You are on page 1of 18

1. SOLAS კონვენციის რომელი თავით რეგულირდება ISM code?

ა) მე-9 თავი;
ბ) მე-5 თავი;
გ) მე-11 თავი;
დ) ISM code სალასისგან დამოუკიდებელი კონვენციაა.
2. ქვემოთ გამოთვლილი კოდექსებიდან რომელი გამომდინარეობს SOLAS
კონვენციიდან?
ა) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;
ბ) ISPS Code;
გ) საერთაშორისო სიგნალების კოდექსი;
დ) LSA code;
3. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი მსჯელობა?
ა) SOLAS კონვენციის მოქმედება ვრცელდება საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ
ყვე გემზე 500 რეგისტრური ტონა და მეტი;
ბ) SOLAS კონვენციის მოქმედება ვრცელდება ყველა სატვირთო გემზე;
გ) SOLAS კონვენციის მოქმედება ვრცელდება ყველა სამგზავრო გემზე’
დ) SOLAS კონვენციის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გემებზე, რომლებიც
განსაზღვრულია შესაბამისი დროშის სახელმწიფო მიერ;
4. საიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს უფლება, გადასცეს მისი დროშის მქონე გემის
ინსპექტირების უფლება საკლასიფიკაციო საზოგადოებს ან სხვა პირებს?
ა) SOLAS კონვენციის I თავი;
ბ) ISPS Code;
გ) ISM code;
დ) კონვენცია მსგავსი დელეგირების უფლებას არ აძლევს სახელმწიფოს;
5. რომელი კონვენციით არის განსაზღვრული გემების შემოწმებისა და სერტიფიცირების
ძირითადი წესები?
ა) SOLAS კონვენციის I თავი;
ბ) UNCLOS კონვენციის შესაბამისად;
გ) განსაზღვრავს თავად დროშის სახელმწიფო;
დ) SOLAS კონვენციის მე-13 თავი;
6. SOLAS კონვენციის შესაბამისად, ჰიდროგრაფიული სერვისების მიწოდების
სახელმწიფოს ვალდებულებაში იგულისხმება:
ა) ყველა ჩამოთვლილი;
ბ) უზრუნველყოს ჰიდროგრაფიული კვლევის ჩატარება;
გ) მოამზადოს და გამოსცეს საზღვაო რუქები, ნაოსნობის მიმართულებები, საზღვაო
პუბლიკაციები;
დ) მეზღვაურებისთვის ცნობების გამოქვეყნება.
7. SOLAS კონვენციის შესაბამისად, სახელმწიფომ სულ მცირე რამდენჯერ უნდა
უზრუნველყოს მეტეოროლოგიური სერვისის განახლება/გავრცელება?
ა) სულ მცირე დღეში ორჯერ;
ბ) სულ მცირე დღეში ერთხელ;
გ) ეს არის გემთმფლობელი კომპანიის ვალდებულება;
დ) სახელმწიფოებისთვის მეტეოროლოგიური ინფორმაციის განახლება არის
ნებაყოფლობითი;
8. რა რეგიონებში არი სავალდებულო VTS სისტემებით გემების უზრუნველყოფა?
ა) სადაც სახელმწიფო გადაწყვეტილებით ტრაფიკის მოცულობა ან რისკის ხარისხი
მოითხოვს ასეთი სისტემის არსებობას;
ბ) მხოლოდ ხელოვნურ არხებში;
გ) მხოლოდ ტერიტორიული წყლების გადაკვეთისას;
დ) მხოლოდ ნავსადგურების მისასვლელებში;
9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სწორი მსჯელობა?
ა) ყველა ჩამოთვლილი;
ბ) ყველა გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, ეფექტური
საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამუშაო ენა უნდა განისაზღვროს გემის
ჩანაწერთა წიგნში (log-book);
გ) ყველა გემზე, ვისზეც ვრცელდება სოლოს კონვენცია I თავის შესაბამისად სამუშაო
ენა უნდა იყოს ინგლისური;
დ) გემთმფლობელის გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი
სამუშაო ენა (გარდა საერთაშორისო სიგნალების კოდექსით განსაზღვრული
სიგნალების გადაცემისა);
10. SOLAS მოითხოვს, რომ სამაშველო წვრთნის სახელმძღვანელო (მანუალი)
განლაგებული უნდა იყოს ყველა ეკიპაჟის წევრი კაბინაში ან:
ა) დასასვენებელ სივრცეებსა და სასადილო სივრცეებში;
ბ) ხიდურაზე;
გ) კაპიტნის კაბინაში;
დ) საინჟინრო კონტროლის ცენტრში;
11. რომელი მსჯელობაა სწორი ძლიერ დაზიანებულ სამაშველო ჟილეტებთან
დაკავშირებით?
ა) ისინი უნდა შეიცვალოს;
ბ) ისინი უნდა შემოწმდეს ცურვადობაზე, შემდგომი გამოყენების წინ;
გ) მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ბავშვებზე;
დ) უნდა განხორციელდეს მათი დაუყოვნებლივი შეკეთება და შემოწმება;
12. დაასრულეთ წინადადება: თითოეული სამაშველო ჟილეტის შუქი (სიგნალი),
რომელსაც აქვს შეუცვლელი დენის წყარო, უნდა შეიცვალოს __________:
ა) კვების წყაროს ვადის გასვლის დღეს ან მის გასვლამდე;
ბ) საწყისი ინსტალაციის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ;
გ) საწყისი ინსტალაციის შემდეგ ყოველ 12 თვეში ერთხელ;
დ) საწყისი ინსტალაციის შემდეგ ყოველ 12 თვეში ერთხელ;
13. რა ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი muster list-ში?
ა) საგანგებო სიტუაციების დროს თითოეული ადამიანის მოვალეობები და ადგილი;
ბ) ყველა ეკიპაჟის წევრის სახელი;
გ) დამტკიცებული სამაშველო აღჭურვილობის ჩამონათვალი;
დ) სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების წესები;
14. ვისზე ვრცელდება ISPS code?
ა) ყველა ჩამოთვლილზე;
ბ) ყველა სატვირთო გემზე, 500 რეგისტრული ტონა და მეტი;
გ) ყველა სამგზავრო გემზე;
დ) ზღვაში განლაგებულ ოფშორულ საბურღ დანადგარებზე;
15. მოცემული მსჯელობა - უსაფრთხოების პროცედურების დაცვით, ყველა საშიში
ტვირთის ტრანსპორტირება შესაძლებელია.
ა) არასწორია;
ბ) სწორია;
გ) შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური წვრთნის საფუძველზე;
დ) შესაძლებელია დროშის სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულირების
შესაბამისად.
16. რა პერიოდით გაიცემა Passenger Ship Safety Certificate?
ა) 12 თვით;
ბ) 5 წლით;
გ) 3 წლით;
დ) 7 წლით?
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
17. რა პერიოდით გაიცემა Cargo Ship Safety Construction Certificate?
ა) 5 წლის ვადით;
ბ) 12 თვის ვადით;
გ) 3 წლის ვადით;
დ) 7 წლის ვადით;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
18. რა პერიოდით გაიცემა Cargo Ship Safety Equipment Certificate?
ა) 5 წლის ვადით;
ბ) 12 თვის ვადით;
გ) 3 წლის ვადით;
დ) 7 წლის ვადით;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
19. რა პერიოდით გაიცემა Cargo Ship Safety Radio Certificate?
ა) 5 წლის ვადით;
ბ) 12 თვის ვადით;
გ) 3 წლის ვადით;
დ) 7 წლის ვადით;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
20. SOLAS რომელი თავი მოიცავს რეგულაციას protection against noise?
ა) მე-2 თავის 1 ნაწილი;
ბ) მე-2 თავის მე-2 ნაწილი;
გ) მე-4 თავი;
დ) მე-5 თავი;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
21. რა არის fire control station?
ა) სივრცეები, სადაც ცენტრალიზებულია ხანძრის ჩამწერი ან ხანძარსაწინააღმდეგო
მოწყობილობა;
ბ) საგანგაბო სიტუაციების დროს ეკიპაჟის შეკრების ადგილი;
გ) ხანძრის შემთხვევაში ეკიპაჟის შეკრების ადგილი;
დ) საგანგებო სიტუაციებში დამხმარე გემის მიღების ადგილი;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
22. რა არის FSS კოდი?
ა) სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კოდი;
ბ) ხანძართან ბრძოლის ტრენინგის მანუალი;
გ) სახანძრო განგაშის სისტემის მოწყობილობა;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
23. რა იგულისხმება შემდეგ წინადადებაში: პრაქტიკული ზომების მიღება კონტროლის
პუნქტიდან სამანქანე განყოფილების გარეთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს
ვენტილაცია, ხილვადობა და დაკვამლიანების შემცირება ისე, რომ შესაძლებელი იყოს
ხანძრის შემთხვევაში სამანქანო განყოფილებამ და იქ განლაგებულმა
მოწყობილობებმა შეძლოს ეფექტური ფუნქციონირება“?
ა) დაკვამლიანების კონტროლი;
ბ) სამანქანე განყოფილების შიდა შემოწმება;
გ) სახანძრო წვრთნები გემზე;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
24. რა მიზანს ემსახურება SOLAS მე-2 თავის მე-2 ნაწილის რეგულაცია Safe Escape?
ა) ამ რეგულაციის მიზანია ხანძრისგან თავის დაღწევის საშუალებების
უზრუნველყოფა, რათა ბორტზე მყოფმა პირებმა შეძლონ უსაფრთხოდ და სწრაფად
მისვლა სამაშველო ნავებსა და სამაშველო კანჯოებში განთავსების გემბანამდე;
ბ) ამ რეგულაციის მიზანია უამინდობის დროს უბედური შემთხვევისგან თავის
დაღწევის საშუალებების უზრუნველყოფა, რათა ბორტზე მყოფმა პირებმა შეძლონ
უსაფრთხოდ და სწრაფად მისვლა სამაშველო ნავებსა და სამაშველო კანჯოებში
განთავსების გემბანამდე;
გ) ამ რეგულაციის მიზანია სახანძრო წვრთნებისა და სავარჯიშოების უსაფრთხო
ორგანიზება და წარმართვა;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
25. რა ტერმინის არის აღწერილი მოცემული დებულებით: მარშრუტიზაციის
ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადების
გამოყოფას შესაბამისი საშუალებებით და სატრანსპორტო ზოლების შექმნას / A
routeing measure aimed at the separation of opposing streams of traffic by appropriate means
and by the establishment of traffic lanes:
ა) Traffic separation schem;
ბ) GMDSS;
გ) VDR;
დ) AIS;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
26. რა არის IASMAR?
ა) საერთაშორისო საავიაციო და საზღვაო ძებნა-გადარჩენის ოპერაციების
სახელმძღვანელო;
ბ) მავნე ნივთიერებების გადაზიდვის სახელმძღვანელო;
გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სახელმძღვანელო;
დ) უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
27. რა დოკუმენტი არეგულირებს საერთაშორისო სიგნალებს?
ა) საერთაშორისო სიგნალების კოდი;
ბ) LSA კოდი;
გ) FSS კოდი;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
28. ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელი არ გამოიყენება საერთაშორისო
სიგნალების კოდის შესაბამისად გემებს შორის კავშირის დასამყარებლად?
ა) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ბ) რადიოტელეგრფი;
ბ) ალმების სიგნალი;
გ) ხმოვანი სიგნალი;
დ) მორზეს სიგნალების სისტემა;
ე) შუქების/flashing სიგნალები.
29. საერთაშორისო სიგნალების კოდის შესაბამისად რა აღინიშნება სიმბოლოთი “G”
ა) მოვითხოვ ლოცმანს;
ბ) გემზე მყავს ლოცმანი;
გ) მესაჭიროება სამედიცინო დახმარება;
დ) მესაჭიროება დახმარება;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
30. საერთაშორისო სიგნალების კოდის შესაბამისად რა აღინიშნება სიმბოლოთი “H”
ა) გემზე მყავს ლოცმანი;
ბ) მოვითხოვ ლოცმანს;
გ) მსურს თქვენთან კავშირის დამყარება;
დ) ადამიანი ბორტს მიღმა;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
31. საერთაშორისო სიგნალების კოდის შესაბამისად რა აღინიშნება სიმბოლოთი “K”
ა) მსურს თქვენთან კავშირის დამყარება;
ბ) გემზე მყავს ლოცმანი;
გ) მესაჭიროება სამედიცინო დახმარება;
დ) მესაჭიროება დახმარება;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
32. საერთაშორისო სიგნალების კოდის შესაბამისად რა აღინიშნება სიმბოლოთი “O”
ა) ადამიანი ბორტს მიღმა;
ბ) გემზე მყავს ლოცმანი;
გ) მესაჭიროება სამედიცინო დახმარება;
დ) მესაჭიროება დახმარება;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
33. საერთაშორისო სიგნალების კოდის შესაბამისად რა აღინიშნება სიმბოლოთი “V”
ა) მესაჭიროება დახმარება;
ბ) მოვითხოვ ლოცმანს;
გ) მსურს თქვენთან კავშირის დამყარება;
დ) ადამიანი ბორტს მიღმა;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

34. საერთაშორისო სიგნალების კოდის შესაბამისად რა აღინიშნება სიმბოლოთი “W”


ა) მესაჭიროება სამედიცინო დახმარება;
ბ) მოვითხოვ ლოცმანს;
გ) მსურს თქვენთან კავშირის დამყარება;
დ) ადამიანი ბორტს მიღმა;
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
35. SOLAS რომელი თავი არეგულირებს Pilot transfer arrangement?
ა) მე-5 თავი;
ბ) მე-3 თავი;
გ) მე-2 თავის პირველი ნაწილი;
დ) მე-4 თავი
ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
36. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია არის:
ა) საერთაშორისო საზღვაო საკითების ტექნიკური მარეგულირებელი ორგანიზაცია
ბ) საერთაშორისო ორგანიზაცია;
გ) ზენაციონალური/სუპერანაციონალური ორგანიზაცია
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
37. რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაცია?
ა) ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარება, შიდა სახელმწიფოებრივი
კონსტიტუციური პროცესის გავლით
ბ) ხელშეკრულების ან ხელშეკრულების ნაწილზე უარის თქმა
გ) ხელშეკრულების ანულირება/გაუქმება
დ) აცერთი პასუხი არ არის სწორი.
38. რას არეგულირების საერთაშორისო საზღვაო სამართალი:
ა) საერთაშორისო საჯარო სამართლის ნაწილი, რომელიც არეგულირებს
სახელმწიფოთა იურისდიქციის ფარგლებს ზღვებსა და ოკეანეებში.
ბ) საერთაშორისო საჯარო სამართლის ნაწილი, რომელიც არეგულირებს
სახელმწიფოთა იურისდიქციის ფარგლებს მდინარეებსა და ოკეანეებში.
გ) საერთაშორისო საჯარო სამართლის ნაწილი, რომელიც არეგულირებს
სახელმწიფოთა იურისდიქციის ფარგლებს საერთაშორისო სანაოსნო სრუტეებსა,
მდინარეებსა და ოკეანეებში.
დ) არცერთი პასუხის არ არის სწორი
39. უნივერსალურობის პრინციპი ეს პრინციპი აძლევს უფლებას სახელმწიფოს
განახორციელოს ------------ უცხოელებზე, როდესაც ჩადენილი ქმედება ხელყოფს
საერთაშორისო წესრიგს. ასეთი დანაშაულების რიცხვს მიეკუთვენა -----------,
დანაშაული ჩადენილი მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ტერიტორიებზე რომელიც
არ ხვდება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ.
შეავსეთ გამოტოვებული ადგილები (ჯამში ორი სიტყვა), სწორი თანმიმდევრობით
ა) იურისდიქცია, მეკობრეობა
ბ) მეკობრეობა, შეიარაღებული ძარცვა
გ) იურისდიქცია, შეიარაღებული ძარცვა
დ) იურისდიქცია, ბარატრია
40. IMO არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შედის შემდეგი
ორგანიზაციის სისტემაში:
ა) გაერო ბ) ევროკავშირი გ) IMO დ) SOLAS
41. IMO-ს ყველა წევრი სახელმწიფო ქმნის:
ა) ასამბლეას ბ) IMO-ს საბჭოს გ) IMO-ს სამდვინოს დ) საზღვაო უსაფრთხოების
კომიტეტს
42. კონვენცია ან კონვენციის შესწორება ძალაში შედის:
ა) მანამ, სანამ სახელმწიფოების შეთანხმებული რაოდენობა მოახდენს
რატიფიცირებას
ბ) როდესაც სახელმწიფო გამოაცხადებს სავალდებულოდ
გ) როდესაც შეთანხმებული სახელმწიფოების რაოდენობა მას გამოაცხადებს
სავალდებულოდ
დ) როდესაც ის მიღებულია სახელმწიფოთა შეთანხმებული რაოდენობის
უმრავლესობით
43. საერთაშორისო კონვენციური სერტიფიკატები:
ა) მათი მოქმედება დამოკიდებულია კონკრეტულ სერტიფიკატში მითითებულ
ვადაზე
ბ) ყველა მათგანი ძალაშია ერთნაირი პერიოდულობით
გ) ყოველწლიურ განახლებას ექვემდებარება
დ) არის ძალაში, რომელიც მოქმედებს 2-5 წლამდე პერიოდულობით
44. საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერტიფიკატები გაიცემა:
ა) საკლასიფიკაციო საზოგადოების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ
ბ) ეროვნული ორგანოების მიერ
გ) IMO-ს მიერ სახელმწიფოების სასარგებლოდ
დ) ყველა სახელმწიფოსათვის საერთო საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ
45. როდესაც კონვენციის სავალდებულოდ აღიარება ხდება წევრი სახელმწიფოს მიერ,
ეროვნული ორგანო (საზღვაო ადმინისტრაცია) ვალდებულია:
ა) მისი დროშით მცურავი ყველა გემი, ან მის ნავსადგურში შემსვლელი ყველა გემი
ემორჩილებოდეს კონკრეტული კონვენციის მოთხოვნებს
ბ) ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ხდება IMO
გ) მისი დროშით მცურავი ყველა გემი, ან მის ნავსადგურში შემსვლელი ყველა გემი
ემორჩილებოდეს კონკრეტული კონვენციის მოთხოვნებს, გარდა იმ გემებისა,
რომლებიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში
დ) ყველა გემი, რომელიც არ არის რეგისტრირებული კონვენციის მონაწილე
სახელმწიფოში ემორჩილებოდეს კონვენციის მოთხოვნებს
46. საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერტიფიკატები:
ა) განსხვავდება გემის ტიპის მიხედვით
ბ) ყველა გემისთვის საერთოა
გ) დამოკიდებულია იმ სახელმწიფოზე, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავს
დ) დამოკიდებულია საკლასიფიკაციო საზოგადოებაზე, რომელიც აღნიშნული გემის
ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს.
47. IMO-ს ასამბლეა:
ა) იმართება 2 წელიწადში ერთხელ
ბ) იმართება წელიწადში ერთხელ
გ) იმართება 4 წელიწადში ერთხელ
დ) საჭიროების მიხედვით
48. როგორ განიმარტება ECDIS:
ა) Electronic Chart Display and Information System
ბ) არ ნიშნავს არაფერს
გ) Electric Cabin Dimmer Inside Ship
დ) External Chart Display and Information System
49. რას ნიშნავს IALA?
ა) International Association of Lighthouse Authorities
ბ) International Association of Lighthouse Areas
გ) Internal Association of Lighthouse Authorities
დ) International Area of Lighthouse Authorities
50. რას ნიშნავს MLC?
ა) Maritime Labour Convention
ბ) Marine Labour Convention
გ) Marine Legal Convention
დ) Maritime Labour Committee
51. რას ნიშნას STCW?
ა) Standards of Training, Certification and Watchkeeping
ბ) Sail Training and Certificate of Watchkeeping
გ) Standards of Training, Cooking and Watchkeeping
დ) Summary of Training, Certification and Watchkeeping
52. რა ორგანოა MRCC?
ა) საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი
ბ) საზღვაო ცენტრი
გ) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
დ) საზღვაო სფეროში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე რეაგირების ცენტრი
53. რომელი საერთაშორისო კონვენციით რეგულირდება GMDSS სისტემა?
ა) GMDSS რეგულირდება SOLAS კონვენციით
ბ) SAR კონვენციით
გ) საერთაშორისო რადიოკომუნიკაციის წესებით
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
54. რა შემთხვევაში აქვს კაპიტანს უფლება გამორთოს AIS?
ა) კაპიტანს უფლება აქვს მეკობრეობის თავდასხმის საფრთხის და გემის უშიშროების
მიზეზებიდან გამომდინარე, სავახტო ჟურნალში ჩანაწერით გამორთოს AIS.
ბ) არცერთ შემთხვევაში
გ) კაპიტანს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ჟურნალში დაფიქსირების
გარეშე
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
55. რას გულისხმობს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა?
ა) ნავსადგურის სახელმწიფო კონტოროლის და ზედამხედველობის სამსახურის
ინსპექტორი ახორციელებს (იმ რეგიონში სადაც იმყოფება) მემორანდუმის მაგ: (Paris
Mou, Black sea Mou, Tokyo Mou) გათვალისწინებული გემის შემოწმებას, უსაფრთოების
დაცვის, გემზე ეკიპაჟის საცხოვრებელი პირობების, ადამიანის სიცოცხლის დაცვის,
მექანიზმებისა და საბუთების შემოწმებას, ასევე საერთო უსაფრთოებასთან
დაკავშირებული საკითხების შემოწმებას.
ბ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტოროლის და ზედამხედველობის სამსახურის
ინსპექტორი ახორციელებს (რეგიონის მიუხედავად) მემორანდუმის მაგ: (Paris Mou,
Black sea Mou, Tokyo Mou) გათვალისწინებული გემის შემოწმებას, უსაფრთოების
დაცვის, გემზე ეკიპაჟის საცხოვრებელი პირობების, ადამიანის სიცოცხლის დაცვის,
მექანიზმებისა და საბუთების შემოწმებას, ასევე საერთო უსაფრთოებასთან
დაკავშირებული საკითხების შემოწმებას.
გ) ა და ბ პასუხი ორივე სწორია
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
56. რომელი კონვენციის ნაწილია ISPS CODE?
ა) ISPS CODE არის SOLAS კონვენციის ნაწილი.
ბ) ISPS CODE არის SAR კონვენციის ნაწილი.
გ) ISPS CODE არის MARPOL კონვენციის ნაწილი.
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
57. რას ნიშნავს საზღვაო უსაფრთხოება (Safety)?
ა) უზრუნველყოფს დაცვას საზღვაო მოვლენებისგან, რომელიც გამოწვეულია
ნებისგან დამოუკიდებლად;
ბ) უზრუნველყოფს დაცვას გემის გაუმართაობისაგან;
გ) უზუნველყოფს დაცვას მოვლენებისგან, რომელიც გამოწვეულია
ნებაყოფლობითი ქმედების შედეგად;
დ) უზრუნველყოფს დაცვას მხოლოდ გემზე აფეთქებისგან.
58. რას ნიშნავს საზღვაო უშიშროება (Security)?
ა) უზუნველყოფს დაცვას მოვლენებისგან, რომელიც გამოწვეულია უკანონო
ნებაყოფლობითი ქმედების შედეგად;
ბ) უზრუნველყოფს დაცვას გემზე ხანძრის გაჩენისგან;
გ) უზრუნველყოფს გემის დაცვას ჩაძირვისგან;
დ) უზრუნველყოფს გემის ეკიპაჟის დაცვას გემთმფლობელის უკანონო
ქმედებებისგან.
59. რა არის საზღვაო აქციდენტი?
ა) შემთხვევა, როდესაც გემი დაიკარგა და მისი აღდენა/რემონტი
შეუძლებელია (სრული დანაკარგი);
ბ) შემთხვევა, როდესაც დაიკარგა მხოლოდ ტვირთი;
გ) შემთხვევა, როდესაც დაიღუპა მხოლოდ ეკიპაჟის წევრი/ები;
დ) შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგა მგზავრს/ებს.
60. რა არის საზღვაო ინციდენტი?
ა) შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაზიანდა გემი და შესაძლებელია გემის
აღდგენა;
ბ) შემთხვევა, როდესაც დაზიანდა გემი და შეუძლებელია მისი აღდგენა;
გ) შემთხვევა, როდესაც დაიღუპა ეკიპაჟის წევრი/ები;
დ) შემთხვევა, როდესაც დაიღუპა მგზავრი/ები.
61. რას ნიშნავს პირველადი უსაფრთხოება - პრევენცია?
ა) ქმედებების და ღონისძიებების გატარებას, რათა თავიდან იქნას აცილებული
საზღვაო აქციდენტი და/ან ინციდენტი;
ბ) ქმედებების და ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს გემის
ტექნიკურ გამართულობს;
გ) გემის წინასწარ დათვალიერებას და/ან შემოწმებას;
დ) გემის დადგენილი კურსიდან გადახვევის აცილება.
62. რა ქმედებები უზრუნველყოფს აქციდენტის/ინციდენტის შედეგად
მიყენებული ზარალის შემცირებას და აღმოფხვრას?
ა) ძებნა-გადარჩენის ოპერაციები, გადარჩენის ოპერაციები, დაბინძურების
წინააღმდეგ ბრძოლა;
ბ) გემის ტექნიკური დათვალიერების უზრუნველყოფა;
გ) მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
63. რამდენი კომიტეტისგან შედგება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია?
ა) 5;
ბ) 7;
გ) 9;
დ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას არ აქვს კომიტეტები.
64. IMO-ს რეგულაციები იყოფა შემდეგ ბლოკებად:
ა) უსაფრთხოება, უშიშროება, გარემოს დაბინძურება, პასუხისმგებლობა;
ბ) IMO არეგულირებს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს;
გ) IMO არეგულირებს მხოლოდ უშიშროების საკითხებს;
დ) IMO არეგულირებს მხოლოდ გარემოს საკითხებს;
65. რა ფუნქციები აქვს IMO-ს HTW ქვეკომიტეტს?
ა) ადამიანური ელემენტი, წვრთნა და ვახტაზე დგომა;
ბ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინსტრუმენტების იმპლემენტაცია;
გ) დაბინძურების თავიდან აცილება და აღმოფხვრა;
დ) ძებნა გადარჩენის ოპერაციები.
66. რა არის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის MSC კომიტეტი?
ა) საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტი;
ბ) საზღვაო უშიშროებსი კომიტეტი;
გ) ტექნიკური უზრუნველყოფის კომიტეტი;
დ) ზღვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვის კომიტეტი.
67. რა არის ILO?
ა) საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია;
ბ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია;
გ) ევროკავშირის სპეციალიზირებული სააგენტო;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
68. ILO-ს რომელი კონვენცია არეგულირებს მეზღვაურთა შრომის უფლებებს?
ა) MLC;
ბ) STCW;
გ) SOLAS;
დ) LLMC.
69. რა არის EMSA?
ა) ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო;
ბ) გაეროს უშიშროების სპეციალიზირებული სააგენტო;
გ) საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია;
დ) საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია.
70. რა არის საკლასიფიკაციო საზოგადოება?
ა) საზოგადოება, რომელიც ადგენს გემების მშენებლობისა და ექსპლუატაციის
ტექნიკურ სტანდარტებს;
ბ) საზოგადოება, რომელიც ადგენს მეზღვაურთა ჯანმრთელობის
სტანდარტებს;
გ) საზოგადოება, რომელიც ადგენს მეზღვაურთა შრომის სტანდარტებს;
დ) საზოგადოება, რომელიც ადგენს მეზღვაურთა განათლებისა და
კომპეტენციის სტანდარტებს.
71. რა ორგანიზაციაა IACS?
ა) საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაცია;
ბ) ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა ასოციაცია;
გ) გემთმფლობელების ასოციაცია;
დ) მეზღვაურთა ასოციაცია.
72. SOLAS კონვენცია შედგება:
ა) 14 თავისგან;
ბ) 6 თავისგან;
გ) 10 თავისგან;
დ) 9 ტავისგან.
73. SOLAS-ის ძირითადი მიზანია:
ა) ზღვაზე უსაფრთხოების მიზნით გემის მშენებლობის, კონსტრუქციის,
მოწყობისა და ექსპლუატაციისათვის მინიმალური სტანდარტების დაწესება;
ბ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება;
გ) მეზღვაურთა წვრთნისა და განათლების სტანდარტების დაწესება;
დ) მეზღვაურთა შრომის მინიმალური სტანდარტების დაწესება.
74. ვინ არის პასუხისმგებელი SOLAS კონვენციის მოთხოვნების შესრულების
კონტროლზე?
ა) დროშის სახელმწიფო;
ბ) გემის კაპიტანი;
გ) გემთმფლობელი;
დ) გემის ეკიპაჟი.
75. რას არეგულირეს SOLAS კონვენციის პირველი თავი?
ა) ზოგად მოთხოვნებს;
ბ) გემის კონსტრუქციებს;
გ) რადიოკავშირის პირობებს;
დ) გემის უშიშროებას;
76. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეორე თავი?
ა) კონსტრუქცია - დაყოფა ნაკვეთურებად და მდგრადობა, მექანიკური და ელექტრო
დანადგარები; კონსტრუქცია - ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, ხანძრის გამოვლენა და
ჩაქრობა;
ბ) მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, ხანძრის გამოვლენა და ჩაქრობა;
გ) რადიოკავშირი;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
77. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მესამე თავი?
ა) სამაშველო საშუალებები და მოწყობილობები;
ბ) გემის კონსტრუქციები;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, ხანძრის გამოვლენა და ჩაქრობა;
დ) ზოგადი დებულებები.
78. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეოთხე თავი?
ა) რადიოკავშირი;
ბ) სამაშველო საშუალებები და მოწყობილობები;
გ) ნაოსნობის უსაფრთხოება;
დ) გემის კონსტრუქციები.
79. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეხუთე თავი?
ა) ნაოსნობის უსაფრხოება;
ბ) რადიოკავშირი;
გ) ტვირთების გადაზიდვა;
დ) საშიში ტვირთების გადაზიდვა.
80. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეექვსე თავი?
ა) ტვირთების გადაზიდვა;
ბ) საშიში ტვირთების გადაზიდვა;
გ) ნაოსნობის უსაფრთხოება;
დ) ატომური გემები.
81. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეშვიდე თავი?
ა) საშიში ტვირთების გადაზიდვა;
ბ) ატომური გემები;
გ) ნაოსნობის უსაფრთხოება;
დ) უსაფრთხო მართვის ექსპლუატაცია.
82. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მერვე თავი?
ა) ატომური გემები;
ბ) გემის კონსტრუქციები;
გ) უსაფრთხოების ზომები მაღალი სიჩქარის გემებზე;
დ) უსაფრთხო მართვის ექსპლუატაცია.
83. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეცხრე თავი?
ა) უსაფრთხო მართვის ექსპლუატაცია;
ბ) უსაფრთხოების ზომები მაღალი სიჩქარის გემებზე;
გ) ტვირთების გადაზიდვა;
დ) ატომური გემები.
84. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეათე თავი?
ა) უსაფრთხოების ზომები მაღალი სიჩქარის გემებზე;
ბ) უსაფრთხო მართვის ექსპლუატაცია;
გ) ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების სპეციალური ზომები;
დ) ზღვაზე დაცვის გაძლიერების სპეციალური ზომები.
85. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეთერთმეტე თავი?
ა) ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების სპეციალური ზომები; ზღვაზე დაცვის
გაძლიერების სპეციალური ზომები.
ბ) ატომური გემები;
გ) უსაფრთხო მართვის ექსპლუატაცია;
დ) უსაფრთხოების ზომები მაღალი სიჩქარის გემებზე.
86. რას არეგულირებს SOLAS კონვენციის მეთორმეტე თავი?
ა) უსაფრთხოების დამატებითი ზომები;
ბ) გემის კონსტრუქციების დამატებითი მოთხოვნები;
გ) დამატებითი მოთხოვნები სახანძრო უსაფრთხოებაზე;
დ) დამატებითი მოთხოვნები საშიში ტვირთების გადაზიდვაზე.
87. SOLAS -ის შესაბამისად სამგზავრო გემი არის?
ა) გემი, რომელსაც გადაჰყავს 12 და მეტი მგზავრი;
ბ) გემი, რომელსაც გადაჰყავს 10 და მეტი მგზავრი;
გ) SOLAS არ ზღუდავს მგზავრთა რაოდენობას, ნებისმიერი გემი განიხილება
სამგზავროდ რომელსაც გადაჰყავს 1 გემი მაინც;
დ) გემი რომელსაც გადაჰყავს 20 და მეტი მგზავრი.
88. ტანკერი არი გემი:
ა) რომელსაც გადააქვს აალებადი ხასიათის თხევადი ტვირთი;
ბ) რომელსაც გადააქვს ნებისმიერი სახის თხევადი ტვირთი;
გ) რომელსაც გადააქვს როგორც თხევადი ასევე მშრალი ტვირთი;
დ) რომელსაც გადაყავს როგორც მგზავრები, ასევე გადააქვს ტვირთი.
89. Bulk carrier არის გემი:
ა) რომელსაც გადააქვს მშრალი ნაყარი ტვირთი, მათ შორის მადანი და
კომბინირებული ტვირთი;
ბ) რომელსაც გადააქვს ნებისმიერი სახის მშრალი ტვირთი;
გ) რომელსაც გადააქვს თხედავი ტვირთი;
დ) რომელსაც გადააქვს როგორც თხევადი ისე მშრალი ტვირთები.
90. რა არის პირველიადი შემოწმება (Initial survey)?
ა) შემოწმება, რომელიც უტარდება გემს ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე;
ბ) შემოქმება, რომელიც უტარდება გემს ყოველწლიურად;
გ) შემოწმება, რომელიც გემს უტარდება 5 წელიწადში ერთხელ;
დ) შემოწმება, რომელიც უტარდება გემს მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში.
91. სატვირთო გემზე სამაშველო საშუალებების შემოწმება ხორციელდება:
ა) 5 წელიწადში ერთხელ;
ბ) 10 წელიწადში ერთხელ;
გ) ყოველწლიურად;
დ) ნებისმიერი მნიშვნელოვანი დაზიანების შემდეგ.
92. სატვირთო გემზე რადიომოწყობილობების შემოწმება ხორციელდება:
ა) 5 წელიწადში ერთხელ;
ბ) 10 წელიწადში ერთხელ;
გ) ყოველწლიურად;
დ) ნებისმიერი მნიშვნელოვანი დაზიანების შემდეგ.
93. SOLAS-ის ზოგადი დებულებების სერტიფიკატებს გასცემს:
ა) დროშის სახელმწიფო;
ბ) სანაპირო სახელმწიფო;
გ) საკლასიფიკაციო საზოგადოება;
დ) სახელმწიფო, სადაც ჩაუტარდა გემს შემოწმება.
94. სამგზავრო გემის უსაფრთხოების სერტიფიკატი გაიცემა:
ა) 12 თვის ვადით;
ბ) 24 თვის ვადით;
გ) 5 წლის ვადით;
დ) უვადოდ.
95. რა არის SMC სერტიფიკატი?
ა) უსაფრთხოების მართვის სერტიფიკატი;
ბ) ხანძართან ბრძოლის სერტიფიკატი;
გ) სამაშველო საშუალებების სერტიფიკატი;
დ) გემის უსაფრთხო დაკომპლექტების სერტიფიკატი.
96. რა არის ISM კოდი?
ა) უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდი;
ბ) უშიშროების მართვის საერთაშორისო კოდი;
გ) გემებისა და პორტების უსაფრთხოების საერთაშორისო კოდი;
დ) ზღვის გარემოს დაბინძუერების თავიდან აცილების კოდი.
97. SOLAS-ის როემლი თავიდან გამომდინარეობს ISM კოდი?
ა) IX თავი;
ბ) XI თავი;
გ) XII თავი
დ) V თავი.
98. ჩამოთვლილთაგან რომელ გემებზე არ ვრცელდება ISM კოდი?
ა) სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულ გემებზე;
ბ) ტანკერებზე;
გ) სამგზავრო გემებზე;
დ) მშრალ ტვირთმზიდებზე.
99. რა არის VTS სისტემა?
ა) გემების მოძრაობის მომსახურების სისტემა;
ბ) რადიოკომუნიკაციის სისტემა;
გ) გემის ავტომატური მართვის სისტემა;
დ) საჭის ავტომატური მართვის სისტემა.
100. რა არის MARPOL-ი?
ა) გემიდან დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო კონვენცია;
ბ) ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთოების საერთაშორისო კონვენცია;
გ) მეზღვაურთა შრომითი ულებების კონვენცია;
დ) მეზღვაურთა წვრთნისა და ვახტის გაწევის შესახებ კონმვენცია.
101. რა არის seabed აქტივობები?
ა) ზღვის ფსკერზე განხორციელებული აქტივობები;
ბ) წყლის ზედაპირზე განხორციელებული აქტივობები;
გ) ნაპირიდან განხორციელებული აქტივობები;
დ) ხელოვნური კონსტრუქციებიდან განხორციელებული აქტივობები.
102. რას არეგულირებს MARPOL-ის პირველი ანექსი?
ა) ნავთობის დაბინძურების თავიდან აცილება;
ბ) მავნე თხევადი ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან აცილება;
გ) ნაგვით დაბინძურების ტავიდან აცილება;
დ) გამდინარი წყლებით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილება.
103. რას არეგულირებს რას არეგულირებს MARPOL-ის მესამე ანექსი?
ა) შეფუთული სახით მავნე ნივთიერებების საზღვაო გადაზიდვისას დაბინძურების
პრევენცია;
ბ) ნავთობით დაბინძურების თავიდან აცილება;
გ) ნაგვით დაბინძურების თავიდან აცილება;
დ) გამდინარი წყლებით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილება.
104. რას არეგულირებს MARPOL-ის მეოთხე ანექსი?
ა) გამდინარი წყლებით დაბინძურების თავიდან აცილება;
ბ) შხამიანი თხევადი ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან აცილება;
გ) შეფუთული სახით მავნე ნივთიერებების საზღვაო გადაზიდვისას დაბინძურების
პრევენცია;
დ) გემიდან ნაგვით დაბინძურების თავიდან აცილება;
105. რას არეგულირებს MARPOL-ის მეხუთე ანექსი?
ა) გემიდან ნაგვით დაბინძურების თავიდან აცილება;
ბ) ნავთობით დაბინძურების თავიდან აცილება;
გ) გამდინარი წყლებით დაბინძურების თავიდან აცილება;
დ) შეფუთული სახით მავნე ნივთიერებების საზღვაო გადაზიდვისას დაბინძურების
პრევენცია;
106. რას არეგულირებს MARPOL-ის მეექვსე ანექსი?
ა) გემიდან ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება;
ბ) შეფუთული სახით მავნე ნივთიერებების საზღვაო გადაზიდვისას დაბინძურების
პრევენცია;
გ) გამდინარი წყლებით დაბინძურების თავიდან აცილება;
დ) გემიდან ნაგვით დაბინძურების თავიდან აცილება.
107. როგორ სტანდარტებს ადგენს SOLAS-74 გემის მშენებლობის, მოწყობისა და
ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას?
ა) მინიმალურს
ბ) მაქსიმალურს
გ) კონვენციის მიზანია დაადგინოს მაღალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს
უსაფრთხოებას
დ) ყველა პასუხი არის სწორი
108. SOLAS-74 ზოგადი დებულებების თავი განმარტავს
ა) შემოწმების საკითხებს, დოკუმენტების გამოცემას, სახელმწიფოს/პორტის
ვალდებულებებს
ბ) მხოლოდ სერტიფიცირებას
გ) SOLAS-74 განმარტავს ტექნიკურ საკითხებს მხოლოდ
დ) SOLAS-74 არ მოიცავს განმარტებით ნაწილს
109. SOLAS-74 მეორე თავი, რომელიც არეგულირებს ცეცხლთან ბრძოლის
საკითხებს აწესებს სპეციალურ რეგულაციებს:
ა) passenger გემისათვის, ტვირთ გადამზიდავი გემებისათვის და ტანკერებისათვის
ბ) მხოლოდ ტვირთ გადამზიდავი გემებისათვის და ტანკერებისათვის
გ) მხოლოდ passenger გემებისათვის
დ) ეხება მხოლოდ ტვირთის გადამზიდავ გემებს
110. SOLAS-74 მეხუთე თავი, სავალდებულოს ხდის, რომ გემზე ინახებოდეს
ა) VDR და AIS
ბ)მხოლოდ VDR
გ) მეხუთე თავი არ აწესებს გემებისათვის სერტიფიკატის ან რაიმე დამატებითი
დოკუემენტის ქონას
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
111. SOLAS-74 მეთერთმეტე თავის მიხედვით ვინ არის პასუხისმგებელი აწარმოოს
გემის შესაბამისობა SOLAS-74- თან?
ა) საზღვაო ადმინისტრაციას
ბ) მეზობელი სახელმწიფოს საზღვაო პორტი
გ) საკლასიფიკაფციო საზოგადოებას
დ) მხოლოდ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას
112. SOLAS-74 მეთერთმეტე თავი ადგენს, რომ
ა) ყველა პასუხი სწორია
ბ) მოთხოვნებს პორტთან და პორტის ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში
გ) განსაზღვრას Master-ის ვალდებულებებს
დ) გემზე ინახებოდეს ship security alert system
113. SOLAS-74 შეიძლება მივაკუთვნოთ
ა) უსაფრთხოების შესახებ კონვენციათა ოჯახს
ბ) გარემოს დაბინძურების შესახებ კონვენციათა ოჯახს
გ) ზარალის ანაზღაურების შესახებ კონვენციათა ოჯახს
დ) კონვენციათა ჯგუფს, რომელიც არეგულირებს საზღვაო ზონებს
114. SOLAS-74 ეხება
ა) passenger ships, cargo ships, bulk carrier , tankers, nuclear ships
ბ) სამხედრო გემებს
გ) მხოლოდ passenger ships
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
115. საზღვაო უსაფრთხოების შესახებ კონვენციას განეკუთვნება
ა) SOLAS 74
ბ) SUA
გ) ISPS
დ) SOLAS XI-2
116. უშიშროების (security) შესახებ კონვენციის მიზანი
ა) თავდაცვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან
ბ) თავდაცვა ზღვაზე უბედური შემთხვევებისაგან
გ) გარემოს დაბინძურებისაგან დაცვა
დ) ყველა პასუხი არის სწორი
117. უშიშუროების შესახებ კონვენციები არეგულირებს
ა) ტერორიზმს, გატაცებას, მონობას როგორც დანაშაულს
ბ) კომპენსაციის ვალდებულების დაკისრების საკითხს
გ) მესამედი უსაფრთხოების დონის გამოყენების საკითხს
დ) პასუხისმგებლობის ლიმიტირების საკითხს

You might also like