You are on page 1of 5

CATZOC ( Categories of Zone Of Confidence)

როგორც უკვე ვიცით საზღვაო საქმეში ერთ-ერთ


უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ითვლება
უსაფრთხოება,რაც გულისხმობს არა მხოლოდ
პირად უსაფრთხოებას არამედ გემის და
ტვირთის დანიშნულების ადგილზე
უსაფრთხოდ მიყვანას. უსაფრთხოების მაღალ
დონეს როგორც გემთფლობელები ასევე IMO ში
გაწევრიანებული ყველა საზღვაო ქვეყნებიც
უზრუნველყოფენ და შეაქვთ მათი წვლილი.
ყველა IMO წევრი ქვეყანა ვალდებულია მისი
საზღვაო აკვატორია მაქსიმალურად შეისწავლოს
და უზრუნველყოს ყველა იმ გემების
უსაფრთხოება, რომლებიც ნაოსნობას
ახორციელებენ არა მხოლოდ მათ საზღვაო
რაიონებში, არამედ იმ გემებზეც რომლებიც
ატარებენ ტრანზიტულ ხასიათს. ვალდებულნი
არიან მაქსიმალურად შეისწავლონ მათი
საზღვაო აკვატორია და დეტალური ინფორმაცია
მიაწოდონ ჰიდროგრაფიულ სამსახურს,ხოლო
ჰიდროგრაფიული სამსახური მიწოდებულ
ინფორმაციას დაიტანს რუკებზე რომლებსაც
ყველა ის გემი გამოიყენებს რომლებიც
განახორციელებენ ნავიგაციას ამ რაიონებში.
ამრიგად სიზუსტე მნიშვნელოვანია და
შეცდომის უფლება არ აქვს შესაბამის
სამსახურებს !!
როგორც წესი კაპიტნის მეორე თანაშემწე არის
ვალდებული გააკეთოს გრაფიკული მონახაზი
საზღვაო გადასვლისთვის, ეგრედწოდებული
Passage Plan ან ქაღალდის რუკაზე ან
ელექტრონულ რუკაზე ECDIS , სადაც ძალიან
დიდი ყურადღება უნდა მიექციოს
ეგრედწოდებულ CATZOC ( Categories of Zone Of
Confidence) ვინაიდან პორტებში შესვლა-
გამოსვლის დროს,უსაფრთხოების
თვალსაზრისით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
როლს თამაშობს. ასევე ყველა ნავიგაციურ
ოფიცერს უნდო შეეძლოს ამ სიმბოლოების
ამოკითხვა და მათი მნიშვნელობის ცოდნა!!!
განვიხილოთ თუ რას ნიშნავს CATZOC და რა
მნიშვნელობა აქვს მას საზღვაო უსაფრთხოებაში.

რას ნიშნავს CATZOC?


იმის გამო, რომ წყლის მონაცემები რომელიც
დაფიქსირდა წლების წინ, სხვადასხვა
ტექნოლოგიური საშუალებებით არის
ალბათობა,რომ იყოს შეცდომები რომელებიც
შეიძლება ეხებოდეს ფაქტობრივი სიღრმის
გაზომვას, ასევე იმ პოზიციას, რომელზეც
სიღრმის გაზომვაა გამოსახული.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის
ფაქტიც, რომ სიღრმეები არის ცვალებადი და
არ არის მუდმივი.

ამ მხრივ, CATZOC (ასევე ცნობილი როგორც


ნდობის ზონა) რომელიც გვეხმარება
დავრწმუნდეთ, თუ რამდენად ზუსტია და
რამდენად მოსალოდნელია ცდომილება
სიღრმეებში. სიღრმისა და პოზიციის შესაძლო
შეცდომის გათვალისწინებით, მონაცემები
იყოფა 6 ნდობის ზონად
CatZoc-ის სიმბოლო რამდენიმე ვარსკვლავით
არის აღნიშნული. არი მაქსიმუმ 6
ვარსკვლავიანი სიმბოლო და მინიმუმ 2
ვარსკვლავიანი. ექვს ვარსკვლავიანი სიმბოლო
ნიშნავს, რომ ინფორმაცია ძალიან ზუსტია
ხოლო ორი ვარსკვლავით არაზუსტი.

რა არის Catzoc კატეგორიები?

ZOC (Zone Of Confidence) არე, არის


განზოგადებული სურათი ამ ტერიტორიისთვის
გრაფიკული სიღრმის ინფორმაციის ხარისხის
შესახებ. ჰიდროგრაფიული წყაროს მონაცემების
ხარისხი შეფასებულია ექვსი კატეგორიის
მიხედვით (CATZOC): ხუთი ხარისხის
კატეგორია შეფასებული მონაცემებისთვის (A1,
A2, B, C და D); და მეექვსე კატეგორია (U)
მონაცემებისთვის, რომლებიც არ არის
შეფასებული.
გთხოვთ იხილეთ დიაგრამა რომელზეც
მოცემულია ზონების და სიღრმეების მიხედვით
თუ რამდენად სანდოა და შესწავლილი
მოცემულ პოზიციაზე არსებული CATZOC
სიმბოლო.

You might also like