You are on page 1of 4

ვალერი კორძაძე ჯგუფი:133

1) ნავთობის და ნავთობ ნარჩენების მიმართ არის შემდეგი მოთხოვნები:


აკრძალულია მათი პირდაპირ ზღვაში ჩაღვრა. ისინი უნდა ჩაიტუმბოს ე.წ სლოპ
ტანკებში. ნებისმიერი წყალი, რომელიც ჩასარეცხად გამოიყენება, ფრთხილად უნდა
გადმოიტუმბოს ავტომატური გაზომვის რეგისტრაციის და მართვის,
ნავთობგადაღვრის სისტემაში და გაკონტროლდეს ნავთობისა და წყლის
განმაცალკევებელი დეტექტორით. SLOP ტანკში მათი ჩასხმა უნდა მოხდეს
სტანდარტული ჩამოსასხმელი შენაერთების მეშვეობით. აკრძალულია, რომ
ნებისმიერი მილშეერთება, რომელიც დაკავშირებულია ნავთობნარჩენი შლამების
ტანკთან, აღჭურვილი იყოს გემის ბორტის გარეთ გასასვლელით. ასევე აღსანიშნავია
ის ფაქტი, რომ კაპიტანმა ნავთობისა და ნავთობ ნარჩენების დაღვრის დროს უნდა
იხელმძღვანელოს SOPEP (Ship board oil pollution plan) სადაც გაწერილია გეგმა თუ
როგორ უნდა იმოქმედოს ეკიპაჟმა.

2) სლოპ-ტანკი არის დასაწდომი ტანკი ნავთობშემცველი ნარჩენებისათვის. სლოპ


ტანკი გვხდება გემებზე იმისათვის რომ შეინახოს ნავთობიანი წყალი და ნარევი
რომელიც რჩება ავზების რეცხვის შედეგად.

3) ODME (Oil Discharge Monitoring Equipment) არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


ხელსაწყო გემზე ნავთობ ოპერაციების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. მას აქვს ორი
სარქველ, ერთი მათგანით ხდება სლოპის ნაკადის გადაღვრა, ხოლო მეორეთი
როგორც კი გადასაღვრელ მასაში 1000 ერთეულის ზემოთ ავა ნიშნული, ჩაიკეტება
მეორე სარქველიც. ეს ხელსაწყო აფიქსირებს გემის სიჩქარეს, გადასაღვრელი მასის
ნაკადს და გემის მდებარეობას გრძედითა და განედით. ყველა ოპერაცია საჭირო
პარამეტრებით რჩება ამ მოწყობილობის მეხსიერებაში.

4) პატარა გემების გარდა ყველა გემი ვალდებულია გაიაროს


შემოწმება/სერტიფიცირება МАRPОL შეესაბამებაზე, ხოლო გემებს, რომლებიც
ახორციელებენ საერთასორისო გადასვლებს უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო
მოწმობის/სერტიფიკატი - IOPP certificate. (IOPP certificate - International Oil Pollution
Prevention Certificate). უნდა აღვიშნოთ რომ, ეს შეიძლება გავრცელდეს გემებზე,
რომელთაც გადააქვთ „ნავთობისმაგვარი“ ნივთიერებები, რომლებიც არ
წარმოადგენენ ნავთობს, მაგრამ აქვთ მსგავსი თვისებები.

5) გემთმფლობელი კომპანიები ამუშავებენ გეგმებს რომლის მიხედვითაც უნდა


იხელმძღვანელოს ეკიპაჟმა ნავთობის ჩაღვრის შემთხვევაში. ერთ-ერთი ასეთი გეგმაა
SOPEP (Shipboard Oil Pollution Emergency Plan), რომლის ფუნქციონალური
დანიშნულებაა კაპიტანს მისცეს რეკომენდაცია თუ როგორ უნდა იმოქმედოს
ნავთობის დაღვრის დროს. ეს გეგმა შეიცავს დაღვრის სხვადასხვა სცენარების
ოპერაციულ ასპექტებს და კომუნიკაციის საშუალებებს შემთხვევის დროს. ეს გეგმა
დადასტურებული უნდა იყოს საზღვაო ფლოტის ადმინისტრაციის მიერ. კაპიტანი
ვალდებულია ყოველწლიურად გადახედოს და კორექტირება შეიტანოს სამოქმედო
გეგმაში. გეგმა უნდა იყოს მარტივი გამოსაყენებლად როგორც გემებისთვის ასევე
სანაპირო პერსონალისთვის, ის უნდა შეიცავდეს ყველა დოკუმენტს და აუცილებელ
მოწმობებს და სხვა ინფორმაციას რაც დაეხმარება კაპიტანს ინციდენტის დროს
მიიღოს გადაწყვეტილება.

7) ნავთობის და ნავთობ ნარჩენების მიმართ არის შემდეგი მოთხოვნები:


აკრძალულია მათი პირდაპირ ზღვაში ჩაღვრა. ისინი უნდა ჩაიტუმბოს ე.წ სლოპ
ტანკებში. ნებისმიერი წყალი, რომელიც ჩასარეცხად გამოიყენება, ფრთხილად უნდა
გადმოიტუმბოს ავტომატური გაზომვის რეგისტრაციის და მართვის,
ნავთობგადაღვრის სისტემაში და გაკონტროლდეს ნავთობისა და წყლის
განმაცალკევებელი დეტექტორით. SLOP ტანკში მათი ჩასხმა უნდა მოხდეს
სტანდარტული ჩამოსასხმელი შენაერთების მეშვეობით. აკრძალულია, რომ
ნებისმიერი მილშეერთება, რომელიც დაკავშირებულია ნავთობნარჩენი შლამების
ტანკთან, აღჭურვილი იყოს გემის ბორტის გარეთ გასასვლელით. ასევე აღსანიშნავია
ის ფაქტი, რომ კაპიტანმა ნავთობისა და ნავთობ ნარჩენების დაღვრის დროს უნდა
იხელმძღვანელოს SOPEP (Ship board oil pollution plan) სადაც გაწერილია გეგმა თუ
როგორ უნდა იმოქმედოს ეკიპაჟმა.

9) Part I ფიქსირდება შემდეგი ოპერაციები:

საწვავის ტანკებში ბალასტის მიღება ან მათი გაწმენდა/გარეცხვა;

საწვავის ტანკებიდან ბინძური ბალასტის ან ჩამრეცხი წყლების გადაღვრა;

ნავთობნარჩენების (ნავთობშემცველი ნალექების) შეგროვება და მოშორება;

სამანქანო განყოფილებაში დაგროვილი ლიალური წყლების გადაღვრა ბორტის


გარეთ ან მოშორება სხვაგზით;

საწვავის ან შეაზეთი მასალების ბუნკირების ოპერაციები;

ნავთობშემცველი წყლების გასაფილტრი მოწყობილობის ყოველგვარი გაუმართაობა.

10) მოთხოვნები:

პროცედურა, რომელშიც უნდა იყოს აღწერილი კაპიტანის ან გემზე პასუხისმგებელი


პირის ქმედება ნავთობთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ შეტყობინების
გასაგზავნად;
ორგანიზაციებისა და პირების სია, რომლებთანაც აუცილებელია დაკავშირება
ნავთობით დაბინძურების შემხვევაში;

სხვადასხვა სიტუაციებში ეკიპაჟის წევრების გადაუდებელი მოქმედებების


დეტალური აღწერა ნავთობშმცველი ნივთიერებების გაჟონვების შესამცირებლად;

ნავთობის დაღვრასთან ბრძოლისათვის ნაციონალურ და ადგილობრივ


ხელისუფლებასთან მოქმედებების კოორდინაციის პროცედურა და ადგილი გემზე;

ზომები, რომლებიც პირველ რიგში უნდა იქნა მიღებული ადამიანის გადასარჩენად,


მდგრადობის შესანარჩუნებლად და ა.შ.

11) გემის მოწყობილობების მიმართ არსებული ტექნიკური მოთხოვნები დანართი I


შესაბამისად გემზე აუცილებელია შემდეგი მოწყობილობების ქონა:

1. ნავთობშემცველი წყლის გამწმენდი მოწყობილობა (Oil Filtration equipment)


გაწმენდის ხარისხით 15 მგ/ლ-ზე ნაკლები. მას უნდა ქონდეს დადგენილი ფორმის
სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია საკლასიფიკაციო ორგანოს მიერ (Regulation
14).

2. ნავთობით დაბინძურებული წყლის დასაგროვებელი ტანკი. მისი ტევადობა


უნდა განისაზღვროს გემზე წარმოქმნილი ლიალური წყლების ფაქტიური
რაოდენობით. გარდა ამისა, ეს ტანკი უნდა იყოს აღჭურვილი შუქისა და ხმოვანი
სიგნალიზაციით, რომელიც ამოქმედდება მისი 80% შევსებისას (გარდა იმ
ტანკებისა, რომლებიც განლაგებულია ორმაგ ფსკერში).

3. ორივე ბორტზე ლიალური წყლების გაცემის სისტემა სტანდარტული


შეერთებებით. დასაბუთებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში
ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შესაძლებელია გაყვანილობა შეიძლება
განლადგეს ერთ ბორტზე;

4. გადასატუმბი სისტემის დისტანციური მართვის პულტი ან გადასატუმბი


სიაშუალებების მართვის ადგილთან ეფექტური კავშირი (სატელეფონო ან
რადიო);

5. გემბანზე ნავთობის ნარჩენების შესანახი ტანკი (მაგალითად, საწვავისა და


ზეთის სეპარაციის ნარჩენების), მცურავ შემკრებ მოწყობილობაზე გადამცემი
სისტემით (გემზე ინსინერატორის არ არსებობის შემთხვევაში).

6. გადასაღვრელ ნაკადში ნავთობშემცველობის კონტროლის ავტომატური


ხელსაწყო ავტომატური ჩამკეტი მოწყობილობით (ODMCS), რომელის
საშუალებითაც ნავთობის კონცენტრაციის მომატებისას ხდება ზღვაში ნავთობის
ჩაღვრის შეწყვეტა.

You might also like