განიხილავს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხს. ის განიხილავს იურიდიულ საკითხებს
4. Technical Co-operation committee (TC)- ზედამხედველობს IMO_ს შესაძლებლობების განვითარების პროგრამას და ტექნიკური
თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას.
5. Facilitation committee (FAL) – განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის
ხელშეწყობასთან, მათ შორის გემების, ადამიანებისა და ტვირთის ჩამოსვლა, დანრჩენა და გამგზავრება პროტებიდან.

IMO_ს ასევე გააჩნია 7 ქვეკომიტეტი :


MSC_ის ქვეკომიტეტედბი - HTW, NCSR, SDC
MEPC _ის ქვეკომიტეტები - PPR, SSE, III, CCC

1. Human element, training and watchkeeping (HTW) - ადამიანური ელემენტის, ტრეინინგის და ვახტის გაწევის ქვეკომიტეტი
2. Ship design and communication (SDC) - გემის აგებულების და კომუნიკაციის ქვეკომიტეტი
3. Navigation, communication, search and rescue (NCSR) - ნავიგაციის, კომუნიკაციის, ძებნა-გარაჩენის ქვეკომიტეტი
4. Pollution prevention and response (PPR) - გარემოს დაბინძურების და რეაგირების ქვეკომიტეტი
5. Ship system and equipment (SSE) - გემების სისტემისა და აღწურვილობის ქვეკომიტეტი
6. Implementation of IMO instruments (III) – IMO_ს ინსტრუმენტების იმპლემენტაციის ქვეკომიტეტი
7. Carriage of cargoes and containers (CCC) - ტვირთებისა და კონტეინერების გადატანის ქვეკომიტეტი.
International association of classification societies (IACS) - საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაცია

15. ჩამოთვალეთ შიდა წყლები;


შიდა წყლები (internal water) - შიდა წყლები არის საწყისი ხაზების შიგნით (სანაპირო მხარეს) არსებული წყლები. შიდა
წყლებში შედის : მდინარე, ტბა. ყურე, ნავსადგური, ნავსაყუდელი.
შიდა წყლებზე ვრცელდება ქვეყნის სრული სუვერენიტეტი.
16. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეხუთე თავი?
Chapter V – Safety of navigation

17. რომელი საერთაშორისო კონვენცია არეგულირებს ზღვის ნავთობით დაბინძურების თავიდან აცილებას?
ზღვის ნავთობით დაბინძურების თავიდან აცილებას არეგულირებს:
MARPOL 73/ 78 Annex I - Regulations for the Prevention of Pollution by Oil.

18. MARPOL 73/78 კონვენციის მე-6 დანართი შეეხება?


გემებიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციას Annex VI - Prevention of Air Pollution from Ships.

19. MARPOL კონვენციის I დანართის შესაბამისად რა არის Sludge?


შლამი (sludge) არის ნავთობის ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება გემის ნორმალური ექსპლუატაციის დროს. ის
წარმოიქმნება ზეთისა და საწვავის სეპარატორის, ფილტრების მუშაობის დროს. შლამია არის გამოუსადეგარი მასა,
რომლის მოცილება ხდება მისი ინსენერატორში დაწვითა და ნავსადგურში ჩაბარებით.
20. MARPOL კონვენციის I დანართის შესაბამისად Bilge?
Bilge (ლეალური წყალი) არის სამანქანე განყოფილებაში ზეთისა და მტვერის შემცველი წყალი. სამანქანე განყოფილებაში
ლეალური წყალი გროვდება სისტემის არასრულყოფის გამო. ის გროვდება გემის ბოლო სართულზე ჭებში (Bilge well)
საიდანაც გადაიტუმბება ერთ ტანკში და შემდგომ სეპარატორის საშუალებით იწმინდება და გადის ზღვაში. MARPOL
კონვენციის თანახმად გაუწმენდავი (15 ppm_ზე ნაკლები) ლეალური წყლის ზღვაში ჩაღვრა აკრძალულია.

2 ქულიანი:

1. ISPS კოდის შესაბამისად უშიშროების რამდენი დონე არსებობს?


ISPS კოდში მიღებულია უსაფრთხოების 3 დონე.
1 დონე - არის ჩვეულებრივი საფრთხის დონე. 1 დონის დროს მუდამ უნდა გატარდეს მინიმალური დამცავი ზომები.
2 დონე - არის ამაღლებული საფრთხის დონე. ეს დონე მოითხოვს რომ დამატებითი დამცავი ზომები უნდა გატარდეს
საფრთხის არსებობის პერიოდში.
3 დონე - არის განსაკუთრებული საფრთხის დონე. ეს დონე მოითხოვს რომ გემები და პორტი დაელოდოს ინსტრუქციებს
დეპარტამენტიდან და გაითვალისწინოს ეს ინსტრუქციები.

2. რას მოიცავს ISPS კოდის შესაბამისად უშიშროების პირველი დონე?


1 დონე - არის ჩვეულებრივი საფრთხის დონე. 1 დონის დროს მუდამ უნდა გატარდეს მინიმალური დამცავი ზომები.

3. განმარტეთ ტერიტორიული ზღვის არსი;


ტერიტორიული ზღვა (territorial sea) - ტერიტორიული ზღვის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 12 საზღვაო მილს.
ტერიტორიული ზღვის ათვლა იწყება საწყისი ხაზიდან.
ტერიტორიულ ზღვაში ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება : ფსკერზე და ნიადაგზე, მომიჯნავე წყლებზე, საჰაერო
სივრცეზე.

ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახელმწიფოს გემს აქვს მშვიდობიანი გავლის უფლება.


მშვიდობიანი გავლის დროს გემს შეუძლია:
 ტერიტორიული ზღვის, შიდა წყლების გადაკვეთა , რეიდზე ან ნავსადგურში შეუსვლელად.
 შიდა წყლებში შესვლა / გასვლა, რეიდებზე ან ნავსადგურში შესვლის მიზნით
 გემის სიჩქარე უნდა იყოს სათანადო და ის არ უნდა გაჩერდეს ტერიტორიულ ან შიდა წყლებში.

მშვიდობიანი გავლის დროს ტერიტორიულ წყლებში გემი შეიძლება გაჩერდეს ან ღუზაზე დადგეს მხოლოდ მაშინ
როდესაც:
 ფორსმაჟორული სიტუაციაა
 უბედური შემთხვევა
 საფრთხეში მყოფი პირების გადასარჩენად
 გემის ან საჰაერო ხომალდის დახმარების მიზნით.

წყალქვეშა ნავი ტერიტორიულ ზღვაში ვალდებულია გაიაროს ამოტივტივებულ მდგომარეობაში, სახელმწიფო დროშით
აღმართული.

4. განმარტეთ დროშის სახელმწიფწიფო:


დროშის სახელმწიფო არის ის სახელმწიფო, რომლის დროშის ქვეშაც ცურავს გემი. დროშის ქვეშ მცურავი გემი არის
დროშის სახელმწიფოს რეესტრში რეგირსტრირებული.

5. გემის დაპატიმრება ხორციელდება:

6. რა არის Safe Manning Document?


Safe Manning Document არის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი რომელიც უნდა ქონდეს
ყველა გემს რომელზეც ვრცელდება SOLAS 74 კონვენცია და ის მუდმივად უნდა ინახებოდეს გემზე.

7. ISM CODE შესაბამისად რა არის უსაფრთხოების მართვის სისტემა ("Safety Management System)?
უსაფრთხოების მართვის სისტემა (Safety Management system) {ISM CODE} უსაფრთხოების მართვის სისტემა
რეგულირდება ISM CODE_ს მიერ და ის ეხმარება ორგანიზაციის პერსონალს, რათა ეფექტურად დანერგონ ორგანიზაციის
უსაფრთხოების, ხარისხის გარემოსდაცვითი პოლიტიკა. ის არის სტრუქტურირებული და დოკუმენტირებული სისტემა.

8. ვინ არის გემზე SHIP SECURITY OFFICER?


SHIP SECURITY OFFICER (SSO) არის პირი, რომელიც დანიშნულია კომპანიისა და გემის კაპიტნის მიერ. ის
უზრუნველყოფს გემის უსაფრთხოებას.
SSO_ს ვალდებულებებში შედის:
 Ship Security Plan_ის დანერგვა, შენარჩუნება
 სხვადასხვა მოწყობილობის, აღჭურვილობის ინსპექტირების, კალიბრაციის ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი
იქნეს მათი მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება
 გემის ეკიპაჟის ტრეინინგი უსაფრთხოების ზომების ზრდისათვის

9. MARPOL 73/78 კონვენციის V დანართის შესაბამისად რა არის ნაგავი?


MARPOL 73/78 Annex V_ის მიხედვით, ნაგავი არის -
 ყველა სახის საკვები,
 საყოფაცხოვრებო და საოპერაციო ნარჩენები,
 ყველა პლასტმასი,
 ტვირთის ნარჩენები,
 ინსინერატორის ფერფლი,
 კულინარიულ ზეთი,
 სათევზაო ხელსაწყოები და ცხოველთა ცხედრები,
ეს ყველაფერი წარმოიქმნება გემის ნორმალური მუშაობის დროს

10. რა არის Garbage Record Book?


Garbage Record Book_ში არის ჩანაწერები რაც ეხება ნაგვის გადაყრას ან დაწვას. ყველა გემი რომელიც არის 400GT ან
მეტი, ასევე ის გემები რომლებიც არიან სერთიფიცირებული 15_ ზე მეტი ადამიანის გადაყვანაში, უნდა ქონდეთ
Garbage Record Book.
Garbage record Book_ში იწერება;
 როდის რა ტიპის და რა რაოდენობის ნაგავი გადაიყარა ზღვაში
 როდის დაიწვა ნაგავი ინსენერატორში
 ნაგვის ზღვაში შემთხვევით ჩაყრა (ჩაყრის დრო, გემის ადგილმდებარეობა, ჩაყრილი ნაგვის კატეგორია,
ნაგვის რაოდენობა (m3) და ჩაყრის მიზეზი)

11. ჩამოთვალეთ MARPOL 73/78 კონვენციის დანართები (annex)


Annex I -Regulations for the Prevention of Pollution by Oil.
Annex II Regulations for the Prevention of Pollution by Noxious Liquid Substances in Bulk.
Annex III Regulation for prevention of pollution by Harmful Substances in Packaged Form.
Annex IV Prevention of Pollution by Sewage from Ships.
Annex V Prevention of Pollution by Garbage from Ships.
Annex VI Prevention of Air Pollution from Ships.
12. MARPOL 73/78 კონვენციის შესაბამისად განმარტედ რა არის სპეციალური ზონა (Special area)
MARPOL 73/78 ის მიხედვით სპეციალური ზონა არის ზღვის ის ნაწილი სადაც არის მკაცრი მოთხოვნები გარემოს
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
13. MARPOL 73/78 კონვენციის V დანართის შესაბამისად ჩამოთვალეთ ნაგავის კატეგორიები
MARPOL 73/78 Annex V_ის მიხედვით, ნაგავი არის -
 ყველა სახის საკვები,
 საყოფაცხოვრებო და საოპერაციო ნარჩენები,
 ყველა პლასტმასი,
 ტვირთის ნარჩენები,
 ინსინერატორის ფერფლი,
 კულინარიულ ზეთი,
 სათევზაო ხელსაწყოები და ცხოველთა ცხედრები,
ეს ყველაფერი წარმოიქმნება გემის ნორმალური მუშაობის დროს

14. MARPOL 73/78 კონვენციის V დანართის შესაბამისად რა არის Placards?


MARPOL 73/78 Annex 5_ის მოთხოვნების შესაბამისად ყველა გემი რომელიც არის 12 მეტრის ან მეტი სიგრძის უნდა
გააჩნდეს Placards (პლაკატები), რომლებიც ამცნობებს ეკიპაჟსა და მგზავრებს თუ რა კატეგორიის ნაგვის ზღვაში
გადაყრა შეიძლება და რისი არა.
პლაკატები უნდა ეწეროს გემის პერსონალის სამუშაო ენაზე.
15. MARPOL 73/78 კონვენციის V დანართის შესაბამისად რა არის Garbage Management Plans?
Garbage Management Plan არის წერილობითი გეგმა რომელიც ეხება გემზე ნაგვის შეგროვებას, შენახვას და მის
ინსენერატორში დაწვას. ეს გეგმა უნდა გააჩნდეს ყველა გემს რომელიც არის 400 GT და მეტი ან გემები რომლებიც
არიან სერთიფიცირებული 15 ან მეტი მგზავრის გადაყვანაზე. ასევე როდესაც გემს აქვს ეს გეგმა მას უნდა გააჩნდეს
Garbage record Book.
Garbage Record Book_ში იწერება;
 როდის რა ტიპის და რა რაოდენობის ნაგავი გადაიყარა ზღვაში
 როდის დაიწვა ნაგავი ინსენერატორში
 ნაგვის ზღვაში შემთხვევით ჩაყრა (ჩაყრის დრო, გემის ადგილმდებარეობა, ჩაყრილი ნაგვის კატეგორია,
ნაგვის რაოდენობა (m3) და ჩაყრის მიზეზი)

16. MARPOL 73/78 კონვენციის VI დანართის შესაბამისად რა არის Emission Control Area (ECA)?
Emmision control Area არის ზღვის ზონები სადაც არის ჰაერის დაბინძურების პრევენციაზე მკაცრი შეზღუდვები.
შეზღუდვები ეხება გემებიდან NOx-სა და Sox_ის გამოყოფის ლიმიტებს.
17. MARPOL 73/78 კონვენციის VI დანართის შესაბამისად, რომელი რეგიონები შედის Emission Control Area (ECA)
ზონაში?
 North American zone
 US Gulf Coast and Caribbean sea
 Baltic sea
 North Sea
18. რა არის ODME?
Oil Discharge Monitoring Equipment (ODME) - არის მოწყობილობა რომელიც ზომავს ნარეცხი, ზეთიან წყალში ზეთის
ნაწილაკების შემცველობას.

19. MLC 2006 კონვენცის შესაბამისად ჩამოთვალეთ მეზღვაურთა უფლებები.


MLC 2006 კონვენვიის შესაბამისად მეზღვაურებს აქვთ უფლება ქონდეთ:
1. ყველა მეზღვაურს აქვს უფლება ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების
სტანდარტებს.
2. დასაქმების სამართლიანი პირობები.
3. გემზე კარგი ცხოვრების პირობები.
4. ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო მომსახურების, კეთილდღეობის ღონისძიებებისა და სოციალური დაცვის
სხვა ფორმების უფლება.
5. მეზღვაურს აქვს უფლება ჰქონდეს საკმარისი დრო დასვენებისთვის. მეზღვაური უნდა ისვენებდეს მინიმუმ 10
საათი ნებისმიერ 24 საათიან პერიოდში და 77 საათი ნებისმიერ 7 დღიან პერიოდში.

20. რომელი ორგანიზაცია გასცემს SOLAS-ის ზოგადი დებულებებიდან გემის სერტიფიკატებს?


SOLAS ზოგადი დებულებებიდან გემის სერტიფიკატებს გასცემს დროშის ადმინისტრაცია
.3 ქულიანი:

1. MLC 2006 კონვენციის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) რომელი მხარეების მიერ უნდა
იყოს ხელმოწერილი?
MLC 2006 კონვენციის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულებაზე (კონტრაქტზე) ხელი უნდა მოაწეროს მეზღვაურმა
და გემთმფლობელმა ან გემთმფლობელის წარმომადგენელმა.

2. რამდენია მინიმალური დასვენების საათი 24 საათში და 7 დღეში MLC 2006 კონვენციის შესაბამისად?
მეზღვაური უნდა ისვენებდეს მინიმუმ 10 საათი ნებისმიერ 24 საათიან პერიოდში და 77 საათი ნებისმიერ 7 დღიან
პერიოდში.
3. UNCLOS 82 კონვენციის შესაბამისად რა სამმართებრივი უფლებები აქვს სახელმწიფოს მიმდებარე ზონაში?
მიმდებარე ზონა (Contiguous zone) - მიმდებარე ზონა არ უნდა აღემატეობედეს 24 საზღვაო მილს. მიმდებარე ზონის
ათვლა იწყება საწყისი ხაზიდან.
სანაპირო სახელმწიფოს უფლება აქვს მიმდებარე ზონაში აღკვეთოს : საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო და
სანიტარული კანონების დარღვევა და დასაჯოს აღნიშნული კანონების დამრღვევები.

4. UNCLOS 82 კონვენციის შესაბამისად რა სამმართებრივი უფლებები აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ


ეკონომიკურ ზონაში?
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (exclusive economic zone) - განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არ უნდა
აღემატებოდეს 200 საზღვაო მილს. მისი ათვლა იწყება საწყისი ხაზიდან.
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება რესურსების ძიებასა და მათ
გამოყენებაზე. ამ ზონაში ქვეყანას შეუძლია განათავსოს მაგ: ქარის წისქვილი (wind mill), ჭაბურღილები, მოიპოვოს
მინერალები, ითევზაოს და ა.შ.

5. MARPOL 73/78 კონვენციის I დანართის შესაბამისად ჩამოთვალეთ სპეციალური ზონები:


Annex I: Oil
Mediterranean Sea
Baltic Sea
Black Sea
Red Sea
"Gulfs" area
Gulf of Aden
Antarctic area
North West European
Waters
Oman area of the Arabian
Sea
Southern South African
waters

6. MARPOL 73/78 კონვენციის V დანართის შესაბამისად ჩამოთვალეთ სპეციალური ზონები:


Annex V: Garbage
Mediterranean Sea
Baltic Sea
Black Sea
Red Sea
"Gulfs" area
North Sea
Antarctic area
Caribbean region including the
Gulf of Mexico and the Caribbean
Sea

7. განსახვავეთ ერთმანეთისგან არქიპელაგური წყლები და შიდა წყლები;

არქიპელაგური წყლები არის არქიპელაგის საწყის ხაზებს შორის მოქცეული წყლები.


არქიპელაგური სახელმწიფოების საწყისი ხაზების პირდაპირი სიგრძე არ უნდა აღემატობოდეს 100 ს.მ-ს და წყლისა
და ხმელეთის თანაფარდობა უნდა იყოს 1:1 დან 1:9-ის ფარგლებში. არქიპელანგური სახელმწიფოებია:
ფილიპინები, მალდივები, ინდონეზია, მავრიტასი, ბაჰამის კუნძულები და ა.შ.
ხოლო შიდა წყლები (internal water) არის საწყისი ხაზების შიგნით (სანაპირო მხარეს) არსებული წყლები. შიდა
წყლებში შედის : მდინარე, ტბა. ყურე, ნავსადგური, ნავსაყუდელი.
შიდა წყლებზე ვრცელდება ქვეყნის სრული სუვერენიტეტი.

8. რა ტიპის გემები სარგებლობენ სრული იმუნიტეტით ღია ზღვებში?


ღია ზღვებში სრული იმუნიტეტით სარგებლობენ სამხედრო გემები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
არაკომერციული დანიშნულების გემები, ამ გემებზე ვრცელდება მხოლოდ დროშის სახელმწიფოს იურისდიქცია
9. რა არის არქიპელაგური წყლები?
არქიპელაგური წყლები არის არქიპელაგის საწყის ხაზებს შორის მოქცეული წყლები.
არქიპელაგური სახელმწიფოების საწყისი ხაზების პირდაპირი სიგრძე არ უნდა აღემატობოდეს 100 ს.მ-ს და წყლისა
და ხმელეთის თანაფარდობა უნდა იყოს 1:1 დან 1:9-ის ფარგლებში. არქიპელანგური სახელმწიფოებია:
ფილიპინები, მალდივები, ინდონეზია, მავრიტასი, ბაჰამის კუნძულები და ა.შ.
10. მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობისას ნებისმიერ გემს შეუძლია განახორციელოს თევზჭერა?
მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობისას გემს არ აქვს უფლება განახორციელოს თევზჭერა.
11. რამდენია მინიმალური დასვენების საათი 24 საათში და 7 დღეში MLC 2006 კონვენციის შესაბამისად?
მეზღვაური უნდა ისვენებდეს მინიმუმ 10 საათი ნებისმიერ 24 საათიან პერიოდში და 77 საათი ნებისმიერ 7 დღიან
პერიოდში.
12. გემის მშვიდობიანი გავლისას გავლა არის სწრაფი, უწყვეტი და გეზის შეუცვლელი. რა შემთხვევაში შეიძლება
ამ წესის დარღვევა?
ამ წესის დარღვევა და გემის გაჩერება, ღუზაზე დადგომა შეიძლება მაშინ როდესაც:
• ფორსმაჟორული სიტუაციაა
• უბედური შემთხვევა
• საფრთხეში მყოფი პირების გადასარჩენად
• გემის ან საჰაერო ხომალდის დახმარების მიზნით.

13. რა შემთხვევაში შეიძლება სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავება ღია ზღვაში?
ღია ზღვაში შეიძლება დროშის არმქონე გემის დაკავება
14. ვინ არის პასუხისმგებელი გემის მთავარი ამძრავ მექანიზმებზე მათ ექსპლუატაციასა და ტექნიკურ
მომსახურეობაზე?
მთავარი მექანიკოსი
15. რა სამართებლივი უფლებები აქვთ სახელმწიფოებს ღია ზღვაში?
ღია ზღვაში არ ვრცელდება არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი. ღია ზღვაში დაშვებულია საზღვაო ნავიგაცია,
საჰაერო ფრენები, სახელმწიფოებს შეუზლიათ კაბელებისა და მილების გაყვანა და ასევე მეცნიერული კვლევების
ჩატარება.
16. MLC 2006 კონვენციის შესაბამისად რა შემთხვევაში აქვს უფლება 18 წლამდე მიუღწეველ მეზღვაურს შეუძლია
იმუშაოს ღამის საათებში?
18 წლამდე მიუღწეველი მეზღვაურის ღამის საატებში მუშაობა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც
გემზე არსებული სასწავლო (ტრეინინგის) პროგრამის მიხედვით, სწავლა უნდა ჩატარდეს ღამის საათებში

17. MARPOL 73/78 კონვენციის II დანართის შესაბამისად, ვის მიერ და რამდენი წლით გაიცემა An International
Pollution Prevention Certificate (NLS)?
NLS სერტიფიკატი გაიცემა ადმინისტრაციის ან მის მიერ ავტორიზირებული პირის/ორგანიზაციის მიერ. NLS
სერტიფიკატი გაიცემა პირველადი (Initial) ან განახლებითი (Renewal) ინსპექციის წარმატებულად გავლის
შემდგომ.

18. MARPOL 73/78 კონვენციის IV დანართის შესაბამისად, ჩამოთვალეთ გემზე შესაძლო არსებული დანადგარები,
რომელიც განკუთვნილია ჩამდინარე წყლების მართვისთვის.
19. საკლასიფიკაციო საზოგადოების არსი, მიზანი და ამოცანები

საკლასიფიკაციო საზოგადოებები - არიან არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები და ისინი არ არიან


ორიენტირებული მოგებაზე.
საკლასიფიკაციო საზოგადოებები აყალოიბებენ სტანდარტს გემის დიზაინზე, აგებულებაზე, დანადგარებზე,
რომლის მიხედვითაც შენდება გემების უმეტესი ნაწილი. ამ სტანდარტებზე დაყრდნობით საკლასიფიკაციო
საზოგადოება ახორციელებს გემის შემოწმებას და შემდგომ გემს ანიჭებს კლასს. მსოფლიოში არის ცნობილი 50
ორგანიზაცია. თერთმეტი მათგანი არის საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციის (IACS)_ის
წევრი.

20. ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ (SOLAS) 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის ისტორია,
ძირითადი მოთხოვნები

The International Convention for the Safety of Life at Sea (SOLAS)


SOLAS_ის პირველი ვერსია მიღებული იქნა 1914 წელს ტიტანიკის ტრაგედიის შემდგომ. მეორე ვერსია 1929 წელს,
მესამე 1948 წელს, მეოთხე ვერსია კი 1960 წელს.

სრულიად განახლებული SOLAS კონვენცია მიიღეს 1974 წელს.

SOLAS-ის კონვენცია აწესებს გემების მშენებლობის, აღჭურვილობისა და ექსპლუატაციის მინიმალურ


სტანდარტებს, რომლებიც თავსებადია მათ უსაფრთხოებასთან. SOLAS კონვენცია გამოსცემს მინიმალურ
სტანდარტებს რომლებიც უნდა იყოს დაცული კომპანიების, გემთმფლობელების, დროშის ადმინისტრაციის მიერ
რათა თავიდან იქნეს არიდებული ადამიანის დაზიანება და სიცოცხლის დაკარგვა ზღვაში.
SOLAS კონვენცია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 შესავალი და ისტორია

 შესწორების პროცედურა

 ტექნიკური დებულებები

10 ქულიანი:

1. გემი MIRAGE იმყოფება MARPOL annex 5 შესაბამისად სპეციალურ ზონაში, ნაპირიდან 3 მილის დაშორებით
გემიდან დაიწყეს დაქუცმაცებული საჭმლის ნარჩენების გადაყრა, თქვენ როგორ ფიქრობთ დაირღვა თუ არა
MARPOL ANNEX 5 მოთხოვნები?
დაირღვევა MARPOL Annex 5_ის მოთხოვნები.
Annex 5_ის შესაბამისად სპეციალურ ზონაში ზღვაში საჭმლის ნარჩენების გადაყრა შეიძლება მაშინ როდესაც გემი
იმყოფება ნაპირიდან მინიმუმ 12 საზღვაო მილის მოშორებით

2. გემი BATUMI იმყოფება არა სპეციალურ ზონაში, ნაპირდან 10 მილის დაშორებით გემიდან დაიწყეს
დაუქუცმაცებული საჭმლის ნარჩენების გადაყრა, თქვენ როგორ ფიქრობთ დაირღვა თუ არა MARPOL ANNEX
5 მოთხოვნები?
ამ შემთხვევაში არ დაირღვევა MARPOL Annex 5_ის მოთხოვნები.
არასპეციალურ ზონაში :
დაქუცმაცებული საჭმლის გადაყრა შეიძლება მინიმუმ 3 საზღვაო მილის მოშორებით
არადაქუცმაცებული საჭმლის გადაყრა შეიძლება მინიმუმ 12 საზღვაო მილის მოშორებით.

3. გემი LAILE იმყოფება არა სპეციალურ ზონაში, ნაპირიდან 3 მილის დაშორებით გემიდან მოხდა ჩამდინარე
წყლების გადასხმა, თქვენ როგორ ფიქრობთ დაირღვა თუ არა MARPOL ANNEX 4 მოთხოვნები?
იმ შემთხვევაში თუ ჩამდინარე წყალი იყო გაწმენდილი (ჩაუტარდა დეზინფექცია), არ ირღვევა Annex 4_ის
მოთხოვნები. ხოლო თუ გემმა გაუწმენდავი ჩამდინარე წყალი ჩაუშვა 3 მილის მოშორებით ეს დარღვევაა.
გაუწმენდავი ჩამდინარე წყლის ზღვაში ჩაშვება შეიძლება როდესაც გემი მოცილებულია ნაპირიდან მინიმუმ
12 საზღვაო მილით.

4. გემის A ახორციელებს მშვიდონიან გავლას B სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში, გაურკვეველი მიზეზის


გამო გემმა A განახორციელა გაჩერება და ღუზის ჩაშვება. გთხოვთ განმარტოთ გემის მოქმედება.
გემს შეუძლია გაჩერდეს სხვა ქვეყნისტერიტორიულ წყლებში თუ:
 ფორსმაჟორული სიტუაციაა
 უბედური შემთხვევა
 საფრთხეში მყოფი პირების გადასარჩენად
 გემის ან საჰაერო ხომალდის დახმარების მიზნით.

სხვა შემთხვევებში ტერიტორიულ წყლებში გაჩერება არის დარღვევა.

5. გემი A ახორციელებს მშვიდობიან გავლას B სახემწიფოს ტერიორიულ ზღვაში, გემმა განახორციელა


ტერიტორიულ ზღვაში გაჩერება და ტვირთის მიღება,გთხოვთ განმარტოთ გემის სამმართებრივი საქციელი.

6. გემი ANRI იმყოფება MARPOL annex VI შესაბამისად ECA სპეციალური ზონაში, გემის საწვავში გოგირდის
რაოდენობა შეიცავს 0.15%, თქვენ როგორ ფიქრობთ დაირღვა თუ არა MARPOL annex VI მოთხოვნები?
დაირღვევა MARPOL Annex VI_ის მოთხოვნები, რადგან ECA ზონაში საწვავში გოგირდის შემცველობა არ უნდა
აღემატებოდეს 0.1 %_ს.

7. გემი BSMA ნაოსნობს შავ ზღვაში, გემის საწვავში გოგირდის რაოდენობა შეიცავს 0,50%, თქვენ როგორ ფიქრობთ
დაირღვა თუ არა MARPOL annex VI მოთხოვნები?
არ დაირღვევა MARPOL Annex VI_ის მოთხოვნები, რადგან შავი ზღვა არ მიეკუთვნება ECA ზონას.

8. გააკეთეთ IACS მოკლე მიმოხილვა. დაასახელეთ IACS წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებები. იმსჯელეთ
უფლებამოსილების დელეგირების შინაარსზე.

IACS (International Association of Classification Societies) არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ის დაარსდა 1968 წელს.
IACS_ის მთავარი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ზღვაზე უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას, რათა თავიდან
იქნეს აცილებული საზღვაო დაბინძურება. ის არის ყველაზე დიდი საკლასიფიკაციო საზოგადოება და შედგება 13
წევრისგან.
IACS IMO_ში უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და ხელმძღვანელობას.

IACS_ის წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებებია:


1. American bureau of shipping (ABS) - სათაო ოფისი USA, Houston
2. Bureau veritas (BV) - სათაო ოფისი Neuilly-sur-Seine, France
3. Det norske veritas (DNV) - სათაო ოფისი Bærum, Norway
4. Germanischer Lloyd (GL) - სათაო ოფისი Hamburg, Germany
5.Lloyd’s register (LR) - სათაო ოფისი London, United Kingdom
6. Nippon Kaiji kyokai (NK / Class NK) - სათაო ოფისი Tokyo, Japan
7. Indian register of shipping (IRS) - სათაო ოფისი Mumbai, India
8. Korean register of shipping (KR) - სათაო ოფისი Daejeon, Korea
9. Polish register of shipping (PRS) - სათაო ოფისი Gdańsk, Poland
10. Croatian register of shipping (CRS) - სათაო ოფისი Split, Croatia
11. China classification society (CCS) - სათაო ოფისი ჩინეთში
12. Registro italiano navale (RINA) - სათაო ოფისი Genoa, Italy
13. Russian maritime register of shipping (RS) - სათაო ოფისი Saint Petersburg, Russian Federation9. MARPOL annex
1 შესაბამისად მეორე მექანიკოსმა სამანქანო განყოფილების ოპერაციების ჩანაწერები შეიყვანა/ჩაწერა OIL RECORD
BOOK _ში (PART 2), თქვენი აზრით სწორად მოიქცა მეორე მექანიკოსი?
არ მოიქცა სწორად. სამანქანე განყოფილების ოპერაციები იწერება Oil Record Book part 1_ში.

10. შეადარეთ ერთმანეთს კონტინენტური შელფი და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა?

კონტინენტური შელფი (continental shelf) - კონტინენტურ შელფზე ვრცელდება სახელმწიფოს სუვერენიტეტი მის
შესწავლასა და მისი ბუნებრიცი რესურსების გამოყენებაზე. ქვეყანას შეუძლია მოიპოვოს როგორც ცოცხალი
(კიბორჩხალა, ზღვის ვარსკვლავი) ისე არაცოცხალი რესურსები (ნავთობი, ქვიშა, ხრეში).

განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (exclusive economic zone) - განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არ უნდა
აღემატებოდეს 200 საზღვაო მილს. მისი ათვლა იწყება საწყისი ხაზიდან.
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება რესურსების ძიებასა და მათ გამოყენებაზე. ამ
ზონაში ქვეყანას შეუძლია განათავსოს მაგ: ქარის წისქვილი (wind mill), ჭაბურღილები, მოიპოვოს მინერალები,
ითევზაოს და ა.შ.

11. გემ MV PARADAIS_ზე მატროსად დასაქმებულია საქართველოს მოქალაქე გივი ბერიძე, აღნიშნული გემი 21:00
საათზე შევიდა იტალიის ქალაქ ბარის ნავსადგურში, უფროსმა თანაშემწემ გივის დაავალა მონაწილეობა
მიიღოს გემის მიმბმის ოპერაციაში, რაზეც გივიმ განაცხადა კატეგორიული უარი მიბმის ოპერაციაში
მონაწილეობისღვის. როგორ ფიქრობთ სწორად მოიქცა მატროსი? გთხოვთ გააკეთოდ შესაბამისი განმარტება.

12. IMO-ს კონვენციების ფარგლებში, იმსჯელეთ, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის რეჟიმზე. დაასახელეთ
IMO-ს კონვენციების ის ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც იძლევა საშუალებას მსოფლიოს გარშემო
ჰარმონიზებული წესებით განხორციელდეს გემის შემოწმება. დაასახელეთ უმთავრესი რეგიონალური
შეთანხმებები.

13. როგორც, თქვენთვის ცნობილია საკლასიფიკაციო საზოგადოებები ახორციელებენ გემების


შემოწმება/ინსპექტირებას (survey), მოკლედ აღწერეთ შემოწმების ტიპები და შინაარსი.
კლასის მიხედვით არსებობს შემდეგი სახის სურვეინგები:

1. პირველადი შემოწმება (initial survey) - პირველადი შემოწმება ტარდება გემის ექსპპლუატაციაში შესვლამდე.
პირველადი შემოწმების დროს მოწმდება გემის კონსტრუქცია, აღჭურვილობა, რათა დადგინდეს შეესაბამება გემი თუ არა
რეგულაციებს და მოთხოვნებს.

2. განახლებითი შემოწმება (renewal survey) - განახლებითი შემოწმება ტარდება მაშინ როდესაც გემზე მოხდა რაიმე სახის
მოდიფიკაცია (დაყენდა ახალი სისტემა ან შეიცვალა არსებული). განახლებითი შემოწმების დროს მოწმდება გემის
კონსტრუქცია, აღჭურვილობა. ამ შემოწმებისათვის გემთმფლობელმა უნდა გააკეთოს განაცხადი.

3. წლიური შემოწმება (Annual survey) - წლიური შემოწმება ტარდება წელიწადში ერთხელ, წინა სერტიფიკატის ვადის
გასვლამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. წლიური შემოწმების დროს ხდება გენერალური შემოწმება გემის
კონსტრუქციისა და აღწურვილობის, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს.

4. შუალედური შემოწმება (intermediate survey) - შუალედუირი შემოწმება დარდება წლიურისა და განახლებითი


შემოწმების შუა პერიოდში. შუალედური შემოწმების დროს მოწმდება კონკრეტული ნივთი / სისტემა, რათა დადგინდეს
ის აკმაყოფილებს თუ არა დადგენილ მოთხოვნებს.

5. პერიოდული შემოწმება (periodical survey) - პერიოდული შემოწმების დროს ხდება იმ სერთიფიკატების განახლება,
რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ განახლდა.

გემის კლასის შეწყვეტა და შეჩერება ხდება მაშინ როდესაც:


1. კლასის შეჩერებას მოითხოვს თვითონ გემთმფლობელი
2. გემთმფლობელმა შეაჩერა გემის ექსპლუატაცია
3. გემი არის დაზიანებული და გემთმფლობელს არ სურს მისი შეკეთება
4. გემი დაიკარგა
5. გემს კლასი შეჩერებული აქვს 6 თვის განმავლობაში

მაშინ როდესაც მოხდება გემის კლასის შეჩერება / შეწყვეტა საკლასიფიკაციო საზოგადოება აცნობებს გემთმფლობელს
ამის შესახებ და წაშლის გემს რეგისტრაციის სიიდან.
14. როგორც, თქვენთვის ცნობილია საკლასიფიკაციო საზოგადოებები გასცემს შესაბამისი საზღვაო
კონვენციებიდან გასცემს გემის სერტიფიკატებს. მოკლედ აღწერეთ შემდეგი კითხვები: რამდენი წლით და
ვისი სახელით გაიცემა სერტიფიკატები? შესაძლებელია თუ არა გემის კლასის შეჩერება? ჩამოთვალეთ
რამოდენიმე მიზეზი.შესაძლებელია თუ არა გემის კლასის გაუქმება? ჩამოთვალეთ რამოდენიმე მიზეზი.

როდესაც გემი წარმატებით გაივლის ინსპექტირებას, საკლასიფიკაციო საზოგადოება გასცემს სერთიფიკატს


რომლის მოქმედების ვადა არის 5 წელი.
გემის კლასის შეწყვეტა და შეჩერება ხდება მაშინ როდესაც:
1. კლასის შეჩერებას მოითხოვს თვითონ გემთმფლობელი
2. გემთმფლობელმა შეაჩერა გემის ექსპლუატაცია
3. გემი არის დაზიანებული და გემთმფლობელს არ სურს მისი შეკეთება
4. გემი დაიკარგა
5. გემს კლასი შეჩერებული აქვს 6 თვის განმავლობაში

მაშინ როდესაც მოხდება გემის კლასის შეჩერება / შეწყვეტა საკლასიფიკაციო საზოგადოება აცნობებს გემთმფლობელს
ამის შესახებ და წაშლის გემს რეგისტრაციის სიიდან.

15. გემი BARSA იმყოფება MARPOL annex 5 შესაბამისად სპეციალურ ზონაში, ნაპირიდან 12 მილის დაშორებით
გემიდან დაიწყეს დაუქუცმაცებული საჭმლის ნარჩენების გადაყრა, თქვენ როგორ ფიქრობთ დაირღვა თუ არა
MARPOL ANNEX 5 მოთხოვნები?
არ დაირღვევა MARPOL Annex 5_ის მოთხოვნები . სპეციალურ ზონაში დაქუცმაცებული საჭმლის გადაყრა შეიძლება
მინიმუმ 12 მილის მოშორებით.

You might also like