You are on page 1of 14

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

პორტების ლოგისტიკის მენეჯმენტი

მოდული: პორტის ოპერაციების


შესრულება სტუდენტი: ჟვანია ლია
დავალებ
დავალება

მოამზადეთ პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება
კონტეინერმზიდი გემის , სატვირთო გეგმის მიხედვით სატვირთო
ოპერაციების ორგანიზება და მონიტორინგი. გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი
საკითხები: კონტეინერმზიდის ჩატვირთვა/გადმოტვირთვისათვის საჭირო
აუცილებელი რესურსები, დოკუმენტაცია, კომუნიკაციის საშუალებები და
უსაფრთხოების წესები;
გემის ნავსადგურში შესვლამდე მან უნდა გაიაროს სხვადასხვა პროცედურა და წარადგინოს
შესაბამისი დოკუმენტაცია

გემები ნასადგურში უნდა შევიდნენ ან ნავსადგურიდან გავიდნენ შემდეგი რიგითობით:


სამხედრო და სანაპირო დაცვის გემები;
სახაზო-სამგზავრო გემი;
სახაზო-სატვირთო გემი;
სხვა გემები, განაცხადის გაკეთების რიგითობის მიხედვით.

ნავსადგურისაკენ მიმავალი გემის კაპიტანი ვალდებულია, უშუალოდ ან გემის აგენტის მეშვეობით,


ნავსადგურში შესვლამდე 7 დღით, შემდგომ კი 72, 48 და 24 საათით ადრე, შეტყობინოს (გადასცეს
რადიონოტისი) ნავსადგურის ადმინისტრაციას ნავსადგურში შესვლის თარიღი და სავარაუდო დრო,
ხოლო შესვლამდე 2 საათით ადრე, რადიოტელეფონით დამატებით დააზუსტოს ნავსადგურში შესვლის
დრო.

გემის აგენტი ვალდებულია გადასცეს შესაბამისი შეტყობინება (რადიონოტისი) ნავსადგურის


სახელმწიფო კონტროლის სამსახურს, ნავსადგურს, საბაჟო და სასაზღვრო ორგანოებს, აგრეთვე სხვა
დაინტერესებულ პირებს, ხოლო წერილობითი შეტყობინება (რადიონოტისი), გემის რეიდზე დადგომის
შემდეგ გადაეცემა სატვირთო ტერმინალს, ტვირთმიმღებს/ტვირთგამგზავნს.
გემის კაპიტნის პირველადი შეტყობინება (გაგზავნილი 7 დღით
ადრე ) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :

ა) გემის დასახელება და დროშა;


ბ) გემის IMO ნომერი;
გ) გემთმფლობელის ვინაობა;
დ) გამოსვლის ნავსადგური (ბოლო ნავსადგური, რომელშიც შევიდა, რეწვის რაიონი);
ე) გემის წყალშიგი ქიმზე და კიჩოზე;
ვ) ტვირთამწეობა, გემის ზომები;
ზ) მგზავრთა რაოდენობა;
თ) ტვირთის დასახელება, განსაკუთრებული თვისებები, რაოდენობა, თითოეული პარტიის წონა
და მათი განთავსება გემბანზე, ტვინდეკსა და ტრიუმებში (გამჭოლი ტრიუმების შემთხვევაში –
ყოველ ლუკში); 8 მეტრზე მეტი (ერთეულის ზომა) ან 10 ტონაზე მძიმე ტვირთის წონა და
განთავსება;
ი) ტვირთმიმღების და ტვირთგამგზავნის დასახელება/სახელი და საკონტაქტო მონაცემები;
კ) მოთხოვნილება საწვავზე (ბუნკერი), სასმელ წყალზე, მომარაგებაზე, დამხმარე ოპერაციებზე.
 ასევე ტვირთს შესახებ ინფორმაცია აგენტის მეშვეობით ეგზავნება ნავსადგურის
დაგეგმარების სამსახურს, რის საფუძველზეც შედგება მოქმედების გეგმა.

 გემი ნავსადგურში შესულად ჩაითვლება, თუ მან გადაკვეთა ნავსადგურის გარე რეიდის


საზღვარი და დადგა ღუზაზე. ხოლო ნავსადგურიდან გასულად – თუ მან გადაკვეთა ნავსადგურის
აკვატორიის ან გარე რეიდის საზღვარი
 გემის საბუთებისა და ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე გემის კაპიტნის განაცხადის
საფუძველზე, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახური ახორციელებს
ნავსადგურში გემის შესვლის გაფორმებას, რაც მოიცავს ნავსადგურში გემის შესვლის
რეგისტრაციას, აგრეთვე ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე გემის კაპიტნის განაცხადსა
და გემის ეკიპაჟის სიაზე შტამპის დასმას, თავისუფალი პრაქტიკის მიღების დროის
მითითებით.
 გემის გადმოსატვირთად ან დასატვირთად მზადყოფნის შესახებ
წერილობითი შეტყობინება (რადიონოტისი) გემის კაპიტანმა უშუალოდ ან
აგენტის მეშვეობით ნავსადგურსა და ტვირთმიმღებს/ტვირთგამგზავნს უნდა
გადასცეს გემზე საბაჟო პროცედურების დასრულებისა და თავისუფალი
პრაქტიკის მიღების შემდეგ, ნავსადგურის სამუშაო დროის განმავლობაში.
 გემის ტვირთთავსები (ტრიუმები) დატვირთვის ოპერაციების დაწყებამდე
სათანადოდ უნდა გაიწმინდოს და აღიჭურვოს მოცემული ტვირთის
დასატვირთი ყველა საჭირო მოწყობილობით.
 გემის სატვირთო ოპერაციისათვის მზადყოფნის შესახებ წერილობითი
შეტყობინება (რადიონოტისი) გადაცემულად ჩაითვლება მხოლოდ მას
შემდეგ, რაც ფაქტობრივ მზადყოფნაში იქნება მოყვანილი კონკრეტული
ტვირთის დასატვირთად ან გადმოსატვირთად განკუთვნილი გემის
შესაბამისი ტვირთთავსი (ტრიუმი) და/ან ტანკი.
ყოველგვარი რეგისტრაციის და შეთანხმების შემდეგ აგენტი ნებას რთავს
დაგეგმარების სამსახურსა და ცვლის ზედამხედველს სამუშაოს(დატვირთვა-
გადმოტვირთვის) დაწყების შესახებ.
სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე დაგეგმარებიდან პლანერს (planner) მიაქვს
გემზე წინასწარ შედგენილი გეგმა(work flow, discharge schematic და prestow schematic),
სადაც აღნიშნულია დასატვირთი და გადმოსატვირთი კონტეინერების რიგითობა და
რაოდენობა ასევე ტიპები და სპეციალური ინფორმაცია არსებობის შემთხვევაში.
ასევე სამოქმედო გეგმა გადაეცემა ამწე კრანის ოპერატორებს.
გემის მხრიდან საჭიროა კონტეინერების მომზადება დასაცლელად, ეკიპაჟის
წევრები ხსნიან დამაგრებულ კონტეინერებს, რის შემდეგაც ამწე კრანს
შეეძლება კონტეინერის აწევა და გადმოტვირთვა.
ნავსადგურის მხრიდან კი სატვირთო ოპერაციაში მონაწილეობენ: ცვლის
ზედამხედველი (სუპერვაიზერი), დამგეგმარებელი (პლანერი), ამწე კრანის
ოპერატორები, ტალმანები, დოკერები, კონტეინერმზიდი ავტომობილის
ოპერატორები, ანძური ტიპის მტვირთავების (რიჩ-სტაკერები REACH-
STACKERS) ოპერატორები.
გემის კაპიტანი უზრუნველყოფს ტვირთის ნაოსნობისათვის უსაფრთხოდ
განაწილებასა და განლაგებას გემის ტვირთსათავსებში (ტრიუმებში). ეს
მოთხოვნა ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა გემის დატვირთვა, ტვირთის
დაწყობა, განლაგება ან ტრიმინგი (გადაადგილება) ხორციელდება
ტვირთმფლობელის/ექსპედიტორის საშუალებებით.
სატვირთო საბუთების გაფორმება
ტვირთგამგზავნი ვალდებულია დატვირთვიდან არა უგვიანეს 4 (ოთხი)_საათის
განმავლობაში გემის კაპიტანს ხელმოსაწერად წარუდგინოს კონოსამენტი/საზღვაო
ზედნადები და ტვირთთან დაკავშირებული სხვა საბუთები
გემის კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ან მიიღოს ტვირთი სატვირთო ადგილების
რაოდენობის მიხედვით, კონოსამენტის/საზღვაო ზედნადების შესაბამისად.
ტვირთის მიღება დასტურდება ტვირთმიმღების ან მისი რწმუნებულის ხელმოწერით
კონოსამენტზე/საზღვაო ზედნადებზე.
შემმოწმებლის პატაკი ან აქტი ფორმდება გემის სატვირთო ოპერაციის შემდეგ, გემის
წყალწყვის ან ტალმანის (ტვირთის დამთვლელი) ან სხვა დოკუმენტის საფუძველზე,
რომელიც შედგენილია გემის ეკიპაჟის, ექსპედიტორის ან უფლებამოსილი ტვირთის
დამთვლელი (სატალმანო) კომპანიის მიერ
სატვირთო ოპერაციაში მონაწილე ყველა მხარე ვალდებულია მიაწოდოს ტვირთთან
დაკავშირებული სრული ინფორმაცია ნებისმიერი მხარის მიერ დანიშნულ
შემმოწმებელს.
ასევე საჭიროა წინასწარ მომზადებული სასაწყობე ტერიტორია(მაგალითად მაცივარ
კონტეინერს სჭირდება სპეციალური ადგილი სადაც მოხდება მათი ძაბვაზე შეერთება), ამწე
კრანები, კონტეინერმზი ავტომობილები, ანძური ტიპის მტვირთავები
სატვირთო ოპერაციებში მონაწილეები ერთმანეთს ეკონტაქტებიან
ძირითადად რაციით და ტელეფონით, ასევე კომუნიკაციისთვის იყენებენ
მეილს.

ყოველი მათგანი კი აღჭურვილი უნდა იყოს შუქამრეკლი სპეციალური


სამოსით, ჩაფხუტით და სპეციალური ფეხსაცმლით (safety shoes) რათა
დაცული იყოს უსაფრთხოების წესები.
ამის შემდეგ მოდის აგენტი და გემის მთავარ ოფიცერთან ათანხმებს გემის
ნავსადგურიდან გასვლის დროს.
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალიდან ყოველი
საკონტეინერო გემი გადის მობუქსირე გემების დახმარებით.
1. გემის სალოცმანო გაცილება ხორციელდება ნავსადგურის
მისასვლელებთან და ნავსადგურის აკვატორიაში, ნაოსნობის უსაფრთხოების,
საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილებისა და გარემოს დაცვის
უზრუნველყოფის მიზნით.
2. სალოცმანო გაცილების გარეშე ნაოსნობა ნებადართულია:
ა) სამხედრო-საზღვაო გემისათვის;
ბ) 500 ტონა და ნაკლები საერთო ტევადობის გემისათვის;
გ) რეგულარულ ხაზებზე მომუშავე სამგზავრო კატარღისათვის;
დ) დასაღრმავებელი სამუშაოების განმხორციელებელი გემისათვის.
გემის ნავსადგურიდნ გასვლა

1. გემმა, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა, ნავსადგურიდან გასვლისათვის წინასწარ უნდა მიიღოს
ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შესაბამისი წერილობითი თანხმობა (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც ძალაშია გაცემის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული თანხმობა ფორმდება
გემის შესაბამის განცხადებაზე მინაწერით გასვლის უფლების შესახებ და მასზე შტამპის დასმით.

2. გემის ნავსადგურიდან გასვლა ფორმდება ნავსადგურის სამუშაო დროს. გემის კაპიტანმა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ
ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურს უნდა აცნობოს წინასწარ, ნავსადგურიდან გასვლამდე არა
უგვიანეს 6 (ექვსი) საათით ადრე, ხოლო თუ გემის ნავსადგურში დგომის დრო 6 (ექვსი) საათზე ნაკლებია – გასვლამდე არა უგვიანეს 4
(ოთხი) საათით ადრე.

3. გემის ნავსადგურიდან გასვლისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი/გემთმფლობელი.

2. ნავსადგურში გემის ან ტვირთის დაკავების უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანს, აგრეთვე სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო
ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით.

3. თუ საბუქსირე გემზე იმყოფება კაპიტანი და ეკიპაჟი, მაშინ ნავსადგურიდან გასვლას აფორმებს თავად კაპიტანი, ხოლო ყველა სხვა
შემთხვევაში ბუქსირზიდვის ქარავნის ნავსადგურიდან გასვლას აფორმებს ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი.

4. ნავსადგურიდან გემის გასვლის გაფორმება საჭირო არ არის, თუ გემი ნავსადგურიდან გადის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის
სამსახურის მითითებით, რაც გამოწვეულია სტიქიური მოვლენით, საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანებისა და/ან გემის გადარჩენის
აუცილებლობით, ან ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის საჭიროებით. ამ შემთხვევაში გემის კაპიტანმა ნავსადგურიდან გასვლის დროის
შესახებ ვალდებულია აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას
აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას
(შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია).

5. თუ გემი სხვადასხვა მიზეზის გამო შეყოვნდა ნავსადგურში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი თანხმობის
მოქმედების ვადაზე მეტი დროით, გემის კაპიტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და
ნავსადგურის შესაბამის სამსახურებს და განმეორებით მიიღოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურიდან წერილობითი
თანხმობა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ.
პორტების ლოჯისტიკის მენეჯმენტი
პორტის ოპერაციების შესრულება
სტუდენტი: ჟვანია ლია

You might also like